თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ საძიებელი...

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Apr 9 2008, 01:51 PM

თუ შეგიძლიათ, რომ წმინდა წერილიდან ზუსტად მიმითითოთ თავები, სადაც საუბარია

1) სამუელ წინასწარმეტყველზე
2) ერთიან სამეფოსა და მის ორად გაყოფაზე
3) სპარსთა ტყვეობაზე
4) იერუსალიმში დაბრუნებაზე
5) ბაბილონის ტყვეობაზე


ზუსტი თავები მჭირდება smile.gif

უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 9 2008, 02:02 PM

თათარაშვილი
ეგენი ბევრ თავებშია გაბნეული, ერთ კონკრეტულ თავს ვერავინ მიგითითებს. მაგალითად სამუელ წინასწარმეტყველზე წერია 1 მეფეთა და 1 ნეშტთა წიგნებში, სხვადასხვა თავებში.
დანარჩენებიც ასე იქნება. ანუ იოლად ვერ გამოძვრები tongue.gif ბიბლიიდან დიდი ფრაგმენტის წაკითხვა მოგიწევს. 1 მეფეთა-დან დაიწყე და მიყევი smile.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Apr 9 2008, 02:03 PM

ციტატა(მარიამი @ Apr 9 2008, 01:02 PM) *

თათარაშვილი
ეგენი ბევრ თავებშია გაბნეული, ერთ კონკრეტულ თავს ვერავინ მიგითითებს. მაგალითად სამუელ წინასწარმეტყველზე წერია 1 მეფეთა და 1 ნეშტთა წიგნებში, სხვადასხვა თავებში.
დანარჩენებიც ასე იქნება. ანუ იოლად ვერ გამოძვრები tongue.gif ბიბლიიდან დიდი ფრაგმენტის წაკითხვა მოგიწევს. 1 მეფეთა-დან დაიწყე და მიყევი smile.gif


გაიხარე მარ, ამის მითითება მჭირდებოდა 2kiss.gif

ეხლა ვეძებდი ბიბლიაში და ამხელა წიგნში ცოტა ძნელია პოვნა... მადლობა დახმარებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Apr 9 2008, 08:46 PM

აი აქ ნახე:
http://www.christnotes.org/bible.php?q=samuel&ver=kjv

და საერთოდ ბიბლიაში რამის საძებნად გამოიყენე საიტი:

http://www.christnotes.org/bible.php

http://www.biblesearch.com/


პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Apr 9 2008, 09:21 PM

თემას გადავარქვი სახელი.
ამის შემდგომ, თუკი ვინმეს რამის მოძიება სურს, შეეძლება აქ იკითხოს.

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jul 11 2008, 09:05 AM

ქრისტესმიერნო დანო და ძმანო, თემას ვწერ ეკლესიასტეზე და ხომ ვერ დამეხმარებოდით??? წმ. მამების განმარტებანი, ან ნებისმიერი ინფორმაციის წყარო რომ მიმითითოთ, დიდად დამავალებთ... ღმერთმა შეგიწიროთ

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 27 2008, 07:34 PM

kesaria777
რომელი ერთი მიგითითონ სავსეა ინეტი ინფორმაციით.



ხო აქ იყო თემა დანიელ წინასწარმეტყველზე და შემდეგ დახურეს. სად იქნება შენახული?
აბო.

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Aug 7 2008, 07:36 PM

აბო, თუ შეგიძლია დამეხმარე რაა...

პოსტის ავტორი: გიაშერ თარიღი: Oct 19 2008, 07:32 PM

http://society.nekeri.net/religion/pmb/
http://church.ge/index.php?showtopic=5166

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 19 2008, 08:04 PM

გიაშერ
ეს BIB-xx რა არის ვერ გავიგე.

პოსტის ავტორი: გიაშერ თარიღი: Oct 19 2008, 08:13 PM

კოდია - სხვა ვერსიები რომ/თუ მომზადდება (მაგალითად თანამედროვე) ისინი ჩაემატება და მაგ ველიდან შეიძლებოდეს იქნება სასურველი ვერსიის შერჩევა

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 19 2008, 10:33 PM

გიაშერ

ციტატა
კოდია - სხვა ვერსიები რომ/თუ მომზადდება (მაგალითად თანამედროვე) ისინი ჩაემატება და მაგ ველიდან შეიძლებოდეს იქნება სასურველი ვერსიის შერჩევა

გასაგებია, მადლობა smile.gif
ისე, არ გინდა რომ მაგავე საიტზე ქართული წიგნების ციფრული ბიბლიოთეკა მიებას?
მოგამარაგებდით ელექტრონული ლიტერატურით.
ჩვენ გვაქვს უკვე საეკლესიო ბიბლიოთეკა www.library.church.ge მაგრამ ეგ ინტერნაციონალურია, ანუ ყველა ენა დაშვებულია და რადგანაც ქართული წიგნები ცოტაა, ისე ჩანს თითქოს არც იყოს ქართული ბიბლიოთეკა.
შენ კი შეგეიძლია მხოლოდ ქართული წიგნები განათავსო ხოლმე.
პირადად მე მზად ვარ დაგეხმარო წიგნების მოძიებაში smile.gif

პოსტის ავტორი: გიაშერ თარიღი: Oct 20 2008, 04:17 AM

დათიკო
დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, თავის დროზე...
ძალიან ბევრი პროექტი მაქვს და სწორედ მხოლოდ ქართულზე ორიენტირებული
როცა უნივერსიტეტი ამუშავდება ნელ-ნელა მივყვები, აი ზოგიერთები
http://www.sangu.ge/thesaurus/bibliography/ - აქ ბიბლიოგრაფია იქნება (არა მხოლოდ წიგნები)
http://www.sangu.ge/portal/georgia/ - აქ ფოტო-აუდიო-ვიდეო მასალები უამრავი დარგისთვის (ნახე საიტზევე ქვემოთ)
http://www.sangu.ge/wiki/ - აქ ქართული ენციკლოპედია, გადაჯაჭვული ზედა პროექტებთან

თქვენი პროექტებისთვის შეგვიძლია ადგილიც მოგცეთ - საკუთარი სერვერი გვაქვს
შეგვიძლია [სხვა smile.gif] ერთობლივი პროექტებიც გავაკეთოთ...

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 20 2008, 11:01 AM

გიაშერ

ციტატა
როცა უნივერსიტეტი ამუშავდება ნელ-ნელა მივყვები, აი ზოგიერთები
http://www.sangu.ge/thesaurus/bibliography/ - აქ ბიბლიოგრაფია იქნება (არა მხოლოდ წიგნები)
http://www.sangu.ge/portal/georgia/ - აქ ფოტო-აუდიო-ვიდეო მასალები უამრავი დარგისთვის (ნახე საიტზევე ქვემოთ)
http://www.sangu.ge/wiki/ - აქ ქართული ენციკლოპედია, გადაჯაჭვული ზედა პროექტებთან

თქვენი პროექტებისთვის შეგვიძლია ადგილიც მოგცეთ - საკუთარი სერვერი გვაქვს
შეგვიძლია [სხვა ] ერთობლივი პროექტებიც გავაკეთოთ...

მაგარია smile.gif
მოკლედ, მე აქ ვარ და ტექნიკური სამუშაო არც იქნება გასაკეთებელი დამავალე არ მოგერიდოს smile.gif

პოსტის ავტორი: გიაშერ თარიღი: Oct 27 2008, 10:01 PM

დათიკო

ვიფიქრე ელექტრონულ ლიტერატურაზე, ვიპოვნე რამდენიმე ძრავი ბიბლიოგრაფიისთვის, მერე სხვა საერთო პროექტებზეც ვიფიქრე, მერ სხვა რაღაცეებზეც, მერე კიდევ ვიფიქრე და ... smile.gif

მოკლედ... ერთობლივად (church.ge - orthodoxy.ge - sangu.ge) ხომ არ გაგვეკეთებინა მართლმადიდებლური ენციკლოპედია ვიკის ძრავზე - იქ შეიძლება სტატიებიც, ბიბლიოგრაფიაც, ტექსტების კორპუსიც, ფოტო, აუდიო ვიდეო ბიბლიოთეკა, და ბევრი სახვა რამ.
ჩვენი პროექტის http://www.sangu.ge/portal/georgia/ (იმედია მალე ავამუშავებთ) ნაწილებიც მანდ გადმოვიდოდა

რას იტყვი? არავინ გვაჩქარებს - ნელ-ნელა მივყვეთ

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 27 2008, 11:33 PM

გიაშერ

ციტატა
მოკლედ... ერთობლივად (church.ge - orthodoxy.ge - sangu.ge) ხომ არ გაგვეკეთებინა მართლმადიდებლური ენციკლოპედია ვიკის ძრავზე - იქ შეიძლება სტატიებიც, ბიბლიოგრაფიაც, ტექსტების კორპუსიც, ფოტო, აუდიო ვიდეო ბიბლიოთეკა, და ბევრი სახვა რამ.
ჩვენი პროექტის http://www.sangu.ge/portal/georgia/ (იმედია მალე ავამუშავებთ) ნაწილებიც მანდ გადმოვიდოდა

როგორ წარმოგიდგენია შენ ეგ ამბავი? smile.gif

პოსტის ავტორი: გიაშერ თარიღი: Oct 28 2008, 12:08 AM

სერვერი გვაქვს

ვიკის ძრავს ავტვირთავთ
ძრავის ნიმუში http://www.sangu.ge/wiki/index.php/
სტატიის ნიმუში http://www.sangu.ge/wiki/index.php/სვეტიცხოველი

რამდენიმე ადმინი იქნება, რომლებიც წინასწარ განიხილავენ სტატიებს და ატვირთვის უფლება მხოლოდ მათ ექნებათ
სტატიების შემოთავაზებისა და განხილვისთვის ცალკე გვერდი გაკეთდება
ბიბლიოგრაფიისთვისაც რაიმე პაკეტი იქნება გამზადებული
მთავარი სტრუქტურის მოფიქრებაა

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 28 2008, 01:53 PM

არაჩვეულებრივია smile.gif
რითაც შემეძლება, დაგეხმარებით

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 28 2008, 06:02 PM

გიაშერ

ციტატა
სერვერი გვაქვს

ვიკის ძრავს ავტვირთავთ
ძრავის ნიმუში http://www.sangu.ge/wiki/index.php/
სტატიის ნიმუში სვეტიცხოველი

რამდენიმე ადმინი იქნება, რომლებიც წინასწარ განიხილავენ სტატიებს და ატვირთვის უფლება მხოლოდ მათ ექნებათ
სტატიების შემოთავაზებისა და განხილვისთვის ცალკე გვერდი გაკეთდება
ბიბლიოგრაფიისთვისაც რაიმე პაკეტი იქნება გამზადებული
მთავარი სტრუქტურის მოფიქრებაა

ფანტასტიურია smile.gif
მეც მზად ვარ ვემსახურო ამ ამბავ smile.gif

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Jan 16 2009, 02:06 AM

გამარჯობათ ყველას

ვეძებ წმ. ეგნატეს (ღმერთშემოსილის; ანტიოქიის ეპისკოპოსის) წერილს ტარასელთა მიმართ ეპისტოლესი, იმ ენაზე, რა ენაზეც დაწერა მან ეს ეპისტოლე.
იმედი მაქვს ვინმე მაინც შეძლებს დახმარებას.

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას

მოყვასი

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Jan 16 2009, 12:44 PM

ციტატა(KAIROS @ Jan 16 2009, 04:27 AM) *

რა იყო სადმე გაგიცრუეს იმედები? smile.gif
დავძებნით smile.gif


კაიროს, როგორც ვხედავ, გჩვევია ნაჩქარევი დასკვნების არა მხოლოდ გაკეთება, არამედ გამოფენაც კი smile.gif

ჩემი თხოვნაა ის რაც წინა პოსტში დავწერე და დიდან მადლობელი ვიქნებოდა დახმარება აღმოგეჩინა.

იმედები არ გაუცრუებია მათ ვისაც შენ გულისხმობ smile.gif

გამარჯობათ ყველას

ვეძებ წმ. ეგნატეს (ღმერთშემოსილის; ანტიოქიის ეპისკოპოსის) წერილს ტარასელთა მიმართ ეპისტოლესი, იმ ენაზე, რა ენაზეც დაწერა მან ეს ეპისტოლე.
იმედი მაქვს ვინმე მაინც შეძლებს დახმარებას.

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას

მოყვასი


პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Jan 17 2009, 06:22 AM

ციტატა(KAIROS @ Jan 17 2009, 05:41 AM) *

შენა ცოტა ტონი შეარბილე ისე სჯობს!
რისი გაკეთება, გამოფენა და ა.შ. მჩვევია ეს შენ არ გეხება, დაგიწერე, რომ შევეცდებით დაგიძებნოთ მეთქი, მათ შორის მეც და შეწყვიტე ეს აგრესია აქ!
არ გეკადრებათ ეს იეჰოვას მოწმეს!

არავინ არ მიგულისხმია, დაწერე იქნებ ვინმე მაინც დამეხმაროსო და გიპასუხე, აქამდის რა იმედი გაგიცრუეს მეთქი?

გვაცალე ბატონო, ასე ადვილი მოსაძებნი, რომ იყო თავადაც იპოვიდი ხომ?
ოპს, გაგვიგრძელდა ზედმეტად smile.gif
გვაპატიეთ ეს ოFFები უფროსობა smile.gif



კაიროს

ისევ ღიმილს იწვევ ჩემში smile.gif

აკი გითხარი ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება გყვარებია და არა მართო ეგ, გამოფენაც კი.

თურმე, ვისაც შეკითხვები აქვს და თანაც ისეთი შენ რომ არ მოგწონს ესე იგი იეჰოვას მოწმე ან ბაპტისტია? smile.gif

მაგ ლოგიკით შორს ვერ წახვალ. მაპატიე რომ გულ ახდილი ვარ შენს მიმართ.
არ ვარ არცერთი რელიგიის მიმდევარი.
ასე რომ ნუ გამოფენ გთხოვ შენ ნაჩქარევ პოსტებს. არ ღირს smile.gif

რაც შეეხება ჩემს თხოვნას ეგნატე ღმერთშემოსილის წერილზე ტარასელთა მიმართ, მერწმუნე, დიდ სიკეთეს იზამ მას თუ მოიძიებ. კიდევ ერთხელ გიხდი წინასწარ მადლობას.

მოყვასი.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 17 2009, 06:24 AM

ციტატა
ისევ ღიმილს იწვევ ჩემში

ჩემში აღარ...
კაი რა მოვრჩეთ ამ ბავშვობას სჯობს smile.gif

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Jan 17 2009, 07:08 AM

კაი რა მოვრჩეთ ამ ბავშვობას?

მოვრჩეთ?

მე არ დამიწყია და თუ თავად მორჩები მეც აღარ გავხდები იძულებული სათანადო პოსტები მოგწერო.
მოკლედ იმედია დავამთავრეთ. ასე მართლა არ ღირს, მერწმუნე.

მოყვასი

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 17 2009, 07:31 AM

ციტატა
მოკლედ იმედია დავამთავრეთ

ჩემს პოსტებს მე ვშლი, შენც ასევე და მორჩა ეგ ზედმეტი კამათები...
smile.gif
იხარე;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 17 2009, 07:55 AM

ციტატა
ვეძებ წმ. ეგნატეს (ღმერთშემოსილის; ანტიოქიის ეპისკოპოსის) წერილს ტარასელთა მიმართ ეპისტოლესი, იმ ენაზე, რა ენაზეც დაწერა მან ეს ეპისტოლე.

აი ძამიკო, ესაა
ბერძნული და გვერდით ლათინური.
ვფიქრობ ეს გინდოდა
PDF ფორმატია და ცოტა ძნელი საკითხავია მაგრამ მაინც შეძლებ მგონი smile.gif

http://www.documentacatholicaomnia.eu/02g/0030-0100,_Ignatius_Antiochensis,_Epistolae_Genuinae_(MPG_005_0625_0728),_GM.pdf

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Jan 17 2009, 02:52 PM

ციტატა(KAIROS @ Jan 17 2009, 07:55 AM) *

აი ძამიკო, ესაა
ბერძნული და გვერდით ლათინური.
ვფიქრობ ეს გინდოდა
PDF ფორმატია და ცოტა ძნელი საკითხავია მაგრამ მაინც შეძლებ მგონი smile.gif

http://www.documentacatholicaomnia.eu/02g/0030-0100,_Ignatius_Antiochensis,_Epistolae_Genuinae_(MPG_005_0625_0728),_GM.pdf



სამწუხაროდ, KAIROS PDF ფაილი რომელიც შენ დადე აქ, მასში ვერ ვნახე ის რასაც მე ვეძებდი.
როგორც ჩანს სხვა რაღაც მოგინახავს; ანუ ეგ ვერსი, არ შეიცავს ტარასელთა მიმართ ეპისტოლეს.. sad.gif

ზემოთ კი დავწერე რასაც ვეძებდი, აი გადმომაქვს ტექსტი:

"ვეძებ წმ. ეგნატეს (ღმერთშემოსილის; ანტიოქიის ეპისკოპოსის) წერილს ტარასელთა მიმართ ეპისტოლესი, იმ ენაზე, რა ენაზეც დაწერა მან ეს ეპისტოლე."

ძალიან გთხოვთ, ვინმემ დამეხმარეთ მის მოძებნაში, გთხოვთ...

მოყვასი


P.S.
KAIROS, მადლობ რომ ეცადე მოძიება. გთხოვ თუ შეგიძლია კიდევ მოიძიე, იქნებ მივაგნოთ

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 18 2009, 04:23 AM

ციტატა
ფაილი რომელიც შენ დადე აქ, მასში ვერ ვნახე ის რასაც მე ვეძებდი.

biggrin.gif არც იქნებოდა, რადგან მაქ არის ნამდვილები, შენ კი აპოკრიფულს ეძებდი თურმე smile.gifანუ შენს მიერ მითითებული ეპისტოლე არის Suppositae, იგივე ფსევდო ეპისტოლე და ვიპოვე დავწერე ასევე ბევრი რამე მაგრამ სამწუხაროდ წამეშალა, აღვადგენ: მაშ ასე პირველად დადებული ეპისტოლეები ბერძნულ და ლათინურ ენებზე არის Genuinae ანუ ნამდვილი, ხოლო ტარსუსელთა მიმართ ეპისტოლე არის ფსევდო Suppositae და ისინი ცალკე არიან შეკრებილები, აი აქ და შეგიძლია ნახო და გაეცნო, ოღონდ შეგახსენებ რომ ფსევდოეპისტოლეა (ნუ მოდი გეტყვი ჩემ ვარაუდს, რატომაც გინდა ეგ a075.gif ეს ფსევდოეპისტოლეში ვინმე ფსევდოეგნატე წერს პირველივე თავში, როცა ცრუ სწავლებებს ჩამოთვლის, იქვე წერს ქრისტეს შესახებ "ზოგნი ამბობენ რომ ისაა ღმერთიო", ამიტომ გაითვალისწინე, რომ ეს ეპისტოლე ფსევდოა და არ წარმოადგენს კანონიკურს მთელ ქრისტიანულ სამეცნიერო სამყაროში...smile.gif )!

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ეგნატეს ეპისტოლეები იყოფიან ორ ნაწილად

1)Genuinae ანუ ნამდვილი ის ეპისტოლეები, რაც ქვემოთ გამოჩნდება და რაც არის შეყვანილი პირველ აკრულ PDF დოკუმენტში ანუ 6 სხვადასხვა ქალაქის საკრებულოსადმი
და 1 პიროვნებისადმი მიმართული ეპისტოლე
ეფესელთა, მაგნესიელთა, ტრალიანელთა, რომაელთა, ფილადელფიელთა, სმირნელთა და პოლიკარპესადმი
ზოგი ხელნაწერი აქედან არის გვიან აღდგენილი, განახლებული Epistolae Interpolatae ( ზმნიდან interpŏlo . აღდგენა, თავიდან გაშუქება და ა.შ.)

2) აპოკრიფულნი Spurious ანუ ფსევდონი Suppositae :
აქ შედიან:
ღვთისმშობელ, ქალწულ მარიამისადმი ეგნატესაგან, მეორე ეპ. მარიამისადმი,პროზელიტ ნეაპოლელ მარიამისადმი ორი ეპისტოლე, ტარსელთა ( ანუ რასაც ეძებდა მოყვასი), ანტიოქელთა მიმართ, იერონიმესადმი, ფილიპელთა მიმართ და იოანე მახარებლისადმი,
ყველა ეს ფსევდოეგნატეა ანუ გვიანდელი ნაწარმოებია და არ ეკუთვნის ეგნატეს
Spurious Epistles of Ignatius of Antioch: 1. To the Tarsians 2. To the Antiochians 3. To Hero, a deacon of Antioch 4. To the Philippians 5. Of Mary the Proselyte at Neapolis to Ignatius 6. To the same Mary 7. To St. John the Apostle 8. A Second to St. John 9. To the Virgin Mary, with reply from the same
აი აქაა მათი ნაკრები:

http://www.documentacatholicaomnia.eu/02g/0030-0100,_Ignatius_Antiochensis,_Epistolae_Suppositae_(MPG_005_0873_0946),_GM.pdf

და ესენი რომ ნატყუარია ანუ ფსევდო ეგ ფაქტი, აქ შეგიძლიათ ნახოთ თარგმანი ინგლისურად, რომელიც იწყება სწორედ რომ ტარსუსელთა (Tarsians - ტარასელთა) მიმართ

http://www.newadvent.org/fathers/0114.htm



ზოგადად კი:

ეგნატეზე ბევრი შრომაა, ეს ერთი საინტერესოა:

http://apologia.narod.ru/earlyfat/modernav/sid_ignatij.htm

დანარჩენი სტატიები და ნამდვილად მიჩნეული ეპისტოლეები რუსულ ენაზე აქ

http://apologia.narod.ru/earlyfat/fath/ignat.htm

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Jan 19 2009, 03:29 AM

ციტატა(KAIROS @ Jan 18 2009, 04:23 AM) *

biggrin.gif არც იქნებოდა, რადგან მაქ არის ნამდვილები, შენ კი აპოკრიფულს ეძებდი თურმე smile.gifანუ შენს მიერ მითითებული ეპისტოლე არის Suppositae, იგივე ფსევდო ეპისტოლე და ვიპოვე დავწერე ასევე ბევრი რამე მაგრამ სამწუხაროდ წამეშალა, აღვადგენ: მაშ ასე პირველად დადებული ეპისტოლეები ბერძნულ და ლათინურ ენებზე არის Genuinae ანუ ნამდვილი, ხოლო ტარსუსელთა მიმართ ეპისტოლე არის ფსევდო Suppositae და ისინი ცალკე არიან შეკრებილები, აი აქ და შეგიძლია ნახო და გაეცნო, ოღონდ შეგახსენებ რომ ფსევდოეპისტოლეა (ნუ მოდი გეტყვი ჩემ ვარაუდს, რატომაც გინდა ეგ a075.gif ეს ფსევდოეპისტოლეში ვინმე ფსევდოეგნატე წერს პირველივე თავში, როცა ცრუ სწავლებებს ჩამოთვლის, იქვე წერს ქრისტეს შესახებ "ზოგნი ამბობენ რომ ისაა ღმერთიო", ამიტომ გაითვალისწინე, რომ ეს ეპისტოლე ფსევდოა და არ წარმოადგენს კანონიკურს მთელ ქრისტიანულ სამეცნიერო სამყაროში...smile.gif )!
კაიროსი!



KAIROS

მადლობ კაიროს რომ მომაწოდე რასაც ვეძებდი. თუმცა არც კი შემიმოწმებია მაგრამ ვიმედოვნებ რომ დადებულ ლინკზე ამჯერად მაინც იქნება ის რაც მე მაინტერესებდა...

უღრმესი მადლობა წინასწარ კიდევ ერთხელ.
მოყვასი
პ.ს.
შენ რა მიზეზითაც იფიქრე კაიროს, მაგ მიზეზის გამო არ მინდა. უბრალოდ ერთ მართლმადიდებელ ადამიანს სურს თავისი თვალით იხილოს იმ ენაზე დაწერილი რომელზეც ეგ ეპისტოლე დაწერა ეგნატემ. ანუ სხვისი დახმარების მიზნით პირველი ესაა, და მეორე ის რომ, მეც, ჩემი შემეცნების გაღრმავებისა და განმტკიცების მიზნით დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ყველა საინტერესო მასალებს,მიუხედავად ისმისა, მიიჩნევა თუ არა ის "ქრისტიანული სამყაროს" მიერ კანონიკურად. იმდენად რამდენადაც მაგ ეპისოტლესაც, რომელზეც ამბობ არაკანონიკურიაო, დიდი მოწიწებით თარგმნიდნენ ქართველი მართლმადიდებლებიც და კითხულობდნენ (ისეთები როგორიც იყო მაგ: გიორგი გთაწმინდელი) რატომ არ უნდა დავინტერესებულიყავი მე ამ აპისტოლის წაკითხვით? smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Jan 19 2009, 01:13 PM

ციტატა
შენ რა მიზეზითაც იფიქრე კაიროს, მაგ მიზეზის გამო არ მინდა. უბრალოდ ერთ მართლმადიდებელ ადამიანს სურს თავისი თვალით იხილოს იმ ენაზე დაწერილი რომელზეც ეგ ეპისტოლე დაწერა ეგნატემ.

ციტატა
მიიჩნევა თუ არა ის "ქრისტიანული სამყაროს" მიერ კანონიკურად.

როგორც ჩანს კარგად არ გესმით ტერმინები და არც სიტყვა "კანონიკურის" მნიშვნელობა.
ეგნატეს ეპისტოლეებთან დაკავშირებით არ ხდება კანონიკურად და არაკანონიკურად დაყოფა, ასე მხოლოდ წმ. წერილის წიგნები იყოფა.

რაც შეეხება იმ ენაზე დაწერილის ხილვას, რომელ ენაზეც ეგნატემ დაწერა, უნდა იმედი გაგიცრუოთ. ეპისტოლე ტარსუსელთა მიმართ არ არის ეგნატეს დაწერილი და ამას მე კი არა, მრავალი მეცნიერი ამბობს, ვინც იკვლევდა ამ საკითხს.
ეგნატეს ეკუთვნის მხოლოდ 7 ეპისტოლე:
ეფესელთა მიმართ
მაგნეზიელთა
ტრალელთა
რომაელთა
ფილადელფიელთა
სმირნელთა
და პოლიკარპესადმი

ამას ადასტურებს თუნდაც ევსები კესარიელი, ცნობილი ისტორიკოსი, რომელიც თავის "საეკლესიო ისტორიაში" წერს:
ამგვარად, როდესაც ჩავიდა სმირნაში (იგულისხმება ეგნატე), სადაც პოლიკარპე იმყოფებოდა, ეფესოში ეკლესიას მიწერა ერთი ეპისტოლე, რომელშიც მოიხსენებს მის მწყემსს ონისიმეს, მეორე კი მაგნეზიაში მეანდრეზე (აქაც კვლვ ახსენებს ეპისკოპოს დამასს), სხვა კი - ტრალეში ეკლესიას, რომლის მეთაური, როგორც მოგვითხრობს, იმ დროში იყო პოლიბიოსი. მათ გარდა რომაელთა ეკლესიასაც წერს, რომელსაც თხოვნას უგზავნის... უკვე სმირნის გარეთ მყოფი, ტროადადან ფილადელფიაში მყოფთ ესაუბრება წერილის მეშვეობით, ასევე სმირნელთა ეკლესიასაც და პირადად მათ წინამძღვარს პოლიკარპეს.

როგორც ამ ნაწყვეტიდან ჩანს, ევსების დროს (260-340) მხოლოდ 7 ეპისტოლე იყო ცნობილი.
ის რომ ფსევდოეპისტოლეები არ არის ეგნატესი, ადასტურებს მრავალი ანაქრონიზმი და შეუსაბამობა. არც ერთი სერიოზული მეცნიერი უკვე აღარ მსჯელობს მათ ავთენტურობაზე.
ეგეთივე წარმატებით, შეგიძლიათ იუდას "სახარება" მიიჩნიოთ იუდას მიერ დაწერილად smile.gif



ციტატა
იმდენად რამდენადაც მაგ ეპისოტლესაც, რომელზეც ამბობ არაკანონიკურიაო, დიდი მოწიწებით თარგმნიდნენ ქართველი მართლმადიდებლებიც და კითხულობდნენ (ისეთები როგორიც იყო მაგ: გიორგი გთაწმინდელი) რატომ არ უნდა დავინტერესებულიყავი მე ამ აპისტოლის წაკითხვით?

გიორგი მთაწმინდელისეული თარგმანები თუ გაქვთ ამ ეპისტოლეების, მადლობელი დაგრჩებით თუ მომაწვდით.

რაც შეეხება კონკრეტულად ტარსელთა მიმართ ეპისტოლის თარგმნას გიორგი მთაწმინდელის მიერ, ამაზე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე მეცნიერებს ბევრად მეტი საშუალება აქვთ ტექსტის ავთენტურობის დასადგენად, ვიდრე ეს გიორგი მთაწმინდელის დროს იყო.

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Jan 19 2009, 02:22 PM

გამარჯობათ ეკატერინე და კაიროს smile.gif

მინდა აღვნიშნო რომ ნამდვილად- ეგ ეპისტოლეები მიჩნეულია როგორც ფსევდოეგნატეს მიერ დაწერილი... მაგრამ მოდით გადავხედოთ ეგნატეს რეალურ ეპისტოლეებს:

ეგნატე ღმერთშემოსილი წელს რომაელთა და ეფესელთა მიმართ:

Ибо Бог наш Иисус Христос, по устроению Божию, зачать был Mapиею из семени Давидова, но от Духа Святого. Он родился и крестился для того, чтобы Своим страданием очистить и воду. - ეფესელთა 18 თავი...

და სხვაგანაც წერს, მოკლედ ლოგიკურია რასაც წერს მართლმადიდებლებისთვის..

მაგრამ

რატომ წერს ფილადელებს:

Я узнал, что епископ ваш не сам собою и не чрез людей принял это служение обществу верующих, и не из тщеславия, но по любви Бога Отца и Господа Иисуса Христа. ფილადელების 1 თავი... მანდ სხვა სიტყვაა ნახმარი- Lord... გინდაც ღმერთად იხსენიებდეს- გამოდის სხვადასხვა პიროვნებები არიან???

Ибо, которые суть Божии и Иисус Христовы- ფილადელთა მიმართ 3 თავი... აქაც ცალკ-ცალკე იხსენიებს, თითქოს ღმერთი სხვაა და იესო სხვა...

თუ იესოც ღმერთია და მისი მამაც- მაშინ ქრისტიანობა მონოთეიზმი რატომ არის?

ეს ცალკე შეკითხვაა, მაგრამ ეგნატე რატომ წერს სხვა რამეს ერთგან, და მეორეს სხვაგან...

თუ გინდათ გავშლი ყველაფერს და ვნახოთ საერთოდ ეგნატეს ყველა წერილი ხომ არაა ყალბი biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 20 2009, 05:45 AM

ლაშა ბევრჯერ გთხოვე, შენი აზრები ცალკე თემად გახსენი ღვთისმეტყველებაშითქო, თორემ გამოდის რაც არ გესმის, ე.ი. შეცდომაა...
თან ბევრჯერ გითხრეს აქ არაა არც ის განყოფილება და არც ის თემა, ეგეთები წერო., დათიკომ დაგიწერა უკვე და გაითვალისწინე...
Lashab
ლაშა, მინდა შეგახსენო, რომ ჩვენი ფორუმის წესებით ამ განყოფილებაში არ შეიძლება მართლმადიდებლური განმრტების გარეშე წმინდა წერილის შესახებ პოსტვა. ანუ პირადი აზრები, ან ისეთი სახის ეგრეგეზა, რომელიც არ არის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ შეწყნარებული, აქ არ დაიშვება.
იმედი მაქვს გაითვალისწინებ

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Feb 15 2009, 03:41 AM

და..... ინტერესნოოო ..

პოსტის ავტორი: death თარიღი: Feb 15 2009, 02:08 PM

ციტატა
რატომ წერს ფილადელებს:

Я узнал, что епископ ваш не сам собою и не чрез людей принял это служение обществу верующих, и не из тщеславия, но по любви Бога Отца и Господа Иисуса Христа. ფილადელების 1 თავი... მანდ სხვა სიტყვაა ნახმარი- Lord... გინდაც ღმერთად იხსენიებდეს- გამოდის სხვადასხვა პიროვნებები არიან???


ციტატა
Ибо, которые суть Божии и Иисус Христовы- ფილადელთა მიმართ 3 თავი... აქაც ცალკ-ცალკე იხსენიებს, თითქოს ღმერთი სხვაა და იესო სხვა...


Lord ნიშნავს უფალს და ზოგ შემთხვევაში იხმარებოდა იესო ქრისტესთან.

სხვა პიროვნებები არ არიან ერთი პიროვნების სხვა იპსტასებია, ამიტომაც შესაძლებელია მათი დაყოფა (ამიტოამც არიან ცალკე მოხენიებული ისევე როგორც ბიბლიაშიც არიან ცაკლე მოხსენიებული), რადგან ერთი და იგივე არ არიან.

ციტატა
თუ იესოც ღმერთია და მისი მამაც- მაშინ ქრისტიანობა მონოთეიზმი რატომ არის?


იმიტომ, რომ ღმერთი ერთია

პოსტის ავტორი: *tinia* თარიღი: Feb 15 2009, 05:47 PM

ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს სახლში გაქვთ მცხეთური ხელნაწერები (ხუთტომეულია), იქნებ იპოვოთ იქ დანიელის წინასწარმეტყველება და ეკლესიასტე. მგონი III ტომშია დანიელის წინასწარმეტყველება და II ტომში ეკლესიასტე, მაგრამ ზუსტად არ ვიცი და ზუსტად მჭირდება. ამას გარდა მჭირდება გამოცემის წელიწადი, გამომცემლების სახელები და გვარები და გამოცემის ზუსტი სათაური.

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Apr 14 2009, 02:19 AM

KAIROS

ძალიან მაინტერესებს რამე ინფორმაცია და თუ შესაძლებელია ამ ადამიანის წერილები და ნაშრომები დადო:

ლუციანე ანტიოქიელი(240–312) smile.gif ძალიან დამაინტერესა ამ ეკლესიის მამამ, მეტი მინდა ვიცოდე მასზე. smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 14 2009, 04:09 AM

წინარენიკეელი მამაა, გასაგებია რისთვისაც ეძებ, ალბათ რისთვისაც უწინ ეძებდა ( და დავუძებნე კიდეც ) ეგნატეს (ფსევდო)ეპისტოლეს...
ანუ მე მაძებნინებთ იმ არგუმენტებს, რომელიც ისევ ჩვენს წინააღმდეგ გინდა გამოიყენოთ biggrin.gif მოკლედ ნაგლოსტ biggrin.gif
მაგრამ იცოდეთ, რომ პავლე სამოსატელის გავლენის შემდეგ მან afterwards renounced this heresy, was restored და შემდეგ ეწამა კიდეც, ასე რომ მისი თავდაპირველი წინააღმდეგობა
Some distinguished two Lucians, one orthodox, and one heretical; but this is a groundless hypothesis.

The contradictory reports are easily reconciled by the assumption that Lucian was a critical scholar with some peculiar views on the Trinity and Christology which were not in harmony with the later Nicene orthodoxy, but that he wiped out all stains by his heroic confession and martyrdom.

... assumes to the same effect that Lucian first sympathized with his countryman, Paul of Samosta, in his humanitarian Christology, and hence was excommunicated for a while, but afterwards renounced this heresy, was restored, and acquired great fame by his improvement of the text of the Septuagint and by his martyrdom.
Hefele, Conciliengesch., vol. I., p. 258 sq


http://www.ccel.org/ccel/schaff/hcc2.v.xv.xxxvi.html

ღირსმოწამე ლუკიანე - ანტიოქიელი ხუცესი (+312)

15 (28) ოქტომბერი

ღირსმოწამე ლუკიანე, ანტიოქიელი ხუცესი დაიბადა სირიის ქალაქ სამოსატში. იგი თორმეტი წლის იყო, როცა დაობლდა. ამის შემდეგ ნეტარმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და ქალაქ ედესაში ჩავიდა, სადაც მაკარი აღმსარებლის ხელმძღვანელობით გულმოდგინედ სწავლობდა წმიდა წერილსა და მოსაგრე ცხოვრებას. კეთილმსახურებისათვის და იუდეველებსა და წარმართებს შორის ქრისტიანობის მოშურნედ ქადაგებისათვის ლუკიანე ხუცესად დაადგინეს. ანტიოქიაში მან გახსნა სკოლა, მრავალი მოწაფე შემოიკრიბა და მათ ღვთის სიტყვაში წვრთნიდა. წმიდანმა განსაკუთრებული სამსახური გაუწია ეკლესიას წმიდა წერილის გადამწერლებისა და ერეტიკოსებისაგან შერყვნილი ტექსტის შესწორებით (ლუკიანეს მიერ დადგენილი სრული ბერძნული ტექსტი ბიბლიისა, რომელიც მისი აღმსარებლობითი ღვაწლის დროს კედელში ჩაატანეს, კონსტანტინე დიდის ზეობისას იქნა აღმოჩენილი). როცა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ღირსი მამა შეიპყრეს და ნიკომიდიის საპყრობილეში გაგზავნეს, სადაც ცხრა წლის მანძილზე იყო გამომწყვდეული. მრავალგვარი წამებითა და შიმშილით გატანჯული მამა იქვე გარდაიცვალა. სიკვდილის წინ, ღვთის განცხადების დღესასწაულზე, ჯაჭვებით სარეცელზე დაკრულმა მღვდელმოწამემ საკუთარ მკერდზე აღასრულა საღვთო ლიტურგია, ეზიარა და იქ მყოფი მართლმორწმუნეებიც აზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს. უფლის რჩეულის ცხედარი ზღვაში მოისროლეს, მაგრამ ოცდაათი დღის შემდეგ დელფინებმა იგი ნაპირზე გამოიტანეს. მორწმუნეებმა წმიდა ნეშტი პატივით მიაბარეს მიწას. თავდაპირველად ნეტარი ლუკიანე თავისი მიცვალების დღეს, 7 იანვარს იხსენიებოდა, მაგრამ შემდგომ, იოანე ნათლისმცემლის კრებასთან დაკავშირებით, მისი ხსენება 15 ოქტომბერს იქნა გადატანილი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.


პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Apr 16 2009, 08:42 AM

KAIROS

სად შეიძლება მისი ნაშრომები წავიკითხო? ნუ თუნდაც წერილები, ეგზეგეზები, რავი რაც მას აქვს დაწერილი...

არანაირ დავას არ ვაპირებ, ვერ ვნახე ინტერნეტში და იქნებ შენ იცოდე...

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: May 6 2009, 04:25 PM

ამ კონტექსტ ვწერ და ვერ ვპოულობ ამ მონაკვეთს და იქნებ ვინმემ იცოდეს რომელ თავში და სად წერია''თუ ეკლესია არ გახდება დედა ,მაშინ... დაახლოებით ასეა თუ არ ვცდები

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 7 2009, 01:49 AM

"ეკლესია ვისთვისაც დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება"

წმ. იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: May 8 2009, 08:13 PM

'' ყოველი კაცი ცრუ არს''
''არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს''
''დაღათუ ჩვენ გინა თუ ანგელოზი ციდან გახარებს თქუენ გარეშე მისა რომელი იგი გახარეთ თქუენ, შეჩვენებულ იყავნ''
''შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელ არც ღვთისათვის''

ეს სიტყვები ჩავწერე და ზუსტად თავები ვერ ვიპოვე სად ეწერა,იქნებ დამეხმაროთ,ოღონდ მეც მასწავლეთ სულ აქ ხომ არ დავწერ biggrin.gif

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: May 8 2009, 08:26 PM

.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 8 2009, 10:51 PM

ციტატა
ოღონდ მეც მასწავლეთ სულ აქ ხომ არ დავწერ

მაგას ერთი ხერხი აქვს smile.gif უნდა იცოდეს მიახლოებით სად წერია ანუ ინტუიციით უნდა მიხვდე ზუსტ სიტყვებს, მერე შეგიძლია წმ. წერილში დაძებნო აქედანაც
http://www.orthodoxy.ge/search.php
smile.gif
ციტატა
ყოველი კაცი ცრუ არს''

ფსალმუნი 115:2, და ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს
ციტატა
''არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს''

ესც ფსალმუნია, რომელი არ მახსოვს,
ციტატა
''შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელ არც ღვთისათვის''

ისე არც კი არა "არს"
კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს
მათე 19 : 26
ციტატა
''დაღათუ ჩვენ გინა თუ ანგელოზი ციდან გახარებს თქუენ გარეშე მისა რომელი იგი გახარეთ თქუენ, შეჩვენებულ იყავნ''

მოციქული პავლე
დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ, გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!“ (გალ. 1,8).
აბა შენ იცი smile.gif

იხარე;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: May 9 2009, 07:13 PM

KAIROS
გაიხარე kiss1.gif ისევ შენ რა biggrin.gif

ორთოდოკსზე ჩავწერე და ვერ პოულობს იქ

პოსტის ავტორი: elifs თარიღი: May 13 2009, 06:17 AM

ეს სად მეკითხა ვერ გავიგე ამიტომ აქვე ვწერ...მაინტერესებს რამდენაც სწორია სომღულაშ/ვილის ახალი აგთქმა და სალმუნები სტოკჰოლმის გამოცემა

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 13 2009, 11:29 AM

ციტატა
რამდენაც სწორია

სწორი თუ ამბობ კანონიკურად ეკლესიისათვის მისაღები არა, უბრალოდ არის პირველი მცდელობა ახალი ქართულით თარგმანისა, აქვს თავისი მძიმე შეცდომებიც და კარგი ნაყოფიც, სამუშაო გაგრძელდა საპატრიარქოს მიერ და უკვე
ციტატა
http://www.orthodoxy.ge
დევს პირველი ორი სახარებები, რომლებიც უფრო სანდოა...

პოსტის ავტორი: elifs თარიღი: May 15 2009, 10:49 PM

მადლობთ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Jun 11 2009, 07:13 PM

მოსეს ცხოვრება-ნოსელის აქ სადმე ხომ არ დევსსსსსს?

პოსტის ავტორი: jugashvili-1945 თარიღი: Jun 12 2009, 01:08 PM

ვა დათიკო შენც აქ ხარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jun 12 2009, 11:46 PM

jugashvili-1945

ციტატა
ვა დათიკო შენც აქ ხარ

მე ც კი არა სენატორ-მოდერატორი ვარ აქანა a075.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Jun 13 2009, 12:50 AM

ციტატა(elifs @ May 13 2009, 06:17 AM) *

ეს სად მეკითხა ვერ გავიგე ამიტომ აქვე ვწერ...მაინტერესებს რამდენაც სწორია სომღულაშ/ვილის ახალი აგთქმა და სალმუნები სტოკჰოლმის გამოცემა


ახალ ქართულ ენაზე გამოცემულებიდან მე გირჩევდი გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების თარგმანს, დღეს არსებულთაგან ჩემის აზრით ყველაზე კარგი ეგ არის.

ისე მთაწმინდელის რედაქციის ახალი ქართულის ვარიანტზეც თუ დაიწყებაა მუშაობა კარგი იქნება smile.gif მარტოს არ მაქვს მაგის დრო და თავი თორემ მე დავიწყებდი biggrin.gif

პლიუს ამას დავამტებდი, რომ არსენ იყალთოელის დოგმატიკონის გამოცემასაც თუ ვეღირსებით ბოლო ბოლო ეს მთლად კარგი იქნება. თუმცა რამდენადაც ვიცი უკვე მიდის მუშაობა, რამაც მართლა განახარა:

http://www.manuscript.ge/index.php?m=588

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Jul 2 2009, 09:49 PM

ფორუმზე გვქონდა თემა ''სხვადასვა რელიგიები '' ხოდა ვეღარ ვპოულობ unsure.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jul 2 2009, 10:04 PM

.:Lela:.

ციტატა
ფორუმზე გვქონდა თემა ''სხვადასვა რელიგიები '' ხოდა ვეღარ ვპოულობ

აქ ნახე
http://church.ge/index.php?showtopic=4180

პოსტის ავტორი: datu თარიღი: Sep 15 2009, 02:21 PM

ქართულად ახალი აღთქმის ინტერნეტში ნახვა სად შეიძლება, ვინმეს ლინკი ხომ არ გაქვთ?

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 17 2009, 03:27 PM

datu

ციტატა
ქართულად ახალი აღთქმის ინტერნეტში ნახვა სად შეიძლება, ვინმეს ლინკი ხომ არ გაქვთ?

http://www.sangu.ge/religion/pmb/
http://www.orthodoxy.ge/tsmidatserili.htm

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 1 2009, 06:36 PM

არ ვიცი საიდან დავიწყო biggrin.gif
როცა მართმადიდებლებზე სტატიის ძებნა დავიწყე, წავაწყდი აუდიო ვარიანტის სახარებას, ოღონდ რუსულად, ნუ რუსულ მართლმადიდებლურ საიტზე დევს, ხოდა დამაინტერესა და გადმოწერა დავიწყე.. ჯერ მარკოზის სახარება მაქვს მარტო, და ამ საღამოს მოსმენაც მინდა; მერე დამაინტერესა, სადმე ქართულად მპ3 ფორმატის სახარება ხომ არ გვაქვს მეთქი? რატომღაც მახსოვს რომ საპატრიარქომ დააფინანსა რაღაც მსგავსი პროექტი და CD სახით გამოუშვა.. ცხადია, მე ყველაფერი უფასოდ მინდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Oct 2 2009, 01:34 AM

ციტატა(death @ Jun 13 2009, 12:50 AM) *



პლიუს ამას დავამტებდი, რომ არსენ იყალთოელის დოგმატიკონის გამოცემასაც თუ ვეღირსებით ბოლო ბოლო ეს მთლად კარგი იქნება. თუმცა რამდენადაც ვიცი უკვე მიდის მუშაობა, რამაც მართლა განახარა:

http://www.manuscript.ge/index.php?m=588


წარმომიდგენია მაგას ეგენი როდის მოაბამენ თავს, ისე მთაწმიდელის ახალი აღთქმის მსგავსად კარგი იქნება თუ ნუსხურადაც გამოიცემა ყოველგვარი კომენტარის და ხელნაწერების შეჯერების გარეშე, მაგალითზე ყველაზე ძველი მანუსკრიპტის აღება შეიძლება.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 4 2009, 01:30 AM

ქევანა

ციტატა
სადმე ქართულად მპ3 ფორმატის სახარება ხომ არ გვაქვს მეთქი? რატომღაც მახსოვს რომ საპატრიარქომ დააფინანსა რაღაც მსგავსი პროექტი და CD სახით გამოუშვა.. ცხადია, მე ყველაფერი უფასოდ მინდა

არსებობს სახარების აუდიო ვერსია. სანო სტუდიაშია ჩაწერილი გოგი ხარაბაძის მიერ.
სადღაც მქონდა კიდეც.
დავძებნი და თუ აღმოვაჩენ - ავტვირთავ. ისე, მაგ ჩანაწერით მე დიდად აღფრთოვანებული არ გახლავარ.
სამუშაოდ კი ყველაზე მეტად ეს მეხმარება:
http://www.sangu.ge/religion/pmb/

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 4 2009, 12:46 PM

ბიბლიაში საძიებელი orthodoxy.ge-ზე: http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia_sruli/sarchevi.php

http://www.sangu.ge/religion/pmb/ -ზე უკეთესადაა, მაგრამ მხოლოდ ძველი ქართულითაა.

ქევანა
მე მაქვს ხარაბაძე რომ კითხულობს ის ვერსია, მაგრამ, დათიკოსი არ იყოს, აღფრთოვანებული არ ვარ მაგ ჩანაწერით. შემიძლია აგიტვირთო სადმე. 850 მეგაბაიტი კი ყოფილა huh.gif

პოსტის ავტორი: Antichristian Phenomenom თარიღი: Oct 22 2009, 09:42 PM

აპოკრიფის ელ-ვერსია არ გაქვთ? ინგლისური ან ქართული..

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 23 2009, 04:22 AM

აქ ნახავ ძალიან ბევრს, აქ ერთადაა კანონიკურიც და აპოკრიფულიც

http://www.earlychristianwritings.com/

აქ კი დიდი ნაკრებია

http://www.pseudepigrapha.com/

ძალიან ბევრია რუსულად:


http://64.233.179.104/search?q=cache:Zw4Ed...en&ct=clnk&cd=4

http://lib.ru/HRISTIAN/

http://www.sinai.spb.ru/

http://xlib.narod.ru/

http://www.biblicalstudies.ru/ntapok.html

პოსტის ავტორი: Antichristian Phenomenom თარიღი: Oct 23 2009, 02:56 PM

KAIROS
მადლობა.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 29 2009, 03:28 PM

ერთხელ რაღაც საიტი ვნახე, ტელემაუწყებლობა "ივერიის" იყო მგონი. ოღონდ iveria-tv.ge არა, სხვა. ვეღარ ვპოულობ და ვინმემ ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 29 2009, 03:30 PM

ერთსულოვნება? smile.gif

ხალხო ძალიან მჭირდება წიგნი, რომელიც ბიბლიოთეკაში სანახი, ვინ დაეხმარება კაიროსს? smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 29 2009, 03:35 PM

ციტატა(მარიამი @ Oct 29 2009, 03:28 PM) *

ერთხელ რაღაც საიტი ვნახე, ტელემაუწყებლობა "ივერიის" იყო მგონი. ოღონდ iveria-tv.ge არა, სხვა. ვეღარ ვპოულობ და ვინმემ ხომ არ იცით?

www.ertsulovneba.ge (აქედან ვიწერდი უწმიდესის ქადაგებებს, მაგრამ დავირუსებული იყო ეს საიტი ცოტა ხნის წინ sad.gif)

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 29 2009, 03:49 PM

KAIROS
lingvo
ეგ არის smile.gif დიდი მადლობა 2kiss.gif ისე ახლაც დავირუსებულია...

ციტატა
ხალხო ძალიან მჭირდება წიგნი, რომელიც ბიბლიოთეკაში სანახი, ვინ დაეხმარება კაიროსს?

ბაღანა რომ არ მყავდეს, გაგეგზავნებოდი user.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 29 2009, 04:08 PM

მარიამი
როგორ მიხვდი, რომ ეხლაც დავირუსებულია ანტივირუსმა აღმოაჩინა ვირუსი? sad.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 29 2009, 05:25 PM

ციტატა(lingvo @ Oct 29 2009, 04:08 PM) *

მარიამი
როგორ მიხვდი, რომ ეხლაც დავირუსებულია ანტივირუსმა აღმოაჩინა ვირუსი? sad.gif

ბრაუზერმა მითხრა, მაგ საიტზე შესვლა სახიფათოა და წადი აქედანო smile.gif იმედია გაასწორებენ.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 29 2009, 05:31 PM

მარიამი
იმედია, ძალიან დამაკლდა ერთსულოვნების საიტი...

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Oct 29 2009, 05:44 PM

კულტებზე და მსოფლიოს რელიგიებზე წიგნი მაქვს და შეიძლება ბიბლიოთეკაში დავდო? ან როგორ?

მარიამი
მეც ეგრე მიტხრა გაასწარი აბა აქედანო ანტივირუსმა biggrin.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 30 2009, 12:37 AM

თემო

ციტატა
კულტებზე და მსოფლიოს რელიგიებზე წიგნი მაქვს და შეიძლება ბიბლიოთეკაში დავდო? ან როგორ?

კაიროსს დაუპიემე და ატვირთავს smile.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 9 2009, 08:42 PM

გამარჯობათ, ვიცი რომ არ მაქვს კარგი რეპუტაცია მაგრამ ძალიან გთხოვთ, იქნებ ვინმემ დადოთ :

ფილოკალია - სწორედ ის რომელიც ორიგენესგან გადმოიტანეს წმინდა ბასილი დიდმა და სხვა კაპადოკიელმა მამებმა...

მადლობა წინასწარ,

ლაშა...

პ.ს. სხვა თემაშიც დავწერე მაგრამ სადაც საჭიროდ ჩათვლით ის დატოვეთ...

პოსტის ავტორი: ann_ann9 თარიღი: Dec 17 2009, 05:09 PM

მოგესალმებით ადრე რომ იკო ვიდეო ჩართვები მამა ირაკლისთან სად შეიძლება მოვიძიო ძველი ჩანაწერები ვერ ვნახე

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 18 2009, 12:45 AM

φιλοκαλία

Добротолюбие

http://www.krotov.info/spravki/temy/d/dobrotol.html

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 18 2009, 12:52 AM

ციტატა(KAIROS @ Dec 18 2009, 12:45 AM) *

φιλοκαλία

Добротолюбие

http://www.krotov.info/spravki/temy/d/dobrotol.html

სიკეთისმოყვარეობა ზუსტი თარგმანია კაიროს? smile.gif

ann_ann9
http://allshares.ge/download.php?id=0673795824
http://allshares.ge/download.php?id=6606C5C327
smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 18 2009, 03:23 AM

ციტატა
სიკეთისმოყვარეობა

სათნოებათმოყვარეობა smile.gif

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Jan 6 2010, 10:02 AM

ხომ არ იცით სახარების თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებები ქართულ ენაზე თუ არის ინტერნეტში? თუ იცით გთხოვთ მისამართი დამიწეროთ.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 3 2010, 12:27 AM

zaz
http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=category&layout=blog&id=45&Itemid=65&lang=en

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 14 2014, 09:21 PM

ნეტარი რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 14 2014, 11:40 PM

sanfol
კონტექტსს გააჩნია . ზოგადად კი იმ პიროვნებას , რომელიც ღვაწლმოსილი იყო , ოღონდ არა იმ დონეზე , რომ წმიდანი გამხდარიყო .

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 15 2014, 11:40 AM

A.V.M
თეოფილაქტე ბულგარელი წმინდანია?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 15 2014, 12:08 PM

sanfol

ციტატა
თეოფილაქტე ბულგარელი წმინდანია?

არასწორედ გესმის სიტყვა წმინდანი. მაგალითად მამა გაბრიელს ეწოდება აღმსარებელი და სალოსი, ამის გამო წმინდანი არ არის? უბრალოდ მისი ცხოვრებისა და ღვაწლიდან გამომდინარე ეწოდებათ ეს სახელები.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 15 2014, 01:54 PM

G_saxva
მამა გაბრიელ სალოსს წინ უძღვის წმინდა მამა გაბრიელ სალოს აღმსარებელი და მე მაინტერესებს ნეტარი თეოფილაქტეს უძღვის თუ არა წმინდა წინ ანუ შერაცხულია თუ არა შეუცდომელი ეკლესიის მიერ ის წმინდანად?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 15 2014, 02:23 PM

sanfol

ციტატა
მამა გაბრიელ სალოსს წინ უძღვის წმინდა მამა გაბრიელ სალოს აღმსარებელი და მე მაინტერესებს ნეტარი თეოფილაქტეს უძღვის თუ არა წმინდა წინ ანუ შერაცხულია თუ არა შეუცდომელი ეკლესიის მიერ ის წმინდანად?

სწორედ ამას გეუბნებოდი რომ არსწორედ გესმის სიტყვა წმინდანი თქო. მეორე მაგალითს მოგიყვან წმინდა მოციქული პავლე გაგიგია? მოციქულ პავედ იხსნეიბენ. ნებისმიერი პიროვნება მოციქული მქადაგებელი სალოსი ნეტარი თუ სხვა რომელიც ეკლესია მოიხსენიებს წმინდანია. შენ შეგილია წმინდა ნეტარი თეოფილაქტე თქვა გინდა ნეტარი თეოფილაქტე გინდა თეოფილაქტე ბულგარელი.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 15 2014, 03:00 PM

G_saxva
გასაგებია ახლა მივხვდი, მეც მიხსენებია პავლე მოციქული, პეტრე ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი, მაგრამ ეს ტერმინები შეიძლება მათ არა წმინდანობის გამო არამედ მისი წარმომავლობის გამო ქონდეთ, მაგალითად იაკობ ზებედესი იყო ზებედას ძე, მე რომ ეს არ ვიცოდე ვიფიქრებდი რომ წმინდანია ზებედესად რომ იწოდება იმიტომ რომ წოდება აქვს რაღაც "უცნაური" არც სალოსი არ ვიცი და ჩემთვის გაურკვეველი იქნებოდა იმის გარჩევა წმინდანია თუ არა მამა გაბრიელი წმინდანის წოდება რომ არ ქონოდა მიჩენილი და რომ არ გამოეცხადებინათ წმინდანად, ამიტომ მარტივად ვიკითხავ ნეტარი თეოფილაქტე წმინდანია? კი თუ არა

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 15 2014, 03:04 PM

sanfol

ციტატა
გასაგებია ახლა მივხვდი, მეც მიხსენებია პავლე მოციქული, პეტრე ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი, მაგრამ ეს ტერმინები შეიძლება მათ არა წმინდანობის გამო არამედ მისი წარმომავლობის გამო ქონდეთ, მაგალითად იაკობ ზებედესი იყო ზებედას ძე, მე რომ ეს არ ვიცოდე ვიფიქრებდი რომ წმინდანია ზებედესად რომ იწოდება იმიტომ რომ წოდება აქვს რაღაც "უცნაური" არც სალოსი არ ვიცი და ჩემთვის გაურკვეველი იქნებოდა იმის გარჩევა წმინდანია თუ არა მამა გაბრიელი წმინდანის წოდება რომ არ ქონოდა მიჩენილი და რომ არ გამოეცხადებინათ წმინდანად, ამიტომ მარტივად ვიკითხავ ნეტარი თეოფილაქტე წმინდანია? კი თუ არა

მეხუმრები თუ რა არის? არ კითხულობ ზემოთ რა დავწერე? blink.gif blink.gif blink.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 15 2014, 03:27 PM

G_saxva
საქმე ისაა, რომ ამ ფორუმზე წავიკითხე თეოფილაქტეს შესახებ, რომ მისი წმინდანად კანონიზირება არ მომხდარაო ვერ ვიხსენებ მგონი შენც იყავი იმ დისკუსიაში რომელსაც ვკითხულობდი და ვთვლი რომ იცი შენ მოხდა თუ არა და თუ არ მომხდარა რაიმეს შეცვლის ეს მის წმინდანად ყოფნაში? თუ ადამიანი არ შერაცხულა წმინდანად ის არ იქნება წმინდანი?

ძველი მონასტრული წესით თუ მიცვალებული თვეების მანძილზე არ დაიწყებდა ხრწნას ის წმინდანი იყო და მისი განმარტებების და ნაშრომების კითხვა დაშვებულ იქნებოდა რადგანაც ღმერთის შეცნობას ახერხებდა ის და უეჭველად მართალს წერდა სიცოცხლეში

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)