IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> საზვერეები-მითი თუ რეალობა?
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 07:36 PM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მოკლედ ეს ერთი კონცეფციაა. . . მე დავდე ლინკი სადაც შეგიძლიათ ნაშრომს გაეცნოთ, რამეში დარწმუნებული რომ ვყოფილიყავი თემას არ გავხსნიდი "კითხვისნიშნით" biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Nov 30 2006, 07:37 PM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ოღონდ კი მიწყივ ყოვლადწმიდასთან ვიყოთ მისდამი გულმოდგინე ლოცვებში, ოღონდ კი მუდამ მის დედობრივ საფარველს ვესწრაფოდეთ მტკიცე რწმენით და არცერთი ჩვენი ლოცვა, არცერთი წვეთი ცრემლისა, არცერთი ჩვენი ლოცვითი სულთქმა უკვალოდ არ გაქრება. იგი არა მარტო მიწიერი ცხოვრებისას გამოგვიხსნის ყოველგვარი ბოროტებისაგან, არამედ ჩვენთან იქნება ამა სოფლიდან ჩვენი გასვლის ჟამსაც, რათა ჩვენზეც აღსრულდეს ბოგოლუბსკის ღვთისმშობლის აკათისტოს სიტყვები: ჟამსა სიკვდილისა ჩვენისასა შენ თვით გამოგვიჩნდი, ყოვლადწმიდაო (კონდაკი 13). იგი სიკვდილის შემდეგ ყველა ეშმაკს განსდევნის ჩვენგან, ჰაერისმცველთაგან დაგვიცავს საზვერეების გავლისას, თავისი ძის საყდართან წარგვადგენს, როგორც საყვარელ შვილებს და შეჰვედრებს მას, რათა თავისი ზეციური სამოთხის სავანეში დაამკვიდროს ჩვენი სულები
ნაწყვეტი არქიეპისკოპოს სერაფიმ სობოლევის ქადაგებიდან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 07:40 PM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ოღონდ კი მიწყივ ყოვლადწმიდასთან ვიყოთ მისდამი გულმოდგინე ლოცვებში, ოღონდ კი მუდამ მის დედობრივ საფარველს ვესწრაფოდეთ მტკიცე რწმენით და არცერთი ჩვენი ლოცვა, არცერთი წვეთი ცრემლისა, არცერთი ჩვენი ლოცვითი სულთქმა უკვალოდ არ გაქრება. იგი არა მარტო მიწიერი ცხოვრებისას გამოგვიხსნის ყოველგვარი ბოროტებისაგან, არამედ ჩვენთან იქნება ამა სოფლიდან ჩვენი გასვლის ჟამსაც, რათა ჩვენზეც აღსრულდეს ბოგოლუბსკის ღვთისმშობლის აკათისტოს სიტყვები: ჟამსა სიკვდილისა ჩვენისასა შენ თვით გამოგვიჩნდი, ყოვლადწმიდაო (კონდაკი 13). იგი სიკვდილის შემდეგ ყველა ეშმაკს განსდევნის ჩვენგან, ჰაერისმცველთაგან დაგვიცავს საზვერეების გავლისას, თავისი ძის საყდართან წარგვადგენს, როგორც საყვარელ შვილებს და შეჰვედრებს მას, რათა თავისი ზეციური სამოთხის სავანეში დაამკვიდროს ჩვენი სულები
ნაწყვეტი არქიეპისკოპოს სერაფიმ სობოლევის ქადაგებიდან


აი ეს ჰაერისმცველობა, მთლიანად გნოსტიკურიაო მთავარეპისკოპოსი ამბობს. . . აღსანიშნავია ისიც რომ ყველა მამა, ვინც ამ თეორიას ემხრობა რუსია, ეს ბუნებრივიცაა რადგან ბიზანტიის ეკლესია არ ცნობს ბერ ბასილის "ახლად" smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Nov 30 2006, 07:43 PM
პოსტი #44


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(მნათე @ Nov 30 2006, 07:40 PM) *

აი ეს ჰაერისმცველობა, მთლიანად გნოსტიკურიაო მთავარეპისკოპოსი ამბობს. . . აღსანიშნავია ისიც რომ ყველა მამა, ვინც ამ თეორიას ემხრობა რუსია, ეს ბუნებრივიცაა რადგან ბიზანტიის ეკლესია არ ცნობს ბერ ბასილის "ახლად" smile.gif


და ვინ არის ის წმინდა ბასილი, რომელსაც ბიზანტიის ეკლესია ცნობს და როგორია მისი ცხოვრება?


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 07:50 PM
პოსტი #45


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
და ვინ არის ის წმინდა ბასილი, რომელსაც ბიზანტიის ეკლესია ცნობს და როგორია მისი ცხოვრება?


ზუსტად არც კი ვიცი, მაგრამ სვინაქსარში მოხსენიებულია "ბასილი ახალი" ხოლო ხსენებულ ისტორიას ბიზანტიის ეკლესია არ ცნობს კავშირის მქონედ წმ. ბასილი ახალთან. რუსეთის ეკლესიამ შემთხვევით დაუკავშირა ბასილი ახალს "ვინმე ბასილი" და "თეოდორა" ხსენებულ ისტორიაში იმდენი რამაა მართლაც მიუღებელი (რომელსაც პუჰალო დეტალურად განიხილავს) რომ შეუძლებელია მართლმადიდებლობასთან რამე ქონდეს საერთო.

მიუხედავად ამისა ზოგიერთი მამა საზვერეების მაგალითად ამ ისტორიას ყველბა, ხოლო ტეოფანე დაყუდებულის კრიტიკა კი დავდე წეღან.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Nov 30 2006, 07:52 PM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ხომ გახსოვთ მაკარი დიდის ცხოვრებიდან, სიცოცხლეში რომ ვერ აცდუნეს დემონებმა, საზვერეთსაცავშიღა მისძახოდნენ, რომ ქედმაღლობაში ჩაეგდოთ: „სცხონდი, მაკარი“, „სცხონდი, მაკარი“ - აქებდნენ და ადიდებდნენ მაკარის და „დიდს“ ეძახდნენ, ნუ დაგავიწყდებათ, მაკარი არ აძლევდა პასუხს და როცა უკვე შეიყვანეს, საზვერეების შემდეგ სასუფეველში ანგელოზებმა, მხნედ გადაისახა მაშინ ჯვარი და გადასძახა ეშმაკებს: ახლა კი გძლიეთ ქრისტეს მადლითო და დაიხშო სასუფევლის კარები ბოროტი სულებისათვის. ჩვენც შევუდგეთ სარწმუნოებით ქრისტეს, რათა მძლე ვექმნეთ ცოდვასა და სიკვდილს, ამინ!
მამა არჩილ მინდიაშვილის ქადაგებიდან
გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 08:00 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



არ ვიცი მამა არჩილი რას გულისხმობდა, მაგრამ ვერ გამიგია-სულს აღარ ძალუძს სიკვდილის მერე ცდოვა, სული არაა ადამიანი, არც სხეული მხოლოდ ორივე ერთად. პიჯვარი რითი გადაისახა? სულს რომ ფორმა არ აქვს? და ვინ ნახა მაკარი როგორ შედიოდა სასუფეველში?

მხოლოდ კითხვებს ვსვავ. . .

აქ არაფერია ნათქვამი მაკარის იმქვეყნიურ ყოფაზე, საინტერესოა ვინ ადევნებდა თვალს საზვერეში მოგზაურობას. . .

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)
მაკარი დიდი მეგვიპტელი - დაიბადა ქვემო ეგვიპტის სოფელ პტინაფორში. მშობლების თხოვნით დაქორწინდა, მაგრამ მალე დაქვრივდა. მეუღლის დასაფლავების შემდეგ წმიდანმა გაიფიქრა: „მომხდარი ყურად იღე, მაკარი, და მხოლოდ საკუთარ სულზე იზრუნეე, რადგან შენც მოგელის მიწიერი ცხოვრებიდან გასვლა!“ ღმერთმა თავის რჩეულს ხანგრძლივი სიცოცხლე მიმადლა, მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული სიკვდილის ხსოვნა განუყრელად თან ახლდა მას და ლოცვისა და სინანულის ღვაწლისათვის აღაფრთოვანებდა. მან მოუხშირა ტაძარში სიარულს, უფრო და უფრო უღრმავდებოდა წმიდა წერილს, მაგრამ ხანში შესულ დედ-მამას არ შორდებოდა და მშობლების პატივისცემის მცნებას აღასრულებდა. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ ღირსმა მაკარიმ („მაკარი“ - ბერძნულად ნეტარს ნიშნავს) მთელი ქონება მოწყალებად გასცა მათი სულის საოხად, შემდეგ კი მხურვალე ლოცვებით შესთხოვა უფალს, ღირსეული წინამძღვარი გამოეჩინა მისთვის ცხოვრების გზაზე. ღმერთმა, მართლაც, მიანიშნა ჭაბუკს ასეთ ადამიანზე - ეს იყო სოფლის მახლობლად, უდაბნოში მცხოვრები გამოცდილი ბერი, რომელმაც სიყვარულით მიიღო იგი, მღვიძარებაში, მარხვასა და ლოცვაში განსწავლა და ხელობაც მისცა - კალათების წვნა ასწავლა. შემდეგ მეუდაბნოემ იქვე კელია ააგო და შიგ დააკვიდრა საყვარელი მოწაფე.

ერთხელ პტინაფორში ადგილობრივი ეპისკოპოსი ჩავიდა და ღირსი მამის კეთილკრძალული ცხოვრების შესახებ რომ შეიტყო, საკუთარი ნების წინააღმდეგ, სოფლის ეკლესიის ღვთისმსახურთა დასში ჩარიცხა იგი. მარტოობისა და მდუმარებისკენ მიდრეკილ მაკარის ძლიერ გაუჭირდა ერში მსახურება და ფარულად განერიდა იქაურობას. ადამიანთა მოდგმის მტერმა დაუცხრომელი ბრძოლა დაუწყო მოსაგრეს, ცდილობდა შეეშინებინა იგი, კელიას ურყევდა, ცოდვილ ფიქრებს ახვევდა თავს. ნეტარი მამა ლოცვისა და ჯვრის ძალით იგერიებდა მზაკვარის თავდასხმებს. ბოროტმა ადამიანებმა წმიდანს ერთი ქალწულის ცდუნება დასწამეს, ღირსი მამა საოცარი მორჩილებით იტანდა განსაცდელს და კალათების გაყიდვით მიღებული ფულით უდრტვინველად არჩენდა ქალს. ღირსი მამის უცოდველობა მაშინ გამჟღავნდა, როცა მიდგომილის მშობიარობის ჟამმა მოაწია. მშობიარე იტანჯებოდა, ბავშვი კი არ იბადებოდა. მაშინ მან აღიარა, რომ ცილი დასწმა წმიდანს და თავისი ნამდვილი მაცდუნებელიც დაასახელა. მის მშობლებს თავზარი დაეცათ, ისინი ნეტარ მამასთან შენდობის სათხოვნელად აპირებდნენ წასვლას, მაგრამ ღირსი მაკარი ღამით განერიდა ამ ადგილებს და ნიტრიის მთაზე, ფარანის უდაბნოში გადასახლდა. აქ მან სამი წელი იცხოვრა, შემდეგ კი ეგვიპტური ბერ-მონაზვნობის მამას, ანტონი დიდს მიაშურა. წმიდანმა სიყვარულით მიიღო მოშურნე ბერი. იგი მალე მოძღვრის საყვარელი მოსწავლე და მიმდევარი გახდა. დიდი ხანი იცხოვრა მაკარიმ მისი ხელმძღვანელობით, შემდეგ კი, მისივე რჩევით, სკიტის უდაბნოში დაემკვიდრა (ეგვიპტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში). ოცდაათი წლის ასაკს მიახლოებული მოღვაწე უკვე ისეთი გამოცდილი და ახოვანი მოსაგრე იყო და ისე ბრწყინავდა თავისი ღვაწლით, რომ „მცხოვანი ჭაბუკი“ შეარქვეს.

დემონების მრავალი თავდასხმა გამოსცადა ღირსმა მაკარიმ საკუთარ თავზე: ერთხელ, როცა უდაბნოდან პალმის რტოები მოჰქონდა კალათების საწნავად, ეშმაკი აღუდგა წინ. ბოროტს უნდოდა ნამგალი ჩაერტყა მისთვის, მაგრამ ვერ შესძლო და ესღა უთხრა: „მაკარი, საშინლად ვიტანჯები იმის გამო, რომ ვერ გერევი. იარაღი, რომლითაც მიგერიებ, შენი თავმდაბლობაა“. როცა წმიდანს 40 წელი შეუსრულდა, მღვდლად აკურთხეს და სკიტის უდაბნოში მცხოვრები ბერების წინამღძვრად დაადგინეს. ამ ხანებში ღირსი მაკარი ხშირად ხვდებოდა ანტონი დიდს და სულიერ დამოძღვრას ღებულობდა მისგან.

ღირსმა მაკარიმ მრავალი კურნება აღასრულა. ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ რჩევა-დარიგების თუ ლოცვა-კურთხევის მთხოვნელნი. ეს ყველაფერი არღვევდა წმიდანი მყუდროებას, ამიტომ მან თავისი კელიის ქვეშ ღრმა გამოქვაბული ამოთხარა და იქ განმარტოვდა ლოცვისა და ღვთის განგებულებაზე ფიქრისთვის. ღირსმა მაკარიმ ისეთი კადნიერება მოიპოვა უფლის წინაშე, რომ მისი ლოცვებით უამრავი სასწაული აღესრულებოდა. ერთხელ წმიდა მამას კელიაში ქურდი დაუხვდა. წმიდანი მშვიდად მიეხმარა მას სახედარზე ტვირთის დაკვრაში და არც დაიმჩნია, რომ ამ ნივთების პატრონი თვითონ იყო. მძარცველის წასვლის შემდეგ კი გაიფიქრა: „ამქვეყნად ჩვენ არაფერი მოგვიტანია, ბუნებრივია, რომ ვერც ვერაფერს გავიტანთ აქედან. კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე!“

ერთხელ, ლოცვის დროს, ნეტარ მამას ჩაესმა: „მაკარი, შენ ჯერ კიდევ არ მიგიღწევია ისეთი სრულყოფილებისათვის, რომელსაც ქალაქში მცხოვრებმა ორმა ქალმა მიაღწია“. თავმდაბალმა მოსაგრემ აიღო კვერთხი, წავიდა ქალაქში, იპოვა სახლი, სადაც ქალები ცხოვრობდნენ და კარებზე დააკაკუნა. კეთილმსახურმა დიასახლისებმა სიხარულით მიიღეს იგი. ღირსმა მამამ უთხრა: „შორეული უდაბნოდან თქვენს გამო მოვედი. მინდა შევიტყო თქვენი კეთილი საქმეების შესახებ, მომითხრეთ ყველაფერი, ნურაფერს დამიმალავთ“. გაოცებულმა ქალებმა უპასუხეს: „ჩვენ ქმრებთან ერთად ვცხოვრობთ და არანაირი სათნოება არ გაგვაჩნია“, მაგრამ წმიდანმა დაიჟინა და მასპინძლებმაც დაიწყეს: „ჩვენ ღვიძლი ძმების მეუღლეები ვართ. ერთად ცხოვრების მანძილზე არც ერთი ავი და საწყენი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, არც არასოდეს გვიჩხუბია. ქმრებს ვთხოვეთ, მონასტერში გავეშვით, მაგრამ არ დაგვთანხმდნენ. მას აქეთ აღთქმა დავდეთ, სიკვდილამდე ერთი ამაო სიტყვაც არ წარმოგვეთქვა“. წმიდა მოსაგრემ ადიდა ღმერთი და თქვა: „ჭეშმარიტად, უფალი არ დაეძებს ქალწულებს თუ გათხოვილ ქალებს, ბერს თუ ერისკაცს, ის ადამიანის თავისუფალ ნებას აფასებს და საცხოვნეებლ გზაზე დამდგართ სულიწმიდის მადლით წინამძღვრობს“.

არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) ზეობისას მწვალებელი ეპისკოპოსი ლუკა დევნიდა მაკარი დიდსა და ღირს მაკარი ალექსანდრიელს. ორივე ბერი შეიპყრეს, ხომალდზე დასვეს და წარმართებით დასახლებულ ერთ უდაბურ კუნძულზე გადაასახლეს. აქ წმიდანების ლოცვით ქურუქმის ასული განიკურნა, რის შემდეგ თავად ქურუმი და კუნძულის მცხოვრებლებიც მონათლნენ. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, არიანელი ეპისკოპოსი სირცხვილმა შეიპყრო და ბერები თავიანთ უბდანოებში დააბრუნა.

ღირსი მამის სიმშვიდე და თავმდაბლობა გარდაქმნიდა ადამიანთა სულებს. „ავი სიტყვა, - ამბობდა ამბა მაკარი, - კეთილებსაც აბოროტებს, კეთილი სიტყვა კი ბოროტებსაც სიკეთისკენ მოაქცევს“. ბერების შეკითხვაზე, როგორ უნდა ვილოცოთო, ღირსი მამა პასუხობდა: „ლოცვაში მრავალსიტყვაობა არ არის საჭირო, საკმარისია ვითხოვოთ: „იყავნ ნება შენი, უფალო!“ თუ მტერი გვესხმის თავს, უნდა წარმოვთქვათ: „უფალო, შეგვიწყალენ!“ ღმერთმა უწყის, თუ რა არის ჩვენთვის უმჯობესი და მოგვხედავს წყალობის თვალით!“ როცა ძმებამ ჰკითხეს: „როგორ უნდა გავხდეთ ბერები?“ ღირსმა მამამ უპასუხა: „მომიტევეთ, მე ცუდი მონაზონი ვარ, მაგრამ მინახავს უდაბნოს სიღრმეში მოღვაწე მარტომყოფები და როცა მათთვის ამგვარივე შეკითხვა დამისვამს, უპასუხნიათ: „თუ ადამიანმა უარი არ განაცხადა ყველაფერ ამქვეყნიურზე, ის ვერასოდეს გახდება ბერი“. მე ვუთხარი: „უძლური ვარ და არ შემიძლია ვიყო ისეთი, როგორც თქვენ ხართ“. „მაშინ კელიაში დაჯექი და მწუხარებას მიეციო შენი ცოდვების გამო!“

ერთ ბერს ღირსმა მაკარიმ ურჩია: „გაიქეცი ადამიანებისგან და ცხონდები!“ მან ჰკითხა: „რას ნიშნავს ადამიანებისგან გაქცევა?“ ღირსმა მამამ უპასუხა: „იჯექი კელიაში და იფიქრე საკუთარ ცოდვებზე“. წმიდა მაკარი ამბობდა: „თუ ცხონება გსურს, მიემსგავსე მიცვალებულს, რომელიც არ მრისხანებს, როცა შეურაცხყოფენ და არც ამაყდება, როცა აქებენ“. მასვე უთქვამს: „თუ ლანძღვას ქებად მიიჩნევ, სიღარიბეს - სიმდიდრედ, უკმარისობას - სიუხვედ, არ წარწყმდები, რადგან შეუძლებელია, რომ მართლმორწმუნე და კეთილმსახური მოღვაწე ბილწ ვნებებსა და დემონურ ხიბლებში ჩავარდეს“.

ღირსი მაკარის ლოცვას ბევრი განუმტკიცებია განსაცდელში, ბევრისათვის აურიდებია უბედურება და საცდური.

ღირსმა მამამ 97 წელი იცხოვრა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან გამოცხადებით იხილა ღირსი მამები - ანტონი და პახუმი, რომელთაც ახარეს, რომ მალე ცათა სასუფევლის ნეტარებას დაიმკვიდრებდა. მაკარიმ უკანასკნელად დამოძღვრა თავისი მოწაფეები, ყველას გამოეთხოვა და სიტყვებით, „ხელთა შენთა, უფალო, შეგვედრებ სულსა ჩემსა“, მიიძინა საუკუნო ძილით.

ამბა მაკარიმ თავისი უხვი სულიერი გამოცდილება საღვთისმეტყველო შრომებში გაგვიზიარა. ღირსი მაკარის ლოცვები საყოველთაოდ გამოყენებულ დილა-საღამოს ლოცვით კანონებშიცაა ჩართული.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტ. I, თბილისი, 2001 წ.



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Nov 30 2006, 08:01 PM
პოსტი #48


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



საზვერე (საბაჟო) - ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისი სული იწყებს ზეცაში ასვლას მფარველი ანგელოზის წინამძღოლობით, მაშინ ბნელი სულები წარუდგენენ მას აღსარების საიდუმლოში მოუნანიებელ ცოდვებს. ყოველ ცოდვას თავისი დემონი ჰყავს მიჩნეული და შესაბამისი საზვერე, სადაც მოიკითხება ეს ჩადენილი ცოდვები: პირველი საზვერე - მოიკითხება ამაო მეტყველებით, მეორე - შეხედვით, მესამე - სმენით, მეოთხე - ყნოსვით, მეხუთე - ხელით ჩადენილი ყველა უკანონო და ბილწი საქმე, ხოლო შემდეგში მოიკითხება: მრისხანება, შური, სიძულვილი, სიამაყე, სიძვა და სხვა მომაკვდინებელი ცოდვები. საზვერეებზე დემონების გარდა იმყოფებიან ანგელოზებიც, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანების მიერ ჩადენილ კეთილ საქმეებს - თუ სიკეთემ გადასწონა ბოროტება, მაშინ ანგელოზები მიიღებენ გარდაცვლილის სულს და შეიყვანენ ცათა სასუფეველში, არადა სული გადაეცემა სატანჯველად დემონებს.
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 08:04 PM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ყველა რუსი მამაა. . . და როგორც ვხედავ ყველა "ბასილი ახალს" ეყრდნობა. . .

საინტერესოა როგორ უნდა ვცხონდე ჩემი სიკეთით. . ასე ვერასდროს ცხონდები. . . ვერც მონანიებული ცოდვებით, რადგან ჩვენ არ ვართ გულწრფელად მონანულნი. . .


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Nov 30 2006, 08:05 PM
პოსტი #50


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ღირსი ბასილი ახალი (+დაახ. 944)
ღირსი ბასილი ახალი ახალგაზრდობაშივე განმარტოვდა უდაბნოში. ერთხელ გზად მიმავალმა ბიზანტიის იმპერატორის კარისკაცებმა შეამჩნიეს იგი კონკებში გახვეული, საეჭვო კაცად მიიჩნიეს, შეიპყრეს და სატახტო ქალაქში წაიყვანეს. ღირსი მამა პატრიცმა სამსონმა დაკითხა. ბასილიმ დამალა თავისი ვინაობა და თქვა, რომ მწირი იყო. სამსონმა წმიდანის დასჯა ბრძანა. ბასილი ხარის გამხმარი ძარღვების სცემეს, ხეზე თავდაღმა დაჰკიდეს, მაგრამ კრინტი ვერ დააძვრევინეს. ღირსი მამის დუმილის მიზეზი ის იყო, რომ არ სურდა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ნაღვაწი კეთილი საქმეები სახალხოდ გამოეფინა. სამსონმა წმიდა ბასილი გრძნეულად ჩათვალა და მშიერ ლომს მიუგდო შესაჭმელად. ნადრიი მორჩილად გაუწვა წმიდანს ფეხებთან. შემდეგ ღირსი ბასილი ზღვაში გადააგდეს. ყოვლადმოწყალე უფალმა კვლავ დაიცვა თავისი თავისი რჩეული: ორმა დელფინმა იგი კონსტანტინეპოლის მეშვიდე ზღუდესთან - ევდომთან გამოიყვანა. წმიდა მამას ბორკილები გაეხსნა და სრულად თავისუფალი შევიდა დედაქალაქში. ქალაქის შესასვლელში დასასენებლად ჩამომჯდარ ბასილისთან ცხელებით შეპყრობილი კაცი, სახელად იოანე მივიდა. წმიდა მამის ლოცვით ავადმყოფი განიკურნა. იოანემ თავისთან მიიპატიჟა ღირსი მამა. მისი კეთილი საქმეები, ქველმოქმედება, განდეგილობა, სნეულთა კურნების ნიჭი დაფარული არ დარჩენილა. მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა რჩევისათვის და კურნებისათვის. წმიდა ბასილი ამხელდა ცოდვილებს და სინანულისაკენ მოუწოდებდა, მრავალს უწინასწარმეტყველებდა მომავალს. მიმსვლელთა შორის იყო ვინმე გრიგოლი, რომელიც დაემოწაფა მას და აღწერა წმიდანის ცხოვრება.

როდესაც წმიდა ბასილის მსახური, თეოდორა გარდაიცვალა, გრიგოლმა სთხოვა ღირს მამას, გაეცხადებინა მისთვის შესვენებულის სიკვდილის შემდეგი ცხოვრება. წმიდა ბასილის ლოცვით გრიგოლს ძილში გამოეცხადა თეოდორა და მოუთხრო, თუ როგორ გაიარა მისმა სულმა სიკვდილის შემდგომ საზვერეები და როგორ შეეწეოდა წმიდა ბასილის ლოცვა (ღირსი თეოდორას ხსენება - 30 დეკემბერს).

ღირსი ბასილი გარდაიცვალა დაახ. 944 წელს, 110 წლის ასაკში. ეკლესია მას ახალს უწოდებს სხვა თანამოსახელე წმიდანთაგან გამოსარჩევად.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 08:07 PM
პოსტი #51


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



solomony

ეს ისტორია უკვე დადეს.

ასე დაგედო ბარემ biggrin.gif
http://orthodoxy.wanex.net/search.php?lang...%83%91%E1%83%98


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Nov 30 2006, 08:12 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Nov 30 2006, 05:24 PM) *

ასევე საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, საზვერეების შესახებ სწავლების გნოსტიკური წარმომავლობა. . .


მოდი მაკარი დიდით დავიწყოთ (Духовные беседы):

1) Беседа 22.

Когда душа человеческая выйдет из тела, тогда совершается при сем великое некое таинство. Ибо если повинна она во грехах, то приходят толпы демонов, и недобрые ангелы и темные силы поемлют душу ту и берут в собственную свою область. И никто не должен удивляться сему; потому что, если душа в сей жизни, находясь в веке сем, им подчинялась и повиновалась и была их рабою, то тем паче удерживается ими и в их остается власти, когда отходит из мира. А что касается до части благой; то должен ты представлять себе, что дело бывает так. При святых рабах Божиих еще ныне пребывают Ангелы, и святые духи их окружают и охраняют. И когда отходят от тела, тогда лики Ангелов приемлют души их в собственную свою область, в чистый век, и таким образом, приводят их ко Господу.

2) Беседа 22.

Как сборщики податей, сидя в тесных проходах, останавливают и истязывают проходящих: так и демоны наблюдают и задерживают души; и если души не совершенно очистились, то, при исшествии своем из тела, не получают дозволения войти в небесные обители и предстать Владыке своему, но уносятся вниз воздушными демонами. Но пребывающие во плоти, при трудах и при великом усилии, могут еще приобрести благодать свыше от Господа; и они, вместе с достигшими упокоения за добродетельное житие, отойдут ко Господу, как сам Он дал обетование: идеже есмь Аз, ту и слуга Мой будет (Иоан. 12, 26), и бесконечные веки будут царствовать со Отцем, и Сыном, и Святым Духом, ныне и всегда, и во веки веков! Аминь.

აბა აქ თუ საზვერეებზე არ არის ლაპარაკი, სხვაზე რა არის? ერთი ცხადია, საზვერეები საბაჟო პუნქტის სახით კი არ უნდა წარმოვიდგინოთ სადაც ფულს თუ სხვა რამეს უხდიან დემონებს, ეს მხატვრული სახეა, მაგრამ თვითონ საზვერეების პრინციპი მართლმადიდებლური გადმოცემის ორგანული ნაწილია. პუჰალო მწარედ ცდება და სხვებსაც აცდენს, თან კიდევ მილიონ უაზრო სწავლებას ურთავს, მაგალითად სულს სიკვდილის შემდეგ "ძინავსო", ნუ ამაზე იეღოველები ხელს ჩამოართმევდნენ ალბათ და ა.შ.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 08:15 PM
პოსტი #53


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
აბა აქ თუ საზვერეებზე არ არის ლაპარაკი, სხვაზე რა არის? ერთი ცხადია, საზვერეები საბაჟო პუნქტის სახით კი არ უნდა წარმოვიდგინოთ სადაც ფულს თუ სხვა რამეს უხდიან დემონებს, ეს მხატვრული სახეა, მაგრამ თვითონ საზვერეების პრინციპი მართლმადიდებლური გადმოცემის ორგანული ნაწილია. პუჰალო მწარედ ცდება და სხვებსაც აცდენს, თან კიდევ მილიონ უაზრო სწავლებას ურთავს, მაგალითად სულს სიკვდილის შემდეგ "ძინავსო", ნუ ამაზე იეღოველები ხელს ჩამოართმევდნენ ალბათ და ა.შ.


აუფ ეს რუსული მოაშორეთ თორემ მოვაშორებ laugh.gif

ანუ პუჰალოს მაგალითები გნოსტიკურ წარმომავლობაზე ტყუილია? მოდით განვიხილოთ დეტალურად მე ძალიან დამაფიქრა და არ მინდა შევცდე. . . რა კუთხით უნდა აღვიქვათ საზვერე? საბაჟო? აბა რა?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Nov 30 2006, 08:33 PM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ბოლოს ერთს ვიტყვი მაპატიეთ მაგრამ ამერიკის ერთერთი იერარქის მამა ლაზარეს შეხედულებებზე უფრო მაღლა ვაყენებ იმ დიდი რუსი წმინდა მამების შეხედულებებს რომლებიც უკვე წმინდანებად არიან შერაცხულნი.მითუმეტეს ჩვენი ეკლესიაც ასე ფიქრობს.დაბოლოს მნათე შენს მიერ დამოწმებულ წმინდა მამების (იოანე დამასკელის )და აშ.გამონათქვამებში სულ სხვა რამეზეა საუბარი და არა იმაზე საზვერეები არ არსებობსო.
ერთიც ლადარიასი და ბასილ კობახიძის მოსაზრებებს რაც შეეხება რომ თქვან 2+2 ოთხიაო მაინც არ დაუჯერებ,რადგანაც მათ ბევრი სისულელე აქვთ ნათქვამი მაგ.მამა ბასილი ამბობს რომ ქალსაც უნდა ქონდეს უფლება გახდეს მღვდელი და აშ.ვინც არ იცით მათი აზრები წაიკითხეთ მათი სტატიები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 08:37 PM
პოსტი #55


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
დაბოლოს მნათე შენს მიერ დამოწმებულ წმინდა მამების (იოანე დამასკელის )და აშ.გამონათქვამებში სულ სხვა რამეზეა საუბარი და არა იმაზე საზვერეები არ არსებობსო.


სოლომონ მე ისინი მოვიყვანე იოანეს კითხვაზე blink.gif ვარკვევ შინაარს-საზვერეებზე არაფერს ვამოწმებდი მაგით blink.gif

ციტატა
ბოლოს ერთს ვიტყვი მაპატიეთ მაგრამ ამერიკის ერთერთი იერარქის მამა ლაზარეს შეხედულებებზე უფრო მაღლა ვაყენებ იმ დიდი რუსი წმინდა მამების შეხედულებებს რომლებიც უკვე წმინდანებად არიან შერაცხულნი


არც არავის დაუკნინებია, მაგრამ არგუმენტებს სიმყარე არ აკლია blink.gif ერთის მხრივ სოტირისიც მართალია...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Nov 30 2006, 08:38 PM
პოსტი #56


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



solomony
ციტატა
გარწმუნებ მნათე საზვერეებზე და და ადამიანი რომ კვდება სული ორმოცი დრის განმავლობასი როგორ დაყავთ ანგელოზებს.ამაზე 10 მოძღვარსაც რომ შეეკითხო ერთიდა იგივეს გეტყვის.

და რის საფუძველზე დაარწმუნებ?
მნათე
ციტატა
ჩემო კარგო მიუხედავად უდიდესი პატივისცემისა და მორჩილებისა, ადამიანს ვერ მიაკუთვნებ შეუმცდარობას. იცი ერთი და იმავე არზე ორმა მოძღვარმა განსხვავებული რამ მითხრა თან დიამეტრალურად ამიტომ ასეთ შემთხვევაში ღვტისმეტყველება საუკეთესო რამაა. . .

ამ ბავშვს პროგრესი ეტყობა აზროვნებაში :0
ვაიმე ლა ვუკო ლაააა laugh.gif laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 08:40 PM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

ამ ბავშვს პროგრესი ეტყობა აზროვნებაში :0
ვაიმე ლა ვუკო ლაააა


ვაიმე შენ ნუ იწონებ ჩემს აზრებს laugh.gif ეგ აქ შავი პიარია laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Nov 30 2006, 08:42 PM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



მნათე კარგია თუ მასე ფიქრობ განვიხილოთ მაგრამ მოვერიდოთ სიმკვეთრეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Nov 30 2006, 08:43 PM
პოსტი #59


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მნათე
"ვუნდაღ კინდი" ხალ პილდაპილ laugh.gif laugh.gif laugh.gif wub.gif wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 08:46 PM
პოსტი #60


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მნათე კარგია თუ მასე ფიქრობ განვიხილოთ მაგრამ მოვერიდოთ სიმკვეთრეს.


ხო მართალი ხარ თავიდანვე წინააღდეგობრივი და აშკარად ტენდენციური საუბარი დავიწყე biggrin.gif მე არ შემიძლია წმიდა მამების აზრები დავიწუონო, თუმცაღა ალოგიკიზმს ვერც პუჰალოში ვხედავ. . . .

ციტატა
მნათე
"ვუნდაღ კინდი" ხალ პილდაპილ


უთეგენათალე laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 12:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი