IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> არა კაც-ჰკლა
marine
პოსტი May 10 2024, 06:13 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იგავი მოკლულ მეზობელზე

"ამერიკაში, ქალაქ ჩიკაგოში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდა ორი კაცი. ერთ-ერთ მათგანს შეშურდა თავისი მდიდარი მეზობლის, შეაღწია ღამე მის სახლში, მოაჭრა თავი, უბეში ჩაიდო ფული და გამობრუნდა უკან. მაგრამ, როგორც კი გარეთ გავიდა, დაინახა მოკლული მეზობელი, რომელიც მისკენ მოდიოდა, ოღონდ საკუთარი თავის ნაცვლად ჰქონდა მკვლელის თავი. მკვლელი გაგიჟებული გადავიდა ქუჩის მეორე მხარეს და გაიქცა. მაგრამ მეზობელი კვლავ მის წინ აღმოჩნდა და მისკენ მოემართებოდა, მისი მსგავსი, თითქოს სარკის ანარეკლი. მკვლელს ცივმა ოფლმა დაასხა, როგორღაც მიაღწია თავის სახლამდე და ძლივს გაათენა ის ღამე. მაგრამ, მეორე ღამეს კვლავ გამოეცხადა მეზობელი მისი თავით, და ასე იყო ყოველღამე, მაშინ მკვლელმა აიღო მოპარული ფული და გადაუშვა მდინარეში, მაგრამ ამანაც არ უშველა, მეზობელი ყოველღამე ეცხადებოდა. მკვლელმა აღიარა დანაშაული და ჩაბარდა მართლმსაჯულებას. ის კატორღაზე გააგზავნეს. მაგრამ იქაც ვერ ხუჭავდა თვალებს, რადგან ყოველღამე ეცხადებოდა მეზობელი ხმრებზე მიბმული მისი თავით. ბოლოს და ბოლოს, ერთ მოხუც მღვდელს შეევედრა, ელოცა მისთვის, რათა ღმერთისგან შენდობა გამოეთხოვა და ზიარებულიყო. მღვდელმა უთხრა, რომ ლოცვამდე ან ზიარებამდე უნდა აღიაროს ერთი რამე. ბრალდებულმა სთქვა, რომ უკვე აღიარა დანაშაული მისი მეზობლის მკვლელობისა. "ეს არა, - უთხრა მღვდელმა, - შენ უნდა დანინახო, გაიგო და აღიარო, რომ შენი მეზობლის სიცოცხლე არის შენი საკუთარი სიცოცხლე, და მისი მოკვლით, მოკალი საკუთარი თავი. ამიტომაც ხედავ შენს თავს მის მხრებზე, ამით უფალმა მოგვცა ნიშანი, რომ შენი სიცოცხლე და შენი მეზობლის სიცოცხლე და ყველა ადამიანის სიცოცხლე ერთად აღებული არის ერთი და იგივე სიცოცხლე.

ბრალდებული დაფიქრდა. ბევრი განსჯის შემდეგ ყველაფერს მიხვდა და აღიარა. შემდეგ ილოცა და ეზიარა. და მაშინ მიატოვა მოკლული მეზობლის სულმა და მისი დევნა, ხოლო ის ღამეებსა და დღეებს სინანულსა და ლოცვაში ატარებდა, უყვებოდა პატიმრებს იმ სასწაულის შესახებ, რომელიც მას განეცხადა, რომ ადამიანი სხვისი მოკვლისას კლავს საკუთარ თავს.

აი, როგორი საშინელია მკვლელობის შედეგები, შესაძლებელი რომ იყოს ამის აღწერა ყველა ადამიანისათვის, ჭეშმარიტად აღარ მოიძებნებოდა უგონო, რომელიც სხვის სიცოცხლეზე ხელს აღმართავდა.

უფალი აღივძებს მკვლელის სინდისს და მისი საკუთარი სინდისი იწყებს მის ღრღნას შიგნიდან, ისე როგორც მატლი ღრღნის ქერქის ქვეშ ხეს.

სინდისი ჭამს, ღრღნის, ურტყამს და ღირალებს, როგორც გაცოფებული ძუ ლომი, ხოლო უბედური დამნაშავე ადგილს ვერ პოულობს დღე და ღამე, ვერც მთაში, ვერც მინდორში, ვერც ამ ცხოვრებაში, ვერც საფლავში. უმჯობესი იქნებოდა ადამიანისთვის, რომ გახსნილიყო მისი თავის ქალა და ფუტკრის ჯარი ჩასახლებულიყო შიგნით, ვიდრე არაწმინდა, აფორიაქებული სინდისი. ამიტომაც, ძმებო, უფალმა აუკრძალა ადამიანებს მკვლელობა მათივე ბედნიერებისა და სიმშვიდისათვის"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2024, 07:33 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საშინელი დანაშაულია დაჩაგრო, შეავიწროვო მოყვასი; უსაშინლესი დანაშაულია მკვლელობა, მაგრამ ვისაც სძულს თავისი მდევნელი, ცილისმწამებელი, გამცემი, მკვლელი, მათგან სიავე ახსოვს, მათზე შურს იძიებს, მისი ცოდვა ძალიან ახლოა მათ ცოდვასთან. იგი ამაოდ წარმოუდგება თავის თავსა და სხვებს მართლად. "ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცისმკვლელი არს", - გვაუწყა ქრისტეს საყვარელმა მოსწავლემ"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 13 2024, 01:17 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შენ მწერ, რომ საშინელი სიზმრები გტანჯავს, რომ, როგორც კი თვალს მოხუჭავ, სამი ყმაწვილი გეცხადება, დაგცინიან, გემუქრებიან, გაშინებენ. მწერ, რომ ყველა ცნობილ ექიმსა და მცოდნე ადამიანს მიმართე, ისინი კი გეუბნებიან: „არა უშავს, ეს არაფერია, წვრილმანია“. შენ ეუბნები: „თუკი თქვენთვის წვრილმანია, მაშინ გამათავისუფლეთ ამ ხილვებისაგან! განა შეიძლება, წვრილმანი აი, უკვე ექვსი თვეა არ გაძინებდეს და გაფორიაქებდეს?“ ისინი გპასუხობენ: „ჰავა შეიცვალე, ხშირად იყავი ხალხში, კვებას მიაქციე ყურადღება! ეს ჩვეულებრივი იპოქონდრიაა!“ ვიცნობ, ჩემო დაო, ასეთ ჭკუისკოლოფებს - უსწავლიათ რამდენიმე ბრტყელ-ბრტყელი ფრაზა: იპოქონდრია, ტელეპათია, თვითშეგონება და ამით ცდილობენ, ჩაანაცვლონ სულიერი რეალობა, ყველაფერს დღის რეჟიმით ხსნიან, გინიშნავენ ჰავას, გართობას, მინერალურ წყლებს, ხორცს, ღვინოს.

მე კი აი, რას გეტყვი: შენ რომ სამი ყმაწვილი გეცხადება, შენი სამი შვილია, მუცლადვე რომ მოკალი, სანამ მზე თავისი ნაზი სხივებით მათ სახეებს შეეხებოდა, ახლა ისინი შენთვის სამაგიეროს გადასახდელად მოვიდნენ. მიცვალებულთა შურისძიება საშინელი და მრისხანეა. შენ ნაკითხი ქალი ხარ, ამიტომ ლიტერატურული პერსონაჟებით დაგელაპარაკები; გაიხსენე ლედი მაკბეტი ან ინგლისის მეფე, რომელიც მის მიერ მოკლულის სულმა დაღუპა. რასაკვირველია, წაგიკითხავს დედოფალ ვლადისლავზე, მეფე ვლადიმირის მკვლელზე, რომელიც ვლადიმირის სულმა მოკლა. მაგრამ შეიძლება, არ წაგიკითხავს ბიზანიტიის იმპერატორ კონსტანტინეს შესახებ. მას ძმა ჰყავდა, ფეოდოსი. კონსტანტინეს არ უყვარდა ძმა, რადგან მასში მეტოქეს ხედავდა და აიძულა ის, დიაკონის ხარისხი მიეღო. მაგრამ შიში არ შორდებოდა. მაშინ კონსტანტინემ ძმის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო და თეოდორე წამებით აღესრულა. კონსტანტინემ შვებით ამოისუნთქა, ფიქრობდა, რომ ბოლოს და ბოლოს გათავისუფლდა მეტოქისგან, ვერ წარმოედგინა ხეპრე იმპერატორს, რომ მკვდრები ცოცხლებზე უფრო ძლიერები იყვნენ, და ის უდანაშაულო ადამიანის მოკვლით გამარჯვებული კი არ აღმოჩნდა, არამედ მხოლოდ იარაღი დაყარა მსხერპლის ფეხებთან. ღამით მოკლული ფეოდოსი თავის ძმას, იმპერატორს, გამოეცხადა, ორთქლიანი სისხლით სავსე ფიალა გაუწოდა და მრისხანედ შესძასხა: „დალიე, ძმაო!“ თავზარდაცემული წამოხტა იმპერატორი, სამეფო კარი შეკრიბა, მაგრამ ვერავინ შეძლო რამის თქმა. ეს ხილვა შემდეგ ღამესაც გამეორდა; დიაკონი მბოლავი სისხლითა და მრისხანე სიტყვებით - „დალიე, ძმაო“ - კვლავ გამოეცხადა კონსტანტინეს. იმპერატორმა მთელი სამეფო კარი ფეხზე დააყენა. მაგრამ კარისკაცები გაოცებულები შეჰყურებდნენ მას, როგორც ის ჭკუისკოლოფები, შენ რომ წყლებზე სამკურნალოდ გაგზავნიან ან უკეთეს საკვებს გირჩევენ. ისევ და ისევ ეცხადებოდა იმპერატორ კონსტანტინეს ძმა სისხლიანი თასით ხელში, სანამ ერთხელაც, დილით ძლიერი და ჯანმრთელი დიდი იმპერატორი გარდაცვლილი არ იპოვეს თავის ლოგინში.

კითხულობ წმინდა წერილს? იქ ახსნილია, თუ რატომ და რისთვის იძიებენ შურს გარდაცვლილები. კიდევ ერთხელ წაიკითხე კაენის შესახებ, რომელიც ძმის მკვლელობის შემდეგ ვერსაც დაიმალა და ვერასოდეს შეძლო სიმშვიდის მოპოვება. წაიკითხე, როგორ მიუზღო სამაგიერო სამუელის შეურაცხყოფილმა სულმა საულს. წაიკითხე, რა დიდხანს და საშინლად იტანჯებოდა უბედური დავითი ურიის მკვლელობის შემდეგ. ათასობით ასეთი შემთხვევაა ცნობილი კაენის დროიდან შენამდე. წაიკითხე და მიხვდები, რა გტანჯავს და რატომ! მიხვდები, რომ მსხვერპლი უფრო ძლიერია თავის ჯალათზე და რა სასტიკია მისი შურისძიება. დაიწყე იმით, რომ გაიაზრე და გააცნობიერე ეს, გააკეთე ყველაფერი, რისი ძალაც შეგწევს შენი დახოცილი შვილებისათვის, იყავი მოწყალე და უფალი მოგიტევებს, მასთან ყველა ცოცხალია, მხოლოდ ის მოგანიჭებს სიმშვიდეს! ეკლესიაში წადი, იქ იკითხე, რა უნდა აკეთო, მღვდლებმა იციან. უფალმა შეგიწყალოს!“

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th September 2024 - 11:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience