IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს ეკლესიის ისტორია, ძირითადი ასპექტები და მიმოხილვა
KAIROS
პოსტი Mar 1 2009, 06:06 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



აქ საკმაოდ ბევრი თემაა გახსნილი და ისინი საქართველოს მართლმადიდებელი და ავტოკეფალური, სამოციქულო ეკლესიის ისტორიის სხვადასხვა პერიოდს ეხება, ეს იქნება ავტოკეფალიის მოპოვება, დაკარგვა და აღდგენა, კომუნისტების მიერ დევნა, ასევე აქვეა თემები ეკლესიის ზოგადი ისტორიიდან, პირველი ეკლესიები, დასავლეთის ქრისტიანული ისტორია და ა.შ.
აქ არის მსგავსი თემა, მაგრამ იმდენად გადატვირთულია სხვადასხვა მასალებით, და ერთმანეთისაგან დაშორებული თემებით, რომ აგადავწყვიტე გვქონდეს ერთი თემა, სადაც უბრალოდ, მონახაზებით და ქრონოლოგიის მიხედვით გვექნება საუბარი საქ. მართლ. ეკლესიაზე, ზოგადად შევეხებით პრობლემებს და მნიშვნელოვან პერსონაჟებს, ვნახავთ რა ვარაუდები არსებობს და რამდენადაა ესათუის იდეა ცნობილი სხვაგან...
...........
თარიღი - I საუკუნე
ადგილი - საქართველო,
საკითხი - ქრისტიანობა შემოსვლის ვარაუდები
1. გარდამოცემა "მოქცევაი ქართლისაის" მიხედვით ( ამ ნაწილის ტექსტი იხილეთ აქ )

წყაროს ცნობით, ქართველი ებრაელები უნდა ჩასულიყვნენ იერუსალიმში, სინედრიონის მოხმობით" მოუწერა ანა მღდელმან იერუსალემით მამის მამისა ჩემისა ელიოზის თანა ესრეთ, ვითარმედ: „იგი, რომლისათჳს სპარსნი მეფენი ძღუნითა მოვიდეს, აღზრდილ არს იგი და ჰასაკსა საზომსა მიწევნულ არს, და თავსა თჳსსა ხადის ძედ ღმრთისად. მოვედით ყოველნი სიკუდილსა მისსა, რათა აღესრულოს მცნება მოსესი" ანუ უფლის სიკვდილით დასჯაზე დასასწრებად, "და წარვიდეს აქათ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. და მუნ დახუდეს ჯუარ-ცმასა უფლისასა და მათ მოიღეს მუნით კუართი უფლისა, ელიოზ მცხეთელმან და ლონგინოზ კარსნელმან"

პრობლემა----

ქართლის ცხოვრების და წმ. წერილის წინააღმდეგობები

წყარო არ გვეუბნება, ზუსტად როგორ მიიღეს კვართი, მოისყიდეს რომაელები და იყიდეს წილნაყარი კვართი? თუ თავად მიიღეს მონაწილეობა წილის ყრაში? როგორც წერს ლეონტი მროველი "ქართლის ცხოვრებაში"
თქმული მისი-ვე აბიათარ მღდელისა
კუართისათჳს უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესისა
http://www.orthodoxy.ge/istoria/qartlis_ts...roveli2-2.htm#1
ხოლო კუართი იგი უფლისა წილით ხუდა მცხეთელთა: წარმოიღო ელიოზ, და მოიღო მცხეთას"
წმიდა წერილში არსადაა დაწერილი, რომ ვინმე ებრაელს მიეღოს მონაწილეობა წილის ყრაში
მათე 27. 35. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი,"
მარკოზი 15:24 " და ჯუარს-აცუეს იგი და განიყოფდეს სამოსელსა მისსა და განიგდებდეს მას ზედა წილსა, ვინ-ძი რაჲ აღიღოს. "
ლუკა 23 : 34 " ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. ხოლო გან-რაჲ-იყოფდეს სამოსელსა მისსა, განიგდეს წილი"
და ყველაზე მნიშვნელოვანი
იოანე 19 : 23-24
" და ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად. თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი თავისა მათისა და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე ყვეს."

შეგვიძლია თუ არა აქ "ერისგანთა" შორის ვიგულისხმოთ ჩვენი ებრაელები? ნაკლებად და აი რატომ, რადგან იქ აშკარად რომაელები მოქმედებდნენ და არა ებრაელები, თან ესენი იყვნენ სიკვდილით დამსჯელი სამხედრო რაზმი, და შესაბამისად კვართიც და სამოსელიც იქნა გაყოფილ მათ შორის, ასევე წერია რუსულშიც "Воины "
და ასევეა ლათინურ-ბერძნულ-ახალ ქართულშიც "ჯარისკაცებმა"

მაშ ასე უფრო სარწმუნოა, რომ პირდაპირ წილისყრაში მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ ჩვენს ებრაელებს,
და ამიტომაც მცდარია რომ წილი ურიებმა იგდეს და შეხვდაო ჩვენს ებრაელებს"ხოლო ოდეს კუართსა მას ზედა უფლისასა წილ იგდეს უღმრთო/თა ურიათა ჯუარ-ცმასა უფლისასა, და განგებულებამან ღმრთისამან მიახუედრა მცხეთელთა ურიათა" არც წმ. წერილი და არც განმარტებელები არ ამბობენ ამას , პირიქით წმ. წერილის მიხედვით
რომაული ასეული იყო იქ "მათე 27:54. ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი სცვიდეს იესუს.." ეს შემდგომში წმ. მოწამე ლონგინოზ ასისთავია, მაშინ იგი წარმართი რომაელი მეომარი ლონგინოზი
ასე რომ უფრო სავარაუდოა, რომ მერე გამოისყიდეს რომაელთაგან, რატომ არ ვიცით, ალბათ ან კვართის სილამაზის გამო, როგორც წერია ქართლის ცხოვრებაში "ხოლო ვითარცა იხილა ადერკი მეფემან წმიდა კუართი
იგი, სთნდა უკუე ფრიად შუენიერებისა მისთჳს მისისა სამოსელი იგი შეემოსა შეგინებულსა მას გუამსა თჳსსა"

თუმცა ეს არასწორია, უფალს არ ეცვა რაიმე განსაკუთრებული და მდიდრული, რომ მეფეს გარეგნულად მოწონოდა, ადერკ მეფის მისი მოხიბვლა ალბათ ამ სამოსლის მისტიურმა ისტორიამ ( იყო რა ვინმე მოკლული წინასწარმეტყველის და უცნაური გარდაცვალება სიდონიასი) განაპირობა, ამასვე წერს თეოფილაქტე ბულგარელი და სხვა განმარტებელები პირდაპირ წერენ უფლის უბრალო სამოსლის შესახებ"Иоанн, чтобы показать, что таков именно был хитон, сказал, что он "весь тканый сверху", то есть соткан от начала и сверху донизу. Указывает же этим замечанием на бедность одежд Христовых"
http://www.rusbible.ru/books/in.fb.html#cite-274
ან უბრალოდ სამახსოვროდ წამოიღეს... ეს გახსნილი საკითხია...

გაგრძელება იქნება smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Jan 3 2020, 05:54 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პოლიტიკურად დაშლილ საქართველოში ქართული ეკლესია რჩებოდა ერის შემკრებად და გამაერთიანებლად. შესაბამისად მტერი ანალოგიურად ახორციელებდა დარტყმას ეკლესიური ერთობის დასარღვევად"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N29, 2019, ჩანართი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   საქართველოს ეკლესიის ისტორია   Mar 1 2009, 06:06 AM
KAIROS   გასაგებია :D მარტო ...   Mar 2 2009, 06:47 AM
egri3   KAIROS პართიაში რას და...   Mar 2 2009, 04:44 PM
KAIROS   :D არა კაცო :) უბრალო...   Mar 2 2009, 11:01 PM
KAIROS   არსებობს ასევე წმი...   Mar 3 2009, 03:37 AM
egri3   KAIROS მე კი გეუბნები, ...   Mar 4 2009, 11:51 AM
KAIROS   კი, ნამდვილად არაა ...   Mar 4 2009, 02:04 PM
sable   კი, ნამდვილად არაა ...   Mar 5 2009, 09:09 PM
Ligia   კაიროს რა მაინტერე...   Mar 4 2009, 05:40 PM
sable   კაიროს რა მაინტერ...   Mar 5 2009, 01:22 PM
Ligia   ფარსმან ქველი იყო ...   Mar 5 2009, 02:35 PM
egri3   sable ამას თუ ამიხსნი...   Mar 5 2009, 05:18 PM
sable   [b]sable როგორ ადგენდნ...   Mar 5 2009, 08:57 PM
Темур   sable მდაა. ეს ვიკითხე ...   Mar 5 2009, 09:12 PM
sable   [b]sable მდაა. ეს ვიკითხ...   Mar 9 2009, 01:45 PM
KAIROS   საბლე კი, მეც ეგ დავ...   Mar 6 2009, 05:07 AM
egri3   sable კაი ბატონო. უშიშ...   Mar 9 2009, 02:43 PM
sable   egri3 პირველკი ტომი წ...   Mar 9 2009, 03:35 PM
KAIROS   კარგით ბატონებო, გ...   May 27 2009, 05:32 AM
marine   „ქართველმა ერმა, რ...   Oct 16 2014, 03:36 PM
marine   "წმინდა იოანე ხომ...   Dec 3 2014, 09:40 PM
marine   "ხდებოდა ქართველ...   Dec 26 2014, 06:18 PM
marine   "სარწმუნოების სხ...   Dec 28 2014, 01:24 PM
marine   "... ახლა რამდენიმე...   Mar 30 2015, 09:34 PM
marine   "ქართლისა მშვიდო...   Apr 21 2015, 11:20 PM
marine   "მეორე მსოფლიო ომ...   Jun 12 2015, 03:58 PM
marine   “კიდევ ერთი დოკუმე...   Jun 13 2015, 11:04 PM
marine   პროტოპრესვიტერი ი...   Jul 29 2015, 02:41 PM
marine   "...აქაური ეკლესია...   Aug 30 2015, 10:51 PM
marine   "მოციქულთა მიერ დ...   Sep 2 2015, 10:52 PM
marine   "ქრისტეს შობიდან ...   Sep 30 2015, 07:06 PM
marine   "1922 წელს გენუაში გ...   Dec 21 2015, 07:01 PM
marine   "საქართველოს ეკლ...   Jan 4 2016, 09:03 PM
marine   "იოანე ბაგრატიონ...   Sep 21 2016, 09:29 PM
marine   "ჩვენი ეკლესია წა...   Feb 2 2017, 10:18 PM
marine   "ჩვენს უიმედობაზ...   Feb 6 2017, 06:57 PM
marine   "დღეს ჩვენ სწორად...   Oct 1 2018, 08:26 PM
marine   "ღმერთმა დალოცოს ...   Mar 28 2019, 09:06 PM
marine   "ქართველი ერი იცა...   Jun 26 2019, 08:32 PM
marine   "რა იქნებოდა საქა...   Jul 4 2019, 05:19 PM
marine   "საქართველოს სამ...   Sep 16 2019, 08:41 PM
marine   "პოლიტიკურად დაშ...   Jan 3 2020, 05:54 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 09:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი