თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ გამოფენები

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Nov 24 2009, 02:20 PM

აქ დავდოთ ხოლმე გამოფენების ანონსები smile.gif


დღეს, 24 ნოემბერს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრში ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა აწყობს გამოფენას "გიორგობა".
ექსპოზიციაში წარმოდგენილია სმენადაქვეითებული ბავშვების - 203 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის, თბილისის საჯარო სკოლების და გალერეის თავისუფალი ხატვის ჯგუფების 230 ნორჩი მხატვრის ნამუშევრები.



დღეს, 24 ნოემბერს, 17:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება მხატვართა ჯგუფის გამოფენა სახელწოდებით "ფერადი ნავი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თორნიკე აბულაძის, ირაკლი ჩიქოვანისა და ბექა სვირავას ნამუშევრები.
გამოფენა გაგრძელდება 29 ნოემბრამდე. გალერეა "ვერნისაჟის" ახალი მისამართია: ძმები ზუბალაშვილების ქ. # 7.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 24 2009, 03:14 PM

ააა... სმენადაქვეითებული ბავშვების სურათები ყოფილა ohmy.gif

მაქვს ზოგიერთი სურათი გადაღებული. დავდებ მალე : )
ძალიან საინტერესო იყო, სხვათაშორის

ეს ერთი:
http://img100.imageshack.us/i/image002fk.jpg/

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Dec 9 2009, 01:30 PM

ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად გაიხსნა გამოფენა "კლიმატის ცვლილება".
საქართველოს რეგიონებიდან შემოსული 300-მდე ნამუშევრიდან საექსპოზიციოდ შეირჩა საუკეთესო 75 ნახატი.
მათ ავტორებს გადაეცემათ დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები.

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 9 2009, 05:40 PM

14 დღეში იხურება ნინო რამიშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც ნახავთ მართლაც უნიკალურ კაბებს! ევროპელი დიზაინერების ნივთებს, ცეკვების "სადარბაზო", "ხევსურული", "ჯეირანი" და სხვა კოსტიუმებს. გამოფენა მუშაობს ორშაბათის გარდა ყოველ დღე 11 საათიდან 18 საათამდე, ბილეთის ფასია ბავშვებისთვის 1 ლარი და უფროსებისთვის 1,50 ლარი! ყველას გირჩევთ ნახოთ მისამართი: კარგარეთელის 6, პლეხანოვზე კინოთეატრ აპოლასთან

მინდაა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Dec 10 2009, 03:31 PM

ადამიანთა უფლებების საეთაშორისო დღის აღსანიშნავად საფრანგეთის საელჩო საქართველოში გიწვევთ გამოფენის "ასი აფიშა სიტყვის თავისუფლებისათვის" გახსნაზე, რომელიც ამავე დღეს ტარდება მსოფლიოს 20-ზე მეტ ქალაქში ხუთშაბათს, 2009 წლის 10 დეკემბერს 19 საათზე.
ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცემტრში, გუდიაშვილის 10.

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Dec 14 2009, 05:11 PM

დღეიდან, 14 დეკემბრიდან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზი თოჯინების საახალწლო გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა დღეს, 14 დეკემბერს 18:00 საათზე გაიხსნება და 30 დეკემბრამდე გაგრძელდება. დათვალიერება შეეძლება ნებისმიერ მსურველს უფასოდ

საქრთველოში ისტორიულად გამოიყენებოდა გარკვეული ტიპის თოჯინები, სხვადასხვა წესჩვეულებების შესრულების დროს. ჩაცმულობით, თმის ვარცხნილობითა და სხვადასხვა მასალით შესრულებული თოჯინები, საქართველოს ამა თუ იმ კუთხის მცხოვრებთა გარეგნულ იერსა და დამახასიათებელ თვისებებს გვამცნობს.
გამოფენაში მონაწნილეობს 22 თვითნასწავლი მხატვარი, საქართველოს ყველა რეგიონიდან.


პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Dec 16 2009, 12:21 PM

დღეს, 16 დეკემბერს, 15:30 საათზე, თბილისის სამხატვრო აკადემია, თანამედროვე ხელოვნების არქივი "არქიდრომი" და ჯგუფი "ბულიონი" თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ დარბაზში წარმოადგენს თანამედროვე ესტონური ხელოვნების გამოფენას. ნაჩვენები იქნება ოთხი ესტონელი ხელოვანის _ ჰანეს ასამეტსის, ჰენრი ჰუტის, მიჰიკელ ილუსის და მიჰიკელ მარიპუს _ ვიდეოარტი, პერფომანსი და ფერწერული ნამუშევრები.

გამოფენა ეწყობა ესტონეთის კულტურის სამინისტროს და ესტონეთის საელჩოს ხელშეწყობით.

17 დეკემბერს კი, 16:00 საათზე, "არქიდრომის" ინიციატივით სამხატვრო აკადემიის დიდ დარბაზში გაიმართბა დისკუსია ხელოვანებთან.


პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: Dec 16 2009, 08:05 PM

ისე, არ შეგიძლიათ ცოტა ადრე რომ დადოთ ხოლმე ეს ინფორმაციებიი. ასე ვერ ვასწრებთ sad.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Dec 16 2009, 09:20 PM

ციტატა(მაგდალინა @ Dec 14 2009, 05:11 PM) *

დღეიდან, 14 დეკემბრიდან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზი თოჯინების საახალწლო გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა დღეს, 14 დეკემბერს 18:00 საათზე გაიხსნება და 30 დეკემბრამდე გაგრძელდება. დათვალიერება შეეძლება ნებისმიერ მსურველს უფასოდ



აქ მინდა წასვლა, ვინ შემომიერთდება?

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Dec 17 2009, 10:48 AM

nat_uly
როგორც კი ვიგებ, მაშინვე ვდებ sad.gif მართლა კარგი იქნებოდა ადრე ინფორმირება, რასაც და თუ მოვახერხებ, აუცილებლად ადრე დავპოსტავ ხოლმე smile.gif

ეკატო
მეც მინდა smile.gif


17 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გაიხსნება გამოფენა "ძველი და თანამედროვე თბილისი".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული, 1890-1910 წლებში დიმიტრი ერმაკოვისა და 2009 წელს გიორგი მეურმიშვილის მიერ გადაღებული ფოტოები.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება ეროვნული არქივის მიერ მომზადებული, 2010 წლის კალენდრის "ძველი და თანამედროვე თბილისი" პრეზენტაცია.




პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 17 2009, 12:10 PM

ციტატა
აქ მინდა წასვლა, ვინ შემომიერთდება?

მოვდივარ smile.gif ოღონდ სად არის ტერიტორიულად არ ვიცი sad.gif

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Dec 17 2009, 01:13 PM

ქევანა
აღმაშენებელზეა, მაგრამ რა ნომერში, არ ვიცი ზუსტად, თუ არ ვცდები 68-ში? unsure.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Dec 19 2009, 02:40 PM

ქევანა
მაგდალინა
ეკატო

ძალიან კარგი გამოფენაა და აუცილებლად ნახეთ, მეც კიდევ შევივლი ალბათ, გადარბენაზე ვიყავი smile.gif

გალერეა არის აღმაშენებლის 68-ში, ანუ ძველ პლეხანოვზე. მეტროდან რომ გაუყვებით ვარანცოვისკენ მალევეა smile.gif


პ.ს. თოჯინების გამოფენაზე ვამბობ biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Dec 21 2009, 11:16 AM

დღეს, 21 დეკემბერს,. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ახალი გალერეა - "გალა" გაიხსნება. გალერიის გახსნას ცნობილი ქართველი მხატვრები დაესწრებიან.
გალერეაში გამოფენილი იქნება კლასიკოსებისა და თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები. მათ შორის - ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, სერგო ქობულაძის, პეტრე ოცხელის, ირაკლი გამრეკელის, კირილე ზდანევიჩის, ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრები; აგრეთვე - ალბერტ დილბარიანი, გაიანე ხაჩატურიანი, მერაბ აბრამიშვილი, მიშა ხვიტია, მამუკა ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ლევან ჭოღოშვილი, ვახტანგ ბუღაძე, გია ბუღაძე, ედმუნდ კალანდაძე, გოგი ჩაგელიშვილი, ზურაბ ნიჟარაძე და სხვა.

ექსპოზიცია დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, თვალი გაადევნოს თანამედროვე ქართული მხატვრობის განვითარებას, XX საუკუნის დასაწყისიდან - დღემდე.

"გალა- გალერეას" მიზანია, კლასიკოსი მხატვრების რეტროსპექტიული გამოფენებთან ერთად, თანამედროვე მხატვრების პოპულრიზაცია. გალერეაში მოეწყობა, როგორც პერსონალური, ისე ჯგუფური გამოფენები

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Dec 21 2009, 02:48 PM

დღეს, 21 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო "თორი" ირაკლი გედენიძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის სახელწოდებაა _ "20 წლის შემდეგ". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება განსხვავებული ფოტოქრონიკა - საქართველო სამოქალაქო ომიდან დღემდე
გამოფენის ორგანზიტაორების განცხადებით, ფორმითა და შინაარსით ეს იქნება პირველი დოკუმენტური გამოფენა საქართველოში. გამოფენის სახელწოდებაა "20 წლის შემდეგ".

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Jan 4 2010, 11:27 AM

ეროვნული მუზეუმში ძველი და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყობა
დღეს, 4 იანვარს, საქართველოს ეროვნული მუზეუმში ძველი და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყობა.
გამოფენის ორგანიზატორები არიან ეროვნული მუზეუმი და საქართველოს საპატრიაქო და პატრიარქს ილია II-ს დაბადების დღეს ეძღვნება.

გამოფენის მიზანია ერთ საგამოფენო სივრცეში წარმოადგინოს შუა საუკუნეებისა და XX-XXI სს-ის საეკლესიო ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნამუშევრები _ ფერწერული და ჭედური ხატები, ქვაზე და ხეზე კვეთილობის, ნაქარგობისა და ტიხრული მინანქრის ნიმუშები.

გამოფენაზე დამთვალიერებელი შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნებისა და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმების ფონდებში დაცული შუა საუკუნეების ნივთებს ნახავს, რომელთა დიდი ნაწილი პირველად გამოიფინება. თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიციაში კი წარმოდგენილი იქნება ეკლესია-მონასტრებში, სახელოსნოებში და კერძო მფლობელთა კოლექციებში შერჩეული საეკლესიო ნივთებით. აქვე გამოიფინება თანამედროვე კედლის მხატვრობის ფოტოებიც.

გამოფენის პარალელურად საგანმანათლებლო საჯარო ლექციების კურსი ჩატარდება, რომელსაც სასულიერო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები წარუძღვებიან.

უახლოეს მომავალში შუა საუკუნეებისა და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნების ძეგლთა კატალოგების გამოცემაც იგეგმება.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 4 2010, 02:10 PM

ციტატა
გამოფენის პარალელურად საგანმანათლებლო საჯარო ლექციების კურსი ჩატარდება, რომელსაც სასულიერო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები წარუძღვებიან.


ეს როგორ? ანუ ამირანაშვილის სახ. მუზეუმში რომ მივიდე გამოფენაზე, პარალელურად სად ჩატარდება, იქვე დარბაზში? თუ მუზეუმის აუდიტორიაში? smile.gif სიამოვნებით წავიდოდი

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Jan 6 2010, 02:59 AM

ეროვნული სამოსის გამოფენას აპირებდნენ შობის შემდეგ სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში. ჯერ შემოდგომაზე იყო ჩაფიქრებული და ამ დროისთვის გადმოიდო.

ახლა ვწერ, რომ არ დაგვიანდეს ინფორმაციის მიწოდება.

ვინც უკვე ზუსტად იცის როდის ტარდება, დაამატებს აქვე, თუ არა და მე შევეცდები გავარკვიო ამ დღეებში.

პოსტის ავტორი: doroTea თარიღი: Jan 8 2010, 01:18 AM

თუ იცით, ფოლკლორის ცენტრში "თოჯინების გამოფენა" როდემდეა?

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Jan 12 2010, 02:57 PM

doroTea
22 ან 27 იანვრამდე, თუ არ ვცდები.


დღეს, 12 იანვარს, 16:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნება გამოფენა, სახელწოდებით "შობიდან ნათლისღებამდე".
ექსპოზიციის მიზანია თავი მოუყაროს და სიუჟეტური თანმიმდევრობით წარმოაჩინოს უნიკალური ქართული ხელნაწერები, რომელშიც მოვლენები ასახულია მაცხოვრის შობიდან ნათლისღებამდე.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამოფენაზე წარმოადგენს XII-XVIII საუკუნეების მოხატულ ხელნაწერებს.

საექსპოზიციო თემა მოიცავს ოთხ დიდ დღესასწაულს (შობა, წინადაცვეთა, მირქმა, ნათლისღება), რომლის ილუსტრირებაც ხდება ათი სიუჟეტით.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ხელნაწერების ორიგინალები: გელათის (XII ს.), ჯრუჭის (XII ს.), ვანის (XII-XIII სს.), ლარგვისისა (XIII ს.) და სხვა სახარებები.

ექსპოზიცია 22 იანვრამდე გაგრძელდება.


პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Jan 20 2010, 02:02 PM

22 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გია გოგატიშვილის ფოტოგამოფენა "ფარდის მიღმა" გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფის 26 ფოტონამუშევარი, რომელზეც ოპერისა და ბალეტის თეატრში სხვადასხვა დროს დადგმული სპექტაკლებია ასახული.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ასევე პარიზისა და ბერლინის თეატრების წარმოდგენების ფოტოები.

გამოფენის გახსნას დაესწრებიან ცნობილი ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე და მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები.

26 იანვრიდან გამოფენა ალ. დიუმას ფრანგული კულტულტურის ცენტრში გადაინაცვლებს და ორ კვირას გასტანს.

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Jan 21 2010, 11:11 AM

21 იანვარს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართება ფოტოგამოფენა "სადღესასწაულო მომენტები". გამოფენაზე წარმოდგენილია ახალი თაობის ეთნოგრაფების ნამუშევრები და კვლევები თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით. გამოფენის ამოსავალ წერტილად იქცა თბილისობის _ დედაქალაქის ყოველწლიური დღესასწაულის _ დოკუმენტაცია. შეიქმნა 2000-მდე დოკუმენტური ფოტო თბილისობის 3-დღიანი დღესასწაულის დროს. მონაწილეთა მთავარი ამოცანა, როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე დამთვალიერებლებისთვის, თბილისობის მნიშვნელობის დოკუმენტურად დაფიქსირება იყო.
ეს გამოფენა წარმოადგენს "მშობლიური ანთროპოლოგიის" ერთგვარ ნიმუშს, სადაც თითოეული ძირძველი მოსახლე ობიექტივში აფიქსირებს საკუთარ თავს. ფოტომასალა წარმოგვიდგენს რეალურ დროში არსებულ თბილისს, როგორც თავისი კლასიკური ფორმით, სოფლებისა და დედაქალაქის ურთიერთობით, ასევე თბილისის მულტიკულტურულობით.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 8 ფოტოესე და ინსტალაცია. თითოეული ნამუშევარი ეფუძნება ძირითად სურათს, რომლის გარშემოც თავმოყრილია ერთი კონკრეტული თემით გაერთიანებული დამატებითი ფოტოები და მასალა.
თითოეული ესეს ავტორმა დაწერა 150-სიტყვიანი ტექსტი, რომელიც თან ერთვის მათ მიერ შერჩეულ ფოტონაკრებს. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში ავტორები შეეცადნენ გადმოეცათ ის მნიშვნელოვანი მომენტები, რაც ხდება ქართულ საზოგადოებაში.

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Jan 26 2010, 10:39 AM

26 იანვარს, 14:00 საათზე, სტუ-ის გალერეა "უნივერსში" "საზოგადოებრივ ინიციატივათა ალიანსის" ორგანიზებით და "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება ფოტოკონკურსის "შეაჩერე დარღვევა" გამოფენა.
გამოფენაზე გამოვლინდება გამარჯვებული სურათები, რომლის ავტორებიც ფასიანი საჩუქრებთ დაჯილდოვდებიან.

პროექტის მიზანია ფოტომოყვარულების მიერ გადაღებული სურათების მეშვეობით საზოგადოების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხშირია ქვეითად მოსიარულეთა, ეკოლოგიური, ადმინისტრაციული თუ სხვადასხვა სახის დარღვევები.

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Mar 18 2010, 03:57 PM

დღეს, 18 მარტს, 13:00 საათზე, ბრიტანეთის საბჭო და ვატო წერეთელი სამხატვრო აკადემიაში აწყობენ გამოფენას "ცარიელი სივრცე".

მათი განცხადებით, გამოფენა "ცარიელი სივრცე" წარმოადგენს ხელოვანებს, რომელთაც აინტერესებთ სხვადასხვა ფორმატი და ინტერკულტურული გადაკვეთები, ან ერთი კონკრეტული მედიუმით მუშაობენ.


დღეს, 18 მარტს, გალერეა "9"-ში (გუდიაშვილის ქ. # 9) გაიხსნება გამოფენა, სახელწოდებით "წითელი".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ალექსანდრე ანთაძის, ანტონ ბალანჩივაძის, ნინო მოსეშვილის, მაკა ბატიაშვილის, თიკა ჩხიკვიშვილის, ავთანდილ გურგენიძის ნამუშევრები.

ყველა ნამუშევარი შესრულებულია ერთ ფერში, წითელში.

გამოფენა 24 მარტამდე გაგრძელდება.


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 4 2010, 03:50 PM

დღეიდან 8 მაისის ჩათვლით ქ. რუსთავში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (მშენებელთა ქ. №17) გაიმართება ია მღებრიშვილის პერსონალური გამოფენა.

ეს არის ობობის ქსელით შესრულებული ნახატები, უმეტესობა ქრისტიანული თემატიკისაა, ადრე საპატრიარქოშიც იყო გამოფენილი.

მე დღეს ვიყავი და მაგრად მომეწონა a075.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 9 2010, 08:54 PM

თბილისში რკინიგზელთა კულტურის სახლში მუსიკალური ფესტივალია 22 მაისამდე, ყოველ შაბათს (ანუ ორი დღე დარჩა), ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით, ნიკა მემანიშვილის ხელმძღვანელობით, გამოდიან ცნობილი მუსიკოსები smile.gif

http://24saati.ge/index.php/category/culture/2010-04-30/6016

არ გინდათ წასვლა?

მე სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ ფინანსური მიზეზის გამო ვარ წავალ, : (

ვისაც შეუძლია, ის წავიდეს ნეტა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: May 29 2012, 07:50 PM

კვირას, 3 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, სამების ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართება გემოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება ურბნისის დედათა მონასტრის დედების მიერ დამზადებული ხელით ნაკეთი ნივთები და პროდუქტები (თაფლი, სანთლები, შოკოლადის კარაქი, ხატები, ფსლამუნები, სამკურნალო მალამო და ა. შ.)
ასევე გაიმართება წიგნის პრეზენტაცია: ”მღვდელმოწამე იოასაფ ჯავახიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა”
გამოფენა გაგრძელდება საღამოს 7 საათამდე.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 22 2013, 04:08 PM

კვირას, 24 თებერვალს უწმინდესის სურვილით, უფრო სწორად ლოცვა-კურთხევით, სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ხატწერა-რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა. გახსნა 13.00 საათზე. მობრძანდება უწმინდესიც. მე კიდევ ბევრ ფოტოებს გადავიღებ smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)