თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ ვისწავლოთ ბიბლია

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jul 26 2010, 11:04 PM

წერილთა შესწავლა - საჭირო წესი მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის

IPB-ს სურათი

* * *


რამოდენიმე რჩევა ბიბლიის კითხვისათვის

IPB-ს სურათი
  1. ყოველთვის ილოცე სანამ ბიბლიის კითხვას დაიწყებ, შესთხოვე კაცთმოყვარე ღმერთს შეგეწიოს და დაგეხმაროს იმის შემეცნებასა და გაგებაში, რასაც კითხულობ, რათა სიტყვანი რასაც კითხულობთ გაითავისო და იქცეს ჩვეულებად ყოველდღიური ცხოვრებისა.

    ერთერთი ლოცვა, წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიიდან:
    - გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩვენთა, კაცთმოყვარეო მეუფეო,
    ღვთისმეცნიერებისა ნათელი მიუწვდომელი, და გონებისა ჩვენისა თვალნი განახვენ,
    განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩვენზედა ნეტართა მათ მცნე-
    ბათა შენთა შიში, რათა ყოველი ხორციელი გულისთქმაი დავსთრგუნოთ, და ყოველი
    სულიერი მოქალაქობაი მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ, და
    ვიქმოდეთ. რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ხორცთა ჩვენთა, ქრისტე
    ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსამაბოთ მამით შენით და
    ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და მარადის
    და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

  2. ყოველდღეს დაუთმე სულ-რამოდენიმე წუთი ბიბლიის კითხვას - დილით ან ნაშუადღევს, ან სანამ დასაძინებლად წახვალ ლოგინად, როდესაც მოგიხერხდება. არ თქვა, რომ დრო არ გაქვს!
    შენ შეგიძლია გამოყო დრო. ყოველთვის, არა აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად დაკავებული ხარ, შეგიძლია დაუთმო 5-10 წუთი ყოველდღე, რათა გაეცნო წერილებს.

  3. დასაწყისისათვის წაიკითხეთ ის საკითხავი წიგნები, რომლებიც შედარებით მარტივია გასაგებად. აი ასე მაგალითად, ახალ აღთქმაში დაიწყეთ მათესა და ლუკას სახარებით, ფოკუსირებენ ქრისტეზე, და შემდეგ იოანეს პირველი ეპისტოლე. ძველ აღთქმაში დაიწყეთ იგავთა წიგნით და შემდეგ ფსალმუნები. პირველმკითხელთათვის არ არის მიზანშეწონილი, პირველი წიგნიდან ანუ "დაბადებიდან" ბოლო წიგნამდე "იოანეს გამოცხადება"-მდე თანმიმდევრული კითხვა. ხდება ხოლმე, რომ ვინც დაიწყებს ასეთი გზით ბიბლიის კითხვას, პირველი წიგნის "დაბადების" მხოლოდ პირველნახევრამდე თუ მივა და შემდეგ მიანებებს თავს, რაც სამწუხაროა.


  4. ნუ წაიკითხავთ ერთ დროს ძალიან ბევრს. კონცენტრირდი რამოდენიმე სტროფზე, ჩაუფიქრდი და შეიმეცნე, ასე გაცილებით უმჯობესია, ვიდრე ისრიალო მთლიან თავზე ზედაპირულად. თუ ბიბლია სრულიად ახალი წიგნია თქვენთვის, მაშინ დაგჭირდება ერთი მთლიანი, სწრაფი წაკითხვა, და საინტერესო ფრაზებზე ფოკუსირება, რომ იგრძნო იგი.

  5. როგორც წაიკითხავ ბიბლიიდან რაიმეს სცადე, რომ ყურადღება გაამახვილო და შეიმეცნო საინტერესო და საჭირო "ნაწყვეტებზე", რომლებსაც გამოვიყენებთ, ჩვენს დღიურ ცხოვრებაში. ბიბლია არ არის მხოლოდ ისტორიული წიგნი - ეს არის წერილი ღვთის სიტყვისა, რომელიც მომართულია თითოეული ჩვენთაგანის მომართ და რომელიც არის მეგზური ჩვენი ცხოვრებისა.

  6. ბიბლია არის წიგნი ეკლესიისა. ეს არის ეკლესია, რომლის მეგზურიცაა სულიწმინდა, ეს არის ეკლესია, რომელიც სულიწმინდით ხელმძღვანელობს, აქედან გამომდინარე დაუშვებელია წერილის თვითნებური ინტერპრეტაცია, არც სხვა ადამიანების მიმართ გვმართებს ნდობა, არამედ ვნახოთ რას ამბობს და როგორ განმარტავს ეკლესია, და შევიმეცნოთ ეკლესიის სწავლება, ვიკითხოთ წმინდანთა ნაშრომები და ტექსტები და მათით ვიხელმძღვანელოთ. ყოველშემთხვევაში უნდა გვესმოდეს, რომ "ყოველი წინაწარმეტყუელებაჲ წიგნისაჲ თჳსისა თავისა სათარგმანებელ არა იქმნების." [2 პეტრე. 1:20]
ველი თქვენს პოსტებსაც . . .

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jul 12 2012, 11:24 PM

ეს პოსტი აქაც უნდა იყოს

რა არ არის ბიბლია!

- ზოგიერთ არამართლმადიდებელ ქრისტიანი ცდილობს ბიბლიიდან იმაზე მეტი ამოიკითხოს, ვიდრე იქ წერია; მათ სურთ, რომ ბიბლია იდეალურად წყვეტდეს ყველა ცხოვრებისეულ პრობლემას. მეორე უკიდურესობაში არიან არაქრისტიანები, რომლებიც მხარს უბამენ იმას, რომ თითქოს ბიბლია იმაზე ნაკლებია, რასაც ეკლესია ასწავლის; ისინი მუდმივად ეძიებენ ხარვეზს ბიბლიაში და უგულებელყოფენ მის პრინციპებს. მოდით მივიდეთ უფრო გაწონასწორებულ შეხედულებამდე, რასაც ეწოდება "აპოფატიკური განმარტება", ანუ რა არ არის ბიბლია წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციული სწავლების მიხედვით. მართლმადიდებლობას აპოფატიკური ღვთისმეტყველების ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, რომელიც აღწერს, თუ ვინ და როგორი არ არის ღმერთი, რადგან ადამიანები, ჩვენშივე, ჩვენივე უგუნურებით ვზღუდავთ ღვთის არსებას და უბრალო ადამიანურ გაგებებში ვაქცევთ მას. ამავე გაგებით (აპოფატიკური), წმიდა წერილი (ბიბლია) არ არის...

  1. ისტორიის წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია ათასობით წლების ისტორიას მოიცავს და აღწერს, ბიბლია არ არის ძველი ისრაელის და ძველი ეკლესიის უბრალოდ ჩანაწერი. რომელთაც წერდნენ ბიბლიას არ იყვნენ ისტორიკოსები, არამედ მოციქულები, წინასწარმეტყველები, სარწმუნოებრივ-სულიერი ხელმღვანელნი და წინამძღვრები, მეტად სულიერი სიმართლისა და ჭეშმარიტების მოძღვარებაზე (სწავლაზე) მზრუნველნი, ვიდრე ისტორიული ფაქტების წარმომდგენნი. ბიბლიის ისტორია ისეთ შინაარს გვაწოდებს, რომელიც სულიერ სიმართლეებს და ხსნის, გადარჩენის საღვთო განგებულების (გეგმის) თანდათანობით განვითარებას, მიმდინარეობას ასახავს.
  2. მხატვრული (შეთხზული) რომანი, მოთხრობა. მის დამწერთ არ ჰქონდათ განზარხვა, რათა ისეთი ფაქტები შეედგინათ, რომ შეცდომაში შეეყვანათ ხალხი, გამხდარიყვნენ რა იდუეველები თუ ქრისტიანები. უამრავი, გაცილებით მეტი არქეოლოგიური მტკიცებულება არსებობს, ვიდრე ჩაწერილია ბიბლიაში. თუმცა, არანაირი პრეტენზია არ არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიაში იმასთან დაკავშირებით, რომ ესა თუ ის მოვლენა, რომელიც აღწერილია წმ. წერილში, არის ისტორიულად 100%-ანი სიზუსტით. კვლავ აღვნიშნავთ, ისტორიები, პირველ რიგში, გადმოგვცემენ ჭეშმარიტების, სულიერ სიმართლეთა აღწერილობას.
  3. სამეცნიერი სახელმძღვანელო. პირველად ის უნდა ითვას, რომ ბიბლია არ გულისხმობს იმას, რომ ასწავლოს გეოგრაფია, ანთროპოლოგია, ფსიქოლოგია, მედიცინა ან სხვა სამეცნიერო ინფორმაცია. როდესაც ბიბლია ეხება ამ საგნებს, იგი ეფუძნება დამწერთა შეზღუდულ ცოდნას, რომელიც იმ პერიოდისათვის ჰქონდათ ადამიანებს. მიუხედავად ამისა, ბიბლია იმარხავს გარკვეულ, კონკრეტულ ადათებს, მითითებებსა და გამოცდილებას, რასაც ხალხი, ადამიანთა მოდგმა საჭიროებს, რათა წარემატოს, გაიზარდოს განსაკუთრებულად, და მეტადრე, სოციალურ კონტექსტში, და იმას, რაც ნებისმიერ დროს საჭიროა ზნეობრივობისა და მორალურობისთვის, ღვთის სათნოდ და მოსაწონად.
  4. შეუცდომელი თხზულება. ბიბლია აღსანიშნავად შეთანხმებულია თავის სულიერი დოგმატებსა და დებულებებში, სულიერ ჭეშმარიტებასა და ზნეობრივ, მორალურ პრინციპებში. ბიბლია უტყუარი მოწმობაა იმაზე, თუ ვინ არის ღმერთი და რა სურს, რა ნებავს ღმერთს, მაგრამ ეს არ მოითხოვს იმას, რომ ყველაფერი, რაც მის გვერდებზეა, იყოს შეუმცდარი (შეცდომისაგან თავისუფალი). მიუხედავად იმისა, რომ ღვთისაგან შთაგონებულია, ადამიანებმა, ადვილად რომ უშვებენ შეცდომებს, დაწერეს და თარგმნეს ტექსტი. წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ ბიბლია გადმოსცემს იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ ადამიანურა, მაგრამ ნაკლებს, ვიდრე ღვთაებრივი სავსება არის მთლიანად.
  5. პირადული საიდუმლოება. ბიბლია არ არის მაგიური (ჯადოქრული) წიგნი, სადაც შესაძლებელია დაისვას კითხვა, გადავშლით ბიბლიას, დავადებთ თითს რომელიმე მუხლს და მივიღებთ ღვთის პასუხს. ასეთი პრაქტიკა ცნობილია, როგორც "ბიბლიომანსია" (ინგლისურად. მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "Βιβλιομαντεία" - "ბიბლიომანტია" = ბიბლიით მკითხაობა, მარჩიელობა, წინასწარმეტყველება) და მას არ ეთანხმება, არ იაზარებს მართლმადიდებელი ეკლესია. ბიბლია სოციალურ-ზნეობრივ სირთულეებზე ღვთის მიერ ბრძანებულ გადაწყვეტილებებს გვთავაზობს, და იმის ცოდნას, თუ როგორ ვიაროთ სიმართლით და ვიპოვოთ ხსნა, მაგრამ ბიბლიას არ აქვს პასუხი ყველა შესაძლო ცხოვრებისეულ პრობლემაზე.
  6. ფილოსოფიური ნაშრომი. ბიბლია არ გულისხმობს იმას, რომ იგი იკითხებოდეს, როგორც უბრალოდ ჰუმანისტური, ფილოსოფიური მსჯელობა, თუ როგორ უნდა გვესმოდეს ცხოვრება და საკუთარი თავი - უკეთესად. მეტიც, თუკი მკითხველი ბიბლიას სულიერად უახლოვდება, მაშინ ბიბლია თავის სულიერ კურთხევებს ავლენს, უმეტესად სულიერად, ვიდრე ინტელექტუალურად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვაქთ, ბიბლია ანიჭებს თავისი ჭეშმარიტების სისავსეს, თავისი სიკეთის, სილამაზის, სახიერებისა და მშვენიერების სისავსეს მხოლოდ ეკლესიის წიაღში და ურთიერთობის მქონებელს სამწმინდა ღმერთთან - მამასთან, ძესა და სულიწმინდასთან.
  7. სამოქალაქო კონსტიტუცია. ბიბლია არ გულისხმობს იმას, რომ იგი კარნახობდეს, თუ როგორ უნდა აწესრიგებდეს და მართავდეს საზოგადოება თავის თავს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ზნეობრივ, მორალურ პრინციპებს შეიცავს, რომელთა დაცვა და აღსრულება ყველასთვის სასარგებლოა, მთავრობის ხელმძღვანელთა ჩათვლით. ბიბლია არ უნდა გამოიყენებოდეს იმისთვის, რომ განისაზღვროს და დადგინდეს პოლიტიკური მტკიცებულებანი, არც იმისთვის უნდა გამოიყენებოდეს, რომ მხარს უჭერდეს პოლიტიკურად მოტივირებულ პროგრამას. მართლმადიდებლური ტრადიცია (გარდამოცემა) ასწავლის, რომ პოზიტიური სოციალური ცვლილება ხდება ეკლესიის წიაღში, როგორც მორწმუნეთა შორის ღვთის სასუფეველში.
  8. თვითდახმარების სახელმძღვანელო. ბიბლია არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ ისწავლებოდეს ხელმძღვანელობის და ეკლესიის წინამძღოლობის გარეშე. ღმერთი არ იზრახავს იმას, რომ ჩვენ "მარტოხელა მწირი ქრისტიანები" ვიყოთ, ბიბლიიდან რაღაც-რაღაცეები ამომკრებნი, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გადმოცემული დოგმატური სწავლებების, ზედამხედველობის, ყურადღებისა და გაწონასწორებულობის გარეშე. ეს ხომ სულ მარტივია, და ძალიანაც (ზედმეტად) ხშირი, განცალკევებით, ინდივიდუალურად ბიბლიის არასწორად განმარტება და ერესში ჩავარდნა, ან ეკლესიის გაყოფა ვინმეს მიერ საკუთარი დენომინაციის ჩამოყალიბებით.
  9. ამომწურავი რესურს (მარაგი). მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოვანესი წიგნია, ქრისტიანულ წიგნთა შორის უმთავრესი, იგი არ არის ყველაფერი, რასაც საჭიროებ; იგი არაა ერთადერთი სასარგებლო წიგნი იმისთვის, რომ ქრისტიანი გახდე და გაიზარდო ქრისტეში. მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს თავის წევრებს, შეისწავლონ არა მხოლოდ ბიბლია, არამდ იკითხონ მართლმადიდებელი ეკლესიის გარდამოცემისეულ წმიდა მამათა და დედათა ნაწერები, ნაშრომები, როგორც მათი მთლიანი წიგნები, ისე შემოკრებილი გამონათქვამები, ლიტურგიკული საგალობლები, ან მსოფლიო კრებბზე მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, კანონები და სხვ. რაზედაც წმ. მართლმადიდებელი ეკლესია აკურთხებს თავის სულიერ შვილებს.
  10. საღვთო ბიოგრაფია. თვითონ ბიბლია არ არის ღმერთი, იგი არ აღწერს ღმერთს მთელი სისავსით, და არ არის ღმერთთან შეხვედრის ერთადერთი საშუალება. წარმოდგენა რომ გვქონდეს, ასეთი გზა "ბიბლიის კერთპთაყვანისმცემლობაა". სამწუხაროდ, ზოგიერთი ქრისტიანი უფრო მეტ დორს ხარჯავს თავისი ბიბიბლის და ღმერთის შესწავლა-შემეცნებაში, ვიდრე ღმერთთან პირდაპირ, უშუალო, ზიარებაში ლოცვისა და თაყვანისცემის მეშვეობით. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც თაყვანსცემენ და ლოცულობენ საკმარისი ცოდნის გარეშე იმის შესახებ, ვისაც თაყვანსცემენ და ვის მიმართაც ლოცულობენ, და ისიც, თუ რატომ. ესეც, ასევე, მცდარია.
- ზემოთ აღნიშნულია ათი პუნქტი, რაც, შეიძლება ითქვას, ან არ ითქვას, არ არის ბიბლია. ორი ათასწლეულის განმავლობაში, ბიბლია იწვევდა მცდელობებს, კატეგორიებად დაეყოთ და დაენაწილებინათ იგი. ბიბლია ნამდვილად უნიკალური წიგნია მთელს მსოფლიოში ტომებად გამოქვეყნებულ წიგნთა შორის. საუკეთესო გზა, რომ გავიგოთ, თუ რა არის ბიბლია, ან რა არ არის, ესაა მისი კითხვა, ჭვრეტა, განხილვა, მის შესახებ თქვენი მოძღვარების ან სხვა მართლმადიდებელი სულიერი წინამძღვრების დაკითხვით, და ამის შემდეგ უფრო მეტი კითხვით. ბიბლია მარად გააოცებს და განაცვიფრებს ადამიანს თავისი სულიერი და ზნეობრივი, მორალური წიაღსვლებით ღვთისა და კაცობრობის შესახებ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

- არ არსებობს ასეთი რამ, როგორც "იმ ყველაფრის მცოდნეობაა, რის ცოდნასაც საჭიროებ", როდესაც საქმე ეხება ბიბლიას. ვისაც სჯერა, რომ ყველაფერი შეტყო ბიბლიიდან (არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე სასწავლებლიდან თუ ინდივიდუალურად), თავს იტყუებს და ისულელებს. ბიბლიის მეცნიერები და მკვლევარები, პროფესორები, რომლებიც უფრო ხშირად სვამენ ბიბლიის უღრმესი ჭიდან, არასოდეს უკვდებათ მთლიანად წყურვილი და ისევ და ისევ უბრუნდებიან მას. ასე რომ, ჩვენი სურვილია, რეგულარულად (სწორად და თანაზომიერად) ვასწავლიდეთ და შევამეცნებდეთ ჩვენსავე თავს წმ. წერილს, როგორც დიდი მეფე სოლომონი, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივეწიფოთ სიბრძნეს და გავხდეთ ბრძენნი. "არარა იგი ეგრეთ უყუარს ღმერთსა, ვითარ-იგი, რომელნი სიბრძნესა შინა ყოფილ არიან" [სიბრძნე სოლომონისა 7:28].

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2015, 11:10 AM

"ძალზე სასარგებლოა მთელი ბიბლიის გონისმიერად წაკითხვა. თუნდაც ერთი ასეთი მცდელობისთვის უფალი წყალობას გვიბოძებს"

/წმ. სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2015, 10:17 PM

"ადამიანის ნაკლია - არ იცოდეს წმინდა წერილი, მაგრამ ორმაგი ნაკლია, რომ იცის, მაგრამ უგულვებელყოფს მას"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2015, 09:13 PM

"განა შეიძლება კაცმა შექმნას იმაზე მეტი, რაც ბიბლიაში წერია?"

/მწერალი მადონა ნატრიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2015, 09:54 PM

http://www.radikal.ru


томик Библии,спасший жизнь верующего солдата,во время Великой Отечественной войны,пуля пробила гимнастерку на груди и половину книги,застряв посредине страницы,там был напечатан Псалом 90: "Живый в помощи Вышняго,в крове Бога Небеснаго водворится. ..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2015, 09:22 PM

"ძველებრაულ ენაში, რომელზეც დაიწერა ბიბლია, არ არსებობდა ხმოვნები, ტექსტი იწერებოდა მხოლოდ თანხმოვნებით და ქარაგმით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2015, 05:56 PM

"[წმ. ნეტარმა] ავგუსტინემ დაიწყო წმინდა წერილის შესწავლაც, მაგრამ დიდებულ უბრალოებას იოლად ვერ მისწვდა ცრუსწავლებებით გაამაყებული მისი გონება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2015, 08:13 PM

"ლათინურ ენაზე დაწერილი ბიბლია - ვულგატა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2015, 08:05 PM

"სახარების კითხვისას თვით უფალი გვესაუბრება ჩვენ, ამიტომ არის საჭირო ყურადღების მოკრება წმინდა წიგნების კითხვისას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2015, 09:09 PM

"სახარებას კითხულობდა და გულმოდგინედ აგროვებდა ამ კითხვისას კეთილ ნაყოფს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2015, 09:07 PM

"ებრაელები, რომელთაც ბრწყინვალედ იციან ძვირფასეულობის ფასი, იცოდნენ, რას აკეთებდნენ, როცა მეორე ტაძრის დაწვის დროს, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, კანდელაბრები და ლამპრები, თვითონ პირველმღვდელმთავრების დიდი, ძვირფასი ქვებით შემკობილი შესამოსელი რომ გაიმეტეს და მხოლოდ ბიბლია გადაარჩინეს. დიახ, სწორედ ბიბლია იყო ტაძრის ჭეშმარიტი საუნჯე და, დიდება უფალს, რომ ეს წიგნი ცეცხლმა არ შთანთქა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2015, 08:22 PM

"წმინდა წერილს აქვს საოცარი მადლი, რომელიც ენითაუწერელ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე"

/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2015, 11:37 AM

"შეუმცდარი წიგნი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2015, 11:13 AM

"როცა წმინდა წერილს კითხულობ, მას იმდენად გაიგებ, რა სულიერი ძალები გაქვს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2016, 07:50 PM

"როდესაც უფალი გვასწავლის რამეს, ეს არ არის მისი მხოლოდ სწავლება, ეს მან განიცადა, როგორც ადამიანმა და შემდგომ გვასწავლა"

/მამა ბასილ მურმანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2016, 11:03 PM

"მეცნიერთა კვლევების მიხედვით, ძველ აღთქმაში იესო ქრისტეს შესახებ დაახლოებით 450 წინასწარმეტყველებაა დაფიქსირებული. მათ შორის 100-მდე ფსალმუნში იძებნება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2016, 07:25 PM

"ჩვენ სინამდვილეში ახალი აღთქმის დაახლოებით 5300-მა ბერძნულმა ხელნაწერმა მოაღწია. ამას უნდა დაემატოს 10 00 ლათინური ვულგატა (ლათინური თარგმანი) და კიდევ თითქის 9300 სხვა, ადრეული ხელნაწერი.

ამგვარად, დღესდღეობით არსებობს ახალი აღთქმის დაახლოებით 24 ათასი სხვადასხვა სახის ხელნაწერი ეგზემპლარი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2016, 07:46 PM

"ღმერთს ჩვენს ლოცვა-ვედრებებში ვესაუბრებით, ღმერთი კი თავისი წმინდა წერილით გვესაუბრება".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2016, 10:55 PM

"ნუ დასჯერდები სახარების უბრალო კითხვას, ეცადე მისი მცნებები შეასრულო, ეცადე შენი საქმეებით იკითხო იგი. სახარება ცხოვრების წიგნია და მას თვით ცხოვრებით უნდა კითხულობდე".

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2016, 12:59 PM

"ღვთის სიბრძნე იმდენად ამოუწურავია, რომ ერთ წინადადებაში ათასობით აზრია ჩაქსოვილი".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2016, 08:39 PM

"სახარება გახლავთ ღვთის სიტყვა, რომელსაც წმინდა მამები "ცხონების ტრაქტატს" უწოდებენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2016, 02:10 PM

"იკითხე სახარება უკიდურესი მოწიწებითა და ყურადღებით, ნურაფერს მიიჩნევ მასში ნაკლებად მნიშვნელოვნად – თითქოს რაიმე არც იყოს სერიოზული დაკვირვების ღირსი. სახარების ყოველი იოტაც კი სიცოცხლეს ასხივებს, ხოლო სიცოცხლის უგულებელყოფა სიკვდილის ტოლფასია."

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2016, 11:02 PM

"თუ ძველი კანონი, როგორც ბიბლია მოგვითხრობს, დაწერილი იყო ქვის ფირფიტებზე, ე.ი. ადამიანებზე გარედან ახდენდა ზეგავლენას, ახალი აღთქმა (სახარება) დაწერილი უნდა იყოს გულის ფირფიტაზე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2016, 10:56 PM

"მამაო ჩვენო" მცირე სახარებად იწოდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2016, 11:48 AM

"სხვა მასწავლებელს ნუ დაუწყებ ძებნას, რამეთუ შენ გაქვს ბოძებული ღვთის სიტყვა, საღმრთო წერილი, რომელზე უმჯობესად ვერავინ ვერაფერს გასწავლის!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2016, 07:54 PM

"საღმრთო წერილის ავტორიტეტი კიდევ უფრო ამაღლდა მას შემდეგ, რაც ხორციელი სიკვდილით მოკვდნენ მოკვდავნი, რომელთა მეშვეობითაც მოგვეცი იგი, და შენ, უფალო, იცი, როგორ შემოსე ტყავით ადამის ძენი, როდესაც სცოდეს და მოკვდავნი გახდნენ. ამიტომაცაა, რომ ტყავივით გაშალე მათ ზემოთ შენი წმინდა წერილის სიმყარე, წერილისა, რომლის სიტყვებიც უცვლელად ეთანხმებიან ერთიმეორეს".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2016, 10:55 AM

"უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს" (მათ. 11,30), უღელი მსახურებას აღნიშნავს, ტვირთი კი ტანჯვას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2016, 08:37 PM

"მთელი ძალისხმევითა და რწმენით მივსდიოთ უფალს და დავემოწაფოთ სახარებას პირადი ნების უარმყოფელნი".

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2016, 11:31 AM

"თავად მარიამის უფლისადმი მსახურება, თავის დასთან, მართასთან შედარებით, ყოველთვის უფრო სულიერია...

მარიამს მიწიერი დავიწყებული ჰქონდა და სულიერად ზრუნავდა, მართასაც მთელი გულით სურდა მაცხოვრისადმი თავისი პატივისცემა, ერთგულება გამოეხატა, ოღონდ ამას გამოხატავდა მიწიერი მსახურებით, ხოლო მარიამი სულიერად, იმით, რომ მუდმივად სურდა მაცხოვრის სიტყვა მოესმინა. როდესაც მაცხოვარი საუბრობდა, მას ამქვეყნიური საქმეები ავიწყდებოდა დ მხოლოდ მაცხოვრისკენ, მისი სიტყვებისკენ ჰქონდა გულისყური".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2016, 10:50 PM

"ერთელ, [ღირსი პაისი ათონელმა] ჯარისკაცობისას თანამსახურს სახარება აჩუქა. მერე კი ღმერთს სთხოვდა, მისთვის სახარება გამოეგზავნა, რათა ღვთის სიტყვის წაკითხვა შესძლებოდა. ქრისტეშობას მისმა ნაწილმა საჩუქრად ორასი ამანათი მიიღო, სახარება კი მხოლოდ იმ ამანათში აღმოჩნდა, რომელიც მას შეხვდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2016, 10:54 AM

"ჰკითხა ეპიფანამ: - რასათვის უწოდა იოანე მახარებელსა ძედ ქუხილისად?

მიუგო წმინდამან: მოციქულთაგან არავინ იქადაგა ესრეთ საკვირველად და ხმა-მაღლად ღვთაებისათვის, ვითარ ამან, ვითარმედ "პირველითგან იყო სიტყვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2016, 06:13 PM

"ამბობს პავლე მოციქული: "რომელსა არა უყვარდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, იყავნ შეჩვენებულ, მარანათა". მარანათა ნიშნავს: მალე მოდი უფალო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2016, 02:51 PM

"წაიკითხეთ მისი [აბრაამის] ცხოვრება ბიბლიაში. ბოლოს თითქოს აღსრულდა მისი სანუკვარი სურვილი, რომელიც ღმრთისაგან ჰქონდა განცხადებული; მას შვილი შეეძინა 100 წლისას. მისი შვილი, ისააკი საოცრად მორჩილი, მშვიდი, მოსიყვარულე ბავშვი იყო (ესეც ჩანს წმიდა წერილში, ოღონდ ყველამ უნდა ვისწავლოთ ბიბლიის სტრიქონებს შორის აზრის ამოკითხვა. დასასრული არ აქვს იმ სიღრმეს, რომელიც ბიბლიაშია. იპოვნი რაღაც აზრს, ხვალ სხვას იპოვნი, ზეგ - სხვას და ასე დაუსრულებლად)".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2016, 11:04 AM

"საოცარია თვითონ სიტყვა "ოსანა" - გვაცხოვნე, უფალო, გადაგვარჩინე, უფალო. გადარჩენას ევედრებოდნენ".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2016, 06:02 PM


„ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ოთხივე მახარებელი აღწერს. ყველაზე ლაკონურად იოანე მახარებელი, რომელიც დღეს ამოვიკითხეთ. ისტორიულად ასე მოხდა: მანამ, სანამ უფალი იერუსალიმში შედის, ლაზარესთან არის. იმ ლაზარესთან, რომელიც მან აღადგინა. აქ ჩანს მისი ადამიანური ბუნება. ცოტა ხანში იგი საშინელი სისასტიკით უნდა მოიკლას და ადამიანურ ნუგეშეს ეძიებს მეგობრებთან“.

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2016, 10:20 PM

„მარადმწვანე მცენარეებს უგებენ ნიშნას იმისა, რომ დადგა მარადიული სიცოხლის ჟამი“.

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2016, 10:34 PM

"უფალი ჩვენთან არის ჩვენს გადასარჩენათ და ისე მოვექეცით, ჯერ მანამ, სანამ მოვკლავდით მას, რომ უფალს სული ეხუთება უკვე ჩვენთან ყოფნით. "ვიდრემდის ვიყო თქვენ თანა, ვიდრემდის თავს ვიდებდე თქვენსა" (მთ. 17,17)".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2016, 10:36 PM

"ანგელოზის წინასწარმეტყველება შესრულდა და მართალმა სვიმეონმა ყოველივეს შემოქმედი თავისი დაბერებული ხელებით მიირქვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2016, 10:31 PM

"...თავიდან უფალი წყალს სთხოვს დედაკაცს. როგორც წერია, "მაშვრალი გზისა სლვისაგან". სიცხეა პალესტინაში. მწყურვალი, მშიერი და დაღლილია უფალი, დაჯდა და წყალი უნდა. მას აქვს ღმრთაებრივი და ადამიანური ბუნება და და როგორც ღმერთი, თავის თავს, როგორც ადამიანს, არასოდეს ეხმარება. ასევეა ამჯერადაც. იგი დაიღალა, როგორც ადამიანი და ადამიანურად ცდილობს დაისვენოს, ადამინურად ცდილობს წყურვილი მოიკლას და არა სასწაულებრივად..."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: eduardo თარიღი: May 24 2016, 10:12 AM


მადლობა ყველა, რომ ძალიან სასარგებლო! rolleyes.gif





-----
http://sesxi247.com/ge/onlain-sesxebi/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2016, 04:46 PM

ციტატა(eduardo @ May 24 2016, 11:12 AM) *

მადლობა ყველა, რომ ძალიან სასარგებლო! rolleyes.gif
-----
http://sesxi247.com/ge/onlain-sesxebi/


მადლობა თქვენ, რომ თემა მოგეწონათ smile.gif

გაგვეცანით http://church.ge/index.php?showtopic=629&st=0

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2016, 11:19 PM

"წმინდა წერილი ღვთივსულიერია და არის სულიწმინდისმიერი საკვები, სულიერი საზრდო".

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2016, 11:11 PM

"მეთევზურთა ბადეებით" მოინადირეს კაცობრიობა და ღმერთის შემეცნებასა და სიბრძნის ზღვაში ჩაძირეს უღმერთოების მთელი სისაძაგლე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2016, 11:33 AM

"სახარება თვით ქრისტეა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2016, 10:43 AM

"ეკლესიის მამათა შეხედულებით, ის სახლი ქალაქ კანაში, სადაც ქორწილი იყო, ღვთისმშობლის ნათესავებს ეკუთვნოდა. სიძე იყო მომავალი მოციქული სვიმონ კანანელი, მოშურნედ წოდებული, იგი ძე იყო კლეოპასი, წმინდა იოსების ძისა და, მაშასადამე, ქალწული მარიამის ნათესავი, უფლის ხორციელად ბიძაშვილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2016, 08:53 PM

"...ახლა მესმის, რას ნიშნავს მხოლობითი რიცხვის კავშირი მრავლობითთან და მრავლობითისა მხოლობითთან შემდეგ სიტყვებში: "ნაასე ადამ ბეცალმენუ" - "ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ..."


"ებრაელი რაბინის მოქცევა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 11:29 AM

"ნოეს კიდობანიც ურთხმელის ხისა იყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2016, 06:18 PM

"ჰრქუა მას იესუ: "რაი არს ჩემდა და შენდა დედაკაცო? არრა მოწევნულ არს ჟამი ჩემი" (მუხლი 4). დეკანოზ გრიგოლ დიაჩენკოს განმარტებით, ეს პასუხი ერთი შეხედვით, თითქოსდა მკვდარი მოჩანს, მაგრამ ეს განპირობებულია ნაწილობრივ თარგმანით და ნაწილობრივ შეცვლილი საზოგადოებრივი პირობებით.

მიმართა "დედაკაცო!" ძველ დროში გამოიყენებოდა, როგორც ყველაზე საპატიო, მაგალითად, სამეფო კარის მანდილოსანთადმი, და როგორც ყველაზე ნაზი, მაგალითად, საყვარელი ქალისადმი მიმართვისას (შდრ. იოანე 1926, 20,15); ხოლო სიტყვები - "რაი არს ჩემდა და შენდა", წარმოადგენს არამეულ-ქალდეური ფრაზის: "მალი ვე ლაქ" - სიტყვა-სიტყვით თარგმანს, რომელიც ხშირად წინათქმად არის ხოლმე დადგინებული იმისა, რაც შემდგომ უნდა ითქვას, ისე რომ, მასში თავაზიანობის დარღვევა არ იგულისხმება (შდრ. II მეფეთა 16, 10.19, 22, III მეფეთა 18,18, მსაჯულთა 11,12)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2016, 08:51 PM

"ბიბლია მუდმივად სუნთქავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2016, 10:34 AM

"ცნობილი ინგლისელი არქეოლოგი ჰუკი, რომელიც 30 წელი მუშაობდა ბიბლიურ მოვლენებთან დაკავშირებულ ადგილებში, წერს: თავის დროზე ბიბლიურ მოვლენებთან დაკავშირებული არქეოლოგიური გათხრები იმისთვის დავიწყე, რომ ბიბლიის უსაფუძვლობა დამემტკიცებინა, მაგრამ 30 წლის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბიბლიაში მოთხრობილი ამბები აბსოლუტური ჭეშმარიტებაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2016, 10:08 PM

"კათოლიკოსმა კალისტრატემ ბიბლიას "ჯურღმული მეცნიერებისა" უწოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2016, 11:59 AM

"ბიბლია არის საოცრება, რომელსაც ვერასოდეს მისწვდება ადამიანის გონება. რამდენჯერაც წაიკითხავ მას, იმდენჯერ აღმოაჩენ სრულიად ახალ აზრებს".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 01:16 PM

"ადამის სამოთხიდან გამოდევნიდან 55 საუკუნე გავიდა მაცხოვრის მოსვლამდე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2016, 11:19 AM

"ღირს მამათა შორის გახლდათ მღვდელი უფალი საბაოთისა, წმინდა სვიმეონი (მღვდლის ეფოსწამოსხმული, ოქროს კვერთხით ხელში გამოეცხადა იგი პეტრე ათონელს").

" - როგორ შეიძლება, ქალწულმა მამაკაცის გარეშე შობოს ყრმაო?" - გაიფიქრა და დანა აიღო, რათა სიტყვა "ქალწული" ამოეფხიკა და მის ნაცვლად "დედაკაცი" ჩაეწერა. სწორედ ამ დროს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და შეაჩერა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 09:49 PM

"საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიბლია გვაწვდის 10 ძველაღთქმისეულ და 9 ახალაღთქმისეულ მცნებას, ანუ 9 ნეტარებას, თუმცა სახარებაში ეს 19 მცნება უფრო მოკლედაც არის წარმოდგენილი: "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით; და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი" (მათ. 22:37-39), ანუ გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი. თუმცა ბიბლიური მცნებების ზუსტად აღრიცხვა შეუძლებელია, რადგან მათი არსი არც რაოდენობაში და არც ნათქვამ სიტყვაშია, მცნება სუფევს მორწმუნის გულში.

პრაქტიკულად მთელი ბიბლია, ყოველი მისი გვერდი, მცნებებითაა გაჯერებული, აქ ყველგან საუბარი ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობა ეხება. ეს არის ცოცხალი ურთიერთობები, და რადგან თავად ღმერთია ცოცხალი ღმერთი, ბიბლიაში მუდმივად მისი მცნებების ახსნისა და გაგებინების პროცესი მიმდინარეობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2017, 08:31 PM

"ძველი აღთქმის ისრაელს იმისათვის, რომ უფრო მეტად შეეგრძნო უფლის სიახლოვე და გაეთავისებინა, რომ სწორედ უფლის ძალით იმარჯვებდნენ მტერზე, ხანდახან უფალი, განზრახ, მცირერიცხოვანი ჯარით გაამარჯვებინებინებდა მტერზე. რათა მათ არ ჰგონებოდათ, რომ ბრძოლა ძლიერი ლაშქრის, ან დახვეწილი სამხედრო სტრატეგიის გამო მოიგეს."

/დეკ. ზურაბ ცხოვრებაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2017, 10:45 AM

"როდესაც ამბობენ, წმინდაა ღმერთი, ამაში იმასაც გულისხმობენ, რომ ღმერთს ვინმესთვის ცუდი არ სურს. ჩნდება კითხვა, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა გვესმოდეს წმინდა წერილში მოცემული ზოგიერთი გამონათქვამი, მაგალითად: "და განუფიცხა უფალმან გული ფარაოსი და არა ერჩდა მათ, ვითარცა-იგი უბრძანებდა უფალი"" (გამ. 9:12), აქ, როგორც ვხედავთ, ღმერთის მიერ ფარაონის გულის გაბოროტებაზეა საუბარი.

მართლმადიდებლური ეგზეგეზა ადამიანის პიროვნული სულის ამგვარი მდგომარეობის მიზეზად, ღვთისგან განშორებას მიიჩნევს. ღმერთი, თავის ქმედებებით, ადამიანს ბოროტებისაკენ არ უბიძგებს, მაგრამ ადამიანი თავისი ქმედებების, ანუ ცოდვების შესაბამისად ღვთაებრივი მადლის წყალობით მინიჭებულ დაცვას კარგავს და მისი გულიც ამიტომ ბოროტდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2017, 12:39 PM

"წმინდა ირინეოსის აზრით, მოსემ ქრისტეს ტანჯვის დღე იცოდა და პასექის სახელით სახეობრივად იწინასწარმეტყველა იგი. ამ დღესასწაულის დროს ივნო უფალი იესო ქრისტე ჯვარზე და აღასრულა პასექი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2017, 11:41 AM

"შთამბეჭდავია ნიუტონის უკანასკნელი სიტყვები, სიკვდილის წინ თავის ძმისშვილს რომ უთხრა: "მომაწოდე წიგნი, - რომელი?! - წიგნი ერთია - ბიბლია!"

პოსტის ავტორი: EricDinkins თარიღი: Apr 1 2017, 07:28 PM

ამ ბოლო დროს, როცა ყველა ქვეყანაში მსოფლიო ფინანსური კრიზისი მძვინვარებს, კრედიტირების პირობები სულ უფრო აქტუალური ხდება. ხოლო https://sesxebi365.com/company/onlinecredit-ის წყალობით კრედიტის გაფორმება უფრო იოლი გახდა ვიდრე ადრე, შემოდით და ისარგებლეთ, მადლობის გადახდა საჭირო არ არის!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2017, 10:13 PM

"ძველ დროში მთავარანგელოსი მიქაელი განსაკუთრებულად ებრაელი ერის მფარველი იყო. მაგალითად, მოსე წინასწარმეტყველის სიკვდილის შემდეგ უფალმა დაფარა მისი სამარე, რომ ისრაელის ერი კერპთაყვანისმცემლობაში არ ჩავარდნილიყო. მიუხედავად სატანის ათასნაირი ხლართისა, მთავარანგელოზმა მიქაელმა ისე მოაწყო, რომ "არავინ იცის მისი დაკრძალვის ადგილი" (II სჯ. 44,6). ეშმაკს სურდა, ღვთის ხალხის კერპთაყვანისცემაში ჩასაგდებად გამოეცხადებინა წმინდა მოსეს საფლავის ალაგი, მაგრამ მთავარანგელოზმა უფლის სახელით აუკრძალა მას ამის გაკეთება. ამას ახსენებს მოციქული იუდა თავის ეპისტოლეში: "ხოლო მიქაელ მთავარანგელოზი ოდეს იგი ეშმაკსა მას ეშჯოდა და ეტყოდა მოსეს ხორცთათვის, ვერ იკადრა საშჯელი ძმობისაი მოწევნად მას ზედა, არამედ ჰრქუა: შეგრისხენინ შენ უფალმა" (იუდა 1,9). მაგრამ როცა ისრაელის ერმა არ გაამართლა თავისი მაღალი დანიშნულება, ეკლესიის სწავლებით, მიქაელი გახდა მფარველი ახალი ისრაელისა - ქრისტიანებისა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2017, 04:28 PM

"მოწოდების წინ მას [წმ. წინასწარმეტყველი ესაია] აღმატებულ ტახტზე უხილავს უფალი, რომლის გარშემოც ექვსფრთიანი სერაფიმების გალობა ისმოდა: "წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთ! ყოველი ქვეყანა სავსე არს დიდებითა მისითა". უთქვამს ესაიას: "ვაი მე, მე ვარ კაცი ცოდვილი..."

მაშინ ერთმა სერაფიმმა ზეციური სამსხვერპლოდან აღებული ნაკვერჩხალი შეახო მის ბაგეებს, განწმინდა იგი და ამის შემდეგ გაგზავნა ღმერთმა ხალხთან საქადაგებლად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2017, 11:53 AM

"მოსეს რჯულის მიხედვით, ქალი, რომელიც მამრობითი სქესის ბავშვს შობდა, 40 დღე უწმინდურად ითვლებოდა, მდედრობითი სქესის ბავშვის დაბადებისას კი - 80 დღე. როგორც ჩანს, ძველი აღთქმის კანონების თანახმად, ამ უკანასკნელ შემთხვევაში დედა უწმიდურად ორჯერ მეტხანს იმიტომ ითვლებოდა, რომ მას სამყაროში ახალი ევა - ურჩობის მასწავლებელი - შემოჰყავდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2017, 12:55 PM

"აბრაამი და სარრა - სულითა და ხორცით შეერთებული ეს წყვილი, უსჯულო ადამიანებს შორის იყვნენ, ვითარცა ეკლებში შროშანი, ნაცარში ნაპერწკალი, ჭაობში ოქრო".


/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2017, 07:04 PM

"როგორც ეფრემ ასური წერს, აბრაამის სახელი ღვთის წინაშე კიდევ უფრო განდიდდა, რადგან მან მხოლოდშობილი ძეც კი გაიღო უფლისთვის. ეს მისი რწმენის მწვერვალი იყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2017, 12:02 PM

"წმინდა ნიკოლოზ სერბი მოგვითხრობს მორავიის ოლქის ერთ სოფელში მომხდარ ამბავს. ღვთისმოშიშ ახალგაზრდას, რომელსაც წმინდა წერილის კითხვა და საქმით აღსრულება უყვარდა, მამამისი უშლიდა ღვთის გზაზე სიარულს და შვილს მთელი სასულიერო ლიტერატურა ცეცხლში შეუყარა. ბიჭს სახარება გადამალული ჰქონდა. ერთხელ მამამ მისი კითხვისას წაასწრო, წიგნი ხელიდან წაგლიჯა და სამზარეულოს ღუმელში შეუძახა. ათი დღე ყოველდღე ანთებდნენ ღუმელს. მეთერთმეტე დღეს დედინაცვალმა ღუმლიდან ნაცარი გამოიღო. ნაცარს წიგნიც გამოჰყვა. წმინდა სახარება უვნებელი დარჩენილიყო, ცეცხლს მხოლოდ შეეტრუსა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2017, 08:14 PM

"შენ წერ საკვირველ შემთხვევაზე, რომელიც ომში შეგემთხვა. ვიღაც ბრძოლის წინ ჯარისკაცებს სახარებას ურიგებდა, პატარა, ლამაზად გაფორმებულ წიგნაკებს. აიღე შენც. მაგრამ იმ დღემდე ღვთის რწმენის იმედი არ გქონდა და თქვი, - აქ ტყვია და ფოლადი უფრო გვჭირდება, ვიდრე წიგნები. თუ ფოლადი არ გიშველის, წიგნი - მით უმეტესო. შენ ის მიგაჩნდა ძველ სამოსლად, რომელსაც კაცობრიობა უხსოვარი დროიდან უსარგებლოდ თან დაათრევს.
მაგრამ წიგნი მაინც აიღე და ის მარცხენა გულის ჯიბეში ჩაიდე. და მოხდა ღვთის სასწაული. დიახ, ასეა. შენს გარშემო ეცემოდნენ დაჭრილები, ბოლოს შენც წაიქეცი. ფოლადის ტყვია მოგხვდა. ხელი გულზე იტაცე და გეგონა, სისხლი წაგსკდებოდა. როცა მოგვიანებით სამოსი გაიხადე, ნახე, ტყვია, რომელიც პირდაპირ გულისკენ მიფრინავდა, წიგნის მტკიცე ყდაში გაჭედილიყო. კანკალმა აგიტანა. ღვთის ხელი იგრძენ! წმინდა წიგნმა იხსნა შენი სიცოცხლე სიკვდილის მომტანი ტყვიისგან. იმ დღიდან ღვთისა გეშინია და ყურადღებით გამოიძიებ ქრისტეს მოძღვრებას. ამგვარად, მიხვდი, რომ ქრისტეს რწმენა ძველი სამოსი არ არის, რომელიც კაცობრიობას ტყუილად აცვია."
/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2017, 02:21 PM

"ბიბლიის კითხვისას კიდევ ერთი სირთულე გაჩნდება ხოლმე: ეს არის წიგნი, რომელიც ჩვენთვის უცნობ ენაზე შეიქმნა: ძველი აღთქმა - ძველებრაულად და ახალი აღთქმა - ძველბერძნულ ენაზე. ჩვენს წინაშეა ორიგინალი, რომელიც წარმოადგენს ფაქტობრივად მთარგმნელის ცოდნის, ოსტატობისა და გამოცდილების ნაყოფს: ესე იგი, ჩვენ ვეცნობით მხოლოდ დედანთან მიახლოებულ ტექსტს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2017, 10:50 AM

"იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანები, კრიტიკული მიზნებით - რომ უარეყოთ ბიბლია, იღებდნენ ხელში ბიბლიურ წიგნებს და შემდეგ თვითონ ხდებოდნენ ყველაზე დიდი მორწმუნეები. ასეთი უამრავი შემთხვევაა. აი, რას უშვრება ღვთის სიტყვა ადამიანებს! ვინც ყურადღებით წაიკითხავს წმინდა წერილს, თავის თავზე გამოცდის ღვთის ჭეშმარიტი სიტყვების მოქმედებას, ძალას ამ სიტყვებისას, დარწმუნდება, რომ ეს მართლაც ღვთივგამოცხადებული წმინდა წერილია და ღვთივგამოცხადებული წმინდა სწავლებაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2017, 12:28 PM

"მოსეს კანონმდებლობის მიხედვით, ყველა სახის მსხვერპლი საღი და უბიწო უნდა ყოფილიყო. შემწირველს აღსავლენი მსხვერპლის თავზე ხელი უნდა დაედო - ამ გზით მას ცოდვები მიეტევებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2017, 05:51 PM

"როგორც წმინდა კირილე ალექსანდრიელი გვასწავლის, ძველი აღთქმა ესაა ფერმწერის მიერ ერთგვარი მონახაზი და კონტური, ხოლო სრული სილამაზე და ნახატი კი ახალაღთქმისეული სწავლებაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2017, 03:01 PM

"განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ წმინდა წერილის, ბიბლიისა და სახარების კითხვისას. თუ რამეს ვერ გავიგებთ, ნუ მივენდობით საკუთარ თავს და დავიწყებთ მის განმარტებას, რადგან კაცობრიობის მტერი ჩაგვსაფრებია და ეცდება, ღვთის გმობაში ჩაგვაგდოს, როცა სულიწმინდის მადლით დაწერილ სიტყვებს მცდარად განვმარტავთ. ამიტომ ვიკითხოთ წმინდა მამათა განმარტებანი და ამგვარად დავიცვათ თავი ღვთის გმობისგან. გვახსოვდეს, წმინდა წერილში მრავალი სიმბოლოა, რომელთა განმარტება ადამიანურ გონებას სულიწმინდის მადლის გარეშე არ ძალუძს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 10:39 AM

"კაცობრიობის გამრავლების მიზნით კაენს ნება დაერთო, დაქორწინებულიყო დაზე. თუმცა, ზოგი განმმარტებლის აზრით, კაენს ცოლი ძმის მკვლელობამდეც ჰყავდა, რასაც იმით ასაბუთებენ, რომ ძმის მკვლელს ცოლად არავინ წაჰყვებოდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2017, 06:42 PM

"ძველ აღთქმაში, კერძოდ კი "სიბრძნე ზირაქისაში", ვკითხულობთ: "ადამიანს თავს ნუ დააწყევლინებ, რადგან იმ ადამიანის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 09:18 PM

"ბიბლია - ჯურღმული სიბრძნისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2017, 11:51 AM

"აღმოსავლეთის ხალხთაგან ებრაელებმა კაცობრიობას ორი რამ აჩუქეს: ბიბლია და ქრისტე"

/ლიანა წურწუმია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2017, 02:11 PM

"თუ მოძღვარი გასწავლის რამეს, ეს სწავლება ბიბლიით უნდა გაამყარო".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2017, 12:16 PM

"რიცხვი რვა საკრალურია, წარღვნას გადარჩენილი მართალი ნოეს შთამომავალთა კოდია, რადგან წარღვნას რვა სული გადაურჩა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2017, 11:14 AM

"ბიბლიიდან სამყარო სრულად მოჩანს, მეცნიერებმა ვერ მოძებნეს ბიბლიის შემცვლელი და ეს მათმა უმრავლესობამაც აღიარა".

/დეკ. იოანე მამულაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 03:52 PM

"კერპთაყვანისცემა არ დაწყებულა აბრაამის დიდი პაპისგან - სერუქისაგან, როგორც ვარაუდობდნენ ზოგიერთნი, რადგან კერპები მას არ გამოუგონია, მან ადრე გამოგონილი მიიღო და თავადაც ამზადებდა. კერპების თაყვანისცემას სათავე ნინუსმა დაუდო, როგორც ამას ახლა ვნახავთ.

როცა მოკვდა მეფე ბილი (ან ბაალი), რომელიც ფლობდა ასურეთს და მასთან ერთად ბაბილონს, იგივე ქალდეას, გამეფდა მისი ძე - ნინუსი. ის წუხდა მამის სიკვდილის გამო და ამიტომ მისი სახე გამოაქანდაკა, ანუ კერპი, რომელიც ძლიერ ჰგავდა მამამისს, როგორც სახით, ასევე სხეულის სიდიდით და მის სახსოვრად შუა ქალაქში დადგა.

სურდა, სიკვდილის შემდეგ ხალხს მისთვის თაყვანი ეცა და გამოსცა კანონი: "თუკი ვინმე დამნაშავე და სასჯელის ღირსი მივა კერპთან და თაყვანს სცემს, მიეტეოს დანაშაული და გათავისუფლდეს სასჯელისაგან". მეფის წყალობის მსურველი ადამიანები მიდიოდნენ თაყვანისსაცემად კერპთან, რადგან ხედავდნენ, რომ ეს საამო იყო მეფისთვის.

სხვა ქვეყნების ხალხებმა ასურელებსა და ქალდეველებს მიჰბაძეს და ასევე დაიწყეს თაყვანისცემა თავიანთი უწინდელი მმართველებისა და სახელგანთქმული მამებისა. მათ მოსაგონრად სვეტებისა და კერპების დადგმას მიჰყვეს ხელი.

დემონებმა დაინახეს, როგორ ეთაყვანებოდნენ ადამიანები უსულო კერპებს და ადამიანის მოდგმის საცდუნებლად მათში შესვლა და ადამიანის ხმის გამოცემა დაიწყეს. ისინი მათთან მისულებს კითხვებზე პასუხობდნენ, თითქოსდა მომავალს წინასწარმეტყველებდნენ.

შეშლილი ადამიანები მათ ცოცხლებად თვლიდნენ, ღმერთებივით ეთაყვანებოდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ. ასე დაიწყო და გაძლიერდა მრავალღმერთიანობა და კერპების თაყვანისცემა კაცობრიობაში".

/"მრევლი" N188, 2016, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2017, 02:02 PM

"თუ ბიბლიას რამდენჯერმე წაიკითხავთ, ბევრ რამეს დაიმახსოვებთ, გაიგებთ რას ითხოვს უფალი ჩვენგან და ჩვენთვის, ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ მოვიქცეთ".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2017, 09:50 AM

"ღმერთმა აბრაამს ცხოველთა დანაწევრება ძველ თაობაში დადგენილი ჩვეულების მიხედვით უბრძანა. ძველად, ნიშნად შერიგებისა, რამდენიმე ცხოველს კვეთდნენ და ნაწილებს ურთიერთ საპირისპიროდ აწყობდნენ, მათ შორის მიმოდიოდნენ და ფიცს დებდნენ - დაე, ჩვენც ამ ცხოველებივით დავნაწევრდეთ, თუ ფიცს დავარღვევთ და სამშვიდობო აღთქმას ვერ შევინარჩუნებთო; ასეთი კაცობრივი დადგინებით დაუშვა აბრაამზე ღმერთმა თავისი წყალობა, რითაც მარადიული მშვიდობა დაამტკიცა".

/"მრევლი" N196, 2017, გვ.19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2017, 02:14 PM

"ზოგიერთი წმინდა მამა აბელის მკვლელობას სწორედ ასე განმარტავს - კაენი მიერ ეშმაკისადმი გაღებული მსხვერპლი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2017, 07:41 PM

"მკვლელობის შემდეგ კაენს სიკვდილის შიში, უნდობლობა და ეჭვი გაუჩნდა. ეპისკოპოსი სერგი (სოკოლოვი) აღნიშნავს, რომ შიში კაენს ერთი წუთითაც არ შორდებოდა. რა იყო ამის მიზეზი? - "ქურდი სხვებშიც ქურდს ხედავს და ეშინია, არ მოპარონ, მკვლელს ეშინია, რომ მოკლავენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2017, 08:18 PM

"ბიბლიაში გადმოცემულია ბრძნული რჩევები, დარიგებები და მანუგეშებელი სიტყვები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2017, 02:08 PM

"ბიბლია - ერთადერთი წიგნია, რომელიც ესოდენ ნათლად მეტყველებს, თუ საიდან მოვედით ადამიანები, საითკენ მივდივართ და რისთვის ვარსებობთ. არ არსებობს არც ერთი სხვა წიგნი, რომელიც ასე ამომწურავად პასუხობს კითხვას, - რა არის ჩვენი ცხოვრების საზრისი და რამდენად დიდია მისი მნიშვნელობა".

/მთავარეპისკოპოსი იოანე შახოვსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2017, 02:17 PM

"სწავლის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა ასევე კითხვა. ჩემო შვილებო, ყოველი თავისუფალი წუთი გამოიყენეთ კითხვისათვის. ყოველდღე, სულ ცოტა, ნახევარი საათი დაუთმეთ ბიბლიის კითხვას. უნდა ისწავლოთ სწორად კითხვა, სასულიერო ლიტერატურა და ბიბლია სხვანაირად უნდა წაიკითხოთ, ვიდრე გასართობი ლიტერატურა ან მეცნიერული ნაშრომები. უფრო გრძნობით, ვიდრე გონებით, უფრო გულით, ვიდრე ტვინით, უფრო ნელა და დამშვიდებით, ვიდრე აღტყინებით და კრიტიკული თვალით.

ბიბლია იკითხეთ როგორც ერთი მთლიანი და ნუ ჩაეკირკიტებით პირველსავე გაუგებას, გირჩევთ გაუგებარი გამოტოვოთ და განაგრძოთ კითხვა, გარწმუნებთ, თუ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს და ერთგულებას, თუ თქვენს ლოცვებში ღმერთს სთხოვთ გაუგებარი აგიხსნათ, მაშინ დროთა განმავლობაში გაუგებარიც გაგეხსნებათ და გასაგები გახდება.

იკითხეთ ისევ და ისევ თავიდან. დამიჯერეთ, თქვენ სულ უფრო ახალს და ახალს აღმოაჩენთ მასში, იმ ადგილებშიც კი, სადაც ადრე რაიმე საინტერესო ვერ შეამჩნიეთ. ბიბლია - ეს სიცოცხლის წიგნია, მისი სიღრმე და მრავალმხრივობა განუზომელი და მიუწვდომელია, ის არის ყოველი ქრისტიანის ყოველდღიური სახელმძღვანელო".

/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2018, 03:34 PM

"ვინ - ძერა არის,
ვინ - ქორია,
ვინ კი - ნიბლია,
ვინ - დადის აზრით, -
სატანურით,
და... ვინ განგების?!
შენ იღაღადე -
თუნდაც,
ერთად,
ასი ბიბლია,
ვინღაა მისი -
ან - მომსმენი,
და...
ან - გამგები?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2018, 11:27 AM

"ბიბლია - ეს არის რეალობიდან აღებული და ჩაწერილი ცოცხალი გამოცდილება. ბიბლიაში ბევრი რამ არის ნაჩვენები, ბევრი ცოდვა, ღვთისგან განდგომა, მაგრამ ყოველივე ამასთან, ვერ მოიძევთ ერთ რამეს - არაგულწრფელობას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2018, 11:27 AM

"ბიბლია - ეს არის რეალობიდან აღებული და ჩაწერილი ცოცხალი გამოცდილება. ბიბლიაში ბევრი რამ არის ნაჩვენები, ბევრი ცოდვა, ღვთისგან განდგომა, მაგრამ ყოველივე ამასთან, ვერ მოიძევთ ერთ რამეს - არაგულწრფელობას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2018, 02:24 PM

"ბიბლია წავიკითხოთ, მასში ყველაფერი, ყველა დეტალი წერია"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 07:14 PM

"თან აღთქმას დებს ღმერთი აბრაამთან, მეგობარს უწოდებს მას და ამასთანავე, შვილის მსხვერპლად შეწირვას სთხოვს, ერთადერთი, ნანინანატრი შვილისა, რომლისგანაც კაცობრიობა უნდა გამრავლდეს და მოვიდეს მხსნელი. ეს ფაქტი ითვლება ახალი აღთქმის წინასახედ. ღმერთმაც ხომ თავისი ერთადერთი, მხოლოდშობილი ძე გაწირა კაცობრიობის ხსნისათვის".

"აბელი მწყემსი იყო, რაც სიმშვიდესთან ასოცირდება. თან მთაში იყო გახიზნული, ღმერთთან ახლოს".

/ზაქარია ნათენაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 08:02 PM

"ქართული სასულიერო მწერლობის თავსაწყისად მარი ბროსეს მსოფლიოს "წიგნთა-წიგნის" - ბიბლიის თარგმანები მიაჩნდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2018, 11:43 AM

"ზეციურ გამოცხადებას ელოდნენ არა მხოლოდ ცალკეული პიროვნებები, არამედ მთელი წარმართული სამყარო. ამაზე მეტყველებს პავლე მოციქულის მიერ ათენის არეოპაგში წარმოთქმული სიტყვა, საიდანაც ჩანს, რომ წარმართული ღმერთები ვეღარ აკმაყოფილებდნენ ადამიანის რელიგიურ მოთხოვნილებებს და ეს იყო მიზეზი, რომ ათენის პანთეონში მრავალი ღმერთის ქანდაკებათა შორის იყო "ბომონი, რომელსა ზედა წერილ იყო: უცნაური ღმერთი" (საქ. 17,23).

წარმართული სამყარო გრძნობს, რომ არსებობს ღმერთი, რომელსაც ვერ სწვდება თავისი გონებით და ამ ცოდნას თუ რწმენას გამოხატავს წარმართული ტრადიციისამებრ - პანთეონში დგამს მისთვის უცნობი ღმერთის ქანდაკებას."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2018, 09:52 AM

"მოგვიანებით აბრაამი ერთადერთ ძეს მსხვერპლად მიართმევს ყოვლის შემოქმედს, მისი სურვილისამებრ. ეს იყო რჩეული ერის უდიდესი მამამთავრის თავისუფალი ნების გამოცდა - იყო თუ არა ღირსი იმ აღთქმისა, რომელსაც უფალი ყოველ გამოცხადებაში უმეორებდა და ამ განსაცდელის გადატანის შემდეგ კვლავ გამოუცხადა: "იკურთხება შენი თესლით ქვეყნის მთელი ხალხი, რადგან ისმინე ჩემი ხმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2018, 11:22 AM

"ვინმე ამა სოფლის ბრძენი ბერთან მივიდა და როცა დაინახა, მას ბიბლიის გარდა სხვა არაფერი ებადა, ბერს ბიბლიის საკუთარი კომენტარი აჩუქა. ერთი წლის შემდეგ კვლავ მივიდა ბერთან და ჰკითხა:

- მამაო, ჩემი წიგნი ბიბლიის უკეთ გაგებაში თუ დაგეხმარათ?

- პირიქით, - უპასუხა ბერმა, - ბიბლიაში ჩახედვა მომიწია, რათა შენი წიგნი გამეგოო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2018, 08:59 PM

"- ნოეს დროს სხვა ღვთის მადიდებელი ადამიანებიც ცხოვრობდნენ, თუნდაც მამამთავარი მათუსალა. რატომ გამოარჩია უფალმა სწორედ ნოე, რათა კაცობრიობა გადაერჩინა?

- იმ დროს მათუსალა უკვე ღრმად მოხუცებული იყო, იგი წარღვნამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა კიდეც. ნოე, თუკი იმდროინდელ სიცოცხლის ხანგრძლივობას გავითვალისწინებთ, ახალგაზრდა კაცი იყო, რომელსაც სათავე უნდა დაედო ახალი კაცობრიობისთვის.

ვიცით, რომ ნოეს, ვიდრე უფალი გამოეცხადებოდა, ოჯახი არ ჰყავდა. თავისი თავი ღვთისთვის შეეწირა, 480 წელი ღვთის დიდებაში ცხოვრობდა. როდესაც უფალი გამოეცხადა და აუწყა, რომ მას უნდა გადაერჩინა კაცობრიობა, მხოლოდ ამის შემდეგ შექმნა ოჯახი და გაუჩნდა შვილები."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2018, 08:37 PM

"- დაახლოებით რამდენი ადამიანი ცხოვრობდა და როგორი ბუნებრივი პირობები იყო წარღვნამდე?

- წარღვნამდე ადამიანები დაახლოებით 1000 წელი ცოცხლობდნენ. თუ ვიგულისხმებთ, რომ ყოველ ხუთ წელიწადში მაინც ერთი შვილი უჩნდებოდათ, შვილიერების უნარი კი 200-300 წელი ჰქონდათ, თითოეულ ოჯახს 50-60 შვილი მაინც უნდა ჰყოლოდა. ამდენად, ძველი აღთქმის წარღვნამდელი კაცობრიობა, სულ მცირე, მილიარდი მაინც უნდა ყოფილიყო, თანაც სიკვდილიანობა იმხანად ნაკლები იყო.

არა მარტო ადამიანები, წარღვნამდელ პერიოდში ცხოველებიც დიდხანს ცოცხლობდნენ, რასაც ხელს უწყობდა იმ დროს არსებული ბუნებრივი პირობები. ძველი აღთქმის პერიოდში წყლები იყო ხმელს ქვეშე და ხმელს ზევით. მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მთელ დედამიწას წყლის ორთქლის ხუფი ფარავდა და თითქმის ერთნაირი ტემპერატურა იყო, არ არსებობდა სხვადასხვა ზონა, სიცივისა და სითბოს მონაცვლეობა; არ არსებობდა არც მთები; არ იყო რადიაცია, არ იყო სიცივე. ამდენად, ძველი აღთქმის პერიოდში, ცოდვით დაცემის შემდეგაც, ცხოვრების იდეალური პირობები იყო.

წარღვნისა და კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ უფალი ეუბნება ნოეს - ცისარტყელას დავდებ იმის ნიშნად, რომ წარღვნა აღარ მოხდებაო. ამ დრომდე ცისარტყელა არ არსებობდა. ცისარტყელა ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც წვიმისა და მზის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება. გამოდის, წარღვნამდე ან მზე არ ჩანდა, ან ზეციდან წვიმა არ მოდიოდა. რომ არ ეწვიმა, დედამიწა აბსოლუტურ უდაბნოდ იქცეოდა, მაგრამ პირიქით იყო - მთლიანად ღრუბელი ფარავდა, იდეალური ტენიანობა იყო და მზე არ ჩანდა.

პირველი სიახლე, რაც ადამიანებმა კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ იხილეს, მზე იყო. თუკი უძველეს რელიგიებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პირველი ღვთაებები მათში მზესთან ან მთვარესთანაა დაკავშირებული - ნოეს შთამომავალთა ნაწილმა რაც განსხვავებული იხილა, ის ჩათვალა ღმერთად. მიიჩნიეს, რომ მზემ, მთვარემ გადაარჩინა ისინი. მზე, მთვარე, ვარსკვლავები ადამიანებისთვის ხილულად წარღვნის შემდეგ იქნენ გამოჩინებული."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2018, 06:32 PM

"- ჯვარცმის დროს, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დარჩა მაცხოვრის გვერდით. რამ განაპირობა ასეთ მცირე დროში ადამიანთა სახეცვლილება?

- უპირველესად ეს განაპირობა იმან, რომ ადამიანებმა უკვე თვალნათლივ იხილეს, რაც მაცხოვარმა იწინასწარმეტყველა - ჯვარს ვეცმები და მესამე დღეს აღვდგებიო. უფლის აღდგომამ უდიდესი გავლენა მოახდინა ადამიანთა სულიერ გარდასახვაზე. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ, მართალია, უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მაცხოვრსი ჯვარცმაში, მაგრამ ასევე უამრავი უფლის ჯვარცმაში არ მონაწილეობდა, სწორედ ამ ადამიანთა უმეტესობამ მიიღო მოციქულის პირველივე ქადაგებისთანავე ღვთის სიტყვა და შეიქმნენ ქრისტეს ეკლესიის წევრები, თორემ იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც მაცხოვრის ჯვარცმაში მონაწილეობდნენ, შემდეგ ისევე დევნიდნენ ქრისტეს მოციქულებს, როგორც თავად განკაცებულ უფალს".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2018, 08:47 PM

"- რომელი ტერიტორიიდან იწყება ახალი, წარღვნისშემდგომი კაცობრიობის გამრავლება?

- კერძოდ სად დასახლდა ნოე კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ, ბიბლია არაფერს გვაუწყებს, მაგრამ ცხადია, იქვე, არარატის მთის მახლობლად დასახლდებოდნენ. ნოემ სამსხვერპლოც იქვე აუგო უფალს. ფიზიკურადაც შეუძლებელი იყო, შორს წასულიყვნენ. თანაც ცხოვრებისთვის იქაც მშვენიერი პირობები ჰქონდათ - ახალმა კაცობრიობამ გამრავლება დაიწყო იმ ტერიტორიაზე, სადაც კიდობანი გაჩერდა, გამრავლების შემდეგ კი, როგორც ბიბლია მოგვითხრობს, კვლავ სამხრეთისკენ დაიძრნენ, სადაც ედემის ბაღი ეგულებოდათ, რომლის შესახებაც ნოესგან უწყოდნენ, მაგრამ ბაღი იქ აღარ დახვდათ - წმინდა მამათა სწავლებით, ედემი ზეცად იქნა ატაცებული... გამრავლებული კაცობრიობის ნაწილი სამხრეთ ტერიტორიებზე დასახლდა.

ნოეს სამი შვილი ჰყავდა: სემი, ქამი და იაფეტი. სემი და იაფეტი მამის პატივისმცემელნი იყვნენ, ქამი კი მამას სათანადო პატივს არ სცემდა.

კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ ნოემ მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი. ამის ერთ-ერთი ნიშანი ის არის, რომ მან დარგო ვენახი, მოიწია ყურძენი და დააყენა ღვინო. როდესაც ნოემ ღვინო დალია, დათვრა და კარავში დაეძინა. არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ნოესთვის ღვინის დალევა ახალი რამ იყო; მას შემდეგ, რაც უფალმა ექვს დღეში შექმნა ყველაფერი, ახალი აღარაფერი შეუქმნია, ამიტომ ვენახი და ღვინო წარღვნამდეც არსებობდა, მაგრამ, როგორც მეცნიერები გვეუბნებიან, იმ დროს ატმოსფერო იმდენად მდიდარი იყო ჟანგბადით და ამის წყალობით ადამიანი იმდენად ძლიერი იყო, რომ ღვინის მათრობელა თვისება ვერაფერს ვნებდა.

ნოემაც ზუსტად იმდენი მიიღო, რამდენსაც წარღვნამდე სვამდა, მაგრამ დათვრა. ეს მოხდა ახალი გარემო პირობების გამო. ცხადია, ეს მოხდებოდა წარღვნიდან სამი-ოთხი წლის შემდეგ - ვაზის დარგვას, ვენახის გაზრდასა და ნაყოფის გამოღებას ხომ დრო დასჭირდებოდა.

ძილის დროს ნოეს ტანისამოსი გადაეწია და გაშიშვლდა. მამის სიშიშვლე ქამმა დაინახა, გაიქცა და დაცინვით უამბო ძმებს ეს ამბავი. სემი და იაფეტი მივიდნენ მამასთან, ზურგით შევიდნენ მამის კარავში და ისე დააფარეს სამოსი, მისი სიშიშვლე არ დაუნახავთ.

როდესაც ნოემ გაიღვიძა და ყოველივე შეიტყო, დაწყევლა ქამი უმსგავსო საქციელისთვის და აკურთხა სემი და იაფეტი. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ნოემ ქამი დაწყევლა; მან ის თქვა, რაც ელოდა მის შთამომავლობას: ქამის შთამომავლობა მორჩილი და მონა იქნებოდა სემისა და იაფეტის შთამომავლობისა. მაგრამ ნოეს სიტყვის გამო კი არ ელოდათ სემისა და იაფეტის შთამომავალთა მონად ყოფნა, არამედ ნოეს სიტყვა ითქვა სწორედ იმის გამო, რომ ქამის შთამომავლობას ასეთი ხვედრი ელოდა თავისი მამამთავრისა და შემდგომში საკუთარი ცხოვრების გამო.

ღვთის შთაგონებით სემის მიმართ თქვა: "კურთხეულ იყოს უფალი სემისა". ამ სიტყვებით წინასწარმეტყველურად გვაუწყა, რომ სწორედ სემის შთამომავლობაში დაიბადებოდა კაცობრიობის მხსნელი.

იაფეტის მიმართ კი წარმოთქვა: გაუმრავლოს საზღვარნი იაფეტს - ყველაზე მეტად იაფეტის შთამომავლობა გამრავლდებოდა ქვეყანაზე. იაფეტის შთამომავალნი მართლაც ყველაზე მეტად გამრავლდნენ და მსოფლიოში წამყვანი ადგილი უჭირავთ (ქართველებიც მისი შთამომავლები ვართ).

აღსრულდა სემის მიმართ წარმოთქმული წინასწარმეტყველებაც. სწორედ სემის შთამომავლობაში - ებრაელთა ერში იშვა კაცობრიობის მხსნელი - მაცხოვარი.

ქამის შთამომავლები შემდგომში არაბეთში, ინდოეთსა და აფრიკაში დამკვიდრდნენ."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


" ღმერთმა ხორცის ჭამის ნებაც სწორედ წარღვნის შემდეგ მისცა ადამიანებს...

- ნოე პირველი კაცი იყო, რომელსაც ღმერთმა ხორცის ჭამის ნება დართო. ცნობილი არ არის, იხმევდა თუ არა ხორცს წარღვნამდელი კაცობრიობა. ისინი ძალიან დიდ ცოდვებში იყვნენ და იმდენად დაშორდნენ უფალს თავიანთი ცხოვრებით, ადვილი შესაძლებელია, ხორცსაც ჭამდნენ. ღვთის მადიდებელ ადამიანებს კი ხორცის ჭამის ნება წარღვნის შემდგომ მიეცათ, მაგრამ ღმერთმა აკრძალა ხორცის სისხლთან ერთად - უმად ჭამა, რაც დღემდე იკრძალება.

ღვთის მიერ ხორცის ჭამის ნება ადამიანებს მიეცათ იმის გამო, რომ წარღვნის შემდგომ მცენარეებმა დაკარგეს სინოყივრე, ხოლო ჩვენი ხორციელი ძალა იმდენად შესუსტდა, რომ მის გასაძლიერებლად უფრო მტკიცე საკვები გახდა საჭირო."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2018, 08:38 PM

"კიდევ ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას, როდესაც მღვდელმთავარი კაიაფა დაფიცების წესს იყენებს და მაცხოვარს ეკითხება - შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა? - შენ ხარ მესიაო? - "შენ თქვი", - მიუგებს უფალი, ფაქტობრივად უმაღლესი მღვდელმთავრის წინაშე აღიარებს ყველაფერს.

არსებობს გადმოცემა, რომ ამ დროს ისინი თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. გადმოცემის თანახმად, ახალგაზრდობისას კაიაფა ღმერთს ევედრებოდა, მღვდელმთავარი გამხდარიყო, რათა სინედრიონში მოხვედრილიყო და უფალს დახმარებოდა. მას სიზმარში ახალგაზრდა, ცისფერთვალება ყმაწვილი გამოეცხადა და ჰკითხა, - ეს ღვთის სადიდებლად, მესიის შესაცნობად და ერის სამსახურისთვის გინდაო? - დიახ, უთხრა კაიაფამ...

ამ მომენტში უცქერდა მაცხოვარს, ის თვალები და ის სახე შეიცნო, რომელიც სიზმარში იხილა. უნდა მიხვდეს და აღიაროს, რომ მის წინაშე მხსნელი დგას, მაგრამ როდესაც გააცნობიერა, რომ ყველაფერს კარგავს, შესამოსელს შემოიხევს, - მეტი დაცინვა რაღა გინდათ, მან ჰგმო. რაღაში გვჭირდება მოწმენი, ღმერთს გმობს, ამაზე მეტი მზაკვრობა რაღა გინდათო..."

/დეკ. პეტრე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2018, 09:39 PM

"- როგორც ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ მკვდარ ზღვაში ვერც ერთი სულდგმული ვერ ცოცხლობს, მისი პროდუქცია მაკურნებელი თვისებებით გამოირჩევა...

- მკვდარი ზღვის პროდუქციის მაკურნებელ თვისებებს განაპირობებს ის ნივთიერებები, რომლებსაც მკვდარი ზღვა შეიცავს. ეს ნივთიერებებიც უფალმა შექმნა. ამას შეიძლება შემდეგი მნიშვნელობაც მივცეთ - მიუხედავად იმისა, რომ იქ მყოფი ადამიანები დაისაჯნენ, მიწა არ დასჯილა.

უფალმა ეს სასჯელი ადამიანთა ცოდვების გამო ქმნა, მაგრამ ღვთის მრავალმოწყალება ყველაფერში ჩანს და ამ შემთხვევითაც უფალი მიანიშნებს, რომ ამ სასჯელით ადამიანებს სარგებელიც მიეცათ, უპირვლესად იმით, რომ მათი ცოდვა არ იქნა გავრცელებული იმ პერიოდში. თანამედროვე ადამიანებსაც შეახსენებს უფალი - ცოდვის გამო დაისჯებიან, მაგრამ ღვთის წყალობაც არასოდეს აყოვნებს".

/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2018, 01:40 PM

"- მამა ლევან, ვინ იყო "საქმე მოციქულთას" ადრესატი? სად დაიწერა იგი?

- ირინეოს ლიონელის ვერსიით, იგი რომში დაიწერა, თუმცა სხვა ვერსიებიც არსებობს. რაც შეეხება ამ წიგნის ადრესატს, თეოფილეს, ცნობილია, რომ იგი ბერძენი არისტოკრატი და მთავარი იყო, რომელმაც დიდი ინტერესი გამოავლინა ქრისტიანობისადმი და ორი უდიდესი წიგნის - ლუკას სახარებისა და მოციქულთა საქმენის ადრესატად იქცა.

რაც შეეხება შექმნის კონკრეტულ დროს, რამდენადაც თავად ავტორის მიერ არ თარიღდება, მისი ზუსტად დადგენა შეუძლებელია, თუმცა ამას არც აქვს დიდი მნიშვნელობა. ტექსტიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი ქრისტიანთა პირველ დევნამდე, 63-64 წლებში შეიქმნა."

/დეკ. ლევან მათეშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2018, 05:49 PM

"ბიბლიას თუ გადავხედავთ, ცივილიზაციები ჩამოყალიბებული იყო იქ, სადაც განვითარებული იყო მიწათმოქმედება, ანუ ცივილიზაციები ერთ ადგილზე დამკვიდრებულმა შრომამ წარმოქმნა და არა მომთაბარე ცხოვრებამ. მაგრამ ღვთისთვის სათნო მომთაბარეობა უფრო იყო, რადგან ამგვარი ცხოვრების წესის დროს ადამიანი უფრო ნაკლებად ფიქრობს მიწიერებაზე და მეტად ფიქრობს ღმერთზე. კლასიკური კერპთმსახურება სწორედ ცივილიზაციებში, ერთ ადგილზე დამკვიდრებულ ადამიანებში წარმოიშვა."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2018, 05:50 PM

"ბიბლიას თუ გადავხედავთ, ცივილიზაციები ჩამოყალიბებული იყო იქ, სადაც განვითარებული იყო მიწათმოქმედება, ანუ ცივილიზაციები ერთ ადგილზე დამკვიდრებულმა შრომამ წარმოქმნა და არა მომთაბარე ცხოვრებამ. მაგრამ ღვთისთვის სათნო მომთაბარეობა უფრო იყო, რადგან ამგვარი ცხოვრების წესის დროს ადამიანი უფრო ნაკლებად ფიქრობს მიწიერებაზე და მეტად ფიქრობს ღმერთზე. კლასიკური კერპთმსახურება სწორედ ცივილიზაციებში, ერთ ადგილზე დამკვიდრებულ ადამიანებში წარმოიშვა."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2018, 01:31 PM

"მონობაში ჩავარდნის შემდეგ, ბოლო 150 წლის განმავლობაში ებრაელთა დევნა დაიწყო. ისრაელიანებს ყველაზე მძიმე სამუშაოს ავალებდნენ, რომ მათი რიცხვი შემცირებულიყო. მიუხედავად ამისა, ისინი კიდევ უფრო მრავლდებოდნენ. მაშინ ფარაონმა ბრძანა, ებრაელთა ახალშობილი ვაჟები დაეხოცათ ან წყალში ჩაეყარათ. ამ საშინელმა უბედურებამ ებრაელებს ჭეშმარიტი ღმერთი გაახსენა და მხურვალედ დაიწყეს ვედრება, შეეწყალებინა ისრაელიანთა ერი. მხოლოდ ღვთის იმედი დარჩათ და მისგან მოელოდნენ მხსნელს".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2018, 06:39 PM

"მოხუცი იოსები იყო მეტად მტკიცე, მართალი და გულახდილი ბუნებით, ჩამომავალი იყო დავითისა და სოლომონისა, მეტად უბრალო, ყურადღებიანი და მშრომელი. სალომეასთან ქორწინებიდან მას ჰყავდა 2 ქალიშვილი და 4 ვაჟი. მარიამთან დაწინდვამდე იგი ცხოვრობდა ქვრირობაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2019, 12:39 PM

"რატომ წაიყვანა მაცხოვარმა გეთსიმანიის ბაღში მხოლოდ ის სამი მოციქული, რომელნიც თაბორის მთაზე იახლა თან? იმიტომ, რომ მათ უკვე იცოდნენ ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ. ახლა მისი უძლურება უნდა ენახათ. სხვა მოციქულები, თუკი მოძღვრის ღვთაებრიობის მისაღებად არ იყვნენ მზად, მით უმეტეს - მისი უძლურებისა.

თუკი მოძღვარში საკვირველი სიდიადის დანახვამ ღვთაებრიობამდე ვერ აამაღლა ისინი, მასში უძლურების დანახვა მისადმი რწმენის დაკარგვის საშიშროებას ქმნიდა.

რა აუცილებელი იყო მათი წაყვანა? ვინმეს უნდა განეცხადებინა ქრისტეს ლოცვის ამბავი, რადგან ამის შემდეგ მაცხოვარი შეიპყრეს და ვეღარ შევიტყობდით ამ ყოველივეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2019, 08:23 PM

"ძველი აღთქმა დაფარული ახალი აღთქმაა, ხოლო ახალი - განცხადებული ძველი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2019, 11:51 AM

"ბიბლია იწერებოდა დაახლოებით 1400 წლის მანძილზე სხვადასხვა ავტორისაგან: ნასწავლთა და უსწავლელთა, მეფეთა და მიწათმოქმედთა, სახელმწიფო მოხელეთა, მწყემსთა და მეთევზეთა მიერ. იგი შედგება ისტორიის, წინასწარმეტყველებების, ეპისტოლეების, კანონებისა და რელიგიურ-ზნეობრივი დარიგებებისაგან. მაგრამ თავიდან ბოლომდე ამ შეუდარებელ წიგნს გასდევს ერთი და იგივე ღვთივგანბრძნობილი სულიერი სწავლება, ერთი და იგივე აზრი და დანიშნულება."

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2019, 03:15 PM

"როდესაც ხელში ვიღებთ ბიბლიას, დიდი საიდუმლოს წინაშე ვდგებით. ამ საიდუმლოს უდიდესი მოწიწებით უნდა ვეხებოდეთ"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2019, 01:17 PM

"ღმერთი ადამიანებს სხვადასხვა მიზეზით დაუტევებს. ზოგჯერ ეს იმიტომ ხდება, რომ უფლის იდუმალი სათნოებანი გამოვლინდეს.

მაგალითად, ისეთი სათნოება, როგორიც ჰქონდა დიდ მოღვაწეს, იობს, რომელსაც ღმერთი ესაუბრა და უთხრა: "მე შენ დასაწყისშივე გიცნობდი, მე, რომელიც ხედავს იდუმალს და სწვდება კაცთა გონების სიღრმეებს, მაგრამ რადგანაც ადამიანებისთვის შენი სიქველენი დაფარული იყო და ბოროტგანმზრახველნი კი ჰგონებდნენ, რომ თაყვანს შენი სიმდიდრისა და კეთილდღეობის გამო მცემდი, ამიტომ მოგივლინე მძიმე განსაცდელი და ყოველივე ის, რაც გებადა, წაგართვი, რათა მათთვის შენი ჩემდამი სიყვარული, ერთგულება და მადლიერება მეჩვენებინა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2019, 10:33 PM

"როგორც ცრემლები მოძრაობენ გულიდან და გულისაკენ, ასევე ბიბლია ღმერთისაგან გამოდის და ესმის მას, ვინც ღვთისაა"

/მაიკლ ფარადეი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2019, 10:18 PM

"სასიკვდილო სარეცელს მიჭაჯვულმა ვალტერ სკოტმა სიძეს ლოკხარდს მიმართა:

- შვილო, წიგნი მომიტანე.

მწერალს უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა, ამიტომ შეცბუნებულმა სიძემ ჰკითხა:

- რომელი წიგნი, სერ?

მომაკვდავმა მიუგო:

- ამქვეყნად მხოლოდ ერთი წიგნი არსებობს, შვილო, მომიტანე ის წიგნი.

ლოკხარდი მიხვდა, თუ რას ამბობდა ვოლტერ სკოტი და მომაკვდავს ბიბლია მიუტანა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2019, 12:26 PM

"ძველად ეგვიპტეში და ძველ აღმოსავლეთში გავრცელებული იყო სიბრმავე. სახარების დღევანდელ საკითხავში მოთხრობილია ბრმათა განკურნების შესახებ. გავაკეთოთ მცირე ისტორიული ექსკურსი.

სიბრმავის გავრცელება არა მზის, ქვიშის და ქარის ბრალი იყო, არამედ - ცრურწმენის, რამეთუ წარმართნი ამ მხარეში თაყვანს სცემდნენ ბელზებულს. სიტყვა "ბელზებული" ნიშნავს ბუზების ბატონს. "ზებულ" ებრაელებმა არაწმინდა სულების ბატონად მოიხსენიეს, ანუ სატანას ეძახდნენ ასე.

ცრურწმენა ძველ აღმოსავლეთში ასეთი იყო, რომ ბელზებულს აკერპებდნენ. ბუზი თვალზე უნდა სხდომოდა ბავშვს, დიდს... მოგეხსენებათ, რომ მწერებს დაავადებები გადააქვს, ისინი კი აღმერთებდნენ მას და ფიქრობდნენ, რომ არ შეიძლებოდა მათი მოშორება, რაც იწვევდა ინფექციას, დაავადებას და თვალთა სნეულებებს ადამიანში.

თუკი იმ დროს და შემდეგაც ამბობდნენ, რომ ჩრდილოეთის ქვეყნებში ათასში ერთი შეიძლება შეგხვედროდათ და შეგხვდეთ სიბრმავით ან თვალის სნეულებით დაავადებული, ეგვიპტესა და პალესტინაში ოც ადამიანში ერთი ბრმა იყო და შემდეგ ას ადამიანში ერთი ან ორი შეგხვდებოდა. ასე გავრცელებული იყო სიბრმავე მათი წარმართობიდან გამომდინარე"

/მამა გიორგი სამსონიძე
"კრიალოსანი" N9, 2008, გვ.24/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)