IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

Reply to this topicStart new topic
> საქართველოს უახლესი კულტურის ისტორია, დღეს მიმდინარე მოვლენების ხრონოლოგია
sable
პოსტი Oct 10 2009, 04:14 PM
პოსტი #1

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651

ამ თემაში იწერება საქართველოს თანამედროვე კულტურის ისტორიის ხრონოლოგია, აქ დაურთეთ თუ გინდათ ანალიზი smile.gif

მოკლედ ვწერთ თარიღ და წყაროს

2009 წელი 10 ოქტომბერი:

ნუკრიანში დღეს ''ხალხური რეწვის, კულინარიისა და შემოქმედების ფესტივალი – ნუკრიანი 2009” გაიმართება.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/12/index.1.html

პს. მოდერს ვთხოვ ისეთი პოსტები სადაც არ იქნება წყარო წაიშალოს.

--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 10 2009, 04:45 PM
პოსტი #2

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

თუ სურვილი არ გაქვთ გამოხმაურების, უშინაარსო პოსტებს მაინც ნუღარ დაწერთ.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 10 2009, 05:09 PM
პოსტი #3

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651

2009 წელი 10 ოქტომბერი:

"ჯი-ეიჩ-ენი". ფილმების "კერკეტი კაკალი-2"-ის, "ხანგრძლივი კოცნა საღამოსა" და "მთამსვლელის" ავტორმა რენნი ჰარლინმა საქართველოში თავისი ახალი ფილმის გადაღება დაიწყო. სურათი, რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს, აგვისტოს შარშანდელ ომს ეძღვნება. ამჟამად გადაღები ჯგუფი წალკის რაიონში იმყოფება, სადაც ბატალიონურ სცენებს იღებენ ტანკებისა და მძიმე ტექნიკის მონაწილეობით.
ფილმი სიუჟეტი და დეტალები რეჟისორს გასაიდუმლოებული აქვს. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ფილმის მთავარი გმირები ამერიკელი ჟურნალისტი და მისი ოპერატორი იქნებიან. მათ უწევთ ვალდენულებისა და მორალის საკითხების გადაწყვეტა თავისი ჟურნალისტური მიუკერძოებლობის შესანარჩუნებლად.

არაოფიციალური მონაცემებით, ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლზე მსახიობი ენდი გარსია არის მიწვეული. სავარაუდოდ სწორედ ეს მსახიობი ითამაშებს მიხეილ სააკაშვილის როლს. რენნი ჰარლინმა აღიარა, რომ მას უკვე დიდი ხანია უნდოდა სერიოზულ პროექტზე მუშაობა, სერიზულ დრამაზე, რომელიც ადამიანის სულიერ მდგომარეობას გამოხატავდა. მისი თქმით, ეს ფილმი არ იქნება პოლიტიკის შესახებ, იგი არ იქნება ანტირუსული, ანტიქართული ან ანტიამერიკული. ეს იქნება ფილმი ომის წინააღმდეგ. რეჟისორი ასვეე იტოვებს იმედს, რომ ეს მის კარიერაში საუკეთესო ფილმი იქნება.

http://www.ghn.ge/index.php?m=2&newsid=18368

პს. ჰოლივუდურ ,,ბლოკბასტერში'', ენდი გარსია მიხეილ სააკაშვილი გახდება, საინტერესოა biggrin.gif

--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Oct 10 2009, 05:19 PM
პოსტი #4

ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444

შეიძლება ჩემი აზრი გამოვთქვა? თუ მხოლოდ ლინკები უნდა დაიყაროს აქ, შეფასების გარეშე?

--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 10 2009, 05:23 PM
პოსტი #5

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651

ციტატა(syd @ Oct 10 2009, 05:19 PM) *

შეიძლება ჩემი აზრი გამოვთქვა? თუ მხოლოდ ლინკები უნდა დაიყაროს აქ, შეფასების გარეშე?

კულტურაზე პრობლემა არაა არც აზრის გამოთქმა და არც შეფასება; ნუ პოლიტიკაში ვიცი მერე ეგ საითაც წავა და იმიტომ ჯობს მხოლოდ ფაქტები დაიწეროს smile.gif

--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 12 2009, 01:22 PM
პოსტი #6

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

არქეოლოგიური აღმოჩენა დიღომში
12.10.09 10:10
უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენა თბილისში. დიღმის ველის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, ე.წ. ნაქულბაქევის ტერიტორიაზე ნაპოვნია უძველესი მარანი, რომელიც მე-4-მე-5 საუკუნეებით თარიღდება. სამარხი, სადაც მარანს მიაკვლიეს, 3 ათასი წლის წინანდელია.

გათხრებზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მეცნიერები მუშაობენ.

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 12 2009, 05:57 PM
პოსტი #7

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651

მიმაგრებული სურათი

11 ოქტომბერი 2009.

მის საქართველო 2009"-ის ტიტული ცირა სუქნიძემ მოიპოვა. პირველი ვიცე-მისი ნანუკა გოგიჩაიშვილი, ხოლო მეორე ვიცე-მისი ნუკი ყარალაშვილი გახდა

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/12/index.1.html

დატკბით biggrin.gif

--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 15 2009, 03:08 PM
პოსტი #8

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651

თბილისი.15.10.09

"იუნესკო" ბაგრატის ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მონიტორინგს იწყებს.
რამდენად შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს ქართული ისტორიული ძეგლს აღდგენის მცდელობა, ექსპერტები აღნიშნულის გარკვევას ერთ საათში დაიწყებენ.

ქუთაისში "იუნესკოს" ექსპერტებთან ერთად საპატრიარქოს და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებსაც ელოდებიან.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაგრატის ტაძარში ერთი თვის წინ შეჩერდა. მიზეზი ექსპერტთა ნაწილის პოზიცია გახდა. მათ ტაძარში რკინა-ბეტონის გამოყენება გააპროტესტეს და სამუშაოების შეჩერება მოითხოვეს.

"ჯი-ეიჩ-ენი".

http://www.ghn.ge/index.php?m=2&newsid=18969

--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 31 2009, 08:30 PM
პოსტი #9

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

ციტატა

მგონი ქრონოლოგია უფრო სწორია, სათაურში ახლა ახალი გასახარი ამბავი, რომელიც დღეს ( და ამ დღეებში) ყველა წამყვანმა ევროპულმა გაზეთმა დაბეჭდა

http://anthropology.net/2009/09/11/flax-fi...a-cave-georgia/

http://www.sciencemag.org/cgi/content/abstract/325/5946/1359

სექტემბრის თვეში ანთროპოლოგიის ერთერთ საიტზე და შემდეგ ოქტომბრის თვეში თითქმის ყველგან გამოქვეყნდა მასალა , რომ ქუთაისთან ახლოს ძუძუანას ( biggrin.gif ბოდიში, ზუსტად არ ვიცი რა ქვია, მაგრამ ასე კი ეწერა ყველგან biggrin.gif ) მღვიმეში აღმოაჩინეს უძველესი ქსოვილი , იმის შემდეგ რაც დმანისში აღმოჩენილი იქნა უძველესი ადამიანი ევროპაში ეს ერთერთი ყველაზე ძველი ადამიანის ჩასაცმელია რაც იქნა ნაპოვნი (მგონი მთელ მსოფლიოში, ასე წერს დღეს ცნობილი "კორრიერე დელლა სერრა")მთელს მსოფლიოში ან ევროპაში მაინც...

მეტიც მოდის სპეციალისტები და ანთროპოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს დიდი მნიშვნელობის აღმოჩენაა, რადგან აქ მხოლოდ ტანსაცმელი კი არ იქნა აღმოჩენილი, არამედ შეღებილი ტანსაცმელი, რაც მიანიშნებს, იმაზე რომ ტანსაცმლის შეღებვა და მისი სხვადასხვა მიზნით გამოყენება იმთავითვე არსებობდა.

News of an exciting and illuminating discovery in Georgia, which has revealed that people living 34,000 years ago had mastered the art of making materials from processed wild flax, prompting speculation that such items as ropes, containers and even clothes and shoes were routinely manufactured by anatomically modern humans.

Back in July I wrote a brief post concerning the origins of basketry, and the impact such technologies may have had had on our prehistoric ancestors dating at least far back as the Palaeolithic, and this week comes apparent confirmation of the idea that although at the time the oldest known traces of textile date back 26,000 years ago, there was the distinct possibility that people living at least 10,000 years earlier may also have manufactured items from plant materials, when and where such were available.

The recent paper, ‘30,000-Year-Old Wild Flax Fibers’ reports on recent research conducted by Ofer Bar-Yosef et al in the Upper Palaeolithic levels of Dzudzuana Cave, explained briefly in the abstract:

A unique finding of wild flax fibers from a series of Upper Paleolithic layers at Dzudzuana Cave, located in the foothills of the Caucasus, Georgia, indicates that prehistoric hunter-gatherers were making cords for hafting stone tools, weaving baskets, or sewing garments. Radiocarbon dates demonstrate that the cave was inhabited intermittently during several periods dated to 32 to 26 thousand years before the present (kyr B.P.), 23 to 19 kyr B.P., and 13 to 11 kyr B.P. Spun, dyed, and knotted flax fibers are common. Apparently, climatic fluctuations recorded in the cave’s deposits did not affect the growth of the plants because a certain level of humidity was sustained.

The story is taken up by PhysOrg, where we see that the flax fibres were discovered following examination of clay extracted from the cave deposits, leading the archaeologists to speculate that they were the remains of manufactured items which have long since disintegrated:

Some of the fibers were twisted, indicating they were used to make ropes or strings. Others had been dyed. Early humans used the plants in the area to color the fabric or threads made from the flax.

The items created with these fibers increased early humans chances of survival and mobility in the harsh conditions of this hilly region. The flax fibers could have been used to sew hides together for clothing and shoes, to create the warmth necessary to endure cold weather. They might have also been used to make packs for carrying essentials, which would have increased and eased mobility, offering a great advantage to a hunter-gatherer society…

“This was a critical invention for early humans. They might have used this fiber to create parts of clothing, ropes, or baskets—for items that were mainly used for domestic activities,” says Bar-Yosef. “We know that this is wild flax that grew in the vicinity of the cave and was exploited intensively or extensively by modern humans.”

The items created with these fibers increased early humans chances of survival and mobility in the harsh conditions of this hilly region. The flax fibers could have been used to sew hides together for clothing and shoes, to create the warmth necessary to endure cold weather. They might have also been used to make packs for carrying essentials, which would have increased and eased mobility, offering a great advantage to a hunter-gatherer society.

As we saw earlier in the year when Nicholas Conard and others found the remains of Aurignacian flutes at Hohle Fels, their search was made all the easier because they had made similar discoveries years earlier, and so knew what to look for – there was speculation at the time that similar artefacts in other caves may have been missed simply because no-one suspected their presence, and any fragmentary remains of other flutes may have been mistakenly discarded without further consideration.

The dating of 34,000 years for the Georgian fibres corresponds to the European Aurignacian, so it will be interesting to see if further research reveals similar traces of fibres at other locations across in northwestern Europe or Iberia, and crucially, the earliest times they date to.

And we have also seen recently that the use of pierced shell beads, some of which were covered in pigment, and used for body decoration, have been found at various locations in Africa dating back tens of thousands of years earlier, a behavioural trait described as modern, that appears to have begun and mysteriously ended a good 30,000 years before the European Upper Palaeolithic. Whether people in Africa living 70,000 to 100,000 years ago had also exploited plant materials in the same way as the Upper Palaeolithic Georgians hasn’t yet been demonstrated, but on the circumstantial evidence so far, cannot be entirely discounted, as they would surely have had the cognitive ability and manual dexterity to spin, twist and dye plant fibres to their will.

A strong case has been made to suggest that the European Aurignacian was a behavioural innovation of anatomically modern humans, with little or no Neanderthal input from the end of the Middle Palaeolithic, with the further implication that Neanderthals weren’t cognitively advanced enough to create or even have any use for such items as musical instruments. However, we know nothing of how Neanderthals chose to dress themselves, but despite this gap in the knowledge they are frequently depicted wearing little more than ill-fitting attire tailored from animal hides, utterly useless in chilly weather, for keeping warm at night, and probably not much help in attracting prospective partners either.

It remains to be seen whether any such fibres will turn up in Neanderthal occupation sites, and I’m not even sure whether past researchers would have even considered even searching for such materials, assuming of course that there were suitable conditions for their preservation, as has been the case at Dzudzuana Cave.

image of Dzudzuana Cave from Professor Anna Belfer-Cohen, one of the authors of the study.

Reference: 30,000-Year-Old Wild Flax Fibers Eliso Kvavadze, Ofer Bar-Yosef, Anna Belfer-Cohen, Elisabetta Boaretto, Nino Jakeli, Zinovi Matskevich, and Tengiz Meshveliani (11 September 2009) Science 325 (5946), 1359. [DOI: 10.1126/science.1175404] Dyed flax fibers from 30,000 years ago show that humans in the Caucasus were making colored twine at that time

პ.ს.
ეს კარგი ამბავი თურმე უკვე გამოქვეყნებული ყოფილა ქართულ საიტებზე, მე არ მქონდა ეგ ინფორმაცია და ახლა აქ გავიმეორე უცხოურ სტატიებზე დაყრდნობით smile.gif

აი ქართული ინფო

ძუძუანას მღვიმეში პრეისტორიული ხანის უძველესი სელის ძაფი აღმოაჩინეს
ინფორმაცია | საზოგადოება
on ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2009 17:46
ჭიათურაში, სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზე, ძუძუანას მღვიმეში პალინოლოგიური გათხრების შედეგად, პრეისტორიული ხანის უძველესი სელის ძაფი აღმოაჩინეს.
ძეგლის უძრავი ფენებიდან აღებულ ნიმუშებში ადრეული ზედაპალეოლითური გრეხილი ველური სელის ძაფის ნიმუშები აღმოჩნდა, რომელიც 34 000 წლით თარიღდება.

“უკვე ორი წელია, რაც ამ მღვიმეში ვმუშაობთ, მე გავაკეთე მცენარეთა რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც აღმოჩენილ იქნა სელის და ჯიხვის მატყლისაგან დართული დაგრეხილი ძაფი. ეს აღმოჩენა მოწმობს იმას, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 34 000 წლის წინ ქართველებს ძაფის დამუშავების კულტურა ჰქონდათ”, _ განაცხადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანაშრომელმა და ამ აღმოჩენის ავტორმა ელისო ყვავაძემ.

როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა, ეს აღმოჩენა არის მსოფლიო დონის და “ჩვენ მსოფლიო მეცნიერების ნაწილი ვართ, ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, ზემო იმერეთში უძველესი ნივთების აღმოჩენის უდიდესი პოტენციალია”.

ძუძუანას მღვიმეში ძაფთან ერთად აღმოჩენილია ქვის იარაღები, ხელოვნების ნიმუშები და ცხოველური ნაშთები.

ეს პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ჰარვარდისა და იერუსალიმის უნივერსიტეტების ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია დადგინდეს სამხრეთ კავკასიაში თანამედროვე ადამიანის, ჰომო საპიენსის განსახლების გზები, მიგრაციის მიმართულებები და საქართველოს ზედაპალეოლითის ქრონოლოგია.

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Oct 31 2009, 09:12 PM
პოსტი #10

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651

ციტატა(KAIROS @ Oct 31 2009, 08:30 PM) *

ორივე სწორია smile.gif

ინფორმაცია მართლაც საინტერესოა ზოგადად პალეოლითის პერიოდი არ ითვლება მაინცდამაინც შესწავლილად საქართველოს ტერიტორიაზე, ასე რომ ვნახოთ პროექტი რა შედეგს მოიტანს.

--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Nov 2 2009, 01:50 AM
პოსტი #11

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632

ციტატა
მეტიც მოდის სპეციალისტები და ანთროპოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს დიდი მნიშვნელობის აღმოჩენაა, რადგან აქ მხოლოდ ტანსაცმელი კი არ იქნა აღმოჩენილი, არამედ შეღებილი ტანსაცმელი, რაც მიანიშნებს, იმაზე რომ ტანსაცმლის შეღებვა და მისი სხვადასხვა მიზნით გამოყენება იმთავითვე არსებობდა.

მართლა სენსაციური აღმოჩენაა, თუმცა ეს ბოჭკოები შეღებილია თუ ბუნებრივად ასეთი ფერის იყო, ჯერ კიდევ საკამათოა. შეღებილი ქვა ნახეს ანუ როგორც ჩანს, საღებავებს ამზადებდნენ და ქსოვილების შეღებვასაც მოახერხებდნენ, სავარაუდოდ. კიდევ მისი სართავი თითისტარი და ძვლის ნემსიც იქნა ნაპოვნი....
წარმომიდგენია, ვინმე ზედაპალეოლითელი ქალი როგორ იჯდა გამოქვაბულში ნემსით და ძაფით ხელში და ტანსაცმელს კერავდა :huh: :D

ისე, ეგ აღმოჩენა 2007-ში გაკეთებულა, 2 წელი ოფიციალურ აღიარებას დასჭირდა, ძლივს, გვაღიარეს B)

მოკლედ, მე ორმაგად გახარებული გახლავართ ამ აღმოჩენით, რადგან ჩემი პროფესიული წინაპარი ჩემი "ზემლიაკიც" ყოფილა :rolleyes:

ჭიათურის ტერიტორიაზე უამრავი გამოქვაბულია და ძალიან საინტერესო რამეებიცაა აღმოჩენილი, მათ შორის ქვედა პალეოლითის ხანის ადამიანის ნასახლარები, იარაღები, სამკაულები და ა.შ.
დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი საინტერესო რამ დაფარულია....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Nov 2 2009, 02:36 AM
პოსტი #12

მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491

T I K O
ციტატა
ჭიათურის ტერიტორიაზე უამრავი გამოქვაბულია და ძალიან საინტერესო რამეებიცაა აღმოჩენილი

ჭიათურის ტერიტორიაზე რავა არ იქნება???? biggrin.gif

ახლა არ მითხრა პირველი ჰომინიდები გველესიანები იყვნენ გვარადო თუ არა გადავირევი... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 2 2009, 03:24 AM
პოსტი #13

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

smile.gif
ამხანაგო გიორგი აოფფებთ smile.gif
თიკო
ციტატა
თუმცა ეს ბოჭკოები შეღებილია თუ ბუნებრივად ასეთი ფერის იყო, ჯერ კიდევ საკამათოა.

ამტკიცებდა ვიღაც იტალიელი მეცნიერი ქალბატონი, რომ უცილობლად შეღებილიაო,
ციტატა
Early humans used the plants in the area to color the fabric or threads made from the flax.
სხვაგან "საინს"-ში წავიკითხე, რომ საუბარია მცენარეზე, რომელიც ადგილზე უნდა მოეპოვებინათ...
საინტერესოა, რომელი ნატურალური საღებავი იყო / ახლაც არის?/ ასე გამძლე?

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Nov 2 2009, 05:40 PM
პოსტი #14

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632

გიორგი
ჩიკვაიძეები რომ არ იყვნენ, ეგ კი ვიცი tongue.gif

KAIROS

ხო, რავი, მე წავიკითხე, რომ ამ ბოჭკოების ყავისფერი ფერი შეიძლება ბუნებრივიც იყოსო, თუმცა თუ შეღებილია, მით უკეთესი ჩვენთვის. რათქმაუნდა, ადგილობრივი მცენარეული ან მინერალური საღებავი იქნებოდა... ახლა იმერეთიდან კახეთში არ წავიდოდნენ ფოთლების დასაკრეფად biggrin.gif თუმცა შემადგენლობა არამგონია დადგენილი იყოს.

--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 26 2015, 12:41 PM
პოსტი #15

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

http://infotime.ge/index.php/component/k2/item/452-dekanozi

დეკანოზი ანდრია კემულარია: ,,დემონის სახით გამოდის ღმრთსიმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი''

კვირა, 24 მაისი 2015

დეკანოზი ანდრია კემულარია: ,,დემონის სახით გამოდის ღმრთსიმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი''
დეკანოზი ანდრია კემულარია, სოციალურ ქსელში ,,ევროვიზია 2015'' - ის კონკურსს გამოეხმაურა, სადაც ქართველი მონაწილის სასცენო იმიჯს აკრიტიკებს.

,,ცოტა ხნის წინ ვნახე ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლის სურათები. თავად ევროვიზია, როგორც ცნობილია, პოლიტიკური შოუა და იქ ნამღერი არ მსმენია ჰიტად ქცეულიყო. მაგრამ, ამაზე არაა საუბარი. დემონის სახით გამოდის ღმრთსიმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი. მის გამოსვლას იწონებს ქვეყნის მოსახლეობა და აღიარებს, რომ ასეთი სახით ქვეყნის წარმოჩენა ეთამხება ერის შინაგან ორიენტირებს. იტყვის მავანი, ეფექტური სცენური სახეაო. არ არის ასე. ჩვენ იშვიათად ვფიქრობ სიმბოლიკაზე, მის გავლენაზე ადამიანსა და ერზე. ყოველ სიმბოლოს თავისი ზემოქმედება გააჩნია, გამოხატავს კონკრეტულ სულიერ ღირებულებას და, მეტიც, მის უკან კონკრეტული სულიერი ძალა დგას. ასე რომ არ იყოს, არ იქნებოდა ჩვენთვის ჯვრის ხატება სიწმინდე. როცა ვიწონებთ რაღაცას, ვეზიარებით იმას, რაც გამოიხატება, ვეთანხმებით იმას, როგორაც გამოიხატება. დემონური ხატება არ არის ის, რისი მორგება და მოწონება, თუნდაც ევროვიზიის მაგვარ სანახაობაზე, სიკეთეს მოუტანს საქართველოს. არადა, წესით, უცხოეთში შენი ქვეყნის საუკეთესო თვისებებსა და ღირებულებებს უნდა წარმოაჩენდე მაშინაც კი, როცა ეს იქ არავის ჭირდება. ყველაზე მეტად კი ის მაკვირვებს, რომ ამას ვერ ამჩნევს მრევლის ნაწილი. რაღაც დაგვიჩლუნგდა სულში''. - წერს დეკანოზი ანდრია კემულარია

http://infotime.ge/index.php/component/k2/item/473-dekanozi

დეკანოზი ანდრია კემულარია: ,,გავიგე, დიდი გამოხმაურება მოყოლია ჩემს ჩანაწერს ევროვიზიაზე''

ორშაბათი, 25 მაისი 2015

დეკანოზი ანდრია კემულარია: ,,გავიგე, დიდი გამოხმაურება მოყოლია ჩემს ჩანაწერს ევროვიზიაზე''

დეკანოზი ანდრია კემულარია, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

,,გავიგე, დიდი გამოხმაურება მოყოლია ჩემს ჩანაწერს ევროვიზიაზე. არ მოველოდი. არც დრო და არც სურვილი არ მაქვს კომენტარების დათვალიერების. ვთქვი ის, რასაც ვფიქრობ – ბევრისთვის, ალბათ, მიუღებელი. მითხრეს, ცუდად მოგიხსენიესო. ეს უკვე ნაკლებად მაღელვებს. მაცხოვარი ბრძანებს: „ნამეტავისაგან გულისა პირი იტყვინ. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი“ (მთ. 12:34-35). თუ სახარების ხსენებაზე აჟრჟოლებს ვინმეს, რუსთაველს დავესესხები: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წამოდინდების“. თუ ვინმეს სიტყვა ყარს, მიზეზი გულშია დაგუბული.

ძალიან დასანანია, რომ მომღერალთა ნიჭი, მაყურებელთა ემოციები და ენერგია იხარჯება მსგავს სანახაობებზე. იმედი მაქვს, მივხვდებით, რომ რაღაც უნდა შევცვალოთ, გავიტანოთ ჩვენი და არ მოვერგოთ სხვის თარგებს''. - წერს დეკანოზი კემულარია.

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 28 2015, 01:00 PM
პოსტი #16

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

http://www.kvirispalitra.ge/kultura-da-sho...cis-rolshi.html

ჰოლივუდში ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებით დაინტერესდნენ? - რეზო ჩხიკვიშვილი ექვთიმე ღვთისკაცის როლში

27-05-2015

როგორც ირკვევა, ჰოლივუდელი კინემატოგრაფისტები დიდი ქართველის, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებითა და მოღვაწეობით დაინტერესდნენ.

"ჰოლივუდის კინომატოგრაფების და ქართული მხარის მხარდაჭერით განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. დამტკიცდა გადაიღონ, ჩვენი სახელოვანი მამულიშვილის, ერის საგანძურის გადამრჩენის, ეკლესიის სინოდის მიერ წმინდანად შერაცხული, ექვთიმე თაყაიშვილის (წმინდა კაცი) ბიოგრაფიაზე აგებული ფილმი, რომელშიც მთავარ, ექვთიმეს როლს შეასრულებს ჩემი ბიძა, რეზო ჩხიკვიშვილი. გადაღებები ასევე განხორციელდება სოფელ ლიხაურშიც ერთი თვის განმავლობაში." - დაწერა თავის "ფეისბუქის" გვერდზე, ჩვენში გასული საუკუნის 80-იან წლებში მეტად პოპულარული მსახიობის რეზო ჩხიკვიშვილის ახლობელმა, მირზა ჩხიკვიშვილმა. წლების წინ რეზო ჩხიკვიშვილი

გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად და სამსახიობო კარიერაც იქ განაგრძო.

"კვირის პალიტრა" ბატონ რეზოს სწორედ გერმანიაში დაუკავშირდა, მსახიობმა ჩვენთან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა ამგვარი პროექტის არსებობა დაგვიდასტურა, ასევე გვითხრა: "ინფორმაცია ამ პროექტის თაობაზე ა.წ. 31 ივნისს ოფიციალურად გაცხადდება, ამიტომ ჯერ დეტალებს ვერ გაგიმხელთ, თუმცა გპირდებით, რომ ამის შემდეგ ვრცელ ინტერვიუს მოგცემთ."

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 27 2015, 02:24 PM
პოსტი #17

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

IPB-ს სურათი

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, მეცნიერების ჯგუფთან ერთად, ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენაზე მუშაობს. კალანდიას თქმით, ამ ეტაპისთვის 500-ზე მეტი ქსოვილია აღდგენილი.

„ჯერ-ჯერობით კვლევის ეტაპზე ვართ. სპონსორის ძიების მომენტი ჯერ არ დგას, იმიტომ რომ ქართული ისტორიული ქსოვილი საკმაოდ მრავალმხრივია და ძალიან საინტერესო, ამიტომ კვლევის პროცესი უნდა გაგრძელდეს. ჩვენ არ გვინდა, გავაკეთოთ ისეთი პროექტი, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ფინანსების მოზიდვაზე. სპონსორის პოვნა, ვფიქრობ, არ იქნება ძნელი, იმიტომ რომ დაინტერესება ძალიან დიდია. როგორც კი ჩვენ ეს ინფორმაცია გავაჟღერეთ, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამას.

ახლა ვცდილობთ აღვადგინოთ ისტორიული ქსოვილი, რომელსაც სჭირდება ძალიან ფრთხილი და სათუთი დამოკიდებულება. უნდა აღვადგინოთ თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალის და სხვა ქართველი მეფეების ქსოვილი. ამიტომ ვეკიდებით ამას მეტი პასუხისმგებლობით. ვფიქრობთ, წელიწადნახევარი, 2 წელი დაგვჭირდება იმისათვის, რომ შევისწავლოთ მთელი სურათი. ამჯერად აღდგენილია 500-ზე მეტი ქსოვილი, მაგრამ პროცესი გრძელდება. ამაზე ძალიან აქტიურად მუშაობს ხელოვნების სასახლის მეცნიერების ჯგუფი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფრესკების გადმოხატვა, ამასთანავე მიდის ისტორიული ქსოვილების სკანირება, როგორც ძველი მინიატურებიდან, ასევე გრავიურებიდან“, - განუცხადა „აიპრესს“ გიორგი კალანდიამ.

http://www.ipress.ge/new/16075-giorgi-kala...OD5Svc.facebook

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 25 2015, 12:00 PM
პოსტი #18

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ეს ყველამ წაიკითხეთ!..

- ცუდი დაავადება დამიდგინეს - სიმსივნე. ლადო ხომ იცი, კახაძე? ექოსკოპიის ვირტუოზია. ჰოდა, რაღაც ეჭვები რომ შეეპარათ ექიმებს, ლადოსთან გამიშვეს. ლადომაც აწრიალა, აწრიალა ჩემს მუცელზე ეს ექოსკოპიის გორგოლაჭი და ბოლოს მითხრა, ცუდი დაავადება გჭირს კახიო... ერთი სიტყვით, გადაწყდა ჩემი გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრება... ქალების ამბავი ხომ იცი, წასვლამდე ახლობელმა და ნათესავმა ქალებმა მირჩიეს, ამხელა გზაზე, თანაც სამკურნალოდ ისე ნუ წახვალ, ვიდრე მამაო არ დაგლოცავსო. მამაოს დავურეკე, დამლოცე-მეთქი... იმან კიდევ, - ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა თქვა, კახი უნდა დავლოცოო... გამიხარდა...
დამლოცა პატრიარქმა. თავზე ხელი დამადო - დალოცვილი იყავიო... ახლა წამოდი ზემოთ ვიტრაპეზოთო. ზემოთ უზარმაზარი სუფრაა გაშლილი და ტორტი დევს. ამას ხელი არავინ მოჰკიდოს, ბატონი კახი გერმანიაში მიბრძანდება სამკურნალოდო...
ძლივს წამოვათრიე ის ტორტი, ერთი კვირა ჭამდა მთელი ჩემი სანათესაო და სამეზობლო...

გერმანიაში საავადმყოფოს ერთ-ერთ კაბინეტში ვზივარ და ექიმს ველოდები. კაბინეტში პუნქტუალური გერმანელი ექიმი შემოვიდა. სამედიცინო საწოლზე გამშოტეს. ძალიან უსიამოვნო პროცედურას მიტარებენ... ორგანიზმში რაღაც ნათურებიან მილებს მიდგამენ და ექიმი დათვალიერებას იწყებს. სულ 5-წუთიანი პროცედურაა... 5-წუთიანი პროცედურა ჯერ 10 წუთს გაგრძელდა, შემდეგ - 20 წუთს. დაფიქრებული ექიმი წამოდგა და მეორე ექიმი მოიყვანა. ახლა იმან დაიწყო უცნაურ მილში ჭიტინი, 5 წუთი, 10, 15... მერე გერმანელები ერთმანეთს მიუბრუნდნენ. აინ, ცვაინ, დღაინ, ნდღვა მუნდღვა, დღინ დღუნ... (კახიმ გერმანული არ იცის, მაგრამ არტისტია, გერმანელებს ბაძავს) ბოლოს მითხრეს, არაფერი გჭირსო... ეს იმიტომ, რომ აქ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცა-მეთქი. გაკვირვებულებმა შემომხედეს, გამომეტყველებაზე ეტყობოდათ, რომ ფიქრობდნენ: ეს ცოტა ვერ არისო... გავუმეორე, იმიტომ არ მაქვს არაფერი, რომ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცა-მეთქი. თქვენ სასწაულის გჯერათ? - მეკითხება გერმანელი ექიმი... მე სიკეთის ძალის მჯერა - ვეუბნები მას და ვემშვიდობები. ზურგს გერმანელი ექიმების ეჭვიანი მზერა მიწვავს…

თბილისში მოვფრინავ… ისევ ლადოს ექოსკოპიის კაბინეტში ვარ გაშოტილი. მან გერმანული ამბებისა არაფერი იცის… გაშტერებული მიყურებს, სასწაულია პირდაპირ, საწაული! არაფერი გაქვს, კახი, არაფერი...
სინამდვილეში არაფერი სასწაული არ მომხდარა. სიკეთის ძალამ გააქრო და დაშალა ბოროტება...

/ კახი კავსაძე / - "სიკეთის სასწაული"

/FB/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი