თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ საქართველოს ომები

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 23 2007, 02:07 PM

საქართველოს ომები ქრისტეშობამდე
საქართველოს ომები ქრისტეშობიდან
P.S. საინტერესო იქნება ისტორიკოსების აზრი ზემოთჩამოთვლილი ბრძოლების შესახებ... იქნებ მოვიპოვოთ ცნობები და უფრო ვრცლად მიმოვიხილოთ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2007, 02:22 PM

ნათია
დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო და ცოდნისმომცემი თემაა smile.gif

"ახალი ქართლის ცხოვრება" 1386 წელს თემურ-ლენგის პირველი ლაშქრობის შესახებ:

"(თემურ ლენგი) წარმოემართა ქართლსა ზედა, რამეთუ ესე იყო წადილი მისი. გარდამოვლო აბოცი და მოაოხრა და იავარ-ყო ყოველივე, ჩამოვლო თრიალეთი და ვერა აღუდგეს წინა, რომელსა აწ საბარათიანოდ უწოდენ მუნებურნი, და იგინიცა მოსრნა და მკვიდრნი მის ადგილისანი და შემუსრნა სიმაგრენი და ციხენი მის ადგილისანი.

და ვითარცა ესმა მეფესა ბაგრატს, გამაგრდა ციხესა ტფილისისასა. და რა ესმა საქმე ესე ლანგ-თემურს, უფროსად განძვინდა და დაუძიმდა წინააღდგომა მეფისა ბაგრატისა. წარვიდა და მოადგა ციხესა ტფილისისასა, უბრძანა სპასპეტთა, სპასალართა და მებრძოლთა მისთა ყოველთავე ბრძოლა ძლიერი, და მრისხანებით მიეტევნეს ციხესა ტფილისისასა.

და გამოვიდა მეფე ბაგრატ და სრულიად ქართველნი, მიეტევნეს ურთიერთს და ბრძოდეს ქართველნი ფიცხლად. და იქმნა იმიერ და ამიერ ბრძოლა ძლიერი და მოისრა ორგნითვე სიმრავლე კაცთა ფრიადი და უფროსად მოსწყდეს სპანი თემურისნი და ვერღარა აიღეს ციხე ტფილისისა. და შემდგომად ამისა მოიპოვა ლანგ-თემურ ღონე ესევითარი. ქმნეს ჩელტები რკინისა, და იფარეს სპათა მისთა და სიმრავლისაგან ლაშქართასა მიეტევნეს ციხესა და მძლავრებით შემუსრეს და აღიღეს ციხე. და შეიპყრა მეფე ბაგრატ და ყოველივე მყოფი ციხესა მას შინა და თვით დაიპყრა ციხე და ტყუე-ყო მეფე ბაგრატ."


პოსტის ავტორი: ირაკლი თარიღი: Oct 23 2007, 02:32 PM

ნათი გაიხარე, საინტერესო თემაა ძალიან. ალბათ ყველა დამეთანხმება რომ ყველა ამ ბრძოლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ერისთვის.. მაგრამ მაინც საინტერესოა ჩვენი ფორუმელები რომელ მათგანს მიიჩნევენ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს და საბედისწეროს, რომლის შედეგმაც ყველაზე მეტად იმოქმედა იმდროინდელ საქართველოზე და გარკვეულწილად აისახა დღევანდლობაზეც..

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2007, 02:50 PM

"ძეგლი ერისთავთა" თემურ-ლენგის ლაშქრობის შესახებ:

"მაშინ მოვიდა თემურ სამანგნელი (ე. ი. სამარყანდელი - ავტ.) ყოვლითა სპითა... დიდითა რისხვითა და გულის წყრომითა. ხოლო გიორგი მეფე წარვიდა ლიხთ იმერით. მაშინ ერისთავი ვირშელ უკუდგა ციხესა ბეხუშისასა დედა-წულითა და თანაჰყვა კათალიკოზი ელიოზ ყოვლით საყდრისშვილითურთ და ხიზნითა დიდითა...

მოვიდა თემურ და შემუსრა ყოველნი ციხენი და დააქცივნა ყოველნი საყდარნი, მონასტერნი და ეკლესიანი და დაფარნა ლაშქარმან მათმან ყოველნი მინდორნი, მთანი და ტყენი, კლდენი და ხევნი და ვითარცა ზღუამან დაფარა ყოველი ესე ქვეყანაჲ, და მიეწია ლაშქარი მათი ქუთათისს, ლეკეთს და დარიალსა და მოწუეს და მოაოხრეს ყოველი საქართველოჲ, დაყარეს მძორი მკუდრიდაჲ, ვითარცა მჭელი თავისაჲ.

მაშინ ვირშელმან უკუაყენა ხიზანნი და დედა-წულნი ქნოღოს და თვით დადგა ბეხუშეს გარეშე ციხესა. და მოვიდა მარბეველი ლაშქარი... და ჩამოეგებნეს აზნაურიშვილები და იწყეს სრილად ისრითა და დაუხოცეს ცხენები და დაკოდეს მრავალი ისრითა და გამოასხნეს ჰომითა და კუალად გამოვიდეს და ჰკრეს ქოსსა და შეკრბეს სიმრავლითა დიდითა და წამოემართნეს ხევთა, ტყეთა, კლდეთა და მოჰმართეს ციხესა ბეხუშისასა.

მაშინ დადგა ერისთავი ზემოთ ციხესა, მოვიდა ლაშქარი ვითარ დაიტევდა სივიწრე ხევისაი, დაქუეითდეს და შემოეგებნეს წინა ვირშელი და მოახლენი მისნი და იწყეს სროლად. მერმე ამოიწუადეს ხრმლები და ვერ მოეტეოდა ლაშქარი მრავალი და მიბრუნდეს წინანი მბძოლნი, რამეთუ მრავალი მოკუდა მათგანი და წარმოვიდა ყოველი სპაჲ. მაშინ ერისთავი განმარჯვებული მოვიდა ქნოღოს ხილვად დედა-წულთა."

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 23 2007, 03:01 PM

ირაკლი

მგონი, კიდევ დასამატებელია რამდენიმე ბრძოლა..


ციტატა
მაგრამ მაინც საინტერესოა ჩვენი ფორუმელები რომელ მათგანს მიიჩნევენ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს და საბედისწეროს, რომლის შედეგმაც ყველაზე მეტად იმოქმედა იმდროინდელ საქართველოზე და გარკვეულწილად აისახა დღევანდლობაზეც..



ჩემთვის განსაკუთრებით ეს:

XVI საუკუნის 70-იან წლებში აჭარა ოსმალეთმა დაიპყრო და მისი განთავისუფლება მხოლოდ 1877-1878 წწ-ის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი.


რომელმაც დღემდე "მძიმე" კვალი დატოვა



იქნებ დანარჩენი ბრძოლების სია მომაწოდოთ წელთა თანმიმდევრობით

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2007, 03:31 PM

ციტატა(ნათია @ Oct 23 2007, 03:01 PM) *

იქნებ დანარჩენი ბრძოლების სია მომაწოდოთ წელთა თანმიმდევრობით


1463 - ჩიხორის ბრძოლა.

1465 - ფარავნის ბრძოლა.

1483 - არადეთის ბრძოლა.

1510 - ოსმალებმა პირველად ილაშქრეს იმერეთში.

1520 - ყიზილბაშებმა აიღეს თბილისი.

1533 - დადიანმა და გურიელმა ილაშქრეს ჯიხეთში.

1535 - მურჯახეთის ბრძოლა.

1541-1554 - შაჰ-თამაზის ლაშქრობები ქართლში.

1545 - სოხოისტას ბრძოლა.

1556 - გარისის ბრძოლა.

1614-1617 - ყიზილბაშთა ლაშქრობები კახეთში.

1625 25.III - მარტყოფის ბრძოლა.

1635 1. VII - მარაბდის ბრძოლა.

1626 - ბაზალეთის ბრძოლა.

1660 - ბახტრიონის აჯანყება.

1723 - კახეთის მეფემ კონსტანტინემ აიღო თბილისი.

1751 28. VII - ყირბულახის ბრძოლა.

1754 - მჭადიჯვრის ბრძოლა.

1755 - ყვარლის ბრძოლა.

1757 14. XII - ხრესილის ბრძოლა.

1770 20. IV - ასპინძის ბრძოლა.

1780 - რუხის ბრძოლა.

1785 - ომარ-ხანის ლაშქრობა.

1795 11.IX - კრწანისის ბრძოლა.


პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 23 2007, 07:55 PM

დზალიან საინტერესო თემა გაიხარე ნათ,
საქრთველოსთვის ყველა ბრძოლა ერთნაირია იცავდნენ ქართულ გენს და ქართულ სიწმინდებს მართლმადიდებლობას და ა,შ, მაგრამ განსაკუთრებული ალბათ დიდგორის ბრძოლა ძალიან დიდ ბძოლაში ღირსეული გამარჯვება, ლეგენდის თანახმათ ვიცი წმინდა გიორგი დაგვეხმარა ამ ბრძოლაში მამაოს საუბრიდან ვიცი, ქართველ ერს და ჯარს სუ გვერდით ედგა და როცა კი უჩირდათ მაშინ ეხმარებოდა, თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 23 2007, 09:03 PM

1757 14. XII - ხრესილის ბრძოლა
განსაკუთრებით ამ ბრძოლის გამო მომწონს სოლომონ პირველი სადაც გამოვლინდა ახალგაზრდა მეფის დიდ წინაპართა გენები.

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Oct 23 2007, 11:27 PM

მართლა კარგი თემაა და დასაფიქრებელი.
დასაფიქრებელი იმიტომ რომ ამდენი უთანასწორო ბრძოლა
გადაიტანა ამ ერთი მუჭა ერმა და მაინც მოაღწია დღევანდელობამდე.
ყოველთვის ვიბრძოდით სამშობლოსა და მართლმადიდებლობის დასაცავად.
(თუ არ ჩავთვლით ვინმეს განდიდებისა და პატივის გამო ატეხილ შინაომებს).

როდესაც მტერთა წინააღმდეგ ქართველების ბრძოლებზე ვკითხულობ ყოველთვის მახსენდება მურვან ,,ყრუს'' შემოსევები და არგვეთის მთავრების: დავითისა და კონსტანტინეს თავგანწირული მოქმედება სამშობლოსა და სარწმუნოების დასაცავად.

თქვენც შემოგთავაზებთ ცოტა შემოკლებულ ისტორიას.

735 წელს არაბთა უზარმაზარი მხედრობა შემოესია ამიერკავკასიას. სარდლად მოუძღოდა თვითონ ხალიფას ძმისწული, სახელად მურვან, რომლისთვისაც გაუგონარი სისასტიკისათვის ქართველებს ,,ყრუ'' შეურქმევიათ, ხოლო სომხებს კი ,,ავარანშან'' (ამაოხრებელი).
,,მაშ, მოვიდა მურვან ყრუ აგარიანთა მხედრობით, მოეფინა, ვითარცა ღრუბელი ბნელისა, სიმრავლითა, ვითარცა მკალი და მუმლი და დაფარა პირი ქუეყანისა''.
დაიწყო სომხეთით. ააოხრა, ააწიოკა, ნაცრად და ავლად აქცია ქვეყანა.
სომხეთიდან ქართლს შემოიჭრა ცეცხლითა და მახვილით. შემოიჭრა და ,,შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა''.
მთას მიაშურა ლტოლვილმა ქართველობამ.
ქართლის მაშინდელი მმართველი, ერისმთავარი სტეფანოზ მესამე, დასავლეთ საქართველოს, ეგრისისაკენ გაეშურა, ციხე-გოჯს მიაღწია და გარდაიცვალა მოულოდნელად. მისმა ვაჟებმა: მირმა და არჩილმა მამა იქვე დაასაფლავეს და თვითონ აფხაზეთში გადავიდნენ.
მურვან ყრუ კი აოხრებული ქართლიდან სამცხეს გადავიდა, ოძრახე დააქცია, დანარჩენი მესხური მიწებიც ააოხრა და ზეკარის უღელტეხილით იმერეთისაკენ დაიძრა.
იმერეთის მთავრები, ძმები დავითი და კონსტანტინე გვარად მხეიძენი საომარ მზადებას შეუდგნენ.
უფროსი დავით -- ,,ჰაეროვან და სპეტაკ ხორცითა, მოწაბლე თმითა, შუენიერ გვამითა და ხშირ წვერითა''.
უმცროსი კონსტანტინე -- ,,შუენიერ გვამითა, მოწაბლე თმითა და წვერ გამო (უწვერული)''.
ორივენი გონიერნი, განათლებულნი, მტკიცე ქრისტიანენი, გაწაფული სარდლები და მამაცი მეომრები.

როგორც კი ძმებმა მესხეთში არაბთა შემოსევის ამბავი შეიტყვეს, არგვეთის მოსახლეობა ფეხზე დააყენეს, ყველანი გაამხნევეს, სასწრაფოდ ლაშქარი შემოიყარეს და მტრის დასახვედრად წარემართნენ.
მურვან ყრუ უკვე ზეკარზე გადმოდიოდა, მესხეთიდან იმერეთისკენ.
არგვეთის ჯარი ფერსათის მთაზე, ხანისწყალზე ჩამოსასვლელთან შეეგება მტრის წინაკერძს. წინ მიმავალმა დავითმა ,,აღიზახა ვითარცა ლომმან და აოტნეს და განაბნიეს იგინი და ურიცხვი მოსრნეს''.
სიკვდილს გადარჩენილი არაბი მეწინავენი სირბილით უკან მიაწყდნენ, მურვანს წარუდგნენ და დიდის ქოთქოთით მოახსენეს მომხდარი.
სამტროდ მოსული გაამწარა მონაყოლმა და უამრავი მეომარი შემოუსია იმერეთს.
ქართველები დიდი სიმამაცით დაუხვდნენ ურიცხვ მტერს, უთანასწორო ომმა მოსახლეობის უმრავლესობა მთასა და ტყეში გახიზნა.
დავითი და კონსტანტინე თარეშული ბრძოლის გზას დაადგნენ: მტერს უსაფრდებოდნენ, მოულოდნელად გამოუხტებოდნენ და თავს ესხმოდნენ, ელვასავით გაუჩინარდებოდნენ და კვლავ უეცარი თავდასხმისათვის ემზადებოდნენ.
მერე, რომელიღაც ვიწრო ხევში ყოველი მხრიდან გზა გადაუჭრეს არაბებმა ერთ მუჭა გმირებს.
ქართველები თავგანწირვით იბრძოდნენ, ბევრი სარკინოზის სისხლი დაიქცა, მაგრამ აღესრულა მურვან ყრუს ბრძანება: დავითი და კონსტანტინე ცოცხლად შეიპყრეს. მათი თითო მეაბჯრეც დაატყვევეს.
მურვან ყრუ მაშინ ქუთაისში იდგა ბანაკად, ტყვეებიც იქ წაიყვანეს, წყვდიად ღამეში გზაზე ის ორი მეაბჯრე გაიპარა ტყვეობიდან.
ძმები მურვან ყრუს მიჰგვარეს.
სარკინოზთა სარდალმა დიდხანს ათვალიერა ტყვეები, ,,ვინ ხართ თქვენ ქვათა და ძელთა მსახურნო, რომ ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა გაგიბედავთ? იქნებ არც გაგიგიათ, რომ მე დიდი ალლაჰის მოციქულის, მუჰამედის დისწული ვარ. იმ მუჰამედისა, რომელსაც ჰმონებს სრულიად არაბეთი, ხოლო მე დამმორჩილებია ყოველი ქვეყანა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე''
მაშინვე უპასუხა დავითმა
,,ეგ შენი სიცილი და ქადილი ცუდი და ამაოა ჩვენსა ზედა, რამეთუ წუთ ჟამ არს დიდებაი შენი და ადრე განქარდების. რაც შეეხება დედიშენის ძმას მუჰამედს, რომლის სახელსაც იქადი, ეგ სიქადულიც ფუჭი და უქმია, რამეთუ სწორედ ის მუჰამედია მაცდური და დამღუპველი მთელი თქვენი მოდგმისა''

გაცოფებულმა მურვანმა უმოწყალოდ აცემინა ხელშებორკილი გმირები.

დიდ ხანს სცემდნენ, გახელებით და გამხეცებით. სცემეს მანამ, ,,ვიდრეღა დაშურეს'' (დაიღალნენ).
ხოლო ისინი იყვნენ და მდუმარედ, უდრტვიბველად ღებულობდნენ ყოველ დარტყმას. გაოცებული და გაოგნებული შეჰყურებდა არაბთა სარდალი. ჯალათები შეაყენა და სისხლის ტბორში ჩაწოლილ გმირებს მიმართა -დაუტევეთ შეშისმსახურება, მიიღეთ მუჰამედის რჯული მხდართუფროსებად დაგნიშნავთ და დიდ პატივში გამყოფებთო. მტკიცე და გადაწყვეტილი უარი მიიღო ძმებისაგან --მზად ვართ ქრისტეს სახელისთვის ყოველგვარი ტანჯვა და სიკვდილიც კი ავიტანოთო.

ათი დღე აწამებდნენ ,,მრავალფეროვანი ტანჯვითა უსუენებლად''
შემდეგ კიდევ ეცადნენ მათ მაჰმადის რჯულზე მოქცევას, ვერაფერი გააწყეს, გმირები მკაცრად პასუხობდნენ და უარით ისტუმრებდნენ ყველა შემგონებელს.
საბოლოოდ მურვან ყრუმ გადაწყვიტა მათი ბედი.
ისინი რიონის პირას გაიყვანეს, კოზმანისა და დამიანეს მცირე ტაძრის მახლობლად, ორივე გააშიშვლეს დედიშობილად, ხეზე დაჰკიდეს ფეხებით და უმოწყალოდ ცემეს. ძმები მდუმარედ, უსიტყვოდ და უდრტვინველად იტანდნენ ტანჯვას.
მერე ჩამოხსნეს, ხელები და ფეხები მჭიდროდ შეუკრეს, ქედზე მძიმე ლოდები დაჰკიდეს და მდინარეში გადაყარეს.
ამის შემდეგ მურვანმა ბანაკი აჰყარა და სამეგრელოს ასაოხრებლად გაემართა.
მდინარემ კი ამოატივტივა წამებულთა ცხედრები და ტალღებმა ნაპირისკენ გარიყა. ხალხმა ამოასვენა წყლიდან გმირები და ყველანი გაოცებულნი იყვნენ: უზადო იყო მათი სხეული, თითქოს არც ჯალათის ხელი შეხებოდათ და არც წყლის მრღვეველი სტიქიონი, ღვთაებრივი სიმშვიდე და კდემა დავანებულიყო მიცვალებულთა სახეებზე.
ოთხეულებად დალაგდა ხალხი.
წინა ოთხეულებმა მხრებზე დაისვენა დავით.
მეორე ოთხეულმა კონსტანტინე.
და დაიძრა ღამეული პროცესია გელათისაკენ.ოთხეულები ცვლიდნენ ერთმანეთს.
იქ სადაც ხარების სახელობის ეკლესია იდგა ნაეკლესიარიღა დარჩენილიყო, ისიც დაექცია მურვან ყრუს, ნაეკლესიარის ქვემოთ კლდეში ძველთაძველი აკლდამა იყო, ამჯერად ცარიელი და მივიწყებული, იმ აკლდამაში დაასვენეს მოწამენი და ამიერიდან ამ ადგილს, მისი შემოგარენით ეწოდა მოწამეთა.
სამასი წელი ესვენა დავით და კონსტანტინე იმ აკლდამაში, მეფე ბაგრატ მესამემ ხელახლა აღაშენა სარკინოზთაგან დანგრეული ეკლესია და მასში გადმოასვენა წამებული გმირები.
ერთ კუბოში თავშექცევით იწვნენ ისინი.
საგანგებო დღეც დაადგინა ხალხმა, ,,დავით და კონსტანტინეობა'', ანუ ,,მოწამეთობა'' ანუ ,,ორწიფობა''
ესაა 2 ოქტომბერი დღე რომელსაც აწამეს დიდი გმირნი და დიდმოწამენი ძმანი -- დავით და კონსტანტინე.

მურვან ყრუ ქუთაისიდან ეგრისში გადავიდა, არაბებმა აიღეს და დაანგრიეს ციხე-გოჯი (ნოქალაქევი), მერე გადალახეს კელასურის ქვის კედელი, შეიჭრნენ აფხაზეთში აიღეს და დაანგრიეს ქალაქი ცხუმი (სოხუმი).
სოხუმიდან ანაკოფიისაკენ გაეშურა ,,მძლავრი ბოროტი''
ანაკოფიას მაშინ თავს აფარებდნენ ქართლის უფლისწულები მირი და არჩილი, რომელნიც მცირეოდენი ჯარით საომრად გამოუხდნენ არაბთა მხედრობას. შეტაკება ქართველთა გამარჯვებით გათავდა, მაგრამ მირი დაიჭრა ფერდში, ჭრილობის შედეგად დასნეულდა და გარდაიცვალა.

მარცხნაჭამი მურვან ყრუ აფხაზეთიდან უკუ იქცა და ისევ ციხე-გოჯის მახლობლად დაბანაკდა. აქ ახალი უსიამოვნება დაატყდა თავს, საშინელი კოკისპირული წვიმა მოვიდა, ცხენისწყალი და აბაშისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და არაბთა ბანაკს დაეძგერა, ბევრი მეომარი და სალაშქრო ცხენი დაეხრჩო სარკინოზთა სარდალს. აქედანაც აიყარა და სამხრეთისაკენ გაემართა. კოლხეთის ჭაობებშიც ბევრი ცხენი და მეომარი დაკარგა. დასავლეთში დიდად ვერ ისახელა თავი მურვანმა, ამიტომ შერყეული ,,უძლეველობის'' აღდგენა ამიერკავკასიის ხელახალი აოხრებით სცადა, შეიჭრა სომხეთს, აქედან ქართლს, ქართლიდან რანს. ასევე წარმატებით დალაშქრა ოვსეთი და ხაზარეთი.
743 წელს არაბთა სახლის კარზე ხალიფას ტახტისათვის ატყდა ბრძოლა, მურვანიც სასწრაფოდ გაეშურა ტახტის საძიებლად. და გახდა კიდეც ხალიფა, მაგრამ 6 წლის შემდეგ ტახტის ახალმა მაძიებლებმა იგი ჩამოაგდეს და თავი გააგდებინეს.

ეს იყო მთელი ისტორია რაც შევძელი თქვენთვის მომეწოდებინა, თუ შუალედში თემის გადახვევა გამომივიდა გთხოვთ მაპატიოთ, წამებული გმირების ამბის გახსენება დიდი გულისტკივილით მავსებს და მინდოდა თქვენთვისაც მომეთხრო.



პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 23 2007, 11:45 PM

nini_1

დიდი მადლობა ნინ! რამდენი გიშრომია 2kiss.gif




გურგენის აჯანყება 523 წელი: - ქართლის აჯანყება ირანელების წინააღმდეგ. მის შესახებ ცნობები დაცული აქვს VI საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოპი კესარიელს. აჯანყების მიზეზი გახდა შაჰის გადაწყვეტილება, საქართველოში ძალით გაევრცელებინა მაზდეანობა. ქართლის მეფე გურგენმა ფარული მოლაპარაკება გამართა იუსტინე კეისართან და მისი დახმარების იმედით აჯანყდა, მაგრამ ბიზანტიელები სათანადოდ ვერ დაეხმარნენ აჯანყებულებს, ქართლში კი ირანელების დიდძალი ჯარი შემოვიდა ვოის სარდლობით. გურგენმა დაინახა, რომ მისი და ბიზანტიის დამხმარე ძალები საკმაო არ იყო და ოჯახითა და აჯანყებაში მონაწილე დიდებულებითურთ ეგრისში გაიქცა, იქიდან კი ბიზანტიაში ჩავიდა. უმეთაუროდ დარჩენილი ქართველები დამარცხდნენ. ბევრი მათგანი ქართლიდან გადაიხვეწა. 532 ირანელებსა და ბიზანტიელებს შორის დადებული ე. წ. "უვადო ზავის" თანახმად გაქცეულებს ნება დართეს სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. ბევრი დაბრუნდა, მაგრამ ზოგი ბიზანტიაში დარჩა. აჯანყების დამარცხების მიუხედავად, ირანმა ხელი აიღო საქართველოში თავის სარწმუნოებრივ პოლიტიკაზე. მაგრამ, პროკოპი კესარიელის სიტყვით, ქართველებს ძალიან უჭირდათ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და შესაფერის დროს ელოდნენ ახალი აჯანყებისათვის








შირიმნის ბრძოლა 1021 წელი - ბრძოლა საქართველოსა და ბიზანტიის ლაშქარს შორის, შირიმთან (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ბიზანტიის იმპერიას არ აკმაყოფილებდა საქართველოსაგან მისი სიუზერენობის ფორმალური აღიარება და ცდილობდა რეალურად განემტკიცებინა თავისი მდგომარეობა, რისთვისაც XI საუკუნის დასაწყისში სამხრეთ ტაოს ტერიტორიაზე დავით კურაპალატის ყოფილი სამფლობელოებიდან (დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა) იბერიის თემი შექმნა.

ბიზანტია ყველა საშუალებით ცდილობდა შეეჩერებინა საქართველოს გაერთიანებისა და ზრდა-გაძლიერების პროცესი, დაესუსტებინა ის და ხელში ჩაეგდო მოსაზღვრე მიწები. 1014-1018, როცა ბიზანტია ბულგარეთთან ომით იყო დაკავებული, საქართველოს სამეფო კარმა ისარგებლა ამით და ბრძოლა დაიწყო სამხრეთ ტაოს მიწა-წყლის დასაბრუნებლად. ქართველებს მხარში ამოუდგნენ სომხებიც. გიორგი I-მა დაიკავა ბიზანტიის მიერ მიტაცებული ციხესიმაგრეები, მაგრამ ბულგარეთის დამარცხების შემდეგ ბიზანტიის საიმპერატორო კარმა გიორგი I-ს დაკავებული ციხესიმაგრეების დაცვა მოსთხოვა. არისტაკეს ლასტივერტცის ცნობით, საქართველოს მეფემ არ შეასრულა ბიზანტიის იმპერატორის მოთხოვნა, ეს უკანასკნელი განრისხდა და საქართველოს წინააღმდეგ გამოილაშქრა. გიორგი I-მა სასწრაფოდ შეკრიბა ლაშქარი, მაგრამ მოწინააღმდეგის დიდი რიცხობრივი უპირატესობის გამო შებმა მიზანშეუწონლად ჩათვალა და უკან დახევა დაიწყო. ბიზანტიელები დაედევდნენ. გიორგი I-მა, მტრის მოძრაობისთვის ხელი რომ შეეშალა, გადაწვა ოლთისი (Oltu). ბიზანტიელები 1021 პალაკაციოს (ჩილდირის) ტბის მახლობლად, შირიმთან შეებნენ საქართველოს ლაშქრის არიერგარდს. ქართველებმა მედგარი ბრძოლით უკუაქციეს ბიზანტიელები, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და უკან დაიხიეს. ამან გაააქტიურა მტერი. ბიზანტიის ლაშქარი დაედევნა ქართველებს, კოლა-არტაან-ჯავახეთზე გადმოიარა და გაანადგურა ეს მხარე. შემდეგ თრიალეთში შემოიჭრა. გიორგი I-მა მოიშველია კახეთისა და ჰერეთის ძალები და ბრძოლის განახლება გადაწყვიტა. ზამთრის მოახლოებისა და, როგორც ჩანს, ქართველთა ლაშქრის გაძლიერების გამო ბიზანტიის მბრძანებელმა ბრძოლა აღარ გააგრძელა და უკან გაბრუნდა, თანაც "კუალად უბოროტესადრე შურისგებით მოაოხრა ქუეყანანი".

შირიმნის ბრძოლაში ქართველი ფეოდალები ერთმანეთთან შეკავშირებულები გამოვიდნენ მტრის წინააღმდეგ. ბრძოლაში დაიღუპნენ დიდი ფეოდალები კლდეკარის ერისთავი რატი ლიპარიტის ძე და ხურსი.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 24 2007, 12:07 AM

დიდი თურქობა - ამ ტერმინით ცნობილია თურქ-სელჩუკთა განუწყვეტელი შემოსევები საქართველოში XI საუკუნის 80-იან წლებში. მცირე აზიაში სელჩუკთა სახელმწიფოს შექმნის უარყოფითი შედეგი მოჰყვა საქართველოსა და ამიერკავკასიის ქვეყნებისათვის. საქართველოს მეზობლად დამკვიდრდნენ მომთაბარე-მეჯოგე ტომები, რომლებიც სისტემატურად ესხმოდნენ თავს საქართველოს სხვადასხვა მხარეს. მეფე გიორგი II-მ (1072-1089) მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა ქვეყნის შინაგანი ძალების შემომტკიცებისა და საზღვრების გაფართოების მიზნით, მაგრამ ეს წარმატებანი ხანმოკლე აღმოჩნდა. თურქ-სელჩუკთა სულთნის მალიქ-შაჰის საგანგებო ლაშქარმა დაამარცხა ყველისციხეში მდგომი მეფე გიორგი. ამას მალე უფრო დიდი ლაშქრობა მოჰყვა იასისა და ბუჟღობის მეთაურობით. სელჩუკები მთელ საქართველოს მოედვნენ. მემატიანის გადმოცემით, "ერთსა დღესა დაწუეს ქუთათისი და არტანუჯი და უდაბნონი კლარჯეთისანი". ეს იყო თურქ-სელჩუკთა პირველი დიდი შემოსევა, რომელიც 1080 წელს დაიწყო.

ამიერიდან სელჩუკები საქართველოში საძარცვავად ყოველი წლის გაზაფხულზე მოდიოდნენ და დაზამთრებამდე რჩებოდნენ. ასეთ ვითარებაში ქართველი მწარმოებელი საზოგადოება ინტენსიურ მეურნეობას ვეღარ უძღვებოდა. ამის გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე მომთაბარეთა ჩამოსახლება ყოველწლიურად მატულობდა. ქვეყანა გადაშენების საფრთხეს წინაშე იდგა, გიორგი II ისპაანში ეახლა სულთან მალიქ-შაჰს და ყოველწლიური გადასახადი აღუთქვა. ამ გზით ქვეყანამ დროებით მოისვენა "ზედამარბეველთაგან". ასევე მოიქცა კახთა მეფე აღსართანიც, რომელიც სულთანს ეახლა, მორჩილება გამოუცხადა და ქრისტიანობა დათმო. მაგრამ სელჩუკები მაინც თავისუფლად დათარეშობდნენ მთელ საქართველოში. შემოდგომის დადგომისთანავე მთლი თავისი ავლა-დიდებითა და საქონლით გაჩიანს ჩამოდგებოდნენ, თბილისიდან ბარდავამდე მთელი მტკვრის სანაპირო და ივრის პირის საუკეთესო საზამთრო საძოვრები მათ ეჭირათ, ხოლო საზაფხულო საძოვრებზე სომხეთის მთებში მიდიოდნენ. შინაკლასობრივმა ბრძოლამ, რომელსაც სულთანიც უწყობდა ხელს, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ქვეყანა. რუსთავი, დმანისი, სამშვილდე და სხვა ქალაქები მტრის ხელში გადავიდა; ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ იყო ხორნაბუჯი, არადეთი, აგარანი, გავაზნი, გაგი და სხვა ციხეები. თურქ-სელჩუკთა მომთაბარულ-მეჯოგური მეურნეობა უპირისპირდებოდა განვითარებული დეოდალური ქვეყნის კულტურულ მეურნეობას, ანგრევდა და ანადგურებდა ქალაქებს და დაცემის პირამდე მიჰყავდა საქალაქო ცხოვრება, ვაჭრობა-ხელოსნობა. დიდი მსხვერპლის ფასად ქართველმა ხალხმა მაინც შეძლო თავისი თვითმყოფობის, პროგრესული ფეოდალური მეურნეობის შენარჩუნება. თურქ-სელჩუკთა სოციალური-პოლიტიკური სისტემას მზარდი ქართული ფეოდალური წყობილების საფუძვლები არ დაურღვევია.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 24 2007, 12:22 AM

ერწუხის ბრძოლა 1104 წელი - ბრძოლა ერწუხთან (ახლანდელი საინგილო) საქართველოს ლაშქარსა და განძის ათაბაგს შორის.

მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებლმა თურქ-სელჩუკებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა და კახეთ-ჰერეთის სამეფო შემოიერთა, მაჰმადიანებს არ შეეძლოთ მშვიდად ეცქირათ, როგორ გამოაცლიდა მათ ხელიდან საქართველოს მეფე ამიერკავკასიის ერთ-ერთ მდიდარ რეგიონს, რომელიც ამასთან ერთად უაღრესად ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ პლაცდარმს წარმოადგენდა. ამიტომ მათ გადაწყვიტეს უკან დაებრუნებინათ კახეთ-ჰერეთი. სელჩუკთა სულთანმა „ურიხვნის სპანი“ შეკრიბა, რომელიც რაოდენობით ბევრად აღემატებოდა ქართველებს. მოწინააღმდეგის ლაშქარში იბრძოდნენ აგრეთვე „ათაბაგი განძისა და უმრავლესი კახთა და ქუეყანათა ერი მტერთავე თანა გარემოდგომილი ჩუენდა“. როგორც ჩანს დავით აღმაშენებლის გამაერთიანებელ პოლიტიკას თავად კახეთ-ჰერეთშივე ჰყავდა მრავალი მოწინააღმდეგე. მეფემ მომხვდურთ კარგად გაწვრთნილი „მცირედი ლაშქარი“ და „წვრილი ერი“ შეაგება.

დავითის უცნობი ისტორიკოსის ცნობით ბრძოლა ერწუხში გაიმართა. ქართველებმა საარაკო გამარჯვება მოიპოვეს, რომელსაც მემატიანე „ხმა-განსმენილი იგი დიდი ბრძოლა“-ის სახელით ნათლავს. დავით აღმაშენებელი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ბრძოლაში - „ხოლო თვით მეფე არათუ ვითარცა სხუა ვინმე ზურგით უდგა ვითარცა სპათა თვისთა, ანუ შორით უზახებდა, ვითარცა ერთი მთავართაგანი ვინმე, არამედ უპირატეს ყოველთასი თვით წინე უვიდოდა, და ვითა ლომი შეუზახებდა ხმითა მათლითა და ვითა გრიგალი მი-და-მო იქცეოდა და თვით გოლიათებრ მიმართებდა და მკლავითა მტკიცითა დაამხობდა ახოვანთა, სვრიდა და დასცემდა წინა დამთხვეულთა“.

გმირმა მეფემ არაერთი მუსლიმი გამოასალმა სიცოცხლეს ისე რომ ლიპორიდან „უკმომდინარითა სისხლითა წელნი აღსავსე ესხნეს“. ბრძოლის სემდეგ, როდესაც დავითმა სარტყელი შეიხსნა სისხლი ტქრიალით დაესხა მიწაზე - „რა დაინახა ესოდენი მტკნარისი სისხლისი შეყინებულისი, რომელსა პირველ განხილვისა თვით მისგან ვგონებით გამოსრულად“. ერწუხის ომში დავით აღმაშენებელს „სამნი ცხენნი გამოუკლნეს და მეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულყო მის დღისა ომი“. ერწუხთან მოპოვებულ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის. ფაქტობრივად ეს იყო სელჩუკთა მრავალრიცხოვან არმიასთნ პირისპირ სამხედრო შეჯახებაში მოპოვებული პირველი სერიოზული გამარჯვება, რომელმაც ხალხს ნათლად დაანახა, რომ თურქები სულაც არ წარმოადგენდნენ დაუძლეველ ძალას.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Oct 24 2007, 11:22 PM

„წვრილი ერი“-ს მოგებული ბრძოლა არ გამიგია მე smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 25 2007, 12:21 AM

ბოლო ომზეც დაწერეთ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2007, 11:31 AM

ოსმალო ისტორიკოსი მუსტაფა ნაიმა (XVII საუკუნე) მარტყოფის ბრძოლის შესახებ:

"ზემოთხსენებული მოურავი შაჰის ლაშქარში იყო, როგორც მისამი დაქვემდებარებული პირი. ოცდაათ ათასამდე ყიზილბაში და სახელოვანი ხანები ყარჩიხა ხანს შეუერთდნენ, მათთან ერთად საქართველოს ასაოხრებლად მოურავ ხანიც გამოგზავნეს. ეს უკანასკნელი თეიმურაზ ხანს საიდუმლოდ დაუკავშირდა და შეუთანხმდა: როდესაც ყიზილბაშთა ლაშქარი მიაღწევს საქართველოში შემავალ ვიწრო ხეობას, მზად იყავით და განსაზღვრულ დროს თავს დავესხათო, თვითონ კი თავისი ხელქვეითებით უკან ჩამორჩა. ყიზილბაშთა ლაშქარი ამ ხეობაში შემოვიდა და უდარდელად დაბანაკდა.

სწორედ ამ დროს მთებში გამოჩნდა ქართველთა ლაშქარი, მოურავი ყარჩიხა ხანს მივარდა და უთხრა: რას გაჩერებულხარ ხანო, ჯარიც გაფრთხილდეს, ამხედრდეს და მზად იყოსო. შემდეგ ხანი ცხენზე შესვა და მიმართა: აბა, ნახე როგორია ქართველების გაწყვეტა, შე წყეულო ყიზილბაშო, თავისი შუბი ყარჩიხა ხანს იღლიის ქვეშ აძგერა ისე, რომ შუბი მეორე მხარეს გამოვიდა. ჰე, შე გიაურო, არამი იყოს შენზე შაჰის პური! - წამოიძახა ყარჩიხა ხანმა და ცხენიდან ჩამოვარდა. ყიზილბაშთა ლაშქარი აირია. სხვა ხანები ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა და სანამ ასე გაოგნებული იყვნენ, ქართველთა ბეგებიც მოცვივდნენ და იმდენი დახოცეს, რომ ოცდაათი ათასი ყიზილბაშიდან სამი ათასმა ყიზილბაშმა ძლივს უშველა თავს.

ქართველი ვაჟკაცები, გამარჯვებით გამხნევებულნი, უკან დაედევნენ მტერს, ყარაბახის საზღვრამდე სდიეს და კიდევ ბევრი ყიზილბაშის თავი გააგორეს მიწაზე. ბრძოლა განთიადიდან საღამომდე შეუსვენებლივ გრძელდებოდა, რამდენიმე ათასი ყიზილბაში ხმლით აკუწეს."

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Oct 25 2007, 11:34 AM

ციტატა(marine @ Oct 25 2007, 11:31 AM) *

ოსმალო ისტორიკოსი მუსტაფა ნაიმა (XVII საუკუნე) მარტყოფის ბრძოლის შესახებ:

როგორ ეტყობა, რომ ისტორიკოსი თურქია და ვერ იტანს სპარსელებს..... biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2007, 02:08 PM

ქართველი ისტორიკოსი პაპუნა ორბელიანი (XVIII საუკუნე) ყვარლის ბრძოლის შესახებ:

შემდგომად მოინდომა ხუნძახის ბატონმა მტრობა და დალაშქრება ქართლისა და კახეთისა, შეკრა გზები იალბუზისა და არც ჯარი ლეკისა და არც ყაზახად აღარავინ გამოუშვა, ყველას დაპირდა დაღესტნის ლეკთა: ხულ მე გამომყევით, ქართლსა და კახეთს დავიჭერთ და ამდენს ტყვესა და საქონელს გაშოვნინებთ, რომ შვილითა შვილამდის გეყოსთო.

ეს ის ბატონი იყო, რომ პატრონთა ჩვენთა მჭადიჯვრის ციხეზე დაუმარცხეს ჯარი... მოვიდა ხუნძახის ბატონი დაღესტნის დიდის ჯარით... მოვიდა ეს ლეკის ჯარი, შემოდგა ციხესა ყვარლისასა... დიაღ დიდი ჯარი იყო და შეიქმნა ფიქრი ყოველგან... იყო ყოველგან შიში დიდი და ცდა სიმაგრეთა ციხეთა ქვეყანათა ქართლისა და კახეთისათა... შემოსაფრეს ყვარლის ციხე ლეკთა, იყო ომი დღედაღამ, კარგად კაცურად და მამაცურად ებრძოდნენ მყოფნი ციხისანი, მაგრამ ასეთი მაღალი საფრები შეუკრეს გარედან, რომ შიგ ციხეში თოფს ჩაისროდენ...

(მეფეებმა) უბრძანეს ქართველთა და კახთ ერთობით: რომელიც ინებებს და თავისი გულოვნებით მინდობით წარვალს და შევალს ციხესა ყვარლისასა... თავადის შვილს თავის შესაფერს სახელოს... აზნაურიშვილს და გლეხს კაცს, კაცზე ოთხს თუმანს, ორს საკომლო მამულსა და სითარხნეს მივსცემთო... ეს ქართლისა და კახეთის კაცნი ერთად შეყარა ბატონმა... წარვიდნენ... მივიდნენ ღამე და მიენდნენ ხმალსა და მამაცობასა თვისსა... შეუკრეს გზები, მაგრამ გულოვანებისა ძალითა და სიმხნისა და ვაჟკაცობისა მინდობითა მივიდნენ ქართველნი და კახნი ციხესა ყვარელისასა...

ამა ამბავთა შინა აარჩივნა კაცნი გულოვანნი და კარგ-ცხენოსანნი ქისიყელნი კახმა ბატონმა და გაუსივა ჭარისა ქვეყანასა წასახდენელად. გავიდნენ ალაზანს, დახვდათ საქონელი ურიცხვი, წამოიღეს მრავალი ცხენი, ძროხა, ტყვე უფრო ცოტა, მოიტანეს ქისიყს და მოართვეს მეფეს ერეკლეს.

მიუვიდათ ამბავი ჭარელთ, დაჭმუნდნენ დიდად, დასდვეს საყვედური ხუნძახის ბატონს. ჩვენ აქ უბრალოდ ერთს ციხეზე ვიღალებითო და ჩვენს სახლებს კახი ბატონი აოხრებს... ამისათვის შეექმნათ ლაპარაკი და ჩხუბი ჭარელთა და დაღესტნის ლეკთა... შემოსწყრნენ ჭარელნი და წავიდნენ ქვეყანათა თვისითა... და დაღესტნის ჯარიც ბევრი გაყვა...“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2007, 02:08 PM

ქართველი ისტორიკოსი პაპუნა ორბელიანი (XVIII საუკუნე) ყვარლის ბრძოლის შესახებ:

"შემდგომად მოინდომა ხუნძახის ბატონმა მტრობა და დალაშქრება ქართლისა და კახეთისა, შეკრა გზები იალბუზისა და არც ჯარი ლეკისა და არც ყაზახად აღარავინ გამოუშვა, ყველას დაპირდა დაღესტნის ლეკთა: ხულ მე გამომყევით, ქართლსა და კახეთს დავიჭერთ და ამდენს ტყვესა და საქონელს გაშოვნინებთ, რომ შვილითა შვილამდის გეყოსთო.

ეს ის ბატონი იყო, რომ პატრონთა ჩვენთა მჭადიჯვრის ციხეზე დაუმარცხეს ჯარი... მოვიდა ხუნძახის ბატონი დაღესტნის დიდის ჯარით... მოვიდა ეს ლეკის ჯარი, შემოდგა ციხესა ყვარლისასა... დიაღ დიდი ჯარი იყო და შეიქმნა ფიქრი ყოველგან... იყო ყოველგან შიში დიდი და ცდა სიმაგრეთა ციხეთა ქვეყანათა ქართლისა და კახეთისათა... შემოსაფრეს ყვარლის ციხე ლეკთა, იყო ომი დღედაღამ, კარგად კაცურად და მამაცურად ებრძოდნენ მყოფნი ციხისანი, მაგრამ ასეთი მაღალი საფრები შეუკრეს გარედან, რომ შიგ ციხეში თოფს ჩაისროდენ...

(მეფეებმა) უბრძანეს ქართველთა და კახთ ერთობით: რომელიც ინებებს და თავისი გულოვნებით მინდობით წარვალს და შევალს ციხესა ყვარლისასა... თავადის შვილს თავის შესაფერს სახელოს... აზნაურიშვილს და გლეხს კაცს, კაცზე ოთხს თუმანს, ორს საკომლო მამულსა და სითარხნეს მივსცემთო... ეს ქართლისა და კახეთის კაცნი ერთად შეყარა ბატონმა... წარვიდნენ... მივიდნენ ღამე და მიენდნენ ხმალსა და მამაცობასა თვისსა... შეუკრეს გზები, მაგრამ გულოვანებისა ძალითა და სიმხნისა და ვაჟკაცობისა მინდობითა მივიდნენ ქართველნი და კახნი ციხესა ყვარელისასა...

ამა ამბავთა შინა აარჩივნა კაცნი გულოვანნი და კარგ-ცხენოსანნი ქისიყელნი კახმა ბატონმა და გაუსივა ჭარისა ქვეყანასა წასახდენელად. გავიდნენ ალაზანს, დახვდათ საქონელი ურიცხვი, წამოიღეს მრავალი ცხენი, ძროხა, ტყვე უფრო ცოტა, მოიტანეს ქისიყს და მოართვეს მეფეს ერეკლეს.

მიუვიდათ ამბავი ჭარელთ, დაჭმუნდნენ დიდად, დასდვეს საყვედური ხუნძახის ბატონს. ჩვენ აქ უბრალოდ ერთს ციხეზე ვიღალებითო და ჩვენს სახლებს კახი ბატონი აოხრებს... ამისათვის შეექმნათ ლაპარაკი და ჩხუბი ჭარელთა და დაღესტნის ლეკთა... შემოსწყრნენ ჭარელნი და წავიდნენ ქვეყანათა თვისითა... და დაღესტნის ჯარიც ბევრი გაყვა...“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2008, 11:59 AM

"ახალი ქართლის ცხოვრება" 1569 წლის ფარცხისის ბრძოლის შესახებ:

"სვიმონ მეფემან შეყარა სპა თვისი და მოვიდა აწუფისს და ისინი მოვიდეს ფარცხისს. ხოლო წარვიდა კახაბერ ყორღანაშვილი და მიეგება განჯას და მიერითგან მოუძღოდა იგი... და რა სცნა მეფემან სვიმონ მოსვლა ფარცხისს, ავიდა და ეწყო მუნ. და იქმნა ბრძოლა ძლიერი და მოსწყდეს ორგნითვე მრავალი.

შეუტივა მეფემან სვიმონ ყიზილბაშსა ერთსა და სცა ოროლი და მოკლა იგი. და შეუტია სხუათა, განშორდა სპასა თვისსა. მაშინ უთხრა კახაბერ ყორღანაშვილმან ყიზილბაშთა, ვითარმედ მეფე სვიმონ განშორდა სპასა თვისსა და აცნობა. და რა სცნეს ყიზილბაშთა, შემოეხვივნეს მეფესა სვიმონს და შეიპყრეს მეფე სვიმონ და ივლტოდეს სპანი ქართველთანი.

და წარიყვანეს მეფე სვიმონ შაჰ-თამაზთან და რა მივიდა, შაჰ-თამაზ დიდად პატივ-სცა სვიმონსა და მიანიჭა ნიჭი მრავალი და ხანსა მრავალსა აიძულა დატეობა სჯულისა. ხოლო მეფემან სვიმონ არა დაუტევა სჯული ქრისტესი და ეგო სიმტკიცესა ზედა. ამისთვის შეიპყრა და ტყუე-ყო ციხესა ალამუთისასა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2013, 03:08 PM

ბახტრიონის ომი

"საკვირველი იყო ეს გამარჯვება, მან იმედი ჩაუსახა ქართველებს და ერთად ყოფნის აუცილებლობაში კვლავ დაარწმუნა. რომ არა ეს ბრძოლა, ქართველებს კახეთი ახლა დაკარგული გვექნებოდა".

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 12 2013, 08:06 PM

წმ. შალვა ელიზბარ და ბიძინას ხატს ვწერ ახლა, ბახტრიონის გმირების smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 12 2013, 10:56 PM

qetevano
GVANAXE მერე აუცილებლად...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 12 2013, 11:02 PM

A.V.M
ხოოო განახებთ,ჯერ პირველი ფერები მაქვს მარტო ჩასხმული.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 13 2013, 09:34 AM

ციტატა(qetevano @ Dec 12 2013, 08:06 PM) *

წმ. შალვა ელიზბარ და ბიძინას ხატს ვწერ ახლა, ბახტრიონის გმირების smile.gif

სხვა ხატის წერას როდის იწყებ მასალა რომ მოგიტანო?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2013, 11:09 AM

ციტატა(qetevano @ Dec 12 2013, 09:06 PM) *

წმ. შალვა ელიზბარ და ბიძინას ხატს ვწერ ახლა, ბახტრიონის გმირების smile.gif


ქეთუ, რომ დაასრულებ ამ თემაში დამიდე a025.gif


"სანატრელმა ელიზბარმა და შალვამ სიხარულით მოუდრიკეს ქედი მახვილს.

მტარვალებმა მოუქნიეს მახვილი, მაგრამ ვერ მისწვდნენ, რადგანაც წმინდანები ახოვანნი და ტანადნი იყვნენ.

ჯერ დაჰკრეს მახვილი წვივებზე, დასცეს ისინი მუხლებზე და მხოლოდ შემდეგ წარჰკვეთეს თავნი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2013, 02:45 PM

"მხედართა წყობამ, რომელიც წამოვიდა პანკისის ხეობაზე, ბაწარის წყალზე, ნახა თათრების ნაცარდაყრილი ბოგირი, რომ ნავალი შეტყობოდა და ნაფეხურზე გამვლელს დასდევნებოდნენ.

ბოგირზე გასვლის კვალი რომ დაემალათ, თუშებმა უკუღმა დაჭედეს ცხენები.

თათრების მეთვალყურეებს უნახავთ ზევით წასული კვალი და ამ ვითომ გაქცეულ თუშების ჯარს ბახტრიონიდან დასდევნებიან თათრები. "

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2014, 02:55 PM

"13 წლის ვახტანგი (ვახტანგ VI (1675-1737)) ბიძის გვერდით იბრძოდა.

1692 წელს თბილისის მისადგომებთან ვახტანგი მონაწილეობდა ირანელთა გარნიზონთან გამართულ შეტაკებაში.

იგი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მოწინააღმდეგის ნასროლი ისარი ვახტანგს ხოხონა ხერხეულიძის მარჯვედ ნახმარმა ფარმა ააცდინა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2014, 12:06 PM

"1752 წლის სექტემბერში თულქითეფეს ველზე ქართველემებმა სასტიკად დაამარცხეს აჯი-ჩალაბი და მისი ვაჟი აღა-ქიში.

ამ ბრძოლიდან მობრუნებული თეიმურაზი და ერეკლე სეიდაბადთან დაქვეითდნენ, მხლებლებთან ერთად ფეხთ გაიხადეს და ფეხშველნი მივიდნენ სიონთან, სადაც სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2014, 08:46 PM

"ქართველები უნდა ნახოთ ომში, როცა მათ ესმით თავიანთი წყეული ზურნის ხმა, რომელიც თოჯინების ასაცეკვებლადაც კი არ ვარგა. ამ დროს ისინი ნამდვილი ტიტანები არიან და მზად არიან ცაზე მიიტანონ იერიში".

/შერემეტიევი/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 3 2014, 06:38 PM

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გმირული ბრძოლა - ბრძოლა შინდისთან


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2014, 09:06 PM

"მოგმართავთ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, შეინარჩუნეთ ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესი.

გახსოვდეთ, მთავარი ბრძოლა ბოროტთან მოგებულია.

უფალი ბრძანებს: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა” (ინ. 16,33).

მაშ, იბრძოლეთ, ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი..."

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2015, 08:45 PM

"როდესაც ომში მიდიხარ, მეტნაკლებად აცნობიერებ იმას, რომ შეიძლება უკან ვეღარ დაბრუნდე, რადგანაც სადაც ომია, სიკვდილიც იქ არის"

/დეკ. კონსტანტინე ხუროძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2015, 07:27 PM

"საქართველო ჰგავდა იმ ქარვასლას, რომელშიც ხან ერთი კარიდან შემოდიოდა მტერი და ხან მეორედან"

/ალექსანდრე ამილახვარი
"საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2015, გვ. 11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2015, 11:24 PM

"როგორც დიდი ილია ამბობს, დღეს არის არა ხმლის, არამედ წიგნისა და კალმის ომი"

/ილია II
"საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2015, გვ. 6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 03:07 PM

7 წელი გავიდა 2008 წლის ომიდან!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი ვაჟკაცები და სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდროს მათ სულებს!

დაიღუპა 170 სამხედრო, 14 პოლიციელი, 228 სამოქალაქო პირი. 9 ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად... დაიჭრა და დაშავდა 1 747 ადამიანი.

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 09:47 PM

"მრავალმა დამპყრობმა გამოსცადა ხმლის ფხიანობა ქართველთა კისერზე"

/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 453/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2015, 04:42 PM

http://www.radikal.ru

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2015, 07:54 PM

"მან კარგად იცოდა თავდასხმითი ომების ხვანჯები და მზაკვრობა, დაზვერვითი ბრძოლების რინი, მარბიელი ლაშქრის გასევის ხიმანკლობა, თავადცვის მოწყობის აბრუნდები, მსტოვართა გაიძვერობა და ფანდები, ომისა და მშვიდობის დროის დიპლომატია და სხვა მრავალი წვრილმანი"

"მისი ნაწარმოებებიდან გვესმის საბრძოლო ცხენთა თქარუნი, ლაგამ-ავშარის ხვრის, ხმლების ჩახაჩუხისა, შუბთა ვეშაკებზე კვეთების და მსხვრევის ხმაური. ისმის ომმოგებულთა ძლევის გამყინავი ყიჟინაცა და დამარცხებულთა გულსაკლავი გოდებაც"

/სრბოლა ცხოვრებისა
ელგუჯა მაღრაძე, "გოდება, წერილები"ტ. II გვ. 470, 473/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2015, 04:27 PM

„ერთადერთი შემთხვევა, რა დროსაც კაცის კვლა არ განისჯება, არის ომიანობა, როდესაც ადამიანი მტრისგან იცავს სამშობლოს და თავგანწირვით იბრძვის. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არ უნდა მოხდეს პირადი სიძულვილით სისასტიკის გამოვლენა.

ეკლესიის დადგენილებით, ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ და ამ დროს მოწინააღმდეგეს კლავდნენ, ბრძოლის შემდეგ ვერ ეზიარებოდნენ ექვსი თვის განმავლობაში. მხოლოდ მარხვისა და განწმენდის შემდეგ შეეძლოთ მათ ზიარება“.

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2015, 07:54 PM

"აქამომდე საქართველოს, იმ დიდსა და უნაპირო ოკეანეში, რასაც კაცობრიობას ეძახიან, მხოლოდ მომხდურ მტერთა და საკუთარ მამულიშვილთა დათხეული სისხლის ნაკადულები შეჰქონდა"

/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 591/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2015, 09:25 PM

"ჩვენი წინაპრები დამპყრობლებს სიძულვილის გამო კი არ ებრძოდნენ, არამედ იმისთვის, რომ დაეცვათ სამშობლო, ოჯახი და სარწმუნოება".

/არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია)
"კარიბჭე" N22, 2015, გვ. 19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2016, 12:54 PM

"ბრძოლას იარაღი არ იგებს. ბრძოლას სულიერად მომართული ადამიანები იგებენ. საქართველოს ჯარს 2008 წელს სულის სიძლიერე დააკლდა".

/გენერალი გურამ ნიკოლეიშვილი
"ქვაკუთხედი" N4, 2016,გვ. 27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2017, 06:55 PM

როდესაც მამულის დაცვას ვუკავშირებთ სარწმუნოების დაცვასაც, მაშინ მხედრობა გალომებულია. ამ სარწმუნოების და მამულის დაცვის მისწრაფებით ძლიერ იყო ძველად ჩვენი სამშობლო, ამით ლომგულობდა ქართველი მხედარი. ეს იყო მიზეზი, რომ ის ადვილად იგერიებდა უთვალავ მტრებს, რომელნიც პატარა საქართველოს რკინის რკალივით გარსშემორტყმოდა და იყო მათთვის საშიში; ამით შეინახა მან თავისი ვინაობა, თავისი ელფერი, ნაციონალური ზნე-ჩვეულება.

/წმ. ამბროსი ხელაია
"თვენი" წიგნი 8, 11 მარტი - 20 მარტი, გვ.190/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 08:53 PM

"...მათ შორის ყოფილა ხმლით ორ ადგილას გაპობილი თავის ქალა და სხვა მახვილცემულნი ძვალნი..."

/"თვენი" წიგნი 8, 11 მარტი - 20 მარტი, გვ.304/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2017, 02:26 PM

"მაგრამ [ბასიანის ბრძოლაში] სულტანის საჩრდილობელის მჭირავი მსახურის ცხენს ფეხი ერთი (ერბოისე) ცხოველის სოროში ჩაუვარდა, მხედარი ჩამოვარდა და საჩრდილობელიც მიწაზე დაეცა. მაჰმადიან ჯარისკაცებს ეგონათ, რომ თვით სულტანს მტრისაგან უბედურება შეემთხვა და მაშინვე შეშინებულნი გაიქცნენ ბრძოლის ველიდან".

/"თვენი" წიგნი 13, 1 მაისი - 10 მაისი, გვ.58/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2017, 10:33 AM

"გოგოჭურთა ხმალი ტრიალებდა ბახტრიონის გალავანთან, ასპინძისა და კრწანისის ველებზე. გოგოჭურთ გვარისანი იყვნენ სახალხო გმირები მარტია მისურაული და მამუკა ქალუნდაური."

/"კარიბჭე" N16, 2008, გვ.46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2017, 03:13 PM

"დიდგორი, კრწანისი, მარაბდა, მარტყოფი - ამ სახელებთან სისხლხორცეულად არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სახელოვანი წარსული. რამდენი ბრძოლა მოუგია საქართველოს, დამარცხებულა კიდეც, მაგრამ ზოგიერთი დამარცხება გამარჯვების ტოლფასი ყოფილა..."

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 04:46 PM

"ის [უფროსი სახიობთა შორის] მიუძღოდა თბილისელთა ლაშქარს და ბარბითით ხელში (ანუ დაირით) უკრავდა შადიანს (რომელსაც ლხინის დროს უკრავდნენ საქართველოში) და ამით ამხიარულებდა მტრის წინააღმდეგ მიმართულ ლაშქარს".

/"კარიბჭე" N15, 2017, გვ.48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2017, 08:48 PM

"ქართველ ჯარისკაცს განსაკუთრებით ევალება, რწმენა და სიმშვიდე არ დაკარგოს, მით უმეტეს ომში, სადაც მღელვარება არავინ უნდა შეგატყოს. თუ შენი ემოციური მდგომარეობა სხვას გადაედო, ღალატის ტოლფასია, რადგანაც ამ შემთხვევაში იქმნება საფრთხე, მტრის მსხვერპლი გახდე.

ამიტომ ყველა ჯარისკაცის ვალია, სულში სიმშვიდე შეინარჩუნოს და სიმტკიცის მაგალითი მისცეს დანარჩენებს. ხშირად ყოფილა ჩვენს ისტორიაში, რომ ერთი კაცის მხნეობასა და შემართებას, გულში დანთებულ კოცონს ათიათასები და ასიათასები აუყოლიებია და ეს კოცონი მტრის მრავალრიცხოვანი ურდოების შემმუსვრელ ცეცხლად ქცეულა. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს."

/ჯარისკაცი ბადრი თინიკაშვილი
"კარიბჭე" N21, 2008, გვ. 15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 10:46 AM

"მშვილდითა და შუბით გლეხთა ყველაზე უქონელი ფენა გამოდიოდა ლაშქარში."

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.50/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2017, 04:33 PM

"მთიულ გაგაძეთაგან ყველაზე ცნობილი პიროვნება იყო ბერი გაგაძე, რომელმაც თავი ისახელა 1727 წლის დიდველის ბრძოლაში, როდესაც ოსთა ლაშქარმა მთიულეთის წასახდენად გამოილაშქრა, მაგრამ სასტიკად დამარცხდა. ხალხური ლექსის მიხედვით, "შვიდი ათასი ოსისგან შვიდი გაუშვეს შინაო". ბერი გაგაძეს გმირობა ასახულია მთიელთა ხალხურ პოეზიაში."

/"კარიბჭე" N21, 2009, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2017, 10:15 AM

"ძველი დროიდან კახელითვის მტერთან ომი შეწუხება კი არა, ლხინი იყო"

/"სქიიღუმენია თამარ მარჯანიშვილი" გვ. 29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2017, 10:39 AM

"მეფე თავისი ლაშქრის მრავალრიცხოვნებაზე ამაოდ ამყარებს იმედებს. თუ ღმერთი განრისხებულია მასზე, მაშინ მისი შემწეობა არ აქვს. ვისაც მოწყალე ღმერთის იმედი აქვს, მას არ შეაშფოთებს თავისი ლაშქრის სიმცირე".

/"მრევლი" N195, 2017, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2017, 08:56 PM

"ისტორიას თუ გადავხედავთ, როცა ომია, მოვიდა მომხდური და ქართველური ტომები ომში მიდიან, ისინი არ კლავდნენ, ატყვევებდნენ მომხდურს, მოჰყავდათ სოფელში, აპურებდნენ (გასაკვირია, ხომ?) და ხშირ შემთხვევაში იტოვებდნენ.

ითვლებოდა, რომ თუ სამტროდ მოვიდა, ესე იგი, მაგარი ვაჟკაცია და უფასებდნენ ამას. ხშირია შემთხვევები, როცა ომში მოწინააღმდეგეს ხმალი რომ გაუვარდებოდა, არ კადრულობდნენ უიარაღოსთან ბრძოლა გაეგრძელებინათ, აწვდიდნენ ხმალს და მერე შეებმებოდნენ ისევ".

/კახა ზარნაძე
"კარიბჭე" N19, 2011, გვ.56/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 09:17 PM

"საკვირველი იყო ეს გამარჯვება [ბახტრიონის აჯანყება], მან იმედი ჩაუსახა ქართველებს და ერთად ყოფნის აუცილებლობაში კვლავ დაარწმუნა. რომ არა ეს ბრძოლა, ქართველებს კახეთი ახლა დაკარგული გვექნებოდა.

ამ გამარჯვებით თურქმანთაგან განიწმინდა კახეთი და სპარსთა ბატონობას საფუძველი შეერყა".

/"კარიბჭე" N20, 2012, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2018, 09:07 PM

"არსებობს ცნება - "ომის ფსიქოლოგია". ომი ხშირად ლაკმუსივით ავლენს ადამიანის, საზოგადოდ, ერის მანკიერ თუ საამაყო თვისებებს. ომიც ხომ თავისებური გამოცდაა, გამოცდა ადამიანობისა, ურთიერთსიყვარულისა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2018, 08:34 PM

"მეფეებმა და მთავრებმა რომ ღმერთის სიყვარული იცოდნენ, არასოდეს იომებდნენ. ომები ცოდვების გამო გვეგზავნება, რადგან უფალმა სიყვარულით შეგვქმნა და გვიბრძანა, რომ სიყვარულში გვეცოვრა და შემოქმედი გვედიდებინა".

/წმ. სილოვანე ათონელი
არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი), "წმიდა ბერი სილოვანე ათონელი I-II-III" გვ.249/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2019, 05:15 PM

"როგორ შეძლო ქართველობამ ამდენი უთანასწორო ბრძოლის გადატანა? ძალა ხალხისა და ეკლესიის ერთიანობაში იყო. მხვნელი, ხელოსანი, მებრძოლი, ბერი, პატრიარქი, მეფე, პოეტი, ყველა ერთი სულით იყო გამსჭვალული - ღრმა რწმენით სიმართლის გამარჯვებისა. ეძებდნენ მარადიულ ჭეშმარიტებას".

/ილია მეორე
"კარიბჭე" N7, 2019, გვ.46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2019, 08:47 PM

"მტრის სიმრავლეს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა: ქართველი იყავი და არ უნდა შეგშინებოდა, მტერი არ უნდა გაგეშვა "ნიშანდაუდებელი"

/"კრიალოსანი" N5, 2008, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2019, 11:22 AM

"ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში მე ვამბობ, რომ მე უფრო მებრალება რუსი ხალხი, ვიდრე ქართველები; მებრალება იმიტომ, რომ მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ სულ სხვა საშუალება, კულტურული, მეცნიერული, სულიერი საშუალება და არა ბომბები და არა სიკვდილი"

/ილია მეორე/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)