IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შინაგანი ცხოვრების მიზანი - ცხოვრება სიხარულში, გიხაროდენ და კვალად გეტყვი - გიხაროდენ!
George Leluashvili
პოსტი Feb 17 2012, 12:05 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ჭეშმარიტი და სრულყოფილი სიხარული მხოლოდ მათ აქვთ, ვისშიც ღმერთია დავანებული.

თქვენში და თქვენ გავლით მიედინება მდინარე, სიხარულის გზავნილით.

ეს ღვთიური სიხარული - ცხოვრების ერთადერთი მიზანია.


IPB-ს სურათი

ხატი ღმრთისმშობლისა "მოალერსე"
ანუ "ყოველთა სიხარულთა სიხარული"



მინდა შეგახსენოთ დღეს წაკითხული სამოციქულო. პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყვი, გიხაროდეს (ფილიპ. 4,4). შესანიშნავი სიტყვებია, რომელიც უდიდეს საიდუმლოს იტევს: გიხაროდენ მარადის, ე.ი. მხოლოდ დღეს კი არა, არამედ მარადის, მხოლოდ აქ, დედამიწაზე კი არა, არამედ აქაც და იქაც, იმ ქვეყანაშიც. გიხაროდეს მარადის უფლისა მიერ, ანუ შენი სიხარული დაუსრულებელი და მარადიული მაშინ იქნება, თუ იგი უფლის მიერაა მონიჭებული, თუკი იგი უფლის რწმენასა და სიყვარულზეა დაყრდნობილი.

საერთოდ გიხაროდენ არა მიწიერი, არამედ ზეციური მისალმებაა. თქვენ გახსოვთ, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უფლის ბრძანებით მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა, პირველი სიტყვა, რომლითაც მიმართა, იყო გიხაროდენ. გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა. აი, როდის უხარია ჭეშმარიტად ადამიანს, როდესაც უფალი მასთანაა. მკითხველი ალბათ იკითხავს – მიწიერი სიხარულიც ხომ არსებობსო, რა თქმა უნდა არსებობს და მას არც უფალი უარყოფს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მიწიერი სიხარული წუთიერი და წარმავალია, უფლისმიერი კი - მარადიული. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ.

შესაძლებელია მდიდრულმა სახლ-კარმა თუ ძვირფასმა ნივთმა ერთ დღეს, ორ დღეს, ერთ თვეს გაგახაროთ, მაგრამ შემდეგ სიხარული ნელ-ნელა განელდება და ბოლოს სულ გაქრება. ასეთივეა ის სიხარულიც, რომელსაც რომელიმე ამქვეყნიური დიდი ხნის ოცნების აღსრულება გვანიჭებს. ისმის კითხვა – როგორ მოვიპოვოთ მარადიული სიხარული, რომელზეც პავლე მოციქული ლაპარაკობს. მისი მოპოვების გზას თავად მოციქული გვასწავლის, როცა ამავე ეპისტოლეში მოგვიწოდებს: ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, აი, თუ ამ თვისებებით - პატიოსნებით, სიმართლით, სიწმინდით და სათნოებით შევიმოსებით, უფალი ჩვენთან იქნება, ხოლო უკეთუ უფალი ჩვენთან იქნება, მაშასადამე სიხარულიც ჩვენთან იქნება.

სიხარული ხომ სიყვარულიდან მომდინარეობს. ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება. მაგალითი თუნდაც მიწიერი ცხოვრებიდან მოვიტანოთ. როდესაც თქვენ ვინმე გიყვართ, გინდათ განუშორებლად მასთან იყოთ და ამ დროს სხვა აღარავინ და აღარაფერი გახსოვთ. მით უმეტეს, რამდენად საყვარელი და სათნოა უფალი, რომელიც თვითონ არის უზენაესი სიყვარული. მაშასადამე, თუ ღმერთი ჩვენთან იქნება, ჩვენთან იქნება მარადიული სიხარულიც. თანამედროვე კაცობრიობას სწორედ ეს სიხარული აკლია, რადგან მან რწმენა და სიყვარული დაკარგა. თუ იგი კვლავ დაიბრუნებს რწმენას და სიყვარულს, სიხარულიც დაუბრუნდება.


ჩვენ ყველანი მაძიებლები ვართ და გვაქვს ერთი მიზანი: მივაღწიოთ შინაგან სიმშვიდეს, სინთლეს და სიხარულს, გავხდეთ განუყოფელი ჩვენი საწყისის და ვიცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, რომელიც ჭეშმარიტად დაგვაკმაყოფილებს.

ცხოვრება სიხარულში - ნიშნავს ცხოვრებას შინაგანი ცხოვრებით. ეს ის ცხოვრებაა, რომელსაც მივყავართ თვით შემეცნებამდე. საკუთარი თავის შეცნობა - ეს ღმერთის შეცნობაა, რადგან ღმერთი არის ჩვენში ღრმად მყოფი ღვთიურობა, რომელიც ელოდება მის აღმოჩენას და გახსნას. ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია ღვთისადმი მიმართვა, როგორც შინაგან მესაჭესადმი ან უზენაესისადმი.

გარეგან ცხოვრებას აქვს რეალური აზრი, მხოლოდ მაშინ როცა ჩვენ ვასაზრდოვებთ შინაგან ცხოვრებას. სამჯერ დღეში ჩვენ აუცილებლად ვიკვებებით. მაგრამ უფრო ღრმად ჩვენში იმყოფება ღვთიური ბავშვი, რომელსაც ცვენ ვუწოდებთ ჩვენს სულს; და ჩვენ ვერ ვპოულობთ დროს ვკვებოთ ის. სული შეგნებული წარმომადგენელია ღვთის ჩვენში. სანამ არ ასრულდება ბავშვი-სულის დანიშნულება, ჩვენ აროსოდეს ვპოვებთ დაკმაყოფილებას გარეგან ცხოვრებაში.

მაგრამ როგორ გავაერთიანოდ შინაგანი ცხოვრება გარეგანთან? თუკი ჩვენ ვფლობთ ლოცვის ღვთიურ ხელოვნებას, მაშინ ადვილად და შეგნებულად შეგვიძლია გავაერთიანოდ ეს ორი სამყარო. და თუ ჩვენ ვლოცულობთ, თითოეული წამი ხდება ოქროს შესაძლებლობა მოვისროლოთ დეპრესია, იმედგაცრუება, მრისხანება, შიში და სხვა ნეგატიური თვისებები და გამოვამჟღავნოთ შინაგანი სამყაროს თვისებები: სიყვარული, სიმშვიდე, სიხარული და სინათლე.

სულიერი ადამანი უნდა იყოს ნორმალური ადამიანი, ჯანსაღი ადამიანი. ღმერთის მისაღწევად, სულიერი ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა იყოს ღვთიურად პრაქტიკული. თუ ჩვენ ღვთიურად პრაქტიკულები ვართ, ჩვენ ვუწილადებთ ჩვენ შინაგან სიმდიდრეს. ჩვენ ვგრძნობთ ღვთიურ მოტივს ყოველ მოქმედებაში და ვუზიარებთ შედეგს სხვებს. სულიერება არ უარყოფს გარეგან ცხოვრებას. გარეგანი ცხოვრება უნდა იქცეს შინაგანი ცხოვრრების გამოვლინებად.



IPB-ს სურათი



პ.ს. აი, ამის თქმა მინდოდა.
გპირდებით თუ დაწერილს მთლიანად გაეცნობით, მაშინაც სიხარულს იგძნობთ, რადგან სიხარულზე საუბარს კვლავ სიხარული მოაქვს.

იხარეთ!


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(20 - 28)
ikanosi
პოსტი Feb 20 2012, 08:19 PM
პოსტი #21


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



GIORGI LELUASHVILI
biggrin.gif
ციტატა
გინდა თქვა, რომ ყოველი ადამიანი რწმენით ცხოვრობს?

კი ყველა, ეს არ არის მხოლოდ ღმერთის რწმენა

ციტატა
აბა რას ნიშნავს ამდენი ცოდვები? ამდენი ღვთისმგმობი ქმედებანი და ღვთის მიერ დაშვებული განსაცდელები?

რწმენიდან საქმემდე დიდია მანძილი
ციტატა
საქმეც იმაშია, რომ ურწმუნოებას მოუცავს დღეს საზოგადოების გული და ისე რომ მოვიდეს იესო, როგორც პირველად, კვლავ ჯვარს ვაცვამდით.

შენ მესაუბრები რწმენას კონრკეტული ღვთისადმი

გადახედე კაცობრიობის ისტორიას, მუდმივად ჰქონდა ადამიანს შექმნილი კერპი რომელსაც თაყვანს სცემდა



--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 20 2012, 09:02 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ikanosi
ციტატა
კი ყველა, ეს არ არის მხოლოდ ღმერთის რწმენა

აბა რას გულისხმობ?
ციტატა
რწმენიდან საქმემდე დიდია მანძილი

რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია და რწმენა სწორედ საქმეებში ვლინდება.
ციტატა
გადახედე კაცობრიობის ისტორიას, მუდმივად ჰქონდა ადამიანს შექმნილი კერპი რომელსაც თაყვანს სცემდა

წარმართები კერპს ისე სცემენ თაყვანს, როგორც ღმერთს და შესაბამისად ესეც ღვთის რწმენას ნიშნავს.
მათ სჯერათ შემოქმედის არსებობის.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Feb 20 2012, 10:44 PM
პოსტი #23


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
მათ სჯერათ შემოქმედის არსებობის.

როცა ადამიანები ბუნებრიც სტიქიებს სცემდნენ თაყვანს ?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 20 2012, 11:29 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ikanosi
ციტატა
როცა ადამიანები ბუნებრიც სტიქიებს სცემდნენ თაყვანს ?

გგონია ზოროასტრიზმის მიდევრებს ცეცხლი გონიათ ღმერთი?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Feb 20 2012, 11:37 PM
პოსტი #25


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
გგონია ზოროასტრიზმის მიდევრებს ცეცხლი გონიათ ღმერთი?

ეგ სად ვთქვი biggrin.gif

მაგრამ ადამიანს რაღაცის რწმენის გარეშე არსებობა რომ არ შეუძლია ფაქტია


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Feb 21 2012, 12:48 AM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ikanosi
ციტატა
მაგრამ ადამიანს რაღაცის რწმენის გარეშე არსებობა რომ არ შეუძლია ფაქტია

რა არი ბიჭო ფაქტი, არ გადამრიო ეხლა!

რისი სწამს ამ ხალხს? სად ნახე რწმენა?

რაში ჭირდებათ რწმენა ( არ აქვს მნიშვნელობა რისი), როცა ფული საკმარისად აქვთ?
ციტატა
ეგ სად ვთქვი

სტიქიური მოვლენებიო - მე ვთქვი?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Urchi
პოსტი Aug 4 2012, 04:21 AM
პოსტი #27


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 4-August 12
წევრი № 12,548



კი რატომაც არა,,სწამ<ტ,,

დღეს ფულის სწამთ..ძალაუფლების...სექსის..
მიწიერი ტკბობის,,,მაძღარი კუჭის.....

ყველაფრის გვწამს გარდა ღმერთისა....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 7 2012, 06:12 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Urchi
thumbs.gif

გეთანხმები.


პ.ს. ეს თემა აღარც კი მახსოვდა, არადა მომწონს smile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 7 2012, 07:43 PM
პოსტი #29


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



შენ Urchi ეძახე და კარგი რაღაცა კი დაუწერია...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 07:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი