დამეხმარეთ,, ნათესავი მყავს ევანგელისტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამეხმარეთ,, ნათესავი მყავს ევანგელისტი |
Ornies |
Apr 6 2012, 09:53 PM
პოსტი
#381
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 112 რეგისტრ.: 17-March 12 წევრი № 12,164 |
damiane80
ციტატა იმიტომ რომ მართლმადიდებელი ვართ და გვწამს ის რასაც ისინი ამბობენ ანუ თქვენ რომ გწამთ იმიტომ იძახიან სიმართლეს? თქვენს რწმენაზეა დამოკიდებული ესე იგი ვიღაცის მიერ სიმართლის თქმა? ციტატა თქვენ რატომ გგონიათ საპირისპირო????? იმიტომ რომ წმინდა წერილს ღვთის სიტყვას ვადარებ და მთელ რიგ საკითხებში რადიკალურად განსხვავდება ღვთის სიტყვა მისი განმმარტებლის მოსაზრებებისაგან, აი ამიტომ ვიცი. აი მარტივ მაგალითს გეტყვი რა: იესო იძახის "ყველანაირი ცოდვა და გმობა მიგეტევებათ გარდა სულიწმინდის გმობისა" მერე აკონკრეტებს "სულიწმინდის გმობა არ მიგეტევებათ არც აქ, ამ ქვეყნად არც მომავალში" აი ამ სიტყვების ფონზე გამოდის თეოფილაქტე ბულგარელი და წერს რომ სულიწმინდის გმობის მიტევება თურმე შესაძლებელი ყოფილა და მოგეტევებათო, ეხლა გეკითხები ვის დავუჯერო იესოს თუ თეოფილაქტეს? -------------------- Princeps principum ens entium, miserere mei et respice in me, servum tuum Ornies. |
afxazi |
Apr 6 2012, 09:56 PM
პოსტი
#382
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Ornies
ციტატა აი მარტივ მაგალითს გეტყვი რა: იესო იძახის "ყველანაირი ცოდვა და გმობა მიგეტევებათ გარდა სულიწმინდის გმობისა" მერე აკონკრეტებს "სულიწმინდის გმობა არ მიგეტევებათ არც აქ, ამ ქვეყნად არც მომავალში" აი ამ სიტყვების ფონზე გამოდის თეოფილაქტე ბულგარელი და წერს რომ სულიწმინდის გმობის მიტევება თურმე შესაძლებელი ყოფილა და მოგეტევებათო, ეხლა გეკითხები ვის დავუჯერო იესოს თუ თეოფილაქტეს? თეოფილაქტე ბულგარელი არ "გამოდის", ის იძახის იმას, რასაც რასაც მაცხოვარი გულისხმობს. პირდაპირი მნიშვნელობით ასე ისიც უნდა გავიგოთ, რომ იმ ქვეყნად მიტევება შესაძლებელია, რადგან მაცხოვარი აშკარად ამბობს, რომ არც აქ მოგეტევებათ და არც იქ, ანუ იქ შესაძლებელია მიტევება. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
A.V.M |
Apr 6 2012, 10:29 PM
პოსტი
#383
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა და რატომ გგონია რომ მაინცდამაინც მართლმადიდებელი მამების განმარტებაა ჭეშმარიტი და სხვა დანარჩენების კიდე ცრუ? ასე გითხრა მღვდელმა და მორჩა? გადაწყვეტილი ამბავია? რომში რომ დაბადებულიყავი და კათოლიკე ქრისტიანად აღზრდილიყავი მერე როგორ ისაუბრებდი საინტერესოა. რომში რომ დავბადებულიყავი კოლიზეუმიდან ვისაუბებდი. მაგრამ საქართველოში დავიბადე და აქედან ვსაუბრობ. რაც შეეხება სწავლებებს. მე რომ ვეკამათებოდე ახლა მუსულმანს , ინდუისტს და.ა.შ. რა თქმა უნდა არ გამოვიყენებდი მამათა განმარტებას. მაგრამ ვესუბრები მართლმადიდებელ ქრისტიანს( როგორც თავად ამბობს) და იმასაც ამბობს რომ მამები მისთვის ავტორიტეტები არიან და ყველაფერში ეთანხმება. ამიტომ მოგვყავს განმარტებებიდან მუხლები... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
tina2 |
Apr 7 2012, 12:21 AM
პოსტი
#384
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 11-March 12 წევრი № 12,142 |
ეხლა გეკითხები ვის დავუჯერო იესოს თუ თეოფილაქტეს? ბატონო Ornies, მე მიმაჩნია რომ ქრისტიანმა მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს უნდა დაუჯეროს, ჩვენ ხომ "ქრისტეს მიერ ნათელს ვიღებთ და ქრიტე შეგვიმოსიეს." რა სამწუხაროა რომ სწორედ ეხლა როცა თქვენ ასე ქტიურად შემოხვედით ფორუმზე უნდა დავტოვო ეს ფორუმი ჩემი მოძღვრის,გიორგი წეროძის, კატეგორიული მოთხოვნით. მე ბატონ დავითს შევპირდი,რომ ჩემს მოძღვართან გადავამოწმებდი შემდეგ საკითხს: ციტატა კი იცავენ ამ რჯულს და კი სწამთ ის ღმერთი ვინც სწამთ, მაგრამ დღეს რჯულის დაცვა არის მწვალებლობა ბატონი დავითი თვლის, რომ მიუხედევად იმისა ისრაელი იცავს მოსეს რჯულს(რომელიც მოსემ მიიღო უშალოდ აბრამის ღმერთისაგან სინას მთაზე) და აბრაამის ღმერთი სწამს, და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ერთ პიროვნული ღმერთი სწამთ და არ იწამეს აბრაამის ღმერთის სამპიროვნულობა----მწვალებლები არიანო ჩემი აზრით-მხოლოდ დამხოლოდ ბიზანტიური წესზე მონათლულებს ეთვლებათ ღმერთის ერთ პიროვნულობის აღიარება, მწვალებლობად და ერესად. მართებული იყო თუარა ჩემი მოსაზრება ამის გადასამოწმებლად ვიყავი დღეს ჩემს მოძღვართან. მამა გიორგი ჯერ გაოცდა(რას მეკითხებიო???)და როცა აუხსენი თუ რას მიმტკიცებდა ბატონი დავითი ფორუმზე სასტიკად ამიკრძალა ამ ფორუმთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა. ასეთი განრსიხებული ჩემი მოძღვარი ჯერ არ მინახავს. მშვიდობით კეთილო სამარიელო. ღმერთმა გაგაძლიეროთ! პატივისცემით თინათინი |
damiane80 |
Apr 7 2012, 09:07 AM
პოსტი
#385
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ციტატა ანუ თქვენ რომ გწამთ იმიტომ იძახიან სიმართლეს? თქვენს რწმენაზეა დამოკიდებული ესე იგი ვიღაცის მიერ სიმართლის თქმა? კი მე (ანუ ზოგადად მართლმადედებელს) რაც მწამს (მართლმადიდებლური დოგმატი) იმის შესაბამისად განმარტავენ ისინიც და მე აქ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ და არა მარტო მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას, არამედ 20 საუკუნოვანი მართლმადიდებლური სწავლება. ციტატა იმიტომ რომ წმინდა წერილს ღვთის სიტყვას ვადარებ და მთელ რიგ საკითხებში რადიკალურად განსხვავდება ღვთის სიტყვა მისი განმმარტებლის მოსაზრებებისაგან, აი ამიტომ ვიცი. სხვათაშორის იგივეს ამბობს სათითაოდ ყველა პროტესტანტული თუ არვ ვცდები 3000-მდე სექტა და მიმდინარეობა . განსაკუთებით თქვენი წინადადების ბოლო სიტყვა არის პირდაპირი განაჩენი თქვენთვის და ჩემთვის კიდევ იმის ნიშანი, რომ თქვენ არაფერიც არ იცით ისე გთხოვთ დაფიქრდეთ ლოგიკურად შემდეგ საკითხზე: თქვენი აზრით ღვთის და შემდეგ მოციქულების სიტყევის სწორად გაგება და მათი განმარტება მათ უშუალო მოწაფეებს და კიდევ მათ მოწაფეებს უფრო სწორად შეუძლიათ თუ 20 საუკუნით დაშორებულ ადამიანებს??? ანუ ყოფით ცხოვრებაში რომ გადმოვიტანოთ თქვენს შესახებ (თქვენი ქცევების, ხასიათის, მოტივების, სიტყვების შესახებ) თქვენ შვილებს და შვილიშვილებს უფრო სწორი წარმოდგენა ექნებათ თუ თქვენიდან საუკუნის შემდეგ მცხოვრებ შთამომავლობას???? ის წმინდა მამები, რომელთაც თქვენ განმარტებას უწუნებთ უმეტეს შემთხვევაში თავად მოციქულების მოციქულები იყვნენ ანუ პირდაპირი წყაროდან ფლობდნენ ინფორმაციას და სწავლებას, გარდა ამისა, მათ მიღებული ჰქონდათ სულიწმინდის მადლი ხელდასხმით და როცა თქვენ მთავაზობთ, რომ მათი განმარტებას თქვენი ვარჩიო და გავიზიარო იმთავითვე ნათელია ჩემთვის არჩევანი. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რომ მე მამებს ბრმად მინდობილი ვარ და ამიტომ არ ვირებ თქვენს მოძღვრებას, მტავარი ის არის, რომ შინაარსობრივად მამების განმარტება მართლმადიდებლურ დოგმატს შეესაბამება, თქვენი კი ეწინააღმდეგება. აი ეს არის მთავარი. თუმცა მე როგორც ვხვდები თქვენ ხართ "კოლუმბის" სენით შეპყრობილი ღვთისმეტყველებაში და გგონიათ, რომ სწორედ თქვენ აღმოაჩინეთ ის დაფარული, რაც მანამდე წმინდა მამებსაც კი არასწორად ესმოდათ. ამ "დიდების პედესტალის" დათმობა, რომელიც პატივმოყვარებით იკვებება ადამიანისთვის ძალინ რთულია თუ არა შეუძლებელი. ამიტომ, მართლა გულით ვწუხვარ ამის გამო. ვფიქრობ კამათის გაგრძელებას აზრი არ აქვს, რადგან გადარწმუნების შანსი თითქმის ნოლია, სამაგიეროდ თქვენი "იდეები" სწორედ ასეთ კამათში შლიან ფრთებს. უბრალოდ ყურადღება გთხოვთ მიაქციოთვ იმას, რომ თქვენი პირადი აზრი საკუთარი თავის მიმართ არის ის, რომ თქვენ გიპყრიათ ხელთ უცდიომელობის დოგმატი (ანუ ფაქტიურად რომის პაპი ხართ), მაშინ როცა ჩვენ არა ჩვენით ვსაუბრობთ, არამედ დადგენილ მართლმადიდებლურ დოგმატებს ვეფუძნებით. გთხოვთ ზემოთმოყვანილი არცერთი სიტყვა ან გამოთქმა არ მიიღონ ირონიულ და ცინიკურ ტონში, დაწერილია მხოლოდ გულწრფელობით და თანაგრძნობით. თანაგრძნობით იმიტომ, რომ მე თავადაც მყავს ნათესავი სექტანტი და თქვენი დამოკიდებულება საკითხისადმის მისას ჰგავს როგორც წყლის ორი წვეთი. |
damiane80 |
Apr 7 2012, 10:00 AM
პოსტი
#386
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ციტატა აი მარტივ მაგალითს გეტყვი რა: იესო იძახის "ყველანაირი ცოდვა და გმობა მიგეტევებათ გარდა სულიწმინდის გმობისა" მერე აკონკრეტებს "სულიწმინდის გმობა არ მიგეტევებათ არც აქ, ამ ქვეყნად არც მომავალში" აი ამ სიტყვების ფონზე გამოდის თეოფილაქტე ბულგარელი და წერს რომ სულიწმინდის გმობის მიტევება თურმე შესაძლებელი ყოფილა და მოგეტევებათ, ეხლა გეკითხები ვის დავუჯერო იესოს თუ თეოფილაქტეს? კარგი, კითხვას შეგიბრუნებ და ჩემი პასუხიც შემდეგ იყოს: მათეს სახარების დასასრულს ცნობილია მაცხოვრის სიტყვები: 19. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, საქმე მოციქულთაში კი ვხდებით ესეთ ადგილს (მე-2 თავი), როდესაც პეტრე უქადაგებს მაცხოვარს ხალხს , ისინიც მიიღებენ და ეუბნებიან რა ვქნათო, აი პეტრეს პასუხი: 37. ესმა რაჲ ესე, შეინანეს და ჰრქუეს პეტრეს და სხუათა მათ მოციქულთა: რაჲმე ვყოთ, კაცნო ძმანო? 38. ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: შეინანეთ და ნათელ-იღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა, მიიღოთ ნიჭი სულისა წმიდისაჲ ისე სხვათაშორის, თეოფილაქტე ბულგარელი, როდიდან გახდა წმინდა მამა ხომ ვერ მეტყვით??, მე როგორც ვიცი ის წმინდანად არ არის შერაცხული. ესე იგი რა გამოდის: მაცხოვარი ამბობს წმინდა სამების სახელით მოინათლეთო, პეტრე მოციქული კი ამბობს იესო ქრისტეს სახელითო..., რომელს დავუჯეროთ შენი აზრით მაცხოვარს თუ პეტრე მოციქულს??? და შენი აზრით არის აქ წინააღმდეგობა???? |
damiane80 |
Apr 7 2012, 10:27 AM
პოსტი
#387
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
სხვათაშორის, თეოფილაქტე ბულგარელი წმინდა მამა როდიდან გახდა ხომ ვერ მეტყვით???, მე როგორც ვიცი ის არ არის წმინდანად შერაცხული თუ ვცდები?
|
afxazi |
Apr 7 2012, 11:58 AM
პოსტი
#388
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
tina2
ციტატა ჩემი აზრით-მხოლოდ დამხოლოდ ბიზანტიური წესზე მონათლულებს ეთვლებათ ღმერთის ერთ პიროვნულობის აღიარება, მწვალებლობად და ერესად. მართებული იყო თუარა ჩემი მოსაზრება ამის გადასამოწმებლად ვიყავი დღეს ჩემს მოძღვართან. მამა გიორგი ჯერ გაოცდა(რას მეკითხებიო???)და როცა აუხსენი თუ რას მიმტკიცებდა ბატონი დავითი ფორუმზე სასტიკად ამიკრძალა ამ ფორუმთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა. ასეთი განრსიხებული ჩემი მოძღვარი ჯერ არ მინახავს. მოიცა იუდაიზმი მწვალებლობა არ არისო? ეს პატარა ამბავი არ არის. კარგი, კარგად იყავი, მაგრამ ეს, კვლავ ვიმეორებ, სასხვათაშორისო ამბავი არ არის. ეს საკითხი უნდა გაირკვეს. ციტატა მშვიდობით კეთილო სამარიელო შენი კეთილი სამარიელი აიპი ბანს მიიღებს დღეს იმ სიტყვებისთვის, რომლის გამეორებაც კი სამარცხვინოა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
A.V.M |
Apr 7 2012, 07:26 PM
პოსტი
#389
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა მოიცა იუდაიზმი მწვალებლობა არ არისო? ვაიმე... ვისთვის არაა დამანახეთ... კარგათ ქალბატონო თინათინ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Apr 17 2012, 03:37 PM
პოსტი
#390
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მოკლედ და კონკრეტულად. ამ ფორუმზე ხშირია რომ იუზერები იწყებენ მითქმა-მოთქმა-გოდებას,რომ ფორუმი არ ვარგა,ცუდია,აქ აღარ შემოვალ და.ა.შ. თუმცა გადის დრო და ისევ აქ არიან.დარწმუნებული ვარ,რომ ადრე თუ გვიან ქალბატონი თინა(იაშკა) კვლავ შეოვა ამ ფორუმზე.(ძველი ნიკით ან ახალით და სხვა IP-ით.ხოდა მას დავუტოვებ ჩემს პოსტს და დაველოდები მის პასუხს.
ქალბატონო თინათინ! თქვენ არ ბრძანდებით ,მართლმადიდებელი რადგან: 1-ფიქრობთ რომ ქრისტე მხოლოდ ებრაელთათვის მოვიდა ამ ქვეყნად. თქვენ არ ბრძანდებით მართლმადიდებელი რადგან: 2-თვლით რომ ქრისტე მხოლოდ ებრაელთათვის ეცვა ჯვარს. თქვენ არ ბრძანდებით მართლმადიდებელი რადგან: 3-ახალი აღთქმის ნათლობას და ძველი აღთქმისწინადაცვეთას ერთმანეთში ურევთ. (ხო.ამაზე გამახსენდა. იძახდით რომ იაშკას ასე და ისე ელაპარაკებოდითო.მაინტერესებს ვინ კითხა მას,იყო თუ არა წინადაცვეთილი? ქალბატონო თინათინ,(ქალბატონო თინა2! და ბატონო იაშკა! ) თქვენ არ ბრძანდებით მართლმადიდებელი რადგან : 4-თვლით,რომ მართლმადიდებლებს და იუდეველებს ერთი და იგივე ღმერთი სწამთ. ქალბატონო თინათინ! თქვენ არ ხართ მართლმადიდებელი,რადგან: 5-იუდაიზმს არ თვლით მწვალბლობად. ქალბატონო თინათინ! თქვენ არ ხართ მართმადიდებელი,რადგან: 6-არ იყენებთ წმინდა მამათა განმარტებებს და ისე იგებთ წმინდა წერილს! ქალბატონო თინათინ!თქვენი მოძღვარი არაა მამა გიორგი წეროძე!(ან თუ არის,არ ასრულებთ მის კურთხევებს!) რადგან იგი სასულიერო სასწავლებელში არასდროს ამბობდა იმას,რასაც თქვენ ამბობთ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ლეონტი |
Apr 17 2012, 06:58 PM
პოსტი
#391
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
"დამეხმარეთ,, ნათესავი მყავს ევანგელისტი'
-მერე რას ერჩით? აფერისტი ხომ არაა ევანგელისტია. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
toka@ |
Apr 17 2012, 07:35 PM
პოსტი
#392
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
ლეონტი
-------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
mzime) |
Apr 17 2012, 07:37 PM
პოსტი
#393
|
უემოციო ჩაქუჩი ჯგუფი: Members პოსტები: 574 რეგისტრ.: 14-December 10 წევრი № 10,097 |
"დამეხმარეთ,, ნათესავი მყავს ევანგელისტი' -მერე რას ერჩით? აფერისტი ხომ არაა ევანგელისტია. ვაიჰ -------------------- მე ნაწილი ვარ იმ ძალისა, ვისაც ბოროტება სწადია და სიკეთეს კი იქმს.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი