IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ხატწერა, კანონიკა
ეკატო
პოსტი Dec 1 2009, 12:04 AM
პოსტი #41


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ციტატა(ქევანა @ Nov 30 2009, 01:30 PM) *

KAIROS
კი, მაგ სტილს აღდგენა უნდა, მაგრამ ჩვენები ვერ აღადგენენ, არ შეუძლიათ..
აი თუ ეკატო განიზრახავს და შეეცდება... biggrin.gif

თუ მოინდომებენ შეძლებენ, ასე გადაჭრით საუბარი არ შეიძლება mad.gif

მარტო ჩემზე ნუ დაამყარებთ იმედებს laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dr_Zuzumbo
პოსტი Feb 15 2010, 01:08 PM
პოსტი #42


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 144
რეგისტრ.: 14-February 10
წევრი № 8,176



აჰა, შემოგიერთდით. smile.gif
ესეც ჩემი პირველი ხატი- ივერიის ხვთისშობელი. ოქროს 24 კარატიანი ფურცლებით შემკობილი, Instacoll Kölner-ის მეთოდით. ხატი ნაწერია ტრადიციულ ხის დაფაზე (2,5 სმ სისქის მუხის ჰორიზონტალური შპონებით), რომელიც დავგრუნტე ტრადიციული წესით, ცარცი+კურდღლის ტყავის წებო. საღებავებიც ტრადიციული, მინერალური პიგმენტებია რომლის შემკვრელადაც გამოყენებულია კვერცხის გული.
მეორე სურათი კი იოანე ნათლიმცემელის ხატის ესკიზია, რომლის მოოქროვებაც უკვე დავიწყე. ვისაც შეკითხვები გაქვთ ხატწერის ტექნიკურ საკითხებზე(ტემპერა, მოოქროვება, ხატის საბოლოო დამცავი საშუალებები) შეგიძლია შემეკითხოთ. ძალიან კარგი კურსები გავიარე ბიზანტიურ ტრადიციულ ხატწერაში და აგრეთვე მოოქროვების ტექნიკაში.
იოანეს ხატის მოოქროვებას მეორე, ზეთის მეთოდით ვაკეთებ- 12 საათიანი მიქსტიონით. წმინდა ნინოს ხატში ალბათ უძველეს, არაყზე დადების მეთოდს გამოვიყენებ, რომელიც აგატით პრიალდება.
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 15 2010, 02:21 PM
პოსტი #43


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



Dr_Zuzumbo
გავოცდი! ohmy.gif
სად გაიარე ეგ კურსები?
შარავნდედზე მოგვიყევი დაწვრილებით.
ოქროა?
ეს ორნამენტები როგორ დასვი?


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dr_Zuzumbo
პოსტი Feb 15 2010, 02:29 PM
პოსტი #44


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 144
რეგისტრ.: 14-February 10
წევრი № 8,176



ციტატა(tamuna m @ Feb 15 2010, 02:21 PM) *

Dr_Zuzumbo
გავოცდი! ohmy.gif
სად გაიარე ეგ კურსები?
შარავნდედზე მოგვიყევი დაწვრილებით.
ოქროა?
ეს ორნამენტები როგორ დასვი?

საერთოდ, 30 წელია ფინეთში ვცხოვრობ და კურსებიც აქ გავიარე.
შარავანდედიც და მთელი ფონიც არის 24 კარატიანი ე.ი. სუფთა ოქროს ფურცლები. შარავანდედის ორნამენტები არის ლითონზე ჭედურობის ხელსაწყოებით გაკეთებული. ტრადიციულ გრუნტზე დადებულ ოქროზე ასეთი ნახატების კეთება ჭედვით, პრობლემა არაა- უბრალოდ ჩაქუჩის დარტყმის ძალას უნდა მოზომვა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 15 2010, 03:00 PM
პოსტი #45


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



Dr_Zuzumbo
ანუ ოქროს აკრავ და მერე იწყებ ჭედვას?
თU ჯერ ამოჭედვას აკეთებ და მერე დაკვრას?
საინტერესოა!


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dr_Zuzumbo
პოსტი Feb 15 2010, 03:18 PM
პოსტი #46


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 144
რეგისტრ.: 14-February 10
წევრი № 8,176



ციტატა(tamuna m @ Feb 15 2010, 03:00 PM) *

Dr_Zuzumbo
ანუ ოქროს აკრავ და მერე იწყებ ჭედვას?
თU ჯერ ამოჭედვას აკეთებ და მერე დაკვრას?
საინტერესოა!

ჯერ ეკვრება და მერე იჭედება ოქროზე. თუ რელიეფური ორნამენტები გსურთ, რომლებსაც ხშირად, განსაკუთრებით რუსები იყენებენ, მაშინ შესველებულ გრუნტზე ხდება ხეზე კვეთის საჭრეთლებით ორნამენტების ამოკვეთა და ამის შემდეგ ოქროს დაფენა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dr_Zuzumbo
პოსტი Feb 16 2010, 01:42 PM
პოსტი #47


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 144
რეგისტრ.: 14-February 10
წევრი № 8,176



ხატმწერებისათვის საიდუმლო არაა, რომ ხატწერის ერთ-ერთი, მთავარი წინაპირობა არის ის, რაზეც ხატი იწერება ე.ი. ხის დაფა და სპილოს ძვლის სიგლუვემდე გაპრიალებული გრუნტის ზედაპირი.
ამ სამ სურათზე აღვბეჭდე დაფა, რომელზეც ვმუშაობ. უკვე მოოქროვილი, რომელზეც იოანე ნათლიმცემელის კონტურები "მასკირებითაა" დაცული, წერის წინ მოეცლება.
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Feb 20 2010, 09:26 PM
პოსტი #48


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



Dr_Zuzumbo
მოუთმენლად ველოდები ნათლისმცემლის ხატის დასრულებულ ვარიანტს, იმედია გვანახებთ smile.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dr_Zuzumbo
პოსტი Mar 2 2010, 01:07 AM
პოსტი #49


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 144
რეგისტრ.: 14-February 10
წევრი № 8,176



შავი ფერის მიღება ფერების შერევითაც ხდება და სასურველიცაა, თუ გინდა რომ თბილი და ცოცხალი შავი მიიღო. საერთოდ, აქვარელით ხატვისას მე, მხოლოდ სამ ფერს ვიყენებ ე.ი. სამ ძირითად ფერს: წითელი, ყვითელი და ლურჯი. ყველა დანარჩენი ფერი ამ სამი ფერის შერევით ან კიდევ ერთმანეთზე დადებით(თუ საღებავები გამჭვირვალეა, როგორც აქვარელი, ან კიდევ ზოგიერთი პიგმენტი) შავი ამ სამივე ფერის შერევით ხდება. ახლა მე უფრო მეტყველი შავი ფერის ე.წ. ქრომატიკული შავი ფერის რეცეპტს გაგიმხელთ:

პრუსიული ლურჯი+კრიმსონის ალიზარინი+დამწვარი სიენა.
+++++++++++
თეთრ ფერს კი შერევით ვერ მიიღებ. ხატწერაში ადრე , მაგრამ შხამიანობის გამო დღეს იშვიათად იხმარება ტყვიის თეთრი(ბუნებრივი ცერუსიტის ანალოგია).
ყველაზე კარგ შედეგს იძლევა ტიტანის ოქსიდი და დღეს ძირითადად ეს იხმარება თეთრ ფერად. გამჭვირვალე თეთრი კი ცინკის ოქსიდია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dr_Zuzumbo
პოსტი Mar 2 2010, 01:20 AM
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 144
რეგისტრ.: 14-February 10
წევრი № 8,176



არ ვიცი საქართველოსი როგორაა, მაგრამ ფინეთში, თუ ხატი კვერცხის გულის ტემპერათი არაა ნაწერი, ხატს არ გიკურთხებენ ეკლესიაში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Mar 2 2010, 01:45 AM
პოსტი #51


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ციტატა(Dr_Zuzumbo @ Mar 2 2010, 01:20 AM) *

არ ვიცი საქართველოსი როგორაა, მაგრამ ფინეთში, თუ ხატი კვერცხის გულის ტემპერათი არაა ნაწერი, ხატს არ გიკურთხებენ ეკლესიაში.

აქ არ არის ასე smile.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bikako25
პოსტი Mar 2 2010, 11:53 AM
პოსტი #52


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 26-February 10
წევრი № 8,256



ეკატო
გრუნტის შესაზავებელი დოზებიც დამიწერე გთხოვ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dr_Zuzumbo
პოსტი Mar 2 2010, 12:03 PM
პოსტი #53


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 144
რეგისტრ.: 14-February 10
წევრი № 8,176



bikako25
ე ბიჯო, დაგიწრე რეცეპტი ფორუმზე და რატომ არა გჯერა. ჟელატინი არა მგონია რომ ვერ იშოვო მანდ. პოპულიში აუცილებლად ექნებათ. იღებ 5 პროცენტიან ჟელატინის ხსნარს მაგ 20 გრამი ჟელატინი და ნახევარი ლიტრა წყალი. ჯელატინს ერთი ღამის განმავლობაში ამყოფებ წყალში. მერე გაახურებ 60 გრადუსამდე და ამის შემდეგ შეურევ მიახლოებით 750 გრამ ცარცს. დააყენებ ცოტა ხანი და მერე ფუნჯით, თბილ გრუნტს უსვავ 8-9 ფენას ფენების წასმის ინტერვალი მიახლოებით 45 წუთი. მერე ერთი დღე აშრობ კარგად და ბოლოს შლიფავ. სანამ გრუნტის დადებას დაიწყებდე დაფას ორი ფენა მხოლოდ ჟელატინის წებო გაუსვი. ეგაა და ეგ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 2 2010, 01:06 PM
პოსტი #54


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ფერების შესახებ დამწყებებმა აქ შეიხედონ:
http://ferebi.blogspot.com/

ხატვისას (ფერწერულ ტილოებზე) შავ ფერს იშვიათ გამონაკლისებში ვხმარობ.
მირჩევნია კრაპლაკის, ულტრამარინის, ზურმუხტის (არის სხვა მწვანე ფერებიც) შერევით მიღებული, ბევრად ღრმა ტონი გამოდის.
თუმცა საკმარისია თეთრი შეერიოს და სხვა ფერზე ჯდება.
Dr_Zuzumbo
რასაც მე დავაკვირდი კვერცხის გული ბევრად სხვა ბზინვარებას და ჟღერადობას აძლევს ფერს wub.gif
bikako25
გრუნტი გამზადებულიც იყიდება, მაგრამ რამდენად ხარისხიანი არ ვიცი.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dr_Zuzumbo
პოსტი Mar 2 2010, 01:29 PM
პოსტი #55


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 144
რეგისტრ.: 14-February 10
წევრი № 8,176



tamuna m
იმპრესიონისტი სეზანი ამბობდა, რომ შავი ფერი ბუნებაში არ არსებობსო და მართლაც, იმპრესიონისტების შემოქმედებაში შავ ფერს ვერსად შეხვდებით. ჩრდილებში შავის გამომყენებელს ხელები აქვს მოსატეხი. ნამდვილი და ცოცხალი ჩრდილებისათვის კომპლემენტარული ფერი აცოცხლებს ნახატს. ვინც არ იცის, კომპლემენტარული ფერი რა არის მოკლედ ვეტყვი: მაგალითად მწვანე ფერისათვის, რომელიც შედგება ლურჯისა და ყვითელი ფერის სინთეზისაგან, კომპლემენტარი არის წითელი ე.ი. ის ფერი, რომელიც მწვანეში არ არის საერთოდ. კომლემენტარი ის ფერია, რომელიც ნათელში მყოფ ფერში არ არის.
კვერცხის გულის ემულსიით მიღებულ ტემპერას არაფერი ჯობს- აბრეშუმის გაწონასწორებული და მისტიური ბზინვარება აქვს. არ მესმის რატომ უნდა გამოვიყენო საეჭვო წარმომავლობის ტუბის ე.წ. ტემპერა, როცა კვერცხის გულის ემულსიის გაკეთებას 5 წუთი ჭირდება.
გრუნტის დამზადებაც არაა გადაუჭრელი პრობლემა. ძალიან ადვილია და თან სიამოვნებასაც იღებთ იმით, რომ თავიდან ბოლომდე აკონტროლებთ თქვენს ნამუშევარს. სხვა არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მსიამოვნებს, როცა ზუსტად ვიცი ჩემი ნამუშევარი რომ თავიდან ბოლომდე ჩემი გაკეთებულია და რა კომპონენტებისაგან შედგება.
ხატის საწერი დაფის დაგრუნტვას ნაყიდი გრუნტით არავის ვურჩევ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 2 2010, 01:51 PM
პოსტი #56


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



Dr_Zuzumbo
ჩემთვის ტუბის საღებავით მუშაობა ბევრად სასიამოვნო არის, ალბათ იმიტომ რომ ზეთის ტექნიკაზე ვარ მიჩვეული.
თუმცა ხატწერისას, მხოლოდ კონტურებზე და პატარა დეტალებზე ვხმარობდი.
ისე პიგმენტებით ვმუშაობდი.
საერთოდ ნოლიდან რომ დამეწყო უფრო გამიადვილდებოდა.
გამიჭირდა იმის დატოვე, რასაც მანამდე ვაკეთებდი
სქელი, პასტოზური მონასმებიდან თხელ, გამჭირვალე ფენებზე გადასვლა.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dr_Zuzumbo
პოსტი Mar 2 2010, 02:06 PM
პოსტი #57


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 144
რეგისტრ.: 14-February 10
წევრი № 8,176



ციტატა(tamuna m @ Mar 2 2010, 01:51 PM) *

Dr_Zuzumbo
ჩემთვის ტუბის საღებავით მუშაობა ბევრად სასიამოვნო არის, ალბათ იმიტომ რომ ზეთის ტექნიკაზე ვარ მიჩვეული.
თუმცა ხატწერისას, მხოლოდ კონტურებზე და პატარა დეტალებზე ვხმარობდი.
ისე პიგმენტებით ვმუშაობდი.
საერთოდ ნოლიდან რომ დამეწყო უფრო გამიადვილდებოდა.
გამიჭირდა იმის დატოვე, რასაც მანამდე ვაკეთებდი
სქელი, პასტოზური მონასმებიდან თხელ, გამჭირვალე ფენებზე გადასვლა.

არადა, კვერცხის გულის ტემპერას ეშხი სწორედ თხელ, გამჭვირვალე ფერებშია. თითქმის მშრალი ფუნჯს რომ აცეკვებ გრუნტზე. საჭირო ინტენსივობის ფერის მისღწევად რომ ათობით თხელ ფენას ადებ. ფუნჯის მოძრაობაც სხვანაირია ტემპერათი წერისას- თვითმფრინავის დაშვებას და აფრენას უნდა გავდეს, რომ აფრენისას წვეთი არ დარჩეს. მოკლედ, ფუნჯი უნდა ცეკვავდეს smile.gif
ტემპერათი ხატის წერა უფრო ფანქრით ხატვას ჰგავს, ვიდრე ფერწერაში მიჩვეულ ჩვევებს. ჩემ ნაწერზე ე.წ. "მაზოკი" არსად ჩანს. რენესანსის დროინდელი მხატვრების ნამუშევრებზე ვერსად ნახავთ ფუნჯის კვალს. იმ დროს ფუნჯის კვალი ცუდ ტონად ითვლებოდა smile.gif
ცალკე თემაა სტროგანოვის სკოლის მიერ შემოღებული მეთოდი, რომელსაც მე ალმაცერად ვუყურებ, მაგრამ ის ოსტატები ვინც ამ მეთოდს, "Плавь" ფლობენ, ძალიან საინტერესო რეზულტატს აღწევენ. თუ ვიმეს აინტერესებს მოკლედ ავუხსნი ამ მეთოდით წერის პრინციპს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 2 2010, 02:14 PM
პოსტი #58


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



სწორედ მაგ მეთოდს ვერ ვგუობ, თუმცა ხატწერისთვის აუცილებელია.
იმპრესიონისტების თამამი და შუზღუდავი მონასმები მხიბლავს.
აქვარელით მოკლე პერიოდი ვიმუშავე და შეხება მეტი არ მქონია.
ფანქართან უფრო ახლოს ვარ და ამიტომაც გამიადვილდა ტუბები.
მყარი მასალაა და არა წყალ-წყალა.
ნაწერი ცხადია პიგმენტების მომწონს, როგორც ტექნიკის თვალსაზრისით, ასევე ფერის ინტენსივობით.
ძალიან შრომატევადი სამუშაოა, მე კი ალბათ ზარმაცი ვარ და დავრჩი ასე.
იმდენად გამჯდარია ჩემში არა აკურატულობა, რომ ხატიც უხეში და მძიმე გამომდიოდა.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bikako25
პოსტი Mar 2 2010, 04:54 PM
პოსტი #59


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 26-February 10
წევრი № 8,256



Dr_Zuzumbo
მე მაინტერესებს ყველაფერი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dr_Zuzumbo
პოსტი Mar 2 2010, 05:02 PM
პოსტი #60


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 144
რეგისტრ.: 14-February 10
წევრი № 8,176



Плавь-ის მეთოდი თუ გაინტერესებს, მისი პრინციპი შემდეგია- თავიდან, როგორც კლასიკურ მეთოდში, სახე და ხელები იფარება სანკირით(ზეთის ხილის ფერი) შემდეგ იმ ადგილებზე, რომელიც ნათელია, ფუნჯით ბლობად ოხრას დაწვეთება ხდება, ისე რომ გუბესავით იყოს. ამ წვეთის შუაგულში პიგმენტი უფრო ინტენსიურია და ხდება მისი დალექვა. ამავე დროს წვეთის კიდეების გაფართოება ხდება ყველა მხარეს- რადგან კიდეებში ნაკლები პიგმენტია მისი გაფართოების დროს ხდება ტონალობის თანდათანობითი გადასვლა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი