IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მამათა გამონათქვამები
Murzayani
პოსტი Mar 5 2007, 09:08 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 57
რეგისტრ.: 10-January 07
მდებარ.: Gldani!!!
წევრი № 842





ღმერთზე

მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.
წმ. ეფრემ ასური

ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
წმ. იოანე ოქროპირი

გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმ. ისააკ ასური

უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.
წმ. ტიხონ ზადონელი

როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა.
წმ. ანტონი დიდი

ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს.
ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია)


რწმენასა და ურწმუნოებაზე

არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს.
სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმე სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის.
ნეტარი ავგუსტინე

ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია, მოუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ.
მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი

ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი
რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცურმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული.
მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწაფვის ღვთისაკენ და მიისწაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

...რა არის საჭირო? საჭიროა, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

რწმენა თავისუფალი არჩევანია და იქ, სადაც არის თუნდაც დაფარული მტკიცება და ძიების სურვილი, არ არის სარწმუნოება.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)





--------------------
ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
21 გვერდი V « < 19 20 21  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(400 - 402)
marine
პოსტი Apr 3 2024, 09:21 PM
პოსტი #401


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ გვჭირდება ჭუჭყის დანახვა, რათა ჩამოვირეცხოთ. კარგი დიასახლისი სახლის დალაგებისას მტვერს ყოველ კუნჭულში ეძებს, მაგრამ განა ეს მტვრისადმი მის სიყვარულზე მოწმობს?!"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2024, 09:42 PM
პოსტი #402


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მცნებები ერთგვარ სასინჯ ქვად გვევლინება, რომელთა მესვეობითაც ადამიანს შეუძლია განსაზღვროს, ამა თუ იმ აზრს ვინ უნერგავს: მადლი, საკუთარი ვნებები თუ დემონი"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 10 2024, 05:21 PM
პოსტი #403


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საერთოდ უნდა გვახსოვდე, რომ ადამიანის ცხოვრება გულში ჯამდება და საუბარში უპირველეს ყოვლისა გულის შინაარსი და სულის ვნება ჟღერს. სხვადასხვა სულიერ ტალღებზე მყოფ ადამიანებს ერთმანეთის აღარ ესმით: ასეთი საუბრით არა დაახლოება, არამედ კიდევ მეტად დაშორება ხდება"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

21 გვერდი V « < 19 20 21
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 05:35 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი