სასჯელის კანონიკური გაგება, შეიძლება დავისაჯოთ წინაპართა ცოდვებისთვის? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სასჯელის კანონიკური გაგება, შეიძლება დავისაჯოთ წინაპართა ცოდვებისთვის? |
კანონისტი |
Feb 13 2008, 12:31 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ეს საკითხი ხშირად იწვევს მწვავე დისკუსიებს. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალე ამაზე მსჯელობა
ხშირია შემთხვევები, როცა სასჯელის გაგება ხდება არა კანონიკურად, არამედ ძალიან მიწიერი და მატერიალური გაგებით - თითქოს ადამიანს ხელი რომ არ აქვს, ფეხი, ბრმა რომაა და ასე შემდეგ ეს იყოს სასჯელი. ქრისტიანობა იცნობს ერთადერთ სასჯელს, ესაა წარწყმედა ცოდვების გამო. თუმცა, აბსოლუტური გაგებით, ჯოჯოხეთიც კი არ არის სასჯელი.... ამიტომ, როცა ვსაუბრობთ წინაპართა ცოდვების გამო პასუხისგებაზე, თუკი სასჯელს კანონიკურ ჭრილში განვიხილავთ, ცხადია - არ დავისჯებით, რაც არ უნდა მძიმე ცოდვილი იყოს ჩვენი მშობელი. მაგრამ თუკი ისე, როგორც ხშირად ხდება - მიწიერი გაგებით, მაშინ თავისუფლადაა შესაძლებელი ცოდვილ ადამიანს შვილი ხეიბარი ეყოლოს სწორედ იმიტომ, რომ იგი ცოდვილია. და ამ ხეიბარს ისეთივე წარმატებით აქვს შანსი ცხონდეს, როგორც სრულიად ჯანმრთელს. ამდენად, ეს არ იქნება სასჯელი მასზე, უფრო - მის მშობელზე ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ფიზიკური ნაკლი მართლაა სასჯელი, გამოდის, რომ უამრავი ადამიანი ტყუილად ისჯება, რაკიღა ასეთები იბადებიან.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Feb 13 2008, 12:39 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ცოდვილ ადამიანს შვილი ხეიბარი ეყოლოს სწორედ იმიტომ, რომ იგი ცოდვილია. შენი მიდგომა რომ ხეიბარი იმიტომაა რომ მშობელი ცოდვილია - არა სრული განმარტებაა... ცოდვა რომელიც არ იწვევს ფიზიკურ დაავადებას (არა მრუშობა და სხვა) არ გამოიწვევს არც შვილის დაავადებას, ამიტომ შვილი ხეიბარი იმიტომ დაიბადა რომ მშობელია ცოდვილი - არის არასწორი ფორმულირება თანაც ძველ აღთქმაში ცხონება საერთოდ არც იყო შესაძლებელი, თუ მაინცა და მაინც ცხონებაზე გაქვს აქცენტი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
guest |
Feb 13 2008, 12:46 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ესეიგი, შესაძლებელია შვილის ხეიბრობა და ა.შ. იყოს არა შვილის დასჯა მშობლის ცოდვების გამო არამედ მშობლის მწარე დასჯა მისივე ცოდვების გამო? -ასეა?
|
კანუდოსელი |
Feb 13 2008, 12:48 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ესეიგი, შესაძლებელია შვილის ხეიბრობა და ა.შ. იყოს არა შვილის დასჯა მშობლის ცოდვების გამო არამედ მშობლის მწარე დასჯა მისივე ცოდვების გამო? -ასეა? ამას ქრისტიანობასთან არაფერი საერთო არა აქვს, თან ჩვენ ვეხებით განგების საკითხს, რომელიც არავინ არ იცის გარდა თავად ღმერთისა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
Feb 13 2008, 12:50 PM
პოსტი
#5
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კანუდოსელი
ციტატა ცოტა ზედმეტებში გადადიხარ.... მე არ ვიცი არც დიახ და არც არა გაგიმარჯოს! მეც მაგას ვამბობ.... ჰოდა თუ არ იცი, შიშებში რას მიწერ? P.S. არც მე ვიცი, უბრალოდ, არცერთს არ გამოვრიცხავ P.P.S. ციტატა ღმერთი პროკურორი არაა...არ ვიცი, მე არ მგონია და ის ბიჭი თუ ცხონდა ღმერთი რა გამოდის? ყოვლადმოწყალე + ყოვლადსამართლიანი, რაც არის კიდევაც სასჯელის არასწორი გაგების ბრალია.... კანუდოსელი ციტატა ამას ქრისტიანობასთან არაფერი საერთო არა აქვს, თან ჩვენ ვეხებით განგების საკითხს თუკი რამე არ მტკიცდება, მას შიშებში ნუღა ჩაწერ მაშინ.... მეგონა ცალსახად იცოდი, რომ ეგ ეგრე იყო/არ იყო -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Feb 13 2008, 12:53 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი გაგიმარჯოს! მეც მაგას ვამბობ.... ჰოდა თუ არ იცი, შიშებში რას მიწერ? P.S. არც მე ვიცი, უბრალოდ, არცერთს არ გამოვრიცხავ P.P.S. და ის ბიჭი თუ ცხონდა ღმერთი რა გამოდის? ყოვლადმოწყალე + ყოვლადსამართლიანი, რაც არის კიდევაც სასჯელის არასწორი გაგების ბრალია.... კანუდოსელი თუკი რამე არ მტკიცდება, მას შიშებში ნუღა ჩაწერ მაშინ.... მეგონა ცალსახად იცოდი, რომ ეგ ეგრე იყო/არ იყო აბა კარგად წაიკითხე რა დავწერე თან კიდევ გიმეორებ რა წერია იერემიასთან: но каждый будет умирать за свое собственное беззаконие - ამ სიკვდილში ცხონება რომ არ იგულისხმება შენ ჩემზე კარგად უნდა იცოდე, ძველ აღთქმაში ცხონება არ იყო შესაძლებელი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
guest |
Feb 13 2008, 12:55 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
განგების საქმეა, გასაგებია, მაგრამ ეს განგება ჩვენნაირად არ "აზროვნებს" ხომ?
იქნებ რაც სასჯელი გგვგონია საჩუქარია და პირიქით. ტენდენციურად კი ადამიანი ყველა მწარე განსაცდელს აღიქვამს სასჯელად, რაც ალბათ მართებული არ არის. ესეიგი, ამ კითხვას ერთპიროვნული პასუხი ვერ ექნება ალბათ. |
კანონისტი |
Feb 13 2008, 12:57 PM
პოსტი
#8
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კანუდოსელი
იქნებ ახალი აღთქმიდანაც გვიბრძანო რამე იოანე მმარხველის მოძღვრება სასჯელის შესახებ კარგად პასუხობს ყველაფერ ამას staywhite ციტატა იქნებ რაც სასჯელი გგვგონია საჩუქარია და პირიქით. ტენდენციურად კი ადამიანი ყველა მწარე განსაცდელს აღიქვამს სასჯელად, რაც ალბათ მართებული არ არის. გაიხარე ჩემი აზრით, მართებული მიდგომაა. ადამიანი რომ ბრმა დაიბადება, ერთი მხრივ სინანულში აგდებს მშობელს (ერთი პლიუსი), მეორე მხრივ შეიძლება ცოდვისგან შემოზღუდოს ეს ბრმა (მეორე პლიუსი). ცხადია, მინუსიცაა, მაგრამ კომპლექსურად არის საჭირო ყველაფრის გაგება -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Feb 13 2008, 01:00 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ჩემი აზრით, მართებული მიდგომაა. ადამიანი რომ ბრმა დაიბადება, ერთი მხრივ სინანულში აგდებს მშობელს (ერთი პლიუსი), მეორე მხრივ შეიძლება ცოდვისგან შემოზღუდოს ეს ბრმა (მეორე პლიუსი). ძალიან გთხოვ ასეთი სისულელეები აღარ დაწერო....თუ ქრისტე იმიტომ მოკვდა და აღდგა, რომ ისევ ძველაღთქმისეული მეთოდებით გვაბრძოლოს ცოდვასთან - მამმა მია იქნებ ახალი აღთქმიდანაც გვიბრძანო რამე იესოს კითხეს ვინ შესცოდა მან თუ მისმა მშობლებმა იესომ რა უპასუხა გაიხსენე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
guest |
Feb 13 2008, 01:03 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
გემახსოვრებათ, მე რომ წიოქი ავტეხე სასანთლის გატეხვასტან დაკავშირებით, როცა შვილი ავად მყავდა. მე ვითხოვე მაშინ: გამიმეორეთ კიდევ, რომ ჩემი ცოდვების გამო ბავშვი არ დაისჯება ანუ ცუდი არ შეემტხვევა. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ სიმწრის დროს უფრო ითავისებ ადამიანი ცოდვებს, გეხსნება გულისყური მაგ მხრივ, ვარდები სინანულში და თანახმა ხარ ყველაფერზე, ოღონდ საკუთარმა ბოროტებამ შენს საყვარელ ხალხს არაფერი ავნოს, ეს შიში ინსტიქტურია, თავის ყვედრების ეფექტია, მას ვერ გააკონტროლებ , რომ თავშიც არ გაგიელვოს, ამ დროს მე არ მიფიქრია უფფლის პროკურორობა, არამედ სამართლიანობა, ან სულაც მაგალითი და სიყვარული , რომ ენახებინა რა არის სიურჩე, ჭკუაზემოსაყვანი მეთოდი, რაც ყველაზე მეტად გეწვის იმით დანახება.
საინტერესო ფენომენია და საინტერესოა ისე სინამდვილეში როგორაა. ჩემი აზრით კი შემთხვევითი არაფერია. არ ვიცი სწორად თუ გადმოვეცი,რა შეიძლება იყოს. |
afxazi |
Feb 13 2008, 01:05 PM
პოსტი
#11
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
კანონისტი
ციტატა ჩემი აზრით, მართებული მიდგომაა. ადამიანი რომ ბრმა დაიბადება, ერთი მხრივ სინანულში აგდებს მშობელს (ერთი პლიუსი), მეორე მხრივ შეიძლება ცოდვისგან შემოზღუდოს ეს ბრმა (მეორე პლიუსი დავით ნება მომეცი არც მე დაგეთანხმო. ეს საკითხი სამართლებრივ ჭრილში ვერანაირად ჩაჯდება, რადგან ცოტა ღრმა და ზნეობრივი ხასიათისაა. ერთ რამეში უნდა შევთანხმდეთ რომ არავინ არავის ცოდვის გამო არ ისჯება. ყველა პასუხისმგებელია პირადი ცოდვების წინაშე. რატომ იბადება ხეიბარი ადამიანი? ამაზე კარგადაა საუბარი იოანეს სახარების IX თავში უფრო სწორად ამ ტავის განმარტებაში. იმაშიც უნდა შევთანხმდეთ რომ არსებობს ცოდვა (მაგ. ნარკომანია და ა.შ) რომელიც გავლენას ახდენს ფიზიკურ სხეულზე და უკარგავს მას ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას რაც ზალიან ცუდ შედეგებს იძლევა შვილიერების დროს. და ვინაა დამნაშავე ამაში, მშობელი მისი არასწორი ცხოვრების გამო. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
guest |
Feb 13 2008, 01:08 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
კადუნოსელი,
მე არ ვიცი რა უპასუხა იესომ, დაწერე გთხოვ. აფხაზი, რატომ იბადება ადამიანი ხეიბარი? მოკლედ ესეც დაწერე, არც ეს ვიცი. მადლობა ორივეს წინასწარ. |
კანონისტი |
Feb 13 2008, 01:09 PM
პოსტი
#13
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კანუდოსელი
ციტატა თუ ქრისტე იმიტომ მოკვდა და აღდგა, რომ ისევ ძველაღთქმისეული მეთოდებით გვაბრძოლოს ცოდვასთან - მამმა მია ამას ჰქვია, გაღმა შეედავეო ამდენი ხანია ამისთვის ვიბრძვი, რომ სასჯელის ეგ ძველაღთქმისეული გაგება ამოგაშლევინო და აქეთ მომდექი კაცოუუუ? ციტატა იესოს კითხეს ვინ შესცოდა მან თუ მისმა მშობლებმა იესომ რა უპასუხა გაიხსენე შენ გაიხსენე სწორედ, მერე რა უთხრა? შეუძლებელიაო, მშობლის გამო სასჯელიო? ჰა? თუ ეს შემთხვევა არ განეკუთვნება მაგ კატეგორიასო? ჰო, ეს ერთი. მეორე და მთავარი: შიშებში რატომ ჩაწერე, იმიტომ რომ ზოგი ამბიონიდან ამტკიცებს, რომ მშობლის გამო შვილი შეიძლება დაისაჯოსო (მიწიერი გაგებით სასჯელი), შენ კი წერ ეს არ ვიციო. ანუ ლოგიკურად, იმის შანსიცაა, რომ ეგ ხდებოდეს, და შანსი - არც ხდებოდეს. შესაბამისად, ფსევდომართლმადიდებლობასთან ც საქმე არ გვაქვს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Feb 13 2008, 01:17 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
შეუძლებელიაო, მშობლის გამო სასჯელიო? ჰა? თუ ეს შემთხვევა არ განეკუთვნება მაგ კატეგორიასო? არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებსო არამეტ რათა განცხადდეს დიდება ღვთისა-ო ხოლო მშობლის გამო სასჯელი რომ შეუძლებელია აგერ ზემოთ გითხარი იერემიადან ამიტომ იესო ქრისტე არც იტყოდა ხეიბრები იმიტომ იბადებიან, რომ წინაპრებმა ცოლი მოიყვანეს არასწორადო -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
Feb 13 2008, 01:17 PM
პოსტი
#15
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
afxazi
ციტატა დავით ნება მომეცი არც მე დაგეთანხმო. ეს საკითხი სამართლებრივ ჭრილში ვერანაირად ჩაჯდება, რადგან ცოტა ღრმა და ზნეობრივი ხასიათისაა. ერთ რამეში უნდა შევთანხმდეთ რომ არავინ არავის ცოდვის გამო არ ისჯება. ყველა პასუხისმგებელია პირადი ცოდვების წინაშე. დათ, ისევ არასწორი გაგება სასჯელის ფრაზა "არავინ არავის ცოდვის გამო არ ისჯება. ყველა პასუხისმგებელია პირადი ცოდვების წინაშე" სავსებით მართებულია და სასჯელში გულისხმობს მის კანონიკურ მნიშვნელობას - პასუხისგებას უფლის წინაშე ცხადია, ადამიანი ვერ მივა მოძღვართან და ვერ ჩააბარებს აღსარებაში მამამისის ცოდვებს. 2 მაგალითს გეტყვით: 1. რაჭაში ერთმა პიროვნებამ 17 წლის გოგონა გააუპატიურა, რომელიც გარდაიცვალა ამ ადამიანს 4 შვილი მოუკვდა, 4-ვე 17 წლის ასაკში 2. დედაჩემის სოფელში, პიროვნებამ დალეწა ხატები. გარდაეცვალა უფროსი შვილი, ხოლო ამ შვილს, თავისი უფროსი შვილი. მე ხომ არაფერს ვამტკიცებ, რატომ გამორიცხავთ, რომ ეს ყველაფერი ცოდვათა სამხილებლად მომხდარიყო? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
athos |
Feb 13 2008, 01:19 PM
პოსტი
#16
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
თუ ყველას მხოლოდ საკუთარი მოეკითხება, მაინტერესებს ბავშვი რომ კვდება ან ავად ხდება, რომელსაც ცოდვები არა აქვს და ცოდვების გამო ვერ დაისჯება, მაშინ ღმერთი ხომ არ გამოდის უსამართლო?
-------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
კანუდოსელი |
Feb 13 2008, 01:22 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
შენ კი წერ ეს არ ვიციო. ჩემი არ ვიცი - არასწორად გამოვთქვი ნაკლებად გასაგებად - ჩემი არ ვიცი ეხება იმას, რომ ვინმეს რამე რომ მოსდის მე არ ვიცი რატომ. მერე ისიც დავურთე თუ რატომ მეოგონა რომ არა - იხილე ის ადგილი ეკატერინე აქ ვსაუბრობთ იმ სასჯელზე, რომელიც არის მიზეზი ცოდვისა - ასე ვთქვათ სულიერის გავლენა მატერიალურზე რომ ხდება/არ ხდება ბავშვი რომ კვდება ეს არის ერთის მხრივ ცოდვის გამო - ზოგადად სიკვდილი შემოვიდა ცოდვთ, მეორეს მხრივ კონკრეტულად მშობლის ან სვა მიზეზების მიერ გამოწვეული გავლენა (მშობლის გენეტიკური ან სხვა დაავადება, და სხვა) ღმერთი უსამართლო იქნებოდა იმ მოუნათლავს ჯოჯოხეთში რომ უშვებდეს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
afxazi |
Feb 13 2008, 01:23 PM
პოსტი
#18
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ეკატერინე
ციტატა თუ ყველას მხოლოდ საკუთარი მოეკითხება, მაინტერესებს ბავშვი რომ კვდება ან ავად ხდება, რომელსაც ცოდვები არა აქვს და ცოდვების გამო ვერ დაისჯება, მაშინ ღმერთი ხომ არ გამოდის უსამართლო? მოიცა შენ გინდა ტქვა რომ ნებისმიერი სიკვდილი ცოდვის შედეგია (ვგულისხმობ პირად ცოდვებს და არა შემოქმედის წინაშე ჩადენილ დანაშაულს) ან ავად გახდომა? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
guest |
Feb 13 2008, 01:26 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ჩემს კითხვას უპასუხეთ რა.
პ.ს ეკატერინე, თუ ბავშვი თან მონათლულია, რათქმაუნდა მართალი იქნება უფლის წინაშე, რაც შეეხება მოუნათლავს, მაგაზე ამ ფორუმზეც იყო დისკუსიები და სავარაუდოთ, ისიც მართალი იქნება, თუმცა გამგებელის კომპეტენციაა ეს ამბები და მე ხომ საერთოდ ვერაფერს გეტყვი |
კანონისტი |
Feb 13 2008, 01:26 PM
პოსტი
#20
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ვიმეორებ, ქრისტიანობა იცნობს ერთადერთ სასჯელს, ესაა წარწყმედა ცოდვების გამო, სხვა ყველაფერი, სიკვდილი, ხეიბრობა, უხელობა, უფეხობა, სიბრმავე, სიყრუე, სასჯელი არ არის!.
ამიტომ, ციტატები იმის თაობაზე, რომ ადამიანი ისჯება თავისი ცოდვებისთვის - მიმართულია სასჯელისაკენ, ანუ საუკუნო წარწყმედისაკენ. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი