IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
marine
პოსტი Feb 7 2015, 10:47 PM
პოსტი #41


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(sanfol @ Feb 7 2015, 11:19 PM) *

marine

აი შენ თავადვე თუ გჯერა იმის რასაც წერ?


და რატომ არ უნდა მჯეროდეს?


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2015, 03:06 PM
პოსტი #42


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დედავ ღვთისაო,
ჩემი ხალხის
იყავ მეოხე...
ჯერაც არ ვიცით
დღეს რა გველის
ან რა გველის ხვალ...
ლამის ფრესკიდან
გადმობრძანდეს
დავით მეოთხე,
ლამის იჭექოს
სამასივე
არაგველის ხმამ...
დედავ ღვთისაო,
დაგვიფარე
განსაცდელისგან!

\დათო ახლოური\


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 9 2015, 07:16 PM
პოსტი #43


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



marine
ციტატა
და რატომ არ უნდა მჯეროდეს?

http://church.ge/index.php?s=&showtopic=20...ndpost&p=214202 ეს პოსტი ნახე მარინე და ყველაფრის ნუ გჯერა


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 9 2015, 09:36 PM
პოსტი #44


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(sanfol @ Feb 9 2015, 07:16 PM) *

marine

http://church.ge/index.php?s=&showtopic=20...ndpost&p=214202 ეს პოსტი ნახე მარინე და ყველაფრის ნუ გჯერა


არის ისტორიული ფაქტები, რომლებიც სჯერათ ან არ სჯერათ. ასე რომ, "ვისაც გვჯერა გაგვატარე" smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 9 2015, 10:04 PM
პოსტი #45


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



marine
ოკ


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2015, 08:17 PM
პოსტი #46


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს დიდი ღვაწლი მიუძღვის ღვთისა და ერის წინაშე; მაგრამ მინდა საგანგებოდ აღვნიშნო - მარტო "გალობანი სინანულისანი" რომ დაეწერა და სხვა არაფერი გაეკეთებინა მას, მარტო ეს იქნებოდა საკმარისი მისი სახელის უკვდავსაყოფად! უნდა ითქვას, რომ "გალობანი სინანულისანი" არაფრით ჩამოუვარდება წმინდა ანდრია კრიტელის სინანულის კანონს".

/ილია II/

"დავით აღმაშენებელი ქართულმა სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ მეთექვსმეტე საუკუნეში წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8თებერვალი დაადგინა"

/სერგო ვარდოსანიძე/

"საპატრიარქოს უწყებანი" N6, 2015


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 11 2015, 07:22 PM
პოსტი #47


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ალექსანდრე აღმაშენებელი

გასაოცარია და შეუცნობელია განგებულება ღვთისა. თუ ქართველ მირონცხებულ მეფეთაგან წმინდანად შერაცხილმა დავით IV ბაგრატიონმა დაიმკვიდრა ისტორიაში აღმაშენებლის სახელი, სასულიერო მოღვაწეთაგან ასეთი პატივი წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრე ოქროპირიძეს ხვდა წილად.

/"კანდელი" N4, 2015/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2015, 10:14 PM
პოსტი #48


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...დღეს ჩვენ დავითის საქართველო გვენატრება, დავითის საქართველო გვსურს, შეიძლება ყველგან დავით აღმაშენებელის ხატი გვქონდეს, მაგრამ ყველაზე მთავარი გვავიწყდება - გავიხსენოთ, როგორ ააშენა დავით აღმაშენებელმა ქართველ ერთან ერთად ჩვენთვის სანატრელი, სანუკვარი და საწადელი ძლიერი საქართველო - ლოცვით, ღვთისადმი ვედრებით, შრომით; იმიტომ, რომ ღმერთი აკურთხებს თვითოეული ჩვენგანის შრომას...

...მაშინ უნდა გაგვახსენდეს, რით მოიპოვა დავითმა ღონიერი საქართველო, რით ააშენა? თავის თავთან შეუპოვარი ბრძოლით. იგი სინანულის საგალობელში წერს, მრავალ ცოდვას ასახელებს, ტირის და ამბობს, მეც ხორცში ვარ და მეც, როგორც ერთ ჩვეულებრივ რიგით ადამიანს, შეცდომები მაქვს. დიდი მეფის შემუსვრილ გულს როდი ხედავს ზოგიერთი, მის სინანულს როდი ჰბაძავს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ შედიოდა მეჩეთში და ლოცულობდა. არასოდეს არ ყოფილა მსგავსი. თავის საგალობელში წერს, უცხო ღმერთთა მიმართ არათუ ლოცვა და მუხლთდრეკა, ხელიც კი არ აღმიპყრია, ერთი სათხოვარი არ მითქვამს. მისთვის, წმინდა მეფე დავითისთვის, ქრისტე იყო ყველგან და ყველაფერში და ქრისტიანობის დასაცავად თავდადებით იბრძოდა.

იყო საოცარი გულმოწყალე მმართველი. სავსე ქისა გაჰქონდა, დაარიგებდა, თუ დაცლიდა, იტყოდა - მადლი ვპოვე ღვთის წინაშე, თუკი დარჩებოდა - ვცოდე ღვთის წინაშე, რადგან ჩემი ქისა ჯერ კიდევ ფულით არის სავსეო..."

/აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი

"ალავერდი" N5/8, ზამთარი, 2015, გვ. 14-15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 31 2015, 10:08 PM
პოსტი #49


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი

"...ნადირთა დევნასა შინა ოდესმე მუხნარს წაექცა ცხენი და ესეოდენ შეიმუსრა, რომელ სამ დღე ყოვლად უსულო მდებარე იყო უძრავად, სამშვინველისაგან ოდენ საცნაური ცოცხლად. და შემდგომად სამ დღე ნამტკნარსა სისხლისასა აღმომყრელსა მოექცა სული და სიტყუა, და ძლითღა აღდგა ცოცხალი".

ასე წერს უსახელო მემატიანე, აღწერს შემთხვევას, რაც მოხდა ყველას თვალწინ: მკვდარი იყო და აღდგა, ფეხზე წამოდგა ცოცხალი.

მაგრამ მეფისთვის ეს განსაცდელი, როგორც შინაგანი გამოცდილება, არ შეიძლება შემთხვევითი ყოფილიყო და უკვალოდ ჩაევლო მის სულიერ ცხოვრებაში.

ფიზიკური გადარჩენა უნდა ყოფილიყო ნიშანი იმისა, რომ მეფის პიროვნებაში მოხდა სულიერი გარდატეხა - ბადალი მეორედ შობიას, თუ მკვდრეთით აღდგინებისა ახალ, განახლებულ კაცად, და თვით "სამი დღის" სიმბოლიზმი იდუმალებრივ მნიშვნელობას ანიჭებს ამ განსაცდელს, რაც სამუდამოდ გამოკვეთა მისმა ბაგეებმა "ანდერძში" ჩასაწერად:

"...მე ხოდაბუნი შემიწირავს მუხრანს წმიდისა სვიმონ საკვირველმოქმედისადა, რომელმან სამისა დღისა მკვდარი აღმადგინა"

/ზურაბ კიკნაძე
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
"ალავერდი" N5/8, ზამთარი, 2015, გვ. 73/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2015, 03:39 PM
პოსტი #50


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იმხანად [Vს.] თბილისიდან მცხეთაში მთათა გავლით დადიოდნენ და არა, როგორც დღეს, მდინარე მტკვრის დაბლობს გაყოლებული გზით. დღევანდელი გზა, არაბებისგან თბილისის გათავისუფლების შემდეგ, დავით აღმაშენებელმა გაჭრა XII საუკუნეში. თავად თბილისი მაშინ დღევანდელი ნარიყალას ციხის ტერიტორიას არ სცდებოდა"

/"ალავერდი" N5/8, 2015, გვ.147/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2015, 02:49 PM
პოსტი #51


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ანდრია კრიტელის "დიდი კანონი" სულიერი კულტურის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ინტერესს ამ საგალობლისადმი რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. ამ კანონითაა შთაგონებული დიდი ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი".

"არსენ იყალთოელი კიდევ უფრო რთული ამოცანის წინაშე დგას. იგი წინამორბედ მთარგმნელებს - ექვთიმე და გიორგი ათონელებს, უდიდეს ავტორიტეტებად მიიჩნევს.

თუმცა, ისიც იცის, რომ მათი თარგმანები დაცილებულია ანდრია კრიტელის ტექსტს, რის გამოც ორივე თარგმანი მძიმე ტვირთად შეჰქმნია სრულიად საქართველოს ეკლესიას.

მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ არსენ ბერი ერთ-ერთი ინიციატორია ქართულ ეკლესიაში მიმდინარე ტიპიკონური ცვლილებებისა.

სწორედ მისი თაოსნობით შემოდის ახალი რედაქცია ტიპიკონისა (6,576). ამ პროცესში ჩართულია მეფეთ მეფე დავით აღმაშენებელიც.

სწორედ მას უბრძანებია მისთვის "დიდი კანონის" ხელახლა თარგმნა, ხოლო იოანე ქართლის კათოლიკოსისთვის ტექსტისთვის ხმის შეწყობა, რათა განახლებულ ეკლესიას "უნაკლო და წმინდა ჭეშმარიტება მიართვას ყოველ მოტრფიალეს სიტყვისას" (გეორგ. 147.ვ).

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 14, გვ. 68, 71-72/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 1 2015, 10:01 PM
პოსტი #52


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდა მეფემ დავით აღმაშენებელმა არა მარტო გამთლიანებული, აყვავებული და გაძლიერებული საქართველო დაუტოვა შთამომავლობას, არამედ უმეტესიც, მან ქართველი კაცის სულიერი ვექტორი განსაზღვრა, რაც ნათლად წარმოჩინდა "გალობანი სინანულისანში".

წმიდა დავით მეფემ წმიდა გიორგი ჭყონდიდელთან ერთად მონახა ის ერთადერთი სწორი გზა, რომელმაც ქვეყანა არნახულ შედეგამდე მიიყვანა.

ეს გზა გახლავთ ერის სულიერი წრთობისა და ზნეობრივი სრულქმნის გზა. ჩვენც ამ გზით, სინანულით, ურთიერთმიტევებით, სიყვარულით უნდა ვიაროთ".

/დეკ. ბიძინა გუნია
"საპატრიარქოს უწყებანი" N16, 2015, გვ. 9/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2015, 07:54 PM
პოსტი #53


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მან შეუძლებელი შეძლო".


"როცა კითხვისგან თვალები ეღლებოდა, სასმენელთ მოიშველიებდა და სხვათა წაკითხულს ისმენდა".


"ჭეშმარიტი ქრისტიანის ზნეობა გამოამჟღავნა დიდებულმა მეფემ გამარჯვების შემდეგაც. მან ანისი მის პატრონებს - სომხებს ჩააბარა. კარგად თქვა პოეტმა: "ქართველთა მეფე, ქართული სისხლით, სომეხთა ქალაქს სომხისთვის იღებს" (მ. ლებანიძე, "ანისის აღება").



/"ქრისტიანული ეკლესიის ისტორია" გვ. 495, 500/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 12 2015, 03:42 PM
პოსტი #54


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავითი იყო წმინდა კაცი, ღრმად მორწმუნე და ღვთის მოსავი, მრავალჯერ განსაცდელში ჩავარდნილი ლაშქრობის დროს.

ამიტომ შეასხა ამ მეფეს ხოტბა ლექსით მაშინდელმა მგოსანმა და დიდმა პიიტიკოსმა შავთელმა და გმირს თვისის სახოტბო პოემისას, იმავე დავითს უწოდა არაბულის ენით აბდულმესია, ანუ მონა ქრისტესი, ხოლო საქართველოს ეკლესიამ შერაცხა იგი თვისთა წმიდათა შორის და დააწესა მის მოსახსენებლად დღე 24 იანვარი"

/"ივერია", N20, 1902წ. გელათი
"კარიბჭე" N10, 2015, გვ.64/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 12 2015, 04:28 PM
პოსტი #55


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მატიანე მოგვითხრობს, რომ შეუძლებელია აინუსხოს და აიწეროს მთლად საქმენი დავითისაო.

კაცი ვერ შეძლებს მის მრავალგვარ ღვაწლის აღწერას: ამას დიდი ნიჭი და შეძლება უნდაო.

"მან აღასრულნა საქმენი, რომელნი ჩვენ მცირედითა და ყოვლად კნინითა სიტყვითა წარმოგვიჩენია დიდთა მათ და მითხრობად შეუძლებელთა საქმეთა მისთაგან".

ან კი რა ქაღალდმა უნდა დაიტიოს აღწერა მისთა საქმეთაო, კითხულობს მემატიანე.

"რაოდენმან ქარტამან და მელანმან დაიტიოს აღწერად საქმენი მისნი"?


"მისი ხანგრძლივი მეფობის დროს უბრალო ქურდობაც კი არ მომხდარა და ერთი ადამიანი არ დასჯილა სიკვდილით ავკაცობისათვის"

/"ივერია", N20, 1902წ. გელათი
"კარიბჭე" N10, 2015, გვ.64/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2015, 10:52 PM
პოსტი #56


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მრავალი სათნოება ჰქონდა წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს. ვინ აღრიცხოს ტყვენი, რომელნიც მან გაათავისუფლა ანდა გამოისყიდა მტრის ხელთაგან.

ანუგეშებდა მონაზვნებსაც, სიმდაბლით შეხვდებოდა მათ, ტკბილად მოიკითხავდა და უზრუნველად ამყოფებდა.

უფლის მოწყალებისა და სიტკბოების დარი საქმეც მოიგონა და ააშენა ქსენონი (საავადმყოფო), სადაც შემოკრიბა სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი.

ყველაფრით დააკმაყოფილა ისინი, სასმელ-საჭმლით, ტანსაცმლით, მკურნალობით, თვითონაც მიდიოდა ხოლმე მათთან, მოეფერებოდა, გაამხნევებდა, სწყალობდა.

"ნეტავი თქვენ, ვინც ბოლომდე დაითმენთ სნეულებასო", - ჰნატრობდა.

თვითონვე გასინჯავდა მათ საწოლს, ტანსაცმელს, ნახავდა, რბილი იყო თუ არ ლეიბი. გასინჯავდა მათ საჭმელსაც.

თითოეულს სამყოფ ოქროს მისცემდა და გააფრთხილებდა მათ მომვლელებს, რომ ყოველივე "მცირე ძმების" საკადრისად შეესრულებინათ.

"მრავალგზის გვიხილავს, - გვებუნება მეფე დავითზე მემატიანე, - ცრემლი მის თვალთაგან ღვარად მოედინებოდა, როცა მძიმე სნეულთ ხედავდა.

დილით ოქროთი სავსე დიდ ქისას წაიღებდა გლახაკთათვის სანუგეშოდ. ბედნიერი იყო, თუ ქისას დაცლიდა, თუ მხოლოდ ნახევარს გასცემდა და მეტ გლახაკს ვერ იპოვიდა, იტყოდა ხოლმე სინანულით - "ცოდვებისგან დამარცხებულმა დღეს ვერ მივეცი ქრისტესო".

/"საქართველოს იმედი" II, წიგნი 16, გვ.140/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 3 2015, 07:14 PM
პოსტი #57


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"... მეორე მეფე - დავით აღმაშენებელი, რომელიც წელიწადში 24-ჯერ კითხულობდა სამოციქულოს. მე მღვდელი ვარ და მეც კი მიჭირს ეს, ის კი მეფე იყო, აშენებდა ქვეყანას და მაინც ახერხებდა ამას.

პარალელურად არხები გაჰყავდა, ციხეებს აშენებდა და რაც ყველაზე მთავარია, წმიდა მეფე ლოცვით ცხოვრობდა.

რაც შეეხება იმას, რომ აბრალებენ - მეფე დავითი მეჩეთში დადიოდა სალოცავადო, "გალობანი სინანულისანი" პირდაპირ უარყოფს ამას, სადაც იგი ამბობს:

მე უცხო ღმერთებისკენ არ გამიხედავსო".

/დეკ. დავით (ქვლივიძე)
"ქვაკუთხედი" N5, 2015, გვ. 13/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 7 2015, 11:07 PM
პოსტი #58


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წყლულეთი

"წყლულეთის შესახებ ისღა ვიცით, რომ მეფე დავით აღმაშენებელს დიდგორიდან ბრძოლის ველზე დაჭრილი მეომრები წყლულეთში გადმოჰყავდა - აქაური სამკურნალო წყლები, რომლებიც ვერცხლს შეიცავს, ნაიარევს აშუშებდა"

/ჩემი სოფელი
"კარიბჭე" N14, 2015, გვ. 56/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2015, 03:05 PM
პოსტი #59


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დავითის საფლავთან...

IPB-ს სურათი

/FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2015, 11:24 PM
პოსტი #60


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი

სოციალური საწარმო აუდიო–მულტი სტუდია "ჰერა"–ს აუდიო წიგნების სერიიდან "მოუსმინე საქართველოს ისტორიას" შემოგთავაზეთ:
1.სერგი მაკალათია ---
დავით აღმაშენებელი (საქართველოს სამეფოს ისტორია)
2. დავით აღმაშენებელი ---- „გალობანი სინანულისანი“. „გალობანი სინანულისანი“ ქართული ლირიკის ერთ-ერთი შედევრია, რადგან მასში ავტორის ინდივიდუალური განცდა ამაღლებულია ზოგადსაკაცობრიო ტკივილამდე და მეფის ღაღადი თავის ცოდვილ ბუნებაზე საზოგადოებრივ რეზონანსს იძენს.
გახმოვანებას ახორციელებს საქარველოს დამსახურებული არტისტი სახელმწიფოსა და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი ნუგზარ ყურაშვილი.
გაყიდვაშია ქალაქ თბილისისა და რეგიონების დიდი ქალაქების წიგნის მაღაზიებში. დაინტერესების შემთხვევაში გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, გურჯაანის #22,მეტრო ავლაბართან. ტელეფონი : 277-40-67. 558 77 77 60 . თბილისის ფარგლებში მოქმედებს ადგილზე მიტანის სერვისიც
/FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 11:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი