"გონიერება მარად სინდისის სარკეში მხედველი სულია".
"შერყვნილი სინდისი ტანჯავს"
"ბრძოლა სინდისისა იმის წინააღმდეგ, რაც უსინდისოდ ცხოვრებას უწყობს ხელს".
"არაფერია სინდისის ქენჯნაზე უფრო მძიმე და მწველი, და არაფერია მშვიდ სინდისზე უფრო ძვირფასი".
/წმ. მაქსიმე აღმსარებელი/
"ადამიანს მხოლოდ თავისუფლად ძალუძს სინდისის აქტის განცდა, სინდისის ხმის დაყურადება და ადეკვატურად მოქმედება... ამ ძვირფას აქტს ვერც აკრძალვა ახშობს და ვერც ბრძანება, რადგან სულისმიერია, მთლიანი, ღრმა და იდუმალი. თავისუფლების ხელყოფის მცდელობა სინდისის წართქმევის ტოლფასია, რაც მხოლოდ უსინდისო ბუნებას ძალუძს".
/რუსი ფილოსოფოსი ივან ილინი/
"რაც არის სხეულისთვის ყინვა, იგივეა სულისთვის შებილწული სინდისი".
/წმ. იოანე ოქროპირი/
" - მამაო, სინდისი, სიმშვიდე ღვთის შიშთან არის დაკავშირებული?
- თუ კაცს ღვთის შიში არ აქვს, მაშინ მას სინდისი ექნება? თუ ღვთის შიში არ არის, ადამიანს ადვილად შეუძლია სინდისის დათრგუნვა, მაშინ ის ადამიანიც აღარ იქნება".
"ბედნიერება მშვიდი, მხიარული და მხნე სულის მდგომარეობაა და მისი განცდა მხოლოდ წმინდა სინდისის მქონე კაცს შეუძლია. თუ სული და გული კაცისა აღშფოთებული, აღელვებული და მოუსვენარია, ურიცხვი სიმდიდრეცა და პატივიც რომ ჰქონდეს, ბედნიერი მაინც ვერ იქნება".
/წმ. გაბრიელ ქიქოძე/
"ვიდრე თქვენ თვალცრემლიანი საყვარელი ადამიანის გადასარჩენად ლოცულობთ, ვერ ხედავთ, რა ხდება მის სულში, როგორი ბრძოლა მიდის ჩამკვდარ სინდისთან".
/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/
"უნდა ეცადო, რომ ყოველთვის სინდისს უსმინო. თუ ეურჩები, სევდა და სასოწარკვეთა დაგატყდება თავს - სული აგიტირდება: რა ჩაიდინეო! სევდა და სასოწარკვეთა - ღვთის ეპიტიმიაა".
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"გული აიძულებს გონებას, მოყვასის ქმედება განსაჯოს და დაგმოს, მაგრამ სინდისი (ზოგჯერ ძლივს შესამჩნევად) წინააღმდეგობას უწევს: "ეგ შენი საქმე არ არის, შეწყვიტე განკითხვა!" ან "შენ მასზე უკეთესი არ ხარ!" და ეს შინაგანი წინააღმდეგობა მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მეტად ცდილობს კაცი ქრისტიანობას და რაც მეტად რბილი და თბილი ხასიათისაა ის ბუნებითად ანუ ტემპერამენტით".
"სპეტაკი სინდისი"
" - მამაო, სინდისი, სიმშვიდე ღვთის შიშთან არის დაკავშირებული?
- თუ კაცს ღვთის შიში არ აქვს, მაშინ მას სინდისი ექნება? თუ ღვთის შიში არ არის, ადამიანს ადვილად შეუძლია სინდისის დათრგუნვა, მაშინ ის ადამიანიც აღარ იქნება".
/წმ. პაისი ათონელი/
"მარადისობამ კი შინაგანადაც დაგვბეჭდა უხილავი და მოუსყიდველი სინდისის ბეჭდით".
"ადამიანი გულით და გულთან მიყურადებული სინდისით განისჯება და განიკითხება".
/მამა იოსები (მაჩაიძე)/
"უილაჯო სინდისი"
"შელანძღული სინდისი არ ჩერდებოდა"
"სინდისი სრულიად აუხსნელი და არამატერიალური მოვლენაა"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"სინდისი ჩვენთვის იგივეა, რაც კომპასი მეზღვაურისთვის. თუ კაპიტანი კომპასს დაკარგავს, არ ეცოდინება, რომელ მხარეს გაცუროს, განსაკუთრებით კი ნისლიან ამინდში გაუჭირდება. ასე ვართ ჩვენც, ქრისტიანებიც. თუ ვინმე სინდისს დაკარგავს, მან უკვე არ იცის, მიაღწევს თუ არა ცხონების მყუდრო ნავსაყუდელს".
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"მართალს სინდისი ბროლივით აქვს და აღარ აწუხებს. ცოდვილს სინდისი ან დაეკარგა, ანდა სძინავს საღათას ძილით. დანარჩენ ცოდვილთ არაწმინდა სინდისი დროდადრო აწუხებთ და ეუბნება: "გამწმინდე მე სინანულით. შენ ესა და ეს ჩაიდინე, შეინანეო". ყურადღებით უნდა ვუსმინოთ ჩვენს სინდისს - ბევრ კარგსა და სასარგებლოს გვასწავლის".
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"რაც არის სხეულისთვის ყინვა, იგივეა სულისთვის შებილწული სინდისი".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"დიმიტრი [ყიფიანი] მიუთითებს, რომ ულვაში ქართველებს შორის დიდი პატივით სარგებლობდა. იგი მოგვითხრობს: ერთი რაჭველი პირველად მოხვდა სამოქალაქო მოხელესთან და მაშინვე უკან გამობრუნდა - მოხელეს ულვაში არ ჰქონდა, რის გამოც ის რაჭველმა სინდისს მოკლებულად მიიჩნია".
"ადამიანზე, რომელსაც თავი უცოდველად წარმოუდგენია, წმინდა მამები ამბობენ, რომ მას სინდისი დამწვარი აქვს, რადგან სულიერად დაბრმავებული, თავის ცოდვებს ვეღარც ხედავს და ვეღარც განიცდის".
/ილია მეორე/
"სინდისი ბერძნული სიტყვაა და თანაცოდნას ნიშნავს. ეს არის შინაგანი ხმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, უცხო თვალით შევხედოთ საკუთარ თავს და ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი საქციელი, სიტყვა თუ აზრი".
"თუ გვსურს, სინდისის ხმა არ ჩაჩუმდეს, მის გამოწრთობას უნდა ვეცადოთ - სინდისსაც აღზრდა სჭირდება. წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, როგორ ჩავუტაროთ საკუთარ თავს ყოველდღიური თვითგამოცდა: "ვახშმის შემდგომ, დასაძინებლად რომ დაწვები, როცა მარტო დარჩენილს უდიდესი სიმშვიდე მოგიცავს, აღარავინ გაწუხებს და დიდი სიჩუმე ჩამოწვება, დაიწყე სინდისის გასამართლება, მოსთხოვე ანგარიშის ჩაბარება - როგორი მანკიერი ფიქრები გქონდა დღის განმავლობაში, როგორ გეგმავდი ვინმეს მოტყუებას ან რა მახეს უგებდი მოყვასს, როგორ უშვებდი გულში გარყვნილ გულისთქმებს. ეს ყოველივე ამ სიმყუდროვის ფონზე წარმოიდგინე, სინდისი დაუყენე მსაჯულად თითოეულ ბოროტ ფიქრს, სიტყვასა და საქციელს, განსაჯე და იქვე გაანადგურე ისინი, დასაჯე საკუთარი თავი მხილებით. ხოლო თუკი მანკიერი აზრების დასჯაა საჭირო, რათა საქმედ არ იქცნენ, მით უფრო აუცილებელია ღრმა სინანული ბოროტ საქმეთა გამო. ასე მოიქეცი ყოველ საღამოს, ისე ნუ დაიძინებ, თვალი რომ არ გადაავლო და არ განსაჯო დღის განმავლობაში ჩადენილი ცოდვები. მაშინ მეორე დღეს, უეჭველია, ასე აღარ აჩქარდები მსგავსი ცოდვილი ჩანაფიქრის შესრულებისას. გამოწრთობილი სინდისი დარაჯად იდგება, სანამ ფიქრს ხორცს შეასხამ და ბოროტებად აქცევ, მყისვე გამხელს მანკიერი აზრის გამო და ამგვარად ასცდები ეშმაკის მანქანებას. მიძინებული სინდისი კი მაშინღა აღიმაღლებს ხმას, როცა დაინახავს, რომ ცოდვების მორევში ეფლობი. ამრიგად, სინდისი საუკეთესო მოყურადე იქნება ჩვენი საქციელისა, თუკი გავავარჯიშებთ".
/თინათინ მაჭარაშვილი/
" - მამაო, სინდისი, სიმშვიდე ღვთის შიშთან არის დაკავშირებული?
- თუ კაცს ღვთის შიში არ აქვს, მაშინ მას სინდისი ექნება? თუ ღვთის შიში არ არის, ადამიანს ადვილად შეუძლია სინდისის დათრგუნვა, მაშინ ის ადამიანიც აღარ იქნება".
/ღირსი პაისი ათონელი/
"არც ძალაუფლების სიდიადე, არც ფულის სიმრავლე, არც ძლიერება, არც ჯანმრთელობა, არც უხვი სუფრა, არც შესანიშნავი ჩაცმულობა და არც სხვა რამ ადამიანური უპირატესობანი გვანიჭებენ ნამდვილ სიხარულს; იგი შედეგია სულიერი კეთილშობილებისა და სუფთა სინდისისა".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"არ არსებობს იმაზე მხურვალე ცეცხლი, ვიდრე სინდისისგან გამოწვეული შინაგანი წვა".
/ღირსი პაისი ათონელი/
"ყველა ადამიანს აქვს უხილავი სახარება, უხილავი ბიბლია - სინდისის ხმა. ვინც ამ ხელთუქმნელ წიგნს ეცნობა, მიჰყვება სინდისის ხმას, მივა კიდეც ჭეშმარიტებამდე. ღვთისკენ მიმავალთ კი თავად უფალი განამტკიცებს."
/მამა იაკობ აბაშიძე/
"საკუთარ სინდისს ყელში ეცემიან მოსახრჩობად"
/ღირსი პაისი ათონელი/
"მხოლოდ თავისუფალ ადამიანს ძალუძს სინდისის აქტის განცდა, სინდისის ხმის დაყურადება და ადეკვატურად მოქმედება. ამ ძვირფას აქტს ვერც აკრძალვა ახშობს და ვერც ბრძანება, რადგან სულისმიერია, მთლიანი, ღრმა და იდუმალი. თავისუფლების ხელყოფის მცდელობა იმას უდრის, ადამიანს სინდისი წაართვა, რაც მხოლოდ უსინდისო ბუნებას ძალუძს."
/რუსი ფილოსოფოსი ივან ილინი/
"შეიძლება, ზრახვები მოატყუო, მაგრამ სინდისს (თუ ის ჯერ კიდევ ცოცხალია) ვერ მოატყუებ".
/ღირსი პაისი ათონელი/
"სინდისის ხმა ყველა ადამიანს ამხელს ცოდვის ჩადენისას, მაგრამ მთავარია, რა შედეგი მოაქვს ამ მხილებას. ერთნი სინდისის ქენჯნას სინანულამდე მიჰყავს, მეორენი კი მის ჩახშობას ცდილობენ. როდესაც მაცხოვარმა ღადარინელთა ქვეყანაში ორი ეშმაკეული განკურნა, იქაურებმა უფალს მოსთხოვეს, განშორებოდა მათ. ისინი სინდისისგან იყვნენ მხილებულნი, მათი მამხილებელი კი იყო მაცხოვარი და საქმენი მისნი, ამიტომ ეგონათ, თუკი მას განეშორებოდნენ, სინდისი დაუმშვიდდებოდათ. "წმინდა წერილში" წერია: ყველა ცოდვა მიეტევება კაცს, გარდა სულიწმიდის გმობისა". წმინდა მამათა ერთ-ერთი განმარტებით, სულიწმიდის გამოხატულება ყველა ადამიანში არის სინდისის ხმა. სულიწმიდის მგმობელს არ მიეტევება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ცხონდება კაცი, რომელმაც მოკლა სინდისი. ვერ ცხონდება არა იმის გამო, რომ სინდისი მოკლა, არამედ სხვა მიზეზით - სინდისდაკარგულ ადამიანს ცოდვათა გაცნობიერების უნარი არ შესწევს, თუ საკუთარი ცოდვა ვერ გააცნობიერა, ვერ შეინანებს, სინანულის გარეშე კი ცხონება შეუძლებელია."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ვინც სინდისი განიწმინდა თავისი მოძღვრის მორჩილებით, მას უკვე სიკვდილისა არ ეშინია და ყოველ დღე როგორც ძილს ან უკეთ რომ ვთქვათ, როგორც სიცოცხლეს, ელოდება მას და ზუსტად იცის, რომ სხეულიდან სულის გასვლისას, მოძღვარს და არა მას მოეთხოვება პასუხი".
/ღირსი იოანე სინელი/
"ერთ ზღაპარს "სინდისი" ერქვა. აქ სინდისი ოქროს კვერცხად მყავს გამოყვანილი. ზღაპარი აგებულია იმაზე, თუ როგორ დაკარგავს ერთი პერსონაჟი ამ ოქროს კვერცხს და გახდება უსინდისო. შემდეგ ისევ იპოვის და დაიბრუნებს ძველ ღირსებას. უწმინდესმა შეცვალა ამ ზღაპრის სათაური და "ოქროს კვერცხი" დაარქვა. კვერცხი, როგორც საწყისი და დამბადებელი ყველაფრისა, რომლიდანაც მრავლდება კაცობრიობა."
/მადონა ნატრიაშვილი/
"სინდისი ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია, საზომია, რომლის მეშვეობითაც ვხვდებით, სწორ გზას ვადგავართ თუ მცდარს."
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"ღვთის საიდუმლონი მათ აღსრულების ჟამამდე დაფარულია და მათი გამჟღავნებისას მას მხოლოდ ისინი ჭვრეტენ, ვინც ღვთის სიტყვის სარკესა და საკუთარ სინდისში მუდმივად იხედებიან."
"საკუთარი სინდისი და სახარება უნდა გავაიგივოთ. თუ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ეს სინდისის გამოძახილია."
"სინდისი, რომელიც უფალმა მისცა ადამიანებს, მისი ნათელის სხივია, ისეთი, ბნელშიც რომ ანათებს".
"სინდისის სიწმინდე ყველაფერში"
"ყოველ ადამიანშია თავისი იოანე ნათლისმცემელი - სინდისის ხმა, ხმა ღვთისა, მუდმივად რომ ამხილებს ჩვენს შინაგან ჰეროდეს, ვინც უფლის მცნებების საწინააღმდეგოდ ცხოვრებას ცდილობს".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"მტანჯველი სინდისის ხმა ადამიანს სასოწარკვეთაში ამყოფებს, ღვთის მადლი კი სულის სალბუნია"
/ნანა ბოკუჩავა/
"კანონი ბევრნაირი შეიძლება იყოს, სინდისი კი ყველა ადამიანისთვის ერთი და იგივე ცნებაა".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"ჯერ კიდევ ძველი წარმართნი იტყოდნენ - "ჩვენში ღმერთი ცხოვრობსო". ამრიგად, სინდისი ან ნუგეშინისმცემელი ანგელოზი, ანდა მრისხანე მქენჯნელია".
/დეკ. გრიგოლი (დიაჩენკო)/
"სუფთა სინდისი გახლავთ მუდმივი დღესასწაული".
/ლუციუს ანეუს სენეკა/
"სინდისი ჩვენი ცხოვრების ყველაზე სასტიკი მსაჯული და მუდმივი თანამგზავრია. მისი საბოლოოდ გაჩუმება შეუძლებელია. მისგან მიყენებული ჭრილობები არასდროს ბოლომდე არ შუშდება. სინდისის მიხედვით ცხოვრება საკუთარი შინაგანი მდგომარეობის გაცნობიერებას, თვითჩაღრმავებას და საკუთარი თავის კრძალვას გულისხმობს".
"ტანჯვა - დაკითხვაა. არცერთ მოსამართლეს არ ძალუძს დაკითხოს ადამიანი ისე მოწამებრივად, როგორც საკუთარ სინდისს".
/ვიქტორ ჰიუგო/
"ადამიანში სინდისი თვითშეფასებისა და თვითგანსჯის უნარია. სინდისი ღვთისაგან ბოძებული თანდაყოლილი თვისებაა, ბუნებრივი კანონია".
"სინდისი ჩვენში არსებული ერთგვარი მოსამართლეა, რომელიც ხან განგვსჯის და ხან გვამართლებს. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) სინდისის შესახებ ბრძანებს: "სინდისი არის უხილავი მსაჯული, მჯდომარე ყოველი კაცის გულში".
"ყოველი ადამიანი უნდა ცდილობდეს, ჰქონდეს უმწიკვლო სინდისი".
"სინდისი შემდეგი სახისაა: იგი აწამებს არა იმას, ვისაც უნდა აწამებდეს, არამედ იმას, ვისაც იგი აქვს".
/ლუციუს ანეუს სენეკა/
"სხვამ რომ არაფერი თქვას, სინდისი გამხელს და მისი ბრალდება ყველაზე მძიმე სასჯელია სულისათვის".
/თეოლოგიის მაგისტრი ირაკლი ლორთქიფანიძე/
"სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი".
/ილია მეორე/
"სწორედ სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამანი უსმენს მას, მით ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი".
/თეოლოგიის მაგისტრი ირაკლი ლორთქიფანიძე/
"ბევრად მეტი იფიქრეთ საკუთარ სინდისზე, ვიდრე რეპუტაციაზე".
/პუბლიუს სირიუსი/
"სინდისის სამუდამოდ გაჩუმება მართლაც შეუძლებელია. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ, როგორც გადმოცემა გვაუწყებს, როდესაც ჰეროდეას ლანგრით მიართვეს იოანე ნათლისმცემლის თავი, ნემსით დაუჩხვლიტა ტუჩები, მაგრამ ისინი მაინც ამხილებდნენ მას".
"კაცს თვალში მტვრის ნამცეცი რომ ჩაუვარდეს, თვალს ატკივებს. ასევე ჩვენი სინდისი ამხილებს კაცს პირველი და მცირე შეცოდებისათვისაც კი. მაგრამ თუკი კაცმა განაგრძო შეცოდება და სინდისის მხილება არ შეისმინა, მაშინ ის მიემსგავსება სირაქლემას კუჭს, რომელიც რკინასაც კი ინელებს. ასეთი "დამწვარი სინდისი" (1 ტიმ. 4,2) შეიძლება შევადაროთ გაყინულ წყალს, რომელიც წინათ ნემსსაც ვერ იმაგრებდა. ახლა კი იმდენად გასქელდა, რომ რკინით დატვირთულ ურემს იმაგრებს. კაცი, რომელიც ხშირად სცოდავს, ბოლოს ცოდვების შეგნებას კარგავს და სინდისი ეხშობა".
/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/
"სუფთა სინდისს არც სიცრუის ეშინია და არც ჭორებისა".
/ოვიდიუსი/
"ადამიანის ყველაზე დაუნდობელი მტერი - მისივე უსუფთაო სინდისია".
/რობერტ ლუის სტივენსონი/
"სინდისის ხმა ადამიანის სულში არის ღვთის ხმა. ეკლესიის მამები ღვთის თვალსაც კი უწოდებენ".
"ჩვენი სინდისი სარკეა, რომლისაც ადამიანს უნდა რცხვენოდეს, უნდა ეს თუ არა. სული კი, ამის საპირისპიროდ, როცა სცოდავს, სიამოვნებას განიცდის, შემდგომ კი ტკივილს, და ეს ტკივილი სხვა არაფერია, თუ არა სინდისის ქენჯნა".
/თეოლოგიის მაგისტრი ირაკლი ლორთქიფანიძე/
"ასეც ხდება ხოლმე: ადამიანს ვნებს ის, რომ სინდისი მეტისმეტად მგრძნობიარე აქვს".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"ყოველი ცოდვა, აღსარებით აღუხოცელი, აისახება სინდისზე. ცოდვილი ცხოვრება თითქოს კლავს სინდისს. თუმცა სინდისის მოკვლა შეუძლებელია. იგი ქრისტეს საშინელ სამსჯავრომდე გაჰყვება ადამიანს და ამხილებს მას".
/თეოლოგიის მაგისტრი ირაკლი ლორთქიფანიძე/
"პატიოსანი ადამიანები ხშირად ამბობენ, ჩემი სინდისი ჩემი ღმერთიაო. პიროვნების სრულყოფა სინდისს არ შეუძლია, რადგანაც სინდისი ადამიანმა განადგურების პირად მიიყვანა დაცემებითა და სულიერი სიკვდილით".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, ნამდვილად მივდევთ თუ არა საკუთარი სინდისის ხმას, ყურადღებით უნდა ვაკვირდებოდეთ თავს და ყველაფერს ვეუბნდებოდეთ სულიერ მოძღვარს".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"სინდისის სუფთა ხმას აიძულებს ადამიანს, აკეთოს სიკეთე და მოერიდოს ბოროტებას. ადამიანი კი, რომელიც ეწინააღმდეგება სინდისს, იტანჯება და სინდისის ქენჯნას განიცდის".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"ნუ იხმარ ძალას სინდისზე, თორემ სულის მშვიდობას დაკარგავ".
"დაიცავი სინდისი საკუთარ თავთანაც; გახსოვდეს, რომ შენ ხარ ხატი და მსგავსი ღვთისა და ვალდებული ხარ, ეს ხატი თვით ღმერთს წარუდგინო, წმინდად და შეურყვნელად.
ვაი და ვაი, თუკი უფალი ვერ იცნობს თავის ხატს, ვერ იპოვის მსგავსებას თავის თავთან, მაშინ წარმოთქვამს იგი სასტიკ განაჩენს: "არ გიცნი თქუენ" (მათ. 25,12) და უხმარი ხატი ჯოჯოხეთის უშრეტ ცეცხლში დაინთქმება".
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ეს ხმა თავისებურია - ის არ ჩაგვესმის ყურში, ის არ ისმის გარედან. სინდისის ხმა შინაგანია, ამიტომ ის მესმის მხოლოდ მე და სხვას არავის, თანაც ამ ხმას მე ვწვდები არა ყურით, არამედ მთელი "შინაგანი არსებით", "გულით". რადგან სინდისის ხმა შინაგანია, უაღრესად ინტიმურია. მისი მოსმენა განმარტოებას გულისხმობს".
/ლელა ჩხარტიშვილი/
"ერთი რამ ნათელია - სინდისის ხმას არ აინტერესებს ჭორები, ათასი ცხელ-ცხელი ამბავი. სინდისს მხოლოდ ერთი განსახილველი საგანი აქვს - ჩემი ქმედება, ჩემი საქციელი. მას აინტერესებს, როგორ მოვიქცევი, როგორ ვიქცევი, რა ქმედების შესრულება განმიზრახავს. სინდისის შუქი ამრიგად ეცემა ჩემს წარსულ, აწმყო და მომავალ საქციელს, ემპირიული, ყოველდღიური "მეს" ქმედებას. მაგრამ ამ ხმას ყურადღება გამახვილებული არა ამ "მეს" ქმედების ფაქტობრიობაზე, არა იმაზე, მაგალითად, თუ სად, რა ვითარებაში ჩავიდინე მე რაიმე. სინდისი ამ ფაქტობრივ მხარესაც ითვალისწინებს, მაგრამ მას, საბოლოო ანგარიშით, აინტერესებს არა ფაქტის აღნუსხვა, დაფიქსირება, აღწერა, არამედ ფაქტის შეფასება, ემპირიული "მეს" ქმედების ღირებულების განსჯა. სინდისის ხმა ყოველთვის შეფასებაა".
/ლელა ჩხარტიშვილი/
"ღვთის ნების განცხადებისთვის კარგი იქნება, თუ აღსარებით სინდისს განვიწმენდთ და სინდისის ხმას მივდევთ. შინაგანად ადამიანს რამდენიმე ხმა აქვს - ღვთის, კაცის და ბოროტის. კარგი იქნება, თუ სინდისის ხმას გამოვარჩევთ და საკუთარ თავს ვკითხავთ სწორ არჩევანს. საკუთარი სინდისი და სახარება უნდა გავაიგივოთ. თუ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ეს სინდისის გამოძახილია."
"უნდა მივენდოთ შინაგან ხმას"
"გამქრალი სვინდისი ისევ ავანთე და ვალად დავსდევ, ნათლად მაჩვენოს ჩემი ავ-კარგიანობა; ნებას მხოლოდ იმაზე მივეცი დათანხმების უფლება, რაც კარგად გამოკვლეული და სვინდისისაგან მოწონებული იქნება"
/მაქსიმე შარაძე/
"ყველაზე მოუსყიდველი მსაჯული ისევ შენი სინდისია... ვერავინ გაგასამართლებს საკუთარ თავზე მკაცრად და ვერავინ შეგიფარებს შენივე სულზე უკეთ... იქ ღმერთია!"
/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/
"სინდისი პირუთვნელ მსაჯულად არის მიჩნეული, ის არასდროს ცრუობს"
"გულმოდგინედ იკვლევდა საკუთარ სინდისს"
"მავალდებულებდა სინდისი"
"გაურგდეს თუ არა სინდისს?"
"იყო წუთები, როცა სულში საოცარი მამხილებლობით ალაპარაკდებოდა ხოლმე სინდისი"
"შელანძღული სინდისი არ ჩერდებოდა"
"უნებლიე შეცოდებისას შინაგანი სინანულითა და გარეგნული აღსარებით სინდისი სუფთა რჩება".
/ახალმოწამე მიხეილ ნოვოსელოვი/
"სვინდისი სულ აღვირახსნილი მქონდა"
"სვინდისის ჩხვლეტა"
"ადამიანს დიდი ყურადღება მართებს საკუთარი სინდისის, სულიერ ცხოვრების მიმართ".
"როგორც კი ვიგრძნობთ, რომ სინდისმა ხმა აღიმაღლა, მაშინვე მივაპყროთ მზერა უფალს და სინანულით შევთხოვოთ შემწეობა. ხოლო სინდისის ხმამ რომ არ მიიძინოს ჩვენში, განუწყვეტელი მოქმედებაა საჭირო. თუ ამ ხმას არ მიჰყევი, დაკარგავ მას."
/დეკ. პეტრე გიორგაძე/
"მამა პაისის სინდისი იყო სუფთა და ცოდვის უკუმგდებელი, ფაქიზი - მადლის მისაღებად. ამბობდა, ჩვენი სინდისი პაპიროსის ქაღალდივით თხელი უნდა იყოსო. თუ საკუთარ სინდისს დამშვიდებულს ანდა წმინდას ვერ ხედავდა, ლოცვასა და სულიერ მოღვაწეობას არ იწყებდა."
"მხოლოდ სახარებით განათლებული და დახვეწილი სინდისი დაგვანახებს ჩვენს ცოდვებს. მხოლოდ ასე განუვითარდება გულს ნატიფი გემოვნება და შეძლებს გაარჩიოს სუფთა ღვინო ნაყალბევისგან".
"ჩვენ, სასულიერო თუ საერო პირებმა, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავზე, ხშირად ვესაუბროთ ჩვენში არსებულ სინდისს, თუ როგორ მივაღწიოთ ხვალინდელ უკეთეს დღეს".
/დეკ. გიორგი ცაბაძე/
"დანო და ძმანო, მუდამ გვახსოვდეს საშინელი სამსჯავრო, ფხიზლად გვეპყრას საკუთარი სინდისი, რათა იგი მკაცრად გვამხილებდეს ჩვენ და მაშინ საშინელი სამსჯავრო იქნება ჩვენთვის მარადიული ცხოვრების კარიბჭე!"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"არ არსებობს ადამიანი, თვით არაქრისტიანიც კი, რომელსაც ადამიანური სინდისი არ ეტყვის: უფალს ასე მოეწონებოდა თუ არაო. მით უმეტეს, ქრისტიანი. მით უმეტეს, აღმსარებელი. მით უმეტეს, მაზიარებელი. გამონაკლისი მხოლოდ შეურაცხადი შეიძლება იყოს".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ბევრნი ცხოვრობენ უზრუნველად, არაფერში არ ზღუდავენ თავს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე სჩადიან ცოდვას, და ატყუებენ რა თავიანთ მთვლემარე სინდისს, ამბობენ: "მარტო ჩვენ ხომ არა ვართ, ყველანი ასე ცხოვრობენ" - უსუსური გამართლებაა!"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"ადამიანის სულიერი გაზრდა და განვითარება ეკლესიური ცხოვრებით ხდება. პასუხისმგებლობის გაზრდა ხდება. რასაც ადრე ჩვენ ვაკეთებდით, ვლახავით, ახლა სინდისი აღარ გვიშვებს, უკვე ჯებირივით არის სინდისი, რომ ამ გზაზე ვიაროთ. უფალი გვზრდის, თავად უფალია ჩვენი მწყემსი და ყოველთვის ვგრძნობთ მისგან წყალობას".
/არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი)/
"თუ ადამიანი არ უშვებს კომპრომისს საკუთარ სინდისთან, ის ღმერთს მიეახლება და სწორ გზაზე მიდის".
/არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი)/
"სინდისის ხმა მთელი ძალით იფეთქებს"
"ცოდვა ძირს დასცემს სინდისს, ხოლო სინანული კვერთხია მისთვის."
/წმ. ეფრემ ასური/
"სინდისი აულაპარაკდა"
"შემოქმედმა ადამიანს მისცა მტკიცე შინაგანი სულიერი ორიენტირი სინდისის სახით".
"ყოველი მოუნანიებელი ცოდვა მძიმედ აისახება სინდისზე"
"თუ შენ სუფთა სინდისი გაქვს, გამუდმებული დღესასწაული გექნება"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"სინდისის მოტყუება უფრო ძნელია, ვიდრე გონების"
/აბბა დოროთე/
"ცხოვრების წესად ქცეული ცოდვილი ცხოვრება ადუმებს სინდისს, მაგრამ სინდისის მოკვლა შეუძლებელია".
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"უფალო ღმერთო ჩემო, ჩემი სინდისის მსაჯულო"
/ნეტარი ავგუსტინე/
"თავი არასდროს არ უნდა იმართლო. თუ სინდისი სუფთა გაქვს, არც უნდა იშფოთო. ღმერთი ადრე თუ გვიან სიმართლეს გამოაშკარავებს, განგამართლებს. ხოლო თუ სინდისი ანდა სულიერი მამა გამხილებენ, ყური უნდა მიუგდო მათ და გამოსწორდე"
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"მასში სინდისი ალაპარაკდა"
"ფხიზელი სინდისი"
"ჯანსაღი სულიერ-ზნეობრივი ცხოვრების საფუძველი მხოლოდ ჯანსაღი სინდისი შეიძლება იყოს".
/მღვდელმონოზონი იობი (გუმეროვი)/
"შე, ბუმბერაზო, სინდისო, ეს რა ყვავილი გჭირსაო".
/მამა არჩილ გვიმრაძე/
"სინდისის ცეცხლში გამოგაწრთობს"
"ცოდვა მხოლოდ იქამდე ბატონობს ადამიანზე, ვიდრე კაცს შეუძლია საკუთარი სინდისის ჩაკვლა, დამარცხება".
/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)/
"სინდისი ეწვის წარსულის გამო"
"სინდისი ითხოვს სჯულის შესრულებას, სულს სწყურია და ეშურება ღვთის სამსჯავროზე გამართლებას, ისევე, როგორც მშიერი ეხარბება პურს ან მწყურვალი - წყალს."
/მამა პავლე ზაქარაია/
"სწორი გზიდან არ გადაუხვიო, რათა სინდისის გრძნობა არ დაგეუფლოს".
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"სწორი გზიდან არ გადაუხვიო, რათა სინდისის გრძნობა არ დაგეუფლოს".
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"სინდისი სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი შინაგანი ცენზორი, შინაგანი ხმა, ანუ ღმერთი ჩვენში."
"ღირს მოსეს [ოპტელი] დიდად სჯეროდა ადამიანის სინდისისა"
"დიდ მამა აღათონს სურდა, თავისი ნება მკვიდრად შეეერთებინა ღვთის ნებისთვის, ამისთვის მზად იყო, ყველაფერი დაეთმინა. წესად ჰქონდა, ხშირად ეკითხა საკუთარი სინდისისთვის, - ადრინდელივით ხშირად რატომ აღარ წუხხარ საკუთარ ცოდვებზეო. სინდისი კი პასუხობდა: - ასე იმიტომ ვიქცევი, რომ შენ სრულიად მიენდე ღვთის ნებას, ყველაფერში მას ემორჩილები და არ ამბობ უარს მის ასრულებაზე, რაც არ უნდა შეგემთხვას, სასურველი თუ უსიამოვნო, ყველაფრისთვის მადლობ უფალს და ხალისით ემორჩილები მის ნებასო."
"ფილოსოფოსი თამაზ ბუაჩიძე წერს: "ეს ხმა თავისებურია - ის არ ჩაგვესმის ყურში, ის არ ისმის გარედან. სინდისის ხმა შინაგანია, ამიტომ ის მესმის მხოლოდ მე და სხვას არავის, თანაც ამ ხმას მე ვწვდები არა ყურით, არამედ მთელი "შინაგანი არსებით", "გულით".
რადგან სინდისის ხმა შინაგანია, უაღრესად ინტიმურია. მისი მოსმენა განმარტოებას გულისხმობს. ამის თაობაზე ჰეგელი წერს: "სინდისი არის უღრმესი შინაგანი მარტოობა, მხოლოდ საკუთარ თავთან ყოფნა, რომელშიც გაქრა ყოველივე გარეგანი, ყოველი შეზღუდულობა, ის არის საკუთარ თავში განმარტოება". მისი ხმა ყოველთვის შეფასებას შეიცავს.
ღმერთმა იმდენად ღრმად ჩათესა ეს ხმა ჩვენს სულში, ცნობიერებაში, რომ ყველაზე ძნელი ამქვეყნად სწორედ მისი ჩახშობაა. ამის შესახებ პაისი ათონელი ბრძანებს: "რაც არ უნდა გამოიგონონ ადამიანებმა, როგორ უგრძნობლობასაც არ უნდა ამოეფარონ ისინი, სიმშვიდეს - სულ ერთია - ვერ პოვებენ. იმის გამართლების მცდელობისას, რასაც გამართლება არა აქვს, ისინი სულიერად იტანჯებიან. ისინი შინაგანად დაშლილები არიან. ამიტომ საბრალოები გართობას ეძებენ, ბარებსა და დისკოთეკებზე დარბიან, თვრებიან, ტელევიზორს უცქერენ, ანუ მათ ამხელთ სინდისი, და იმისათვის, რომ თავდავიწყებას მიეცნენ, სისულელეებს აკეთებენ. მაშინაც კი, როცა სძინავთ, ხომ არ გგონიათ, რომ მშვიდად არიან? ადამიანს აქვს სინდისი. სინდისი სულ პირველი წმინდა წერილია, ღმერთის მიერ პირველქმნილ კაცთათვის მიცემული. ჩვენ ვიღებთ სინდისს მშობლებისაგან - როგორც ფოტოასლს. როგორც არ უნდა ახშობდეს ადამიანი თავის სინდისს, ის შიგნიდან ყოველთვის ამხელს მას. ამიტომაც ამბობენ: "მას ჭია ღრღნის". მართლაც რა არის უფრო ტკბილი, ვიდრე დამშვიდებული სინდისი? ადამიანი თავს შინაგანად ფრთაშესხმულად გრძნობს და მაშინ ის იწყებს ფრენას".
გურამ დოჩანაშვილის ერთი მოთხრობისა არ იყოს, ადამიანთა ცხოვრებაში არსებობს ერთი წამი ძილის წინ, როდესაც ყველამ საკუთარი თავი იცის. სინდისის შუქი ეცემა ჩვენს წარსულ, აწმყო და მომავალ საქციელს, "მე"-ს ქმედებას. ეს არის ღვთის კეთილი თესლი - ღვთის ხმა ჩვენში, რომელსაც, თუკი გავყვებით, შეუძლია ჩვენი ღმერთთან ურთიერთობის აღდგენა.
ყველა ერთნაირად როდი მისდევს ამ ხმას, შესაბამისად, ყველას ერთნაირი ძალით არ ამხილებს იგი. მამები ამბობენ, რომ სინდისი ამხილებს კაცს პირველი და მცირე შეცოდებისთვისაც კი. მსგავსად იმისა, კაცს თვალში პატარა მტვრის ნამცეცი რომ ჩაუვარდეს, თვალს აიტკივებს. მაგრამ თუკი კაცმა განაგრძო შეცოდება და სინდისის მხილება არ შეისმინა, მაშინ ის მიემსგავსება სირაქლემას კუჭს, რომელიც რკინასაც კი ინელებს.
ასეთი "დამწვარი სინდისი" ("ორგულებითა სიტყვითა ტყუილისათა, შემწუარნი თვისითა გონებითა" (1 ტიმ. 4,2)). შეიძლება შევადაროთ გაყინულ წყალს, რომელიც წინათ ნემსსაც ვერ იმაგრებდა, ახლა კი იმდენად გასქელდა, რომ რკინით დატვირთულ ურმებს იმაგრებს."
"სუფთა სინდისი სინანულის გარეშე შეუძლებელია"
"გინდ ქრისტიანი იყავი და გინდ წარმართი - სინდისი ყველა შემთხვევაში გაქვს. ეს სინდისი შენ გკარნახობს, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. იგივე სინდისი გიბიძგებს სიკეთისაკენ, კეთილისაკენ. სინდისი ღმერთის ხმაა. როცა შენ მაინც შენი გაგაქვს და კეთილს არ ირჩევ, მაშინ არ გესმის სინდისის ხმა და, ესე იგი, ღვთის მოწოდება არ გესმის.
შენივე ეგოისტური მიდრეკილებების გამო ხშირად ის გინდა და იმას აკეთებ, რაც სათნო არ არის ღმრთისათვის და ავის მომტანია შენი მოყვასისათვის. ამავე დროს, შენ ისიც იცი, რომ სათნოებანი აუცილებელია სხვა ადამიანებთან ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, სათნო ქცევების გარეშე არავინ არ მოგენდობა და შენც იწყებ საკუთარი სინდისის მოტყუებას, სათნოებათა ნიღბების შერჩევას.
ზოგნი გულდაგულ ფუთავენ ხოლმე საკუთარ სინდისს, რომ მისი ხმა ყრუდ ან სულაც აღარ ისმოდეს, მტკივნეულად აღარ ხვდებოდეს ყურსა და გულს. დიახ, ვართ ასე - კოხტად გვაქვს შეფუთული საკუთარი სინდისი ლამაზ ყუთში, ბაფთაც კი აქვს გაკეთებული და გარედან შელამაზებული ვცხოვრობთ, ვიცვლით და ვიცვლით სათნოებათა ნიღბებს; ხალხის თვალშიც პატიოსნები ვართ, სინდისიც მეტ-ნაკლებად გაჩუმებულია და, რომც შფოთავდეს, ეს უკვე აღარ გვაწუხებს, ვინაიდან თვითონ ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას, შეგვაწუხოს. აი, ასე მოხერხებულად მოვიწყვეთ ცხოვრება. ამიტომაც არის ასე ძლიერ დამახინჯებული საღმრთო მცნებები."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"თუ ნებისმიერი ადამიანი სინდისის ხმას მიჰყვება, აუცილებლად ქრისტემდე მივა"
/დეკ. ალექსანდრე ბოლქვაძე/
"სინდისდალაქავებული"
"ვისაც ჰოგნია, რომ სინდისი სუფთა აქვს და არ ცდება, სწორედ ის ცდება.
ადამიანი როგორიც არის, ისეთი აქვს სინდისი".
/მამა გიორგი თევდორაშვილი/
"სადაც არის ცოდვების მიტევება, იქ არის სინდისის თავისუფლება და სიყვარული, თუნდაც მცირე".
/წმ. სილოვანე ათონელი/
"სინდისი ღმრთის ნათელით უნდა გავანათლოთ, თორემ ის ხშირად ისეთ რამეზე წუხს, რაც ყურადღების ღირსი არ არის; ამიტომ სახარება უნდა ვიკითხოთ და იქიდან ამოვხაპოთ ის წესები, რომლითაც შემდგომ სინდისმა უნდა იხელმძღვანელოს."
/წმ.თეოფანე დაყუდებული/
"- რით დასტურდება ის, რომ უფალმა ჩვენ შესახებ ყველაფერი იცის და ჩვენს ყველა ჩანაფიქრს ხვდება?
- უფალმა რომ ჩვენ შესახებ ყველაფერი იცის, ეს ჩვენივე სინდისით დასტურდება. დავაკვირდეთ, როდესაც კეთილ საქმეს ვაკეთებთ, სიმშვიდე და სიხარული გვეუფლება, ხოლო როდესაც რაიმე უკეთურს გავაკეთებთ - სიმშვიდეს ვკარგავთ და სინდისის ქენჯნას ვგრძნობთ. ეს უფლის ხმაა ჩვენში".
"ჩვენში არის ღმერთი და სინდისი, რომელიც არ მოგვასვენებენ, სანამ პირში სული გვიდგას".
/მამა გიორგი თევდორაშვილი/
"არა მხოლოდ ბოროტებისაგან გარეგნული განრინებით მიიღწევა ჭეშმარიტი სიწმინდე, არამედ - საკუთარ სინდისში ბოროტების აღმოფხვრით".
"თუ დატუქსავ და განიკითხავ შენს თავს უფლის წინაშე ცოდვათა გამო, რომელიც სინდისით გიგრძნია, განმართლებული იქნები."
"ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ არა მარტო ადამიანებს, რომლებმაც არ იციან ჩვენი ზრახვები, არამედ სინდისსაც, რომლისგანაც არაფერი დაიმალება, არ შეეძლოს ჩვენი მხილება"
"კითხვა: რით დასტურდება ის, რომ უფალმა ჩვენ შესახებ ყველაფერი იცის და ჩვენს ყველა ჩანაფიქრს ხვდება?
პასუხი: უფალმა რომ ჩვენ შესახებ ყველაფერი იცის, ეს ჩვენივე სინდისით დასტურდება. დავაკვირდეთ, როდესაც კეთილ საქმეს ვაკეთებთ, სიმშვიდე და სიხარული გვეუფლება, ხოლო როდესაც რაიმე უკეთურს გავაკეთებთ – სიმშვიდეს ვკარგავთ და სინდისის ქენჯნას ვგრძნობთ. ეს უფლის ხმაა ჩვენში."
"ადამიანები, რომლებსაც სინდისი ამხელს თავიანთი ცოდვების გამო, ამქვეყნადვე განიცდიან სულიერ ტანჯვას და ძალა არ შესწევთ, ჩაახშონ იგი დროსტარებითა და ფუფუნებით"
/მამა გიორგი სამსონიძე/
"თუ კაცს სირცხვილი არ აქვს, არც სინდისი ექნებაო"
"სინდისის ქვეშ უნდა ვსთქვათ"
"ფული ზნეობას უკლავს ადამიანს - სინდისის გაყიდვის საშუალებას აძლევს"
"სანამ ერში არის გრძნობა სინდისის ქენჯნისა, სინანულისა, ის ერი ცოცხალია. ვისაც სინდისის ქენჯნა არა აქვს, ასეთებზე სახარებაში წერია, მათ სინდისი დამწვარი ჰქონდათო, ეს არის სულიერი სიკვდილი".
/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)/
"სინდისის ხმა ეს არის ცოცხალი ღმერთი ჩვენში"
"ღმერთის თუ არ გვესმის, სინდისი ხომ გვეხმიანება"
"ქალის სინდისი უმთვარო ღამესავით ჩუმი და ბნელი იყო"
/ელიფ შაფაქი/
"დაბრმავებული, ცოდვებით შებოჭილი მოუნანიებელი სინდისი სინანულის საიდუმლოში ვერ ახერხებს გათავისუფლებას და წელში გამართვას"
"სინდისის ხმის დათმენა აღარ შეეძლო"
"იცხოვრე უბრალოდ, სინდისის მიხედვით; გახსოვდეს ყოველთვის, რომ უფალი გხედავს, დანარჩენს კი ყურადღებას ნუ მიაქცევ!"
/ღირსი ანატოლი ("უმცროსი")/
"ჩვენი სინდისი სულიერი თვლემისაგან გამოვაფხიზლოთ"
/წმ. თეოდორე სტუდიელი/
"როგორც არ უნდა ახშობდეს ადამიანი თავის სინდისს, ის შიგნიდან ყოველთვის ამხელს მას. ამიტომაც ამბობენ: "მას ჭია ღრღნის". მართლაც არ არის უფრო ტკბილი, ვიდრე დამშვიდებული სინდისი. ადამიანი თავს შინაგანად ფრთაშესხმულად გრძნობს და მაშინ ის იწყებს ფრენას"
/ღირსი პაისი ათონელი/
"სუფთა სინდისი ლოცვით მოიპოვება, ხოლო სუფთა ლოცვა - სინდისით, რამეთუ მათი ბუნებიდან გამოდინარე, ისინი ერთმანეთს საჭიროებენ"
/წმ. მარკოზ განშორებული/
"ძლიერი ის არის, ვისი სინდისიც სუფთაა!.."
/მამა პეტრე/
"საჭიროა სინდისში გულდაგულ ჩახედვა"
"სინდისი თანდაყოლილი უნარია, რომლის მეშვეობითაც ადამიანს უფლის ხმა ესმის"
"მის ყოველ საქციელში ნიჭისა და ცხოვრების უკუღმართობის იმდენი ცოდნა და ჭვრეტა ჩანდა, რომ მას ჭეშმარიტად შვენოდა უსინდისობაც! ზნეობისათვის კი სრულიადაც აღარ რჩებოდა ადგილი"
/ლევან გოთუა/
"ცრემლები ამშვიდებს სინდისის ქენჯნით აღშფოთებულ სულს"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"გასვრილი სინდისი ყველაზე მთავარს - სულიერ სიმშვიდესა და სიხარულს ართმევს ადამიანს. მხოლოდ სინანულის გზით ძალუძს სულს მათი დაბრუნება."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"როგორც კი სინდისი გამხელს, სასწრაფოდ შეინანე (ე. ი. თქვი აღსარება) და ცოდვის დამანგრეველი ძალა ამით მოიკვეთება".
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"სინდისის ხმას აუცილებლად უნდა ვუსმინოთ. ამ ხმით ხშირად ჩვენი მფარველი ანგელოზი გვაუწყებს. იმის დასადგენად, ჭეშმარიტია თუ არა ეს ხმა, მისი ნაუწყები ღვთის სიტყვას უნდა შევუდაროთ"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ყველაფერს, რაზეც სინდისი წუხს, მაშინვე თავი უნდა ანებო და თუ რაიმეში განგსჯის, დაუყოვნებლივ უნდა დააკმაყოფილო მონანიებით"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ვინც საკუთარ თავში ღვთის ხმას კარგავს, უკვე დაკარგულია!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"რამეს როცა აკეთებ, საუბრობ, სადმე მიდიხარ, იფიქრე: "რა იქნება ახლა, უფალმა რომ დამიძახოს?" და იყავი ყურადღებიანი შენი სინდისის ხმის მიმართ"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"შეიყვარე მდუმარება, რათა სინდისი მასწავლებლად გექცეს"
/მონაზონი ვერონიკა/
"კეთილად მოღვაწე სინდისი - საუკეთესო წიგნია ზნეობის შესახებ"
/მონაზონი ვერონიკა/
"ბედნიერია კაცი, რომლის სინდისსაც საფუძველი არ გააჩნია უსაყვედუროს მას ცუდი საქციელის გამო".
"ალბათ ხშირად შეგვინიშნავს, როდესაც ადამიანები ცოდვაში ცხოვრობენ, სასულიერო პირის დანახვისას ან მორწმუნე ადამიანებთან ურთიერთობისას მაშინვე იწყებენ ეკლესიის წინააღმდეგ საუბარს, სასულიერო პირების განკითხვას. უნდა ვიცოდეთ, რომ მათ ამ დროს სინდისი ამხელთ თავიანთი ცოდვების გამო და იმის ნაცვლად, რომ სინანულში ჩავარდნენ და შეინანონ, იმის წინააღმდეგ აღიძვრებიან, რამაც მათი სინდისი გააღვიძა, რათა თავიანთი სინდისის ხმა დაფარონ."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"სინდისს შეუნანებელი ცოდვები ამძიმებს"
"რატომ გვქენჯნის სინდისი და რატომ ვართ უკმაყოფილო? ამ კითხვას ჩვენვე შეგვიძლია ვუპასუხოთ - იმიტომ, რომ ღმერთი გვავიწყდება"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"თუ ადამიანი საკუთარმა სინდისმა არ შეაჩერა, სხვა ვერაფერი შეაჩერებს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ადამიანს ღვთის შიში თუ არა აქვს, განა შესაძლებელია, მას სინდისი ჰქონდეს?! ღვთის შიში თუ არ არის, ადამიანს ძალიან ადვილად შეუძლია სინდისის დათრგუნვა. და ამის შემდეგ იგი ადამიანადაც აღარ ითვლება".
/ღირსი პაისი ათონელი/
"სინდისის მეშვეობით სული, თითქოს სუფთა და აუმღვრეველ წყალში იყურებოდეს, ისე ხედავს თავის სიმახინჯეს, აქედან კი სინანულის ჩანასახი და ფესვები იშვება"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"თუ სინდისზე უარი თქვი, მერე ყველაფერი სულერთია!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სინდისის დაცვა ადამიანის გონებას აღვიძებს და სულიერ ხედვას აჯანსაღებს, შედეგად კი ადამიანს შეუძლია იგრძნოს, თუ რა ვნებს და პირიქით, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტეს ჭეშმარიტი მონა".
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"სანამ ადამიანი რაიმე ცოდვას ან ბოროტებას ჩაიდენს, მისი არსების სიღრმეში, იქ, სადაც სინდისია, საიდუმლო ბრძოლა ხდება".
"სინდისს ნურასდროს გადააბიჯებ"
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"ჩვენი მთავარი მიზანია საკუთარ სინდისზე ვიზრუნოთ, რაც გულის სიწმინდესთან მიგვიყვანს".
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"სინდისი - (ბერძ.) თანაცოდნა. სულხან-საბას მიხედვით თანამოსაჯული. სინდისი - (სპარს.) ნიშნავს ნამუსს".
"ერთი სიტყვით, შენ ფარისევლობ ყოველთვის, როცა "ითმენ შენს გულში სიყალბესა და სიცრუეს, როცა აჩუმებ შენსავე სინდისს".
" - სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:
"მატლი და ცეცხლი, ცოდვილებს რომ ტანჯავს, თითოეულის სინდისისა და ცხოვრებაში ჩადენილ ბილწ საქმეთა გახსენებაა. იგი ღრღნის, როგორც მატლი, და წვავს, როგორც ცეცხლი".
"თუ ძმას სიკეთეს გაუკეთებ, სინდისი მშვიდად გექნება"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"გულის კაცი" (სინდისი)
"ჰოი, მთელი მსოფლიოს ხალხებო, ილოცეთ და იგლოვეთ თქვენი ცოდვებისათვის, რათა უფალმა მოგიტევოთ ისინი. სადაც ცოდვათა მიტევებაა, იქაა სინდისის თავისუფლება და სიყვარული - სულ მცირე მაინც"
/ღირსი სილუანე ათონელი/
remorse [rɪ'mɔ :s] - სინდისის ქენჯნა
to feel remorse — испытывать угрызения совести
"სინდისს ჩვენ განვიცდით როგორც ხმას, ძახილს.. ეს ხმა თავისებურია - ის არ ჩაგვესმის ყურში, ის არ ისმის გარედან. სინდისის ხმა შინაგანია, ამიტომ ის მესმის მხოლოდ მე და სხვა არავის, ამ ხმას მე ვწვდები არა ყურით, არამედ მთელი "შინაგანი არსებით", "გულით".
/ფილოსოფოსი თამაზ ბუაჩიძე/
"მონანიება - ჩვენი სინდისის გაწმენდაა"
"სადაც სიყვარულია, იქვეა მშვიდი სინდისი და მყუდროება"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ვინც თავის სინდისს დათრგუნავს, მისი გული სათნოებებისგან განიძარცვება"
/ღირსი ისაია განშორებული/
"უნდა იზრუნო არა იმაზე, რომ პატივს გცემდნენ და უყვარდე ამ საუკუნის ადამიანებს, არამედ - სათნო ეყო ღმერთს და სინდისმა არ გამხილოს ცოდვებში".
/წმ. ალექსი მეჩევი/
"სინდისის სიმშვიდე და სიწმინდე არის უპირველესი პირობა ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობისა, რაც, თავის მხრივ, შინაგანი ცხოვრების სულიერი წარმატების პირობა და საწინდარია"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"სინანული, რომელიც ერში მცხოვრებ ღვთისმოშიშ ქრისტიანს შეჰფერის, არის ყოველ საღამოს ანგარიში ჩააბაროს საკუთარ სინდისს"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"დღის ბოლოს ცოტა ვინმე თუ არ ჰგავს მტვრიან გზაზე სიარულით დაღლილს. სწორედ ამიტომაც ყოველმა, ვისაც ცხონება სურს, საღამოს სინდისს უნდა მიმართოს, გამოიძიოს დღის განმავლობაში დაშვებული ყველა შეცდომა საქმით, ფიქრით თუ სიტყვით, და სინანულით განიბანოს, ანუ იგივე მოიმოქმედოს, რასაც დამტვერილი მგზავრი აკეთებს: შინ მისული წყლით იბანს"
/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"სინდისის მუდმივი ყვედრება თავმდაბლობის ნიშანია"
/ღირსი ისააკ ასური/
"ჩვენმა გულმა, ანუ სინდისმა შეიძლება ზოგჯერ ვერ შეამჩნიოს თავისი ნაკლოვანებები, ზოგჯერ თავი მოიტყუოს და ნაკლი სათნოებად მიიჩნიოს; ხოლო ღვთის წინაშე ყველაფერი ნათელია და ღმერთმა ყველაფერი მშვენივრად იცის: ამიტომ, თუ სინდისი გვამხილებს, მაშინ მით უფრო უნდა გვეშინოდეს მართალი მსაჯულის - ღმერთის განაჩენისა, ვისთვისაც არაფერია დაფარული. ის ხედავს ჩვენს შინაგან აზრებს, სურვილებს და მოქმედებებს"
/წმ. ევსები ორლინელი/
"სინდისი არასდროს დაემორჩილება უზნეობას, ჭეშმარიტება სიყალბეს, სინამდვილე ფარისევლობას!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სინდისში ღმერთთან მშვიდობა არის შინაგანი მშვიდობა, რომელიც ცხოვრებაში მტკიცე საყრდენისა და მტკიცე იმედის მოპოვების, ასევე ყველა მისწერაფების ჰარმონიაში მოყვასისა და ამ ჰარმონიაში მათი მყოფობის ცნობიერებიდან მომდინარეობს"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"უმჯობესია სხეულის ათასი მორთულობა დაკარგო, ვიდრე ყოვლისმხილველის წინაშე სულისა და სინდისის თუნდაც უმცირესი ლაქით წარსდგე"
"ლოცვა აღვიძებს ჩვენს სინდისს, არ აძლევს მას ძილის საშუალებას"
/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/
"ნეტარი თეოფილაქტეს განმარტებით, მართალს დოგმატის დაცვასთან ერთად უბიწო ცხოვრებაც უნდა ჰქონდეს. რადგან სუფთა სინდისი მხოლოდ უბიწო ცხოვრების თანამდევია".
"კმაყოფილი გული და კეთილი სინდისი ადამიანს ყველა ვითარებაში ამდიდრებს"
"იყავით მართალნი ერთმანეთთან ყოველ სიტყვასა და ქცევაში. ადამიანი სინდისია და თუ გინდა ადამიანი გერქვას, ყოველთვის მართალი უნდა იყო საკუთარ სინდისთან ანუ ღმერთთან".
"საკუთარი სინდისის წინაშე იყავი მართალი… სიმართლეს არასდროს დაუხუჭო თვალი…
ნუ იქნება შენი მიზანი, მოსწონდე ყველას…
ყველას მოსაწონი მაინც ვერასდროს იქნები, ღმერთს სხვა საზომები აქვს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ფხიზელი სინდისი საუკეთესო დამცველია მანკიერებისაგან"
"არავისი ისე არ გეშინოდეს, როგორც - საკუთარი თავის. ჩვენში ცხოვრობს უტყუარი მოსამართლე, ვისი ხმაც ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე - მთელი სამყაროს მოწონება!"
"სინდისი ყოველგვარ საქმეში სანთლის მსგავსად მოიხმარე, რადგან იგი სრულყოფილად აჩვენებს ყველა შენს საქმეს ცხოვრებაში: როგორც კარგს, ასევე - ცუდს".
"სინდისი ჭეშმარიტი მასწავლებელია; ვინც მას უსმენს, საცდურით არ განიცდება"
/ამბა თალასი/
"არ არსებობს უბოროტესი მტანჯველი, ვიდრე - მამხილებელი სინდისი"
"ადამიანი, რომელიც თავისი სინდისის შესაბამისად იქცევა და არ უყურებს, რას ფიქრობენ მასზე სხვები, დიდებული ადამიანია"
"ბოროტი სინდისი ყოველგვარ შეურაცხყოფაზე მეტად შეურაცხყოფს და ყოველგვარ მტანჯველზე მეტად ტანჯავს ადამიანს"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ბოროტი (ანუ ცოდვაში მხილებული) სინდისი ჯალათის ტოლფასია!"
"დაე, ყველა მლანძღავდეს, - ამბობს წმიდა ტიხონ ზადონელი, - ოღონდ სინდისი მაქებდეს"
"მას, ვისაც სუფთა სინდისი აქვს, თუნდაც ძონძებში იყოს ჩაცმული, თუნდაც ებრძოდეს შიმშილს, - ფუფუნებაში მცხოვრებზე მეტადაა გულდამშვიდებული; მაგრამ ვინც საკუთარ სულში ცუდს იგრძნობს, თუნდ უამრავი ფულით იყოს გარემოცული, ყველაზე ღარიბია".
"სინდისის წინააღმდეგ შეცოდებას სიკვდილი გერჩიოს"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"სიმშვიდე ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რომელსაც მხოლოდ სუფთა სინდისით მოიპოვებ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"უმჯობესია, მხოლოდ სინდისი გამშვიდებდეს და მთელი სამყარო გამტყუნებდეს, ვიდრე - სინდისი გამტყუნებდეს და მთელი სამყარო გაქებდეს!"
"ჩვენ ვფლობთ საოცარ ხელოვნებას, მოვატყუოთ ჩვენი სინდისი!"
"სინდისი ჭეშმარიტად შინაური სასამართლოა. დამნაშავეს შეუძლია, ზოგჯერ ადამიანთა სამსჯავრო აიცილოს, მაგრამ იგი ვერასდროს გაექცევა სინდისის სასამართლოს!"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"მხოლოდ მათ არ ასამართლებს სინდისი, ვინც მიაღწია სათნოებათა ან მანკიერებათა მწვერვალს"
/ამბა თალასი/
"სუფთა სინდისი - მუდმივი დღესასწაულია"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/
"რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით ნაკლებ შეცდომას უშვებს"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/
"სინდისში წინასწარ განსაზღვრულია წმიდა, კეთილი და მართალი ცხოვრების ნორმა"
/არქიმანდრიტი ლაზარე/
"განჩხრიკეთ, ძმებო, თქვენი სინდისი - ვისთან ურთიერთობთ, ანგელოზებთან თუ დემონებთან? ვისი ტაძარი და სამყოფელი ხართ, ღმრთის თუ ეშმაკის? როგორი საუნჯითაა სავსე თქვენი გული, მადლმოსილით თუ სატანურით?"
/არქიმანადრიტი ლაზარე/
"ღმერთი არის შემოქმედი და ზეციური მეუფე, სრულყოფლი ცნობიერება და სრულყოფილი სინდისი".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ადამიანები ვერ მოუყურადებენ სინდისს, თუ თავის თავში ქრისტე არ ეყოლებათ"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"წარღვნის შემდეგ უნდა დაწყებულიყო ახალი ცხოვრება - ახალი, უკეთესი კაცობრიობით, რომელსაც ღვთის შიში ექნებოდა და უფლის ნების მიხედვით იცხოვრებდა. არანაირი ახალი კანონი არ იყო საჭირო. წარღვნის ხსოვნა უნდა ყოფილიყო მარადიული შემახსენებელი და სინდისის მარადიული მაღვიძარა".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"თუ თქვენი სინდისი სახარებას ეწინააღმდეგება, მაშინ ის თქვენი ბრმა გამძღოლია, ჯოჯოხეთის მრჩეველია. მაგრამ თუ ის სახარებასთან თანხმობაშია, მაშინ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ ეს ნიშნავს, რომ სახარება სულში შევიდა და გამოავლინა ნიშნები სინდისის ბეჭდისა, რომელიც შემოქმედმა შესაქმის დასაწყისში დასვა და რომელიც დროთა განმავლობაში წაიშალა".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ყოველი კაცი განსახვავდება პირუტყვისაგან ზნეობის უზენაესობით, რომელიც უმეტეს ნაწილად სინდისში გამოცხადდება ხოლმე. მაგრამ თუ ადამიანმა ზნეობითი მხარე დასჩაგრა როგორმე და სინდისი წაიწყმიდა, მაშინ ის ყოველ პირუტყეზედაც უპირატესი შეიქმნება"
/აკაკი წერეთელი/
"სინდისის ქენჯნა ჩვენს დანაშაუელბათა ზომისა არ არის, არამედ - მხოლოდ ჩვენში დარჩენილი სათნოებებისა"
"უშედეგოა ადამიანური დიდება, თუკი მას შინაგანად მკაცრი სინდისი ამხელს! რა ერგება ციებ-ცხელების სენით შეპყრობილ ადამიანს, რომელიც სპილოს ძვლისგან გაკეთებულ სარეცელზე განისვენებს, მაშინ, როცა შინაგანი ცხელება არ ქრება?"
"უსამართლო მოსამართლე წაბილწული სინდისია!"
/ამბა ევაგრე/
"სავსებით მართებულად ადარებენ სინდისს სამსჯავროს, რომელშიც, ჩვეულებრივ, კანონები ინახება, განიმარტება მათი წესები, განისჯება ადამიანთა საქციელი, ჯილდოვდება სიკეთე და ისჯება ბოროტება. ამ თანხვედრაში მხოლოდ ისაა განსხვავება, რომ სინდისი ერთია და თავად აწარმოებს ყველა მოქმედებას, რომელიც, ჩვეულებრივ, სასამარლოში მრავალ კერძო აღმსარებელთა შორისაა დაყოფილი: იგია კანონმდებელიც, მოსამართლეც, მსაჯულიცა და აღმასრულებელიც!"
"პეტრე მოციქულმა სამჯერ უარყო უფალი და სინანულმა აღადგინა იგი. ქრისტიანთა დიდი მდევნელი, პავლე მოციქული, სინანულის გზით მოციქულთა თავი გახდა. მეძავნი, ქვაბ-ავაზაკნი, მეზვერენი და ათასი სხვა დამნაშავე სინანულით განიწმინდა. ამიტომ სევდა და სინდისის გადამეტებული ქენჯნა მოიცილე, იმედით აღივსე, გამხნევდი და სასოწარკვეთის ყოველი გულისსიტყვა განაგდე"
/ეფრემ არიზონელი/
"ქრისტიანებს, მოგზაურთა მსგავსად, შეუძლიათ, სინდისის ქენჯნის გარეშე ისარგებლონ თავიანთი მიწიერი მონაპოვარით, როგორც - სამყარო მარაგით ზეციური სამშობლოსაკენ მოგზაურობის ჟამს; ოღონდ მეტისმეტად არ უნდა უფრთხილდებოდნენ და გულით არ უნდა მიეჯაჭვონ"
"სინდისის წესად დაიდგინე, რომ არასოდეს არავისზე ცუდი არ თქვა. თუ არ შეგიძლია, სხვას წინ აღუდგე ავსიტყვაობაში, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, შენი მდუმარებით მაინც უჩვენე, რომ არავითარ მონაწილეობას არ იღებ მის ავსიტყვაობაში!"
"ღატაკია ის მსაჯული, რომელიც ენითა და კალმით განსჯის ადამიანებს, თვითონ კი განუწყვეტლივ მხილებული და განსჯილია საკუთარი სინდისისაგან"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"არ უნდა მიიყვანო თავი იქამდე, რომ რაიმე საქმეში სინდისი გამხელდეს!"
/ამბა აღათონი/
„დამშვიდებული სინდისის მქონე ადამიანი ყველასთან შეძლებს მეგობრობას, ცუდი სინდისით კი - განმარტოებაშიც იტანჯება და შფოთავს“.
"მართალია, სათნოებაში განმტკიცება დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ სანაცვლოდ იგი ძლიერ ახარებს სინდისს და ისეთ შინაგან კმაყოფილებას ანიჭებს, რომ მისი გამოხატვა სიტყვით შეუძლებელია"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"აფსუს! ჩვენ ყველაფერი გვატყუებს ცხოვრებაში, ყველაფერი მიწიერი უკიდურეს შემთხვევაში, - სინდისიც კი!"
"ცოდვებით მოსვრილ სინდისში უდიდესი ცოდვებიც ძლივს შეიმჩნევა, ისევე, როგორც გამჭვარტლულ სარკეში ცქერისას ვერც სახეს და ვერც ჩვენს მანკიერებებს ვერ ვხედავთ"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ცოდვილი სული, რომელიც სინდისით არ მხილდება, ესაა ზღვა, ზემოდან წყნარი, მაგრამ მის სიღრმეში ბუდობს და მოძრაობს უთვალავი ეშმაკი! ასეთი ცოდვილის, ვითომდა სიმშვიდე, ესაა სიწყნარე ქარიშხლის წინ, იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან, მაგრამ საბოლოოდ, დადგება წუთები, როდესაც ჩახშობილი სინდისის ხმა მთელი ძალით გაისმება მის სულში, - ესაა მტანჯველი წუთები, წუთები, რომლებიც წლებად მოჩანს, მაგრამ, რომლებიც ყოველთვის მხოლოდ უსასრულობის საწყისად წარმოდგებიან!"
"რომ არ გვქონდეს სუსტი და მით უმეტეს, მატყუარა სინდისი, საჭიროა, თავად სინდისი, - რომელსაც ბოლომდე წარმართებიც კი არ არიან მოკლებულნი, - განვავითაროთ, დავახელოვნოთ ღვთის დაწერილი კანონების სწავლით და ღვთივგანბრძნობილი მასწავლებლების დარიგებებით, საკუთარი ქმედებები კი მის ხელმძღვანელობას შევესაბამებოდეთ"
"ვაი მას, ვინც უფრო მეტად მიდრეკილია ცოდვის მაცდური შეგონებებისაკენ, ვიდრე - სინდისის რჩევებისკენ, ამ შინაგანი, საიდუმლო ღვთის ხმისაკენ ჩვენში. ვინც ცოდვას ცოდვაზე ურთავს, საბოლოოდ სრულად ახშობს სინდისს, რადგან არ ესმის, მისი მსჯავრი და ვერ გრძნობს მის ტანჯვას"
"უმჯობესია, მოწყლული სხეული გქონდეს, ვიდრე - ცოდვებით მოწყლული სინდისი; უმჯობესია, დაითმინო სხეულის გვემა, ვიდრე - სინდისის გვემა, უმჯობესია, ყოველგვარი გარეგნული უბედურებები მიიღო, ვიდრე გქონდეს მხოლოდ ერთი შინაგანი უბედურება!"
"მისი სინდისის სარკე არ იყო ქრისტეს მადლით განწმენდილი"
"ღვთის ხმის დახშობა ადამიანებს არ ძალუძთ"
"სინდისი - ესაა უფლის ხმა ადამიანში. სინდისი ჭეშმარიტი სინანულით განიწმინდება - ადამიანმა რომ ცოდვა შეიგრძნოს, სინდისმა უნდა ამხილოს; თუ სინდისი არ ამხილებს, ცოდვას ვერ შეიგძნობს, შესაბამისად, არც სინანული ექნება და ცოდვაც არ მიეტევება"
"ამ ცხოვრებიდან გასვლის შემდეგ სწორედ სინდისი დასჯის ადამიანს - მოუნანიებელი ცოდვების გამო იგი სინდისის მხილებით დაიტანჯება. ვინც სინდისს სინანულით განწმენდს, მარადიულ ნეტარებაში დაიმკვიდრებს უფალთან ადგილს"
"როდესაც ადამიანს სინდისი არ ამხელს, ეს შეიძლება არ იყოს იმის ნიშანი, რომ მან უკვე სიწმინდეს მიაღწია და ცოდვები აღარ არის მასში. შესაძლოა, საერთოდაც "მოსწყინდა სინდისს" ადამიანის მხილება. როგორ შეიძლება მოხდეს ეს? - თუ მუდმივად ცოდვებში ჩავარდნით ადამიანი ცოდვებს ეჩვევა. იმ დროს სინდისი თითქოს იძინებს და მისი ხმა მის გონებამდე ვერ აღწევს"
"ვისაც ჭეშმარიტი ღვთისმოშიშება მოუპოვებია, მას მიუკერძოებელი მსაჯული ჰყავს - სინდისის ხმა. მას წვრილმანი ცოდვების გამოც ამხილებს სინდისი და არც სიცრუისკენ არის მიდრეკილი"
"სინდისის ხმა არ უნდა ჩაქრეს, საამისოდ განუწყეტელი ღვაწლია საჭირო. თუ ამ ხმას არ მიჰყვები, დაკარგავ მას"
"სინდისი ბოროტების მამხილებლად მოგვეცა ღვთისგან. ის ჩვენი მცველია და ნათლისღების შემდგომ უფრო ძლიერდება. რამდენადაც წმინდაა სინდისი, იმდენად ძლიერ გვამხელს, და რამდენადაც ითრგუნება, იმდენად უძლურდება"
/ღირსი იოანე სინელი/
"ხედავ, რომ სინდისი არ ეთანხმება შენს ცოდვიან აზრებს, არამედ უამლვე გამხელს, ვინაიდან იგი არ ტყუის. მხილებისას იგი ადასტურებს, რომ იმავეს იტყვი ღვთის წინაშეც, საშინელი სამსჯავროს დროს"
/ღირსი იოანე კასიანე რომაელი/
"უამრავჯერ გავთელე საკუთარი სინდისი"
/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"იცხოვრე ისე, როგორც ამას გონება და სინდისი მოითხოვს"
"გათელილი სინდისი"
"სუფთა სინდისი ლოცვით მოიპოვება, ხოლო სუფთა ლოცვა - სინდისით, რადგან მათი ბუნებიდან გამომდინარე ისინი ერთმანეთს საჭიროებენ"
/წმ. მარკოზ განშორებული/
"სინდისი პატარა ღმერთია. ძილის წინ რამდენიმე წუთით კარგად დააკვირდი შენს საქციელს, მთელი დღის განმავლობაში რას აკეთებდი. რა არ მოგეწონა, სად სცოდე, რა არ უნდა გეთქვა და სხვა. ანგარიში ჩააბარე შენს თავს. მუდამ ყურადღებით და ფხიზლად იყავი შენი თავის მიმართ"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"სინდისმა ქენჯნა მიყო"
"დაე, შენმა სინდისმაც ქრისტეს ჯვრით იამაყოს, შენს სინდისს მკვდარი საქმეებისგან ის განწმენდს და გაასუფთავებს"
/წმ. მაკარი დიდი/
"სინდისის შემსუბუქება"
"სინდისი პატარა ღმერთია. უფალმა სინდისი იმიტომ შთადო ადამიანში, რომ უნდოდა ადამიანი გადაერჩინა. სული მეცნიერია და ყველაფერი იცის, ეს სინდისს ეხება, - იგი გამოიძიებს რა არის კარგი და რა არის ცუდი. ტყუილად კი არ ხდება, რომ როცა გვერდზე ვინმე უცხო ჩაგივლის ხან გიხარია, ხან კი შეკრთები"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"ჩვენი სულის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა სინდისი.
სინდისი ღვთის ხმაა. მას ვერ დაიმორჩილებ, შენი სურვილისამებრ ვერ განაწყობ, ბოლომდე ვერც აღმოფხვრი; პირიქით, თავის მყოფობას მაშინაც გვაგრძნობინებს, როდესაც ვცდილობთ, გავექცეთ, თუმცა ისეც ხდება, რომ მუდმივი უგულვებელყოფით, მისი ხმა სუსტდება და აღარ გვესმის. არსებობს მდგომარეობაც, რასაც „დამწვარი სინდისი“ ჰქვია და ადამიანის უმძიმეს სულიერ ცხოვრებაზე მეტყველებს.
ქრისტიანული რწმენა და მცნებები ჩვენში სინდისის ხმის სიძლიერისა და მართებულობის ყველაზე უტყუარი განმსაზღვრელია და ჩვენი სულის სწორად განვითარების შესაძლებლობაა, რადგან სინდისი ჩვენს ნებას ღვთის ნებასთან აკავშირებს."
/ილია მეორე/
"კეთილად მოღვაწე სინდისი - საუკეთესო წიგნია ზნეობის შესახებ"
/მონაზონი ვერონიკა/
"სინდისი სულ პირველი წმინდა წერილია, ღმერთის მიერ პირველქმნილ კაცთათვის მიცემული. ჩვენ "ვიღებთ" სინდისს მშობლებისაგან - როგორც ფოტოასლს. როგორც არ უნდა ახშობდეს ადამიანი თავის სინდის, ის შიგნიდან ყოველთვის ამხლეს მას. ამიტომაც ამბობენ: "მას ჭია ღრღნის". მართლაც რა არის უფრო ტკბილი, ვიდრე დამშვიდებული სინდისი. ადამიანი თავს შინაგანად ფრთაშესმხულად გრძნობს და მაშინ ის იწყებს ფრენას".
/ღირსი პაისი ათონელი/
"არ არსებობს უფრო შემწველი ცეცხლი, ვიდრე შინაგანი წვა სულისა, რომელიც სინდისის ქენჯნიდან მომდინარეობს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"სინდისი ამუნათებს ყოვედღიური ცოდვებისთვის"
"არ არის ადამიანი, ვისშიც არ იყოს სინდისი; წმინდაა იგი და ყოველთვის სიკეთეს გვასწავლის, მაგრამ ჩვენ ჩვენი უგრძნობლობის გამო არ გვესმის მისი და ვახშობთ მას"
"ასეც ხდება ხოლმე: ადამიანს ვნებს ის, რომ სინდისი მეტისმეტად მგრძნობიარედ აქცია"
/ღირსი პაისი ათონელი/
" - არიან ადამიანები, რომლებიც გაქვავებული სინდისით იბადებიან?
- არა, გაქვავებული სინდისით ადამიანები არ იბადებიან. ღმერთს გაქვავებული სინდისი არ შეუქმნია. მაგრამ თუ ადამიანი თვალს მიაფარებს თავის ცოდვებს, სიღრმეში შედევნის მათ, მისი სინდისი თანდათანობით ლექის ფენით დაიფარება და აღარ ამხელს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"სწორედ სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით ნაკლებ შეცდომებს უშვებს"
"როგორც ქვა ლესავს დანის პირს, ისე ლესავს ქრისტე სინდისს: იგი ქრისტეს მცნებათა შესწავლით ნათლდება და მათი შესრულებით იხვეწება.
სახარებით განათლებული და დახვეწილი სინდისი მკაფიოდ და დაწვრილებით უჩვენებს კაცს მის ცოდვებს - თუნდაც სულ მცირეს"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"დარჩა ერთადერთი გზა - შენს სინდისს უსმინო, მაგრამ სინდისს ადრეულ ასაკში ვკლავთ"
/იღუმენია მარიამი (მიქელაძე)/
"ჩვენი სინდისი სულიერი თვლემისაგან გამოვაფხიზლოთ"
"თუკი ძმას სიკეთეს გაუკეთებ - სინდისის გასნვენებას მოიპოვებ"
/წმ. ბერი სილუანი (ათონელი)/
იგავი
"სინდისს ეწყინა, რომ ამქვეყნად ცხოვრება ყველაზე მეტად მას უჭირს და კაპიკისხელა შეღავათი გაუკეთა თავის თავს. ერთი კაპიკი, ორი კაპიკი, ჰოდა ერთხელაც მიდის სინდისი ქუჩაში და ესმის, ვიღაცას უყვირიან: "ჰეი, შენ, უსინდისო!" მოტრიალდა სინისი, თურმე მას ეძახიან".
"სინდისი - ესაა ღვთის ხმა ადამიანში. ვისაც სინდისი სუფთა აქვს და მის ხმას მოუსმენს, ყოველთვის განეშორება უკეთურ საქმეებს და მიხვდება, თუ რა არის ღვთისთვის სათნო და რა უნდა აღასრულოს"
"უფლის მცნებათამიერი ცხოვრების გარეშე შეუძლებელია სინდისის განწმენდა ცოდვათაგან, სინდისისა,რომელიც ცოდვებით ტანჯული და დამძიმებულია, ტანჯულია ღვთისსაწინააღმდეგო სიტყვებით, ქცევებით, საქმეებით, გულისთქმებით და ასეთი სინდისის მქონე ადამიანი მუდამ შინაგან მშფოთვარებაში, მღელვარებასა და შიშებშია; როგროც სოლომონ ბრძენი იტყვის, ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა მას არავინ მისდევს (იგავნი 28,I).
ცოდვებით დამძიმებული სინდისის მქონე ადამიანს ჩრდილისაც კი ეშინია; მუდმივად ეჭვით უყურებს თვით იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც იგი წრფელი გულით უყვართ. ერთი სიტყვით, ასეთი ადამიანი აქ, ამქვეყნად, უკვე სატანჯველში იმყოფება მარადიულ სატანჯველამდე".
/აკაკი მინდიაშვილი/
"სინდისი ქართულად რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს "თანაცოდნას", "თანაყოფას", ე.ი. ღვთის თანაყოფნას, და ჩვენს შესახებ მის მიერ ყველაფრის ცოდნას. ის ხმა, რომელიც ჩვენი სინდისის სიღრმიდან ისმის, ეს ხომ ჩვენი ხმა არ არის, - ეს ღმერთის ხმაა ჩვენში"
/აკაკი მინდიაშვილი/
"სინდისის მხილების განცდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სატანჯველია"
"რაც სინდისს შეაწუხებს, ყველაფერს მყისვე უნდა დაანებოთ თავი"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ასევე იცოდეთ: ისე უნდა აკეთოთ საქმე, რომ სინდისმა არაფერში გამხილოთ; თუკი გამხელთ, მყისვე უნდა დაამშვიდოთ სინანულით"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ცხოვრებაში წმინდა და უბიწო იყავი და არ დაუშვა, სინდისმა რამეში გამხილოს, დიდი იქნება ეს, თუ მცირე, როგორც კი რამეს შესცოდავ, სინანულით განიწმინდე"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"სინდისით თუ აღასრულებს ადამიანი ღვთის წინაშე მორჩილებას, მაშინ სინდისიც აღარ ამხელს. მაგრამ თუ ცოდავ, სინდისის მხილებას ვერსაც გაექცევი. სადაც არ უნდა იყო, იქ მოგძებნის და გამხელს"
/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/
"ბრძანებს იოანე ოქროპირი: სინდისი, ეს არის მამხილებელი ანგელოზი თითოეული ჩვენგანისა. ჩვენი ცოდვებით ისეა გადახლართული და შეკრული ჩვენი სინდისი, რომ აღარ ძალგვიძს ხოლმე მისი მხილება მივიღოთ"
/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/
"სუსტი სინდისი სჯობს, ვიდრე ამაო სათნოება"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"მაგრამ იყო წუთები, როცა სულში საოცარი მამხილებლობით ალაპარაკდებოდა ხოლმე სინდისი"
"თუკი გონს მოხვალ და ღვთის მცნებებს დაიცავ, არ გაქვს სინდისის ქენჯნა, ხარ მშვიდად და აღასრულებ კეთილ საქმეებს, მაშინ, შენდა შეუცნობლად, მსუბუქად შედიხარ ლოცვაში"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ბრძანე, უფალო, მათრახიც გადამიჭირე, დაეხმარე ჩემს სინდისს ჩემს გამათრახებაში"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"კაცმა გზა თვითონ უნდა დაილოცოს თავისი კეთილი გადაწყვეტილებით. როგორც ივლი, გზაც ისეთი გექნება, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა. მე რა უფლება მაქვს - ას ასე ვთქვა, ან ისე სინდისი პატარა ღმერთია. ძილის წინ კარგად დააკვირდი შენს საქციელს, მთელი დღის განმავლობაში, რას აკეთებდი, რა არ მოგეწონა, სად სცოდე, რა არ უნდა გეთქვა და სხვა. ანგარიში ჩააბარე შენს თავს, მუდამ ყურადღებით და ფხიზლად იყავი შენი თავის მიმართ"
/წმიდა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი/
"ზოგჯერ შეიძლება ადამიანი იურიდულად მართალი იყოს, მაგრამ სინდისთან მიმართებით ძალიან სცოდავდეს, მაგრამ ეს რომ ადამიანმა გაიგოს, ამისთვის მას სინდისი უნდა გააჩნდეს.
უფალი სწორედ იმიტომ მობრძანდა დედამიწაზე, რომ ადამიანემში სინდისი აღზარდოს"
/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)