"ნატვრების ახდენა" რეგულარული გავხადოთ, პროექტი ხორციელდება უწმიდესის ლოცვა კურთხევით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"ნატვრების ახდენა" რეგულარული გავხადოთ, პროექტი ხორციელდება უწმიდესის ლოცვა კურთხევით |
ნათია |
May 15 2007, 08:27 PM
პოსტი
#21
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ბიბლიასთან ერთად იმ ქალბატონს უცხო სიტყვათა ლექსიკონიც უნდა. არა მგონია ბიბლიაზე ძვირი ღირდეს. იქნებ ეგეც გვენახა. მარი უცხო სიტყვათა ლექსიკონის ფასი არ გამიგია თუ ვინმე მოახერხებს გაგებას გაიგოს რა გთხოვთ და ჩვენი ფორუმის სახელით გადავცეთ იმ ქალს ბიბლია და უცხო სიტყვათა ლექსიკონიც. პატივისცემით ნათია ფინანსურ ამბავში პატარა მონახაზი გავაკეთე.... მერე რო გნახავთ განახებთ.... აუცილებლად გაიხარე -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
abo |
May 15 2007, 09:23 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
ბიბლიის ფულს მე დავდებ, მხოლოდ რამე ანგარიში მითხარით ვინმემ . დანარჩენი იოლად შეგროვდება. თუ რამე მორჩება იქ სხვა თხოვნებიცაა.
-------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
piligrimi |
May 15 2007, 10:56 PM
პოსტი
#23
|
piligrimi ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 |
მეც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ასეთ აქციებში
დამიკავშირდით რა რას გადაწყვეტთ -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
ნათია |
May 16 2007, 04:11 PM
პოსტი
#24
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დღეს აღმაშენებელზე წიგნების მაღაზია "აისი"-ში დავრეკე და ვიკითხე უცხო სიტყვათა ლექსიკონის ფასი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ღირს 35 ლარი და ბიბლია, როგორც ზემოთავღნიშნე, 30 ლარი. თუ ვინმეს უფრო იაფად გეგულებათ სადმე გაიკითხეთ და ამ კვირაში ავაგროვოთ ფული გაიხარეთ -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მარიტა |
May 16 2007, 06:21 PM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 |
გამაგებინეთ რა მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას,იქნებ შევძლოთ და კიდევ სხვასაც აუსრულოთ ნატვრა,შემძრა ამ წაკითხულმა
-------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
Floyd |
May 16 2007, 08:51 PM
პოსტი
#26
|
ზურაბი ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 |
ნათია
იქნებ ამ დღეებში დავგეგმოთ შეხვედრა ბიბლიის თაობაზე ? (რათქმაუნდა ფულთან ერთად : ) -------------------- And the times , they are all changin' ...
|
T.L. |
May 16 2007, 08:53 PM
პოსტი
#27
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
Floyd
უმნო -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
კანონისტი |
Jun 20 2007, 06:13 PM
პოსტი
#28
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მეგობრებო,
გახსოვთ ალბათ უფლის შეწევნით და ფორუმელების თანადგომით როგორ დავეხმარეთ ჩვენს თანამემამულეებს ნატვრის ახდენაში. თუ გადავხედავთ, არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს, ყოველ კვირაში, ან ორ კვირაში ერთხელ ნატვრა შევუსრულოთ რომელიმე მათგანს. მით უმეტეს ხშირად ძალიან იაფიან ნივთებს ნატრულობენ იქნებ აქ რეგულარულად განგვეხილა, ვის როგორ დავეხმაროთ? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ubralod ninka |
Jun 20 2007, 09:31 PM
პოსტი
#29
|
ubralod ninka ჯგუფი: Members პოსტები: 1,041 რეგისტრ.: 28-January 07 მდებარ.: sanatreli zona:) წევრი № 959 |
getanxmebi kanonisto
-------------------- ეკლესია საფეხურია, რათა მივუახლოვდეთ ზეციურ მამას, ცოდვების მოსანანიებლად კი გვეძლევა ცხოვრება...
|
BOO |
Jun 20 2007, 10:11 PM
პოსტი
#30
|
ბუუუუ ჯგუფი: Members პოსტები: 1,602 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 967 |
მეგობრებო, გახსოვთ ალბათ უფლის შეწევნით და ფორუმელების თანადგომით როგორ დავეხმარეთ ჩვენს თანამემამულეებს ნატვრის ახდენაში. თუ გადავხედავთ, არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს, ყოველ კვირაში, ან ორ კვირაში ერთხელ ნატვრა შევუსრულოთ რომელიმე მათგანს. მით უმეტეს ხშირად ძალიან იაფიან ნივთებს ნატრულობენ იქნებ აქ რეგულარულად განგვეხილა, ვის როგორ დავეხმაროთ? კარგი იქნება |
ნათია |
Jun 20 2007, 11:21 PM
პოსტი
#31
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
შესანიშნავი იდეაა
გაიხარე აქ ჩამოვწერ ნატვრებს, რომელიც უმნიშვნელო თანხას მოითხოვს 1 - საბა შ., 12 წლის, სოხუმი ჩემს დაიკო მარიამს ძალიან უყვარს მუსიკის მოსმენა. უზომოდ გავახარებდი 24 ივნისს, დაბადების დღეზე «MP3» პლეერი რომ მეჩუქებინა. მისი სიხარულის გარდა ტელევიზორს მუსიკალური არხებიდან სპორტულ არხებზე მერე უფრო გაბედულად გადავრთავ ხოლმე... 2 - ვენერა ძ., 80 წლის, თბილისი გამარჯობათ! პირველად მოგმართავთ თქვენ და თქვენს მკითხველს. ჩემი ნატვრაა ფერადი ტელევიზორი (ძველი სულ დადუმდა). მოძრაობაშეზღუდული ადამიანისთვის ეს სასურველი ნივთი დღეს ყველაფერია... გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ბევრ რამეს მოკლებული მოხუცი მანდილოსნის თხოვნა და გამახაროთ. არ დაგიმალავთ, ამის დიდი იმედი მაქვს. წინასწარ გიხდით მადლობას. იხარეთ შვილებო, კეთილი საქმისთვის. გფარავდეთ ღმერთი. 3 - ლევან ა., 22 წლის, თბილისი მინდა ჩემს პატარა ძმისშვილს ავუხდინო ოცნება და მკითხველის დახმარებით ვაჩუქო სათამაშო ჯიპი (აკუმლატორზე დასატენი). დიდი ხანია ამაზე ვოცნებობ. - ნიკა თ., 13 წლის, თბილისი ჩემი ნატვრაა, მქონდეს ტყავის ბურთი. მამა მპირდებოდა, მაგრამ 6 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა. გთხოვთ შემისრულოთ თხოვნა. 11 - ეკატერინე ნ., 84 წლის, კასპი ვარ ინვალიდი, 12 თვეა ვერ დავდივარ. ძალიან გთხოვთ, შემისრულოთ ჩემი ნატვრა - მაჩუქეთ ინვალიდის ეტლი, თუნდაც ნახმარი. ღმერთი გადაგიხდით სიკეთისთვის. 15 - შაკო კ., 13 წლის, ხარაგოული ჩემი ნატვრაა, მქონდეს ველოსიპედი, რომელიც ძალიან მინდა. მეზობლებს კი აქვთ, მაგრამ არ მათხოვებენ. მამა არ მყავს, დედას 4 შვილი ვყავართ, ამიტომ არ აქვს საშუალება, რომ მიყიდოს. გთხოვთ, გამახაროთ. უკვე სამჯერ მოგწერეთ. 17 - ანასტასია მ., 40 წლის, თბილისი ვარ დაზარალებული, ხანძრისგან გვაქვს სახლი დამწვარი. დროებით ვცხოვრობ სასტუმრო «კოლხეთში». გთხოვთ, საჩუქრად მომცეთ უთო. 20 - ლევან გ., 8 წლის, გურჯაანი ნატვრა თუა, ნატვრა იყოს. ძალიან მინდა ფეხბურთის ბურთი და ფერადი ტელევიზორი. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. ღმერთო, გთხოვ, ქვეყნის გამჩენო, ქუდ-ბედი დამბედებოდეს! ჩემი ნატვრა და ოცნება რომ ცხადში ამსრულებოდეს! 29 - ოლღა ჯ., 87 წლის, ქუთაისი ვარ 87 წლის, ბევრი გაჭირვება გამოვიარე, მაგრამ სიცოცხლის სიყვარულმა მაინც გაიმარჯვა. ავადმყოფი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სიბერეს ვერ გაექცევი. რამდენიმე წელია, დიაბეტით დავავადდი, წნევაც მაწუხებს, მიჭირს სიარული. მჯერა, გამოჩნდება ვინმე ღვთისნიერი და შაქრის საზომ აპარატს გამომიგზავნის. ღმერთი გწყალობდეთ, თქვენი მოსიყვარულე ოლღა ბებია. 32 - გოჩა თ., 7 წლის, სამტრედია, სოფ. გომი გთხოვთ, მაჩუქოთ ველოსიპედი. გთხოვთ, ამიხდინოთ ეს ნატვრა. ღმერთი დაგლოცავთ, გაიხარეთ. მეტი არაფერი არ მინდა ამ ქვეყნად -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
KAIROS |
Jun 21 2007, 12:04 AM
პოსტი
#32
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
რამდენს გაწვდებით...
ნათი, იმ საქმეზე ასე ადვილი არაა, მე არ ვარ ამ საქმეში ჩახედული, თუ რამე პირადში მოგწერ! იხარეთ, კაიროსი! ციტატა ხარაგოული ამაზე ვიცინე ხარაგაულის იმერული ვარიანტი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნათია |
Jun 21 2007, 12:12 AM
პოსტი
#33
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ციტატა ნათი, იმ საქმეზე ასე ადვილი არაა, მე არ ვარ ამ საქმეში ჩახედული, თუ რამე პირადში მოგწერ! იხარეთ, კაიროსი! დიდი მადლობა ციტატა ამაზე ვიცინე ხარაგაულის იმერული ვარიანტი როგორც ეწერა დავაკოპირე -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
S a l l y |
Jun 21 2007, 12:18 AM
პოსტი
#34
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
ისე რას ვფიქრობ იცით,გასაგებია რომ ეს არანაკლებ კეთილი და კარგი საქმეა,მაგრამ არის ხალხი რომელსაც ძაალიან უჭირს....ზოგს პურის ფული არ აქვს,ზოგს-სიცოცხლის შესანარჩუნებელი...
ალბათ,უპრიანია ჯერ ასეთი ჭირვებული ადამინების დახმარება შევძლოთ.... პ.ს.თუ ამ იდეას განახორციელებთ მე აუცილებლად გავაგზავნი ,,კვირის პალიტრაში'' ჩემს სურვილებს...ისე არც ახალ მპ3-ზე ვიტყოდი უარს -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
KAIROS |
Jun 21 2007, 12:43 AM
პოსტი
#35
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა .ს.თუ ამ იდეას განახორციელებთ მე აუცილებლად გავაგზავნი ,,კვირის პალიტრაში'' ჩემს სურვილებს...ისე არც ახალ მპ3-ზე ვიტყოდი უარს აჰა, სწორია მეასი, ვისაც პური უნდა პური მიეცით, ფერადი ტელევიზორის გარეშე გაძლებენ... უბრალოდ უნდა დაახარისხოთ კარგად! იხარეთ, კაიროსი! ბებიებთან ერთად ამათმა დამწვა გული... ციტატა - ნიკა თ., 13 წლის, თბილისი ჩემი ნატვრაა, მქონდეს ტყავის ბურთი. მამა მპირდებოდა, მაგრამ 6 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა. გთხოვთ შემისრულოთ თხოვნა. ციტატა 15 - შაკო კ., 13 წლის, ხარაგოული ჩემი ნატვრაა, მქონდეს ველოსიპედი, რომელიც ძალიან მინდა. მეზობლებს კი აქვთ, მაგრამ არ მათხოვებენ. მამა არ მყავს, დედას 4 შვილი ვყავართ, ამიტომ არ აქვს საშუალება, რომ მიყიდოს. გთხოვთ, გამახაროთ. უკვე სამჯერ მოგწერეთ. ციტატა 17 - ანასტასია მ., 40 წლის, თბილისი ვარ დაზარალებული, ხანძრისგან გვაქვს სახლი დამწვარი. დროებით ვცხოვრობ სასტუმრო «კოლხეთში». გთხოვთ, საჩუქრად მომცეთ უთო. ციტატა 32 - გოჩა თ., 7 წლის, სამტრედია, სოფ. გომი გთხოვთ, მაჩუქოთ ველოსიპედი. გთხოვთ, ამიხდინოთ ეს ნატვრა. ღმერთი დაგლოცავთ, გაიხარეთ. მეტი არაფერი არ მინდა ამ ქვეყნად ეეჰ, ღმერთო შენ უშველე ჩვენს ხალხს კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ბექა |
Jun 21 2007, 12:44 AM
პოსტი
#36
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
13.ნიკა თ 13 წლის ამაზე დამწყდა გული ძალიან
15.ესეც ცოდოა ველოსიპედი რომ უნდა მეც მასე ვარ კაიროს |
მარიამი |
Jun 21 2007, 12:54 AM
პოსტი
#37
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE პ.ს.თუ ამ იდეას განახორციელებთ მე აუცილებლად გავაგზავნი ,,კვირის პალიტრაში'' ჩემს სურვილებს...ისე არც ახალ მპ3-ზე ვიტყოდი უარს მეც ხომ არ მივწერო? ახალი ციფრული ფოტოაპარატი მინდა ისე ხუმრობა იქით იყოს და, ბავშვი რომ ბურთს ნატრულობს და ვიღაცა ნატვრას შეუსრულებს, მშიერისთვის პურის მიცემაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მგონია. ეს ბავშვი თვითონაც შეეცდება მერე, რომ სხვას სიკეთე გაუკეთოს და ნატვრები შეუსრულოს (თავისი შესაძლებლობების ფარგლებში). რაღაც სიკეთის მარცვალი ჩაითესება ბავშვის გულში. და ალბათ იმედიც. შეიძლება ძალიან გულუბრყვილოდ ვწერ, მაგრამ რატომღაც ასე მგონია. თან მახსენდება ჩემი ბავშვობისდროინდელი ოცნებები და მათი ასრულებით გამოწვეული სიხარული. ერთს გავიხსენებ: მახსოვს, როგორ ვოცნებობდი მაჯის საათზე, რომელიც მაშინ (შორეულ წარსულში, მე რომ პატარა ვიყავი ) ბავშვებში შედარებით იშვიათობა იყო. და არ დამავიწყდება ის დღე, როცა დედაჩემის მეგობარმა ეს ოცნება სრულიად მოულოდნელად ამისრულა დღესაც რომ მახსენდება, სითბო მეღვრება გულში. მთავარი მაინც ეს განცდაა და არა საათი, ან ბურთი. ეს გრძნობა უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ის ნივთები. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
KAIROS |
Jun 21 2007, 12:58 AM
პოსტი
#38
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ვიღაცა ნატვრას შეუსრულებს, მშიერისთვის პურის მიცემაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მგონია. ჰო, მაგრამ უპირველესი დანიშნულების საგნები სხვაა და ფერადი ტელევიზორი, მპ3 და ასეთები სხვა... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
S a l l y |
Jun 21 2007, 01:00 AM
პოსტი
#39
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
მარიამი
მეც მასე ვფიქრობ,მაგრამ კაიროსის თქმის არ იყოს უნდა დავახარისხოთ.... სიტყვაზე იგივე მპ3 პლეერი ნამეტანია,არა?! ხოლო,რაც შეეხება ბურთს და თანაც გაჭირვებულ ბავშვს რომელიღაც სოფელში...ალბათ მართლაც დიდი მადლი იქნება -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
მარიამი |
Jun 21 2007, 01:02 AM
პოსტი
#40
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მარიამი მეც მასე ვფიქრობ,მაგრამ კაიროსის თქმის არ იყოს უნდა დავახარისხოთ.... სიტყვაზე იგივე მპ3 პლეერი ნამეტანია,არა?! ხოლო,რაც შეეხება ბურთს და თანაც გაჭირვებულ ბავშვს რომელიღაც სოფელში...ალბათ მართლაც დიდი მადლი იქნება კი, მაგაში გეთანხმებით შენ და კაიროსს -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2024 - 06:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი