მუხრან მაჭავარიანი სულ(ს) საქართველოს შეუერთდა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მუხრან მაჭავარიანი სულ(ს) საქართველოს შეუერთდა |
თერალ ი |
May 18 2010, 11:20 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 273 რეგისტრ.: 26-July 08 წევრი № 5,402 |
მუხრან მაჭავარიანი სულ(ს) საქართველოს შეუერთდა
რუსთაველის თეატრის სცენაზე ... ბოლო სიტყვა საქართველო ყოფილა ... აცხონოს ღმერთმა |
თერალ ი |
May 19 2010, 11:25 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 273 რეგისტრ.: 26-July 08 წევრი № 5,402 |
გოდება ცოტნესი (უკვე ღრმად მოხუცისა)
ეს რაო გვიყავ?! – ე ვის ხელში ჩაგვყარე ზენავ?! – გვრიტ არს ამათთან შედარებით თვით ყრუ მურვანი! კაცი დავბერდი, მე ამათი გავიგე ვერრა; ჩვენი ამ რეგვენთ არამარტო არ მოსწონთ ენა, ასე განსაჯე, გვიწუნებენ ზოგჯერ პურ – მარილს. თავი თვითეულს ისე ყინჩად უჭირავს ჩვენში, - თითქოს ის ჩვენთან კი არ იყოს, ჩვენ ვიყოთ მასთან… ასი წელია სულსა ღაფავს ქართლი მათ ხელში და კიდევ ასე, ღმერთმა იცის, – რამდენხანს გასტანს. კი, მაგრამ, ღმერთი აღარაა?! – სადაა?! – თუა?! – ასე აბუჩად შეიძლება აგდება ერის?! ბედი ქართლისა გადაწყვიტა ვინც ორწყალშუა, ჩვენი უმტრესი ის გამოდგა დაბოლოს მტერი. რაც მოვითმინეთ, მოთმინებად, მე მგონი, კმარა! – დროა მივბაძოთ გმირთა ძველთა, - კაცთა უწინდელთ! ცოტნეს თავისი წელზე ერტყას დადიანს ხმალი და საქართველოს, მამულს მისას, ასე უჭირდეს?! კი, მაგრამ, ღმერთი აღარაა?! – არადა როა!? ვაი დედასა! – რა უბრალოდ წავაგეთ ჭკუა! ვის შევეყარეთ! – ეს ვინცხაა, მურვანზე ყრუა! როგორც ვიყავით, ვიმყოფებით კვლავ ორწყალშუა! მუხრან მაჭავარიანი ხარ ვერაფერი ვაჟკაცი... ხარ ვერაფერი ვაჟკაცი! _ როცა იყავი ნიბლია, _ «ბიძია თომას ფაცხაში» ცრემლები თუ არ გიღვრია. გაგიმწარდება სიბერე (ჯერ ერთი, თუკი გეღირსა) _ ფშაველას «ხმელი წიფლიდან» ხმა თუ არ გესმის დედისა! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2024 - 10:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი