სუროგატი დედები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სუროგატი დედები |
თამარი_ცქნაფო |
Oct 10 2009, 02:26 PM
პოსტი
#61
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ბუნებრივი ჩასახვის დროს არ ხდება ეს ე.წ. დაბრაკვა?
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
athos |
Oct 10 2009, 02:33 PM
პოსტი
#62
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
თამარი_ცქნაფო
ციტატა ბუნებრივი ჩასახვის დროს არ ხდება ეს ე.წ. დაბრაკვა? კი, როგორ არა, არსებობს სპონტანური აბორტები. მაგრამ ექტრ.კორპ.განაყ. დროს "დაბრაკვა" შეიძლება მოხდეს უბრალოდ ზედმეტობის გამო და არა მაინდამაინც რამე პათოლოგიის. თან სპონტანური აბორტისგან განსხვავებით, ადამიანზეა რეალური პასუხისმგებლობა. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
თამარი_ცქნაფო |
Oct 10 2009, 02:35 PM
პოსტი
#63
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
პასუხისმგებლობა, პრინციპში, ყველა ექიმზეა, განსაკუთრებით გინეკოლოგებსა და ქირურგებზე, როცა საოპერაციო მაგიდაეზ წევს ავადმყოფი. როცა უნერგავენ სხეულის ნაწილს, ესეც ცოდვაა ამ ლოგიკით ხო?
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
athos |
Oct 10 2009, 02:38 PM
პოსტი
#64
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
გააჩნია რომელ ორგანოს უნერგავენ.
დონორი ვინ იყო. ზოგადად, უფლებების გადამეტებას და ბოროტად გამოყენებას შეიძლება ქონდეს ადგილი. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
თამარი_ცქნაფო |
Oct 10 2009, 02:38 PM
პოსტი
#65
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
გული, მაგალითად
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
athos |
Oct 10 2009, 02:45 PM
პოსტი
#66
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
თამარი_ცქნაფო
ციტატა გული, მაგალითად გულის გადანერგვის შემთხვევაში უნდა დადასტურებული იყოს ტვინის სიკვდილი, ხოლო სასიცოცხლო ფუნქციები შენარჩუნებული. არსებობს ტვინის სიკვდილის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აფასებდეს სპეციალური კომისია. ამასთან, ბევრ ქვეყანაში ადამიანს უნდა ქონდეს მიცემული (ან არ მიცემული) თანხმობა დონორობაზე. თუმცა ზოგან ახლობლის გადაწყვეტილებაც საკმარისია. პრინციპში, ყველა იმ სფეროში სადაც დიდი ფული ტრიალებს, ყოველთვის არის უფლებების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
ლანა |
Oct 10 2009, 07:32 PM
პოსტი
#67
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 137 რეგისტრ.: 21-July 08 მდებარ.: qaris qveyana წევრი № 5,372 |
მართლა არ ვიცი ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ აქ რატომღაც სულ უარყოფითი პოზიციები დაფიქსირდა. თქვენ ამ პრობლემას ერთი კუთხიდან უყურებთ რო ძნელია ბავშვის დატოვება როცა 9 თვე მუცლით ატარებ. კი მესმის რომ ეს ფაქტი თავისთავად ამორალურია, როცა სხვის შვილს აჩენ ფულის სანაცვლოდ, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც. ქალს რომელსაც არ შეუძლია თავისით შვილის გაჩენა ფაქტიურად იყოლიებს საკუთარ ბავშვს და ესეც ხომ დიდი ბედნიერებაა? ძალიან ბევრი ოჯახი დანგრეულია უშვილობის მიზეზით და ალბათ ესეც გასათვალისწინებელი ფაქტორია თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ვიწონებ სუროგატობის იდაეს , უბრალოდ მის დადებით მხარეზეც გავამახვილე ყურადღება. თუ ერთი ადამიანი ელევა სხვის შვილს სამაგიეროდ მეორე ოჯახი განიცდის დიდ ბედნიერებას. მაგრამ რომელი უფრო მნიშვნელოვანია და რომელი უფრო დიდ პრობლემას ან საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის არ ვიცი : "სუროგატობა" თუ უშვილობა? ღმერთის დიდი საჩუქარია შვილი და ასევე დიდი პასუხისმგებლობაც არის,რადგან შენ გევალება აღზარდო შვილი ქრისტიანად,ასწავლო ღვთისკენ სავალი გზა.ეს კი ძალიან რთულია. როცა ღმერთი შვილს არ აძლევს წყვილს ე.ი. არ იმსახურებენ!!! რას ვგულისხმობ ამ არ იმსახურებაში,ისინი ვერ გაზრდიან კარგად ბავშვს ან კიდევ რაიმე ცოდვა აქვთ და ამიტომ არ ეძლევათ. ბავშვთა სახლში უამრავი უპატრონო ბავშვია,არ ჯობია ის იშვილოს.ვიდრე კოლბაში შეუქმნას ჩვეულებრივმა მოკვდავმა შვილი?ბევრი წყვილი ვიცი,რომ ბავშვი აუყვანიათ და მერე საკუთარიც მისცემიათ და აყვანილსა და საკუთარს ერთმანეთისგან არ არჩევენ. იმ დღეს პროფილში იყო ეს თემა და ყველა ქალი ამბობდა მე ვარ ამ ბავშვის ძიძაო,ყველას ერთნაირად უმახინჯებენ ფსიქიკას. -------------------- ნარკომანი მხოლოდ ის როდია,ვინც წამალს იკეთებს!
|
athos |
Oct 10 2009, 08:01 PM
პოსტი
#68
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ლანა
ციტატა როცა ღმერთი შვილს არ აძლევს წყვილს ე.ი. არ იმსახურებენ!!! რას ვგულისხმობ ამ არ იმსახურებაში,ისინი ვერ გაზრდიან კარგად ბავშვს ან კიდევ რაიმე ცოდვა აქვთ და ამიტომ არ ეძლევათ. ნუ ვიქნებით კატეგორიულები. რატომ არ აძლევს ღმერთი წყვილს შვილს არავინ იცის. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
ლანა |
Oct 10 2009, 08:34 PM
პოსტი
#69
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 137 რეგისტრ.: 21-July 08 მდებარ.: qaris qveyana წევრი № 5,372 |
ლანა ნუ ვიქნებით კატეგორიულები. რატომ არ აძლევს ღმერთი წყვილს შვილს არავინ იცის. ნუ ვთქვი რამდენიმე მიზეზი რის გამოც შეიძლება არ ეძლეოდეს წყვილს შვილი -------------------- ნარკომანი მხოლოდ ის როდია,ვინც წამალს იკეთებს!
|
lingvo |
Oct 10 2009, 09:30 PM
პოსტი
#70
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
კი, მოვისმინეთ. სუროგატი დედობა ჩემთვსიაც მიუღებელია, ოღონდ არის კიდევ ერთი რამ, რასაც ვერ ვიგებ და ძალიან მწყდება გული, რატომ ითვლება დაუშვებლად ხელოვნური განაყოფიერება. ბავშვი ხომ მშობლებისაა, დედისვე სხეულში ისახება, უბრალოდ სხვადასხვა ფიზიკური პრობლემის გამო (ვთქვათ, მილების დაზიანება, სივიწროვე, ამოკვეთა) ხელოვნურად ათავსებენ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს დედის სხეულში. მესმის, რომ ბავშვის ჩასახვა ეს ერთგვარი საიდუმლოა, უფალი მონაწილეობს და ა.შ. აგრამ ეს ხომ ისევ შენ ხარ, სხვა საშვილოსნო და სხვა მამა არა, ნამდვილი დედა და მამა და ნამდვილი დედის საშოში ისახება და იზრდება ბავშვი. ქალისთვის მეტად მძიმე რამაა, როცა იცის, იქნებ არის კიდევ ერთი შანსი, ჰყავდეს საკუთარი შვილი საკუთარ სხეულში და ამ დროს არაო. სუროგატ დედებზე არ ვამბობ, კიდევ ვიმეორებ ვეცდები გიპასუხო: როდესაც კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება ხელოვნურად (შემდგომ დედის სასვილოსნოში ჩასანერგად) ძალიან დიდია ალბათობა, რომ წარმოიქმნას რამოდენიმე ჩანასახი. ამას კი მოყვება"ზედმეტი" ჩანასახის განადგურება. (ეს რატომაა მიუღებელი იცი). ამის გარდა დიდია რისკი ორსულობის ვადამდე მიუსვლელობისა... ნაადრევი მშობიარობისა და სხვა გართულებების. პრობლემებია ბიოეთიკურ ასპექტშიც და სამედიცინო ასპექტშიც. როდესაც სისხლის გადასხმა ხდება ან რომელიმე ორგანსო გადანერგვა, ამით ადამიანს უნარჩუნდება სიცოცხლე. დრო ეძლევა სინანულისთვის... სულის ცხოვნებისთვის.... სუროგატი დედა და ხელოვნური განაყოფიერება კი სხვა საკითხია: "მე მინდა მყავდეს შვილი" თუნდაც დიდი რისკისა და საფრთხის ფასად, ნაყოფისთვის და თუნდაც სუროგატი დედის ჯანმრთელობისთვის. ანუ მივდივართ ფაქტიურად აქამდე: "მიზანი ამართლებს საშუალებას". -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
ნანინა |
Oct 10 2009, 09:36 PM
პოსტი
#71
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
lingvo
ციტატა ვეცდები გიპასუხო: როდესაც კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება ხელოვნურად (შემდგომ დედის სასვილოსნოში ჩასნერგად) ძალიან დიდია ალბათობა, რომ წარმოიქმნას რამოდენიმე ჩანასახი. ამას კი მოყვება"ზედმეტი" ჩანასახის განადგურება. (ეს რატომაა მიუღებელი იცი). ამის გარდა დიდია რისკი ორსულობის ვადამდე მიუსვლელობისა... ნაადრევი მშობიარობისა და სხვა გართულებების. პრობლემებია ბიოეთიკურ ასპექტშიც და სამედიცინო ასპექტშიც. ბუნებრივი განაყოფიერების შემთხვევაში არ არსებობს მსგავსი საფრთხე? მუცლის მოშლის და მსგავსი შემთხვევბი ხომ ბევრია? -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
lingvo |
Oct 10 2009, 09:45 PM
პოსტი
#72
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
lingvo ბუნებრივი განაყოფიერების შემთხვევაში არ არსებობს მსგავსი საფრთხე? მუცლის მოშლის და მსგავსი შემთხვევბი ხომ ბევრია? როგორ არ არსებობს, მაგრამ დიდი სხვაობაა, როდესაც წინასწარ გაფრთხილებენ, რომ ხელოვნურ განაყოფიერებას მოყვება ეს და ეს საფრთხე და შენ მიდიხარ ამაზე შეგნებულად. აბორტებიც ასე არაა? დიდი სხვაობაა მუცელი მოეშლება ქალს თუ შეგნებულად გაიკეთებს აბორტს. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
ნანინა |
Oct 10 2009, 09:50 PM
პოსტი
#73
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
lingvo
ციტატა როგორ არ არსებობს, მაგრამ დიდი სხვაობაა, როდესაც წინასწარ გაფრთხილებენ, რომ ხელოვნურ განაყოფიერებას მოყვება ეს და ეს საფრთხე და შენ მიდიხარ ამაზე შეგნებულად. ხო, მაგრამ შენ მიდიხარ რისკზე, რომ გყავდეს შვილი ხო? რავიცი, ცქნაფოსი არ იყოს ეკლესიის პოზიცია ამ შემთხვევაში ჩემთვისაც გაუგებარია. ერთადერთი არგუმენტი, რაც არასამედიცინო კუთხით მომყავს ისაა, რომ თუ შვილი არ გიჩნდება უფალს უნდა მიენდო, ანუ ალბათ ასეა საჭირო... სხვა მხრივ რა ვიცი აბა.. -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
თამარი_ცქნაფო |
Oct 10 2009, 10:17 PM
პოსტი
#74
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ვახო, ვერ ვესმის რა, ვერ... თითქოს თითიდან გამოწოვილი არგუმენტებია.
რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ ''არ იმსახურებენ'' - ამან შემზარა! რა? იმავე წყვილმა რომ აიყვანოს 3 შვილი და იმაზე უკეთ გაზარდოს, ვდრე ბუნებრივი დედა გაზრდიდა, მაინც არ იმსაუხრებენ? ლოგიკა სადაა? არ შეიძლება ასეთი განაჩენის გამოტანა. საყვარელოს ვეთანხმები -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
athos |
Oct 10 2009, 10:28 PM
პოსტი
#75
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ციტატა ვახო, ვერ ვესმის რა, ვერ... თითქოს თითიდან გამოწოვილი არგუმენტებია. არა თამ, არ არის თითიდან გამოწოვილი. ძალიან სერიოზული არგუმენტებია. ეს ჩანასახები ხომ უკვე ადამიანებია, არ შეიძლება სიცოცხლით თამაში. არ შეიძლება გადაწყვიტო ვინ მოკლა და ვინ აცოცხლო. ეს სერიოზული თეოლოგიური და ბიოეთიკური პრობლემებია. ქალმა რა გზა უნდა აირჩიოს ამ საკითხში კი არ შემიძლია კატეგორიული ვიყო. ყველა თავის ტკივილს ზიდავს ისე, როგორც შეუძლია. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
ლანა |
Oct 10 2009, 10:41 PM
პოსტი
#76
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 137 რეგისტრ.: 21-July 08 მდებარ.: qaris qveyana წევრი № 5,372 |
რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ ''არ იმსახურებენ'' - ამან შემზარა! რა? იმავე წყვილმა რომ აიყვანოს 3 შვილი და იმაზე უკეთ გაზარდოს, ვდრე ბუნებრივი დედა გაზრდიდა, მაინც არ იმსაუხრებენ? ლოგიკა სადაა? არ შეიძლება ასეთი განაჩენის გამოტანა. საყვარელოს ვეთანხმები თუ დაიმსახურებენ საკუთარიც ეყოლებათ ძალიან ბევრი მინახვას და ერთ-ერთი ცემი ახლო ნათესავიც არის,რომელელტაც იშვილეს და რამდენიმე წელში საკუთარიც გაუჩნდათ იცი რა შეიძლება იმ წყვის არაფერი ცუდი არ გაუკეთებია,მაგრამ მათ ოჯახის წევრებს აქვთ რაიმე მძიმე ცოდავ,რა ვიცი აბა.ყველაფერი,რომ ცოდვიდან მოდის მე ასე მწამს და რა ვქნა -------------------- ნარკომანი მხოლოდ ის როდია,ვინც წამალს იკეთებს!
|
თამარი_ცქნაფო |
Oct 10 2009, 10:43 PM
პოსტი
#77
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ლანა
მაპატიე, მაგრამ ეს შენ გწამს ასე, ან რომელიღაც ქადაგება მოისმინე, წაიკითხე... ხოლო ''შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი''. ადამიანი ვერასდროს მიხვდება, რა ხდება სინამდვილეში და რატომ. ნუ გამოვიტანთ განაჩენს დედამიწის კანონებით უფლის ნებასთან. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ლანა |
Oct 10 2009, 10:44 PM
პოსტი
#78
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 137 რეგისტრ.: 21-July 08 მდებარ.: qaris qveyana წევრი № 5,372 |
ხელოვნური განაყოფიერება რატო ქვია?იმიტომ,რომ ხელოვნურად ხდება ყველაფერი და ჩვეულებრივი მოკვდავი წყვეტს ახალი ადამიანის დაბადებას.
და ღვითის ნება კი დავიწყებულია ამ დროს ჩემი აზრით. ღმერთას როცა უნდა მაშინ მოგცემს შვილს!!! -------------------- ნარკომანი მხოლოდ ის როდია,ვინც წამალს იკეთებს!
|
ნანინა |
Oct 10 2009, 10:45 PM
პოსტი
#79
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ლანა
ჩემი რჩევაა, რომ ნუ განვსჯით სხვებს ღვთის ნება არავინ იცის, ასე რომ შენი აზრები უფრო ვარაუდებია და შეიძლება მცდარიც იყოს.. -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ლანა |
Oct 10 2009, 10:49 PM
პოსტი
#80
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 137 რეგისტრ.: 21-July 08 მდებარ.: qaris qveyana წევრი № 5,372 |
ლანა მაპატიე, მაგრამ ეს შენ გწამს ასე, ან რომელიღაც ქადაგება მოისმინე, წაიკითხე... ხოლო ''შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი''. ადამიანი ვერასდროს მიხვდება, რა ხდება სინამდვილეში და რატომ. ნუ გამოვიტანთ განაჩენს დედამიწის კანონებით უფლის ნებასთან. იცი რა ჩემო თამარ,მე როცა რაიმე ცოდვას ჩავდივარ ყოველთვის ვიცი,რომ იმაზე პასუხი მომეთხოვება და მერე სადმე კისერს რო "წავიტეხავ" ვხვდები რატომაც დამემართა ასე. ასე,რომ ქადაგების მოსმენას+პირადი გამოცდილება და მივედი დასკვნამდე,რომ "რასაც დასთეს იმას მოიმკი" ჰოდა თუ ცოდვებით იცხოვრე ღმერთიც არ დაგასაჩუქრებს,ამ კონკრეტულ შემთხვევაში საჩუქარში შვილს ვგულისხმობ. ლანა ჩემი რჩევაა, რომ ნუ განვსჯით სხვებს ღვთის ნება არავინ იცის, ასე რომ შენი აზრები უფრო ვარაუდებია და შეიძლება მცდარიც იყოს.. განსჯით არავის არ ვსჯი მესიმის იმ ქალების ვინც სუროგატობაზე თანხმდებიან და იმათიც ვინებსაც სურთ ყველაფრის ფასად ყავდეთ შვილი უბრალოდ ვამბობ,რომ ჩემთვის მიუღებელია ხელოვნური განაყოფიერება.არაფერი არ მიყვარს რაც ხელოვნურია -------------------- ნარკომანი მხოლოდ ის როდია,ვინც წამალს იკეთებს!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th October 2024 - 08:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი