IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> უდანაშაულო ადამი და ევა, მაპატიეთ გრმატიკული შეცდომები :)
ELIZBARI
პოსტი Jan 30 2016, 12:32 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 10-March 07
მდებარ.: TBILISI
წევრი № 1,323



უდანაშაულო ადამი და ევა

ადამს და ევას არ გააჩნდათ კეთილის და ბოროტის შეცნობის უნარი და მხოლოდ აკრძალული ხის ნაყოფის გასინჯვის შემდგომ შეიცნეს, ამას ისიც ადასტურებს შიშვლები რომ იყვნენ ადამი და ევა მიხვდნენ მას მერე რაც გასინჯეს აკრძალული ხის ნაყოფი და ესეთ ორ ადამიანს, რომლებსაც არ გააჩნდათ კეთილის და ბოროტის შეცნობის უნარი, უკრძალავ რამის გაკეთებას, ეს იგივეა მაიმუნს ხელყუმბარა ჩააბარო და აუკრძალო აფეთქება. გამოდის რომ ადამი და ევა ვერ ხვდებოდნენ როდესაც ღმერთის მიერ დადგენილი ერთადერთი წესის დაღვევით ბოროტებას, რომ ჩადიოდნენ.
ადამს და ევას რისთვის დაურგო ღმერთმა ედემის ბაღში ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა, რომლის ნაყოფის ჭამაც აუკრძალა ?
თუ ყველაფერი ღვთის ნებაა და ყველაფერი იცის ღმერთმა წინასწარ, ესეიგი იცოდა ღმერთმა, რომ ადამი და ევა შეჭამდნენ ამ ხის ნაყოფს და თუ იცოდა წინასწარ მაშინ რატომ დაურგო ხე ? იმისთვის რომ დაეწყევლა, ცხოვრება სატანჯველად გვქცეოდა ადამიანებს და ედემის ბაღიდან გამოვეყარეთ?
თუ ღმერთმა არ იცოდა წინასწარ, ადამი და ევა შეჭმდნენ თუ არა აკრძალული ხის ნაყოფს, ის ხომ იცოდა რომ შეიძლება ეჭამათ ადამ და ევას ხის ნაყოფი და თუ შეჭამდნენ რაც მოელოდათ სასჯელი მისგან. ბავშვს იმ ოთახში სადაც დარბის და თამაშობს,შუა ოთახში მდუღარე წყლით სავსე ჭურჭელს რომელი მშობელი დაუდგამს, როგორც ღმერთმა დაგვირგო შუა ედემის ბაღში აკრძალული ხე.
რისთვის დაურგო ეს გამოსაცდელი ხე თავის ხატად შექმნილ ორ ადამიანს, რა ცდებს უტარებდა ადამს და ევას, არ იცოდა ვინ შექმნა ადამი და ევას სახით?
თუ ღმერთს უნდოდა, რომ ადამიანებს გვეცხოვრა ედემის ბაღში და ისეთები ვყოფილიყვით ადამიანები როგორებიც ადამი და ევა იყვნენ აკრძალული ხის ნაყოფის გასინჯვამდე, უბრალოდ ერთი ხე არ უნდა დაერგო ედემის შუაგულ ბაღში, ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა, მაგრამ უსამართლო ცხოვრებას მერე ვის დააბრალებდნენ ბიბლიის შემქმნელები ადამ და ევას რომ არ შეეცოდათ ედემის ბაღში? ღმერთს ? როგორ აგვიხსნიდა ბიბლია იმ ბოროტებას და უსამართლობას რაც დედამიწაზე სუფევს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Jan 30 2016, 07:07 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ELIZBARI
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Jan 30 2016, 08:10 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ელიზბარ მომწონს შენი მსჯელობა მაგრამ როგორ ფიქრობ , გაიგებ შენი კითხვის პასუხს , იმ შემთხვევაში თუ ბიბლიას მთლიანად არ გამოიკვლევ ? ! თუ შენ ბიბლიას ბოლომდე წაიკითხავ და ჩაუღრმავდები , შენ თავადვე იხილავ დიდებულ პასუხს ღმერთისგან რაც ახლა , უსამართლობად გეჩვენება.

შეხედე , შენც ადამისა და ევას მსგავსად უშვებ იგივე შეცდომას , ანუ გინდა შრომის და წვალების , ანუ ბიბლიის გამოკვლევის გარეშე , დროზე ადრე მიიღო პასუხი იმაზე , რისთვისაც ჯერ არ განუმზადებიხარ უფალს .

იცი როგორ არის , რაც უფრო მეტს კითხულობ ბიბლიას , ღმერთი მით უფრო მძლავრად გაძლევს სულიწმიდას და შენი მოწოდების , დონეზე ეტაპობრივად იგებ პასუხებს უფლისაგან . აბა ეხლა უფალმა ეგრევე ჭეშმარიტება რომ გამოგიცხადოს , შეიძლება ვერ გაუძლო და გაგიჟდე.

იესო სანამ აღესრულება მოწაფეებს ეუბნება _ კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი თქვენთვის , მაგრამ ვეღარ იტვირთავთ ! ანუ იესომ რაც დაარიგა უკვე მოწაფეები საკმარისი იყო, თორემ მას კიდევ უფრო მეტის თქმაც უნდოდა , მოწაფეები კი ამდენს ვეღარ გაუძლებდნენ.

მე ბიბლიას 16 წელია ვიკვლევ და უფლის წყალობით ბევრი რამ მესმის და სიხარულსაც განვიცდი . გეტყვი რომ არ ვარ მართლმადიდებელი , და იმასაც გეტყვი რომ სამართლიანი კითხვები დასვი და სწორი მიმართულებითაც მიდიხარ !

მე მინდა მოკლედ ვუპასუხო შენ კითხვას , ანუ რისი დატევნაც შეგიძლია ვეცდები ისე გიპასუხო, თუმცა გახსოვდეს ნუ მენდობი ნურც მე , ნურც სხვას , არამედ მხოლოდ უფალს! თავად გამოიკვლიე და იხილავ ღმერთის დიდებას და მის დიდებულ პასუხებს !

ის ხე რასაც კეთილისა და ბოროტების შეცნობის ხე ერქვა ზუსტად იგივე იყო როგორიც სხვა ედემში მყოფი ნებისმიერი ხე , ამასთანავე ისიც გაითვალისწინე რომ სიცოცხლის ხეც არსებობდა ედემში . ანუ უფალმა თავიდანვე დააწესა გამოსავალი შემცდარი ადამიანის გადასარჩენად !
ეს ორი ხე მოგვიანებით შეიძენს ჭეშმარიტ მნიშვნელობას როცა ბიბლიის კითხვას იოანეს გამოცხადებით დაასრულებ!

ახლა როგორ განვითარდა მოვლენები, ადამმა და ევამ იგემა იმ ხის ნაყოფი , რაც უფალმა აუკრძალა . გეტყვი აქვე რომ უფალმა წინასწარ ადამიანის შესახებ არაფერი არ იცის , მან ადამიანი ნების თავისუფლებით შექმნა. აი მაგალითად არ იცის ღმერთმა რას ვიზავ ხვალ ან ზეგ , მაგრამ აქვე გეტყვი რომ ღმერთი ყოვლისმცოდნეა და შეუძლია წინასწარ თქვას ის თუ მე რას გავაკეთებ , თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ძალით გამაკეთებინებს იმას რასაც ჩემზე წინასწარ იტყვის , პირიქით მისი სიტყვა აფსოლუტურად შესრულდება ანუ უხეშად რომ ვთქვა (დაემთხვევა ). ამაზე ძალიან დიდი განმარტება მაქვს თუ რას ნიშნავს , წინასწარმეტყველება, განგება და საერთოდ ღმერთის ყოვლისმცოდნეობა , მაგრამ აღარ დავწვრილმანდები , რადგან უბრალოდ ვერ იტვირთავ ამდენს ერთად.

ეხლა რაც შეეხება ბოროტებისა და კეთილის შეცნობის ხეს _ ეს სახელი ბოროტებისა და კეთილის შეცნობის , სიმბოლურია , ანუ თუ შენ ბიბლიას გამოიკვლევ დაინახავ რომ ღმერთმა ადამიანი ისე არ შექმნა რომ თავად დაეწესებინა , რა იყო კეთილი და რა ბოროტი , არამედ მას უფლისაგან უნდა ესწავლა ბოროტის და კეთილის გარჩევა. იერემია წერს _ უფალო ადამიანის ნებაზე როდია მისი ნაბიჯები , და მიმავალი კაცი ვერ წარიმართავს თავის ნაბიჯებს . შემდეგ უფლის მიერ დაწესებული მოსეს რჯული და მოგვიანებით ქრისტეს რჯული უკვე მთლიანად ამაზე არის გათვლილი რომ ადამიანმა ისწავლოს კეთილის და ბოროტების გარჩევა. ესეიგი ადამის და ევას დანაშაული იმას წარმოადგენდა რომ , მათ სატანის წაქეზებით თავად მოინდომეს კეთილისა და ბოროტების გარჩევა , ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ , ღმერთობა მოინდომეს . რაც იმის ტოლფასი იყო რაც სატანამ გააკეთა.

შენ როგორ გგონია შემოქმედი არის იმისი ღირსი რომ მას დაემორჩილონ ? რათქმაუნდა ! და ნუთუ ძნელი იყო არ მიკარებოდნენ იმ ხეს , როცა ბაღი იგივენაირი ხეებით იყო სავსე? რათქმაუნდა არ იყო ძნელი . მოგვიანებით გაიგებ რომ სიცოცხლის ხეც სიმბოლური იყო და ის განასახიერებდა ქრისტეს , რომელმაც კაცობრიობას კვლავ დაუბრუნა სიცოცხლე. აქვე კიდევ დავძენ რომ ადამიანს არ აქვს უკვდავი სული. როცა ის კვდება , ქრება და მისი იმედი მხოლოდ აღდგომაა უფლის იესო ქრისტეს მიერ.
მოგვიანებით უფალი ქერუბიმებს დააყენებს სიცოცხლის ხესთან და ცეცხლოვან მახვილს რათა ადამსა და ევას მასთან მისვლის და შეჭმის უფლება აღარ ქონდეთ, რაც აგრეთვე სიმბოლურია და იმას გვაჩვენებს რომ ადამსა და ევას აღარ ექნებოდა სიცოცხლის უფლება , ანუ აღდგომისა რასაც უფალი იესო ქრისტე გახდიდა შესაძლებელს.
მოდი ახლა გონება მოვიკრიბოთ და რეალურად დავუფიქრდეთ_ უფალს შეეძლო დაუყოვნებლივ გაენადგურებინა ადამი და ევა და შეექმნა სხვა , მაგრამ აზრი? რა გარანტია იყო რომ ისინიც არ შეცდებოდნენ? , ამასთანავე ღმერთი უმოწყალო გამოვიდოდა , რადგან ადამი და ევა რომ გაენადგურებინა , ახლა ჩვენ ანუ მისი შთამომავლები არ ვიარსებებდით და ახლა ამ პოსტს დაწერდა ვინმე ვაჟა რომელიც შენ მაგივრად სხვას მისწერდა . ანუ ხვდები _ უფალს შეეცოდა ადამი და ევა და მისცა საშუალება რომ მათ შვილებს მაინც ქონოდა სიცოცხლის უფლება , და ამიტომ მისცა მათ საშუალება რომ ყოლოდათ შვილები . კიდევ ვიმეორებ ადამისა და ევას განადგურებით და ახლის შექმნით გამოვიდოდა თხა გავყიდე და თხა ვიყიდე რადგან ისინიც შეცდებოდნენ , იმ მარტივი მიზეზის გამო რომ სატანა უკვე არსებობდა კულისებს მიღმა , და ამ სატანის არსებობის დაშვებასაც თავისი ახსნა აქვს რასაც თუ მოისურვებ მოგვიანებით აგიხსნი , მაგრამ ჯობია თავად გამოიკვლიო და მიხვიდე უფალთან.
ადამისა და ევას შთამომავლობას ანუ ჩვენ უფალმა გულმოწყალებიტ მოგვცა საშუალება რომ კვლავ შევრიგებოდით ღმერთს , რადგან ადამისგან და ევასგან ჩვენც მემკვიდრეობით მივიღეთ ცოდვა და სიკვდილი და მერე იცი ვისზე გადატყდა ჯოხი ჩვენს გამო ? იესო ქრისტეზე რომელიც ყველაზე მეტად უყვარს ღმერთს და რომელსაც თავის თავზე წინ აყენებს ღმერთი , იმიტომ რომ ის მისი ბუნებითი ძეა ანუ მხოლოდ იესო ქრისტეა ერთადერთი ღმერთი ვინც ღმერთმა შექმნა მამამ , და სხვა დანარჩენი ყველა არის მადლისმიერი ანუ პირობითი ძე , რომელიც უფლის მორჩილებით უნდა გახდეს ღმერთის მსგავსი .
და მოხდა სამყაროში ყველაზე შემაძრწუნებელი სიყვარულის გამოვლინება , ღმერთმა თავისი შვილი ჩვენთვის გასწირა ანუ მოკლა ( არაარსში გაიყვანა, სიკვდილი განაცდევინა ჩვენი გულისთვის გესმის!) და შემდეგ ამის გულისთვის როცა უფალმა იესო ქრისტემ < ჩვენთვის თავი გასწირა , ღმერთმა კიდევ უფრო მეტად აამაღლა , ანუ იესოს დამსახურება იმდენად დიდია რომ მისი სახელი ხდება უზენაესი და უზეშთაესი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ELIZBARI
პოსტი Jan 31 2016, 04:15 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 10-March 07
მდებარ.: TBILISI
წევრი № 1,323



esre ars cheshmariteba ძალიან დიდი მადლობა პასუხისთვის და რჩევისთვის, არც მიფიქრია, რომ ვინმე ამხელა პასუხით გამომეხმაურებოდა.
როგორც თქვით არ ხართ მართლმადიდებელი და თუ შეიძლება მითხრათ, რა ქვია თვენ რელიგიას და აქვე გეტყვით, რომ არც მე ვარ მართლმადიდებელი და ჯერჯერობით არცერთი რელიგიის მიმდევრი არ ვარ, მაგრამ მაწუხებს ცხოვრებაში ყველაზე რთული და საინტერესო კითხვები როგორც უმეტეს ადამიანს. ვინ ვართ, საიდან ვართ , რა არის ჩვენი ცხოვრების მიზანი, არსებობს თუ არა ღმერთი და ასე შემდეგ. მზგავს კითხვებს პასუხობს ბიბლია, მაგრამ ბრმად ვერ მივიღებ თუ არ დავრწმუნდი ბიბლიის და მსგავსი წიგნების ჭეშმარიტბაში , თან იმ დროს როდესაც არსებობს თანამედროვე მეცნიერება.
ჩემი აზრით ბიბლიაში ყველაზე საინტერესოა ადამი და ევას ისტორია, რადგან აქედან დაიწყო ყველაფერი და რაც არ მომწონს ბიბლიურ სწავლებაში ისაა, რომ ყველაფერი დასაწყიშივე ადამიანებს გვბრალდება და ჩვენ გამოვდივართ დამნაშავეები იმაში რაც ღმერთმა შექმნა და მოიფიქრა.
როგორც ვიცით ადამი და ევა ღმერთს ხედავდნენ, ესაუბრებოდნენ და მასთან ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ რატომღაც ერთადერთი აკრძალვა ვერ დაიცვეს ადამა და ევამ. უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ ღმერთს ხედავდე, გესაუბრებოდეს, ხედავდე ხვთიურ სასწაულს შენი თვალით და იმდენ ავტორიტეტს და იმდენ რწმენას ვერ მიახწიო, რომ ერთადერთი აკრძალვა არ დაარღვიო ? ადამი და ევა არც პირველები იყვნენ და არც უკანასკნელები ვინც ღმერთს ცხადში ხედავდნენ და არ დაუჯერეს, სატანაც ანგელოზი იყო როგორც ვიცით.
რა უნდოდა ედემის ბაღში ბოროტ ძალას გველის სახით?
ადამი და ევას შექმნიშ შემდგომ, ვინ განაპირობა ადამიანების მომავალი ეშმაკმა თუ ღმერთმა ?
თუ ედემის ბაღი და იქ მომხდარი უბრალოდ მეტაფორაა და არ არსებობდა რეალობაში?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Jan 31 2016, 06:33 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



მე არცერთ რელიგიას არ ვეკუთვნი , მაგრამ მწამს რომ უფალი შეიკრებს ბოლო ჟამს თავის ჭეშმარიტ მსახურებს !

არცერთ რელიგიას არ ვცნობ . ჩემს პოსტებს ბოლოში ვაწერ ___იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ბოლო ჟამის ეკლესია!

არ ვიცი რატომ მაგრამ მგონია რომ გამოჩნდებიან ისინი ვინც ჭეშმარიტებას მოძებნის .
სრულიად მარტო ვარ მარტო ვიკვლევ ბიბლიას და აშკარად ვსაჭიროებ ვინმეს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Jan 31 2016, 08:27 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ბიბლია იმიტომ არის საოცარი რომ ის დღემდე არ არის ახსნილი ვინმეს მიერ ბოლომდე .

ყველა განმარტებანი რაც არსებობს , უფრო ფილოსოფიას ემყარება ვიდრე ჭეშმარიტ აზრს რაც სულიწმიდამ უნდა შვას მორწმუნეში.

არასოდეს არ მწამდა და ახლაც არ მწამს ის განმარტებები რაც დღემდეა დაცული ქრისტიანულ სამყაროში .

ყველაზე უმთავრესი რაშიც არასოდეს არ დავეთანხმები დღევანდელ ეკლესიებს ეს არის მოძღვრება სამებისა და ქრისტეს ორი ბუნების შესახებ . ეს ორი დოგმატი რომ აფსოლუტურად სიცრუეა ამაში სრულებით ვარ დარწმუნებული რადგან არანაირად არ არის ტანხმობაში იმ სიყვარულტან რასაც მაცხოვარი ქადაგებს . მაცხოვარი სრულიად განსხვავებულ და უკიდურესად კაცთმოყვარებაზე დამყარებულ ეკლესიას აყალიბებს , რომელიც რადიკალურად განსხვავდება დღევანდელი ეკლესიებისგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ELIZBARI
პოსტი Feb 1 2016, 11:33 AM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 10-March 07
მდებარ.: TBILISI
წევრი № 1,323



სიყვარულისკენ და კაცთმოყვარეობისკენ ყველა ტრადიციული რელიგია მოუწოდებს ადამიანებს, მაგრამ რითი უნდა დარწმუნდე რომ მაინცდამაინც ბიბლია ქადაგებს ნამდვილი ღმერთის სიტყვას ?
ბიბლიის თანახმად ადამიანი რამოდენიმე ათასი წლის წინ შეიქმნა, მაგრამ პირველი ევროპელები smile.gif ზეზვა და მზია სულ მცირე, 1,8 მილიონი წლისაა. რომელი ცდება ბიბლია თუ თანამედროვე მეცნიერება, რომელს დაუჯერო ?
მე პირადად ფაქტები მაინტერესებს იმისთვის რომ ვირწმუნო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Feb 1 2016, 08:48 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(ELIZBARI @ Feb 1 2016, 12:33 PM) *

სიყვარულისკენ და კაცთმოყვარეობისკენ ყველა ტრადიციული რელიგია მოუწოდებს ადამიანებს, მაგრამ რითი უნდა დარწმუნდე რომ მაინცდამაინც ბიბლია ქადაგებს ნამდვილი ღმერთის სიტყვას ?
ბიბლიის თანახმად ადამიანი რამოდენიმე ათასი წლის წინ შეიქმნა, მაგრამ პირველი ევროპელები smile.gif ზეზვა და მზია სულ მცირე, 1,8 მილიონი წლისაა. რომელი ცდება ბიბლია თუ თანამედროვე მეცნიერება, რომელს დაუჯერო ?
მე პირადად ფაქტები მაინტერესებს იმისთვის რომ ვირწმუნო.



ბიბლია ეს არაა რაღაც ადამიანური გონების ნაყოფი, არის ადგილები ბიბლიაში რაც აშკარა განხეთქილებამდე მიგიყვანს და მიხვდები რომ ეს არის ის წიგნი რაც ღმერთმა მისცა ადამიანს.

მეცნიერმა რომელმაც ჩონჩხს პერეკისი დაასხა და დაასკვნა რომ ის რამდენიმე მილიონი წლისაა ამის გჯერა ? blink.gif


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ELIZBARI
პოსტი Feb 1 2016, 10:28 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 10-March 07
მდებარ.: TBILISI
წევრი № 1,323



ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 1 2016, 08:48 PM) *

ბიბლია ეს არაა რაღაც ადამიანური გონების ნაყოფი, არის ადგილები ბიბლიაში რაც აშკარა განხეთქილებამდე მიგიყვანს და მიხვდები რომ ეს არის ის წიგნი რაც ღმერთმა მისცა ადამიანს.

მეცნიერმა რომელმაც ჩონჩხს პერეკისი დაასხა და დაასკვნა რომ ის რამდენიმე მილიონი წლისაა ამის გჯერა ? blink.gif

ადამიაური გონების ნაყოფი თუ არაა ბიბლია, ადამიანური გონებისთვის ხომ არის შექმნილი?
ჩონჩხს პერეკისი დაასხა ? ეგრე უყურებთ თანამედროვე მეცნიერებას?
იმის დაჯერება თუ შეიძლება, რომ მოსემ წყალი გაყო შუაზე ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Feb 1 2016, 10:48 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(ELIZBARI @ Feb 1 2016, 11:28 PM) *

ადამიაური გონების ნაყოფი თუ არაა ბიბლია, ადამიანური გონებისთვის ხომ არის შექმნილი?
იმის დაჯერება თუ შეიძლება, რომ მოსემ წყალი გაყო შუაზე ?

რა წყლის გაყოფაზეა საუბარი როცა შენ ღმერთის ძალის გამოვლინება ხარ თავად!

სამყაროში მატერიაც კი არ არსებობდა და ეს მატერია ღმერთმა შვა არაფრისაგან. ანუ მან თავისი მძლავრი დინამიკური ძალა (ენერგია) გარდაქმნა მატერიად . ყველა მეცნიერი აღიარებს რომ ენერგიის მატერიად გარდაქმნა შესაძლებელია.

წყლის გაყოფაზე მელაპარაკები როცა ღმერთმა 20 000 000 000 ადამიანი თავისი მეორედ მოსვლის ჟამს წამში უნდა აღადგინოს? ! ანუ არაარსიდან კვლავ არსში შემოიყვანოს და ყველა ოცი მილიარდივე თავ-თავისი თვისებებით და მეხსიერებით! ხვდები?

როცა ღმერთი ყველა ვარსკვლავს ტავისი სახელით უხმობს და მზეზე 100 ჯერ დიდი ვარსკვლავები აქვს ნაშობი!

ნატარია ის ვისაც ჩემში არ ეპარება ეჭვიო , ამგვარად ამბობს იესო ქრისტე .

ხმელთაშუა (მეწამული ზღვის გაყოფა ) ღმერთისთვის არაფერია . ეს იგივეა შენ რომ თასში წყალი ჩაასხა და სული შეუბერო შუა ნაწილში , დაინახავ რომ სადაც მზლავრად შეუბერავ იქ საერთოდ გაიფანტება წყალი. ღმერთმაც ასევე მოდენა ქარი ზღვისკენ და გაყო შუაზე blink.gif


ბიბლია ადამიანის გონებისთვისაა შექმნილი? blink.gif

მაშ დაღუპულა კაცობრიობა თუ ადამიანს თავისი გონებით შეუძლია ბიბლიის გაგება!

ვინც გონებით განმარტა ბიბლია აგერ სახეზეც არის უამრავი ქრისტიანული დენომინაცია.

ბიბლიის ახსნა მხოლოდ სულიწმიდას ძალუძს, ანუ ის ადამიანი ვინც მოზიარეა სულიწმიდისა , სწორედ მას შეუძლია ბიბლიის გაგება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ELIZBARI
პოსტი Feb 1 2016, 11:00 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 10-March 07
მდებარ.: TBILISI
წევრი № 1,323



esre ars cheshmariteba

სხვა ტრადიციული რელიგიის ღმერთები იგივეს აკეთებენ წიგნში.
მეორედ მოსვლა რწმენაა და ან მოხდება ან არა, დანარჩენი მაგალითები რაც ჩამოთვალე: მზე და ყველა ვარსკვლავი იესომ შექმნა ეგ საიდან ვიცით მზეს აწერია ? ზღვა რომ მოსემ გაყო ეგ ფაქტია ? თუ ბიბლიაში წერია და მაგიტომაა ფაქტი ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ELIZBARI
პოსტი Feb 1 2016, 11:10 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 10-March 07
მდებარ.: TBILISI
წევრი № 1,323



ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 1 2016, 10:48 PM) *


ბიბლია ადამიანის გონებისთვისაა შექმნილი? blink.gif

მაშ დაღუპულა კაცობრიობა თუ ადამიანს თავისი გონებით შეუძლია ბიბლიის გაგება!



საინტერესოა ვისი გონებისთვისაა დაწერილი ბიბლიაsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Feb 1 2016, 11:29 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(ELIZBARI @ Feb 2 2016, 12:10 AM) *

საინტერესოა ვისი გონებისთვისაა დაწერილი ბიბლიაsmile.gif

ბიბლია არაა მეთქი ადამიანის გონების ნაყოფი და ადამიანის გონებას არ შეუძლია მისი გაგება.

ბიბლია სულიწმიდამ დაწერა და მისი განმარტება სულის მოზიარეობითვე ხდება . სულს კი უფალი იძლევა და ჭარბადაც იძლევა , თუკი ვთხოვთ მას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ELIZBARI
პოსტი Feb 1 2016, 11:34 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 10-March 07
მდებარ.: TBILISI
წევრი № 1,323



ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 1 2016, 11:29 PM) *

ბიბლია არაა მეთქი ადამიანის გონების ნაყოფი და ადამიანის გონებას არ შეუძლია მისი გაგება.

ბიბლია სულიწმიდამ დაწერა და მისი განმარტება სულის მოზიარეობითვე ხდება . სულს კი უფალი იძლევა და ჭარბადაც იძლევა , თუკი ვთხოვთ მას


მსგავსი ახსნით ჭაბუა ამირეჯიბის " დათა თუთაშხია" შეგვიძლია ჭეშმარით რელიგიად ვაქციოთsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Feb 1 2016, 11:52 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(ELIZBARI @ Feb 2 2016, 12:00 AM) *

esre ars cheshmariteba

სხვა ტრადიციული რელიგიის ღმერთები იგივეს აკეთებენ წიგნში.
მეორედ მოსვლა რწმენაა და ან მოხდება ან არა, დანარჩენი მაგალითები რაც ჩამოთვალე: მზე და ყველა ვარსკვლავი იესომ შექმნა ეგ საიდან ვიცით მზეს აწერია ? ზღვა რომ მოსემ გაყო ეგ ფაქტია ? თუ ბიბლიაში წერია და მაგიტომაა ფაქტი ?


თუ ათეისტი ხარ გამიჭირდება საუბარი , რადგან უფალმა თქვა ჩემთან ვერავინ მოვა , თუ ჩემმა მამამან არ მოიზიდა იგი.

აუცილებლად მოხდება შენს ცხოვრებაში ისეთი რამ რაც იძულებულს გაგხდის ღმერთი აღიარო და მოძებნო .

შენში თავად ღმერთმა ჩადო ის რომ მისკენ მიილტვოდე და ადრე თუ გვიან გამოვლინდება შენში ეს განცდა .

თუ შვილი არ გყავს , როცა გეყოლება მიხვდები რომ ის უნდა გიყვარდეს და მასზე იზრუნო

ან თუ ცოლი არ გყავს , მოიყვან და მიხვდები რომ ის არის ერთადერთი რომელიც ამ დედამიწაზე გეყვარება .

ან საკუთარ მშობლებს დააკვირდი თუ როგორ უყვარხარ!

თუ ამ ყოველივეს გამოცდი მერე ხდება ყველაზე დიდი საოცრება , იესო ქრისტე ამბობს _ ვისაც დედა ან მამა ან ძმა ან და ჩემზე მეტად უყვარს , იგი არ არის ჩემი ღირსი ! ხვდები ? ეს არ უთქვია იესოს ჰაერზე , არიან ადამიანები ანუ მორწმუნეები რომლებიც ამ ეტაპებს გადიან , რაც ჩამოვთვალე და მერე ხედავენ ყველაზე დიდებულს იესო ქრისტეს და მის მამას რომელიც ყველაზე მეტად უყვარდებათ , რადგან ეს ყოველივე უფალმა მოაწყო ! საოცარია უფლის მიერ აღსრულებული სიყვარული და ყველაზე შემაძრწუნებელია იმ სიყვარულის განცდა და გააზრება , რა სიყვარულიტაც უყვარს მამა ღმერთს თავისი ძე იესო ქრისტე და ამის მერე ხდება ყველაზე უზეშთაესი სიყვარულის განცდა როცა იგებ რომ ის ვინც ღმერთს ყველაზე მეტად ყვარებია , შენი გულისთვის გაწირა !

მე გისურვებ ამ ყოველივეს განცდას საკუტარ თავზე . ღმერთი კიდევ უფრო უკიდურესად კაცთმოყვარეა , ვიდრე ამას შენ ან მთელი კაცობრიობა იაზრებს !



მე დავრგე აპოლოსმა მორწყა , მაგრამ ღმერთმა გაზარდა ! 1 კორ 3 თავი.

აქ საუბარია იმაზე რომ მიუხედავად ქრისტიანების ძალისხმევისა , მორწმუნეების ეკლესიაში მიყვანა და ეკლესიის გაზრდა ღმერთის ხელშია!

პავლე კი დაშვრა და ყველაფერი გააკეთა ურწმუნოთათვის , მაგრამ უფლის ხელშია ყოველი ადამიანი . მეც უფლის ხელში ვარ და მჯერა რომ ადრე თუ გვიან უფალი მიმიყვანს იქ სადაც მას სურს . ყველა ადამიანი უფლის ხელთაა და ღმერთი შექმნის გარემოებას ადამიანისთვის რომ ის ცხონდეს ! თუ სატანა იღვწის ადამიანთა დასაღუპავად , მაშ გახსოვდეთ უფალიც იღვწის ადამიანტა სახსნელად
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ELIZBARI
პოსტი Feb 1 2016, 11:59 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 10-March 07
მდებარ.: TBILISI
წევრი № 1,323



ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 1 2016, 11:43 PM) *

თუ ათეისტი ხარ გამიჭირდება საუბარი , რადგან უფალმა თქვა ჩემთან ვერავინ მოვა , თუ ჩემმა მამამან არ მოიზიდა იგი.

აუცილებლად მოხდება შენს ცხოვრებაში ისეთი რამ რაც იძულებულს გაგხდის ღმერთი აღიარო და მოძებნო .



ათეისტი არ ვარ, მაგრამ მეზღაპრეც არ ვარ.
ჩემ ცხოვრებას რაც შეეხება, ზუსტადაც რომ მოხდა ისეთი რამე ჩემს ცხოვრებაში, რამაც უდიდესი ეჭვევი გამიჩინა ღმერთის სამართლიანობაზე.
ერთ რამეში ნელნელა ვრწმუნდები, მორწმუნე ადამიანთან ბიბლიაზე საუბარს აზრი არ აქვს. ღმეღთი ათეისტებში ვეძებო ჯობია და მათი არგუმენტები ვისმინო რატომ არ წამთ ბიბლიის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Feb 2 2016, 12:18 AM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(ELIZBARI @ Feb 2 2016, 12:59 AM) *

ათეისტი არ ვარ, მაგრამ მეზღაპრეც არ ვარ.
ჩემ ცხოვრებას რაც შეეხება, ზუსტადაც რომ მოხდა ისეთი რამე ჩემს ცხოვრებაში, რამაც უდიდესი ეჭვევი გამიჩინა ღმერთის სამართლიანობაზე.
ერთ რამეში ნელნელა ვრწმუნდები, მორწმუნე ადამიანთან ბიბლიაზე საუბარს აზრი არ აქვს. ღმეღთი ათეისტებში ვეძებო ჯობია და მათი არგუმენტები ვისმინო რატომ არ წამთ ბიბლიის.



მაინც რა მოხდა ისეთი რომ ღმერთის სამართლიანობაში ეჭვი შეგაქვს ?

მე ისეთი ეგოისტი და ბოროტი და ცოდვილი ვარ რომ რანაირად შემიძლა ღმერთში ეჭვის შეტანა ვერ წარმომიდგენია ?!

ზნეობრივი კუთხით , ანუ უცოდველი რომ ვიყო კიდევ გავბედავდი ეჭვის შეტანას მაგრამ , როგორც პავლე ამბობს _ ვინ ხარ შენ ადამიანო რომ ღმერთს ეკამათები , რატომ შემქმენიო ასე? თიხას მექოთნეზე არავიტარი პრეტენზია არ უნდა ქონდეს blink.gif

ღმერთის სამართლიანობაში ეჭვის შეტანა ძალიან სასაცილოა .

აგერ დიდებულმა ქერუბიმმა სინათლის ანგელოზმა შეიტანა ეჭვი ღმერთის სამართლიანობაში და გამოჩნდა კიდეც (იობმა) უსუსურმა თიხამ გააჩუმა სატანა !

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ELIZBARI
პოსტი Feb 2 2016, 12:58 AM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 10-March 07
მდებარ.: TBILISI
წევრი № 1,323



ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 2 2016, 12:18 AM) *




ვინ ხარ შენ ადამიანო რომ ღმერთს ეკამათები , რატომ შემქმენიო ასე?




თავისუფალი ადამიანი ვარ მე smile.gif ეგეთები არ გაგვაჩინა ღმერთმა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Feb 2 2016, 07:11 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



თავისუფალი? huh.gif
ნების თავისუფლება გვაქვს .

აღვირახსნილნი ნამდვილად არ შევუქმნივართ უფალს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ELIZBARI
პოსტი Feb 2 2016, 09:20 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 10-March 07
მდებარ.: TBILISI
წევრი № 1,323



ციტატა(esre ars cheshmariteba @ Feb 2 2016, 07:11 PM) *

თავისუფალი? huh.gif
ნების თავისუფლება გვაქვს .

აღვირახსნილნი ნამდვილად არ შევუქმნივართ უფალს


აღვირახსნილნია ჩემი საქციელი ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 12:07 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი