თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ბუნების კარი _ ბუნება ჩატეული ლამაზ სიტყვებში

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 10:05 PM

"საუკუნის ორმოციან წლებში ჯაპანა-ქვიანასთან რიონმა ნაპირი მოარღვია, გზა გაიპირისპირა, ახალი კალაპოტი გაიჩინა და შემდეგ მას არ დაბრუნებია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2017, 11:57 AM

"ზოგჯერ კი... ზოგჯერ
მარტები მაწვიმს და
ამ ვარდებში
ამ მარტებში
ცხოვრება გადის!
გიახლოვდები, გიახლოვდები,
უფალო ჩემო,
მაცხოვნე, ამინ!!!"


"შევცქეროდი სასოებით
ჭადრის ღვთისკენ
აწვდილ ხელებს"

/ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2017, 10:52 AM

"შემოდგომის ფერთა სანახავად იდეალური გარემო"

"ყვითელი ფოთლების შრიალის ფონზე (ყვითელი ფოთლები ხომ "სიჩუმეს ჰგავს")

"საოცრად ლამაზი ბუნება, შემოდგომის ფერებით ჩაფიქრებული"

"ძალიან სასიამოვნოა, როცა ცაში "ოქროსფერი პეპლებივით" მოფარფატე ფოთლებს უყურებ"

/სოსანა გრიგალაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2017, 09:48 PM

"მოლოდინი დაშრიალებდა ნაძვებსა და ზეთისხილის ხეებს შორის"

/ქეთევან ირემაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2017, 10:07 PM

"ბალახებს თვალები სავსე აქვთ
ცრემლებით,
მინდორი ირწყვება
მოცისფრო მძივებით"

/თემურ ჩალაბაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 08:10 PM

"ღამის იდუმალებას აცაურას საამო ჩხრიალი თუ არღვევს და ზაფხულის საღამოს სიგრილეს ჰფენს. სხვა გიჟმაჟი მდინარეებივით, აცაურა არ მიჰქრის, არ ქუხს, ძალუმად არ ეხეთქება. სიფიცხე აკლია, დინჯია, ხმადაბალი და დარბაისლურად, მდორედ მიიკლაკნება. მთვარიან ღამეს მის ცქერას არაფერი სჯობს. სოფელში სადღეგრძელოც ითქმის ხოლმე ასეთი: - ღმერთო, ნუ მოაკლებ ამ მდინარეს თევზის მრავლობას, ბავშვების ჟრიამულს და ხალხის უამრავ სტუმრობასო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2017, 11:51 AM

"ქარწვიმა აქცევდა ქვეყანას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2017, 09:38 PM

"ეს ხდება ბინდში, მაგრამ რიბირაბოს ბინდში, როდესაც სადაცაა, გათენდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2017, 10:56 PM

"ლურჯმოციალა ცა თავს დაგცქერით, შორიდან სალამსა და მხურვალე კოცნას გიგზავნით"

/თედო სახოკია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2017, 08:28 PM

"ქარი ნამქერს ატრიალებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2017, 10:49 AM

"იჟიჟრიბანდა, ცისკარი სულს ლევს, თანდათან ქრებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 09:25 PM

"გვერდს ნუ ჩაგვივლის ჩვენ გაზაფხულის ყვავილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 08:49 PM

"ბუჩქ-ბალახით დაფარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 01:08 PM

"ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,
ჩამოვფრინდები, იასამანო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2018, 02:57 PM

"სუნთქვს მიწა, როგორც კაცი ამოისუნთქავს და როდის-როდის ჩაისუნთქავსო"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2018, 08:36 PM

"თესლი, მის მიერ დათესილი, გადაქცეულა ჯეჯილად, ჯეჯილი კი ჰლამობს დაპურებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 07:26 PM

"მტკვრის სარკეზე გაჩერდა ყვითელი ფოთოლი!"

/რეზო გაბრიაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 10:14 PM

"მთებსაც, გულმკერდნისლიანებს"

/თინათინ მრელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 07:29 PM

"სიბნელე ქარში შავ სპექტაკლს დგამდა"

"იის ნდომისთვის რკოები დაყრილან მიწის პირსაო"

/მამა არჩილ გვიმრაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2018, 02:22 PM

"...ამ სამყაროში ყველაფერი ცოცხალია: ქვა, წყალი, ჰაერი..."

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2018, 02:14 PM

"ქარწამოსხმული ხეები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 07:07 PM

"წვიმა რბილ ვერცხლის წვეთებად აწვიმდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 09:29 PM

"თხემის თავზე წამოწოლილ შველს ნუკრი ეძაგრებოდა ჯიქანში"

/ბესარიონ სოლოღაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 12:34 PM

"უწმინდესი ჰაერით გაშუქებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 08:16 PM

სურათი

ალაზნის ჭალებს დაეცა ბინდი,
დღემ ფრთის აკეცვა რაკი ინება!
მიდის ცხოვრება, მიდის და მიდის...
მიდის და მიდის, მიედინება!
მთვარეც თავის გზით მიგორავს, მიდის,
ღამემ აუშვა ნისლის აფრები! -
მიდის ცხოვრება, მიდის და მიდის,
ღობესთან ტირის პატარა შინდი...
ალაზნის ჭალებს დაეცა ბინდი,
ალაზნის ჭალებს დაეცა ბინდი!

/მთვარისა კერესელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2018, 07:44 PM

"ზღუა რაც არ უნდა ბობოქრობდეს, ბოლოს ყოველთვის შუბლჩატეხილი მიიქცევაო უკან, კლდეს შემსკდარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 11:29 AM

"მარგალიტის ბასრი ნიჟარებით მოკურწყლულ ვიწრო ბილიკებზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2018, 11:34 PM

"იწვა მიწის ფართო საწოლზე და ზემოდან მოვარსკვლული ცის ოქროქსოვილი საბანი ეფარა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2018, 06:16 PM

"მგლების თვალებმა გაიკვესეს კუნაპეტ სიბნელეში. სიკვდილის თვალებს ჰგავდნენ".

"ბარდნიდა თოვლი. ბარდნიდა მწუხარება. ყველაფერს იპარავდა თოვლი: მთებსა და ველებს".

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2018, 11:16 AM

"თავჩაქინდრული, მთვლემარე ტირიფი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2018, 07:50 PM

"ბუნება ღვთის საგალობელია"

/შოთა ნიშნიანიძე/

"ოქროს ფარვანებად დაფარფატებენ იფნის, ნეკერჩხლის, წიფლის, თელის ფოთლები. ტყეში გაჩენილ გუბურებში დაცურავენ ფოთოლთა ფერადი აფრები. გადახუნებულ ბალახზე ცვივა ჭრელ-ჭრელი ფურცლები.

შემოდგომაზე შემორჩენილი ისედაც ღარიბი ყვავილები სულ უფრო უფერულდებიან ფოთოლცვენის ამ უსასრულო ფესტივალში.

ობობა თავისი ქსელის აჟურულ წრეებში ახვევს ხეთა ტოტებს, მაგრამ მწერების ნაცვლად ახლა ნაცვენ ფოთლებს უფრო იჭერს. ფოთლები თითქოს უხილავ ძაფებზე გამოკიდებულან. მსუბუქი, ჰაეროვანია ობობას მიერ საგულდაგულოდ ნაქსოვი ეს მარაო"

/არნოლდ გეგეჭკორი/

"თუკი ძალგიძს დაინახო ბუნების სილამაზე, ორი ბატონის მსახური ხდები - ბუნებისა და შემოქმედის თვალით დანახული, პოეტიზებული სამყაროსი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2018, 06:18 PM

"ჩვენ წინ მელოტი მთები გადაიშალა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2018, 02:57 PM

"ეს ვრცელი ველი ნიტრიის მხრიდან დღე-ღამის სავალზეა. იქამდე მხოლოდ ვარსკვლავებით თუ გაიგნებდი გზას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2018, 08:36 PM

"მოქნეული თქრეშო წვიმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2018, 07:52 PM

"ძველად აქ ტურები ბინადრობდნენ და ხაოდნენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2018, 06:41 PM

"მთების ფერდობზე საქონელი და ცხვარი ისე შეფენილა, თითქო მწვანე ხალიჩებზე ჭრელ-წითელი ლობიო და დახალული სიმინდი გაუბნევიათო."

/მ. ჯავახიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2018, 09:16 PM

"ხუჭუჭა მთები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2018, 11:42 AM

"ფიფქები შრიალით ეცემიან დედამიწას"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2018, 10:05 PM

"და კიაფობდნენ შორს ვარსკვლავები, მარადისობის ჭუჭრუტანები"

/ნიკო სამადაშვილი/

"მთვარე, ღამით ფიჭვთა შორის გალანდული"
"გაჭვარტლული კედლები, რომლებშიც ქარი ბუტბუტებდა"

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2019, 09:04 PM

"ბუნება, თავისი ლანდშაფტებით, ხილული და უხილავი სანგებითა და მოვლენებით, ის ჯადოსნური სარკეა, რომელშიც ღმერთის ხატებაა ასახული, მარად შეუცნობელი და მარად შესაცნობელი ხატება... ბუნება ღვთის საგალობელია" (შ. ნიშნიანიძე)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2019, 08:26 PM

"წლის დროთა პოეზია ბუნების ფერებისა და ფორმების უსასულო მრავალფეროვნებითა და სისავსით გვანებივრებს. გაივლის ზაფხული და დადგება ჟამი შემოდგომისა, საოცარი დრო, როცა ბუნება ბობოქარი სიცოცხლის შემდეგ მოსვენებისთვის ემზადება. ეს ყველაფერი, უპირველესად, ბუნების გაფერადოვნებით გამოიხატება. იწყება ფოთოლცვენა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2019, 08:41 PM

"წითელტუჩება ლეღვი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2019, 02:39 PM

"წვერწვეტი კლდეები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 07:59 PM

"ხელუცდომელი მონადირე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2019, 08:01 PM

"მე ყველაფერში ღმერთს ვხედავ!..მცენარეებში, ცხოველებში... და როგორ არ გაგიკვირდეს! პატარა ჩიტუნია სამოგზაუროდ მიდის, აფრიკამდე აღწევს, შემდეგ - უკომპასოდ ბრუნდება უკან და თავის ბუდეს აგნებს! ხოლო ადამიანები, რუკები და გზამკვლევები რომ აქვთ - გზას კარგავენ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2019, 09:05 PM

"ღამე არ ეძინათ არც ყვავილებს და არც ფოთლებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2019, 09:31 PM

"ჩვენ არ ვჭირდებით ბუნებას, ის ადამიანზე ადრე არსებობდა დამოუკიდებლად, ჩვენ კი არ შეგვიძლია ბუნების გარეშე ცხოვრება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2019, 05:00 PM

"დატკბით ყველაფრით, რაც გარს გვაკრავს. ყველაფერი ღვთის შესახებ გვასწავლის და მასთან მივყავართ. ჩვენს ირგვლივ ყველაფერი ღვთის სიყვარულის წვეთებია. სულიერიც და უსულოც, მცენარეებიც, ცხოველებიც, ჩიტებიც, მთებიც, ზღვაც, მზის ჩასვლაც, ვარსკვლავებით მოჭედილი ცაც. ეს ყოველივე ის პატარა სიყვარულია, რომელსაც დიდ სიყვარულთან - ქრისტესთან მივყავართ. მაგალითად, ყვავილებს თავისი ლაზათი აქვთ, გვასწავლიან მათი სურნელებით, მათი სიდიადით; გვესაუბრებიან ღვთის სიყვარულის შესახებ; აფრქვევენ თავიანთ სურნელებას, თავიანთ მშვენიერებას ცოდვილებსა და მართლებზე".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2019, 10:10 PM

"სამყაროში მგალობელი ჩიტის ისეთი სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც მზის ჩასვლისას ჰგონია, რომ კვდება და საოცარ გალობას იწყებს... დილით, როცა მზე ამოდის და ისევ იღვიძებს, უკვირს რომ ცოცხალია, და სიხარულისგან კვლავ თავდავიწყებით გალობს... იქნებ, ეს ფრინველი, "სამოთხის ჩიტის" ერთ-ერთი შემორჩენილი სახეობაა?! ვინ იცის..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2020, 09:58 PM

"ნელი წვიმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2020, 09:20 PM

"ქარი ისე ძლიერ ქროდა, რომ აქა-იქ ფოთლებს მორევივით ატრიალებდა"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 03:46 PM

"ერთ უღრუბლო ღამეს, როდესაც მთვარე ცას ოქროსფერ ნამგლად მიჰკვროდა"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2020, 06:53 PM

"მოხეტიალე ღრუბლებს შესცქეროდა"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2020, 09:54 PM

"ჩრდილმრავალი ბაღი ერტყა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 03:38 PM

"წვიმას თავისი სიმღერა ჰქონდა. შემოდგომით, ზამთარში, გაზაფხულზე ნაირფერ ხმაზე მღეროდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2020, 08:28 PM

"ჩემო პატარებო, იცით თუ არა, რომ ია ღმერთის ძის, იესო ქრისტეს თავმდაბლობის სიმბოლოა და ამავე დროს, თვინიერების სიმბოლოც"

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 08:52 PM

"ცხოვრების გარეშე ბუნების სიყვარული - დიდი სიმახინჯეა, ან თავის მოტყუება... ზოგს კი, წელიწადში ერთხელ, ისიც შემოდგომით, ხილად, აგარაკად, ფუფუნებად უყვარს და ახსოვს ბუნება. საბრალო ხალხია!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 09:06 PM

"საარაგვოზე კი ღამე ჩამოდიოდა, თითქოს შავად თოვდა"

"მთელი ღამე ტყეში გამკრავი ქარი იყო"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 09:36 PM

"კაკლის ხეს, ცოცხალივით, ალერსად მოვხვიე ხელი"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 09:18 PM

"დედაქალაქთან საკმაოდ ახლოსაა, მაგრამ როგორც კი კოჯრისკენ მიმავალ აღმართს აუყვები, მაშინვე სხვაგვარი ნიავი დაგკრავს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 10:29 PM

"წვიმა ყველას სათქმელს ყვება-თავისებურად!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2020, 09:18 PM

"და ისე სწრაფად დაეშვა წვიმა, თითქოს ღრუბლებზე ფეხი დაუსხლტა ..."

/თამაზ ჭილაძე/

"წვიმის მთელი სილამაზე მის ხმაშია..."

/თამაზ ჭილაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 06:49 PM

"მაღლა, ქალაქის სახურავებისა და ანძების თავზე კი უძრავად ეკიდა მიმცხრალი და ჭიანაჭამი მთვარე"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2020, 09:57 PM

"თოვლის კუდკორიანტელა ქარი"

"თოვლსა და ძილში ჩაბუბნული ქალაქი"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2020, 10:32 PM

"სარკემლში უკვე ცალთვალა მწუხრი იმზირებოდა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2020, 09:51 PM

"გზისპირა ნაძვები მანქანის გატეხილ სარკმლებში ჰყოფდნენ ტოტებს"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2020, 10:18 PM

"მაღლა, კოდიანისაკენ კი ვარსკვლავები ციყვის თვალებივით ბრწყინავდნენ"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2020, 10:33 PM

"აი, დიდრონ-დიდრონი ხეები დგანან ხერხემლად და ნეკნებად. გულის კოვზთან მითოვლილი ნაკადულია. მხრებად დათოვლილ-დამთვარული ქედები!"

"მთვარეც ღრუბელს შეუდგა უბეში"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 10:25 PM

"ქართველ კაცს უყვარს წყალი, იგი ჩვენი სამშობლოს განუყრელ ნაწილად მიგვაჩნია. ცალკე აღსანიშნავად შემოგვინახა ერის მეხსიერებამ.

ბუნების დიდი გაყრის დროის ერი ვართ, ამიტომ სიყვარულით ვიტყვით მიწა-წყალს!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2020, 12:27 PM

"დროდადრო ცა ელვის ხაზებით დაიბზარებოდა და მერე საშინლად იქუხებდა"

/გურამ ფანჯიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2020, 08:08 PM

"მთვარე თითქოს დედამიწასთან იყო მოახლოებული, რაღაც უცნაურად დიდი და უფრო კაშკაშა ჩანდა"

/გურამ ფანჯიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2020, 10:11 PM

"მწვერვალი თეთრად ლაპლაპებდა. თოვლიანი ფერდობი სამკუთხედად იყო შეჭრილი მწვანე ალპურ ზონაში. მწვერვალს თითქოს თეთრ პერანგზე სამკუთხედად ამოჭრილი მწვანე ჯემპრი ჰქონდა გადაცმული"

/გურამ ფანჯიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2020, 10:32 PM


"მთვარე ისევ დაუძვრა ღრუბლებს"


"მთვარეს ისევ აედგა ფეხი და პატარა ღრუბლისაკენ მიისწრაფოდა. მალე პატარა ღრუბელიც უკან მიატოვა და უზარმაზარი შავი ღრუბლისაკენ აიღო გეზი. უზარმაზარმა ღრუბელმა ერთბაშად შთანთქა მთვარე. ღრუბლის კონტურები ერთხანს კიდევ იყო მოოქრული მთვარის სხივებით, მერე უკანასკნელი სხივიც ჩაქრა და უკუნი სიბნელე ჩამოწვა"

/გურამ ფანჯიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2020, 10:53 PM

"წვიმა სასიამოვნოდ უკაკუნებდა თუნუქის სახურავებს, ქვაფენილიდან გაზაფხულისათვის დამახასიათებელი სასიამოვნო სუნი ავარდნილიყო და ქუჩებში ნაკადულებად წამოსული წყლის ხმაური ისმოდა"

/გურამ ფანჯიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2020, 08:52 PM

"ბალკანეთზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ბუნების პატივისცემა და გულმოწყალება. ჯერ კიდევ არსებობს ჩვევა: თუ გლეხს ხის მოჭრა, ბალახის მოთიბვა ანდა საქონლის დაკვლა სურს, იგი პირჯვარს იწერს და ამბობს: "შემინდე, ღმერთო!".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2020, 12:48 PM

"შემოდგომა ის დროა, როდესაც ბუნება სიზმარში ნანახ ფერად ზღაპარს ემსგავსება"

/დალი ცატავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2020, 06:57 PM

"თუ არაფერში გჭირდება, ფოთოლსაც კი ნუ მოწყვეტ ტყუილად"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 08:18 PM

"წყლის ჟღურტული"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 08:33 PM

"მთვარე ჩაიბუბნა ღრუბლებში"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2021, 09:10 PM

"მარგალიტისფერი ფუმფულა ღრუბლები"

/შარლოტა ბრონტე, "მასწავლებელი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 05:39 PM

"მწუხრის ლოცვის შემდეგ პირველმა თოვლმაც გამოაღო ცის სარკმელი და ნინოწმინდის ულამაზეს საყდარს მარგალიტებად შემოევლო"

/მღვდელი თეიმურაზ ქორიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2021, 07:25 PM

"თხრიშინა წვიმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2021, 08:16 PM

"მზეჩაკრული ღრუბლები"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2021, 09:01 PM

"ზეცაც ხოხბის ფერისა იყო - მუქლურჯი, ოქროცვარული და რუხპეპელა"

/ლევან გოთუა, "ქვის ხოხობი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 06:08 PM

"გზად ბევრი ვიხილე ფიფქები - ობოლი, ერთმა კი პაწია ხელიც კი ჩამჭიდა"

/ლალი ხვედელიანი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2021, 08:27 PM

"ალაგ-ალაგ ფოთლებში შემოჭრილი მზის სხივები მიწას მკრთალი ლაქებივით ეფინება"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2021, 07:17 PM

"ყველაფერი იცვლება ამ მიუნდობელ საწუთროში. მხოლოდ ბუნება არ იცვლის ფეხს ადგილიდან"

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2021, 12:56 PM

"თოვლის თვალისმომჭრელი მაქმანები"

/არქიმანდრიტი ლაზარე, "მოწყინებით დამძიმებულ სულს"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2022, 08:03 PM

"მათი მზერა თეთრი თოლიებით გამშვენებული ტბის სილურჯის სილამაზით აივსო"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2022, 07:20 PM

"მთვარემ მთების მწვერვალიდან ნელ-ნელა ამოიხედა და ღამის ჩიტები ამღერდნენ"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 09:19 PM

"პირველ ბინდისასვე, ქვემოთ წითლად გაშუქდა მოწმენდილი ცა გორებს შორის"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 09:31 PM

"მე ისევე ვიცი მცენარეების სახელები, როგორც ჩინური იეროგლიფები"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 09:46 PM

"ბალახი კი რა სასიამოვნოდ წმინდაა და რბილი, არა?"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 10:00 PM

"წუხილი ყველგანაა, შესაძლოა თვით დედამიწასაც უჭირს, სახსრებში სტეხს და ქვემოდან გევედრება რაღაცას"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 10:12 PM

"ჰაერი არ იძვროდა, მუხის ფოთლები შავად გაშეშებულიყვნენ ვარდისფერ ცაზე"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 06:49 PM

"ირგვლივ კი იშლება, იწეწება ნისლი"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 03:38 PM

"თოვლიც წამოვიდა. ხვრიში, წკარუნა თოვლი"

"გარეთ კი ისევ თოვდა, ზამთარი იდგა, დიდი, ტკბილი, საყარელი ზამთარი".

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 02:43 PM

"გაზაფხულს თუ ყვავილები მოაქვს - შემოდგომას ნაყოფი და ეს ორი რამ უერთმანეთოდ არ არსებობენ"

"გაზაფხულს ვერც ერთ მოიყვანს და ვერც ათასი! მაგრამ თვითონ გაზაფხულს კი ერთიც მოჰყავს და ათასიც"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2022, 08:36 PM

"ყინვა ნაპერწკლებს ისროდა"

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 08:36 PM

"განა მის ეზოში არ ახველებდნენ ქარები ზამთრის უსასრულო ღამეებში?"

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 02:36 PM

"ყინვიანი ღამის მქრქალი, მბჟუტავი მთვარის სხივმა ცნობისმოყარედ შეიჭყიტა ყინვის გირლანდებით მოსირმულ ფანჯარაში"

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2022, 09:37 PM

"გუბეში გაჩრილი მთავრის შუქი"

"ბრაზობდა ქარი"

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2022, 09:06 PM

"იღიმოდა დედამიწა ნამნაბკურები"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 03:23 PM

"ღრუბლებს გაჰხარებოდათ ღამის სიგრილე, თეთრ ქულებად წამოშლილიყვნენ. მზესაც აღარ ჰმორჩილებდნენ ახლად ამოსულს: ეღობებოდნენ მის მბრჭყვინავ სხივებს, უშლიდნენ მათ მთელ სინათლით მოჰფენოდნენ ქვეყნიერებას".

"სიხარულით აღსავსე მტკვარი სუფრულს ეტყოდა"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 03:41 PM

"ზამთრის პირი მოწევნულიყო. წუხდა ჰაერი. ფოთლეულობას დრო მოეჭამნა: ძირს ეფინა ათას ფერად ჩაჟანგებული"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 05:22 PM

"ახალი თოვლით შელესილიყვნენ მთები"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 07:43 PM

"გატყდა ღამე. იძლია ბნელი. ალიონმა ალისფერი ფრთები გაშალა"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 03:47 PM

"ღრუბელი წვიმას მიგზავნიდა"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 05:21 PM

"გარეთ წვიმამ დაასხა და ზეცამ დაიწია"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2022, 09:15 PM

"თავისი რიგით დასხდნენ ვარსკვლავები ცაზე"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2022, 10:06 PM

"საჯიხვის მთაზე სთვლემდა მიდამოს დასაზვერად მოსული თოვლი"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 06:01 PM

"ბობოქრობს არაგვი, გაზაფხულის ჟრუანტელი აქვს ტანში გამჯდარი და ქაფმორეული ღრიალებს"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 06:23 PM

"ჯერ კარგად არც კი იყო გასინათლებული"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 06:40 PM

"მაღალ მთის წვერზე მთვარეც გადმოდგა და ვარსკვლავებმაც მორთეს ჟიკ-ჟიკი"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2022, 08:44 PM

"ადრიანი დილა იყო. მთვარეს დაზარებოდა გორის ამოფარება და მთლად შიშველი ნებირობდა მტკნარ ცაზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 07:26 PM

"ფერისცვალება დღიდან მეორე კვირაზე ყვითელი ფარდაგები გამოფინა შემოდგომამ".

/გოდერძი ჩოხელი/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2022, 08:52 PM

"რატომ შეადარა უფალმა სულიერი მადლი წყალს? იმიტომ, რომ წყალი არის სიცოცხლის ძირითადი ელემენტი, ციდან მოდის წვიმის სახით, აქვს მარტივი ფორმა, მაგრამ მისი მოქმედება არის მრავალფეროვანი. აწვიმს მთელ ბუნებას, მაგრამ ეს წვიმა აძლევს თეთრ ფერს შროშანს, წითელს - ვარდს, მეწამულს - იებსა და სუმბულს. ფინიკის ხეს აძლევს სხვა ნაყოფს და ვენახს სხვას. ხდება "ყოველივეში ყველაფერი" და ამ დროს არის უბრალო წვიმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2022, 09:01 PM

"ქარი უბერავს და გამხმარ ბალახს აწვალებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2023, 09:17 PM

"და შემოდგომაც ნაირფერი ჩემში ფითრდება"

/ვალერიან წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2023, 09:37 PM

"დილით, ალიონზე, ცვარიან ამინდში
მინდვრის ყვავილები ნაზად დაგეყნოსოს"

/ვალერიან წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2023, 08:47 PM

"ხევში ჩამდგარი ნისლები,
მიწას ზეცისკენ შორდება"

/ვალერიან წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2023, 07:59 PM

"დადგა ზამთარი, შემოდგომამ სული დალია,
მხარზე დამეცა ხეს მომწყდარი ბოლო ფოთოლი"

/ვალერიან წიკლაური/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)