წინასწარმეტყველები ძველი აღთქმისა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წინასწარმეტყველები ძველი აღთქმისა |
marine |
Aug 10 2017, 10:19 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
წმინდა მოსე წინასწარმეტყველი
"მოსეს ბავშვობიდან ერთ ამბავს მოგვითხრობს ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრინი (XIს.): ერთხელ ფარაონის ასულმა მამას მიუყვანა შვილობილი. თამაშისას ბავშვმა ფარაონს გვირგვინი მოაძრო და ზედ ამოტვიფრული კერპის გამოსახულება ფეხით დათრგუნა. ერთმა მოგვმა მისი მოკვლა ურჩია ფარაონს, სხვები კი ეუბნებოდნენ, - ბავშვმა ეს დაუფიქრებლად გააკეთაო და მის უბრალოებაში დასარწმუნებლად ბიჭს ნაკვერჩხლები მისცეს. მან ერთი მათგანი ენაზე დაიდო, დაეწვა და იმის შემდეგ ენაბლუ შეიქმნაო. ქორების მთის ახლოს ებრაელებს დაეცნენ თავს ამალეკნი. მოსემ მათ წინააღმდეგ გაგზავნა ჯარი ისუ ნავეს წინამძღოლობით. თვითონ მთაზე ავიდა და ლოცულობდა ხელებგაშლილი (ჯვარს გამოსახავდა ამით). აარონმა შეამჩნია - როცა მოსე ხელებს დაუშვებდა, ამალეკნი ერეოდნენ ებრაელებს. მოიტანეს დიდი ქვა, დასვეს მოსე, აარონი და კიდევ ორი შეუდგნენ მხრებში და წმინდანის ლოცვით ებრაელებმა სძლიეს მტერს. უფალმა უბრძანა მოსეს: დაწერე ესე წიგნში სახსოვრად და მე აღვხოცო სახსენებელი ამალეკისა ცასა ქვეშეო. ღვთის ბრძანებით მოსემ გამოთალა ორი ქვის ფიცარი, ავიდა სინას მთაზე და 40-დღიანი მარხვისა და ლოცვის შემდეგ უფალმა უჩვენა განსაკუთრებული სახით თავისი დიდება და უბრძანა, ქვის ფილებზე წაეწერა ათი მცნება. მთიდან ჩამოსულ ღვთის მხილველ მოსეს სახე უბრწყინავდა, ებრაელები თვალს ვერ უსწორებდნენ ღვთის დიდების ანარეკლს. იმ დღიდან მოსემ გაიკეთა პირის საფარველი და მხოლოდ მაშინ აიხდიდა, როცა ღვთის წინაშე წარსდგებოდა. ბევრი იღვაწა თავისი ერისთვის წმინდა მოსემ. ერთხელ, როცა იდრტვინეს მასზე, ღმერთმა დასასჯელად გველები მიუვლინა და მრავალი ისრაელიტელი დაიხოცა. დამდაბლდა ხალხი და ღვთის ბრძანებით, წმინდა მოსემ სპილენძის გველი გააკეთებინა და ხეზე დააკიდებინა. გველისგან ნაკბენი კაცი, ვინც სარწმუნოებით შეხედავდა სპილენძის გველს, მორჩებოდა. ეს იყო მე-40 წელს. მანამდე, ამავე წელს, როცა ებრაელებმა წყლის გამო იდრტვინეს, უფალმა უთხრა მოსეს და აარონს: ხალხის თანდასწრებით კვერთხი ერთხელ დაარტყით კლდეს და ჩემი სახელით წყლის გამოცემა უბრძანეთო. მათ კი სწორად არ შეასრულეს ღვთის ბრძანება - ორჯერ დაარტყეს კლდეს კვერთხი და თქვეს, - ისმინეთ ჩემი, ურჩნო, ნუთუ ამ კლდისაგან გამოგიდინოთ წყალიო? ამიტომ უფალმა უთხრა მოსეს და აარონს: რადგანაც არ გრწმენა ჩემი და ჩემი ყოვლისშემძლეობა ხალხს არ აჩვენეთ, არ შეიყვანთ ერს აღთქმის მიწაზეო. მართლაც, მალე გარდაიცვალა აარონი, სამღვდელმთავრო შესამოსლით კი მისი ძე ელეაზარი შეიმოსა. როცა ებრაელები აღთქმული ქვეყნის საზღვარზე მივიდნენ, ღმერთმა ამცნო წმინდა მოსეს სიკვდილის მოახლოება, უბრძანა, თავის მაგივრად ებრაელების წინამძღოლად ისუ ნავეს ძე დაედგინა. წმინდა მოსემ ხელნი დაასხა ისუ ნავეს ძეს, აკურთხა და გადასცა თავისი უფლებები. შემდეგ კიდევ ერთხელ შეკრიბა ებრაელნი და კიდევ ერთხელ დამოძღვრა, ღვთის ბრძანებით ავიდა ნაბავის მთაზე, იქიდან გადახედა აღთქმულ ქვეყანას და გარდაიცვალა. ისე დაკრძალეს, რომ ვერავის შეეტყო მისი საფლავის ადგილმდებარეობა, რათა ხალხს არ გაეღმერთებინა. მაშინ ის 120 წლისა იყო. შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა ჩვენც, ახალ ისრაელს - მართლმადიდებელ ქრისტიანებს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 10 2017, 11:12 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შვილო ჩემო, ქვეყნის აღსასრულამდე არ მოაკლდებიან უფლის წინასწარმეტყველნიცა და სატანის მსახურებიც".
/წმ. ნიფონტ კონსტანტინოპოლელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 31 2017, 06:30 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"განუწყვეტელი მხილება გაუსაძლისი ხდებოდა იუდეველებისთვის და ამიტომ იერემიას ქვებით ჩაქოლავენ და ასე ჩაახშობენ უფლის ხმას - მათი გადარჩენის მოსურნეს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 1 2017, 09:22 AM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის ნება-სურვილისამებრ, მის [მოსეს] სიკვდილს კაცთაგან არავინ დასწრებია. მოსე ანგელოზებმა დაკრძალეს, მისი დაკრძალვის ადგილი უცნობი დარჩა".
"ისრაელი ექვი წელი იბრძოდა აღთქმული ქვეყნის დასამკვიდრებლად. მათ ისუ ნავესი წინამძღოლობდა, რომელიც იმ დროს ას წელს იყო გადაცილებული, მაგრამ უფალმა ისეთი მხსნეობა და ძალა მისცა, რომ ამ ხნის კაცი ჯარს მიუძღოდა და იბრძოდა. აღთქმული ქვეყნის დამკვიდრების შემდეგ ისუ ნავეს ძე გარდაიცვალა. ის 110 წლის იყო. გადმოცემის თანახმად, კუბოში სწორედ ის ქვის დანები ჩაატანეს, აღთქმულ მიწაზე ღვთის ერი რომ წინადაცვითა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 1 2017, 10:09 AM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[მოსე] სასწაულის ძალით, უხმარ წყალს სახმარად აქცევდა ან კლდიდან გადმოადენდა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 4 2017, 04:00 PM
პოსტი
#6
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოსეს ლოცვით სასწაულებრივად ზღვა შუაზე გაიპო, წყლის ნადგომი გაშრა და ხალხი მშვიდობით გავიდა გაღმა ნაპირზე.
ფარაონს ეგონა, თვითონაც ასე გავიდოდა ზღვაში, მაგრამ შუამდე რომ მიაღწია, წყალი შეერთდა და ფარაონი, თავისი ამალით, ზღვის უფრსკრულში ჩაინთქა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 27 2017, 04:20 PM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თქვენ იცით, რომ ილია წინასწარმეტყველი არის ცოცხალი წმინდანი, რომელსაც სიკვდილი არ განუცდია. ის არის წმინდანი, რომელსაც ეწოდება მეორედ მოსვლის წინამორბედი. მოგეხსენებათ, რომ წინამორბედი იყო იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც პირველმა იქადაგა სინანულის შესახებ. ილია წინასწარმეტყველი იქნება მეორედ მოსვლის წინამორბედი. სანამ იესო ქრისტე მეორედ მოევლინება კაცობრიობას დიდებით, მანამდე ის იქადაგებს ამქვეყნად ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ეს წინასწარმეტყველი განმარტოვდა ქარმელის მთაზე და დიდი სასწაული მოახდინა. წარმართებს დაუმტკიცა ჭეშმარიტი ღმერთის არსებობა. დაუმტკიცა იმით, რომ ლოცვა აღავლინა ღვთის წინაშე და მსხვერპლზე გარდამოვიდა ღვთაებრივი ცეცხლი, რომელმაც დაწვა ეს მსხვერპლი."
/მეფე იობი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 14 2017, 09:41 AM
პოსტი
#8
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამიტომ უბრძანა [უფალმა] ესაიას, შიშველსა და უხამურს ევლო (ესაია 20,2), იერემიას კი უბრძანა, წელზე ქამარმორტყმული გამოცხადებულიყო წარმართთა წინაშე და ეწინასწარმეტყველა (იერემია 1,17; 28,12), სხვა დროს კი ქედზე უღლის დადგმა უბრძანა, ჯერ ხისა, მერე კი რკინისა; ოსიას კი სიძვის დედაკაცის ცოლად მოყვანა, ბოროტი და როსკიპი ცოლის მიმართ სიყვარულის გამოჩენა უბრძანა (ოსია 1,2; 3,1); იეზეკიელს უბრძანა - მარჯვენა გვერდზე ორმოც დღეს დაეძინა, მარცხენაზე კი ასორმოცდაათი დღე (იეზეკიელი 4,4), მერე კედელში ხვრელის გაკეთება და გარეთ ტყვესავით გამოსვლა, დანის აღება, თმის მოკვეცა, თმის ოთხ ნაწილად გაყოფა და აქეთ-იქით განაწილება უბრძანა (იეზეკ. 5,1-4).
და მრავალი სხვა რამ ბრძანა უფალმა, ყველაფერს ვერ ჩამოთვლი. სამყაროს მბრძანებელმა ყველა ამ მოვლენის ქმნა იმიტომ ბრძანა, რომ სიტყვის ურწმუნო იქნებ ამ უჩვეულო სანახაობით მოსულიყო გონს და ესმინა წინასწარმეტყველისთვის. მართლაც, ვინ არ გაოცდება შიშველი წინასწარმეტყველის ნახვით? განა ცნობისწადილი არ აღეძვრებოდათ, შეეტყოთ, წინასწარმეტყველმა რატომ შეირთო ცოლად მეძავი? ეს უჩვეულო სანახაობა იმისთვის მოაწყო უფალმა, რომ თავისი უჩვეულობით მიეზიდა ხალხი საცქერლად და ისინი შეემზადებინა წმიდანის დამოძღვრის მოსასმენად". /"კარიბჭე" N3, 2012, გვ.56/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 1 2017, 09:46 AM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ის ბავშვი, რომელიც ელია თეზბიტელმა აღადგინა მკვდრეთით, იყო წინასწარმეტყველი იონა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 20 2017, 08:47 PM
პოსტი
#10
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფალი ბრძანებს: ვინც წინასწარმეტყველი შეიწყნაროს, თვითონაც წინასწარმეტყველად ჩაითვალოს და თვითონაც წინასწარმეტყველის მადლი მიიღოს. ვინც მართალი შეიწყნაროს, მართლის სასყიდელი მიიღოს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 19 2018, 08:26 PM
პოსტი
#11
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოსეს მიერ ცეცხლოვანი მაყვლის ბუჩქის ხილვა
"მიდიანის ქვეყანაში ყოფნისას მოსე სიმამრის ცხვრებს მწყემსავდა. ერთხელაც ფარა მოშორებით გადარეკა და იმ მთის მახლობლად მოხვდა, რომელსაც "ღვთის მთას" ეძახდნენ. მთას ორი წვერი ჰქონდა: დაბალს ქორები ერქვა, უფრო მაღალს - სინა. მოსე, რომლის გულშიც ყოველთვის იყო დავანებული უფალი და მარადის ადიდებდა ღმერთს, სწორედ აქ შეიქნა ღირსი ღვთიური გამოცხადებისა - იხილა მაყვლის ბუჩქი, რომელსაც ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა. როდესაც გაოცებული მოსე იმ ადგილს მიუახლოვდა, რათა გაეგო, რა ხდებოდა, მაყვლოვანიდან ხმა მოესმა - "მოსე! მოსე! ფეხზე გაიხადე და ისე დადექი ჩემ წინაშე, რადგან სადაც შენ დგახარ, წმინდა ადგილიაო". მოსე კითხულობს - "ვინ ხარ შენ, უფალო?" პასუხად ესმის: "მე ვარ, რომელი ვარ" - რაც ძველბერძნულად გამოითქმის როგორც "იაჰვე". რასელისტები ანუ ე.წ. იეღოვას მოწმეები ამტკიცებენ, თითქოს ეს იყო ღმერთის მარადიული სახელი, უფალმა თავისი სახელი აუწყა მოსეს. მაგრამ ეს ასე არ არის; როდესაც მოსემ წარმოთქვა - "ვინ ხარ შენ, უფალო?", ამ სიტყვებში ღმერთი არ მოუაზრებია. მას ესმა ხმა და მოკრძალების გამოსახატავად წარმოთქვა სიტყვა "უფალო" (ბატონო). მოსეს კვლავ ესმის ხმა მაყვლოვანიდან - "მე ვარ". როდესაც ნაცნობს ვესტუმრებით და კარის გაღებამდე გვეკითხებიან ვინაობას, ხშირად სახელს არ ვეუბნებით, უბრალოდ ვპასუხობთ: "მე ვარ", რადგან უკვე გვიცნობენ. მოსეს გული ახლოს იყო უფალთან, ის იცნობს უფალს და ამიტომაც ეუბნება ღმერთი: "მე ვარ" - მე ის ვარ, ვინც შენს გულშიაო." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 6 2018, 09:50 PM
პოსტი
#12
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სულიწმინდის მადლით იყვნენ ავსებულნი ქართველი მამები, მათ უხვად ჰქონდათ წინასწარმეტყველების მადლი. გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი:
დავითგარეჯის წინამძღვარი მამა სვიმონი (სინაურიძე) "იყო ფრიად ღირსი და წმიდათა შორის შესარაცხი. ამან სცნა სულითა", რომ მეფე თეიმურაზისა და ერეკლეს მხედრობა დამარცხდებოდა ჭარელთაგან და აუწყა მეფეებს, არ წასულიყვნენ მათთან საომრად, მაგრამ მათ არ უსმინეს და "იძლივნეს მათგან". ბოლოს ის მონასტერში ცხოვრობდა, სადაც მას "ღვთისმშობლისა ხატი გამოელაპარაკა". იმერეთის აჯანყების ჩახშობის მერე რუსებმა მღვდელმთავარნი: ქუთათელი დოსითეოსი და გაენათელი ექვთიმე რუსეთში გადაასახლეს, თუმცა ნაწამები წმინდა დოსითეოსი გზაში მოუკვდათ და ანანურის ეკლესიაში დაკრძალეს. წმინდა ექვთიმე კი რუსეთში სვირის მონასტერში აღესრულა. "და აღსრულდა წინასწართქმული" წმინდა ანტონ ჭყონდიდელისა, რომელმანცა უწინასწრმეტყველა იმერთა სამღვდელოთა ესევითარის განსაცდელის მოსვლაი და თვით შეისვენა", - ეს ამბავი თვითმხილველს უამბია დავით ბატონიშვილისთვის. იმერთა კათალიკოსს მაქსიმეს (აბაშიძეს) კიევში ახლდა ერთი ბერი, რომელიც მისი გარდაცვალების მერე სამშობლოში დაბრუნდა და რაჭის მთებში დაეყუდა, იგი დიდად მლოცველი იყო და საზრდელს კვირაში ერთხელ იღებდა. მასთან სათაყვანოდ მივიდა წმინდა მეფე სოლომონ II. ბერმა უთხრა: "მეფეო, ვიხილე ჩვენება: მოვიდა დიდი წითელი ვეშაპი, რომელმაც გშთანთქა შენ და მხოლოდ ფეხები გიჩანდა". იქვე განუმარტა ეს ჩვენება: "აღდგება შენი მეფობა და დიდ მწუხარებასა და განსაცდელს მიეცემი, გმართებს სინანული, ღვთისადმი ვედრება, რათა განეშორო ამ განსაცდელს, ხოლო შენი სამეფოს მცხოვრებნი "იქნებიან დიდსა ჭირსა და ვალალებასა", რადგან საშინელი სენი გაჩნდება და შიმშილობა ჩამოვარდებაო. მართლაც, მალე იმერეთში სენმა მოსახლეობა გაანახევრა. ბაგრატ დევნოსაძე ჰყვებოდა ვარძიაში XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მათე ბერზე [გელაშვილი]: - თუ სოფელში რაიმე სენი მძვინვარებდა, იგი არ უშინდებოდა და თვითონვე კურნავდა ხალხს. მათე ბერს თხის ტყავი ემოსა. ხშირად აგვიანდებოდა მონასტერში მისვლა და კარიც დაუკეტავთ, დილით კი იგი ყველას განსაცვიფრებლად თავისი სენაკიდან გამოსულა. გაკვირვებულებს პასუხობდა: "კარი ღია დამხვდა და შემოვედიო". 1917 წლის რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე იგი ხალხში ქადაგებდა უღმერთო ადამიანების გამოჩენაზე, რომლებიც დაანგრევდნენ ტაძრებს, აცდუნებდნენ და აწამებდნენ ხალხს და მოუწოდებდა ყველას, მტკიცედ მდგარიყვნენ სარწმუნოებაზე. რევოლუციის შემდგომ მამა მათე წასულა ამ მონასტრიდან და მას შემდეგ არაფერი სმენიათ მის შესახებ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 14 2018, 11:42 AM
პოსტი
#13
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წინასწარმეტყველს უნდა გაეაზრებინა და გაეთავისებინა ღვთის სიტყვა. უფალიც არ აჩქარებდა მას. წინასწარმეტყველს შეეძლო სიტყვის მიმართ საკუთარი აზრი გამოეხატა და მისთვის გაუგებარი შინაარსის გამო ღმერთთან დიალოგიც კი გაემართა. ამდენად, წინასწარმეტყველი თავის პიროვნულ თავისუფლებას არ კარგავდა, შესაბამისად, მისი ბაგით წარმოთქმულ ღვთაებრივ სიტყვას ყოველთვის ინდივიდუალობის ელფერი დაჰკრავდა და ამიტომ ყოველი წინასწარმეტყველება უნიკალურ ლიტერატურულ ქმნილებად გვევლინება."
"წინასწარმეტყველის ცხოვრება ბრძოლაა. ის სამყაროს ღმერთის თვალით ხედავს. წინასწარმეტყველი ერთგვარი ფილოსოფოსი და თეოლოგია. იგი ღმერთსა და ადამიანს შორის შუამყოფია და მისი საქმე ღვთის ნების ცხოვრებაში განხორციელებაა." "გარკვეული თვალსაზრისით ღვთისგან მომადლებული წინასწარმეტყველების ნიჭი ყოველ ჭეშმარიტ ქრისტიანს აქვს, რამეთუ ყოველ ჩვენგანზე ნათლობისას სულიწმინდის მადლია გადმოსული. ადამიანი მოწოდებულია გაიღრმაოს სულიერი ცოდნა და უფრო მეტად დაუახლოვდეს უფალს. თუმცა ხშირად ამ მადლს ვერ შევიგრძნობთ და ვერ მივყვებით ღვთის ნებას. ამიტომ ვლოცულობთ: "მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყუენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი". "წინასწარმეტყველი გვინდა", - უთხრა ერთხელ სერგი ნილუსმა წმინდა ნექტარიოს ოპტელს. ღირსმა მამამ პასუხად სოლოვკის მონაზვნის, მამა აბელის ამბავი უამბო. მამა აბელი წინასწარმეტყველების მადლით იყო ცნობილი. ერთხელ თქვა, - დედოფალი ამა და ამ დროს მოკვდებაო. ეს ამბავი მეფეს მიუტანეს. აბელს ხელი ჩაავლეს და ციხეში ჩაკეტეს. როცა ასრულდა ყველაფერი, იმპერატორ პავლეს წარუდგინეს. მეფემ ჰკითხა, - ჩემს მეფობას რა ელისო. "დიდი არაფერი იქნება შენი მეფობა. არც შენ იქნები გახარებული და არც სხვები გაიხარებენ შენით. საკუთარი სიკვდილით არ მოკვდებიო". რა თქმა უნდა, ციხეში შეაბრუნეს. როცა მამა აბელის ნათქვამი ასრულდა, ახლა პავლეს მემკვიდრემ, იმპერატორმა ალექსანდრემ მოისურვა მისი ნახვა - გპატიობ ყველაფერს, ოღონდ მითხარი, როგორი იქნება ჩემი მეფობაო. "დაწვავენ შენს მოსკოვს ფრანგები", - უპასუხა აბელმა და კვლავ ციხეში ჩასვეს. მოსკოვი დაწვეს, რუსები პარიზში შევიდნენ, დიდებით შეიმოსნენ. კვლავ გაიხსენეს აბელი და გაათავისუფლეს. მერე კვლავ გაიხსენეს და რაღაცის კითხვა მოინდომეს, მაგრამ გამოცდილებით განბრძნობილი აბელი (მან ციხეში ათი წელი და ათი თვე გაატარა) უკვალოდ გაქრა. "სერგი ალექსეევიჩ, თქვენ გინდათ, რომ ჩვენს დროში წინასწარმეტყველი გამოჩნდეს? ასი წლის წინ ამის გამო ციხეში სვამდნენ, ახლა კი, - გაეცინა, - სიტყვის თქმასაც არ აცლიან, მაშინვე დააპატიმრებენ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 14 2018, 08:27 PM
პოსტი
#14
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა ესაია წინასწარმეტყველი მოწამებრივად აღესრულა კერპთმსახური მეფის, მანასეს ბრძანებით. როცა წმინდანს მოსაკლავად დაედევნენ, შეეცადა, მოზრდილი ხის ფუღუროში შეეფარებინა თავი და იქ დალოდებოდა მოახლოებულ განსაცდელს. მდევრებს ხესთან ერთად ესაიაც შუაზე გადაუხერხავთ."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 14 2018, 09:22 PM
პოსტი
#15
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თავისი სიბრძნე სოლომონმა პირველად სამართალში გამოიჩინა. ერთხელ მასთან მოვიდა ორი მეძავი დედაკაცი ძუძუმწოვარი ჩვილით. ერთმა მათგანმა მოახსენა მეფეს: "ჩვენ ორივე ერთ სახლში ვცხოვრობთ, სადაც ჩვენს მეტი არავინაა. მე ვაჟი შემეძინა, მესამე დღეს კი მაგ ქალსაც შეეძინა ვაჟი. რამდენიმე დღის შემდეგ ამ ქალმა ძილში თავისი შვილი უეცრად მოახრჩო და მე შემომიწვინა, ხოლო ჩემი ცოცხალი მიითვისაო". "არა, - ამბობდა მეორე დედაკაცი, - ცოცხალი ბავშვი ჩემია, მკვდარი კი მაგისიო".
"გაჭერით ბავშვი შუაზე, ნახევარი ერთს მიეცით და ნახევარი მეორესო", - ბრძანა მეფემ. "არა, მეფევ, - უთხრა პირველმა, - ნუ გაჭრით, ოღონდ ცოცხალი დარჩეს და მაგას ჰყავდეს". "გაჭერით, - იძახოდა მეორე, - არც მე და არც მაგას". სოლომონმა იცოდა, რომ ნამდვილ დედას შვილი შეებრალებოდა და ნებას არ მისცემდა გაეჭრათ. ამიტომ ბავშვი პირველ დედაკაცს მიუკუთვნა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 15 2018, 06:02 PM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამ წინასწარმეტყველებს "მცირე" მათი წიგნების მოცულობათა სიმცირის გამო ეწოდებათ"
"წმინდა მალაქია წინასწარმეტყველი (მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღეა ძვ.სტ. 3 იანვარი, ახ.სტ. 16 იანვარი) ქრისტეს შობამდე 400-ზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა, როცა ბაბილონის სამეფო სპარსეთის მეფე კიროსმა დაიმორჩილა და იუდეველებს სამშობლოში დაბრუნების ნება მისცა. თავისი სიკეთითა და სათნოებით წინასწარმეტყველი ხალხს აოცებდა, ამიტომაც უწოდეს "მალაქია", რაც ანგელოზს, მახარებელს ნიშნავს. მალაქიას წინასწარმეტყველება ჩართულია ძველი აღთქმის კანონიკურ წიგნებს შორის. აქ იგი ამხელს იუდეველებს და წინასწარ ჭვრეტს იესო ქრისტესა და მისი წინამორბედის მოსვლას და უკანასკნელ სამსჯავროს (3,1-5; 4,1-6). მალაქიას "წინასწარმეტყველთა ბეჭედს" უწოდებენ, რადგან იგი უკანასკნელი იყო იმ მართალთაგან, ვისაც უფალი წინასწარხედვის მადლს ანიჭებდა. მალაქიადან იოანე ნათლისმცემლის მოსვლამდე, 400-ზე მეტი წლის განმავლობაში, საწინასწარმეტყველო სიტყვა არ გახმიანებულა ებრაელთა შორის." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 17 2018, 06:12 PM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შეყვარებულს არა მარტო სატრფოს, არამედ მისი სახლის, კარიბჭისა და ქუჩის დანახვაც კი ენატრება. ხოლო თუ მის სამოსელს მოჰკრავს თვალს, ჰგონია, მის წინაშე თავად დგას. ასევე წინასწარმეტყველნი - თუმცა ვერ ხედავდნენ ღმერთს, ტაძარს შეჰყურებდნენ და მასში ჰყავდათ იგი წარმოდგენილი".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 22 2018, 09:16 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- მიუხედავად ესოდენი სიბრძნისა, მოხუცებულობის ჟამს სოლომონ მეფემაც შესცოდა...
- სოლომონ მეფე სიცოცხლის ბოლოს მართლაც ჩავარდა კერპთაყვანისმცემლობის ცოდვაში. მის მრავალ ცოლთა შორის კერპთაყვანისმცემლებიც იყვნენ. როგორც ბიბლია მოგვითხრობს, მოხუცებულობის დროს სოლომონ მეფე მიენდო თავისი წარმართი ცოლების ნებას, უფლება მისცა მათ, კერპები დაედგათ და მათ წინაშე წარმართული მსახურება აღესრულებინათ. შემდეგ თავადაც დაიწყო კერპების წინაშე ლოცვა. უფალმა აქია წინასწარმეტყველის პირით აუწყა, რომ ამის გამო დაისჯებოდა - მისი გარდაცვალების შემდეგ ისრაელის სამეფო გაიყოფოდა, რაც მეფის სიკვდილიდან ორი წლის თავზე აღესრულა. - რა იყო მიზეზი სოლომონის შეცოდებისა? - სოლომონ მეფის შეცოდებაზეც იგივე შეიძლება ითქვას, რაც დავითის შეცოდებაზე. ამასთან, მან ღვთისგან ბოძებული სიბრძნე თავისად ჩათვალა, თითქოსდა დაავიწყდა, რომ ის მას კი არა, უფალს ეკუთვნოდა და მის სადიდებლად უნდა გამოეყენებინა. რაკი თავისად ჩათვალა, უკვე საკუთარ თავს მიენდო. როგორც კი საკუთარ თავს მიენდო, მაშინვე მოსწყდა უფალს და სცოდა - თავის ცოლებს ნება მისცა, კერპების სახელზე ტაძრები აეგოთ და წარმართული მსახურებები აღესრულებინათ. ბოლოს, სოლომონ მეფემ იგრძნო თავისი მძიმე შეცოდება და წრფელი გულით შეინანა." /არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 22 2018, 08:27 PM
პოსტი
#19
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იუდეველებს ერთი საგულისხმო ლეგენდა აქვთ იმის შესახებ, თუ რატომ გამოარჩია უფალმა მოსე ისრაელის მწყემსმთავრად:
"ერთხელ, როდესაც მოსე უდაბნოში თავისი სიმამრის ცხვარს მწყემსავდა, ბატკანი გაექცა. მოსე მიჰყვა ბატკანს, ხევს მიადგა და დაინახა, რომ ბატკანმა სასმე წყალს მიაგნო. როდესაც მოსე ბატკანს მიუახლოვდა, უთხრა: მე არ მეგონა, რომ წყალი მოგწყურდა და იმის გამო გამოიქეცი, პატარა ხარ და ალბათ დაიღლებოდიო. მოსემ ბატკანი მხრებზე მოგდო და ფარაში დააბრუნა. ამის შემდეგ უფალმა მოსეს ამცნო: რადგან ბატკანი შეიცოდე და მთელი ფარიდან ეს ერთი მცირედი, რომელიც სხვა ადამიანის საკუთრებაა, არ მიატოვე და ფარას შენი ხელით დაუბრუნე, მომავალში ჩემი ერის - ისრაელის მწყემსი იქნებიო". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 15 2018, 01:32 PM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კანონი, რომლის თანახმადაც ებრაელთა ყველა ახალშობილი ვაჟი უნდა დაეხოცათ, ფარაონს, სავარაუდოდ, მოსეს დაბადების წინ უნდა გამოეცა, რადგან მის ძმაზე, მოსეზე სამი წლით უფროს აარონზე, იგი არ გავრცელებულა.
ახალდაბადებულ მოსეს დედა სამი თვე მალავდა, მაგრამ მეტხანს დამალვა აღარ შეიძლებოდა, ამიტომ ჩალის გაფისულ კალათში ჩააწვინა, დილაადრიან ჩუმად ჩავიდა ნილოსზე და მდინარეს გააყოლა, თავის ქალიშვილ მარიამს კი დაავალა, ჩუმად ედევნებინა თვალი, რა მოუვიდოდა ბავშვს. ჩვილი მდინარეზე საბანაოდ გამოსულმა ფარაონის ასულმა იპოვა. მიხვდა, რომ ებრაელი იყო, მაგრამ შეებრალა და მისი აღზრდა გადაწყვიტა. როგორც ვიცით, მოსეს ძიძად საკუთარი დედა აუყვანა ფარაონის ასულმა. ახალშობილს მოსე უწოდეს, რაც წყლიდან გამოყვანილს, გამოსულს ნიშნავს. მოსე თვითონაც წყლიდან იქნა გამოყვანილი, შემდეგ კი თავად გამოიყვანა წყლიდან ისრაელის ერი და იხსნა ეგვიპტელთა მონობისგან." /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი