სახარებების დედნები, არსებობს? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სახარებების დედნები, არსებობს? |
კოკა |
Dec 5 2010, 09:52 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
იქნებ გამარკვიოთ....... არსებობს სადმე სახარებების დედნები........ ანუ შემორჩენილია მახარებლების ის ხელნაწერები, რომლების წარმოადგენენ სახარებას?
-------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
დათიკო |
Dec 5 2010, 11:42 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
კოკა
მოციქულების მიერ დაწერილი ხელნაწერები სამწუხაროდ არ არის შემორჩენილი. მხოლოდ მათი ასლებისგან შედგა ჩვენი წმინდა წერილი. |
კოკა |
Dec 6 2010, 09:41 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
და ყველაზე ძველი და დედანთან მიახლოებული სახარებები რომლებია შემორჩენილი? ვინების მიერ არის გადაწერილი? და სად ინახებიან ისინი?
-------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
■გიორგი■ |
Dec 7 2010, 09:55 AM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
და ყველაზე ძველი და დედანთან მიახლოებული სახარებები რომლებია შემორჩენილი? ვინების მიერ არის გადაწერილი? და სად ინახებიან ისინი? კოკა დღემდე შემორჩენილი მთლიანი სახარებები, (ანუ სახარებების სრული ტექსტი), დაახლოებით IV საუკუნით თარიღდება. უფრო ადრინდელი თარიღით რომ იყოს დათარიღებული, სრული სახით შემორჩენილი სახარებები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ არსებობს, ანუ ჩვენამდე არ მოუღწევია, ან ჯერ არაა აღმოჩენილი (ნაპოვნი). სახარების მხოლოდ მცირე ნაწილებია აღმოჩენილი, რომელიც ადრეული თარიღითაა დათარიღებული. მაგალითად, იოანეს სახარება, რომელიც I საუკუნის მიწურულს დაიწერა, ერთ-ერთია ეგვიპტეში ნაპოვნი სახარებებიდან. 1920 წელს ეგვიპტეში იპოვნეს იოანეს სახარების ნაწყვეტები და ამ პაპირუსს მეცნიერები აღნიშნავენ სიმბოლოთი P52. პაპირუსის ეს პატარა ნაწყვეტი, შეიცავს იოანეს სახარების მხოლოდ 5 მუხლს. ესენია: 18:31—33, 37, 38. სახარების ეს ნაწყვეტები, დათარიღებულია ორიგინალი სახარების დაწერიდან, ანუ იმ დროიდან როცა მოციქულმა იოანემ თავისი სახარება დაწერა, 20-50 წლით, ანუ ახ. წ-ით, 120-150 წლით. გადახედე ამ ბმულს: http://www.kchanson.com/ancdocs/greek/johnpap.html მცირე მოცულობის მიუხედავად, ეს ფრაგმენტი საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ამ სახარების ხელნაწერი დაახლოებით ახ. წ. 120-150 წლებში ხელიდან ხელში გადადიოდა სავარაუდოდ ეგვიპტეში, სადაც ის იქნა აღმოჩენილი. აქედან მისი შედგენის თარიღის დასადგენად მინიმალური დროც რომ გადავითვალოთ, იმდენად ახლოს მივალთ ამ სახარების დაწერის ტრადიციულ თარიღთან ანუ პირველი საუკუნის ბოლო ათწლეულთან, რომ ტრადიციული თარიღის სიზუსტე (რომ იოანეს სახარება ახ.წ-ით 99 წელს დაიწერა) ეჭვს აღარ ბადებს. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
კოკა |
Dec 7 2010, 10:11 AM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
და კიდე ერთი კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით.......
ცნობილი თუ არის მახარობლებმა რა ენაზე დაწერეს თავიანთი სახარებები? -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
■გიორგი■ |
Dec 7 2010, 07:43 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
კოკა
რთულია 100% ითქვას, თუ რა ენაზე დაიწერა თავდაპირველად სახარებები, ებრაულ ენაზე თუ ბერძნულზე. სახარებების დამწერები, ეროვნებით ებრაელები იყვნენ და მათი მშობლიური ენა, ებრაული იყო. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, უნდა დავასკვნათ რომ სახარებები თავდაპირველად ებრაულ ენაზე დაიწერა. მაგრამ დღემდე აღმოჩენილი სახარების დედნები, ყველა ბერძნილ ენაზეა დაწერილი. აქედან გამომდინარე, როგორც ეკლესიის მამები, ისე თანამედროვე დროის ენათმეცნიერები და თეოლოგები, ამასთან დაკავშირებით, ერთი აზრის არიან, კერძოდ კი, ამბობენ რომ სახარებები მისმა დამწერებმა, სავარაუდოა რომ იმ დროინდელ, ძველ ბერძნულ ენაზე დაწერეს თავდაპირველადო. არსებობს იმის საფუძვლიანი ვარაუდიც, რომ მათემ სახარება თავდაპირველად უბრალო ხალხში გავრცელებულ ებრაულ ენაზე დაწერა, ხოლო მოგვიანებით ბერძნულად თარგმნა. IV საუკუნეში მოღვაწე, ბერძნული, ლათინური და ებრაული ენის სპეციალისტი, კათოლიკე აპოლოგეტი, მწერალი და საეკლესიო მოღვაწე იერონიმე, თავის ნაშრომში აღნიშნავს რომ მათემ სახარება იუდეაში თავდაპირველად ებრაულ ენაზე ებრაული ასოებით დაწერა. როგორც ჩანს, იერონიმეს ამის დაწერის სრული საფუძველი ჰქონდა. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ იერონიმეს ამ განაცხადსს, არცერთი ელესიის მამა არ აყენებს ეჭქვეშ და არ აკრიტიკებს. ალბათ მათთვის კარგად იყო ცნობილი რომ მათემ მაღთლა ებრაულ ენაზე დაწერა თავისი სახარება. თუ იერონიმეს ვენდობით, გამოდის რომ მხოლოდ მათეს დაუწერია სახარება მშობლიურ ებრაულ ენაზე, დანარჩენებს კი ძველ ბერძნულზე. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
დათიკო |
Dec 9 2010, 12:03 AM
პოსტი
#7
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
კოკა
ახალი აღქმის წმინდა წერილის წიგნები, რომელთა საერთო რაოდენობა 27-ია, შეიქმნა I საუკუნეში. წიგნები იწერებოდა 41-42 წლებიდან საუკუნის ბოლომდე. მაგრამ ქრისტეს ეკლესიაში 27-ვე წიგნის კანონიკურად ანუ სავალდებულოდ ცნობა მხოლოდ მე-4 საუკუნისთვის გახდა შესაძლებელი. სწორედ პირველ 4 საუკუნეს ეძღვნება ახალი აღთქმის წმინდა წერილის კანონის ჩამოყალიბების პერიოდი, რომელიც თავის მხრივ 4 ქვეპერიოდად განიყოფა. I პერიოდს ეწოდება მოციქულთა ხანა, რომელიც I საუკუნეს მოიცავს, მეორე პერიოდია მოციქულებრივ მამათა პერიოდი. მოიცავს I საუკუნის ბოლო, II საუკუნის შუა წლებამდე. III პერიოდი მოიცავს II საუკუნის II ნახენახევარს და IV პერიოდი გახლავთ III, IV საუკუნეები. I პერიოდში, მოციქულთა ხანაში თვითონ მოციუქლები ამოწმებდნენ ახალი აღთქმის წმინდა წერილის შესახებ. მაგ: მოციქული პავლე თავის ეპისტოლეებში მათ უწოდებს "საღმრთონი წიგნნი". (ტიმ II 3.15-16) ასე რომ, პავლე მოციქული მათ უწოდებს "ღმრთივსულიერ" წიგნებს (კვლავ ტიმ. II 3.11) ასევე უწოდებს წმინდა წიგნებს (რომალეთა მიმართ 1.2) პეტრე მოციქული მათ უბრალოდ წიგნებად იხსენიებს და იგი ამას გვაუწყებს თავის კათოლიკე ეპისტოლეს II წიგნის I თავში. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოციქულთა სიტყვას ქრისტიანული თემები იმჟამად იღებდნენ როგორც თვით ქრისტეს მიერ ნაუწყებ სიტყვას (გალატელთა მიმართ 4.14-15) ასევე ცნობილია, რომ ქრისტიანული თემები ძველ ეპისტოლეებს უმატებდნენ ახალს და დგებოდა მოციქულთა წერილების კრებულები. მოციქული პავლე მიმართვას ქრისტიანებს, რომ ეპისტოლეები ერთმანეთს შორის გაცვალონ (კოლ. 4.16) ასევე ცნობილია, რომ იოანე მახარებელმა მე-4 სახარება დაწერა საუკუნის ბოლოს ეფესელ ქრისტიანთა თხოვნით. II პერიოდს რაც შეეხება მოციქულებრივ მამათა თხზულებებში ხშირად გვხვდება ციტირებები ახალის აღთქმის წმინდა წერილის წიგნებიდან , ისე რომ არ არის დასახელებული არც ავტორი და არც წიგნი, რადგანაც თვითონ მოციქულებრივი მამებიც და ის ხალხიც, ვისთვისაც იწერებოდა მათი თხზულებები კარგად იცნობდნენ ახალი აღთქმის ყველა წიგნს. მოციქულებრივ მამებად სახელდებიან კლიმენტი რომაელი, ასევე წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი (ანტიოქიელი) მას ჰქონდა ეპისტოლეები სხვადასხვა ეკლესიებისადმი, სადაც ის ციტირებას ახდენს ახალი აღთქმის წიგნებიდან. ასევე ათორმეტ მოციქულთა მოძღვრება -დიდაქე, რომელიც დაახლოებით I საუკუნის ბოლოს, II საუკუნის 20 - იან წლებშია დაწერილი და იგი ითვლებოდა პირველ ქრისტიანტათვის კატეხიზატორულ წიგნად. ასევე ერმის ”მოძღვარი” (მწყემსი) 135,140 წლებში დაიწერა. ასევე პოლიკარპე სმირნელის ჩვენამდე მოღწეულ ერთადერთ ეპისტოლეში - ფილიპელთა მიმართ, რომელიც დაიწერა ეგნატე ღმერთშემოსილის სიკვდილისთანავე 107,108 წლებში. ასევე იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე პაპიუს ჰიერაპოლელი თავის თხზულებაში ”უფლის სიტყვათა განმარტებაში” იშველიებს ახალი აღთქმის წმ. წერილის სიტყვებს. ცნობილი საეკლესიო მოღვაწის ევსევი კესარიელის უწყებით ეს თხზულება II საუკუნის I ნახევარში არის დაწერილი. III პერიოდი ეს პერიოდი მოიცავს II საუკუნის II ნახევარს, ანუ 150 წლიდან 200 წლამდე მონაკვეთს. ამ პერიოდის განსაკუთრებულად საინტერესო ძეგლი გახლავთ ”მურატორის კანონი” და ”პეტიშო”. ვენის უნივერსიტეტის პროფესორმა მურატორმა, რომელიც მოღვაწეობდა XIX საუკუნეში მილანის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა წიგნთა კრებული, რომელიც შედგენილი იყო II საუკუნის II ნახევარში. ამ კანონშჳ შედის 4 სახარება, საქმე მოციქულთა, პავლეს 13 ეპისტოლე, იუდას ეპისტოლე, იოანეს I ეპისტოლე, გამოცხადება იოანესი, იოანეს და პეტრეს ეპისტოლეები, იაკობის ეპისტოლე კი საერთოდ არ არის ნახსენები. ეს წიგნები, როგორც ჩანს, II საუკუნის II ნახევარში გამოიყენებოდა დასავლეთის ეკლესიაში. ”პეტიშო” ეს არის სირიული თარგმანი ახალი აღთქმის წიგნებისა. ქართულად ტერმინი პეტიშო ნიშნავს უბრალოს, ხალხურს. ეს კრებულიც II საუკუნის II ნახევარშია შედგენილი მცირე აზიისა და სირიის ეკლსიებისთვის. მურატორის კანონს არ ემატება ეპისტოლე ებრაელთა მიმართ და იაკობის ეპისტოლე, მაგრამ მასაც აკლია II ეპისტოლე პეტრესი, II და III იოანესი, იუდას ეპისტოლე და გამოცხადება. ამ პერიოდის შესასწავლად მიდიდარ ცნობებს ვხვდებით საეკლესიო მწერლებთან - ირინეოს ლიონელთან, ტერტულიანესთან და კლიმენტი ალექსანდრიელთან. IV პერიოდი მოიცავს III, IV საუკუნეს. ამ პერიდოში მოღვაწეთაგან აღსანიშნავია კლემენტი ალექსანდრიელის მოწაფე - ორიგენე. იგი წმინდა წერილის წიგნებს ორ ნაწილად ყოფს. 1) უდაოდ მოციქულთა მიერ დაწერილებად. ამ წიგნებს განეკუთვნება 4 სახარება, საქმე მოციქულთა, პავლეს თოთხმეტივე ეპისტოლე და ამავე დროს ამატებს, რომ ებრაელტა მიმართ ეპისტოლე სხვისი დაწერილია, ოღონდ აზრი პავლესი არისო. ასევე პეტრეს I სპისტოლეს, იოანეს I ეპისტოლეს და ასევე გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა 2) საყოველტაოდ მიღებული ეპისტოლეები. სხვა დანარჩენი ეპისტოლეები, ოღონდ ისინიც ღმრთივ შთაგონებულნი. არიანო. IV პერიოდის ცნობილი ისტორიკოსია - ევსევი კესარიელი. მან თავის საეკლესიო ისტორიაში VI წიგნის 25 თავში მოგვცა წმიდა წერილის წიგნთა შემდეგი დაყოფა. I ჯგუფი საყოველტაოდ აღიარებული - 4 სახარება, საქმენი, პავლენი, პეტრეს I ეპისტოლე და წერს "თუ გნებავთ იოანეს გამოცხადებაცთქო". II ჯგუფი - სადავო - იაკობის, იუდას, პეტრეს II და იანეს III ეპისტოლეები. III ჯგუფი - ნატყუარი - პავლე მოციქულის საქმეები, პეტრეს გამოცხადება, თუ გნებავთ იოანეს გამოცხადებაც, ერმის მოძღვარი და ბარნაბას ეპისტოლე. IV კატეგორია - ერეტიკული - სახარებები პეტრესი, თომასი, ანდრიასი. IV საუკუნის მოღვაწეს წმ. ათანასე დიდსთავის 39-ე პასქალურ ეპისტოლეში 27 ვე წიგნის ჩამონათვალი აქცს კანონიკურ წიგნებად, ასევე ლაოდიკიის კრების (306წ) მე-60 კანონში არის ჩამონათვალი 27 ვე კანონიკური წიგნისა, რომელიც შემდგომ დაამტკიცა VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ. თქვენთვის ყველასათვის, სამღვდელოებისათვისაც და ერისკაცთათვისაც იყოს ძველი აღთქმის შემდეგი საღმრთო წიგნები: ხუთი მოსესი - დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯულისა. ისო ნავეს ძისა - ერთი, მსაჯულთა - ერთი, რუთისა - ერთი, მეფეთა - ოთხი, ნეშტთა - ორი, ეზრასი - ორი, ესთერისა - ერთი, მაკაბელთა - სამი, იობისა - ერთი, ფსალმუნნი - ერთი, სოლომონისა - სამი, იგავნი, ეკლესიასტე, ქებათა-ქება, თორმეტი წინასწარმეტყველისა: ესაიასი - ერთი, იერემიასი - ერთი, ეზეკიელის - ერთი, დანიელის - ერთი. ამათ გარდა შეისწავლეთ თქვენ და ასწავლეთ თქვენს ახალგაზრდებსაც მრავალსწავლული ზირაქის სიბრძნე. ჩვენი წიგნები, ე.ი ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება: მათესი, მარკოზისა, ლუკასი, და იოანესი, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პეტრეს ორი ეპისტოლე, იოანეს - სამი, იაკობისა - ერთი, იუდასი - ერთი, კლიმენტის ეპისტოლე - ორი და ეპისკოპოსთათვის განწესებული კლიმენტის მიერ რვა წიგნში აღწერილი, რომლებიც ყველას მსჯელობის საგანი არ უნდა გახდეს მათში შესულ საიდუმლოთა გამო და მოციქულთა საქმენი. ეს კანონები განწესებულია ჩვენს მიერ თქვენთვის, ოი, ეპისკოპოსნო, ხოლო თქვენ თუ ამას დაიცავთ, ცხონდებით და მშვიდობა გექნებათ, ხოლო თუ ეურჩებით, დაიტანჯებით და მუდმივი ბრძოლა გექნებათ ერთმანეთში და ურჩების შესაფერისი სასჯელიც დაგედებათ. ერთმა ღმერთმა, სმარადისომ და ყველას დამბადებელმან მშვიდობისა მიერ გაგაძლიეროთ თქვენ ყველანი სული წმიდით და განგამტკიცოთ ყველა კეთილი საქმის მიმართ სწორად, ბრალის გარეშე, უბიწოდ და ღირსი გაგხადოთ საუკუნო ცხოვრებისა ჩვენთან ერთად მისი საყვარელი ძის, ჩვენი მაცხოვრის იესუ ქრისტეს შუამდგომლობით, რომელთანაც არის დიდება ყოველთა უზენაეს ღმერთთან, მამასთან ერთად ნუგეშინისმცემელი სული წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ! მოციქულთა კრების 85-ე კანონი ეკლესიაში წაკითხულ უნდა იქნეს მხოლოდ კანონიკური, საყოველთაოდ მიღებული წიგნები. კანონის მიერ მოხსენიებულ წიგნთა გარდა, ეკლესიაში არ უნდა იკითხებოდეს არაფერი საღმრთო წერილის სახელით. კანონის მიერ მოხსენიებული წიგნებია შემდეგი: დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯულისა, ისო ნავეს ძისა, მსაჯულთა, მეფეთა ოთხი წიგნი, ნეშტთა ორი წიგნი, იობის წიგნი, ფსალმუნნი, სოლომონის სამი წიგნი, წინასწარმეტყველთა თორმეტი წიგნი: ესაია, იერემია, ეზეკიელი, დანიელი, ტობია, ივდითი, ესთერი და ეზდრას ორი წიგნი. ახალი აღთქმის წიგნებია: ოთხი სახარება, მოციქულთა საქმის წიგნი ერთი, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პეტრეს ორი ეპისტოლე, იოანე მოციქულის - სამი, იაკობ მოციქულის - ერთი, იუდა მოციქულის - ერთი, იოანეს გამოცხადება - ერთი წიგნი. ჩვენს ძმასა და თანამწირველს ბონიფანტეს და იმ მხარის სხვა ეპისკოპოსებსაც ეუწყოს ეს წინამდებარე კანონის დასამტკიცებლად, ვინაიდან ეს (წიგნები) მივიღოთ მამათაგან ეკლესიაში საკითხავად. კართაგენის ადგილობრივი კრების 24-ე კანონი. * * * ახალი აღთქმის წმინდა წერილის თავებად დაყოფის ისტორია ჩვენთვის ცნობილია, რომ წმინდა წერილის წიგნთა გადამწერები ნებით ან უნებურად ამახინჯებდნენ ტექსტს. ეკლესიის მამათა თხზულებებში წმინდა წერილის წიგნთა ციტირებისას არ ხდებოდა მინიშნება თუ რომელ ავტორს ეკუთვნოდა ციტატა. ეს მათთვის ისედაც ცნობილი იყო. მოგვიანებით, როდესაც საჭირო გახდა წმინდა წერილის წიგნთა ზედმიწევნითი გაწმენდა-გასუფთავება, მრავალი პრობლემა წარმოიშვა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თავდაპირველად ტექსტები თავებად, მუხლებად, სიტყვებად დაყოფილი არ ყოფილა. ამგვარი გაყოფა მხოლოდ X საუკუნეში შესრულდა. ძვ. ხელნაწერები კი მოციქულთა მიერ შექმნილ დატოვებული აღარ არსებობდა. წიგნთა რედაქტირება და ტექსტების შეჯერება უკვე III საუკუნიდანვე იწყება. III საუკუნის ალექსანდრიის ეკლესიის დიაკონმა ამონიოსმა სახარების სიმფონიის შედგენის მიზნით მათეს სახარების ტექსტი შეუპირისპირა სხვა სახარებებს. ეს საქმე სრულყო ევსევი კესარიელმა. ევსევი კესარილემა შეადგინა 10 ტაბულა, სადაც შინაარსით ერთნაირი და შეთანხმებული ეპიზოდები განათავსა 4 - ვე სახარებიდან. მან ამონიოსის პერიკოპებიც გამოიყენა. ამონიოსის დაყოფილ თავებს პერიკოპი ეწოდება, რაც ნიშნავს მცირე მონაკვეთს. ევსევი კესარიელმა I ტაბულაში მოათავსა ეს ეპიზოდები, რომლებიც 4-ვე სახარებაში გვხვდება. II, III, IV ტაბულაში განათავსა ის ეპიზოდები, რომლებიც სამ სახარებაში გვხვდება. V დან IX მდე განათავსა რომლებშიც მხოლოდ 2 სახარებაში გვხვდება და X ტაბულაში განათავსა ისინი, რაც მხოლოდ ერთ სახარებაში გვხვდება. V საუკუნის შუა წლებში ალექსანდრიის ეკლესიის დიაკონმა - ევთალემ სამოციქულოს საკითხავები მუხლებად დაჰყო და ამგვარ დაყოფას საფუძვლად დაუდო სუნთქვითი რეჟიმი. ამბობენ რომ მან 4-ვე სახარება ამგვარად დაჰყო, მაგრამ არ შემორჩენილა. გამოცხადების ტექსტი მომდევნო საუკუნეებში დაჰყო ანდრია კაბადოკიელმა. მუხლები თავდაპირველად გამოიყოფოდა სხვადასხვა ნიშნით. დღეს არსებული სასვენი ნიშნები მოგვიანებით შემოვიდა და საბოლოო სახე XVI საუკუნეში დამკვიდრდა, წიგნის ბეჭდვის გამოგონების შემდგომ, ალდუს მინუციუსის მიერ. ევთალემ თავის დაყოფას საფუძვლად დაუდო მთელი წლის კვირა დღეები. სულ 54 კვირიაკე და 3 სადღესასწაულო, რის გამოც სამოციქულო 57 ნაწილად გაიყო. მისი გეგმის თანახმად ახალი აღთქმის წიგნები მთელი წლის მანძილზე თავიდან ბოლომდე უნდა წაკითხულიყო, გარდა გამოცხადებისა, მაგრამ ეს გეგმა ყველა ეკლესიამ არ მიიღო. დღესასწაულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა საკითხავების რაოდენობაც. ამჟამად ახალი აღთქმის წმინდა წერილი 368 საკითხავადაა დაყოფილი. აქედან მათე მახარებელზე მოდის 116 წაკითხავი, მარკოზი - 71, ლუკა - 114, იოანე - 67. საქმე მოციქულთა 335 საკითხავადაა დაყოფილი. ამგვარად წმინდა წერილის საკითხავებად დაყოფის ტრადიცია ადრიდანვე იღებს სათავეს დასავლეთის ეკლესიაში. ამგვარად ცხრილები V საუკუნიდან არსებობს. აღმოსავლეთის ეკლესიაში იოანე დამასკელის დროიდან, VIII საუკუნიდან. თანამედროვე სახარების თავებად დაყოფის ისტორია XIII საუკუნიდან იწყება. კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა სტეფანე ლანგტონმა წმინდა წერილი თავებად დაჰყო, რითაც ისარგებლა ესპანელმა კარდინალმა ჰუგომ, მუხლებად კი პარიზელმა გამომცემელმა რობერტ სტეფანმა დაჰყო. დროთა განმავლობაში წმინდა წერილის ტექსტის შინაარსის ცვლილებები გამოწვეული იყო შეცდომების, ასოების აღრევის, სიტყვათა და წინადადებათა გადასმის, გამოტოვების, გამეორების გამო. ზოგჯერ ტექსტს შეგნებულადაც ასწორებდნენ. ცვლიდნენ გაუგებარ ისტორიულ, გეოგრაფიულ, დოგმატური ხასიათის ტერმინებს და ამარტივებდნენ ტექტს. ტექსტი რომ შეურყვნელად დაეცვათ საჭირო იყო მისი კრიტიკული ანალიზი. ამიტომ დაიქყო მისი გაწმენდა გვიანდელი შენამატი ფენებისგან. ახალი აღთქმის ტექსტის ქრიტიკული განხილვა ჯერ კიდევ III საუკუნეში დაიწყო იროგენემ. III საუკუნის ბოლოს და IV საუკუნის დასაწყისში ახალი აღთქმის ტექსტის გასასწორებლად და აღსადგენად დიდი სამუშაოები ჩაატარეს ეგვიპტელმა ეპისკოპოსმა ისვიქიმ და ანტიოქიელმა ხუცესმა ლუკიანემ (მარტვილი). მაგრამ ყველა ეკლესიამ არ მიღო ეს შესწორებები. რომის პაპმა გელასიმ (+495) ეს შესწორებები მცდარად ცნო. ახალი აღთქმის ტექსტის ბეჭდური გამოცემების დაწყებისას (მე-16 ს) უკვე აღარ არსებობდა იდენტური ტექსტები. ახალი აღთქმის ტექსტის პირველი ბეჭდვა დაიწყო ტოლედოს მთავარეპისკოპოსმა კარდინალმა ქსიმენეზემ კომპლუტენში (ესპანეთი). ამ გამოცემას კომპლუტენის პოლიგლოტა ეწოდება, რადგან იგი შეიცავს ძველი და ახალი აღთქმის ტექსტებს ძველებრაულ, ძველბერძნულ ენებზე ლათინური თარგმანით. ახალი აღთქმის ტექსტს IV-VIII საუკუნეების ხელნაწერები დაუდეს საფუძვლად. მათ ტექსტი ვულგატას მიხედვით გამართეს. მალე ერაზმ როტერდამელმა გამოსცა ე.წ. ბაზელური ხელნაწერები, თუმცა კომპლუტენას ხელნაწერებს იგი ჩამორჩებოდა რაოდენობითაც და სიძველითაც. შემდგომში რამდენადმე თავისთავადი და კრიტიკული მიმართულების იყო რობერთ სტეფანის და თეოდორე ბეზას გამოცემები. სტეფანის გამოცემა შემდგომი გამოცემების საფუძველი გახდა. იგი 15 უძველეს ხელნაწერს ეყრდნობოდა, რომელიც მისმა შვილმა გამოიკვლია, ხოლო ბეზამ ძველ ხელნაწერებთან ერთად ასურული პეშიტოთი და არაბული თარგმანებით ისარგებლა. ამით მან ფაქტობრივად სრულყო და დააზუსტა სტეფანის გამოცემა. XVI საუკუნეში ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტი კომერციული გამოცემების საგნად იქცა, რამაც მრავალი არეულობა გამოიწვია. XVII საუკუნეში ძმებმა ელზევირებმა გამოსცეს კრიტიკულად შესწორებული ტექსტი, რომელიც ძირითადად ბეზას გამოცემას ემყარებოდა და დიდხანს იყო საყოველთაოდ მიღებული. XVII საუკუნის ბოლოდან ამ ტექსტმაც განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება. მრავალი ტექსტი და ხელნაწერი იქნა შეჯერებული, რის საფუძველზეც გამოვიდა ბენგელის 1734 წლის, გრინბახის 1774 წლის, ლახმანის 1831 და ტიშელდორფის 1841 წლის გამოცემები. აღნიშნული გამოცემების წყაროები ბერძნულია. წყაროთაგან აღსანიშნავია II საუკუნის II ნახევრის ტექსტის ნაწყვეტები. ასევე სინას კოდექსი (IV საუკუნე). იგი მოიცავს ძველი აღთქმის დიდ ნაწილს და სრულად ახალ აღთქმას. ვატიკანის კოდექსი IV ს. სრულად ძველი აღთქმა, ახალი აღთქმიდან აკლია 4 ეპისტოლე და გამოცხადება, ალექსანდრიის კოდექსი V ს. სრულად ძველი და ახალი აღთქმა. ასევე პეშიტო II საუკუნე. კომპტური თარგმანი IV საუკუნის დასაწყისი, ლათინური თარგმანი IV საუკუნის მეორე ნახევარი, ქართული IV, V საუკუნეები. სომხური V ს. სლავური IX ს. |
კოკა |
Dec 9 2010, 09:55 AM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
დათიკო
პირველ რიგში დიდი მადლობა ესეთი საინტერესო და დეტალური ისტორიული მიმოხილვისათვის....... როგორც მე გავიგე, ფაქტიურად, არ არსებობს ერთიანი პირველწყარო რომელიც იქნებოდა მყარი საფუძველი წმინდა სახარებებისა ყველაზე ძველი ხელნაწერები ყოფილა ”მურატორის კანონი” და ”პეტიშო”, და შესაბამისად ყველაზე მეტად ეგენი უნდა იყვნენ გამოკვლეულნი. არსებობს მათი დედნები, თარგმნები, ფოტოასლები? -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
დათიკო |
Dec 9 2010, 10:58 PM
პოსტი
#9
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
კოკა
ციტატა ”პეტიშო” პეშიტა |
კოკა |
Dec 9 2010, 11:04 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
დათიკო
როგორც გეწერა ისე გადმოვაკოპირე......... ციტატა ”პეტიშო” ეს არის სირიული თარგმანი ახალი აღთქმის წიგნებისა. -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
■გიორგი■ |
Dec 10 2010, 08:05 AM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
როგორც მე გავიგე, ფაქტიურად, არ არსებობს ერთიანი პირველწყარო რომელიც იქნებოდა მყარი საფუძველი წმინდა სახარებებისა კოკა სწორად გაგიგია. სახარებების და საერთოდ, მთლიანი წმინდა წერილის პირველწყარო, ხელთ არ გვაქვს. ან არ შემორჩენილა დღემდე, ან უბრალოდ არაა ჯერ ჯერობით აღმოჩენილი. მაგრა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუკი პირველწყარო ხელთ არ გვაქვს, არ ვენდოთ წმინდა წერილს. თუ წმინდა წერილისადმი ასეთ უნდობლობას გამოვავლენდით, მაშინ რა გამოდის, ღმერთს წერილი გამოუგზავნია კაცობრიობისთვის და ეს წერილი გაქრა? ალოგიკურია ამგვარი მსჯელობა. ის ფაქტი რომ დღეს დღეობით პირველწყაროს ათასობით ასლები გვაქვს ხელთ, იმაზე მიუთითებს რომ წმინდა წერილი მისმა ავტორმა სწორედ რომ ასლების მეშვეობით მოიტანა ჩვენამდე. რადგან ასე მოხდა, ეს იმას ნიშნავს რომ ღმერთმა დაუშვა ასე მომხდარიყო და აეც მოხდა. მითუმეტეს, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პირველწყაროს თაროზე არ შემოდებდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები. ისინი მას კითხულობდნენ, ხელიდან ხელში გადასცემდნენ და მათ ასლებს აკეთებდნენ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია რომ წმინდა წერილის პირველწყარო (თავდაპირველი, ორიგინალი) ხელნაწერები, ხმარების გამო, თანდათანობით დაზიანდებოდა. სწორედ რომ ასლების საშუალებით მოაღწია ჩვენამდე წმინდა წერილებმა. ციტატა ყველაზე ძველი ხელნაწერები ყოფილა ”მურატორის კანონი” და ”პეტიშო”, და შესაბამისად ყველაზე მეტად ეგენი უნდა იყვნენ გამოკვლეულნი. გამოკვლეულია უკვე ეგენი და თანაც დიდი ხანია. ხოლო რაც შეეხება საერთოდ, ახალი აღთქმის ხელნაწერებს, დათიკოს მიერ დაკოპირებულ ტექსტში კარგად დასტურდება, რომ ენათ-მეცნიერების მიერ, კრიტიკული ტექსტები დრო და დრო ყოველთვის გამოიცემოდა და სხვათაშორის დღესაც გამოიცემა ისინი. ენათ-მეცნიერების მიერ სახარებების კრიტიკული გამოცემის ყველაზე გაუმჯობესებული, უახლესი და ავტორიტეტული გამოცემა "ნესტლე ალანდის" რედაქციით გამოცემული ბერძნული ახალი აღთქმის ტექსტი გახლავს, რომლის ნახვა, ონლაინზეცაა შესაძლებელი. ციტატა არსებობს მათი დედნები, თარგმნები, ფოტოასლები? დიახ. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
კოკა |
Dec 10 2010, 09:20 AM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 156 რეგისტრ.: 1-October 10 წევრი № 9,556 |
■გიორგი■
ციტატა "ნესტლე ალანდის" რედაქციით გამოცემული ბერძნული ახალი აღთქმის ტექსტი გახლავს, რომლის ნახვა, ონლაინზეცაა შესაძლებელი. ციტატა არსებობს მათი დედნები, თარგმნები, ფოტოასლები? დიახ. სად? იქნებ დამაკვალიანოთ......... დიდი მადლობა......... -------------------- იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა
|
■გიორგი■ |
Dec 10 2010, 06:14 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
ციტატა "ნესტლე ალანდის" რედაქციით გამოცემული ბერძნული ახალი აღთქმის ტექსტი გახლავს, რომლის ნახვა, ონლაინზეცაა შესაძლებელი. ■გიორგი■ სად? იქნებ დამაკვალიანოთ......... დიდი მადლობა......... კოკა "ნესტლე ალანდის" ბერძნული ახალი აღთქმის კრიტიკული ტექსტის წიგნის სახით გამოცემა, დიდი ხანია რაც გაყიდვაშია. გუგლში თუ დასერჩავ, რამოდენიმე საიტს ნახავ. ამაზონშიც იყიდება და შეგიძლია შეიძინო, თუ შეძენის შესაძლებლობა და სურვილი გაქვს: http://www.amazon.com/Nestle-Aland-Novum-T...91989343&sr=8-2 ონლაინ ვერსია კი ამ ბმულზეა განთავსებული: http://www.greekbible.com/index.php მურატორის ფრაგმენტის კვლევების შესახებ, დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლია ნახო ნაშრომში: "The New Schaff-Herzog Encyclopedia of Religious Knowledge". -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
George Leluashvili |
Mar 4 2011, 03:54 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
მე ვიცი რომ დავით მეფსალმუნის ერთ -ერთი ფსალმუნის ადგილი აღმოაჩინეს-დედანი,როგორც დაადგინეს.
-------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
Otherguy |
Mar 5 2011, 12:43 AM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
მე ვიცი რომ დავით მეფსალმუნის ერთ -ერთი ფსალმუნის ადგილი აღმოაჩინეს-დედანი,როგორც დაადგინეს. აბსურდია... უძველესი ძველი აღთქმის მანუსკრიპტები დათარიღებულია ძვ.წ. 500 წლით... ამის გამო ვერ უარყოფენ ჰიპოტეზას რომ ბევრი წიგნი ბიბლიისა გვიან დაიწერა და მოსეს და სხვებს არ დაუწერიათ - ანუ მღვდელთა ტრადიციააო რა... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
■გიორგი■ |
Mar 5 2011, 02:03 AM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
მე ვიცი რომ დავით მეფსალმუნის ერთ -ერთი ფსალმუნის ადგილი აღმოაჩინეს-დედანი,როგორც დაადგინეს. mociquli qristesi არ ვიცი სად წაიკითხე რასაც წერ, მაგრამ ერთი რამ უნდა გაითვალისწინო, რომ ხშირად ტექსტოლოგები დედანს უწოდებენ დედნისეულ ტექსტებს (ხელნაწერებს). დედანი, როგორც ასეთი "ორიგინალი", რომელიც წმინდა სულით მოსემ, დავითმა ან ესაიამ დაწერა, არ მგონია რომ აღმოეჩინოთ. თუმცა, გამორიცხული არაფერია, რავი. კარგი იქნებოდა წყარო რომ მიგეთითებინა. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
George Leluashvili |
Mar 5 2011, 01:32 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
კაი ბოდიშით
ალბათ შეეშალათ სადაც წავიკითხე. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2024 - 05:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი