თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 18 2009, 09:46 PM

სკოლის მოსწავლეებისთვის საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი და განათლების სამინისტრო ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ თამაშს " ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას". ჩემი მოსწავლეები ხალისით მონაწილეობენ ამ თამაშში და არა მარტო ისინი, მასწავლებლებიც ჩავერთეთ აქტიურად... კითხვების მომზადებაო და ერთი ამბავია.

ვფიქრობ ღირს ამ თამაშის ფორუმზე სხვა ფორმატით (რაც ფორუმის სპეციფიკას შეეფერება) მოსინჯვა. ალბად სახალისო იქნება. ვიღაცა ახალს ისწავლის, ვიღაცა ძველს გაიხსენებს და ერთი სიტყვით ყველანი მოგებული დავრჩებით.


ამ ეტაპზე მარტივ წესებს შემოგთავაზებთ:

1. დაისვას კითხვა ან კითხვები მხოლოდ საპატრიარქოს კურთხევით გამოცემული ბიბლიიდან (ადგილის მითითებით, მაგ: მათე 5,1).
2. სწორი პასუხის ავტორმა დასვას მომდევნო შეკითხვა.
3. დღის განმავლობაში სწორი პასუხის არარსებობის შემთხვევაში კითხვის დამსმელი დასვამს ახალ შეკითხვას.


აბა ვახსენოთ ღმერთი და დავიწყოთ:

1. რა მოუტანა ნოეს კიდობნიდან გამოშვებულმა მტრედმა? (დაბ. 7.7-24; 8.1-22 9.11-24)
2. ვინ იყო აბრამის მამა? (დაბ. 11.27-12.15).
3. ვისგან ყავდა აბრამს პირველი შვილი? (დაბ. 23.1-20)

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Dec 18 2009, 10:17 PM

ბადრი
ძალიან კარგი შემოთავაზებაა!
იმედია ბევრი მიიღებს მონაწილეობას. smile.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 18 2009, 10:32 PM

ციტატა
1. რა მოუტანა ნოეს კიდობნიდან გამოშვებულმა მტრედმა?


ზეთისხილის რტო

სხვებზე არ მახსოვს პასუხი, უფრო სწორად არ ვიცი happy.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 18 2009, 10:40 PM


ა ნ უ კ ა

ციტატა
1. რა მოუტანა ნოეს კიდობნიდან გამოშვებულმა მტრედმა?


ზეთისხილის რტო

სხვებზე არ მახსოვს პასუხი, უფრო სწორად არ ვიცი


ყოჩაღ. თუ შენზე მეტი სწორი პასუხი ვინმეს არ ექნა შენია ბურთი და მოედანი smile.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 18 2009, 11:20 PM

ციტატა(ბადრი @ Dec 18 2009, 09:46 PM) *

2. ვინ იყო აბრამის მამა? (დაბ. 11.27-12.15).


თარრა


პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 18 2009, 11:30 PM

აბე

ციტატა
ციტატა(ბადრი @ Dec 18 2009, 09:46 PM)

2. ვინ იყო აბრამის მამა? (დაბ. 11.27-12.15).



თარრა


ყოჩაღ!

შენ და ანუკას თითო ქულა გაქვთ.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 18 2009, 11:44 PM

ბიბლიაში ჩაჭყიტვებს არა ვართ? rolleyes.gif


ისე აბრაამს სარას და ისააკის გარდა სხვა ცოლ-შვილიც თუ ჰყავდა, ნამდვილად არ მახსოვდა unsure.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 18 2009, 11:45 PM

ციტატა(ბადრი @ Dec 18 2009, 09:46 PM) *

3. ვისგან ყავდა აბრამს პირველი შვილი? (დაბ. 23.1-20)

ამ კითხვაზე პასუხი არ ვიცი, მაგრამ ლოგიკურად ვცდი...

ე.ი. დაბადების 23-ე თავში ამ სამ მუხლში წერია:
ციტატა

16. და ისმინა აბრაჰამ ეფრონისი და მისცა აბრაჰამ ეფრონს ვეცხლი იგი, რომელ თქუა ეფრონ წინაშე ძეთა ქეტისთა, ოთხას დიდრაქმაი ვეცხლი გამოცდილითა სავაჭროჲთა.

18. ესე მოიგო აბრაჰამ წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა შემავალთა ქალაქისათა.

20. და დაამტკიცნა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ იყო მას შინა აბრაჰამისად, მოსაგებად საფლავი ძეთაგან ქეტისთა.


ე.ი. ქეტი? unsure.gif

ციტატა(მარიამი @ Dec 18 2009, 11:44 PM) *

ბიბლიაში ჩაჭყიტვებს არა ვართ? rolleyes.gif


მე ჩავიჭყიტე... biggrin.gif

ვიყოთ რა ჩაჭყეტვას... აი არ ვიცოდი აბრაამის მამის სახელი და ამიერიდან მეცოდინება... და არასოდეს დამავიწყდება უკვე...
ასე რომ სარგებელს მაინც იძლევა ბიბლიაში ჩაჭყეტვით პასუხების გაცემა...
და ვინც ჩაჭყეტვის გარეშე გაიხსენებს, ის თავის მახსოვრობას გამოცდის... smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 18 2009, 11:56 PM

აბე

უფრო კარგად ჩაიჭყიტე.

მინიშნება- ამ ცოლისგან აბრაამს ეყოლა შვილი, რომელიც მრავალი ხალხის მამა შეიქნა, დარწმუნებული ვარ გაგონილი გექნებათ.

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 19 2009, 12:01 AM

ციტატა(ბადრი @ Dec 18 2009, 11:56 PM) *

აბე

უფრო კარგად ჩაიჭყიტე.

მინიშნება- ამ ცოლისგან აბრაამს ეყოლა შვილი, რომელიც მრავალი ხალხის მამა შეიქნა, დარწმუნებული ვარ გაგონილი გექნებათ.


ციტატა
დაბ, 21,3.
"და უწოდა აბრაჰამ სახელი ძისა მისისა, რომელ-იგი უშვა სარრა, ისაკ."


პასუხია სარრა.

მაგრამ ეს 21-ე თავშია და არა 23-ში.
23 რატომ მიუთითე შეკითხვას?

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Dec 19 2009, 12:12 AM

რაქელი

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 19 2009, 12:23 AM

აბე

ციტატა
პასუხია სარრა.

მაგრამ ეს 21-ე თავშია და არა 23-ში.
23 რატომ მიუთითე შეკითხვას?


სარას პირველი შვილი არ უშობია.
შემეშალა მაპატიეთ 16. 1-16 უნდა ყოფილიყო

G_I_O_R_G_I_
ციტატა
რაქელი


არა

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 19 2009, 12:10 PM

ყველკას გილოცავთ ნიკოლოზობას!

ციტატა
3. ვისგან ყავდა აბრამს პირველი შვილი? (დაბ. 16.1-16)


აგარისგან.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 19 2009, 12:39 PM

აბე

გილოცავsmile.gif

შენ ხარ ჩვენი თამაშის პირველი გამარჯვებული!

დასვი შემდეგი შეკითხვა

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 19 2009, 01:14 PM

ჩემი შეკითხვის ტიპი იქნება "სახარების განმარტება". მე თვითონ სიღრმეებში ჩაკირკიტება არ შემიძლია ამ ეტაპზე და მარტივ შეკითხვებს დავსვამ.

ნაწყვეტი:

ციტატა

ლუკა. 8, 26-39

26. და განვიდეს სოფელსა მას გადარინელთასა, რომელ არს წიაღკერძო გალილეასა.
27. და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, მო-ვინმე-ეგებვოდა კაცი ქალაქისასა, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი; და მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა.
28. და ვითარცა იხილა მან იესუ, ღაღატ-ყო და შეუვრდა ფერჴთა მისთა და ჴმითა დიდითა იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.
29. რამეთუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსლვად კაცისა მისგან; რამეთუ მრავალ-გზის წარიტაცის იგი, და შებორკილიან იგი ჯაჭჳთა და საკრველითა და სცვედ, და განხეთქნის საკრველნი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოთა.
30. ჰკითხა მას იესუ: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: ლეგეონ, რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნეს მისა.
31. და ევედრებოდეს მას, რაჲთა არა უბრძანოს მათ უფსკრულთა შთასლვაჲ.
32. და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ მრავალი, მძოვარი მთასა ზედა; და ევედრებოდეს მას, რაჲთა უბრძანოს მათ ღორებსა მას შესლვაჲ. და თავადმან უბრძანა მათ.
33. და გამოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ. და მიიმართა ყოველმან კოლტმან კბოდესა მას ტბად და დაიშთვნეს.
34. ვითარცა იხილეს მწყემსთა მათ საქმე ესე, ივლტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა.
35. და გამოვიდეს ხილვად, რომელი-იგი იქმნა, და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს კაცი იგი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულ იყვნეს, შემოსილი და გონიერი, ფერჴთა თანა იესუჲსთა, და შეეშინა.
36. რამეთუ უთხრეს, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი ცხოვნდა ეშმაკეული.
37. და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო სოფლებისაჲ მის გადარინელთაჲსაჲ, რაჲთა წარვიდეს მათგან, რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე.
38. ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს, რაჲთა იყოს მის თანა. ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა:
39. მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა და ქადაგებდა, რაჲ-იგი ყო მისთჳს იესუ.


შეკითხვები:
1. რამდენი ეშმაკი იყო შესული ღადარინელ ჭაბუკში? დაასახელეთ კონკრეტული რიცხვი.
2. რატომ შეევედრნენ ეშმაკები იესუს ღორების კოლტში შესვლის ნება დაერთო? დაასახელეთ მინიმუმ 2 მიზეზი.
3. რატომ უსრულებს თხოვნას იესუ ეშმაკებს? დაასახელეთ მინიმუმ 3 მიზეზი.

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 19 2009, 08:25 PM

აუ რა კარგიააა smile.gif

ე.ი.
1. ლეგიონი ("ლეგიონია ჩემი სახელი, რადგან ბევრნი ვართ") იყო ჭაბუკში, იქიდან კი 2000მდე ღორში გადავიდა
2.იმიტომ რომ უფალს ისინი ამქვეყნიდან არ გაეგდო და არ აღეკვეთა მათთვის წუთისოფელში მოქმედება
3.ალბათ ამის დაშვებით უფალს სურდა ღადარინელთა გონს მოყვანა. ისინი ხომ არად აგდებდნენ მოსეს კანონის აკრძალვას და ღორებს აშენებდნენ.
უი 3 მიზეზი უნდა ვთქვათ? fiqri.gif პირველი ალბათ ის იყო, რომ უბრალოდ იქვე დაინახა ღორების კოლტი, მეორე ალბათ იქვე მყოფ ხალხს დაანახა თუ რა საშინელი იყო ეს ეშმაკი და მას რომ შეეძლო მათი შერისხვა და მესამე აი ზემოთ რაც დავწერე rolleyes.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 19 2009, 10:29 PM

ციტატა(kesaria777 @ Dec 19 2009, 08:25 PM) *

აუ რა კარგიააა smile.gif

ე.ი.
1. ლეგიონი ("ლეგიონია ჩემი სახელი, რადგან ბევრნი ვართ") იყო ჭაბუკში, იქიდან კი 2000მდე ღორში გადავიდა


2000-მდე ღორში კი შევიდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რომ თითო ეშმაკი თითო ღორში შევიდა. ამიტომ პასუხი 2000 არ არის.

მინიშნება: ლეგეონი არის რომაული სამხედრო ტერმინი.

ციტატა(kesaria777 @ Dec 19 2009, 08:25 PM) *

2.იმიტომ რომ უფალს ისინი ამქვეყნიდან არ გაეგდო და არ აღეკვეთა მათთვის წუთისოფელში მოქმედება

ეშმაკიც თავისუფალი არსებაა, მაგრამ მათი მოქმედება უფლის მიერ იზღუდება. უფალს შეეძლო ისინი ჯოჯოხეთში ჩაეყარა ისე, რომ იქიდან უკან გამოსვლის გზა სამუდამოდ დაეღშო მათთვის. ზოგადად ეშმაკი არის რა გონიერი, და ადამიანზე უფრო გონიერიც, ე.ი. ამ ეშმაკებმაც იცოდნენ, რომ უფალს ამის გაკეთება შეეძლო და სთხოვეს ნება დაეთო შესვლისა ყველაზე ბინძურ ცხოველში. აქვე ჩანს ის დეტალიც, რომ ბოროტს ღირსება არა აქვს. ასე, რომ მართალი ხარ.

ყოჩაღ!
0.5 ქულა შენ.
მეორე მიზეზიც დაასახელე და კიდევ 0.5 ქულა დაგემატება ამ კითხვაში.

ციტატა(kesaria777 @ Dec 19 2009, 08:25 PM) *

3.ალბათ ამის დაშვებით უფალს სურდა ღადარინელთა გონს მოყვანა. ისინი ხომ არად აგდებდნენ მოსეს კანონის აკრძალვას და ღორებს აშენებდნენ.


მართალია. თუ თვითონ ღადარინელები არ ჭამდნენ ღორის ხორცს, ე.ი. ყიდიდნენ. აბა ტყუილად ხომ არ გააშენებდნენ.
მათი მხრიდან ეს იგივე იყო რაც დღევანდელ დღეს ნარკოტიკის გაყიდვა. თვითონ არ გაიკეთო, მაგრამ სხვას მიყიდო.

ყოჩაღ!
0.4 ქულა შენ.

ციტატა(kesaria777 @ Dec 19 2009, 08:25 PM) *

უი 3 მიზეზი უნდა ვთქვათ? fiqri.gif პირველი ალბათ ის იყო, რომ უბრალოდ იქვე დაინახა ღორების კოლტი, მეორე ალბათ იქვე მყოფ ხალხს დაანახა თუ რა საშინელი იყო ეს ეშმაკი და მას რომ შეეძლო მათი შერისხვა rolleyes.gif


ეს ორი მიზეზი არასწორია.
თუ მოიფიქრებ პასუხებს, თითოში 0.3 ქულას მიიღებ.

მინიშნება: უფალმა ასეთი საქციელით არჩევანის წინაშე დააყენა ღადარინელები ან უნდა აერჩიათ სიყვარული და ან "დარჩენილიყვნენ მიწაზე"

P.S. ამ შეკითხვებზე თუ სხვა ვერავინ უპასუხებს დღის ბოლოს მე დავწერ პასუხებს და შემდეგ შეკითხვას დასვამს kesaria777.
P.S 2. რადგანაც შეკითხვა ეხება წმიდა წერილის განმარტებას, ამიტომ ჩემს პასუხებს წყაროსაც მივუთითებ. ჯერ იმ დონემდე არ მიმიღწევია, რომ წმიდა წერილი თვითონ განვმარტო biggrin.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 19 2009, 11:47 PM

ვწერ იმას, რაც კესარიას მიერ გაცემულ პასუხებს აკლდა.

1. რამდენი ეშმაკი იყო შესული ღადარინელ ჭაბუკში? დაასახელეთ კონკრეტული რიცხვი.

-რამაული სამხედრო ტერმინოლოგიით ლეგეონი ნიშნავდა 6 000-ს.


--------

2. რატომ შეევედრნენ ეშმაკები იესუს ღორების კოლტში შესვლის ნება დაერთო? დაასახელეთ მინიმუმ 2 მიზეზი.

-პირველი მიზეზი დაიწერა: მათ უნდოდათ ცოტა ხანი კიდე ეცლია უფალს მათთვის და არ ებრძანებინა მათთვის "უფსკრულთა შთასლვაჲ".

მეორე მიზეზი კი იყო ეშმაკების მზაკვრული განზრახვა მიეყენებინათ ღადარინელთათვის მატერიალური დანაკლიზი, ზარალი, რათა ამგვარი საქციელით მიწიერ ცხოვრებას მიჯაჭვული ღადარინელები დაებრკოლებინათ სულიერებაში.


----------

3. რატომ უსრულებს თხოვნას იესუ ეშმაკებს? დაასახელეთ მინიმუმ 3 მიზეზი.

-პირველ რიგში უფალს არ სურდა მათი "უფსკრულთა შთასლვაჲ". უფლის სურვილი რომ ყოფილიყო ეს, ამას უწინ ბევრად ადრე გააკეთებდა და დაცემულ ქერუბიმს არ მისცემდა საშუალებას ადამი და ევა ეცდუნებინა. მაგრამ ღვთის განგებულება სხვაგვარია. (როგორც მე ვიცი ადამისა და ევას ცოდვა ეშმაკის ბრალი არ იყო, არამედ თავიანთი ბრალი იყო. ასე რომ ბოროტების წყარო ეშმაკი არ არის. საერთოდ ბოროტებას წყარო არ გააჩნია. არ არსებობს მიზეზი, საბაბი, განმაპირობებელი, წარმომშობი ბოროტებისა. ბოროტეებას რომ მიზეზი გააჩნდეს ის ბოროტება აღარ იქნებოდაოოოო... ასე ვიცი მე.)

მეორე მიზეზი დაიწერა: მოსეს რჯულით არ შეიძლება ყოლოდათ ღორები მოშენებული.

მესამე მიზეზი არის ის, რომ დაეყენებინა არჩევანის წინაშე ღადარინელები - აერჩიათ ან მიწიერი სიმდიდრე ან სულიერი სიმდიდრე, მაგრამ მათ მიწიერი აირჩიეს. მათ საერთოდაც არ გახარებით თავიანთი ძმის განკურნება, არამედ ღორების დაღუპვას ჩიოდნენ.

P.S. რადგანაც სახარების განმარტება საფრთხილო თემაა, ამიტომ დავწერ ეს ყველაფერი საიდან ვიცი. მოკლეთ http://www.adrive.com/public/f684dfe93ff63d872b304e35f9bce161ab9adc3713fcac816919988b036310a5.html და მოისმინეთ ვისაც არ მოგისმენიათ მამა თეოდორეს ეს ქადაგება, ძალიან საინტერესოა. ქადაგებისას სახარების განმარტებით რა თქმა უნდა არ შემოიფარგლება და დღევანდელ ჩვენს ცხოვრებას უკავშირებს.


შემდეგ შეკითხვას სვამს კესარია.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 20 2009, 12:26 AM

kesaria777

გელოდებით

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Dec 20 2009, 03:46 AM

ძალიან კარგი რამეა ! ასე უფრო ამახსოვრდება ადამიანს წვალობით smile.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 20 2009, 02:54 PM

ohmy.gif უი მე მელოდებოდით? biggrin.gif
საქმე იმაში გახლავთ, რომ კითხვას კი დავსვამ, მარა პასუხს ვერ ვნახავ ოთხშაბათამდე და როგორ მოვიქცეეთ? თუ გინდათ გადაიბარეთ ვინმემ ჩემი კითხვები a075.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 20 2009, 03:10 PM

ციტატა(kesaria777 @ Dec 20 2009, 02:54 PM) *

ohmy.gif უი მე მელოდებოდით? biggrin.gif
საქმე იმაში გახლავთ, რომ კითხვას კი დავსვამ, მარა პასუხს ვერ ვნახავ ოთხშაბათამდე და როგორ მოვიქცეეთ? თუ გინდათ გადაიბარეთ ვინმემ ჩემი კითხვები a075.gif


მე რომ დავსვა?
და შემდეგ როცა შეგეძლება შეკითხვის დასმა, ჩემს რიგს დაგითმობ.

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 20 2009, 03:17 PM

აბე
კაი, როგორც გინდა a075.gif


თუ გინდა დავსვამ კითხვებს, პასუხებს მოგწერ და სხვამ გასცეს smile.gif ოღონდ ამაზე სწარფად უნდა მიპასუხო გავდივარ უკვე (blush)

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 20 2009, 03:45 PM

რახან არაფერია აქამდე, კაი აბე, დაწერე შენ და მე როცა დავბრუნდები მერე დავწერ, თუ მომიწევს რიგი smile.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 20 2009, 04:01 PM

შეკითხვის ტიპი: "სახარების განმარტება". ამჯერად შევეხოთ იოანე ღვთისმეტყველის სახარებას.


ციტატა

ინ. 8, 12-20

12. მერმეცა ეტყოდავე იესუ და ჰრქუა მათ: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ. 13. ჰრქუეს მას ფარისეველთა: შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ. 14. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: დაღაცათუ მე ვწამო თავისა ჩემისათჳს, ჭეშმარიტ არს წამებაჲ ჩემი, რამეთუ ვიცი, ვინაჲ მოსრულ ვარ და ვიდრე მივალ; ხოლო თქუენ არა იცით, ვინაჲ მოვედ და ვიდრე ვალ. 15. თქუენ ჴორცთაებრ სჯით, ხოლო მე არავის ვსჯი. 16. უკუეთუ ვსჯიდე მე, სასჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ არა ვარ მარტოჲ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ. 17. რამეთუ სჯულსაცა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს. 18. მე ვარ, რომელი ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ. 19. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: სადა არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. 20. ამას სიტყუასა ეტყოდა ფასის საცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა შინა. და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოსრულ იყო ჟამი მისი.


შეკითხვა:
იოანეს სახარების ამ მონაკვეთში უფალი ფარისევლებს ეუბნება "თქუენ ჴორცთაებრ სჯით, ხოლო მე არავის ვსჯი".
რატომ პასუხობს მაცხოვარი ამგვარად ფარისევლებს?

მინიშნება: 12-ე მუხლში მაცხოვარი ბრძანებს, რომ იგი ჭეშმარიტად არის "ნათელი სოფლისაჲ", რის გამოც მისი მტრები ამტყუნებდნენ მას (13-ე მუხლი). მაცხოვარი კი პასუხობს: "მე, როცა ჩემს თავზე ვმოწმობ, ამბობს იესო, მე მყავს ამის თაობაზე სამი მოწმე: ჩემი მამა, ჩემი საქმეები და წმინდა წერილი... ... როგორ შეიძლება ჩემი მოწმობა ცრუ იყოს, როცა მე ღმერთი ვარ და ვიმსახურებ რწმენას ადამიანთაგან? და ამასთან ერთად უნდა ვთქვა ისიც, რომ მე წავალ ჭეშმარიტ ღმერთთან, ე.ი. ჩემს მამასთან. როგორღა ვიტყვი სიცრუეს, თუკი მე ჭეშმარიტ ღმერთთან ვაპირებ წასვლას?" (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, იოანეს სახარების განმარტება, 2008 წ., ნაწილი პირველი, გვ. 181.). ხოლო ამის შემდეგ ეუბნება იგი იმ სიტყვებს, რომლის შესახებაც დავსვი შეკითხვა (15-ე მუხლი). ხოლო ამის შემდეგ მაცხოვარი ბრძანებს (16-ე მუხლი), რომ იგი არ არის მარტო, არამედ მისი მამაც მასთან ერთად არის. იგი ბრძანებს: "მე მარტო კი არ გასამართლებთ, არამედ ჩემთან ერთად - მამაჩემიც. მე სხვანაირად კი არ განვსჯი, არამედ ისევე, როგორც მამაჩემი, ჩვენი მსჯავრი ერთნაირია" (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, იოანეს სახარების განმარტება, 2008 წ., ნაწილი პირველი, გვ. 182.).

ეს მინიშნება დაგეხმარებათ გაიაზროთ წინა და შემდგომი მუხლები, თქვენ კი თქვენი ლოგიკით უნდა მიხვდეთ მათ შუა მოქცეული 15-ე მუხლის განმარტებას - რატომ დასჭირდა მაცხოვარს ამ წინადადების თქმა, რომლის სახარებაში ჩაწერაც ასე მნიშვნელოვნად მიიჩნია წმიდა ღვთისმეტყველმა და მახარებელმა იოანემ.

აბა თქვენ იცით. ნუ შეხედავთ რთულად, ადვილია. smile.gif


-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
kesaria777

შეკითხვას ვწერდი და იმიტომ ვერ გიპასუხე ჩქარა.
შენ ახლა უნდა დაელოდო არა მხოლოდ შენს რიგს, არამედ ჩემს რიგსაც და თუ შენს რიგამდე ჩემი რიგი მოვიდა, მას გამოიყენებ შენ.

ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს. smile.gif

პოსტის ავტორი: dato1992 თარიღი: Dec 20 2009, 09:37 PM

პატარა ინფორმაციას მოგაწვდით smile.gif

1)ბავშვთა თამაშზე კითხვები ამოღებული იქნება საპატრიარქოს ბიბლიდან
2) ციტატა მოცემული არა, პირდაპირ კითხვებია

7 ძველი აღთქმა 7 ახალი

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 20 2009, 10:47 PM

აბე
მღვდელმთავრების მსჯავრი კაცობრივია, მაცხოვრის კი ღვთიური, (ისინი ვერ ხედავდნენ მაცხოვარში ღმერთკაცს) მაგრამ უფლის სამსჯავროს ჟამი ჯერ არ დამდგარა.

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 21 2009, 01:13 PM

ციტატა(lingvo @ Dec 20 2009, 10:47 PM) *

აბე
მღვდელმთავრების მსჯავრი კაცობრივია, მაცხოვრის კი ღვთიური, (ისინი ვერ ხედავდნენ მაცხოვარში ღმერთკაცს) მაგრამ უფლის სამსჯავროს ჟამი ჯერ არ დამდგარა.


ეგ მართალია, მაგრამ რატომ ეუბნება მაგას?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 21 2009, 01:21 PM

ციტატა(აბე @ Dec 21 2009, 01:13 PM) *

ეგ მართალია, მაგრამ რატომ ეუბნება მაგას?

არ ვიცი. აჯობებს სხვამ უპასუხოს. თუ არა და პასუხი დაგვიწერე აბე smile.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 21 2009, 01:59 PM

ციტატა(lingvo @ Dec 21 2009, 01:21 PM) *

არ ვიცი. აჯობებს სხვამ უპასუხოს. თუ არა და პასუხი დაგვიწერე აბე smile.gif


მაცხოვარი ეუბნება, რომ მათი მსჯავრი არის უსამართლო (თქუენ ჴორცთაებრ სჯით), მაგრამ ამისათვის იგი არ დასჯის მათ ახლა, რადგანაც ამისათვის მას აქვს გამოყოფილი განსაკუთრებული დრო - მეორედ მოსვლის დრო.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ამ ადგილს ასე განმარტავს "ამაზე, თითქოს ვიღაცამ თქვა: თუ ჩვენ, იუდეველები, უსამართლოდ გასამართლებთ, მაშინ შენ რატომ არ დაგვსჯი, რატომ არ გაგვასამართლებ?" (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, იოანეს სახარების განმარტება, 2008 წ., ნაწილი პირველი, გვ. 182.)

ბუნებრივია, იუდეველებს არ ჰყავდათ იესო შეცნობილი, როგორც ღმერთი და იმიტომ არ ჰკითხეს მას, რატომ არ გვასამართლებ, თუ უსამართლოდ გსჯითო? მაგრამ მიუხედავად ამისა, მაცხოვარი მაცხოვარი მაინც არ ტოვებს უპასუხოდ ამ შეკითხვას, რომელიც ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო არ დაუსვეს ფარისევლებმა.


მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ პასუხი ასე იქნება: მაცხოვარი იმიტომ ეუბნება ფარისევლებს ამ სიტყვებს, რომ დაანახოს, რომ ისინი უსამრთლოდ ასამართლებენ მას (მაგრამ ამისათვის იგი ახლა არ დასჯიდა მათ).

რადგანაც lingvo ძალიან ახლოს იყო პასუხთან, ამიტომ მისი რიგი იყოს.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 21 2009, 02:14 PM

ციტატა(აბე @ Dec 21 2009, 01:59 PM) *

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ამ ადგილს ასე განმარტავს "ამაზე, თითქოს ვიღაცამ თქვა: თუ ჩვენ, იუდეველები, უსამართლოდ გასამართლებთ, მაშინ შენ რატომ არ დაგვსჯი, რატომ არ გაგვასამართლებ?" (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, იოანეს სახარების განმარტება, 2008 წ., ნაწილი პირველი, გვ. 182.)

საინტერესოა, არ მქონდა წაკითხული. მადლობა აბე.

28. მიექცა მათ იესუ და ეტყოდა: ასულნო იერუსალჱმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა.
29. რამეთუ აჰა ესერა მოვლენან დღენი, რომელთა შინა თქუან: ნეტარ არიან ბერწნი და მუცელნი, რომელთა არა შვნეს, და ძუძუნი, რომელთა არა განზარდნეს
30. მაშინ იწყონ სიტყუად მთათა: დამეცენით ჩუენ ზედა! და ბორცუთა: დამფარენით ჩუენ!
31. რამეთუ უკუეთუ ნედლსა ხესა ესრეთ უყოფენ, ჴმელსა მას რაჲ-მე ეყოს?

(ლუკა 23, 28-31.)


კითხვა: რას გულისხმობს მაცხოვარი 31-ე მუხლში ნედლსა და ხმელი ხეების სახით?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 21 2009, 08:43 PM

საკმაოდ კარგი საკითხავია განმატებები , მაგრამ მგონი თემას აცდით smile.gif
აქ იყო საუბარი ბიბლიიდან კითხვებზე და არა განმარტებებზე, ბიბლიიდან დასმულ კითხვებს უფრო აიტაცებს ხალხი, ამათზე გაჩერდებიან, არ იციან და უბრალოდ იმიტომ, ამიტომ იყოს თუნდაც ესენიც, მაგრამ მთავარი ბიბლიიდან დასმული კითხვები უნდა იყოს, თან მიუთითეთ რომ პირველ ეტაპზე ბიბლიაში ჩაჭყეტვის გარეშე სცადონ პასუხის გაცემა.
კარგი წამოწყებაა ეს თემა და უფრო სახალხოდ ვაქციოთ smile.gif
კაიროსი!

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 21 2009, 11:10 PM

KAIROS


მართალს ამბობ , განმარტება რთულია, მაგრამ ხანდახან თუ იქნება კარგია.

lingvo

იერუსალიმის დაცემაზეა ხომ არაა მინიშნება?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 21 2009, 11:46 PM

ციტატა(ბადრი @ Dec 21 2009, 11:10 PM) *

lingvo
იერუსალიმის დაცემაზეა ხომ არაა მინიშნება?

სწორია, ნედლ ხეში მაცხოვარმა საკუთარი თავი იგულისხმა, ხოლო ხმელში იერუსალიმის მკვიდრნი.

დასვი კითხვა კაიროსის შენიშვნის გატვალისწინებით smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 21 2009, 11:53 PM

რომელმა ებრაელმა მეფემ ააშენა ტაძარი ? მესამე მეფეთა 5.11

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 22 2009, 12:00 AM

ციტატა(ბადრი @ Dec 21 2009, 11:53 PM) *

რომელმა ებრაელმა მეფემ ააშენა ტაძარი ? მესამე მეფეთა 5.11

სოლომონმა, დავით მეფსალმუნის შვილმა და მემკვიდრემ ki.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 22 2009, 12:01 AM

lingvo

ძნელი იყო ხო? smile.gif

დასვი

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 22 2009, 12:07 AM

ციტატა(ბადრი @ Dec 22 2009, 12:01 AM) *

lingvo
ძნელი იყო ხო? smile.gif

არა a075.gif

ცხრა ნეტარებიდან ერთ-ერთში, ვის (როგორი გულის მქონე ადამიანს) აღუთქვამს მაცხოვარი ღმერთის ხილვას? smile.gif


პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 22 2009, 12:09 AM

ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 22 2009, 12:11 AM

ციტატა(ბადრი @ Dec 22 2009, 12:09 AM) *

ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა

გაგიჭირდებოდა smile.gif

დასვი და ვაცალოთ სხვებსაც აქტიურობა...

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 22 2009, 12:14 AM

lingvo
smile.gif

რას ნიშნავს ისაკი? ( არ ვუტითებ ადგილს რომ არ ჩაიჭყიტონ smile.gif )

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 22 2009, 05:10 AM

მოდი ცოტა კითხვებს მეც დაგაყრით სანამ წავალ biggrin.gif

1. ვინ იყო დავით მეფის ძმისშვილი და რაში დაემგვანა იგი მის ბიძას?

2. რა მიიყვანა იესეს სახლთან სამოელმა, როცა დაუძახა ზეთის საცხებად მის ძეს?

3. ერთერთ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებაში არის ოთხი ცხენი ორ მთას შორის, გაიხსენეთ რა ფერებისაა ის ცხენები?

მერე გავაგრძელებ.

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 22 2009, 05:21 PM

მეც ვფიქრობ რომ კითხვები უნდა იყოს ბიბლიიდან და არა მისი განმარტებიდან a075.gif თუმც ეს უკანასკნელიც ძალიან საინტერესოა.

ისაკი სიცილს ნიშნავს თუ სწორად მახსოვს (სარას ჩაცინების გამო უწოდეს)

დავითის ძმისშვილი? fiqri.gif იესეს ჰყავდა 8 ვაჟი, აქედან 3 საულის ლაშქარში იყო... აი შვილი ვერ გავიხსენე dntknw.gif სირცხვილი და თავის მოჭრა user.gif

სამუელმა ხბო მიიყვანა შესაწირად...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 22 2009, 08:20 PM

ციტატა
სამუელმა ხბო მიიყვანა შესაწირად...

+
სხვანი სად არიან? smile.gif
კითხვები ნამდვილად ბიბლიიდან სჯობს, უბრალოდ მერე თუ მიაყოლებენ განმარტებას მთლად კარგი იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 22 2009, 08:24 PM

KAIROS
დავითის ძმისშვილზე მინიშნება არ მოსულაა? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 22 2009, 08:58 PM

kesaria777

ისაკი სიცილს ნიშნავს ნამდვილად.

KAIROS

ალბად კესარიას აქვს უფლება კითხვის დასმის იმიტომ, რომ შენ არაკანონიერად ( smile.gif ) დასვი შეკითხვები

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 22 2009, 09:22 PM

ბადრი
არა, კაიროსის კითხვებსაც გაეცეს პასუხი რაა, მაინტერესებს a075.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 22 2009, 09:28 PM

kesaria777

რახან შენ იძლევი უფლებას კაიროსის კითხვები კანონიერი გახდა smile.gif


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 22 2009, 10:14 PM

გადავრჩი biggrin.gif
მე ხალხო, მაპატიეთ და ვიცი აქ დასმული კითხვების დიდი ნაწილის პასუხი, ცოტა უფრო მეტი მესმის მაგ საკითხში და შემოგაშველებთ კითხვებს, თქვენ გააგრძელეთ თქვენი შეჯიბრი თქვენივე წესებით, უბრალოდ მე საფიქრს შეგმატებთ ხოლმე და ესაა სულ , იმედია მიიღებთ კითხვებს, უფრო საინტერესოს გახდის ამ კარგ თემას.
ახლა ცოტა ძველი აღთქმის რჯულში გავივარჯიშოთ:
ძველი აღთქმის რჯულით:
1. როგორი ხერხით მოხნა იკრძალებოდა ?
და
2. როგორი თესვა (ასე წერია) იკრძალებოდა ვენახში?

ციტატა
1. ვინ იყო დავით მეფის ძმისშვილი და რაში დაემგვანა იგი მის ბიძას?

ესეც რჩება, ცხენები ძნელი იყო...
მაშ ასე თქვენ გააგრძელეთ შეჯიბრი, და ამათზეც იფიქრეთ smile.gif

კესარიას შეუძლია დასვას კითხვა smile.gif
მინიშნება კი ის იქნება, რომ მეომარი იყო ესეც

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 22 2009, 10:23 PM

ციტატა
მეომარი იყო ესეც

ეს მივხვდი, ან ვიფიქრე დავითივით ხომ არ წაართვა ვინმეს ცოლი მეთქი smile.gif მარა მაინც არ მახსოვს ვინ იყო user.gif

კაი, რადგან ძვ. აღთქმიდანაა, მსაჯულებსაც შევეხოთ smile.gif

ვინ არის ის?
1. იგი ისრაელის ბოლო მსაჯული იყო. მან ორ უდიდეს ადამიანს სცხო მეფედ. სიკვდილის შემდეგ იგი მისნის საშუალებით კვლავ ეცხადება ერთ-ერთს...
2. ამ მსაჯულის ძალა მისსავე თმებში იყო. იგი ერთ-ერთი ძლიერი მსაჯული გახლდათ, თუმცა მისმა ქალებისადმი ლტოლვამ დაღუპა, მაგრამ სიცოცხლის ბოლოს მაინც ჩადის ერთ საგმირო საქმეს (ძვ. აღთქმისთვის tongue.gif)
3. ის ერთადაერთი ქალი გახლდათ მსაჯულებს შორის. ქალი, რომელთანაც "მიდიოდნენ ისრაელიანები რჯულის საქმეზე", რომელმაც გაამარჯვებინა ისრაელიანებს ქანაანზე და გალობაც კი მიუძღვნა უფალს.


ცხენებზე ვერაფერს ვიტყვი :s და ხვნა-თესვაზე ვიფიქრებ smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 22 2009, 10:31 PM

kesaria777
1- სამუელი
2- სამსონი

მესამე არ მახსენდება

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 22 2009, 10:41 PM

ბადრი
opaa.gif

ციტატა
მესამე არ მახსენდება

გაიხსენე smile.gif

დავითის ძმისწული და ხვნა-თესვაც არ დაგავიწყდეს a075.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 22 2009, 10:41 PM

ციტატა
3. ის ერთადაერთი ქალი გახლდათ მსაჯულებს შორის. ქალი, რომელთანაც "მიდიოდნენ ისრაელიანები რჯულის საქმეზე", რომელმაც გაამარჯვებინა ისრაელიანებს ქანაანზე და გალობაც კი მიუძღვნა უფალს.

დებორა?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 22 2009, 10:41 PM

ციტატა
მესამე არ მახსენდება

იკითხე ხოლმე "ქალები წმ. წერილში" წმ. წერილის განყოფილებაში a075.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 22 2009, 10:43 PM

KAIROS

ციტატა
იკითხე ხოლმე "ქალები წმ. წერილში" წმ. წერილის განყოფილებაში

ვკითხულობ smile.gif

მარიამი
დიახ დებორაა smile.gif))

თქვენ თითონ განსაზღვრეთ ახლა შემდეგი კითხვის ავტორი a075.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 22 2009, 10:44 PM

ციტატა
ვკითხულობ

შენ კი არა biggrin.gif ბადრის დავუწერე,როცა ვერ გაიხსენა, იმიტომ რომ დებორაზე ბევრი ვწერე

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 22 2009, 10:47 PM

ციტატა
დებორაზე ბევრი ვწერე

თან ძAლიან საინტერესოდ smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 22 2009, 11:03 PM

ციტატა(kesaria777 @ Dec 22 2009, 10:43 PM) *



მარიამი
დიახ დებორაა smile.gif))


ვაღიარებ, რომ ბიბლიაში ჩავიჭყიტე სულ რაღაც 1 წუთით rolleyes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 23 2009, 04:51 AM

მოკლედ biggrin.gif
სანამ წავალ ცოტა დაგიგროვებთ კითხვებს და აბა თქვენ იცით smile.gif
პირველი სამი კითხვა :
1. ვინ იყო დავით მეფის ძმისშვილი და რაში დაემგვანა იგი მის ბიძას?
2. როგორი ხერხით მოხნა იკრძალებოდა ?

3. როგორი თესვა (ასე წერია) იკრძალებოდა ვენახში?
---4. ბიბლიის მიხედვით რომელ ქალაქს ერქვა ადრე ლუზი და რატომ შეიცვალა სახელი?
5. როგორი სამოსელი ეცვა თამარს, რომელიც მისმა ნახევარძმამ ამნონმა შეაცდინა?

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 23 2009, 10:01 AM

მარიამი

დასვი

KAIROS

გამახსენდა smile.gif მაგრამ მარიამმა დამასწრო. ისტორიკოსები იძახიან დებორს სიმღერა უძველესი ტექსტიაო ბიბლიაში.

ლუზი მგონი ბეთლემს ერქვა. ებრაელთა მიერ აღთქმული მიწის დაპყრობის მერე გადაარქვეს მგონი სახელი.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 23 2009, 10:19 AM

ციტატა
ლუზი მგონი ბეთლემს ერქვა. ებრაელთა მიერ აღთქმული მიწის დაპყრობის მერე გადაარქვეს მგონი სახელი.

+/- biggrin.gif
პასუხი სწორია, ახსნა არასწორი smile.gif
აბა ვინ შეუსწორებს?
თან მარიამს დაუცადოთ, მისი რიგია დასვას კითხვა, თან იმ ჩემს კითხვებზეც იფიქრეთ smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 23 2009, 06:55 PM

KAIROS

ციტატა
+/-
პასუხი სწორია, ახსნა არასწორი
აბა ვინ შეუსწორებს?
თან მარიამს დაუცადოთ, მისი რიგია დასვას კითხვა, თან იმ ჩემს კითხვებზეც იფიქრეთ


ბეთლემი ნიშნავს, პურის შესაკრებელს, ბეღელს მგონი

პოსტის ავტორი: dato1992 თარიღი: Dec 23 2009, 07:04 PM

არა

ღვთის სახლს ნიშნავს

იაკობი როდესაც მიდის ბიძამისთან ამ ადგილას იგი იხილავს სიზმარს


კიბეს რომელზეც ანგელოზები მოძრაობენ...


პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 23 2009, 11:34 PM

მარიამ ალო smile.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 24 2009, 06:05 PM

თუ ურიგოდ ვსვავ კითხვას მაპატიეთ,
1) დამისახელეთ იმ ქალის სახელი, რომელიც დედამთილის ერთგული დარჩა და დავით მეფის დიდი ბებია იყო?
2)რას ნიშნავდა ნოეს სიმთვრალე?
3)რატომ დაალაგებინა ისუ ნავეს ძემ მდინარე იორდანეში 12 ქვა?
თქვენ პასუხებს ველოდები

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 24 2009, 09:26 PM

1) რუთი
2) -
3) კითხვა კარგად ვერ გავიგე, მაგრამ შინაარსს ვიტყვი: ისრაელის 12 შტოდან თითო-თითო ქვა იყო. იორდანეში კი იმ ადგილას დაადგმევინა ქვები სადაც აღთმის კიდობნის მღვდლებს ფეხი ედგათ (ამ დროს იორდანეს წყალი გაპობილი იყო და ერი მშრალზე გადადიოდა)

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Dec 24 2009, 10:39 PM

ციტატა
2)რას ნიშნავდა ნოეს სიმთვრალე?

მადლის უხვად მიღება?

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 25 2009, 03:04 PM


ციტატა
მადლის უხვად მიღება?

პასუხი არასწორია


ციტატა
1) რუთი
2) -
3) კითხვა კარგად ვერ გავიგე, მაგრამ შინაარსს ვიტყვი: ისრაელის 12 შტოდან თითო-თითო ქვა იყო. იორდანეში კი იმ ადგილას დაადგმევინა ქვები სადაც აღთმის კიდობნის მღვდლებს ფეხი ედგათ (ამ დროს იორდანეს წყალი გაპობილი იყო და ერი მშრალზე გადადიოდ

ნაწილობრივ სწორი პასუხია, მაგრამ, რატომ დაადგმევინა 12 ქვა იმას უნდა გასცეთ პასუხი

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 25 2009, 04:11 PM

ციტატა
3)რატომ დაალაგებინა ისუ ნავეს ძემ მდინარე იორდანეში 12 ქვა?

უფალმა უბრძანა. მანამდე იორდანედან 12 ქვა ამოაღებინა (რაც გილგალში დაასვენეს მერე), იმის სამახსოვროდ რომ მშრალად გადმოლახეს იორდანე. რომ გადაეცათ ეს მომავალი თაობისათვის
და 12 ისრაელის 12 ტომის სიმბოლოდ

ნოეს სიმთვრალეზე მაინტერესებს სწორი პასუხი rolleyes.gif

და კაიროსის კითხვებს გაეცით რაა a075.gif

ციტატა
1. ვინ იყო დავით მეფის ძმისშვილი და რაში დაემგვანა იგი მის ბიძას?
2. როგორი ხერხით მოხნა იკრძალებოდა ?

3. როგორი თესვა (ასე წერია) იკრძალებოდა ვენახში?



ციტატა
5. როგორი სამოსელი ეცვა თამარს, რომელიც მისმა ნახევარძმამ ამნონმა შეაცდინა?

რაც შეეხება ამ კითხვას, მეფის ასული იყო თამარი და ისე იყო შემოსილი, როგორც ქალწული მეფის ასულები იმოსებოდნენ (ჭრელი რაღაც ეცვა მგონი),მაგრამ მას შემდეგ რაც გააგდო იგი ამნონმა, შემოიხია ტანსაცმელი და ნაცარი დაიყარა თავზე

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 25 2009, 04:20 PM

ციტატა
უფალმა უბრძანა. მანამდე იორდანედან 12 ქვა ამოაღებინა (რაც გილგალში დაასვენეს მერე), იმის სამახსოვროდ რომ მშრალად გადმოლახეს იორდანე. რომ გადაეცათ ეს მომავალი თაობისათვის
და 12 ისრაელის 12 ტომის სიმბოლოდ

გაიხარე სწორი პასუხია, და ნოეს სიმთვრალეზე მე გიპასუხოთ? თუ სხას ვაცადოთ?

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 25 2009, 04:55 PM

რავი ვნახოთ თU სხვა ვერ უპასუხებს საღამომდე შენ თქვი a075.gif

კაიროსის კითხვებზე პასუხი არა გაქ?

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 25 2009, 08:13 PM

ციტატა
კაიროსის კითხვებზე პასუხი არა გაქ?

სამწუხაროდ კაიროსის კითხვებზე პასუხი არ ვიცი,

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 25 2009, 09:29 PM

kesaria777

KAIROS

ხო გადამაკიტხიე ნეხევარი ძველი აღთქმა smile.gif

2. იკრძალებოდა ხარით და სახედრით ერთად მოხნა
3. იკრძალებოდა ვენახში ორნაირი თესლის დათესვა, რომ არ გაუწმიდურებულიყო ნაყოფი თესლისა და ვენახის მოსავალი.

აი დავითის ძმისშვილი კი მემალება smile.gif ვერ მოვკარი თვალი

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Dec 25 2009, 10:21 PM

ციტატა
აი დავითის ძმისშვილი კი მემალება ვერ მოვკარი თვალი

მე ცუდად მახსოვს ძმა იყო თუ ძმიშვილი დავითის მხედარმთავარი იოაბი მისი ძე აბესალომი რომ მოაკვლევინა.

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 25 2009, 10:41 PM

ციტატა(G_I_O_R_G_I_ @ Dec 25 2009, 10:21 PM) *

მე ცუდად მახსოვს ძმა იყო თუ ძმიშვილი დავითის მხედარმთავარი იოაბი მისი ძე აბესალომი რომ მოაკვლევინა.


მემგონი თვითონ დავითს არ უნდოდა აბესალომის მოკვლა...

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 25 2009, 10:55 PM

აბე

ციტატა
მემგონი თვითონ დავითს არ უნდოდა აბესალომის მოკვლა...


არ უნდოდა. როცა ამბავი მოუტანეს აბესალომის მოკვვლისა ატირდა.

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Dec 25 2009, 11:08 PM

ციტატა
მემგონი თვითონ დავითს არ უნდოდა აბესალომის მოკვლა...

დავით მეფემ უთხრა ცოცხლად მომიყვანე ჩემი შვილი არაფერი ავნოთო ხოლო იოაბმა საიდუმლოთ უბრძანა მსახურებს მოეკლათ აბესალომი.
(თქვენ ალბათ გეგონათ დავწერე დავით მეფემ უბრძანა თავის შვილის მოკვლაო)

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 26 2009, 11:36 AM

და იოაბი ძმისშვილი იყო? huh.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 26 2009, 01:27 PM

მე მელოდებით? უი...

მე ცოტა ნაწყვეტ-ნაწყვეტი კავშირი მაქვს ინტერნეტთან მოუცლელობის გამო და მით უმეტეს, კითხვებს მოფიქრების დრო ხომ საერთოდ არ მაქვს. ხანდახან თუ ვუპასუხებ, ჩემს მაგივრად მერე სხვამ დასვას კითხვა. ვისაც უნდა, დავუთმობ. მაგალითად, კაიროსს smile.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 26 2009, 07:28 PM

აბესალომის სიკვდილის ბრძანება არ გაუციათ ის ვირზე ამხედრებული ტყეში მირბოდა, გრძელი ხუჭუჭა თმები ჰქონდა და ხის ტოტებში გაეხლართა, და მისი სიკვდილს დავითი ძალიან განიცდიდა

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 26 2009, 07:31 PM

mari-mari15

ნოეს სიმტვრალეზე გვიპასუხე რა smile.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 26 2009, 07:31 PM

ციტატა
2)რას ნიშნავდა ნოეს სიმთვრალე?

ნოეს სიმთვრალე , წმინდა მამათა განმარტებით ნიშნავდა სასოებით, დიდხანს, ლოცვას.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 26 2009, 07:45 PM

mari-mari15

ციტატა
ნოეს სიმთვრალე , წმინდა მამათა განმარტებით ნიშნავდა სასოებით, დიდხანს, ლოცვას.


ნუ გადამრიე ახლაsmile.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 26 2009, 07:53 PM

ციტატა
ნუ გადამრიე ახლა

რატო? სწორი პასუხია ეს

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 26 2009, 08:05 PM

mari-mari15
იოაბმა მოკლა. ტოტს კი წამოედო, მარა ცოცხალი იყო და იოაბმა ჩასცა მახვილი (თუ რაღაც)

ციტატა
ნოეს სიმთვრალე , წმინდა მამათა განმარტებით ნიშნავდა სასოებით, დიდხანს, ლოცვას.

ohmy.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 26 2009, 08:08 PM

კი ნოეს სიმთვრალე მაგას ნიშნავდა, მასე ვისწავლე და არ მეშლება და მგონი არც ჩემი ლექტორი ცდება

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 26 2009, 08:09 PM

mari-mari15

ციტატა
რატო? სწორი პასუხია ეს


ვინ განმარტავს, ძალიან დამაინტერესა smile.gif


პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 26 2009, 08:22 PM

ციტატა(mari-mari15 @ Dec 26 2009, 09:08 PM) *

კი ნოეს სიმთვრალე მაგას ნიშნავდა, მასე ვისწავლე და არ მეშლება და მგონი არც ჩემი ლექტორი ცდება


საინტერესოა unsure.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 26 2009, 08:29 PM

mari-mari15

დასვი რა შეკითხვა

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 26 2009, 08:32 PM

კაი სიმთვრალის შესახებ დაგიწერთ სიტყვა სიტყვით; რას ნიშნავს ნოეს დათრობა? ღვინის სმა ეს არის სიმბოლო ლოცვისა, ძალიან დიდი დოზით მიღება ღვინისა ნიშნავს, რომ ნოე ძალიან ლოცულობდა კარავში, კარავი ეს არის ტაძრის სიმბოლო, მისი სიშიშვლე კი არის სიმბოლო სისუსტისა, ე.ი. ნოე ძლიერ ლოცულობს თავის სამყოფელში, იმდენად ძლიერ რომ ვერაფერს ამჩნევს.

ციტატა
დასვი რა შეკითხვ

ახალი კითხვები დავსვა?

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 26 2009, 08:44 PM

1)რა ერქვა აბრაამის მესამე ცოოლს?
2)რა ნივთი მოპარა რაქელმა თავის ძმა ლაბანს, როდესაც იაკობთან ერთად იპარებოდა?
რთული არაა მგონი ეს კითხვები, ველოდები თქვენს პასუხებს

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 26 2009, 09:03 PM

1) პირველი თუ აგარია, მაშინ კეტურა
2) ლაბანი რაქელის მამა იყო, კერპები მოჰპარა a075.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Dec 26 2009, 09:41 PM

unsure.gif რომელი სვავთ კითხვას?

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 26 2009, 10:24 PM

მე არ მიყვარს დასმა, ვუთმობ რიგს ვისაც უნდა a075.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 27 2009, 03:35 PM

ციტატა
1) პირველი თუ აგარია, მაშინ კეტურა2) ლაბანი რაქელის მამა იყო, კერპები მოჰპარა

ყოჩაღ კესარია, სწორია პასუხები, ეხლა შენი ჯერია , კითხვებს ველოდებით

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 27 2009, 04:43 PM

ციტატა
ძმა ლაბანს,

უკაცრავად შემეშალა მამა უნდა დამეწერა

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 27 2009, 06:05 PM

kesaria777

ვისარგებლებ თქვენი ჯენტლვუმენობით smile.gif

ადვილი კითხვა: რომელი მამამთავარის ცხოვრების წლები იყო ყველაზე ხანგრძლივი და რამდენი იყო?

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 27 2009, 06:10 PM

მათუშალახის tongue.gif 969 წ. იცოცხლა a075.gif

ჯენლტმეენტ biggrin.gif

ნუუ სხვადასხვა რედაქციით მათუსალა, მათუშალა

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 27 2009, 06:21 PM

kesaria777

ექსელენტ ჯენტლვუმენ smile.gif

დასვი

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 27 2009, 07:33 PM

ციტატა
kesaria777

დასვი კთხვა რა გელიით biggrin.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 27 2009, 08:44 PM

კაი a075.gif

1) რა მიართვა მელქისედეკმა აბრაამს, როცა ის ბრძოლის ველიდან გამარჯვებული ბრუნდებოდა?

2) ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელთაგან მხოლოდ 2 ადამიანი შევიდა აღთქმულ ქვეყანაში. დაასახელეთ ისინი

3) რომელმა წინასწარმეტყველმა ამხილა დავითი ურია ხეთელის გამო?

აბა თქვენ იცით a075.gif ველი თქვენს კითხვებს smile.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 28 2009, 01:12 PM

ციტატა
) ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელთაგან მხოლოდ 2 ადამიანი შევიდა აღთქმულ ქვეყანაში. დაასახელეთ ისინი

ისუ ნავეს ძე და ქალებ იეფუნის ძე

ციტატა
რომელმა წინასწარმეტყველმა ამხილა დავითი ურია ხეთელის გამო?

თუ სწორად მახსოვს, მგონი ნათან წინასწარმეტყველმა ამხილა დავითი

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 28 2009, 01:43 PM

mari-mari15
thumbs.gif opaa.gif

და

ციტატა
1) რა მიართვა მელქისედეკმა აბრაამს, როცა ის ბრძოლის ველიდან გამარჯვებული ბრუნდებოდა?

fiqri.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 28 2009, 02:47 PM

ციტატა
რა მიართვა მელქისედეკმა აბრაამს, როცა ის ბრძოლის ველიდან გამარჯვებული ბრუნდებოდა?

სამწუხაროდ არ მახსოვს ან არ ვიცი ამ კითხვაზე პასუხი, დანარჩენები ხო სწორი პასუხებია?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 28 2009, 02:49 PM

ციტატა
1) რა მიართვა მელქისედეკმა აბრაამს, როცა ის ბრძოლის ველიდან გამარჯვებული ბრუნდებოდა?

პური და ღვინო თუ რაღაც ეგეთი unsure.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 28 2009, 03:27 PM

მარიამი

ციტატა
პური და ღვინო თუ რაღაც ეგეთი


ნამდვილად პური და ღვინო.

kesaria777

ალბათ mari-mari15-მ უნდა დასვას მომდევნო კითხვა.

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 28 2009, 06:02 PM

1) რა ერქვა ქალს, რომელმაც ისუ ნავეს ძის მიერ გაგზავნილი მსტოვრები შ
ეიფარა?
2)რა ნივთებს მისცემს ელიაზარი რებეკას?
3)რა ერქვა კერპს, რომელსაც ფილისტიმელები ეთაყვანებოდნენ და რომლის სახელობის ტაძარიც სამსონმა დაანგრია?
kiss1.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 28 2009, 07:28 PM

1. რახაბი?

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 28 2009, 11:03 PM

ციტატა
. რახაბი?

რაქაბი, კი სწორია, დანარჩენ კითხვებზე პასუხი არ იცი?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 29 2009, 12:40 AM

ციტატა(mari-mari15 @ Dec 28 2009, 11:03 PM) *

რაქაბი, კი სწორია, დანარჩენ კითხვებზე პასუხი არ იცი?
სამწუხაროდ ვერ ვიხსნებ
ციტატა
რა ნივთებს მისცემს ელიაზარი რებეკას?
ელიაზარი ვინ იყო?
თუ აბრაამის მორჩილი იყო - საყურეს და სამაჯურებს
ციტატა
3)რა ერქვა კერპს, რომელსაც ფილისტიმელები ეთაყვანებოდნენ და რომლის სახელობის ტაძარიც სამსონმა დაანგრია?

თვითონაც რომ მოყვა შიგნით?
მოკლედ, მე ძალია ზერელედ მახსოვს (blush)

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 29 2009, 02:59 PM

ციტატა
3)რა ერქვა კერპს, რომელსაც ფილისტიმელები ეთაყვანებოდნენ და რომლის სახელობის ტაძარიც სამსონმა დაანგრია?

დაგონი smile.gif

ყოჩაღ თამო kiss1.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 29 2009, 05:12 PM

ციტატა
თუ აბრაამის მორჩილი იყო - საყურეს და სამაჯურებს

ყოჩაღ თამო სწორი პასუხია kiss1.gif opaa.gif ეხლა შენ დასვი კითხვები

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 29 2009, 09:33 PM

მე ძველი აღთქმა საერთოდ არ წამიკითხავს არასდროს...
ასე რომ შორიდან გიყურებთ ახლა... smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 29 2009, 09:36 PM

ჯობია კითხვები თქვენ დასვათ.

აბე
მეც ზაფხულში დავიწყე კითხვა და ჯერ არ დამისრულებია tongue.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 29 2009, 09:58 PM

ციტატა(tamuna m @ Dec 29 2009, 10:36 PM) *

ჯობია კითხვები თქვენ დასვათ.

აბე
მეც ზაფხულში დავიწყე კითხვა და ჯერ არ დამისრულებია tongue.gif



რაცა გაქვს წაკითხული იქედან დასვი a075.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Dec 30 2009, 12:01 PM

შეეცადეთ ბიბლიის გამოუყენებლად გასცეთ პასუხი tongue.gif

მოსემ ქანაანის დასაზვერად თორმეტი მსტოვარი გაგზავნა. იდეაში ისრაელის თითო ტომიდან თითო მზვერავი გაიგზავნა. ცნობილია რომ ლევის ტომის წარმომადგენლები მილიტარულ ღონისძიებებში არ მონაწილეობდნენ. რა შემთხვევასტან გვაქვს ადგილი თორმეტი მზვერავის წარმომავლობასთან დაკავშირებით?

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 30 2009, 12:51 PM

იოსების 2 შვილის ტომიდან ამოარჩია. მენაშეს ტომიდანაც იყო და ეფრემიდანაც smile.gif

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Dec 30 2009, 01:40 PM

kesaria777
ვამაყობ შენით biggrin.gif
kiss1.gif wub.gif

პს. ძალიან კარგი თემაა smile.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Dec 30 2009, 02:21 PM

ძალიან კარგი იმედია, ბიბლიის ტექსტის მოშველიების გარეშე გაეცით პასუხი.

შემდეგ კითხვას დავსვამ:
რისთვის დასცინა დავით მეფეს, შენობის სარკმლიდან მომზირალმა მეუღლემ, საულის ასულმა, მიქალმა ?

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 30 2009, 02:29 PM

კიდობნის წინ მოხტუნავე დაინახა biggrin.gif

ანუ აღთქმის კიდობანი რომ შეაბრძანეს დავითის ქალაქში, მეფე მას როკვით მიეგება, ეს დაინახა მეUღლემ და დასცინა mellow.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Dec 30 2009, 02:35 PM

ციტატა(kesaria777 @ Dec 30 2009, 02:29 PM) *

კიდობნის წინ მოხტუნავე დაინახა biggrin.gif

ანუ აღთქმის კიდობანი რომ შეაბრძანეს დავითის ქალაქში, მეფე მას როკვით მიეგება, ეს დაინახა მეUღლემ და დასცინა mellow.gif



მართალია.
ვისარგებლებ შემთხვევით და ინტრიგნულ განცხადებას გავაკეთებ: მოერიდეთ სხვისი რწმენის და უფლისადმის სიყვარულის გამოხატვის დაცინვას, გაკრიტიკებას და განსჯას a075.gif


შემდეგი კითხვა :

მოსეს სჯულის მიხედვით, აარონს (შემდგომში მასთან გათანაბრებულ პირს) უნდა დაეყენებინა, საკრებულო კარვის შესასვლელთან ორი ვაცი. წილის ყრის მიხედვით უნდა ამოერჩია. ერთი ამ ვაცთაგანი წარმოადგენდა განტევების ვაცს. რა ბედი ეწეოდა მეორეს?

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 30 2009, 07:13 PM

Genesis

ციტატა
მოსეს სჯულის მიხედვით, აარონს (შემდგომში მასთან გათანაბრებულ პირს) უნდა დაეყენებინა, საკრებულო კარვის შესასვლელთან ორი ვაცი. წილის ყრის მიხედვით უნდა ამოერჩია. ერთი ამ ვაცთაგანი წარმოადგენდა განტევების ვაცს. რა ბედი ეწეოდა მეორეს?


მსხვერპლად იწირებოდა

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 30 2009, 08:30 PM

ბადრი
დასვი კითხვა smile.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Dec 30 2009, 11:41 PM

სწორია

შემდეგი კითხვა, რახან ტქვენ არ სვამთ :


როდესაც რუთის ახლონათესავისგან რუთის გამოსყიდვა არის აღწერილი ბიბლიაში, ნათქვამია რომ ფეხსაცმელი გაუცვალა ბოყაზმა იმ ნატესავს.

ეს ფეხსაცმლის გახდის ტრადიცია მოსეს სჯულიდან მოდის და არ არის სრულყოფილად განხორციელებული რუთის შემტხვევაში.

რა უნდა მომხდარიყო ფეხსაცმლის გაცვლის გარდა?

biggrin.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 30 2009, 11:55 PM

biggrin.gif
სახეში უნდა შეენერწყვა ქალს wub.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Dec 31 2009, 12:10 AM

ციტატა(kesaria777 @ Dec 30 2009, 11:55 PM) *

სახეში უნდა შეენერწყვა ქალს wub.gif



სწორიაა... მარა გაწითლება შენ ამ კითხვის მერე ნახე tongue.gif

რას აკეთებდა საული, როდესაც დავითმა მოსასხამის ნაწილი ჩამოაჭრა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 31 2009, 12:24 AM

biggrin.gif სხვას ვაცლი პასუხსtongue.gif თორე კითხვა-პასუხი გამოგვდის ჩვენ smile.gif






უი გაწითლება დამავიწყდა biggrin.gif აჰა wub.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 31 2009, 05:27 PM

მრავალს დაესწარით!

Genesis

ციტატა
რას აკეთებდა საული, როდესაც დავითმა მოსასხამის ნაწილი ჩამოაჭრა?


მეფეებიც რომ თვითონ აკეთებენ იმას smile.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Dec 31 2009, 07:23 PM

ბადრი
biggrin.gif კითხვა a075.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 1 2010, 11:13 AM

გილოცავთ აწ უკვე შემობრძანებულ ახალ წელს smile.gif

აბა ვინ იქნება ახლი წლის პირველი გამარჯვებული smile.gif

როდის აღნიშნავდნენ მოსეს ეპოქის ებრაელები ახალ წელს?

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 1 2010, 09:24 PM

ეგვიპტიდან გამოსვლის სამახსოვროდ პირველი თვის 14 დღეს,
მარა ეს პირველი თვე რომელი იყო ვერ ვიხსენებ user.gif (მარტი ვითოომ? არ მახსოვს sad.gif wub.gif )

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 2 2010, 01:08 AM

http://s57.radikal.ru/i158/0912/20/113a0ecfc870.jpg

kesaria777


პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 2 2010, 12:54 PM

ბადრი
უი ხოო ეგ ნისანი მახსოვდა, ქართულ შესატყვისზე გავეჭედესავით, მარა მარტია რა გინდა jump.gif tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Jan 2 2010, 10:05 PM

ციტატა
kesaria777

შენ ჯერია კითხვის დასმის, მომენატრა პასუხების გაცემა biggrin.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 3 2010, 08:39 AM

კაი უცებ ერთი ადვილი კითხვა a075.gif

რა დაერქვა ადგილს, სადაც იაკობმა ძილში იხილა უფალი, ცას მიწვდენილი კიბე და იმ კიბეზე აღმავალი და ჩამომავალი ანგელოზები?

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jan 3 2010, 05:07 PM

kesaria777
როგორც მახსოვს ასე თქვა რომ ამ ადგილში უფალიაო და ღმერთის სახლი უწოდა.smile.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 3 2010, 05:27 PM

ციტატა(kesaria777 @ Jan 3 2010, 09:39 AM) *
რა დაერქვა ადგილს, სადაც იაკობმა ძილში იხილა უფალი, ცას მიწვდენილი კიბე და იმ კიბეზე აღმავალი და ჩამომავალი ანგელოზები?
ბეთელი (სახლი ღვთისა)
პ.ს. კესო როგორ ხარ 001.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jan 3 2010, 05:28 PM

ნონა
ვაა გამომიცნიააა. დაგასწარიიი. tongue.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 3 2010, 05:32 PM

ციტატა(უჩა @ Jan 3 2010, 06:28 PM) *

ნონა
ვაა გამომიცნიააა. დაგასწარიიი. tongue.gif

ახალი კითხვა გვიბოძე აბა უჩ kiss1.gif
ახლა აღმოვაჩინე ეს თემა და საკუთარი თავი უნდა გავტესტო biggrin.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jan 3 2010, 08:19 PM

ახალი აღთქმიდანაც დასვით რა კითხვები...
იქნებ რამე ვიცოდე...

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 3 2010, 11:36 PM

ვაა ყოჩაღ უჩა tongue.gif დასვი ახლა კითხვა a075.gif

კარგადა ვარ ნონა, შენ როგორა ხარ? kiss1.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 4 2010, 12:53 AM

saxarebidan dasvit ra kitxvebi mec chavertvebi

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 4 2010, 11:24 AM

კაი, იყოს ამჯერად კითხვები ახალი აღთქმიდან, სანამ უჩა დასვამს მე შემოგთავაზებთ a075.gif

1)უფლის სიტყვების მიხედვით, რით არის შესაძლებელი ეშმაკის განდევნა?

2)რომელი მოწაფეების წინაშე იცვალა ფერი იესო ქრისტემ?

3) რომელ მოციქულს უნდოდა იესოსთან წყალდაწყალ მისვლა?

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 4 2010, 12:14 PM

2) Petre,ioane da iakobi(luka t.9. 28)

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 4 2010, 12:19 PM

kesaria777

ციტატა
1)უფლის სიტყვების მიხედვით, რით არის შესაძლებელი ეშმაკის განდევნა?

ლოცვითა და მარხვით
2) მაშომ გიპასუხა
ციტატა
3) რომელ მოციქულს უნდოდა იესოსთან წყალდაწყალ მისვლა?

პეტრეს

smile.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 4 2010, 12:31 PM

ნანინა
მაშიკო
ახლა თქვენ დასვით კითხვები a075.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 4 2010, 12:44 PM

Zogad kitxvas davsvam mashin. 1) ramdeni cingnisgan shedgeba biblia? 2) vin dacera dzveli agqma? 3) vin dacera saxareba?

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 4 2010, 12:58 PM

მაშიკო

ციტატა
1) ramdeni cingnisgan shedgeba biblia?

ძველი და ახალი აღთქმა? unsure.gif

ციტატა
2) vin dacera dzveli agqma?

მოსემ? unsure.gif

ციტატა
vin dacera saxareba?


მათე, მარკოზ, ლუკა და იოანე მახარებლებმა smile.gif


პ.ს. ადვილი კითხვები იყო თუ რატომ დავიბენი და შემეპარა ეჭვი? unsure.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 4 2010, 01:12 PM

1) 76 cignisgan. 27 axali agqma,49 dzveli agqma.2) ratom? mxolod mosem?mosem dacera xutcigneuli. zogadad cinascarmetkvelebma daceres, 3) saxareba daceres mociqulebma,qristes mocapeebma.)))

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 4 2010, 01:14 PM

მაშიკო
გვაცალე პასუხის გაცემა tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 4 2010, 01:18 PM

მგონი ნანინა შენ უნდა დასვა კითხვა

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 4 2010, 01:19 PM

მაშიკო

ციტატა
76 cignisgan. 27 axali agqma,49 dzveli agqma.

აღარ დამიზუსტებია
ციტატა
ratom? mxolod mosem?mosem dacera xutcigneuli. zogadad cinascarmetkvelebma daceres

ბოდიში biggrin.gif არა ისე მართლა ვინო და კონკრეტული ავტორი ვიგულისხმე რატომღაც, მეც კი გამიკვირდა ისე biggrin.gif
ციტატა
saxareba daceres mociqulebma,qristes mocapeebma.)))

აქ კონკრეტულად დაგიწერე და ზოგადად უნდა დაგეწერაო biggrin.gif

მოკლედ გავიქეცი მე გამოცდაზე biggrin.gif რომელი ბიბლიის მცოდნე მე მნახეთ laugh.gif
კესო დასვი კითხვა biggrin.gif

პ.ს. ისე მათე და იოანე იყვნენ მარტო 12 მოციქულებში, ლუკა და მარკოზი არა, მგონი ასე იყო unsure.gif smile.gif

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Jan 4 2010, 01:24 PM

ოოჰ, აქ ხომ დასწრებაზეა ყველაფერი, 2-3 კითხვის პასუხი ვიცოდი და ვინ მაცალა biggrin.gif

ციტატა
მგონი ნანინა შენ უნდა დასვა კითხვა


პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 4 2010, 01:29 PM

ციტატა
კესო დასვი კითხვა
კაი a075.gif მარტივი კითხვების სერიას ვაგრძელებთ smile.gif

1) წინასწარმეტყველების თანახმად სად უნდა შობილიყო ქრისტე?

2) რომელი მოწაფე გაჰყვა იესოს მღვდელმთავრის ეზომდე?

3) ვინ აიძულეს ჯარისკაცებმა იესოს ჯვარი ეტარებინა?

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 4 2010, 01:32 PM

Dasvi nanina kitxva,an kesariam dasvas.

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 4 2010, 01:35 PM

მაშიკო
ზედა კითხვები დამიწუნე? tongue.gif biggrin.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 4 2010, 01:40 PM

ვერ მოვითმინე რა და მაინც შემოვიჭყიტე biggrin.gif

ციტატა
1) წინასწარმეტყველების თანახმად სად უნდა შობილიყო ქრისტე?

ბეთლემში ხო? smile.gif

ციტატა
2) რომელი მოწაფე გაჰყვა იესოს მღვდელმთავრის ეზომდე?


პეტრე

ციტატა
3) ვინ აიძულეს ჯარისკაცებმა იესოს ჯვარი ეტარებინა?


სვიმონ კვირინელი თუ არ ვცდები unsure.gif
არც ისეთი ადვილი კითხვებია კესო tongue.gif თქვენ სემინარია დამთავრებული ხალხი ხართ და ჩვენ უბრალო მოკვდავები biggrin.gif აბა biggrin.gif

წავედი ეხლა მართლა გავიქეცი გამოცდაზე, სწორი პასუხის შემთხვევაში დასვას კითხვა ვინმემ რომ არ მელოდოთ smile.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 4 2010, 01:50 PM

ნანინა
opaa.gif ყოჩაღ სოფო kiss1.gif ახლა სხვამ დასვას a075.gif

რახან არავინ დებს კითხვებს, მე გავაგრძლებ wub.gif

1) რა ერქვათ პირველ მოწაფეებს, რომლებსაც თევზაობისას მოუწოდა იესომ?

2) ვის მიანდო ჯვარცმულმა იესომ თავის დედაზე ზრუნვა?

3) ვინ გადააგორა იესოს სამარხზე აფარებული უზარმაზარი ლოდი?

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 4 2010, 01:57 PM

ციტატა(kesaria777 @ Jan 4 2010, 02:50 PM) *

1) რა ერქვათ პირველ მოწაფეებს, რომლებსაც თევზაობისას მოუწოდა იესომ?

სიმონ პეტრე და მისი ძმა ანდრია

ციტატა

2) ვის მიანდო ჯვარცმულმა იესომ თავის დედაზე ზრუნვა?

პავლე მახსოვს მე... dry.gif


ციტატა

3) ვინ გადააგორა იესოს სამარხზე აფარებული უზარმაზარი ლოდი?

უფლის ანგელოზმა

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Jan 4 2010, 02:00 PM

სვიმონი ანუ პეტრე და ადრია.

ანგელოზმა.

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Jan 4 2010, 02:00 PM

სვიმონი ანუ პეტრე და ადრია.

ანგელოზმა.

ვერ ვიხსენებ წიგინიც არ მინდა ავიღო პეტრეს მიანდო მგონი ხო?

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 4 2010, 02:06 PM

ციტატა

2) ვის მიანდო ჯვარცმულმა იესომ თავის დედაზე ზრუნვა?

ეს კითხვა ძალაშია, არასწორად გახსოვს ნონ a075.gif

ბიძია თომა
ნონა
დანარჩენ ორზე პასუხი მიღებულია, ყოჩაღ თქვენ a075.gif იმასაც უპასუხეთ და შემდეგი კითხვები თქვენზეა smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 4 2010, 02:07 PM

აბა ერთ ინტრიგანულ შეკითხვას მეც დავსვამ biggrin.gif

ხოლო იესომ ზეთისხილის მთისკენ გასწია. დილით კი კვლავ მიბრუნდა ტაძარში და მთელი ხალხი მივიდა მასთან. დაჯდა და ასწავლიდა მათ. ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით; მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი? ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. იესო კი დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე. მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა. მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო. ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი. წამოიმართა იესო და რაკი ქალის გარდა ვერავის მოჰკრა თვალი, უთხრა მას: ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი? მან კი მიუგო: არავინ, უფალო, და უთხრა მას იესომ: არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარა სცოდავ. (იოანე 8, 1-11)

რას წერდა იესო მიწაზე?

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 4 2010, 02:07 PM

ციტატა
პეტრეს მიანდო მგონი ხო?

no.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 4 2010, 02:08 PM

kesaria777
იოანეს

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 4 2010, 02:09 PM

kesaria777
იოვანე ღმრთისმეტყველსა და მახარებელს

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 4 2010, 02:15 PM

ციტატა(afxazi @ Jan 4 2010, 03:07 PM) *


რას წერდა იესო მიწაზე?

მათ ცოდვებს ანახებდა ალბათ და მიტომ გარბოდნენ

არ დამცინოთ თუ წავიაბდლე ახლა sad.gif


ციტატა(kesaria777 @ Jan 4 2010, 03:06 PM) *

ეს კითხვა ძალაშია, არასწორად გახსოვს ნონ a075.gif

ბიძია თომა
ნონა
დანარჩენ ორზე პასუხი მიღებულია, ყოჩაღ თქვენ a075.gif იმასაც უპასუხეთ და შემდეგი კითხვები თქვენზეა smile.gif

ვითოომ?
თავს ვერ დავდებ, მაგრამ ქრისტეს ჯვარცმას მგონი ბოლომდე მხოლოდ იგი დაესწრო...

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 4 2010, 02:20 PM

ნონა

ციტატა
2) ვის მიანდო ჯვარცმულმა იესომ თავის დედაზე ზრუნვა?

ციტატა
იოვანე ღმრთისმეტყველსა და მახარებელს

a075.gif კიდე კაი არ დადე თავი tongue.gif biggrin.gif სწორედ წმ. იოანე იყო მაცხოვართან ბოლომდე a075.gif

afxazi
წერდა ხოო? არა კი არი მასე ბიბლიაში და აბდლურია შეიძლება ეს კითხვა, მარა თევზებს ხატავდნენ პირველი ქრისტიანები და ეგ ხო არ იყო მეთქი dntknw.gif არ მახსოვს wub.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 4 2010, 02:23 PM

ციტატა(kesaria777 @ Jan 4 2010, 03:20 PM) *

a075.gif კიდე კაი არ დადე თავი tongue.gif biggrin.gif სწორედ წმ. იოანე იყო მაცხოვართან ბოლომდე a075.gif

ჰო, გადავრჩი biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 4 2010, 02:28 PM

ნონა

ციტატა
თევზებს ხატავდნენ მხოლოდ?


მხოლოდ არ ვიცი და ქრისტიანობის სიმბოლოდ კი ხატავდნენ

ან თუ წერდა მოვიფიქროთ რა შეიძლებოდა დაეწერა უფალს fiqri.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 4 2010, 02:30 PM

kesaria777

ციტატა
ან თუ წერდა მოვიფიქროთ რა შეიძლებოდა დაეწერა უფალს

ასე უფრო სწორია biggrin.gif biggrin.gif

თევზს არა რადგან თევზმა მოგვიანებით შეიძინა სიმბოლური გააზრება. ძნელია ზუსტად რას წერდა, რადგან ეს სახარებიდან არ ჩანს. სავარაუდოდ იმ ქალის ცოდვებს, რომელიც მასთან მიიყვანეს, ან შესაძლოა იმათ ცოდვებსაც ვინც ეს ქალი მიიყვანა, ან შეიძლება უბრალოდ წინასწარმეტყველებას.

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 4 2010, 02:32 PM

afxazi

ციტატა
თევზს არა რადგან თევზმა მოგვიანებით შეიძინა სიმბოლური გააზრება

ხოო ეგეც ვიფიქრე biggrin.gif კიდე დასვი რამე კაი კითხვა რაა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 4 2010, 02:32 PM

afxazi
ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ როგორც მახსოვს თავდაპირველად წერდა სამყაროს შექმნის შესახებ, ხოლო მეორედ აღსასრულის შესახებ. სამწუხაროდ უფრო ვრცლად არარ მახოსვს sad.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 4 2010, 02:32 PM

ციტატა(afxazi @ Jan 4 2010, 03:30 PM) *

ძნელია ზუსტად რას წერდა, რადგან ეს სახარებიდან არ ჩანს. სავარაუდოდ იმ ქალის ცოდვებს, რომელიც მასთან მიიყვანეს, ან შესაძლოა იმათ ცოდვებსაც ვინც ეს ქალი მიიყვანა, ან შეიძლება უბრალოდ წინასწარმეტყველებას.

იმ ქალის ცოოდვები ისედაც იცოდნენ და კიდევ მისი გამომზეურების გამო მასტან მისული ფარისევლები უკან რატომ დაიხევდნენ?

უფრო ლოგიკური მგონია მასთან მიახლოებულ ფარისეველს მაცხოვრის მიერ დაწერილი მათივე ცოდვები რომ წაეკითხათ....

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 4 2010, 02:36 PM

lingvo

ციტატა
ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ როგორც მახსოვს თავდაპირველად წერდა სამყაროს შექმნის შესახებ, ხოლო მეორედ აღსასრულის შესახებ. სამწუხაროდ უფრო ვრცლად არარ მახოსვს

კარგი იქნება გაიხსენო და წყარო მოგვაწოდო. ეს ადგილი მეტად საინტერესოა.

ნონა
ციტატა
იმ ქალის ცოოდვები ისედაც იცოდნენ და კიდევ მისი გამომზეურების გამო მასტან მისული ფარისევლები უკან რატომ დაიხევდნენ?

იქნებ ამ ქალისთვის წერდა, რომ მისთვის ცხადი იყო ყველაფერი.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 4 2010, 02:37 PM

ციტატა(kesaria777 @ Jan 4 2010, 01:35 AM) *

მაშიკო
ზედა კითხვები დამიწუნე? tongue.gif biggrin.gif kiss1.gif

Ara cunia ar var. Agar mecala da gavedi. Dade kidev,momcons gonebis varjiishi:)

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Jan 4 2010, 02:39 PM

afxazi
დავით ეგ არ წერია მგონი სახარებაში რას წერდა,
ის მემგონი უხუცესის ცოდვებს წერდა რომელიღაცა წმინდა მამა ამობს მაგას.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 4 2010, 02:45 PM

აბა ერთი შეკითხვაც:

ქვემოთ მოტანილი სიტყვები (ჯერ ძველ ქართულად და შემდეგ თანამედროვე ქართულად) წარმოთქვა პავლე მოციქულმა ათენელების წინაშე. ძველ ქართულ ტექსტში ყურადღებას იქცევს ფრაზა "მრჩობლ ეშმაკეული", ანუ ორმაგად ეშმაკეული, რაც თანამედროვე ქართულში ნათარგმნია როგორც "ძალიან მორწმუნე", რაც წინააღმდეგობრივი არ არის. მაშ რაშია საქმე?

მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ. რამეთუ, მიმო-რაჲ-ვიქცეოდე და მოვიხილევდ სამსახურებელთა თქუენთა, ვპოვე ბომონიცა, რომელსა ზედა წერილ იყო: უცნაურსა ღმერთსა. აწ უკუე რომელსა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ (საქმე 17, 22-23)

დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით. (საქმე 17, 22-23)

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 4 2010, 02:58 PM

afxazi
rtul kitxvebs svam:) tan mociqulta saqmes me ar vkitxulob da...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 4 2010, 02:59 PM

ციტატა
rtul kitxvebs svam:) tan mociqulta saqmes me ar vkitxulob da...

მაშ დროა დაიწყო წაკითხვა. ვფიქრობ "საქმე მოციქულთა" უმნიშვნელოვანესი წიგნია "ახალ აღთქმაში". smile.gif

რთული არაა, უბრალოდ სააზროვნოა.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 4 2010, 03:06 PM

ციტატა(afxazi @ Jan 4 2010, 03:45 PM) *

ქვემოთ მოტანილი სიტყვები (ჯერ ძველ ქართულად და შემდეგ თანამედროვე ქართულად) წარმოთქვა პავლე მოციქულმა ათენელების წინაშე. ძველ ქართულ ტექსტში ყურადღებას იქცევს ფრაზა "მრჩობლ ეშმაკეული", ანუ ორმაგად ეშმაკეული, რაც თანამედროვე ქართულში ნათარგმნია როგორც "ძალიან მორწმუნე", რაც წინააღმდეგობრივი არ არის. მაშ რაშია საქმე?

დათო მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ უკვე მოგვიანებით მრჩობლ მორწმუნეობა და უხილველად მორწმუნეობა ხდება ერთგვარი სინონიმები....
სიტყვა მრჩობლი რომელიც ორწილს აღნიშნავს თუ მნიშვნელობით გარკვეულ კონტექსტში უკავშირდება უხილველობასაც ....
რაღაც ნამეტანი მიჭირს დათო ჩამოყალიბება biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 4 2010, 03:06 PM

ნონა
აქ საუბარი სიტყვა "ეშმაკეულზეა". რატომ თარგმნეს ის როგორც მორწმუნე?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 4 2010, 03:10 PM

ნონა

ციტატა
უფრო ლოგიკური მგონია მასთან მიახლოებულ ფარისეველს მაცხოვრის მიერ დაწერილი მათივე ცოდვები რომ წაეკითხათ....

მე როგორც ვიცი მათსავე ცოდვებს წერდა ქვიშაზეო smile.gif
და კიდევ მნიშვნელოვანია ის რომ ქალი მარტო ვერ იმრუშებდა პარტნიორის გარეშე, სჯულის მიხედვით კი ორივე უნდა ჩაექოლათ, მაგრამ რატომღაც ფარისევლებს მარტო ეს დედაკაცი მოჰყავთ მაცხოვართან, რაღათქმაუნდა მაცხოვრის გამოსაცდელად a075.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 4 2010, 03:12 PM

ალექსანდრე
მეორე კითხვაზე გაეცი პასუხი აბა თუ მაგარი ხარ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 4 2010, 03:14 PM

afxazi

ციტატა
მეორე კითხვაზე გაეცი პასუხი აბა თუ მაგარი ხარ

ეგ ჯერ არ გამივლია tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 4 2010, 03:54 PM

ციტატა(afxazi @ Jan 4 2010, 02:59 AM) *

მაშ დროა დაიწყო წაკითხვა. ვფიქრობ "საქმე მოციქულთა" უმნიშვნელოვანესი წიგნია "ახალ აღთქმაში". smile.gif

რთული არაა, უბრალოდ სააზროვნოა.

zarmaci var... ok. xvalidan davickeb,chatvale rom erti ketili saqme qmen dges biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 4 2010, 04:08 PM

მაშიკო

ციტატა
zarmaci var... ok. xvalidan davickeb,chatvale rom erti ketili saqme qmen dges

გაიხარე.

ამ კითხვაზე პასუხი შემდეგისთვის გადავდოთ. შედარებით იოლ შეკითხვას დავსვამ.

ხოლო იესოს შობისას ჰურიასტანის ბეთლემში, ჰეროდე მეფის დროს, აჰა, მოგვები აღმოსავლეთიდან მოვიდნენ იერუსალიმში და თქვეს:სად არის ახლადშობილი მეუფე ჰურიათა? რადგან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რომ თაყვანი ვცეთ მას. ეს რომ გაიგო ჰეროდე მეფემ, შეძრწუნდა და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად. (მათე 2, 1-3)

ჰეროდეს შეძრწუნება გასაგებია, მაგრამ რამ შეაძრწუნა იერუსალიმი?

ალექსას კი ეცოდინება biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 4 2010, 04:29 PM

ციტატა(afxazi @ Jan 4 2010, 05:08 PM) *

ჰეროდეს შეძრწუნება გასაგებია, მაგრამ რამ შეაძრწუნა იერუსალიმი?

მაცხოვრის დაბადებას თან ახლდა ალბათ რაიმე ციური მოვლენა რომელიც უჩვეულოდ აღიქმებოდა ან საერთოდ ან იმ კონკრეტული სიტუაციისთვის....
მოკლედ მე ვთვლი რომ რაღაც ბუნებრივი მოვლენა იწვევს იერუსალიმელთა შეშფოთებას...

დათო რა უნიჭო მოსწავლე გყავარ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 4 2010, 04:39 PM

afxazi
ერთ-ერთ განმარტებაში წერია, რომ იროდი მეფის შეეშინდათ, რომ მათი დევნა არ დაეწყო მეფეს, ვინც ქრისტეს თაყვანსსცემდა.
მაგრად ვითომ ეს არის პასუხი? unsure.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 4 2010, 04:42 PM

tamuna m
ნუ ჰეროდეს გადამკიდე ნამდვილად არაა გამორიცხული მისი შეშინებოდათ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 4 2010, 04:43 PM

ციტატა(afxazi @ Jan 4 2010, 04:42 PM) *

tamuna m
ნუ ჰეროდეს გადამკიდე ნამდვილად არაა გამორიცხული მისი შეშინებოდათ biggrin.gif biggrin.gif

რომ გავიცინო გაოფებად ჩამეთვლება? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 4 2010, 04:45 PM

ციტატა(afxazi @ Jan 4 2010, 05:42 PM) *

ნუ ჰეროდეს გადამკიდე ნამდვილად არაა გამორიცხული მისი შეშინებოდათ biggrin.gif biggrin.gif

დათო სწორი პასუხი რომ თქვა არ გინდა?
ძალიან მაინტერესებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 4 2010, 04:46 PM

ნონა

ციტატა
დათო სწორი პასუხი რომ თქვა არ გინდა?ძალიან მაინტერესებს

აგერ თამუნამ თქვა უკვე biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 4 2010, 05:15 PM

Tamunam unda dasvas cesit kitxva,magram manamde me davsvam zogad kitxvas. - romeli xeltuqmneli xatebi icit?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 4 2010, 05:32 PM

ციტატა(afxazi @ Jan 4 2010, 04:46 PM) *

ნონა

აგერ თამუნამ თქვა უკვე biggrin.gif

მეზურნიშვილი ძალიან მაოცებს ამ ბოლო დროს biggrin.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 5 2010, 12:22 AM

ციტატა
ქვემოთ მოტანილი სიტყვები (ჯერ ძველ ქართულად და შემდეგ თანამედროვე ქართულად) წარმოთქვა პავლე მოციქულმა ათენელების წინაშე. ძველ ქართულ ტექსტში ყურადღებას იქცევს ფრაზა "მრჩობლ ეშმაკეული", ანუ ორმაგად ეშმაკეული, რაც თანამედროვე ქართულში ნათარგმნია როგორც "ძალიან მორწმუნე", რაც წინააღმდეგობრივი არ არის. მაშ რაშია საქმე?

ეს კითხვა დარჩა პასუხის გარეშე? user.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 6 2010, 02:58 AM

afxazi

გაეცი რა შენს კითხვას პასუხი.

საშობაოდ ადვილი შეკითხვა smile.gif

რა მიართვეს მოგვებმა ახალდაბადებულ მაცხოვარს და რატო?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 6 2010, 02:59 AM

ბადრი

ციტატა
რა მიართვეს მოგვებმა ახალდაბადებულ მაცხოვარს და რატო?

ვუპასუხო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 6 2010, 03:04 AM

ალექსანდრე

შეგრცხვეს smile.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 6 2010, 11:18 AM

მეც შემრცხვეს თუ ვუპასუხო? tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 6 2010, 11:40 AM


ციტატა
ეს კითხვა დარჩა პასუხის გარეშე?


ძველი ქართული განმარტებითი ტექსტით გაგცემთ.

"არა ძაგებად დადგა, არამედ ქებად, რამეთუ მრჩობლ ეშმაკეულებაი ათინელთა შორის ესრეთ გულისხმა-იყოფებოდა, ვითარმცა მრჩობლ მოსწრაფე იყვნეს ზორვად ღმერთთა საცნაურთა და უცნაურთა. ამისთვის სიმრავლესა ღმერთთა მათთასა ეშმაკ უწოდდეს, ვითარ-იგი ზემო თქუეს პავლესთვის (საქმე 17,18), ვითარმედ" უცხოთა ეშმაკთა ჩანს მომთხრობელად", ესე იგი არს უცხოთა ღმერთთა; რამეთუ ესმა რაი სახელი იესუისი და აღდგომისაი, ორთავე ღმრთად ჰგონებდეს.

ანუ აქ ერთგვარი დიპლომატია ჩანს პავლე მოციქულისა, რომ არც წარმართებს აწყენინა და პირიქით მათი გაგებით შეაქო და არც ტყუილი უთქვამს, რომ ისინი, როგორც კერპთაყვანისმცემლები, ნამდვილად ეშმაკს ეთაყვანებოდნენ. აქ ეს სიტყვა "ეშმაკეული" როგორც ტერმინი ისე არაა გამოყენებული, არამედ გადატანითი მნიშვნელობით, ამიტომაც ითარგმნა როგორც მორწმუნე.


ბადრი
ციტატა
რა მიართვეს მოგვებმა ახალდაბადებულ მაცხოვარს და რატო?

ამ კითხვაზე ალბათ ყველას ეოდინება პასუხი, ხოდა შევატრიალოთ კითხვა: რა სიმბოლური დატვირთვა შეიძინა ამ ძღვენმა, ანუ თითოეული რა შინაარსით მიართვეს უფალს?

ალექს განგვანათლე აბა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 6 2010, 12:04 PM

ციტატა(afxazi @ Jan 6 2010, 12:40 PM) *

: რა სიმბოლური დატვირთვა შეიძინა ამ ძღვენმა, ანუ თითოეული რა შინაარსით მიართვეს უფალს?

მოგვებმა მოართვეს ოქრო (როგორც მეფეს), გუნდრუკი (როგორც ღმერთს) და მური (როგორც ადამიანს).

და დათო ამის იქითაც განვითარდა კიდევ ეს სიმბოლურობა?
მეტი აღარ ვიცი თუ საით biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 6 2010, 12:09 PM

ნონა

ციტატა
და დათო ამის იქითაც განვითარდა კიდევ ეს სიმბოლურობა?

მეტი სხვა მე არ ვიცი. თუმცა ალექსას ექნება ალბათ თავისი სიმბოლური ღვთისმეტყველება ამ კუთხით biggrin.gif biggrin.gif

აბა შენ მოგვაწოდე კითხვა.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 6 2010, 12:34 PM

მეღირსა biggrin.gif
ამდენი პასუხიდან ერთხელ ძლივს გამიცია სწორად tongue.gif biggrin.gif

რატომ იკრძალებოდა ძველი აღთქმის მიხედვით ერთდროულად სელის და მატყლის სამოსის ტარება და სხვადასხვა მცენარის თესლის ერთად ჩათესვა?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 6 2010, 06:50 PM

ციტატა(afxazi @ Jan 6 2010, 11:40 AM) *

ამ კითხვაზე ალბათ ყველას ეოდინება პასუხი, ხოდა შევატრიალოთ კითხვა: რა სიმბოლური დატვირთვა შეიძინა ამ ძღვენმა, ანუ თითოეული რა შინაარსით მიართვეს უფალს?

ოქრო - როგორც მეფეთა მეფის მისართმევი; გუნდრუკი - როგორც ღვთისა და ამავე დროს მარადიული ზეციური მღვდელმთავრის უსისხლო შესაწირი, და მური - როგორც მოკვდავს მომავალში.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 6 2010, 06:53 PM

afxazi

ციტატა
მეტი სხვა მე არ ვიცი. თუმცა ალექსას ექნება ალბათ თავისი სიმბოლური ღვთისმეტყველება ამ კუთხით

არააა.
მოდი ასე ვიტყვი, ჩვენ, მოგვების მსგავსად დღეს რას შევწირავდით ღმერთს? biggrin.gif
აბა იფიქრეთ ამაზე tongue.gif biggrin.gif

ნონა
ციტატა
რატომ იკრძალებოდა ძველი აღთქმის მიხედვით ერთდროულად სელის და ბამბის სამოსის ტარება და სხვადასხვა მცენარის თესლის ერთად ჩათესვა?

ვააა ნამდვილად არ ვიცი. unsure.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 7 2010, 10:05 PM

ლევიტთა წიგნის ნათქვამია-„ნუ დათესავ შენს ყანაში ორი გვარის თესლს"- აქ სავარაუდოდ უნდა იგულისხმებოდეს ის პრაქტიკული მნიშვნელობა, რომელიც მცენარეულ კულტურათა წლების მიხედვით შენაცვლებაში მდგომარეობს და ერთდროულად მათი დათესვა ნიადაგს ნაყოფიერებას ართმევს.

მაგრამ მეორე რჯულში ეს აკრძალვა სხვაგვარადაა გადმოცემული. „ნუ დათესავ შენს ვენახს ორი გვარის თესლით, რათა წმიდა არ ჰყო მოსავალი...“ (რჯლ. 22:9).
აქ აქცენტი მოსავლის სიწმინდეზეა გაკეთებული და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის მისი გამოყენება იკრძალება ალბათ...


რაც შეეხება სელის და მატყლის სამოსის ერთდროულად ტარების აკრძალვას
შესაძლოა აკრძალვას ქონდეს პრაქტიკული დატვირთვაც, რადგან ცხელ კლიმატურ პირობებში ასეთი ტანსაცმელი იწვევს სტატიკურ ელექტრობას და მოუხერხებელია...

გარდა ამისა წაკითხული მაქვს სხვა ასპექტის არსებობის შესახებაც...
რომლის საფუძველის აბელ-კაენის დაპირისპირებაშია...
ეს არის გამოძახილი იმ შეუთავსებლობისა, რომელიც არსებობს ისრაელის ისტორიაში მწყემსურ (არსებითად, მსხემურ) და სამიწათმოქმედო (არსებითად, მკვიდრ) ყოფასა და კულტურებს შორის.
მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ ის ნამდვილად არ ვრცელდებოდა საკრალურ სფეროზე და საერო ყოფით იყო შემოფარგლული, რადგან მღვდელმთავართა სამოსელი ორივე ამ ქსოვილის გამოყენებით მზადდებოდა.

ან დასაშვებია რომ აქაც არსებობდეს იგივე მიდგომა რომელიც თესვასთან დაკავშირებითა მეორე რჯულში

ციტატა
ეს „ნუ დათესავ შენს ვენახს ორი გვარის თესლით, რათა წმიდა არ ჰყო მოსავალი...“


თუ რატომ ამაზე პასუხი მე არ მაქვს
ვერც ვერსად მოვიძიე
ჩემმა ლექტორმა მითხრა რომ მღვდლების სამოსისგან რომ ყოფილიყო განსხვავებული მხოლოდ იმიტომო...
ნათესზე ისე უბრალოდ იყო აკრძავა, არაფერს ნიშნავსო smile.gif

მოვa afxazi და იქნებ რამე ქონდეს სათქმელი...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 8 2010, 12:30 AM

საინტერესო იყო a075.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 9 2010, 11:13 AM

ნონა

დასვი რა კითხვა პლზ

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 9 2010, 04:59 PM

ბიბლიის ებრაულ ორიგინალში სიტყვა თებაჰ სულ სამჯერ მეორდება...

ქართულ თარგმანში (და არამხოლოდ ქართულში) სამჯერვე სხვადასხვა შესატყვისითაა ნათარგმნი

ერთგან ნათარგმნია როგორც კიდობანი (ნოეს კიდობანზეა საუბარი)
მეორეჯერ როგორც კალათი (რომლითაც ჩვილი მოსე ნილოსში ჩაუშვეს)
და მესამეჯერ როგორც კუბო (რომლითაც იოსების ცხედარი ეგვიპტიდან გადაასვენეს)

როგორ ფიქრობთ რა საერთო მოეძებნება ამ სამ სრულიად განსხვავებულ საგანს და რა სიმბოლური ან გნებავთ პირდაპირი მნიშვნელობით არიან ისინი ერთმანეთთან ებრაულ ორიგინალში დაკავშირებული?

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Jan 9 2010, 09:12 PM

სამივე ადამიანთანაა დაკავშირებული ასევე როგორც ადამიანთა გადაადგილების საშვალება გადამყვანი სხვა განზომილებაში სხვა რეალობაში კიდობნის შემთხვევაში ცოდივიანი ცხოვრებისეული ჯოჯოხეთიდან სამოთხისეული ბუნების ცხოვრების რეალობაში.კალათის შემთხვევაში სიღარიბიდან სიმდიდრეში გლეხთა ოჯახიდან სამეფო ოჯახში ხოლო კუბოს შემტხვევაში ამქვეყნიური რეალობიდან იმქვეყნიურ რეალობაში.
სხვა ვერაფერი მოვიფიქრე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 9 2010, 09:22 PM

ციტატა(G_I_O_R_G_I_ @ Jan 9 2010, 10:12 PM) *

სამივე ადამიანთანაა დაკავშირებული
biggrin.gif
ციტატა
ასევე როგორც ადამიანთა გადაადგილების საშვალება
001.gif ხუმრობ ?
ისე ჩემი იუმორის გრძნობა ნდობას ნაკლებად იმსახურებს ... tongue.gif
ციტატა
გადამყვანი სხვა განზომილებაში სხვა რეალობაში კიდობნის შემთხვევაში ცოდივიანი ცხოვრებისეული ჯოჯოხეთიდან სამოთხისეული ბუნების ცხოვრების რეალობაში.
და კიდობნიდა ნოემ სამოთხეში გადააბიჯა? ამის თქმა გინდოდა? dry.gif
ციტატა
კალათის შემთხვევაში სიღარიბიდან სიმდიდრეში გლეხთა ოჯახიდან სამეფო ოჯახში
რავიცი, რავიცი... smile.gif
ციტატა
ხოლო კუბოს შემტხვევაში ამქვეყნიური რეალობიდან იმქვეყნიურ რეალობაში.
საუბარია იმ კუბოზე რომლითაც იოსების უკვე მინიმუმ 2 საუკუნის ცხედარი გადაასვენეს ეგვიპტიდან აღთქმულ მიწაზე...
ციტატა
სხვა ვერაფერი მოვიფიქრე biggrin.gif
სხვებიც მოგვეშველონ იქნება ფიქრში smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 9 2010, 09:29 PM

სამივე ჭურჭელია და ჭურჭელი ხომ არ არის ნახმარი?

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 9 2010, 09:46 PM

ციტატა(ბადრი @ Jan 9 2010, 10:29 PM) *

სამივე ჭურჭელია და ჭურჭელი ხომ არ არის ნახმარი?

ბადრი ებრაულში გამოყენებულია სიტყვა თებაჰ, მისი ზუსტი შესატყვისი ქართულში არ არსებობს, რამდენადაც მე ვიცი პირდაპიი შესატყვისი არც სხვა ენებში მოეძებნება...
ის რომ ქართულად ნათარგმნია სხვადასხვა მნიშვნელობით არ ცვლის მთლინობაში ტექსტის გაგებას...

მაგრამ ის გარემოება რომ სამი სრულიად განსხვავებული მნიშვნელობის სიტყვა (სიტყვით გამოხატული საგანი) კიდობანი, კალათი და კუბო დედანში ერთიდაიგივე ტერმინითაა გადმოცემული, უკვე ძალიან საინტერესოა...
სიტყვები, კალათი და მითუმეტეს კუბო კიდევ ბევრ სხვა კონტექსტშია ჩართული ბიბლიაში, მაგრამ მათ სხვა ებრაული სიტყვები აღნიშნავს...

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 9 2010, 10:39 PM

ნონა, მიგვანიშნე რა fiqri.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 9 2010, 11:46 PM

ნონა
საერთო ის აქვთ, რომ სამივეში რაღაცის მოთავსება შეიძლება და არის მოთავსებული, ხორციელი

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 9 2010, 11:58 PM

ეგრე სამივე მიწაზე შეხების გარეშე გადაადგილდებოდა
ნონა, რას გვერჩი? tongue.gif
დღესასწაულებზე ტვინი გადაღლილი გვაქვს.
რამე პრიმიტიული რა... "ოქრო, მური და გუნდრუკი"

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 10 2010, 10:21 AM

ციტატა(აკაკი @ Jan 10 2010, 12:46 AM) *

სამივეში რაღაცის მოთავსება შეიძლება და არის მოთავსებული, ხორციელი

smile.gif
ხორციელის მოთავსება კიდევ ბევრ სხვა ნივთშია შესაძლებელი და არის ამის მაგალითებიც ბიბლიაში... dry.gif

რამდენიმე ფორუმელის დამოკიდებულება ძალიან მაინტერესებს ამ საკითხთან მიმართებაში ამიტომაც არ ვწერ ჯერ პასუხს...

აქცენტირებულია ამ შემთხვევაში არა საგანთა ფორმა, არამედ მათ მიერ შესრულებული როლი.
სამივე შემთხვევა ებრაელთა სულიერების გადასარჩენად საკვანძო სიტუაციას ასახავს...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 10 2010, 02:14 PM

ჯერ კიდობანი შემდეგ კუბო ხოლო ბოლოს კალათა....ამ თანმიმდევრობით თუ განიხილავთ ვნახავთ ალბათ რაღაც საერთოს...კიდობნით ალბათ ნაგულისხმებია ეგვიპტელი ხალხის წასვლა ეგვიპტეში... კუბოთ 40 წლიანი მოგზაურობა...ხოლო კალათით აღთქმულ მიწაზე მისვლა

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 10 2010, 02:29 PM

ჯერ კიდობანი, შემდეგ კალათი, რადგან ნოეს ბავშვობაა კალათთან დაკავშირებული, მაგრამ უკვე ასაკოვანი ნოე გადაასვენებს კუბოთი იოსების ცხედარს ეგვიპტიდან.

თუმცა არ ვიცი იკანოს ამით რა კავშირს ეძებთ... იქნებ უფრო დააზუსტო...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 10 2010, 02:46 PM

ნოეს თუ მოსეს ბავშვობა?


ანუ კიდობნით მოხდა ახალ ხოვრებაში შებიჯება(როდესაც ისინი ეგვიპტეში მივიდნენ)
ხოლო კუბოთი კი ისინი უნდა მომზადებულიყვნენ ართქმულ მიწაზე შესასვლელად...(40 წელი რომ იარეს უდაბნოში)
და აი კალათი კი არის აღთქმულ მიწაზე დაბრუნება

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 10 2010, 02:52 PM

ციტატა(ikanosi @ Jan 10 2010, 03:46 PM) *

ნოეს თუ მოსეს ბავშვობა?

მოსეს
ციტატა

ანუ კიდობნით მოხდა ახალ ხოვრებაში შებიჯება(როდესაც ისინი ეგვიპტეში მივიდნენ)
ხოლო კუბოთი კი ისინი უნდა მომზადებულიყვნენ ართქმულ მიწაზე შესასვლელად...(40 წელი რომ იარეს უდაბნოში)
და აი კალათი კი არის აღთქმულ მიწაზე დაბრუნება

აუ კუბო სწორედ მაშინ კეთდება როდესაც ერი მიემართება ეგვიპტიდან და იოსების ანდერძის თნახმად მისი ცხედარი მისმა შთამომავლებმა უნდა წაასვენონ აღთქმულ მიწაზე...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 10 2010, 02:54 PM

ასეთია ჩემი მოსაზრება...იქნებ თქვა შენ როგორ იყო? smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 11 2010, 11:39 PM

არიქა გვიშველეთ ვინმემ smile.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 11 2010, 11:44 PM

ნონა
იქნებ გვითხრა პასუხი, ჰაა? wub.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 12 2010, 12:02 AM

kesaria777
Manamde iqneb davsvat kitxvebi? an nonam dasvas

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 12 2010, 12:13 PM

მგონი ძალიან დავაგვიანე smile.gif

პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ პასუხი რომელიც ამ საკითხზე არსებობს წმინდა მამათა სწავლებიდან არ არის.
მე ვერ მივაკვლიე მსგავსი ანალიზის კვალს მსგავსი ტიპის შრომებში...
სამაგიეროდ თეოლოგთა გარკვეული ნაწილი, რომელიც ამ საკითხს შეხებია პრაქტიკულად ერთხმად იზიარებს ამ შეხედულებას...

თუმცა იმდენად რამდენადაც წმინდა მამათა სწავლება არ არის (ყოველშემთხვევაში ჩემთვის ცნობილი მაინც), პირადად ჩემთვის საკითხი ამ დრომდე ღიაა smile.gif

საქმე იმაშია რომ სამივე სიტუაცია რომელზეც აქ საუბარია არის ერთგვარად საკვანძო ებრაელი ერის ისტორიაში
ნოეც, მოსეც და იოსებიც კონკრეტულ სიტუაციებში (და არამხოლოდ) არ განიხილებიან მთლიანად ერისგან ცალკე აღებულ, რაღაც დამოუკიდებელ სუბიექტებად.


ნოეს კიდობანი გარდატეხის მომასწავებელია, ის ზღურბლს ქმნის ნოეს დროს _ მთელი კაცობრიობის და მოსეს და იოსების დროს _ ერის ისტორიაში.
ებრაელთათვის ნილოსის წყალი იგივე წარღვნის წყლებია, საიდანაც სამივე მათგანი უვნებლად უნდა გამოვიდეს.
ნოეს და მოსეს შემთხვევაში ამ ჭურჭლებზე დამოკიდებულია როგორც კაცობრიობის ან კონკრეტული ერის ბედი ასევე ამ ორი ადამიანის პირადი სიცოცხლეც... იოსების შემთხვეა კი უკვე ხსნილი ერის სომბოლო ხდება....

სამივე შემთხვევაში ეს საგანი არის ხსნის ჭურჭელი


პ.ს. სემინარიაშიც ვიკითხე და იქაც მსგავსი პასუხი გამცეს smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 12 2010, 12:15 PM

ციტატა
მგონი ძალიან დავაგვიანე

მგონი არ უნდა biggrin.gif

შემდეგ კითხვას ვინ დასვამს?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 12 2010, 12:22 PM

აბა ისეთი კითხვები რომ ვერ გამოიცნობთ biggrin.gif biggrin.gif

1. რატომ იყო მოსე ენაბრგვილი?

2. ანგელოზთა რომელი დასის წევრი იყო დაცემული ანგელოზი?

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 12 2010, 12:46 PM

ციტატა(afxazi @ Jan 12 2010, 01:22 PM) *


1. რატომ იყო მოსე ენაბრგვილი?


“ის კაცი მოსე”, _ ასე იხსენიებდნენ მას . შესაძლებელია, მან თავისი ხალხის ენაც არ იცოდა სრულყოფილად,ალბათ ამაზე უნდა მიგვანიშნებდეს მისი ენაბრგვილობა. ის, შეიძლება უკვე შემდგომში სრულიად გათქვეფილიყო ეგვიპტელებში.... რიავიიი biggrin.gif

ციტატა(afxazi @ Jan 12 2010, 01:22 PM) *

2. ანგელოზთა რომელი დასის წევრი იყო დაცემული ანგელოზი?

სადღაც წაკითხული მაქვს რომ დაცემული ანგელოზი ღვთის პირველი ქმნილება იყო...
ეს მგონი მის პირველ დასში ყოფნაზეც შეიძლება მიანიშნებდეს.... tongue.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 12 2010, 12:48 PM

ნონა
ხომ გითხარი ვერ გამოიცნობ თქო biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 12 2010, 01:00 PM

ციტატა(afxazi @ Jan 12 2010, 01:48 PM) *

ნონა
ხომ გითხარი ვერ გამოიცნობ თქო biggrin.gif biggrin.gif

მიხვდი ახლა სად ხუმრობს biggrin.gif biggrin.gif
კითხვას ვინ სვამს?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 12 2010, 01:05 PM

ნონა

ციტატა
კითხვას ვინ სვამს?

ჰე არ გამოგიცნია ჯერ.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 12 2010, 01:11 PM

ქერუბუმებზე მაღლა არის ვინმე ანგელოზებს შორის?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 12 2010, 01:14 PM

ikanosi

ციტატა
ქერუბუმებზე მაღლა არის ვინმე ანგელოზებს შორის?

და რატომ გგონიათ, რომ პირველი დასის წევრი იყო დაცემული ანგელოზი?

მოსესთან დაკავშირებითაც არ არის სწორი პასუხი გაცემული.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 12 2010, 01:18 PM

afxazi
წინასწარმეტყველ იეზეკილის წიგნის მიხედვით, საეკლესიო ტრადიციით, სატანა შექმნილი იყო ანგელოზის მიერ ჰერუვიმის წოდებით. იგი იყო ”სრულყოფილების ბეჭდით, სრული სიბრძნით და სილამაზის გვირგვინით დაჯილდოებული”

აბა რომელ დასში იქნებოდა?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 12 2010, 01:19 PM

ikanosi
აბა ეგ ციტატა მოგვაწოდე.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 12 2010, 01:25 PM

afxazi
ვიკიპედიის წყაროები იყო რა ციტატა biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 12 2010, 01:27 PM

ikanosi

ციტატა
ვიკიპედიის წყაროები იყო რა ციტატა

biggrin.gif biggrin.gif

იმ ვიკიპედიას ბიბლიური ციტატა წყაროდ არა აქვს? თუ თავისით იგონებენ.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 12 2010, 01:30 PM

afxazi
(იეზ. 28:12-19) აჰა გადაამოწმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 12 2010, 01:38 PM

ikanosi
აქ ადამიანზე არაა საუბარი?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 12 2010, 01:40 PM

ხო თქვი წყარო საიდან აქვთო და მეც მიგიწერე თუ საიდან ჰქონდათ

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 12 2010, 01:43 PM

ikanosi

ციტატა
ხო თქვი წყარო საიდან აქვთო და მეც მიგიწერე თუ საიდან ჰქონდათ

ხო რა იყო კი არ გეჩხუბები biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 12 2010, 01:45 PM

afxazi
პასუხი მაღირსე ერთი biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 12 2010, 01:47 PM

ikanosi
გაგიკვირდება და მეცხრე დასელი იყო, ანუ სულ ბოლო. აი სწორედ ამ ბოლო დასში იყო ის იერარქიულად ყველაზე დაწინაურებული.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 12 2010, 01:55 PM

ციტატა(afxazi @ Jan 12 2010, 02:47 PM) *

მეცხრე დასელი იყო,

მოსეს შესახებ დაწერე რაა პასუხიიი

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 12 2010, 09:09 PM

ნონა
ყოჩაღ შენ kiss1.gif

ციტატა
პ.ს. სემინარიაშიც ვიკითხე

ვის ჰკითხე tongue.gif
ციტატა
1. რატომ იყო მოსე ენაბრგვილი?

რატომ? huh.gif
ციტატა
მოსეს შესახებ დაწერე რაა პასუხიიი

+1

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 12 2010, 09:19 PM

ციტატა
მოსეს შესახებ დაწერე რაა პასუხიიი

+OO (პლიუს უსასრულობა biggrin.gif )

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 12 2010, 10:00 PM

მოსეს ენაბრგვილობა მის ძმასთან აჰრონთან იყო დაკავშირებული? :?

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 12 2010, 10:05 PM

ციტატა
1. რატომ იყო მოსე ენაბრგვილი?

ანუ რამ განაპირობა მოსეს ენაბრგვილობა თუ რამე სიმბოლური დატვირთვა უნდა ვთქვათ? unsure.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 13 2010, 12:49 AM

ვთქვა ? biggrin.gif






პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 13 2010, 01:04 AM

ალექსანდრე
yes.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 13 2010, 01:04 AM

ალექსანდრე
არა დაწერე biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 13 2010, 01:09 AM

kesaria777
ikanosi
თუ ცოცხალი გადამირჩა დაწერს mad.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 13 2010, 01:10 AM

tamuna m
პასუხი დასტყუე მაინც tongue.gif

არ დაგვტოვო მთლად ხელცარიელნი a075.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 13 2010, 01:10 AM

tamuna m
ჯერ დაწეროს და მერე რაც გინდა ის უქენი biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 13 2010, 01:13 AM

kesaria777
ikanosi
კი ვაოფებ, მაგრამ ნერვებს ვერ ვთოკავ!
მართლა რაღაცას დავუშავებ, ან პირიქით tongue.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 13 2010, 01:17 AM

kesaria777
ვინ მოერევა ვითომ? biggrin.gif
tamuna m
ახალგაზრდაა ჯერ ნუ მოუსწრაფებ დღეებს tongue.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 13 2010, 01:20 AM

ikanosi
თამოს შესაძლებლობები რომ ვიციიიიი laugh.gif


პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 13 2010, 01:31 AM

რა უნდა თქვას, რაც არ იცის...
დღეს მაგრად გამამწარა რა! IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 13 2010, 01:35 AM

tamuna m
kiss1.gif რა საყვარელი ხარ wub.gif

და თემას რო არ პასუხობ არა უშავს? tongue.gif

2 წთ-შI დაამთავრებს ჩემი კომპი ფილმის გადაწერას და დავრჩი პასუხგაუცემელი biggrin.gif ხვალამდე დაწერთ იმედია a075.gif ახალ კითხვებსაც tongue.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 13 2010, 01:38 AM

იმინა ვეხვეწები და არ ამბობს.
ეჭვი მაქვს, რომ არ იცის.
უბრალოდ ინტრიგა შემოაგდო dry.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 13 2010, 01:40 AM

biggrin.gif
აბა მე რა ვიცი რო მეკიტხებით biggrin.gif
მეზურნიშვილო შენ რომ გხედავ ამ თემაში იმიტომ არ ვწერ პასუხს biggrin.gif
tongue.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 13 2010, 01:44 AM

შემომაკვდება და მე დამბრალდება რა!
რა წესია?!
სამოდერო მოქალაქეებს ავიწროვებს და თემის დატოვებას აიძულებს. IPB-ს სურათი
ალექსანდრე, დასწერა სწორი პასუხი და დასტოვა თემა!

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 13 2010, 03:17 AM

არსებობს ასეთი გადმოცემა: როდესაც პატარა მოსე ფარაონთან მიიყვანეს ქურუმთა ერთმა ნაწილმა ფარაონს უთხრა რომ ვაჟია და არ უნდა იცოცხლოს. ამან ჩააფიქრა ფარაონი და მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, მოატანინა ორი ლანგარი, ერთ ლანგარზე დააყრევინა ძვირფასეულობა ოქრო, ბრილიანტი ანუ ის რაც ბრწყინავს, ხოლო მეორეზე გავარვარებული ნაკვერჩხალი და მოსეს წინაშე დაადგმევინა. ფარაონმა იმიტომ გააკეთა ეს რომ თუ მოსეს ინსტიქტები შინაგანად დიდებისაკენ ოქროსაკენ პატივისაკენ იყო მიდრეკილი მაშინ მართლა საშიში იყო. ბავშვი რათქმაუნდა ინსტიქტურად ბრჭყვიალა საგნისაკენ გაიწევდა, გადმოცემით მოსემ მართლაც ძვირფასეულობისაკენ წაიღო ხელი, მაგრამ ანგელოზმა ხელი მიჰრიდა და საღვთო ნებით ოქროსაგან წაღებული ხელი გავარვარებულ ნაკვერჩხლებს მოუჭირა, მოსემ სიმწრისაგან დამწვარი თითები პირში ჩაიდო, სადაც მას ნაკვერჩხლის ნაწილები ჩაყვა და ამის გამო სამი წლის ასაკიდან მოსე იყო ენაბრგვილი.

smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 13 2010, 01:10 PM

საინტერესოა!
ისე, ამ ინფორმაციას საიდან იძიებთ?
კითხვას ვინ სვამს?

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 13 2010, 04:45 PM

ციტატა(kesaria777 @ Jan 12 2010, 10:09 PM) *

ნონა
ვის ჰკითხე tongue.gif

kesaria777სლავას tongue.gif სხვას ვის ვკითხავდი, გამოცდაზე მეტი სალაპარაკო თემა კი არ გვქონია biggrin.gif biggrin.gif

ალექსანდრე
გადმოცემის წყარო რომელია?

პ.ს. მიკვირს პირდაპიურ იმდენად მეუცნაურება კითხვა რატომ იყო ენაბრგვილიო biggrin.gif , მითუმეტეს სხვანაირ მოსეს როცა არასოდეს უმეტყველია biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 13 2010, 06:24 PM

აბა ერთი კითხვა:

სად ეწოდათ უფლის მოწაფეებს პირველად ქრისტიანები? (თუ შეძლებთ ციტატა მოიტანეთ ”ახალი აღთქმიდან”).

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 13 2010, 06:36 PM

მოციქულთა საქმენი (თავი 11) ;

26. მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს; ასე რომ, მოწაფეებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 13 2010, 08:11 PM

ikanosi
ყოჩაღ!
დასვი კითხვა

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 13 2010, 09:18 PM

მთავარანგელოზმა გაბრიელმა პირველად ვის ახარა სულიწმიდისგან ძის ჩასახვა?

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 13 2010, 09:34 PM

ზაქარიას...?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 13 2010, 09:56 PM

ნონა

ციტატა
ზაქარიას...?

ნუ ჩქარობ smile.gif

ზაქარიას ის ეხარა, რომ ვაჟი შეეძინებოდა ბუნებრივი წესით.

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Jan 13 2010, 10:28 PM

ღვთისმშობელს

ისე ზაქარია მე ვიფიქრე, რატომრაც მახსოვდა რომ ზაქარიას უთხრა, რომ შენი შვილი იქნება იმისი წინამორბედი ვინც სულიწმიდისაგან ჩაისახებაო wub.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 13 2010, 10:40 PM

ზაქარიასა და ელისაბედს არის პასუხი

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 13 2010, 11:07 PM

ikanosi

ციტატა
ზაქარიასა და ელისაბედს არის პასუხი

არა

აი გასცეს უკვე პასუხი

ციტატა
ღვთისმშობელს


პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 13 2010, 11:24 PM

ikanosi

გაბრიელ მთავარანგელოზმა ზაქარიას 6 თვით ადრე ახარა ვიდრე ღვთისმშობელს, მაგრამ სულიწმიდისგან ძის ჩასახვა დედაღვთისმშობელს ეხარა

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 13 2010, 11:37 PM

afxazi
ბადრი
ეგ გავეცი მეც პასუხი კვირიკე.გე ზე რომ არის ვიქტორინა მანდ მაგრამ არ არის სწორიო და ზაქარია და ელისაბედი არის სწორიო huh.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 13 2010, 11:55 PM

ikanosi
აშკარად ცდებიან. ერთადერთი ადამიანი რომელიც უმამაკაცოდ, სულიწმიდისგან ჩაისახა იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 14 2010, 03:13 AM

smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 14 2010, 10:08 AM

ikanosi

ციტატა
ეგ გავეცი მეც პასუხი კვირიკე.გე ზე რომ არის ვიქტორინა მანდ მაგრამ არ არის სწორიო და ზაქარია და ელისაბედი არის სწორიო

ვნახე. შეცდომაა და თანაც არცთუ ისე უმნიშვნელო. ვინ ადგენს არ ვიცი ამ ვიქტორინას, მაგრამ თუ ვინმეს ხელი მიუწვდება შეაცვლევინოს.

ლუკას სახარების პირველი თავი

ზაქარიას ხარება

1. რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა, 2. როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი, 3. მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე, 4. რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია. 5. იუდეის მეფის - ჰეროდეს დღეებში იყო ერთი მღვდელი, აბიას წყებისა, სახელად ზაქარია, და მისი ცოლი, აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი. 6. ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე და უმწიკვლოდ ასრულებდნენ უფლის ყვებლა მცნებასა და განაწესს. 7. მაგრამ არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი უნაყოფო იყო, და ორივენი ხანშიშესულნი იყვნენ. 8. ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ, მღვდელმსახურებდა იგი ღმერთის წინაშე, 9. მღვდელთა მსახურების ჩვეულებისამებრ, წილად ხვდა საკმევლის კმევა, და შევიდა უფლის ტაძარში. 10. ხოლო ხალხის მთელი სიმრავლე გარეთ ლოცულობდა კმევისას. 11. მაშინ მოევლინა მას უფლის ანგელოზი, სასაკმევლე საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე. 12. მისი ხილვისას შეძრწუნდა ზაქარია და თავზარი დაეცა. 13. ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს. 14. გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით. 15. ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე. 16. და მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლის - მათი ღმერთის მიმართ. 17. უწინამძღვრებს მათ ელიას სულით და ძალით, რათა მოაქციოს მამების გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალთა გონიერების მიმართ, და, ამრიგად, განუმზადოს უფალს მზადმყოფი ხალხი. 18. უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: მერედა, რითი გავიგებ ამას? რადგან მე მოხუცი ვარ და ჩემი ცოლიც ხანშია შესული. 19. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: მე ვარ გაბრიელი, ღმრთის წინაშე მდგომელი, და მოვლინებუღი ვარ, რათა გითხრა და გახარო ეს. 20. აჰა, დადუმდები და სიტყვას ვერ დასძრავ იმ დღემდე, როცა ახდება ეს, ვინაიდან არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება თავის დროს. 21. ხოლო ხალხი ელოდა ზაქარიას და უკვირდა მისი დაყოვნება ტაძარში. 22. და როდესაც გამოვიდა, ვერ შესძლო ხმა გაეცა მათთვის. მიხვდნენ, რომ ხილვა ეხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნა მათ და დარჩა უხმოდ. 23. ხოლო როდესაც გავიდა მისი მღვდელმსახურების ყავლი, სახლში დაბრუნდა. 24. იმ დღეთა შემდეგ მუცლად იღო ელისაბედმა, მისმა ცოლმა; ხუთი თვე იმალებოდა და ამბობდა: 25. ასე მიყო უფალმა იმ დღეებში, როცა მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ხალხში.

ღვთისმშობლის ხარება

26. ხოლო მეექვსე თვეს მოვლინებულ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღმერთის მიერ გალილეის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ნაზარეთი, 27. ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, და სახელი მისი - იოსები, დავითის მოდგმისა, ხოლო სახელი ქალწულისა - მარიამი. 28. შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის. 29. ხოლო ის შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ჩაფიქრდა: ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? 30. ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმრთის წინაშე. 31. აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს. 32. დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. 33. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა. 34. ხოლო მარიამმა უთხრა ანგელოზს: როგორ იქნება ეგ, მამაკაცი რომ არ ვიცი? 35. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმიდა გადმოვა შენზე, და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს. ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმიდა შობილი. 36. აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო ძე სიბერის ჟამს, და ეს მეექვსე თვეა მისთვის, ვინც უნაყოფოდ იყო ხმობილი, 37. რადგან ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი. 38. ხოლო მარიამმა თქვა: აჰა, მხევალი უფლისა! მეყოს მე შენი სიტყვისამებრ! და განეშორა მას ანგელოზი.

შესაძლოა ამ ფრაზამ გამოიწვია დაბნეულობა: "და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე", რაც ცხადია არ იოანეს ნიშნავს სულიწმიდით ჩასახვას.


შეცდომაა აგრეთვე ერთი კითხვაც, კერძოდ ეს: "შეპყრობის შემდეგ პირველად ვის მიჰგვარეს იესო?". უფრო სწორად მისი პასუხი: ანა კაიაფას.

ანა სხვა პიროვნება იყო, რომელთანაც პირველად მიიყვანეს იესო და კაიაფა სხვა, რომელთანაც შემდგომ გადაიყვანეს იესო.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 14 2010, 12:27 PM

ციტატა
სულიწმიდისგან ძის ჩასახვა

სულიწმიდისგან ძის ჩასახვა რათქმაუნდა ქალწულ მარიამ ეხარებოდა აბა სხვას ვის? იოანე ნათლისმცემელი უბიწოდ არ ჩასახულა. მასე რომ ყოფილიყო მაშინ ნათლისმცემელი იქნებოდა მხსნელი და არა ქრისტე

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 14 2010, 12:28 PM

ხოხ, რა ამბები ყოფილა აქ.
ცოტა არ იყოს გამეღიმა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 14 2010, 12:33 PM

tamuna m

ციტატა
ხოხ, რა ამბები ყოფილა აქ.ცოტა არ იყოს გამეღიმა

სასაცილოდ გაქვს საქმე? biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 14 2010, 12:37 PM

ალექსანდრე
გენაცვალე, ნუ აოფებ თემებს რა! dry.gif
ეს კითხვა: ოქრო, მური და გუნდრუკის მსგავსი იყო და...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 14 2010, 12:52 PM

ალექსანდრე
tamuna m
ყველგან თქვენ როგორ უნდა ჩხუბობდეთ ა? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 14 2010, 12:55 PM

ციტატა
ოქრო, მური და გუნდრუკის მსგავსი იყო და...

უნდა დავაბოლოვოთ?

ერთი რამ კიდევ...მგონი არის ნათქვამი ასეთი სიტყვები: ვისაც თავის დედაზე მეტად არ ვუყვარვარ ის ჩემი ღირსი არ არის....იქნებ განმიმარტოთ/? wub.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 14 2010, 12:56 PM

afxazi
გითხარი, მაგრად მეძაბება-თქო და არ გჯეროდა biggrin.gif

ikanosi
არა, გავიხუმრე რაღაც
ბოდიში! IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 14 2010, 03:48 PM

ვინმე დამეხმარება?

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 14 2010, 04:12 PM

ikanosi

ციტატა
ერთი რამ კიდევ...მგონი არის ნათქვამი ასეთი სიტყვები: ვისაც თავის დედაზე მეტად არ ვუყვარვარ ის ჩემი ღირსი არ არის....იქნებ განმიმარტოთ/?


აქ იგულისხმება ის, რომ უფალზე მაღლა არავინ და არაფერი არ დგას. ანუ უფალი უნდა იყოს ადამიანისათვის უმაღლესი ღირებულება და მერე სხვა (სამშობლო, ოჯახი დ. ა. შ.)

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 14 2010, 04:18 PM

ანუ მაგალითად თუ მშობელი გეწინააღმდეგება რომ სასულიერო მხრით განაგრძო შენი ცხოვრება შეიძლება მის წინააღმდეგ წახვიდე? (როდესაც უფლის სამსახურში გინდა იყო და ნებას არ გრთავენ)

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 14 2010, 04:26 PM

უნდა ეცადო მშობლის კურთხევა გამოითხოვო მაგ საქმეში. ძალიან რთული შეკითხვაა, პასუხიც ყველასათვის ინდივიდუალურია და მოძღვარის მადლმოსილი რჩევაა საჭირო. ზოგადად თუ მშობელი უფლის საწინააღმდეგო რამეს გაიძულებს არ უნდა დაემორჩილო (მაგ. წმიდა ბარბარე და სხვები)

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 14 2010, 04:48 PM

ikanosi

ციტატა
ანუ მაგალითად თუ მშობელი გეწინააღმდეგება რომ სასულიერო მხრით განაგრძო შენი ცხოვრება შეიძლება მის წინააღმდეგ წახვიდე? (როდესაც უფლის სამსახურში გინდა იყო და ნებას არ გრთავენ)

ასე მშრალად ვერ განვმარტავთ ცხადია ამ ციტატას. მაგალითად იოანე ოქროპირის ცხოვრებიდან ვიცით, რომ როდესაც მას მამა გარდაეცვალა გადაწყვიტა მონასტერში წასულიყო, მაგრამ დედის თხოვნის საფუძველზე მან მცირე ხნით გადაიფიქრა ეს ნაბიჯი. ხოლო როდესაც დედაც გარდაეცვალა ამის შემდეგღა მიაშურა მონასტერს.

უფალი არ ამბობს, რა თქმა უნდა, რომ ერთი ხელის მოსმით ყველაფერი მიატოვეთ და მე გამომყევითო, ან ყველაფერი მე შემომწირეთო (სახარებიდან ვიცით, რომ ქრისტემ იუდეველებს მშობლებისადმი უპატივცემულობაში ჩაუთვალა ის ქმედება, რომ ეს უკანასკნელნი მშობლებს ართმევდნენ ფულს იმ საბაბით, რომ უფლისთვის უნდა შეეწირათ ის).

აქ საუბარია ქრისტიანობის ცხოვრების წესად გახდომაზე, რომ ნებისმიერ სიტუაციაში აქედან უნდა ამოდიოდე. როდესაც ადამიანი ქრისტიანი ხდები და ასეთად მიიჩნევ თავს, შეუძლებელია, რომ კვლავ მიწირზე იყო მიჯაჭვული.

თუ მიაქციე ყურადღება ჩემს ხელმოწერას: "სათნოება თვითკმარია ბენიერებისთვის". ესაა კლიმენტი ალექსანდრიელის შესანიშნავი და ღრმა გამონათქვამი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ადამიანი სიკეთეს იმიტომ კი არ უნდა აკეთებდეს, რომ შემდეგ სასუფეველში ჯილდოს მიიღებს (ეს თავისთავად ანგარება იქნებოდა), არამედ უფლის სიყვარულიდან გამომდინარე. სიკეთე, თავმდაბლობა, პატივისცემა მშობლებისადმი, ეს ბუნებრივი წესი უნდა იყოს ადამიანისა. როდესაც ამგვარად იქცევა პიროვნება ის ემსგავსება მაცხოვარს, რომელმაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე, სიყვარულიდან გამომდინარე, გაწირა თავი მისი ქმნილებისათვის. შესაბამისად ეს მსგავსება მისთვის უკვე საკმარისია ბედნიერებისათვის. მართლაც რაღაა იმაზე დიდი ბედნიერება, რომ ადამიანი უფალს ემსგავსება. ამას გულისხმობს სწორედ ეს გამოთქმაც, რომ სათნოება თვითკმარია ბედნიერებისათვის.

აქედან გამომდინარე უფალს მიმსგავსებულ ადამიანს ყველაზე მეტად სწორედ თავისი შემოქმედი უნდა უყვარდეს, რადგან მისგან აქვს ყოველივე. და ეს სიყვარული უნდა მოიცავდეს ყოველივეს. მშობელს რომ არ მიატოვებ გაჭირვების ჟამს და მონასტერში არ წახვალ იმ მიზეზით, რომ პირველ რიგში უფალი უნდა გვიყვარდეს, ამას სწორედ შემოქმედისადმი არსებული სიყვარულიდან გამომდინარე გააკეთებ, რომელიც გვეუბნება, რომ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მშობლებს.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 14 2010, 05:56 PM

ციტატა
ასე მშრალად ვერ განვმარტავთ ცხადია ამ ციტატას. მაგალითად იოანე ოქროპირის ცხოვრებიდან ვიცით, რომ როდესაც მას მამა გარდაეცვალა გადაწყვიტა მონასტერში წასულიყო, მაგრამ დედის თხოვნის საფუძველზე მან მცირე ხნით გადაიფიქრა ეს ნაბიჯი. ხოლო როდესაც დედაც გარდაეცვალა ამის შემდეგღა მიაშურა მონასტერს.

მეც ასე მგონია....მანამდე მგონია თითქოს ვალი მაქვს მათი...
გმადლობთ რომ დამეხმარეთ...
და შემდეგ კითხვას ვინ დასვამს?

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 14 2010, 06:54 PM

kesaria777

შენ გაქვს კითხვის დასმის უფლება

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jan 15 2010, 04:06 PM

ციტატა(ikanosi @ Jan 14 2010, 04:18 AM) *

ანუ მაგალითად თუ მშობელი გეწინააღმდეგება რომ სასულიერო მხრით განაგრძო შენი ცხოვრება შეიძლება მის წინააღმდეგ წახვიდე? (როდესაც უფლის სამსახურში გინდა იყო და ნებას არ გრთავენ)


სხვისი არ ვიცი და მე მაგ შემთხვევაში მივდივარ მშობლების წინააღმდეგ, უფრო სწორად ვცდილობს ჩემი სულიერი ცხოვრება მათ არ მოხვდეთ თვალში, ანუ ვმალავ არ ვამბობ ბევრ რამეს(მაგ: წირვა-ლოცვაზე სიარულს, ლოცვასაც კი არ ვკითხოლობ მათ დასანახად)...

დასვით რა შეკითხვა ვინმემ მინდა ცოტა ვიაზროვნო...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 15 2010, 04:13 PM

რატომ აღასრულა მაცხოვარმა პირველი სასწაული ქორწილში?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 15 2010, 04:31 PM

ციტატა(ikanosi @ Jan 15 2010, 04:13 PM) *

რატომ აღასრულა მაცხოვარმა პირველი სასწაული ქორწილში?

ღვთისმშობელმა სთხოვა და მიტომ smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 15 2010, 04:32 PM

ალექსანდრე
რა მიგვანიშნა ამით....რა მოკლე პასუხი გამეცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 15 2010, 04:35 PM

ikanosi

ციტატა
რა მიგვანიშნა ამით....რა მოკლე პასუხი გამეცი

დედისადმი მოკრძალება და პატივისცემა tongue.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)