ხატის დაფა, როგორ დავგრუნტოთ და გავამზადოთ ხატის დასაწერად |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხატის დაფა, როგორ დავგრუნტოთ და გავამზადოთ ხატის დასაწერად |
ალექსანდრე |
Aug 16 2012, 02:57 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ხატის დასაწერად საჭიროა ვიქონიოთ სპეციალური დაგრუნტული დაფა. სწორედ დაფის ხარისხზე არის დამოკიდებული გამოსახულების გამძლეობა და დაცულობა. მაგრამ სამწუხაროდ, მაღალი ტექნოლოგიების საუკუნეში ბევრი არ იცავს ხატის დაფების დამზადების ტრადიციებსა და კანონებს. ამის გამო ბევრს, და განსაკუთრებით დამწყებებს მუშაობის პროცესში უჩნდებათ სირთულეები - დაგრუნტვაში, იქერცლება გრუნტის ფენა, დაფა იგრიხება. იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შედეგები, გთავაზობთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევას
ხატწერის დაფა წესით უნდა დამზადდეს ცაცხვის ხისგან. მისი მერქანი რძის ფერისაა. სუფთა, კორძების გარეშე და გაუფისავი რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. რამდენადაც დროთა განმავლობაში კორძები შეიძლება გამოშრეს, ხოლო წიწოვანი ხეები (ნაძვი, ფიჭვი) -ბევრად იაფია ვიდრე ცაცხვი, მაგრად ფისოვანი და ყოველივე ამან შეიძლება საღებავის ფენა დააზიანოს. ყველაზე კარგი მასალა ხატისათვის ითვლება კვიპაროსის დაფა, მაგრამ ეს ძალიან ძვირი მერქანია. ხის ბოჭკოზე შეიძლება შევხვდეთ სილურჯეს - ეს ნიშნავს რომ ხე იყო ნესტიან ადგილას (მიწაზე იდო) და შეიძლება მოიღუნოს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხის წლიური რგოლების განლაგების წესს დაფის ჭრილზე. ყველა წლიური რგოლი უნდა იყოს მიმართული გახსნილი (გადანაჭერით) გრუნტისაკენ, და არა სხვადასხვა მიმართულებით. ეს ხატს საშუალებას მისცემს თანაბრად მოხრაში რკალისებურად, ამასთან დაფაზე გადაკრული მარლა დაიჭიმება, ხოლო საღებავის ფენა კი არ აიყრება. იმ შემთხვევაში, როდესაც დაფები შეწებებულია რგოლებით სხვადასხვა მიმართულებით, ძალიან მალე დაფები იწყებენ “მოძრაობას” და წარმოიქმნება სიგრძივი ბზარები მთელს ხატზე.. წესის მიხედვით დაფა უნდა იყოს შეწებებული შემდეგნაირად: ცენტრში უნდა იყოს მოთავსებული ყველაზე განიერი ფიცარი, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად ცენტრში იწერება წმინდანის გამოსახულება, შესაბამისად თუ გამოსახულება დაწერილია მთლიან დაფაზე ის დიდხანს ინახება, რადგან გადაბმის ადგილებზე დაფა ხშირად იბზარება ხოლმე. გამოდის რომ სტანდარტული, ანალოგიის ხატის ზომის დაფა, შედგენილი იქნება სამი ფიცრისგან. პატარა ზომის ხატების დაფა შეიძლება გაკეთებული იქნეს ერთი მთლიანი ფიცრისგან. ცუდია როდესაც დაფა გაკეთებულია დიდი რაოდენობის მცირე ზომის ფიცრებისაგან - ასეთი დაფები არაა საიმედო. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ დაგრუნტვის ტექნოლოგიაზე 1. დასაგრუნტად გამზადებული ხატის მშრალი დაფა 2. პირველი დაწებება დაფას ვუსმევთ წებოს ორჯერ, ყოველ წასმაზე ვაცდით გაშრობას. 3. ვასველებთ თბილ წებოში მარლის ნაჭერს, რომლის ზომაც ცოტათი დიდია დაფაზე 4. მარლის მცირე გაწურვის შემდეგ ვჭიმავთ მას დაფაზე და გულმოდგინედ ვასწორებთ მას ხელით 5. შემდეგ ვუსმევთ წებოს დამატებით, დაფაზე გადაჭიმულ მარლას, რათა მჭიდროდ მიეკრას. (მარლის ქვეშ არ უნდა დარჩეს ჰაერი) 6. როდესაც მარლა კარგად გამოშრება მხოლოდ მას შემდეგ ვაჭირთ გვერდებს. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ალექსანდრე |
Aug 16 2012, 01:15 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
7. თბილ წებოს შევურევთ ცარცის ფხვნილს
კონსისტენცია პირველი ფენისა - რძესავით ნივთიერება უნდა მივიღოთ 8. ვუსმევთ პირველ ფენას და ვაცდით გაშრობას. 9. მეორე ფენისთვის მიღებულ მასას ვამატებთ დამატებით ცარცს, რათა გრუნტის სიმკვრივე გავზარდოთ და უფრო ხშირი გახდეს (გრუნტი უნდა იყოს თბილი!) 10. ვუსმევთ დაფას მეორე ფენას. 11. მეორე - მესამე ფენიდან სასურველია დაფაზე წასმული ნოტიო მასა გადავასწოროთ (გადავუსვათ) ლითონის შპატელით. 12. მესამე და შემდეგი ფენებისათვის გრუნტის კონსისტენცია უნდა იყოს უკვე არაჟნისმაგვარი. მიღებული მასა შეიძლება რომ პირდაპირ ლითონის შპატელით წავუსვათ დაფაზე ფუნჯის გამოუყენებლად. 13. ვუსმევთ დაფას გრუნტის მესამე და შემდეგ ფენებს და ისევ ვასწორებთ ლითონის შპატელით. 14. გრუნტის წასმის დროს საჭიროა კარგად შევაზილოთ იგი დაფას. 15. კარგად შეზელვა და გასწორება გრუნტისა ხელს უწყობს ფორებისა და ნასვრეტების შემცირებას. 16. დაგრუნტული და ჯერ კიდევ ნოტიო დაფა. 17. დაველოდებით გრუნტის გაშრობას და გავასუფთავებთ დაფის გვერდებს. 18. გამშრალ დაფას გავშკურკავთ ჯერ უხეში, შემდეგ წვრილი და უფრო წვრილი შკურკით. 20. ესეც გამზადებული დაფა -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
A.V.M |
Aug 16 2012, 04:22 PM
პოსტი
#3
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მაგარია...
იმედია ამაზე არ გაჩერდები და კიდე განგვანათლებ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ქევანა |
Aug 16 2012, 04:50 PM
პოსტი
#4
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
იშ, იშ.. რა თემააა საჩემოცაა, ხატმწერი არ ვარ, მაგრამ გაყალბებულ ხატებს რომ მოიტანენ და რომ უნდა დაადგინოს ახალი გაკეთებულია თუ ძველი, ეგაა ჩემი სპეციალობის ნაწილი
საკითხავია მარტო რამდენად პროფესიონალია ადამიანი საღებავებზე რომ გადავა, მერე იქნება საინტერესო ტემპერა და ენკაუსტიკა, როგორც მახსოვს (ამ სიცხეში) ხატწერაში ძირითადად ამ ორს იყენებენ.. ტემპერა ხომ საერთოდ ტრადიცია.. ზეთს ახლა ხმარობენ თუ ხმარობდნენ წინის წინა საუკუნეში, არ ვიცი, აღარ მახსოვს, სიამოვნებით ვისწავლი -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ალექსანდრე |
Aug 18 2012, 04:43 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ბარემ აქვე გადმოვიტან ფორუმელ Dr_Zuzumbo-ოს პოსტს რომელიც თავის პირად გამოცდილებას გვიზიარებს და ძალზედ საინტერესოა
ხატმწერებისათვის საიდუმლო არაა, რომ ხატწერის ერთ-ერთი, მთავარი წინაპირობა არის ის, რაზეც ხატი იწერება ე.ი. ხის დაფა და სპილოს ძვლის სიგლუვემდე გაპრიალებული გრუნტის ზედაპირი. ამ სამ სურათზე აღვბეჭდე დაფა, რომელზეც ვმუშაობ. უკვე მოოქროვილი, რომელზეც იოანე ნათლიმცემელის კონტურები "მასკირებითაა" დაცული, წერის წინ მოეცლება. ეს კი დაფის დაგრუნტვის ტექნოლოგია ჟელატინი არა მგონია რომ ვერ იშოვო მანდ. პოპულიში აუცილებლად ექნებათ. იღებ 5 პროცენტიან ჟელატინის ხსნარს მაგ 20 გრამი ჟელატინი და ნახევარი ლიტრა წყალი. ჯელატინს ერთი ღამის განმავლობაში ამყოფებ წყალში. მერე გაახურებ 60 გრადუსამდე და ამის შემდეგ შეურევ მიახლოებით 750 გრამ ცარცს. დააყენებ ცოტა ხანი და მერე ფუნჯით, თბილ გრუნტს უსვავ 8-9 ფენას ფენების წასმის ინტერვალი მიახლოებით 45 წუთი. მერე ერთი დღე აშრობ კარგად და ბოლოს შლიფავ. სანამ გრუნტის დადებას დაიწყებდე დაფას ორი ფენა მხოლოდ ჟელატინის წებო გაუსვი. ეგაა და ეგ -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
qetevani-82 |
Sep 11 2012, 10:15 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 409 რეგისტრ.: 29-March 09 მდებარ.: tibilisi წევრი № 6,745 |
ალექსანდრე
რა კარგი თემაა <3 გმადლობთ. მე პირადად ასე პატიოსნად დაფა არასდროს დამიგრუნტავს ხეზე მარლის გარეშე ვადებ გრუნტს. |
tamuna m |
Sep 12 2012, 01:04 PM
პოსტი
#7
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
აი წებო როგორ უნდა დავამზადოთ?
ან რომელი შევიძინოთ? სხვა გრუნტიც ხო არსებობს ჟელატინიანი? -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
ალექსანდრე |
Sep 14 2012, 01:52 AM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
აი წებო როგორ უნდა დავამზადოთ? ან რომელი შევიძინოთ? სხვა გრუნტიც ხო არსებობს ჟელატინიანი? გადახედე ზემოთა პოსტებს, იქ წერია -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
davita74 |
Feb 8 2015, 03:29 PM
პოსტი
#9
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 8-February 15 წევრი № 14,008 |
მოგესალმებით.
გილოცავთ დავითობას მრავალს დაესწარით. მე ახალი წევრი ვარ , ძალიან მომეწონა ეს ფორუმი და ძალიან გამეხარდა აქ გაწევრიანება, ბევრ საინტერესო და საჭირო ინფორმაციის გაგება შევძელი, ეხლა რაც ამ თემას შეეხება; მაინტერესებს რა სიღრმეზე უნდა იყოს ამოღებული ქანობი დაფაზე და რა კუთხით უნდა იყოს შიდა გვერდების დახრა??? და ასევე მაინტერესებს დაფის უკნიდან სოლების განლაგება და ზომები, წინასწარ გმადლობთ ყურადღებისათვის |
merabiii |
Dec 25 2016, 01:46 AM
პოსტი
#10
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 11-December 16 წევრი № 14,524 |
მშვიდობა ყველას, მე ახალი წევრი ვარ, ძალიან მინდა ვისწავლო ამ დაფების კეთება, სად და ვისთან შეიძლება სწალა, გთხოვთ დამეხმაროთ, წინასწარ მადლობა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი