IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბაგრატიონების მემკვიდრე, საჭირბოროტო საკითხი
Lenus
პოსტი May 23 2007, 12:28 PM
პოსტი #1


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ეს არ არის მონარქიასა და მის მოწინააღდეგეებს შორის გასამრთი დიალოგი.

უბრალოდ, წმინდა გენეალოგიურად და სამართლებრივად, ვისაც გესმით ეს საკითხი, ვინ ითვლება დღეს ბაგრატიონების კანონიერ მემკვიდრედ?

არგუმენტაცია სავალდებულოა )))



აი მოსაზრება დ. ნინიძის ნაშრომიდან "ბაგრატიონები XIX-XX საუკუნეებში"

----------

დ. ნინიძე
ბაგრატიონები XIX-XX საუკუნეებში

რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობას ბაგრატიონთა სამეფო ტახტისა და მეფობის გაუქმება მოჰყვა. აღმოსავლეთ საქართველოდან რუსეთში გადასახლებულ იქნა სამეფო გვარის უმეტესი ნაწილი, განსაკუთრებით, თემურაზ II-ისა და ერეკლე II-ის შთამომავალნი, როგორც ქართლ-კახეთის უკანასკნელ მეფეთა მემკვიდრენი. ქართველი ერი ვერ ეგუება სახელმწიფოებრიობისა და ბაგრატიონთა სამეფო გვარის დაცემას და იწყებს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის - ყველა აჯანყება, რომლიც საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენისაკენაა მიმართული, მეფობის კანდიდატებად ქართლ-კახეთის მეფეების - თეიმურაზისა და ერეკლეს შთამომავლებს ასახელებს.
რუსეთში წინა საუკუნეებში გადასახლებული ბაგრატიონთა სახლის სხვა სამეფო განშტოების წარმომადგენელნიც ცხოვრობდნენ, ბუნებრივია, იქ XIX საუკუნეში მათი სტატუსის საკითხიც დადგა. საერთოდ, გვიანი შუასაუკუნეების საქართველოში ბაგრატიონთა სამეფო შტოებში ურთიერთდამოკიდებულების პრობლემა მწვავედ დაისვა - მხედველობაში გვაქვს ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა სამეფო სახლების დინასტიური ბრძოლა და ქართლის თავადთა „ლეგიტიმისტური მოძრაობა“.
ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ, მიუხედავად ირან-ოსმალეთის აგრესიისა, XVI-XVII სს-ის ქართულ სამეფოთა ტახტებზე (მცირე გამონაკლისით იმერეთში) მხოლოდ ბაგრატიონთა საგვარეულო სახლის წარმომადგენელნი ადიან, რაც უპირველესად მტკიცე ისტორიული ტრადიციით აიხსნება - საქართველო და ბაგრატიონები იმდენად განუყოფელ ცნებებად იქცნენ, რომ მძიმე ვითარებაშიც კი სამეფო დინასტიის შეცვლის მცდელობა, თუ მათი სამეფო ტახტიდან ჩამოშორება ქართველობის წინააღმდეგ მრძოლად აღიქმებოდა და დამპყრობლისათვის მწვავე უკურეაქციის საშიშროებას შეიცავდა, ამიტომ ირან-ოსმალეთი იძულებულია ბაგრატიონთა საგვარეულოს ასეთ ფუნქციონირებას ანგარიში გაუწიოს. როცა რუსეთის იმპერიამ ბაგრატიონთა მეფობა გააუქმა, ქართველი ბატონიშვილები ხაზგასმით აღნიშნავენ (კერძოდ, იულონ ბატონიშვილი), რომ «... наш царский дом, процветавший во времена великого Юстиниана, уцелел даже до сего времени; если это допустило право персидких государей–тиранов, то тем более имеем мы несомненную надежду, что смилуется нами христианский царь». იგივეს ამბობს დავით ბატონიშვილიც. თვითონ ბაგრატიონთა სამეფო სახლში არსებობდა მტკიცე აზრი, რომ ბაგრატიონთა გვარის გარეშე საქართველოს მართვა შეუძლებელია - დარეჯან დედოფლის სიტყვებით, 1200 წელია საქართველოს მეფეებად ბაგრატიონები არიან და „ეს ყოველ ქვეყანაზე და მთელ ევროპაში გამცხადებულია“.
ბაგრატიონთა დამოუკიდებელ სამეფო შტოეთა ჩამოყალიბების შემდეგ, სამივე სახლის წარმომადგენელნი კვლავ თვლიან, რომ ბაგრატიონთა გარდა „სხვა მეფე არა უფლებულ არს ჩუენ ზედა“. ეს კიდევ უფრო ამწვავებს დაპირისპირებას და დინასტიურ ბრძოლას ქართულ სამეფო სახლებს შორის.
დაპირისპირებულ შტოთა ბაგრატიონები ყოველმხრივ ცდილობდნენ მეორე სახლის წარმომავლობისა და წარსულის დაკნინებას. ქართლის ბაგრატიონთა ინტერესების გამომხატველ ისტორიულ წყაროთა ავტორები ყოველმხრივ ცდილობენ გარკვეულად მაინც გამოხატონ განსხვავება სამეფო სახლების რანგსა თუ სტატუსში - მაგალითად, ქართლის ხელისუფალთ „მეფის“ ტიტულით მოიხსენიებენ, სხვებს კი „ბატონის“ ან სხვა მსგავს ხარისხში. ასე იქცევა თვით ვახტანგ VI, როცა კახეთის მეფეს მხოლოდ „კახთა ბატონს“ უწოდებს; ბერი ეგნატაშვილი ამ მხრივ მკვეთრ დიფერენციაციას აკეთებს - მაგალითად: „ხოლო ამას ჟამში წარმოუგზავნა კაცი ხონთქარმა მეფეს გიორგის, და მპყრობელსა იმერეთისასა ბაგრატს, და მპყრობელსა კახეთისასა ლევანს...“. „ქართლოცენტრიზმის“ კლასიკური მაგალითია ალექსანდრე ამილახვარის „გეორგანული ისტორია“, სადაც კახეთის ბაგრატიონები ქართლის ტახტის უზურპატორებად არიან გამოცხადებული; დაპირისპირება იქმადე მიდის, რომ ქართლის ტახტზე უცხო ძალის ხელისუფლობაც კი ურჩევნიათ, ვიდრე მეორე შტოს ბაგრატიონთა ბატონობა - ალექსანდრე ამილახვარი ვახტანგ VI-ზე ამბობს, რომ მან „წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია ამდენ მტერს და მთელი ქართლი თურქეთის სულთანს მისცა, რათა იგი სპარსელებს და კახეთის მფლობელებს არ დარჩენოდა“.
კარგადაა ცნობილი, რომ ქართლის სამეფო ტახტზე კახეთის ბაგრატიონთა გამეფებას ქართლის ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენელთა მწვავე რეაქცია მოჰყვა: ფეოდალური ოპოზიციაც თავის მხრივ გაერთიანებული „ქართლ-კახეთის“ სამეფოს დაშლას და მათთვის „საშიში მეფეების“ ქართლიდან განდევნას ცდილობს. ვახტანგ VI-ის ჩამომავლათა საკითხი დიდხანს იდგა პრობლემად თეიმურაზ-ერეკლეს ტახტის წინაშე. ეს იყო ძლიერი ოპოზიცია, რომელიც ქართლის სამეფო ტახტზე კახეთის ბაგრატიონთა სახლის გამეფებას ბოლომდე ვერ შეეგუა. არსებულ ვითარებას კარგად ახასიათებს გაძევებული ანტონ I კათალიკოსის განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიისადმი: «Нине ж царствующие в Грузии не наследники престола нашего, а Грузия пренадлежит деду моему и в наследство фамилии моей...». იესე მეფის ძის - ალექსანდრე ბატონიშვილის 1759 წლის არზაში იმპერატრიცა ელისაბედ I-სადმი აღნიშნულია: «Нине царствующие тамошнего престола не наследники, а принадлежит тот престол фамилии отца моего по линии ближним...».
აღსანიშნავია, რომ პრობლემა თავად ქართლის სახლის წარმომადგენლებმა შექმნეს. ვახტანგ VI-მ რუსეთში გამგზავრებით და იქ კავშირების ძიებით, სახელმწიფო მმართველი დინასტიის გარეშე დატოვა, რაც დიდი შეცდომა იყო. გამართლდა შანშე ერისთავის წინასწარმეტყველება ვახტანგ VI-ის სახლისა და მის ჩამომავალთა საქართველოდან ფეხის ამოკვეთის თაობაზე: „ბაქარ დააბრუნე, სულ ნუ დააგდებ ამ ქვეყანას... უფრო ძალიანბა გამოგიჩნდება“. რადგან ვახტანგ VI-ის სახლმა ქართლი დატოვა, ხოლო საგარეო ვითარება შესაბამის საშუალებას იძლევა, ამით რატომ არ უნდა ესარგებლათ თეიმურაზსა და ერეკლეს?! მითუმეტეს, ვახტანგის ნაბიჯის შედეგად შეიქმნა მმართველობის ვაკუუმი, რაც დიდხანს არ შეიძლება გაგრძელებულიყო. ამ დროს, ასეთი ვითარებისა და დაშლის საპირისპიროდ, თეიმურაზ-ერეკლეს გადაწყვეტილებას ორი ქართული სამეფოს გაერთიანება და გაძლიერება მოჰყვა, რაც დიდი და პროგრესული მოვლენა იყო.
თუ ერთ დროს თავადთა რანგში მყოფი გვერდითი შტოს საგვარეულო სახლის - მუხრანბატონების ჩამომავლებს ჰქონდათ უფლება დაეკავებინათ ქართლის ტახტი, რატომ იგივე არ შეეძლო, ქართლის მეფეების არყოფნის პერიოდში, თეიმურაზ-ერეკლეს სახლს?! მივუდგეთ ამ საკითხის განხილვას ისტორიული წარსულის თვალსაზრისით:
XV ს. 60-იან წლებში საქართველოს სამეფოს დაშლა რელაობაა; 1490 წ. კონსტანტინე II-ის დარბაზის გადაწყვეტილება ერთია, ხოლო მწარე პოლიტიკური რეალობა მეორე. ყალიბდება ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფო შტოები: ქართლის ბაგრატიონები სამეფო გვარის უპირველესი შტოა, მისი მამამთავარია კონსტანტინე II. ლეგიტიმიზმის თვალსაზრისით, ხაზი უნდა გაესვას, რომ იგი არაკანონიერი „მეფის“ – „ჯერეთ არ კურთხეული“ ბაგრატიონის - დიმიტრი „პროვინციის მეფის“ ჩამომავალია. თუ ერთიანი ქართული მონარქიის დაშლია იურიდიულ გაფორმებად 1490 წ. დარბაზის გადაწყვეტილებას მივიჩნევთ, მაშინ ქართლის ბაგრატიონები ოფიციალურად არსებული ერთიანი ქართული სახელმწიფოს უკანასკნელი ხელისუფლის ჩამომავალნი გამოდიან - თუმცა, როგორც ითქვა, პოლიტიკური რეალობა სხვაგვარია. ერთიანი სამეფოს ბოლო მეფეა გიორგი VIII – 1466 წლიდან კი იგი კახეთის ბაგრატიონთა სამეფო სახლის მამამთავარია. ამდენად, კახეთის ბაგრატიონები რეალურად ერთიანი საქართველოს ბოლო მეფის ჩამომავალნი არიან. ამიტომ, ისინი „რიგითი“ ფეოდალები (როგორც ზოგჯერ უწოდებენ) ან უზურპატორები კი არა, თავისი წარმომავლობით ბაგრატიონთა იმ შტოს პირდაპირი ჩამომავალნი გამოდიან, რომელიც სათავეს ერთიანი ქართული სახელმწიფოს უკანასკნელი მეფისგან (გიორგი VIII) იღებს. დაშლის შედეგად ე.წ. „ბატონიშვილობის საკითხი“ ძალიან გამწვავდა. მართალია გაქრა „პროვინციის მეფეთა“ ინსტიტუტი, მაგრამ საპირისპიროდ სამეფო სახლის სხვადასხვა განშტოება წარმოიშვა - „ბაგრატიონად თქმულთა“ რიცხვი მომრავლდა, ზოგიერთი მათგანი კი თავადის რანგში მოგვევლინა.
XVI ს. ქართლის ბაგრატიონთა რამდენიმე შტო ჩამოყალიბდა: ლუარსაბ I-ის, დაუთ-ხანის... XVII ს. პირველ ნახევარში ქართლის პირდაპირი სამეფოს შტოს არსებობა შეწყდა ლუარსაბ II-ის, სიმონ II-ისა და როსტომ-ხანის შემდეგ, სიმონ I დიდის ძმის, სავახტანგოს „პატრონის“, ვახტანგის ჩამომავალნი ქართლში ფეხს ვერ იკიდებენ. სხვა გვერდითი შტოები უკვე თავადის რანგში არიან - გოჩაშვილნი, ბაგრატიონ-დავითიშვილები, რამაზიშვილები. ამ განშტოებათა ლეგიტიმიზმზე, ბუნებრივია საუბარი არ გვიხდება.
XVI ს. დასაწყისში ყალიბდება ქართლის ბაგრატიონთა კიდევ ერთი უმცროსი შტო - მუხრანბატონები; იოანე ბატონიშვილის სიტყვებით, ისინი იყვნენ „მეორისა ხარისხით ბაგრატიონად წოდებულნი და პირველნი თავადნი“. ქართლის ბაგრატიონთა უფროსი შტოს შეწყვეტის გამო, ქართლის მეფე ხდება როსტომ მეფის შვილობილი, გათავადებული განშტოების ჩამომავალი - ვახტანგ V („შაჰნავაზი“), ანუ თავადი მუხრანბატონები ქართლის სამეფო ტახტის ლეგიტიმური მმართველნი ხდებიან. „მუხრანბატონებად“ კი ვახტანგ V-ის უმცროსი ძმის, კონსტანტინეს შთამომავალთა შტო ყალიბდება. როგორც აღინიშნა, მუხრანბატონთა გამეფებული ეს შტო ვახტანგ VI-ის მეთაურობით რუსეთში გადასახლდა - შემდგომში ბაგრატიონთა ამ განშტოების წარმომადგენლებს აღარ უმეფიათ.
მუხრანბატონები ქართლის სამეფო ტახტზე ლეგიტიმურნი ხდებიან როსტომის მიერ ვახტანგის (ბახუტას) შვილობისა და ირანის შაჰის მხრიდან მათი ცნობის შემდეგ. ასევეა კახეთის ბაგრატიონების შემთხვევაშიც - რომანოვებმა 1783 წლის ტრაქტატით. სწორედ ერეკლე II-ის შტოს ლეგიტიმურობა სცნეს ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე; სხვათაშორის, ირანი მათაც უჭერს მხარს. კერძოდ, თეიმურაზს. მთავარი კი ის ასრის, რომ თეიმურაზის შტო კანონიკურადაა კუღთხეული, თანაც სვეტიცხოველში ქრისტიანული წესით. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თეიმურაზ II თეიმურაზ I-ის ჩამომავალია, რომელიც უკვე იჯდა ქართლის ტახტზე: თეიმურაზ II-ის მამა - ნაზარალი-ხანი (ერეკლე) ასევე ფლობდა ქართლს; ვახტანგ VI-ის შემდეგ ქართლი კონსტანტინეს გადაეცა, რომლის ძმა და მემკვიდრეც სწორედ მეფე თეიმურაზ II-ა. ამ დროის შემდგომი მუხრანბატონები (დღეს მხოლოდ ამ შტოს ჩამოავალნი არსებობენ) პირველ მუხრანბატონთა უმცროსი განაყოფი და მათი შთამომავალნი არიან; აღნიშნული შტოს არცერთ წევრს არასოდეს უმეფია, თავადთა წოდებას ეკუთვნიან და როგორც ყმა, ვასალნი, ისე ემსახურებოდნენ სამეფო ტახტს. ამ გვერდითი შტოს წარმომადგენლებს სამეფო ტახტის არსებობის ხანაში ფიქრიც არ ჰქონდათ გამეფებაზე - ასეთი იყო ერეკლე II-ისა და მისი მოხელის იოანე მუხრანბატონის ურთიერთობაც - ერეკლე II-ის წყალობიდან: „თქვენ ჩვენზე ერთგულობა და თავდადებით ნამსახურობა რომ ვიცანით... გიბოძეთ დეა წყალობა გიყავით, თქვენის ოჯახის ნაქონი ჩვენის კარის სახლთხუცობა...“.
ქართლის მოსახლეობის მხოლოდ ერთი ნაწილია კახეთის ბაგრატიონთა გამეფების წინააღმდეგი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სამეფოს მეორე დიდი ნაწილი 1744 წელს თიმურაზისა და ერეკლეს გამეფებას აღგრთოვანებით შეხვდა: „კ (20) წელს გადევლო და მემკვიდრე-მეპატრონე აღარავინ მჯდარიყო ქართლსა. ამისთვის უფრო სიხარული ჰქონდათ, მემკვიდრე ქრისტეს მოყვარე მეფე დაუჯდათ და ამით ყოველი შეჭირვება დაავიწყდათ ქართველთ“ (პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი). ეს მნიშვნელოვანი და პროგრესული მოვლენა იყო, მაგრამ, შესაბამისად, ურთულესი საქმეც, რაც თეიმურაზ-ერეკლეს შესანიშნავად ესმოდათ. პროგრესული საქმე ძმათა სისხლის ღვირს გარეშე უნდა განხორციელებულიყო, რასაც შორსმჭვრეტელური დიპლომატიური ნაბიჯები სჭრდებოდა - ამ მიზნით ძალზე ჭკვიანურად წინა წამოიწია თეიმურაზ მეფის მეუღლისა და ვახტანგ VI-ის ასულის - თამარ დედოფლის პიროვნებამ; პროგრესისა და გაერთიანებისათვის მებრძოლმა დედოფალმა ნადირ-შაჰის ნდობისა და ქართლის თავადთა ანტიკახური განწყობილების შენელების საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. საერთოდ, თამარის - ვახტანგ VI-ის ასულობა და თეიმურაზის ცოლობა ქართლის ტახტზე ფეხმოკიდების რთული საკითხებისა და ლეგიტიმურობის გასაღებად იქცა. ასეთ ვითარებაში, რუსეთში გადახვეწილ ქართლის ბატონიშვილებს საყრდები საფუძველი სულ უფრო ეცლებათ, მათ რეალურად ქართლისათვის აღარაფრის შეთავაზება აღარ შეუძლიათ. ამ ფონზე თეიმურაზ II-ს ერთობლივად შეეძლო განეხორციელებინა ქრისტიანული მმართველობის აღდგენა, სიმპათიების მოპოვება რუსეთთან და ლოიალობა ირანთან ურთერთობაში; თეიმურაზ-ერეკლეს ტახტმა ფაქტობრივად დამოუკიდებელი და გაერთიანებული აღმოსავლეთ საქართველო ამიერკავკასიის ჰეგემონად აქცია, აწარმოა გამიზნული საშინაო პოლიტიკა წესრიგისა და ქართული სახელმწიფოებრივი სტრიქტირების დასახვეწად... ასეთ შედეგებს ქართლში ფეოდალთა „ლეგიტიმისტური მოძრაობა“ წინ ვეღარ დაუდგებოდა - ამ ეტაპზე ერეკლე II-ის მმართველობის შედეგად, ქართლ-კახეთის უდიდესი ნაწილი მხარს „პატარა კახის“ პოლიტიკას უჭერს.
რა ვითარება შეიქმნა თეიმურაზ-ერეკლეს ჩამომავალთა რუსეთში იძულებით გადასახლების შემდეგ:
თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ XVI-XVIII სს. რუსეთში გადასახლებული ბაგრატიონთა გვარის ყველა წარმომადგენლისათვის დინასტიური სტატუსის ცნობა-აღიარება უკლებლივ ხდებოდა. ოფიციალურ აქტებში ისინი ბატონიშვილებად (Царевичи) და პრინცეპად იწოდებოდნენ, რუსეთის ხელისუფლება მათ იმავე რანგში განიხილავდა, როგორც სხვა უცხოურ სახელმწიფოთა მსგავსი რანგის წარმომადგენლებს, მაგ., როგროც რუსეთში მოღვაწე გერმანელი პრინცები. რუსეთის მირე ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგ საიმპერატორო კარი სამეფო სახლის წევრების ხარისხში მხოლოდ ქართლ-კახეთის ბოლო მეფეების უახლეს შთამომავლებს განიხილავს. დაპყრობის შემდეგ რუსეთში ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის შვილები და ცოლები დედოფლისა და ბატონიშვილის ტიტულს ინარჩუნებდნენ. მათ შთამომავლებს 1833 წ. 25 აპრილის სახელმწიფოს საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭათ ტიტული - ტავადი გრუზინსკები, იმერეთის მეფის შთაომავლებს კი - იმერეტინსკები. 1842 წ. 18 ივნისის მინისტრთა კომიტეტის სპეციალურ დოკუმენტში - «О сбособах для упрочения состояния членов бывших царских домов Грузии и Имеретии» „საქართველოს ყოფილი სამეფო სახლის“ წევრებად მხოლოდ ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის ჩამომავლებია დასახელებული: ერეკლეს ძე ფარნაოზი, გიორგი XII-ის ძეები - თეიმურაზ, მიხეილ, ილია, ოქროპირი, ირაკლი... „იმერეთის ყოფილი სახლის“ წევრებად კი დავით II-ის შვილი - კოსტანტინე, თავადი ალექსანდრე და დიმიტრი გიორგის ძეები - ბაგრატიო-იმერეტინსკები. მათზე რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით გარკვეული პრივილეგიები ვრცელდებოდა.
1865 წ. 20 ივნისის სახელმწიფოს საბჭოს გადაწყვეტლებით - «О предоставлебии титула светлости потомкам последних царей Грузии и Имерети, происходящим от мужского поколения, князьям Грузинским и Имеретинским» - ეს ტიტული მიენიჭათ მხოლოდ ქართლისა და კახეთის მეფეების ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის ჩამომავლებს და იმერეთის მეფეების ალექსანდრე V, სოლომონ I-ისა და დავით II-ის შთამომავალთა ნაწილს; ამ დროს პიროვნებათა სია, ვისაც ეს ტიტული ერგო, უფრო განივრცო, კერძოდ, იგულისხმება სოლომონ I-ის ძმის ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავლები. ხაზგასმულია, რომ იგი არ მიენიჭა არცერთ სხვა შტოს, მათ შორის არც ვახტანგ V-ის განშტოების წარმომადგენლებს.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „თავადის“ ღირსება დაუმტკიცდა ბაგრატიონთა რამდენიმე შტოს - 1825 წ. 20 სექტემბრისა და 1826 წ. 25 მარტის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი ცნობილ იქნენ თავადის რანგში, კერძოდ, ქართლის სამეფო სახლიდან ვახტანგ VI-ის პირდაპირი შთამომავლები (სენატის 1859 წ. 29 მაისის გადაწყვეტილებით, ისინი ასევე დამკტიცებულ იქნენ თავადის ღირსებაში „საგვარეულო წიგნის“ («Родословная книга») V ნაწილში შეტანით), თავადი ბაგრატიონები და თავადი ბაგრატიონ-მუხრანსკები (მათი მხოლოდ რამდენიმე განშტოება) და კახეთის სამეფო სახლის უმცროსი შტო - თავადი დავიდოვები და ბაგრატიონ-დავითიშვილები. ყურადსაღებია, რომ ეს შტოები მხოლოდ თავადის რანგს აღწევენ, მაგრამ სხვა სპეციალური ტიტული, როგორც ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და ბაგრატიონ-იმერეტინსკებს, არ მიუღიათ.
რომელმა შტოებმა მოაღწია ჩვენამდე:
ლიხთ-იმერეთის ბაგრატიონთა შტო პირველად დავით ნარინის შთამოავლების დრს ჩამოყალიბდა, რომელიც 1402 წ. შეწყდა. იმერეთის ბაგრატიონთა მამამთავრებია ბაგრატ VI, წარმომავლობით ალექსანდრე I დიდის ძმის (გიორგი) შვილი. ეს განშტოება ყველაზე ადრე ცდილობს ბაგრატიონთა ძირითადი შტოდან გამოყოფას. საიმპერატორო კარის ნებართვით, მისი ჩამომავალი სოლომონ I-ის შტოს წარმომადგენელნი „ბაგრატიონ-იმერეტინსკებად“, ხოლო დავით II-ისა კი „იმერეტინსკებად“ იწოდნენ. 1900 წ. ვარშავის გენერალ-გუბერნატორის, თავადის ალექსანდრე კოსნტანტინეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატიონთა გვარის ამ შტოში უფროსობა სოლომონ I-ის ძმის - ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალს - თავად დავით ალექსანდრეს ძე ბაგრაიონ-იმერეტინსკის გადაეცა, რომლის ასული ნინო ბაგრატიონი დღეს თბილისში ცხოვრობს.
რუსეთში მცხოვრები ვახტანგ VI-ისა და მისი ძმის - მეფე იესეს შთამომავლების შტო XX ს. დასაწყისში შეწყდა - 1919 წ. თავად დიმიტრი პეტრეს ძე ბაგრატიონის გარდაცვალებით ბაგრატიონთა სახლის ამ შტოს არსებობა დასრულდა. რაც შეეხება დარჩენილ უმცროს დინასტიურ ხაზს - 1921 წ. რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაპყრობის შემდეგ ბაგრატიონ-მუხრანელების წარმომადგენელთა ერთი ნაწილი დას. ევროპაში გადასახლდა - მათი შთამომავლები ცხოვრობენ საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში და ა.შ.; ისინი დაუნათესავდნენ ევროპის სხვადასხვა სამეფო სახლების წარმომადგენლებს. XX ს. 40-იან წლებში, გარკვეული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, აქტუალური გახდა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობის საკითხი და სწორედ ამ დრსო ამოტივტივდა გათავადებულ მუხრანბატონთა უმცროსი შტო. 1946 წ. 5 დეკემბრის აქტით რუსეთის ტახტის მემკვიდრემ - ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვმა ხელი მოაწერა ბაგრატიონთა სახლის სამეფო ღირსების აღიარების აქტს და ოფიციალურად სცნო ეს განშტოება უფროსად ბაგრატიონთა საგვარეულოში. 1957 წ. მამის - გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელის გარდაცვალების შემდეგ, ირაკლი ბაგრატიონი საქართველოს სამეფო სახლის მეთურად გამოცხადდა. მისი მემკვიდრე გიორგი ბაგრატიონი დღეს ესპანეთში ცხოვრობს.
ისტორიულად დღევანდელი ბაგრატიონ-მუხრანელები ბაგრატიონთა სამეფო სახლის გვერდითი შტოს - მუხრანბატონთა უმცროსი განაყოფის ჩამომავალნი არიან, ისინი ყოველთვის თავადთა რანგში იყვნენ, ქართული სამეფოების არსებობის ხანაში გამეფება არც უცდიათ და როგორც ვასალნი ისე ემსახურებოდნენ იგივე ერეკლე II-ის სამეფო ტახტს. აქედან გამომდინარე, რა მდგომარეობა გვაქვს მთავარი შტოს - ქართლ-კახეთის უკანასკნელ მეფეთა შთამომავლების თვალსაზრისით:
1880 წ. მეფე გიორგი XII-ის ვაჟის - ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალთა ხაზზე გადავიდა. 1888 წ. დავით ბაგრატის ძე გრუზინსკის გარდაცვალების შემდეგ გვარში უფროსობა მის ძმისშვილს პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის გადაეცა; გიორგი XII-ის შვილიშვილის - ოლღა გრუზინსკის ჩანაწერიც ადასტურებს, რომ «Петр, ныне старший в царском роде...». ამ პეტრეს შვილიშვილია დღეს თბილისში მცხოვრები ნუგზარ პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი.

ლიტ.: მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, გენეალოგიური ტაბულის შემდგენლები მ. სურგულაძე, მ. ქავთარია, თბ., 1975.
ს. ბიჭიკაშვილი, დ. ნინიძე, ა. მხეიძე, ბაგრატიონები, თბ., 1995.
დ. ნინიძე, „პროვინციის მეფეები“ XIV-XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995.
დ. ნინიძე, „მუხრანბატონები“, თბ. 1997.
დ. ნინიძე, „გუარი მეფეთა ბაგრატიონთა“ - გოჩაშვილნი, თბ., 1998.
დ. ნინიძე, „აქა ანბავი თვალდამწვრიანთა“ (ბაგრატიონ-დავითიშვილები), თბ., 1999.
Дворянские роды Российской Империи, 1721-1917. т III, Князья, М., 1996.

* * *
[ცნობისათვის, ეს მონოგრაფია დაიბეჭდა წიგნ-კრებულში სახელწოდებით "საქართველოს მეფეები"]


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
13 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(40 - 59)
marine
პოსტი May 31 2007, 11:12 AM
პოსტი #41


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,043
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, გთხოვთ, პირადი ურთიერთობები გვერდზე გადავდოთ, ერთმანეთს და ერთმანეთის შეხედულებებს პატივი ვცეთ და ისე ვისაუბროთ და ვიკამათოთ თემის შესახებ.

პატივისცემით

მარინე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 31 2007, 06:53 PM
პოსტი #42


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ივერიელი
ციტატა

დაწერილს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთხელ მივწერე და შემდეგ უკვე ნორმალური დიალოგი იყო. შეგიძლია წაშლილები უკეთ ნახო.

ნორმალური დიალოგი არ იყო. შენ დაერიე ათეისტებს და სათითაოდ დალანძღე ყველა. biggrin.gif
ისე, ხანდახან მეც კი მინდა ხოლმე სათითაოდ ვაგინო თვითეულს, მაგრამ არის რაღაც რაც არ მაძლევს ამის ნება, უპირბველეს ყოვლისა ეს არის ქრისტიანული ზნეობა და მორალი. ასევე ფორუმის წესებიც. მართლმადიდებლობა ერთადერთია ვისაც ხელთ ჭეშმარიტება უპყრია და მას სულაც არ სჭირდება მისი მიწონააღმდეგეებისთვის სიმართლის დასამტკიცებლად ძალისა და აგრესიის გამოყენება. ჩვენი ეკლესიის ისტორია სავსეა ასეთი ფაქტებით. მაშინაც კი არ გამოუყენებია ძალა ჩვენს ეკლესიას, როდესაც კონსტანტინოპოლში ყველა ეკლესია (ერთის გარდა) არიოზელებს ეპყრათ ხელთ. არც ეხლაა საჭიროება იმისა რომ ინკვიზიტორული ხერხებით ვებრძოლოთ უწრმუნოებს და ღვთის მგმობელებს. მათ ისედაც თავს დაიტეხეს უკვე ღვთის რისხვა, იმით რომ ამას სჩადიან და ჩვენ კი ნაცვლად იმისა რომ სინანული ჩავნერგოთ მატში უფრო ვაღვივებთ აგრესიას. ივერ, ვიცი რომ შენ ეს ჩვენი სარწმუნოებისა და ეკლესიის სიყვარულით მოგდის, მაგრამ არაა ეს სწორი გამოსავალი. აგერსია აგერსიას შობს. მხოლოდ სიყვარულია გამამთლიანებელი სამყაროსი. ჩვენი საერთო ენა ამ ღვთისმგმობელებთან და ათეისტებთანაც სიყვაარულის ენაზე საუბარია, რაც სამწუხაროდ მეც არ გამომდის ხოლმე.
ციტატა
კბილი კბილისა წილ კი არა თავი უნდა გაუჩეჩქვო, რომელთაც მაგ განყოფილებაში შესვლისას ერთი მიზანი აქვთ, აგინონ და ლანძღონ ეკლესია.

ეგ არის მკალავიშვილის და მის მსგავსთა ხერხი .
ერთ ისტორიას მოგიყვები, რომელიც ეკლესიის ისტორიას ეხება და მთალდ ოფტოპიკი არ გამოვა:
ნოვგოროდში რამდენიმე საუკუნის წინ ეპისკოპოსი ფოტიოსი მოღვაწეობდა. ამ დროს იქ ერთ-ერთმა სექტამ იფეთქა. სამწუხაროდ ვერც ფოტიოსს და ვერც მის დაქვემდებარებაში მყოფ სამღვდელოებას არ აღმოაჩნდათ საკმარისი საღვთისმეტყველო ცოდნა იმისთის, რომ ემხილებინათ ამ ერესის წამომწყებნი და რაც უფრო მეტს ცდილობდნენ, მით მეტ შეცდომებს უშვებდნენ და ამით უფრო აძლიერებდნენ სექტას. ბოლოს ეპისტოლეებით და სიტყვით რომ ვერაფერს გახდნენ გადავიდნენ დაპატიმრებებზე, დასჯებზე. შემდეგ კი როდესაც აქაც ვერაფერი გააწყეს, რადგან ბუნებრივია ერესს ძალით ვერასოდეს ამოფხვრი, არამედ მხოლოდ ჭეშმარიტი სიტყვით არის შესაძლებელი მათი მხილება, ხელი შშეუწყეს იმას, რომ მრევლს ხიდიდან გადმოეყარა და დაეხრჩო მწვალებელტა მოთავეები. ეს ამბავი მოხდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში. რაც კარგი მაგალითი უნდა იყოს იმისა, რომ აგრესიითა და ძალით ვერ დაიძკლევა ბოროტება, არამედ მხოლოდ ჭეშმარიი სიტყვა გაჯერებული უფლის უკიდეგანო სიყვარულით არის შემძლებელი სასწაულებრივი მოქცევისა.

ახლა მივუბრუნდეთ საკითხს:
ციტატა
წესი ასეთია, უნდა დადგინდეს ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე და შემდეგ ამ მეფის დღევანდელი უფროსი შთამომავალი, ძე.

ნამდვილად ასეთი წესია?
ლენუს შენ თუ ეთანხმები ამ საკითხში ივერას?

მოდი ჯერ დაველოდოთ ლენუსს და შემდეგ გავაგრძელოთ მსჯელობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ივერიელი
პოსტი May 31 2007, 10:31 PM
პოსტი #43


დაურეგისტრირებელი









დათიკო

შენს დაწერილზე გამეღიმა. biggrin.gif

ციტატა
ამდვილად ასეთი წესია?
ლენუს შენ თუ ეთანხმები ამ საკითხში ივერას?


მეჩვენება რომ ძალიან გულუბრყვილო კითხვებს სვამ, ან სპეციალურად აკეთებ ასე. biggrin.gif გადახედე შე კაი კაცო ისტორიას და მეფეთა ტახტზე ასვლის მთელ ისტორიას და ნახავ, რომ ყველა პერიოდში ბევრ მეფეს უფროსნი ქალიშვილები ჰყავდათ, მაგრამ ძეებში უფროსი ადიოდა ყოველთვის ტახტზე. ეს არის სამეფო მემკვიდრეობის დაურღვეველი პრინციპი. ასეა ყველა ევროპულ მონარქიაში. ესპანეთის მეფეს ორი უფროსი ქალიშვილი ჰყავს, მაგრამ ტახტის მემკვიდრედ მესამე შვილი პრინცი ფილიპეა გამოცხადებული. თუმცაღა როდესაც მეფეს მხოლოდ ქალიშვილი ჰყავს, მაშინ ის ადის ტახტზე, ასე ხდება ევროპაში. რაც საქართველოში ნაკლებად გაამართლებს და მეორეც, ევროპულ დინასტიებში დანათესავება ხდება ერთმანეთში, ანუ ორივე მხრიდან სამეფო შთამომავლები არიან. გრუზინსკები მართლა რომ პირველი მემკვიდრეები იყვნენ მაინც დაუშვებელია სამეფო ტახტზე მეფის ხარისხში მალანიას ასვლა. ამას საქართველოში არავინ დაუშვებს. ძალიან ბევრი ფიქრი არ უნდა.

ლენუსამ იცის, რომ ძეა პირველი მემკვიდრე, მაგრამ ამას თავს აარიდებს და ისევ იმის მტკიცებას დაიწყებს, რომ გრუზინსკების ქალიშვილებს ეკუთვნით ტახტი.

მე უბრალოდ არ მინდა რომ მონარქიის დისკრედიტაცია მოხდეს და საქართველოში ისტორიაში რამდენიმე დარღვევა განმეორდეს ისევ. ტახტზე უნდა ავიდეს კანონიერი და უფროსი მემკვიდრე ძე. სხვა შემთხვევაში იდეა დასაღუპავად იქნება განწირული.
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი May 31 2007, 10:37 PM
პოსტი #44


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა

მე უბრალოდ არ მინდა რომ მონარქიის დისკრედიტაცია მოხდეს და საქართველოში ისტორიაში რამდენიმე დარღვევა განმეორდეს ისევ. ტახტზე უნდა ავიდეს კანონიერი და უფროსი მემკვიდრე ძე. სხვა შემთხვევაში იდეა დასაღუპავად იქნება განწირული.

100%


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jun 1 2007, 09:23 AM
პოსტი #45


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ციტატა
ლენუსამ იცის, რომ ძეა პირველი მემკვიდრე, მაგრამ ამას თავს აარიდებს და ისევ იმის მტკიცებას დაიწყებს, რომ გრუზინსკების ქალიშვილებს ეკუთვნით ტახტი.


სიცრუეა, პატივცემულო.
მე ვამტკიცებ რომ ტახტის მემკვიდრეობა ნუგზარ გრუზინსკის ეკუთვნის-თქო. "ქალიშვილობისგან" ჯვარი სწერია.

ციტატა
წესი ასეთია, უნდა დადგინდეს ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე და შემდეგ ამ მეფის დღევანდელი უფროსი შთამომავალი, ძე.

ნამდვილად ასეთი წესია?
ლენუს შენ თუ ეთანხმები ამ საკითხში ივერას?

მოდი ჯერ დაველოდოთ ლენუსს და შემდეგ გავაგრძელოთ მსჯელობა


დათიკო

როგორც ასეთი, ასეთი "წესი" არ არსებობს. ეს არის ლოგით მიღებული ერთერთი ვერსია.

მე მაინტერესებს, ამ 500-წლოვან ისტორიას რას უშვებით? ყველა მეფის გვირგვინი უქმდება? ტყვილად იმეფეს?? როგრო შეიძლება 1490 წლიდან ეძებო შთამომავალი, თანაც იმ შტოში რომელშიც ერთი მეფეც არ ყოფილა?? (ივერ, სანამ ამიყვირდებოდე, შეხედე უგოს და გურამის შტოს!)

მეფობის დადგენა ასე გამიგია ბატონო დათიკო: ბოლო მეფისგან ვიღებთ ათვლას და მის მემკვიდრეს ვეძებთ. ივერიელი ამბობს რომ რადგან მაშინ საქართველო ერქვა, ახლაც საქართველო ჰქვია და მაშინდელი მეფიდან უნდა მოვძებნოთო. ეს სხვა არაფერია, თუ არა მოძებნილი მიზეზი. რა შუაშია რა ერქვა მაშინ სახელმწიფოს? "ივერია" რომ რქმეოდა არ მოძებინდით? არ იქნებოდა სამართალმემკვიდრე?

დასახელებას არ აქვს ამხელა მნიშვნელობა. მაგალითად ბიზანტიის იმპერიის სამართლამემკვიდრე გახდა ტრაპეზუნდის იმპერია.

და რომ შეერთებულიყვნენ ისევ ეს ორი სამეფო, ერთიანი ბიზანტიის იმპერატორიდან დაიწყებდნენ მემკვიდრის ძებნას? ეს არსად მომხდარა, ვიმეორებ, და თუ მომხდარა, მოგვიყვანოს ბატონმა ივერიელმა მაგალითი.
თუ ეს ასეთი "წესია".

მე მაინც, რადგნა ამ ყველგან გავრცელებულ მეთოდს უარყოფს ივერიელი, ჩავყევი 1490 წლამდე. რა მივიღეთ? იხილეთ დიაგრამა რომელიც დავდე.

კონსტანტინე თუ საქართველოს მეფე იყო, არავინ წერს. თავის თავს თU უწოდა მეფეთ მეფე, ეს იმას არ ნიშნავს რომ მართალი იყო. ივერილემა საჭიროა მოგვიყვანოს ისტორიკოსების დასკვნა იმის შესახებ, რომ კონსტანტინე II ითვლებოდა მეფეთ მეფედ.

აქვე შევახსენებ ივერიელს, რომ ტიტულით ალექსანდრე და კონსტანტინე ერთნი იყვნენ. იქნებ ალექსანდრეს მეტი მოკრძალება და თავმდაბლობა გააჩნდა? ვინმეს აზრი გვინდა ბატონო ივერ, იმაზე რომ კონსტანტინე იყო საქართველოს მეფე!

ეს არ გვაქვს. უკვე ვითხოვე რამდენჯერმე.

ციტატა
სვეტიცხოველშიც ასევე ეკურთხა როგორც ერთიანი საქართველოს მეფე


წყარო, პლიზ.


ციტატა
ანუ გამოდის, რომ ერთიანი საქართველოს მეფეთა ნუმერაცია სრული იურიდიული და სამართლებრივი თვალსაზრისით დარჩა ქართლს, როგორც საქართველოს ცენტრსა და მთავარ სამეფოს


თუ ნუმერაცია გადაეცა და გაგრძელდა კონსტანტინეთი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთიანი სახელმწიფოს სამართალმემკვიდრედ გამოცხადდა.

ამაზეც წყაროს ვითხოვ.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ივერიელი
პოსტი Jun 1 2007, 02:33 PM
პოსტი #46


დაურეგისტრირებელი









Lenus

ცრუები და დემაგოგები მოიკითხე შენკენ. უკვე აშკარად დარწმუნებული ვარ, რომ მალანიას გამეფების აბსოლუტური ლობისტი ხარ, ფისო ალანია დეიდა ხომ არაა შენი? biggrin.gif აბა რაღა გჭირის, თუ გაგიმართლა თავადიც შეიძლება გახდეს. ადრე აშორდიას აზნაურები იყვნენ, ეხლა ალანიას აზნაურები იქნებით. biggrin.gif

წყაროები შეგიძლია ი. ჯავახიშვილის მესამე ტომში მოიძიო. მშვენივრად წერია ყველაფერი.

გეუბნები იულონის შთამომავლობა არსებობს თქო, რომელზეც მეფე ერეკლემ ანდერძი დატოვა და მაინც ნუგზარიო იძახი. მე დიდი ხანია შენთან კამათი დავამთავრე.
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jun 1 2007, 06:26 PM
პოსტი #47


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



აუ ეხლა ეგ პოტენციური მემკვიდრეები კითხულობენ და ელიან მიწვევას. tongue.gif smile.gif


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 1 2007, 06:35 PM
პოსტი #48


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ივერიელი
ციტატა
გადახედე შე კაი კაცო ისტორიას და მეფეთა ტახტზე ასვლის მთელ ისტორიას და ნახავ, რომ ყველა პერიოდში ბევრ მეფეს უფროსნი ქალიშვილები ჰყავდათ

მაგაზე არავინ დაობს.

მე მაინტერესებს ის მომენტი როდესაც ქვეყანა იშლება ნაწილებად და თვითეულ ნაწილს თავისი მეფე ჰყავს. რომელია აქედან უპირატესი?
წესით, რამდენადაც მივხვდი, ერთიანი საქართელოს მეფიდან უნდა გამოვიდეთ. ასე არ არის?
ციტატა
2. როდის დაიშალა ერთიანი საქართველო?

ა) სამართლებრივად და პოლიტიკურად ეს მოხდა 1490-91 წლებში.
ბ) ფაქტობრივად იგი მისი დაშლა დაიწყო ალექსანდრე I-ლის დროს. ტახტზე ასული გიორგი VIII მხოლოდ ანუ ფაქტიურად ქართლ-კახეთის მეფე იყო, მას არც მთელი დასავლეთ საქართველო და არც სამცხე არ ემორჩილებოდა.

ალექსანდრე პირველი იყო ხომ?
რაც შეეხება გიორგი მე-8 -ს შეიძლება კიდეც არ ემორჩილებოდა მას დასავლეთ საქართველო და სამცხე მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ მას არ უკუთვნოდა მეფის ტახტი?

გთხოვთ გამარკვიოთ ჯერ ამაში. რომ არ დაშლილიყო საქართველო გიორგი მე-8 იქნებოდა თუ არა სამართალმემკვიდრე?

ავიბენი რა sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 1 2007, 06:52 PM
პოსტი #49


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ციტატა
მეფობის დადგენა ასე გამიგია ბატონო დათიკო: ბოლო მეფისგან ვიღებთ ათვლას და მის მემკვიდრეს ვეძებთ.

ახ ახლა გასაგებია smile.gif
მოიცა გადავხარშო ერთი ესა biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ივერიელი
პოსტი Jun 1 2007, 09:23 PM
პოსტი #50


დაურეგისტრირებელი









დათიკო

biggrin.gif სანამ აიბნევი ერთ კითხვაზე მიპასუხე, ვინმე მალანია გინდა მეფედ?

P.S. ეხლა ი. ჯავახიშვილის ტექსტს დავდებ მალე თუ რას წერს კონსტანტინე II-ზე.
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Jun 1 2007, 09:25 PM
პოსტი #51


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა

ეხლა ი. ჯავახიშვილის ტექსტს დავდებ მალე თუ რას წერს კონსტანტინე II-ზე.

საინტერესოა..... ველი....


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ივერიელი
პოსტი Jun 1 2007, 09:55 PM
პოსტი #52


დაურეგისტრირებელი









აგერ ბატონო რას წერს ივანე ჯავახიშვილი: "კონსტანტინე მეფეც თავის წინაპრებივით, რომელთაც საამისო უფლებაც
ჰქონდათ და საკუთარი ღვაწლითა თუ მემკვიდრეობით მოიპოვეს, თავის თავს ყველა
საბუთებში მეფეთ-მეფეს უწოდებს. მისი თანამეცხედრეც ყოველთვის დედოფალთ-
დედოფლად იხსენიება. ამას გარდა კონსტანტინე წინა მოსაყდრეებივით 1488 წ. თავის
თავზე ამბობს, ჩვენ ”გამაერთიანებელმა ლიხთიმერისა და ლიხთამერისამან ორისავე
სამეფოსამან მტკიცედ და შეურყევლად მპყრობელმან”-ო747. მეფური წოდებულებაც
თავის წინაპრებთან შედარებით მას ოდნავადაც არ შეუცვლია: ისიც ”აფხაზთა და
ქართველთა, კახთა, რანთა და სომეხთა მეფე, შანშა და შირვანშა” არის748.
მომავალში იმედია გამოირკვევა, თუ რა მიზეზი უნდა იყოს, რომ კონსტანტინე
მეფე 1491 წ. და 1492 წ. სიგელებში წინანდებულად, როგორც მაგ., 1488 წ., უკვე თავის
თავს ლიხთიმერისა და ლიხთამერის გამაერთიანებლად და ორისავე ტახტის
მპყრობელად აღარ იხსენიებს, არამედ მხოლოდ ”ყოვლისა ჩრდილოეთისა და
საქართველოსა მტკიცედ ჴელმწიფედ მპყრობელ-მქონებელ”-ად749, ან ”ყოვლისა
საქართველოისა და ჩრდილოეთისა აღმოსავლით ვიდრე დასავალადმდე თუით-
ჴედმწიფედ მფლობელ-მპყრობელ-მქონებელ”-ად750,-ის, რომ ასეთი მაღალხმიანი
სამკაული უკვე ოდნავადაც ცხოვრების სინამდვილეს აღარ შეეფერებოდა, თუ აქ
შემთხვევით, მხოლოდ დიპლომატიკის სფეროს გარემოებასთან გვაქვს საქმე?
ძველებური მეფის წოდებულება თითქოს ამ უკანაკნელ აზრს უფრო ამართლებს."


დააკვირდით რას წერს ივანე ჯავახიშვილი. ამბობს, რომ მეფე კონსტანტინე უკვე 1491 და 1492 წლების სიგელებში საკუთარ თავს ლიხთიმერისა და ლიხთამერის გამაერთიანებლად და ორისავე ტახტის მპყრობელად აღარ იხსენიებსო. ეს უკვე ნათლად მოწმობს, რომ 1490 წლის აქტის შემდეგ იგი მხოლოდ ქართლის მეფეა. არაა ეს საკმარისი?

შემდეგ უკვე თავად კახეთის მეფეზე, გიორგი I (VIII)-ის შვილ ალექსანდრეზე: "ვახუშტისავე სიტყვით ალექსანდრე კახთა მეფე კონსტანტინე მეფეს დაჰზავებია
და საზავო ხელშეკრულებაში ქართლისა და კახეთის საზღვრებიც განუსაზღვრავთ758.
როგორი თვისებისა იყო ეს ხელშეკრულება და რანაირი უფლებრივი ურთიერთობა
იყო ამ საბუთით დამყარებული, არა ვიცით რა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კახთ-
ბატონი თავის თავს საბუთებში მარტივად მეფეს და არა მეფეთა-მეფეს უწოდებდა,
როგორც კონსტანტინე მეფე იყო ჩვეული, გვაფიქრებინებს, რომ თითქოს კახთა მეფე
საქართველოში უფროსობას არ ჩემულობდა და ამით კონსტანტინე მეფის პირველობას
უცილობლად სცნობდა. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, ეს გარემოება
ზემოაღნიშნული დაზავება ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობის შედეგია, თუ
მხოლოდ ცხოვრების სინამდვილით ნაკარნახევი ნაბიჯი?"


გასაგებია ეხლა მაინც?

ახლა იმის შესახებ თუ როდის დაიშალა საქართველო და რას წერს ივანე ჯავახიშვილი: "სხვადასხვა თეორიები საქართველოს დანაწილების შესახებ

დიდი ხანია, უკვე XVI საუკ. დასარულითგან მოყოლებული, საქართველოს
პოლიტიკური მოღვაწეები და ისტორიის მკვლევარნი სრულიადი საქართველოს
დანაწილების ხანითა და მიზეზით იყვნენ დაინტერესებულნი, უნდოდათ გაეგოთ, თუ რამ,
ან ვინ და როდის მოუღო ბოლო საქართველოს მთლიანობას? ეგნატაშვილი ბერის
მეთაურობით შედგენილი ქ ̃ცის გაგრძელება საქართველოს დაყოფას ალექსანდრე და
ვახტანგ მეფეებს მიაწერს, მაგრამ ცნობათა უქონლობას უჩივის596. ვახუშტი ბატონიშვილის
სიტყვით კახეთში ზეპირი გადმოცემა ყოფილა, ვითომც საქართველო თივთ ალექსანდრე
მეფეს გაეყოს, ვითომც ”ამ ალექსანდრემ გაჰყო ძენი თვისნი: უხუცესსა ბაგრატს მისცა
იმერეთი, მეორესა გიორგის მისცა ქართლი, სომხეთი და სამცხე-კლარჯეთი, მესამესა დავითს
მისცა ჰერეთი და კახეთი”-ო597. სახელოვანი ქართველი მეცნიერი ამ აზრს უარჰყოფდა598 და,
როგორც დავრწმუნდით, ეს შეხედულება მართლაც უსაფუძვლო გამოდგა. ალექსანდრე მეფეს
ამგვარი უგუნური დანაშაული ქართველი ერის წინაშე არ მიუძღვის.
ქ ̃ცის შევს.-გადაკ. გაგრძელების ავტორსაც საქართველოს სამ სამეფოდ გაყოფის
მიზეზი ისე ჰქონია წარმოდგენილი, თითქოს ეს გაყოფა თვით მეფის მიერ ყოფილიყოს
მოწყობილი მისივე ნებაყოფლობითა და მშვიდობიანად, როდესაც საქართველო კერძო
საკუთრებასავით მამის მიერ ბატონიშვილებს შორის იყო განაწილებული. თუმცა ეს
შეხედულება ქართულს საისტორიო მწერლობაში, როგორც აღნიშნული იყო, ჯერ მხოლოდ ამ
XVIII საუკ. ძეგლში გვხვდება, მაგრამ საყურადღებო ის არის, რომ ისე, ზეპირად მაინც,
როგორც ეტყობა, ამაზე გაცილებით უფრო ადრე არსებობდა და უკვე ძველ დროსაც ყოფილა
გავრცელებული. ამას კახთ-ბატონის ალექსანდრე მეფის სიტყვებიც ცხადჰყოფენ. 1589 წ. მას
რუსთ ხელმწიფის დესპანისათვის სხვათა შორის უამბნია: ძველთაგან მთელი საქართველო
ერთს სახელმწიფოს შეადგენდა და ჩვენმა პაპის მამამ (Прадед) სამალ გაჰყოო599. მაშასადამე,
ამგვარი ცნობა და შეხედულება უკვე XVI საუკ. დასასრულს მაინც საქართველოში
გავრცელებული ყოფილა."


თუ კახეთის მეფე ალექსანდრეს დავუჯერებთ, მაშინ გამოდის, რომ უკანასკნელი მეფე ალექსანდრე I-ლი დიდი ყოფილა.

ესეც ი. ჯავახიშვილის ცნობები მეფე კონსტანტინეს მიერ საქართველოს გაერთიანებაზე: "საქართველოს მთლიანობის საკუთარი ძალით აღდგენის იმედის ჩაშლა

ყველა ზემომოთხრობილი ცხადად ჰყოფს, რომ კონსტანტინე მეფის
დაუცხრომელს ცდას აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს გსაერთიანებლად და
სახელმწიფოს წინანდელი მთლიანობის აღსადგენად, გარეშე მტრის ხშირი შემოსევა ან
ბოლოს უღებდა ხოლმე, ან უკვე გაკეთებულ საქმეს სპობდა და მიღწეულის შედეგს
აქარწყლებდა. შინაურობაში კი განკერძოებისადმი მიდრეკილებას ისე გაუდგამს
ფესვები, რომ მათ მოსასპობად განსაკუთრებით ხელშემწყობი პოლიტიკური
გარემოება და გარეშე მტრის შემოჭრისაგან და საქართელოს ბრძოლაში ჩარევისაგან
ხანგრძლივი უზრუნველყოფა იყო საჭირო. მაშინდელ მდგომარეობაში კონსტანტინე
მეფე ბოლოს და ბოლოს უნდა დარწმუნებულიყო, რომ მისი ცდა ამაო იყო.
ბატონიშვილს ვახუშტს ამ საკითხისათვის მაინც ერთი საგულისხმო ცნობა აქვს. მას
აღნიშნული აქვს, რომ 1490 წელს შემოსეული «თათრები» რომ უკან წავიდნენ და
კონსტანტინე მეფემ აღჯაყალა და ქაოზიანი დაარღვია, თბილისში დაბრუნდა თუ არა,
«შემოკრიბა კათალიკოზი, ეპისკოპოსნი და წარჩინებულნი თვისნი და განიზრახვიდა
თუ რაჲ ჰყონ განდგომილებისათვის ქვეყანათა და ვითარ მოაგონ კვალად მეფობასავე
თვისსა. მაშინ დიდებულნი იტყოდნენ: «ვინადგან მტკიცედ სდგან ერთგულებასა ზედა
თვისთა რჩეულთა მეფეთა იმერნი და კახნი და კვალად ათაბაგისა სამცხელნი,
ამისთვის არ განგიზრახავთ ბრძოლასა, რამეთუ თუმცა მერე (მძლე?) ვექმნეთ ერთსა,
არღარა მიგუცემს მეორე ნებასა, არამედ ვაცადოთ ჟამი, უკეთუ კვალად აგოს
მეფობასავე შენსა». ხოლო იხილა რა ესე ვითარება თვისთაგანცა მეფემან, ამისთვის
აღირჩია მშვიდობა» და კიდეც გაეზავა დანარჩენ ქართველ მეფემთავრებს. «კახთა
ბატონმან ალექსანდრე და მეფემან კონსტანტინე ჰყვეს მშვიდობა სიყვარულისა,
კვალად ათაბაგისათანა და შემდგომად ალექსანდრე იმერთა მეფისათანა და რომელნი
აღვწერენით საზღვარნი დაიპყრეს ეგრეთ»-ო"


აქაც ნათლად ჩანს თუ ვინ იბრძოდა გაერთიანებისათვის და უწერია კიდეც ვახუშტის "კახთა ბატონი" და "მეფე კონსტანტინე". არაა საკმარისი?

და ბოლოს, დღევანდელ საქართველოში მონარქიის აღდგენა უკვე სამართლებრივი ხასიათისა იქნება, ვინადან უნდა შეიცვალოს სახელმწიფო წყება, კონსტიტუცია და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებიც იქნება საჭირო. გამოდის, რომ მონარქიის აღდგენა უკვე იურიდიული და სამართლებრივი აქტია.

როდესაც ზ. გამსახურდიამ რეფერენდუმი ჩაატარა საქართველოს დამოუკიდებლობაზე და შემდეგ 1991 წელს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა ეს მოხდა 1918 წლის 26 მაისის საფუძველზე, ანუ სამართალმემკვიდრეობა აღებულ იქნა 1918 წლის დემოკრატიული საქართველოდან. მონარქიის აღდგენის შემთხვევაშიც ასე უნდა მოხდეს, ანუ სამართალმემკვიდრეობა უნდა აღდგეს ერთიანი საქართველოსი, ასეთი რამ იურიდიული თვალსაზრისით იყო 1490 წელს, ანუ როდესაც სამართლებრივად დადგინდა სამი ქართული სამეფოს და სამცხის სამთავროს პოლიტიკური დამოუკიდებლობა და საზღვრები. ფაქტიურად გამოდის, რომ კახეთის და იმერეთის მეფეები და სამცხის ათაბაგი სეპარატისტები იყვნენ, რომლებმაც საკუთარ ამბიციებს და მეფობის სახელს გადააყოლეს საქართველოს ერთიანობა. ქართლმა და მეფე კონსტანტინემ ბევრი იბრძოლეს ამის აღსაკვეთად, მაგრამ საბოლოოდ შეეგუენ საქართველოს პოლიტიკურ დაშლას და 1490 წელს უკვე იურიდიულად გააფორმეს დაშლის ფაქტი.

ნამდვილად აღარ მესმის აქ რა უნდა იყოს კიდევ საკამათო?!
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 1 2007, 10:35 PM
პოსტი #53


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ივერიელი
ციტატა
სანამ აიბნევი ერთ კითხვაზე მიპასუხე, ვინმე მალანია გინდა მეფედ?

არ ვიცი ვინ არის მალანია.
მე მეფე ბაგრატიონი ვიცი smile.gif

ერთი კითხვა მაქვს:სულ ბოლო მეფე საქართველოში ვინც იყო, ეკუთვნოდა თუ არა მეფობა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ივერიელი
პოსტი Jun 1 2007, 11:05 PM
პოსტი #54


დაურეგისტრირებელი









დათიკო

ციტატა
არ ვიცი ვინ არის მალანია.
მე მეფე ბაგრატიონი ვიცი


მალანია არის ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქმარი. ანუ ლენუსას ვერსიით, უფრო სწორედ სომეხი ბიჭიკაშვილის ვერსიით ანა თუ საქართველოს დედოფალი გახდება, მაშინ მისი ქმარი მალანია მეფე იქნება. biggrin.gif

ციტატა
ერთი კითხვა მაქვს:სულ ბოლო მეფე საქართველოში ვინც იყო, ეკუთვნოდა თუ არა მეფობა?


ბოლო მეფე საქართველოში იყო სოლომონ II იმერეთისა, რომელიც დასრულდა 1810 წელს. მეფობა ეკუთვნოდა, ვინაიდან 1490 წლიდან საქართველო დაიშალა დამოუკიდებელ სამეფოებად. იმერეთის მეფის კურთხევას კი დასავლეთ საქართველოს პატრიარქები ახდენდნენ.

თუმცა ძალიან ხშირად იყო ხოლმე მცდელობები იმერეთის სამეფოს გაუქმების და მისი ქართლთან შეერთების, ასეთი ბოლო მცდელობა ჰქონდა ვახტანგ VI ბაგრატიონ-მუხრანელს, მაგრამ ჩაიშალა.

ბოლოს თავად სოლომონ II-ის ინიციატივით თბილისში ერეკლეს შესთავაზეს იმერეთის სამეფოს ქართლ-კახეთთან შეერთება, მაგრამ ერეკლემ გარკვეული პოლიტიკური მიზეზების გამო უარი თქვა.
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 2 2007, 12:16 AM
პოსტი #55


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ივერიელი
ციტატა
ბოლო მეფე საქართველოში იყო სოლომონ II იმერეთისა, რომელიც დასრულდა 1810 წელს. მეფობა ეკუთვნოდა

სოლომონს შვილი არ ჰყოლია. არა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ივერიელი
პოსტი Jun 2 2007, 01:29 AM
პოსტი #56


დაურეგისტრირებელი









ციტატა(დათიკო @ Jun 2 2007, 12:16 AM) *

ივერიელი

სოლომონს შვილი არ ჰყოლია. არა?


სოლომონს მემკვიდრეები ჰყავს. ირაკლი ბაგრატიონ-იმერეტინსკი, ცხოვრობს თბილისში. თუმცა იმერელი საქართველოს ტახტზე როგორ უნდა აიყვანო ძალიან მაინტერესებს? biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
ივერიელი
პოსტი Jun 2 2007, 04:58 AM
პოსტი #57


დაურეგისტრირებელი









აჰა როგორც იქნა ვიპოვე რასაც ამდენი ხანი ვეძებდი. იულონ ბატონიშვილის შთამომავალის არისტო ბაგრატიონის წერილი. ვისაც ყურები აქვს და თვალები წაიკითოს და ისმინოს. იმედია აღარავის დარჩება სალაპარაკო აწი რამე. მოკლედ ასლებს ვერ ვდებ. თუ ვინმე ამიხსნის ეს როგორ გავაკეთო დიდად მადლობელი დავრჩები. დროებით კი აქ შეგიძლიათ იხილოთ ეს მასალა: http://iveria.eu/index.php?showtopic=7247&...08&#entry161308
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jun 2 2007, 06:34 AM
პოსტი #58


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ციტატა
ცრუები და დემაგოგები მოიკითხე შენკენ

ეს რა პასუხია?? იქონიე ზრდილობა ივერიელო და თუ არ არის სიცრუე, მაჩვენე ერთგან მაინც, ივერიის ფორუმიდან მოყოლებული, სად ვთქვი რომ ნუგზარის ქალიშვილები უნდა გახდნენ მეფეები??

ციტატა
სანამ აიბნევი ერთ კითხვაზე მიპასუხე, ვინმე მალანია გინდა მეფედ?


არ ვიცი ამ ფანდებს რა დავარქვა.
იქ "მალანია", იქ "ბიჭიკაშვილი" სომეხია, ...
მეთოდები დაგიძველდა, ივერიელო smile.gif

მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, არსებობს კაცი, ნუგზარ პეტრეს-ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი. ტახტის პირდაპირი მემკვიდრე. შევეშვათ მალანიებს. მე თავადობა მინდა კი არა, საერთოდ არ ვიცნობ ამ ოჯახის წევრებს, სიმართლის ზეიმი ჩემთვის თავადიშვილობაზე მეტია. ნეტა სხვებისთვისაც ასე იყოს.

იულონის შთამომავლობა თუ არსებობს, თვითონ გაერკვევიან გრუზინსკების სახლში. ერეკლემ რაც დატოვა, გიორგი XII-მ სხვა რამ ანდერძი დაწერა, ასე რომ მაგ საკითხს შევეშვათ.

რაც შეეხება კოსტანტინეს, ამდენ ციტატებში მაინც ვერ ვპოულობ, სად წერია დასკვნა, რომ კონსტანტინე II იყო საქართველოს მეფე??? "უფროს-უმცროსი" სხვა თემაა და ესეც გაურკვეველი.

მე ვითხოვდი წყაროს ორ საკითხზე:
1)
ციტატა
სვეტიცხოველშიც ასევე ეკურთხა როგორც ერთიანი საქართველოს მეფე

2)
ციტატა
თუ ნუმერაცია გადაეცა და გაგრძელდა კონსტანტინეთი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთიანი სახელმწიფოს სამართალმემკვიდრედ გამოცხადდა

ბატონი ი.ჯ. მშვენიერი ნაშრომის მშვენიერმა ციტატებმა ამაზე პასუხი არ გაგვცა. მე-3 ტომის კითხვას რა სჯობია, მაგრამ იქნებ ამ ორ კონკრეტულ საკითხს დავურბუნდეთ?

შედარებისთვის, ბიზნატიის იმპერიის ცენტრი ტრაპეზუნდი არასდროს ყოფილა, მაგრამ დაშლის შემდეგ ტრაპეზუნდის იმპერიამ უფროსობა მოიპოვა.

საინტერესო მომენტია: თუ 1490 წელს ქართლის მეფობას უპირობოდ საქართველსო მეფობასთან ვაიგივებთ, 1801 წელს გაუქმებული ქართლ-კახეთის მეფეს ხაზს რა უფლებით გადავუსვამთ?



ციტატა
ფაქტიურად გამოდის, რომ კახეთის და იმერეთის მეფეები და სამცხის ათაბაგი სეპარატისტები იყვნენ, რომლებმაც საკუთარ ამბიციებს და მეფობის სახელს გადააყოლეს საქართველოს ერთიანობა


ეს უკვე ნამეტანია.
იმერეთის მეფე - კი ბატონო. ყვარყვარე - კი ბატონო.
კახეთის მეფე (ანუ მაშინ საქართველოს მეფე გიორგი VIII), სეპარატისტი იყო საკუთარი სამფლობელოსგან?

რას არ გაიგებ კაცი!


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ივერიელი
პოსტი Jun 2 2007, 03:54 PM
პოსტი #59


დაურეგისტრირებელი









Lenus

შენი უსინდისობა კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა. და აი რატომ:

1. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზისნკი უკვე 57 წლისაა, მინიმუმ 10 წელი მონარქია არ ადგება და 67 წლის გადაღრძუებული კაცი არავის უნდა მეფედ. ფაქტიურად გამოდის, რომ მემკვიდრე ანაა, რომელსაც დავით მალანია ჰყავს ქმრად. ეს არის ფაქტი და ძალიან ბევრმა ხალხმა იცის თბილისში რომ ანას დედამთილი ფისო ალანია და მისი დაქალების წრე ხვიხვინებს ამაზე.

2. ასჯერ დაგიწერე უკვე და ზემოთ მასალებიც დავდე, ფაქტები!!! რომ არსებობენ ერეკლეს შვილის და მემკვიდრის იულონ ბატონიშვილის შთამომავლები. არისტო ბაგრატიონი, რომელიც წერს, რომ ღვთის სასჯელი დაატყდა თავს საქართველოს ოთხჯერვე, როდესაც დისნატიური ხაზი შეცვალეს და ეს აღარ უნდა განმეორდეს და ტახტი მუხრანელ ბაგრატიონებს ეკუთვნითო.

3. ყველა ის მეფე თუ მთვარი, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს დაშლას არის სეპარატისტი და ამას მტკიცება არ სჭრიდება.

4. 1490 წელს ქართლმა, როგორც უპირატესმა სამეფომ საბოლოოდ იურიდიულად გააფორმა საქართველოს დაშლა, რაც იძულებითი ნაბიჯი იყო, თუმცა ქართლის მეფეები ამას არასოდეს შეგუებიან. 1490 წლამდე ერთიანი საქართველოს მეფე იყო კონსტანტინე და ეს ივანე ჯავახიშვილს უწერია ძალიან კარგად. შენ ფორუმი ივერია სწორედ ამ დემაგოგიის და უსირცხვილო კამათისთვის დაგატოვებინე და შენსას მაინც არ იშლი. ხალხი სიმართლეს ხედავს და შესაბამისს დასკვნებსაც გააკეთებს.

მე დავამთავრე.
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 2 2007, 04:14 PM
პოსტი #60


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ივერიელი
ციტატა
სოლომონს მემკვიდრეები ჰყავს. ირაკლი ბაგრატიონ-იმერეტინსკი, ცხოვრობს თბილისში. თუმცა იმერელი საქართველოს ტახტზე როგორ უნდა აიყვანო ძალიან მაინტერესებს?

შენ რომელ სოლომონზე საუბრობ?
მე სოლომონ მეორეს ვგულისხმობ, რომელიც 1815 წელს გარდაიცვალა და მისი მეულე იყო მარიამ დადიანის ასული. მას შვილი რამდენადაც ვიცი არ ჰყოლია.
აი ამ სოლომონზე მაქვს საუბარი:
მიმაგრებული სურათი
და მაინტერესებს გიორგი მე-12 ვიღა იყო?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

13 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 08:06 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი