ნაქარგობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაქარგობა |
ალექსანდრე |
Jan 3 2007, 04:04 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ეს ხევსურული ნაქარგობაა, დეიდაჩემის შემოქმედებიდან
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
tamari777 |
Mar 21 2014, 04:55 AM
პოსტი
#281
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 27-February 14 წევრი № 13,597 |
ძალიან გთხოვტ ოქრომკერდით ქარგვის გაკვეთილები დადეთ რა ვინმემ? არ ვარ საქართველოში რომ შევდძლო სცავლა
|
AnnaLove |
May 30 2014, 09:01 PM
პოსტი
#282
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 30-May 14 წევრი № 13,725 |
გამარჯობა, მეგობრებო! პირველად ვარ ამ საიტზე. არაჩვეულებრივ სილამაზეს ქმნით. მეც მიყვარს ქარგვა, მაგრამ ხატების მოქარგვას ჯერ ვერ ვბედავ. გთხოვთ დამაკვალიანეთ ქართულ ნაციონალურ ტანსაცმლებზე ნაქარგების სქემები არსებობს და სად შემიძლია ვნახო? გთხოვთ დამეხმაროთ
|
mariam burduli |
Oct 8 2014, 12:05 AM
პოსტი
#283
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 8-October 14 წევრი № 13,835 |
მაინტერესებს თექისა და ნაქარგობის შესწავლა რა ღირს
|
tamuna m |
Oct 9 2014, 08:52 PM
პოსტი
#284
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
mariam burduli
ქარგვას სამებაში ასწავლიდნენ უფასოდ და ალბათ ახლაც იქნება -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
marine |
Sep 14 2015, 04:01 PM
პოსტი
#285
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოქრო ("მე ვარ ნათელი") დაკავშირებულია ზეციურთან, ხოლო აბრეშუმი - მიწიერთან"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 25 2017, 01:45 PM
პოსტი
#286
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცხადია, ოსტატებს ღრმად ჰქონდათ გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ამ სიწმინდეთა [ნაქარგობების] შექმნა გულისხმობს. წმინდა ნინოს საფლავის ქვის გადასაფარებელს რომ ვუყურებ, ასე მგონია, დედოფალმა ანა-ხანუმმა გული ჩადო მასში. იგი გახლდათ ღვთისმეტყველების შესანიშნავი მცოდნე. მცენარეული ორნამენტების საშუალებით შეძლო ღრმა და ურთულესი თეოლოგიური შინაარსის გადმოცემა."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
რეზო სიმონ |
May 22 2018, 08:35 PM
პოსტი
#287
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 22-May 18 წევრი № 14,765 |
ალექსანდრე სულ პირველად რომ დადე დეიდაშენის ნამუშევრები, ძალიან მაგრად მომეწონა მართლა ფერების აღქმაში და ქარგვაშიც კი საოცარი ნიჭი ჰქონია. მე დჯვრულადაც დამიქარგია, ხევსურული უზორებიც მომიქარგავს, მარა ამხელა ნაქარგობა არა მქონია, მაგას ძალიან დიდი მონდომება უნდა და მალადეც დეიდაშენს. გამარჯობა ალექსანდრე, ძალიან მომწონს ბოლო ატვირთული გამოსახულება, ასეთი ქუდი მსურს ჩემს მართლმადიდებელ ფინელ მეგობარს ვუყიდო. მთელი დღე თბილისში ძებნის მერე მსგავსი ვერაფერი ვნახე, არა და საჩუქარი მინდა, რომ ჩამეთვალოს და კარგი იყოს. ხომ ვერ მიმასწავლით სადმე, ვინმე, მსგავს ნამუშევრებს რომ ყიდდეს? გამარჯობა ალექსანდრე, ძალიან მომწონს ბოლო ატვირთული გამოსახულება, ასეთი ქუდი მსურს ჩემს მართლმადიდებელ ფინელ მეგობარს ვუყიდო. მთელი დღე თბილისში ძებნის მერე მსგავსი ვერაფერი ვნახე, არა და საჩუქარი მინდა, რომ ჩამეთვალოს და კარგი იყოს. ხომ ვერ მიმასწავლით სადმე, ვინმე, მსგავს ნამუშევრებს რომ ყიდდეს? ამ გვერდზე ნამუშევრებს ვგულისხმობ, ბოლო ფოტოზე რომ არის წვრილად ჯვრები http://church.ge/index.php?showtopic=627&s...215entry32215 მაპატიეთ, მესმის, რომ დიდი ხნის წინანდელი პოსტია და შეიძლება ახლა სხვა ვითარებაა. პატივისცემით, რეზო |
ri0ter |
Aug 7 2018, 05:09 PM
პოსტი
#288
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 7-August 18 წევრი № 14,806 |
https://imgur.com/a/f7SVKiE
https://imgur.com/a/SAF3ED2 https://imgur.com/a/1G4mUNq დედაჩემის ნამუშევრები (მოქარგული) პ.ს შემთხვევით ვინმემ ხო არ იცით სქემა სად შეიძლება რომ იყიდოს |
marine |
Aug 28 2018, 01:49 PM
პოსტი
#289
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიდი სიყვარული და ნანახით აღტაცება გჭირდება, სულის შიგნიდან ამოწურო ფერები და ძაფებში გამოაბა სამყარო."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 15 2020, 12:28 PM
პოსტი
#290
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართული ნაქარგობის საუკეთესო ნიმუშები ძირითადად ეკლესია-მონასტრებსა და სადედოფლო სახელოსნოებში მზადდებოდა. ნაქარგობა ყველაზე ელიტარული დარგი გახლდათ საქართველოში.
მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები (მეფე-დედოფლები, თავად-აზნაურები) თავს ვალდებულად თვლიდნენ, ეკლესია-მონასტრებისთვის შეეწირათ სარიტუალო ნივთები, მათ შორის მდიდრულად მოქარგული გარდამოხსნები, ოლარ-ომოფორები, ენქერები, ბარძიმისა და ფეშხუმის საფარებლები; სამღვდელმთავრო შესამოსელი - საკოსი, სტიქარი, ფელონი და მათი მოსართავები: საბუხრეები, საბეჭურები და ა.შ. ქართველი დიდებულები ამ ნივთებს ეკლესია-მონასტრებს სწირავდნენ თავიანთი "ცოდვილი სულის საოხად", "ორსავე შიგან ცხოვრებასა წარმართებისთვის", "ძეთა და ასულთა აღსაზრდელად". ნაქარგი ნივთების უმეტესობას დღემდე არ მოუღწევია: ზოგმა დროს ვერ გაუძლო, ზოგი შემოსევებისა და ქვეყნის ძარცვის დროს დაიღუპა. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცულია საეკლესიო დანიშნულების მხატვრული ნაქარგობის მდიდარი კოლექცია." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 15 2020, 10:18 PM
პოსტი
#291
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- მართლაც, ძველი ოსტატების ნაქარგებში ერთი შეხედვით მარტივ კომპოზიციაში ზოგჯერ ისეთი რთული და სიმბოლური შინაარსია ჩადებული, რომ სათანადო ცოდნის გარეშე ძნელია მათი გააზრება. თქვენი აზრით, მაინც რომელია ამ მხრივ მეტად საინტერესო ძეგლი?
- ამ მხრივ საინტერესოა თამარისეული დაფარნა, რომელიც მოიქარგა 1718 წელს ვახტანგ VI-ის ასულის, თამარის მიერ. თამარი არ გახლავთ უშუალოდ მომქარგველი - მასზე დაცულ წარწერაში თამარი ამბობს, შევაკერვინეო. ამ ნაქარგობის ნიმუშზე მთავარ ფიგურას წარმოადგენს ოქროსფერ ატლასზე აყვავებული ჯვარი ყურძნის მტევნებითა და ფოთლებით. მას წარწერაც ახლავს - "იესო ქრისტე ძლევა". ეს არის, პირველ რიგში, ძლევის ჯვარი და აგრეთვე "სიცოცხლის ხე". მისი ქვედა მკლავიდან ორმხრივ გამომავალი ვაზის ლერწი ავსებს მთელ სიბრტყეს. "ხე ცხოვრებისა" აღმართულია გოლგოთაზე. თამარისეულ დაფარნაზე გამოსახული ჯვარი, თორმეტი ნაყოფით, უშუალოდ აკონკრეტებს ახალი აღთქმის შემდეგ სტრიქონებს: "შორის სივრცესა მის ქალაქისასა და მდინარისა მის ამიერ და წიაღ ძელი ცხოვრებისაი, გამომღებელი ათორმეტისა ნაყოფისა, ყოველთა თვეთა მომცემელი თვისისა მის ნაყოფისაი და ფურცელნი იგი მის ხისანი საკურნებელად წარმართთა" (გამოცხ. 22,2). მე-18 საუკუნის დასაწყისში ძირეული ცვლილებები ხდება ნაქარგობაში. ფიგურებისსახოვანი გამოსახულებები იცვლება მცენარეული ორნამენტით. ზიარების რთული სიუჟეტი თამარისეულ დაფარნაზე გადმოცემულია მცენარეული ორნამენტის საშუალებით. მაცხოვარი აზიარებს თორმეტ მოწაფეს. 12 მოციქულს აქ 12 მტევანი ცვლის, მაზიარებელი კი არის ჯვარი - ქრისტეს სიმბოლო. მოციქულთა შორის მოციქულთა თავნი წარმოდგენილნი არიან დიდი ზომის მტევნებით. დაფარნაზე 24 ფოთოლია გამოსახული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯვარი წამების იარაღებით იგივე საყდარია, კომპოზიციის გასახსნელად ამოტივტივდება ციტატა: "აჰა, დგას საყდარი ცათა შინა და საყდარსა ზედა მჯდომარე გარემოსაყდრისა საყდარნი ოცდაოთხნი და საყდართა მათ ზედა ოცდაოთხნი მღვდელნი მსხდომარენი, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა და თავთა მათთა ზედა გვირგვინნი ოქროსანი, დავარდებიან ოცდაოთხნი იგი მჯდომარისა მის, თაყვანისცემენ მას, რომელი იგი კურთხეულ არს უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 4, 4-10). ეს ხომ ზეცაში ხდება. ამ თემის ზეციურობის ხაზგასასმელად ოსტატი იყენებს ოქროსფერ ფონს. ეს ფოთლებიც ოქრომკედითაა მოქარგული. ოქროსფერი ნიშნავს დიდების სამოსსაც. ის პატარა ფოთლებიც კი, რომლებიც აყვავებული ჯვრის დასაწყისში წყვილ-წყვილად არის გამოსახული, გარკვეულ პიროვნებებს ასახავს. ესენი გახლავთ ის ოთხი მახარებელი, რომლებიც ნაქარგობის თითქმის ყველა ნიმუშზე გვხვდება. ამ ნაქარგობას ოთხივე მხრიდან შემოსდევს მცენარეული ორნამენტის ჩარჩო-სიმბოლო, ხოლო მიხაკი მიჩნეულია მაცხოვრის ვნების იარაღად (მიხაკის თესლი თავისი ფორმით ძალიან ჰგავს სამსჭვალს, რომლითაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს). მაყვლის გვერდით მიხაკის მოთავსება ღვთისმშობლის გვერდით სამსჭვალის მოთავსებას ნიშნავს. ეს ასახავს სახარების იმ მომენტს, როდესაც სიმონ ღვთისმიმრქმელი ღვთისმშობელს მიმართავს: "და თვით შენსა სულსა განვიდეს მახვილი, რაითა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი" (ლუკა 2,35). ამდენად, სამსჭვალის სიმბოლო - მიხაკი დაკავშირებულია როგორც მაცხოვრის, ასევე ღვთისმშობლის ვნებასთანაც. თავის მხრივ, მიხაკებსა და მაყვლის ფოთლებს შემოსდევს კიდევ შროშანების მწკრივი, შესრულებული ყავისფერ მიწაზე. ყავისფერი მიწის სიმბოლოა, შროშანები - სიწმინდის სიმბოლო. მთელი ნაქარგობის შინაარსი კი არის ის, რომ დედამიწაზე სპეტაკად ნაცხოვრები ადამიანები, აღზრდილნი ოთხი მახარებლის ანუ სახარების მიხედვით, წარდგებიან რა საშინელ სამსჯავროზე, დაიმკვიდრებენ ადგილს ზეციურ სამოთხეში, სადაც ხარობს "ძელი ცხოვრებისაი, გამომღებელი ათორმეტისა ნაყოფისაი". საბოლოოდ ეს არის ჩვენი ცხოვრების მრწამსი. თამარისეულ დაფარნაზე წარმოდგენილია საგანგებოდ დამუშავებული, სიმბოლოთა ენაზე გადმოცემული მრავალსიუჟეტიანი კომპოზიცია. ოსტატმა-თეოლოგმა სპეციფიკური მხატვრული საშუალებით, კერძოდ, ორნამენტული დეკორით, შექმნა ორიგინალური, რთული ნაწარმოები, გამორჩეული თავისი განსხვავებული იკონოგრაფიული თავისებურებებით, რაც საფუძვლად დაედო ქართული მხატვრული ქარგვის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს." /ხელოვნებათმცოდნე გულნაზ ბარათაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 17 2020, 07:43 PM
პოსტი
#292
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- ყველაზე უხვი და მდიდარი მასალა რომელმა საუკუნემ დაგვიტოვა?
- ყველაზე უხვი მასალა მე-17-18 საუკუნეებს ეკუთვნის. უფრო ადრეულებიც გვაქვს, მაგრამ ერთეული ნიმუშების სახით. ჩვენთან დაცული ყველაზე ძველი ნაქარგობის ნიმუშია წყვილი საბუხარი კაცხიდან (XIIს.); XIV საუკუნის დასაწყისში მოქარგული მცირე ომოფორი ანჩიდან, ასევე დიდი ომოფორი (1358წ.), რომელიც მე-17 საუკუნეში განაახლეს. გვაქვს მე-16 საუკუნის ენქერი უბისიდან. - რითია განპირობებული, რომ რაოდენობრივად ყველაზე მეტმა მასალამ მე-17 საუკუნიდან მოაღწია? - საერთოდ, აბრეშუმის ქსოვილი ვერ უძლებს დროს. გამოშრება და მტვრევადი ხდება. გარდა ამისა, მე-17 საუკუნეში, სხვა საუკუნეებთან შედარებით, ჩვენთან ნაკლებად შენდებოდა ტაძრები, "სულის საოხად" ძირითადად ნაქარგობები იწირებოდა. ამიტომ ამ პერიოდში დეკორატიული ხელოვნების ეს დარგი უფრო მოქმედებდა. - ამ ნივთებზე დაცულია როგორც საქტიტორო, ასევე კანონიკური წარწერები. რა განსხვავებაა მათ შორის? - საქტიტორო წარწერებში მოხსენიებული ყოველი ცნობილი პიროვნება ძეგლის დათარიღების საშუალებას იძლევა. ეს ჩვენთვის საჩუქარია, რადგან ამის მერე სტილით შეგვიძლია დავათარიღოთ რომელიმე უცნობი, უწარწერო ნაქარგობის ნიმუში და ადგილი მივუჩინოთ ნაქარგობის განვითარების ისტორიაში. კანონიკურ წარწერაში ძირითადად გვხვდება ლოცვის ის ტექსტი, რომელიც წარმოითქმის ამ ნივთის ხმარების დროს. საქტიტორო წარწერა კი შემწირველის წარწერაა, რომელიც მეოხებას ითხოვს უფლისაგან." /ხელოვნებათმცოდნე გულნაზ ბარათაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 18 2020, 12:47 PM
პოსტი
#293
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- ძირითადად სად იქარგებოდა საეკლესიო დანიშნულების ნივთები, რა სკოლები არსებობდა ჩვენში და რითი გამოირჩეოდა ამ სკოლებში შექმნილი ნაქარგობები?
- ეს ნივთები ძირითადად სადედოფლო სახელოსნოებში იქარგებოდა. ამ სახელოსნოთა არსებობას წერილობითი წყაროებიც ადასტურებს. აზროვნების სიღრმით გამოირჩევა სვეტიცხოვლის სკოლა. ამ სკოლიდან შემორჩენილია თუთას სულის მოსახსენიებლად შეწირული ერთ-ერთი დაფარნა (ფეშხუმის საფარებელი), რომელზეც გამოსახულია სტილიზებული, გაბრწყინვებული ჯვარი და ამ ჯვარში გვხვდება მცხეთის ჯვრის მონასტრის გეგმა, რომლის მსგავსი მთელ მსოფლიოში არ მოიპოვება. არსებობდა ასევე თბილისის სიონის ტაძრის სკოლა, ნიკორწმინდის სკოლა, ოდიშის, გელათის..." /ხელოვნებათმცოდნე გულნაზ ბარათაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 18 2020, 01:16 PM
პოსტი
#294
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცულ საეკლესიო ნაქარგობის ნიმუშთაგან რომელი იპყრობს განსაკუთრებულ ყურადღებას? ვინ არიან ამ ნიმუშთა შემწირველნი?
- გამოირჩევა ანა-ხანუმის მიერ ოქროსა და ვერცხლის თმით მოქარგული დაფარნათა კომპლექტი, წმინდა ნინოს ლუსკუმის საფარებელი. ისინი მდიდრულად გაფორმებული და ღრმად შინაარსიანია. შემწირველთა შორის შეგვიძლია დავასახელოთ მეფე ვახტანგ VI, რომელმაც ენქერი შესწირა თავისი ოჯახის წევრთა "სულის საოხად", "შვილთა აღსაზრდელად". გვაქვს კიდევ გიორგი XI-ის ენქერი, რომელიც მან წილკნის ღვთისმშობელს შესწირა (XVIIს). შემწირველთა შორის ამ ნაქარგობის ნიმუშზე მოხსენიებულნი არიან არაგვის ერისთავი გიორგი და მისი თანამეცხედრე დარეჯანი, მიქელაძეები, გიორგი ჩიჩუა, ოდიშის დედოფლები... ჩვენთან დაცულია 1200-მდე საეკლესიო დანიშნულების ნივთი საინვენტარო ნომრით, თორემ ისე რაოდენობრივად უფრო მეტია. არც ერთი ნიმუში ერთმანეთს არ ჰგავს." /ხელოვნებათმცოდნე გულნაზ ბარათაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 24 2022, 02:43 PM
პოსტი
#295
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"განსაკუთრებული სიმდიდრით, ფერების სინაზითა და შესრულების მრავალფეროვანი ტექნიკური ხერხებით გამოირჩეოდა ქართული ნაქარგობა - აბრეშუმის, შალის, ბამბის ნაირსახოვანი ძაფებითა და ოქრომკერდით. გეომეტრიული ორნამენტები საქართველოს მთიანი ნაწილისთვის იყო დამახასიათებელი, ბარისთვის - მცენარეული და ცხოველური სახის ორნამენტი. ოქროსა და ვერცხლის ძაფებს ადგილობრივი ოქრომჭედლები ამზადებდნენ".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 193/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 1 2023, 07:41 PM
პოსტი
#296
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სხვათა შორის, დიდ დაფარნას, ანუ სულის დაფარნას, რომელიც მხარზე აქვთ გადაფენილი მოძღვრებს და ორივე ხელით მტკიცედ იჭერენ, რომ სულიწმიდის მადლი გარდამოვიდეს, ძალიან ლამაზი სახელი "პერეხელი" ჰქვია ბერძნულად".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 3 2023, 11:09 AM
პოსტი
#297
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მუზეუმში შემონახული ნამუშევრების უმეტესობაზე მითითებულია, რომელი მეფის მიერაა შეკვეთილი, ან რომელი დიდებულის სულის საოხადაა დამზადებული. ყველაზე ძველი და ყველაზე დიდი გარდამოხსნა (2,5-3 მმ), გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ მესამის მიერაა შეკვეთილი. სამწუხაროდ, ვინ არიან შემსრულებლები, არ ჩანს. სვხა გარდამოხსნები ნაწილობრივ დაზიანებულია. დროთა განმავლობაში ცვლილებები განუცდიათ ქსოვილებს, რომლებზეც ოქროს ძაფები თავს ვეღარ იჭერენ.
ძალიან მაწუხებდა ის ფაქტი,რომ ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცოდა,რა საუნჯის, რა კულტურის მფლობელები ვიყავით. როგორი კულტურული მემკვიდრეობა გვერგო წინაპართაგან. ჩემი გულისტკვილი ტელევიზიით და რადიოარხებით გავაჟღერე. მუზეუმის ხელმძღვანელობამ, თუმცა ამ სიმდიდრის მოვლა-შენახვის სხვა გზა მათ მაშინ ნამდვილად არ ჰქონდათ, ყურად იღო ჩემი წუხილი და მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოაწყო ნამუშევრების გამოფენა. მოხდა კი დასანანი შეცდომა: დაფენის ნაცვლად, კედელზე ჩამოკიდეს ბაგრატ მესამის უზარმაზარი გარდამოხსნა. ნამუშევარმა სიმძიმეს ვეღარ გაუძლო, ჩამოვარდა, დაწყდა ოქროს ძაფები და ძირს დაცვივდა. დამთვალიერებლები სიხარულით კრეფდნენ იატაკიდან და სასოებით ინახავდნენ საუკუნეების წინანდელ სიწმინდეს". /ქ-ნი დოდო ნემსაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 4 2023, 08:08 PM
პოსტი
#298
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთი სასწაულის შესახებაც მინდა გიამბოთ: იმ დღესაც მუშაობა ლოცვით დავიწყეთ.შეგირდს, როემლიც ყაზანის ღვთისმშობლის ხატს ქარგავდა, რაღაც შეეშალა. საჭირო გახდა ჩემი ჩარევა. ავიღე თუ არა ნაქარგი, ღვთისმშობლის ყელთან სისხლის პატარა წვეთი დავინახე. ვიფიქრე, ვინმეს ხელში ნემსი ხომ არ ეჩხვლიტა-მეთქი. არავის აღმოაჩნდა ნაჩხვლეტი, სისხლი კი იშლებოდა, ფართოვდებოდა და ქსოვილი იჟღინთებოდა. თითქოს მიკარნახესო, საეკლესიო კალენდარი გადავშალე და გავქვავდი: იმ დღეს სწორედ ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული ყოფილა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი