IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართველი ერის ღვთიური მისია
samreklo
პოსტი Nov 11 2009, 08:26 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 78
რეგისტრ.: 13-November 08
წევრი № 5,939



ცნობილია, რომ განგების ძალით საქართველო იესო ქრისტეს დედას - მარიამს ხვდა წილად და მის მფარველობაში მოექცა. უფლის ეს ნება განპირობებული იყო არა მარტო ყოვლაწმინდა მარიამის ეთნიკური წარმომავლობით.

იგი უპირველესად ეფუძნებოდა იმას, რომ საქართველო დედამიწის გეოპოლიტიკურ კვანძს, მისი სულიერი ველის ეპიცენტრს შეადგენს.

სამწუხაროდ, ქართველებმა დღემდე ღრმად ვერ გავიაზრეთ ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც თავისი არჩევანით უფალმა დაგვაკისრა.

ამის შედეგია, თუნდაც ის განსაცდელი, რომელიც ბოლო დროს თავს გვატყდება.

მხედველობაში მაქვს ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა.

ასე მაგალითად, პირველი და მეორე პრეზიდენტის - ზ.გამსახურდიასა და ე.შევარდნაძის მმართველობისას ფაქტობრივად ჩამიგვცილდა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.

დღეს მომქმედი პრეზიდენტის - მ.სააკაშვილის წყალობით კი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი იურიდიულადაც დავკარგეთ.

აქ საუბარია არა მარტო ტერიტორიების დაკარგვაზე. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ოჯახის წევრები, აფხაზები და ოსები, ახლობელი ადამიანები, ჩვენი ძმები და დები.

ქართველთა ერთი ნაწილი ამ უბედურების მიზეზად საპრეზიდენტო ინსტიტუციას მიიჩნევს. ამის გამო მის გაუქმებას და საპარლამენტო რესპუბლიკის დამკვიდრებას მოითხოვს.

მიზეზი სულ სხვაა.

1918-1921 წლების საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკას წარმოადგენდა, მაგრამ ჩვენ იმ დროს ქვეყნის არა თუ ნაწილი, მთელი ტერიტორია დავკარგეთ.

ჩვენი ტრაგედია განაპირობა თავისთავად არა ქვეყნის მოწყობის პოლიტიკურმა ფორმამ, არამედ ერთმორწმუნე მეზობელ რუსეთთან ქართული სახელმწიფოს მეთაურთა ფარულმა თუ ღია დაპირისპირებამ.

მართლმადიდებელი ხალხების ერთიანობის მოშლა, ქართველებისა და რუსების გადამტერება, მსოფლიოზე გაბატონების მოსურნე კოსმოპოლიტური ძალების სასიცოცხლო ინტერესებშია. ეს საგრძნობლად უიოლებს მათ მიზნის მიღწევას. ამიტომაა, რომ მართლმადიდებლური სამყაროს ერთიანობის განმტკიცება ჩვენი ეროვნული თვითმყობადობის შენარჩუნების წინაპირობაა.

ამის გაგება არ სურს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას.

არცერთ მათგანს ვაგლახ, რომ არ იმსახურებს მრავალტანჯული ქართველობა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჭიდილი გაზააბნეულთა ჭიდილია და მეტი არაფერი.

მათ ვერ გაისისხლხორცეს ის საპატიო მისია, რომელიც განგებამ დაგვაკისრა:

თუ უფალმა იესო ქრისტე ქმნა ღმერთკაცად - თითოეული ადამიანისათვის პიროვნულ სახატედ, საქართველო მან გადასცა მფარველობაში მის მშობელ დედას იმ განზრახვით, რომ ადამიანთა მოდგმას აქ მოვლინებოდა ახალი ქვეყნიერება - სახატე ქვეყანა, სადაც იბატონებდა “სამართალი, წყალობა და რწმენა”.

ამასთან ქართული ენა ღმერთმა საიდუმლოებებით აღავსო და აღიარა წმინდა ენად, რომელ ენაზეც მაცხოვარმა მეორედ მოსვლის ჟამს უნდა განსაჯოს მთელი კაცობრიობა.

აქედან გამომდინარეობს ორი დიდი ისტორიული ამოცანა,რომელთა ხორცშესხმა განგების ძალით ქართველობას დაგვევალა: დავამკვიდროთ ჩვენს სამშობლოში ახალი ქვეყნიერება და შევინარჩუნოთ ღვთის მადლით კურთხეული ქართული ენა.

ამ განგებულებათა სისრულეში მოყვანას ქართველები ვერ შევძლებთ მანამ, სანამ ჩვენთან საერო და საეკლესიო საზოგადოება ერთმანეთისადან გამიჯნული იქნება.

ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში ისინი უნდა შეადგენდნენ არა ორ, განცალკევებულ საწყისს, არამედ ერთი, განუყოფელი საწყისის ორ მხარეს.

საერო და საეკლესიო საზოგადოების გათიშულობის შედეგია თუნდაც ის, რომ ისინი მოკლებული არიან ერთიან დღესასწაულებს.

სასურველია, ასეთ საერთო დღესასწაულებად იქცნენ საქართველოს მფარველად ყოვლაწმინდა მარიამის მოვლინებისა და ღვთივრჩეული ქართული ენის - მაცხოვრის სამსჯავრო ენის დღეები.

საერო და სასულიერო საზოგადოების ერთსაწყისიანობის მიღწევა როდი ნიშნავს სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაქვემდებარებას, ან პირიქით, ეკლესიის გაბატონებას სახელმწიფოზე.

ამ ერთსაწყისიანობაში იგულისხმება, ერთის მხრივ, სახელმწიფო იდეოლოგიის დაფუძნება ქრისტიანულ პოსტულატებზე, მეორეს მხრივ კი - ქვეყნის მართვა-გამგეობაში საერო და საეკლესიო საზოგადოების თანამონაწილეობის პრინციპის აღიარება.

საერო და საეკლესიო საზოგადოების ურთიერთობის ჰარმონიზაციისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განგების მიერ დადგინებული მეფის ინსტიტუტის აღდგენას კონსტიტუციური მონარქიის ფარგლებში.

დღეს კამათის საგანს შეადგენს საკითხი - სამეფო ტახტი მემკვიდროებითი უნდა იყოს თუ არჩევითი?

ყოვლაწმინდა მარიამის წილხვედრილი ქვეყნისათვის მისაღები არც ერთია და არც მეორე.

ღვთივრჩეულ წმინდა მიწაზე მეფობა არ შეიძლება იყოს დინასტიური.

თავის დროზე ჩვენს ქვეყანას დიდად ავნო ნიჭიერ ხელმწიფეთა უნიჭო და უძღები შვილების მეფობამ, ასევე სამეფო ტახტისათვის მემკვიდრეთა შორის ბრძოლამ, რომლებიც არ თაკილობდნენ მიზნის მისაღწევად უცხო ძალებთან გარიგებას.

ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ სამათასწლიანი ისტორიის მქონე ქართული სახელმწიფო მხოლოდ ორასიოდე წელი იყო ერთიანი და დამოუკიდებელი.

მაცხოვრის დედა-ქვეყანაში მეფე არც “ქუჩის” თავყრილობაზე შეიძლება აირჩეს.
საზოგადოებრივი ცნობიერების ზომბირების თანამედროვე შესაძლებლობის პირობებში ეს ერის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა.

ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში მეფობა მხოლოდ უფლისაგან ბოძებული უნდა იყოს.

ამიტომ საქართველოს მეფე უნდა მოევლინოს ღმერთის სავანედან - ეკლესიის წიაღიდან.

კონსტიტუციის ძალით ეს მძიმე ხვედრი უნდა ერგოს მოწამეობრივი გზით მავალ ქართველთა შორის პირველ ქართველს-უფლის დესპანს ჩვენს მიწაზე.

ასეთი ღვთივრჩეული პირი კი წმინდა სინოდის მიერ კურთხეული კათოლიკოს-პატრიარქია.
სხათაშორის,სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელის მეფობას დასაშვებად მიიჩნევდა ძველი ქართული სამართალიც.

მეფე უუფლებო არ უნდა იყოს.ამასთან, მას მხოლოდ იმდენი უფლებები უნდა გააჩნდეს,რომ სახელმწიფომ კლერიკალური ხასიათი არ შეიძინოს.

კონსტიტუციური მონარქის უფლებამოსილებაში უნდა შედიოდეს:
კონსტიტუციის ხელმოწერა და გამოქვეყნება, საკანონმდებლო ინიციატივა,ვეტოს დადება პარლამენტისა და მთავრობის იმ გადაწყვეტილებზე,რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის ინტერესებს, ეროვნული უშიშროებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობა, ეროვნული ბანკის, კონტროლის პალატის,სტატისტიკის დეპარტამენტის კურირება, საკონსტიტუციო და უმაღლესი სასამართლოს ხელმძღვანელთა დამტკიცება, პარლამენტის არჩევნების, რეფერენდუმის, გენერალური პროკურორის, საქართველოს ელჩების დანიშვნა, უცხოეთის სახელმწიფოთა ელჩების რწმუნებათა სიგელების მიღება,დაჯილდოვება, შეწყალება, მოქალაქეობის და თავშესაფრის მიცემის საკითხების გადაწყვეტა,საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადება.

ღვთის მიერ კურთხეულ მეფესთან უნდა შეიქმნას სათათბირო ორგანო-სამეფო დარბაზი, სადაც გაერთიანდებიან საერო და საეკლესიო საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები.

ამასთან, მეფე პირდაპირ და უშუალოდ უნდა იქნეს წარმოდგენილი პარლამენტში სამეფო დარბაზით.
სამეფო ინსტიტუტის სწორედ ასეთი,ღვთისმშობლის წილხვედრილი ქვეყნისათვის დამახასიათებელი, მოდელი უნდა გახდეს საქართველოს სახატე ქვეყანად გარდაქმნის ქვაკუთხედი.

ახალი ქართული სახელმწიფოს მთავრობის შემადგენლობაში არ შეიძლება არ იქნან შეყვანილნი სასულიერო საზოგადოების ღირსეული წევრები.

სასურველია, თუ ისინი სათავეში ჩაუდგებიან განათლების, კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგებს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამსახურს.

ასევე მიზანშეწონილია წმინდა სინოდის შემადგენლობაში გამორჩეული საერო პირის – მრევლის სრულუფლებიანი წარმომადგენლის შეყვანა.

ამისათვის კი აუცილებელია დღეისათვის დაქსაქსული მრევლის ორგანიზება, მისი გადაქცევა მძლავრ საერო მოძრაობად.

საქართველოში ახალი ქვეყნიერება უნდა დამკვიდრდეს მერიტოკრატიული წეს-წყობილების სახით,სადაც ცხოვრებისეული წინსვლის წინაპირობა იქნება არ გვარიშვილობა და წოდებრიობა (არისტოკრატია),არა პარტიულობა და ფული (დემოკრატია), არამედ ცოდნა, რწმენა და ნიჭიერება.

ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა ბიბლიური შეგონება: ”მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო!”

მაცხოვრის დედა-ქვეყნისათვის უცხო და მიუღებელია ლიბერალიზმის ფასეულობანი, რომლებმაც კაცი კაცის მგლად აქციეს, ადამიანი ვიწრო მატერიალიზმში ჩაფლეს და სულიერებაგან დააცარიელეს.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ქართული ზნე-წესი, ქართული მორალი,კაცთმოყვარეობა და რაინდობა, ოჯახური ცხოვრების სიმტკიცე, პიროვნული და ეროვნული ღირსების შეგრძნება.

ახალი ქართული სახელმწიფო უნდა დაეფუძნოს სოციალური სოლიდარობის პრინციპს, რომელიც კაცს კაცის წამლად მიიჩნევს და ნივთიერ კეთილდღეობას სულიერების წინ არ აყენებს.

სწორედ ამიტომ გვმართებს ჩვენ ვიდგეთ “საერთო ნიადაგის” პოზიციაზე, აღვადგინოთ პატრონყმობის უნიკალური ქართული ტრადიცია, განვამტკიცოთ ერის კორპორატიული ბუნება.

ჩვენს წმინდა მიწაზე ახალი ქვეყნიერების დამკვიდრება მოითხოვს ქართული ცივილიზაციის შევსებას ზღვაოსნური კულტურით.

ათასწლეულებია ქართველები ვცხოვრობთ ზღვის პირას, მაგრამ ვერ გაგვიგია მისი ყადრი, ვერ დაგვიძლევია განვითარების ცალმხრივობა.

ჩვენ უნდა აღმოფხვრათ ეს ხარვეზი, დავუძმობილდეთ ზღვას, ავითვისოთ მისი სიმდიდრე.

რა თქმა უნდა არაა სასურველი პატარა ერი გავხადოთ მეზღვაურ ერად,მაგრამ ყოვლად დაუშვებელია ჩვენთვის დამღუპველი ანტიზღვური ინერცია.

ლაზების ტრადიციებისა და გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენ უნდა გარდავქმნათ საქართველო სახმელეთო-საზღვაო ქვეყანად.

ჩვენი ვალია გავხადოთ სოფლისა და ზღვის მეურნეობა, მათი პროდუქტების გადამუშავება ეკონომიკური ცხოვრების უმთავრეს პრიორიტეტად.

იესო ქრისტეს დედის წმინდა მიწაზე “ახალი ქუეყნის” აშენება, რაც პირველად დავით აღმამშენებელმა მოიწადინა, დღეს დროში დაემთხვა გლობალიზაციის აქტიურ ფაზაში შესვლას.

გლობალიზაცია ღვთიური მოვლენაა,მაგრამ იგი როდი ნიშნავს იმას,რომ ამა თუ იმ ცივილიზაციის მატარებელმა სახელმწიფომ,რა დიდი და მდიდარი არ უნდა იყოს იგი,თავს მოახვიოს მთელ მსოფლიოს თავისი ფასეულობები და პრობლემები.

გლობალიზაცია ბუნებით დადგინებული პროცესია და გულისხმობს დასავლეთისა და და აღმოსავლეთის კულტურების კონვერგენციას, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება ერთიანი, სრულიად ახალი, ევრაზიული ცივილიზაცია.

ამ კუთხით ქართველები პირნათელი ვართ ღვთის წინაშე, რამეთუ ამ ობიექტური პროცესის ავანგარდს წარმოვადგენთ.

ჩვენი თვითმყობადი კულტურა შეიცავს დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურათა მონაპოვრებს. იგი თანაბრად მიეკუთვნება ორივე ცივილიზაციას, მაგრამ არცერთს ცალკე აღებულს.

ქართული კულტურა ევრაზიულია თავისი არსით. ამავე დროს იგი მყარად დგას ეროვნულ ნიადაგზე.

ამიტომ გლობალიზაციის ქართული მეთოდი უნდა გაითავისოს მთელმა მსოფლიომ.

ჩვენ კვლავაც უნდა გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან. მაგრამ ამავე დროს ინტენსიურად უნდა ვითვისებდეთ ადამიანის ფიზიკური და სულიერი სრულყოფის აღმოსავლულ ფასეულობებს.

ორიენტაცია აღმოსავლეთზე ჩვენს აღმსარებლობაში უდიდესი დატვირთვის მატარებელია.

საგულისხმოა, რომ თვით სიტყვა “ორიენტაცია” პირდაპირი გაგებით ნიშნავს სწრაფვას აღმოსავლეთისაკენ.

ბიბლიის მიხედვით სამოთხე აღმოსავლეთშია. მართლმადიდებლები ტაძრებს აშენებენ საკურთხევლით აღმოსავლეთისაკენ, მიცვალებულებს ასვენებენ სახით აღმოსავლეთისაკენ, ლოცულობენ აღმოსავლეთის მიმართულებით.

საქართველო ღვთიური ხიდია, რომელიც დასავლეთს აღმოსავლეთთან აკავშირებს.

შემთხევითი არ იყო, რომ დიდი კონსტანტინე ქართველი ერის ისტორიულ მოწოდებად “ორი დიდი სამყაროს: ევროპისა და აზიის სულის შეხამებას” მიიჩნევდა.

უდაოა, რომ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრილი ქვეყანა კარგახსნილი უნდა იყოს ყველა ხალხისათვის.

მის საგარეო პოლიტიკას საფუძვლად უნდა დაედოს გეოპოლიტიკური პრულარიზმის პრინციპი.

საქართველო არ შეიძლება მიეჯაჭვოს ერთ ქვეყანას ან ქვეყნების ჯგუფს.

ამავე დროს მისთვის ნეიტრალიტეტიც მიუღებელია.

იესო ქრისტეს დედა-ქვეყანა ვერ იქნება ნეიტრალური მართლმადიდებლური სამყაროს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რამეთუ დაუშვებელია გულგრილი დამოკიდებულება ერთმორწმუნე ხალხების ბედისადმი.

საქართველო ვერც აგრესიული იქნება ნებისმიერი სხვა ტრადიციული კონფესიების მიმდევრებთან ურთიერთობაში.

აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი მოსახლეობის მაჰმადიანული ნაწილი,ასევე მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები ისლამის მიმდევარი მილიონობით ქართველი.

მართალია, სხვადასხვა დროს ბევრმა სახელმწიფომ მოგვაყენა ზიანი, მაგრამ არ გვმართებს დავემონოთ წყენასა და ბოღმას.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ პრაგმატიზმი და ვიფიქროთ უპირატესად მომავალზე.

მეორედ მოსვლის ჟამს მაცხოვარს მისი მშობელი დედის წმინდა მიწაზე ახალი ქვეყნიერება დამკვიდრებული უნდა დახვდეს, რათა შესძლოს ადამიანთა ცოდვების განკითხვა ქართულ ენაზე.

ამ მხრივ ყურადსაღებია, რომ რეალური სამყაროს გაორება, მიწიერის გვერდით ვირტუალური ცივილიზაციის შექმნა მთელი სიმწვავით აყენებს ღვთივრჩეული ენის სიციცხლისუნარიანობის საკითხს.

საქმე ეხება უცხოტომელთა ახალი სიტყვების მოზღვავებას, რომელთა ოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

ამან პერსპექტივაში ქართული ენა შეიძლება ჩაძიროს,გადაადგვაროს ან მკვდარ ენად აქციოს.

საბედნიეროდ, რეალური საფრთხის თავიდან აცილების შანსი მოგვეპოვება.

ღვთის მადლით ჩვენს წმინდა ენას გააჩნია დაუშრეტელი იდიომური წყარო,რომლის შემწეობითაც მას შეუძლია დღევანდელ ინფორმაციულ ქარტეხილებში გადაირჩინოს თავი.

ეს წყაროა მეგრული და სვანური ლექსიკა, რომელიც სახელმწიფოს ზრუნვის საგანი ვერა და ვერ გახდა.

სწორედ აქ მოიპოვება უამრავი სიტყვა,რომლებითაც შეიძლება ჩავანაცვლოთ ესოდენ მომრავლებული უცხო ბარბარიზმები.

ქართულ ენაში მეგრული და სვანური სიტყვების შემოტანას ის მნიშვნელობაც აქვს, რომ იგი მდგრადს გახდის ქართველობას როგორც ისტორიულ ერთობას.

შესაბამისად მდგრადი იქნება ქართულ მიწაზე დამკვიდრებული ახალი ქვეყნიერებაც.

რთულია, უკიდურესად რთულია მისია, რომელიც უფალმა ქართველობას დაგვაკისრა.

თანამემამულენო, სანამ თითოეული ჩვენთაგანი ღრმად ვერ ჩავწვდებით ამ მისიის არსს, მანამ ტაძრისაკენ მიმავალ გზას ვერ გავიკვლევთ.
გურამ მუჩაიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი








User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
samreklo   ქართველი ერის ღვთიური მისია   Nov 11 2009, 08:26 PM
b-a-r-b-a-r-e   გლობალიზაცია ღვთი...   Nov 11 2009, 08:52 PM
b-a-r-b-a-r-e   გლობალიზაცია ღვთი...   Nov 11 2009, 09:02 PM
samreklo   გლობალიზაცია ღვთი...   Nov 12 2009, 10:52 AM
b-a-r-b-a-r-e   წაკითხვა არ შველი...   Nov 12 2009, 01:00 PM
samreklo   ამდენი ხალხიდან მ...   Nov 12 2009, 05:15 PM
კანუდოსელი   Deutchland Uber Alles!!! პ.ს. გ...   Nov 11 2009, 09:06 PM
გიორგი   Deutchland Uber Alles!!! Nein :ა...   Nov 11 2009, 09:30 PM
ბადრი   კანუდოსელი თუ უჭი...   Nov 11 2009, 09:11 PM
მხევალი ნინო   samreklo აქამდე კიდევ ...   Nov 11 2009, 09:24 PM
ნანინა   იცი რა მაინტერესებ...   Nov 11 2009, 10:01 PM
კანუდოსელი   თანამემამულენო, ს...   Nov 11 2009, 10:10 PM
ქევანა   ა? ამ კაცისგან ამას...   Nov 11 2009, 11:22 PM
აზნაური კიკნაველიძე   ნუ , ბოლომდე ვერც მი...   Nov 11 2009, 11:59 PM
protestanti   http://209.85.129.132/search?q=cache:pLdrZ...a&ct=...   Nov 12 2009, 02:04 AM
მნათე   და რა გინდა, არ არი...   Nov 12 2009, 02:15 AM
KAIROS   :D მე სათაურშივე ჩა...   Nov 13 2009, 04:22 AM
samreklo   :D მე სათაურშივე ჩა...   Nov 13 2009, 03:19 PM
death   ვაი ქართველობას!...   Nov 13 2009, 08:38 PM
samreklo   შეიგლიძლია წყარო ...   Nov 13 2009, 09:28 PM
კანუდოსელი   ვაი ქართველობას!...   Nov 14 2009, 12:02 AM
samreklo   ავოეეე, ტაშიიიიი :D ...   Nov 14 2009, 02:55 PM
კანუდოსელი   იესო ქრისტეს ბოლო ...   Nov 14 2009, 09:21 PM
მხევალი ნინო   samreklo ეუფ! გიროგოლ...   Nov 13 2009, 03:31 PM
samreklo   samreklo ეუფ! გიროგოლ ხ...   Nov 13 2009, 03:45 PM
მხევალი ნინო   samreklo მე არ ვიცი რა დ...   Nov 13 2009, 04:01 PM
samreklo   samreklo მე არ ვიცი რა და...   Nov 13 2009, 08:36 PM
KAIROS   სამრეკლო, ერთი იქნ...   Nov 13 2009, 07:24 PM
samreklo   სამრეკლო, ერთი იქნ...   Nov 13 2009, 10:02 PM
b-a-r-b-a-r-e   ხალხო ნუ მაცინებთ ...   Nov 13 2009, 08:40 PM
samreklo   ხალხო ნუ მაცინებთ ...   Nov 14 2009, 03:09 PM
bekas   ქევანა ცუდათ გცოდ...   Nov 13 2009, 10:06 PM
samreklo   ქევანა ცუდათ გცოდ...   Nov 13 2009, 10:12 PM
თამარ   კანუდოსელი ჭეშმარ...   Nov 14 2009, 01:47 AM
კანუდოსელი   მაგრამ სამშობლოს ...   Nov 14 2009, 12:16 PM
KAIROS   ფორუმის თუ არ შეეხ...   Nov 14 2009, 02:02 AM
მხევალი ნინო   samreklo შეიძლება მეცჯ...   Nov 14 2009, 12:30 PM
samreklo   samreklo შეიძლება მეცჯნ...   Nov 14 2009, 02:23 PM
ქევანა   პლატონის სახელმწი...   Nov 14 2009, 01:02 PM
მხევალი ნინო   samreklo მაპატიეთ ბატო...   Nov 14 2009, 03:36 PM
samreklo   samreklo მაპატიეთ ბატონ...   Nov 14 2009, 03:48 PM
მხევალი ნინო   samreklo ჩაუდგებიან? თნ...   Nov 14 2009, 03:52 PM
KAIROS   სანამ უნდა განვიხი...   Nov 14 2009, 07:12 PM
samreklo   სანამ უნდა განვიხ...   Nov 14 2009, 07:19 PM
KAIROS   ყორან-ყვავების სხ...   Nov 14 2009, 07:35 PM
samreklo   ყორან-ყვავების სხ...   Nov 14 2009, 10:35 PM
კანუდოსელი   ლაკმუსის ქაღალდივ...   Nov 14 2009, 10:41 PM
მხევალი ნინო   samreklo აბა რა გიტხრა, ...   Nov 14 2009, 07:37 PM
samreklo   samreklo აბა რა გიტხრა, ა...   Nov 14 2009, 11:09 PM
Amuza   ნუთუ არ გიკვირთ,რა...   Nov 14 2009, 11:10 PM
samreklo   რა იცი რომ საქართვ...   Nov 14 2009, 11:32 PM
sable   samreklo როდის იყო, ქვეყ...   Nov 15 2009, 02:33 PM
ნანინა   samreklo უკაცრავად და, თ...   Nov 14 2009, 07:40 PM
KAIROS   ნამდვილად, შეურაც...   Nov 14 2009, 07:41 PM
მხევალი ნინო   KAIROS შეიძლება ასეც ...   Nov 14 2009, 07:44 PM
KAIROS   :D ამხელა გამოცდილე...   Nov 14 2009, 07:45 PM
მხევალი ნინო   KAIROS მინდა რომ მჯერ...   Nov 14 2009, 07:48 PM
Amuza   "დამარხულ არს ენა...   Nov 14 2009, 10:51 PM
protestanti   samreklo შეიძლება თქვენ...   Nov 14 2009, 10:57 PM
protestanti   samreklo თქვენ თუ იცით, რ...   Nov 15 2009, 01:28 AM
KAIROS   :D სატირალია, სასაც...   Nov 15 2009, 02:47 AM
samreklo   ამ ტერმინების რახა...   Nov 15 2009, 08:51 AM
კანუდოსელი   ამ ტერმინების რახ...   Nov 15 2009, 02:24 PM
samreklo   [quote name='KAIROS' date='Nov 15 2009...   Nov 15 2009, 09:11 AM
KAIROS   :D რეებს წერთ :) ჯერ ე...   Nov 15 2009, 09:54 AM
მხევალი ნინო   samreklo არ გეკადრებატ....   Nov 15 2009, 11:55 AM
samreklo   samreklo არ გეკადრებატ......   Nov 16 2009, 01:10 AM
b-a-r-b-a-r-e   რათავხედია. კაცობ...   Nov 15 2009, 01:18 PM
Ligia   რათავხედია. კაცობ...   Nov 15 2009, 07:08 PM
b-a-r-b-a-r-e   გადაგვითარგმნე ერ...   Nov 15 2009, 08:19 PM
მხევალი ნინო   sable ანუ, ბატონი პროფ...   Nov 15 2009, 03:08 PM
sable   sable ანუ, ბატონი პროფ...   Nov 16 2009, 02:27 AM
მხევალი ნინო   კანუდოსელი შეურა...   Nov 15 2009, 04:47 PM
კანუდოსელი   შეურაცყოფის გარეშ...   Nov 15 2009, 05:40 PM
samreklo   კანუდოსელი შეურაც...   Nov 16 2009, 12:25 AM
კანუდოსელი   მე არ მიკვირს "ზრ...   Nov 16 2009, 01:42 AM
abo   samreklo ხოდა თქვენც გა...   Nov 16 2009, 12:40 AM
abo   საინტერესო ექსპერ...   Nov 16 2009, 01:22 AM
samreklo   საინტერესო ექსპერ...   Nov 16 2009, 03:58 PM
sable   ცნობილია, რომ განგ...   Nov 16 2009, 02:52 AM
KAIROS   ესეც შეცდომები ისტ...   Nov 16 2009, 04:13 AM
მხევალი ნინო   ეს რა დაუწერია, წა...   Nov 16 2009, 10:53 AM
samreklo   ეს რა დაუწერია, წაი...   Nov 16 2009, 02:55 PM
Otherguy   ГРУЗИНСКИЙ ДЕПУТАТ УБЕЖДЁ...   Nov 16 2009, 06:47 PM
samreklo   გამარჯობათ, არ მსუ...   Nov 16 2009, 07:13 PM
Otherguy   რატომ ამახვილებთ ...   Nov 16 2009, 07:27 PM
b-a-r-b-a-r-e   შთაბეჭდილება მრცე...   Nov 16 2009, 10:56 AM
samreklo   შთაბეჭდილება მრცე...   Nov 16 2009, 06:16 PM
კანუდოსელი   იხილეთ დღევანდელ ...   Nov 16 2009, 07:47 PM
ნაინა   samreklo რა, გრუზინსკიი ...   Nov 16 2009, 03:38 PM
კანონისტი   მაინც, რომელ ძეგლს ...   Nov 16 2009, 06:02 PM
კანონისტი   samreklo წივწივაძე არ ვი...   Nov 16 2009, 06:20 PM
b-a-r-b-a-r-e   samreklo წივწივაძე არ ვ...   Nov 16 2009, 08:28 PM
მხევალი ნინო   samreklo მრცხევნია ამა...   Nov 16 2009, 06:41 PM
მხევალი ნინო   samreklo თქვენ გსრურთ რ...   Nov 16 2009, 07:16 PM
Iona   samreklo საინტერესოა :) ...   Nov 16 2009, 07:34 PM
Otherguy   samreklo საინტერესოა :) ...   Nov 16 2009, 07:47 PM
afxazi   თემა დასახურია, რა...   Nov 16 2009, 07:52 PM
მხევალი ნინო   samreklo ეს გაზეთი ხურა...   Nov 16 2009, 07:56 PM
კანონისტი   samreklo მე, როგორც ძველ...   Nov 16 2009, 08:25 PM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 06:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი