თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ მუნჯები და ბრმები როგორ აბარაბენ აღსარებას?

პოსტის ავტორი: NICA თარიღი: Sep 8 2008, 02:14 PM

ერთ-ერთ რელიგიურ თემაზე კამათის დროს ამ კითხვამ ჩიხში მომაქცია და მაინტერესებს თქვენგან, ეს როგორ ხდება? sad.gif

პოსტის ავტორი: constantine თარიღი: Sep 8 2008, 02:17 PM

ბრმა ჩვეულებრივათ და მუნჯი ეტყობა წერს ფურცელზე ... ?

პოსტის ავტორი: nino kiwo თარიღი: Sep 8 2008, 02:19 PM

შეკითხვა ვერ გავიგე. კიდევ უფრო დააკონკრეტე რას გულისხმობ.
ჩვენთან არის ბრმა რომელიც ეზიარება. წირვაზე ჩვენთან ერთად დგას.
მამაოსაც უთქვამს ეს თქვენზე მეტს ხედავსო.

პოსტის ავტორი: NICA თარიღი: Sep 8 2008, 02:20 PM

nino kiwo
ანუ რა ფორმით უნდა ჩააბაროს მუნჯმა (როცა წერა არ იცის)

პოსტის ავტორი: nino kiwo თარიღი: Sep 8 2008, 02:24 PM

ციტატა(NICA @ Sep 8 2008, 07:20 PM) *

nino kiwo
ანუ რა ფორმით უნდა ჩააბაროს მუნჯმა (როცა წერა არ იცის)

ისინი ხომ ხელებით საუბრობენ . იქნება მაქაც გამოსავალი. მუნჯიც ღვთის შვილია და არ დატოვებს აღსარების და ზიარების გარეშე.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 15 2008, 02:16 PM

თემა გახსნილი და განახლებულია.
გთხოვთ ისაუბროთ ოფების გარეშე.

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Sep 15 2008, 09:51 PM

პირველად აღსარება მე მუნჯურად ჩავაბარე, მამაომ ჩამომითვალა ცოდვები მე კიდევ თავს ვუქნებდი, თანხმობის ან უარყოფის ნიშნას..ასე ჩააბარებს მუნჯი აღსარებას...
ბრმა ჩვეულებრივად ეტყვის თავის ცოდვებს..
ყრუ კიდე ან დაწერს ან კიდე აგრძნობინებს laugh.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Sep 15 2008, 09:53 PM

ყრუ-მუნჯები აღსარებას წერილობით აბარებენ, ხოლო უსინათლოები ზეპირად.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 15 2008, 10:30 PM

mariami-k

ციტატა
ყრუ-მუნჯები აღსარებას წერილობით აბარებენ, ხოლო უსინათლოები ზეპირად.

ეს გასაგებია რომ წერილობით აბარებენ, მაგრამ მართლა მაინტერესებს ყრუთათვის არის რამე საშუალება წირვა-ლოცვის მოსმენისა?
მოსმენაც არ ჰქვია ამას, მაგრამ სხვა სახელი ვერ შევუფარდე.

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Sep 15 2008, 10:57 PM

რატომღაც არასროს არ გამჩენია ეს კვითხვა, და კარგია აქ რომ ისევ გაიხსნა ეს თემა. ცუდია, რომცა ადამიანია ასე "დაჩაგრულია" ბუნებისგან, და კიდევ აღაცეებს ვუზღუდავთ ჩვენი უგუნურობს და უსუსურობის გამო sad.gif წარმოიდგინეთ შვილი რომ გყავდეთ ეგეთი, ან ვინმე ახლობელი.... mellow.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Sep 15 2008, 11:23 PM

როცა ჩემი უახლოესი ადამიანი აღსარებაზე მივიყვანე, მამაოს ავუხსენი სიტუაცია, მამაო ეკითხებოდა მაგრამ ის ვერ პასუხობდა, ძალიან ძნელია ავხსნა ეს....
ხშირად მეკითხება ხოლმე დილის და საღამოს ლოცვებზე რა და როგორ უნდა წაიკითხოს, უნდა ბევრი რამ იცოდეს, თუმცა მნიშვნელობები არ იცის, ყველაფრის ახსნა კი ძალიან რთულია...
მისი კითხვა მე რატომ ვარ ასე, რატომ არ მესმის, რატომ ვერ ვლაპარაკობ ისე როგორც ყველა, უპასუხოდ რჩება

ამას ვერ ავღწერ





likka

ციტატა
წარმოიდგინეთ შვილი რომ გყავდეთ ეგეთი, ან ვინმე ახლობელი....

არც კი წარმოიდგინო





ნაინა
ციტატა
მართლა მაინტერესებს ყრუთათვის არის რამე საშუალება წირვა-ლოცვის მოსმენისა?

მსგავსი რამ მე აქ არ გამიგია

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 16 2008, 12:44 AM

ნათია

ციტატა
როცა ჩემი უახლოესი ადამიანი აღსარებაზე მივიყვანე, მამაოს ავუხსენი სიტუაცია, მამაო ეკითხებოდა მაგრამ ის ვერ პასუხობდა, ძალიან ძნელია ავხსნა ეს....
ხშირად მეკითხება ხოლმე დილის და საღამოს ლოცვებზე რა და როგორ უნდა წაიკითხოს, უნდა ბევრი რამ იცოდეს, თუმცა მნიშვნელობები არ იცის, ყველაფრის ახსნა კი ძალიან რთულია...
მისი კითხვა მე რატომ ვარ ასე, რატომ არ მესმის, რატომ ვერ ვლაპარაკობ ისე როგორც ყველა, უპასუხოდ რჩება

ამას ვერ ავღწერ



ხოდა , თემა ყოფილა არასერიოზული და პროვოკაციული. მეტი რაღა უნდა ელაპარაკო მათ არ მესმის.....

შენ დაპოსტე და მიტომ დავპოსტე მეც, თორემ ასე ცხვირიდან წადენილ თემაში რა მესაქმება, წესით საერთოდ აქ,მარა იმ დაწყებულ თემებს დავასრულებ და მერე....

ნათია

წესით მავანმა უნდა იცოდეს, რომ შენი ახლობელი და ჩემი ახლობელი ერთი და იგივეა,ხოდა ასე აგდებულად არ უნდა ატკინოს ვინმემ ვინმეს გული.

პ.ს. გკოცნი და მენატრები kiss1.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 16 2008, 04:27 AM

ეს ისეთი სათუთი საკითხია, რომ ყველანი უფრო მეტი სითბოთი და
გრძნობით უნდა მოვეპყროთ.
მე ასე მგონია და რა ვიცი.

ნათია

ზალიან კარგად მესმის ნათ და ამიტომაც მაინტერესებს თუ არსებობს რაიმე
საშუალება რომ მათთვის ოდნავ მაინც იყოს გასაგები წირცვა-ლოცვა.

ბრმას აქვს თავისი ანბანი, ესმის კიდეც, ასე რომ ამ მხრივ მათთვის
მეტ-ნაკლებად გასაგებია, მაგრამ ყრუ მუნჯთათვისაც ხომ უნდა
არსებობდეს რამე. sad.gif
იქნებ რომელიმე მოძღვარი შემოვიდეს ამ თემაში და იქნებ იცოდეს როგორ
უნდა მოიქცნენ ასეთი ადამიანები sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Sep 16 2008, 09:44 AM

staywhite

ციტატა
წესით მავანმა უნდა იცოდეს, რომ შენი ახლობელი და ჩემი ახლობელი ერთი და იგივეა,ხოდა ასე აგდებულად არ უნდა ატკინოს ვინმემ ვინმეს გული.

გულნატკენი კი არა სული მტკივა ისე ვარ

ციტატა
მარა იმ დაწყებულ თემებს დავასრულებ და მერე....


მეც

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Sep 16 2008, 11:22 AM

ბრმას შეუძლია ხელებით კითხვა, ხომ სწორია, თუ ასწავლეს, თუ არა ვინმე უნდა დაეხმაროს და ასწავლოს, მშვენიერი კომპიუტერული პროგრამებია ბეჭდვის სასწავლად და აგრეთვე ინტერაქტიური ბრმებისთვის (პატრონი თუ გამოუჩნდა)ამის გარდა მას ესმის და მეტყველებს, პრობლებას ვერ ვხედავ.
რაც შეეხება ყრუ მუნჯის საქმე სხვაგვარადაა.
ის განსხვავებულად არიქვამს სამყაროს , მაგრამ საბედნიეროდ ის ხედავს და ნსხვავებს შავ ს ტეტრისაგან არსარებასაც წერილობით იტყვის.
აი თუ ყრუ, მუნჯი და უსინათლო ერთადაა, რაც ისვიათია, მაშინ მართლა გამოუვალი მდგომარეობაა, ტუ ღმერთმა განსაკუთრებული სულიერი ხედვა არ მიჰმადლა, რაც აგრეთვე იშვიათია.

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Sep 18 2008, 12:32 AM

ციტატა(ლეონტი @ Sep 16 2008, 11:22 AM) *

აი თუ ყრუ, მუნჯი და უსინათლო ერთადაა, რაც ისვიათია, მაშინ მართლა გამოუვალი მდგომარეობაა, ტუ ღმერთმა განსაკუთრებული სულიერი ხედვა არ მიჰმადლა, რაც აგრეთვე იშვიათია.
sad.gif

ხო, ძალიან ძნელი მდგომარეობაა.

რამდენი პასუხგაუცემელი კითზვა არსებობს მართლაც ამ რელიგიაში... sad.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Sep 18 2008, 11:09 AM

ციტატა
მართლა მაინტერესებს ყრუთათვის არის რამე საშუალება წირვა-ლოცვის მოსმენისა?

არის, მაგრამ კონკრეტულად როგორ არ ვიცი...
არის ერთი მოძღვარი - მამა ზაზა (კირვალიძე) რომელიც ხშირად ხვდება მათ, წირვაზე დაჰყავს, აზიარებს...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)