IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> არის თუ არა მსახიობობა ცოდვა
zeppelin
პოსტი Nov 27 2008, 10:57 AM
პოსტი #1


იეღოვას მოწმე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,380
რეგისტრ.: 9-December 06
მდებარ.: კაშმირი
წევრი № 659



A-არის თუ არა მსახიობობა ცოდვა? ამ საკითხთან მიმართებაში, სასულიერო პირთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ამჯერად, თავის მოსაზრებას გვიზიარებს თბილისის სიონის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა დავითი (ლასურაშვილი).
_მამა დავით, რას გვეუბნებიან თეატრის შესახებ სჯულის კანონი და წმინდა მამები?
_შემიძლია რამდენიმე ციტატა მოვიყვანო სჯულის კანონიდან. Aაი, რა წერია მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებში.
Mმე-6 მსოფლიო საეკლესიო კრების კანონი 51:
“წმიდა და მსოფლიო კრება გმობს სახუმარო სანახაობებს, სანადირო სანახავს და მგოსანთა როკვას. ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს, თუ სასულიერო პირი იქნება იგი, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი _ უზიარებელი იყოს.”
კართაგენის საეკლესიო კრება, კანონი 63: ” ხუმარათა ან მსახიობთა შესახებ, თუ ქრისტიანები გახდებიან ისინი, უნდა ვითხოვოთ ისიც, რომ თუ ვინმე მსახიობთა დასის წევრი გაქრისტიანებას მოისურვებს და თავდაპირველი ბიწისგან გათავისუფლება, არავინ აიძულოს ის, რომ დაუბრუნდეს თავის ძველ ხელობას”.
Aამ საკითხის შესახებ საეკლესიო კრების კანონები კიდევ არაერთია. რაც შეეხება ამ კრებებებამდე და კრების შემდეგ მოღვაწე მამებს, ისინი კიდევ უფრო ფართოდ საუბრობენ იმის თაობაზე, თუ საერთოდ, რა არის თეატრი.
Aაი, რას ამბობს, მეხუთე საუკუნის ერთ-ერთი წმინდა მამა, ნეტარი ავგუსტინე: “ერთი რამ კი ვუწყი, რომ პავლე მოციქული არ ქურდობდა, სახლებს არ ტეხდა, არც ავაზაკი ყოფილა, არც მსახიობი, არც მაჭანკალი, არამედ უცოდველად და პატიოსნად შრომობდა, რათა დაეკმაყოფილებინა ადამიანთა საყოფაცხოვრებო მოთხოვნილება.Aასე მუშაკობენ მჭედლები, მშენებლები, თერძები, მიწათმოქმედნი და მსგავსნი ამათნი”. Aანუ ქმედებათა ჩამონათვალში, რომლებსაც პავლე მოციქული არ აკეთებდა ე. ი. დასაგმობია, ერთი-ერთი მსახიობობაც არის.
ასევე, გავიხსენოთ, მე-19 საუკუნის, თითქმის ჩვენი თანამედროვე წმინდა მამის, ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვები: “ამჟამად ყველანი მთელი სულით გარყვნილებისკენ მიისწრაფიან, უწოდეს ამას “ცხოვრებით ტკბობა”, ქრისტიანობაში ყოფნა, მასთან დაბრუნება კაცობრიობისათვის შეუძლებელი შეიქმნა. ამისათვის აუცილებელია მთლიანად დატევება გარყვნილებისა, საკუთარი ნების დაქვემდებარება მკაცრი ქრისტიანული ზნეობისადმი. იგი კრძალავს არაოდენ სიძვას, არამედ ყველაფერს, რაც სულში ვნებებისადმი დამონებას გვინერგავს, _ ასეთია: თეატრი, ცეკვა, ბანქო და სხვა სატანური თამაშობანი. აგრეთვე წარმართული ლიტერატურა. Qქრისტიანობა ითხოვს ჩვენგან სრულ განდგომას დაცემული ბუნებისგან..”
ასევე მე-19 საუკუნის წმინდა მამა, თეოფანე დაყუდებული ბრძანებს: “გაიხსენეთ, რა ემართება სულს თეატრში და სპექტაკლის შემდეგ. თურქებს არა აქვთ თეატრი, ისინი თეატრს ოპიუმით ცვლიან. ოპიუმი და თეატრი ერთი და იგივეა (სულისთვის). თეატრი სრულიად არაქრისტიანული მოვლენაა და გონიერია კაცი, რომელიც იქ არ შედის. თეატრი ჩვენ დასავლეთიდან გადმოვიღეთ. დასავლეთით გვსჯიდა და კვლავაც დაგვსჯის უფალი. ჩვენ კი ეს ვერ გაგვიცნობიერებია”. Aაქვე, კვლავ თეოფანე დაყუდებული წერს: “თეატრები მთავრობის მიერ დაშვებულია მათთვის, რომელნიც ცხოვნებას არ ეძიებენ-რათა არ მიეცნენ უბოროტეს რამ მანკიერებას. ცხოვნების მოსურნეთათვის არის ეკლესია, სადაც არა წარმოსახვით, არამედ ჭეშმარიტად, უფალი, ანგელოზნი და წმინდანნი ურთიერთობენ ჩვენთან, ხოლო ფული, რომელიც თეატრში უნდა დახარჯო, უმჯობესია გაჭირვებულთ დაურიგო”.
წმინდა მამებს თეატრისა და სანახაოების მიმართ უარყოფითი დამიკიდებულება ჰქონდათ, რომლებიც წარმოსახვის ძალას ავითარებენ და მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ვნებებთან.. წმინდა იოანე ოქროპირი თეატრს ვნებების მასწავლებელს, ვნებების სამჭედლოს უწოდებდა.
_თუ უხამსი და ვნებების აღმძვრელი სცენები არ იქნება?
_Aაქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ეკლესია გმობს მხოლოდ ცუდ, უხამს ან რელიგიური თვალსაზრისით, მკრეხელურ როლებს და შეიწყნარებს მისაღებ როლებს, იქნება ეს შემეცნებითი ხასიათის თუ სხვა,Aარამედ ეკლესია თავად მსახიობობის პრინციპს უარყოფს. წმინდა მამები თეატრალურ დადგმებს სასარგებლოდ და საზიანოდ არ ყოფდნენ. ისინი გმობდნენ თვით მეთოდს ჭეშმარიტების იმიტირებისას, სინამდვილის გათამაშებას დაEეს სწავლება არ არის ახალი. თუ თეატრი მიუღებელია ეკლესიისთვის ე. ი. მიუღებელია ყველასთვის. სამყაროში არ არსებობს ეკლესიის წიაღში აღმოცენებული, მართლმადიდებლური თეატრი. ეკლესიის მიერ დაგმობილია მსახიობობა, როგორც ჭეშმარიტების იმიტირება და არა კარგი და ცუდი როლი.
_ასეთი მოსაზრების გათავისება იმ ადამიანთა მხრიდან, ვინც წლების მანძილზე ამ სფეროში მოღვაწეობს, საკმაოდ ძნელი იქნება. ამავე დროს, მსახიობობა პროფესიაა, რითაც ადამიანები ოჯახებს არჩენენ.
_ამ ადამიანებს ოდესმე, ვიღაცამ უნდა განუმარტოს, რომ რასაც ისინი აკეთებენ, ეკლესიისთვის მიუღებელია. ხოლო ამის შემდეგ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათზეა დამოკიდებული. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება. თეატრი არსებობდა, არსებობს და ალბათ, იარსებებს. Uურწმუნო და მორწმუნე ადამიანებიც არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ.Uურწმუნო და მცირედმორწმუნე ადამიანები დადიან თეატრებში და სანახაობებზე, მორწმუნე ადამიანები კი მიდიან იქ, სადაც უფალი ეგულებათ, მიდიან ეკლესიაში და ღმრთის მცნებებს იმარხავენ (ასრულებენ).
_მაგრამ ზოგიერთი მსახიობი დღეს ეკლესიის წევრია..
_ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, თუკი მივედით ქრისტეს ეკლესიაში, ეკლესიის სწავლებას ჩვენ უნდა მოვერგოთ და არა პირიქით _ეკლესიის სწავლება მოვირგოთ ჩვენ. თუკი გვექნება მართლმადიდებლური ცნობიერება, უნდა დავიჯეროთ და მივიღოთ ეკლესიის სწავლება, რომელიც დამტკიცებული და დადგენილია და რომელსაც ვერცერთი ადამიანი ვერ შეცვლის, თუნდაც ის სასულიერო პირი იყოს. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომელზეც წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს, “რაოდენ გულსატკენი სანახავია ქრისტიანი, რომელმაც არ იცის, რა არის ქრისტიანობაო”.
_შეიძლება, მსახიობს მოძღვარმა ზიარებაზე უარი უთხრას?
_რასაკვირველია, არავის აქვს უფლება ეკლესიაში მოსულ, მონანულ ადამიანს, მათ შორის, მსახიობსაც, ვინმემ ზიარებაზე უარი უთხრას.. მას, უბრალოდ ეკლესია აფრთხილებს რომ ის, რასაც თავისი ცხოვრებით აკეთებს, არის ცოდვა და უნდა შეეცადოს, ნელ-ნელა შეიცვალოს პროფესია და ცხოვრების წესი. მართალია, ძალიან ძნელია მათი ამ მდგომარობიდან გამოსვლა, მაგრამ თუკი ადამიანს კარგად განუმარტავ, რატომ არის ეს ცოდვა, ის დაფიქრდება და შეეცდება ეკლესიის სწავლებისადმი დამორჩილებას.
_და თუ მსახიობობას არ მიატოვებს, მის ქრისტიანულ ცხოვრებას არ ექნება ფასი?
Q_რასაკვირველია, ადამიანი, რომელიც ეკლესიაშიც დადის და მსახიობობს კიდეც, ვერ იქნება ჭეშმარიტი ქრისტიანი. Qქრისტიანი უნდა იყოს ისეთი ადამიანი, როგორსაც წმინდა წერილში თავად მაცხოვარი და მოციქულები გვეუბნებიან.
Aაი, რას წერს თეატრის შესახებ ცნობილი ფრანგი რეჟისორი ჟან-ლუი ბარო წიგნში “ფიქრები თეატრზე”: “ უკანასკნელ წლებში ბევრს ლაპარაკობენ თეატრალურ ტყუილზე, სიცრუეზე. თითქოს აქტიორი ქმნის ილუზიას და ამიტომ მისი თამაში მოტყუებაა. თავის მხრივ, მოტყუებულიც ემორჩილება წარმოდგენას და მაშინაც კი, როცა იჯერებს იმას, რასაც უყურებს, მაინც ტყუილის ტყვეობაშია.Dსულ ერთია, აქტიორზე ვლაპარაკობთ თუ მაყურებელზე. Oორივე შემთხვევაში ყბადაღებული პარადოქსი ორი მატყუარას თანამონაწილეობის შედეგია.” იგივე ავტორის წიგნში ასევე ვკითხულობთ, “არსებობისთვის მუდმივი ბრძოლით გართული ადამიანი მიმართავდა ჯერ ცეკვას, შეძახილს, სიმღერას, შელოცვას, ბრძოლის იმიტაციას იმისათვის, რომ მის სხეულში გადასულიყო თავისი წინაპრებისა და მტრების ძლიერება.Eეს იყო არაჩვეულებრივი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჯადოქრული სანახაობა..
..სხეულის ველური მოძრაობები, შეძახილები,სიმღერები, როკვა, ნახატები, ნიღბები, ქანდაკებები, ჭრელი მოხატულობა, თავისებური ნელსაცხებლები, შელოცვა, დოლის ბაგა-ბუგისა და ტრიანგლების ბრახუნისა და ზანზალაკების ჟღარუნის მეშვეობით, გამხმარი გოგრისგან გაკეთებული ჩხარუნებისა და ერთმანეთს შეხლილი სხეულების ხმით, მდგომარეობა სიშმაგისა, ტრანსისა, შეშლილობისა _ყოველივე ამას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ლიტერატურასთან, დაკავშირებული იყო მხოლოდ ადამიანთან.
სწორედ მიბაძვასთან და გარდასახვასთან დაკავშირებულ ამ სანახაობებში უნდა ვეძებოთ თეატრის პირველწყარო”.…
ეს ადამიანი საკუთარ განცდას გულწრფელად წერს და არა იმ განზრახვით, რომ თეატრი მართლმადიდებლობის შუქზე ამხილოს.Eეს პიროვნება, რეჟისორი წლების მანძილზე წარმოებული დაკვირვების შედეგად მივიდა ასეთ დასკვნამდე. თუ სად აქვს თეატრს სათავე.
_რაც შეეხება სცენაზე წმინდანთა განსახიერებას, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
_თანამედროვე პერიოდში იმდენად გაკადნიერდნენ თეატრის სფეროში მოღვაწე ადამიანები, რომ სცენაზე წმინდანთა “გაცოცხლებაც” მოიწადინეს. Aაი რას წერს ასეთ საქციელზე ისევ ჟან-ლუი ბარო: “როგორც ცნობილია, “ლაზარეში” ობე, (რომელიც სპექტაკლის რეჟისორია) იესოს ალაპარაკებს.Mმე მგონია, მაყურებელი ვერ ეგუება თეატრში ქრისტეს. ჩვენც გვეშინია ამ როლისა. ჩვენ ვერ დავძლიეთ პიესის კულმინაციური სცენა, სადაც ლაზარე და იესო ერთმანეთს ესაუბრებიან. Aამგვარ ნაწარმოებებს იკაროსის ბედი ელით! ისინი იწაზე ეცემიან და იმსხვრევიან!”
საერთოდ, თეატრი მკრეხელობაა და მით უფრო, სცენაზე ან ფილმში წმინდანთა გათამაშება ხომ საშინელი მკრეხელობაა.
_ ეკლესიაში მოღვაწე ზოგიერთ სასულიერო პირს მიაჩნია, რომ თქვენ რასაც ბრძანებთ, ეს მხოლოდ ერთეული სასულიერო პირების მოსაზრებაა.
_თქვენს ჟურნალში, რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ინტერვიუ, სადაც ერთ-ერთი სასულიერო პირი, სამწუხაროდ, აღნიშნავს, -მსახიობობა რომ ცოდვაა, ეს ერთეული სასულიერო პირების მოსაზრებააო.Mმე მოვიყვანე ციტატები სჯულის კანონიდან, მეტის მოყვანაც შეიძლება. ვფიქრობ, ამ სასულიერო პირმა, თქვენივე ჟურნალის ფურცლებიდან, ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რომ მან შეცდომაში შეიყვანა მკითხველი და არასწორად განმარტა პავლე მოციქულის, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში დაწერილი სიტყვები. კერძოდ, სასულიერო პირის თქმით, მსახიობობის ნიჭიც ადამიანს უფლისგან აქვს ბოძებული, რაც ყველას არ შეუძლია.
მკრეხელობაა პავლე მოციქულის სიტყვების ამდაგვარი განმარტება. არ შეიძლება, მსახიობობა ამ სიტყვებით გავამართლოთ.. რასაკვირველია, რასაც სიკეთის ნიჭი ჰქვია, ღვთისგანაა. ყველა სიკეთე უფლისგან მოდის, მაგრამ ღმერთი ადამიანს ცოდვისკენ არასდროს მოუწოდებს.
ზოგიერთ ადამიანს ძალიან კარგად გამოსდის მრუშობის, მამათმავლობის, ქურდობის ცოდვა და ამ გზით ოჯახებსაც არჩენენ. Bბევრს ეს არ გამოსდის. Eე. ი. ღვთისგან აქვთ ბოძებული ამ უმძიმესი ცოდვების ჩადენის ნიჭი?!
ეკლესიაში სასულიერო პირები იმისთვის ვართ დადგენილი, რომ მრევლს ღვთის სიტყვა მივაწოდოთ და ამ დროს, უკვე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებების მიწოდება აბსოლუტურად საზიანოა მრევლისთვის.
საერთოდ, ეკლესიაში მოღვაწე პირების ნააზრევი მისაღებია მანამ, სანამ ის წმინდა წერილში, სჯულის კანონსა და წმინდა მამათა გადმოცემებში მოცემულ ნააზრევს შეესაბამება. თუ თანხვედრა არ იქნება და ვინმე მათგან განსხვავებულ მოსაზრებას დააფიქსირებს, მაშინ ის სასულიერო პირი, საკუთარ ნააზრევს თავად დააყენებს ეკლესიური ცნობიერების მიღმა, რომელიც მცდარი და ეკლესიის მრევლისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება. ქრისტიანებს უნდა განემარტოთ ის, თუ რა არის ეკლესიის სწავლება.
Uუფრო მეტსაც გეტყვით, სჯულის კანონში ასეთი რამ წერია, რომ მომავალ სასულიერო პირს ანუ სამღვდელო კანდიდატს აღარ აქვს უფლება, მიიღოს ხელდასხმა ანუ გახდეს სასულიერო პირი, თუკი მან ცოლად შეირთო მსახიობი ქალი, თუნდაც ის ქალი ქალწული იყოს.
_დღეს ეს კანონი მოქმედებს?
_სჯულის კანონის არცერთი მუხლი გაუქმებული არ არის.
_დალოცეთ, მამაო, ჩვენი ქვეყანა.
_ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს მრავალჭირნახადი დაDამჯერადაც, ესოდენ შეჭირვებული ჩვენი ქვეყანა! თუკი ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქენი ღვთის სჯულსა და სწავლებას მივუბრუნდებით და არამხოლოდ გარეგნულად, შინაგანადაც ქრისტიანები ვიქნებით, უფალი წყალობას მოგვივლენს და უკეთეს მდგომარეობაში გადაგვიყვანს.
Aასევე, ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს მსახიობობს, მაგრამ სურს თავისი ცხოვრება ქრისტეს ეკლესიას დაუქვემდებაროს და მისი წმინდა სწავლების მორჩილი იყოს.
ეფემია წიკლაური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
zeppelin   არის თუ არა მსახიობობა ცოდვა   Nov 27 2008, 10:57 AM
მნათე   ძვირფასო მამაო გვშ...   Nov 27 2008, 11:00 AM
ქავთარაძე   :lol:   Nov 27 2008, 11:01 AM
zeppelin   პასუხი მამა დავითი...   Nov 27 2008, 11:02 AM
მნათე   http://s61.radikal.ru/i173/0811/eb/df366069a815.jp...   Nov 27 2008, 11:07 AM
lch   [url=http://www.radikal.ru][img]http://s61.radika...   May 14 2009, 01:50 AM
კანონისტი   ამაზე სულ მამა თეო...   Nov 27 2008, 11:22 AM
Ismail   უი, ჩემი მოძღვარია.....   Nov 27 2008, 11:57 AM
Ismail   რავიცი რავიცი... რაც...   Nov 27 2008, 12:10 PM
ლეონტი   მე ვეთანხმები საეკ...   Nov 27 2008, 02:35 PM
neo   რა მაინტერესებს იც...   Nov 27 2008, 03:56 PM
თამარი_ცქნაფო   რა მაინტერესებს ი...   Nov 27 2008, 04:01 PM
მნათე   მე ეკლესიურად მაც...   Nov 27 2008, 04:34 PM
მაშიკო   მე ეკლესიურად მაც...   Jun 9 2009, 10:52 AM
მხევალი ნინო   zeppelin მსახიობობა გინ...   Nov 27 2008, 04:59 PM
neo   ჰოდა აბა საკამათო ...   Nov 27 2008, 06:30 PM
მნათე   შევეცდები, თუ კითხ...   Nov 27 2008, 09:15 PM
თერალ ი   რო ვიხსენებ ჩვენს ...   Nov 28 2008, 09:09 PM
jijikoi   პატრიარქიც ესწრებ...   Mar 11 2009, 10:07 PM
ქავთარაძე   jijikoi თქვენ ხაართ პატ...   Mar 11 2009, 10:13 PM
Ligia   მურმან ჯინორიაა მა...   Mar 12 2009, 12:23 PM
მატასი   :wub: ჯინორია მართლა ...   Mar 12 2009, 12:32 PM
ლეონტი   ეხლა კიდევ თვალი გ...   Mar 12 2009, 01:40 PM
betaneli luka   ჩვენი უფლის,მის მო...   Mar 14 2009, 09:59 AM
maZiebeli   თეატრი და საერთოდ [...   Apr 21 2009, 11:52 PM
კანუდოსელი   ჩვენი უფლის,მის მო...   May 11 2009, 11:00 AM
betaneli luka   რაც შეეხება უწმინდ...   Mar 14 2009, 10:25 AM
უჩა   რავი აბა რა ვთქვა, მ...   Mar 14 2009, 11:54 AM
TBILISI2009   საერთოდ მოკრძალებ...   Apr 21 2009, 03:58 PM
syd   მოიცათ, თქვენ რა, სე...   Apr 21 2009, 04:03 PM
ქევანა   რეაქცია მომეწონა :...   Apr 21 2009, 04:15 PM
KAIROS   ბეთანელის ნაწერი ა...   Apr 21 2009, 11:19 PM
სარდიონ   ბეთანელის ნაწერი ...   May 11 2009, 10:31 PM
მნათე   betaneli luka თქვენ გვარია...   Apr 21 2009, 11:22 PM
სარდიონ   betaneli luka თქვენ გვარია...   May 11 2009, 10:05 PM
მნათე   სამგვამო-ვნებაზეც ...   Apr 21 2009, 11:54 PM
უჩა   ერთსულო - ვნება. :)   Apr 21 2009, 11:54 PM
maZiebeli   მნათე უჩა :thumbs:   Apr 21 2009, 11:56 PM
*ana*   თუ იცით მართალია რ...   May 10 2009, 09:39 PM
KAIROS   :D :* ლა ჩაკვალელია :) ...   May 10 2009, 09:54 PM
ბადრი   რამდენჯერ ვუნუგეშ...   May 10 2009, 11:54 PM
KAIROS   ბადრი, ის წიგნები ...   May 11 2009, 03:52 AM
Funkenstein   ისე როლში ჩარჩენის...   May 11 2009, 11:21 AM
staywhite   betaneli luka ანუ შენ ჯანმრ...   May 12 2009, 07:33 PM
სარდიონ   staywhite როგორ არ დავლი...   May 12 2009, 09:20 PM
staywhite   ჩემი და მხოლოდ ჩემ...   May 12 2009, 11:19 PM
elifs   ვერაფერი ვერ გავიგ...   May 13 2009, 06:30 AM
სარდიონ   ...ცოტა არ იყოს დამა...   May 13 2009, 11:54 PM
staywhite   სარდიონ ვინ გეპატ...   May 14 2009, 12:00 AM
მაშიკო   მე როგორც ვიცი მსა...   May 29 2009, 04:18 PM
lch   მაშიკო კარგით რა ხ...   May 29 2009, 10:24 PM
ქევანა   მაშიკო ვისგან იცი? :...   May 29 2009, 11:51 PM
gvasalia   ჩემი აზღრIთ როლზეა ...   Mar 3 2010, 07:07 PM
KAIROS   ასეთი სწავლება არ ...   Mar 4 2010, 06:47 PM
ნონა   და უკვე ჩამოყალიბე...   Mar 4 2010, 07:11 PM
terra   პავლე მოციქულის 6-ე ...   Mar 4 2010, 07:32 PM
ნონა   terra საინტერესოა... სა...   Mar 4 2010, 07:39 PM
terra   terra საინტერესოა... ს...   Mar 4 2010, 07:45 PM
ნონა   თეატრი, წარმოდგენ...   Mar 4 2010, 08:03 PM
KAIROS   ტერრა, გვიანდელი დ...   Mar 4 2010, 08:26 PM
ნონა   წარმოიდგინე და გე...   Mar 4 2010, 08:51 PM
terra   KAIROS ნუ ღელავ, სწორად...   Mar 4 2010, 08:26 PM
KAIROS   არ ვღელავ :) ფორუმი...   Mar 4 2010, 08:29 PM
terra   ანუ დამეთანხმე? :o ა...   Mar 4 2010, 08:34 PM
gvasalia   არ ვღელავ :) ფორუმი...   Mar 4 2010, 08:57 PM
აკაკი   ჩემი აზრით, (მე ახლა...   Mar 4 2010, 08:52 PM
neo   შჯულის კანონით მე ...   Mar 4 2010, 08:57 PM
gvasalia   ისე ეხლა ვნახე გად...   Mar 4 2010, 09:24 PM
terra   ისე ეხლა ვნახე გად...   Mar 4 2010, 09:41 PM
KAIROS   ნონ, მერე მოგწერ :) გ...   Mar 4 2010, 09:39 PM
newbie   ვფიქრობ მსახიობობ...   Mar 4 2010, 10:27 PM
კანონისტი   VI მსოფლიო კრების 51-ე...   Mar 15 2011, 12:18 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი ხოლო, ს...   Apr 13 2011, 12:24 PM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli შენი აზრით,...   Apr 13 2011, 03:57 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი 1) და რის...   Apr 13 2011, 06:22 PM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli დასკვნები ...   Apr 28 2011, 05:19 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი აქაც, ის...   Apr 29 2011, 04:55 AM
dzvelmartlmadidebeli   [size=2]P. S. "Существует два в...   Apr 29 2011, 11:08 AM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli დიდი განსხ...   Apr 29 2011, 01:57 PM
Funkenstein   ჩემი აზრით პეტრე მ...   Apr 29 2011, 02:08 PM
dzvelmartlmadidebeli   Funkenstein ძვირფასო, Funkenstei...   Apr 29 2011, 08:18 PM
Funkenstein   Funkenstein ძვირფასო, Funkenstein...   Apr 30 2011, 12:45 PM
dzvelmartlmadidebeli   Funkenstein აი, ეს არის სწ...   Apr 30 2011, 03:03 PM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli ძალიან საი...   Apr 30 2011, 05:18 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი იმედია პ...   May 1 2011, 01:49 PM
A.v.B   მსახიობობა რა ცოდვ...   May 1 2011, 04:49 PM
damiane80   ანუ უკვე დავასკვე...   May 2 2011, 06:42 PM
damiane80   მოდი შევეცდები საწ...   May 2 2011, 07:29 PM
dzvelmartlmadidebeli   ქადაგება. ბ-ნო დამი...   May 3 2011, 10:18 AM
dzvelmartlmadidebeli   მოსკოვის საპატრია...   May 3 2011, 01:05 PM
damiane80   ზემოთ შენ ბევრი რა...   May 3 2011, 07:03 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 ფაქტია, ჩვენ გ...   May 3 2011, 10:13 PM
damiane80   ზედმეტები ხო არ მო...   May 4 2011, 09:04 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 ჩანს ჩემს ბოლო...   May 5 2011, 05:58 PM
dzvelmartlmadidebeli   ასე რომ იყოს მაშინ...   May 5 2011, 06:25 PM
damiane80   აი ხომ გითხარი, ყვ...   May 5 2011, 07:24 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 ვნახოთ. ნორმ...   May 5 2011, 08:39 PM
damiane80   შენ პოსტებს გადახ...   May 5 2011, 09:47 PM
mashmash   არ არის მსახიობობა...   May 7 2011, 09:16 AM
GIORGI LELUASHVILI   mashmash თუ ეკლესიის მიხ...   May 9 2011, 03:27 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 04:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი