IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით)
A.V.M
პოსტი Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Nov 14 2011, 04:56 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



პატრიარქი კირიონ II(საძაგლიშვილი)
-----------------------------------------
XIX საუკუნის 80-90-იანი წლებიდან ქართული პერიოდიკის ფურცლებზე ივერიელის, ნიქოზელისა და ლიახველის ფსევდონიმებით ხშირად იბეჭდებოდა საინტერესო წერილები და გამოკვლევები. საქართველოს ისტორია, საქართველოს ეკლესიის ისტორია, ეთნოგრაფია, ვეფხისტყაოსნისა და ქართლის ცხოვრების უძველესი ნუსხები, ნუმიზმატიკა, ხალხური სიტყვიერების ისტორია – აი ეს საკითხები, რომელიც აინტერესებდა ავტორს. წერილები გამოირჩეოდნენ საკვლევი საკითხის ღრმა ცოდნითა და ეროვნული ჩაგვრით შეწუხებული სამშობლოს დიდი სიყვარულით.

საძაგელოვ-ლიახველ-ივერიელი გიორგი საძაგლიშვილი – ეპისკოპოსი კირიონი, სრულიად საქართველოს კათოლოკოზ-პატრიარქი კირიონ II XIX საუკუნის 80-90-იანი წლების ქართული ინტელექტუალური საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი აღიზარდა თერგდალეულთა სულისკვეთებაზე და მთელი თავისი საქმიანობაც იმ დიდი მიზნის განხორციელებას მოახმარა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ლელთ ღუნიას პირით საქართველოს უთხრა — ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს. — ამ მიზნის პრაქტიკული რეალიზაცია XIX საუკუნის 60-70-იან წლებში შეუძლებელი იყო, ვინაიდან ქართული ეროვნული ცნობიერება ცარიზმის რუსიფიკატორული კოლონიური პოლიტიკის წყალობით იმდენად დაქვეითებული იყო, რომ ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ღრმა პესიმიზმს მოეცვა, ნაწილი კი საკუთარი ეროვნული კულტურისა და ისტორიისადმი ნიჰილისტურად იყო განწყობილი. ასეთ ვითარებაში სამშობლო ქვეყნის ისტორიისა და კულტურისადმი სამსახური გმირობის ტოლფასი იყო, იგი მრავალი დაბრკოლებისა და უსიამოვნების გადალახვას მოითხოვდა. მამულიშვილობის მძიმე ტვირთის მხრებით ტარება მხოლოდ გიორგი საძაგლიშვილის მსგავს ერთეულებს შეეძლოთ – ყველაფერი მობეზრდება მამულიშვილს გარდა მამულიშვილობისა – ამ სიტყვებით გამოხატა კირიონ II-მ თავისი ცხოვრების კრედო.

ქართული ისტორიოგრაფიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქისა და ცნობილი მეცნიერის კირიონ II შესახებ ძალიან ცოტა არის ნათქვამი. პირველი ბიოგრაფიული ნარკვევი 1917 წელს გამოაქვეყნა მოსე ჯანაშვილმა[1], მოკლედ არის გადმოცემული კირიონ II-ის ბიოგრაფია და ნაჩვენებია ის თავდადებული ბრძოლა, რომელსაც კირიონ II ეწეოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, კირიონის დევნა ოფიციალური ხელისუფლების მიერ, ბელგიაში კირიონის დაცვის საზოგადოების შექმნა და რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების მიერ კირიონის გადასახლებიდან დაბრუნება. იქვე საინტერესო პარალელებია კირიონ I (599-610წწ.) და კირიონ II-ს შორის, მაგრამ ნაშრომში ავტორი ნაკლებ ყურადღებას აქცევს კირიონ II-ს სამეცნიერო მოღვაწეობას.

კირიონ II-ის არქივის დიდი ნაწილი ინახება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, რომლის აღწერილობა ეკუთვნის ამავე ინსტიტუტის თანამშრომელს ელისო აბრამიშვილს[2]. მანვე გამოაქვეყნა საარქივო მასალების მოკლე მიმოხილვა, ძირითადად კირიონ II-ის ეპისტოლარული მემკვიდრეობა “მრავალთავში”[3].

კირიონ II-ის მოღვაწეობის შესახებ საინტერესო გამოკვლევა გამოაქვეყნა ბატონმა ვახტანგ გურგენიძემ ხელნაწერთა ინსტიტუტისა და საისტორიო არქივში დაცული მასალების საფუძველზე აღადგინა კათალიკოზ-პატრიარქის კირიონ II-ის მშფოთვარე ბიოგრაფიული ცხოვრება, აჩვენა ევროპელი და რუსეთის სამეცნიერო წრეების კირიონ II-სადმი – დიდი პატივისცემა და სიყვარული[4], მაგრამ ამ დიდი პიროვნების ღვაწლის ყოველმხრივი შესწავლა მომავლის საქმეა.

კირიონ II, ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში სასულიერო პირის ოჯახში. მის წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით დიდოელთა, ინგუშთა შორის ქრისტიანობის გავრცელების საქმეში. იგი ჯერ ანანურის სასულიერო სკოლაში სწავლობდა. 1862 წელს გორის სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა. ამ დროს უკვე გამოიკვეთა ახალგაზრდა ყმაწვილის მამულიშვილური მისწრაფებანი. ცნობილი ხალხოსანი მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი იგონებს, რომ გიორგი საძაგლიშვილთან ერთად მოიარეს შიდა ქართლის თითქმის ყველა ისტორიული ადგილები, შემდეგ კი მოიხილეს მაღრანდვალეთის ქართული სიძველენი.

1876 წელს გიორგი საძაგლიშვილმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა 1880 წელს და დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ.

1883 წლიდან 1896 წლამდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (გორი, თელავი, ქუთაისი, თბილისი) ეწეოდა პედაგოგიურ მოღვწეობას, ასწავლიდა ქართულ და რუსულ ენებს, საღმრთო ისტორიას, გეოგრაფიას. ყოვლად სამღვდელო კირიონი 1896 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების კეთილმოწესედ და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად, სადაც როგორც ქართველმა, კარგად მცოდნემ თავისი ერისა და ხალხის სულიერის საჭიროებისა, დაარსა 19 სამრევლო სკოლა. ააშენებინა სკოლები აწერისხევში, ვანათში, თიანეთში; ყველა სკოლას შეუქმნა წიგნთსაცავები და ბიბლიოთეკები. ამავე პერიოდში ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში იგი აქვეყნებდა წერილებს, გამოკვლევებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე, ივერიელის, საძაგელოვის, ლიახველის ფსევდონიმებით.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   სხვა პატრიარქები   Nov 13 2011, 07:33 PM
A.V.M   საქართველოს ეკლეს...   Nov 13 2011, 08:09 PM
afxazi   სინოდის ბოლოს ხდო...   Nov 13 2011, 09:49 PM
A.V.M   ნამდვილად აფხაზ... ...   Nov 13 2011, 10:25 PM
A.V.M   პატრიარქი კირიონ II(...   Nov 14 2011, 04:56 PM
A.V.M   კირიონი II იყო მოსკო...   Nov 14 2011, 05:13 PM
A.V.M   ამბროსი (კათოლიკოს...   Nov 15 2011, 07:57 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 16 2011, 08:36 PM
A.V.M   ეფრემ II (ერისკაცობა...   Nov 17 2011, 09:00 PM
A.V.M   ლეონიდე (ერისკაცობ...   Nov 18 2011, 08:52 PM
A.V.M   მელქისედეკ I, საქარ...   Nov 19 2011, 07:50 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 20 2011, 08:19 PM
A.V.M   კათოლიკოს-პატრიარ...   Nov 21 2011, 07:03 PM
A.V.M   პატრიარქ მელქისედ...   Nov 22 2011, 07:57 PM
A.V.M   წმინდა პეტრე I — ქარ...   Nov 23 2011, 11:52 PM
A.V.M   დომენტი III ( გ. სექტე...   Nov 24 2011, 11:21 PM
A.V.M   არსენ III — საქართვე...   Nov 25 2011, 07:04 PM
A.V.M   მაქსიმე II (გვარად ა...   Nov 26 2011, 07:16 PM
A.V.M   მალაქია II გურიელი, ...   Nov 27 2011, 05:55 PM
A.V.M   დავითი (გვარად ნემ...   Nov 28 2011, 10:09 PM
GIORGI LELUASHVILI   სად არის დაკრძალუ...   Nov 28 2011, 10:31 PM
A.V.M   გიო ვისზე ამბობ?   Nov 28 2011, 11:13 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ანტონ II (ბაგრატიო...   Nov 29 2011, 09:23 PM
A.V.M   გიო ნაღდად არ ვიცი ...   Nov 29 2011, 10:27 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M აფხაზმა დაწერა, ...   Nov 29 2011, 10:30 PM
A.V.M   გიო! ნიჟნი-ნოვგორ...   Nov 30 2011, 08:36 PM
GIORGI LELUASHVILI   გიო! ნიჟნი-ნოვგორ...   Nov 30 2011, 10:08 PM
A.V.M   ააა. ბატონო...   Nov 30 2011, 11:22 PM
A.V.M   ეფთვმე საყვარელიძ...   Dec 1 2011, 08:23 PM
A.V.M   აბრაჰამი კათალიკო...   Dec 3 2011, 12:23 AM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 3 2011, 07:50 PM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 5 2011, 12:16 AM
soso_soso   გრიგოლ ლორთქიფანი...   Dec 5 2011, 08:45 PM
A.V.M   სოსო გაიხარე... ასე ...   Dec 6 2011, 12:00 AM
A.V.M   დავით III კათალიკოსი...   Dec 7 2011, 10:09 PM
A.V.M   დომენტი I, კათალიკო...   Dec 8 2011, 07:16 PM
A.V.M   დომენტი IV, კათალიკო...   Dec 9 2011, 11:30 PM
A.V.M   დომენტი IV (II ნაწილი) -...   Dec 10 2011, 07:54 PM
A.V.M   ევდემონ ჩხეტიძე, კ...   Dec 12 2011, 10:22 PM
A.V.M   ზაქარია ჯორჯაძე, კ...   Dec 13 2011, 07:07 PM
A.V.M   იოსებ ბაგრატიონი, ...   Dec 14 2011, 07:50 PM
A.V.M   კირიონ ( კირონ ) I, კა...   Dec 16 2011, 08:28 PM
A.V.M   მაქსიმე აბაშიძე. კ...   Dec 18 2011, 09:51 PM
A.V.M   ნიკოლოზ IX, კათალიკო...   Dec 20 2011, 08:09 PM
A.V.M   სვიმეონ კათალიკოს...   Dec 28 2011, 10:15 PM
A.V.M   წმიდა იოანე IV (ოქრო...   Mar 18 2012, 07:53 PM
A.V.M   ღირსი დოსითეოზ ქუთ...   Mar 20 2012, 07:35 PM
marine   პატრიარქი კალისტრ...   Dec 18 2012, 11:37 AM
A.V.M   marine გაიხარე...   Dec 19 2012, 01:15 AM
marine   marine გაიხარე... :მპუა2:...   Dec 19 2012, 12:38 PM
A.V.M   marine ხო.... თითეულ პოსტ...   Dec 20 2012, 03:04 AM
A.V.M   შემოგთავაზებთ ეპი...   Mar 20 2013, 12:25 AM
A.V.M   ამბროსი ხელაია: „ჩ...   Aug 7 2014, 10:02 AM
shio_graphics   მოგესალმებით,მე ვა...   Oct 26 2014, 07:15 PM
marine   მოგესალმებით,მე ვ...   Oct 26 2014, 09:16 PM
shio_graphics   დიდი მადლობა,თქვენ...   Oct 26 2014, 11:25 PM
marine   დიდი მადლობა,თქვე...   Oct 27 2014, 01:06 PM
marine   "ის [კათოლიკოს-პა...   Sep 6 2016, 12:15 PM
marine   "პატრიარქი [მელქი...   Sep 6 2016, 12:41 PM
marine   "მელქისედეკი - სა...   Sep 6 2016, 11:05 PM
marine   "სიტყვა არ უნდა შ...   Oct 3 2016, 07:33 PM
marine   "პატიმრობის შემდ...   Oct 5 2016, 08:26 PM
marine   " - მამაო, ვინც პატ...   Oct 5 2016, 10:27 PM
marine   "მიტროპოლიტი გაი...   Apr 11 2017, 01:13 PM
marine   "პატრიარქი ეფრემ...   Apr 17 2017, 11:14 AM
marine   "როცა ლენინგრადშ...   Apr 19 2017, 10:02 AM
marine   "კაცი დიდებას გაუ...   Apr 22 2017, 11:25 AM
marine   "როცა სამშობლოში ...   Feb 5 2018, 07:01 PM
marine   "მიტროპოლიტ ქრის...   Feb 16 2018, 08:09 PM
marine   "უწმინდეს ეფრემს ...   Jul 19 2018, 08:35 PM
marine   "პატრიარქმა ეფრე...   Jul 26 2018, 02:52 PM
marine   "როდესაც პატრიარ...   Aug 22 2018, 09:14 PM
marine   "უბრალოება უწმინ...   Oct 1 2018, 08:28 PM
marine   "ერთხელ უწმინდეს...   Oct 1 2018, 08:40 PM
marine   "საქართველოშიც ზ...   Oct 16 2018, 07:01 PM
marine   "ერთხელ კათოლიკო...   Nov 15 2018, 01:17 PM
marine   "ერთხელ საქართვე...   Nov 15 2018, 01:40 PM
marine   "მინდა კიდევ ერთი...   Aug 17 2019, 03:19 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 10 მომხმარებელი (მათ შორის 10 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 06:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი