IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვინ არიან დემონები?
starscream
პოსტი Mar 15 2011, 07:24 PM
პოსტი #41


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



ჯერ ერთი დემონიც მაინც დაამარცხეთ ნუ პატარა ჭინკა მაინც biggrin.gif


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 15 2011, 07:30 PM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559




starscream
ციტატა
ჯერ ერთი დემონიც მაინც დაამარცხეთ ნუ პატარა ჭინკა მაინც

გააჩნია დამარცხებაში რას ვიგულისხმებთ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Apr 4 2011, 10:35 PM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



დემონების შესახებ
სულიერი ბრძოლა





დემონებს ვებრძვით ჩვენ მთელი ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში. აკი წმიდა პავლე მოციქულიც ამბობს, რომ „...არა არს ბრძოლაი ჩვენი სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა მის ამის საწუთროისათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქვეშე“ (ეფეს.6,12). ჩვენს გარშემო ჰაეროვან სივრცეში, აურაცხელი ჯგროებია ამ ბორიტი სულებისა - „სოფლის მპყრობელთა“, და ისინი არასდროს შორს არ არიან ჩვენგან. გარდა ამისა, თვით მათ შორისაც დიდი სხვაობა და მრავალსახეობაა. მათს ბუნებასა და სხვადასხვაგვარობაზე რომ ვილაპარაკოთ, სიტყვა ძალზე გაგვიგრძელდება, თანაც ისა ჯობია, რომ ამ საძნელო საგანზე ჩვენზე მაღლად მყოფმა მამებმა ილაპარაკონ. ჩვენთვის კი ახლა ყოვლადაუცილებელია ის გავრკვიოთ, თუ რა მზაკვრობებსა და მანქანებას მიმართავენ ბოროტი სულები მონაზონთა წინააღმდეგ.

ჰოდა, უპირველესად ყოვლისა ის უნდა ვიცოდეთ, რომ დემონები - ბოროტი სულები - თავდაპირველად იმ სახით არ არიან შექმნილნი ღმერთის მიერ, რა სახისთვისაც იწოდებიან კიდეც ბოროტ სულებად, რადგანაც შემოქმედს არაფერი ბოროტი არ დაუბადია. ეშმაკნიც კეთილ სულებად და ნათლის ანგელოზებად არიან შექმნილნი, მაგრამ შემდეგში ამპარტავნებით აღივსნენ, მოშორდნენ ზეციურ სიბრძნეს და დაეცნენ - ამქვეყნად გარდამოხდნენ, სადაც მათ მოჩვენებებით აცთუნეს ბერძნები; ხოლო რადგანაც შურთ ჩვენი - ქრისტეს მოსავი ადამიანებისა, დემონები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ხელი შეგვიშალონ ჩვენ ზეცისკენ მისწრაფებაში, იქ ამაღლებაში, საიდანაც თვით ისინი დამდაბლებულან. ამიტომ აუცილებელია ბევრი ვილოცოთ კიდეც და ბევრიც ვიშრომოთ, რათა სულიწმიდის მიერ სულიერი განსჯის უნარი მოგვემადლოს, ანუ „ განკითხვაი სულთაი“, როგორც პავლე მოციქული ამბობს (1კორ. 12,10), და ამ უნარით აღჭურვილებმა შევიძლოთ გამორკვევა, თუ ბოროტ სულთაგან რომელია აღმატებული ბოროტებაში და რომელი - ნაკლებ სასტიკი, ანუ ვის რა საქმე და მოვალეობა აკისრია დემონთა შორის. თუ ამას გამოვარკვევთ, მაშინ გვეცოდინება, როგორ უნდა ვებრძოლოთ ხოლმე მათ, რა გზით დავამხოთ და რა ღონისძიებით განვდევნოთ ჩვენგან თითოეული ბოროტ სულთაგან, რომელნიც კი თავს დგვესხმიან, რადგანაც მათ მრავალი მზაკვარება აქვთ მომზადებული ჩვენს დასაღუპად, და ასევე მრავალრიცხოვანია სახეობანიც მათი ცილისმწამებლობისა და დამბეზღებლობისა. ნეტარმა მოციქულმა პავლემ და მისმა მოწაფეებმა კარგად უწყოდნენ ყოველივე ეს, როცა ამბობდნენ: „არა გონებასა მისსა (ანუ წინააღდგომისა - ეშმაკისა) უმეცარ ვართო“ (2 კორ. 2,11) ჩვენ კი რა სახითაც ვიქმნებით გამოცდილი ბოროტ სულთაგან, იმ სახითა და გამოცდილებით უნდა დავმოძღვროთ ერთურთი, რათა მომავლისათვის გავფრთხილდეთ და ფხიზლად ვიყოთ. ამიტომაც, აჰა, მეც, რაკი თავადაც არაერთგზის გამომიცდია დემონთა მზაკვარება და საცთურის წინაშეც ხშირად ვმდგარვარ, როგორც შვილებს გეტყვით მათთვის და გაგაფრთხილებთ.

ისინი, ბოროტი სულები, როგორც კი დაინახავენ ნამდვილ მორწმუნეს ქრისტესას,უფრო კი ბერ-მონაზონს, სათნოების ღვაწლთა შორის წარმატებულს, მაშინვე თავს ესხმიან მას და ცდილობენ რაიმეთი აცთუნონ. მათგან მოვლენილი საცთური კი იმაში მდგომარეობს, რომ დემონები ბოროტ ზრახვებსა და უჯერო ფიქრებს დაჰბადებენ ხოლმე ადამიანში. მაგრამ ჩვენ არ უნდა შევუშინდეთ ხოლმე დემონთა ამგვარ შემოტევას, რადგან ლოცვით, მარხვითა და უფლის რწმენით მტერი განგდებულ იქნება ჩვენგან. თუმცა კი დამხობის შემდეგაც ბოროტი სულები ხელს არ აიღებენ თავიანთი ბოროტი განზრახვისაგან და მაშინვე ახალი მზაკვრობით დაგვესხმიან თავს და ახალი მანქანებით შეეცდებიან ჩვენს სულთა დაღუპვას. როცა მათ არ შეუძლიათ ხოლმე აშკარად ბილწი სურვილები დაბადონ მოსაგრე ბერის გულში და ამგვარად აცთუნონ, მაშინ ისინი სხვა ხერხს მიმართავენ: სხვადასხვა საშინელ მოჩვენებებს მოუვლენენ ხოლმე შესაშინებლად, და ამ მიზნით თვითონაც იცვლიან სახეს და მრავალი სახით ეცხადებიან - მაცთურ ქალებად, მძვინვარე მხეცებად და საზიზღარ ქვეწარმავლებად, უსახურ გოლიათებად თუ მრავალრიცხოვან, თავდასხმად განმზადებულ მეომრებად, მაგრამ ამგვარი მოჩვენებებისა ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ხოლმე. რადგან ისინი სინამდვილეში სულაც არ არსებობენ და უმალვე განქარდებიან, როგორც კი ჯვარს გადავსხავთ და ჭეშმარიტი რწმენით მოვიზღუდავთ თავს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დემონები მეტად კადნიერები და ურცხვნი არიან, და ამიტომაც, თუკი ამ მეორე ჯერზეც ძლეულ იქმნებიან, ხოლმე, ისინი მაინც არ იხევენ უკან და კვლავაც გვესხმიან თავს, ახლა უკვე სულ სხვა მანქანებით: წინაგანმჭვრეტთა სახით გვევლინებიან და ზუსტად გვეუბნებიან ყოველივე იმას, რაც შემდეგში უნდა მოხდეს, ამასთან ისე მოაქვთ თავი, თითქოს ამაღლებულნი და ნათლისანი იყვნენ. აი, ასეთ მზაკვრობას მიმართავენ ბოროტი სულები, რათა ეგების ამგვარი მოჩვენიბებით მაინც აცთუნონ და მოინადირონ ის ადამიანები, ვინც მანამდე ვერ შეაცდინეს ბოროტი ზრახვებისა და უჯერო ფიქრების შეგონებით. მაგრამ ჩვენ ნურც აქ დავუჯერებთ მათ, რადგან დემონები უცხონი არიან ჩვენთვის. ნურასდროს ნუ შევისმენთ მათს სიტყვებს, დაე, თუნდა ლოცვად მოგვიწოდენდნენ, ანდა მარხვას შეგვაგონებდნენ. არამედ უფრო ღრმად ჩავუკვირდეთ ჩვენი მოღვაწეობის მიზანს და მაშინ აღარ ვეცთუნებით ბოროტ სულთაგან, რომელნიც ყოველივეს მზაკვრებით იქმან. შიში კი დემონებისა ერთი წამითაც არ უნდა გავივლოთ გულში, დაე თუნდ განძვინებულნი გვესხმოდნენ თავს და სიკვდილსაც გვიქადდნენ, რადგან სინამდვილეში ბოროტი სულები უღონონი არიან ქრისტეს ჭეშმარიტი მოსავის წინაშე და მხოლოდ დამუქრების ძალი შესწევთ.

იცოდე, რომ ლუციფერიც, ანგელოზთაგან პირველი, თავდაპირველად ყოველგვარ არაგონიერ წრამოსახვაზე, სახეზე, ფერსა და გრძნობაზე მაღლა იდგა, როგორც მოაზროვნე გონი, უნივთო, უსახო და უსხეულო. შემდეგ კი ოცნება დაიწყო და გონებით ღვთის თანასწორობა განიზრახა. ამიტომ უსახო, უვნებო და უბრალო გონიდან მრავალსახიერ, რთულ წარმოსახვამდე დაეცა, - როგორც ღვთისმეტყველთა უმეტესობა ვარაუდობს. ასე რომ, უსახო, უსხეულო და უვნებო ანგელოზი სატანად იქცა - თითქოსდა განივთიერდა, მრავალსახეობრივი და ვნებებით სავსე გახდა. და როგორიც თავად გახდა, ისეთივედ გადაიქცნენ მისი მსახურნიც. ამის შესახებ წმიდა გრიგოლ სინელი ასე მსჯელობს: „ოდესღაც ისინიც გონიერნი იყვნენ, მაგრამ დაეცნენ და დაკარგეს რა სიმსუბუქე და უნივთობა, ერთგვარი ნივთიერი სისავსე შეიძინეს. თითოეულმა თავისი წოდების, ხარისხისა და ქმედების შესაბამისად შეისხა ხორცი. შედეგად მათაც ადამიანების მსგავსად, ანგელოსებრივი მშვენიერება დაკარგეს, ღვთაებრივი ნეტარება წაერთვათ, როგორც ჩვენ და, ნივთიერი ვნებების შეჩვევით, თითქოდსდა ნივთიერნი გახდნენ“. (ფილოკალია, თ. 123) ამიტომ წმიდა მამებთან სატანა ფერმწერად, მრავალსახოვან გველად, დედამიწის ვნებებით მასაზრდოებლად, ფანტაზიორად და სხვა მსგავსი სახელწოდებებით მოიხსენება. საღვთო წერილი კი მას ხორცშესხმულ ურჩხულად გამოხატავს - კუდით, ნეკნებით, კისრით, ცხვირით, თვალებით, ყბებით, ბაგეებით, ტყავით და სხეულის სხვა ნაწილებით. ამის შესახებ შეგიძლია იხილო მართალი იობის წიგნის მეორმოცე და ორმოცდამეერთე თავებში. კარგად გაიცნობიერე, ჩემო საყვარელო, რადგან მრავალსახოვანი ფანტაზია სატანის გამოგონება და ნაშობია ჩვენს დასაღუპად, მისთვის ძალზე სასურველი და საჭირო. წმიდა მამები ფანტაზიას სამართლიანად უწოდებენ ხიდს, რომლითაც სულისმკვლელი დემონები შემოდიან სულში, მკვიდრდებიან და უქმ სკად, საშინელი, ბოროტი და ღვთისთვის საძულველი გულისსიტყვების საცხოვრებლად აქცევენ მას. ამ დროს სულში ყველანაირი არაწმინდა სულიერი და ხორციელი ვნება ისადგურებს.

ვნებები და გულისთქმები რომ ჩვენს შიგნითაა, გულში, იქიდან გამოდიან და გვებრძვიან, ეს ჩემი აზრი არ გახლავთ. უსმინე, რას გვეუბნება უფალი: ვინაიდან გულიდან გამოდიან უკეთური ზრახვანი, კაცის კვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი. ესენი არიან კაცის შემბილწველნი (მათ. 15,19) და არც ის გახლავთ ჩემი მოგონილი, რომ ჩვენი მტრები -დემონები გულთან ახლოს არიან ჩასაფრებულნი. ასე გვასწავლიან წმიდა მამები. ამას დაწვრილებით გვიხსნის წმიდა დიადოხი, რომელიც ამბობს, რომ წმიდა ნათლისღებამდე ღვთაებრივი მადლი გარედან უბიძგებს ადამიანს სიკეთისკენ, ხოლო სატანა გულისა და სულის სიღრმეებში იმალება. ნათლობის შემდეგ დემონი გამოიდევნება გულიდან და მადლი სახლდება შიგნით (ფილოკალია, თავი 76). სხვათა შორის, ამბობს იგი (თავი 82), ნათლობის შემდეაგც დაიშვება, რომ მტერი ჩვენი სხეულის სიღრმეში, თითქოსდა გულის ზედაპირზე დამკვიდრდეს - ჩვენი ნების გამოსაცდელად. აქედან ის გამუდმებით ჩაჰკირკიტებს გონებას ხორციელ სიამეთა შესახებ. ამავე აზრს ეთანხმება წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სწავლებაც, რომ უფლის ბაგეთაგან ნათქვამი, თუ როგორ ტოვებს ბოროტი სული ადამიანს და შემდეგ გაძლიერებული ბრუნდება მასში (მათ. 12. 43-45), მონათლულთ ეხება, როდესაც მათ ეზარებათ გულში მყოფობა. „ნათლისღებით განგდებულ უწმინდურ სულს არ უყვარს უსახლკარობა, სიმშვიდეს ეძებს და აქეთ-იქეთ დაეხეტება. და თუ სხვა ადგილი ვერ იპოვა, ძველს უბრუნდება, რადან ურცხვია. თუ აღმოაჩენს, რომ სიყვარულისა და ყურადღების შედეგად მონათლულის გულში ქრისტემ დაისადგურა, უკუდგებული და დამარცხებული იქაურობას ტოვებს, მაგრამ თუ ძველ სამყოფელს, ღვთის ხსოვნის არქონისა და უგულისყურობის მიზეზით ცარიელს იხილავს, სასწრაფოდ შედის უწინდელზე უფრო მეტად გაბოროტებული. და ასეთი ადამიანისთვის უკანასკნელი სიმწარე პირველზე უარესია“ (სიტყვა მე-40). მე საგანგებოდ გავამახვილე ყურადღეაბ ყოველივე ამაზე, რომ რაც შეიძლება განიმტკიცო გულში მაცხოვრის ხსოვნა და ლოცვა. სხვაგვარად გულში დაბუდებულ შემაშფოთებელ გულისსიტყვებსა და ვნებიან მოძრაობაზე ვერ გაიმარჯვებ. როდესაც ღმერთთან ხარ, მტერი მოახლობას ვერ გაბედავს.



ღმერთმა მოგცეთ მათთან ბრძოლის ძალა


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 4 2011, 12:37 AM
პოსტი #44


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



GIORGI LELUASHVILI
ეს დემონების შესახებ საიდან გაქვს ამოღებული?ლიტერატურაა რამე?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 4 2011, 10:19 AM
პოსტი #45


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
კი;
"სულიერი ბრძოლა" არის ასეთი წიგნი.

ამ ვიდეოს უყურე რა მაგარია...
http://www.youtube.com/watch?v=9BBnJbdPAX0


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Jul 4 2011, 11:33 AM
პოსტი #46


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



zogi witelia.zogi nacrisferi,

QUOTE(starscream @ Mar 15 2011, 07:24 PM) *

ჯერ ერთი დემონიც მაინც დაამარცხეთ ნუ პატარა ჭინკა მაინც biggrin.gif

Jer shen unda dagamarcxon rom mixvde rastan gaq saqme.pawuka smile.gif


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 4 2011, 12:53 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა
Jer shen unda dagamarcxon rom mixvde rastan gaq saqme.pawuka

laugh.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Jul 4 2011, 03:00 PM
პოსტი #48


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



karpaki
ციტატა
Jer shen unda dagamarcxon rom mixvde rastan gaq saqme.pawuka

tongue.gif


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jul 6 2011, 02:19 PM
პოსტი #49


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



დემონი - ძველ ჰებრეიკულ ენაზე - სწორ თარგმანში - ასე ვთარგმნე - ჰედეონ-ჰაეროვანი მოხეტიალე- ჰადეე მონეჰ- მოხეტიალე ჰაერის მპყობელი- მაგრამ სიტყვის მნიშვნელობები სულ სხვაგვარად შეიძლება - ჰადეს- ლესის ადგილი.
ჰადემონე- გვამს ვმართავს.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 6 2011, 02:59 PM
პოსტი #50


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



davithet
ციტატა
ედეონ-ჰაეროვანი მოხეტიალე- ჰადეე მონეჰ- მოხეტიალე ჰაერის მპყობელი-

კი, ნამდვილად მასე ეწოდება.



ისე მაგარი ხარ, რამდენი ენა იცი.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 6 2011, 04:52 PM
პოსტი #51


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ათ ჰაერის მპყრობელებს უწოდებენ.

ნამდვილად? დემონები იგივე ჰაერის მყრობელები არიან? მერე გვამთან რა ესაქმებათ? biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 6 2011, 04:53 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ქევანა
ციტატა
ნამდვილად? დემონები იგივე ჰაერის მყრობელები არიან? მერე გვამთან რა ესაქმებათ?

დემონები ჰაერის მპყრობელები არიან გვამის კი არაsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 6 2011, 04:55 PM
პოსტი #53


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



GIORGI LELUASHVILI
ხოდა, მაგას ვამბობ, დემონები თუ ჰაერს იპყრობენ, გვამთან ანუ ადამიანთან, რა უნდათ? რანაირად ხელეწიფებათ გვამის პყრობა? biggrin.gif

ჩახლართულ ჩაკუჭკუჭებული კითხვაა, მაგრამ... რეავიც


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 6 2011, 04:56 PM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ქევანა
ციტატა
რანაირად ხელეწიფებათ გვამის პყრობა?

გვამისა და სულის პყრობა კი არ ხელეწიფებათ, არამედ მათზე გარკვეული უფლებები აქვთ უფლისაგან დაშვებული.
პაისი ათონელი.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Jul 6 2011, 05:30 PM
პოსტი #55


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



GIORGI LELUASHVILI

შენ აქ წერ დემონებზე ინფორმაციას კანონიკური ბიბლიიდან ან წმინდა მამათა განმარტებიდან და ეს ძალიან კარგია, რომელიც ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა სიმართლედ უნდა აღიქვას smile.gif

შეიძლება თუ არა აპოკრიფული წიგნებიდან დავწეროთ დემონებზე ინფორმაცია? თუმცა თავისთავად გასათვალისწინებელია ის რომ სიმართლედ არ უნდა აღვიქვათ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 6 2011, 05:43 PM
პოსტი #56


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



lasha_k
ვაჰ, ლაშას გაუმარჯოს!
როგორ ხარ დაკარგულო?
ციტატა
შეიძლება თუ არა აპოკრიფული წიგნებიდან დავწეროთ დემონებზე ინფორმაცია?

ანუ არაკანონიკური წერილებიდან?
შეიძლება და თან სიმართლეცაა, რადგან აპოკრიფული ლიტერატურა სრულიად არ უარიყოფა მამების მიერ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Jul 6 2011, 06:11 PM
პოსტი #57


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ვაჰ, ლაშას გაუმარჯოს!
როგორ ხარ დაკარგულო?

კარგად გიორგი შენ როგორ ხარ smile.gif

ხო ცოტა დავიკარგე აღარ ვპოსტავ smile.gif თუმცა ხშირად შემოვდივარ და შენს პოსტებს ყოველთვის ვკითხულობ smile.gif

ციტატა
ანუ არაკანონიკური წერილებიდან?
შეიძლება და თან სიმართლეცაა, რადგან აპოკრიფული ლიტერატურა სრულიად არ უარიყოფა მამების მიერ.

კი არაკანონიკურ წერილებიდან და არამარტო მაქედან სადაც კი დემონებზე ინფორმაციაა ყველაფრიდან smile.gif ამიტომ შეგიძლიათ ზოგი გაითვალისწინოთ და ზოგი კიდევ არა smile.gif

სანამ დავწერ მინდა გითხრათ რომ ეს ჩემი ნაშრომი არ არის ანუ მეზობელი ფორუმიდან ვაკოპირებ smile.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 6 2011, 06:17 PM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



lasha_k
ციტატა
კარგად გიორგი შენ როგორ ხარ

მეც კარგადsmile.gif
ციტატა
თუმცა ხშირად შემოვდივარ და შენს პოსტებს ყოველთვის ვკითხულობ

გაიხარეa075.gif
ციტატა
სანამ დავწერ მინდა გითხრათ რომ ეს ჩემი ნაშრომი არ არის ანუ მეზობელი ფორუმიდან ვაკოპირებ

დაწერე, საინტერესოა ამ თემაზე საუბარი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Jul 6 2011, 06:28 PM
პოსტი #59


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



SAMAEL
უმაღლესი სული,დაუბადებელი,შეუქმნელი,მ
დმივი,სიბნელე ყოველგვარი ნათელის გარეშე.მისი სიმბოლო არის შიშველი ხმალი შემხმარი სისხლით.ყველაფრის გამანადგურებელი უმაღლესი სიძულვილის მქონე.მისი სიტყვა კანონია ნებისმიერი რანგის და ნებისმიერი ბუნების დემონისათვის.სატანა არის–განდგომა,უარყოფა,ბელიალ
ი კი სივერაგე.ისინი არიან სამაელის ორი სახე.პირველის სიმბოლოა–შავი მამალი,მეორის–ფრთებიანი ადამიანი.
LILITH
სამაელის მეუღლე.უფსკრულთა და ჭიაყელათა მბრძანებელი.ყველანაირი უსიცოცხლობის,უწმინდურობის დედოფალი.ლამიების,ბავშვთა მკვლელების მფარველი.ცხადდება როგორც შიშველი ულამაზესი ქალი ან როგორც მოხუცი ბებია შავ ტანსაცმელში.
BAALSEBUB
სიბნელის თავადი,დემონთა მეუფე,პირველყოფილი ბოროტება.მის სიძულვილს საზღვარი არა აქვს,ხოლო ძალა კი ამოუწურავი და დაუსრულებელი.ის შეიძლება გამოცხადდეს როგორც უდიდესი ფუტკარი,ცხენის თავი,შიშველი ადამიანი კანის გარეშე და მაღალი ხე.ის არის იმათთაგანი,რომელსაც ვერც ღმერთი და ვერც მისი მონა წინ ვერ აღუდგება.
ASMODEUS
მოხიბვლის,სიცრუისა და ტყუილის ძალა.ჯოჯოხეთის განძეულის მცველი და მფარველი.ცხადდება როგორც უდიდესი მეფე,ბრწყინვალე სამოსელში და შეუძლია გაამდიდროს და ძალაუფლება მისცეს ყველას,ვინც მას მიმართავს.მისი სიმბოლოა ანთებული ზეთის ლამპარი.მას ემორჩილებიან მგლები და ლეოპარდები.ის მბრძანებელია მაქციათა და სულების 72 თაგან(მეფე სოლომონის გოეთია იგულისხმება).მის საპატივსაცემოდ წვავენ და ანთებენ სტირაქსს და ამბრას.
ASTAROTH
გარდასახვათა მბრძანებელი.მიცვალებულთა მეუფე,ჯადოქართა მფარველი,ოქროს მაძიებელთა.მისი სახეა მყრალი წვიმა,მბრუნავი სიბნელე და შავი ქარბორბალა,რომლის შიგნიდანაც გამოდის სინათლე.მის ძალაუფლებაში შედის საზღვრების და კარების გაღება სამყაროთა შორის.
MOLOCH
ახალდაბადებულთა მშთანთქმელი,შეუბრალებელი შურისძიება,უმაღლესი მმართველი ჯოჯოხეთისა.დამწვარი სულების მბრძანებელი.მისი დამახასიათებელი ნიშნებია უმაღლესი შეუბრალებლობა და დაუმორჩილებლობა.მისი სიმბოლოებია რკინის ფეჩი და უდიდესი გამხმარი ხე.მისი გამოძახება შეუძლებელია,რამეთუ არ მოიძებნება დედამიწაზე ადგილი,რომელიც აიტანს და გაუძლებს მის ბუნებას.მისი სიმბოლო გამოსახული სახლის კარებზე,მოიტანს უბედურებას ამ სახლში,ხოლო მტრის ტანსაცმელზე ან მის ნაგლეჯზე,მოუტანს მტერს საშინელ სიკვდილს.უბრალო და საშიშია მისი მნიშვნელობა.ხუთი სამიანია მის შემცველობაში,რომელნიც მოასწავებენ დაბადებას მაგრამ არა სიცოცხლის,არამედ სიკვდილის…
ADRAMELECH
ჯოჯოხეთის მოსამართლე და მკვლელი,მჩაგვრელთა და ტირანთა მფარველი.მისი სიმბოლოა გადაშლილი წიგნი.ის ცხადდება როგორც ბრძენი შავებში,მელოტი თავით.მას არ აქვს სიმბოლო,რამეთუ ის ანსახიერებს უსახო და უსახელო მხარეს ბოროტებისას და ის ყველაფერშია.მას ემორჩილებიან ვირთხები,აგრეთვე ის მბრძანებლობს შიმშილსა და გვალვაზე.
მოადგილენი და დამხმარენი
NAAMAH
შიშის მბრძანებელი,ცოცხალ მიცვალებულთა დედოფალი.ღამის და ღამეში დაფარულ არსებათა მმართველი.ცხადდება როგორც ულამაზესი ქალი,წეალამდე შიშველი,ქუხილის ფერი ტანით,გვირგვინით და ძვირფასი მძივით ყელზე.მასთან კავშირი გამომძახებელს აძლევს საშუალებას მქციებსა და ვამპირებს ელაპარაკოს მათ საკუთარ ენაზე.
TYPHON
ქარიშხალთა და ურაგანთა მბრძანებელი.ცხადდება როგორც თეთრი გველი.გამომძახებელს აჯილდოებს წინასწარმეტყველების უნარით.
INHABULOS
ჯოჯოხეთის გარე წრის მაცხოვრებელი.კოშმარებისა და საშინელი ხილვების მეუფე.ცხადდება როგორც თეთრი ცხენი.მისი გამოძახებისას არის საშიშროება რომ ჭკუიდან შეიშალოს გამომძახებელი.ის მბრძანებლობს აგრეთვე კეთრზე,რომელიც ტანჯავს მოკვდავებს.
ABBADON
სიცარიელის დემონი.მისი ჭეშმარიტი სახელი არავინ იცის,რადგან დემონთა ენაზე მისი სახელი ნიშნავს–„არავინ“.მის მფობელობაში შედის გვალვა და კალიები,აგრეთვე ნებისმიერი სახის სტიქიური უბედურება,რომელიც თავს ატყდება ხალხს მოულოდნელად.ის გამოიყურება როგორც ბოროტი დაბალი ადამიანი ან ჩონჩხი–ხორცის ჩამოკიდებული ნაგლეჯებით.მას არა აქვს სიმბოლო და იგი მოვა მხოლოდ ბოლო დღეს,რათა წაიყვანოს რჩეულნი თავისთან და „მართალთა“ სულები კი ჩაყაროს სტიქსის მყრალ წყლებში.
AZAZELL
მცველი,მფარველი,მკვდართა ქალაქის ზედამხედველი ჯოჯოხეთის შიდა მხარეს.შორეული წარსულიდან ის ასწავლიდა მოკვდავებს შავ სწავლებას.ამბობენ, რომ მოკვდავ ქალთან მისი კავშირის შედაგად გაჩნდა პირველი შავმწიგნობარი და დღემდე არიან მისი შთამომავლები.მისი გამოძახება არ შეიძლება,რადგან ის თვითონ მიდის რჩეულებთან რათა მისცეს ცოდნა.
LYMA
ლილიტის დამხმარე,რომელსაც მოაქვს წყლულები და უბედურება,ის მფარველობს დედებს,რომლებმაც მოკლეს საკუთარი შვილები,რათა დაფარონ მათ თავიანთი სირცხვილი.ცხადდება შავი ზეწრის სახით,რომელიც ფრინავს მიწის ზევით.
HECATA
ლილიტის დამხმარე,აქვს სიმბოლო.ღამისა და მოჩვენებათა,ზმანებათა დედოფალი.მას შეუძლია გამოცხადდეს როგორც ქალი სამი სახით,შიშველი ქალი ღამურის ფრთებით და მბრუნავი სიბნელე.
BELFEGOR
ასმოდეის დამხმარე.სიმდიდრისა და ფუფუნების ჯინი.გამოიყურება როგორც ადამიანი მგლის თავით,ალისფერ ტანსაცმელში და გვირგვინით თავზე.ხალისით მოდის შავმწიგნობრებთან და საუბრობს მათთან,თუ ხელშეკრულება შესთავაზა მათ,სანამ დათანხმდებიან წინასწარ უნდა შეისწავლონ აუცილებლად.
KASSAN
ადრამელექის დამხმარე,გამოიყურება როგორც დიდი ვირთხა გვირგვინითა სკიპტრათი ხელში.მისი გამოძახება არ შეიძლება,მაგრამ ადვილია მისი დანახვა ზმანებებში.
ABYGOR
ბაალის დამხმარე,მისი სახელი ნიშნავს „მოსული არსაიდან“.ლიმბის გუშაგი.ცხადდება როგორც მხედარი ალისფერ მოსასხამსა და შლემში.მას იძახებენ,მხოლოდ ისეთი საშინელი და დაუნდობელი შურისძიებისათვის,როგორიცაა მტრის მკვლელობა.
LUСIFЕR იმპერატორი
BELZEBUTH თავადი
ASTAROTH უმაღლესი ჰერცოგი
შემდგომ მოდიან უმაღლესი სულები,რომლებიც იმყოფებიან ზემოთჩამოთვლილთა მორჩილების ქვეშ:
LUCIFUGE პირველი მინისტრი
SATANACHIA უდიდესი მხედართმთავარი
AGALIAREPT ასევე,მხედართმთავარი
FLEURETY მრჩეველი
SARGATANAS ბრიგადირი
NEBIROS მარშალი
ეს ექვსი უმაღლესი სული მეთაურობს ჯოჯოხეთის მთლიან ძალაუფლებას და დანარჩენი სულების ძალას,რომლებიც არიან თვრამეტნი.კონკრეტულად კი:
Bael
Agares
Marbas
Pruslas
Aomon
Barbatos
Buer
Gusoyn
Botis
Bathim
Pursan
Eligor
Loray
Valefor
Farail
Ayperos
Naberus
Glasialabelas
LUCIFUGE–ს ემორჩილებიან პირველი სამი: Bael, Agares, Marbas
SATANACHIA–ს Pruslas, Aomon, Barbatos
AGALIAREPT–ს Buer, Gusoyn, Botis
FLEURETY–ს Bathim, Pursan, Eligor
SARGATANAS–ს Loray, Valefor, Farail
NEBIROS–ს Ayperos, Naberus, Glasialabelas
პირველ მათგანს LUCIFUGE ROFOKAL–ს(ჯოჯოხეთის პირველი მინისტრი) თავის ქვეშევრდომებთან ერთად აქვს ძალაუფლება მთელ სიმდიდრესა და ძვირფასეულობაზე სამყაროში.
მეორე მათგანს SATANACHIA–ს თავის ქვეშევრდომებთან ერთად შეუძლია დაიმორჩილოს გამომძახებლისათვის მთელი გოგონები და ქალები და გააკეთებინოს მათ ის რაც მოესურვება.
მესამე– AGALIAREPT–ი ხსნის ყველა დაფარულ საიდუმლოს რაც კი არსებობს მთელ ქვეყანაზე.
მეოთხე FLEURETY–ის შეუძლია ერთ ღამეში გააკეთოს ის საქმე რომელიც აუცილებელია ამ დროში გაკეთდეს.მას აგრეთვე შეუძლია ნებისმიერ ადგილას ჭექა–ქუხილის გამოწვევა.
მეხუთე SARGATANAS–ს კი შეუძლია გამომძახებელი გახადოს უჩინარი,გადაადგილოს იქ სადაც მას მოესურვება,გახადოს მისთვის ყველაფერი უხილავი–ხილული,გახსნას ნებისმიერი საკეტები,ასწავლოს მას მთელი ეშმაკობები და საიდუმლოებები შეყვარებულთა.
მეექვსე სული არის როგორც ვიცით NEBIROS–ი,რომელსაც აქვს ძალაუფლება ზიანი მიაყენოს ყველას ვისაც მოინდომებს.შეუძლია დაამზადოს ამულეტი მანდრაგორას ფესვიდან.ასწავლის მეტალების,მინერალების,მცენარ
ეების თვისებებს,ასევე ყველა ცხოველის.მას შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება და არის ერთ–ერთი უდიდესი ნეკრომანტი მთელ ჯოჯოხეთის სულებში.იგი ყოვლისმომცველია და თვალყურს ადევნებს ყველა ჯოჯოხეთის არმიას.
azazello

ფორმა:7 გველის სახე,14 სახე და 12 ფრთა.
წოდება:თხა დემონების მეთაური,ჯოჯოხეთური მასპინძლობის სტანდარტული მაცნე.დაცემული სერაფიმების ლიდერი ენოქის აპოკრიფებში.
წარმომავლობა:ქანაანელების ღმერთი
მაგია:როცა ის მოვიდა დედამიწაზე,როგორც მეთვალყურე აზაზელმა ომის ხელოვნება ასწავლა ხალხს.ასევე ფარისა და ხმლების დამზადება.ასწავლა ცოლებს თუ როგორ გამოიყენონ კოსმეტიკა.მან აჩვენა ჯადოსნობის საიდუმლოებები.ის იყო რაფაელის მიერ დამარცხებული.
წყარო:აბრაამის აპოკალიფსი 11:15 ისაია 34:14 ენოქის ზოქარის წიგნი.მილტონი.ბულგაკოვი.



Abbadon
ელემენტი/ცოდვა:მწერები
სახელი:დამანგრეველი.
ფორმა:ჭრიჭინა დემონების მეფე.
წოდება:ჯოჯოხეთის 6სახლის ბატონი.დემონური უფსკრულის მხაზველი.
წყარო:წმინდა თომას აპოკალიფსი.
მითები:ის არის მეფეთ შორის ერთერთი,რომელიც განაგებს ხალხს.წმინდა წიგნი ამბობს რომ ის განაგებდა ეგვიპტესა და სოდომს.რამდენიმე ხნის განმავლობაში კი ის განაგებს იერუსალიმს.ქვეყნიერების დასასრულს მას მიეცემა გასაღები და გამოუშვებს დემონთა ურდოებს ხალხზე.


Abdiel
სახელი: arcade
სახე:ანგელოზი
წოდება :სერაფიმი
წარმოშობა:ებრაული
მითები:აბდიელი იყო მოწინააღმდეგე სატანის აჯანყებისა.
მაგია:ის ჩნდება რამდენიმე სოლომონის წიგნში და „ლეგემეტონში“
წყარო:რაზიელის წიგნი.მილტონი.სოლომონის გასაღებში და „ლეგემეტონში“




Amon
ელემენტი/ცოდვა:მზე
სახე:ცეცხლის მსუნთქავი მგელი გველის კუდით.კაცი ყვავის თავით.
წოდება:განაგებს ეშმაკთა 40 ლეგიონს.
წარმოშობა:ეგვიპტის უზენაესი ღვთაება.
მაგია:ის ყველაზე ძლიერი პრინცია ყველა სხვაზე.ასევე ადვილად თანხმდება მეგობრებთან და მტრებთან
წყარო:გოეთე



Agiel
წარმოშობა:ებრაული
მითი:სახელი წარწერილია თილისმაზე,რომელიც ეკუთვნოდა კეტრინ დე მედიჩის,საფრანგეთის დედოფალს.
მაგია:იცავს სიკვდილისაგან
ასოციაცია:ჰანიელი,ასმოდეი.
წყარო:სოლომონი


Ariel
ელემენტი/ცოდვა:ვენერა.
წოდება:წყლების პრინციდან ერთერთი.დაცემული ანგელოზი.
წარმომავლობა:ებრაული.გნოსტიციზმი.
მაგია:ეხმარება დამალული საგანძურის პოვნაში.მომავლის წინასწარმეტყველებაში.
წყარო:სოლომონი.მილტონი



Arioch
ელემენტი/ცოდვა:შურისძიება.
წოდება:დაცემული ანგელოზი.
წარმომავლობა:ებრაული(კაბალა)
წყარო:ნეში.მილტონი



Abigar
სახე:სასიამოვნო გარეგნობის კაცი ან ქალი.
წოდება:ჯოჯოხეთის დიდი ჰერცოგი.ხელმძღვანელობს დემონების 60 ლეგიონს.
მაგია:წინასწარმეტყველობს მომავალს და იძლევა სამხედრო რჩევებს.
წყარო:იოჰან ვაიერის“დემონოლოგია“

Adramelech
ელემენტი/ცოდვა:მზე.
ფორმა:ფარშევანგი.
წოდება:ჯოჯოხეთური იმპერიის დიდი კანცლერი.ეშმაკთა კავშირის დიდი პრეზიდენტი.მერვე ათი ბოროტი Sephiroth-დან.
წარმოშობა:Samarian ღვთაება.მზის ღმერთი Sephiroth-თა აზრით.
წყარო:ვაიერი“დემონოლოგია“. მაკგრეგორ მეიზერი.

Af
სახე:დემონური.
ელემენტი/ცოდვა:გაბრაზება
წოდება:ჯოჯოხეთის სამი ანგელოზიდან ერთერთი დანარჩენი ორი( Mashith Ema).
წარმოშობა:ებრაული
მითები: ის ჭამს თაგვებს რომლებიც არ აკვირდებოდნენ circumsition-ის რიტუალს.
წყარო:სეპარ ჰა ზოხარი


Agaliarept
ფორმა:მომწიფებული კაცი.
წოდება:ჯოჯოხეთის გენერალი.
წყარო:წითელი დრაკონი


მეშინია აფხაზი არ გამიბრაზდეს biggrin.gif

აფხაზი

თუ არ მოგეწონება შეგიძლია წაშალო ისე ცოტა ხნით თუ იქნება კარგს იზამ ასევე ჭეშმარიტმა ქრისტიანმა არ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება ეს ისე ინფორმაციისთვის ხალხმა უნდა იცოდეს მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაცია არაკანონიკურ წიგნებიდან ეს არის და ეს smile.gif



ტაკ ვაგრძელებ smile.gif


Abraxas
ელემენტი/ცოდვა:მზე.
ფორმა:სრული ცხოველური ხასიათი,მეფის თავით,დრაკონის კუდით და ფეხის ადგილას გველებით.ასევე უჭირავს მათრახი.ხშირად ჩნდება მამლისთავითაც.
წოდება:ყველა 365 ზეცის მართველი.
წარმოშობა:გნოსტიციზმი.მისი სახელი სიტყვებით გამოუხატელ არსებასთანაა დაკავშირებული ეს სიმბოლიზებაა მზის ძალაუფლებისა.
მაგია:მისი სახელის შვიდწერილს შვიდი მნშვნელოვანი შემოქმედებითი ძალა აქვს,ან შვიდი პლანეტის ანგელოზი.მას ცნობდა ძველი ხალხი.
წყარო: E. A. Wallis Budge. Carl Jung


Agares
ელემენტი/ცოდვა:დედამიწა.გამბედაობის დემონი.
ფორმა:ხნიერი ბრძენი კაცი.ნიანგზე მოჯირითე და ატარებს ხელით შევარდენს.შევარდენი არაა ადვილი გაარჩიო დემონის ხელზე,მაგრამ თუ დააკვირდები მას გაარჩევ.
წოდება:ჯოჯოხეთში აღმოსავლეთის ძალების პირველი ჰერცოგი.განაგებს 31 ლეგიონს.
მაგია:აშეშებს ნებისმიერს ასე იჭერს გაქცეულებს.ასევე შეუძლია მიწისძვრის გამოწვევა დედამიწაზე.
წყარო:“ლეგემეტონი“.იოჰან ვაიერი ,პიზარი.



Alocer
ფორმა:შესანიშნავ ცხენზე მჯდარი მეომარი,მისი სახე გავს ლომისას,არის ძალიან წითელი და თვალები ცეცხლივით უელავს.
წოდება:ჯოჯოხეთის ჰერცოგი,განაგებს სულების 36 ლეგიონს.
წარმომავლობა:სოლომონის 72 დემონიდან ერთერთი.
მაგია:ასწავლის ასტრონომიის ხელოვნებას და ასევე სახალხო მეცნიერებებს.
წყარო:გოეთე


Ahriman
ფორმა:ხაფანგების მატარებელი.
წოდება:ბოროტების უზენაესი ღვთაება.
წარმოშობა:ზოროასტრიზმი.
მითები:არიმანი წარმოდგენილია პირველი,როგორც ბოროტების განსახიერება.ებრძვის კეთილს
მაგია:999 დაავადებას მოუვლენს დედამიწას.
ასოციაცია:7 არქდემონი ცნობილნი არიან როგორც:Aka Manah, Indra, Sauru, Taurvi, Zairitsha, Naonhaithya, Aeshma
წყარო:Farvardin Yasht (Yasht xiii.142; Vendidad xix.5).


Amaymyon
წოდება:ჯოჯოხეთის ოთხი მეფიდან ერთერთი.აღმოსავლეთის მეფე.
ასოციაცია:ასმოდეი.მისი ვასალი
წყარო: Grimoire of Pope Honorius, Johann Wier’s Pseudomanarchia Daemonum, Lemegeton


Androalphus
ფორმა:ფარშევანგი
წოდება:ჯოჯოხეთის დიდი მარკიზი.განაგებს 30 ლეგიონს
წარმომავლობა:ბერძნული.სოლომონის 72 დემონიდან ერთერთი.
მაგია:ასწავლის მათემატიკას და ასტრონომიასშეუძლია გადააქციოს კაცი ჩიტად.ეხმარება იურიდიულ საქმეებში.


Amy
სახე:გარშემორტყმული მოგიზგიზე ალებით
წოდება:ჯოჯოხეთის უმაღლესი პრეზიდენტი.მართავს 36ლეგიონს.
წარმომავლობა:სოლომონის 72 დემონიდან ერთერთი.
მაგია:ასწავლის ასტროლოგიას,ეშმაკობას,ეხმარე
ბა დემონებისაგან დამალული საგანძურის პოვნაში.
წყარო:გოეთე
Antichrist
ელემენტი/ცოდვა:მისი რიცხვია 666.მისი სიმბოლიკა აღწერილია როგორც ყველაზე ბოროტი ვამპირის.როდესაც ქრისტე იღებს თავის სისიხლს ყველასათვის,ვამპირი წოვს ადამიანების სისიხლს.
ფორმა:აქვს ორი თხის რქა და ლაპარაკობს დრაკონის ხმაზე.
წარმომავლობა:ნათქვამია რომ დაიბადება სექსუალური კავშირით ქალწულსა და დემონს შორის.იქნება დანის მოდგმისა.
მითი:მოვა აპოკალიფსის დროს რათა გარყვნას ადამიანთა მოდგმა
მაგია:მოახერხებს რომ გამოიყენოს პირველი მხეცის ძალა რომელიც გადმოგდებულია სამოთხიდან.თავის მომხრეებს წააწერს იდუმალ ციფრს მარჯვენა ხელზე და შუბლზე.ეს ციფრია 666.
ასოციაცია:გოგი და მაგოგი,ნერონი,მერლინი,ალისთე
ქროული და მრავალი პაპი.
წყარო: Genesis 49:17; Apocalypse 13:1-18; First and Second Epistles of John; Matthew 24:24; St. Jerome; St. Ireneus; St. Ambrose and St. Augustine; Nietzche


Andras
ელემენტი/ცოდვა:ჩხუბის ღმერთი
ფორმა:ანგელოზი ბუს თავით,ამხედრებული შავ მგელზე ხელში ხმლით.
წოდება:ჯოჯოხეთის დიდი მარკიზი.მართავს სულების 30 ლეგიონს.
წყარო:გოეთე.“ლეგემეტონი“
მაგია:ძალიან სახიფათო,სული უნდა იქნას გამოძახებული უკიდურესი სიფრთხილით.


Ammit
ელემენტი/ცოდვა:ქალი დემონი,ცნობილია რომ ჭამს მკვდრებს.ბინადრობს Amenta_ში ადგილი სადაც მზე ზის
ფორმა:მონსტრი ბეგემოტის უკანა ტანით,ლომის წინა ტანით და ნიანგის თავით.
მითი:ამიტი იცდის სამართლის დარბაზში,მაშინ როდეასც მკვდრის სული იწონება სასწორზე maat-ის ბუმბულის წინააღმდეგ.thoth-i იწერს მონაცემებს.თუ გული და ბუმბული იგივეს იწონის სული მიეცემა horus-is მიმდევრებს,თუ არა და სული გადაცემულ იქნება ამიტის ნადავლად.ნებისმიერი სული რომლის გულიც შთანთქმული იქნება ამიტის მიერ გადაეშვება დავიწყების მორევში.
წყარო:The Book of the Dead


Astaroth
ელემენტი/ცოდვა:ვნების ღმერთქალი.ცდუნება.ამაოებისა და სიზარმაცის დემონი.მზე/მთვარე.
ფორმა:მახინჯი ანგელოზი,დრაკონზე მჯდომი ხელში მახვილით
წოდება:ტახტის პრინცი.ჯოჯოხეთის საგანძურის მცველი.მბრალდებლებისა და ინკვიზიტორების პრინცი.მერვე წოდების მქონე.განაგებს დემონების 40 ლეგიონს
წარმომავლობა:ქანაანელების ნაყოფიერების ქალღმერთი.
მაგია:სოლომონის 72 დემონიდან ერთერთი.ის ცხოვრობს ამერიკაში.შეიძლება იქნეს გამოძახებული ოთხშაბათის ღამის ათისა და თერთმეტ საათებს შორის.ის პასუხობს შეკითხვებს წარსულსა და მომავალზე.იძენს ლორდების მეგობრებას.ასწავლის სახალხო ხელოვნებასა და მეცნიერებებს.ყველას შეუძლია დაცვა ჯოჯოხეთური სუნთქვისაგან,რომელიც გამოდის მისი ჯადოსნური ზარიდან.
წყარო:გოეთე,სოლომონის გასაღებები,აგრიპა,იოჰან ვაიერი,ბარეტი,პაპ ჰონორიუსის გრაგნილები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Jul 6 2011, 06:44 PM
პოსტი #60


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



სახელი:Asmodaï, Chammadaï, Sydonaï
ელემენტი/ცოდვა:ორგულობის სული.
ფორმა:ცეცხლმსუნთქავი სამ თავიანი ქმნილება(ერთი თავი ცხვრის,ერთი კაცის და ერთიც ხარის),ფეხები ბატის ხოლო კუდი გველის.ამხედრებულია დრაკონზე და ხელში უჭიავს შუბი დროშით.
წოდება:ერთერთი არქდემონი სპარსული მითოლოგიიდან.განაგებს Amaymon-ის არმიის 72 ლეგიონს.
წარმოშობა:ბოროტი სული სპარსულ მითოლოგიაში.ასევე დაცემული ანგელოზი.
მითი:ჩნდება თობითის აპოკრიფებში.სარას საყვარელი,რომელმაც მისი შვიდივე ქმარი დაახრჩო.ის ღვთიური მომხიბლელობის იყო.ტობიასმა ის განდევნა მანამ,სანამ რაფაელი დაამწყვდევდა მას ეგვიპტეში.ის ასევე ეხმარებოდა სოლომონის ტაძრის მშენებლობაში და მისი ტახტიც კი დაიკავა.
მაგია:ასმოდეი თავის მიმდევრებს ანდერძით უტოვებს ბეჭედს,რომელზეც პანეტების სიმბოლოებია გრავირებული.ის ასწავლის ხალხს გაუჩინარების საიდუმლოს,ასევე გეომეტრიას არითმეტიკას, ასტროლოგიას და მექანიკურ მეცნიერებებს.მას ასევე დიდი ცოდნა აქვს დამალულ განძზე და შეუძლია გამოოაშკარავოს მათი ადგილმდებარეობა შელოცვების წარმოთქმით.ის ხელმძღვანელობს მონაზვნებს Loudun-ში(საფრანგეთი).
ასოციაცია:Amaymon; Aeshma; Tubal-Cain and Naamah
წყარო:გოეთე,“ლეგემეტონი“.თობითი3:8.სოლომონის აღთქმა.მილტონი.
Botis
ფორმა:გველი ან კაცი უზარმაზარი კბილებით,პატარა რქებით და ატარებს ხმალს
მაგია:თანხმდება მხოლოდ მეგობრებთან.
წყარო:“ლეგემეტონი“


Bifrons
ელემენტი/ცოდვა:ასტროლოგიისა და გეომეტრიის დემონი.იცავს სასაფლაოებსა და მდინარეებს.
ფორმა:საშინელი მონსტრი ორი სახით.
წარმომავლობა:რომაული.
მაგია:ასწავლის ასტროლოგიას,მათემატიკას და მცენარეულ მედიცინას,ასევე ჯადოსნურ ქვებს.
წყარო:იოჰან ვაიერი.:ლეგემეტონი“


Buer
ელემენტი/ცოდვა:მშვილდოსანი,მზე
ფორმა:ლომის თავიანი,კენტავრი,ზღვის ვარსკვლავი.
წოდება:ჯოჯოხეთის ჰერცოგი განაგებს 50 ლეგიონს.
მაგია:ასწავლის ფილოსოფიას ეთიკას და ასევე მცენარეებისდა ბალახეულის ცნობას.
წყარო:“ლემეგეტონი“.გოეთე.

Baphomet
სახე:ხშირად წარმოდგება თხის თავით და კაცის ტანით.შავი კატა ასევე მამლის თავიანი არსება.მენდესისი თხა.
წარმომავლობა:მითრას შვილი.mahomet-გან დაბადებული.ტამპლიერები დაადანაშაულეს დემონ ბაფომეტის კერპის თაყვანისცემაში.
ასოციაცია:ალისთერ ქროული,ელიპას ლევი.

Beelzebul
ელემენტი/ცოდვა:დაავადებები.
ფორმა:ძირითადად ჩნდება ბუზის ფორმით,უზარმაზარი ძროხა,მამალი,თხა გრძელი კუდით.როცა გაბრაზებულია შეუძლია გამოუშვას ცეცხლის ალები პირიდან.აქვს ღრმა ნესტოები,პატარა რქები,იხვის ფეხი,ლომის კუდი,თავიდან ფეხებამდე დაფარულია თხელი შავი თმით.აქვს ასევე დიდი ღამურას ფრთები.
წოდება:დემონების პრინცი,ცხოვრობს აფრიკაში.ოქროს განთიადის ლიდერი.S. L. MacGregor-ის ჩასვა მეორე დემონურ წყობაში,სატანასა და მოლოქის ქვევით,მაგრამ ლუციფერზე მაღლა.
წარმომავლობა:ქანაანელების კერპი.
მაგია:იგი იყო ყველა ბატონზე მაღლა მდგომი ფიგურა.იესოსგან უარყოფილი.
ასოციაცია:ერევათ სატანაში.satanackia და fleruty არიან მასზე უმცროსი დემონები.
წყარო:მათე24:29.ლუკა15-22.კაბალა,მილტონი,სოლომონის აღთქმა.

Belphegor
სახე:ფალოსი,პატარა გოგონა.
წოდება:“ტოგარინის“არქდემონი.ბოროტების მეექვსე წარმომადგენელი.ჯოჯოხეთური ელჩი საფრანგეთში სადაც ლუვრში იმალება.
წარმომავლობა:ებრაელი შიიტების კერპი.baal-pear.
მითი:შუასაუკუნეების მითი მოგვითხრობს ,რომ ის არის მეოთხე ჯოჯოხეთიდან.
მაგია:რთულია გამოძახებისთვის,თუმცა თუ მას ჯადოქარი მოეწონება ის სიუხვით გაანაწილებს სიმდიდრეს.მისი საჩუქრებია აღმოჩენის ძალა და გამჭრიახი გონება.


Belial
სახე:მხეცი
ელემენტი/ცოდვა:დედამიწა,ტყუილების დემონი.
ფორმა:ლამაზი ანგელოზი,ზის ცეცხლისმფრქვეველ დრაკონის ეტლში.
წოდება:მეფე ჯოჯოხეთში.ლუციფერის შემდეგ დაცემული ანგელოზი.მბრძანებლობს დემონების მერვე ლეგიონს.
წარმომავლობა:ებრაული.
მითი:სოლომონის მაგიური ბეჭდით დაპატიმრებული ოთხი დემონიდან ერთერთი.(ბილეზი,ასმოდეი,გააპი.)
ასოციაცია:სატანა.
მაგია:ეშმაკთან სულის მიყიდვისთვის ჯადოქარმა უნდა შეასრულოს შეთავაზება და მსხვერპლშეწირვა.ის პასუხობს ყველაზე თავაზიანად და სასიამოვნო ხმით,მაგრამ ეს ყალბია;იგი ებრძოლება მთელ სამყაროს.
წყარო:კაბალა.გოეთე.ისაია.“ლემეგეტონი“.იოჰან ვაიერი.მილტონი.აგრიპა.


Behemoth
ელემენტი/ცოდვა:ვნების დემონი.ღორმუცელა.
სახე:სპილო ან ბეჰემოტი ან კატა.
წოდება:ჯოჯოხეთის ღვინის სარდაფების მცველი.
მითი:ღმერთის მიერ პირველად შექმნილი მონსტრი რათა დაეცვა დედამიწა.
მაგია:მისი ძალა მის წელში და ღიპშია.
ასოციაცია:ლევიათანი
წყარო:იობის წიგნი.ენოქი.აპოკალიფსი.ბულგაკოვი.ჯან ვიერის „ფსევდომონარქიული დემონები“.


Barbatos
ელემენტი/ცოდვა:მშვილდოსანი.
ფორმა:სატირა ოთხი ფრთით.
წოდება:ჯოჯოხეთის ჰერცოგი განაგებს 30 ლეგიონს.
წარმომავლობა:ებრაული(კაბალა)
მაგია:მას ესმის ყველა ცოცოხალი ქმნილების ხმა.მან იცის ყველაფერი წარსულზე და რა მოხდება მომავალსი.უთანხმდება მეგობრებს.
წყარო:გოეთე


Baal
სახე:ხან კატა ხან გომბეშო,ხანაც კაცი.ზოგჯერ სამთავიანი მხეცი ობობას ფეხებით.ხელოვნებაში გამოსახულია:მეომარი შუბით და რქიანი მუზარადით.შუბის ტარი სხივისებურად დაკლაკნილია.
წოდება:ჯოჯოხეთის პირველი მონარქი.ჯოჯოხეთური არმიის მართველი.გამეფებულია აღმოსავლეთში და მართავს 66 ლეგიონს.
წარმომავლობა:ქანაანელების ღმერთი ,მაგრამ წამდათ სხვა ხალხებსაც(ებრაელებს და სემიტებს).თავიდან კეთილი ღმერთი იყო ,მაგრამ მოგვიანებიტ მას უკვე ბავშვებს წირავდენ ცეცხლში.ის ნთქავს სხვა ღმერთებს.
მაგია:სოლომონის 72 დემონიდან ერთერთი.მოაქვს უჩინარობა და ეშმაკობა.
ასოციაცია:massebah
წყარო:იოჰან ვაიერი,პაპ ჰონორიუსის გრაგნილები,გოეთე.
* * *
Balam
ელემენტი/ცოდვა:სიხარბე
სახე:შიშველი მონსტრი დატვზე მოჯირითე.ის ატარებს სამეფო გვირგვინს,ასევე აქვს რქები.მისი კიდურები არაბუნებრივად გრძელია.ზოგჯერ მას აქვს სამი თავი(ასმოდეის მსგავსად)შუა კაცის და დანარჩენი ხარისა და ცხვრის.ამასთანავე ის აღჭურვილია გველის კუდით და ცეცხლის მფრქვეველი თვალებით.
წოდება:დიადი და საშინელი მეფე ჯოჯოხეთში.განაგებს ჯოჯოხეთის ჯარისკაცთა 40 ლეგიონს.მბრძანებლური ორდენის ყოფილი ანგელოზი.
მაგია:სოლომონის 72 დემონიდან ერთერთი.ის პასუხოს წარსულზე,აწყმყოზე და მომავალზე დასმულ შეკითზვებს.ის ასევე მზადაა გამოააშკარავოს გაუჩინარების საიდუმლო.ის შესანიშნავი მასწავლებელია ესმაკური ხელოვნებისა და ვინც კი ამ საკითზე რამეს შეეკითხება ანიჭებს ჭკუასა და დახვეწილობას.
ასოციაცია:ბელზებული,ბელფეგორ
ი,ბელიალი,ბერითი და ბილეზი.
წყარო:“ლემეგეტონი“.გოეთე.

Byleth
ელემენტი/ცოდვა:ჰაერი.
სახე:ჯადოქარი მოჯირითე თეთრ ცხენზე.ჩნდება საყვირების მაღალ ხმაზე.
წოდება:განაგებს 80 ლეგიონს.დაცემული ანგელოზი.ეკუთვნოდა ძალის ანგელოზების კავშირს.
წარმომავლობა:Phenician Goddess
მაგია:სოლომონის 72 დემონიდან ერთერთი.ძალიან ცუდი ,მხოლოდ უნდა იქნეს გამოძახული უკიდურეს შემთხვევებში.უყვარს ღვინო.
ასოციაცია:გააპი,ბელიალი და ასმოდეი.
წყარო:იოჰან ვაიერი,“ლემეგეტონი“.ბარეტი.


Berith
სახელი:Beal, Berithi, Bolfri, Bofi
ფორმა:წითელი ჯარისკაცი,წითელივე ტანსაცმლით და ამავე ფერის ცხენზე ამხედრებული.ოქროს გვირგვინით
წოდება:ჯოჯოხეთის დიდი ჰერცოგი.26 ლეგიონის მართველი.
წარმოშობა:Sichemites
მაგია:სოლომონის 72 დემონიდან ერთერთი.ის სიმართლეს პასუხობს წარსულზე,აწყმყოზე და მომავალზე დასმულ კითხვებს,თუმცა ზოგჯერ იტყუება.მას ასევე აქვს ძალა გარდაქმნას ჩვეულებრივი მეტალი ოქროდ.ლამაზი ჯილდოებით შეტყუებულს,ის დააჯილდოვებს დიდგვაროვნებით და მრავალი სიმდიდირით.ის ფლობს ან სესხულობს ფრიად სუფთა ხმას.ჯადოქარმა უნდა გამოიყენოს ბეჭედი რათა მიმართულება შეუცვალოს დემონის პირიდან ამომავალ მავნე კვამლს.ერთერთი დემონი Louviers.-დან(საფრანგეთში მონასტერი).
Le tresor d’Albert Petit” (XIII)-ში ჯადოქრობის მეთოდი შეიძლება იყოს ნაპოვნი.
ორშაბათის ღამეს,შავი ქათმის სისხლი გამოდენილ უნდა იქნას გზაჯვარედინზე.ერთმა უნდა თქვას ბერით გააკეთე ჩემი საქმეები ოცი წლის მანძილზე და მე ავუნაზღაურებ მას,ან უნდა დაწეროს ასოასო სუფთა პერგამენტზე ქათმის სისხლით.ამგვარად გამოწვეული დემონი გამოჩნდება იმავე დღეს და მთლიანად გადაეცემა ჯადოქარს,მაგრამ ოცი წლის შემდეგ ბერითი მოითხოვს თავის ჯილდოს გაწეული სამსახურისთვის.

Cassiel
ელემენტი/ცოდვა:შაბათი.სატურნი
სახე:წვერიანი მეფე ფრთებით,რომელიც ამხედრებულია დრაკონზე.
წოდება:შაბათის სული.ზოგჯერ აღწერილია კარგი ანგელოზი,რომელსაც გაბრიელის დროშა უჭირავს.
წარმომავლობა:ებრაული.

Dagon
ელემენტი/ცოდვა:მცენარეულობის ღმერთი,შტორმის ღმერთი,ოკეანის ღმერთი.
სახე:ადამიანის ხელ-ფეხი,თევზის კუდი,ნახევრად ქალი,ნახევრად თევზი
წარმომავლობა:მესოპოტამია ძვ 2500.მისი კულტი პოპულარული იყო არიელებში.
წყარო:სამუელი

Eurynome
Element/sin : Prince of Death

Source: Lemegeton, Johann Wier’s Pseudomanarchia Daemonum


Camio
ელემენტი/ცოდვა:ჰაერი
სახე:შაშვი,რომელიც ატარებს მახვილს.
წოდება:მართავს30 ლეგიონს.დაცემული ანგელოზი.
მაგია:აძლევს ხალხს ყველა ცხოველის ხმის და მორბენალი წყლის ხმის გაგებას.ჩუქნის ჯადოქრებს მჭერმეტყველურ საუბრის ძალას და დამაჯერებელ არგუმენტაცის მოგონების უნარს.

Flaurus
ელემენტი/ცოდვა:ცეცხლი.
სახე:ლეოპარდი.ძლიერი კაცი ცეცხლოვანი თვალებით.
წოდება:ჯოჯოხეთის ჰერცოგი.განაგებს სულების 30 ლეგიონს.
მაგია:უნდა იყოს გამოძახებული სამკუდხედის შიგნით.ლაპარაკობს წარსულსა და აწყმყოზე.ანადგურებს ნებისმიერ მტერს ცეცხლით.
წყარო:გოეთე.“ლემეგეტონი“.იოჰან ვაიერი.


Furfur
ელემენტი/ცოდვა:ქარები
სახე:მამალი ირემი ცეცხლიანი კუდით ან ლამაზი ანგელოზი.
წოდება:დიდი გრაფი.26 ლეგიონის მართველი.
მაგია:კარგი ცოლ-ქმრული ურთიერთობების მხარშიამომდგომი.წამოაყენებს შტორმებს.დამალულ ან სულიერ ნივთიერებებზე რჩევის მიმცემი.
წყარო:“ლემეგეტონი“,გოეთე,იოჰ
ნ ვაიერი.


Forces
სახე:ძლიერი კაცი.
მაგია:ასწავლის ლოგიკას და მცენარეულობის საიდუმლოებს,აძლევს გაუჩინარებულ და დამალულ საგანძურის გამოაშკარავების ძალას.
წყარო:“ლემეგეტონი“,იოჰან ვაიერი.

Ipes
სახე:ლომი,ლომის თავით,ბატის ფეხებით და კურდღლის კუდით ან ბნელი ანგელოზი.
წოდება:დიდი გრაფი და პრინცი.განაგებს 36 ლეგიონს
მაგია:მან იცის ყველაფერი წარსულზე და მომავალზე.ის ხდის ადამიანებს უფრო გულადებსა და გამჭრიახებს.

Gusoyon
სახელი:Gusion, Gusayn, Guscaille
სახე:კაცი ძაღლის თავით.აქლემი
მაგია:ესმის ყველაფერი წარსულსა და მომავალზე.ის იღებს კეთილშობილებას ადვილად.უთანხმდება როგორც მეგობრებს ასევე მტრებსაც.
წყარო:იოჰან ვაიერი“ლემეგეტონი“

Gamygyn
სახე:თეთრი ვირი ან პატარა ცხენი
წოდება:ჯოჯოხეთის დიდი მარკიზი.განაგებს 30 ლეგიონს
მაგია:ძალიან ძლიერი,ასწავლის მეცნიერებას
წყარო:“ლემეგეტონი“,იოჰან ვაიერი.

Glasyalabolas
Aka : Caacrinolas, Cassimolar
სახე:ფრთებიანი ძაღლი
მაგია:ასწავლის მეცნიერებას,შეუძლია გაუჩინარება,ეხმარება დამნაშავეებს და წინასწარმეტყველებს.

მოვრჩიიიიი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 05:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი