IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> არამართლმადიდებლების მიმართ დამოკიდებულება, ემოციების გარეშე
ზებედე
პოსტი Aug 7 2007, 03:59 PM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



სარწმუნოებში სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)


_______________________________________________________________________


თუ არ გინდა ატარო ერეტიკოსის სახელი ...



ნუგზარ პაპუაშვილი – ფილოლოგი, რელიგიის დამოუკიდებელი ექსპერტი:

ერთი სიტყვით, დანიშნული იყო პრეზენტაცია, დარბაზში აღმოჩნდნენ “წმ. დავით აღმაშენებლის საზოგადოებისა” და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წარმომადგენლები, უფრო სწორად აქტივისტები, რომლებიც ხშირად ჩანან ტელეეკრანებზე და ვიცნობთ. შეიარაღებულნი იყვნენ აუდიო-ვიდეო აპარატურით, იწერდნენ, იღებდნენ, სხდომის მსვლელობაში უხეშადაც ერეოდნენ, რაც გამოიხატებოდა შეძახილებით, მათ შორის კატეგორიული წინადადებებით მღვდელ გაბრიელის მიმართ. თუ არ გინდა ატარო ერეტიკოსის სახელი, აღიარე, რომ სულიწმინდა მხოლოდ მამისაგან გამოდის. თუ არ აღიარებ, შეეგუე, რომ ჩვენ გიწოდებთ ერეტიკოსს, მწვალებელსა და ეშმაკის მოციქულს. ყველა გამომსვლელს აწყვეტინებდნენ სიტყვას. ბოლოს მიკროფონი ჩაიგდეს ხელში და კათოლიკური ეკლესიის შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. მაგალითად, ასეთი: - ხიზაბავრელი კათოლიკეები წყალს არ აწოდებენ მეზობელი სოფლის მართლმადიდებელ მცხოვრებლებს. მოწოდება კი ასეთი იყო: ხალხო, ხედავთ ვინ არიან კათოლიკეები, წყალს არ დაგალევინებენ, წყალს!
ბოლოს ადმინისტრაცია შეშინდა, რომ ცემა-ტყეპა არ გამართულიყო და პოლიცია გამოიძახა. დარბაზში შემოვიდა კიდეც ორი პოლიციელი.

ეს არის კერძო გამოვლინება იმ საერთო ტენდენციისა და სულისკვეთებისა, რამაც საქართველოში უკვე დიდი ხანია, რაც საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო, ეს ტენდენციები და განწყობილებები სხვა არაფერია, თუ არა რელიგიური ნაციონალიზმი, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი და უკულტურო მნიშვნელობით. საეკლესიო ენაზე იმ მოვლენებს, რომლებსაც საქართველოში ამჯერად აქვს ადგილი, თავისი სახელი აქვს, ესაა ფილეტიზმი, რაც ნიშნავს ერისა და ეკლესიის გაიგივებას. აქედან გამომდინარე ფილეტისტები ფიქრობენ, ვინც მართლმადიდებელი არ არის, ის საქართველოს მტერია, ლოგიკურია დასკვნა: არც კათოლიკეებს, არც პროტესტანტებსა და არც სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, ცხადია, საქართველოში არაფერი ესაქმებათ, ამიტომ რაც მეტ ეკლესიას წაართმევ კათოლიკეებსა და რაც მეტად შეავიწროებ, მით უფრო დიდი პატრიოტი ხარ.

მღვდელი გაბრიელე ბრაგანტინი – კათოლიკური ეკლესია საქართველოში:
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ეს ადამიანები გვეჭრებიან პრეზენტაციაზე, პირველად ახალციხის უნივერსიტეტში შემოიჭრნენ. უნდა გითხრათ, რომ იქ უფრო მძიმედ განვითარდა მოვლენები, ვიდრე საჯაროში. ჩემი აზრით, დიალოგი აუცილებელია, მაგრამ დიალოგი მაშინ იმართება, როცა ადამიანები ერთმანეთს უსმენენ. მოსმენის გარეშე დიალოგი შეუძლებელი ხდება. ჩვენ შეგვიძლია გავცეთ ყველა კითხვას პასუხი დიალოგის რეჟიმში. მხოლოდ არც ახლაციხეში და არც თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში ჩვენ ამისათვის არ შევკრებილვართ. ცოტა უხერხულია წიგნის პრეზენტაციაზე მიხვიდე და თეოლოგიური კითხვები დასვა. მეკითხებოდნენ, მაგალითად, შენ შეგიძლია აღიარო, რომ სულიწმინდა მამისაგან გამოდისო? რა თქმა უმდა, შემიძლია გავცე კითხვაზე პასუხი, მაგრამ კითხვა შესაბამის გარემოში, შესაბამის ტონში და შესაბამის ადგილას უნდა დაისვას, ალბათ დამეთანხმებით.


თუმცა უნდა გითხრათ, რომ ისინი პასუხის მოსასმენად, საკამათოდ, მით უმეტეს, ღონისძიებაზე დასასწრებად არ მოდიან, არამედ საჩხუბრად. ისინი მოდიან სპეციალურად, რომ შეგვიშალონ ხელი და იქცევიან აგრესიულად. ივლიტის ეკლესია კი აინტერესებდათ, მხოლოდ არა ისტორიულ კონტექსტში, მაგრამ ძირითადად თეოლოგიური შეკითხვები ჰქონდათ. ხომ უნდა იცოდე, სად როგორი შეკითხვა დასვა და როგორ მოიქცე?!

-------------------------------------------------------------------------------



სამწუხაროდ საქართველოში ამ ბოლო ხანებში მომრავლდა სხვა სარწმუნოების მიმდევართა დევნა, დაცინვა, შეურაცხყოფა....რატომ დავკარგეთ ტოლერანტობა? თუ ვინმე მართლმადიდებელი, კათოლიკესთან ან პროტესტანტთან მეგობრობს ან რაიმე სულიერი კავშირი აქვს მათთან ეგრევე ავიწროებენ მართლმადიდებელსაც....არის ისეთი შემთხვევები რომ ნათესავებში თუ ვინმე პროტესტანტია აყენებენ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფასაც, რატომ?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Aug 7 2007, 04:07 PM
პოსტი #2


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(ზებედე @ Aug 7 2007, 02:59 PM) *

-------------------------------------------------------------------------------

სამწუხაროდ საქართველოში ამ ბოლო ხანებში მომრავლდა სხვა სარწმუნოების მიმდევართა დევნა, დაცინვა, შეურაცხყოფა....რატომ დავკარგეთ ტოლერანტობა? თუ ვინმე მართლმადიდებელი, კათოლიკესთან ან პროტესტანტთან მეგობრობს ან რაიმე სულიერი კავშირი აქვს მათთან ეგრევე ავიწროებენ მართლმადიდებელსაც....არის ისეთი შემთხვევები რომ ნათესავებში თუ ვინმე პროტესტანტია აყენებენ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფასაც, რატომ?


იმიტომ რომ დღეს დღეობით საქართველოში მართლმადიდებელთა რიცხვმა საგრძნობლად დაიკლო...
მე არ ვარ მომხრე სხვა სარწმუნოების ხალხის გინებისა,ალნძღვისა და განდევნისა.
მაგრამ ასე თუ გაგრძელდა ნელ ნელა წაგვართმევენ სარწმუნოებას wink.gif
მაგ. მე პირადად ვიცნობ ერთ ადამიანს,რომელსაც ერთხელ შეხვდა იაღოველი და სთხოვა სადღაც წაყოლოდა. არ ვიცი რატომ მაგრამ გაყვა ეს ქალი. იქიდან დაბრუნებული იაღოველია დღემდე (რომელიც მართლმადიდებელი იყო). არ ვიცი რა აჩვენეს ესეთი, თუ რა დაალევინეს მაგრამ ფაქტი სახეზეა.
რამდენი ასეთი შემთხვევა შეიძლება მოხდეს საქართველოში ( და არა მარტო საქართველოში) და რამდენი გადაუყვანიათ თავიანთ სარწმუნოებაზე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Aug 7 2007, 04:14 PM
პოსტი #3


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(თათარაშვილი @ Aug 7 2007, 12:07 PM) *

იმიტომ რომ დღეს დღეობით საქართველოში მართლმადიდებელთა რიცხვმა საგრძნობლად დაიკლო...
მე არ ვარ მომხრე სხვა სარწმუნოების ხალხის გინებისა,ალნძღვისა და განდევნისა.
მაგრამ ასე თუ გაგრძელდა ნელ ნელა წაგვართმევენ სარწმუნოებას wink.gif
მაგ. მე პირადად ვიცნობ ერთ ადამიანს,რომელსაც ერთხელ შეხვდა იაღოველი და სთხოვა სადღაც წაყოლოდა. არ ვიცი რატომ მაგრამ გაყვა ეს ქალი. იქიდან დაბრუნებული იაღოველია დღემდე (რომელიც მართლმადიდებელი იყო). არ ვიცი რა აჩვენეს ესეთი, თუ რა დაალევინეს მაგრამ ფაქტი სახეზეა.
რამდენი ასეთი შემთხვევა შეიძლება მოხდეს საქართველოში ( და არა მარტო საქართველოში) და რამდენი გადაუყვანიათ თავიანთ სარწმუნოებაზე...


იეღოველი არამართლმადიდებელი ქრისტიანი არ არის smile.gif ჩვენ ვსაუბრობთ არამართლმადიდებე ქრისტიანების დევნა-დაჩაგვრაზე. სექტანტაბზე ცალკე გახსენით თემა smile.gif


მე ვიცნობ ერთ სომეხ გურიაში მცხოვრებ ქალს, რომელიც არის კათოლიკე. ამ ქალს კათოლიკე მოძღვარი არ უშლიდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში სიარულს და ლოცვას. ეს ქალიც დადიოდა და ლოცულობდა, რომ გაიგეს "მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა" რომ ეს ქალი კათოლიკე იყო, ეკლესიიდან გამოაგდეს და აუკრძალეს მართლმადიდებლურში შესვლა....ამ ქალს მართლმადიდებლური სარწმუნოებისკენ აღარ გამოუხედავს.....არ დაანახეს სიყვარული მართლმადიდებლებმა, არ შეეცადნენ მოექციათ, ასე აგრესიულად გაისტუმრეს...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Aug 7 2007, 04:19 PM
პოსტი #4


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(ზებედე @ Aug 7 2007, 03:14 PM) *

იეღოველი არამართლმადიდებელი ქრისტიანი არ არის smile.gif ჩვენ ვსაუბრობთ არამართლმადიდებე ქრისტიანების დევნა-დაჩაგვრაზე. სექტანტაბზე ცალკე გახსენით თემა smile.gif
მე ვიცნობ ერთ სომეხ გურიაში მცხოვრებ ქალს, რომელიც არის კათოლიკე. ამ ქალს კათოლიკე მოძღვარი არ უშლიდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში სიარულს და ლოცვას. ეს ქალიც დადიოდა და ლოცულობდა, რომ გაიგეს "მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა" რომ ეს ქალი კათოლიკე იყო, ეკლესიიდან გამოაგდეს და აუკრძალეს მართლმადიდებლურში შესვლა....ამ ქალს მართლმადიდებლური სარწმუნოებისკენ აღარ გამოუხედავს.....არ დაანახეს სიყვარული მართლმადიდებლებმა, არ შეეცადნენ მოექციათ, ასე აგრესიულად გაისტუმრეს...


რადგან ერთმა მართლმადიდებელმა ასე ქნა ანუ გამოაგდო ეს ქალი ეკლესიიდან და აგრესიულად მოიქცა ესე იგი მართლმადიდებლები ყველა ასეთები ვართ? smile.gif

ციტატა
არ დაანახეს სიყვარული მართლმადიდებლებმა


ასე მგონია ეგრის ველაპარაკები laugh.gif

კონკრეტულად შეგეძლო გეთქვა,ასე ყველა სარწმუნოებაში შეიძლება მოინახოს აგრესიული ადამიანი მაგრამ წარმომადგენელით არ შეიძლება განიხილოს კაცმა სარწმუნოება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Aug 7 2007, 04:40 PM
პოსტი #5


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



როგორი მდგომარეობაა რელიგიური თავისუფლების მხრივ საქართველოში?



www.religion.ge- ს რედაქციამ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა ერთიდაიმავე კითხვით:

1. რა მდგომარეობაა რელიგიური თავისუფლების მხრივ საქართველოში?

2. ვიცით, რომ წარსულში იყო პრობლემები, არა მხოლოდ რელიგიური თავისუფლების, არამედ ფიზიკური ზეწოლის თვალსაზრისითაც. არის თუ არა დღესაც ანალოგიური პრობლემები, და არიან თუ არა პასუხისგებაში მიცემული მოძალადენი. თვლით თუ არა, რომ ისინი უნდა იყვნენ კანონით დასჯილნი?

3. თვლით თუ არა, რომ ზოგადად ქვეყანაში რელიგიური ხასიათის პრობლემები არსებობს და რაში მდგომარეობს მათი არსი?

4. პრობლემების მოგვარების თქვენეული გზები?



საქართველოს ეევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია,


მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი


1. საქართველოში რელიგიური მდგომარეობა რამდენიმე წლის წინანდელისგან განსხვავდება. ადრე ექსტრემისტთა ჯგუფები წვავდა ბიბლიებს, არბევდა მსახურებებს, ცემდა და თავს პარსავდა ადამიანებს.
დღეს კი მსგავსი ფაქტები არ ხდება, თუმცა დისკრიმინაციის ზოგიერთ გამოვლინებას მაინც აქვს ადგილი. ვფიქრობ ამ ფაქტების დასაძლევად დღეს მეტი საშუალებებია. უსაფრთხოების დაცვის სამსახურები, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო მისიები.
რაც შეეხება ეკლესიების იურიდიულ სტატუსს, ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული. მართალია, ეკლესიებმა სამოქალაქო კოდექსში გათვალისწინებული ცვლილებების მიხედვით რეგისტრაციის უფლება მიიღეს, მაგრამ ეს ცვლილებები გადახედვას საჭიროებს. გასარკვევია ქონების განკარგვის, ეკლესიის დამფუძნებელთა და საგადასახადო შეღავათების დაკონკრეტება და დაკანონება.

2. წარსულში საქართველოში ადგილი ჰქონდა რელიგიურ ექსტრემიზმს, ექსტრემისტების იზოლირება კი მხოლოდ რევოლუციის შემდგომ მოხდა. მიმაჩნია, რომ საქართველოში აღარ მოხდება ექსტრემიზმის ესკალაცია, თუმცა ალაგ-ალაგ ხდება დისკრიმინაციის ფაქტები. მაგალითად, ეს იყო ახალციხეში, კათოლიკეების წიგნის პრეზენტაციის ჩაშლის მცდელობა, იგივე განმეორდა თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში, ასევე საბურთალოზე მშენებარე ასირიელთა კულტურის ცენტრზე თავდასხმა და სხვა. რა თქმა უნდა, ინსპირატორები იზოლირებულნი უნდა იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომელი მთავრობა გვეყოლება, რადგან რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და დემოკრატიის განვითარების აუცილებელი პირობაა.


3. ზოგადად რელიგიური თავისუფლების პრობლემა საქართველოში კარგა ხანს გაგრძელდება, ვიდრე ამ კუთხით არ გატარდება ერთიანი საგანმანათლებლო – საინფორმაციო რეფორმა, რაც ნაწილობრივ დაიწყო განათლების სამინისტრომ. თუმცა აქ შედეგს სწრაფად ვერ მივიღებთ. ანუ პრობლემად რჩება პოსტათეისტური მემკვიდრეობა, რომელმაც რამდენიმე თაობა შთანთქა. მენტალიტეტის შეცვლასა და სამოქალაქო კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბებას დრო სჭირდება.


4. პირველ რიგში, აუცილებელია საზოგადოება სათანადოდ იყოს ინფორმირებული ამა თუ იმ რელიგიის ისტორიის შესახებ, ამ რელიგიების მიერ სხვადასხვა ქვეყნის კულტურის, მეცნიერების, არქიტექტურისა და სხვა სფეროების განვითარებაში გაწეული წვლილის შესახებ, რადგან სხვაგავარად გაჭირდება შევქმნათ საზოგადოებაში ტოლერანტული გარემო. ასევე მუდმივად საჭიროა სამოქალაქო კონტროლი რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი ზომების მიღება კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, როგორც სახელმწიფოს, ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასმედიის მხრიდან ობიექტური მხარდაჭერა.


----
ევანგელური ეკლესია "სიცოცხლის სიტყვა" (ქარიზმატები),

პასტორი მამუკა ჯებისაშვილი


1. რელიგიური თავისუფლების მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა, თუმცა არის ძვრები, რის საფუძველზეც ეკლესიებს არსებობის საშუალება მიეცათ.

2. ჩემის აზრით, ფიზიკური ზეწოლის ფაქტები არ არის. რაც შეეხება მოძალადეების პასუხისგებაში მიცემას - მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის კანონმდებლობას ყველა მოქალაქე უნდა ემორჩილებოდეს. დანაშაულს უნდა ერქვას დანაშაული და მისი ჩამდენი უნდა დაისაჯოს. ამის შემდეგ შეიძლება იფიქრო შეწყალებაზე, რადგან უფალიც მონანიების (სუნანულის) შემდეგ იწყალებს. დღევანდელ დაპატიმრებულთა შორის არ არის ყველა ის, ვინც უნდა იყოს მიცემული პასუხისგებაში ანუ იმ დამნაშავეთა დიდმა ნაწილმა, ვინც სხვა რელიგიის წარმომადგენლებს თავს ესხმოდა პასუხისმგებლობას თავი აარიდეს. ამ ყველაფერზე არსებობდა ვიდეომასალა, მოქალაქეთა ჩვენებები და არც ის იყო უცხო სახელმწიფო მოხელეებისათვის - ვინ იდგა მათ უკან (დამკვეთები). თუ მართლა პრობლემის მოგვარება გვინდა, დამკვეთებიც უნდა გამოაშკარავდეს.

3. ჩვენს ქვეყანაში არის რელიგიური ხასიათის პრობლემები. ეს განსაკუთრებით საგანმანათლებლო დაწესებულებებში იჩენს თავს.მაგალითად: ა/წლის გიორგობის დღესასწაულის წინა დღეს რელიგიის მასწავლებელმა ჩემი შვილის კლასს განუცხადა: "კეთილი ინებონ თქვენმა მშობლებმა და წაგიყვანონ ხვალ ეკლესიაში, როცა დაბრუნდებით უნდა დაგაწერინოთ რა ნახეთო".
პრესის კანონის მიღებასთან დაკავშირებით ბევრმა პარლამენტარმა გამოხატა პროტესტი, ყველა რელიგია თუ გამოვა ტელევიზიით, მაშინ მართლმადიდებლობას ზიანი მიადგება და ეს არ იქნება თავისუფლებაო. და ამას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისგან ვისმენთ. როგორც ჩანს, მათი აზრით, ერთი რელიგიის აღიარება გამოხატავს თავისუფლებას.
ნებისმიერი სხვა რელიგიის აქტიურობისას იმავე წუთიდან თავს იჩენს რელიგიური ექსტრემიზმი, მაგალითად, შენობის აშენება იქნება თუ სხვა რაიმე ღონისძიების მოწყობა საზოგადოებრივ ადგილებში. სხვა რელიგიების უგულებელყოფის ფაქტები აშკარაა სატელევიზიო გადაცემებში, თოქ-შოუებში, სადაც ნებისმიერი მოვლენა განიხილება მხოლოდ მართლმადიდებლურ ჭრილში. რაც თავისთავად სხვა რელიგიის წარმომადგენლებს თრგუნავს. თვითონ ჩვენი ქვეყნის "დემოკრატიული" მმართველობა, - მეორეხარისხოვნად მიიჩნევს სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, რაც ხელს უწყობს საზოგადოების მხრიდან მათ გარიყვასა და არასრულფასოვან მოქალაქეებად აღიქმას. ამის მაგალითად გამოდგება თუნდაც ის, რომ ჩვენი სახელმწიფოს პირველი პირები შობის დღესასწაულს მხოლოდ მართლმადიდებლებს ულოცავენ.

4. ა) ბიბლია ამბობს, რომ უცოდინარობა არის სიბნელე. რელიგიური ფანატიზმის სიბნელემ და ამ სიბნელის ხალხში გავრცელებამ თვითონ უფალი იესო ჯვარს აცვა.
იმისათვის, რომ საქართველოში სიბნელემ ვერ მოიცვას სინათლე, საჭიროა საზოგადოების მაღალ ფენებში დაიწყოს თითოეული რელიგიური მიმდინარეობის შესახებ სწორი ინფორმაციის მიტანა, რის საშუალებითაც მოხდება საზოგადოებაში უმეცრების აღმოფხვრა, რომელიც თავს მოახვიეს სხვადასხვა საშუალებით და გზებით.

ბ) მთავარი პრობლემაა, როცა მოძღვრება და ადამიანი ერთმანეთისგან გაყოფილი არ არის.
შეიძლება მოძღვრება იყოს მიუღეებელი, მაგრამ არ უნდა იყოს უარყოფილი ადამიანი. ადამიანის სიყვარული ერთ-ერთი მთავარი მცნებაა ქრისტიანობაში. ადამიანის ხსნაც სიყვარულის გარეშე შეუძლებელია.
პირადად ჩემთვისაც მიუღებელია ბევრი რელიგიის სწავლება, მაგრამ არა ამ რელიგიის მიმდევარი ადამიანები.


გ) ურთიერთობა და დიალოგიც ბევრ ბარიერს ანგრევს. დღეს არის შიში სხვა რელიგიების მიმართ. მაგალითს მოვიყვან ბიბლიიადან: ქალაქ იერიხონს თავდაცვის მიზნით გარშემო ფართო და მაღალი კედლები შემოარტყეს, მაგრამ ეს კედლები სიძლიერის კი არა, შიშის და უმწეობის ნიშანი იყო.
დიალოგისა და ღია საუბრისას არ უნდა გვეშინოდეს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი განსხვავებულ რწმენას აირჩევს.


დ) რაც ყველაზე უმთავრესია ადამიანებს არ უნდა უკრძალავდნენ ბიბლიის კითხვას იმ ნიშნით, რომ ისინი ვერ გაიგებენ როგორც საჭიროა; არადა ბიბლია იმდენად ადვილი გასაგებია, რომ ვერ დაიბნევი სხვისი დახმარების გარეშე.

––––

სომხური სამოციქულო ეკლესია,
სომხური სამოციქულო ეკლესიიის ეპარქიის მეთაური,

ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი



1. საქართველოში ოთხი წელია ვმსახურებ და არ შემიძლია ვთქვა, რომ აქ ღიად ავიწროვებენ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს. თუმცა რელიგიური თავისუფლების თვალსაზრისით სხვა ხასიათის პრობლემები არსებობს.
საქართველოში არ არის კანონი რელიგიის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ იურიდიულად რელიგიური უმცირესობის ყველა წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტს შეადგენს, კანონგარეშე რჩებიან და ეს მათ უფლებებს სერიოზულად ლახავს.
მაგალითად, ჩვენ არ შეგვიძლია გვქონდეს საკუთრებაში ქონება, მიწა, რადგან არ ვართ იურიდიული პირები, განსხვავებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან, რომელმაც 2002 წელს სახელმწიფოსთან კონსტიტუციური შეთანხმება დადო.
ასე რომ, რელიგიური უმცირესობის ყველა წარმომადგენელი საქართველოში ცხოვრობს დე-ფაქტო, და არა დე-იურე, რაც, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების მდგომარეობაზე.
ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლებას ამ საკითხის მოგვარების თხოვნით, თუმცა ყველა ჩვენი მიმართვა უპასუხოდ დარჩა.

2. რაც შეეხება ფიზიკურ ზეწოლას ჩვენი ეკლესიის მრევლზე, ასეთი შემთხვევები ჩვენთვის უცნობია. თუმცა არის სხვა სახის პრობლემები,
ეწევიან ფსიქოლოგიურ ზეწოლას მედია საშუალებები, რომლებიც მუდმივად აწვდიან საზოგადოებას დამახინჯებულ ინფორმაციას ისტორიის და სომხეთის ეკლესიის დოგმატიკის შესახებ. არასწორი ინფორმაციის ნაკადი, თავის მხრივ, იწვევს სხვადასხვა გაუგებრობებს ყოფით დონეზე ჩვენი ეკლესიის მრევლსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შორის. გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილი შემთხვევები, როცა ქართველი რელიგიური ექსტრემისტების მხრიდან ხდება სომხური სიწმინდეების განადგურება.

3. ძირითადი პრობლემა, რომელიც საქართველოში რელიგიის მდგომარეობას ეხება, ჩვენი აზრით, არის რელიგიური უმცირესობებისათვის იურიდიული საკითხების მოუგვარებლობა.

4. მდგომარეობიდან გამოსავალი, ჩვენი აზრით, მხოლოდ რელიგიის შესახებ კანონის მიღებაში ან რელიგურ სუბიექტებსა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის გაფორმებაშია.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 7 2007, 05:09 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(თათარაშვილი @ Aug 7 2007, 04:07 PM) *

იმიტომ რომ დღეს დღეობით საქართველოში მართლმადიდებელთა რიცხვმა საგრძნობლად დაიკლო...



კარგა ხნის წინ, როდესაც მე ეკლესიაში პირველად შევდგი ფეხი, ბებიების მეტი არავინ მინახავს, დღეს აშკარად ახალგაზრდობაც მოაწყდა ეკლესიას და არ მესმის რა სტატისტიკას ფლობთ, მორწმუნეების შემცირებაზე რომ საუბრობთ...

საგრძნობლად კი არ დაიკლო, პირიქით, რამდენიმე რიგით იმატა....


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 7 2007, 05:12 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
საგრძნობლად კი არ დაიკლო, პირიქით, რამდენიმე რიგით იმატა....


სამწუხაროდ მხოლოდ რაოდენობამ smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Aug 7 2007, 05:18 PM
პოსტი #8


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(კანუდოსელი @ Aug 7 2007, 04:09 PM) *

კარგა ხნის წინ, როდესაც მე ეკლესიაში პირველად შევდგი ფეხი, ბებიების მეტი არავინ მინახავს, დღეს აშკარად ახალგაზრდობაც მოაწყდა ეკლესიას და არ მესმის რა სტატისტიკას ფლობთ, მორწმუნეების შემცირებაზე რომ საუბრობთ...

საგრძნობლად კი არ დაიკლო, პირიქით, რამდენიმე რიგით იმატა....


საქართველოში სექტები საგრძნობლად მომატებულია ... sad.gif

სამწუხაროდ ყველაფერი არ ჩანს მაგრამ ძალიან ბევრია sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 7 2007, 05:27 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(თათარაშვილი @ Aug 7 2007, 05:18 PM) *

საქართველოში სექტები საგრძნობლად მომატებულია ... sad.gif

სამწუხაროდ ყველაფერი არ ჩანს მაგრამ ძალიან ბევრია sad.gif



ეს არ ნიშნავს რომ მართლმადიდებელთა რაოდენობამ იკლო....
თანაც ასე რომ შეგვტკივა გული სექტებში რომ მიდის ამდენი ადამიანი, იქნებ ჩვენი ბრალიცაა მრავალ სხვა მიზეზთან ერთად?

გავიდეთ და ვიქადაგოთ....
თუ გვეზარება, მაშინ ნუ ვბუზღუნებთ "ნეუდაჩნიკების" ენით - ყველაფერი სექტანტების ბრალიაო ...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Aug 7 2007, 05:30 PM
პოსტი #10


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(კანუდოსელი @ Aug 7 2007, 01:27 PM) *

ეს არ ნიშნავს რომ მართლმადიდებელთა რაოდენობამ იკლო....
თანაც ასე რომ შეგვტკივა გული სექტებში რომ მიდის ამდენი ადამიანი, იქნებ ჩვენი ბრალიცაა მრავალ სხვა მიზეზთან ერთად?
გავიდეთ და ვიქადაგოთ....


ხომ "ქადაგებდა" ბასილ მკალავიშვილი? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(კანუდოსელი @ Aug 7 2007, 01:27 PM) *

თუ გვეზარება, მაშინ ნუ ვბუზღუნებთ "ნეუდაჩნიკების" ენით - ყველაფერი სექტანტების ბრალიაო ...


მისიონერობა მკვდარია საქართველოში.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 7 2007, 05:31 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მნათე @ Aug 7 2007, 05:12 PM) *

სამწუხაროდ მხოლოდ რაოდენობამ smile.gif


პროტესტანტო შენა biggrin.gif

ევქარისტიისას ეკლესია იკვრება ერთ სხეულად, მიუხედავად იმისა, რომ წევრები ვერ აცნობიერებენ იმ დიდ სიხარულს რაც გააჩნიათ, არ იციან თავიანთი რწმენა, მაგრამ გაიხსენე ადამის და ევას გამოდევნა რამ განაპირობა: ლტოლვამ ბოროტის და კეთილის შეცნობის ხის ნაყოფის შეჭმისა და არა სიცოცხლის ნაყოფისა, რომლისთვისაც უნდა გაზრდილიყვნენ ჯერ პირველ ხემდე და მერე მეორის მისაღებადაც...

აქ სიმბოლიკაა: ადამიანმა არჩია შემეცნება მისტიკას
შენც იგივე შეცდომა არ მოგივიდეს....
მერე რაა რომ არ მომწონს მეც ეგ სიტუაცია, ეს არ ნიშნავს, რომ დღეს ეკლესიის წევრი იგივეა რაც მაშინ...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Aug 7 2007, 05:31 PM
პოსტი #12


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(კანუდოსელი @ Aug 7 2007, 04:27 PM) *

ეს არ ნიშნავს რომ მართლმადიდებელთა რაოდენობამ იკლო....
თანაც ასე რომ შეგვტკივა გული სექტებში რომ მიდის ამდენი ადამიანი, იქნებ ჩვენი ბრალიცაა მრავალ სხვა მიზეზთან ერთად?

გავიდეთ და ვიქადაგოთ....
თუ გვეზარება, მაშინ ნუ ვბუზღუნებთ "ნეუდაჩნიკების" ენით - ყველაფერი სექტანტების ბრალიაო ...


უნდა ვიქადაგოთ... გეთანხმები,
ფორმა უნდა მიეცეს,ჩამოყალიბდეს და მშვენიერი იდეაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 7 2007, 05:33 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(თათარაშვილი @ Aug 7 2007, 05:31 PM) *

უნდა ვიქადაგოთ... გეთანხმები,
ფორმა უნდა მიეცეს,ჩამოყალიბდეს და მშვენიერი იდეაა.


აი ეგაა პრობლემა: ფორმა, ჩამოყალიბება...

ქადაგება ყოველთვისაა შესაძლებელი, ფორმის მოლოდინში მეშინია რომ ვერასოდეს ვერ მივიღებთ რაც გვინდა...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Aug 7 2007, 06:54 PM
პოსტი #14


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(კანუდოსელი @ Aug 7 2007, 01:33 PM) *

აი ეგაა პრობლემა: ფორმა, ჩამოყალიბება...

ქადაგება ყოველთვისაა შესაძლებელი, ფორმის მოლოდინში მეშინია რომ ვერასოდეს ვერ მივიღებთ რაც გვინდა...


აქ კათოლიკეებს ეკლესიიდან გარეთ აგდებენ, და მართლმადიდებლობისკენ საერთოდ უკეტავენ აგრესიით გზას


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Aug 7 2007, 07:00 PM
პოსტი #15


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(ზებედე @ Aug 7 2007, 05:54 PM) *

აქ კათოლიკეებს ეკლესიიდან გარეთ აგდებენ, და მართლმადიდებლობისკენ საერთოდ უკეტავენ აგრესიით გზას


შენთან ორი კითხვა მაქვს
1.ეს ქალი კათოლიკე თუ იყო რატომ შედიოდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში?
2.შენი აზრით კათოლიკურ ეკლესიასა და მართლმადიდებლურს შორის განსხვავება არ არის?
ანუ მართლმადიდებელი ადამიანს შეუძია რომ შევიდეს კათოლიკურ ეკლესიაში და ილოცოს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Aug 7 2007, 07:12 PM
პოსტი #16


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(თათარაშვილი @ Aug 7 2007, 03:00 PM) *

შენთან ორი კითხვა მაქვს
1.ეს ქალი კათოლიკე თუ იყო რატომ შედიოდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში?
2.შენი აზრით კათოლიკურ ეკლესიასა და მართლმადიდებლურს შორის განსხვავება არ არის?
ანუ მართლმადიდებელი ადამიანს შეუძია რომ შევიდეს კათოლიკურ ეკლესიაში და ილოცოს?


1. იმიტომ რომ ეს ქალი დიდ განსხვავებას ვერ ხედავდა კათოლიკურს და მართლმადიდებლურს შორის, მართალია კათოლიკე არის, მაგრამ მისთვის მართლმადიდებელი ეკლესიაც ქრისტეს ეკლესია იყო და ამიტომ ლოცულობდა, მაგრამ....

2. კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის განსხვავება არის.

მართლმადიდებელს შეუძლია შევიდეს ნებისმიერ სამლოცველოში, თუ იქ ქრისტიანული სიწმინდე არის, და ილოცოს სიწმინდესთან.... მე პირადად თუ შემთხვევით, ან ისე ტურისტად მოვხვდი ვლოცულობ მამაო ჩვენოს, პირჯვარს ვიწერ კათოლიკურშიც, სომხურ გრიგორიანულშიც, პროტესტანტულშიც....


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Aug 7 2007, 07:33 PM
პოსტი #17


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ზებედე @ Aug 7 2007, 06:30 PM) *

მისიონერობა მკვდარია საქართველოში.

რა იცი შენ აქაური მისიონერბის? mad.gif (განვრისხდი!) ერთი ხელი არ გაგინძრევია, ერთი დღე არ გივლია წვიმაში, სიცხეში, თოვლში და ყინვაში სოფელ-სოფელ, მთა-მთა და კლდე-კლდე და შენ მელაპარაკები მისიონერობაზე? ერთი დღე არ დაგიძინია სომხების ბოსელში და ერთხელ არ გისაუბრია მათთან ღმერთზე ასეთ პირობებში და კიდევ მისიონერობაზე შენ წუწუნებ?



--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Aug 7 2007, 07:36 PM
პოსტი #18


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Aug 7 2007, 03:33 PM) *

რა იცი შენ აქაური მისიონერბის? mad.gif (განვრისხდი!) ერთი ხელი არ გაგინძრევია, ერთი დღე არ გივლია წვიმაში, სიცხეში, თოვლში და ყინვაში სოფელ-სოფელ, მთა-მთა და კლდე-კლდე და შენ მელაპარაკები მისიონერობაზე? ერთი დღე არ დაგიძინია სომხების ბოსელში და ერთხელ არ გისაუბრია მათთან ღმერთზე ასეთ პირობებში და კიდევ მისიონერობაზე შენ წუწუნებ?


გადაკარი ვალერიანი wink.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Aug 7 2007, 07:40 PM
პოსტი #19


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ზებედე @ Aug 7 2007, 08:36 PM) *

გადაკარი ვალერიანი wink.gif

ერთხელ მაინც რომ წააკითხა მეუფე დანიელს შენი ეს პოსტი... wink.gif
მართლა სამარცხვინოა რა!


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Aug 7 2007, 07:41 PM
პოსტი #20


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
პროტესტანტულშიც....

პროტესტანტულში რომელი სიწმინდის მოსალოცად შედიოდი? g.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 06:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი