IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

17 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> მედიტაცია, "სწავლა მდუმარედ"
George Leluashvili
პოსტი Oct 5 2011, 10:51 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



რა არის მედიტაცია?

IPB-ს სურათი


მედიტაცია ეს თვალია ჭეშმარიტების მჭვრეტი, გულია ჭეშმარიტების შემგრძნებელი და სული ჭეშმარიტების შემმეცნებელი.

მედიტაციის წყალობით სული მთლიანად აცნობიერებს საკუთარ ევოლუციას თავის მარადიულ მოგზაურობაში. მედიტაციის წყალობით ჩვენ ვხედავთ თუ როგორ გარდაიქმნება ფორმის მქონე უფორმოში, სრული -უსასრულოში და თვალს ვადევნებთ იმას, თუ როგორ იძენს უფორმო ფორმას და უსასრულო ხდება სასრული.

მედიტაცია მეტყველებს. ის მეტყველებს მდუმარებაში. ის გვიხსნის. ის მისწრაფებულს უხსნის იმას, რომ მატერია და სამშვინველი, რაოდენობა და თვისობრიობა, იმანენტური და ტრანსცენდენტალური ერთიანია. მედიტაცია ხსნის, რომ ცხოვრება არ შეიძლება იყოს უბრალოდ არსებობა, სამოცდაათი ან ოთხმოცი წლის განმავლობაში, დაბადებასა და გარდაცვალებას შორის; სიცოცხლე ეს თვით მარადიულობაა. ჩვენი დაბადება, ისე როგორც ჩვენი გარდაცვალება - მნიშვნელოვანი მოვლენაა ღმერთის არსებობაში. დაბადების შემდეგ ცხოვრება მიედინება სხეულში. გარდაცვალების შემდეგ კი - სამშვინელში.

* * *

მედიტაცია ნიშნავს საკუთარი თავის შეგნებულ გაფართოებას. მედიტაცია ნიშნავს საკუთარი ჭეშმარიტი “მე”-ს შეცნობას, ან გახსნას. სახელდობრ მედიტაციის წყალობით ვლახავთ შეზღუდვების, ნაკლულობის, დამოკიდებულების ტვირთს.

მედიტაცია - ესაა დინამიზმი ცნობიერების შიდა პლანებზე. რა ხდება სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ვმედიატირებთ? ვიძირებით ჩვენი არსებობის უფრო ღრმა ნაწილში; ამ დროს წინა პლანზე შეგვიძლია გამოვიტანოთ ის სიმდიდრე, რომელიც სადღაც ღრმადაა ჩაბუდებული. მედიტაცია გვაჩვენებს, თუ როგორ მივისწრაფოთ რაღაცისაკენ და როგორ მივაღწიოთ მას. თუ ყოველდღიურად აკეთებთ მედიტაციას, მაშინ ღრმად იყავით დარწმუნებულნი, რომ თქვენი შიდა და გარე ცხოვრებისეული პრობლემები გადაჭრილი გექნებათ.

სულიერი გული - ეს მარადიული და ყოვლის მომცველი სიყვარულის ცენტრია. ღრმად გულში იმყოფება სული, ჩვენი შიდა ღვთაებრიობა. სულიერ გულში მედიტაცია მაქსიმალური თვითგახსნის ყველაზე უსაფრთხო გზაა, ასეთი მედიტაციის დროს, ჩვენ მთელ ყურადღებას მოვიკრებთ გულზე, გონების დამშვიდებით და ვიძირებით შიგ სიმშვიდის, ნეტარებისა და უფრო და უფრო ღრმა დონეებზე ან ჩვენ შეგვიძლია მოვიხმოთ საშველად წარმოსახვა და წარმოვიდგინოთ, როგორ იფურჩქნება ჩვენს გულში ყვავილი. ჩვენ შევიგრძნობთ იმას, რომ როდესაც იფურჩქნება ყვავილის ფურცლები, მთელი ჩვენი არსება იწყებს ჩვენი შიდა ღვთაებრიობის ნათების გამოსხივებას; ჩვენ შეგვიძლია ჩავიძიროთ ჩვენი გულიდან ამომავალ ნაკადში და მივცეთ მას ნება ჩაიღვაროს ჩვენს შიგნით, და უშორესი უსაზღვროებისაკენ წარიტაცოს ჩვენი ცნობიერება. გულზე ყველაზე ღრმა მედიტაციის დროს ჩვენ გავდივართ აზროვნების საზღვრებს მიღმა და შთანთქმულები ვართ მდუმარე ურთიერთობით ჩვენს ღვთაებრივ არსებასთან, მედიტაციას მივყავართ ჩვენს უზენაეს “მე”- სთან შეგნებულ გაიგივებამდე.

მედიტაცია ზღვის ფსკერზე დაშვების მსგავსია, სადაც სიმშვიდე და სიწყნარეა; ზედაპირზე შეიძლება უამრავი ტალღა იყოს, მაგრამ ისინი ზღვაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ. ზღვის ფსკერზე - თვით მდუმარებაა. როდესაც ვიწყებთ მედიტირებას, ჩვენ პირველ რიგში ვცდილობთ მივაღწიოთ საკუთარი თავის შიდა არსს, ანუ ზღვის ფსკერს. თუ გარე სამყაროდან ტალღები მოიყრიან თავს, ისინი ჩვენზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ. შიში, ეჭვი, შეშფოთება და ყველა მიწიერი ალიაქოთი უბრალოდ ამოირეცხება, რადგან ჩვენში ურყევი სიმშვიდეა. აზრები ჩვენ არ გვეხებიან, იმიტომ, რომ ჩვენი გონება - თვით სიმშვიდე, სიწყნარე, ერთიანობაა. აზრები, როგორც თევზები ზღვაში, ამოხტებიან და მიცურავენ, მაგრამ კვალს არ ტოვებენ. უზენაეს მედიტაციაში ყოფნისას ჩვენს თავს ზღვად ვგრძნობთ და ზღვის ბინადარნი ვერ გვაწუხებენ. თავს ცად ვგრძნობთ და ყველა ფრინველი ირგვლივ მფრინავი ვერ გვაწუხებს; ჩვენი გონება იქცევა ცად, გული კი უსაზღვრო ზღვად. აი რა არის მედიტაცია. როდესაც მედიტაციაში გვინდა მაღლა ავიდეთ, ჩვენი მისწრაფება ადის, უშიშრად ადის უმაღლესისკენ. ჩვენს აღმავლობას ზღვარი არ აქვს, რადგან ჩვენ უსასრულობაში ვმოგზაურობთ. ჩვენ ავდივართ მუდამ საკუთარი თავის გადამლახავ ზეზღვრულში. მანძილის თვალსაზრისით - მოძრაობა ზემოთ და მოძრაობა სიღრმისკენ, ეს არის უსასრულო მოგზაურობა ერთი მიზნისკენ: უზენაესისკენ. მაგრამ გონების დახმარებით ჩვენ მაღლა ვერ ავალთ. გონებას უნდა დავსძლიოთ, გავიდეთ მის ფარგლებს გარეთ, და კიდევ ერთხელ შევიდეთ სულიერი გულის სამეფოში. სულიერი გულის არე უსასრულოდ მაღლა მდებარეობს და უფრო ფართოა, ვიდრე უმაღლესი გონების არე. გონების მიღმა, გონებაზე უფრო შორს იმყოფება სულიერი გულის სამფლობელო. გული უსაზღვროა ყველა მიმართულებით, ამიტომაც შიგ გულში მდებარეობს უმაღლესი სიმაღლეც და უღრმესი სიღრმეც.

რაც უფრო შეგვიძლია ჩვენ ზევით ასვლა, მით უფრო შეგვიძლია ღრმად ჩაძირვა და პირიქით, რაც უფრო ღრმად შეგვიძლია ჩაძირვა, მით უფრო შეგვიძლია მაღლა ასვლა. ეს ხდება ერთდროულად. თუ ჩვენ შევძლებთ ინტენსიურ მედიტირებას, უთუოდ შევიგრძნობთ, რომ ერთდროულად კიდევაც ავდივართ ძალიან მაღლა და კიდევაც ვეშვებით ძალიან ღრმად. სიმაღლეცა და სიღრმეც თანმხლებია ერთმანეთისა, მაგრამ ისინი მიეკუთვნებიან ორ სხვადსხვა განზომილებას. მაგრამ თუ ადამიანს შეუძლია ძალიან მაღლა ასვლა მედიტაციაში, მაშინ მას ასევე აქვს უნარი ძალიან ღრმად ჩაშვებისა.

სანამ ჩვენ ვერ შევიცნობთ უზენაესს, ჩვენ ვგრძნობთ, რომ სიმაღლე და სიღრმე სხვადასხვა რამაა. ზევითკენ ასვლისას ჩვენ ვგრძნობთ, რომ მივაღწიეთ გარკვეულ სიმაღლეს და შიდა სიღრმეში უფრო ღრმად დაშვებისას, ჩვენ ვგრძნობთ, რომ მივაღწიეთ გარკვეულ სიღრმეს. მაგრამ სიმაღლე და სიღრმე ეს ყოველივე, მენტალურ ცნობიერებაში არსებული კატეგორიებია, გონების ბარიერის გადალახვით, უნივერსალურ ცნობიერებაში ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი არის ერთიანი და განუყოფელი არის ერთიანი და განუყოფელი. ამ დროს ჩვენში მღერის და ცეკვავს მხოლოდ რეალობა და ჩვენც ვიქცევით რეალობად. მას არა აქვს არც სიმაღლე, არც სიღრმე და არც სიგრძე - ხანგრძლივობა. ეს არის რაღაც მთლიანი. ამავდროულად, ის თავის საკუთარ საზღვრებს მუდამ სცილდება.

მედიტაციაში მუდმივი მისწრაფების ალი ანთია. ჩვენი მოგზაურობა მარადიულია. ჩვენი პროგრესი და ჩვენი რეალიზაცია ასევე მუდმივი და უსასრულოა იმიტომ, რომ საქმე გვაქვს უსასრულობასთან, მარადიულობასა და უკვდავებასთან.

მედიტაცია ეს არის ადამიანის წყურვილი უსასრულო რეალობაზე, მარადიულ რეალობაზე და აბსოლუტურ რეალობაზე. მედიტაციის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მიაღწიო ღმერთთან შეგნებულ და მუდმივ ერთიანობას. მედიტაციის უმაღლესი საიდუმლოა - შეიგრძნო, რომ ღმერთი მთლიანად ჩვენ გვეკუთვნის, და ბოლოს შევიცნოთ ღმერთი თვით მისი გულისათვის, გავხსნათ იგი და ასრულება მოვუტანოთ მას.

მედიტაცია - საკუთარი თავის გადალახვაა. საკუთარი თავის გადალახვა - ეს ზეზღვრულის გზავნილია. ეს ზეზღვრულის გზავნილი - არის ღმერთი, როგორც მარად განვითარებადი სული, და ღმერთი, როგორც მარად ასრულების მომტანი მიზანი.

მედიტაცია ამბობს მხოლოდ ერთს: ღმერთი არის.

მედიტაცია გვიხსნის მხოლოდ ერთ ჭეშმარიტებას: თქვენ იხილავთ ღმერთს.

IPB-ს სურათი


მედიტაცია - მდუმარებაა ენერგიით შემავსებელი და ასრულების მომტანი. მდუმარება - მჭერმეტყველი გამოთქმაა გამოუთქმელისა.

პირველ რიგში რას ველით ჩვენ მედიტაციისაგან? სიმშვიდეს. სიმშვიდეს და არაფერს სხვას.

სიმშვიდე დასაწყისია სიყვარულისა. სიმშვიდე ჭეშმარიტების დასრულებაა. სიმშვიდე წყაროსთან დაბრუნებაა.

მედიტაცია ფრინველის ფრთების მსგავსად ყოველთვის ფართოვდება სიმშვიდეში, სინათლესა და აღტაცებაში.

მხოლოდ მედიტაციას შეუძლია დაბადება მისცეს სრულყოფილებას. მედიტაციას მივყავართ ჩვენი გრძნობების იმედგაცრუების მიღმა, გონივრული გონების შეზღუდულობის მიღმა. ბოლოს, მედიტაციას შეუძლია დაგვასაჩუქროს სრულყოფილების სუნთქვით.

მედიტაცია ჩვენ გვეხმარება წუთიდან წუთამდე ვიცხოვროთ. სხვა მხრივ, წუთებს შორის არესბობს მარადიული ახლა. არცერთი წუთი არ შეიძლება განვაცალკევოთ მარადიულობისაგან. აი, ეს წუთი, და აქ ყველგან ირგვლივ მარადიულობაა. მარადიულობა მოიცავს აწმყოს, წარსულს და მომავალს.

მარადიულობის შიგნით წუთია და პირიქით წუთში იმყოფება მარადიულობა. ეს ოკეანის მსგავსია. ოკეანეში უთვალავი პაწაწინა წვეთის რაოდენობაა. მეორე მხრივ, ყოველი პაწაწინა წვეთი თავის თავში ინახავს უდიდესი ოკეანის არსს. ჩვენ ვიღებთ წვეთს და უცებ ვიძენთ უკიდეგანო ოკეანის შეგრძნებას იმიტომ, რომ წვეთი შეიცავს უდიდეს ოკეანეს. ამიტომ არცერთი წუთი არ შეიძლება გამოყო მარადიულობისა და უსასრულობისაგან. მედიტაცია - ეს ერთადერთი გზაა სასრულის და უსასრულობის ერთიანობის შეგრძნებისა.

გვიბიძგებს თუ არა მედიტაცია რეალობიდან წასვლისაკენ? არა! პირიქით მედიტაცია ჩვენ შთაგვაგონებს მივიღოთ ღმერთის ქმნილება, როგორც უთუო რეალობა, რომელიც კიდევ გარდაქმნისა და სრულყოფილების მოლოდინშია. ჩვენ შევძლებთ გავხდეთ უსასრულო ჭეშმარიტებისა და უსასრულო სინათლის ნამდვილ სათავსოდ მხოლოდ მაშინ, როდესაც გარდაიქმნება მიწიერი ცნობიერება და გარდაიქმნება სხეულის ცნობიერება. ის ვინც მედიტირებს, ვალდებულია კაცობრიობაში მოქმედებდეს, როგორც ღვთაებრივი გმირი. კაცობრიობა ღმერთის განუყრელი ნაწილია. როგორ ვაპირებთ მივაღწიოთ ღვთაებრივობას კაცობრიობისაგან გამიჯვნით? უნდა მივიღოთ სამყარო ისეთად, როგორიც ის ახლა არის. როგორ შეიძლება რაიმე გარდაქმნა, თუ შენ მას არ ღებულობ? თუ მეთუნე არ აიღებს ხელში თიხას როგორ გამოძერწავს ქოთანს? სამყარო ჩვენს ირგვლივ სრულყოფილია, მაგრამ ჩვენც ხომ არასრულყოფილები ვართ. სრულყოფილი სრულყოფილება ჯერ არ შობილა ქვეყანაზე. უნდა გვესმოდეს ის, რომ სრულყოფილებისაგან კაცობრიობა ჯერ შორსაა, ძალიან შორს. მაგრამ ჩვენც ხომ ამ კაცობრიობის ნაწილი ვართ. როგორ ვაპირებთ ჩვენს და-ძმებზე უარის თქმას, როდესაც სინამდვილეში ისინი ჩვენი სხეულის ნაწილებია? მე არ შემიძლია მოვიგლიჯო ჩემი ხელი, ეს შეუძლებელია. და ამნაირად, როდესაც ჩვენ გასულიერებულად, ერთგულად ვმედიტირებთ, ჩვენ უნდა მივიღოთ კაცობრიობა ისე, როგორც ჩვენი პირადი, მთლიანად განუყოფელი და ღვიძლი ნაწილი. ჩვენ უნდა ავიყვანოთ კაცობრიობა თავისთან. თუ შეგვიძლია შთავაგონოთ სხვები, თუ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ ვართ, მაშინ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვემსახუროთ ღვთაებრივობას მათში, ვინც ჩვენ მოგვყვება.

ასე რომ, ჩვენ არ უნდა წავიდეთ ჰიმალაის გამოქვაბულებში. უნდა მივიღოთ მსოფლიო აქვე და ახლავე. უნდა გარდავქმნათ მსოფლიოს იერი, ჩვენი ერთგულების ძალაზე დაყრდნობით. მედიტაცია - სინამდვილისაგან გაქცევა არ არის. მედიტაცია - ეს არის სიცოცხლის მიღება მთელი თავისი სისავსით, მისი გარდაქმნის განზრახვით, იმისათვის რომ ღვთაებრივმა ჭეშმარიტებამ მოიპოვოს აქ ადედამიწაზე უმაღლესი გამოვლინება.

როდესაც ის კონცერტრირდება,
ყველაფერს აქვს მნიშვნელობა:
როდესაც ის მედიტირებს,
არაფერს აქვს მნიშვნელობა
როდესაც ის ჭვრეტს
მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ღმერთს.


თუ ვგრძნობთ, რომ კმაყოფილნი ვართ იმით, რასაც ვფლობთ, და იმით, რანიც ვართ, მაშინ ჩვენში არაა მედიტაციის სფეროში შესვლის აუცილებლობა. ჩვენ მივმართავთ მედიტაციას იმიტომ, რომ განვიცდით შინაგან შიმშილს. ვგრძნობთ ჩვენში რაღაც ნათელს, უსაზღვროს, ღვთაებრივს. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს ძალიან, ძალიან გვჭირდება, მაგრამ ამ წამს არ გვაქვს მასთან მისასვლელი გზა. ასე რომ ჩვენი შიმშილი გამოწვეულია სულიერი მოთხოვნილებით.

მედიტაცია არ ნიშნავს უბრალოდ ხუთი-ათი წუთით სიჩუმეში ჯდომას, მედიტაცია ითხოვს შესაბამის ძალისხმევას. გონება უნდა დააწყნარო და უნდა გააჩუმო, მაგრამ ამავდროულად ის ფხიზელი უნდა იყოს და არ უნდა შემოუშვას არანაირი განყენებული აზრები ან სურვილები. როდესაც ჩვენ გავაჩუმებთ და დავაწყნარებთ გონებას, ვიგრძნობთ იმას, თუ როგორ წარმოიშვება ჩვენში ახალი ქმნილება. როდესაც გონება არაფრითაა დაკავებული და მშვიდადაა, მთელი ჩვენი არსება ცარიელ ჭურჭლად იქცევა. ჩვენ შინაგან არსებას შეუძლია მოუხმოს უსაზღვრო სიმშვიდეს, სინათლესა და ნეტარებას ამ ჭურჭელში შესასვლელად და მის შესავსებად. აი ეს არის მედიტაცია.

როდესაც ჩვენ ვფიქრობთ იმას, რომ ეს ჩვენ ვცდილობთ მედიტირებას, მედიტაცია რთული გვეჩვენება. მაგრამ ნამდვილი მედიტაცია ჩვენ მიერ არ სრულდება. მას ასრულებს ჩვენი შინაგანი მესაჭე, უზენაესი, რომელიც გამუდმებით მედიტირებს ჩვენში და ჩვენი გავლით. ჩვენ მხოლოდ ჭურჭელი ვართ. და ჩვენ ვაძლევთ მას უფლებას განგვმსჭვალოს მთელი თავისი ცნობიერებით. ჩვენ ვიწყებთ პირადი ძალისხმევით, მაგრამ საკმარისია ჩავღრმავდეთ - ვხედავთ იმას, რომ ეს არაა ჩვენი ძალისხმევა რაც გვაძლევს ნებას შევიდეთ მედიტაციაში. სწორედ რომ უზენაესი მედიტირებს ჩვენში და ჩვენი გავლით, ჩვენი შეგნებული ნებართვით და თანხმობით.

IPB-ს სურათი


მედიტაციის პრაქტიკა უნდა იყოს სპონტანური, გასულიერებული და სწორი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბნელი ეჭვი დაახშობს გონებას, გულში კი შემოიპარება სრული იმედგაცრუება. და, შესაძლოა, თქვენ აღმოაჩინოთ მთელი თქვენი არსება შემწყვდეული პირდაღებული უფსრკულის სიღრმეებში.

მედიტაციისთვის საჭიროა შთაგონება. შთაგონებაში მოგიყვანთ წმინდა წერილები. იმისათვის რომ შეიძინო სასულიერო წიგნი საჭიროა ათი წამი. იმისათვის რომ წაიკითხო ეს წიგნი საჭიროა რამოდენიმე საათი და იმისათვის, რომ გაიაზრო ეს წიგნი საჭიროა რამოდენიმე წელიწადი. ხოლო იმისათვის, რომ იცხოვრო ჭეშმარიტებით საჭიროა არა მარტო მთელი სიცოცხლე, არამედ რამოდენიმე ინკარნაციაც კი.

მედიტაციისთვის საჭიროა მისწრაფება. სულიერი მასწავლებლის ფიზიკურ ან სულიერ დასწრებას, შეუძლია გააღვიძოს თქვენი მიძინებული მისწრაფება; მას ადვილად შეუძლია ამის გაკეთება და ხალისით გააკეთებს ამას თქვენთვის.

მისწრაფება - აი რა გჭირდებათ იმისათვის, რომ მიაღწიოთ მოგზაურობის მიზანს. თქვენ არ გჭირდებათ შეწუხება თქვენს რეალიზაციაზე. ამაზე იზრუნებს თქვენი მისწრაფება.

თუ თქვენი მასწავლებელი რეალიზებული სულია, მისი მდუმარე, დაჟინებული მზერა გასწავლით მედიტირებას. მასწავლებელმა არ უნდა აგიხსნათ თქვენ, როგორ უნდა მედიტირებდეთ გარეგანი საშუალებების დახმარებით. არ უნდა გაძლევდეთ თქვენ მედიტაციის გარკვეულ ტექნიკას. ის უბრალოდ იმედიტირებს თქვენზე და შინაგანად გასწავლით მედიტირებას. თქვენი სული შევა მის სულში და დაიწყებს მისგან სწავლას. ყველა ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი მედიტაციას ასწავლის მდუმარებაში.

როდესაც რეალიზებული სულიერი მასწავლებელი შედის თავის უმაღლეს ცნობიერებაში, ის აღწევს მასში მყოფ ღვთაებრივობასთან ერთიანობას. მასში მყოფი ადამიანური ინდივიდუალურობა მთლიანად ერთვის უზენაესს. ამ მომენტში მასწავლებლის ცნობიერება წარმოადგენს პირდაპირ არხს სინათლისაკენ, რომლის აღმოჩენას ცდილობს მომედიტირე ადამიანი თავის გულში. მასწავლებლის ცნობიერება ხსნის და სთავაზობს იმას, რასაც მაძიებელი ცდილობს აღმოაჩინოს საკუთარი თავის შინაგან სიღრმეებში. მასწავლებლის უმაღლეს მედიტაციასთან გაიგივება ნიშნავს მიიღო იმ ცნობიერების პირდაპირი განცდა, რომელიც წარმოადგენს ადამიანის შინაგანი ძიების მიზანს. ეს მედიტაცია არა ადამიანის პიროვნებაზეა, არამედ ღვთაებრივ ცნობიერებაზეა მიმართული, რომელიც იყენებს ადამიანს, როგორც თავისი გამოვლენის ინსტრუმენტს.

IPB-ს სურათი


გული - სულის ადგილსამყოფელია, გულში იმყოფება წყარო და რეალობა.

იმის მსგავსად, თუ როგორ ახდენთ კონცენტრირებას რომელიმე საგანზე - პორტრეტზე, ყვავილზე ან ალზე - თქვენ შეგიძლიათ გულზეც კონცენტრირება.

წარმოდგენაც კი შეუძლებელია, თუ რა შეუძლია ქნას კონცენტრაციამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. კონცენტრაცია - ესაა მიზნის მიღწევის ყველაზე საიმედო ხერხი. კონცენტრაცია ისარივით შედის მიზანში.

კონცენტრაცია - ისარია.
მედიტაცია - მშვილდია.



კონცენტრაციისას თქვენ ახდენთ მთელი ენერგიის ფოკუსირებას არჩეულ მოვლენაზე, იმისათვის რომ ამოხსნათ მისი საიდუმლოებანი. მედიტირებისას თქვენ ადიხართ უფრო მაღალ ცნობიერებაში.

კონცენტრაცია ცდილობს ობიექტში შეღწევას, რომლისკენაც ის არის მიმართული. მედიტაცია ცდილობს იცხოვროს მდუმარების უსაზღვრო სივრცეში.

კონცენტრაციისას თქვენ ცდილობთ არჩეული ობიექტის ცნობიერების შემოტანას უშუალოდ თქვენი შეცნობის სფეროში. მედიტირებისას თქვენ ადიხართ საკუთარი შეზღუდული ცნობიერებიდან უფრო მაღალ და უფრო ვრცელ არეში.

თუ თქვენ გსურთ დახვეწოთ საკუთარი შესაძლებლობანი – აკეთეთ კონცენტრირება და თუ გსურთ დაკარგოთ საკუთარი თავი - იმედიტირეთ.

კონცენტრაციის დანიშნულება გზის გაწმენდაა, როდესაც მედიტაციას სურს წავიდეს ან უფრო ღრმად, ან მაღლა ზევით.

კონცენტრაციას სურს დაეუფლოს ცოდნას, რომელზეც ისაა დამიზნებული, მედიტაციას სურს გაიგივდეს ცოდნასთან, რომელსაც ის ეძებს.

* * *

კონცენტრაცია ნიშნავს შინაგან მზადყოფნას და სიფხიზლეს. ყველგან ჩვენს ირგვლივ და ჩვენს შიგნით არიან ქურდები. შიში, ეჭვი, ღელვა და წუხილი - ეს შინაგანი ქურდებია, რომლებიც ცდილობენ მოიპარონ ჩვენგან შინაგანი წონასწორობა და გონების სიმშვიდე. როდესაც ჩვენ ვისწავლით კონცენტრირებას, ამ მტრულ ძალებს გაუჭირდებათ ჩვენში შეღწევა. თუ ჩვენ გონებაში ეჭვები შეაღწევენ, კონცენტრაციის ძალა მათ ნაკუწებად აქცევს. თუ ჩვენ გონებაში შეაღწევს შიში, კონცენტრაციის ძალა მას შორს განდევნის. ახლა ჩვენ ბნელი, გაუსხივოსნებელი, დამანგრეველი აზრების მსხვერპლნი ვართ, მაგრამ დადგება დღე, როდესაც ჩვენი კონცენტრაციის ძალის გამო, მღელვარე აზრებს პირიქით ჩვენი შიში ექნებათ.

კონცენტრაცია - ეს არის გონების დინამიური ნება, რომელიც მოქმედებს ჩვენში, რათა ჩვენ ვღებულობდეთ სინათლეს და უარვყოფდეთ სიბნელეს. ის მსგავსია ჩვენში ღვთაებრივი მეომრისა. შეუძლებელია წარმოდგენაც კი, თუ რა შეუძლია გააკეთოს კონცენტრაციამ ჩვენი მისწრაფების ცხოვრებაში. მას შეუძლია იოლად გამოჰყოს ზეცა ჯოჯოხეთისაგან, რათა ჩვენ შეგვეძლოს ვიცხოვროთ მუდმივ ზეციურ აღტაცებაში, და არა მუდმივ შფოთვებში, შიშებსა და ჯოჯოხეთურ ტანჯვა-წამებაში სანამ აქ დედამიწაზე ვიმყოფებით.

კონცენტრაციისას ჩვენ ვემსგავსებით რაიმეში შემავალ ტყვიას ან მაგნიტს, რომელიც თავისკენ იზიდავს კონცენტრაციის ობიექტს. ამავდროულად ჩვენ არ ვაძლევთ არანაირ აზრს ჩვენს გონებაში შეღწევის უფლებას, იყონ ისინი თუნდ ღვთაებრივნი ან არაღვთიურნი, მიწიერნი ან ზეციურნი, კარგნი ან ცუდნი. კონცენტრაციის დროს გონება უნდა იყოს ფოკუსირებული კონკრეტულ ობიექტზე ან საგანზე. თუ ჩვენ კონცენტრირებას ვახდენთ ყვავილის ფურცელზე, მაშინ ჩვენ ვცდილობთ შევიგრძნოთ, რომ ჩვენსა და ამ ფურცლის გარდა ამ სამყაროში მეტი არაფერი არსებობს. ჩვენ არ ვიყურებით არც წინ, არც უკან, არც ზემოთ, არც შიგნით; ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ შევაღწიოთ ამ ობიექტში კონცენტრაციის დახმარებით, შეკრებილს ერთ წერტილში. მაგრამ ეს არაა საგნის შიგნით ჩახედვის ან ობიექტში შეღწევის აგრესიული ხერხი. სავსებით არა! ეს კონცენტრაცია გამომდინარეობს უშუალოდ დაუოკებელი სულის ნების ან ნებისყოფისაგან.

* * *

მე ძალიან ხშირად მესმის მისწრაფებულნი როგორ ამბობენ, რომ არ შეუძლიათ კონცენტრირება ხუთ წუთზე მეტი. ხუთი წუთის შემდეგ მათ ეწყებათ თავის ტკივილი ან მხურვალების შეგრძნება აქვთ თავში. რატომ? ეს ხდება იმიტომ, რომ მათი კონცენტრაციის ძალა გამომდინარეობს ინტელექტუალური, ანუ, შეიძლება ვთქვათ, დისციპლინირებული გონებისაგან. გონებამ იცის, რომ არ უნდა იხეტიალოს, ამისათვის მას ცოდნა ჰყოფნის, მაგრამ თუ სწორად გამოვიყენებთ გონებას, ნათელი გზით, მაშინ მასში უნდა შევიდეს სულის სინათლე. როდესაც სულის სინათლე შედის გონებაში, საათობით რაიმეზე კონცენტრირება ადვილი ხდება. ამ დროს არ არიან არც აზრები, არც ეჭვები, არც შიშები. თუ გონება სავსეა სულის სინათლით, მასში ვერანაირი ნეგატიური ძალები ვერ შეაღწევენ.

ამგვარად, კონცენტრირების დროს ჩვენ ვცდილობთ შევიგრძნოთ, რომ სულის სინათლე გამოდის გულიდან და მესამე თვალის გასწვრივ მიედინება. შემდეგ ჩვენ ამ სინათლით კონცენტრაციის ობიექტში შევდივართ და მასთან გაიგივებას ვახდენთ. ჩვენი კონცენტრაციის ბოლო ეტაპია ის, რომ აღმოვაჩინოთ ფარული საბოლოო ჭეშმარიტება კონცენტრაციის ობიექტში.

IPB-ს სურათი


კონცენტრირებისას ჩვენი ყურადღების ფოკუსირებას ვახდენთ ერთ კონკრეტულ საგანზე. მაგრამ მედიტირებისას ვგრძნობთ, რომ ღრმად ჩვენში არის შესაძლებლობა ერთდროულად დავინახოთ, ვაკეთოთ და ავითვისოთ ბევრი რამ. მედიტირებისას ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ საკუთარი თავი ფრინველის მიერ ფრთების გაშლის მსგავსად. ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ საკუთარი სასრული ცნობიერება და შევიდეთ უნივერსალურ ცნობიერებაში, სადაც არც შიშია, არც შური, არც ეჭვი, არამედ მხოლოდ სიხარული, სიმშვიდე და ღვთიური ძალაა.

მედიტაცია ნიშნავს შეგნებულ შეზრდას უსასრულობაში. არსებითად რას ვაკეთებთ მედიტაციის დროს? ჩვენ შევდივართ ცარიელ, წყნარ, ჩუმ გონებაში და ვაძლევთ ნებას თვით უსასრულობას გვკვებოს და გვზარდოს.

კონცენტრაციის დახმარებით ჩვენ ვკრებთ თავს ერთ წერტილში, მედიტაციის დახმარებით კი ვაფართოვებთ საკუთარ ცნობიერებას უსაზღვროებამდე და შევდივართ მის ცნობიერებაში. ჭვრეტისას კი ჩვენ შევიზრდებით თვით უსაზღვროებაში და მისი ცნობიერება ხდება ჩვენი საკუთარი. ჭვრეტისას ვიმყოფებით ერთდროულად უღრმეს კონცენტრაციაში და ამასთან ერთად უზენაეს მედიტაციაში. ჭვრეტისას შევიზრდებით იმ ჭეშმარიტებაში, რომელიც დავინახეთ, შევიგრძენით მედიტაციაში და მასთან ერთ მთლიანობად ვიქცევით. როდესაც ჩვენ ვახდენთ კონცენტრაციას ღმერთზე, შეგვიძლია შევიგრძენოთ ღმერთი პირდაპირ ჩვენს წინ ან ჩვენს მახლობლად. როცა ვმედიტირებთ, აუცილებლად ვგრძნობთ ჩვენს შიგნით უსასრულობას, მარადიულობას და უკვდავებას. როდესაც ვჭვრეტთ, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ თვითონ ვართ ღმერთი და რომ ჩვენ თვითონ ვართ უსასრულობაც, მარადიულობაც და უკვდავებაც.

ჭვრეტა ნიშნავს, შეგნებულ ერთიანობას უსასრულო, მარადიულ აბსოლუტთან. აქ შემქმნელი და ქმნილება, მოსიყვარულე და საყვარელი, შემმეცნებელი და შესაცნობი ერთმანეთს ერთვიან. ერთ მომენტში ჩვენ ღვთაებრივი მოსიყვარულენი ვართ და ღმერთი ჩვენი უზენაესი შეყვარებულია. შემდეგ მომენტში ჩვენ ვიცვლით როლებს. ჭვრეტისას ჩვენ ვერთიანდებით შემქმნელთან და ჩვენში მთელ სამყაროს ვხედავთ. ამ დროს, საკუთარ არსებაზე მზერისას, ჩვენ ვერ ვხედავთ ადამიანს, ვხედავთ სინათლის, სიმშვიდისა და ნეტარების გენერატორის მსგავსს რამეს.

თუ ჩვენ ვმედიტირებთ ფორმის არმქონე კონკრეტულ ღვთაებრივ თვისებაზე, როგორებიცაა სინათლე, სიმშვიდე, ნეტარება, ან თუ ჩვენ აბსტრაქტულად ვმედიტირებთ უსასრულობაზე, მარადიულობაზე ან უკვდავებაზე, მაშინ მთელი ამ დროის განმავლობაში ვგრძნობთ ჩვენში მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს. ჩვენ ვმედიტირებთ სიმშვიდეზე, სინათლეზე ან ნეტარებაზე და ჩქაროსნული მატარებელი ამ დროს შეუჩერებლივ მიჰქრის. ჩვენი გონება ჩუმი და მშვიდია უსასრულობის უსაზღვროებაში, მაგრამ აქ არის მოძრაობა; მიზნისკენ შეუჩერებლივ მიჰქრის მატარებელი. ჩვენ წარმოვიდგენთ მიზანს და მედიტაციას მივყავართ იქამდე.
ჭვრეტაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ჭვრეტაში ჩვენ ვგრძნობთ მთელ სამყაროს და ყველაზე შორეულ მიზანს საკუთარ თავში. როდესაც ჩვენ ვჭვრეტთ, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენში ვიტევთ მთელ სამყაროს მისი უსასრულო სინათლით, სიმშვიდით, ნეტარებითა და ჭეშმარიტებით. არ არის არც აზრები, არც ფორმები, არც იდეები. ჭვრეტისას ყველაფერი ერთიანდება; ყველაფერი ხდება ცნობიერების ერთიანი ნაკადი. ჩვენს უმაღლესს ჭვრეტაში ვგრძნობთ, რომ სხვა არაფერი ვართ, თუ არა თვით ცნობიერება; ჩვენ აბსოლუტთან ერთიანი ვართ. მაგრამ ჩვენს უმაღლეს მედიტაციაში კი დინამიური მოძრაობაა. ეს მოძრაობა არ არის აგრესიული; ჩვენ არავის ვცემთ. სრულებით არა! უბრალოდ ჩვენს ცნობიერებაში სრულდება დინამიური მოძრაობა. მთლიანად ვაცნობიერებთ იმას თუ რა ხდება შინაგან და გარე სამყაროში, მაგრამ ეს ჩვენზე არ მოქმედებს. ჭვრეტისას ჩვენზე ზეგავლენას ვერ ახდენს, თუ რა ხდება გარე და შინაგან სამყაროში. მაგრამ იქ ჩვენ და მთელი ჩვენი არსება ვხდებით განუყრელი ნაწილი იმ სამყაროსი, რომელიც ჩვენში ღრმად არის.

მაშასადამე კონცენტრაციას მოაქვს სიფხიზლის გზავნილი, მედიტაციას მოაქვს უსაზღვრობის გზავნილი, ჭვრეტას კი - განუყოფელი ერთობის გზავნილი. ჩვენ ვახდენთ კონცენტრირებას იმიტომ, რომ მიზნის მიღწევა გვსურს. ჩვენ ვმედიტირებთ იმიტომ, რომ გვინდა ვიცხოვროთ მიზნის გულში. ჩვენ ვჭრეტთ იმიტომ, რომ გვინდა მიზნად ვიქცეთ.

ჩვენ ვახდენთ კონცენტრირებას გონების გამასხივოსნებელი ჩაწერტებით. ჩვენ ვმედიტირებთ გულის გამაფართოებელი უსაზღვროებით. ვჭვრეტთ ჩვენი სულის ასრულების მომტანი ერთიანობით.

სულიერი მოგზაურობის დასაწყისში ვგრძნობთ, რომ მედიტაცია მიიღწევა პირადი ძალისხმევით და ოფლის ღვრით. მოგზაურობის ბოლოს კი ვაცნობიერებთ, რომ მედიტაცია ეს ღვთის წყალობაა, მისი უსასრულო შებრალებაა.

ფასი არასდროს ჩანს სამართლიანი. ღმერთის შემეცნებამდე ის გვეჩვენება ძალიან მაღალი. შემეცნების შემდეგ ის ძალიან დაბალია. დამწყებისათვის ზუსტად მედიტაცია არის უმაღლესი რეალობა. მაგრამ როდესაც ის ხდება წინ წაწეული მძებნელი, მან იცის, რომ მედიტაციას მხოლოდ უმაღლესი რეალობისკენ მივყავართ. თუ ადამიანმა დიდხანს იცხოვრა უვიცობაში, თუ მთელი ცხოვრება მას არც ერთი წუთით არ ულოცია, მაშინ მისთვის, ბუნებრივია, მედიტაცია იქნება უზენაესი რეალობა, რომლის მიღწევაც შეუძლია მის ცნობიერებას. მაგრამ იმეცადინებს რა მედიტაციაში რამოდენიმე წელი, მას ესმის, რომ თვით მედიტაცია თავისთავად არ არის უზენაესი რეალობა. უმაღლესი რეალობა ეს ისაა, რასაც ის აღწევს ან რაშიც შეიზრდება, როდესაც მიყვება მედიტაციის გზას.

მოგზაურობა უნდა დავიწყოთ შთაგონებით. ყოველდღე ჩვენს სიღრმეში უნდა ვგრძნობდეთ, რომ იმაში რასაც ჩვენ ვაკეთებთ, შთაგონებაა საჭირო. შთაგონების გარეშე ნამდვილად არაფერი მიიღწევა. შემდეგ უნდა გადადგა მომდევნო ნაბიჯი. შთაგონების შემდეგ ჩვენ უნდა ვიგრძნოთ მისწრაფების საჭიროება. შთაგონება ეს ყველაფერი არაა. იმისათვის რომ მიაღწიო ოქროს, დაინახო ზეზღვრულის ოქროს ნაპირები, საკუთარი თავის მარად გადამლახავი ზეზღვრულისა - უნდა მივისწრაფოდეთ. აი რას ველით ჩვენ მისწრაფებიდან, ამ ჩვენში აღმავალი ალისაგან.

მაგრამ მისწრაფებაც არ კმარა. საჭიროა მედიტირება. მისწრაფება თავის თავში მედიტაციასაც ითავსებს. მედიტირებისას ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენ შევდივართ უსასრულობაში, მარადიულობასა და უკვდავებაში. ეს არ არის ბუნდოვანი ტერმინები, არამედ ჩვენი ნამდვილი მფლობელობაა. ოდესმე ღვთაებრივ სამფლობელოში - უსასრულობაში, მარადიულობასა და უკვდავებაში - შესვლის უფლება დაბადებიდან გვაქვს ბოძებული. შემდეგ, როდესაც მედიტაციაში ჩვენ წინ წავიწევთ, როცა მედიტაცია იწყებს ნაყოფის მოტანას, მაშინ შევდივართ რეალიზაციის სამეფოში. ჩვენ ამ სხეულში, აქ დედამიწაზე შევიცნობთ უზენაეს ჭეშმარიტებას. იმისათვის რომ ღმერთი შევიცნოთ საჭირო არაა სადმე წასვლა. იმისათვის, რომ სულიერ პრაქტიკას მივყვებოდეთ არ არის საჭირო განმარტოვება ჰიმალაის გამოქვაბულში, ან ჩამოჯდომა დათოვლ მთაზე.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Oct 5 2011, 10:55 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



GIORGI LELUASHVILI
ტექნიკა დავდო? rolleyes.gif


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 5 2011, 10:58 PM
პოსტი #3


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მანტრა-მედიტაცია
---------------------------
არსებობს მედიტაციის მრავალი ფორმა. მათი დიდი უმრავლესობა გულისხმობს არა წარმოსახვას, არამედ უბრალოდ დაკვირვებას. ანუ ჭკუის წარმოსახვები და "ობრაზები" თავისით მოდის, შენ უბრალოდ აკვირდები, ისე რომ არ ერევი, როგორც ღრუბლებს აკვირდები თვითმფრინავიდან. შენ თუ ხელს უფათურებ ამ ფიქრებს, ეს უკვე მედიტაცია არაა... მაგრამ ეს ყველაფერი ძირითადად იმპერსონალური მედიტაციებია.

არსებობს მედიტაციის უფრო ძლიერი ფორმები - მანტრა მედიტაციები. ეს უკვე დაკვირვებაცაა და კონცენტრაციაც ერთდროულად. ანუ მთელი ყურადღება უნდა იყოს ბგერაზე (მანტრაზე). არსებობს მანტრები, რომლებიც არანაირ აზრობრივ დატვირთვას არ ატარებს და მხოლოდ ვიბრაციებია (და კონკრეტული შედეგები მოაქვს). აქაც განსხვავებაა: არსებობს ღმერთის პიროვნულ ასპექტზე მედიტაციებიც და უპიროვნოზეც. მე სხვების კრიტიკას არ დავიწყებ, მაგრამ მოკლედ აგიხსნი იმ მანტრა-მედიტაციის არსს, რომელსაც ვაიშნავები აპრაქტიკებენ.

ეს არის ჰარე კრიშნა მაჰა მანტრის გამეორება. ამ მანტრის უბრალოდ გამეორებითაც კი უზარმაზარი ეფექტია, მაგრამ გურუები გვაძლევენ მის არსსაც, რომელიც რამდენიმენაირად შეიძლება განიმარტოს: "ო უფლის ენერგიავ, მამყოფე შენს უანგარო ერთგულ სამსახურში!", ასევე ჰარე არის მიმართვა უფლის შინაგანი ენერგიისადმი (რადჰარანისადმი) რომელსაც შუამდგომლობას ვთხოვთ თავად უფალთან (კრიშნასთან), ისევე როგორ ქრისტიანულ პრაქტიკაში ღვთისმშობელს სთხოვთ შუამდგომლობას ქრისტესთან, როგორც უსაზღვროდ მოწყალეს...

ანუ მაჰა მანტრა მანტრაცაა და ლოცვაც ერთდროულად. უბრალოდ მანტრა ქვია გარკვეული უნიკალური სტრუქტურის მქონე ბგერით ვიბრაციებს, თორე ლოცვებიც ძალიან ბევრი გვაქვს ვაიშნავებს.

რაც შეეხება წარმოდგენას (ვიზუალიზაციას), ვაიშნავურ პრაქტიკაში თავიდან ამის რეკომენდაციას არ იძლევიან, იმიტომ რომ ბინძურ ჭკუას არა აქვს სწორი ვიზუალიზაციის უნარი, თუმცა სულიერ განვითარებასთან ერთად ჩვენ შეგვიძლია ვიზუალიზაცია მოვახდინოთ ღმერთის იმ ფორმაზე, რომელსაც გურუ წარმოგვისახავს. თვითნებური ვიზუალიზაცია ჩვენთვისაც დაუშვებელია.

ბგერა და ბგერის მნიშვნელობა ვედებში
--------------------------------------------

"ვედებში წერია რომ არსებობს ბრაჰმანის (ყოვლისმომცველი სულის) 2 ფორმა. ერთი ფორმა ჩვენი აღქმის მიღმა იმყოფება და მიუწვდომელია ჩვენთვის. მას ეწოდება პარაბრაჰმანი, ანუ ტრანსცენდენტული რეალობის ის უდიდესი ნაწილი, რომელსაც ჩვენი გრძნობათა ორგანოებით და ჭკუით ვერ აღვიქვამთ.

ბრაჰმანის მეორე ფორმას ეწოდება შაბდა ბრაჰმანი (შაბდა – “ბგერა”). ვედები ამტკიცებენ, რომ ბრაჰმანი შესაძლებელია მისაწვდომი გახდეს ჩვენთვის ბგერის საშუალებით. ბგერა არა მარტო ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალებაა, არამედ ხიდია ჩვენსა და უმაღლეს რეალობას შორის. მას ყველა რელიგიაში, ყველა იდეოლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა უკავია. ბგერა არის საშუალება, რომლითაც ჩვენი ვიწრო ცნობიერება შეიძლება დაუკავშირდეს უზენაეს ცნობიერებას. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენები და თეორიები ბგერის მნიშვნელობის და ფუნქციის შესახებ ყველგანაა, ისე სისტემატურად და სრულყოფილად ჩამოყალიბებული, როგორც ვედებშია, არც ერთ იდეოლოგიაში არაა. თავად ვედებს შაბდა ბრაჰმანსაც უწოდებენ. თავად ვედები ამტკიცებენ რომ ბრაჰმანი ჩვენამდე მოდის ვედური ცოდნის, მანტრების საშუალებით და ამ მანტრების გამეორებისას ადამიანს შეუძლია ეს უმაღლესი ცოდნა თავის ცნობიერებაში “შეუშვას”.

ვედები ამბობენ რომ არსებობს ორი რეალობა. ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ხასიათდება განსხვავებით სიტყვასა და იმ ობიექტს შორის, რომელსაც ეს სიტყვა აღნიშნავს. ყველა ობიექტს თავისი ბგერითი დასახელება აქვს და აღმნიშვნელი სიტყვის გარეშე ობიექტს არსებობა არ შეუძლია. ბავშვი რომ იბადება, სახელს ვარქმევთ, იმიტომ რომ სხვაგვარად გაგვიჭირდება მასთან ურთიერთობა. თუ შევქმნით რაიმე ახალ ნივთს, სახელი უნდა დავარქვათ იმისათვის რომ ღირებულება ქონდეს...

მაგრამ მატერიალურ სამყაროში ობიექტსა და ობიექტის სახელს შორის განსხვავებაცაა და ეს ამ სამყაროს ფუნდამენტალური მახასიათებელი თვისებაა. ეს სამყარო დუალისტურია. აქ ყველაფერი დაყოფილია და არსსა და დასახელებას შორის არის განსხვავება. (უფრო მარტივად რომ ავხსნა, ავიღოთ კონკრეტული ობიექტი, მაგალითად მსხალი. იმისთვის რომ ეს ობიექტი გამოვხატოთ, მას რაღაც დასახელება უნდა მივცეთ. ჩვენ ვეძახით მსხალს, მაგრამ თუ პატარა ბავშვს ვეტყვით რომ ამ ობიექტს ჰქვია “ზღმარტლი” მისთვის ეს მსხალი მთელი ცხოვრება ზღმარტლი იქნება (თუ არავინ შეუსწორა რა თქმა უნდა)).

მაგრამ არსებობს მეორე რეალობა. ის რეალობა, სადაც არ არის განსხვავება ბგერასა და ობიექტს შორის. ამ სამყაროში სიტყვა “წყალი” მხოლოდ წყლის აღმნიშვნელი სიტყვა კი არაა, არამედ თავად წყალია.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 5 2011, 11:02 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



.zakaria.
აბა შენც გელოდები.
მე სიამოვნებით გავეცნობი ყველა აქ დადებულ ინფოსa075.gif

A.V.M
კარგია, რომ ვაიშნავური მიმართულება მიეციa075.gif
ისიც თქვი ვისიაlaugh.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 5 2011, 11:04 PM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
კარგია, რომ ვაიშნავური მიმართულება მიეცი

ნუ,მართლმადიდებლობისა და მედიტაციის დამოკიდებულება კი იცით ყველამ და ამიტომ ვარჩიე ვაიშნავური აზრი შემომეთავაზებინა.
ციტატა
ისიც თქვი ვისია

რამოდენიმე ხნის წინ მე მომაწოდა ერთმა ჭკვიანმა კრიშნაიტმა.
გავაგრძელოთ საუბარი.

ბგერას აქვს 4 ფაზა (დონე). ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ბგერას, და რაც ყურით გვესმის, მისი მხოლოდ ერთი ასპექტია. ამ ბგერას ეწოდება “ვაიკარია” (უხეში ბგერა).
მეორე, უფრო ნატიფი დონეა ფიქრები, რომლებიც ასევე გვესმის, მაგრამ შედარებით ცუდად და მხოლოდ ჩვენს ჭკუაში (თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც სხვისი ფიქრებიც ესმით). ამ ვიბრაციას ეწოდება “მადჰიამა” (ფიქრები)

არის მესამე დონე, რომლის აღქმაც კიდევ უფრო რთულია. ეს არის იდეის ვიბრაცია. სანსკრიტულად ეწოდება “პაშიანტი” (ანუ ის რაც ჩანს). ამ ვიბრაციის აღწერისას ვედები ამბობენ რომ “პაშიანტის” დონეზე ბგერას გააჩნია ფერი. სხვაგვარად რომ ვთქვათ თუ გულისყურით მოვუსმენთ ჩვენს სიღრმეში ამ ვიბრაციას, შევძლებთ მის “დანახვას”. პირველი ეს სამი დონე ადამიანისთვის მისაწვდომია გარკვეული პრაქტიკის შედეგად. მესამე დონე, ყველაზე მაღლა დგას ამ სამს შორის და მას იდეის, თესლის, “ობრაზის” ფორმა აქვს.

ვედების მიხედვით ყველანაირი ქმნილების პროცესი ხდება ნატიფიდან უხეშის მიმართულებით. შეუძლებელია უხეში მატერიიდან წაროიქმნას ნატიფი მატერია (რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ოკეანის “ბულიონში” ცილების შეკავშირების და ევოლუციის შედეგად მივიღეთ ადამიანი). ანუ ჯერ არის იდეა და შემდეგ იდეის გან-ხორციელება.

ნატიფი იდეის ვიბრაციის დონეზე, მასში უკვე არსებობს სურვილის ენერგია. და ყველა იდეა, რომელიც ჩვენ მოგვდის თავში, სურვილის ენერგიითაა განმსჭვალული. ანუ უყველაფრის სათავე, რასაც ვაკეთებთ, ეს ფონია იდეის ვიბრაციისა, რომელსაც სურვილიც შეგვიძლია რომ ვუწოდოთ.

მაგალითად გაჩნდა სურვილი რომ ავაშენო ცათამბჯენი. მესამე ნატიფ დონეზე ეს სურვილი იღებს “ობრაზის” ანუ იდეის ფორმას. მეორე ანუ ჭკუის დონეზე ეს იდეა იშლება სქემებად, გეგმებად, ნახატებად, ვიზუალიზაციებად. ვედები ამბობენ რომ თუ პაშიანტის დონეზე სურვილის ენერგია დევს, მადჰიამას (აზრების) დონეზე კი უკვე ცოდნის ენერგიაა ჩადებული (გიანას, ანუ გაგების, ჩაწვდომის ენერგია). მესამე ეტაპზე კი ამ აზრების და იდეების განხორციელება ხდება ბეტონად, კარკასებად და ა.შ.

რაც უფრო ნათლად წარმოვიდგენ დასაწყისში რაიმეს ანუ რაც უფრო ძლიერი იქნება იდეის თესლი, მით უფრო მეტი ალბათობაა იმისა რომ ეს იდეა განხორციელდება.

ბგერის ეს სამი დონე მისაწვდომია ადამიანისთვის და განსხვავება ბგერასა და ობიექტს შორის მით უფრო ნაკლებია, რაც უფრო ნატიფია ეს დონე. მეოთხე ანუ ყველაზე უხეშ დონეს ეწოდება “ვაიკარია” და მასში ჩადებულია შემოქმედების, რეალიზაციის ენერგია.

ჩვენი ცხოვრება ბგერების ამ სამი დონის თამაში და ტრანსმუტაციაა. ანუ თავიდან ბგერა იდეის და სურვილის დონეზეა, მერე გეგმის და სქემის დონეზე, შემდეგ კი ცხოვრებაში რეალიზაციის დონეზე. შემდეგ ჩნდება ახალი სურვილი და ა.შ. და რამდენად გვჭირდებოდა სინამდვილეში ის რაც ვინატრეთ და შემდეგ განვახორციელეთ ეს სხვა თემაა...

ახლა კი იწყება მთავარი: ვედები ამბობენ, რომ არსებობენ ბგერები, რომლებსაც პრინციპულად განსხვავებული ბუნება აქვთ მატერიალური ობიექტების აღმნიშვნელი ბგერებისგან. ეს არის ბგერები, რომლებსაც ჩვენი ცნობიერების ამაღლება შეუძლიათ მაღალ საფეხურებამდე. ამ ბგერებს სანსკრიტულად ეწოდება მანტრები. ანუ მანტრები არის განსაკუთრებული ბგერები და ვიბრაციები, რომლებშიც განსაკუთრებული ძალაა ჩადებული. მანტრას შეუძლია ჩვენი ცნობიერების ჰარმონიზაცია მოახდინოს. ჩვენ ვიმყოფებით მატერიალური ბგერების ოკეანეში და ყველა მხრიდან გვბომბავენ ამ ბგერებით, რეკლამებით, რომლებიც ცდილობენ ჩვენში ჩადონ სურვილები მესამე ნატიფ დონეზე. რაც მეტია ასეთი ბგერა, მით უფრო ქაოტური ხდება ჩვენი გონება და ცნობიერება. სტრესები, სხვადასხვა ავადმყოფობა და ა.შ. დაუბალანსებელი და არაჰარმონიული ცნობიერებიდან მოდის, რადგანაც ცნობიერება “დაავადებულია” ამ მატერიალური ბგერებით. ყველა ბგერა ატარებს რაღაც ენერგიას. ეს ენერგიები ჩვენს ცნობიერებაში ბგერასთან ერთად ხვდება და აბინძურებს მას ბევრი მავნე და არასაჭირო ინფორმაციით. თავში განუწყვეტელი “შიშინი” და “ხარვეზებია” როგორც გაფუჭებულ რადიოში და ამაში ყველა დარწმუნდება თუ თავის ფიქრებს ყურს დაუგდებს.

მაგრამ ღმერთის წყალობით არსებობს განსაკუთრებული ბგერები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი ცნობიერების ჰარმონიულ მდგომარეობაში მოყვანა. თუ ჩვენს ცნობიერებას რადიომიმღებს შევადარებთ, მანტრებს შეუძლიათ გარკვეულ ტალღაზე მომართონ ჩვენი რადიომიმღები, იმისთვის რომ საჭირო ინფორმაცია მივიღოთ სულიერი სამყაროდან. თუ ამ ბგერებს სისტემატიურად ვიმეორებთ, ცნობიერება თანდათან იწმინდება და შედის რეზონანსში (ჰარმონიაში) ყოფიერების მაღალ სფეროებთან.

იოგები ყველა ჩაკრას ხედავენ როგორც ვიბრირებად კვანძებს, რომლებსც თავისი ფერი და თავისი ბგერა (ვიბრაციის სიხშირე) აქვთ. ყველა ჩაკრას თავისი ფუნქცია და თავისი გავლენა აქვს ნატიფ და უხეშ სხეულზე. მაგალითად თუ ვიმეორებთ ბგერას “ლამ”, იგი შეესაბამება “მულადჰარა” ჩაკრას (ყველაზე ქვემოთა ჩაკრას). ეს ჩაკრა რეზონანსშია მიწის ელემენტთან და თუ ადამიანი ხშირად იმეორებს ამ ბგერას, ადამიანს გაუჩნდება შინაგანი საყრდენი (სიმტკიცე) გონებაში. გახდება უფრო სტაბილური და მყარი.

შემდეგ (სექსუალურ) ჩაკრას აქვს ვიბრაცია – “ვამ” (გარდა ამისა ჩაკრის თვითოეულ ფოთოლს შესაბამისი მანტრებიც გააჩნია).

მზის წნულის ჩაკრას შეესაბამება “რამ” და ამ ბგერაში არის ცეცხლის ენერგია (მზის წნული კი უპირატესად ცეცხლის ელემენტს უკავშირდება).

გულის ჩაკრის (ანაჰატა ჩაკრის) ვიბრაციაა “იამ” (სული სწორედ გულის მიდამოშია მოთავსებული)

ყელის ჩაკრას შეესაბამება “ჰამ”, მესამე თვალის ჩაკრას – “ომ” და ა.შ. ეს მაგალითები მოვიყვანე მექანიზმის ასახსნელად.

შედარებისთვის ავიღოთ მაგნიტი. ეს იგივე რკინაა, ოღონდ ჩვეულებრივი რკინისგან განსხვავებით მას გარკვეული სახით “ჰარმონიზირებული” ტალღური სტრუქტურა აქვს. და თუ ამ მოწესრიგებულ სტრუქტურას ჩვეულებრივ რკინას მივუახლოვებთ, ისიც იძენს მაგნიტის თვისებას. სწორედ ასეთი მექანიზმით მოქმედებენ მანტრები. ხდება ჩვენი ცნობიერების ჰარმონიზაცია და ზედმეტი სურვილები, სხვადასხვა არასაჭირო ვიბრაცია ტოვებს ჩვენს ცნობიერებას.

ყველა ვედა და საერთოდ ყველა ბგერა მოდის პირველსაწყისი მარცვლიდან “ომ” (აუმ).

იმისათვის რომ მანტრის (ლოცვის) გამეორება ეფექტური იყოს, ადამიანმა ბგერის სამივე საწყის დონეზე სისტემატურად უნდა გაიმეოროს იგი. ზოგიერთ მანტრას ყველა შემთხვევაში აქვს ეფექტი, როგორც არ უნდა გავიმეოროთ იგი, მაგრამ ეფექტი მით უფრო ძლიერი და სუფთა იქნება, რაც უფრო ყურადღებით და კონცენტრაციით გავიმეორებთ მათ.

იმ ადამიანის ბგერას, რომელმაც ცნობიერება გაიწმინდა, გულმართალია და არამოძალადე, გაცილებით უფრო დიდი ძალა ექნება, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანისას. თუ ადამიანს არასოდეს არ უთქვამს ტყუილი, მისი ნებისმიერი სიტყვა რეალობა ხდება. ამაზეა დაფუძნებული დიდი ბრძენების და წმინდანების კურთხევის ან წყევლის ძალა.



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Oct 5 2011, 11:13 PM
პოსტი #6


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



როგორ ყველა თემა ვედებს უკავშირდება? dry.gif
ამოვიდა რა უკვე dry.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 5 2011, 11:16 PM
პოსტი #7


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
როგორ ყველა თემა ვედებს უკავშირდება?
ამოვიდა რა უკვე

რატო ვედებს?
ეს თემა ზოგადად მედიტაციას უკავშირდება და მთელი ინდუისტური რელიგიები თითქმის ამ თემაზეა დაფუძნებული.
უბრალოდ ამ საკითხზე ვედებს ასეთი მოსაზრება ქონდათ და მაგიტომ თორე...
აი შემოვა ვახო და ის ბუდიზმზე იტყვის,ჩვენც პატარა შევეშველებით და...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 5 2011, 11:20 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
ციტატა
რამოდენიმე ხნის წინ მე მომაწოდა ერთმა ჭკვიანმა კრიშნაიტმა.

მივხვდი და იმიტომ გკითხეa075.gif

მაგარი საინტერესოა.
მერე მე ვეცდები მართლმადიდებლური აზრიც დავაფიქსირო ამის შესახებ.
მათალია ეს ვახოს და ნიკოლოზს არ მოეწონებათ, მარა საჭიროდ მივიჩნევ.

ikanosi
ციტატა
როგორ ყველა თემა ვედებს უკავშირდება? ამოვიდა რა უკვე

ვედებს არა იმას! biggrin.gif
ეს თემა დღეს ისეთი აქტუალური და ძლიერია, რომ ძალიან ბევრია მისით დაინტერესებული და დაკავებული.
კრიშნა მედიტაციასთან არაფერ შუაშია.
აქ არ იქნება კრიშნაზე საუბარი; მაგისთვის ცალკე თემაა.
აქ იქნება საუბარი მედიტაციასა და მის განხილვაზე მრავალი კუთხით.
მგონი საინტერესო უნდა გამოვიდეს.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 5 2011, 11:23 PM
პოსტი #9


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
მივხვდი და იმიტომ გკითხე

მიხვდებოდი აბა...
შენ დამაკავშირე კრიშნაიტებს და... biggrin.gif biggrin.gif
ციტატა
აქ არ იქნება კრიშნაზე საუბარი; მაგისთვის ცალკე თემაა.

რა კრიშნა კაცო,ყველა თემაში ამას რაზე ახსენებთ.
სწორია გიო.
მგონი მართლმადიდებლურ ფორუმზე წმ.სამებას არ ვახსებებთ ისე ხშირად როგორც ამ სახელს...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 5 2011, 11:25 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



განსხვავება ლოცვასა და მედიტაციას შორის

განსხვავება ლოცვასა და მედიტაციას შორის შემდეგშია: ლოცვა - ეს აბსოლუტურად ინტენსიური და აღმავალი რამაა, მედიტაცია კი - ეს უსაზღვრო და უკიდეგანო რამაა, რომელიც საბოლოოდ აფართოვებს საკუთარ თავს უსასრულობაში. როდესაც ვლოცულობთ, ჩვენ ვგრძნობთ ვიბრაციას ფეხის ტერფებიდან თავის გვირგვინამდე. მთელი ჩვენი არსება ლოცულობს, უხმობს, მოუწოდებს. მედიტაციაში კი სხვაგვარადაა. მედიტაციაში ჩვენ ვისვრით საკუთარ თავს ფართო სივრცეში, სიმშვიდის ზღვაში, აღტაცების ზღვაში, უსასრულობაში; ან მივესალმებით უსასრულო სივრცეს შემოვიდეს ჩვენში.

ლოცვაში ჩვენ ვგრძნობთ ერთისკენ დამიზნებულ აღმავალ და ლივლივა ალს. ლოცვის ბუნებაშია - ღვთის მიღწევა ზევით ასვლით. მთელი ჩვენი არსება ალივით ადის მაღლა. მაშინაც კი, თუ ღმერთს ვთხოვთ კაცობრიობისათვის, მთელი სამყაროსათვის, ჩვენ დავინახავთ რომ ლოცვისას ჩვენ მაღლა ავდივართ. ლოცვა ინტენსიური და მგზნებარეა. ჩვეულებრივ ის არ ფართოვდება. მაგრამ მედიტაცია ფართოვდება; სინამდვილეში მედიტაცია დაუყოვნებლივი გაფართოვება. მედიტაცია ჩიტის ფრთებივითაა, ის ყოველთვის ვრცელდება, ფართოვდება ჩიმშვიდეში, სინათლეში და აღტაჩებაში. რედესაც ვმედიტირებთ ჩვენ ვხედავთ, ვგრძნობთ და გადავიქცებით სინათლის და აღტაცების სამყაროდ. როდესაც ვლოცულობთ, ამაში ყოველთვის არის ნატიფი სურვილი ან რაღაცისაკენ სწრაფვა. ჩვენ ვლოცულობთ, რომ გავხდეთ კარგები ან მოვიპოვოთ რამე ღვთაებრივი, რაც ჯერ არ გვაქვს, ან განვთავისუფლდეთ შიშისგან, საფრთხისგან, ეჭვისგან და ასე შემდეგ. ლოცვაში არსებობს გრძნობა, მოდით ასე ვთქვათ, რომ ღვთაებრივი მათხოვარი ხარ. ჩვენ ვლოცულობთ რადგან ჩვენ გვჭირდება რამე. მასინაც კი, როდესაც ვლოცულობთ სიმშვიდისათვის, სინათლისათვის და აღტაცებისათვის, მაინც არსებობს რაღაც მოთხოვნის გრძნობა. ზოგჯერ არსებობს პირადი განცდა "მე შენ, შენ კი მე" და ლოცვა იღებს ამ ფორმას: "მე გთავაზობ ჩემ ლოცვას შენ, უფალო. ასე რომ შენც შეგიძლია გააკეტო რამე ჩემთვის. გეთაყვა, მიხსენი, დამეხმარე, აღასრულე ჩემი ცხოვრების მიზანი."

მაგრამ მედიტაციაში ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. უბრალოდ, ჩვენ შეგნებულად ვაძლევთ საკუთარ თავს ნებას შევიდეთ სინათლის ნაკადში, ან მოვუხმობთ უნივერსალურ სინათლეს ჩვენი უვიცობის სიბრძნეში გარდასაქმნელად. მისწრაფებული ადამიანი, რომელმაც მიაღწია წინსვლას მედიტაციაში და შეუძლია უსასრულობის და მარადისობის უფრო ღრმა არეში შესვლა, არ ლოცულობს ისე როგორც ლოცულობენ ეკლესიებში, სინაგოგებში ან ტაძრებში. თავის მედიტაციაში ის შედის ღვთიურ ცნობიერებაში და ღვთის ხელებში ტოვებს ყველაფერს. აქ ჩვენ ვხედავთ ჭეშმარიტი განდგომის დამოკიდებულებას. მაძიებელი გრძნობს, რომ არ არის აუცილებელი რაიმე ვთხოვოთ უფალს, რადგან მისი ღვთიური მამა ზუსტად იცის რა ჭირდება მას და როდის მისცემს ამას. ის ღმერთს აძლევს საშუალებას აკეთოს ის რაც მისტვის არის საუკეთესო, რაც მისცემს მას სასუალებას გამოავლინოს ღმერთი ისე, როგორც ღმერთს სურს. უღრმეს მედიტაციაში მაძიებელი უბრალოდ შედის მის საკუთარ უსასრულო ასპექტში. ის ღრმად იძირება იმაში რაც მას უკვე აქვს: განუყოფელი ერთიანობა მის უსასრულო მამასთან. მაშინ უკვე მამის საქმეა, გააკეთოს ის რაც შვილისთვის უკეთესი იქნება ან მისცეს ის რას მას ჭირდება.

ნამდვილი მაძიებლისათვის , მე უნდა ვთქვა, რომ მედიტაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლოცვა. მაგრამ ლოცვასაც ასევე მნიშვნელოვანია. მე არასოდეს არ ვიტყოდი, რომ ლოცვა საერთოდ არ არის საჭირო. ლოცვა საჭიროა, მაგრამ თუ ადამიანი მედიტირებს იმისთვის უფრო ადვილია უნივერსალური ცნობიერების ან უსაზღვრო ცნობიერების მიღწევა. როდესაც ადამიანი ლოცულობს, მას გონებაში აქვს გარკვეული მიზანი. მაგრამ როდესაც ადამიანი მედიტირებს, ის გარს ერტყმის და მოიცავს მთელ სამყაროს. ადამიანმა უნდა იცოდეს თუ რა უნდა ცხოვრებისაგან. თუ მას სურს უსასრულობა, მარადისობა და უკვდავება - უსასრულო სიმშვიდე, სინათლე და ნეტარება - მაშინ მედიტაცია უფრო ძლიერია და უფრო სწრაფად დაგეხმარება.

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 5 2011, 11:51 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა
ასევე ჰარე არის მიმართვა უფლის შინაგანი ენერგიისადმი (რადჰარანისადმი) რომელსაც შუამდგომლობას ვთხოვთ თავად უფალთან (კრიშნასთან), ისევე როგორ ქრისტიანულ პრაქტიკაში ღვთისმშობელს სთხოვთ შუამდგომლობას ქრისტესთან, როგორც უსაზღვროდ მოწყალეს...

შედარებები მაგარიაsmile.gif

მედიტაცია მართლა სეიოზული რამაა.
მშვიდ ბუნებაში, მშვიდ მუსიკაზე, იოგის პოზაში მჯდომარე, თვალებდახუჭული და...
ამ სამყაროში აღარ ხარ...

IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Oct 6 2011, 01:48 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
მედიტაცია მართლა სეიოზული რამაა.
მშვიდ ბუნებაში, მშვიდ მუსიკაზე, იოგის პოზაში მჯდომარე, თვალებდახუჭული და...
ამ სამყაროში აღარ ხარ...


შესაძლებელი თუ არის მედიტაცია და მისი განუყრელი კონცეტრაციით ჭვრეტის შესაძლებლობა? ანუ ჭვრეტა სულიერ სამყაროში?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 6 2011, 07:30 PM
პოსტი #13


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გიო ვახო როდის შემოვა ფორუმზე ხო არ იცი?
საინტერესო იქნება მისი დამოკიდებულება ამის შესახებ.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 6 2011, 07:46 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



lasha_k
ციტატა
შესაძლებელი თუ არის მედიტაცია და მისი განუყრელი კონცეტრაციით ჭვრეტის შესაძლებლობა? ანუ ჭვრეტა სულიერ სამყაროში?

საერთოდ, მედიტაციის მიზანი სწირედ ესაა.
ის, ვინც მედიტირებს, მხოლოდ ერთი მისწრაფება აქვს, რომ როგორმე მიუახლოვდეს ღმერთს, სინათლეს, შეაღწიოს სულიერ სამყაროში და ყოველივე მატერიალური დაუტევოს.
ერთი სიტყვით, ეს არის ღმერთისა და საკუთარი თავის შეცნობა.

მაგრამ საკითხავი სწორედ ისაა, თუ რამდენად აღწევს ადამიანი მედიტაციით ღმერთსა და სულიერ საუფლოს.
აქ არაა მედიტაციის ხარისხზე საუბარი. საკითხავი ისაა იძლევა თუ არა მედიტაცია ამის შესაძლებლობას.

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად თუკი მართლმადიდებლობას მივმართავთ, იგი რათქმაუნდა მართლმადიდებლური ლოცვის გარდა, უარყოფს ყველა სხვა საშუალებას, რომლის მიზანიც ღმერთთან საუბარია. უარყოფს მედიტაციასაც, იოგასაც და მანტრებსაც.
და შემდეგ უკვე ჩვენი ნებაა დავუჯერებთ თუ არა ამაში ეკლესიას.


A.V.M
ციტატა
გიო ვახო როდის შემოვა ფორუმზე ხო არ იცი?საინტერესო იქნება მისი დამოკიდებულება ამის შესახებ.

არ ვიცი.
მაგას ეხლა ტურნირები აქვს მოსაგები და თავდაუზოგავად ვარჯიშობს. მგონი ღამეებსაც ათენებსsmile.gif
ეგეც და გოვინად აზრიც მაინტერესებს.
მაგას კიდე ბევრი საქმეები აქვს ტაძარში. ლექციებსაც კითხულობს, არც ერთ ჰარინამას და იატრას არ ტოვებს, შეხვედრებზე დადის და რავიცი...


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 6 2011, 08:02 PM
პოსტი #15


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
არ ვიცი.
მაგას ეხლა ტურნირები აქვს მოსაგები და თავდაუზოგავად ვარჯიშობს. მგონი ღამეებსაც ათენებს

რა კაცი დავკარგეთ... no.gif user.gif cray.gif
ციტატა
ეგეც და გოვინად აზრიც მაინტერესებს.
მაგას კიდე ბევრი საქმეები აქვს ტაძარში. ლექციებსაც კითხულობს, არც ერთ ჰარინამას და იატრას არ ტოვებს, შეხვედრებზე დადის და რავიცი...

თან ეხლა ვიღაც გურუები ჩამოდიან და ლექციებს მართავენო.
(დაპატიჟებული ვარ ხო იცი)
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 6 2011, 08:14 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
ციტატა
რა კაცი დავკარგეთ...

იშვიათად შემოვა ხოლმეsmile.gif
ციტატა
თან ეხლა ვიღაც გურუები ჩამოდიან და ლექციებს მართავენო.

სამშაბათს, საღამოს 7 საათზე, თბილისის აშრამში ლექციას ჩაატარებს პრაბჰავიშნუ სვამი.
ციტატა
(დაპატიჟებული ვარ ხო იცი)

მერე რას ელოდები? smile.gif



ეხლა წმ. სერაფიმე როუზის იმისთანა ნაშრომი წავიკითხე მედიტაციებსა და აღმოსავლურ რელიგიებზე, რომ გული გამისკდა კინაღამ!


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Oct 6 2011, 08:22 PM
პოსტი #17


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 6 2011, 08:14 PM) *

A.V.M

იშვიათად შემოვა ხოლმეsmile.gif
სამშაბათს, საღამოს 7 საათზე, თბილისის აშრამში ლექციას ჩაატარებს პრაბჰავიშნუ სვამი.
მერე რას ელოდები? smile.gif
ეხლა წმ. სერაფიმე როუზის იმისთანა ნაშრომი წავიკითხე მედიტაციებსა და აღმოსავლურ რელიგიებზე, რომ გული გამისკდა კინაღამ!

გვითხარი რა როუზის დამოკიდებულებები
მოკლედ smile.gif


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 6 2011, 08:23 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



karpaki
ციტატა
გვითხარი რა როუზის დამოკიდებულებებიმოკლედ

ეგ მასალა აქ რო დავდო, ამ თემაში აღარავინ შემოიხედავსbiggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Oct 6 2011, 08:33 PM
პოსტი #19


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 6 2011, 08:23 PM) *

karpaki

ეგ მასალა აქ რო დავდო, ამ თემაში აღარავინ შემოიხედავსbiggrin.gif

მოკლედ კაცო


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Oct 6 2011, 08:38 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



karpaki
ციტატა
მოკლედ კაცო

რა მნიშვნელობა აქვს...
მერე დავდებ, ჯერ არა.

კიდევ ერთი მონათხრობი აღმოვაჩინე, სადაც ერთ დროს ინდუიზმით გატაცებული ქალი მართლმადიდებელი გახდა.
შემდეგ კი ინდუიზმს მათლმადიდებლური თვალთ უყურებდა და... ძალიან დიდი მრავალწერტილი.........


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

17 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 01:26 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი