IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> აფხაზეთის ისტორია, XVIII - XX სს
tamara
პოსტი Aug 30 2007, 03:22 PM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



მაშინ მე დავუმატებ, რომ გონიოს ადრე აფსაროსი ერქვა და მედეას ძმას კი აფსირტა (თუ არ მეშლება და მახსოვს ზუსტად სახელი)

მედეა ადიღეველი იყო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Aug 30 2007, 04:16 PM
პოსტი #42


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



..............


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 30 2007, 05:14 PM
პოსტი #43


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი

აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას 1200-წლოვანი ისტორია აქვს. საუკუნეთა მანძილზე აფხაზეთის ხალხი იბრძოდა თავისი დამოუკიდებლობისათვის

სსრ კავშირის დაშლის პროცესის დაწყებიდანვე აფხაზეთის ხალხმა გააძლიერა ბრძოლა გაუქმებული სახელმწიფოებრიობის აღსადგენად. 1990 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ "სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ" დეკლარაციის მიღება იქცა პირველ ნაბიჯად აღდგენის გზაზე. აფხაზეთისა და საქართველოს შორის სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი ურთიერთობის მოშლამ, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ იქნა ინიცირებული, ხოლო შემდგომში 1992-1993 წწ. აფხაზურ-ქართულმა ომმა აფხაზეთი მიიყვანეს დე-იურე და დე-ფაქტო დამოუკიდებლობამდე.

აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციამ, რომელიც მიღებულ იქნა აფხაზეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 1994 წლის 26 ნოემბერს, სამართლებრივად გააფორმა უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო - აფხაზეთის რესპუბლიკა (აფსნი).

1999 წლის 3 ოქტომბერს აფხაზეთის რესპუბლიკაში ჩატარდა რეფერენდუმი მოქალაქეების დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან დამოკიდებულების თაობაზე. რეფერენდუმის დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა 219,534 ხმის უფლების მქონე მოქალაქე, ანუ ამომრჩეველთა ომამდელი რიცხვის 58.5%. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში მყოფთა 87.6%, რამაც შეადგინა ამომრჩეველთა ომამდელი რიცხვის ნახევარზე მეტი. 97.7% მხარი დაუჭირა მოქმედი კონსტიტუციის დამტკიცებას.

აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციისა და "რეფერენდუმის შესახებ" კანონის თანახმად - ხალხის ხელისუფლება არის ხელისუფლების საფუძველი აფხაზეთის რესპუბლიკაში, ხალხი თავის მმართველობას ახორციელებს უშუალოდ - რეფერენდუმის ან წარმომადგენელთა გზით. ამრიგად, აფხაზეთის ხალხმა დაადასტურა თავისი მზაობა განაგრძოს სუვერენული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს - საერთაშორისო სამართლის სუბიექტის მშენებლობა და მიაღწიოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ მის აღიარებას.

ხალხის ნების გათვალისწინებით, ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ და ვაცხადებთ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.

ადამიანის უფლებათა დეკლარაციით, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების თაობაზე საერთაშორისო პაქტებით, სხვა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით განმტკიცებული უფლებანი და თავისუფლებანი წარმოადგენენ აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის უმთავრეს საფუძველს.

აფხაზეთის რესპუბლიკის მიზანია ჩამოაყალიბოს თავისი ურთიერთობა სხვა სახელწმიფოებთან თანასწორობის, მშვიდობიანობის, კეთილმეზობლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის, საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, სხვა სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის თაობაზე საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით.

გამომდინარე აქედან, მივმართავთ გაერო-ს, ეუთო-ს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს მოწოდებით ცნონ აფხაზეთის ხალხის მიერ ერთა თვითგამორკვევის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფო.



ვ. არძინბა
აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

ს. ჯინჯოლია
აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო კრების სპიკერი

აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო კრების წევრები


IPB-ს სურათი
აქტის ხელმომწერნი

მიაქციეთ ყურადღება, რომ აქტის ორიგინალი ტექსტი რუსულენოვანია wink.gif


რომ მოვიცლი, შევეხები აღნიშნულის სამართლებრივ ასპექტებს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 30 2007, 05:45 PM
პოსტი #44


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



აფხაზი ხალხის ყრილობაზე მიღებული დეკლარაცია

1917 წლის 8 ნოემბერი


რევოლუციამდე ხალხის თვითმოქმედება შეზღუდული იყო, ვინაიდან ყველაფერში `თვითმოქმედებდნენ~ მხოლოდ ძველი რეჟიმის მსახურები. რევოლუციამ ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ეროვნულ ჯგუფს მისცა თვითგამორკვევის და საკუთარი ინტერესების დაცვის უფლება და შესაძლებლობა.

ადმინისტრაციულ დაწესებულებათა მიღმა, ყველგან შეიქმნა პროფესიული კავშირები და პოლიტიკური ორგანიზაციები, როგორც მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოები და სხვ. _ ეს კავშირები და ორგანიზაციები, ხელს უწყობენ რა რევოლუციის მონაპოვართა განმტკიცებას, ამავე დროს იცავენ იმ კლასებისა და მასების უფლებებსა და ინტერესებს, რომლებსაც მეთაურობენ.

უდავოდ, ესაჭიროებოდა რა მეფის იმპერიალიზმის მიერ ჩაგრული ეროვნებების მხარდაჭერა რევოლუციამ წამოაყენა ერთა თვითგამორკვევის ლოზუნგი, რომელიც ხარბად აიტაცეს დაინტერესებულმა მასებმა და მრავალ ადგილას დაუყოვნებლივ დაიწყეს ცხოვრებაში დანერგვა (უკრაინა, ფინეთი).

აფხაზი ხალხი, ისევე, როგორც რუსეთის რესპუბლიკის სხვა ხალხები, რევოლუციაში ხედავს უპირველესად ყოვლისა ეროვნული თვითგამორკვევის თავისუფლებას.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აფხაზი ხალხის ყრილობა გადაჭრით აფიქსირებს, რომ აფხაზეთსაც, რომელიც ათასწლოვან ისტორიას ითვლის და გააჩნია უდიდესი თავისებურებანი თავისი ცხოვრების მოწყობაში, უნდა გააჩნდეს ისეთი ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც აფხაზი ხალხის გაერთიანებით, გამოხატავდა უმრავლესობის ნებას და მისი ინტერესების სადარაჯოზე იდგებოდა.

ასეთი ორგანიზაცია იქნება აფხაზთა სახალხო საბჭო.

აფხაზთა სახალხო საბჭო ამოცანა შემდეგში უნდა მდგომარეობდეს.

I. პირველ რიგში, რევოლუციის მონაპოვართა დაცვა და გამაგრება და მასების პოლიტიკური აღზრდა და ორგანიზაცია.

აფხაზ ხალხს ესმის, რომ რევოლუციაზეა დამოკიდებული ყველა თავისუფლებანი, მათ შორის აფხაზეთის თავისუფლებაც.

მრავალრიცხოვანი ანარქიული გაელვებანი, რომელნიც მრავლად შეიმჩნევა მთელ ქვეყანაში, უეჭველად ამტკიცებენ, რომ სახალხო მასები ფხიზლად უნდა იდგნენ თავისუფლების და რევოლუციის სადარაჯოზე, ვინაიდან ჯერ კიდევ სრულად არაა მოცილებული ყველა საფრთხე.

ამავე დროს სახალხო მასები, ისევე, როგორც ყველგან რუსეთში, დაცემული რეჟიმის დანაშაულებრივი პოლიტიკის წყალობით, აღმოჩნდნენ არასათანადოდ მომზადებულნი და ორგანიზებულნი და ეს მასები შეიძლება იქცნენ რევოლუციის საიმედო საყრდენად, მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი შეკრულნი იქნებიან ერთ ორგანიზებულ და შეგნებულ მთლიანობად.

აფხაზთა სახალხო საბჭომ მასების რევოლუციური შეგნების ამაღლებისა და განვითარებისაკენ მიმართულ ღონისძიებათა გარდა, უნდა გაატაროს გადამჭრელი ზომები აფხაზი ხალხისაგან რეალური რევოლუციურ-ორგანიზებული ძალის შესაქმნელად.

II. აფხაზთა სახალხო საბჭომ აგრეთვე უნდა დაიცვას აფხაზი ხალხის ეროვნული, კულტურულ-ეკონომიკური ინტერესები და პოლიტიკური უფლებები, ნებისმიერი თავდასხმისაგან, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი.

განსაცდელ მშფოთვარე დროში, როდესაც მრავალი რამ დანგრეულია საძირკვლამდე და ბევრი რამ თავიდან იქმნება, როდესაც რადიკალურად იცვლება მთელი რუსეთის ცხოვრების პირობები და ვითარება და, მაშასადამე, აფხაზეთშიც, _ თითოეული ხალხი ფხიზლად უნდა ადევნებდეს თვალყურს იმას, რომ მისი უფლებები და ინტერესები არ დაზარალდნენ ხელყოფისაგან და არ იქნენ დავიწყებულნი რუსეთის ახალ საწყისებზე გარდაქმნისას. აფხაზი ხალხი დარწმუნებულია იმაში, რომ მისი ძმები, ჩრდილოეთ კავკასიის და დაღესტნის მთიელები, მხარს დაუჭერენ მას იმ შემთხვევაში, როდესაც ის დაიცავს თავის უფლებებს.

III. აფხაზთა სახალხო საბჭოს ერთ-ერთი შემდეგი მნიშვნელოვანი ამოცანაა აფხაზი ხალხის თვითგამორკვევისათვის მუშაობა.

ამ დროს აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ამ პროცესში არ იქნება თვითგამორკვევის უფლების ნელი განხორციელება, არამედ უმთავრესად, იქნება მომზადება თვიგამორკვევისათვის, რომლის საბოლოო ფორმები გაირკვევა რუსეთის ყველა ხალხების დამფუძნებელ კრებაში.

ეს მომზადება უნდა გამოიხატოს იმაში, რომ ყველა არსებული მასალის შეგროვების და ხალხის ნების ასახვის შემდეგ, შემუშავდეს აფხაზეთის სხვადასხვა საკითხის ორგანიზაციის პროექტები.

ამავე დროს აფხაზეთის სახალხო საბჭომ თავის თავზე უნდა აიღოს ისეთი საკითხების დაუყოვნებელი გადაწყვეტა, რომელნიც დაკავშირებულნი არიან რა თვითგამორკვევასთან, დროის მოთხოვნების გამო გადადებას ვერ ითმენენ (სასკოლო საკითხი და სხვ).

IV. აფხაზი ხალხი შედის ჩრდილოეთ კავკასიის, დაღესტნისა და აფხაზეთის გაერთიანებულ მთიელთა კავშირში _ და, რა თქმა უნდა, საჭიროებს თავის ჩრდილოელ ძმებთან ყველაზე მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას.

აფხაზი ხალხის მთიელთა კავშირთან, მისი ცენტრალური კომიტეტის სახით გამაერთიანებელი ორგანო იქნება აფხაზთა სახალხო საბჭო, რომელიც გაატარებს კავშირის საერთო პოლიტიკურ ლოზუნგებს და დადგენილებებს.

ჩამოთვლილი ამოცანებისა და მიზნების გარდა, რომელთა განხორციელებისაკენ უნდა მიისწრაფოდეს აფხაზთა სახალხო საბჭო, ამ საბჭოს კომპეტენციაში უნდა შევიდნენ აგრეთვე მიმდინარე ხასიათის საკითხებიც, რომელთა გადასაწყვეტად აქამდე არ არსებობდა ორგანიზებული სახალხო ცენტრი.

ის ძირითადი ამოცანები, რომელნიც აფხაზ ხალხს ცხოვრებამ და რევოლუციამ დაუყენა და რომელნიც ვალდებულია შეასრულოს აფხაზთა სახალხო საბჭომ, განსაზღვრავს ამ საბჭოს პოზიციას კავკასიისა და რუსეთის ყველა პოლიტიკური ორგანიზაციისა და ადმინისტრაციული დაწესებულების მიმართ.

აფხაზთა სახალხო საბჭო, როგორც ორგანო, პასუხისმგებელი უპირველესად ყოვლისა აფხაზი ხალხის წინაშე და მისი ინტერესების და უფლებების დამცველი, ცნობს ხელისუფლებას და კომპეტენციას სოხუმის საოლქო კომიტეტის, ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტის, ამიერკავკასიის, გაერთიანებულ მთიელთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის და დროებითი მთავრობის ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ადმინისტრაციული დაწესებულების და პირისას იმდენად, რამდენადაც ამ ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ დაცული იქნება რევოლუციის და დემოკრატიის ლოზუნგები და არ დაირღვევა აფხაზი ხალხის ეროვნული ინტერესები და პოლიტიკური უფლებები.

ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც რომელიმე ადმინისტრაციული დაწესებულება, პირი ან საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია ასრულებს აქტს ან გამოსცემს დადგენილებას, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს ან არღვევს აფხაზი ხალხის ეროვნულ-პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ ინტერესებს და უფლებებს-აფხაზთა სახალხო საბჭო იტოვებს გადამჭრელი პროტესტის და ხალხთან ერთობლივად რევოლუციური უკუქმედების უფლებას.

აფხაზი ხალხი, დგამს რა პირველ ნაბიჯებს თავისი ეროვნული არსის გამოსავლენად და მის ცხოვრებაში გასატარებლად, გამოხატავს სურვილს, რომ სოხუმის ოლქისა და ამიერკავკასიის დანარჩენ ერებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს და ორგანიზაციებს სჯეროდეთ იმის, რომ აფხაზები, რომელნიც ძველი რეჟიმისას განიცდიდნენ არამარტო სოციალურ, არამედ ეროვნულ ჩაგვრასაც, ორმაგად რევოლუციურნი არიან და სწყურიათ ერთობლივი ძმური ცხოვრება ყველა თავის მეზობელთან.

წყარო: Союз объединенных горцев Северного Кавказа и Дагестана (1917–1918). Горская Республика (1918–1920). Документы и материалы. Махачкала, 1994, стр. 80-83



აფხაზთა სახალხო საბჭოს დადგენილება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ურთიერთობის საკითხზე მოლაპარაკებების წარმოების შესახებ

2 ივნისი 1918 წ.


ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აფხაზეთმა დაკარგა საქართველოსთან კავშირის იურიდიული საფუძველი და ამიერკავკასიის წითელი გვარდიის რაზმი, წარმოადგენს რა ამჟამად საქართველოს რესპუბლიკის საჯარისო ნაწილს, აღმოჩნდა თავის სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ, თუმცა ძალაუფლება მთელი სისრულით ფაქტიურად მის ხელში იყო. აფხაზთა სახალხო საბჭომ ამა ივნისის ორში დაადგინა: შექმნილი მდგომარეობის გამო აიღოს თავის თავზე ძალაუფლება მთელი სისრულით აფხაზეთის ფარგლებში. ითვალისწინებს რა, რომ აფხაზეთის და საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები კარნახობენ ორივე მხარეს ყველაზე მჭიდრო და სოლიდარული მუშაობის აუცილებლობას, როგორც აფხაზეთში, ისე საქართველოში ძლიერი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციის საქმეში, მაგრამ არანაირად არ უშვებს რა ხალხის უფლებების ხელყოფას მეზობლების მხრიდან, აფხაზთა სახალხო საბჭომ დაადგინა: მიმართოს მეგობრული წარდგინებით საქართველოს ეროვნულ საბჭოს აფხაზეთში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზაციის საქმეში დახმარების შესახებ, საბჭოს განკარგულებაში ამჟამად სოხუმში მყოფი საქართველოს წითელი გვარდიის რაზმის დატოვებით.

რაც შეეხება აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოცემულ საქართველოს მთავრობის განკარგულებებს საქართველოს რესპუბლიკის სახელით სამართალწარმოების შესახებ ბრძანებულებას და მობილიზაციის შესახებ ბრძანებულებას, აფხაზთა სახალხო საბჭო მიიჩნევს, რომ ეს განკარგულებები შედეგია ისეთი გაუგებრობისა, რასაც შეუძლია გაამწვავოს ურთიერთობა ორ ხალხს შორის, როგორც საქართველოს, ასევე აფხაზეთის ინტერესების საზიანოდ.

აფხაზთა სახალხო საბჭო იმედოვნებს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა გააუქმებს ზემოაღნიშნულ განკარგულებებს და მომავალში თავს შეიკავებს ამგვარი ნაბიჯებისაგან.

ყველა ამ საკითხის გამოსარკვევად საქართველოს რესპუბლიკურ მთავრობასთან აფხაზთა სახალხო საბჭო აგზავნის ინჟინერ რ. ი. კაკუბას და თბილისში მყოფ თავის დელეგატებს, ვ. გ. ღურჯუას, გ. დ. აჯამოვს და გ. დ. თუმანოვს ანიჭებს მოლაპარაკებების წარმოების უფლებამოსილებას.

წყარო: Ходжаа Руслан, документы и материалы Абхазского Народного Совета 1918-1919 гг. Cухум, 1999, стр. 7-8.

აფხაზთა სახალხო საბჭოს დადგენილება სოჭისა და ტუაფსეს ოლქების დაკავების აუცილებლობის შესახებ

24 ივნისი 1918 წ.


აფხაზთა სახალხო საბჭომ, განიხილა რა პოლიტიკური მომენტი და გაითვალისწინა, რომ პირველ რიგში, ბოლშევიკური ანარქია, რომელიც გლეჯს აფხაზეთს უკვე სამი თვის განმავლობაში, საზრდოობს ძირითადად სოჭისა და ტუაფსეს ოლქებიდან და მეორე მხრივ, ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ ბოლშევიკური განწყობა შეიქმნა და შენარჩუნებულია სასურსათო სიძნელეების ნიადაგზე, რომელიც წარმოიქმნა ბოლშევიკების მიერ ტუაფსეს ნავსადგურის დაკავების შემდეგ, რომელმაც გაწყვიტა კავშირი ჩრდილოეთ კავკასიასთან და აკავებს სასურსათო ტვირთებს, რომელნიც მოემართებიან ჩრდილო კავკასიიდან აფხაზეთის და საქართველოს შავიზღვისპირეთისათვის, დაადგინა: აფხაზეთში მტკიცე წესრიგის დამყარებისათვის და სასურსათო კრიზისის გადაწყვეტისათვის როგორც აფხაზეთში, ისე საქართველოში ჩაითვალოს აუცილებლად სოჭისა და ტუაფსეს ოლქების დაკავება ტუაფსეს ნავსადგურითურთ. წინამდებარე დადგენილების შესახებ ეცნობოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას და რაზმის ხელმძღვანელს გენერალ-მაიორს მაზნიაშვილს.

დედანს ხელი მოაწერა

აფხაზური ეროვნული საბჭოს

თავმჯდომარემ _ ვ. ა. შერვაშიძემ

წყარო: Джемал Гамахария, Бадри Гогия, Абхазия – историческая область Грузии (Историография, документы и материалы, комментарии) с древнейших времен до 30–тых годов XX века, Тб., 1997, стр. 415


აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ


აფხაზეთის პირველმა სახალხო საბჭომ, არჩეულმა საყოველთაო პირდაპირი, თანასწორი და ფარული საარჩევნო სამართლის საფუძველზე, თავის 1919 წლის 20 მარტის სხდომაზე აფხაზეთის ხალხების სახელით დაადგინა:

I. აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც მისი ავტონომიური ერთეული, რის შესახებაც ეცნობოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მის დამფუძნებელ კრებას.

II. ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის შესადგენად და ცენტრალურ და ავტონომიურ ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების განსაზღვრისათვის საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და აფხაზეთის სახალხო საბჭოსაგან აირჩევა შერეული კომისია წევრების თანაბარი რაოდენობით და საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ შემუშავებული დებულებები მიღების შემდეგ შეტანილ უნდა იქნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში.

მდივანი: გ. კოროლიოვი

20 მარტი 1920 წელი

დედანთან სწორეა: აფხაზეთის სახალხო საბჭოს კანცელარიის საქმეთა მმართველი (ხელმოწერა).

27 ოქტომბერი 1920 წელი.

ასლთან სწორეა: აფხაზური აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე (ხელმოწერა)

27 ოქტომბერი 1920 წელი

ასლთან სწორეა:

დედანს ხელი მოაწერეს: აფხაზური აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარემ (ხელმოწერა) 27 ოქტომბერი 1920 წ. ასლთან სწორეა.




საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის

კ ო ნ ს ტ ი ტ უ ც ი ა


თავი 11. ავტონომიური მმართველობა

მუხლი 107.

საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს _ აფხაზეთს/სოხუმის ოლქი/, სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას/ზაქათალის ოლქი, ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა.

მუხლი 108.

წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმრთველობათა დებულებანი შემუშავებული იქნება ცალკე კანონით.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Aug 30 2007, 06:41 PM
პოსტი #45


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა(Lenus @ Aug 30 2007, 03:16 PM) *

დიდი თხოვნა მექნება, რომ ეს თEმა აფხაზ-ქართული ურთიერთობების სამართლებრივ ასპექტებს დავუთმოთ.

ტერმინოლოგია და ეტიმოლოგიები იქნებ ცალკე თემად განიხილოთ?

თემას ჰქვია აფხაზეთის ისტორია და არა სამართლებრივი ასპექტები.


rolleyes.gif
მოკლედ როგორც გენებოთ,
ნახვამდის.
wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Aug 30 2007, 06:45 PM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(tamara @ Aug 30 2007, 06:41 PM) *

თემას ჰქვია აფხაზეთის ისტორია და არა სამართლებრივი ასპექტები.


თემას ქვესათაურად აქვს აფხაზეთის ისტორია მე-18-20 საუკუნეებში.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Aug 30 2007, 09:49 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



დაგვისახელონ აფხაზებმა იმ ბრძოლის სახელები და თარიღები როცა დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ და საერთოდ უნდათ კი დამოუკიდებლობა? პატარა ბავშვმაც კი იცის როგორი დამოუკიდებლებიც არიან! laugh.gif


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Aug 31 2007, 07:23 AM
პოსტი #48


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



..............


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Aug 31 2007, 08:26 AM
პოსტი #49


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



..............


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 31 2007, 10:49 AM
პოსტი #50


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Lenus
ციტატა
ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. პრინციპში, აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ დროისთვის მხოლოდ ორი ოფიციალური ენა არსებობდა: ქართული და აფხაზური, არა?


დიახ. ეს აქტი მიღებულია 1999 წლის რეფერენდუმის შემდეგ. საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის ტერიტორიაზე არის 2 სახელმწიფო ენა - ქართული და აფხაზური. მეტიც, თავად 1994 წლის სეპარატისტული კონსტიტუციის შესაბამისადაც კი, სახელმწიფო ენა არის მხოლოდ აფხაზური (!), ხოლო რუსული შეიძლება გამოყენებულ იქნა სახელმწიფო დაწესებულებებში (ანუ ადმინისტრაციული წარმოებისათვის). ფაქტობრივად, ესეც დარღვევითაა....

აღარაფერს ვწერ იმაზე, რომ დამოუკიდებლობის აქტის ეს ჩანაწერი:
ციტატა
აფხაზეთისა და საქართველოს შორის სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი ურთიერთობის მოშლამ, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ იქნა ინიცირებული

არის აბსურდი და მეტი არაფერი, რის თაობაზეც უკვე დავწერეთ

მე მინდა ერთ ძალიან საინტერესო მომენტზე გავამახვილო ყურადღება, რომელზეც აქტშიც არის საუბარი და ხშირად გავიგონებთ ტელევიზიის ეთერითაც

ციტატა
აფხაზეთი მიიყვანეს დე-იურე და დე-ფაქტო დამოუკიდებლობამდე.

საერთაშორისო სამართალი ცნობს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების, ხაზს ვუსვამ, აღიარების ორ ფორმას - დე-ფაქტოს და დე-იურეს. ორივე მომდინარეობს ლათინურიდან და შესაბამისად, ნიშნავს: "ფაქტობრივად", "იურიდიულად"

ხშირად გვესმის მას-მედიიდან, რომ ბაგაფში და მისი სეპარატისტული მთავრობა არის აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა, რომ თავად აფხაზეთი დე-ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ა.შ. ხოლო სეპარატისტები აგერ წინ წასულან, და აქტში საერთოდ ისიც ჩაუწერიათ, რომ დე-იურე დემოუკიდებლებიც არიან.

ეს გამოთქმა არის წმინდად სასაუბრო ტერმინი, რადგან მას საერთაშორისო-სამართლებრივ პრინციპებთან კავშირი არ აქვს. საერთაშორისო ნორმებით,

დე-იურე აღიარება ნიშნავს, რომ ახლადგამოცხადებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს სხვა უკვე აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო ცნობს ოფიციალურად, საერთაშორისო დონეზე და მასთან ამყარებს დიპლომატიურ კავშირს;

დე-ფაქტო აღიარება ნიშნავს, რომ ახლადგამოცხადებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს მართალია არაოფიციალურად, მაგრამ მაინც აღიარებენ და მასთან ამყარებენ ეკონომიკურ თუ კულტურულ ურთიერთობებს, დიპლომატიური და სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების გარდა. (რისი ნათელი მაგალითიცაა ტაივანი)

ამ განმარტებებით აფხაზეთი არ არის არც დე-ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფო. ერთადერთი რუსეთის ფედერაცია ცნობს მას (ისიც ნაწილობრივ) დე-ფაქტო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

ამიტომ აფხაზეთთან დაკავშირებით სამართლებრივად სწორი ტერმინი იქნება "აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა".


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 31 2007, 01:42 PM
პოსტი #51


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



რა მიმართულებით ვაგრძელებთ??


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Aug 31 2007, 02:22 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



აფხაზეთის და კოლხეთის ისტორიის გადაწერას ცდილობენ

http://www.gerodot.ru/viewtopic.php?p=73388#73388

იმოქმედეთ.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Aug 31 2007, 02:25 PM
პოსტი #53


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



..............


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Aug 31 2007, 02:34 PM
პოსტი #54


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886




ციტატა
რა მიმართულებით ვაგრძელებთ??

რაც წინა პოსტში დაწერე მაგაში ნამდვილად გეთანხმები, მაგრამ რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს საუბარი ეგ მეც ვერ გავარკვიე.
ისეთი შეგრძნება მრჩება თითქოს დამტკიცებას ვაპირებთ, აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არასოდეს ყოფილა და რა პრეტენზიებს ვაცხადებთო.
დიიიიდ რუსეთს როგორც სჩანს ძალიან ეცოდება ჩაგრული აფხაზი ხალხი მჩაგვრელი ქართველების ხელში და ამიტომაც ექომაგება. wink.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Aug 31 2007, 02:37 PM
პოსტი #55


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



..............


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 31 2007, 03:13 PM
პოსტი #56


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Lenus
ციტატა
მართალი იქნება თუ არა მტკიცება, რომ 1917 წლის ანარქიის შედეგად, რა ფორმითაც იყო საქართველო თვითგამორკვეული, აფხაზეთი მის შემადგენლობაში არ შედიოდა?

ანუ, აფხაზეთი ცალკე გამოერკვა დიდ რუსული ხანძრისგან?


მთლად მასეც არ არის საქმე და აი, რატომ. მინდა, ძალიან საინტერესო რამდენიმე მომენტს გაუსვი ხაზი.....

სხვათა შორის, მადლობელი ვარ ეს თემა რომ წამოწიე, ბევრ ისეთ რამეს გავეცანი ამ თემის "ხათრით", რაც ადრე არ ვიცოდი. smile.gif

სეპარატისტული რეჟიმი ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ თურმე აფხაზეთი ცალკე გამოეყო რუსეთს და დემოკრატიული საქართველოს გვარდიამ დაიპყრო იგი. ლაკობა და ძმანი მისნი წერენ, რომ აფხაზეთი შედიოდა მთიელ ხალხთა კონფედერაციაში და ის საქართველოს შემადგენლობაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს.... საინტერესოა, რომ თავად სეპარატისტთა დროშაც ამ ისტორიული ვითომცდა რეალიის გადმომცემია: მასზე გამოსახული სამი თეთრი ხაზი სიმბოლოა ამ კონფედერაციის სამი ქრისტიანული ერისა (აფხაზები, ოსები, ყაბარდოელები [თუმცა ამ უკანასკნელზე დიდი ეჭვი მეპარება, მაგრამ აფხაზები ასე წერენ wink.gif ] ), ხოლო ოთხი მწვანე ხაზი - ოთხი მუსლიმი ერისა - ჩეჩნები, დაღესტნელები, ჩერქეზები და ადიღეელები

ჯერ უპირველესად გავიხსენოთ, რა პერიოდია და რას წარმოადგენს თავად ეს მთიელ ხალხთა კონფედერაცია?

საუბარია 1917 წელზე, როდესაც ტახტიდან გადადგა იმპერატორი ნიკოლოზ II. რუსეთი გამოცხადდა რესპუბლიკად. კავკასიის მთავარმმართებლის საგამგებლო ტერიტორიაზე იქმნება ადმინისტრაციული ერთეული - ე.წ. "ოზაკომი" (კავკასიის საგანგებო კომიტეტი).

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციას, გამომდინარე მისი ანტიკონსტიტუციური და სამხედრო ხასიათისა, მხარი არ დაუჭირა იმპერიის ბევრმა რეგიონმა განსაკუთრებით განაპირა მხარეებმა და დროებით გაწყვიტეს კავშირი ცენტრთან იმ მომენტამდე, როდესაც კვლავ აღდგებოდა კერენსკის მთავრობის უფლებამოსილება

ამ პერიოდში უკვე (1917 წლის მარტიდან) შექმნილია მთიელ ხალხთა კავშირი, რომელიც არანაირად არ წარმოადგენდა სახელმწიფოს. ეს იყო კავკასიის მთიელთა ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო ამ ხალხების ეროვნული ინტერესების დაცვა იმპერიის მასშტაბით. ზემოთ მოყვანილ დეკლარაციაში ნათლად ჩანს, რომ აფხაზი ხალხი უერთდება ამ გაერთიანებას და არა რაიმე სახელმწიფოს:

ციტატა
აფხაზი ხალხი შედის ჩრდილოეთ კავკასიის, დაღესტნისა და აფხაზეთის გაერთიანებულ მთიელთა კავშირში _ და, რა თქმა უნდა, საჭიროებს თავის ჩრდილოელ ძმებთან ყველაზე მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას.

საუბარია აფხაზი ხალხის შესვლაზე და არა რეგიონის - ეს ერთი. მეორეც, შედის გაერთიანებაში და არა სახელმწიფოში. სახელმწიფოში შესვლა იურიდიულად მიუღებელი და გაუმართლებელი იქნებოდა, რადგან ამ პერიოდისათვის არსებობდა მხოლოდ ერთი - რუსეთის რესპუბლიკა. მესამეც, ცხადია, აქ არ ყოფილა გათვალისწინებული აფხაზეთის არააფხაზი მოსახლეობის აზრი, ვინაიდან ეს საბჭო ეთნიკური ხასიათისა იყო.

დეკლარაციაში საგანგებოდაა მითითებული ისიც, რომ:
ციტატა
აფხაზთა სახალხო საბჭო, როგორც ორგანო, პასუხისმგებელი უპირველესად ყოვლისა აფხაზი ხალხის წინაშე და მისი ინტერესების და უფლებების დამცველი, ცნობს ხელისუფლებას და კომპეტენციას სოხუმის საოლქო კომიტეტის, ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტის, ამიერკავკასიის, გაერთიანებულ მთიელთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის და დროებითი მთავრობის ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ადმინისტრაციული დაწესებულების და პირისას იმდენად, რამდენადაც ამ ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ დაცული იქნება რევოლუციის და დემოკრატიის ლოზუნგები და არ დაირღვევა აფხაზი ხალხის ეროვნული ინტერესები და პოლიტიკური უფლებები.

ანუ ხაზგასმულია იმაზე, რომ არავითარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა არ ხდება და ამ ორგანიზაციის მიზანი არის მხოლოდ კავკასიელ ხალხთა ეროვნული ინტერესების დაცვა.

მას შემდეგ, რაც ბოლშევიკური მმართველობა გაგრძელდა, ამიერკავკასიის კომიტეტი ჩამოყალიბდა იმ აზრზე, რომ საჭირო იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, რომელიც თავისუფალი იქნებოდა მარქსისტული იდეებისაგან. მართლაც, 1918 წლის 24 თებერვალს რუსეთის იმპერიის ტფილისის, ქუთაისის, ერევნის, ელიზავეტოპოლის (განჯა), ბაქოსა და ყარსის გუბერნიების ტერიტორიაზე გამოცხადდა ახალი სახელმწიფოს - ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერალური რესპუბლიკის შექმნა. თავისთავად, ქუთაისის გუბერნიაში შემავალი სოხუმის ოლქი მასთან ერთად გამოეყო რუსეთს.

აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, კავკასიელმა მთიელებმაც გადაწყვიტეს თავიანთი ერთობის სახელმწიფოებრივად გამოხატვა და ამავე წლის 11 მაისს გამოაცხადეს ახალი სახელმწიფოს - ჩრდილოკავკასიელ მთიელთა რესპუბლიკის შექმნა. სოხუმის ოლქის ტერიტორია მის შემადგენლობაში ცხადია, არ შედიოდა. ეს რესპუბლიკა ცნო საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამაც. საინტერესო კი ის არის, რომ 1918 წელს სოხუმში გამოცხადდა საბჭოთა აფხაზეთის შექმნა, რომელსაც ცხადია, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. სწორედ ამ ბოლშევიკური აგრესიისაგან დაცვას თხოვენ გენერალ მაზნიაშვილს აფხაზები

ამიერკავკასიის სამი ხალხის განსხვავებული პოლიტიკური იდეების გამო, გადაწყდა მისი სამ რესპუბლიკად დაშლა. სწორედ ამ დროს, თბილისში ჩამოდის აფხაზთა სახალხო საბჭოს დელეგაცია, რომელმაც მოითხოვეს აფხაზეთის ჩართვა საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში ავტონომიური სტატუსით. ხოლო 1918 წლის 8 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და აფხაზთა საბჭოს შორის, რომელმაც განსაზღვრა საერთო უფლებამოსილების საკითხები:
ა) საგარეო საქმეები
ბ) სავალუტო სისტემა
გ) საბაჟო
დ) ფოსტა-ტელეგრაფი
ე) ჯარი

ეს შეთანხმება შემდგომში აისახა რესპუბლიკის კონსტიტუციის XI თავში.

ამდენად, აფხაზეთი, როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ჩამოყალიბდა საქართველოს შემადგნელობაში და ის ერთიანი ქართული სახელმწიფოს მეშვეობით გამოეყო რუსეთის ფედერაციას


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 31 2007, 03:31 PM
პოსტი #57


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Lenus
ციტატა
ერეკლეს დროინდელ ივერიის მეფე-მთავართა ტრაქტატზე ხელი არ აქვთ მოწერილი, რუსეთის ქვეშევრდომობა დამოუკიდებლად მიიღო, რითი იყო აფხაზეთი ჩვენი ბოლობოლო?


მაგ ტრაქტატზე საქართველოს იმ ნაწილებს აქვთ ხელი მოწერილი, რომლებსაც უკვე მიღწეული ჰქონდათ დამოუკიდებლობისათვის ან ინარჩუნებდნენ ავტონომიას შესაბამის იმპერიებში

ცხადია, ის, რომ მასზე აჭარას, სამცხესა და აფხაზეთს ხელი არ აქვს მოწერილი, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საქართველოს ნაწილები არ იყვნენ

აფხაზეთის განუყოფლობას ადასტურებს ისიც, რომ როდესაც თურქული უღლისაგან გაათავისუფლა რუსეთის იმპერიამ აფხაზეთი და დღის წესრიგში დადგა მისი მოწყობის საკითხი, განიხილებოდა სოხუმის ოლქის კრასნოდარის გუბერნიაში შეყვანა, რასაც კატეგორიულად შეეწინააღმდეგა აფხაზი ინტელიგენცია, რის გამოც კავკასიის მეფისნაცვალს მიმართეს საგანგებო წერილით, რომელიც ცნობილია "აფხაზეთისა და სამურზაყანოს თავად-აზნაურთა მიმართვის" სახელით, სადაც ისტორიულად დაასაბუთეს აფხაზეთის საქართველოსგან განუყოფლობა და მოითხოვეს მისი ქუთაისი გუბერნიაში შეყვანა. თუ მოვძებნე, ამ დოკუმენტს აუცილებლად დავდებ. ძალიან საინტერესო დოკუმენტია

დღეს სეპარატისტები (ვისთანაც მისაუბრია) ამ დოკუმენტს ძალდატანებით დაწერილად თვლიან (ისე, საინტერესოა, ვინ დაატანათ ეს ძალა?? biggrin.gif )


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Aug 31 2007, 03:54 PM
პოსტი #58


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



..............


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 31 2007, 03:54 PM
პოსტი #59


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Lenus
ციტატა
დაგვრჩა მესამე პერიოდი: რუსეთის ჩექმის ქვეშ აფხაზთა შეყვანა, მუჯაჰირობა და გასახლება და ა.შ.

მაგ პერიოდს სიამოვნებით წავიკითხავ.... ეგ არ ვიცი კარგად sad.gif




--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Aug 31 2007, 04:04 PM
პოსტი #60


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ეგ პერიოდი კარგად აქვს აღწერილი გოგიჯანოვას.
ძალიან დაწვრილებით.

http://www.apsny.ge/history/1129521030.php
http://www.apsny.ge/history/112952103028.php
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 11:49 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი