IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 5 6 7  
Reply to this topicStart new topic
> იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება და ქართული ენა., მეორედ მოსვლა და ქართული ენა, იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება სრულდებ
marine
პოსტი Dec 4 2017, 12:21 PM
პოსტი #121


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,150
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართულის უნიკლურობა იმაში მდგომარეობას, რომ მას, სხვა ენათა მსგავსად, არ გააჩნია მამრობითი, მდედრობითი და საშუალო სქესი. ვწერთ ისე, როგორც ვმეტყველებთ. არ ვხმარობთ დიდ ასოებს და კითხვა "ვინ" დაესმის მხოლოდ ადამიანს.

თუკი ძველბერძნული და ლათინური მკვდარი ენებია, და დღეს ამ ენაზე ნათქვამს ვერც ბერძენი გაიგებს და ვერც იტალიელი, თუ ღრაბანის [ძველი სოხური ენა] ენა აღარ ესმის თანამედროვე სომეხს, ჩვენი ენა იმითაა ღირებული და გამორჩეული, რომ v საუკუნეში დაწერილ "შუშანიკის წამებას" XXI საუკუნეშიც უპრობელმოდ ვკითხულობთ და მშვენივრად ესმით მისი შინაარსი სკოლის მოსწავლეებსაც კი".

/"ქაროზი" N75, 2017, გვ.6/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 6 2017, 08:46 PM
პოსტი #122


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,150
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XX საუკუნეში, ქართული ენა კვლავ დადგა საფრთხის წინაშე. საბჭოთა მთავრობას სურდა ყველა რესპუბლიკაში სახელმწიფო ენა რუსული ყოფილიყო. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მწერალმა ნოდარ დუმბაძემ მოსწრებულად თქვა: "აწი, ძამა, ქართულ ენას ერთმანეთს თუ გამოვუყოფთ, თვარა სხვა არაფერში გამოგადგებაო".

/"ქაროზი" N75, 2017, გვ.6/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 31 2017, 09:19 PM
პოსტი #123


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,150
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"24 წლის ვიყავი, როცა ახმედ მელაშვილმა თურქეთში ჟურნალი შემოიტანა, სადაც დაბეჭდილი იყო ქართული ანბანი, აქედან გავიკვეთე ქართული ".

/ისა ალთუნი (სოსო წითლაძე)
"კარიბჭე" N26, 2017, გვ.12/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 18 2018, 09:09 PM
პოსტი #124


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,150
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სტელები

"1985 წლის ლაზარეს შაბათს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრავალი საუკუნის შემდეგ, პირველად იზეიმა ქართული ენის დღესასწაული - "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი".

1984 წლის მიწურულს, არაგვის მარცხენა შენაკადის ნოკორნის ხევის სათავესთან, ტყით დაბურულ მთაზე, სოფელ დავათის ღვთისმშობლის სახატო ნაგებობათა ნანგრევეში, ეკლესიის კედელში ჩატანებული სტელები აღმოაჩინეს.

ერთ სტელაზე მთავარანგელოზებს ხელთ თევზი უპყრიათ (თევზი მაცხოვრის ძველქრისტიანული სიმბოლოა), რომლის ტანზეც, თითქოს ქერცლიაო, შვიდ მწკრივადაა გამოყვანილი დაქარაგმებული ქართული ასომთავრული ანბანი. თევზი თავით ქვემოთ არის მიმართული, რაც სიმბოლურად უფლის მეორე მოსვლაზე მიანიშნებს.

მეცნიერთა ნაწილმა დავათის სტელა და ღირსი მამის, იოანე-ზოსიმესეული საგალობელი "ქებაი და დიდებაი" ერთმანეთს დაუკავშირა და არცთუ უსაფუძვლოდ - მათი აზრით, ისინი ერთსა და იმავე პერიოდში - IV საუკუნის II ნახევარშია შექმნილი.

ზოგი მათსავე რკალს მიაკუთვნებს VI საუკუნის ბრდაძორის სტელას, სადაც მთავარანგელოზებთან ერთად მკვდრეთით აღმდგარი ლაზარეცაა გამოსახული. აქ მთავარანგელოზი მიქაელი სამყაროს უფლის მეორედ მოსვლას საყვირით ამცნობს".

/"თქვენი" N31, 1 ნოემბერი - 10 ნოემბერი, გვ. 204/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 14 2018, 09:49 PM
პოსტი #125


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,150
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
ენავ - წყაროო ლიკლიკაო,
ენავ ქართულო,
ჩუქურთმასავით ჩახვეულო
და ჩახლართულო,
კეთილხმოვანო, მოგალობევ -
ღმერთების ხმაზე,
ამოტვიფრულო - გულზე,
სულზე, ხეზე და ქვაზე!
აღმატებულად მშვენიერი
შენ ხარ საუნჯე,
ხან იადონის ხმით გვამღერებ,
ხანაც გვამუნჯებ.
ასე მდიდარი, ასე ლაღი,
ლამაზი ასე,
მაბედნიერებ, მაამაყებ,
წყალობით მავსებ!

/მარიამ კოზმანიშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 14 2018, 07:49 PM
პოსტი #126


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,150
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



-----
"ქართული ენა მსოფლიო საოცრებაა! ის არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გადმოსული, სულიერი მუსიკა!"

"ვინ წარმოშვა ქართული ენა? ქართველმა ერმა წარმოშვა ქართული ენა, თუ ქართულმა ენამ წარმოშვა ქართველი ერი? ღვთის კურთხევით მათი შობა ერთად მოხდა. წარმოიშვა ქართული ენა და წარმოიშვა ქართული ერი".

/უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე
"კარიბჭე" N4, 2018, გვ.20-21/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2018, 02:43 PM
პოსტი #127


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,150
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ბრძანებს, რომ ქართული ენა ღვთივბოძებული საგანძურია, მას სასოებით დაცვა და მოვლა-პატრონობა სჭირდება, რადგან იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი. როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ფასდაუდებელი საუნჯე - ქართული ენა?

- ქართული ენის მცველი და ბურჯი ყოველთვის იყო და იქნება ეკლესია. პატრიარქი ხშირად ბრძანებს, რომ დღეს წმინდა ეკლესია ერთადერთი სავანეა, სადაც მოკრძალებით შეფარებულია და ყოველდღიურად იკითხება ძველქართული დამწერლობა, რადგან ყველა საეკლესიო წიგნი ხუცურადაა დაბეჭდილი!

მართლაც, რამხელა მადლია, ძველი ქართულით რომ ვკითხულობთ სახარებას და რაოდენ მრავლისმეტყველი. ჩვენი ვალია, ძველი, მადლიანი ქართული ენა დავიცვათ. დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ეკლესიური ენა თანამედროვე ადამიანს არ ესმის. მაგრამ განა ეკლესიის წიაღმა არ შეინახა ენაც და მამულიც?!

ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რომ მრავალი ერი და ტომი გადაშენდა, რადგან მათ თავიანთი წარსული, ტრადიციები დაივიწყეს და აქედან გამომდინარე, მათი ცხოვრება სათნო არ იყო უფლის წინაშე. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა შევეცადოთ, რომ ღვთისთვის სათნო ცხოვრებით ვიცხოვროთ და რაც გვიბოძა უფალმა, ის დავიცვათ და მომავალ თაობას შეუბღალავად გადავცეთ.

ღვთის უდიდესი წყალობაა, რომ დღეს ჩვენ ქართულად ვმეტყველებთ. ამას უნდა მოვუფრთხილდეთ. მაგრამ პატრიარქი როგორც ბრძანებს: "ამ დიდი საგანძურის მოსაფრთხილებლად და დასაცავად საჭიროა ჩვენც ვანათებდეთ და ვათბობდეთ". ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ და ვისურვოთ, რათა "ივერი აღსდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის, წმიდით საყდარით, ენით მდიდარით, სწავლისა შუქით განათებული!" (გრ. ორბელიანი).

/დეკ. გიორგი რაზმაძე
"კარიბჭე" N7, 2011, გვ.15/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 29 2018, 07:58 PM
პოსტი #128


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,150
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მრავალი ლამაზი ქვეყანა არსებობს, მრავალი ლამაზი ენა, მაგრამ მხოლოდ ქართველმა თქვა - "როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა". რადგან უფლის მიერ მოგვეცა სამშობლო, ღვთის სიყვარული სამშობლოს სიყვარულში გამოიხატება... ან ვინ თქვა, გარდა ქართველისა, რომ მშობელ ენას "სახარებასა შინა ლაზარე ჰქვიან"?

/არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე)
"კარიბჭე" N5, 2010, გვ.56/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2018, 12:38 PM
პოსტი #129


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,150
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



- რაც დღეს მასობრივად ხდება მასმედიასა და ზეპირ მეტყველებაში, ამას ენის განვითარებას ვეღარ ვუწოდებთ. ბარბარიზმებისა და ჟარგონების შემოჭრასთან ერთად განსაკუთრებით მოზღვავდა ტექნიკური ტერმინოლოგია. რამდენად უქადის ეს საფრთხეს ჩვენი ენის გაღარიბებას და საერთოდ, როგორ ხდება ახალშემოსული ლექსიკური ერთეულების დაკანონება?

- საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური ვითარების გამო არასოდეს ყოფილა იზოლირებული დანარჩენი მსოფლიოსგან. არაერთი მოძალადე და დამპყრობი ახსოვს ქართველ ერს, მაგრამ ფაქტია, რომ იგი, როგორც ეთნოსი, თვითმყოფადობას მუდამ ინარჩუნებდა. ამიტომ ქართულ ენაში, ნებით თუ დაძალებით, დამკვიდრდა არაერთი უცხო სიტყვა. ამ სიტყვათაგან უმეტესი ნაწილი დროთა განმავლობაში ჩვენი ენის "ქურაში გადაიდნო" და მის ორგანულ ნაწილად იქცა.

ყოველთვის დგებოდა და ახლაც დგას საკითხი სხვა ენიდან სიტყვების სესხების მართლზომიერებისა და აუცილებლობის შესახებ. ცივილიზაციისა და კულტურის განვითარებას, როგორც წესი, მოჰყვება შესაბამისი ტერმინოლოგია; ასევე შემოდის ყოფოთი თუ სხვა სახის საგნები და მათი აღმნიშვნელი ახალი ტერმინები (მაგალითად, კომპიუტერი, ინტერნეტი...).

თუ მიმღებ ენაზე საკუთარი სიტყვა მოიძებნება, რომელსაც შეუძლია იტვირთოს ახალი საგნისა თუ მოვლენის აღნიშვნა, სრულიად გაუმართლებელია უცხო სიტყვის შემოტანა. ამ მხრივ, დღეს მართლაც რთულ ვითარებაში ვართ. წინათ ამას პატრონობდა "ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია", რომელიც წყვეტდა ამა თუ იმ ტერმინის შემოღებისა და დაკანონების საკითხს (სანამ ტერმინი ოფიციალურად არ დაკანონდებოდა, ის ბარბარიზმად მიიჩნეოდა).

კომისიაში მიწვეულნი იყვნენ ქართული სიტყვის რჩეული მსახურები: პოეტები, მწერლები, პედაგოგები. სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი კომისიის მუშაობის მიზანს ასევე შეადგენდა დაკვირვება თანამედროვე მწერლობის, მასმედიის ენაზე, საგანგებოდ ტარდებოდა ისტორიულ-შედარებითი კვლევა-ანალიზი, რაც, თავისთავად, იძლეოდა საინტერესო და სასარგებლო დასკვნების გამოტანის საშუალებას.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული ენის სიწმინდის დაცვა არ არის მხოლოდ ფილოლოგების საქმე. ქართული ენა უფალმა ღმერთმა ხომ ყველა ჩვენგანს - ქართველებს გვარგუნა და საპატრონებლად მოგვანდო. ჩვენი ენა და მეტყველება სიტყვების მექანიკური ერთობლიობა კი არ არის, არამედ იგი აზროვნებისა და განცდის გამოხატვის ფაქიზი საშუალებაა.

მშობლიური ენის დაცვით მაღლდება ადამიანის ღირსება და იხვეწება მთლიანად ერის სულიერება, კულტურა. ვფიქრობ, მშობლიური ენის მოვლისა და გაფრთხილებისათვის ისეთივე მზადყოფნა და ძალისხმევა გვმართებს, როგორიც საკუთარი სულის ცხონებისათვის. ჩვენს ღვთივგანბრძნობილ წინაპრებს ეს კარგად ესმოდათ.

ქართული ენის პატრონობის დიდებული მაგალითი მოგვცა ქართული სიტყვის დიდმა ქომაგმა - სულხან-საბა ორბელიანმა. მოდით, არ გავაწბილოთ ჩვენი ენა ქართულის ქომაგნი და არ დავუშვათ ქართული ენის "თვისთა ნებაზედ გარყვნა".

/დოდო (მარიამ) ღლონტი

"კარიბჭე" N7, 2010, გვ.55/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 5 6 7
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th November 2018 - 09:35 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი