ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
G_I_O_R_G_I_ |
Apr 11 2007, 05:44 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ.
როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ. კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას. კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში |
მარიამი |
Apr 11 2007, 06:36 PM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში მე მყავდა ერთი პროტესტანტი კლასელი და მარხვას იცავდა საკუთარი შეხედულების მიხედვით. მაგალითად, როცა რამე განსაცდელი ჰქონდა დაიწყებდა მარხვას. მაგრამ ეს არ იყო ისეთი მარხვა, როგორიც ჩვენი. ან საერთოდ არ ჭამდა დღის გარკვეულ მონაკვეთში, ან (თუ სწორად მახსოვს) რაღაცაზე ამბობდა უარს. ვთქვათ, ტკბილეულზე. პირველი კითხვის პასუხი არ ვიცი. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მარიამი |
Apr 11 2007, 06:48 PM
პოსტი
#3
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ჰო, კიდევ ის ვიცი, რომ მორმონები აღიარებდნენ მრავალცოლიანობას. მაგრამ მერე ამან რეგისტრაციაში შეუშალათ ხელი და ფორმალურად აკრძალეს. თუმცა მაინც ფიქრობენ (თავისთვის) რომ მრავალცოლიანობა დასაშვებია.
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
გლახა |
Apr 12 2007, 11:09 AM
პოსტი
#4
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მარიამი
ციტატა ჰო, კიდევ ის ვიცი, რომ მორმონები აღიარებდნენ მრავალცოლიანობას. მაგრამ მერე ამან რეგისტრაციაში შეუშალათ ხელი და ფორმალურად აკრძალეს. თუმცა მაინც ფიქრობენ (თავისთვის) რომ მრავალცოლიანობა დასაშვებია მორმონები არ ითვლებიან პროტესტანტთა რიგებში.... |
გლახა |
Apr 12 2007, 11:26 AM
პოსტი
#5
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
solomony
პროტესტანტებს თუკი ერთ ჯამში მოაქცევ და ასე განიხილავ, შეცდომას დაუშვებ. ძირითადი მიმდინარეობებია: ლუთერანული, ანგლიკანური, მეთოდისტური, ბაფთისტური..მოგვიანებით ჩამოყალიბდა ორმოცდაათიანული და ქარიზმატული მიმდევრობები. მათში სემდეგ აზრთა სხვადასხვაობის გამო მრავალი დაყოფა მოხდა. დღეს არსებობენ კონსერვატული და ლიბერალური ფრთის პროტესტანტები. არიან ისეთი ბაფთისტურ-ორმოცდაათიანული ეკლესიები, რომლებშიც ქალისათვის აკრძალულია საყურით, კოსმეტიკით, სარვლით სიარული. მათ ეკლესიაში სწავლების უფლება არ აქვთ. მსახურებაზე აუცილებლად თავსაფარი უნდა ეფაროთ. არ უნდა გაეკარონ წვეთ ალკოჰოლიან სასმელსაც კი. ისინი სასულიერო სიმღერების შესასრულებლად იყენებენ ფორტეპიანოს, გიტარას, ორღანს.... ხოლო ლიბერალური ფრთის პროტესტანტებშიც არის განსხვავება: ისინი 'ძაან მოდერნები' არიან: იცმევენ და იკრასკებიან უკანასკნელ მოდაზე: ქადაგებენ "აყვავების სახარებას" (ეს ერთგვარი ცრუ სწავლებაა). რომ მორწმუნე უნდა იყოს მდიდარი და ა.შ. იყენებენ ხმაურიან მუსიკას ეკლესიაში, ცეკვავენ სიმღერის დროს და ა.შ. ყავთ ქალი მსახურები: დიაკონისები, პასტორები. მათი უმეტესობა წინააღმდეგია ერთსქესიანთა ქორწინებისა და გაუკუღმართებული ორიენტაციის მსახურის დანიშვნისა საერთოდ..ისინი ამას სოდომისა და გომორის ცოდვას უწოდებენ. არსებობენ ისეთი ჯგუფებიც, რომელნიც ჯვარსწერენ ერთსქესიანებს.. მაგრამ ასეთები ხომ კათოლიკებშიც არიან? ციტატა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში დიახ იცავენ, მაგრამ არა მართლმადიდებლების მსგავსად. ბევრი ჯგუფი (საქართველოში) ოთხშაბათსა და პარასკევსაც მარხულობს. ერთი ნიუანსი: საქართველოში მცხოვრები პროტესტანტები ძალიან განსხვავდებიან დასავლელი ევროპელებისაგან: აქ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ფეხბანვის რიტუალი, ზიარებისას ერთი ბარძიმიდან ღვინის დალევა და ა.შ. და სერთოდ ჩვენი პროტესტანტები უფრო თბილები არიან |
Dulos |
Apr 12 2007, 11:57 AM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. მორმონები და იეჰოვას მოწმეები პროტესტანტებად არ ითვლებიან და არც საკუთარ თავს თვლიან პროტესტანტად. ციტატა ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს. ჩემთვის უცნობია ასეთი პროტესტანტული ჯგუფი. აშშ-ში ერთერთმა ანგლიკანურმა ეკლსიამ დართო ნება მსგავს ამორალურობას და თუ არ ვცდები ერთერთმა ეპისკოპოსმაც იქორწინა კაცზე. ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. ამის შესახებ ერთხმად ლაპარაკობს წმიდა წერილი: ეს სისაძაგლეა ღმერთის წინაშე, ყოველგავრი შეფერადების და შელამაზების გარეშე. ერთი საკითხია კიდევ რატომაც ხდება, თუმცა არანაირად ამართლებს ამას. როდესაც ეკლესია ქორწინების მოწმობას გასცემს, კანონი ავალდებულებს, რომ შეაუღლოს ყველა, ქალი კაცთან, კაცი კაცთან, ქალი ქალთან... უარის შემთხვევაში "წყვილს" უფლება აქვს სასამართლოში იჩივლოს და ხშირ შემთხვევაში იმარჯვებს კიდეც. ვინაიდან მათი უფლება დაირღვა. გავიმეორებ, რომ ჩვენს ეკლესიებში ამაზე ლაპარაკიც არ მიდის, ერთი მტკიცე და მკაცრი პოზიციაა შემუშავებული: ეს არის სისაძაგლე ღმერთის წინაშე და საშინელი ცოდვა. ეგ იქით იყოს უმრავლეს ეკლსიებში განქორწინებაა აკრძალული და ერთერთი მთავარი საკითხია რასაც ებრძვის ეკლესია. ციტატა ჰო, კიდევ ის ვიცი, რომ მორმონები აღიარებდნენ მრავალცოლიანობას. მაგრამ მერე ამან რეგისტრაციაში შეუშალათ ხელი და ფორმალურად აკრძალეს. თუმცა მაინც ფიქრობენ (თავისთვის) რომ მრავალცოლიანობა დასაშვებია. მორმონებზე ბევრის ლაპარაკი შეიძლება. მაგრამ ისინი არ არიან პროტესტანტები და თავს შევიკავებ. მხოლოდ ვიტყვი, რომ რეგისტარციაში კი არ შეუშალა ხელი, როგორც ცნობილია იუტას შტატში ცხოვროდნენ, სოლტ-ლეიკ-სიტი-ში მოსახლეობის 75% დღესაც მორმონია. იუტას შტატს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ და ამიტომ შეცვალეს ეს სწავლება. რამაც შემდეგ განხეთქილება გამოიწვია. P.S. სხვათა შორის თავისუფლების მეოდანზე, მერიოტის სასტუმროში ნომერში თუ შეხვალთ, უჯრაში "მორმონთა წიგნს" აღმოაჩენთ. |
KAIROS |
Apr 12 2007, 12:38 PM
პოსტი
#7
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მორმონები და იეჰოვას მოწმეები პროტესტანტებად არ ითვლებიან პროტესტანტი რომ პროტესტანტებზე დაწერს საინტერესოა, იქნებ გვითხრა რა კრიტერიუმებით საზღვრავ ვინაა პროტესტანტი და ვინ არა? საინტერესო თემაა... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
mendes masieli |
Apr 12 2007, 01:25 PM
პოსტი
#8
|
შეყვარებული კაცი ჯგუფი: Members პოსტები: 222 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 928 |
როგორც ვიცი ზოგიერთი ფორუმელი ერკვევა პროტესტანტიზმში და რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ ამიხსნათ. როგორც ვიცი მრავალი პროტესტანტული მიმდინარეობაა მარმონები,ანგლიკანები და აშ.და ასევე მათი ყველა რელიგიური შეხედულება ეყრდნობა წმინდა წერილს და ისინი ნაკლებად იზიარებენ წმინდა მამებს. კითხვა 1)რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ა)გათხოვილი ქალი ეპისკოპოსად აკურთხეს,ბ)ერთ სქესიან ქორწილების ჩატარება დააკანონეს,გ)და ასევე განსხვავებული ორიენტაციის კაცი ეპისკოპოსად აირჩიეს.და წმინდა წერილში სად წერია ამის შესახებ რომ ეს შეიძლება?და რომელი პროტესტანტული მიმდინარეობები არიან რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ 3 პუნქტს არ იზიარებენ.თქვენ მგონი ამ სამივე პუნქტს არ ეთანხმებით და თვლით რომ არასწორია და რომელიმეს თუ თვლით რომ სწორია წმინდა წერილიდან დამისაბუთეთ. კიდე ბევრი კითხვები მაქვს ისეთ ქმედებებზე პროტესტანტებზე რაც წმინდა წერილში არ წერია და ვინც ერკვევით ამიხსენით რის საფუძველზე აკეთებენ ამას. კითხვა 2) იცავენ თუ არა პროტესტანტები მარხვას (როგორც მე ვიცი არ იცავენ ) თუ იცავენ რამდენ დღიანს და როდის რომელ დროებში ხოოო,რაღაც-რაღაცეები ვიცი და ნელ-ნელა დავდებ!!! -------------------- მიყვარხართ!!!
|
Dulos |
Apr 12 2007, 01:47 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა პროტესტანტი რომ პროტესტანტებზე დაწერს საინტერესოა, იქნებ გვითხრა რა კრიტერიუმებით საზღვრავ ვინაა პროტესტანტი და ვინ არა? საინტერესო თემაა... ჯერ იმას ვიტყვი (ცოტა ხნით გავდივარ) რაც გავიმეორე (რამდენიმეჯერ მიხდება ერთი და იგივეს წერა): თავად არ თვლიან საკუტარ ტავს არც პროტესტანტად, არც მართლმადიდებლად და არც კათოლიკედ. ერთადერთ ჭეშმარიტ ეკლესიად მიიჩნევენ თავს და ჭეშმარიტების ერთადერთ ნფლობელებად, ერთიც და მეორეც. რამე ხომ არ გეცნო? |
KAIROS |
Apr 12 2007, 01:56 PM
პოსტი
#10
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა რამე ხომ არ გეცნო? ცინიზმს შეეშვი... რაღაც გაღიზიანებულად მეჩვენები დულოს, ასეთ კილოს, ტონს და ქვეტექსტებს არ გავატარებთ უკომენტაროდ, არა გაქვს უფლება მართლმადიდებლების ფორუმზე ასე გესლიანად წერო! მე მაინტერესებდა კრიტერიუმი, მარტო ესაა კრიტირეუმი? სხვა რამ, სარწმუნოებრივ.-დოგმატური, კანონიკური, რაიმე სხვა კრიტერიუმი არ გაქვთ? გთავაზობ დიალოგს, მხოლოდ დიალოგს, წყნარად და დოკუმენტალურად, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე! ციტატა ისე მაგრა მინდა ახლოს გაგიცნო და ჩემი მეგობარი იყო და ძმა უფალში ახლოს სადღაც 3-4 თვეში შეიძლება რომ დავბრუნდები ცოტა ხნით, მეგობრად ახლაც შეგიძლია მიგულო, ძმად კი დრო გვაქვს და იმედია გავიზრდებით დულოსამ გამაბრაზა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
Apr 12 2007, 05:37 PM
პოსტი
#11
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
Dulos
ჩემთვის მეტად საინტერესო თემაა, სიაომოვნებით მოვუსმენ დულოსს და შევეკითხები კიდეც. უკვე გეკითხები 1. მორმონები არ თვლიან ტავს პროტესტანტებადო ამბობ, მაგრამ მათი წარმოშობის საფუძველი საიდან მოდის? ანუ ტავდაპირველად ისინიც პორტესტანტები იყვნენ და რარაც სეუტანხმებლობის გამო გამოეყვნენთუ როგორაა საქმე? 2. რაც შეეხება პროტესტანტულ ეკლესიაში ქალი ეპისკოპოსი, ეს ახალი არ არის. არ ვიცი რომელი განშტოების იყო, მაგრამ ნამდვილად მყავს ნანახი. საბავშვო ფილმიც კი არის ფილმის მტავარი პირის დედა ეპისკოპოსია და მშვენივრად ქადაგებს ხოლმე. 3 შენ რომელ განშტოებას მიკუთვნები, როგორც აღნიშნეთ (თუ გლახამ აღნიშნა არ მახსოვს) საქარველოში უფრო თბილი პროტესტანტები ცხოვრობენო) ეტყობა საქართველოში მცხოვრებ პროტესტანტები ჩვენი ტრადიციების ზეგავლენის ქვეშ არიან და ცოტა განსხვავდებიან უცხოელი პროტესტანტებისგან, კპლასიკური სახით როგორი წესით ცხოვრობს პორტესტანტი. 4 მარხვაზეც მოგვიყევი, ვინ ადგენს მარხვას, რამდენდღიანია და რას ეფუძნებით, როცა მარხულობთ ა (ა ნუ წმინდა წერილის კონკრეტულ ტავს თუ აშ) ან რა წესით მარხულობთ, რას ჭამთ რას არ ჭამთ? ამ დროსაც რას ეფუძნებით? 5 . როგორ ლოცულობთ, თუნდაც ზიარების წინ ან შემდეგ, თქვენი მღვდლები როგორ ლოცულობენ, არსებობს დაწერილი ლოცვები, თუნდაც საიდუმლოს შესრულების დროს, მაგალიტად ნათლობის თუ არა? დულოს არ გაუკვირდება ჩემგან ეს შეკითხვები -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მარიამი |
Apr 12 2007, 10:19 PM
პოსტი
#12
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მე მაქვს კიდევ ერთი შეკითხვა პროტესტანტებთან დაკავშირებით. დულოსმა აღნიშნა, რომ ზოგ მიმდინარეობას აქვს პრეტენზია, რომ მისი სწავლება არის ერთადერთი ჭეშმარიტება, სხვებს კი ასეთი პრეტენზია არ გააჩნიათ. ანუ ეს ნიშნავს, რომ პროტესტანტული მიმდინარეოების გარკვეულ რაოდენობას მიაჩნია, რომ მათი სწავლება არ არის ბოლომდე ჭეშმარიტი? თუ მათი სწავლებაც ჭეშმარიტია და სხვისიც? ასეთ შემთხვევაში რაც მათ განასხვავებს, იმ საკითხის ჭეშმარიტება/მცდარობა როგორ დგინდება? და თუ არაფერი განასხვავებთ, მაშინ რატომ არიან სხვადასხვა და არა ერთი?
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ზებედე |
Apr 13 2007, 12:09 AM
პოსტი
#13
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ცნობილმა ლუთერანმა ღვთისმეტყველმა ფელმიმ მართლმადიდებლობა მიიღო გარმანელმა ლუთერანმა პროფესორმა კარლ ქრისტიან ფელმიმ მართლმადიდებლობა მიიღო. ცნობილმა ღვთისმეტყველმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა “Православие в Болгарии”-სთან მიცემულ ინტერვიუში. ფელმი ხაზს უსვამს, რომ ეს ნაბიჯი მისი პირადი გადაწყვეტილებაა, ასევე ბუნებრივი შედეგია მართლმადიდებლობის შესწავლისა, რასაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა. პროფესორი, ავტორი მრავალი საღვთისმეტყველო ნაშრომისა, რომლებიც სხვდასხვა ენაზეა თარგმნილი და მრავალ ქვეყანაშია გამოცემული. მისი ბოლო წიგნი “თანამედროვე მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სწავლება” (“Введение в современное православное богословие”) გამოვიდა გასულ წელს. სწორედ მასზე მუშაობის დროს მიიღო ღვთისმეტყველმა საბოლოო გადაწყვეტილება მართლმადიდებლობის მიღების შესახებ, რომლისკენაც ბავშვობიდანვე მიისწრაფოდა. “ჩემი რწმენა, რომ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება წარმოადგენს საეკლესიო გამოცდილების ღვთისმეტყველებას, რომელიც მისი შესწავლის შედეგად მივიღე და გამოვხატე ჩემს წიგნში, არ შეცვლილა”, - ამბობს ფელმი ინტერვიუში, - “რა თქმა უნდა, წიგნზე მუშაობის დამთავრების შემდეგ მუშაობა გავაგრძელე მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სფეროში, კერძოდ, უფრო დაწვრილებით დავიწყე კენოზისზე სოტერიოლოგიის სწავლების ათვისება. მნიშვნელოვანია ის, რომ შინაგანი კავშირი ჩემსა და ჩემი საკვლევი საგნების მიმართ უფრო განმტკიცდა და მე ცოტა ხნის წინ მართლმადიდებლობა მივიღე”. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
KAIROS |
Apr 13 2007, 01:01 PM
პოსტი
#14
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მეორედ არ მომიწიოს გამეორება. და რომ მოგიწიოს რა მერე? მემუქრები დულოს? ვერ შემაშინებ მოკლედ, მოვრჩეთ ახლა ამ უაზრო თოფიქებს, და ჯერ მე გამეცი პასუხი, მერე ნინოს და ჩემთან საუბარი თუ გინდა, მშვიდად იყავი და მეც ასევე ვიქნები... შევთანხმდით? ნინო, რა კარგი პაკუსიაა, შენია? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
გლახა |
Apr 13 2007, 01:15 PM
პოსტი
#15
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
პროტესტანტულია ქვეყანა, რომლისკენაც ილტვის საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა- სამუშაოდ, სასწავლებლად, საყაჩაღოდ...და ა.შ
პროტესტანტულია ქვეყანა, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ კლიმატს მსოფლიოში... პროტესტანტულია ქვეყანა, რომელიც მილიონობით დოლარის დახმარებას უწევს საქართველოს, პროტესტანტები არიან ის სამხედრო პირები, რომელნიც წვრთნიან ჩვენი ქვეყნის ჯარს... შეკითხვა ყოვლისმცოდნეებს: არიან ისინი მწვალებლები? არიან ისინი სექტანტები? თუ ჰო, მაშინ რად უნდა საქართველოს ასეთ ქვეყანასთან ურთიერთობა? თუ რაც აწყობს უნდა, რაც არა-არა? |
marine |
Apr 13 2007, 01:17 PM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გლახა
გლახუნა, არ დაგავიწყდეს რომ ჩვენდა სამწუხაროდ მთავრობაში მორწმუნე მართლმადიდებლები არ არიან და აღარაფერი არ უნდა გაგიკვირდეს.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Dulos |
Apr 13 2007, 01:19 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
მე არ გაშინებ, არ მინდა ჩემი გეშინოდეს. მთავარია ღმერთის გვეშინოდეს შენც და მეც. ლექსიკონის და მიმართვების შეცვლას მოვითხოვ. და ვიმეორებ: თუ გაუგებარია შენთვის რამე მკითხე და გიპასუხებ, ლანძღვაზე ნუ გადადიხარ. გესლი რა ცხოველსაც აქვს, კარგად იცი. ვინ ხმარობს შეუსაბამო ლექსიკას?
შევთანხმდით. მეც იგივე სურვილი მაქვს. |
კანონისტი |
Apr 13 2007, 01:32 PM
პოსტი
#18
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გლახა
ციტატა პროტესტანტულია ქვეყანა, რომლისკენაც ილტვის საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა- სამუშაოდ, სასწავლებლად, საყაჩაღოდ...და ა.შ პროტესტანტულია ქვეყანა, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ კლიმატს მსოფლიოში... პროტესტანტულია ქვეყანა, რომელიც მილიონობით დოლარის დახმარებას უწევს საქართველოს, პროტესტანტები არიან ის სამხედრო პირები, რომელნიც წვრთნიან ჩვენი ქვეყნის ჯარს... შეკითხვა ყოვლისმცოდნეებს: არიან ისინი მწვალებლები? არიან ისინი სექტანტები? თუ ჰო, მაშინ რად უნდა საქართველოს ასეთ ქვეყანასთან ურთიერთობა? დავიწყოთ იქიდან, რომ აშშ პროტესტანტული არ არის (49% პროტესტანტი, 25% კათოლიკე, თან პროტესტანტი სხვადასხვა მიმართულების)... ახლა გისმენ, რა გინდოდა?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Apr 13 2007, 01:42 PM
პოსტი
#19
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გლახა
ციტატა გგონია, რომ ყველაფერი იცი მაგრამ ეგრე არ არის ამერიკის პრეზიდენტი რომ პროტესტანტია და მათი კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტი პროტესტანტი უნდა იყოს (მგონი არ მეშლება ..თუ?) და ისე შენს მთავრობას რომ ამერიკა აჭმევს იცი სერგი! ასეთ ტონს შენგან არ მოველოდი.... ყველაფერი არ ვიცი და რაც მთავარია, არც მგონია, რომ ვიცი ეგეთი რამე კონსტიტუციაში არ უწერიათ... მაშინ ფაშიზმი ყოფილა იქ და არა დემოკრატია. ცნობისთვის: ჯონ კენედი კათოლიკე იყო მონაცემები კიდევ ენციკლოპედიიდანაა. ისე, კაპელანი (ანუ სამხედრო მოძღვარი), როგორც წესი კათოლიკეა ხოლმე ამერიკის ჯარში რაც შეეხება მთავრობას ვინ აჭმევს, არსად წერია, ვინც გაჭმევს ის არის მართლმადიდებელიო. არც მწვალებელთან თუ პროტესტანტთან პირადი ურთიერთობაა აკრძალული მგონი ჩვენ მეგობრები ვართ, არა? მერე, რა პრობლემაა?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Dulos |
Apr 13 2007, 01:53 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა არც მწვალებელთან თუ პროტესტანტთან პირადი ურთიერთობაა აკრძალული ციტატა მგონი ჩვენ მეგობრები ვართ, არა? მერე, რა პრობლემაა?? ეს ძალინ კარგია. თუ არ მეშლება, სამი წლის წინ, სატელევიზიო გადაცემა იყო. იმ გადაცემაზე სხვადსხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვენენ, მათ შორის ერთერთი პროტესტანტული ეკლესიის ხუცესი. იგი იხსენებს, რომ სტუდიაში გადაცემის დაწყებამდე მის მიმართ დამოკდებულებას. მხოლოდ ერთს გავიხსენებ, მისი სიტყვებიდან: "ამას აქ რრა უნდაო". ერთერთმა მონაწილემ დაახლოვებით ასეთი ფრაზა ახსენა: "ყველა არამართლმადიდებელი ასაფრენ ზოლზე უნდა გაიყვანო და საქართველოდან გაუშვაო". რომელირაც ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო. მას ხაში დაუკრეს. ასეთი იყო დამოკიდეულება განსხვავებულ რწმენასთან რა,პდენიმე წლის წინ. ეს ერთერთი მცირე რგოლია დიდი ჯაჭვიდან. ამიტომ მივესალმები თქვენს სიტყვებს. მეგობრობას და მშვიდ დიალოგს არ უნდა უშლიდეს ეს ხელს, თუნდაც განსხვავებული მრწამსის აღმსარებელი იყონ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი