IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წერილები
marine
პოსტი Jul 11 2007, 03:49 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ფორუმელებო, ამ თემაში განვათავსოთ ისტორიული შინაარსის წერილები და ვისაუბროთ მათ შესახებ.


ნაწყვეტი რუსუდან დედოფლის წერილიდან (1223) რომის პაპ ჰონორიუს III-სადმი:

"უწმინდესო პაპო... ალბათ, იკითხავთ ჩვენს მდგომარეობას, ვაუწყებთ შენს უწმინდესობას, რომ ძმა ჩემი - ქართველთა მეფე გარდაიცვალა და მისი სამეფო მე დამრჩა. ასე რომ, ვითხოვთ თქვენს კურთხევას ჩვენთვის და ყველა ჩვენი ქვეშევრდომი ქრისტიანისათვის.

დამიეტში მყოფი შენი ლეგატისაგან მივიღეთ შენი დიდებული რჩევა და ბრძანება, რათა ძმა ჩემი ქრისტიანების დასახმარებლად წასულიყო.

ეს თავად მისი სურვილიც იყო და წასასვლელადაც ემზადებოდა, მაგრამ თუ თქვენც გაიგეთ, ჩვენს ქვეყანას ბიწიერ თათართა ტომი შემოესია და მან დიდი ზარალი მიაყენა ჩვენს ხალხს.ექვსი ათასი კაცი ამოგვიწყვიტა.ჩვენ მათგან საფრთხეს არ ველოდით, რადგან ისინი ქრისტიანები გვეგონა.

მაგრამ როგორც კი მივხვდით, რომ ისინი კეთილი ქრისტიანები არ იყვნენ, მაშინვე შეერთებული ძალებით შევუტიერთ მათ, ოცდახუთი ათასი კაცი დაუხოცეთ, ბევრი ხელთ ვიგდეთ, დანარჩენი გავდევნეთ ჩვენი მიწებიდან.
ამის გამო დავრჩით და ლეგატის მითითებისამებრ ვერ წამოვედით. დიდად გავიხარეთ, როდესაც შევიტყვეთ, რომ შენი ბრძანებით იმპერატორს (იგულისხმება გერმანიის იმპერატორი - ავტ.) მართებს, წმინდა ადგილების დასახსნელად ახლა სირიაში გადავიდეს.

მოგვწერეთ ჩვენ, თუ როდის უნდა წავიდეს იმპერატორი და ჩვენც გავაგზავნით ჩვენს მხედართმთავარს, ივანეს (იგულისხმება ივანე მხარგრძელი - ავტ.) მთელი ჩვენი ჯარით ქრისტიანების დასახმარებლად, წმინდა საფლავის გასათავისუფლებლად.ჩამოვლენ იმ ადგილას, სადაც მას უბრძანებთ ჩასვლას."


ნაწყვეტი რომის პაპის ჰონორიურს III-ის საპასუხო წერილიდან რუსუდან დედოფლისადმი (1224 წლის 12 მაისი):

"...შენი ძმის - საქართველოს მეფის, გარდაცვალების გამო, ნათელი ხსოვნა მას. მამობრივი გულისტკივილით ვიზიარებთ შენს მწუხარებას.მაგრამ მაინც გვიხარია ის, რომ მისი სამეფო შენ მშვიდობიანად მიგიღია, როგორც ამას იმავე წერილით გვატყობინებ...თუმცა ჩვენ ხორციელად თქვენგან შროს ვიმყოფებით, მაგრამ სულიერად თქვენთან ვართ.

შენ და შენი სამეფოს სხვა ქრისტიანებს გულითადი თვალით გიყურებთ და გვიყვარხართ რწმენისათვის, რომელიც თქვენ უფალ იესო ქრისტესადმი გაქვთ.

მის მიმართ თქვენი რწმენა მით უფრო მისაღებია, რამდენადაც თქვენ ამ რწმენას იცავთ ურჯულო ხალხთა გარემოცვაში.

ამ ურჯულოთა შორის თქვენ ანათებთ, როგორც ლამპარი სიბნელეში და იტანჯებით ისე, როგორც შროშანი ეკლებში, რისთვისაც დაჯილდოვებული იქნებით, მიაღწევთ რა სასურველ მიზანს.ეს იქნება თქვენი სულების ხსნა...

იმპერატორს განზრახული აქვს მიიღოს მონაწილეობა ურწმუნოთა ხელიდან წმინდა მიწების განთავისუფლებაში...

ერთი წლის შემდეგ... მივუთითებთ შენს უბრწყინვალესობას და მოვუწოდებთ მას ფულის მიერ, რათა თანახმად შენი საქებარი დაპირებისა, ეცადო და ისე მოამზადო შენი ლაშქარი, რომ შეძლო შენი დიდებულებისათვის ღირსებული სამსახური გაუწიო უფალ იესო ქრისტეს."







--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 11 2007, 04:02 PM
პოსტი #2


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ძალიან საინტერესო წერილია smile.gif


გაიხარე მარი!

ციტატა
შენ და შენი სამეფოს სხვა ქრისტიანებს გულითადი თვალით გიყურებთ და გვიყვარხართ რწმენისათვის, რომელიც თქვენ უფალ იესო ქრისტესადმი გაქვთ.

მის მიმართ თქვენი რწმენა მით უფრო მისაღებია, რამდენადაც თქვენ ამ რწმენას იცავთ ურჯულო ხალხთა გარემოცვაში.

ამ ურჯულოთა შორის თქვენ ანათებთ, როგორც ლამპარი სიბნელეში და იტანჯებით ისე, როგორც შროშანი ეკლებში, რისთვისაც დაჯილდოვებული იქნებით, მიაღწევთ რა სასურველ მიზანს.ეს იქნება თქვენი სულების ხსნა...



კარგი სიტყვებია smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jul 11 2007, 04:25 PM
პოსტი #3


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ციტატა
ჩვენ მათგან საფრთხეს არ ველოდით, რადგან ისინი ქრისტიანები გვეგონა

ვერ ყოფილა ჩვენი ქვეყანა ლაშას დროს მთლად ძლიერი. ინფორმაციები არ გვქონია საკმარისი მტერზე. ისე რომ ამბობს რუსუდანი 25 ათასი მოვუკალითო, რაში დაჭირდა ნეტა ტყუილი? ალბათ ისევ მუსლიმანებზე ეჭორათ თვალი და ახალ მტერზე სულაც არ ფიქრობდნენ და ეგონათ აღარ მოვიდოდა სხვა მოწინააღმდეგე.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 12 2007, 10:31 AM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ნათია @ Jul 11 2007, 04:02 PM) *

ძალიან საინტერესო წერილია smile.gif
გაიხარე მარი!
კარგი სიტყვებია smile.gif


ღმერთმა გაგახაროს, ნათი a025.gif

პაპის სიტყვები მართლაც რომ ლამაზია, მაგრამ 1235 წელს როცა მონღოლები მეორედ შემოიჭრნენ საქართველოში, რომის პაპმა მეფე რუსუდანს ყოველგვარ დახმარებაზე უარი შემოუთვალა და რუსუდანი იძულებული გახდა მონღოლებთან დაზავება გადაეწყვიტა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 13 2007, 01:52 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ნაწყვეტი ალექსანდრე I-ის 1440 წლის სიგელიდან:

"და ჩუენისა მეფობისა დაჭირვადმდე მუდამი ტყუენვა და რბევა იყო საქართველოსა. და მოოხრდა და იავარ-იქმნა და ყოვლადვე ძალი და ნუგეშინისცემა არსით ეპოებოდა და თქუენ მიერითა შეწევნითა და წინამძღოლობითა ჯუარისა პატიოსნისათა ვიწყე ბრძოლად უსჯულოთა და განვსხენ ზღვართაგან ჩუენთა და ქრისტიანენი ფრიადს მშუიდობასა და მყუდროებასა მიეცნეს.

და ვითარ ჩუენგან სათანადო იყო, ეგრეთ ვინებე და ვიგულისმოდგინე ყოველთავე საქართველოსა ციხეთა და საყდართა აღშენებად. მას ჟამსა შემოსავალი ჩუენისა სახლისა არსით რა იყო და ამად საქართველოს კუამლსა ზედან ორმოცი თეთრი მალად განვაჩინე და ასოცდარვად ქორონიკონამდე (1440 წლამდე - ავტ.), რაოდენნი საქართველოს ციხენი, საყდარნი და მონასტერნი არიან, ყოველნივე სრულიად ახლად აღვაშენენ და შევამკენ და აწ, ჩუენსავე ჟამსა შიგან, ამოგვიკუეთია."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Jul 13 2007, 03:09 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



marine
მარი გაიხარე საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდე. smile.gif


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 13 2007, 03:13 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(შოთა @ Jul 13 2007, 03:09 PM) *

marine
მარი გაიხარე საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდე. smile.gif


გაგახაროს ღმერთმა, შოთა a025.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Jul 13 2007, 03:19 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



ციტატა
"და ჩუენისა მეფობისა დაჭირვადმდე მუდამი ტყუენვა და რბევა იყო საქართველოსა. და მოოხრდა და იავარ-იქმნა და ყოვლადვე ძალი და ნუგეშინისცემა არსით ეპოებოდა და თქუენ მიერითა შეწევნითა და წინამძღოლობითა ჯუარისა პატიოსნისათა ვიწყე ბრძოლად უსჯულოთა და განვსხენ ზღვართაგან ჩუენთა და ქრისტიანენი ფრიადს მშუიდობასა და მყუდროებასა მიეცნეს.



ისე რა არის არა გარადა ერთი ორი საუკუნისა საქართველოს ისტორია სულ ტანჯვა და ომებია რა, დღემდე ქვეან არ გამთლიანებულა. sad.gif


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 13 2007, 03:42 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



1412 წელს გამეფდა კონსტანტინეს ძე ალექსანდრე I, რომელსაც მემკვიდრეობით აოხრებული და განადგურებული სამეფო ერგო.

ცალკეული მთავრები და დიდებულები მეფეს არ ემორჩილებოდნენ. ზოგიერთი მათგანი იმასაც კი ცდილობდა, რომ თავისი საგამგებლო დედაეკლესიისაგან მოეწყვიტა და ამით განემტკიცებინა "დამოუკიდებლობა".

განდგომილებისაკენ სწრაფვა განსაკუთრებით ჯაყელების მხრიდან იგრძნობოდა. ალექსანდრე I-მა გაილაშქრა ივანე ათაბაგის (ჯაყელების საგვარეულო წარმომადგენლები მემკვიდრეობით ატარებდნენ ათაბაგის ტიტულს) წინააღმდეგ.

მეფემ დაამარცხა ათაბაგი და კვლავ დაიმორჩილა სამცხე. ივანე ათაბაგის წაქეზებით აწყურის ეპისკოპოსმა (იგი ყველაზე დიდი პატივით სარგებლობდა სამხრეთ საქართველოში) შეწყვიტა ლოცვებში მცხეთის პატრიარქის მოხსენიება.

ალექსანდრე I-ის ენერგიულმა ღონისძიებამ - ივანე ათაბაგის შეპყრობამ - აღადგინა ეკლესიის ერთიანობა. სამცხის ათაბაგები შემდგომშიც არ წყვეტდნენ მცდელობას, ცალკე გამოეყოთ სამცხის ეკლესია.

XV საუკუნის 50-იან წლებში კათილიკოსი დავით IV იძულებული გახდა სამცხეში გადასულიყო და განმდგარი მღვდელმთავრები ეკლესიიდან განეკვეთა. ამის შემდეგ მათ დანაშაული მოინანიეს და ერთგულების პირობა დადეს.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე I-ის დროს მოეწყო პირველი ელჩობა ევროპაში. 1438-1439 წლებში იტალიაში, ქალაქებში ფერარასა და ფლორენციაში, ჩატარდა საეკლესიო კრება. მასში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხელმძღვნელებმა და წარმომადგენლებმა. კრების მიზანი იყო ეკლესიათა გაერთიანება რომის პაპის მეთაურობით. კრებას ესწრებოდნენ ქართველი ელჩებიც. მათ თავიდანმვე უარი განაცხადეს ეკლესიების ამ სახით გაერთიანებაზე და ცხადია, არც ხელი მოაწერეს კრების დადგენილებას.

http://church.ge/index.php?showtopic=1026



ციტატა(შოთა @ Jul 13 2007, 03:19 PM) *

ისე რა არის არა გარადა ერთი ორი საუკუნისა საქართველოს ისტორია სულ ტანჯვა და ომებია რა, დღემდე ქვეან არ გამთლიანებულა. sad.gif


სამწუხარო რეალობა ესაა, შოთა.. sad.gif

ალბათ, სანამ ყველა ქართველი უფლისკენ არ მობრუნდება, ასე დანაწევრებულ საქართველოში ვიცხოვებთ..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2007, 12:14 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



რომის პაპის ელჩი პლანო კარპინი დავით რუსუდანის ძისა და დავით გიორგის ძის ყარაყორუმში ყოფნის შესახებ (1246 წელი):

"თუ იმ ხელმწიფეებს, რომელნიც მათ (ე.ი. მონღოლებს) დაემორჩილნენ, რაიმე სადავო შემთხვევა წარმოეშვათ, ისინი მის გასარჩევად თათრების იმპერატორთან უნდა გაემგზავრონ, როგორც ეს გეორგიის მეფის ორი ვაჟს მოუხდა.

ერთი მათგანი კანონიერი იყო, სახელად მელიქი, ხოლო მეორე - დავითი - გაჩნდა როგორც მრუშობის ნაყოფი.

ამ უკანონო ვაჟს მამამისმა თავისი სამფლობელოს ერთი ნაწილი დაუტოვა.

მეორე, როემლიც უფრო ახალგაზრდა იყო, თავისი დედითურთ წავიდა თათრების იმპერატორთან, სადაც გაემგზავრა აგრეთვე დავითიც.

მელიქის დედა, საქართველოს დედოფალი, რომელთანაც შეუღლების ძალით მისი ქმარი ამ სამეფოს ფლობდა, ვინაიდან იქ ქალები მფლობელობენ, გზაში გარდაიცვალა.

მათ კი მისვლის შემდეგ, მრავალი საჩუქარი დაარიგეს. განსაკუთრებით ბევრი საბოძვარი გასცა კანონიერმა ვაჟმა, რომელიც ითხოვდა, რომ მისთვის დაებრუნებინათ მამის მიერ დავითისათვის დატოვებული მამული, ვინაიდან მისი სიტყვებით, ის მრუშობის ნაყოფი იყო და არ შეეძლო მისი ფლობა.

დავითი კი პასუხობდა, თუმცა მე ხასის შვილი ვარ, მაგრამ სამართალს ვთხოულობ თათრების კანონის მიხედვით, რომელიც არავითარ განსხვავებას არ ხედავს კანონიერი ცოლისა და მხევლის მიერ დაბადებულ ვაჟებს შორის.

ამიტომ ეს საქმე კანონიერი ვაჟის წინააღმდეგ გადაწყდა. ის დავითს დაუმორჩილეს, როგორც უფროსს, რომელსაც უბრძანეს წყნარად და მშვოდობიანად დაუფლებოდა მამის მიერ დატოვებულ სამკვიდროს.

ამგვარად, მელიქმა დარიგებული საჩუქრები დაჰკარგა და თავისი ძმის დავითის წინააღმდეგ წარმართული სადავო საქმე წააგო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 31 2007, 12:25 PM
პოსტი #11


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



მარინე, ერთი კოცნა ჩემგანაც 2kiss.gif
ახლახან დამაინტერესა ალექსანდრე I სიგელებმა და როგორც ყოველთვის შენთან თუ ვიპოვიდი smile.gif
გაიხარე, მარინე smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2007, 12:53 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ketino @ Jul 31 2007, 12:25 PM) *

მარინე, ერთი კოცნა ჩემგანაც 2kiss.gif
ახლახან დამაინტერესა ალექსანდრე I სიგელებმა და როგორც ყოველთვის შენთან თუ ვიპოვიდი smile.gif
გაიხარე, მარინე smile.gif


გაგახაროს უფალმა.. a025.gif a025.gif


საფრანგეთის მეფის ლუი IX-ის ელჩის გიიომ რუბრუკვისი შანშე ზაქარიას ძე მხარგძელთან სტუმრობის შესახებ:

"ოთხი დღის შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ საჰენზას (ასე უწოდებს რუბრუკვისი შანშეს - ავტ.) ქვეყანას. ეს საჰენზა წინათ მეტად ძლიერი ქართველი ყოფილა, მაგრამ დღეს ხარკს აძლევს თათრებს, რომელთაც ყველა მისი ციხესიმაგრე გაუნადგურებიათ. მე ვისადილე საჰენზასთან და როგორც მან, ისე მისმა მეუღლემ და მისმა ვაჟმა ზაქარიამ დიდი თავაზიანობა გამოიჩინეს ჩემს მიმართ.

ზაქარია ლამაზი და ჩინებული ჭაბუკია. მან მთხოვა, რომ თუ ის თქვენთან (ლუი IX-თან - ავტ.) მივიდოდა, მე რეკომენდაცია გამეწია მისთვის, რათა ის თქვენს სამსახურში მიგეღოთ.

ეს ყმაწვილი ისე იტანჯება თათრების ბატონობის გამო, რომ თუმცა ყოველივე უხვად აქვს, ურჩევნია უცხო ქვეყანაში იხეტიალოს, ვიდრე ქედი მოიდრიკოს მათი უღლის ქვეშ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jun 23 2009, 03:48 PM
პოსტი #13


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



აწ განსვენებული გურამ შარაძის წიგნში "ამერიკელი ქართველები თვალის ერთი გადავლებით", გამოქვეყნებულია ჩვენი მამულიშვილების წერილები, რომლებიც ემიგრაციაში იყვნენ პირველი რესპუბლიკის დამხობის შემდეგ. ქვემოთ მოყვანილი წერილი ეკუთვნის ექვთიმე თაყაიშვილს (წმ. ექვთიმე ღვთისკაცი), რომელიც მიმართულია ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის გრიგოლ დიასამიძისადმი. წერილში ჩანს ტკივლი, გამოწვეული სამშობლოდან შორს მყოფობით, სიყვარული და იმედი მომავლისა.



26. XII. 1933

ძვირფასო გრიგოლ!

მადლობა ღმერთს, რომ ვეღირსე შენს წერილს! ამდენი ხნის სიჩუმე თუ დავიწყებას არა, არც გახსენებას გულისხმობს, მერმე ჩემს უბედურ მდგომარეობაში მას შემდეგ რაც ნინო (პოლტორაცკაია, ექ. თაყაიშვილის მეუღლე გ.შ.) დავკარგე! მაგრამ რა გაეწყობა, ამ სავალალო დროში ცოცხალი რომ ვართ ჯერ კიდევ, ისიც ნუგეშად უნდა მივიღოთ! რა თქმა უნდა, ჩვენი სამშობლო ცეცხლში იწვის, მაგრამ გადიტანს, მტკიცედ მწამს, როგორც არა ერთხელ გადუტანია განსაცდელი, კიდევ წარმოშობს, როგორც მრავალჯერ წარმოუშვია შესაფერ გმირებს, ღირსეულ შვილებს, რომელნიც მას მოუვლიან.
ჩვენ ვერ გამოვდექით ღირსეულ შვილებათ, ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნოების შემდეგ განმეორდეს. არც სამშობლოშჳ ვვარგოდით და ემიგრაციაში ხომ სულ დავიქსაქსეთ, ჯგუფები ერთმანეთს ჩასდგენიან კრიჭაში, მტრებს კი არ ებრძვიან, ერთმანეთის მოსპობა დაუსახვან თავის მიზნათ. ყველა ერთმანეთოს ლანძღვაში და გაქირდვაშჳ არის ჩაბმული. ყველა ერთმანეთს აკრიტიკებს და თავისთავად არც ერთი არ ვარგა. იმ ქაოსში, რომელშიაც ეხლა მსოფლიო იმყოფება, ყველა ქართველი რომ ერთსულოვნად ვიყვეთ, მაშინაც ძნელია დიდი შედეგების მიღწევა, თორემ ასეთ დაქსაქსულობაში რაღა სახეიროს უნდა მოველოდეთ?! რაღას უნდა მოველოდეთ იმ პირთა და ჯგუფებიდან, რომელთაც თავიანთ თავი უაღრეს პატრიოტებათ მოაქვთ და ჩვენი პარიზის ლეგაციის დახურვას, - ამ ერთად ერთ სიმბოლოს და ფაქტიურ დასაყრდნობს თავისუფლებისას, - ტაშისცემით ეგებებიან და დიდ დადებით ფაქტორად აღიარებენ საქართველოსათვის! ამ მდგომარეობაში ჩვენი მოვალეობაა ემიგრაციის ახალ თაობას მოვუაროთ, ის დავაყენოთ ჭეშმარიტ გზაზე, გამოვზარდოთ რამოდენიმე პირი მიანც, მივსცეთ მათ შესაფერი მომზადება, რომ საქმის გაკეთება შეეძლოთ და ღირსეული წარმომადგენელნი გახდნენ ერისა და მათი ბედის ხელმძღვანელნი. არც ერთ დარგში ჩვენ აქ მომზადებული კაცი არა გვყავს. ჩემი ცთა ყოველთვის ასეთი ახალგაზრდების მომზადება იყო. იქ საქართველოში მიზნათ გვქონდა ახალგაზრდობა გარუსებისაგან დაგვეცო, პატრიოტულად, ქართველად გაგვეწაფა. ამას რამოდენიმეთ მივაღწიეთ, შემთხვევითი არ არის თუ გაიხსენებ, რომ ყველა გამათავისუფლებელი კომიტეტის წევრები ჩვენი სააზნაურო სკოლის შეგიერდები იყვნენ, მაგრამ ეს საკმაო არ იყო. პოლიტიკურად დიდი მომზადებული და გამოჩენილი პირები ვერ შევქმენით, უსახსრობის და სხვა მიზეზების გამო. ეს ნაკლი უნდა გამოსწორდეს, აქ უნდა თავი მოვუყაროთ და გზა მივსცეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, მტკიცე ხასიათის პატრონთ, და ყოველ დარგში ვიყოლიოთ საკმაო უაღრესად მომზადებული პირები. ამიტომ მე სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა ალექსი მდივანის მოწვევით მისგან დაარსებულს სასტიპენდიო კომიტეტში და თუ ეს საქმე მან შესძლო და ჯეროვანად დააყენა, დიდი საქმე იქნება. კომიტეტს უკვე ჰქონდა სხდომა და 72 თხოვნაში ამოარჩია კანდიდატები, რომელნიც შეეფერებოდნენ რეგლამენტს თვით მდივნის დასწრებით და მონაწილეობით სემოშავებულს, ესე იგი წესდებას, და წარუდგინა მას ამერიკაში მისი თხოვნის მიერ. სიაში სულ 28 კანდიდატია, ამდენს, რასაკვირველია, სტიპენდიას ვერ მისცემს ჯერჯერობით მაინც, მაგრამ 15-საც რომ დაუნიშნოს, ესეც დიდ, დიდ საქმედ უნდა ჩაუთვალოთ. სტიპენდია ჯერხანად მარტო საფრანგეთის მოსწავლეთათვის არის დაწესებული და ამიტომ გერმანელი სტუდენტები სიაში ვერ მოექცნენ, მაგრამ ზოგიერთ პირთათვის, რომელთაც კურსი დაუმთავრებიათ და დოკტორატის თეზის დასაწერათ ანუ უკეთესთაგან დასაბეჭდათ თანხა არა აქვთ. ამათთვის ცალკე გამოვითხოვეთ საჭირო ფული, და დამაარსებელზეა დამოკიდებული იკისრებს თუ არა (ასეთები გერმანიიდან ოთხი კაცია: ჩხენკელი, გელაზანია, იმნაიშვილი და წულუკიძის მეუღლე). ამ რიგათ შენი კანდიდატი დიმიტრი კაკაბაძე ჯერჯერობით სიაში ვერ მოხდება და მომავალში, რა თქმა უნდა, ვიშვამდგომლებთ, საქმე სტიპენდიის დამაარსებელზე იქნება დამოკიდებული.
კარგი საქმე განგიზრახავს, - შეგროვება დიასამიძის გვარეულობის დოკუმენტებისა. ეს გვარი ხომ სამცხე - საათაბაგოდან არის მოსული. ხშირად იხსენიება ამ მხარის უკანასკნელ დრამაში, მე-XVI საუკ. ეგრეთწოდებულ მესხურ ხრონიკაში (გამოცემულია ჩემ მიერ სამს ისტორიულ ქრონიკაში ქართულად და რუსულად პოპეჩიტელის კრებულში: Сборник мат. По опис. Мест. Племен Кавказа, вып. XXVIII), ”ქართლის ცხოვრებაში”, მეორე ტომში, ”პარიზის ქრონიკაში”, ბროსეს გამოცემა (მაგრამ იქ მესხური დავითნის ქრონიკიდან არის შეტანილი), სიგელ-გუჯრებში და სხვა. რაც შეეხება მასალას, რომელნიც დეპუტუტთა საკრებულოდან არის გამოტანილი, ეს უნდა დაუბრუნდეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას, რომელსაც თავადაზნაურობამ გადასცა მთელი თავისი არქივი ჩემს დროს. ეს საზოგადოება ერთ-ერი საზოგადოება არის, რომელიც ახალ ხელისუფლებას არ მოუსპია, ივ. ჯავახიშვილია თავმჯდომარე და იქ ხშირად, როგორც ჩემს დროს, მოხსენებები იმართება. ერთი-ორი შრომა გამოსცეს კარგი და სხვა ვერა უსახსრობის გამო. მუზეუმი უნივერსიტეტიდან დიდ მუზეუმში გადიტანეს, მგონი არქივიც იქ ინახება, ან შეიძლება სპეციალურ არქივში მოათავსეს, ასეთიც არსებობს და რამოდენიმე გამოცემაც აქვს. მე აქ ვაგროვებ ხელნაწერებს სიგელ-გუჯრებს და ნივთებს მუზეუმისათვის, იქ საქმე ამ დარგში არ შეწყვეტილა, დიდი მუშაობა სწარმოობს ძველი პროფესორების და იმ ახალგაზრდათა დოცენტების მოღვაწეობით, რომელნიც ჩვენ დავსტოვეთ.
ამიტომ კარგი იქნება, თუ შენ ყველა დოკუმენტების პირებს გადიღებ შენთვის და დედნებს გამომიგზავნი, რომ აქ შეგროვილი (უცხოეთში) მასალა ერთად იყოს და მოხერხებულ დროს მივაწოდოთ ჩვენს მუზეუმს. ისე ნუ წარმოვიდგენთ, თითქოს საქართველო აღარ არსებობდეს. არა! საქართველო მაინც იქაა და მუშაობა არ შეწყვეტილა. თუ შეადარებ თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ გადაწერილს ლექსიკონს ნაბეჭდს და განსხვავებებს აღნიშნავ, კარგი საქმე იქნება. იქნებ ბედმა გაგვიღიმოს და აქ მოვახერხოთ ზოგიერთი დოკუმენტების დაბეჭდვა. მე აუარებელი მასალა მაქვს დასაბეჭდი აქაც, უმეტესი, რასაკვირველია, იქ დარჩა, და აგრეთვე ალბომები და იქნებ რამე მოვახერხო. ვგონებ, ეწყობა საქმე. დაპირება მაქვს და ვნახოთ, თუ მალე ბოლო არ მომეღო, იქნებ შევსძლო და ზოგი რამე გამოვსცე. ამის შესახებ სხვა დროს. დახმარებაზე მწერ მასალების და ცნობების მოწოდებით მაქედან და ამიტომ გავალებ: შემიტყო მაქ რომელ სამეცნიერო დაწესებულებაშია შეგროვილი ერმაკობის ფოტოგრაფიები სიძველენიდან, ზოგიერთი მაკლია და თუ გამოგზავნა არა, გადმოღება მაინც შესძლო იქნება, ნამეტნავათ შემიტყვე გელათის ხახულის ხატის და სხვა ნივთების ფოტოგრაფიები სად შეიძლება იყოს, და რა საკვირველია, სხვა ბევრიც, რაც მაქ მოიპოვება. ეს მეკელაინს ეცოდინება და შენ სია შეუდგინე თუ სად რა სურათები არის. აგრეთვე მაქ რომ გამოფენა იყო მოწყობილი გ. ჩუბინაშვილის მიერ და ჩემი ექსპედიციის (თორთუმ-ისპირში) მიერ გადაღებული გეგმები ეკლესიებისა, იქნებ ამ გეგმების ფოტოგრაფიული სურათებიმოიპოვება მაქ, ან სადმე გამოსცეს, ეს შემიტყვე და მაცნობე. მაკლია ოშკის ეკლესიის განაკვეთი, მეორე სართულის გეგმა და აღმოსავლეთის ფასადი. გ. ჩუბინაშვილს ვსთხოვე, მაგრამ ჯერ დამპირდა და შემდეგ მომატყუა. მაქ გამოვიდა რაიმე მისი შრომა? მე მწერდა მალე გამოვა ერთი ტომიო. მას აქეთ უკვე სამი წელიწადია. გაზეთის გამოცემას თავი დაანებე, სად შეგიძლია შენ ღატაკს ამის ფასი გაიღო, თუ რამე იშოვო თავს მოახმარე, იწამლე, მაქ კარგი მკურნალებია იმისი (შენ რომ ავადმყოფობას იწერები). მე ჯანზე დიდათ დასუსტებული ვარ, ვეღარც სიცივეს ვიტან და ვეღარც სიცხეს. ეხლა აქ სასტიკი ზამთარია, სამი კვირა ლოგინში ვიყავი, ეხლა უკეთ ვარ, მაგრამ სახლიდან ვერ გამოვდივარ, სახლშიც ცივა, მოწყობილი ვერ ვართ. ესაა, რომ პური არ გვაკლია ჯერჯერობით და ესეც ბედნიერებაა, შედარებით საქართველოს მდგომარეობასთან. ჩემი ძმა, ღენერალი, მწერს - შაქრით და თეთრი პურით ჩაის დალევა ჩვენთვის იდეალი არისო. იძულებული ვარ, ჩემი წვლილი ხან და ხან მას გაუყო და ეს მისთვის აღდგომის კვერცხია. ნინოს პორტრეტი დიდი არა მაქვს, აქ არ გადაუღია, ხოლო პასპორტებისათვის რომ კარტიჩკებს გვთხოვდნენ, ის მაქვს უკანასკნელი და იმას გამოგიგზავნით შენ და ლოლას. ნინოს შემდეგ სულ უპატრონოთ ვარ დარჩენილი და შენ წარმოიდგენ რა მდგომარეობა მექნება ამ მოხუცებულობაში მარტო ყოფით, მომლელი არა მყავს. აქ არ არიან ცუდი მეზობლები, მე ვერავის დავემდურები, მაგრამ ყველას თავის საქმე აქვს, ყველა დღიან-ღამიან მუშაობს. უამისოთ თავს ვერ ირჩენს, ზოგნი ავათმყოფები არიან, თავის მოვლაც უჭირთ და სხვას რა უნდა უშველონ, ყველა დიდათ შევიწროებულია მატერიალურად. ჩვენი საღსარი დღითიდღე კლებულობს; მე ვშჴნილობდი წინეთ სამუშაოს, კორრექტურას, ტექსტების გადაწერას, ლექსიკონისთვის მუშაობას და ეს მიწყობდა ხელს. ეხლა კრიზის გამო თითქმის ყველაფერი მომესპო, ხოლო ზოგჯერ იშვიათად ვშოვნილობ. ნინოს ძმა ცოცხალია, მაგრამ ახირებული კაცია, იშვიათათ მოდის ჩემთან, პარიზიდან დაძვრა ეზარება, ისე კარგათაა, ჯამაგირი აქვს და ასე თუ ისე გაჭირვებით ყოფნის. საქართველოდან მოგდის ამბავი? შენი ძმის ცოლი ზოგჯერ ღამბაშიძის ქალებს სწერს წერილს. ისინი შედარებით უკეთ უნდა იყვნენ მატერიალურად. მოკითხვა ლოლას და სხვებს ნაცნობებს და მეგობრებს. იყავით კარგათ, თავს მოუარეთ, გულს ნუ გაიტეხთ, არ არის უბედურება, რომელმაც არ გადაიაროს!

შენი ექ. თაყაიშვილი


P. S. ლადო (ახმეტელი, დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, გ. შ.) მომიკითხე, რასა იქს, როგორ არის, აქვს რაიმე სახსარი? დიდათ მინდოდა გერმანიის და ბერლინის ნახვა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იქნებ ვინმეს მაქ ქართული ბიბლია ჰქონდეს, ან მოსკოვის გამოცემა, ან მხედრული გამოცემა ტფილისისა, დიდათ ვსაჭიროებთ და აქ ვერ ვშოვნილობ, მეკელაინს რომელი გამოცემა აქვს?

ე. თ. ”




--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2014, 01:41 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აი, რას წერს ბეთანიის მონასტრის მომდევნო წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (მაისურაძე) თავის მოგონებებში:


"ისმინეთ აწ, თუ ვითარ იქნა ბეთანიის მონასტრის განახლება. იყო ბერი ვინმე და სახელი მისი სპირიდონ.

თვით სპირიდონ ბერი იყო ხონელი, გვარად კეთილაძე. მამასა ერქვა პეტრე, დედასა - მარინე.

ამ ბერმა სპირიდონმა მოისურვა ბეთანიის მონასტრის შეკეთება. სპირიდონ ბერი ბეთანიის მონასტერში ათას რვაას ოთხმოცდათოთხმეტში, მარტის თვეში მოვიდა.

გავიდა ხმა გარემოს, ბერი ვინმე მოსულა ბეთანიაში და ამბობს: უნდა განვაახლოვო.

თვითონ რითი უნდა განაახლოსო, ტანთ არ აცვია და ფეხთა, საჭმელი იმას არა აქვს და სასმელი, მოდიან სოფლელები, უყურებენ შორიდან.

გაუხდა ავად ცოლი ვანო აფციაურსა (ღვეველს), რომელიც მოვიდა და სთხოვა ბერს, რომ ელოცა იმ ვანო აფციაურის ცოლისათვის, რო მორჩენილიყო.

ულოცა და მორჩა. ამიერიდან მეტი მოწყალე იყო ვანო აფციაური ბეთანიის მონასტრისა. ბეთანიის მადლითა სხვანიც იკურნებოდნენ.

ესრეთ ღვთის შემწეობითა, ბეთანიის საქმემ წინ დაიწყო წასვლა".


/"საპატრიარქოს უწყებანი" N41, 2014/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 04:30 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი