IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> იოანე 3-13
Atman
პოსტი Oct 15 2008, 11:25 PM
პოსტი #21


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ეჰ არ არის ამ საიტზე ჩემი ადგილი... არავინ არ ეძებს თითქმის და ყველას ეშინია რწმენა არ "შეერყეს". რა აზრი აქვს პოზიციას ოპოზიციის გარეშე. აბა მაგრად ხალხო! ღმერთი თქვენსკენ!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chelo
პოსტი Oct 15 2008, 11:29 PM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



ციტატა(cinemamu @ Oct 15 2008, 11:25 PM) *

ეჰ არ არის ამ საიტზე ჩემი ადგილი... არავინ არ ეძებს თითქმის და ყველას ეშინია რწმენა არ "შეერყეს". რა აზრი აქვს პოზიციას ოპოზიციის გარეშე. აბა მაგრად ხალხო! ღმერთი თქვენსკენ!

ღმერთს ებარებოდე,ჩვენზე ნუ ინერვიულებ


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chelo
პოსტი Oct 15 2008, 11:46 PM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



ციტატა(syd @ Oct 15 2008, 11:19 PM) *

chelo
მართალი ხარ. მე იმიტომ კი არ მწამს რომ ბიბლია კარგად ვიცი, არამედ იმიტომ მწამს რომ მწამს...

არის რაც გვესმის და ამიტომ გვწამს.

და არის რაც არ გვესმის მაგრამ მაინც გვწამს...

რასაც ვერ ხვდები სწორედ ის უნდა იწამო თორე ხილულს და გაგებულს რა რწმენა უნდა, ის ხომ ისედაც იცი

smile.gif

"ნეტარ არიან ისისნი,ვისაც არ ვუნახივარ და სწამთ"უთხრა მაცხოვარმა თომა მოციქულს.ჩვენ კი გვინდა ვიცოდეთ და ამის შემდეგ ვირწმუნოთ.


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Oct 16 2008, 12:38 AM
პოსტი #24


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



syd

ციტატა
მართალი ხარ. მე იმიტომ კი არ მწამს რომ ბიბლია კარგად ვიცი, არამედ იმიტომ მწამს რომ მწამს...

არის რაც გვესმის და ამიტომ გვწამს.

და არის რაც არ გვესმის მაგრამ მაინც გვწამს...

რასაც ვერ ხვდები სწორედ ის უნდა იწამო თორე ხილულს და გაგებულს რა რწმენა უნდა, ის ხომ ისედაც იცი


ეხლა გამახსენდა მამა თეოდორე გიგნაძის სიტყვები: ვინც არ იცის და სწამს, ისაა მონა ღვთისა და ვინც იცის რა და რატომ სწამს, ისაა მეგობარი ღვთისა. მე ვფიქრობ რომ გამოძიება და კითხვების დასმა არ უნდა გვეშინოდეს, მტავარია რასაც ვერ გავიგებთ ვკითხოთ იმას, ვინც უკეთ იცის, რომ მხოლოდ ჩვენს ტავზე მინდობით არასწორი დასკვნები არ გავაკეთოთ...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Oct 16 2008, 12:39 AM
პოსტი #25


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ციტატა
მე ვფიქრობ რომ გამოძიება და კითხვების დასმა არ უნდა გვეშინოდეს,

მე არაფრისა არ მეშინია, მე ტანკისტი ვიყავი... ომამდე... biggrin.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Oct 16 2008, 12:40 AM
პოსტი #26


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



რაც შეეხება ელიას შესახებ დასმულ კითხვას, სამწუხაროდ მე ვერსად ვნახე ამის განმარტება. (სადაც ხელი მიმიწვდება) კვირას აუცილებლად ვკითხავ მოძღვარს, თუმცა იმედი მავს მანამდე გამოჩნდება ვინმე, ვინც იცის ამ კითხვაზე პასუხი smile.gif

cinemamu

თუ წასვლა გინდა, ღმერთმა მშვიდობის გზა მოგცეს, მაგრამ ჩვენ რას გვერჩი?


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 16 2008, 01:06 AM
პოსტი #27


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



cinemamu
ციტატა
ასეთი საინტერესო ბევრი რამაა ბიბლიაში და რატომღაც არ აქცევენ დიდ ყურადღებას.

რატომ გგონია რომ არავინ აქცევს ყურადღებას?
აბა ეს რაა?
ციტატა
აბა ელია?

როგორც მახსოვს ცოცხლად არ იქნა ზეცაში ატაცებული?



cinemamu
ციტატა
ეჰ არ არის ამ საიტზე ჩემი ადგილი... არავინ არ ეძებს თითქმის და ყველას ეშინია რწმენა არ "შეერყეს". რა აზრი აქვს პოზიციას ოპოზიციის გარეშე. აბა მაგრად ხალხო! ღმერთი თქვენსკენ!

არ ხარ მართალი. შიში იმისა რომ რწმენა შეეყევა ადამიანს სრულიად ბუნებრივია და ამის გამო ვინმეს დაძრახვა არ არის სწორი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ რადგან რწმენის შერყევის ეშინია ადამიანს ის წყვეტს ძიებას.

აჯობებს თემას დავუბრუნდეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 16 2008, 02:21 PM
პოსტი #28


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



syd
ციტატა
მე იმიტომ კი არ მწამს რომ ბიბლია კარგად ვიცი, არამედ იმიტომ მწამს რომ მწამს...

ეს არასწორია. მართლმადიდებლობა შინაარსობრივი რელიგიაა და აქ არაფერია პასუხგაუცემელი. არის დოგმატები (ამ სიტყვის ძალიან ეშინიათ ბევრს რადგან უარყოფით ტერმინად მიაჩნიათ) რომლთა ახსნაც ლოგიკას არ ექვემდებარება, უბრალოდ ვერ ახსნი და იმიტომ, მაგრამ არსებობს ამ დოგმატთა შესახებ სწავლებაც, რაშიც გარკვეული უნდა იყოს ადამიანი.

მე თუ ბრმად ვიწერ დავუშვათ პირჯვარს, ისე რომ მასში არანაირ შინაარსს არ ვდებ, ეს ქმედება არანაირად სარგებლის მომტანი არაა. იოანე ოქროპირის სიტყვებია, რომ ყოველი პირჯვრის გადაწერისას მაცხოვრის ვნებას და მის ჯვარცმას უნდა ვიხსენებდეთო, მასზე ვფიქრობდეთ და ეს სახეზე გვეტყობოდესო (ნუ ეს რაღაც ფანატურად არა ცხადია). თუ მე ლოცვის სიტყვები არ მესმის რასაც ვკითხულობ რა აზრი აქვს იმ ლოცვას.

ერთგან მაქვს წაკითხულო რომ შეიძLება ლოცვის სიტყვები არ გესმოდესო, მაგრამ სიტყვა იესოს წარმოთქმა ბოროტ ძალებს აფრთხობს და ვერარ გეკარებიანო და ეს ნორმალურ მოვლენად მიაჩნია ხალხს, სინამდვილეში კიეს ძალიან მცდარი სწავლებაა. პირველ რიგში ადამაინის გულს უნდა წვდებოდეს ნებისმიერი ქმედება, და ეს რომ ასე იყოს გაცნობიერებული უნდა ქონდეს მას ის რასაც აკეთებს. ბრმა რწმენა ფანატიზმია და მეტი არაფერი. მხოლოდ გარეგნულ ქმედებებზე აქცენტი ისევე დაგვღუპავს როგორც თავის დროზე ებრაელებს დაემართათ.

ჩემი აზრია რომ დღეს მართლმადიდებლური რელიგიის შინაგანი არსის 0.5 პროცენტიც არ ვიცით, ძალიან სამწუხაროა მაგრამ ეს ასეა. სწორედ ეს იწვევს ასეთი განცხადებების გაკეთებას

ციტატა
დათიკო მწიგნობრებში კარგად იცი რომ ყველა არ მიგულისხმია. კაი კაცი ხარ და კარგად მესმის სჰენი თვალთახედვა, მაგრამ ასევე მესმის სხვა რელიგიების თვალთახედვაც. მე არც ეკუმენისტი ვარ და პირიქით, მგონია რომ რელიგიების გაერთიანება კრეტინიზმია, მაგრამ ცალ-ცალკე ყველა რელიგია გზაა ღმერთისკენ. და ყველაზე დიდ გზად ქრისტე მიმაჩნია, ხოლო თავად მართლმადიდებლობა შედარებით ნაკლება, იმიტომ რომ შეცვლილია ბევრი რაღაც, თუმცა ესეც ღმერთის ნებაა და ამაში ცუდს არაფერს ვხედავ. ერთადერთი რაც მაღიზიანებს ჩვენ რელიგიაში მარადიული ჯოჯოხეთით დაშინებაა, ღმერთის ღრმად მჯერა და დარწმუნებული ვარ რომ შეუძლებელია დროებითი ცოდვისთვის სამუდამოდ დაიტანჯოს ადამიანი. მოკლედ ჩვენ რელიგიაში წესები, რიტუალები და საიდუმლოებანი რაცაა პირადად მეც ვცდილობ დავემორჩილო, მაგრამ რაც შეეხება მსოფლმხედველობას და ფილოსოფიას, ბევრიბ აბსურდული გაგებაა და ღმერთს იმას ვთხოვ ყველას აუხილოს თვალები. დაივიწყეთ ჯოჯოხეთის შიში და ღმერთის სიყვარულს დაუთმეთ მთელი გონება. იუდაიზმის წარმოდგენა "დამსჯელ ღმერთზე" შეცვალეთ ღმერთით, რომელსაც ყველანი ვუყვარვართ და მარადიული ჯოჯოხეთისთვის არ გაგვწირავს არცერთს. ამ ბოლო წინადადებაზე საკუთარი სულით ვაგებ პასუხს!




--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Oct 16 2008, 02:28 PM
პოსტი #29


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



afxazi
მე კი მაინც მგონია რომ ისე უნდა გვწამდეს როგორც ბავშვებს...


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 16 2008, 02:33 PM
პოსტი #30


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ციტატა
იოანე 3-13

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 16 2008, 02:47 PM
პოსტი #31


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



syd
ციტატა
მე კი მაინც მგონია რომ ისე უნდა გვწამდეს როგორც ბავშვებს...

უფალს ასე არ უთქვამს. მან თქვა რომ იყავით ისეთი წმინდა როგორც ბავშვებიო.
მაგრამ იქვე დაუმატა იყავით მეცნიერ ვითარცა გველი.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Oct 16 2008, 03:28 PM
პოსტი #32


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ციტატა
იყავით მეცნიერ ვითარცა გველი.

ეგ იმაზე თქვა რომ ბოროტმა ვერ მოგატყუოთო, იმაზე კი არ უთქვამს ჩემი სიტყვები ეძიეთ ჭეშმარიტებაა თუ არაო.

თემას ავცდით მგონი


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 16 2008, 05:09 PM
პოსტი #33


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



syd
ციტატა
თემას ავცდით მგონი

ციტატა
იოანე 3-13

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 16 2008, 05:26 PM
პოსტი #34


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მოდით გადავხედოთ რას გვასწავლის ამ მუხლის შესახებ წმ. იოანე ოქროპირი:
სანამ ეტყვის ამ სიტყვებს მაცხოვარი: "და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით – ძე კაცისაჲ, რომელი არს ზეცათა შინა", ნიკოდიმოსი ეკითხება: "რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად"(2). სწორედ ამის გამო ქრისტე უხსნის რომ ის არ მოსულა მსგავსად იმ წინასწარმეტყველებისა, რომლებიც მიწიერნი იყვნენ. ის ზეციდან მოსულია.
და აქვე ამატებს, რომ არცერთი წინასწარმეტყველი არ ასულა იქ საიდანაც ის ჩამოვიდა.
ამ დროს ჩვენ, ცხადია, გვახსენდება ელია წინასწარმეტყველი, რომელიც ხორციელად იქნა ატაცებული ზეცად, მაგრამ ის "ზეცად", სადაც ელია იქნა ატაცებული სრულიად განსხვავდება იმ ადგილისგან, საიდანაც მოვიდა ქრისტე. და ამის დასტურია ტავად წმ. იოანე ოქროპირის შემდგომი სიტყვები: რატომ ამბობს ქრისტე რომ მხოლოდ ზეცაშია მისი ადგილი? ის ხომ თავად უფალია ყველგანმყოფი? და თავადვე პასუხობს: ეს თქვა იმიტომ რომ ნიკოდიმოსი, ვისაც ესაუბრება, არ არის ისეთ სულიერ სიმაღლეზე რომ ჩაწვდეს საიდუმლოებას სრულად.
აქედან დასკვნა: ელია კი იყო ატაცებული ზეცად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ აღმოჩნდა იქ საიდანაც მოვიდა უფალი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 16 2008, 06:50 PM
პოსტი #35


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
მოდით გადავხედოთ რას გვასწავლის ამ მუხლის შესახებ წმ. იოანე ოქროპირი: სანამ ეტყვის ამ სიტყვებს მაცხოვარი: "და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით – ძე კაცისაჲ, რომელი არს ზეცათა შინა", ნიკოდიმოსი ეკითხება: "რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად"(2). სწორედ ამის გამო ქრისტე უხსნის რომ ის არ მოსულა მსგავსად იმ წინასწარმეტყველებისა, რომლებიც მიწიერნი იყვნენ. ის ზეციდან მოსულია. და აქვე ამატებს, რომ არცერთი წინასწარმეტყველი არ ასულა იქ საიდანაც ის ჩამოვიდა. ამ დროს ჩვენ, ცხადია, გვახსენდება ელია წინასწარმეტყველი, რომელიც ხორციელად იქნა ატაცებული ზეცად, მაგრამ ის "ზეცად", სადაც ელია იქნა ატაცებული სრულიად განსხვავდება იმ ადგილისგან, საიდანაც მოვიდა ქრისტე. და ამის დასტურია ტავად წმ. იოანე ოქროპირის შემდგომი სიტყვები: რატომ ამბობს ქრისტე რომ მხოლოდ ზეცაშია მისი ადგილი? ის ხომ თავად უფალია ყველგანმყოფი? და თავადვე პასუხობს: ეს თქვა იმიტომ რომ ნიკოდიმოსი, ვისაც ესაუბრება, არ არის ისეთ სულიერ სიმაღლეზე რომ ჩაწვდეს საიდუმლოებას სრულად. აქედან დასკვნა: ელია კი იყო ატაცებული ზეცად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ აღმოჩნდა იქ საიდანაც მოვიდა უფალი.


არის ზეციური სამყარო, მეშვიდე ცის ჩათვლით, ანუ ზესკნელის სხვადასხვა საფეხური და არის ქვესკნელის ანუ ჯოჯოხეთის სხვადასხვა საფეხური. და არის ცათა სასუფეველი, რომელიც არც ერთს არ მიეკუთვნება, ელია ზესკნელში აიტაცეს. ხოლო იესო ცათა სასუფევლიდან მოვიდა. ეგაა განსხვავება.



--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Oct 16 2008, 07:28 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ციტატა
ელია ზესკნელში აიტაცეს. ხოლო იესო ცათა სასუფევლიდან მოვიდა. ეგაა განსხვავება.

სწორია.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
subterranean
პოსტი Oct 16 2008, 09:41 PM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



ციტატა(cinemamu @ Oct 15 2008, 08:14 AM) *

სწორია, მაგრამ კითხვას ბოლომდე არ პასუხობს. "არავინ ასულა ზეცად" კონკრეტულად ამაზე რას იტყვით? ქრისტეს მოსვლამდე არავინ არ ასულა ცათა სასუფეველში?

არავინ არ ასულა ეგ მართალია tongue.gif

და ისე მე მაგ ფრაზის შინაარსი ასე მესმის რომ ქრისტეს დონეზე ვერავინ ავალთ laugh.gif შეიძლება ვცდები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 16 2008, 09:51 PM
პოსტი #38


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



cinemamu
ციტატა
არის ზეციური სამყარო, მეშვიდე ცის ჩათვლით, ანუ ზესკნელის სხვადასხვა საფეხური და არის ქვესკნელის ანუ ჯოჯოხეთის სხვადასხვა საფეხური. და არის ცათა სასუფეველი, რომელიც არც ერთს არ მიეკუთვნება, ელია ზესკნელში აიტაცეს. ხოლო იესო ცათა სასუფევლიდან მოვიდა. ეგაა განსხვავება.

ხო, ეგ არი...


თემას ნუ გადაუხვევთ smile.gif

ელია წინასწარმეტყველის შესახებ შეგვიძლია ამ თემაში გავაგრძელოთ. http://church.ge/index.php?showtopic=5234
აქ კი კვლავ
ციტატა
იოანე 3-13
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-xatia
პოსტი Oct 23 2008, 03:48 PM
პოსტი #39


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261



cinemamu
ციტატა
საერთოდ ქრისტე წესების და დოგმების ბრმად დაჯერებას უარყოფდა და მისი სიტყვები იყო: ეძიებდე და ჰპოვებდე". თქვენ კი "მწიგნობარნო" მხოლოდ იქ ეძიებთ სადაც საკუთარი რელიგია გეუბნებათ, ვინც სხვაგან ეძებს მკრეხელებად მიიჩნევთ გულის სიღრმეში.

მაგ ძიების ეტაპი ყველას ქონდა ალბათ.
მე ჩემ პირად მაგალითზე ვიტყვი რომ ვეძებდი, ვეძებდი, ვაპროტესტებდი იმიტომ, რომ "სწორი" პასუხისთვის მიმეგნო, ხოდა მერე მივხვდი რომ რაც მოვძებნე, ის უკვე დიდი ხნის მოძებნილი იყო და მაგაზე უკეთ მე ვერ ვიზამდი ვერაფერს.
მერე სხვა ეტაპზე გადავედი, როცა დოგმატები და "წიგნებში" მოცემული პასუხები აბსოლუტურად მისაღები აღმოჩნდა თუნცდაც იმიტომ რომ ჩემზე გაცილებით სულიერი ადმიანების მიერ და სულიწმინდის კარნახით არის შექმნილ-დაწერილი.

თუ რამეს ვერ ვხვდები, ეს იმიტომ რომ ჯერ არ გავზრდილვარ იქამდე და წყნარად ველოდები იმ დროს, როცა ამის გაგებასაც შევძლებ.

ადამიანი ყოველდღე იზრდება და ყოველ დღე რაღაცას იგებს, პოულობს საკუთარ თავში.

ჭეშმარიტი გზა კიდევ საკუთარი ტავის ძიება და მანკიერი მხარეების აღმოჩენა მგონია. ჩემთვის ასეა იმიტომ რომ უფალმა თქვა სრულ იყავითო, ხოდა თუ არ გავიგე რა მიშლის ხელს ამ სრულობაში, ისე როგორ მივალ ღმერთამდე?
გარეთ რაღაცეების ძიებას კიდევ ნამდვილად დიდი ხანია შევეშვი. ტყის ბილიკები გაკვალულია და ზუსტად ვიცი რომ საშველამდე მიყავს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 26 2008, 03:30 PM
პოსტი #40


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ჭეშმარიტი გზა კიდევ საკუთარი ტავის ძიება და მანკიერი მხარეების აღმოჩენა მგონია. ჩემთვის ასეა იმიტომ რომ უფალმა თქვა სრულ იყავითო, ხოდა თუ არ გავიგე რა მიშლის ხელს ამ სრულობაში, ისე როგორ მივალ ღმერთამდე?


მანკიერი მხარეების აღმოჩენას ჯობია დადებითი მხარეები ვეძებოთ საკუთარ თავში და მანკიერიც გაქრება. სრულნი და გამთლიანებულნი ვერ ვიქნებით, თუ ბოლომდე არ ვივლით ძიების გზაზე და მხოლოდ ავტორიტეტებს არ მივენდობით. რასაც ეძებ იმას პოულობ. თუ მანკიერ მხარეებს ეძებ იპოვი, თანაც ძალიან ბევრს, ხოლო თუ მხოლოდ წმინდას და ამაღლებულს ეძებ მასაც იპოვი და აღმოაჩენ რომ იმაზე მეტი ხარ ვიდრე გგონია საკუთარი თავი...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 02:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი