თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ს ი ნ დ ი ს ი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2016, 11:11 PM

"გონიერება მარად სინდისის სარკეში მხედველი სულია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2016, 08:02 PM

"შერყვნილი სინდისი ტანჯავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2016, 09:58 PM

"ბრძოლა სინდისისა იმის წინააღმდეგ, რაც უსინდისოდ ცხოვრებას უწყობს ხელს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2016, 08:53 AM

"არაფერია სინდისის ქენჯნაზე უფრო მძიმე და მწველი, და არაფერია მშვიდ სინდისზე უფრო ძვირფასი".

/წმ. მაქსიმე აღმსარებელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2016, 09:52 PM

"ადამიანს მხოლოდ თავისუფლად ძალუძს სინდისის აქტის განცდა, სინდისის ხმის დაყურადება და ადეკვატურად მოქმედება... ამ ძვირფას აქტს ვერც აკრძალვა ახშობს და ვერც ბრძანება, რადგან სულისმიერია, მთლიანი, ღრმა და იდუმალი. თავისუფლების ხელყოფის მცდელობა სინდისის წართქმევის ტოლფასია, რაც მხოლოდ უსინდისო ბუნებას ძალუძს".

/რუსი ფილოსოფოსი ივან ილინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2016, 09:48 PM

"რაც არის სხეულისთვის ყინვა, იგივეა სულისთვის შებილწული სინდისი".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 12:11 PM

" - მამაო, სინდისი, სიმშვიდე ღვთის შიშთან არის დაკავშირებული?

- თუ კაცს ღვთის შიში არ აქვს, მაშინ მას სინდისი ექნება? თუ ღვთის შიში არ არის, ადამიანს ადვილად შეუძლია სინდისის დათრგუნვა, მაშინ ის ადამიანიც აღარ იქნება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 08:34 PM

"ბედნიერება მშვიდი, მხიარული და მხნე სულის მდგომარეობაა და მისი განცდა მხოლოდ წმინდა სინდისის მქონე კაცს შეუძლია. თუ სული და გული კაცისა აღშფოთებული, აღელვებული და მოუსვენარია, ურიცხვი სიმდიდრეცა და პატივიც რომ ჰქონდეს, ბედნიერი მაინც ვერ იქნება".

/წმ. გაბრიელ ქიქოძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2016, 09:17 PM

"ვიდრე თქვენ თვალცრემლიანი საყვარელი ადამიანის გადასარჩენად ლოცულობთ, ვერ ხედავთ, რა ხდება მის სულში, როგორი ბრძოლა მიდის ჩამკვდარ სინდისთან".

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2016, 12:50 PM

"უნდა ეცადო, რომ ყოველთვის სინდისს უსმინო. თუ ეურჩები, სევდა და სასოწარკვეთა დაგატყდება თავს - სული აგიტირდება: რა ჩაიდინეო! სევდა და სასოწარკვეთა - ღვთის ეპიტიმიაა".

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 10:44 PM

"გული აიძულებს გონებას, მოყვასის ქმედება განსაჯოს და დაგმოს, მაგრამ სინდისი (ზოგჯერ ძლივს შესამჩნევად) წინააღმდეგობას უწევს: "ეგ შენი საქმე არ არის, შეწყვიტე განკითხვა!" ან "შენ მასზე უკეთესი არ ხარ!" და ეს შინაგანი წინააღმდეგობა მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მეტად ცდილობს კაცი ქრისტიანობას და რაც მეტად რბილი და თბილი ხასიათისაა ის ბუნებითად ანუ ტემპერამენტით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2016, 09:57 PM

"სპეტაკი სინდისი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2016, 06:18 PM

" - მამაო, სინდისი, სიმშვიდე ღვთის შიშთან არის დაკავშირებული?

- თუ კაცს ღვთის შიში არ აქვს, მაშინ მას სინდისი ექნება? თუ ღვთის შიში არ არის, ადამიანს ადვილად შეუძლია სინდისის დათრგუნვა, მაშინ ის ადამიანიც აღარ იქნება".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2016, 09:36 PM

"მარადისობამ კი შინაგანადაც დაგვბეჭდა უხილავი და მოუსყიდველი სინდისის ბეჭდით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2016, 11:03 AM

"ადამიანი გულით და გულთან მიყურადებული სინდისით განისჯება და განიკითხება".

/მამა იოსები (მაჩაიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2016, 02:48 PM

"უილაჯო სინდისი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 10:46 AM

"შელანძღული სინდისი არ ჩერდებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 01:00 PM

"სინდისი სრულიად აუხსნელი და არამატერიალური მოვლენაა"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 01:17 PM

"სინდისი ჩვენთვის იგივეა, რაც კომპასი მეზღვაურისთვის. თუ კაპიტანი კომპასს დაკარგავს, არ ეცოდინება, რომელ მხარეს გაცუროს, განსაკუთრებით კი ნისლიან ამინდში გაუჭირდება. ასე ვართ ჩვენც, ქრისტიანებიც. თუ ვინმე სინდისს დაკარგავს, მან უკვე არ იცის, მიაღწევს თუ არა ცხონების მყუდრო ნავსაყუდელს".

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 01:57 PM

"მართალს სინდისი ბროლივით აქვს და აღარ აწუხებს. ცოდვილს სინდისი ან დაეკარგა, ანდა სძინავს საღათას ძილით. დანარჩენ ცოდვილთ არაწმინდა სინდისი დროდადრო აწუხებთ და ეუბნება: "გამწმინდე მე სინანულით. შენ ესა და ეს ჩაიდინე, შეინანეო". ყურადღებით უნდა ვუსმინოთ ჩვენს სინდისს - ბევრ კარგსა და სასარგებლოს გვასწავლის".

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2017, 01:36 PM

"რაც არის სხეულისთვის ყინვა, იგივეა სულისთვის შებილწული სინდისი".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2017, 06:16 PM

"დიმიტრი [ყიფიანი] მიუთითებს, რომ ულვაში ქართველებს შორის დიდი პატივით სარგებლობდა. იგი მოგვითხრობს: ერთი რაჭველი პირველად მოხვდა სამოქალაქო მოხელესთან და მაშინვე უკან გამობრუნდა - მოხელეს ულვაში არ ჰქონდა, რის გამოც ის რაჭველმა სინდისს მოკლებულად მიიჩნია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2017, 01:37 PM

"ადამიანზე, რომელსაც თავი უცოდველად წარმოუდგენია, წმინდა მამები ამბობენ, რომ მას სინდისი დამწვარი აქვს, რადგან სულიერად დაბრმავებული, თავის ცოდვებს ვეღარც ხედავს და ვეღარც განიცდის".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2017, 06:01 PM

"სინდისი ბერძნული სიტყვაა და თანაცოდნას ნიშნავს. ეს არის შინაგანი ხმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, უცხო თვალით შევხედოთ საკუთარ თავს და ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი საქციელი, სიტყვა თუ აზრი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2017, 10:22 PM

"თუ გვსურს, სინდისის ხმა არ ჩაჩუმდეს, მის გამოწრთობას უნდა ვეცადოთ - სინდისსაც აღზრდა სჭირდება. წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, როგორ ჩავუტაროთ საკუთარ თავს ყოველდღიური თვითგამოცდა: "ვახშმის შემდგომ, დასაძინებლად რომ დაწვები, როცა მარტო დარჩენილს უდიდესი სიმშვიდე მოგიცავს, აღარავინ გაწუხებს და დიდი სიჩუმე ჩამოწვება, დაიწყე სინდისის გასამართლება, მოსთხოვე ანგარიშის ჩაბარება - როგორი მანკიერი ფიქრები გქონდა დღის განმავლობაში, როგორ გეგმავდი ვინმეს მოტყუებას ან რა მახეს უგებდი მოყვასს, როგორ უშვებდი გულში გარყვნილ გულისთქმებს. ეს ყოველივე ამ სიმყუდროვის ფონზე წარმოიდგინე, სინდისი დაუყენე მსაჯულად თითოეულ ბოროტ ფიქრს, სიტყვასა და საქციელს, განსაჯე და იქვე გაანადგურე ისინი, დასაჯე საკუთარი თავი მხილებით. ხოლო თუკი მანკიერი აზრების დასჯაა საჭირო, რათა საქმედ არ იქცნენ, მით უფრო აუცილებელია ღრმა სინანული ბოროტ საქმეთა გამო. ასე მოიქეცი ყოველ საღამოს, ისე ნუ დაიძინებ, თვალი რომ არ გადაავლო და არ განსაჯო დღის განმავლობაში ჩადენილი ცოდვები. მაშინ მეორე დღეს, უეჭველია, ასე აღარ აჩქარდები მსგავსი ცოდვილი ჩანაფიქრის შესრულებისას. გამოწრთობილი სინდისი დარაჯად იდგება, სანამ ფიქრს ხორცს შეასხამ და ბოროტებად აქცევ, მყისვე გამხელს მანკიერი აზრის გამო და ამგვარად ასცდები ეშმაკის მანქანებას. მიძინებული სინდისი კი მაშინღა აღიმაღლებს ხმას, როცა დაინახავს, რომ ცოდვების მორევში ეფლობი. ამრიგად, სინდისი საუკეთესო მოყურადე იქნება ჩვენი საქციელისა, თუკი გავავარჯიშებთ".

/თინათინ მაჭარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2017, 01:12 PM

" - მამაო, სინდისი, სიმშვიდე ღვთის შიშთან არის დაკავშირებული?

- თუ კაცს ღვთის შიში არ აქვს, მაშინ მას სინდისი ექნება? თუ ღვთის შიში არ არის, ადამიანს ადვილად შეუძლია სინდისის დათრგუნვა, მაშინ ის ადამიანიც აღარ იქნება".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2017, 12:25 PM

"არც ძალაუფლების სიდიადე, არც ფულის სიმრავლე, არც ძლიერება, არც ჯანმრთელობა, არც უხვი სუფრა, არც შესანიშნავი ჩაცმულობა და არც სხვა რამ ადამიანური უპირატესობანი გვანიჭებენ ნამდვილ სიხარულს; იგი შედეგია სულიერი კეთილშობილებისა და სუფთა სინდისისა".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2017, 10:02 AM

"არ არსებობს იმაზე მხურვალე ცეცხლი, ვიდრე სინდისისგან გამოწვეული შინაგანი წვა".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2017, 10:41 AM

"ყველა ადამიანს აქვს უხილავი სახარება, უხილავი ბიბლია - სინდისის ხმა. ვინც ამ ხელთუქმნელ წიგნს ეცნობა, მიჰყვება სინდისის ხმას, მივა კიდეც ჭეშმარიტებამდე. ღვთისკენ მიმავალთ კი თავად უფალი განამტკიცებს."

/მამა იაკობ აბაშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2017, 11:59 AM

"საკუთარ სინდისს ყელში ეცემიან მოსახრჩობად"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2017, 11:21 AM

"მხოლოდ თავისუფალ ადამიანს ძალუძს სინდისის აქტის განცდა, სინდისის ხმის დაყურადება და ადეკვატურად მოქმედება. ამ ძვირფას აქტს ვერც აკრძალვა ახშობს და ვერც ბრძანება, რადგან სულისმიერია, მთლიანი, ღრმა და იდუმალი. თავისუფლების ხელყოფის მცდელობა იმას უდრის, ადამიანს სინდისი წაართვა, რაც მხოლოდ უსინდისო ბუნებას ძალუძს."

/რუსი ფილოსოფოსი ივან ილინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2017, 10:03 AM

"შეიძლება, ზრახვები მოატყუო, მაგრამ სინდისს (თუ ის ჯერ კიდევ ცოცხალია) ვერ მოატყუებ".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2017, 02:31 PM

"სინდისის ხმა ყველა ადამიანს ამხელს ცოდვის ჩადენისას, მაგრამ მთავარია, რა შედეგი მოაქვს ამ მხილებას. ერთნი სინდისის ქენჯნას სინანულამდე მიჰყავს, მეორენი კი მის ჩახშობას ცდილობენ. როდესაც მაცხოვარმა ღადარინელთა ქვეყანაში ორი ეშმაკეული განკურნა, იქაურებმა უფალს მოსთხოვეს, განშორებოდა მათ. ისინი სინდისისგან იყვნენ მხილებულნი, მათი მამხილებელი კი იყო მაცხოვარი და საქმენი მისნი, ამიტომ ეგონათ, თუკი მას განეშორებოდნენ, სინდისი დაუმშვიდდებოდათ. "წმინდა წერილში" წერია: ყველა ცოდვა მიეტევება კაცს, გარდა სულიწმიდის გმობისა". წმინდა მამათა ერთ-ერთი განმარტებით, სულიწმიდის გამოხატულება ყველა ადამიანში არის სინდისის ხმა. სულიწმიდის მგმობელს არ მიეტევება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ცხონდება კაცი, რომელმაც მოკლა სინდისი. ვერ ცხონდება არა იმის გამო, რომ სინდისი მოკლა, არამედ სხვა მიზეზით - სინდისდაკარგულ ადამიანს ცოდვათა გაცნობიერების უნარი არ შესწევს, თუ საკუთარი ცოდვა ვერ გააცნობიერა, ვერ შეინანებს, სინანულის გარეშე კი ცხონება შეუძლებელია."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2017, 07:38 PM

"ვინც სინდისი განიწმინდა თავისი მოძღვრის მორჩილებით, მას უკვე სიკვდილისა არ ეშინია და ყოველ დღე როგორც ძილს ან უკეთ რომ ვთქვათ, როგორც სიცოცხლეს, ელოდება მას და ზუსტად იცის, რომ სხეულიდან სულის გასვლისას, მოძღვარს და არა მას მოეთხოვება პასუხი".

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2017, 10:59 AM

"ერთ ზღაპარს "სინდისი" ერქვა. აქ სინდისი ოქროს კვერცხად მყავს გამოყვანილი. ზღაპარი აგებულია იმაზე, თუ როგორ დაკარგავს ერთი პერსონაჟი ამ ოქროს კვერცხს და გახდება უსინდისო. შემდეგ ისევ იპოვის და დაიბრუნებს ძველ ღირსებას. უწმინდესმა შეცვალა ამ ზღაპრის სათაური და "ოქროს კვერცხი" დაარქვა. კვერცხი, როგორც საწყისი და დამბადებელი ყველაფრისა, რომლიდანაც მრავლდება კაცობრიობა."

/მადონა ნატრიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 07:47 PM

"სინდისი ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია, საზომია, რომლის მეშვეობითაც ვხვდებით, სწორ გზას ვადგავართ თუ მცდარს."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2017, 10:47 AM

"ღვთის საიდუმლონი მათ აღსრულების ჟამამდე დაფარულია და მათი გამჟღავნებისას მას მხოლოდ ისინი ჭვრეტენ, ვინც ღვთის სიტყვის სარკესა და საკუთარ სინდისში მუდმივად იხედებიან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2017, 12:53 PM

"საკუთარი სინდისი და სახარება უნდა გავაიგივოთ. თუ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ეს სინდისის გამოძახილია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2017, 09:10 PM

"სინდისი, რომელიც უფალმა მისცა ადამიანებს, მისი ნათელის სხივია, ისეთი, ბნელშიც რომ ანათებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2017, 10:45 AM

"სინდისის სიწმინდე ყველაფერში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2017, 04:23 PM

"ყოველ ადამიანშია თავისი იოანე ნათლისმცემელი - სინდისის ხმა, ხმა ღვთისა, მუდმივად რომ ამხილებს ჩვენს შინაგან ჰეროდეს, ვინც უფლის მცნებების საწინააღმდეგოდ ცხოვრებას ცდილობს".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2017, 10:30 PM

"მტანჯველი სინდისის ხმა ადამიანს სასოწარკვეთაში ამყოფებს, ღვთის მადლი კი სულის სალბუნია"

/ნანა ბოკუჩავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2017, 11:57 AM

"კანონი ბევრნაირი შეიძლება იყოს, სინდისი კი ყველა ადამიანისთვის ერთი და იგივე ცნებაა".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2017, 11:28 AM

"ჯერ კიდევ ძველი წარმართნი იტყოდნენ - "ჩვენში ღმერთი ცხოვრობსო". ამრიგად, სინდისი ან ნუგეშინისმცემელი ანგელოზი, ანდა მრისხანე მქენჯნელია".

/დეკ. გრიგოლი (დიაჩენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2017, 11:41 AM

"სუფთა სინდისი გახლავთ მუდმივი დღესასწაული".

/ლუციუს ანეუს სენეკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2017, 09:48 PM

"სინდისი ჩვენი ცხოვრების ყველაზე სასტიკი მსაჯული და მუდმივი თანამგზავრია. მისი საბოლოოდ გაჩუმება შეუძლებელია. მისგან მიყენებული ჭრილობები არასდროს ბოლომდე არ შუშდება. სინდისის მიხედვით ცხოვრება საკუთარი შინაგანი მდგომარეობის გაცნობიერებას, თვითჩაღრმავებას და საკუთარი თავის კრძალვას გულისხმობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2017, 10:06 PM

"ტანჯვა - დაკითხვაა. არცერთ მოსამართლეს არ ძალუძს დაკითხოს ადამიანი ისე მოწამებრივად, როგორც საკუთარ სინდისს".

/ვიქტორ ჰიუგო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2017, 10:25 PM

"ადამიანში სინდისი თვითშეფასებისა და თვითგანსჯის უნარია. სინდისი ღვთისაგან ბოძებული თანდაყოლილი თვისებაა, ბუნებრივი კანონია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2017, 01:12 PM

"სინდისი ჩვენში არსებული ერთგვარი მოსამართლეა, რომელიც ხან განგვსჯის და ხან გვამართლებს. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) სინდისის შესახებ ბრძანებს: "სინდისი არის უხილავი მსაჯული, მჯდომარე ყოველი კაცის გულში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2017, 01:28 PM

"ყოველი ადამიანი უნდა ცდილობდეს, ჰქონდეს უმწიკვლო სინდისი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2017, 01:42 PM

"სინდისი შემდეგი სახისაა: იგი აწამებს არა იმას, ვისაც უნდა აწამებდეს, არამედ იმას, ვისაც იგი აქვს".

/ლუციუს ანეუს სენეკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2017, 10:58 AM

"სხვამ რომ არაფერი თქვას, სინდისი გამხელს და მისი ბრალდება ყველაზე მძიმე სასჯელია სულისათვის".

/თეოლოგიის მაგისტრი ირაკლი ლორთქიფანიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2017, 11:16 AM

"სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2017, 06:04 PM

"სწორედ სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამანი უსმენს მას, მით ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი".

/თეოლოგიის მაგისტრი ირაკლი ლორთქიფანიძე/

"ბევრად მეტი იფიქრეთ საკუთარ სინდისზე, ვიდრე რეპუტაციაზე".

/პუბლიუს სირიუსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2017, 02:47 PM

"სინდისის სამუდამოდ გაჩუმება მართლაც შეუძლებელია. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ, როგორც გადმოცემა გვაუწყებს, როდესაც ჰეროდეას ლანგრით მიართვეს იოანე ნათლისმცემლის თავი, ნემსით დაუჩხვლიტა ტუჩები, მაგრამ ისინი მაინც ამხილებდნენ მას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2017, 12:19 PM

"კაცს თვალში მტვრის ნამცეცი რომ ჩაუვარდეს, თვალს ატკივებს. ასევე ჩვენი სინდისი ამხილებს კაცს პირველი და მცირე შეცოდებისათვისაც კი. მაგრამ თუკი კაცმა განაგრძო შეცოდება და სინდისის მხილება არ შეისმინა, მაშინ ის მიემსგავსება სირაქლემას კუჭს, რომელიც რკინასაც კი ინელებს. ასეთი "დამწვარი სინდისი" (1 ტიმ. 4,2) შეიძლება შევადაროთ გაყინულ წყალს, რომელიც წინათ ნემსსაც ვერ იმაგრებდა. ახლა კი იმდენად გასქელდა, რომ რკინით დატვირთულ ურემს იმაგრებს. კაცი, რომელიც ხშირად სცოდავს, ბოლოს ცოდვების შეგნებას კარგავს და სინდისი ეხშობა".

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/

"სუფთა სინდისს არც სიცრუის ეშინია და არც ჭორებისა".

/ოვიდიუსი/

"ადამიანის ყველაზე დაუნდობელი მტერი - მისივე უსუფთაო სინდისია".

/რობერტ ლუის სტივენსონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2017, 02:18 PM

"სინდისის ხმა ადამიანის სულში არის ღვთის ხმა. ეკლესიის მამები ღვთის თვალსაც კი უწოდებენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2017, 09:52 PM

"ჩვენი სინდისი სარკეა, რომლისაც ადამიანს უნდა რცხვენოდეს, უნდა ეს თუ არა. სული კი, ამის საპირისპიროდ, როცა სცოდავს, სიამოვნებას განიცდის, შემდგომ კი ტკივილს, და ეს ტკივილი სხვა არაფერია, თუ არა სინდისის ქენჯნა".

/თეოლოგიის მაგისტრი ირაკლი ლორთქიფანიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2017, 10:04 PM

"ასეც ხდება ხოლმე: ადამიანს ვნებს ის, რომ სინდისი მეტისმეტად მგრძნობიარე აქვს".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2017, 11:40 AM

"ყოველი ცოდვა, აღსარებით აღუხოცელი, აისახება სინდისზე. ცოდვილი ცხოვრება თითქოს კლავს სინდისს. თუმცა სინდისის მოკვლა შეუძლებელია. იგი ქრისტეს საშინელ სამსჯავრომდე გაჰყვება ადამიანს და ამხილებს მას".

/თეოლოგიის მაგისტრი ირაკლი ლორთქიფანიძე/

"პატიოსანი ადამიანები ხშირად ამბობენ, ჩემი სინდისი ჩემი ღმერთიაო. პიროვნების სრულყოფა სინდისს არ შეუძლია, რადგანაც სინდისი ადამიანმა განადგურების პირად მიიყვანა დაცემებითა და სულიერი სიკვდილით".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2017, 11:57 AM

"იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, ნამდვილად მივდევთ თუ არა საკუთარი სინდისის ხმას, ყურადღებით უნდა ვაკვირდებოდეთ თავს და ყველაფერს ვეუბნდებოდეთ სულიერ მოძღვარს".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2017, 07:22 PM

"სინდისის სუფთა ხმას აიძულებს ადამიანს, აკეთოს სიკეთე და მოერიდოს ბოროტებას. ადამიანი კი, რომელიც ეწინააღმდეგება სინდისს, იტანჯება და სინდისის ქენჯნას განიცდის".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2017, 07:44 PM

"ნუ იხმარ ძალას სინდისზე, თორემ სულის მშვიდობას დაკარგავ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2017, 10:33 AM

"დაიცავი სინდისი საკუთარ თავთანაც; გახსოვდეს, რომ შენ ხარ ხატი და მსგავსი ღვთისა და ვალდებული ხარ, ეს ხატი თვით ღმერთს წარუდგინო, წმინდად და შეურყვნელად.
ვაი და ვაი, თუკი უფალი ვერ იცნობს თავის ხატს, ვერ იპოვის მსგავსებას თავის თავთან, მაშინ წარმოთქვამს იგი სასტიკ განაჩენს: "არ გიცნი თქუენ" (მათ. 25,12) და უხმარი ხატი ჯოჯოხეთის უშრეტ ცეცხლში დაინთქმება".

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2017, 10:45 AM

"ეს ხმა თავისებურია - ის არ ჩაგვესმის ყურში, ის არ ისმის გარედან. სინდისის ხმა შინაგანია, ამიტომ ის მესმის მხოლოდ მე და სხვას არავის, თანაც ამ ხმას მე ვწვდები არა ყურით, არამედ მთელი "შინაგანი არსებით", "გულით". რადგან სინდისის ხმა შინაგანია, უაღრესად ინტიმურია. მისი მოსმენა განმარტოებას გულისხმობს".

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2017, 10:57 AM

"ერთი რამ ნათელია - სინდისის ხმას არ აინტერესებს ჭორები, ათასი ცხელ-ცხელი ამბავი. სინდისს მხოლოდ ერთი განსახილველი საგანი აქვს - ჩემი ქმედება, ჩემი საქციელი. მას აინტერესებს, როგორ მოვიქცევი, როგორ ვიქცევი, რა ქმედების შესრულება განმიზრახავს. სინდისის შუქი ამრიგად ეცემა ჩემს წარსულ, აწმყო და მომავალ საქციელს, ემპირიული, ყოველდღიური "მეს" ქმედებას. მაგრამ ამ ხმას ყურადღება გამახვილებული არა ამ "მეს" ქმედების ფაქტობრიობაზე, არა იმაზე, მაგალითად, თუ სად, რა ვითარებაში ჩავიდინე მე რაიმე. სინდისი ამ ფაქტობრივ მხარესაც ითვალისწინებს, მაგრამ მას, საბოლოო ანგარიშით, აინტერესებს არა ფაქტის აღნუსხვა, დაფიქსირება, აღწერა, არამედ ფაქტის შეფასება, ემპირიული "მეს" ქმედების ღირებულების განსჯა. სინდისის ხმა ყოველთვის შეფასებაა".


/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2017, 12:08 PM

"ღვთის ნების განცხადებისთვის კარგი იქნება, თუ აღსარებით სინდისს განვიწმენდთ და სინდისის ხმას მივდევთ. შინაგანად ადამიანს რამდენიმე ხმა აქვს - ღვთის, კაცის და ბოროტის. კარგი იქნება, თუ სინდისის ხმას გამოვარჩევთ და საკუთარ თავს ვკითხავთ სწორ არჩევანს. საკუთარი სინდისი და სახარება უნდა გავაიგივოთ. თუ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ეს სინდისის გამოძახილია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 10:23 AM

"უნდა მივენდოთ შინაგან ხმას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 12:12 PM

"გამქრალი სვინდისი ისევ ავანთე და ვალად დავსდევ, ნათლად მაჩვენოს ჩემი ავ-კარგიანობა; ნებას მხოლოდ იმაზე მივეცი დათანხმების უფლება, რაც კარგად გამოკვლეული და სვინდისისაგან მოწონებული იქნება"

/მაქსიმე შარაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 11:40 AM

"ყველაზე მოუსყიდველი მსაჯული ისევ შენი სინდისია... ვერავინ გაგასამართლებს საკუთარ თავზე მკაცრად და ვერავინ შეგიფარებს შენივე სულზე უკეთ... იქ ღმერთია!"

/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 09:14 AM

"სინდისი პირუთვნელ მსაჯულად არის მიჩნეული, ის არასდროს ცრუობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2017, 09:02 PM

"გულმოდგინედ იკვლევდა საკუთარ სინდისს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2017, 08:55 PM

"მავალდებულებდა სინდისი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 09:50 AM

"გაურგდეს თუ არა სინდისს?"

"იყო წუთები, როცა სულში საოცარი მამხილებლობით ალაპარაკდებოდა ხოლმე სინდისი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 05:48 PM

"შელანძღული სინდისი არ ჩერდებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:12 AM

"უნებლიე შეცოდებისას შინაგანი სინანულითა და გარეგნული აღსარებით სინდისი სუფთა რჩება".

/ახალმოწამე მიხეილ ნოვოსელოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:31 AM

"სვინდისი სულ აღვირახსნილი მქონდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:09 PM

"სვინდისის ჩხვლეტა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2017, 11:15 AM

"ადამიანს დიდი ყურადღება მართებს საკუთარი სინდისის, სულიერ ცხოვრების მიმართ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 10:27 AM

"როგორც კი ვიგრძნობთ, რომ სინდისმა ხმა აღიმაღლა, მაშინვე მივაპყროთ მზერა უფალს და სინანულით შევთხოვოთ შემწეობა. ხოლო სინდისის ხმამ რომ არ მიიძინოს ჩვენში, განუწყვეტელი მოქმედებაა საჭირო. თუ ამ ხმას არ მიჰყევი, დაკარგავ მას."

/დეკ. პეტრე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2017, 12:20 PM

"მამა პაისის სინდისი იყო სუფთა და ცოდვის უკუმგდებელი, ფაქიზი - მადლის მისაღებად. ამბობდა, ჩვენი სინდისი პაპიროსის ქაღალდივით თხელი უნდა იყოსო. თუ საკუთარ სინდისს დამშვიდებულს ანდა წმინდას ვერ ხედავდა, ლოცვასა და სულიერ მოღვაწეობას არ იწყებდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2017, 09:52 PM

"მხოლოდ სახარებით განათლებული და დახვეწილი სინდისი დაგვანახებს ჩვენს ცოდვებს. მხოლოდ ასე განუვითარდება გულს ნატიფი გემოვნება და შეძლებს გაარჩიოს სუფთა ღვინო ნაყალბევისგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2017, 09:18 PM

"ჩვენ, სასულიერო თუ საერო პირებმა, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავზე, ხშირად ვესაუბროთ ჩვენში არსებულ სინდისს, თუ როგორ მივაღწიოთ ხვალინდელ უკეთეს დღეს".

/დეკ. გიორგი ცაბაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2017, 06:14 PM

"დანო და ძმანო, მუდამ გვახსოვდეს საშინელი სამსჯავრო, ფხიზლად გვეპყრას საკუთარი სინდისი, რათა იგი მკაცრად გვამხილებდეს ჩვენ და მაშინ საშინელი სამსჯავრო იქნება ჩვენთვის მარადიული ცხოვრების კარიბჭე!"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2017, 11:50 AM

"არ არსებობს ადამიანი, თვით არაქრისტიანიც კი, რომელსაც ადამიანური სინდისი არ ეტყვის: უფალს ასე მოეწონებოდა თუ არაო. მით უმეტეს, ქრისტიანი. მით უმეტეს, აღმსარებელი. მით უმეტეს, მაზიარებელი. გამონაკლისი მხოლოდ შეურაცხადი შეიძლება იყოს".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2017, 12:21 PM

"ბევრნი ცხოვრობენ უზრუნველად, არაფერში არ ზღუდავენ თავს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე სჩადიან ცოდვას, და ატყუებენ რა თავიანთ მთვლემარე სინდისს, ამბობენ: "მარტო ჩვენ ხომ არა ვართ, ყველანი ასე ცხოვრობენ" - უსუსური გამართლებაა!"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 01:13 PM

"ადამიანის სულიერი გაზრდა და განვითარება ეკლესიური ცხოვრებით ხდება. პასუხისმგებლობის გაზრდა ხდება. რასაც ადრე ჩვენ ვაკეთებდით, ვლახავით, ახლა სინდისი აღარ გვიშვებს, უკვე ჯებირივით არის სინდისი, რომ ამ გზაზე ვიაროთ. უფალი გვზრდის, თავად უფალია ჩვენი მწყემსი და ყოველთვის ვგრძნობთ მისგან წყალობას".

/არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2017, 04:31 PM

"თუ ადამიანი არ უშვებს კომპრომისს საკუთარ სინდისთან, ის ღმერთს მიეახლება და სწორ გზაზე მიდის".

/არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2017, 09:33 PM

"სინდისის ხმა მთელი ძალით იფეთქებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2017, 08:47 PM

"ცოდვა ძირს დასცემს სინდისს, ხოლო სინანული კვერთხია მისთვის."

/წმ. ეფრემ ასური/

"სინდისი აულაპარაკდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2017, 10:08 AM

"შემოქმედმა ადამიანს მისცა მტკიცე შინაგანი სულიერი ორიენტირი სინდისის სახით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2017, 10:31 AM

"ყოველი მოუნანიებელი ცოდვა მძიმედ აისახება სინდისზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 10:29 AM

"თუ შენ სუფთა სინდისი გაქვს, გამუდმებული დღესასწაული გექნება"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 12:44 PM

"სინდისის მოტყუება უფრო ძნელია, ვიდრე გონების"

/აბბა დოროთე/


"ცხოვრების წესად ქცეული ცოდვილი ცხოვრება ადუმებს სინდისს, მაგრამ სინდისის მოკვლა შეუძლებელია".

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 1 2018, 01:58 PM

"უფალო ღმერთო ჩემო, ჩემი სინდისის მსაჯულო"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 02:07 PM

"თავი არასდროს არ უნდა იმართლო. თუ სინდისი სუფთა გაქვს, არც უნდა იშფოთო. ღმერთი ადრე თუ გვიან სიმართლეს გამოაშკარავებს, განგამართლებს. ხოლო თუ სინდისი ანდა სულიერი მამა გამხილებენ, ყური უნდა მიუგდო მათ და გამოსწორდე"

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 07:53 PM

"მასში სინდისი ალაპარაკდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 09:00 PM

"ფხიზელი სინდისი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 07:08 PM

"ჯანსაღი სულიერ-ზნეობრივი ცხოვრების საფუძველი მხოლოდ ჯანსაღი სინდისი შეიძლება იყოს".

/მღვდელმონოზონი იობი (გუმეროვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 07:34 PM

"შე, ბუმბერაზო, სინდისო, ეს რა ყვავილი გჭირსაო".

/მამა არჩილ გვიმრაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2018, 09:10 PM

"სინდისის ცეცხლში გამოგაწრთობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2018, 02:41 PM

"ცოდვა მხოლოდ იქამდე ბატონობს ადამიანზე, ვიდრე კაცს შეუძლია საკუთარი სინდისის ჩაკვლა, დამარცხება".

/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2018, 01:12 PM

"სინდისი ეწვის წარსულის გამო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2018, 10:04 PM

"სინდისი ითხოვს სჯულის შესრულებას, სულს სწყურია და ეშურება ღვთის სამსჯავროზე გამართლებას, ისევე, როგორც მშიერი ეხარბება პურს ან მწყურვალი - წყალს."

/მამა პავლე ზაქარაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2018, 05:32 PM

"სწორი გზიდან არ გადაუხვიო, რათა სინდისის გრძნობა არ დაგეუფლოს".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2018, 05:32 PM

"სწორი გზიდან არ გადაუხვიო, რათა სინდისის გრძნობა არ დაგეუფლოს".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2018, 06:45 PM

"სინდისი სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი შინაგანი ცენზორი, შინაგანი ხმა, ანუ ღმერთი ჩვენში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2018, 09:07 PM

"ღირს მოსეს [ოპტელი] დიდად სჯეროდა ადამიანის სინდისისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2018, 09:38 PM

"დიდ მამა აღათონს სურდა, თავისი ნება მკვიდრად შეეერთებინა ღვთის ნებისთვის, ამისთვის მზად იყო, ყველაფერი დაეთმინა. წესად ჰქონდა, ხშირად ეკითხა საკუთარი სინდისისთვის, - ადრინდელივით ხშირად რატომ აღარ წუხხარ საკუთარ ცოდვებზეო. სინდისი კი პასუხობდა: - ასე იმიტომ ვიქცევი, რომ შენ სრულიად მიენდე ღვთის ნებას, ყველაფერში მას ემორჩილები და არ ამბობ უარს მის ასრულებაზე, რაც არ უნდა შეგემთხვას, სასურველი თუ უსიამოვნო, ყველაფრისთვის მადლობ უფალს და ხალისით ემორჩილები მის ნებასო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2018, 07:45 PM

"ფილოსოფოსი თამაზ ბუაჩიძე წერს: "ეს ხმა თავისებურია - ის არ ჩაგვესმის ყურში, ის არ ისმის გარედან. სინდისის ხმა შინაგანია, ამიტომ ის მესმის მხოლოდ მე და სხვას არავის, თანაც ამ ხმას მე ვწვდები არა ყურით, არამედ მთელი "შინაგანი არსებით", "გულით".

რადგან სინდისის ხმა შინაგანია, უაღრესად ინტიმურია. მისი მოსმენა განმარტოებას გულისხმობს. ამის თაობაზე ჰეგელი წერს: "სინდისი არის უღრმესი შინაგანი მარტოობა, მხოლოდ საკუთარ თავთან ყოფნა, რომელშიც გაქრა ყოველივე გარეგანი, ყოველი შეზღუდულობა, ის არის საკუთარ თავში განმარტოება". მისი ხმა ყოველთვის შეფასებას შეიცავს.

ღმერთმა იმდენად ღრმად ჩათესა ეს ხმა ჩვენს სულში, ცნობიერებაში, რომ ყველაზე ძნელი ამქვეყნად სწორედ მისი ჩახშობაა. ამის შესახებ პაისი ათონელი ბრძანებს: "რაც არ უნდა გამოიგონონ ადამიანებმა, როგორ უგრძნობლობასაც არ უნდა ამოეფარონ ისინი, სიმშვიდეს - სულ ერთია - ვერ პოვებენ. იმის გამართლების მცდელობისას, რასაც გამართლება არა აქვს, ისინი სულიერად იტანჯებიან. ისინი შინაგანად დაშლილები არიან. ამიტომ საბრალოები გართობას ეძებენ, ბარებსა და დისკოთეკებზე დარბიან, თვრებიან, ტელევიზორს უცქერენ, ანუ მათ ამხელთ სინდისი, და იმისათვის, რომ თავდავიწყებას მიეცნენ, სისულელეებს აკეთებენ. მაშინაც კი, როცა სძინავთ, ხომ არ გგონიათ, რომ მშვიდად არიან? ადამიანს აქვს სინდისი. სინდისი სულ პირველი წმინდა წერილია, ღმერთის მიერ პირველქმნილ კაცთათვის მიცემული. ჩვენ ვიღებთ სინდისს მშობლებისაგან - როგორც ფოტოასლს. როგორც არ უნდა ახშობდეს ადამიანი თავის სინდისს, ის შიგნიდან ყოველთვის ამხელს მას. ამიტომაც ამბობენ: "მას ჭია ღრღნის". მართლაც რა არის უფრო ტკბილი, ვიდრე დამშვიდებული სინდისი? ადამიანი თავს შინაგანად ფრთაშესხმულად გრძნობს და მაშინ ის იწყებს ფრენას".

გურამ დოჩანაშვილის ერთი მოთხრობისა არ იყოს, ადამიანთა ცხოვრებაში არსებობს ერთი წამი ძილის წინ, როდესაც ყველამ საკუთარი თავი იცის. სინდისის შუქი ეცემა ჩვენს წარსულ, აწმყო და მომავალ საქციელს, "მე"-ს ქმედებას. ეს არის ღვთის კეთილი თესლი - ღვთის ხმა ჩვენში, რომელსაც, თუკი გავყვებით, შეუძლია ჩვენი ღმერთთან ურთიერთობის აღდგენა.

ყველა ერთნაირად როდი მისდევს ამ ხმას, შესაბამისად, ყველას ერთნაირი ძალით არ ამხილებს იგი. მამები ამბობენ, რომ სინდისი ამხილებს კაცს პირველი და მცირე შეცოდებისთვისაც კი. მსგავსად იმისა, კაცს თვალში პატარა მტვრის ნამცეცი რომ ჩაუვარდეს, თვალს აიტკივებს. მაგრამ თუკი კაცმა განაგრძო შეცოდება და სინდისის მხილება არ შეისმინა, მაშინ ის მიემსგავსება სირაქლემას კუჭს, რომელიც რკინასაც კი ინელებს.

ასეთი "დამწვარი სინდისი" ("ორგულებითა სიტყვითა ტყუილისათა, შემწუარნი თვისითა გონებითა" (1 ტიმ. 4,2)). შეიძლება შევადაროთ გაყინულ წყალს, რომელიც წინათ ნემსსაც ვერ იმაგრებდა, ახლა კი იმდენად გასქელდა, რომ რკინით დატვირთულ ურმებს იმაგრებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2018, 09:55 PM

"სუფთა სინდისი სინანულის გარეშე შეუძლებელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2018, 05:51 PM

"გინდ ქრისტიანი იყავი და გინდ წარმართი - სინდისი ყველა შემთხვევაში გაქვს. ეს სინდისი შენ გკარნახობს, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. იგივე სინდისი გიბიძგებს სიკეთისაკენ, კეთილისაკენ. სინდისი ღმერთის ხმაა. როცა შენ მაინც შენი გაგაქვს და კეთილს არ ირჩევ, მაშინ არ გესმის სინდისის ხმა და, ესე იგი, ღვთის მოწოდება არ გესმის.

შენივე ეგოისტური მიდრეკილებების გამო ხშირად ის გინდა და იმას აკეთებ, რაც სათნო არ არის ღმრთისათვის და ავის მომტანია შენი მოყვასისათვის. ამავე დროს, შენ ისიც იცი, რომ სათნოებანი აუცილებელია სხვა ადამიანებთან ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, სათნო ქცევების გარეშე არავინ არ მოგენდობა და შენც იწყებ საკუთარი სინდისის მოტყუებას, სათნოებათა ნიღბების შერჩევას.

ზოგნი გულდაგულ ფუთავენ ხოლმე საკუთარ სინდისს, რომ მისი ხმა ყრუდ ან სულაც აღარ ისმოდეს, მტკივნეულად აღარ ხვდებოდეს ყურსა და გულს. დიახ, ვართ ასე - კოხტად გვაქვს შეფუთული საკუთარი სინდისი ლამაზ ყუთში, ბაფთაც კი აქვს გაკეთებული და გარედან შელამაზებული ვცხოვრობთ, ვიცვლით და ვიცვლით სათნოებათა ნიღბებს; ხალხის თვალშიც პატიოსნები ვართ, სინდისიც მეტ-ნაკლებად გაჩუმებულია და, რომც შფოთავდეს, ეს უკვე აღარ გვაწუხებს, ვინაიდან თვითონ ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას, შეგვაწუხოს. აი, ასე მოხერხებულად მოვიწყვეთ ცხოვრება. ამიტომაც არის ასე ძლიერ დამახინჯებული საღმრთო მცნებები."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2018, 10:35 PM

"თუ ნებისმიერი ადამიანი სინდისის ხმას მიჰყვება, აუცილებლად ქრისტემდე მივა"

/დეკ. ალექსანდრე ბოლქვაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2018, 08:26 PM

"სინდისდალაქავებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2018, 08:43 PM

"ვისაც ჰოგნია, რომ სინდისი სუფთა აქვს და არ ცდება, სწორედ ის ცდება.

ადამიანი როგორიც არის, ისეთი აქვს სინდისი".

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2018, 08:26 PM

"სადაც არის ცოდვების მიტევება, იქ არის სინდისის თავისუფლება და სიყვარული, თუნდაც მცირე".

/წმ. სილოვანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2019, 06:50 PM

"სინდისი ღმრთის ნათელით უნდა გავანათლოთ, თორემ ის ხშირად ისეთ რამეზე წუხს, რაც ყურადღების ღირსი არ არის; ამიტომ სახარება უნდა ვიკითხოთ და იქიდან ამოვხაპოთ ის წესები, რომლითაც შემდგომ სინდისმა უნდა იხელმძღვანელოს."

/წმ.თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2019, 06:01 PM

"- რით დასტურდება ის, რომ უფალმა ჩვენ შესახებ ყველაფერი იცის და ჩვენს ყველა ჩანაფიქრს ხვდება?

- უფალმა რომ ჩვენ შესახებ ყველაფერი იცის, ეს ჩვენივე სინდისით დასტურდება. დავაკვირდეთ, როდესაც კეთილ საქმეს ვაკეთებთ, სიმშვიდე და სიხარული გვეუფლება, ხოლო როდესაც რაიმე უკეთურს გავაკეთებთ - სიმშვიდეს ვკარგავთ და სინდისის ქენჯნას ვგრძნობთ. ეს უფლის ხმაა ჩვენში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2019, 06:23 PM

"ჩვენში არის ღმერთი და სინდისი, რომელიც არ მოგვასვენებენ, სანამ პირში სული გვიდგას".

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2019, 08:30 PM

"არა მხოლოდ ბოროტებისაგან გარეგნული განრინებით მიიღწევა ჭეშმარიტი სიწმინდე, არამედ - საკუთარ სინდისში ბოროტების აღმოფხვრით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2019, 02:42 PM

"თუ დატუქსავ და განიკითხავ შენს თავს უფლის წინაშე ცოდვათა გამო, რომელიც სინდისით გიგრძნია, განმართლებული იქნები."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2019, 10:16 PM

"ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ არა მარტო ადამიანებს, რომლებმაც არ იციან ჩვენი ზრახვები, არამედ სინდისსაც, რომლისგანაც არაფერი დაიმალება, არ შეეძლოს ჩვენი მხილება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 12:12 PM

"კითხვა: რით დასტურდება ის, რომ უფალმა ჩვენ შესახებ ყველაფერი იცის და ჩვენს ყველა ჩანაფიქრს ხვდება?

პასუხი: უფალმა რომ ჩვენ შესახებ ყველაფერი იცის, ეს ჩვენივე სინდისით დასტურდება. დავაკვირდეთ, როდესაც კეთილ საქმეს ვაკეთებთ, სიმშვიდე და სიხარული გვეუფლება, ხოლო როდესაც რაიმე უკეთურს გავაკეთებთ – სიმშვიდეს ვკარგავთ და სინდისის ქენჯნას ვგრძნობთ. ეს უფლის ხმაა ჩვენში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2019, 07:07 PM

"ადამიანები, რომლებსაც სინდისი ამხელს თავიანთი ცოდვების გამო, ამქვეყნადვე განიცდიან სულიერ ტანჯვას და ძალა არ შესწევთ, ჩაახშონ იგი დროსტარებითა და ფუფუნებით"

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 05:32 PM

"თუ კაცს სირცხვილი არ აქვს, არც სინდისი ექნებაო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2019, 06:27 PM

"სინდისის ქვეშ უნდა ვსთქვათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2019, 08:07 PM

"ფული ზნეობას უკლავს ადამიანს - სინდისის გაყიდვის საშუალებას აძლევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2019, 04:36 PM

"სანამ ერში არის გრძნობა სინდისის ქენჯნისა, სინანულისა, ის ერი ცოცხალია. ვისაც სინდისის ქენჯნა არა აქვს, ასეთებზე სახარებაში წერია, მათ სინდისი დამწვარი ჰქონდათო, ეს არის სულიერი სიკვდილი".

/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2019, 03:47 PM

"სინდისის ხმა ეს არის ცოცხალი ღმერთი ჩვენში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2019, 12:15 PM

"ღმერთის თუ არ გვესმის, სინდისი ხომ გვეხმიანება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2020, 10:46 PM

"ქალის სინდისი უმთვარო ღამესავით ჩუმი და ბნელი იყო"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2020, 07:31 PM

"დაბრმავებული, ცოდვებით შებოჭილი მოუნანიებელი სინდისი სინანულის საიდუმლოში ვერ ახერხებს გათავისუფლებას და წელში გამართვას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2020, 07:41 PM

"სინდისის ხმის დათმენა აღარ შეეძლო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2020, 06:03 PM

"იცხოვრე უბრალოდ, სინდისის მიხედვით; გახსოვდეს ყოველთვის, რომ უფალი გხედავს, დანარჩენს კი ყურადღებას ნუ მიაქცევ!"

/ღირსი ანატოლი ("უმცროსი")/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2020, 09:37 PM

"ჩვენი სინდისი სულიერი თვლემისაგან გამოვაფხიზლოთ"

/წმ. თეოდორე სტუდიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 08:40 PM

"როგორც არ უნდა ახშობდეს ადამიანი თავის სინდისს, ის შიგნიდან ყოველთვის ამხელს მას. ამიტომაც ამბობენ: "მას ჭია ღრღნის". მართლაც არ არის უფრო ტკბილი, ვიდრე დამშვიდებული სინდისი. ადამიანი თავს შინაგანად ფრთაშესხმულად გრძნობს და მაშინ ის იწყებს ფრენას"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2020, 08:30 PM

"სუფთა სინდისი ლოცვით მოიპოვება, ხოლო სუფთა ლოცვა - სინდისით, რამეთუ მათი ბუნებიდან გამოდინარე, ისინი ერთმანეთს საჭიროებენ"

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2020, 01:38 PM

"ძლიერი ის არის, ვისი სინდისიც სუფთაა!.."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2020, 07:07 PM

"საჭიროა სინდისში გულდაგულ ჩახედვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2020, 03:23 PM

"სინდისი თანდაყოლილი უნარია, რომლის მეშვეობითაც ადამიანს უფლის ხმა ესმის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 09:45 PM

"მის ყოველ საქციელში ნიჭისა და ცხოვრების უკუღმართობის იმდენი ცოდნა და ჭვრეტა ჩანდა, რომ მას ჭეშმარიტად შვენოდა უსინდისობაც! ზნეობისათვის კი სრულიადაც აღარ რჩებოდა ადგილი"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2020, 10:11 PM

"ცრემლები ამშვიდებს სინდისის ქენჯნით აღშფოთებულ სულს"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2020, 08:32 PM

"გასვრილი სინდისი ყველაზე მთავარს - სულიერ სიმშვიდესა და სიხარულს ართმევს ადამიანს. მხოლოდ სინანულის გზით ძალუძს სულს მათი დაბრუნება."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2020, 10:26 PM

"როგორც კი სინდისი გამხელს, სასწრაფოდ შეინანე (ე. ი. თქვი აღსარება) და ცოდვის დამანგრეველი ძალა ამით მოიკვეთება".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 08:33 PM

"სინდისის ხმას აუცილებლად უნდა ვუსმინოთ. ამ ხმით ხშირად ჩვენი მფარველი ანგელოზი გვაუწყებს. იმის დასადგენად, ჭეშმარიტია თუ არა ეს ხმა, მისი ნაუწყები ღვთის სიტყვას უნდა შევუდაროთ"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2020, 01:11 PM

"ყველაფერს, რაზეც სინდისი წუხს, მაშინვე თავი უნდა ანებო და თუ რაიმეში განგსჯის, დაუყოვნებლივ უნდა დააკმაყოფილო მონანიებით"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2020, 10:14 PM

"ვინც საკუთარ თავში ღვთის ხმას კარგავს, უკვე დაკარგულია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2020, 09:45 PM

"რამეს როცა აკეთებ, საუბრობ, სადმე მიდიხარ, იფიქრე: "რა იქნება ახლა, უფალმა რომ დამიძახოს?" და იყავი ყურადღებიანი შენი სინდისის ხმის მიმართ"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2020, 08:54 PM

"შეიყვარე მდუმარება, რათა სინდისი მასწავლებლად გექცეს"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2020, 07:54 PM

"კეთილად მოღვაწე სინდისი - საუკეთესო წიგნია ზნეობის შესახებ"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2020, 05:41 PM

"ბედნიერია კაცი, რომლის სინდისსაც საფუძველი არ გააჩნია უსაყვედუროს მას ცუდი საქციელის გამო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2020, 09:22 PM

"ალბათ ხშირად შეგვინიშნავს, როდესაც ადამიანები ცოდვაში ცხოვრობენ, სასულიერო პირის დანახვისას ან მორწმუნე ადამიანებთან ურთიერთობისას მაშინვე იწყებენ ეკლესიის წინააღმდეგ საუბარს, სასულიერო პირების განკითხვას. უნდა ვიცოდეთ, რომ მათ ამ დროს სინდისი ამხელთ თავიანთი ცოდვების გამო და იმის ნაცვლად, რომ სინანულში ჩავარდნენ და შეინანონ, იმის წინააღმდეგ აღიძვრებიან, რამაც მათი სინდისი გააღვიძა, რათა თავიანთი სინდისის ხმა დაფარონ."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2020, 08:25 PM

"სინდისს შეუნანებელი ცოდვები ამძიმებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2020, 08:42 PM

"რატომ გვქენჯნის სინდისი და რატომ ვართ უკმაყოფილო? ამ კითხვას ჩვენვე შეგვიძლია ვუპასუხოთ - იმიტომ, რომ ღმერთი გვავიწყდება"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2020, 01:52 PM

"თუ ადამიანი საკუთარმა სინდისმა არ შეაჩერა, სხვა ვერაფერი შეაჩერებს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2020, 04:23 PM

"ადამიანს ღვთის შიში თუ არა აქვს, განა შესაძლებელია, მას სინდისი ჰქონდეს?! ღვთის შიში თუ არ არის, ადამიანს ძალიან ადვილად შეუძლია სინდისის დათრგუნვა. და ამის შემდეგ იგი ადამიანადაც აღარ ითვლება".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2020, 09:45 PM

"სინდისის მეშვეობით სული, თითქოს სუფთა და აუმღვრეველ წყალში იყურებოდეს, ისე ხედავს თავის სიმახინჯეს, აქედან კი სინანულის ჩანასახი და ფესვები იშვება"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2020, 09:48 PM

"თუ სინდისზე უარი თქვი, მერე ყველაფერი სულერთია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2020, 09:12 PM

"სინდისის დაცვა ადამიანის გონებას აღვიძებს და სულიერ ხედვას აჯანსაღებს, შედეგად კი ადამიანს შეუძლია იგრძნოს, თუ რა ვნებს და პირიქით, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტეს ჭეშმარიტი მონა".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2020, 06:20 PM

"სანამ ადამიანი რაიმე ცოდვას ან ბოროტებას ჩაიდენს, მისი არსების სიღრმეში, იქ, სადაც სინდისია, საიდუმლო ბრძოლა ხდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2020, 08:35 PM

"სინდისს ნურასდროს გადააბიჯებ"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 04:28 PM

"ჩვენი მთავარი მიზანია საკუთარ სინდისზე ვიზრუნოთ, რაც გულის სიწმინდესთან მიგვიყვანს".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2021, 08:05 PM

"სინდისი - (ბერძ.) თანაცოდნა. სულხან-საბას მიხედვით თანამოსაჯული. სინდისი - (სპარს.) ნიშნავს ნამუსს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2021, 04:55 PM

"ერთი სიტყვით, შენ ფარისევლობ ყოველთვის, როცა "ითმენ შენს გულში სიყალბესა და სიცრუეს, როცა აჩუმებ შენსავე სინდისს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2021, 02:20 PM

" - სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:

"მატლი და ცეცხლი, ცოდვილებს რომ ტანჯავს, თითოეულის სინდისისა და ცხოვრებაში ჩადენილ ბილწ საქმეთა გახსენებაა. იგი ღრღნის, როგორც მატლი, და წვავს, როგორც ცეცხლი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2021, 10:32 PM

"თუ ძმას სიკეთეს გაუკეთებ, სინდისი მშვიდად გექნება"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2021, 05:25 PM

"გულის კაცი" (სინდისი)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2021, 08:59 PM

"ჰოი, მთელი მსოფლიოს ხალხებო, ილოცეთ და იგლოვეთ თქვენი ცოდვებისათვის, რათა უფალმა მოგიტევოთ ისინი. სადაც ცოდვათა მიტევებაა, იქაა სინდისის თავისუფლება და სიყვარული - სულ მცირე მაინც"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2021, 08:49 PM

remorse [rɪ'mɔ :s] - სინდისის ქენჯნა

to feel remorse — испытывать угрызения совести

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2021, 09:44 PM

"სინდისს ჩვენ განვიცდით როგორც ხმას, ძახილს.. ეს ხმა თავისებურია - ის არ ჩაგვესმის ყურში, ის არ ისმის გარედან. სინდისის ხმა შინაგანია, ამიტომ ის მესმის მხოლოდ მე და სხვა არავის, ამ ხმას მე ვწვდები არა ყურით, არამედ მთელი "შინაგანი არსებით", "გულით".

/ფილოსოფოსი თამაზ ბუაჩიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2021, 07:01 PM

"მონანიება - ჩვენი სინდისის გაწმენდაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2021, 04:42 PM

"სადაც სიყვარულია, იქვეა მშვიდი სინდისი და მყუდროება"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2021, 05:01 PM

"ვინც თავის სინდისს დათრგუნავს, მისი გული სათნოებებისგან განიძარცვება"

/ღირსი ისაია განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2021, 04:49 PM

"უნდა იზრუნო არა იმაზე, რომ პატივს გცემდნენ და უყვარდე ამ საუკუნის ადამიანებს, არამედ - სათნო ეყო ღმერთს და სინდისმა არ გამხილოს ცოდვებში".

/წმ. ალექსი მეჩევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2021, 08:36 PM

"სინდისის სიმშვიდე და სიწმინდე არის უპირველესი პირობა ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობისა, რაც, თავის მხრივ, შინაგანი ცხოვრების სულიერი წარმატების პირობა და საწინდარია"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 09:54 PM

"სინანული, რომელიც ერში მცხოვრებ ღვთისმოშიშ ქრისტიანს შეჰფერის, არის ყოველ საღამოს ანგარიში ჩააბაროს საკუთარ სინდისს"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 02:37 PM

"დღის ბოლოს ცოტა ვინმე თუ არ ჰგავს მტვრიან გზაზე სიარულით დაღლილს. სწორედ ამიტომაც ყოველმა, ვისაც ცხონება სურს, საღამოს სინდისს უნდა მიმართოს, გამოიძიოს დღის განმავლობაში დაშვებული ყველა შეცდომა საქმით, ფიქრით თუ სიტყვით, და სინანულით განიბანოს, ანუ იგივე მოიმოქმედოს, რასაც დამტვერილი მგზავრი აკეთებს: შინ მისული წყლით იბანს"

/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 05:58 PM

"სინდისის მუდმივი ყვედრება თავმდაბლობის ნიშანია"

/ღირსი ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 08:08 PM

"ჩვენმა გულმა, ანუ სინდისმა შეიძლება ზოგჯერ ვერ შეამჩნიოს თავისი ნაკლოვანებები, ზოგჯერ თავი მოიტყუოს და ნაკლი სათნოებად მიიჩნიოს; ხოლო ღვთის წინაშე ყველაფერი ნათელია და ღმერთმა ყველაფერი მშვენივრად იცის: ამიტომ, თუ სინდისი გვამხილებს, მაშინ მით უფრო უნდა გვეშინოდეს მართალი მსაჯულის - ღმერთის განაჩენისა, ვისთვისაც არაფერია დაფარული. ის ხედავს ჩვენს შინაგან აზრებს, სურვილებს და მოქმედებებს"

/წმ. ევსები ორლინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 10:07 PM

"სინდისი არასდროს დაემორჩილება უზნეობას, ჭეშმარიტება სიყალბეს, სინამდვილე ფარისევლობას!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2021, 07:18 PM

"სინდისში ღმერთთან მშვიდობა არის შინაგანი მშვიდობა, რომელიც ცხოვრებაში მტკიცე საყრდენისა და მტკიცე იმედის მოპოვების, ასევე ყველა მისწერაფების ჰარმონიაში მოყვასისა და ამ ჰარმონიაში მათი მყოფობის ცნობიერებიდან მომდინარეობს"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2021, 07:43 PM

"უმჯობესია სხეულის ათასი მორთულობა დაკარგო, ვიდრე ყოვლისმხილველის წინაშე სულისა და სინდისის თუნდაც უმცირესი ლაქით წარსდგე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2021, 07:36 PM

"ლოცვა აღვიძებს ჩვენს სინდისს, არ აძლევს მას ძილის საშუალებას"

/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 06:51 PM

"ნეტარი თეოფილაქტეს განმარტებით, მართალს დოგმატის დაცვასთან ერთად უბიწო ცხოვრებაც უნდა ჰქონდეს. რადგან სუფთა სინდისი მხოლოდ უბიწო ცხოვრების თანამდევია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 09:52 PM

"კმაყოფილი გული და კეთილი სინდისი ადამიანს ყველა ვითარებაში ამდიდრებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2021, 08:41 PM

"იყავით მართალნი ერთმანეთთან ყოველ სიტყვასა და ქცევაში. ადამიანი სინდისია და თუ გინდა ადამიანი გერქვას, ყოველთვის მართალი უნდა იყო საკუთარ სინდისთან ანუ ღმერთთან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2021, 10:23 PM

"საკუთარი სინდისის წინაშე იყავი მართალი… სიმართლეს არასდროს დაუხუჭო თვალი…
ნუ იქნება შენი მიზანი, მოსწონდე ყველას…
ყველას მოსაწონი მაინც ვერასდროს იქნები, ღმერთს სხვა საზომები აქვს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 04:57 PM

"ფხიზელი სინდისი საუკეთესო დამცველია მანკიერებისაგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 05:28 PM

"არავისი ისე არ გეშინოდეს, როგორც - საკუთარი თავის. ჩვენში ცხოვრობს უტყუარი მოსამართლე, ვისი ხმაც ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე - მთელი სამყაროს მოწონება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 09:53 PM

"სინდისი ყოველგვარ საქმეში სანთლის მსგავსად მოიხმარე, რადგან იგი სრულყოფილად აჩვენებს ყველა შენს საქმეს ცხოვრებაში: როგორც კარგს, ასევე - ცუდს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2021, 06:30 PM

"სინდისი ჭეშმარიტი მასწავლებელია; ვინც მას უსმენს, საცდურით არ განიცდება"

/ამბა თალასი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2021, 08:48 PM

"არ არსებობს უბოროტესი მტანჯველი, ვიდრე - მამხილებელი სინდისი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2021, 10:37 PM

"ადამიანი, რომელიც თავისი სინდისის შესაბამისად იქცევა და არ უყურებს, რას ფიქრობენ მასზე სხვები, დიდებული ადამიანია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2021, 06:42 PM

"ბოროტი სინდისი ყოველგვარ შეურაცხყოფაზე მეტად შეურაცხყოფს და ყოველგვარ მტანჯველზე მეტად ტანჯავს ადამიანს"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2021, 10:05 PM

"ბოროტი (ანუ ცოდვაში მხილებული) სინდისი ჯალათის ტოლფასია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2021, 05:03 PM

"დაე, ყველა მლანძღავდეს, - ამბობს წმიდა ტიხონ ზადონელი, - ოღონდ სინდისი მაქებდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 06:11 PM

"მას, ვისაც სუფთა სინდისი აქვს, თუნდაც ძონძებში იყოს ჩაცმული, თუნდაც ებრძოდეს შიმშილს, - ფუფუნებაში მცხოვრებზე მეტადაა გულდამშვიდებული; მაგრამ ვინც საკუთარ სულში ცუდს იგრძნობს, თუნდ უამრავი ფულით იყოს გარემოცული, ყველაზე ღარიბია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 08:11 PM

"სინდისის წინააღმდეგ შეცოდებას სიკვდილი გერჩიოს"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 10:02 PM

"სიმშვიდე ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რომელსაც მხოლოდ სუფთა სინდისით მოიპოვებ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 10:23 PM

"უმჯობესია, მხოლოდ სინდისი გამშვიდებდეს და მთელი სამყარო გამტყუნებდეს, ვიდრე - სინდისი გამტყუნებდეს და მთელი სამყარო გაქებდეს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 07:58 PM

"ჩვენ ვფლობთ საოცარ ხელოვნებას, მოვატყუოთ ჩვენი სინდისი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 08:47 PM

"სინდისი ჭეშმარიტად შინაური სასამართლოა. დამნაშავეს შეუძლია, ზოგჯერ ადამიანთა სამსჯავრო აიცილოს, მაგრამ იგი ვერასდროს გაექცევა სინდისის სასამართლოს!"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 09:10 PM

"მხოლოდ მათ არ ასამართლებს სინდისი, ვინც მიაღწია სათნოებათა ან მანკიერებათა მწვერვალს"

/ამბა თალასი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 02:04 PM

"სუფთა სინდისი - მუდმივი დღესასწაულია"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 08:40 PM

"რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით ნაკლებ შეცდომას უშვებს"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 05:18 PM

"სინდისში წინასწარ განსაზღვრულია წმიდა, კეთილი და მართალი ცხოვრების ნორმა"

/არქიმანდრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2021, 12:03 PM

"განჩხრიკეთ, ძმებო, თქვენი სინდისი - ვისთან ურთიერთობთ, ანგელოზებთან თუ დემონებთან? ვისი ტაძარი და სამყოფელი ხართ, ღმრთის თუ ეშმაკის? როგორი საუნჯითაა სავსე თქვენი გული, მადლმოსილით თუ სატანურით?"

/არქიმანადრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2022, 08:15 PM

"ღმერთი არის შემოქმედი და ზეციური მეუფე, სრულყოფლი ცნობიერება და სრულყოფილი სინდისი".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2022, 08:42 PM

"ადამიანები ვერ მოუყურადებენ სინდისს, თუ თავის თავში ქრისტე არ ეყოლებათ"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2022, 06:50 PM

"წარღვნის შემდეგ უნდა დაწყებულიყო ახალი ცხოვრება - ახალი, უკეთესი კაცობრიობით, რომელსაც ღვთის შიში ექნებოდა და უფლის ნების მიხედვით იცხოვრებდა. არანაირი ახალი კანონი არ იყო საჭირო. წარღვნის ხსოვნა უნდა ყოფილიყო მარადიული შემახსენებელი და სინდისის მარადიული მაღვიძარა".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2022, 07:30 PM

"თუ თქვენი სინდისი სახარებას ეწინააღმდეგება, მაშინ ის თქვენი ბრმა გამძღოლია, ჯოჯოხეთის მრჩეველია. მაგრამ თუ ის სახარებასთან თანხმობაშია, მაშინ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ ეს ნიშნავს, რომ სახარება სულში შევიდა და გამოავლინა ნიშნები სინდისის ბეჭდისა, რომელიც შემოქმედმა შესაქმის დასაწყისში დასვა და რომელიც დროთა განმავლობაში წაიშალა".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 02:36 PM

"ყოველი კაცი განსახვავდება პირუტყვისაგან ზნეობის უზენაესობით, რომელიც უმეტეს ნაწილად სინდისში გამოცხადდება ხოლმე. მაგრამ თუ ადამიანმა ზნეობითი მხარე დასჩაგრა როგორმე და სინდისი წაიწყმიდა, მაშინ ის ყოველ პირუტყეზედაც უპირატესი შეიქმნება"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 02:22 PM

"სინდისის ქენჯნა ჩვენს დანაშაუელბათა ზომისა არ არის, არამედ - მხოლოდ ჩვენში დარჩენილი სათნოებებისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 08:24 PM

"უშედეგოა ადამიანური დიდება, თუკი მას შინაგანად მკაცრი სინდისი ამხელს! რა ერგება ციებ-ცხელების სენით შეპყრობილ ადამიანს, რომელიც სპილოს ძვლისგან გაკეთებულ სარეცელზე განისვენებს, მაშინ, როცა შინაგანი ცხელება არ ქრება?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 01:17 PM

"უსამართლო მოსამართლე წაბილწული სინდისია!"

/ამბა ევაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2022, 10:24 PM

"სავსებით მართებულად ადარებენ სინდისს სამსჯავროს, რომელშიც, ჩვეულებრივ, კანონები ინახება, განიმარტება მათი წესები, განისჯება ადამიანთა საქციელი, ჯილდოვდება სიკეთე და ისჯება ბოროტება. ამ თანხვედრაში მხოლოდ ისაა განსხვავება, რომ სინდისი ერთია და თავად აწარმოებს ყველა მოქმედებას, რომელიც, ჩვეულებრივ, სასამარლოში მრავალ კერძო აღმსარებელთა შორისაა დაყოფილი: იგია კანონმდებელიც, მოსამართლეც, მსაჯულიცა და აღმასრულებელიც!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2022, 12:34 PM

"პეტრე მოციქულმა სამჯერ უარყო უფალი და სინანულმა აღადგინა იგი. ქრისტიანთა დიდი მდევნელი, პავლე მოციქული, სინანულის გზით მოციქულთა თავი გახდა. მეძავნი, ქვაბ-ავაზაკნი, მეზვერენი და ათასი სხვა დამნაშავე სინანულით განიწმინდა. ამიტომ სევდა და სინდისის გადამეტებული ქენჯნა მოიცილე, იმედით აღივსე, გამხნევდი და სასოწარკვეთის ყოველი გულისსიტყვა განაგდე"

/ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2022, 03:56 PM

"ქრისტიანებს, მოგზაურთა მსგავსად, შეუძლიათ, სინდისის ქენჯნის გარეშე ისარგებლონ თავიანთი მიწიერი მონაპოვარით, როგორც - სამყარო მარაგით ზეციური სამშობლოსაკენ მოგზაურობის ჟამს; ოღონდ მეტისმეტად არ უნდა უფრთხილდებოდნენ და გულით არ უნდა მიეჯაჭვონ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2022, 10:27 PM

"სინდისის წესად დაიდგინე, რომ არასოდეს არავისზე ცუდი არ თქვა. თუ არ შეგიძლია, სხვას წინ აღუდგე ავსიტყვაობაში, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, შენი მდუმარებით მაინც უჩვენე, რომ არავითარ მონაწილეობას არ იღებ მის ავსიტყვაობაში!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2022, 04:10 PM

"ღატაკია ის მსაჯული, რომელიც ენითა და კალმით განსჯის ადამიანებს, თვითონ კი განუწყვეტლივ მხილებული და განსჯილია საკუთარი სინდისისაგან"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2022, 03:04 PM

"არ უნდა მიიყვანო თავი იქამდე, რომ რაიმე საქმეში სინდისი გამხელდეს!"

/ამბა აღათონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2022, 12:19 PM

„დამშვიდებული სინდისის მქონე ადამიანი ყველასთან შეძლებს მეგობრობას, ცუდი სინდისით კი - განმარტოებაშიც იტანჯება და შფოთავს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2022, 07:46 PM

"მართალია, სათნოებაში განმტკიცება დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ სანაცვლოდ იგი ძლიერ ახარებს სინდისს და ისეთ შინაგან კმაყოფილებას ანიჭებს, რომ მისი გამოხატვა სიტყვით შეუძლებელია"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 07:02 PM

"აფსუს! ჩვენ ყველაფერი გვატყუებს ცხოვრებაში, ყველაფერი მიწიერი უკიდურეს შემთხვევაში, - სინდისიც კი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 07:56 PM

"ცოდვებით მოსვრილ სინდისში უდიდესი ცოდვებიც ძლივს შეიმჩნევა, ისევე, როგორც გამჭვარტლულ სარკეში ცქერისას ვერც სახეს და ვერც ჩვენს მანკიერებებს ვერ ვხედავთ"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 10:12 PM

"ცოდვილი სული, რომელიც სინდისით არ მხილდება, ესაა ზღვა, ზემოდან წყნარი, მაგრამ მის სიღრმეში ბუდობს და მოძრაობს უთვალავი ეშმაკი! ასეთი ცოდვილის, ვითომდა სიმშვიდე, ესაა სიწყნარე ქარიშხლის წინ, იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან, მაგრამ საბოლოოდ, დადგება წუთები, როდესაც ჩახშობილი სინდისის ხმა მთელი ძალით გაისმება მის სულში, - ესაა მტანჯველი წუთები, წუთები, რომლებიც წლებად მოჩანს, მაგრამ, რომლებიც ყოველთვის მხოლოდ უსასრულობის საწყისად წარმოდგებიან!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2022, 01:47 PM

"რომ არ გვქონდეს სუსტი და მით უმეტეს, მატყუარა სინდისი, საჭიროა, თავად სინდისი, - რომელსაც ბოლომდე წარმართებიც კი არ არიან მოკლებულნი, - განვავითაროთ, დავახელოვნოთ ღვთის დაწერილი კანონების სწავლით და ღვთივგანბრძნობილი მასწავლებლების დარიგებებით, საკუთარი ქმედებები კი მის ხელმძღვანელობას შევესაბამებოდეთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2022, 09:24 PM

"ვაი მას, ვინც უფრო მეტად მიდრეკილია ცოდვის მაცდური შეგონებებისაკენ, ვიდრე - სინდისის რჩევებისკენ, ამ შინაგანი, საიდუმლო ღვთის ხმისაკენ ჩვენში. ვინც ცოდვას ცოდვაზე ურთავს, საბოლოოდ სრულად ახშობს სინდისს, რადგან არ ესმის, მისი მსჯავრი და ვერ გრძნობს მის ტანჯვას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2022, 09:39 PM

"უმჯობესია, მოწყლული სხეული გქონდეს, ვიდრე - ცოდვებით მოწყლული სინდისი; უმჯობესია, დაითმინო სხეულის გვემა, ვიდრე - სინდისის გვემა, უმჯობესია, ყოველგვარი გარეგნული უბედურებები მიიღო, ვიდრე გქონდეს მხოლოდ ერთი შინაგანი უბედურება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2022, 08:03 PM

"მისი სინდისის სარკე არ იყო ქრისტეს მადლით განწმენდილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2022, 11:37 AM

"ღვთის ხმის დახშობა ადამიანებს არ ძალუძთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 03:27 PM

"სინდისი - ესაა უფლის ხმა ადამიანში. სინდისი ჭეშმარიტი სინანულით განიწმინდება - ადამიანმა რომ ცოდვა შეიგრძნოს, სინდისმა უნდა ამხილოს; თუ სინდისი არ ამხილებს, ცოდვას ვერ შეიგძნობს, შესაბამისად, არც სინანული ექნება და ცოდვაც არ მიეტევება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 09:09 PM

"ამ ცხოვრებიდან გასვლის შემდეგ სწორედ სინდისი დასჯის ადამიანს - მოუნანიებელი ცოდვების გამო იგი სინდისის მხილებით დაიტანჯება. ვინც სინდისს სინანულით განწმენდს, მარადიულ ნეტარებაში დაიმკვიდრებს უფალთან ადგილს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2022, 07:36 PM

"როდესაც ადამიანს სინდისი არ ამხელს, ეს შეიძლება არ იყოს იმის ნიშანი, რომ მან უკვე სიწმინდეს მიაღწია და ცოდვები აღარ არის მასში. შესაძლოა, საერთოდაც "მოსწყინდა სინდისს" ადამიანის მხილება. როგორ შეიძლება მოხდეს ეს? - თუ მუდმივად ცოდვებში ჩავარდნით ადამიანი ცოდვებს ეჩვევა. იმ დროს სინდისი თითქოს იძინებს და მისი ხმა მის გონებამდე ვერ აღწევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2022, 08:08 PM

"ვისაც ჭეშმარიტი ღვთისმოშიშება მოუპოვებია, მას მიუკერძოებელი მსაჯული ჰყავს - სინდისის ხმა. მას წვრილმანი ცოდვების გამოც ამხილებს სინდისი და არც სიცრუისკენ არის მიდრეკილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2022, 07:14 PM

"სინდისის ხმა არ უნდა ჩაქრეს, საამისოდ განუწყეტელი ღვაწლია საჭირო. თუ ამ ხმას არ მიჰყვები, დაკარგავ მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2022, 07:23 PM

"სინდისი ბოროტების მამხილებლად მოგვეცა ღვთისგან. ის ჩვენი მცველია და ნათლისღების შემდგომ უფრო ძლიერდება. რამდენადაც წმინდაა სინდისი, იმდენად ძლიერ გვამხელს, და რამდენადაც ითრგუნება, იმდენად უძლურდება"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2022, 05:30 PM

"ხედავ, რომ სინდისი არ ეთანხმება შენს ცოდვიან აზრებს, არამედ უამლვე გამხელს, ვინაიდან იგი არ ტყუის. მხილებისას იგი ადასტურებს, რომ იმავეს იტყვი ღვთის წინაშეც, საშინელი სამსჯავროს დროს"

/ღირსი იოანე კასიანე რომაელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2022, 08:35 PM

"უამრავჯერ გავთელე საკუთარი სინდისი"

/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2022, 08:02 PM

"იცხოვრე ისე, როგორც ამას გონება და სინდისი მოითხოვს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2023, 06:47 PM

"გათელილი სინდისი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2023, 07:02 PM

"სუფთა სინდისი ლოცვით მოიპოვება, ხოლო სუფთა ლოცვა - სინდისით, რადგან მათი ბუნებიდან გამომდინარე ისინი ერთმანეთს საჭიროებენ"

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2023, 02:02 PM

"სინდისი პატარა ღმერთია. ძილის წინ რამდენიმე წუთით კარგად დააკვირდი შენს საქციელს, მთელი დღის განმავლობაში რას აკეთებდი. რა არ მოგეწონა, სად სცოდე, რა არ უნდა გეთქვა და სხვა. ანგარიში ჩააბარე შენს თავს. მუდამ ყურადღებით და ფხიზლად იყავი შენი თავის მიმართ"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2023, 07:41 PM

"სინდისმა ქენჯნა მიყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2023, 09:48 PM

"დაე, შენმა სინდისმაც ქრისტეს ჯვრით იამაყოს, შენს სინდისს მკვდარი საქმეებისგან ის განწმენდს და გაასუფთავებს"

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2023, 07:08 PM

"სინდისის შემსუბუქება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2023, 07:06 PM

"სინდისი პატარა ღმერთია. უფალმა სინდისი იმიტომ შთადო ადამიანში, რომ უნდოდა ადამიანი გადაერჩინა. სული მეცნიერია და ყველაფერი იცის, ეს სინდისს ეხება, - იგი გამოიძიებს რა არის კარგი და რა არის ცუდი. ტყუილად კი არ ხდება, რომ როცა გვერდზე ვინმე უცხო ჩაგივლის ხან გიხარია, ხან კი შეკრთები"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2023, 09:24 PM

"ჩვენი სულის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა სინდისი.

სინდისი ღვთის ხმაა. მას ვერ დაიმორჩილებ, შენი სურვილისამებრ ვერ განაწყობ, ბოლომდე ვერც აღმოფხვრი; პირიქით, თავის მყოფობას მაშინაც გვაგრძნობინებს, როდესაც ვცდილობთ, გავექცეთ, თუმცა ისეც ხდება, რომ მუდმივი უგულვებელყოფით, მისი ხმა სუსტდება და აღარ გვესმის. არსებობს მდგომარეობაც, რასაც „დამწვარი სინდისი“ ჰქვია და ადამიანის უმძიმეს სულიერ ცხოვრებაზე მეტყველებს.

ქრისტიანული რწმენა და მცნებები ჩვენში სინდისის ხმის სიძლიერისა და მართებულობის ყველაზე უტყუარი განმსაზღვრელია და ჩვენი სულის სწორად განვითარების შესაძლებლობაა, რადგან სინდისი ჩვენს ნებას ღვთის ნებასთან აკავშირებს."

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2023, 08:54 PM

"კეთილად მოღვაწე სინდისი - საუკეთესო წიგნია ზნეობის შესახებ"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2023, 08:10 PM

"სინდისი სულ პირველი წმინდა წერილია, ღმერთის მიერ პირველქმნილ კაცთათვის მიცემული. ჩვენ "ვიღებთ" სინდისს მშობლებისაგან - როგორც ფოტოასლს. როგორც არ უნდა ახშობდეს ადამიანი თავის სინდის, ის შიგნიდან ყოველთვის ამხლეს მას. ამიტომაც ამბობენ: "მას ჭია ღრღნის". მართლაც რა არის უფრო ტკბილი, ვიდრე დამშვიდებული სინდისი. ადამიანი თავს შინაგანად ფრთაშესმხულად გრძნობს და მაშინ ის იწყებს ფრენას".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2023, 05:55 PM

"არ არსებობს უფრო შემწველი ცეცხლი, ვიდრე შინაგანი წვა სულისა, რომელიც სინდისის ქენჯნიდან მომდინარეობს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 06:05 PM

"სინდისი ამუნათებს ყოვედღიური ცოდვებისთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2023, 08:48 PM

"არ არის ადამიანი, ვისშიც არ იყოს სინდისი; წმინდაა იგი და ყოველთვის სიკეთეს გვასწავლის, მაგრამ ჩვენ ჩვენი უგრძნობლობის გამო არ გვესმის მისი და ვახშობთ მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2023, 02:20 PM

"ასეც ხდება ხოლმე: ადამიანს ვნებს ის, რომ სინდისი მეტისმეტად მგრძნობიარედ აქცია"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 02:36 PM

" - არიან ადამიანები, რომლებიც გაქვავებული სინდისით იბადებიან?

- არა, გაქვავებული სინდისით ადამიანები არ იბადებიან. ღმერთს გაქვავებული სინდისი არ შეუქმნია. მაგრამ თუ ადამიანი თვალს მიაფარებს თავის ცოდვებს, სიღრმეში შედევნის მათ, მისი სინდისი თანდათანობით ლექის ფენით დაიფარება და აღარ ამხელს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 02:51 PM

"სწორედ სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით ნაკლებ შეცდომებს უშვებს"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 03:38 PM

"როგორც ქვა ლესავს დანის პირს, ისე ლესავს ქრისტე სინდისს: იგი ქრისტეს მცნებათა შესწავლით ნათლდება და მათი შესრულებით იხვეწება.

სახარებით განათლებული და დახვეწილი სინდისი მკაფიოდ და დაწვრილებით უჩვენებს კაცს მის ცოდვებს - თუნდაც სულ მცირეს"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2023, 05:18 PM

"დარჩა ერთადერთი გზა - შენს სინდისს უსმინო, მაგრამ სინდისს ადრეულ ასაკში ვკლავთ"

/იღუმენია მარიამი (მიქელაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2023, 08:29 PM

"ჩვენი სინდისი სულიერი თვლემისაგან გამოვაფხიზლოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2023, 06:40 PM

"თუკი ძმას სიკეთეს გაუკეთებ - სინდისის გასნვენებას მოიპოვებ"

/წმ. ბერი სილუანი (ათონელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2023, 07:16 PM

იგავი

"სინდისს ეწყინა, რომ ამქვეყნად ცხოვრება ყველაზე მეტად მას უჭირს და კაპიკისხელა შეღავათი გაუკეთა თავის თავს. ერთი კაპიკი, ორი კაპიკი, ჰოდა ერთხელაც მიდის სინდისი ქუჩაში და ესმის, ვიღაცას უყვირიან: "ჰეი, შენ, უსინდისო!" მოტრიალდა სინისი, თურმე მას ეძახიან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2023, 08:46 PM

"სინდისი - ესაა ღვთის ხმა ადამიანში. ვისაც სინდისი სუფთა აქვს და მის ხმას მოუსმენს, ყოველთვის განეშორება უკეთურ საქმეებს და მიხვდება, თუ რა არის ღვთისთვის სათნო და რა უნდა აღასრულოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2023, 07:42 PM

"უფლის მცნებათამიერი ცხოვრების გარეშე შეუძლებელია სინდისის განწმენდა ცოდვათაგან, სინდისისა,რომელიც ცოდვებით ტანჯული და დამძიმებულია, ტანჯულია ღვთისსაწინააღმდეგო სიტყვებით, ქცევებით, საქმეებით, გულისთქმებით და ასეთი სინდისის მქონე ადამიანი მუდამ შინაგან მშფოთვარებაში, მღელვარებასა და შიშებშია; როგროც სოლომონ ბრძენი იტყვის, ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა მას არავინ მისდევს (იგავნი 28,I).

ცოდვებით დამძიმებული სინდისის მქონე ადამიანს ჩრდილისაც კი ეშინია; მუდმივად ეჭვით უყურებს თვით იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც იგი წრფელი გულით უყვართ. ერთი სიტყვით, ასეთი ადამიანი აქ, ამქვეყნად, უკვე სატანჯველში იმყოფება მარადიულ სატანჯველამდე".

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2023, 07:05 PM

"სინდისი ქართულად რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს "თანაცოდნას", "თანაყოფას", ე.ი. ღვთის თანაყოფნას, და ჩვენს შესახებ მის მიერ ყველაფრის ცოდნას. ის ხმა, რომელიც ჩვენი სინდისის სიღრმიდან ისმის, ეს ხომ ჩვენი ხმა არ არის, - ეს ღმერთის ხმაა ჩვენში"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2023, 07:55 PM

"სინდისის მხილების განცდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სატანჯველია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2023, 09:24 PM

"რაც სინდისს შეაწუხებს, ყველაფერს მყისვე უნდა დაანებოთ თავი"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2023, 08:23 PM

"ასევე იცოდეთ: ისე უნდა აკეთოთ საქმე, რომ სინდისმა არაფერში გამხილოთ; თუკი გამხელთ, მყისვე უნდა დაამშვიდოთ სინანულით"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2023, 09:10 PM

"ცხოვრებაში წმინდა და უბიწო იყავი და არ დაუშვა, სინდისმა რამეში გამხილოს, დიდი იქნება ეს, თუ მცირე, როგორც კი რამეს შესცოდავ, სინანულით განიწმინდე"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2023, 08:08 PM

"სინდისით თუ აღასრულებს ადამიანი ღვთის წინაშე მორჩილებას, მაშინ სინდისიც აღარ ამხელს. მაგრამ თუ ცოდავ, სინდისის მხილებას ვერსაც გაექცევი. სადაც არ უნდა იყო, იქ მოგძებნის და გამხელს"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2023, 02:42 PM

"ბრძანებს იოანე ოქროპირი: სინდისი, ეს არის მამხილებელი ანგელოზი თითოეული ჩვენგანისა. ჩვენი ცოდვებით ისეა გადახლართული და შეკრული ჩვენი სინდისი, რომ აღარ ძალგვიძს ხოლმე მისი მხილება მივიღოთ"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2023, 09:12 PM

"სუსტი სინდისი სჯობს, ვიდრე ამაო სათნოება"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2023, 08:01 PM

"მაგრამ იყო წუთები, როცა სულში საოცარი მამხილებლობით ალაპარაკდებოდა ხოლმე სინდისი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2023, 04:50 PM

"თუკი გონს მოხვალ და ღვთის მცნებებს დაიცავ, არ გაქვს სინდისის ქენჯნა, ხარ მშვიდად და აღასრულებ კეთილ საქმეებს, მაშინ, შენდა შეუცნობლად, მსუბუქად შედიხარ ლოცვაში"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2023, 08:54 PM

"ბრძანე, უფალო, მათრახიც გადამიჭირე, დაეხმარე ჩემს სინდისს ჩემს გამათრახებაში"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2024, 09:28 PM

"კაცმა გზა თვითონ უნდა დაილოცოს თავისი კეთილი გადაწყვეტილებით. როგორც ივლი, გზაც ისეთი გექნება, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა. მე რა უფლება მაქვს - ას ასე ვთქვა, ან ისე სინდისი პატარა ღმერთია. ძილის წინ კარგად დააკვირდი შენს საქციელს, მთელი დღის განმავლობაში, რას აკეთებდი, რა არ მოგეწონა, სად სცოდე, რა არ უნდა გეთქვა და სხვა. ანგარიში ჩააბარე შენს თავს, მუდამ ყურადღებით და ფხიზლად იყავი შენი თავის მიმართ"

/წმიდა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2024, 06:27 PM

"ზოგჯერ შეიძლება ადამიანი იურიდულად მართალი იყოს, მაგრამ სინდისთან მიმართებით ძალიან სცოდავდეს, მაგრამ ეს რომ ადამიანმა გაიგოს, ამისთვის მას სინდისი უნდა გააჩნდეს.

უფალი სწორედ იმიტომ მობრძანდა დედამიწაზე, რომ ადამიანემში სინდისი აღზარდოს"

/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)