IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ნაკლოვანება ხატზე?, კანონიკურობის საკითხი
კანუდოსელი
პოსტი Jul 17 2007, 01:15 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ბოლო დროს შეიმჩნევა ტენდენცია ხატწერის გაუბრალოებისა და საერთოდ გამიწიერებისა. წმინდანის ხატი უპირველეს ყოვლისა გადმოსცემს ფერისცვალების, განღმრთობის იდეას. ხატი არ არის ფოტოგრაფიულად ზუსტად შესრულებული ნახატი, ის ონტოლოგიურ რეალობას გამოხატავს, ანუ იმას, რაც არის მიზანი თითოეული ადამიანისა, ანუ განღმრთობა. ამიტომაც არის, რომ მაგალითად უდიდესი სიწმინდე იესო ქრისტეს სუდარა ვერასოდეს ვერ დაიკავებს ხატის ადგილს, ვინაიდან მასზე იესო ქრისტეს მკვდარი სხეულის ფოტოგრაფიული სახეა გადმოცემული...მკვდარი და არა აღმდგარი - ეს რა თქმა უნდა არანაირად არ აკნინებს ამ უდიდეს სიწმინდეს.

აი ამ გადასახედიდან გაუგებარია ბოლო დროის ხატებში ისეთი ელემენტების შემოტანა, რაც ხატის, როგორც სასუფევლისკენ მიმართული სარკმლის იდეას რბილად რომ ვთქვათ არ ეთანადება.

მაგალითი შეიძლება იყოს, წმინდა მატრონას ხატი, სადაც ის გამოხატულია ბრმა...მგონი ეს დარღვევაა სწორედ იმ უმთავრესისა, რასაც ხატი ეწოდება და რაც სამწუხაროდ ხატის, როგორც ფოტოგრაფიული ნივთის - ნახატის იდეას უფრო შეეფერება.

ვისაუბროთ


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Jul 17 2007, 01:28 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



დავამტებდი ფერთა ძალაინ დეკორატიული ფუნქციის მიზნით გამოყენების მაგალითებიც ბევრია თანამედროვე ხატწერაში
და კიდე სისტემატიურად მხვდება წმინდანთა და განსკუთრებით წმინდა გიოგის სახის ძალიან ბავშვური გამომეტყველებით გამოხატვა რომელიც უფრო ამ ყველაფერს უფრო ფოლკროლური ხატების ნიშანი ადევს smile.gif

გაუბრალოება ბავშვურობა


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 17 2007, 01:29 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ლილიანა @ Jul 17 2007, 01:28 PM) *

დავამტებდი ფერთა ძალაინ დეკორატიული ფუნქციის მიზნით გამოყენების მაგალითებიც ბევრია თანამედროვე ხატწერაში
და კიდე სისტემატიურად მხვდება წმინდანთა და განსკუთრებით წმინდა გიოგის სახის ძალიან ბავშვური გამომეტყველებით გამოხატვა რომელიც უფრო ამ ყველაფერს უფრო ფოლკროლური ხატების ნიშანი ადევს smile.gif

გაუბრალოება ბავშვურობა



ოფტოპიკობ ლიკუშ

აქ ლაპარაკია ნაკლოვანების - ადამიანური ნაკლოვანების: სიბრმავე, ავადმყოფობა - ხატზე გამოსახვის შესახებ


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Jul 17 2007, 01:34 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 17 2007, 01:29 PM) *

ოფტოპიკობ ლიკუშ

აქ ლაპარაკია ნაკლოვანების - ადამიანური ნაკლოვანების: სიბრმავე, ავადმყოფობა - ხატზე გამოსახვის შესახებ

unsure.gif ალბათ ყურადრებით უნდა იყოს კაციი შენ გახსნის თემას რო მოადგება biggrin.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 17 2007, 01:40 PM
პოსტი #5


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
ხატი არ არის ფოტოგრაფიულად ზუსტად შესრულებული ნახატი, ის ონტოლოგიურ რეალობას გამოხატავს, ანუ იმას, რაც არის მიზანი თითოეული ადამიანისა, ანუ განღმრთობა.

მართალია . . .
მაგრამ ახლა რაშია საქმე, ძნელია დაიჭირო საზღვარი ფოტოგრაფიულ და ონტოლოგიურ გამოსახულებას შორის. არც ის ვარგა, რომ ღვთისმშობლის ხატს უყურებდე და ეს ხატი ფოტოგრაფიულად ლამაზი გოგოს მეტს არაფერს გამოხატავდეს, მაგრამ არც ის იქნება კარგი, რომ იმდენად გავცდეთ რეალობას, რომ ვეღარც გავიგოთ თუ ვისი ხატია იმდენად დაკარგული იყოს ვიზუალური გამოსახულება ან თუნდაც ატრიბუტიკა. დავით აღმაშენებელს ხატავენ მახვილითაც და გელათის ტაძრითაც იმიტომ რომ მებრძოლი და აღმაშენებლი მეფე იყო, წმინდა ნინოს თავის ჯვარით, ილია მართალს წიგნით, ასევე წააგავს მის რეალურ ფოტოპორტრეტს (თუმცა ზუსტი გამოსახულება არაა) და ა.შ. ანუ ნაწილობრივ (და არა მთლიანად) ხატს, რაღაც ვიზუალიზაცია უნდა ჰქონდეს, რომელიშიც ამოიცნობა ეს პიროვნება და ამგვარად გამოსახულების შეხედვა დაგვაახლოვებს მასთან. აი, რაც შეეხება ბრმა ადამიანის ბრმად გამოსახვა ხატზე შეიძლება დავუშვათ, შეიძლება არა, არც ერთი აზრის მოწინააღმრდეგე არა ვარ. უბრალოდ მთავარი არის ზღვარი . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jul 17 2007, 01:44 PM
პოსტი #6


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



საინტერესო თემაა smile.gif

მე მგონი იყო რუსეთში მსჯელობა მაგ საკითხზე, უნდა გამოესახათ ნეტარი მატრონა ბრმა თუ თვალხილული. არსებობს ხატები, სადაც ბრმა არაა. ნეტარ მატრონასთან ერთად სერაფიმ საროველზეც იყო ლაპარაკი, რამდენად მიზანშეწონილია რომ წელში მოხრილია გამოსახული, რადგან ესეც ფიზიკური ნაკლოვანებაა, და რადგან ეს წმინდანები უკვე სასუფევლის მკვიდრნი არიან, სადაც აღარ არის არავითარი ნაკლოვანება, შესაბამისად მათ გარეშე უნდა გამოისახონ ხატებზე

პ.ს. სიმელოტე თუ ითვლება ფიზიკურ ნაკლოვანებად ნეტა? მაშინ პავლე მოციქულის ხატშიც შესატანია ცვლილებები biggrin.gif ,



--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 17 2007, 01:49 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Jul 17 2007, 01:40 PM) *

იმდენად გავცდეთ რეალობას, რომ ვეღარც გავიგოთ თუ ვისი ხატია იმდენად დაკარგული იყოს ვიზუალური გამოსახულება

ამაზე არც არის დავა


ციტატა( გიორგი @ Jul 17 2007, 01:40 PM) *

დავით აღმაშენებელს ხატავენ მახვილითაც და გელათის ტაძრითაც იმიტომ რომ მებრძოლი და აღმაშენებლი მეფე იყო,

ესაა ზუსტად ხატის კანონიკა, თორე დავითი ტააძრს რომ ხელში ვერ დაიჭერდა - ცხადია biggrin.gif


ციტატა( გიორგი @ Jul 17 2007, 01:40 PM) *

ილია მართალს წიგნით,


ესეც ნორმალურია და მისაღები,მაგრამ აი: წმინდა ილია მართალი სათვალეებით - ცოტა ვერ მესმის, რას უნდა ნიშნავდეს ონტოლოგიურად?

ვიმეორებ: ხატი ცხადია ცნობადი უნდა იყოს, მაგრამ ხატი და არა ფოტო-ნახატი...ხატი არის ფერისცვალება-განცდილის "ნახატი", ფერნაცვალებს არა მგონია სათვალეები დასჭირდეს, მით უმეტეს, რომ ეს აშკარად ავადმყოფობის შედეგია, სასუფეველში კი ავადმყოფობა არ არსებობს...მესმის ცხადია რომ ასეთი ცალსახა საკითხი არ არის, რადგან ხელოვნებას ეხება და სიმბოლიკას,მაგრამ მაინც ვერაა მთლად კარგი, როცა ან ბრმას გამოხატავ ხატზე, ან სათვალეებით მაგალითად.




ციტატა(athos @ Jul 17 2007, 01:44 PM) *

პ.ს. სიმელოტე თუ ითვლება ფიზიკურ ნაკლოვანებად ნეტა? მაშინ პავლე მოციქულის ხატშიც შესატანია ცვლილებები biggrin.gif ,


ჩემთვისაც ეგაა პრობლემა ზღვარის გასავლებად biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 17 2007, 02:02 PM
პოსტი #8


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
წმინდა ილია მართალი სათვალეებით - ცოტა ვერ მესმის, რას უნდა ნიშნავდეს ონტოლოგიურად?

დავით აღმაშენებელი მახვილით?

სათვალე მხედველობის გასაძლიერებელი იარაღია, მახვილი - ძალის

თუ შენ მაინცდამაინც ავადმყოფობებზე ამახვილებ ყურადღებას?


ციტატა
ესაა ზუსტად ხატის კანონიკა, თორე დავითი ტააძრს რომ ხელში ვერ დაიჭერდა - ცხადია

როგორ გეკადრებათ? smile.gif

იქნებ და შენობის მაკეტი უჭირავს ხელში 1/100 მასშტაბით? biggrin.gif rolleyes.gif

ციტატა(კანუდოსელი @ Jul 17 2007, 01:49 PM) *

ვიმეორებ: ხატი ცხადია ცნობადი უნდა იყოს, მაგრამ ხატი და არა ფოტო-ნახატი...

პოსტულატის დონეზე სწორია ულაპარაკოდ.
ახლა განვიხილოთ რა ჩაითვლება ფოტო-ნახატად და რა ონტოლოგიური დატვირთვის მქონე ხატად . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jul 17 2007, 02:03 PM
პოსტი #9


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



მახვილი შეიძლება ძალის სიმბოლოდ ჩაითვალოს, სათვალე კი მიუთითებს რომ ადამიანს მხედველობის დეფექტი აქვს, სიმბოლოდ ნაკლებად გამოდგება


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 17 2007, 02:05 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Jul 17 2007, 02:02 PM) *

თუ შენ მაინცდამაინც ავადმყოფობებზე ამახვილებ ყურადღებას?


კი, სწორედ მაგაზე...აი ათოსმა გაგცა პასუხი...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 17 2007, 02:18 PM
პოსტი #11


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 17 2007, 02:05 PM) *

კი, სწორედ მაგაზე...აი ათოსმა გაგცა პასუხი...

შეიძლება . . . არ ვიცი, კარგად უნდა განხილვა. მე ასე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი რეალური ფაქტის ხატზე გამოსახვის დროს, უნდა გავითვალისწინოთ თუ რამდენად დაგვაახლოვებს გამოსახულების ეს კომპონენტი წმინდანთან. ხატის არსიც ეს არის. საერთოდ ფიზიკური ნაკლოვანებების გამოსახვა მაინდამაინც არც მე მომწონს, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება დაუშვა სიბრმავეც ან წელში მოხრილი გამოსახულება თუ ეს კომპონენტი კონკრეტული პიროვნების მკვეთრად დამახასიათებელია . . . ანუ მარტივად, რომ ვთქვათ თუ ისეთი რაიმეა, რომლის გარეშეც ეს პიროვნება არ წარმოგვიდგენია.

თუმცა შეიძლება ვცდები კიდეც. გააჩნია გამოსახულებაც წმინდანის რეალური ცხოვრების რომელ ეპიზოდს გამოხატავს, ადრე ილია ჭავჭავაძეს ცხადია არ ჰქონდა სათვალეები და რატომ მაინდამაინც სათვალეებით, ხომ? თუ მაინდამაინც სიკვდილის წინანდელი გამოსახულება უნდა იყოს, მაშინ იქნებ და ავტოკატასტროფაში დაიღუპა და დამახინჯებული სხეულის გამოსახვა აშკარად მარაზმი იქნებოდა.

ახლაც ვფიქრობ . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 17 2007, 02:22 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Jul 17 2007, 02:18 PM) *

ახლაც ვფიქრობ . . .



საფიქრალი ცხაიდა არის, რადგან არც მთლად ცალსახა საკითხია, მაგალითად უამრავი უდიდესი წმინდანის ხატი, შესრულებული ასევე ცნობილი ხატმწერების მიერ - ჭაღარა თმებითაა გამოსახული - სიჭაღარავეც ცხადია არ არის სრულყოფილების ნიშანი და მით უმეტეს ქრისტეს სრულყოფილების - 33 წლის ნიშანი და ამის მიუხედავად ხატებზე მაინც გვხვდება...

ვფიქრობ, ბოლომდე რეალობას ვერ გავექცევით, მაგრამ არც ნატუალიზმში გადავარდნაა კარგი გამოსავალი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 17 2007, 02:35 PM
პოსტი #13


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
მაგალითად უამრავი უდიდესი წმინდანის ხატი, შესრულებული ასევე ცნობილი ხატმწერების მიერ - ჭაღარა თმებითაა გამოსახული - სიჭაღარავეც ცხადია არ არის სრულყოფილების ნიშანი და მით უმეტეს ქრისტეს სრულყოფილების - 33 წლის ნიშანი და ამის მიუხედავად ხატებზე მაინც გვხვდება...

მართალია
ციტატა
ვფიქრობ, ბოლომდე რეალობას ვერ გავექცევით, მაგრამ არც ნატურალიზმში გადავარდნაა კარგი გამოსავალი

კი, ეგრეა . . . თუმცა ზოგიერთ ადამიანს ნატურალური ხატებიც მოსწონს, გააჩნია ადამიანი, როგორ უფრო მიუახლოვდება წმინდანს. ადრე მაგალითად ძალიან მომწონდა ახლებური რუსული ხატები, რომლებიც ფოტოგრაფიებს ჰგავდა (აქ უფრო გამოსახულების ფოტოეფექტზე იყო ლაპარაკი, ჩრდილებით და განათებით და იდეალური პროპორციებით ფოტოსთან მიმსგავსება და არა ბრმა თვალებით დახატვა, მაგრამ მაინც). ჩემი აზრით ქანდაკებებიც დასაშვებია, რომის ეკლესიაში ის გაყოფამდეც იყო და ამაზე უკმაყოფილება არავის გამოუთქვამს, მოცულობთი გამოსახულება ზოგს ეტყობა უფრო აახლოვებს წმინდანთან, მაგრამ ცხადია ეს საშინელი გამიწიერებაა ყველაფრის და პრიმიტიულმა გონებამ შეიძლება ქანდაკება გააკერპოს და არა წმინდანს, არამედ უშუალოდ იქ მდგარ ქვის ქანდაკებას დაუწყოს თაყვანისცემა . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 17 2007, 02:36 PM
პოსტი #14


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი
ციტატა
სიჭაღარავეც ცხადია არ არის სრულყოფილების ნიშანი და მით უმეტეს ქრისტეს სრულყოფილების - 33 წლის ნიშანი და ამის მიუხედავად ხატებზე მაინც გვხვდება...




ადრე როგორ ხატავდნენ? ანუ ეს ,,შეცდომები,, ყოველთვის იყო ცოტ-ცოტა მაინც თუ ეხლა უშვებენ ასეთ შეცდომებს?


ისე, ყველას 33 წლის ასაკში ვერ დახატავ, მაგალითად 9 კოლაელ ყრმას, მაშინ მათი დახატვა აზრს დაკარგავს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 17 2007, 02:40 PM
პოსტი #15


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
მე მახსენდება კიდევ წმ. სერაფიმე საროველის ხატი, სადაც ღირსი მამა მოხრილი არის გამოსახული იმის გასახსენებლად, რომ ის სასტიკად ცემეს, რის შემდეგაც წელში ვეღარ იმართებოდა (და ესეც მიწიერი ავადმყოფობის ნიშანია)

მახსენდება კიდევ წინამორბედისა და ნათლისმცემლის ხატი, სადაც მას ხელთ თავისივე მოკვეთილი თავი უპყრია.... ეს როგორ უნდა აიხსნას?

გიორგი
დავით მეფეს რაც შეეხება, ზოგადად მირონცხებული მონარქი მესსიის მახვილადაც იწოდება, და მახვილი ქრისტეს სამეუფეო ხელისუფლების სიმბოლოცაა, რის გამოც იგი გამოესახებათ მთავარანგელოზებსაც, რომლებსაც რეალურად არავითარი მახვილი არ აქვთ. ასე რომ შენი შედარება არ მგონია მართებული


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 17 2007, 02:40 PM
პოსტი #16


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა
ესეც ნორმალურია და მისაღები,მაგრამ აი: წმინდა ილია მართალი სათვალეებით - ცოტა ვერ მესმის, რას უნდა ნიშნავდეს ონტოლოგიურად?




უი, სათვალეები? ეს ძალიან მატერიალისტურია


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 17 2007, 02:40 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Jul 17 2007, 02:35 PM) *

ახლებური რუსული ხატები,



აი სწორედ ეგ არ მომწონს მე biggrin.gif

ქანდაკებებს რაც შეეხება, სწორედ მანდაა საქმე, ხატი გადმოსცემს ზეციურს, უფრო მეტიც, მისი ასე ვთქვათ გულუბრყვილო სტილი - ე.წ. ნაივ სტილი (ისე, რამდენად ნაივია რუბლიოვის ფრესკები კიდე საკითხავია), იმას მიანიშნებს, რომ საქმე გვაქვს ონტოლოგიური სინამდვილის გადმოცემასთან და არა რეალურ-3D ვიზუალიზაციასთან biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 17 2007, 02:40 PM
პოსტი #18


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
რუბლიოვის

დღესაა ხსენების დღე rolleyes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 17 2007, 02:41 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Jul 17 2007, 02:40 PM) *

მახსენდება კიდევ წინამორბედისა და ნათლისმცემლის ხატი, სადაც მას ხელთ თავისივე მოკვეთილი თავი უპყრია.... ეს როგორ უნდა აიხსნას?



ეს ვერანაირად ვერ გაიგივდება ავადმყოფობასთან, მანდ სიმბოლიკაა, აბა საკუთარი თავი მართლა ხელით ხომ არ ეჭირა? biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 17 2007, 02:42 PM
პოსტი #20


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
ჟვივიან იყოუ ჰაბ, იცქიახააიტ უხიძ, იააიაიტ უფსჰარა, იყალააიტ უგუაფხარა, ხახი აჟვივიან აყნი, ეიფშ წაყა ადუნეი აჭგიი. აჩა ადა ჰხუართამ იჰათ ჰარა ეხია, ეგიჰაზნიჟ ჰარა ჰაუალქუა, ჰარა ჰტვი ზიყუყუოუ იშირზნჰაჟუა ეიფშ, ჰაგიალაუმგალან ჰარა აჩვიგიფიშვარა, ჰაგიაჩვნირხა ჰარა აჩვგიარა. ამინ

საუფლო ლოცვა აფხაზურ ენაზე



ოფტოპიკია, მაგრამ ამ ერთს ზაზა მაპატიებს, გეხვეწები, გეხვეწები ეს გამოცვალე რა. გეხვეწები


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი