საქართველო 1918-1921 წლებში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველო 1918-1921 წლებში |
bekas |
Mar 17 2008, 02:28 AM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
1918-21 წლების საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე ძალიან ბევრი დაწერილა და ალბათ კიდევ ბევრიც დაიწერება. მე პირადად ვიზიარებ ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, იურისტისა და დიპლომატის ზურაბ ავალიშვილის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც ის სამი წელი იყო მოსამზადებელი პერიოდი საქართველოს გასაბჭოებისათვის. სამწუხაროდ დამოუკიდებლობის გამოცხადება და დამოუკიდებელი ქვეყნის მართვა მოუწიათ იმ პირებს, რომლებიც რადიკალურად იყვნენ დაპირისპირებულები ყველანაირ ეროვნულს, გარდა ამისა მათ უარყვეს ქართული სამოციქულო ეკლესიის როლი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, აქედან გამომდინარე მათი საქმე წინასწარ იყო განწირული დამარცხებისათვის. კარგი იქნება მაშინდელი ვითარების მოდელირებას თუ მოახდენ. შენი აზრით მაინც ვინ იყო მზად გამოეცხადებინა საქართველოს დამოუკიდებლობა და ვის შეეძლო დამოუკიდებელი საქართველოს მართვა? ოღონდ კარგად დაფიქრდი სანამ მიპასუხებდე. იყო კი მაშინდელ საქართველოში ასეთი პოლიტიკური ძალა? 1918 წლის 26 მაისს, ქართველი ერის სამარცხვინოდ, სოციალ დემოკრატიული პარტია "იძულებული იყო" გამოეცხადებინა სამშობლოს დამოუკიდებლობა. სოციალ დამოკრატებმა რა როლი შეასრულეს ილიას მკვლელობაში ესეც ყველას მოეხსენება. სამოწუხაოროა ამის აღიარება, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს. საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას არანაირი წვლილი არ მიუძღვის ილიას მკვლელობაში. ეს აზრი ქართველი ბოლშევიკების შემოგდებული იყო თავის დროზე საქართველოს ემიგრაციული მთავრობის დისკრედიტაციისათვის. ილია მოკლეს ბოლშევიკებმა ანდა კომუნისტებმა, როგორც გინდა ისე უწოდე. აი სწორედ ესაა სიმართლე რომელსაც არავინ იძახის დღესაც კი: ილია მოკლეს კ-ო-მ-უ-ნ-ი-ს-ტ-ე-ბ-მ-ა ეს არავინ იცის, მაგრამ კირიონის მკვლელობა რომ ჩაფარცხეს, ეს ხომ ფაქტია? ვისთვის ფაქტია , ვისთვის ფაქტუნა. იქნებ შემოგეტანა სტუდიაში ეს ფაქტი? თუ რა თქმა უნდა ძაან დიდი არაა |
ზვარე |
May 26 2008, 03:44 AM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
სამწუხაროდ ისტორიით დასტურდება, რომ სოცდეკების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება უფრო იძულებითი ნაბიჯი იყო ვიდრე თავისუფალი ნების გამოხატვა.
მას ალბათ ,,მოძმე თურქებს'' უნდა ვუმადლოდეთ. თურქეთთან ფაქტობრივი ომის პირობებში, თურქეთმა ამიერკავკასიის დელეგაციას სტატუსი დაუწუნა და მენშევიკები იძულებული გახდნენ 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ. ხოლო შემდეგ ისევ თურქული საფრთხის და მის წინააღმდეგ ამიერკავკასიის რესპუბლიკის რესპუბლიკების არაერთსულოვნების გამო 26 მაისს უკვე საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
KAIROS |
Jun 19 2009, 11:14 AM
პოსტი
#23
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ადმინს ვთხოვ წაშალოს ეს თემა ! კი მაგრამ რატომ? ნოე ვარსკლავებს ვერ წყვეტდა, არც შარავანდედით დაიკვეხნიდა, მაგრამ ისტორიული პიროვნება იყო, პირველი მმართველი დამოუკიდებელი სახელმწიფოსი და საინტერესო იქნებოდა მასზე მსჯელობა. რა იყო ხალხო, მაინცდამაინც მხოლოდ წმიდანებზე უნდა ვისაუბროთ? ასე არ შეიძლება-თი; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქევანა |
Jun 19 2009, 02:45 PM
პოსტი
#24
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
Gio-mose
რამხელა აგრესიაა ნოე ჟორდანიას მიმართ .. აი მე კი უფრო და უფრო მეტ პატივს ვცემ მას -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
guest |
Jun 19 2009, 02:59 PM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
შაკო
ციტატა ადმინს ვთხოვ წაშალოს ეს თემა ! არ ვიცი, შაკო, თავიდან რა პოსტები მოყვა ამ თემას, მაგრამ წასაშლელი მაინც არ არის. მე პირადად მაინტერესებს სიმპატიები და სიყვარულები პირადად, თემა კი ისტორიას ეხება და არანაირად წასაშლელი არ არის. |
bekas |
Jun 19 2009, 04:47 PM
პოსტი
#26
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
ჟორდანიას ადგილას ვინ იყო მეტის გამკეთებელი ერთი მაცოდინა. პოლიტიკა არის შესაძლებელის მიღწევის ხელოვნება (მგონი ეგრეა თუ სწორად მახსოვს). მაგ კაცმა იმ დროისათვის რისი მიღწევად შეიძლებოდა ყველაფერს მიაღწია საქართველოსთვის.
|
zegardeli |
Jun 19 2009, 04:54 PM
პოსტი
#27
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 198 რეგისტრ.: 9-February 09 წევრი № 6,471 |
ჟორდანიას ადგილას ვინ იყო მეტის გამკეთებელი ერთი მაცოდინა. პოლიტიკა არის შესაძლებელის მიღწევის ხელოვნება (მგონი ეგრეა თუ სწორად მახსოვს). მაგ კაცმა იმ დროისათვის რისი მიღწევად შეიძლებოდა ყველაფერს მიაღწია საქართველოსთვის. მასე ნუ იტყვით თუ ღმერთი გწამთ, ნოე ჟორდანიასთან საძაგელი პიროვნება იმ დროში ბევრი კი არ იყო... მაგისი დიდი დამსახურებაა საინგილოს დაკარგვა. ამას გარდა სძულდა ილია ჭავჭავაძეც და ბერვი სხვა სიბილწე.... აღარც კი მინდა რომ გავაგრძელო. |
bekas |
Jun 19 2009, 05:06 PM
პოსტი
#28
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
zegardeli
ციტატა მაგისი დიდი დამსახურებაა საინგილოს დაკარგვა ფაქტები სტუდიაში პლზ. ციტატა ამას გარდა სძულდა ილია ჭავჭავაძეც პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო და მეტი არაფერი. თუ რამე სხვა იცი ისევ და ისევ ფაქტები პლზ. ეს თემა მაგისთვისაა სწორედ გახსნილი. ციტატა ბერვი სხვა სიბილწე.... ისევ და ისევ ემოციური განცხადებები პ.ს. ისე ჩემგან განსხვავებული აზრი გაქვს (თუნდაც ამ თემაში), მაგრამ სულაც არ მძულხარ განსხვავებული აზრის არსებობა სულაც არ ნიშნავს სიძულვილს და არც მაშინ ნიშნავდა. |
zegardeli |
Jun 19 2009, 05:28 PM
პოსტი
#29
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 198 რეგისტრ.: 9-February 09 წევრი № 6,471 |
განსხვავებული აზრის გამოისობით ადამიანის შეძულება არ შეიძლება და მეც მანდა ვარ სწორედ...
არაერთხელ წამიკითხავს იმ ვაჟბატონის წერილები ილიას მიმართ და თავად დავრწმუნებულვარ ამაში, რომ იგი ილიას არა მარტო არ ეთანხმებოდა არამედ სძულდა კიდეც. საინგილოს დაკარგვაში მაგის ხელი რომ ურევია ამაზე ვინმე ისტორიკოსმა ისაუბროს ჯობია თუკი, რა თქმა უნდა ასეთები არიან ჩვენს ფორუმზე. რაც შეეხება სხვა "კეთილ საქმეებს", მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ერთს კი ვიტყვი, რომ წმ. ექვთიმე ღვთისკაცი რომ არ გაჰყოლოდა ჩვენს ეროვნულ საგანძურს ვნახავდი ერთი ჟორდანიების ნაირების გამოისობით რაღა დაგვიბრუნდებოდა უკან. ისე ბევრი ვერა, მაგრამ ცოტას გაყიდვა კი მოასწრეს... მოკლედ დაველოდოთ ისტორიაში ჩემზე თუნდაც მცირედით მეტად გათვითცნობიერებულ ადამიანს და იქნება იმან თქვას თავისი აზრი. რაც შეეხება თემის დახურვას ეს თემის ავტორის ნებაა და ასევე მოდერატორისა, მაგრამ ალბათ უკეთესი იქნება თუ ჟორდანიაზე ყველაფერს ვიტყვით და მერე კი მათი ნება იყოს დახურავენ თუ არა. |
bekas |
Jun 19 2009, 07:12 PM
პოსტი
#30
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
zegardeli
ციტატა არაერთხელ წამიკითხავს იმ ვაჟბატონის წერილები ილიას მიმართ და თავად დავრწმუნებულვარ ამაში, რომ იგი ილიას არა მარტო არ ეთანხმებოდა არამედ სძულდა კიდეც. შენ ილიას პასუხები წაიკითხე? ანდა ილიას და აკაკის წერილები მამათა და შვილთა "ომის" დროინდელი. სკოლაშიც კი გვასწავლიდნენ აკაკის ლექს მგონი ხარაბუზა გენერალს ერქვა. გრიგოლ ორბელიანს დასცინოდნენ. ანდა თამაზ წივწივაძის პუბლიციტიკას გაცნობიხარ? მაგარი მწარე ენა აქვს მარა ჯერ არავინ მოუკლავს მწარემწარე წერილები ჯერ კიდევ სიძულვილი არაა ციტატა საინგილოს დაკარგვაში მაგის ხელი რომ ურევია ამაზე ვინმე ისტორიკოსმა ისაუბროს ჯობია გეთანხმები, ეს უკვე ახლოა საღ აზრსთან ციტატა ერთს კი ვიტყვი, რომ წმ. ექვთიმე ღვთისკაცი რომ არ გაჰყოლოდა ჩვენს ეროვნულ საგანძურს ვნახავდი ერთი ჟორდანიების ნაირების გამოისობით რაღა დაგვიბრუნდებოდა უკან და როგორ გაყვა თაყაიშვილი მაგ საგანძურს იცი? ან ვისი დავალებით გაყვა? თუ ეგეც ისტორიკოსებს დავუთმოთ? |
ქავთარაძე |
Jun 19 2009, 07:25 PM
პოსტი
#31
|
დაურეგისტრირებელი |
ციტატა ხარაბუზა გენერალს ერქვა. გრიგოლ ორბელიანს დასცინოდნენ ილიას ბურთივით მრგვალ ძალით პატრიოტს რომ ეძახდნენ მამები თუ წაგიკითხავს ეგა? |
bekas |
Jun 19 2009, 07:59 PM
პოსტი
#32
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
|
ქევანა |
Jun 19 2009, 08:39 PM
პოსტი
#33
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
მასე ნიკო ნიკოლაძესა და ილიასაც ჰქონდათ კამათი, და რა ნიკოლაძე მოღალატე და ბილწია?
არც ივანე მაჩაბელსაც და ილიას ჰქონდათ ჰარმონიული ურთიერთობა, მაგრამ რა მაჩაბელი ერის მოღალატე და ბილწია? ვფიქრობ, არასწორად აფასებთ -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
KAIROS |
Jun 19 2009, 09:32 PM
პოსტი
#34
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
უნდა მივეჩვიოთ წერას და შესწავლას პრეჯუდის-წინასწარი ცუდი განწყობილებების გარეშე, ნოეზე კი არა იუდაზეც რომ გავხსნათ თემა ძალიანაც საინტერესო იქნება.
ამიტომ თუკი ვინმეს გაქვთ რაიმე საინტერესო ინფორმაცია ნოეზე (ჟორდანიას ვგულისხმობ ) დადეთ და წავიკითხავთ და ვიმსჯელებთ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
შაკო |
Jun 20 2009, 12:05 AM
პოსტი
#35
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 |
შაკო არ ვიცი, შაკო, თავიდან რა პოსტები მოყვა ამ თემას, მაგრამ წასაშლელი მაინც არ არის. მე პირადად მაინტერესებს სიმპატიები და სიყვარულები პირადად, თემა კი ისტორიას ეხება და არანაირად წასაშლელი არ არის. ჩემო კარგებო რაც მოყვებოდა ამ თემას ხომ იცით ამიტომ ჯობია წაიშალოს! დაიხუროს ! უმრავლესობას ასე ხო მოსწონს ! დანარჩენებს კი დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ ! ასეთი საქციელისთვის ჩემგან..... გკოცნით! -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
ნაინა |
Jun 20 2009, 12:51 AM
პოსტი
#36
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
არაფერი ჰქონდა ამ თემას წასაშლელ-დასახური.
ყოველ შემთხვევაში რაღაც აბსურდულ თემებს რომ ხსნიან და ვერც თავს რომ ვერ გაუგებ და ვერც ბოლოს, აი იმათ ათასჯერ აჯობებდა. კარგი ადამიანია ნოე ჟორდანია თუ ცუდი როცა ფაქტებს და მოსაზრებებს დადებთ, მაგას მერე დავინახავთ. ყველას მოსაწონი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა ამ ქვეყანაზე. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
შაკო |
Jun 20 2009, 01:12 AM
პოსტი
#37
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 |
არაფერი ჰქონდა ამ თემას წასაშლელ-დასახური. ყოველ შემთხვევაში რაღაც აბსურდულ თემებს რომ ხსნიან და ვერც თავს რომ ვერ გაუგებ და ვერც ბოლოს, აი იმათ ათასჯერ აჯობებდა. კარგი ადამიანია ნოე ჟორდანია თუ ცუდი როცა ფაქტებს და მოსაზრებებს დადებთ, მაგას მერე დავინახავთ. ყველას მოსაწონი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა ამ ქვეყანაზე. გენაცვალე რა გემრიელად თქვი -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
afxazi |
Jun 21 2009, 01:27 PM
პოსტი
#38
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
შაკო
ციტატა ჩემო კარგებო რაც მოყვებოდა ამ თემას ხომ იცით ამიტომ ჯობია წაიშალოს! დაიხუროს ! უმრავლესობას ასე ხო მოსწონს ! მე მგონი ეს თემა არ გახსნილა ვინმეს ხოტბა დიდებისთვის, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო შენ გაქვს უფლება და ამ უფლებას ვერავინ წაგართმევს. დახურვა არ დახურვა კი ნება მომეცი მე გადავწყვიტო. იყოს ეს თემა და თუ რამ გაქვს სათქმელი ან დასაწერი თავისუფლად იმოქმედე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ნაინა |
Jun 21 2009, 07:59 PM
პოსტი
#39
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
-------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
zegardeli |
Jun 22 2009, 09:52 AM
პოსტი
#40
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 198 რეგისტრ.: 9-February 09 წევრი № 6,471 |
ბატონებო რა თქმა უნდა ვინც სხვას ეკინკლავება ყველა ბილწი და მოღალატე არ არის.
ერთი რამე გამახსენდა, სტუდენტობაში ჩემმა ლექტორმა მომიყვა; ილიას უთხრეს, რომ შენზე აკაკი სულ ცუდ რაღაცეებსა სწერს და სანაცვლოდ შენ მასზე კარგებსა სწერო და რაშია საქმეო? ჩვენ ორივენი ვცდებითო, უთქვამს ილიას. (ეს ისე) ადამიანი, რომელიც საკუთარ სამშობლოს გაყიდის და გაასხვისებს ის მხოლოდ და მხოლოდ მოღალატეა და სხვა არაფერი. არ შეიძლება ნოე ჟორდანია, კაცი რომელმაც სერგო ორჯონიკიძეზე მეტი თუ არა ნაკლები საქმე არ გააკეთა ჩვენი ერის დასაქცევად იყოს დადებითი პიროვნება. კარგი, ის დავივიწყოთ ვინ უყვარდა და ვინ სძულდა, მაგრამ საქართველოს გასხვისებაც დავივიწყოთ? ჩემეული შეფასება ამ ადამიანისადმი არის ძალზედ უარყოფითი. ასევე საინტერესოა თქვენი აზრიც, თუმცა სათქმელი კი უკვე ითქვა მგონი... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 04:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი