IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გამოდის დავით მეფსალმუნე ქართველია?, მაშინ უფალი იესოც ქართველი ყოფილა
abo
პოსტი Sep 15 2010, 08:39 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



რამდენიმე დღის წინ განათლებული ხალხის საუბარს შევესწარი. 1991 წლის N 9 ჟურნალ "განთიადში"მოთავსებულ სტატიაზე მსჯელობდნენ
ავტორი: იაკობ პაპიაშვილი.
იბეჭდება ავტორის დაჟინებული თხოვნით


ქართველ ებრაელთა წარმომავლობის და ქართული ასომთავრული ანბანის შექმნის საკითხისათვის


შესავალი

ქართველი ერი თავისი წარმოშობით ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. უბრალოდ რომ ვთქვათ, ქართველები ბიბლიური ერია. ისინი ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ კავკასიაში იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს საქართველო ეწოდება. მაშინ ეს ტერმინი „ქართველი“ და „საქართველო“ არ არსებობდა; იყო მხოლოდ ძლიერი პოლიტიკური ერთეულები: ქართლი, კახეთი, კუხეთი, კოლხეთი, ჯავახეთი, კლარჯეთი, სვანეთი.., სადაც სახლობდნენ ეთნიკურად მონათესავე ტომები: ხეთები, თაბალები, მუშქები (ძველი მოსხები), ქართები, ტიბარენები, კოლხები და სხვანი, რომლებსაც ქართლოსიანებს ეძახდნენ. ქართველურ ტომთა ეს სახელწოდებანი წარმოსდგებოდა იმ ადგილმდებარეობისგან, სადაც ისინი სახლობდნენ..
ქართველთა წინაპარი ტომები თაბალები და მუშქები (ძველი მოსხები, მესხები იგივე ქართები, ბიბლიური „მეშეხი“) რომ არიან, მინიშნებულია პირველი საუკუნის მწერლის იოსებ ფლავიუსის წიგნში „მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელისტყაობანი“ (იხ. გეორგიკა I, გვ. 27); ამ საკითხზე XIX საუკუნის პირველ ნახევარშიყურადღებას ამახვილებს თეიმურაზ ბატონიშვილი; ეს იდეა განავითარა სიმონ ჯანაშიამ; მისი აზრით ხეთურ – სუბარული ტომები ჯერ კიდევ ექვსიათასი წლის წინათ სახლობდნენ წინა აზიასა და სამხრეთ ევროპაში.
ქართლოსიანები მეტყველებდნენ ქართულად. ამდენად ქართული ენა ისევე უძველესია როგორც ქართველი ერი და მას ოთხიათასწლოვანი ისტორია აქვს.
როცა პირველი ქართული პოლიტიკური გაერთიანებები ყალიბდებოდა. საერთაშორისო ვითარება მათთვის ფრიად არასახარბიელო იყო, რამეთუ ქართლოსიანებს მეზობლად ჰყავდათ ორი უდიდესი იმპერია: აქეთ, მიდიურ-სპარსული დინასტია, იქით, რომაულ – ბიზანტიური გაერთიანება, ხატოვანი თქმით, ორი გველეშაპი... ამასთან ხშირად ხდებოდა მომთაბარეთა დამარბეველი შემოსევებიც, მაგალითად – ძვ. წ. VIII საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთიდან კოლხეთის გზით შემოიჭრნენ კიმერიელი ტომები, ხოლო კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროს გზით სკვითები, რასაც მოჰყვა ძველი კოლხეთის სამეფოს დაცემა და ქართველური ტომების საცხოვრისის ქვეყნის შიდა რაიონებში გადანაცვლება, ალბათ მიგრაცია...
მძლავრ იმპერიებს მუდამ ერთადერთი მიზანი ჰქონდათ – მეზობელი ქვეყნების დაპყრობა და იქ საკუთარი ენის და დამწერლობის ჰეგემონიის დამყარება, როგორც მოდური და აუცილებელი ნორმა, ვინაიდან ყველა დამპყრობელს. ყველა ეპოქაში კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ ეს ორი კომპონენტი, ენა და დამწერლობა არის ერის იერსახის ჩამომყალიბებელი, მძლავრთა ამგვარი დესპოტური ქმედებისას ყველაფერი დამოკიდებული ხდება იმაზე, თუ რამდენად შესწევს უნარი ერს განსაცდელის ჟამს შეინახოს ენა და საკუთარი ისტორია გადასცეს შთამომავლობას.
„ლიტერატურული ტრადიციები და ლიტერატურული ენა შესაძლებელია არსებობდეს ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ზეპირსიტყვიერების სახით.“ (თ. გამყრელიძე „მწიგნობრობა ქართული“ „ლიტერატურული საქართველო“ 20 ნოემბერი 1987)
სინამდვილეა, ქართლოსიანთა მხარეშიქრისტიანობამდელ ხანაში არსებობდა ქართული ენა და ქართული ლიტერატურული ტრადიციები, მაგრამ აიმის მიხედვით, რომელი იმპერიის ნება-სურვილს გამოხატავდნენ, მიდიურ – სპარსულს თუ რომაულ – ბიზანტიურს, ქართლოსიანები (რა თქმა უნდა, გარკვეულ პერიოდებში) იყენებდნენ იმ დამწერლობას რომლის ჰეგემონიაც მყარდებოდა მათ ქვეყანაში. ეს კონცეფცია ქრისტეს შემდეგაც ძალაშია – გავიხსენოთ ტრილინგვისტური თეორია, რომლის თანახმად მსოფლიოში დამწერლობა უნდა განხორციელებულიყო სამ ენაზე, - არამეულზე, ბერძნულზე და რომაულზე.
ცნობილია, რომ იოანე ზოსიმეს „ქებაი-ში“ (962 წ.) ქართული ენა იდენტიფიცირებულია ლაზარესთან:
„იოანე ზოსიმეს გაგებით, ქართული ენა ოთხი დღის, ანუ ოთხი ათასი წლის მკვდარია, მისი სიკვდილი, დამდაბლება – დაწუნება ოთხი ათას წელს გრძელდება.“
ამგვარად, ლაზარეს მსგავსად ქრისტემ ქართული ენა მკვდრეთით აღადგინა.
ეს უაღრესად საყურადღებო მომენტი, რაც ქართული ენის მკვდრეთით აღდგომას ეხება, ნახსენები „ოთხი ათასი წლის“ განმავლობაში ხშირად უნდა მომხდარიყო“ ყოველ შემთხვევაში“ ჩვევნთვის ცნობილია სამი ეპოქა და სამი ისტორიული წყარო, რომელიც ქართული ენის მკვდრეთით აღდგომაზე მიუთითებს, ესენია:
წყარო – 1: ქართლში ურიათა ანუ ქართველ ჰურიათა და ქართული ენის პირველი გამოჩენა, ძვ. წ. VI საუკუნე.
წყარო – 2: ფარნავაზის ეპოქა.
წყარო – 3: მირიანისა და წმინდა ნინოს ეპოქა.
ქართული ენის მკვდრეთით აღდგომის მაუწყებელი ეს სამი ეპოქა ერთმანეთთან მწიდრო კავშირში იმყოფება და ქართველი ერის ის მთავა რი მაცოცხლებელი არტერიაა, რომელიც კაცობრიობის ყოფიერების მეოთხე – მესამე ათასწლეულში იღებს სათავეს.
მეორე წყარო გვაუწყებს, რომ ფარნავაზმა ქართული დააკანონა სახელმწიფო ენად და მწიგნობრად.მესამე წყაროს მიხედვით ფარნავაზის მიერ დაწყებული საქმე კიდევ უფრო განამტკიცა მირიანIII ფარნავაზიანმა თავისი მეფობის დასაწყისში, ქართველთა განმანათლებელმა ნინო კაბადოკიელმა კი ქრისტიანული რელიგიის განმტკიცებით ამ წმინდა საქმეს ახალი სული შთაბერა.
რაც შეეხება პირველ წყაროს, იგი ქართული ენის გამოჩენას ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილ, იმ ქართველ ჰურიათა მცხეთაში დაბრუნებას უკავშირებს, რომლებმაც ჯერ კიდევ ძვ. წ. XVII-XV საუკუნეებში, პალესტინაში ხეთების მცირე სამეფო ჩაოაყალიბეს (აღნიშნულის საფუძვლიანობა დასაბუთებულია ქვემოთ) სადაც, როგორც ირკვევა, ქართული მეტყველება შეუნარჩუნებიათ.
„და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული („ქართლის ცხოვრება“ 1955, გვ. 16; სქოლიოში: „არშიაზე: აქა ქართული ენის გამოჩენა“ რომელსაც მოსდევს ასეთი განმარტება; „აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსაც ზრახვიდეს.“
ქართველი და სომეხი ტომებისათვის ეს ეპოქა – ძვ. წ. VI საუკუნე – ფრიად მნიშვნელოვანია ორი ისტორიული მომენტით; აქედან პირველია, - ბაბილონის (ნაბუქოდონოსორის) მიერ ისრაელის სახელმწიფოს დამხობა (ძვ. წ. 608-586წ.წ) ხოლო მეორე, - ბაბილონის და მიდიის მიერ ჯერ ასურეთის და შემდგომ ურარტუს განადგურება, (ძვ.წ. 600-583 წ.წ), სწორედამ ორი ძლიერი სახელმწიფოს – ისრაელისა და ურარტუს დაცემამ დასაბამი მისცა განსაკუთრებით ქართველური ტომების გააქტიურებას (ვინაიდან ურარტუში ჰეგემონ ძალას სომხური ტომები წარმოადგენდნენ); და რაც ჩვენთვის მთავარია და ნიშანდობლივი, იგი საფუძველი შეიქმნა ქართული ენის ხელახალი მკვდრეთით აღდგომისა, და აი, რატომ:
დაუკვირდეთ ფრაზას: „აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსა „ზრახვიადეს.“
ახლა, თუ გავითვალისწინებთ რომ ურარტუს მტელ რიგ რაიონებს ამ დროს სომხური ტომები ეუფლებიან და სპარსულ წარწერებში ისინი უკვე „არმინად“ იწოდებიან, ცხადი გახდება ერთი უდაო ჭეშმარიტება – ჯერ კიდევ ურარტუს ძლიერების ხანაში აღზევებული სომხური ორიენტაცია ყოველგვარი საშუალებით ცდილობდა ქართული ენის შევიწროებას (შესაძლებელია დევნიდა კიდეც) რასაც რაღა თქმა უნდა ქართლოსიანნი „ზრახვიდეს“, საგულისხმოა, რომ სომხური ძალის დაწოლა ქართულ ენაზე და დიოფიზიტურ სარწმუნოებაზე ქრისტეს შემდგომაც აშკარაა (იხ. უხტანესი, „ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან და „ეპისტოლეთა წიგნი“).
ამგვარად, ცხადია, რომ ისრაელისა და ურარტუს დაცემამ გაააქტიურა მხოლოდ ქართველური წარმოშობის ტომები, კერძოდ, შესაძლებელი გახდა ურიათა (ძველი ქართველური შტო) დაბრუნება თავიანთ პროტოსამშობლოში, რომელსაც დაემთხვა კიდეც სომხური ორიენტაციის ჰეგემონობის შერყევა, კავკასიის რეგიონში და რაც ქართული ენის ხელახალი მკვდრეთით აღდგომით გამოიხატა.
თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში ტერმინის „ურიას“ წარმოშობა და მნიშვნელობა თითქმის არ არის შესწავლილი, ხოლო ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში იგი საერთოდ არ შეიტანეს; ეგ კი არადა მესამე ატასწლეულში ჯავახეთის ტერიტორიაზე ქ. ჰური სოფლის ტიპის საცხოვრებელ ალაგადაა მიჩნეული, რომელიც თითქოს ძვ. წ. III საუკუნეში დაარსებულა.
რატომღაც ქართულ აზროვნებაში ტერმინი „ურია“ ანუ „ჰურია“ მიჩნეულია „ებრაელის“ და „ისრაელის“ იდენტურად და ისინი ერთი და იგივე მნიშვნელობის გამომხატველ ცნებებად აღიქმებიან, მაშინ როცა მათ შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა და სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ხალხის განმსაზღვრელი ტერმინია.


ტერმინ „ურიას“ მნიშვნელობის საკიტხის განმარტეტბისათვის


„ქართლის ცხოვრებაში“ (1955 წ. გვ. 10) ვკითხულობთ, რომ მცხეთოსმა თავის უმცროს ვაჟს ჯავახისს მისცა ტერიტორია „ფანავრიგთან ვიდრე თავადმდე მტკურისა. და ამან ჯავახოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: წუნდა და ქალაქი არტანისა, რომელსა მაშინ ერქუა ქაჯთა ქალაქი, ხოლო აწ ჰქვან ჰური.“ ქრონოლოგიურად ეს ამბავი დაახლოებით ძვ. წ. მესამე ათასწლეულით განისაზღვრება, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ საქართველოს რუკაზე, რომელიც განეკუთვნება ახ. წ. IV_VI საუკუნეების, ჯავახეთის იმ ტერიტორიაზე ამჟამად თურქეთს რომ ეკუთვნის, მდ. მტკვრის სათავეში არსებობდნენ ქალაქები – წუნდაც და არტანისიც.
ირკვევა, რომ ჯავახოსს არტანისიდან განუდევნია „ქაჯები“, ანუ ის დამპყრობლები, რომლებიც ქართლოსიანთა საზღვრებს აოხრებდნენ და მოგვიანებით ქალაქს უწოდეს ჰური (აღსანიშნავია რომ ამ ქალაქს – არტანისს ანუ ჰურს ეკონომიურ – სტრატეგიული მნიშვნელობა დაახლოებით სამი ათას ორასი წლის შემდეგაც კერძოდ ფარნავაზის მეფობის დროსაც აქვს შენარჩუნებული).
ისმის კითხვა: რამ განაპირობა, ჯერ კიდევ ძვ. წ. მესამე ათასწლეულში ჯავახეთის ტერიტორიაზე, მტკვრის სათავეში ქალაქის აშენება და მისთვის ჰურის წოდება?
ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებდე, აუცილებელია განვმარტო რომ „ქართლის ცხოვრების“ მატიანე, მრავალ საუკუნის მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა ზეპირსიტყვიერების სახით და მისი პირვანდელი წერილობით ძეგლად ჩამოყალიბება უნდა მომხდარიყო ფარნავაზის დროს, ე.ი. ძვ. წ. III საუკუნეში, ხოლო რედაქცია მოხდებოდა მირიანის დროს ე.ი. IV საუკუნეში, ამასთან მისანიშნებელია, რომ ქართულ მატეანეთა პირველი წერილობითი ძეგლის შემდგენლები გათვითცნობიერებულები იყვნენ არა მხოლოდ შუმერების, ეგვიპტელების, ქალდეველების, სპარსელების, ბერძენ - მაკედონელების და რომაელების ისტორიულ ანალებში, არამედ დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალსძველ ებრაელთა ყოფას და მათ მიერ ახალი აღქმის მოტანას, რაც აისახა კიდეც „ქართლის ცხოვრებაში“. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართული მატიანის პირველ რედაქტორებს გათვითცნობიერებული ჰქონდათ ერთი უტყუარი ჭეშმარიტება: იცოდნენ, ამა თუ იმ ეპოქის ვრცელი მიმოხილვა მომავალ თაობებამდე ან საერთოდ ვერ მიაღწევდა, ან მიაღწევდა დამახინჯებული სახით, ქართლოსიანთა მხარის მაშინდელ ფრიად რთულ პოლიტიკურ ვითარებათა გამო; და ამდენად ამჯობინეს მატიანეში შეეტანათ მხოლოდ ის მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენები, რაც ქართლოსიანთა ცხოვრებაზე წარუშლელ კვალს სტოვებდა. სწორედ ამ გარემოთი აიხსნება, რომ ქვეყნისა და ხალხის მნიშვნელოვანი მომენტები, მისი ეკკონომიკური მხარე უკანა პლანზე გადადის და იგი ღვთაებრივი ძალისხმევით არის შემობურული (გავიხსენოთ ფარნავაზის მიერ სიზმრის ნახვა და განძის პოვნა) ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მიდგომა მატიანის დაფიქსირებისათვის, როგორც ზეპირსიტყვიერი, ისე წერილობითი სახით, ძველ ქართველ ისტორიკოსთა დიდი დამსახურებაა დღევანდელი საქართველოს წინაშე.
ახლა რაც შეეხება ჯავახოსის მიერ მტკვრის სათავეში ქ. ჰურის შექმნას, პროტოქართველთა ეკონომიკური ცხოვრებისეული ვითარების მხოლოდ ერთ-ერთი ამსახველი ფაქტია; როგორც ცნობილია, ური (მიანიშნებს ორ მდინარეს შორის მოქცეულ ტერიტორიას) შუმერული ქალაქია. თუმცა იგი, შუამდინარეთში, ევფრატისა და ტიგროსის შეერტების ალაგს არსებობდა შუმერების მოსვლამდე (ჯ. შარაშენიძე – „ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია“) და რამდენიმე დინასტია მოითვლის. ძველი აღმოსავლეთის ისტორიულ ფოლიანტებში ურის I დინასტია თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. 3500-2500 წლებით და აღნიშნულია, რომ ამ ხანებში ურმა მიაღწია „დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძლიერებას“. აი, აქ გამოსჭვივის ქართველი გამგებლის ჯავახოსის გამჭრიახი პოლიტიკური ალღო; იგი მტკვრის სათავეში აარსებს ქალაქს შუამდინარეთის „ურის“ ანალოგი სახელწოდებით, წმენდს მას „ქაჯებისაგან“ ანუ დამპყრობლებისაგან. რომლებიც ქართლოსიანთა საზღვრებს აოხრებდნენ და ასახლებს იქ იმ ქართველებს, რომელთა სავალდებულო სამსახურს შეადგენდა შუა მდინარეთის ქ. ურთან ეკონომიკური ურთიერთკავშირი. რასაც ხელს უწყობდა არტანისის გეოგეაფიული ადგილმდებარეობა, რამე თუ იგი ევფრატის სათავიდან სამასიოდე კილომეტრით თუ იქნებოდა მოშორებული. სწორედ „ჰურიანი ქართველნი“, რომლებიც ამ სახელწოდებით მოგვიანებით, კერძოდ პალესტინიდან დაბრუნების შემდგომ დაფიქსირდებიან „ქართლის ცხოვრების“ მატეანეში არტანისიდან ანუ ჯავახეთის ჰურიდან მტკვრის ხეობის გავლით ჩადიოდნენ ეფრატის შუა წელამდე და იქიდან კი სანაოსნო საშუალებით ურამდე და ასე, რომ ვთქვათ, ჰქონდათ მათგან განუწყვეტელი გაცვლა–გამოცვლა ე.ი. სავაჭრო ურთიერთობა რაც მაშინ ჯავახეთის პოლიტიკურ ეკონომიკური სიძლიერის საწინდარი გახდებოდა. ღნიშნულის ფონზე ერთხელ კიდევ თანმიმდევრობით და დაკვირვებით განვიხილოთ ორი ქართული ისტორიული ცნობა:
1. „ შემდგომ ამისა რაოდენთამე წელიწადთა მოვიდა ამბავი, ვითარმედ მოსე განვლო ზღუა ისრაელთა და იზრდებიან იგინი უდაბნოს მანანათა. განკვდეს ყოველნი და მათ ყოველტა წარმართთა აქეს ღმერთი ისრაელთა. „ქართლის ცხოვრება“ – 1955 წ. გვ14.
2. და გამოხდეს ამის შინაჟამნი მრავალნი მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალიმი; და მუნით ოტებულნი ურიანნი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და ახსნა არაგუასა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქვიან ზანავი.“ „ქართლის ცხოვრება“ 1955წ. გვ.15,16.
პირველი ცნობა თვით იძლევა ქრონოლოგიური თარიღის დადგენის საშუალებას „მოვიდა ამბავი ვითარმედ მოსე განვლო ზღვა. მოსემ კი ზღვა განვლო ძვ.წ. XIII საუკუნეში (არსებობს სხვა მოსაზრებაც, თითქოს მოსემ ზღვა განვლო ძვ.წ. XIV-ს მაგრამ ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს მემატიანის თვალსაწიერში მოქვედრილ იმ მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკური მოვლენის ფიქსაციას, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ქართლოსიანთა ცხოვრებასთან.
დასაშვებია ასეთი მოსაზრება, იქნება ეს ცნობა პირვანდელი ფორმით არ არის ჩვენამდე მოღწეული ანდა საერთოდ ქართლის გაქრისტიანების შემდგომ იქნა ჩადებული ტექსტში გადამწერი რედაქტორის მიერ რელიგიური მოსაზრების საფუძველზე.
ეს ვარაუდი იმითაც არის საყურადღებო რომ პირველსა და მეორე ცნობას შორის საკმაოდ დიდი დრო ძევს შვიდი საუკუნე და რა თქმა უნდა გამორიცხული არ არის ე.წ. რედაქტორული თვითნებობა, მაგარამ ქართულიჯ ისტორიოგრაფიის ეს ორი უმნიშვნელოვანესი ცნობა გადამწერი რედაქტორებისთვითნებობას რომ ემყარებოდეს, მაშინ მეორე ცნობაში ნაცვლად „ მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს“ გვექმნებოდა „ მუნით ოტებულნი ებრაელნი, ( ან ისრაელნი) მოვიდეს ქართლს“, მაგარამ მემატიანე ამ ფრაზაში არ ხმარობს არც „ისრაელს“ და არაც „ებრაელს“, მიუხედავად იმისა რომ ხელთა აქვს ცნობა: „მოვიდა ამბავი, ვითარმედ მოსე განვლო ზღუა ისრაელთა“ მაშასადამე, მემატიანემ იცის რომ მცხეთაში მოსული ლტოლვილები, რომლებთაც ურიებს უწოდებს, ქართველების,ე.ი. „ ურიას“ მნიშვნელობა იმ ეპოქის ქართლოსიანთათვის ცნობილია და არამედ დამატებით განმარტებას აღარ ექვემდებარება.
დასკვნა ასეთია: ტერმინი „ურია ანუ „პურია ქართული წარმომავლობისაა და წარმოსდგება ტოპონიმ „ ურიისაგან“ ეს ტერმინი ქართლოსიანთა მხარეში დამკვიდრებულია არა უგვიანეს ძვ. წ, 3500–300 წლებისა იყო პრესტიჟული ზედმეტსახელი და ეძახდნენ იმ ქართველებს, რომლებიც ურში სავაჭროდ დადიოდნენ. ტერმინ ურიაუს ხმარების დამცინავი ფორმა კოლხეტ–იბერიაში მოგვაინებით შემოვიდა.
საბოლოოდ ირკვევა, რომ ურიები ანუ პურიები არიან კავკასიის უძველესი მკვიდრნი და წარმოადგენენ ძირითად შტოს ხეთურ–საბურული მოსახლეობისა. მათი მონათესავენი არიან: ხეთებითაბალები, მუშქები (ძველი მოსხები), ქართები, ტიბარენები და სხვა კოლხეთ ქართულნი ტომები. ძვ. წ. 19 სდაუკუნეში (დაახლოებით 40 საუკუნის წინათ) ისინი გამოვიდნენ პროტოსამშობლოდან – ქართლოსიანთა მიწა–წყლიდან.გამოსვლის უმთავრესი მოტივია მძლავრი სახელმწიფოებისაგან შევიწროება, ველური მომთბარე ტომების თავდესხმები ძარცვა–გლეჯის მიზნით, აგრეთვე შინაური სამოქალაქო ომები, რაც იმ ხანში, როცა სახელმწიფოებრივობა და კანონიერება მყარად ფორმირბული არ იყო, ძალიან ხშირად ხდებოდა და იწვევდა ადგილობრივ მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილს და ეკონომიურ კრიზისს. კავკასიიდან გამოსვლის სემდეგ ხეთურ–სუბარული მოსახლეობის ეს ქართული ტომები თავდაპირველად კაბადოკიის მაღალმთიან ადგილებში დაბანაკებულან, ხოლო მოგვიანებით პიკსოსების, ძველი ებრაული ტომების კვალს დაადგენს, რომლებითაც ლეგენდარული ტარა და აბრაამი მეთაურობდნენ და ეგვიბტისკენ მიისწრაფოდნენ. პალესტინა - ეგვიპტეზე გამავალი სავაჭრო-საქარავნო გზები ჯერ კიდევ მეოთე-მესამე ათასწლეულებში იყო ცნობილი ქართველური ტომებისათვის. ძველ აღქმაში, თავი 14, მოთხრობილია ელამის (მდებარეობდა ზაგროსის მთიანეთში, ბაბილონის მახლობლად) სახელმწიფოს დაპყრობითი ომის შსახებ პალესტინაში მცხოვრებ ხალხთა გაერთიანებებთან, სადაც კარგად სჩანს ქართველური და ებრაული ტომების როგორც სტრატეგიული, ისე ეკონომიური კავშირურთიერთობანი:

2. ქართველ ებრაელთა ფენომენის
გენეზისისათის

ამრიგად, წინარე მსჯელობის საფუძველზე ვფიქრობთ, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში მტკიცედ დამკვიდრებული აზრი, თითქოს ურიები ანუ ჰურიები პირველად 2600 წლის წინათ მოვიდნენ იბერიაში და მანამდე ქართლოსიანთა ადრეულ პოლიტიკურ გაერთიანებებთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონიათ, - არასწორი.
„ქართლის ცხოვრებაში“ ტერმინი „ურია“ ანუ „ჰურია“ არსად არ არის გაიგივებული „ებრაელთან“ ან „ისრაელთან“. ქართული მატიანის დაკვირვებული მკითხველი ადვილად დარწმუნდება, რომ ურიასტანი, იგივე იუდეა, იგივე ხეთბის მცირე სამეფო, იმ ქართველების საცხოვრისია პალესტინაში, რომლებსაც ქართლოსიანები ურიებს ეძახდნენ. აღნიშნულის ნათელსაყოფად მოვიყვან რამდენიმე ამონაწერს „ქართლის ცხოვრებიდან“: „იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბეთლემს ურიასტანისას“, „და განიხარეს ურიათა მცხეთელთა“, „იწყო კეთილის ყოფად ჰურიათა“ და ა.შ. ამგვარად ტერმინი „ურია“ ქართლოსიანთათვის არა მხოლოდ ქართული წარმომავლობის სიტყვაა, არამედ ქართველობის სინონიმიცაა, რის გამოც საქართველოში ამ ტერმინს ებრაელთა დამცირების მიზნით არ ხმარობდნენ (ვინაიდან პროტოქართველები ტერმინ „ურიაში“ არ გულისხმობდნენ ებრაელს ან ისრაელს).
რაც შეეხება „ქართლის ცხოვრების“ მატიანეს, თუ ჩავუღრმავდებით, ადვილადდავრწმუნდებით, რომ „ურია“ ანუ „ჰურია“ და „ურიასტანი“ განსაცვიფრებლად თბილ, მეგობრულ სიახლოვეს ამჟღავნებს „ებრაელის“ და „ისრაელის“ მიმართ, რაც მეტყველებს ამ ორი, ეთნიკურად სხვადასხვა ხალხის უძველეს, მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობაზე.
ერთი სიტყვით, ქართელი კაცის წარმოთქმული “ურია“, კარგი და ცუდი გაგებით იქნებოდა იგი ნახმარი, მიანიშნებდა მის შინაგან ბუნებაზე თუ ხასიათზე, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არა აქვს და არასოდეს არ გამოიყენებოდა იგი სხვა ერის თუ პიროვნების მიმართ დამცირების მიზნით.
„14. და მოისმინა აბრამმა, რომ მისი ნათესავი დატყვევებულია; და გამოიყენა მის სახლში დაბადებული სამას თვრამეტი თავისი აღზრდილი და სდია დანამდის. 15. და განაწილდნენ მათ წინააღმდეგ ღამით ის და მისი მსახურები; და მიაყენეს მათ დარტყმა და სდიეს ხობამდის, რომელიც დამასკოს მარცხნივაა“.
საგულისხმოა, რომ ტოპონიმი „ხობი“ არსებობს მხოლოდ საქართველოში, გვაქვს რაიონული დასახელება „ხობი“ და მდინარე „ხობი“.
ძველი აღთქმის ამავე თავში, ოდნავ ქვემოთ ვკითხულობთ:
„18. და მელქი-ცედეკმა, შალემის მეფემ, გამოიტანა პური და ღვინო; ხოლო ის იყო ქურუმი უზენაესი ღმერთისა. 19. და აკურთხა იგი და თქვა: კურთხეულ აბრაამი უზენაესი ღმერთისაგან, ცისა და დედამიწის გამჩნისაგან. 20. და კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელთ ჩაგაბარა შენი შემვიწროებელნი, და მისცა აბრამმა მას მეათედი ყველაფრიდან“.
მელქი-ცედეკი და მისი ხალხი გაცილებით ადრე არიან გამოსულნი კავკასიიდან ვიდრე ვიდრე მათი მონათესავე ტომები, ჰიკსოსების კვალს რომ დაადგნენ; და ცხოვრობენ პალესტინაში, მკვდარი ზღვის მიდამოებში, სადაც მოგვიანებით ხეთების მცირე სამეფო შეიქმნა.
როგორც წყაროები მეტყველებენ, ასეთი მიგრაციები ეგვიპტისაგან არცთუ იშვიათი იყო, რაც უმეტესწილად ეკონომიური დაინტერესებით იყო გამოწვეული. იქ, კი, ნილოსის ნაპირებზე ახლადმოსული ტომები, ხშირად ნახულობდნენ თავიანთი რასისა დაგვარ-ტომების ხალხს, რომლებიც მათ ენაზე ლაპარაკობდნენ. ირკვევა, რომ კავკასიიდან გამოსული ქართველური ტომები ეგვიპტის მიმართულებით დაძრულ ჰიკსოსებს აღარ გაჰყოლიან, დასტოვეს რა კაპადოკიის მაღალმთიანეთი, გადალახეს ტავრის ხეობა და ჩრდილოეთ სირიისა და კილიკიის გავლით მდინარე იორდანის შუა წელზე შეჩერებულან. სავარაუდოა, რომ ისინი ამ მიდამოებშიშეხვდნენ თავიანთ ენაზე მოლაპარაკე მელქიცედეკის ტომის ხალხს, რის გამოც საბოლოოდ დამკვიდრებულან პალესტინაში, ხუბრონისა და მკვდარი ზღვის მიდამოებში: ეს, რა თქმა უნდა, მოგვიანებით აისახა ბიბლიაში:
„3. და წამოდგა აბრაამი თვისი მიცვალებულის პირისაგან და უთხრა ხეთელებს ასე: 4. ხიზანი და მკვიდრი მცხოვრები ვარ თქვენთან; მომეცით თქვენთან ნაკვეთიი საფლავისათის და დავასაფლავებ ჩემს მიცვალებულს ჩემი პირისაგან. 5. და უპასუხეს ხეთელებმა აბრაჰამს, და უთხრეს მას: მოგვისმინე ბატონო ჩემო, ღმერთის თვადი ხარ ჩენს შორის; ჩენი აკლდამებიდან საუკეთესოში დაკრძლე შენი მიცვალებული;“... „19, ხოლო ამის შემდეგ დაკრძალა აბრამმა მისი ცოლი სარა ,ასფელის მინდვრის მღიმეში, მამრეს, იგივე ხებრონის წინ, ქანაანის ქვეყანაში. 20. ასე გახდა მინდორი და მასზე მდებარე მღვიმე აბრაჰამისა სასაფლაო ნაკვეთდ ხეთელებისგან“ (ძველი აღქმა თავი 23).
ბიბლიის ამ ნაკვეთში ფრიად საყურადღებოა აბრამის ერთი ფრაზა ხეთლებს რომ ეუბნება, „4. ხიზანი და მკვიდრი მცხოვრები ვარ თქვენთან“.
ისმის კითხვა: თუ ხიზანია, მკვიდრი როგორღა იქნება?
უბრალო ამბავია, - ჰიკსოსები, ვიდრე მათთვის ეგვიპტის ფარაონთა სასახლის კარები გაიხსნებოდა, ქანაანში შეჩერდნენ. მათ კვალს კი მიჰყვებოდა კავკასიიდან გამოსული ხეთრ-სუბარული მოსახლეობის მძლავრი განშტოება, რომლებიც ასევე ქანაანში კი შეჩერებულან, მაგრამ შემდეგ ეგვიპტისაგან მიმავალი ჰიკსოსების კვალს აღარ დაადგნენ რადგან ხებრონის მიდამოებში ნახულობენ თავიანთ მონათესავე ტომებს მუდმივად სახლდებიან იქ და დასაბამს აძლევენ ხეთების მცირე სამეფოს ჩამოყალიბებას. ამგვარად აბრაამის ხსენებული ფრაზა ხეთელებისადმი თქმული ასე განიმარტება: „მართალია ახლა შგეხიზნეთ, მაგრამ ქანაანში თქვენზე ადრე ვარ მოსული და დამკვიდრებულიო“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ორი, ეთნიკურად სხვადასხვა ტომის ხალხს შორის ადგილი ჰქონდა გარკვეულ შეთანხმებას, როგორც ეკონომიკური, ისე სტრატეგიული თალსაზრისით.
ბიბლიის კითხვისას, ერთი არ უნდა დავივიწყოთ, იგი არა მარტო ადამის მოდგმის ისტორიაა, არამედ მაღალმხატვრული, უკვდავი ლიტერატურული ძგლია, სადაც თითქმის ყოველი სტროფი ალეგორიული თვალსაზრისითაა გარემოსილი.
აუცილებლობა მოითხოვს პარალელი გავავლოთ სიმონ ყაუხჩიშვილის ერთ დიდებულ მიგნებასთან:
„იგი (პრომეთე) იმ ხალხის ღმერთია, რომელიც ბერძნების მოსვლამდე ცხოვრობდა და რომელიც მაღალი კულტურის მატარებელი იყო“. ე.ი. ძველი მოსახლეობა, რომლებიც ბერძნებს დახვდა მცირე აზიაში და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ლაპარაკობდნენ „ბარბაროსულ“ (უცხო, არაბერძნულ) ენაზე, რის საფუძველზე დასკვნა ასეთია: „ჩვენი მეცნიერების დღევანდელი მიღწევები გვავალებენ ისიც ვთქვათ, რომ ეს ძველი მოსახლეობა მერმინდელი საბერძნეთისა (ე.წ. წინაბერძნული მოსახლეობა) ენათესავება ქართველურ-კავკასიურ ტომებს და პრომეთეს თქმულება, რომელიც ბერძნებში დარჩენილი უძველესი თქმულებათაგანია, მოუთხრობდა სწორედ ახლად მოსული ბერძნების ბრძოლაზე წინაბერძნულ მოსახლეობასთან“.
ახლა ივანე ჯავახიშვილს მოვუსმინოთ:
„პრომეთეოსი ბერძნების თქმულებისამებრ მიჯაჭვული იყო ზევსის ბრძანების თანახმად ჰეფესტოსის მიერ, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ჰეფესტოსი მჭედლების ხელობის შემქმნელად და მჭედლების მფარველად ითვლებოდა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ცოტა არ იყოს მივუხვდეთ იმ სიძულვილის მიზეზს, რომლითაც გამსჭვალილია ამირანი ქართულ ყველა თქმულებათაებრ მჭედლებისადმი“.
ცხადია, რომ მეოთხე-მესამე ათასწლეულში, კავკასიის რეგიონში შქმნილია ფრიად რთული პოლიტიკურ-ეკონომიური ვითრება, რის გამოც ადგილი აქვს ამ ტერიტორიიდან ქართველლურ-ეკონომიკური ვითრება, რის გამოც ადგილი აქვს ამ ტერიტორიებიდან ქართელურ-კავკასიური ტომების მიგრაციის ორი მიმართულებით, - ბალკანეთის ნახევარკუნძულისაკენ და პალესტინა-ეგვიპტისაკენ; აქედან პირველი აისახა ბერძნულ მითოლოგიაში8 ამ ამბების გაშუქება კი ბიზანტიოლოგიაში მომუშავე მკვლევართა საქმეა დაჩვენს შმთვევაში კავკასიიდან ქართველი ტომების შსაძლებელ მიგრირებათ დამადასტურებელი დამატებით წყაროა მხოლოდ; ხოლო, რაც შეხება ქართველურ-კავკასიური ტომების მიგრაციის მეორე მხარეს - პალესტინა-ეგვიპტეს, იგი თვალსაჩნოდ აისახა მოსეს ხუთწიგნეულში; და ვინაიდან ბიბლიის ძველი ქღთქმის შემოქმედის თვალსაწიერში მოქცეულია მისი ნების აღმსრულებელი ხალხი, კერძოდ ებრაელი ერი, უცხადესია, მასში მრავალმხრივად და მასშტაბურად აისახა იმ ხალხთა ისტორია, რომელთაც გარკვეული პოლიტიკურ-ეკონომიური ურთიერთობა აკავშირებდათ ებრაელებთნ; ამ კავშირ-ურთიერთობის მთვარი ძარღვი, ე.წ. მაცოცხლებელი არტერია ღვთის ნებას მიმყოლი ხალხის კვალდაკვალ კავკასიიდან გამოსული ქართველური ანუ ხეთურ-სუბარული ტომებია, ძვ. წ. XIX საუკუნეში პროტოსამშობლოდან რომ გამოვიდნენ „ქართველ ჰურიათა“ სახელწოდებით, რომეკთა მონათესავენი არიან: ხეთები, თბალები, მოსხები, ქართები, კოლხები, ტიბარენები ... ზემოთქმულის თნახმად მათთვის ცნობილი იყო, როგორც პალესტინა-ეგვიპტისაკენ მიმავალი სავაჭრო-საქარავნო გზები, ასევე შუამდინარეთს (ევფრატის და ტიგროსის) სანაოსნო არხები, რომლითც ჩადიოდნენ ქალდეველთა ურში და ბაბილონში, რასაც ადასტურებს ერთი ფრიად მეცნიერული მიგნება.
„ინდოევროპელები, ქართველები და სემიტები იყვნენ მაშასადამე მეოთხე, მესამე ათასწლეულში ის ხალხები წინა აზიაში, რომლებიც მესამე ათასწლეულიდან მოყოლებული სხვადასხვა ტერიტორიაზე შორეულ თუ ახლო მიგრაციების შედეგად ისტორიულად ცნობილ ინდოევროპელებად, ქართველებად და სემიტებად ჩმოყალიბდნენ“ (თ. გამყრელიძ, „ინდოევროპული წინარე და ქართელი ენები“, ა. შნიძ - 100, საიუბილეო კრებული, თილისი, 1987, გვ. 50)
მოსკოვში საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობისას წავაწყდი ასეთ ცნობას:
«Хети, такь же какъ и родственные имъ таблы и мушки, принадлежали, въроятно, къ расъ, населившей Кавказъ плоскогориях Кападокии, они приникли сквозъ ущелия Тавра въ северную Сирию и Киликию. Некоторые племена при этом, увлеченыя во следъ гиксамъ, остановились по среднему течению Иордана, и у береговъ Мертвого моря и там сконцентрировались вокругъ Хеброна, где природный характеръ местности долго служиль имъ защитой отъ нападения соседних народов». (Масперо, «История древного востока», Москва, 1903 г., стр. 178).
გაგრძელება იქნება



--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(1 - 19)
abo
პოსტი Sep 15 2010, 08:50 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



გაგეძელება
მასპეროს სქოლიოში მინიშნებული აქვს ფრანგი ავტორის ე.დ. რუჟეს ციტირება."в одном изъ текстов Тутмозиса III говарится о племени Великих Хети;Южние хетити были.можег быть, тем племень каторое носило у египтянь название малых Хети".
საგულისხმოა, რომ ე. დე რუე - შამპოლიონსა და ლეპსიუსთან ერთად, მეცნიერული ეგვიპტოლოგიის ფუძემდებლად ითვლება.
ზემოთაღნიშნულ რუსულ კონტექსტში ფრაზა: ”Населившей Кавказ” ნიშნავს ”კავკასიის მკვიდრს”, ”поселившись” - ახალმოსახლეს, რაც მყარად მიესადაგება ს. ჯანაშიასეულ კონცეფციას.
ამრიგად, ეგვიპტოლოგიური წყაროების თანახმად, ძვ. წ. XVII-XV საუკუნეებში ქართველურ-კავკასიური ტომები დასაბამს აძლევენ ხეტების ორი - დიდი და მცირე სამეფოების შექმნას. ხეტების დიდი და მცირე სამეფოების შექმნას. ხეტების დიდი სამეფოს არსებობას მტკიცება არ სჭირდება, იგი მოიცავს ორ პერიოდს (ძვ. წ. 1650-1500 წწ. და 1450-1200 წწ.); რაც შეეხება ხეთების მცირე სამეფოს ირკვევა რომ იგი არსებობდა პალესტინაში, მკვდარი ზღვის მიდამოებში, ამის შესახებ ლაპარაკია ეგვიპტის ძლიერი ფარაონის თუტმოს III ერთ-ერთ ტექსტში (ძვ. წ. 1470 წ.); ეს აღნიშნულია კიდევ ძველ აღთქმაში და დატანილია რუქაზე, სადაც ნაჩვენებია წინასწარმეტყველ მოსეს ეგვიპტიდან გამოსვლის გზა.
ისრაელის ძლიერი სახელმწიფოს ბიბლიური მეფე დავითი, რომლის შთამომავლობიდან შემდგომ იშვა ძე ღვთისა იესო ქრისტე. არცთუ უსაფუძვლოდ, მიანიშნებს კიდეც თავისი წარმომავლობის შესახებ ასმეოცე ფსალმუნში:
”5, ვაი მე, რამეთუ ვცხოვრობდი მეშეხთან, ბინა მქონდა კედარის კარვებთან”.
წმიდანი მეფის სინანული ფსალმუნთა ამ ლექსში, გამოწვეულია იმ მოტივით, რომ იგი თავის წინარე სამშობლოში ”მეშეხში” ანუ მესხეთ-ქართლში კერპთაყვანისმცემლური რელიგიის მსახური იყო...
წარმოთქმულის დამადასტურებელია თვით ქართული ისტორიული ცნება, რომელიც წინამდებარე ნაშრომში უკვე ციტირებულია და აუცილებლობის გამო ვიმეორებთ:
”და გამოხდეს ამის შინა ჟამნი მრავალნი, მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალიმი, დამუნით ოტებულნი ურიანი მოვოდეს ქართლს და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა, მისცა და დახსნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქვიან ზანავი”.
ეს ამბავი ხდება ძვ.წ. 603-586 წლებში. სწორედ ამ ხანებში ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა ეგვიპტის დამარცხების შემდგომ, რამდენჯერმე დალაშქრა იუდეა და ბოლოს იუდეის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ბაბილონში ტყვეებად გარეკა; ქალაქი იერუსალიმი უდაბნოდ გადააქციეს, გაძარცვეს, დაწვეს.
აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ იუდეველთა ერთ-ერთი ძლიერი ტომი, რომელიც შემდგომში იწოდება, როგორც ”ჰურიანი ქართლისანი”, მეორე ლაშქრობისთანავე (ძვ.წ. 597 წელი, იაღო იერუსალიმი), დაუყონებლივ ტოვებს იუდას და გეზს იბერიისაკენ, კერძოდ მცხეთისაკენ ირებს.
ქალდეველებმა იუდეა სამჯერ დალაშქრეს; ეს იყო ძვ. წ. 608-602, 598-597 და 587-586 წლები. თანახმად ბიბლიისა წინასწარმეტყველმა იერემიამ ზუსტად გამოიცნო სამივე ლაშქრობის თარიღი და მოსალოდნელი შედეგი. ირკვევა, რომ ის იუდეველნი, რომელნიც შემდეგ იბერიისაკენ მოემარტებიან, გრძნობენ მომაკვდინებელ საფრთხეს, რასაც გარკვეულწილად ამტკიცებს იერემიას წინასწარმეტყველება და სწორედ ამიტომ, ნაბუქოდონოსორის მეორე ლაშქრობის დაწყებამდე, ე.ი. 598 წელს ტოვებენ კიდეც იუდეას (ამ თვალსაზრისს ფრიად დამაჯერებელს ხდის ის ფაქტი, რომ ნაბუქოდონოსორის მესამე ლაშქრობა 587-586 წლებში, თავისი სისატიკით და დამარბეველი ძალით გადარჩენის არავიტარ იმედს არ იძლევა). ლტოლვილთა გადაწყვეტილება გასაგებია. იგი ნაკარნახევი იყო თავის გადარცენის მიზნით, მაგრამ გასაოცარი აქ სხვაა, კერძოდ ის, რომ 597 წელს, ე.ი. რამდენიმე თვეში, ისინი ქართლის სანახებს მოადგებიან:
ლტოლვილთა ასეთი სწრაფი გადაწყვეტილება და მოქმედება, რაც იუდეის დატოვებით და მცხეთაში მისვლით გამოიხატა შეუძლებელია შემთხვევითობას მივაწეროთ. ორი აზრი არ არსებობს, უეჭველია - ლტოლვილები კარგად იცნობენ იბერიას,- იბერიელებს და აქვთ მათთან გარკვეული კავშირურთიერთობა; აქედან გამომდინარე მათი მოქმედების გეგმა წინასწარ მოფიქრებული და გააზრებულია, რადგან კარგად იციან სად მიდიან და ვისთან მიდიან. ლტოლვილები ალალბედს რომ არ არიან მინდიბილნი დასტურდება განაცხადიდან ქათლში ტერიტორიულ დამკვიდრებაზე, რომელსაც ოდნავ პრეტენზიული იერიც დაჰკრავს: ” და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა”, ე.ი. როცა ლტოლვილი იუდეველნი იბერიისაკენ მიმავალ არცთუ უხიფათო გზას ადგებოდნენ მტკიცე იმედი ჰქონდათ, რომ ისინი აქ ხანგრძლივ, შეიძლება თამამად ითქვას,- მუდმივ თავშესაფარს პოვებდნენ; საგულისხმოა, რომ ეს ქართლოსიანებს მშვენივრად ესმით, რაც გამოიხატა მათ ქცევაში, კერძოდ: იმის ნაცვლად, რომ იარაღით განდევნონ თითქოსდა მათთვის ”უცხო ტომის” და ’’უცნობი” ხალხი, პირიქით იქცევიან, აკმაყიფილებენ მატ პრეტენზიას; ” მისცა და დასხნა არაგუსა ზედა წყაროსა”...
რატომ, რა მიზეზით მოიქცეოდნენ ასე ქართლოსიანნი?
განვმარტავ, რომ შიშის ფაქტორი გამორიცხულია, ვინაიდან ძველი ქართველური ტომები,- თაბალები, მუშქები (ძველი მოსხები), ტიბარენები, კოლხები და სხვებიც საკმაოდ ნაცადი მეომრები იყვნენ. ისტორიული ფაქტია,- ასურეთის უსასტიკესმა თვითმპყრობელმა ასურნასირფალ მეორემ, ჯერ კიდევ ძვ. წ. 884-880 წლებში, ძირძველ ქართლოსიანებთან - მუშქებთან (ძველ მოსხებთან ) შებრძოლებას თავი აარიდა და საკმაოდ ძვირფასი ხარკით დაკმაყოფილდა. აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ ურარტუს დიდი სამეფოს (ძვ. წ. VIII-VII საუკუნეები) პოლიტიკური გაერთიანებების შექმნაში, რომელიც ასურეთის აღვირახსნილობას დაუპირისპირდა , ერთ-ერთ მთავარ შტოს ქართველური ტომები, კერძოდ ხეთურ-სუბარული მოსახლეობა წარმოადგენდა. ამდენად, ცხადია, იუდეველ ლტოლვილთა განდევნა ქართლოსიანებისათვის ძნელი არ იქნებოდა, მაგრამ პირიქით კი იქცევიან, ნაცვლად განდევნისა მათ მუდმივთავშესაფარს აძლევენ.
სტუმრის პატივისცემას საქართველოში უძველესი ტრადიციები აქვს; ”სტუმარი ღვთისააო”, ეს გამოთქმა ქართველთა უძველესი კულტურული ტრადიციებიდან მომდინარეობს. ამ სიტყვებს დღეს ყოველი ქართველი კაცის ოჯახში გავიგონებთ, მაგრამ სტუმარსაც გააჩნია და სტუმრობასაც; ხოლო მცხეთის კარებთან მომდგარნი იუდეველნი კი, როგორც მათივე განაცხადიდან ჩანს, არც ერთი თვით, და არც ერთი წლით არ იყვნენ მოსულნი; ანდა რა არის აქ გაუგებარი, მცხეთას მოვიდა სპარს-ქალდეველთაგან დევნილი ხალხი, საკმაოდ მრავალრიცხოვანნი, რომელთაც რატომღაც მტკიცედ სწამდათ, რომ ისინი იბერიაში მუდმივ თავშესაფარს პოვებდნენ და, როგორც ირკვევა, არჩევანში არ შემცდარან, რადგან ქართლოსიანები უყოყმანოდ აკმაყოფილებენ მათ მოთხოვნებს; ასე შეიძლება მოექცეს მხოლოდ ძმას, ანდა ძალიან ახლობელ ნათესავს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მცხეთას მოსული ლტოლვილები ქართლოსიანებისათვის მონათესავე ხალხს წარმოადგენდა; სწორედ მათი მეშვეობით ქართველური ტომები ამყარებენ ისრაელ-იუდეის სახელმწიფოსთან პოლიტიკურ-ეკონომიურ ურთიერთობას ჯერ კიდევ ძვ. წ. XIII-X საუკუნეებში.
ე.ი. ძვ. წ. 598-597 წწ. მცხეთას მოსული ჰურიანი არიან ძველი ქართველური ხეთურ-სუბარული ტომების ერთ-ერთი მძლავრი განშტოება, რომელთა მიგრაცია პროტოსამშობლოდან - ქართლოსიანთა მხრიდან დაწყებულია ძვ. წ. XIX საუკუნეში და უფრო ადრეც, იმ ეპოქებში არსებული ისტორიული ბედუკუღმართობისა გამო და დასახლებულან პალესტინაში, მკვდარი ზღვის მიდამოებში, ხებრონის გარშემო, ”სადაც ადგილმდებარეობის ბუნებრივ პირობებს (მთა-გორებს) ისინი დიდხანს იყენებდნენ თავდაცვის მიზნით მეზობელი ხალხების თავდასხმების დროს”, რაზეც გარკვეული ყურადღებაა გამახვილებული ხსენებულ ეგვიპტოლოგიურ და ბიბლიურ წყაროებში.
ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და შექმნის პროცესში, ხეთების მცირე სამეფო შევიდა მის შემადგენლობაში და მიიღო ებრაული სახელწოდება ”იუდეა”. ამ დღიდან ისინი იწოდებიან იუდეველებად, რამეთუ ჯერ კიდევ მოსეს (ძვ. წ. XIV-XIII სს). დროს მიიღეს თორა ( ძვ, აღთქმა) და ამასთან იუდისტური სარწმუნოებაც, რის გამოც იუდეველი ანუ ურიასტანელი ქართველები მიიჩნევდნენ, რომ წარმოშვებით ებრაელები იყვნენ; მიუხედავად ამისა, თავიანთ წარმომავლობას ისინი არ მალავდნენ რამეთუ ” ქართლის ცხოვრებაში” იწოდებიან ურიებად, ჰურიებად, ურისტანელებად, რაც მათი ქართველობის მაჩვენებელია.
საყურადღებოა, რომ ისრაელის გაერთიანებული სახელმწიფოს პირველი მეფის საულის დაღუპვის შემდგომ, სამეფო ტახტზე ადის არა მისი შვილი იშბაალი (იგი მეფედ არ ცნო იუდას ტომმა), არამედ- დავითი, რომელიც თვითონ იყო იუდას ტომიდან. ახლა თუ გავისიგრძეგანებთ ამ წმინდანი მეფის წარმოთქმულს, რომ იგი წარმოშვებით ”მეშეხიდან” ანუ მესხეთ-ქართლიდან არის და ამასთანავე გავითვალისწინებთ ” ჰურიათა ქართველთა” წარმომავლობას, ადვილი მისახვედრი იქნება, თუ რატომ მიიჩნევდნენ ქართველი ბაგრატოვანი მეფეები თავიანთ თავს ბიბლიური დავითის შთამომავლებად.
დასკვნა
„ურია“ ანუ „ჰურია“ არის უძველესი ქართული წარმომავლობის სიტყვა, ხოლო თვითონ ჰურიანნი უძველესი ქართველური ტომები.
ვინაიდან ქართლოსიანთა ძველ პოლიტიკურ გაერთიანებაში ათ მცნებას იცნობდნენ ჯერ კიდევ ძვ.წ. XII საუკუნეში– იუდეაში დამკვიდრებული ხეთურ–სუბარული განშტოების ქართველური ტომების ანუ ჰურიათა მეშვეობით, ისინი, ქართლოსიანნი გათვითცნობირებულნი იქნებოდნენ ფინიკურ–ებრაულ ანბანურ სისტემაში, რასაც ამოწმებს კიდეც თეიმურაზ ბატონიშვილის ნაქონი ანტონ კათალიკოსის „მატიანე შემეცნებათა“. აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ ქართლის განმანათლებელი ნინო თავდაპირველად ქრისტეს სჯულს ქადაგებს არაქართველთა, არამედ ებრაელთა წრეში, რომელიც ისტორიულად უფრო მომზადებული იყო ახალი აღთქმის მისაღებად (მ. ლორთქიფანიძე,” რელიგიური მოქცევა: ”ლეგენდა და სინამდვილე”, ”ლიტერატურული საქართველო” 29 ივლისი, 1988).
ეს დებულებანი კი ზემოთქმულის გათვალსაწიერების საფუძველზე წინაპირობაა მისა, რომ ქართული ასოთმთავრული ანბანი იქმნებოდა ფინიკიურ-ებრაული ასო-ნიშნების ამოყალიბების პარალელურად და თავისთავად, რომლის საბოლოო გრაფიკული გამოსახვა დასრულებული იქნებოდა არა უგვიანეს ძვ. წ. XI საუკუნისა.
3. რადგან სემიტური თანადროულ ენათმეცნიერებაში ითვლება კონსონანტურ-სილაბურ დამწერლობად, ამდენად წერის ანბანური სისტემა თავდაპირველად, თავისუფალი შემოქმედებითი აქტის შედეგად განხორციელებულ იქნა ქართულ წერით სისტემაში ფინიკია-ისრაელის სახელმწიფოებთან პირველი ქართული პოლიტიკური გაერთიანების- ქართლის, კახეთის, კოლხეთის კულტურულ-ეკონომიური ურთიერთობების საფუძველზე.
4. ზემოთქმულის დადსტურებას წარმოადგენს ბერძნულიდან გადმოქართულებული სიტყვა ”დევტალარი”. სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით გადმოცემულ ”ქართლის ცხოვრებაში” (1955 წ. გვ. 47), ვკითხულობთ, რომ ეს სიტყვა თავდაპირველად გვხვდება ”მოქცევაი ქართლისაის” ტექსტში და ქართულში შემოსულია ქრისტეს შემდგომ ბერძნული სიტყვიდან ”დევტეროტი”, რაც ნიშნავს მონასტერში მომსახურე მაღალი თანამდებობის პირსო; მაგალითად, წმინდა ნინოს ბიძა (დედის ძმა) იობანელი იერუსალიმში მოღვაწეობდა, ჯერ ყოფილა დევტალარად, ხოლო შემდეგ პატრიარქობა მიუღია.
ჩემის მტკიცებით კი სიტყვა ”დევტალარი”(ნიშნავს აგრეთვე ებრაელთა თორას განმმარტებელს ანუ რაბინს, ებრაელთა სარვთო წერილის სწავლებას) ქართულ მეტყველებაში დამკვიდრებულია ქრისტიანობის შემოსვლამდე, არაუგვიანეს ძველი წელთაღრიცხვის IV-III საუკუნეებში, რაც აძლიერებს იმ აზრს, რომ ქართველები ძველ აღთქმას მიიჩნევდნენ საკუთარ მწიგნობრობად, რომლის დიდი ავტორიტეტი, სხვა დამაბრკოლებელ ფაქტორებთან ერთად, ხელს უშლიდა ქართული მწიგნობრობის მრავალმხრივ განვითარებას და იგი თაობიდან თაობას გადაეცემოდა ზეპირსიტყვიერების სახით ფარნავაზამდე, რომელმაც ქართული დააკანონა სახელმწიფო ენად და მწიგნობრობად.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Sep 16 2010, 03:14 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



abo
კარგი ნაშრომია ბოლომდე წავიკითხე..
ჰო მოსე სამხედრო სტარტეგი იყო და საკმაოდ ძლიერი ჯარიც ყავდა.. აბა მე თქვენ გეტყვით 40 წელი უდაბნოში დაბოდიალობდა სულაც არა.. ჯარს წვრთნიდა და ომებს იხდია ვოტ ტაკ


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 16 2010, 04:23 PM
პოსტი #4


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ღმერთო რა სირცხვილია, რა სირცხვილი!
ურო ჩამარტყი ღმერთო...

ციტატა
ძვ. წ. XVII-XV საუკუნეებში ქართველურ-კავკასიური ტომები დასაბამს აძლევენ ხეტების ორი - დიდი და მცირე სამეფოების შექმნას. ხეტების დიდი და მცირე სამეფოების შექმნას

გიორგაძის "ათასი ღვთაების ქვეყანა" წაიკითხეთ.
ხეთების ეთნოსი ჩამოყალიბდა ნესიტური (ინდოევროპული) ტომებისა და ხათის (ანატოლიის ავტოხთონი) ეთნოსის ნარევის საფუძველზე smile.gif

პალესტინა და ხეთების მცირე სამეფო?
რა სისულელეა, ნებისმიერ ხეთოლოგს რომ უთხრა, დაგცინებს smile.gif სირია მაინც გეთქვათ, სირიის გამო ხეთებსა და ეგვიპტელებს დაკადაკა ჰქონდათ : )

ძალიან ცუდი სტატია, ძალიან ცუდი : )

ციტატა
საყურადღებოა, რომ ისრაელის გაერთიანებული სახელმწიფოს პირველი მეფის საულის დაღუპვის შემდგომ, სამეფო ტახტზე ადის არა მისი შვილი იშბაალი (იგი მეფედ არ ცნო იუდას ტომმა), არამედ- დავითი, რომელიც თვითონ იყო იუდას ტომიდან.


სამეფო ტახტზე ადის სწორედ რომ იშბაალი, მაგრამ ორ წელიწადში მოკლავენ და მერე ადის დავითი : )
http://en.wikipedia.org/wiki/Ish-bosheth


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Sep 16 2010, 07:39 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



ქევანა
ციტატა
ძალიან ცუდი სტატია, ძალიან ცუდი : )

ჰაჰ, რა კაი ხარ biggrin.gif რაღაც გამახსენდაbiggrin.gif


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Sep 17 2010, 02:15 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ქევანა
ციტატა
ღმერთო რა სირცხვილია, რა სირცხვილი!
ურო ჩამარტყი ღმერთო...

აზრის ასე გამოხატვა უფრო სირცხვილია.
ციტატა
ძვ. წ. XVII-XV საუკუნეებში ქართველურ-კავკასიური ტომები დასაბამს აძლევენ ხეტების ორი - დიდი და მცირე სამეფოების შექმნას. ხეტების დიდი და მცირე სამეფოების შექმნას

შენ ამ წინადადებას თვლი სისულელედ რომელზედაც ყველა ხეთოლოგი დაცინებს ავტორს? (ისე მე რომ მომმართავ ნაშრომი იაკობ პაპიაშვილისაა).
საუბედუროდ კოპირების დროს გამომრჩა და ბოდიშის მოხდით ჩავამატე ზუსტად ის გამორჩენილი, რომელსაც თუ წაიკითხავ აზრს შეიცვლი როგორც მცდარს.
მასპეროს სქოლიოში მინიშნებული აქვს ფრანგი ავტორის ე.დ. რუჟეს ციტირება."в одном изъ текстов Тутмозиса III говарится о племени Великих Хети;Южние хетити были.можег быть, тем племень каторое носило у египтянь название малых Хети".
საგულისხმოა, რომ ე. დე რუე - შამპოლიონსა და ლეპსიუსთან ერთად, მეცნიერული ეგვიპტოლოგიის ფუძემდებლად ითვლება.
ნახე თურმე თუტმოს III -ის სარკოფაგში ნაწერს და ეგვიპტოლოგიის ერთერთ ფუძემდებელს-რუჟეს არ უნდა დაუჯეროთ და შენ კი ?

ციტატა
ხეთების ეთნოსი ჩამოყალიბდა ნესიტური (ინდოევროპული) ტომებისა და ხათის (ანატოლიის ავტოხთონი) ეთნოსის ნარევის საფუძველზე

ამაზე გიპასუხა მასპერომ, თუტმოს III-მ და რუჟემ ( შეგიძლია განმეორებით გადაავლო თვალი).
ციტატა
სირია მაინც გეთქვათ, სირიის გამო ხეთებსა და ეგვიპტელებს დაკადაკა ჰქონდათ : )

მე რა ვთქვი ძმისშვილო რას მაბრალებ. ხეთებს და ეგვიპტელებს დაულეწიათ ასემც უქნიათ ერთმანეთი. აქ მაგი რა შუაშია, მაგრამ მაგ ეგვიპტელებიც რომ ხეთების ავტორისეუილ წარმომავლობას ამტკიცებს?
ციტატა
носило у египтянь название малых Хети".
ეგვიპტელები ეომებოდენ ხეთებს და არ იცოდენ მათი წარმომავლობა?რომ ხეთების მცირე სამეფო არსებობდა ქებრონში?

ციტატა
სამეფო ტახტზე ადის სწორედ რომ იშბაალი, მაგრამ ორ წელიწადში მოკლავენ და მერე ადის დავითი

არ არის მასე ქევან და ნუ ხარ დარწმუნებული ასე ჯიუტად ...
მეორე მეფეთა:
თავი მეორე :
1ამ ამბის შემდეგ იყო, რომ დაეკითხა უფალს დავითი :შევიდე თუ არა იუდას რომელიმე ქალაქში? მიუგო უფალმა:შედი .თქვა უფალმა სად შევიდე? მიუგო: ხებრონში.
(აი სწორედ ხებრონში იყო ხეთების მცირე სამეფო. ციტატა ჩემია)
4 მოვიდნენ იუდაელნი და სცხეს დავითი მეფედ იუდას სახლზე. ამასობაში შეატყობიეს დავითს, რომ გალაადის იაბეშელებს დაუმარხავთ საული.

..............................
9 და გაამეფა გალაადზე,აშურელებზე, იზრეყელზე, ეფრემზე , ბენიამინზე და სრულიად ისრაელზე.
იშბოშეთზეა (იშბაალი)ეს საუბარი. ნახე თურმე თითქმის მთელ ტერიტორიაზე იშბაალი გამეფდა მაგრამ ასევე გამეფდა იმ წითშივე დავითიც, მხოლოდ ხებრონში არსებული ხეთების მცირე სახელწიფოში იუდეაში სადაც იმეფა 7 წელი და 6 თვე. მართალია იშბალიი 2 წელიწადში მოკლეს ძმებმა რექამა და ბაყანამ რომლებიც ამისათვის დავითმა სიკვდილით დასაჯა.
თავი მეხუთე:
1მოვიდა ისრაელის ყველა შტო დავითთან ხებრონს და ასე უთხრეს აჰა შენი ძვალი და ხორცი ვართ ყველანი.
2 წინათაც როცა საული მეფობდა ჩვენზე, შენ მიგყავდა ისრაელი, შენ გითხრა უფალმა: შენ უნდა მწყემსო ჩემი ერი ისრაელი, შენ უნდა იყო ისრაელის წინამძღოლი.
ასე იყო ეს ამბავი თუ სიმართლე გინდა. ვიკის ინფო კი ძმისშვილო ვაიმეცნიერების შედგენილია უმეტესად და სანდო არ არის.


ისე ქევან ამ ნაშრომს რომ კითხულობდი ვერ დაეჭვდი იმაში რომ ავტორს რა კოლოსალური სამუშაო აქვს ჩატარებული ამ ყველაფრის კვლევისათვის და სისულელეს რომ არ დაწერდა? მარა შენ გიყვარს შრომების დაწუნება შეგატყვე.
აბო?


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Sep 17 2010, 09:47 AM
პოსტი #7


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აზრის ასე გამოხატვა უფრო სირცხვილია

ამ სისულელის თეორიაში დაშვებაც სტატიის ავტორის მიერ (და არა თქვენ-ბატონო აბო) იმდენად დიდი სირცხვილია, რომ კამათადაც არ ღირს!
შევეშვათ ამ ეროვნულ ნაციონალიზმს!
ეკლესიის მიერ დაგმობილია ეთნოფილეტიზმი!
ეკლესია მუდამ ასწავლიდა რომ აბრაამიდან უფლის ჩათვლით ყველანი ებრაელები იყვნენ და სულაც არაა სხვაობა ეკლესიაში ვინ რომელი ერისაა, აკი ბაბილონის გოდოლამდე ყველანი ერთი ერი ვიყავით და ქრისტეში ერთი გავხდით: არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ
დავიზეპიროთ პავლეს ეს შეგონება ერთხელ და სამუდამოდ!
იხარეთ;
კაიროსი!
პ.ს.
მე მეტს აქ არ დავწერ, რადგან ამ აბსურდზე და მეტიც მწვალებლობაზე უკვე საკმაოდ დაიწერა, ფრთხილად მწვალებლობაა!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 17 2010, 09:50 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ა ვი ზნაიტე ჩტო ერევან ასნოვან ნა მნოგო რანშე ჩემ ნა სამამ დელე ?


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Sep 17 2010, 02:58 PM
პოსტი #9


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



აი ეგ მინდოდა მეთქვა, რომ სასომხეთიდან მოდის ცივილიზაცია და ყველა სხვა კვლევა ბათილია.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Sep 17 2010, 04:25 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
იბეჭდება ავტორის დაჟინებული თხოვნით


აქ რა იგულისხმება ?


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Sep 17 2010, 04:44 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



KAIROS
ციტატა
ეკლესია მუდამ ასწავლიდა რომ აბრაამიდან უფლის ჩათვლით ყველანი ებრაელები იყვნენ და სულაც არაა სხვაობა ეკლესიაში ვინ რომელი ერისაა,

რა თქმა უნდა მეც მაგ აზრის ვარ, მაგრამ შრომა მაინც წავიკითხე, და წავიკითხე დიდი კრიტიკული პოზიციიდან. ვეცადე კვლევაში უზუსტობა ან ხარვეზი აღმომეჩინა და მყარი პოზიციიდან დამეგმო ეს თეორია. მიუხედავად ჩემი მცდელობისა რაიმე არგუმენტი მეპოვა თეორიის გასაბათილებლად, უშედეგო აღმოჩდა. ამ თემის გახსნაც იმით იყო გამოწვეული, იქნებ ვინმეს მაინც ეპოვა კონტრარგუმენტი.
ეკლესიის აზრი ხომ ცნობილია ამ საკითხის შესახებ, მაგრამ წამსვე მახსენდება - არ არსებობს დაფარული რაც არ გაცხადდესო. იქნებ მართლა გაიღვიძა ლაზარემ და დაფარულების გამჟღავნების დროც დადგა? მე ახლაც ვცდილობ არ დავიჯერო, მაგრამ ამ არდაჯერებასაც ხომ არგუმენტი უნდა.არ მჯერავს, მაგრამ კითხვაზე რატომ? პასუხი არ მაქვს.
აბო


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Sep 17 2010, 05:04 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ციტატა(Iona @ Sep 17 2010, 05:25 PM) *

აქ რა იგულისხმება ?


ეს ნაშრომი მრავალი წელია ტაბუდადებულია გარკვეული ძალების მიერ, მოტივით ებრაელი ერი შეურაცყოფილად იგრძნობს თავს და ურთიერთობას გაგვიფუჭებსო. ერთადერთი შემთხვევა როცა ის დაბეჭდა 1991წელი იყო ეს გამსახურდიას პერიოდია, აი სწორედ ამ დროს იბეჭდება ავტორის დაჟინებული თხოვნით. ამის შემდეგ თეორია ისევ მივიწყებას მიეცა.
აქვე დავამატებ თურმე ეს ყველაფერი ებრაელი ერისათვის ჩვენამდეც ყოფილა ცნობილი, ამიტომ ისინი ქართველებს მათთვის ყველაზე ახლობელ ხალხად მიიჩნევენ, მაგრამ ამავე დროს ასაიდუმლოებენ.
არ დაინტერესებულა ვინმე რატომ ქონდა მხოლოდ ქართველს ერუშალაიმში ცხენით და დროშით შესვლის პრივილეგიური უფლება?
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 17 2010, 05:26 PM
პოსტი #13


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
შენ ამ წინადადებას თვლი სისულელედ რომელზედაც ყველა ხეთოლოგი დაცინებს ავტორს? (ისე მე რომ მომმართავ ნაშრომი იაკობ პაპიაშვილისაა).
საუბედუროდ კოპირების დროს გამომრჩა და ბოდიშის მოხდით ჩავამატე ზუსტად ის გამორჩენილი, რომელსაც თუ წაიკითხავ აზრს შეიცვლი როგორც მცდარს.
მასპეროს სქოლიოში მინიშნებული აქვს ფრანგი ავტორის ე.დ. რუჟეს ციტირება."в одном изъ текстов Тутмозиса III говарится о племени Великих Хети;Южние хетити были.можег быть, тем племень каторое носило у египтянь название малых Хети".


რა ხეთების მცირე სამეფო? რუჟეს ეგ ნაშრომი სრულად მინდა smile.gif დარწმუნებული ვარ შეცდომითაა გაგებული.

ხეთების სამეფო ჩამოყალიბდა ანატოლიაში და დედაქალაქი იყო ხათუსა.
ვიმეორებ: პალესტინაში არანაირი ხეთების სამეფო არ არსებობდა smile.gif

ციტატა
ეგვიპტოლოგიის ერთერთ ფუძემდებელს-რუჟეს არ უნდა დაუჯეროთ და შენ კი ?

ეგვიპტოლოგი არ ვიცი მე.
საქმე ეხება ხეთებს და მე ვეყრდნობი ხეთოლოგების ნაშრომებს smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 17 2010, 05:44 PM
პოსტი #14


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ეგვიპტელები ეომებოდენ ხეთებს და არ იცოდენ მათი წარმომავლობა?რომ ხეთების მცირე სამეფო არსებობდა ქებრონში?

ხეთების მცირე სამეფო არ არსებობდა smile.gif
კარგად გადახედეთ ხეთების ისტორიას ხეთოლოგების ნაშრომების მიხედვით.
იყო პერიოდები: ძველი სამეფო, შუა სამეფო, ახალი სამეფო.
დედაქალაქი იყო ხათუსა.

ახლა მთავარი:
დავანებოთ თავი ამ ხეთებს და
ქრისტეს არაებრაელობას ამტკიცებთ ებრაული წესით, ანუ დედის მხრივ?
ეს როგორ გავიგოთ?

Евангелия от Луки говорит, что Мария была еврейкой. Мать Иисуса была родственницей Елисаветы (Лк.1:36), матери Иоанна Крестителя, а Елисавета была из рода Ааронова (Лк.1:5) — из главного левитского рода.

მეორეც, დაწერეს რომ ეს არის მკრეხელობა. რატომ იჯერებთ მკრეხელობას?


თუ უახლოეს მომავალში ამ თემაზე საუბარი არ შეწყდება, მე როგორც ადმინისტრაციის წევრი მოვითხოვ ეს თემა დაიხუროს smile.gif
ფორუმის წესდების მიხედვით, ერესი და მწვალობლობა ფორუმზე დაუშვებელია
smile.gif

წესებიდან:
ციტატა
2. ფორუმის წევრი მოვალეა:
ა) პატივი-სცეს მართლმადიდებლობას
, მართლმადიდებელ ეკლესიას, მის პატრიარქებსა და სასულიერო იერარქიას.


ამავე თავიდან ქვემოთ მოცემული მუხლის თანახმად
ციტატა
ლ) მოითმინოს ნებისმიერი მაპროვოცირებელი გამოწვევა თუ ის პირადად მისი მისამართითაა და არ ეხება ფორუმს, საჯაროდ არ გაარკვიოს თავისი პრობლემა, არამედ პირადი მიმოწერის საშუალებით.

მე არ გავჩუმდები smile.gif

ეს თემა რას ემსახურება არ მესმის. ღმერთის ნაციონალური კუთვნილების განსაზღვრა უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანის გონების და საღი აზრის საზომი?

პ.ს.
ციტატა
. მიუხედავად ჩემი მცდელობისა რაიმე არგუმენტი მეპოვა თეორიის გასაბათილებლად, უშედეგო აღმოჩდა. ამ თემის გახსნაც იმით იყო გამოწვეული, იქნებ ვინმეს მაინც ეპოვა კონტრარგუმენტი.

ძალიან გამიკვირდა არგუმენტი რომ ვერ იპოვეთ, smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Sep 17 2010, 07:18 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ქევანა
რუსული კითხვა იცი?
1
ციტატა
носило у египтянь название малых Хети".

2მასპერო-
ციტატა
«Хети, такь же какъ и родственные имъ таблы и мушки, принадлежали, въроятно, къ расъ, населившей Кавказъ плоскогориях Кападокии,

3 იგივე წერია თუტმოს III აკლდამის გახსნის დროს ნაპოვნ ხელნაწერებში.
4
ციტატა
ქართველთა წინაპარი ტომები თაბალები და მუშქები (ძველი მოსხები, მესხები იგივე ქართები, ბიბლიური „მეშეხი“) რომ არიან, მინიშნებულია პირველი საუკუნის მწერლის იოსებ ფლავიუსის წიგნში „მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელისტყაობანი“ (იხ. გეორგიკა I, გვ. 27); ამ საკითხზე XIX საუკუნის პირველ ნახევარშიყურადღებას ამახვილებს თეიმურაზ ბატონიშვილი; ეს იდეა განავითარა სიმონ ჯანაშიამ; მისი აზრით ხეთურ – სუბარული ტომები ჯერ კიდევ ექვსიათასი წლის წინათ სახლობდნენ წინა აზიასა და სამხრეთ ევროპაში.


მე მგონი ეს არგუმენტები საკმარისია

კიდევ იმას გეტყვი რომ შენგან ნახსენები ანატოლია ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაა და ისიც ცნობილია რომ იქ ხეთები ცხოვრობდნენ, ხოლო ხეთები კი ქართველური ტომის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც ტავრის ხეობის გადალახვით მიაღწიეს კილიკიას და სირიასო, რის შემდეგ მდ. იორდანეს შუა წელში ქალაქ ხეფრონში გაჩერდნენ და იქ შექმნენ მცირე სახელმწიფო რომელიც შემდეგისათვის იუდეას სახელით არის ცნობილიო და მასში ბეთლემიც შედიოდაო საიდანაც იყო წარმოშობით დავით მეფეო.
ეს ქევან თუ გინდა დაიჯერე და თუ არ გჯერავს, რატომ ის გამარკვიე.
აქ ძირითადი აზრი რუსული ნაწერიდან არის და ეტყობა კარგად ვერ გაარკვიე. ამიტომ გადაგითარგმნე უხეშად.
და ეს შენგან ნახსენები ხეთოლოგები მაინტერესებს ვინ არიან გვარებს ვერ დაასახელებ? ან მიგვითითე სად წერენ რამეს. ან შენ დადევი რასაც ამბობ იმის წყარო. მაგ ხეთოლოგები შეიძლება იმასაც ამბობენ ხეთები ქართველები არ არიანო.
ციტატა
„ქართლის ცხოვრებაში“ (1955 წ. გვ. 10) ვკითხულობთ, რომ მცხეთოსმა თავის უმცროს ვაჟს ჯავახისს მისცა ტერიტორია „ფანავრიგთან ვიდრე თავადმდე მტკურისა. და ამან ჯავახოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: წუნდა და ქალაქი არტანისა, რომელსა მაშინ ერქუა ქაჯთა ქალაქი, ხოლო აწ ჰქვან ჰური.“

ნახე ქევან შენ ნახსენებ ანატოლიაში როდის ცხოვრობდნენ ქართლოსიანთა შთამომავლები, მათ შორის ხეთები? ან ქაჯთა ციხის აღება ხომ არ გახსენებს ვეფხისტყაოსანს?
კარგია რომ ჩემსავით კრიტიკულად უდგები ყველა სიახლეს, მაგრამ როცა არგუმენტულად მოდის ინფორმაცია და მაინც არ გჯერავს, ასეთ ადამიანს სხვა სახელი ქვია.
ახლა მცირე გეოგრაფიული ექსკურსი: შენ ბრძანე დიდი ომები ქონდა ეგვიპტელებს ხეთებთანო. მოგეხსენება, რომ ეგვიპტიდან ხეთების დიდი სამეფო იმდენად შორს იქნებოდა რომ მათ საერთო არაფერი არ უნდა ჰქონოდათ, შუაში ხომ მთელი რიგი ქვეყნებია იორდანია, სირია, ისრაელი კილიკია და სხვა, მათ წესით საერთო არაფერი არ უნდა ჰქონოდათ რატომ ქონდათ ხელჩართული ომები? იმიტომ რომ ხეფრონი, მდ.იორდანე და ხეთების მცირე სახელმწიფო (თუ ის არსებობდა, ზუსტად მაგ სტრატეგიას კვეთავს. სწორედ მაგიტომაა სარწმუნო ხეფრონში ხეთების მცირე სახელმწიფოს (შემდგომში იუდეა) არსებობა თავი რომ დავანებოთ თუტმოსIII , მასპეროს, რუჟეს, ფლავიუსის და სხვათა შრომებს.
იქ ზემოდ სადღაც წერდი ხეთები ანატოლიის და ინდოევროპული ხალხის სინთეზით არის მიღებულიო. სინამდვილეში კი ანატოლია უკვე იყო ხეთებით დასახლებული არეალი. ეს ჯერ კიდევ მანამდე სანამ მოსე რჯულს მიიღებდა, ხოლო მაგ დროისათვის კი უკვე ევფრატზე თუ ტიგროსსზე გაშენებული ქალაქ ჰურის გავლით ეგვიპტემდეც აღწევდნენ ქართლოსიანელები. და თუ რამე ომი იქნებოდა მათ შორის, ეს ხეთების მცირე სახელმწიფოსთან ექნებოდათ, როგორც მეზობელ ტომებს. აკი აღნიშნავენ კიდეც ეგვიპტელები:каторое носило у египтянь название малых Хети". თარგმანში- "რომელსაც ეგვიპტელები უწოდებდენ მცირე ხეთებს"კიდევ გაგიმეორებ ეგვიპტელები არ იყო ის ხალხი არ ცოდნოდათ ვის ეომებოდნენ და რა ერქვა ამ ხალხს.



--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Sep 17 2010, 10:30 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ქევანა

ციტატა
რა ხეთების მცირე სამეფო? რუჟეს ეგ ნაშრომი სრულად მინდა

მე ნამდვილად არა მაქვს. ისე აუცილებლად იქნება.
ციტატა
დარწმუნებული ვარ შეცდომითაა გაგებული.

მასპერომ ვერ გაიგო რუჟე რას წერდა? ორივე ხომ ეგვიპტოლოგი და ხეთოლოგი იყო.
ციტატა
ხეთების სამეფო ჩამოყალიბდა ანატოლიაში და დედაქალაქი იყო ხათუსა.

კი ბატონო გეთანხმები მასეა. იმიტომ არის ჩვენთან ხეთაც და ხათუსიც, მაგრამ აქ მცირე სამეფოზეა საუბარი:
ციტატა
ამრიგად, ეგვიპტოლოგიური წყაროების თანახმად, ძვ. წ. XVII-XV საუკუნეებში ქართველურ-კავკასიური ტომები დასაბამს აძლევენ ხეტების ორი - დიდი და მცირე სამეფოების შექმნას. ხეტების დიდი და მცირე სამეფოების შექმნას. ხეტების დიდი სამეფოს არსებობას მტკიცება არ სჭირდება, იგი მოიცავს ორ პერიოდს (ძვ. წ. 1650-1500 წწ. და 1450-1200 წწ.); რაც შეეხება ხეთების მცირე სამეფოს ირკვევა რომ იგი არსებობდა პალესტინაში, მკვდარი ზღვის მიდამოებში, ამის შესახებ ლაპარაკია ეგვიპტის ძლიერი ფარაონის თუტმოს III ერთ-ერთ ტექსტში (ძვ. წ. 1470 წ.); ეს აღნიშნულია კიდევ ძველ აღთქმაში და დატანილია რუქაზე, სადაც ნაჩვენებია წინასწარმეტყველ მოსეს ეგვიპტიდან გამოსვლის გზა.

ციტატა
ახლა მთავარი:
დავანებოთ თავი ამ ხეთებს და
ქრისტეს არაებრაელობას ამტკიცებთ ებრაული წესით, ანუ დედის მხრივ?
ეს როგორ გავიგოთ?

მაგი მეც ვერ გავიგე. რამის მტკიცებას რატომ მაჩეჩებ. მხარე-დედისაა თუ მამის არ ვიცი. მე იგი მაინტერესებს მკვლევარი როგორ ჩავჭრა.
ციტატა
მეორეც, დაწერეს რომ ეს არის მკრეხელობა.

ეს თეოლოგია არაა ეს მეცნიერებათა კომლექსის- ისრორიის,არქეოლოგიის, ენათმეცნიერების და სხვა მეცნიერებების კვლევათა შედეგის ერთობლიობა. რომელზედაც ამბობს ეს კაცი რომ ასეაო. თუ არა თუთმოს III-ს სარკოფაგში საერთოდ ეწერა რამე? მე ისიც არ ვიცი. არც მასპეროა ჩემთვის ცნობილი და არც რუჟე. შამპოლიონი კი ნამდვილად ვიცი
ისტორია- ენათმეცნიერებას (სწორ არგუმენტებზე აგებული კვლევის შედეგებს) ეკლესია მკრეხელობას არასოდეს უწოდებდა.


დაჯერებით მე კი არ ვიჯერებ, მეცინება რომ ვცდილობ და ვერ უარყოფ, ისეთი არგუმენტები აქვს. ეს პაპირუსები მაინც სად ნახა

ციტატა
თუ უახლოეს მომავალში ამ თემაზე საუბარი არ შეწყდება, მე როგორც ადმინისტრაციის წევრი მოვითხოვ ეს თემა დაიხუროს smile.gif

არგუმენტს რას დაასახელებ? მწვალებლობა კიდეც რომ დააბრალო, მასზე მიუღებელი თემების რაოდენობას გაჩვენებ თუ გინდა.
ციტატა

მე არ გავჩუმდები

და რა ერქმევა სახელი მაგას.
ციტატა
ეს თემა რას ემსახურება არ მესმის. ღმერთის ნაციონალური კუთვნილების განსაზღვრა უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანის გონების და საღი აზრის საზომი?

შე მგონი ეჭვი არ გეპარება, რომ არ მეშლება რა უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანის გონების და საღი აზრის საზომი და გეტყვი: ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ღმერთი რა ეროვნებისაა. ბავშვობაში მრავალი ათეული წლის წინ ვიძახოდი ღმერთს ეროვნება არა აქვსო.. ისიც ვიცი უფალი ებრაული ტომიდან რომ იყო, მაგრამ მეცნიერული კვლევების რომლის ავტორები სულ არ არიან ქართველები, თავმოყრით და ანალიზით, ეს სხვათა შორის ებრაელი მეცნიერი მივიდა ამ დასკვნამდე და დაბეჭდა მნათობში. რაა აქ მკრეხელობა. თუთმოსი რუჟე თუ მასპერო, თუ ისაა მკრეხელობა დავითმა რომ თქვა : ღმერთო შემინდე მეშეხში რომ ვცხოვრობდი კედარის კარავში, მაშინ რომ კერპთაყვანისმცემელი ვიყავიო.. ეს თუა მკრეხელობა არ ვიცი და მეტი მაგ კვლევებში მრავალი ათეული და ასეული წლის წინ დადგენილი არგუმენტებია.
ციტატა
ძალიან გამიკვირდა არგუმენტი რომ ვერ იპოვეთ,

ხო ვერ ვიპოვე ქევან და იქნებ სხვამ იპოვოსთქო მაგას არ ვამბობ? დამეხმარე, თუ არა და მერე ცოტას გიკარნახებ, სად აქვს ჩემის აზრით ბზარი. მე აქაურებიდან მაინტერესებს აზრები, თუკი ვინმეს აქვს ამ თემის ირგვლივ.
და შენ მიზანი გაინტერესებდა ხომ ქევან თემის გახსნის: აი ეს იყო მიზანი ვინ იცის კითხვა სტატიის, მერე ვინ როგორ ანალიზსს უკეთებს, ვინ როგორ რეაგირებს ანალიზის შედეგებზე: საეჭვოზე, ნამდვილზე და ცრუზე. არც ახლა არ გაჩუმდები ქევან? იძახი არ გავჩუმდებიოდა ნუ გაჩუმდები, უფალმა ნუ გაგაჩუმოს ერთი 80 წელი და გეყოფა ჩემო მოყვასო.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 18 2010, 02:56 PM
პოსტი #17


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მე ვფიქრობ რომ აღნიშნული ინტერპრეტაცია სრული აბსურდია. თუმცა ამას ჩემი ფიქრი რად უნდა, როცა აშკარა გენეოლოგია გვაქვს მოცემული ახალ აღთქმაში.

ზოგადად მე ძალიან მიანტერესებს რატომ ცდილობს გარკვეული ჯგუფი (ის ვინც ასეთ სტატიებს წერს), რომ ესა თუ ის გამორჩეული პირი ქართველობას დაუკავშიროს. ვფიქრობ ეს გათვლილია საკითხის პოპულარიზებაზე და შესაბამისად ავტორის სახელის ცნობადად გახდომაზე.

ჯერ კიდევ არ გამქრალა დღის წესრიგიდან კაბადოკიელ მამათა ქართველობის მტკიცება, პეტრე იბერის ქართველობის შესახებ (მის საერთოდ წმინდანობაზე მტკიცება).... არ არის ეს ჯანსაღი მოვლენა და არ მიგვიყვანს კარგ შედეგამდე.

მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრით უფრო შეურაცხყოფას ვაყენებთ ქართველობას და ქართულ კულტურას, ვიდრე ვმატებთ, რადგან ქართული კულტურა მოვლენაა, რომ მას არ სჭირდება ამგვარი რაღაცეები.

სამწუხაროდ ზოგჯერ სომხებზე უფრო მეტად რადიკალები ვართ.


თემას არ დავხურავ, რადგან ნებისმიერ აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ცუდია როცა ამგვარია ზრების რეალურად გვჯერა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bekas
პოსტი Sep 18 2010, 08:45 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 352
რეგისტრ.: 31-October 07
წევრი № 3,078



ქევანა
ციტატა
ურო ჩამარტყი ღმერთო...

ურო რომ ჩაგარტყა მაშინ შენც ურია გამოდიხარ smile.gif
თუკი ურში სავაჭროდ წასული ურიაა მაშინ ურო ჩარტყმული რატო არ უნდა იყოს ურია?
პ.ს ამ ჩემს ლინგვისტურ მიგნებას უფასოდ ვუთმობ ვისაც უნდა "ტერმინ ურიას წარმომავლობა ურო ჩარტყმულიდან". აბა თქვენ იცით ურო არ ააცილოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bekas
პოსტი Sep 18 2010, 09:05 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 352
რეგისტრ.: 31-October 07
წევრი № 3,078



abo
ციტატა
ახლა მცირე გეოგრაფიული ექსკურსი: შენ ბრძანე დიდი ომები ქონდა ეგვიპტელებს ხეთებთანო. მოგეხსენება, რომ ეგვიპტიდან ხეთების დიდი სამეფო იმდენად შორს იქნებოდა რომ მათ საერთო არაფერი არ უნდა ჰქონოდათ, შუაში ხომ მთელი რიგი ქვეყნებია იორდანია, სირია, ისრაელი კილიკია და სხვა,

როცა ისტორიაზე კამათობ მაშინ გეოგრაფიული კი არა ისტორიული ექსკურსი გააკეთო აჯობებს. მაშინ პალესტინა ეკოთვნოდა ეგვიპტეს, სირია კი ხეთებს. ხეთებს და ეგვიპტეს საერთო საზღვარი ჰქონდათ სადღაც დღევანდელი ისრაელ სირიის საზღვრის სიახლოვეს და რა გიკვირს მათ შორის ომები?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Sep 22 2010, 01:16 PM
პოსტი #20


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(bekas @ Sep 18 2010, 08:45 PM) *

ქევანა

ურო რომ ჩაგარტყა მაშინ შენც ურია გამოდიხარ smile.gif


ანდა უროლოგი.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 06:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი