IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სქემარქიმანდრიტი ვიტალი(სიდორენკო)
ილია
პოსტი Apr 10 2007, 02:13 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



სქემარქიმანდრიტი ვიტალი დაიბადა 1928 წელს, კრასნოდარის მხარეში სოფელ ეკეტერინოვკაში, ნიკოლოზ და ალექსანდრა სიდორენკოების ღარიბ, გლეხურ ოჯახში, ჯერ კიდევ მისი მუცლად ტარებისას დედა ასე ლოცულობდა: "ღმერთო ისეთი ბავშვი მომეცი, რომელიც სასურველი იქნება შენთვისაც და ადფამიანებისთვისაც" მან სიზმარში ორი ნათელი მზე იხილა და გაუკვირდა: საიდან ორი მზე? პასუხად ჩაესმა: "ერთი მზე შენ საშოშია". რვა დღის ჩვილი იღიმებოდა ნათლობისას, ემბაზში კი ფეხი აიდგა...
გარდაიცვალა 1992 წელს, დაკრძალულია წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში.

საქართველოში ჩამოსვლამდე მოღვაწეობდა რუსეთში რამდენიმე მონასტერში ერთ-ერთია გლინის უდაბნო. საქართველოში ჯერ აფხაზეთში უდაბნოში ძალიან რთულ პირობებში მოღვაწეობდა სადაც შქემაში აღიკვეცა. შემდეგ თბილიში გადმოიყვანეს ალექსანდრე ნეველის ტაძარში. და ცხოვრების ბოლობდე აქ მოღვაწეობდა.

მან ბევრი სასწაული მოახდინა, წინასწარმეტყველების ნიჭი ქონდა, და ბევრი განკურნა.

მამა ვიტალის სწავლებებიდან:

საჭიროა გავცეთ, ჩვენ კი მოვიხვეჭთ, საჭიროა მოვუსმინოთ, ჩვენ კი ვლაქლაქებთ, საჭიროა საკუთარი ნების უარყოფა, ჩვენ კი მას ვემორჩილებით, საჭიროა შევიძულოთ ამქვეყნიური ცხოვრება და მისი სიამენი, ჩვენ კი გვიყვარს იგი და საბოლოო ჯამში, ჩვენ ღვთის მცნებათა წინააღმდეგ მივდივართ. ასეთ შემთხვევაში ყველგან მძიმეა ყოფნა.

სიკვდილის, საშინელი სამსჯავროსი და ჯოჯოხეთის გახსენებით ჩვენ ღვთისმოშიშნი ვხდებით, ეს შიში აღვირივით გვაკავებს ღვთის მცნებათა გზაზე.

აზრებს კი არ უნდა მივყვეთ, არამედ უნდა ვილოცოთ.

ილოცეთ ნებისმიერ დროსა და მდგომარეობაში და გექნებათ ლოცვა, სიფხიზლე, კითხვა და მადლიერება.

ილოცეთ და ეს ყოველივეს აღავსებს.

როგორც სუნთქვისას არ ეკითხები შენ თავს, როგორ აკეთებ ამას, ასევე განუწყვეტლივ ილოცე და ცხონდები.

როდესაც განუწყვეტლივ ილოცებ, მადლს მოიპოვებ; და თუ გვაკლია სიხარული მხოლოდ იმიტომ, რო არ ვლოცულობთ.

თუნდაც შფოთავდეს რაიმეთი გატაცებული შენი გონება, მაინც ნუ შეწყვეტ იესოს ლოცვას.

როდესაც ადამიანები გეკამათებიან ანდა გკიცხავენ, უნდა დუმდე და იესოს ლოცვას ამბობდე; ეს საოცარი საშუალებაა.

ამპარტავან ლოცვას უფალი არ ღებულობს.

თუ ლოცვის შემდეგ ჩაის დალევ ანდა შეჭამ, ხელახლა უნდა წაიკითხო ძილისწინა ლოცვა.

ეცადე წესიერად ილოცო დილით, საღამოს და ყოველ საქმეზე, თუნდაც ასე: "დამლოცე, უფალო. დიდება შენდა ღმერთო". სხვა აზრების ნაცვლად თქვი: "ღმერთო, დამეხმარე, უფალო დამიფარე, უფალო განკურნე ჩემი სული და ხორცი. უფალო მასწავლე, შენი ნების აღსრულება". ასე მოქცევისას შენ ისაუბრებ ღმერთთან, სწორედ ესაა ლოცვა. სხვა აზრები არ მიიღო ისინი ღვთისგან არ არის.

თუ გეყვარებათ არც მჭუხარება გექნებათ. არც გატეხილობა.

თავი დაიმდაბლეთ, დაითმინეთ გიყვარდეთ. სიყვარული თუ იქნება კედლებიც კი გაიხსნება.

სიყვარული ერთადერთია, რისი მოხვეჭაც საჭიროა.

თუ ვინმე შენზე ნაწყენია ან უკმაყოფილოა, მისთვის მეტანიები აღასრულე და იქნებ საჩუქარიც გაუგზავნო.

ყოველდღე ასხურე ნაკურთხი წყალი სახლში.

გიყვარდეთ დედა და ყოველდღიურად აიღე მისგან კურთხევა.
შფოთვა მშობლის დაუმორჩილებლობას მოსდევს.
ყოველდღე აიღე მამისაგან კურთხევა და ხელზე ემთხვიეთ მას.


უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII-ის სიტყვა სქემარქიმანდრიტი ვიტალის დაკრძალვაზე წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში

5 დეკემბერი, 1992 წელი.


სახელითა მამისათა და ძისა და წმინდისა სულისათა!
ძმანო და დანო, დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენს უდიდეს ბერს. სქემარქიმანდრიტ ვიტალის, დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა დააწესოს მისი სული მართალთა სანახებში, სადაც წმინსანნი განისვენებენ. მათ ვინც იცნობდნენ მამა ვიტალის, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰონდა, იციან, რაოდენ წმინდა იყო ამ იდიდესი გასაოცარი ბერის ცხოვრება.
გასაოცარი და წმინდა რწმენა, გამუზომელი სიყვარული, გასაოცარი და სამაგალითო თავმდაბლობა და მორჩილება ეს ყველაფერი ქმნიდა იმ სულიერ ატმოსფეროს, რომელსაც სიყვარული მოჰქონდა ყველასათვის, ვისაც მისგან სულიერი ნუგეშის მიღება სურდა.
მართლაც ძმანო და დანო, ეს იყო წმინდა ბერი. მასთან საუბრისა და ურთერთობის დროს არაერთხელ მინახავს ეს სიწმინდე, რომელსაც იგი თAვის გარშემო აფრქვევდა.
ღირსი ღმერთშემოსილი სერაფიმე საროველი ბრძანებდა: მოიხვეჭე სულ მცირეოდენი ნაწილი სულიწმინდის მადლისა და შენ გარშემო ათასები ცხონდებიან.
მართლაც არიან სულიერი ადამიანები, რომლებიც თვითონას ცხონდებიან და ბევრ სხვასაც აცხონებენმ ამ ბერებს გასაოცარი თვისება აქვთ: ზოგჯერ შეუძლიათ, არაფერი თქვან, მაგრამ მათ გვერდით ყოფნის დროს მასთან მისული ადამიანი ადამიანთა სულების უხილავი და საიდუმლო ურთიერთობებით ღვთაებრივ მადლოს გძნობს. მე ძალიან ბევრ მოძღვარ მივუთითებდი მამა ვიტალიზე, როგორც მისაბაძ მაგალითზე, როგორც თავმდაბლობისა და მორჩილების მაგალითზე.
დღეს, ძმანო და დანო, ჩვენ ვაცილებთ მას, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მამა ვიტალი მარადჟამს ჩვენთანაა და იმისთვის, რომ ყველას ყოველდღიურად გვქონდეს სულიერი ნუგეში, გადავწყვიტეთ, იგი წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში დავკრძალოთ. ეს ყველას მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ხშირად მოვიდეთ მასთან, მივიღოთ მისი კუღთხევა. ისევე როგორც სიცოცხლეში იგი ყოველთვის შეგვეწევა. უფალმა დააწესოს მისი სული მართალთა სანახებში.
უნდა გვახსოვდეს რომ ეს ერთ-ერთი უდიდესი ბართაგანია, რომლებიც მძიმე განსაცდელის ჟამს სიყვარულით მიიღო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრმა ღვთივკურთხეულმა ივერიამ. ამ ტაძარში განისვენებს მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლოიტი ზინობი. იგი ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია იმიტომ, რომ როდესაც სასულიერო აკადემიის სტუდენტი ვიყავი, ამ წმინდა ტაძარში იწმინდესისა და უნეტარესის მელქისედეკIII-ის ლოცვა-კურთხევით მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ზინობმა ბერად აღმკვეცა და წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელი მიწოდა, მე დიდ მადლობას გამოვხატავ მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე ზინობის მიმართ, მისი სიყვარულისა და იმ მაგალითისთვის, რომელსაც იგი გვიჩვენებდა. სიყვარულით ვიხსენებ სქემარქიმანდრიტ ანდრონიკეს, სიყვარულით ვიხსენებ იღუმენს შემდეგ უკვე სქემარქიმანდრიტს სერაფიმეს რომელიც სოხუმში იყო. და აი, ამ უდუდესი ბერებს შორის იყო ჩვენი ძვირფასი მამა ვიტალი, რომლისთვისაც ჩვენ ლოცვებს აღვავლენთ. უნდა გვახსოვდეს, ისინი ჩვენთან არიან. ყველანი ლოცულობენ ჩვენთვის, ლოცულობენ რუსეთის მშვიდობისა კეთილდღეობისათვის, ლოცულობენ კურთხეული საქართველოს ივერიის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. გვჯერა, რომ მათი ლოცვით უფალი სიმშვიდეს დაამკვიდრებს ჩვენს ქვეყნებსა და ეკლესიებში. მათი ლოცვოთ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ მორწმუნე ადამიანს უფალი მიიყვანს სასუფეველში, ღმერთთან. მათი ლოცვით დაგიფაროთ უფალმა. ამინ!

"შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, და აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! ასე ცოტას ელოდება ჩვენგან უფალი! ამაშია სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!"
სქემარქიმანდრიტი ვიტალი.


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
თამარი
პოსტი Jul 6 2007, 01:11 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



მამა ვიტალი საქართველოს ტკივილებით ცხოვრობდა და ბერულად, ანუ ლოცვით მონაწილეობდა ტაგიკულ მოვნელებში, რომელიც ამ ხალხს დააწვა მხრებზე 1990-იან წლებში. ის თავის სულიერ შესაძლებლობებს არ ზოგავდა და ივერიის ხსნისათვის ლოცულობდა. ამ დროს მასთან ერთად მცხოვრები მონაზვნების მოწმობით, იგი ყოველ საათში ხატით ჯვარს სახავდა ოთხივე მხარეს და თბილისს ყოველგვარი უბედურებისაგან იცავდა.
თბილისში ბევრმა იცის ამ შემთხვევის შსახებ. შეიარაღებული კონფლიქტის დროს დიდუბის სარკინიგზო სადგურის ახლოს იდგა ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ვაგონი, რომელიც სამხედრო რაკეტების სამიზნე იყო. ცეცხლიანი აფეთქებები ცას ანათედა, თითქოსდა მთელი დასახლება ცეცხლში დაინთქმებოდა. ადამიანები საკუთარი სახლებიდან შიშითა და პანიკით გამორბოდნენ. როდესაც აფეთქებები დაიწყო, მამა ვიტლიმ ფეოდოროვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი აიღო და ორი მონაზვნისა და მღვდლის თანხლებით, რომლებიც ამ დროს მასთან სახლში აღმოჩნდნენ, წავიდა ქუჩის ბოლოს მაღალ, ღია ადგილას, საიდანაც ნათლად ჩანდა სროლების საშინელი სურათი. გვერდით მდგომებს მან მხოლოდ იესოს ლოცვის წარმოთქმა დაავალა. მეტი სიტყვა არ უნდა დასცდენოდათ. მან მაღლა ასწია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, ძლივს ასწრებდა ჯვარი გადაესახა სასიკვდილო ჭურვებისათვის, რომლებიც ჰაერში ფეთქდებოდნენ სახლებიდან მოშორებით ისე, რომ ადამიანებს ზიანს არ აყენებდნენ.

მონაზონი ინა: ”ერთი რაკეტა პირდაპირ ჩვენკენ მოფრინავდა, მისი ზუზუნი მესმოდა კიდეც, მაგრამ ისიც უკანვე გაფრინდა ისე, რომ ჩვენამდე არ მოუღწევია”.

სქემიღუმენია სერაფიმა: ”ეს ლოცვა ორსაათნახევარს გრძელდებოდა. ადამიანები, რომლებიც ამ სასწაულს ხედავდნენ, მიდიოდნენ მამა ვიტალისთან და მის გვერდით ყოფნამ ისინი ცეცხლისგან იხსნა. არავინ დაზიანებულა. როდესაც ყველაფერი დაწყნარდა, სახლში დავბრუნდით. ეზოში არც ერთი ვაზნა არ ეგდო, სახლში კი, როგორც ყოველთვის, კანდელები ენთო, სიწყნარე და სიმშვიდე სუფევდა”...



--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 09:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი