ვინ არიან ფარისევლები და მწიგნობრები?, ძველი აღთქმიდან დღემდე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არიან ფარისევლები და მწიგნობრები?, ძველი აღთქმიდან დღემდე |
მროველი |
Jul 22 2008, 12:28 AM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 10-July 08 წევრი № 5,311 |
|
tatiusi |
Jul 28 2008, 03:05 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 237 რეგისტრ.: 26-July 08 მდებარ.: BaTuMiIiIiI წევრი № 5,403 |
ფარისეველნი-(განყოფელნი განშორებული) იუდეველებში პარტიის მსგავსი გაერთიანება მაში შედიოდნენ: მღვდელმსახურნი, მწიგნობრები. ისინი როგორც აბრაამის შვილები თავს თვლიდნენ ღვთის მეგობრებად, იცავდნენ სჯულს გარეგანი შეხედულებით, იყვნენ ამპარტავნები, ითვლებოდნენ იუდეველთა მასწავლებლებად, დამცველებად, ამიტომ ხალხში პატივისცემით სარგებლობდნენ.
-------------------- ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალეე მე...
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეშეგვიწყალენ ჩვენ... |
marine |
May 7 2016, 12:16 PM
პოსტი
#23
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვიცით, ფარისევლებისთვის იყო დამახასიათებელი სჯულის გარეგნული ნიშნით აღსრულება, მაცხოვარი კი ასეთ ადამიანებს ეუბნება: "ბაგენი თქვენი მაქებენ და გულნი თქვენნი განშორებულ არიან ჩემგანო". მართალია, ფარისევლებმა სჯულიც და წერილიც ზეპირად იცოდნენ, მაგრამ ერთი მცნებაც არ ჰქონდათ გათავისებული, მათთვისაც დამახასიათებელი იყო შუბლსაკრავი, რომელზეც წმინდა წერილის სიტყვები იყო დაწერილი, მაჯაზე კი ქისა ჰქონდათ ჩამოკიდებული და რაც უფრო სავსე და გაბერილი იყო ეს ქისა, ნიშნავდა, რომ ეს ადამიანი მეტი საღვთო მცნებებით იყო დატვირთული. მასში საღვთო მცნებების მცირე გრაგნილი ედოთ. რაც უფრო დიდი იყო ქისა, მეც ყურადღებას იქცევდნენ. და კიდევ ერთი: ძველი ეპოქის ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთის მკვიდრთათვის, გარეგნულ იერს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სამოსის კიდე, ფოჩი, მათ მიწაზე დასთრევდათ და ამის სატარებლად სპეციალური მსახური სჭირდებოდათ. ეს სამოსი დღევანდელი გრძელკალთიანი სამღვდელო მანტიის მსგავსი იყო. ამ ქობას ისინი მიზანმიმართულად აქცევდნენ ყურადღებას, თითქოს ამით თავის შინაგან განბრძნობას გამორიცხავდნენ".
/დეკ. ლევან ფიროსმანაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 9 2016, 01:43 PM
პოსტი
#24
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - რამ გამოწვია სინედრიონის ასე ერთიანად გამიწიერება?
- ჯერ ერთი, ეს ადამიანები გამოსულები იყვნენ გამიწიერებული ხალხიდან. მათი გამიწიერების მიზეზი იყო ისიც, რომ ჰეროდემ მაცხოვრის შობის დროს, თოთხმეტი ათას ყრმასთან ერთად, მთელი იმდროინდელი სინედრიონიც ამოხოცა, შემდგომი სინედრიონის წევრები იყვნენ ჰეროდეს მიერ გამორჩეულნი და სულიერი კავშირი გაწყვეტილი ჰქონდათ ძველ სინედრიონთან. გაწყდა იქ დამკვიდრებული საღვთო მადლი, რომელიც ძველი სინედრიონის თაობიდან თაობაში უწყვეტ ჯაჭვად გადადიოდა. ახალ, ჰეროდეს მიერ ხელდასხმულ სინედრიონში გამქრალი იყო სულიწმინდის მადლი. რათქმაუნდა, ახალშიც იყო თითო ოროლა ჭეშმარიტად ღვთისმოსავი ადამიანი, თუნდ გამალიელი, ნიკოდიმოსი... რომლებიც ყველაფერს სულიერად აღიქვამდნენ, სულიერად საზღვრავდნენ. ახალი სინედრიონი იყო არა ღვთისგან, არამედ კაცისგან - მათ მხოლოდ მიწიერი, მატერიალური ინსტიქტები ამოძრავებდათ, ამიტომაც უპირისპირდებოდნენ მაცხოვარს, ვერ შეიცნეს იესოში აღთქმული მხსნელი და საბოლოოდ მოახერხეს კიდეც მისი ჯვარცმა". /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 14 2016, 03:27 PM
პოსტი
#25
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ფარისევლებს ჰქონდათ ამგვარი მოსასხამი - როდესაც რაიმე სულიერ წარმატებას მიაღწევდნენ, ზედ დამატებით ძაფებს უკეთებდნენ. ამით ადამიანებს შეახსენებდნენ - სულიერად წარმატებული ვარო".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 7 2017, 10:17 PM
პოსტი
#26
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნაცვლად ლოცვისა, წინ დადგა და დაიწყო თავის გულში თავისი თავის ქება"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 8 2021, 02:01 PM
პოსტი
#27
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სადილობის წინ ისინი [ფარისევლები] არა მარტო ხელებს, არამედ რეცხავდნენ მაგიდებსა და სკამებს, რომლებზეც ისხდნენ, ასევე ქოთნებსა და ჯამებს.მათი მტრები, სადუკევლები, იცინოდნენ და ამბობდნენ - ფარისევლები მალე მზესაც დაბანენო".
/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 29 2021, 07:43 PM
პოსტი
#28
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რიცხვ. 9.6-ის რჯულის თანახმად, იუდეველი არაწმინდა ხდებოდა მხოლოდ მკვდართან და ზოგიერთ სხვა ნივთთან შეხებისა, მაგრამ ფარისევლები ამპარტავნობის გამო ასეთ არაწმინდად თვლიდნენ ყველა წარმართს და მათ კუთვნილ ნივთებსაც კი; ამიტომ მოედნიდან დაბრუნებისას, სადაც ყოველთვის ბევრი წარმართი იყო, მათ ჩვეულებად ჰქონდათ, ხელები და მთელი სხეულიც კი დაებანათ (მრკ.7.3-4). ამ უსუსურმა ცრურწმენამ ებრაელ ხალხში ძალზე გაიდგა ფესვები, განსაკუთრებით მაკაბელთა დროიდან".
/მთავარეპისკოპოსი ინოკენტი ბორისოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 10 2021, 10:09 PM
პოსტი
#29
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ფარისევლები (კონსერვატორები) და სადუკევლები (თავისუფლად მოაზროვნე ლიბერალები) ერთმანეთს ემტერებოდნენ, მაგრამ უფლის წინააღმდეგ სრული ერთსულოვნებით გაერთიანდნენ".
/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 27 2023, 08:13 PM
პოსტი
#30
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იგივე სჯული თითოეულ იუდეველს ავალებდა, რომ თავისი შემოსავლის მეათედი ტაძრისთვის შეეწირა, - ტაძრის მღვდელთა და ლევიანელთა სარჩენად და გამოსაკვებად, - ან მიწის ნაყოფიდან, ან ფარეხიდან თუ სხვა. და იგი არათუ მხოლოდ მეათედს სწირავდა მიწისა თუ საქონლის შემოსავლიდან, არამედ თვით ცერეცოდან და პიტნაკიდანაც კი. ე.ი. იმ სანელებლებიდანაც კი, რომლებიც თავისთავად ძალზე ცოტა ითესებოდა, თან რამდენი და როგორი პედანტური აწონ-დაწონა სჭირდებოდა, მეათედის გამოსაანგარიშებლად. სწორედ ამან, რომ ფორმალურად მართალი იყო, სხვებზე თავგამოდებული და მოშურნე იუდეველი, მას შთაბეჭდილება შეუქმნა იმისა, რომ ყველაზე ამაღლებული და წმინდაა. მაგრამ ამგვარ ამაღლებაში, საკუთარი გამოცდილებიდანაც ვიცით, როგორი დაცემები და დამდაბლებანია"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 27 2023, 08:32 PM
პოსტი
#31
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ფარისეველს სამი ბოროტი თვისება გამოარჩევს: ამპარტავნება, მოყვასის შეურაცხყოფა და პირში მოფერება, ანუ მოტყუება"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 30 2023, 08:37 PM
პოსტი
#32
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იყვნენ "სისხლმდინარე" ფარისეველები, რომლებიც ღვთისა და ადამიანებისადმი ზედმეტი მოკრძალების გამო თვალდახუჭულნი, თვალმოჭუტულნი დადიოდნენ და ამის გამო ხან რას ეჯახებოდნენ, ხან - რას, შედეგად, ბუნებრივია ხშირად დასისხლიანებულები დადიოდნენ!
იყვნენ ისეთი ფარისევლებიც, რომლებიც იმავე მოტივით მარტო თვალების დახუჭვით არ კმაყოფილდებოდნენ, და თვალებზე კირს წაისვამდნენ ხოლმე. ყოფილან ე.წ. "მხტუნავი" ფარისევლები, რომლებიც - ხალხს უნდა ეფიქრა, - იმდენად თავმდაბალნი და კეთილკრძალულნი არიან, თავმდაბლობის დროს ფეხის მიწიდან მოცილებასაც კი ერიდებიანო და ამის გამო ისინიც "სისხლმდინარე" ფარისეველთა მსგავსად, ხშირად ან წაფორხილდებოდნენ, ან წაიქცეოდნენ ხოლმე" /აკაკი მინდიაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
შამხაზაი |
Jul 8 2023, 04:51 AM
პოსტი
#33
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 8-July 23 წევრი № 15,376 |
პრუშიმ - ფარისევლები, ქართულენოვან თარგმანში ცოდვას განრიდებულთ ნიშნავს. იყვნენ ლევიანნი მღვდლები, ქონდათ საკუთარი ფრაქცია სანჰედრინ-ში (სინედრიონი) საკუთარი ლიდერით წარმოდგენილი, ვინაიდან სამარიტელი მეფეები ხაშმონიანების დინასტიიდან ქოენ გადოლის -მღვდელმთავრის სტატუსს სადუკეველთა წარმომადგენლებზე ყიდიდნენ ფულის სანაცვლოდ, ფარისეველთა ფრაქცია მიიჩნეოდა მხოლოდ აჰარონის წესით დადგენილ ჭეშმარიტად ლევიტი მღვდლებისაგან შემდგარ სინედრიონად.
სოფერიმ - მწიგნობარნი იყვნენ ის ცადიკიმ (წმინდა ცხოვრების წესით მცხოვრები) მწერლები იუდას, ან ბენიამინის ტომიდან ვინც ზეპირ თორასთან, მიშნა მიდრაშებთან, გემარასთან და თალმუდებთან ერთად ფლობდნენ და იცავდნენ იუდაიზმის საიდუმლო ნაწილის "კაბალას" აღმწერ წიგნებსა და მათში გადმოცემულ საკრალურ ცოდნას. |
შამხაზაი |
Jul 8 2023, 05:36 AM
პოსტი
#34
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 8-July 23 წევრი № 15,376 |
მღვდელმა იკითხა ვინ იყვნენო, მრევლმა განკითხვა დაიწყო.
|
marine |
Feb 11 2024, 05:44 PM
პოსტი
#35
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ფარისევლები ისინი არიან, რომლებიც ატყუებენ სხვებს, რათა პატივისცემა მოიპოვონ მხოლოდ გარეგანი კეთილშობილებით, რასაც თან არ ახლავს ზრახვის სიწმინდე. ამგვარნი თითქოს უფლის სახელით აღასრულებენ ყოველს, თითქოს ღვთის წინაშე აკეთებენ სიკეთეს, სინამდვილეში კი მხოლოდ საკუთარი თავისთვის ზრუნავენ: ხშირად მიწიერი ზრახვებით შეპყრობილნი, ვითომდა კეთილი საქმეებით, ისინი კვებავენ საკუთარ ეგოიზმსა და პატივმოყვარეობას. "თავის წარმოსაჩენად" ფარისეველს ისეთი საქებარი და მაცხოვნებელი საქმეების აღსრულებაც კი შეუძლია, როგორიცაა მოწყალება, ლოცვა და მარხვა. შეიძლება ითქვას, ისინი დახელოვნებული მსახიობები არიან".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
შამხაზაი |
Feb 17 2024, 04:11 AM
პოსტი
#36
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 8-July 23 წევრი № 15,376 |
"ფარისევლები ისინი არიან, რომლებიც ატყუებენ სხვებს, რათა პატივისცემა მოიპოვონ მხოლოდ გარეგანი კეთილშობილებით, რასაც თან არ ახლავს ზრახვის სიწმინდე. ამგვარნი თითქოს უფლის სახელით აღასრულებენ ყოველს, თითქოს ღვთის წინაშე აკეთებენ სიკეთეს, სინამდვილეში კი მხოლოდ საკუთარი თავისთვის ზრუნავენ: ხშირად მიწიერი ზრახვებით შეპყრობილნი, ვითომდა კეთილი საქმეებით, ისინი კვებავენ საკუთარ ეგოიზმსა და პატივმოყვარეობას. "თავის წარმოსაჩენად" ფარისეველს ისეთი საქებარი და მაცხოვნებელი საქმეების აღსრულებაც კი შეუძლია, როგორიცაა მოწყალება, ლოცვა და მარხვა. შეიძლება ითქვას, ისინი დახელოვნებული მსახიობები არიან". რატომ ბოდავთ გეთაყვა? |
marine |
Feb 17 2024, 10:28 AM
პოსტი
#37
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
რატომ ბოდავთ გეთაყვა? მეზვერისა და ფარისევლის იგავი წაიკითხეთ და უფრო ნათელი იქნება თქვენთვის ვინ იყვნენ ფარისევლები. რაც შეეხება ქალის სიტყვიერად შეურაცხყოფას, დარწმუნებული ვარ, თქვენი რელიგია არ გასწავლით. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 7 2024, 09:47 PM
პოსტი
#38
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ფარისევლობა ღმერთის მოტყუების მცდელობაა"
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 25 2024, 09:08 PM
პოსტი
#39
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფალი განსაკუთრებული მრისხანებით ფარისევლებს - ამ რელიგიურ არტისტებს ამხელდა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 8 2024, 10:58 AM
პოსტი
#40
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ადამისეული ცოდვის შეუგნებლობა იწვევს უბედურებას და ქრისტეანული თვალსაზრისით - დეგრადაციას. როგორც ერთი ღმრთისმეტყველი ამბობს: ადამიანი, რომელიც დაიწყებს ეკლესიურად ცხოვრებას, ის შეიძლება უარესი გახდეს ვიდრე ადრე იყო. რატომ? იმიტომ, რომ ის შეიძლება ფარისეველი გახდეს და ფარისევლბოაზე საშინელება ამ ქვეყნად არაფერია"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი