IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
> სასულიერო პირის, საერო ჩაცმულობა
თათარაშვილი
პოსტი May 18 2008, 11:14 PM
პოსტი #1

გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083

არ ვიცი (სიმართლე გითხრათ არც მიძებნია, ზარმაცი ვარ IPB-ს სურათი ) მსგავსი თემა თუ არსებობს ფორუმზე. თუ არის შთააერთეთ მოდერებმა. IPB-ს სურათი

ძალიან საინტერესოა.
რას ნიშნავს სასულიერო პირისათვის(მღვდლისათვის) ანაფორა და რამდენად დიდი როლი აკისრია მას?

რა დატვირთვა გააჩნია მას და არსებობს თუ არა რაიმე დადგენილი კანონი მის ტარება/არ არებასთან დაკავშირებით (სასულიერო პირისათვის)?

ისტორიულ/ტრადიციული დატვირთვა აქვს მას თუ რაიმე დოგმატური თუ კანონიკური?

და რამდენად მისაღებია როცა სასულიერო პირს სახლში თუ ქუჩაში საერო ტანსაცმელი (შარვალი) აცვია?

ვისაუბროთ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 18 2008, 11:20 PM
პოსტი #2

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
რა დატვირთვა გააჩნია მას და არსებობს თუ არა რაიმე დადგენილი კანონი მის ტარება/არ არებასთან დაკავშირებით (სასულიერო პირისათვის)?

უნდა არსებობდეს...

ციტატა
ისტორიულ/ტრადიციული დატვირთვა აქვს მას თუ რაიმე დოგმატური თუ კანონიკური?

დოგმატური ვერ ექნება, კანონიკური თუ აქვს, შეცვლა შეიძლება... თუ არ აქვს, მხოლოდ ტრადიციაა და არც ამ შემთხვევაშია ხელწამოსაკრავი თემა, მაგრამ ალბათ ეპოქალურობა დიდ როლს თამაშობს...

ციტატა
და რამდენად მისაღებია როცა სასულიერო პირს სახლში თუ ქუჩაში საერო ტანსაცმელი (შარვალი) აცვია?

თუ ტრადიციას მისდევს ეკლესია, მაშინ მოტივს გააჩნია...

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი May 18 2008, 11:23 PM
პოსტი #3

შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766

სასულიერო იერარქია ერული გახდა

მამა პაისი მთაწმინდელი

- წმიდაო მამაო, აუცილებელია, რომ ეკლესიის მსახური ზაფხულში, სიცხეშიც კი მანტიით იყოს მოსილი? მე ზაფხულობით მანტია რომ მაცვია, ერთიანად ოფლში ვიღვრები ხოლმე.

- აბა, როგორ? აი, რა მონაზვნობაა დღევანდელი მონაზვნობა!.. რას იტყვი!.. ღირსი ათანასე ათონელი მოღვაწეობისას სქელ ტანსაცმელსა და მძიმეზე მძიმე ჯვარს ატარებდა, ჩვენ კი... სადამდე დავეცით ჩვენ! ავსტრალიაში ყოფნისას ერთ ტაძარში მნათე ვნახე - შორტებში. „- ასე პლაჟზე დადიან და ზღვაში ბანაობენ“. - ვუთხარი მე. მან კი მიპასუხა: „- ასე უფრო მოსახერხებელია ჩემთვის“. აქედან იწყებენ, ნელ-ნელა ღრმად შედიან და ბოლოს იქამდეც მიდიან, რომ ამბობენ: „- მოდი, შესამოსლები გადავყაროთ, რომ მზეზე არ დაგვცხეს“. მანტია გიშლის? გადააგდე. გიშლის კუნკული, ბარტყული ოფლად იღვრები? ისინიც გადაყარე, რა მოხდა! დიახ, დიახ, ჩვენ აქეთკენ მივექანებით. ჩემო ძმაო, თუ ცხელა, ყველა ბერმა საკუთარ თავზე უნდა იფიქროს. შესამოსელის ქვეშ ნაკლები ტანსაცმელი ჩაიცვან.

- წმიდაო მამაო, შეიძლება ბერისათვის, რომ შესამოსელი გაიხადოს და მხოლოდ მანტიით იყოს შემოსილი?

- მღვდლებმა კი კაბები გაიხადონ და შარვლებით იყვნენ, არა? რა გიპასუხო ამაზე? მანტია ეს მონაზვნის შესამოსელია. მასში იმოსება ბერი, რომელმაც მცირე ან დიდი სქემა მიიღო. აღკვეცის დროს მანტიით ბერს მისი მიმრქმელი მოსავს. როდესაც ახლადაღკვეცილს შესამოსელს შემოსავს, მიმრქმელი თვით იხდის მანტიას და მოსავს მას. ალექსანდრიაში რომ ვიყავი, განმაცვიფრა იმან, რომ ზოგიერთი ადგილობრივი ქალი თავიდან ფეხებამდე შავად იყო ჩაცმული. ასეთია მათი ტრადიცია. და ეს იქაური სიცხის პირობებში! ჩვენ კი ისიც კი არ გვინდა, რომ გავუძლოთ შესამოსელებს, რომლითაც ჩვენმა მამებმა შეგვმოსეს.

- წმიდაო მამაო, ზოგიერთი გაურკვევლობაშია, განა შესამოსელი ღვთისმსახურად აქცევს კაცს?

- აბა, შეხედე ორ ზეთისხილის ხეს. ერთს ფოთლები აქვს, მეორეს - არა. ამ ორიდან რომელი მეტად მოგეწონება? ფოთლებიანი თუ - უფოთლებო? როდესაც პატიოსანი ჯვრის სენაკში ვცხოვრობდი, ერთხელ ჩემს ეზოში ქერქი შემოვაცალე ზეთისხილის ხეს და მივაწერე: „ხეებმა ტანსაცმელი შემოიძარცვეს. ვნახოთ, როგორ ნაყოფს მოიწევენ“. ხოლო იქვე: „- მღვდელი უსამოსელოდ - ჩაითვლება უზნეოდ“. იმ დროისათვის ცხარედ განისჯებოდა საკითხი, რომ ღვთისმსახურებს განმოსილებს ევლოთ და ამაზე კურთხევის მისაღებად ჩემთანაც ბევრი მოდიოდა!

- წმიდაო მამაო, ერთმა კაცმა ჩვენთან მოიყვანა განმოსილი მღვდელი, უნდა აგვეღო თუ არა კურთხევა მისგან?

- რა კურთხევა! ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, ვინც ეს მღვდელი მოიყვანა, უნდა გეთქვათ: „უკაცრავად, ჩვენ წესად გვაქვს, რომ სასულიერო პირებს შესამოსელი მივცეთ, განა შეიძლება, რომ დედათა მონასტერში მღვდელი შარვლით მოდის? ეს უწესობაა“. თუ არც იმას რცხვენია, ვინც ის მოიყვანა და არც თვითონ მღვდელს, მაშინ რაა სასირცხვილო იმაში, რომ მას ანაფორა მისცეთ? ერთხელ აეროპორტში შევხვდი ახალგაზრდა არქიმანდრიტს - ერულ ტანსაცმელში, რომელიც საზღვარგარეთ მიფრინავდა. „- მე მამა ესა და ესა ვარ“. - გამეცნო იგი. „- ანაფორა სადღა გაქვს?“ - ვეკითხები და, რა თქმა უნდა, კურთხევაც არ ამიღია მისგან.

- ზოგიერთი კი, წმიდაო მამაო, ირწმუნება, რომ თუ უფრო თანამედროვე გახდება სასულიერო წოდება, ის მეტ სარგებლობას მოიტანს.

- როდესაც პატრიარქმა დიმიტრიმ ამერიკაში ყოფნისას პატიოსანი ჯვრის საღვთისმეტყველო სკოლა მოინახულა, მასთან ამერიკელი ღვთისმოსავი სტუდენტები მივიდნენ და უთხრეს: „თქვენო უწმიდესობავ, ჩვენს დროში სასულიერო წოდება უფრო თანამედროვე უნდა გახდეს“. პატრიარქმა კი უპასუხა: „- წმ. კოსმა ეთოლიელი ამბობს, რომ, როდესაც სასულიერო პირები საეროდ გადაიქცევიან, ერისკაცები გადაიქცევიან ეშმაკებად“. ხომ კარგად უპასუხა?! მას დიდებული ოთახი მოუმზადეს, ძვირფასი საწოლი, მდიდრული მორთულობა. ეს ყველაფერი რომ დაინახა, თქვა: „სად მომათავსეთ? ჯობია, რაიმე უბრალო საწოლი დამიდგათ, როცა სასულიერო პირი ერული გახდება, იგი ეშმაკობის კანდიდატად გადაიქცევა“.

- წმიდაო მამაო, შეიძლება, რომ ჩვენ უფრო უბრალო და მარტივი სამღვდელო კაბები ვკეროთ? ასე მოქარგული სამოსელი მოუხერხებელია!

- კარგს იზამთ, თუ შემკვეთებს ეტყვით: „- ჩვენ ასეთ უბრალო შესამოსლებს ვკერავთ, შეგვიძლია ისიც, რომ მრავალნაქარგიანი სამოსელი შევკეროთ, მაგრამ არ ვკერავთ, რადგანაც გვეშინია, ამით ადამიანები არ ვაცდუნოთ“. თანაც ამას ურწმუნოებიც იყენებენ. ჩვენამდე მოდის ხმები, რომ ხალხში ლაპარაკობენ: „- ჩვენ პურის ფული არა გვაქვს და მღვდლებს ნაირ-ნაირი შესამოსლები აცვიათ“. თუ უბრალონაქარგიან შესამოსლებს შეკერავთ, თქვენგან მას სერიოზული მამები იყიდიან. ხოლო ის მღვდლები, ვინც ერულად აზროვნებენ, თქვენგან რომ მრავალნაქარგიანი სამოსელი იყიდონ, თვითონაც მასხარებს დაემსგავსებიან და თქვენს კომპრომიტირებასაც შეძლებენ. ხოლო, აი, წმ. ტრაპეზის შესამოსელი და წმ. ჭურჭელის დაფარნები შეგიძლიათ, მდიდრული ნაქარგებით შეამკოთ. ეცადეთ, ჯვრებს და წმიდათა გამოსახულებებს სტიქარის, ფილონის და კაბების ქვედა ნაწილში ნუ ამოქარგავთ. ასეთ ადგილებში უბრალო, არასიწმიდეების ამსახველი ორნამენტები გამოიყენეთ. თორემ ღვთისმსახური შეიძლება, პირდაპირ ჯვარზე ან წმიდანის გამოსახულებაზე დაჯდეს და ეს კარგი არ იქნება.

--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი May 19 2008, 01:08 AM
პოსტი #4

გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083

ციტატა(შოთაძე @ May 18 2008, 10:23 PM) *

საინტერესო იყო smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი May 19 2008, 01:17 AM
პოსტი #5

შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766

ციტატა(თათარაშვილი @ May 19 2008, 12:08 AM) *

საინტერესო იყო smile.gif

მამა პაისი მთაწმინდელის სწავლანი „სამღვდელოებისა და ეკლესიის შესახებ“.

--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი May 19 2008, 01:35 AM
პოსტი #6

I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509

ციტატა
და რამდენად მისაღებია როცა სასულიერო პირს სახლში თუ ქუჩაში საერო ტანსაცმელი (შარვალი) აცვია?

ვისაუბროთ...

შეიძლება, მაგრამ მნათესიც არ იყოს მოტივს გააჩნია. ჩემი მოძღვარი ქუჩაში ანაფორას არ ატარებს, იმიტომ რომ არ არის აქ მიზანშეწონილი, აკრძალული არ არის, მაგრამ არც მისაღებად ითვლება სხვადასხვა მიზეზის გამო, ერთერთია პოლიტიკური ან რელიგიური ექსტრემიზმი (არა მამა მარკოს მხრიდან ცხადია).მაგრამ იცვამს შავი ფერის საერო ტანსაცმელს.

პ.ს. 2000 წელს ჩვენTან ჩამოსული იყვნენ სასულიერო პირები საქართველოდან პირადი საქმეების გამო, მათ შორის ბერ-მონაზვნებიც და იმათაც არ ეცვათ ანაფორა. თუმცა, მანამდე იყო ჩვენი ფორუმელი სალომეს მოძღვარი მამა პეტრე ჩემთან ჩამოსული, მაგრამ მას ანაფორა ეცვა და ჯვარიც ეკეთა smile.gif ისე, ბევრი კომიკური თავგადასავალი გადაგვხდა ამის გამო ქუჩაში biggrin.gif უსაყვარლესი მოძღვარია მამა პეტრე wub.gif

--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 19 2008, 03:30 AM
პოსტი #7

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

პაისი მთაწმიდელი წერს ბერებზე, და მონასტერში მცხოვრებებზე
ციტატა
მანტია ეს მონაზვნის შესამოსელია. მასში იმოსება ბერი, რომელმაც მცირე ან დიდი სქემა მიიღო. აღკვეცის დროს მანტიით ბერს მისი მიმრქმელი მოსავს. როდესაც ახლადაღკვეცილს შესამოსელს შემოსავს, მიმრქმელი თვით იხდის მანტიას და მოსავს მას

და საერთოდ მამა პაისის პოზიცია იყო კონსერვატორული, თორემ ალბათ ბევრი ვერ დაეთანხმება, იმას რომ განმოსილი მღვდლისაგან კურთხევა არ უნდა აიღო, რა კაბა აძლევს ან ართმევს მადლს? საქმე იმაშია, რომ უნდა დაიცვან ოქროს შუალედი, არც ისე უნდა მოხდეს, რომ უპატივცემულობა გამოვხატოთ მოძღვრების მიმართ, ვინც სხვადასხვა და ძალიან ბევრი დეტალების გამო, დროებით განმოსილია და არც ისე უნდა მოხდეს, რომ განმოსილება წესად იქცეს...

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 20 2008, 01:16 PM
პოსტი #8

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(KAIROS @ May 19 2008, 03:30 AM) *

პაისი მთაწმიდელი წერს ბერებზე, და მონასტერში მცხოვრებებზე

და საერთოდ მამა პაისის პოზიცია იყო კონსერვატორული, თორემ ალბათ ბევრი ვერ დაეთანხმება, იმას რომ განმოსილი მღვდლისაგან კურთხევა არ უნდა აიღო, რა კაბა აძლევს ან ართმევს მადლს? საქმე იმაშია, რომ უნდა დაიცვან ოქროს შუალედი, არც ისე უნდა მოხდეს, რომ უპატივცემულობა გამოვხატოთ მოძღვრების მიმართ, ვინც სხვადასხვა და ძალიან ბევრი დეტალების გამო, დროებით განმოსილია და არც ისე უნდა მოხდეს, რომ განმოსილება წესად იქცეს...

თემას არ ეხება მარა ერთი შენი თავი მანახა მანტიაში, მერე ნახე დაგნარი biggrin.gif

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი May 20 2008, 01:39 PM
პოსტი #9

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780

ციტატა
და რამდენად მისაღებია როცა სასულიერო პირს სახლში თუ ქუჩაში საერო ტანსაცმელი (შარვალი) აცვია?

ჩემთვის მიუღებელია...
ჩემი გასარჩევი არ არის, მაგრამ ვიცი რომ ბევრი მღვდელი მსახურების შემდეგ იხდიან ანაფორასაც, კაბასაც და საღამოებს საერო ჩაცმულობაში ბარ-რესტორნებში ატარებენ სიგარეტით პირში...

--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი May 20 2008, 01:48 PM
პოსტი #10

გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083

lch
ციტატა
ჩემი გასარჩევი არ არის, მაგრამ ვიცი რომ ბევრი მღვდელი მსახურების შემდეგ იხდიან ანაფორასაც, კაბასაც და საღამოებს საერო ჩაცმულობაში ბარ-რესტორნებში ატარებენ სიგარეტით პირში...

თემა არ გამიხსნია სასულიერო პირების განკითხვის მიზნით და ძალიან გთხოვთ მოერიდეთ თავი შეიკავოთ მოძღვრების განკითხვისგან...

ვინ რას აკეთებს ეს მისი საქმეა და მას უფალი თავისას მიუზღავს, ჩვენ ჩვენს ცოდვებს ვუყუროთ და გამოვასწოროთ და მოძღვარმა თავისი საქმე თვითონ იცის...

ველოდებით კანონისტს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 20 2008, 02:12 PM
პოსტი #11

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

საინტერესო კანონები ვნახე. საღამოს დავდებ yes.gif

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 20 2008, 02:18 PM
პოსტი #12

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
საინტერესო კანონები ვნახე. საღამოს დავდებ

გელოდები, საეკლესიო კანონიკა ის მაგიდაა, რომელზედაც ჩვენი პირადი შეხედულებები უნდა გაირჩეს smile.gif

ციტატა

ჩემთვის მიუღებელია...
ჩემი გასარჩევი არ არის, მაგრამ ვიცი რომ ბევრი მღვდელი მსახურების შემდეგ იხდიან ანაფორასაც, კაბასაც და საღამოებს საერო ჩაცმულობაში ბარ-რესტორნებში ატარებენ სიგარეტით პირში...

ეს უკვე სრული მატრაკვეცობაა.

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი May 20 2008, 02:29 PM
პოსტი #13

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780

მნათე
ციტატა
ეს უკვე სრული მატრაკვეცობაა.

ვერ გავიგე, რას გულისხმობ, მღვდლის საქციელს თუ პირადათ ჩემზე გაქვს აქცენტი?

--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 20 2008, 02:33 PM
პოსტი #14

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

მნათე
lch
დეტალები PM-ით გაარკვიეთ

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 21 2008, 02:37 AM
პოსტი #15

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

ციტატა

თემას არ ეხება მარა ერთი შენი თავი მანახა მანტიაში, მერე ნახე დაგნარი

რა იცი რა ხდება biggrin.gif
ციტატა
ბევრი მღვდელი

იჩ,საქმე აქ იმას არ ეხება ვინმე რას აკეთებს, არამედ იმას ზოგადად რაა წესი, ასე რომ შენი პოსტი უადგილო იყო...
კანონისტ, კანონები საინტერესოა, თუმცა გადახედვასაც ექვემდებარება...

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 21 2008, 10:48 AM
პოსტი #16

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(KAIROS @ May 21 2008, 02:37 AM) *

რა იცი რა ხდება

მე ვიცი რაც მოხდება biggrin.gif

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 21 2008, 11:14 AM
პოსტი #17

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

ციტატა
მე ვიცი რაც მოხდება

Il profeto! dici anche a noi biggrin.gif

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 21 2008, 11:17 AM
პოსტი #18

ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715

კანუდოსელი
KAIROS

აოფებთ მამებო tongue.gif

--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 21 2008, 11:22 AM
პოსტი #19

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(მხევალი ნინო @ May 21 2008, 11:17 AM) *

კანუდოსელი
KAIROS
აოფებთ მამებო tongue.gif

კაიროსია მამა, მე დუხაბორი ვარ biggrin.gif

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი May 21 2008, 11:38 AM
პოსტი #20

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400

ციტატა(lch @ May 20 2008, 01:39 PM) *

ჩემთვის მიუღებელია...
ჩემი გასარჩევი არ არის, მაგრამ ვიცი რომ ბევრი მღვდელი მსახურების შემდეგ იხდიან ანაფორასაც, კაბასაც და საღამოებს საერო ჩაცმულობაში ბარ-რესტორნებში ატარებენ სიგარეტით პირში...

საერო ტანსაცმლის ჩაცმულობა რა პრობლემაა ვერ გავიგე?... აბა შალახოს და ბრეიქდანსს ანაფორით ხომ არ იცეკვებენ? laugh.gif აი სიგარეტის გაბოლებისა და ღრეობისა რა მოგახსენო არ ვიცი...
ისე არსებობს ერთი ფაქტორიც: ზოგიერთი იმიტომ ატარებს სულ ანაფორას, რომ გახდა ეზარება და გამოცვლა..

ნამდვილად ვერ ვხედავ ცუდს იმაში რომ სასულიერო პირმა საერო ტანსაცმელი ატაროს...

აი პროტესტანტებსი სხვა უკიდურესობებია: მე მაგალითად ვერ ვიტან პროესტანტი პასტორები შარვალ კოსტუმით და ჰალსტუჰით რომ დგანან კათედრასტან და გაჰკივიან ასე...ზოგიერთ პასტორს კი რომ სეხედავ ვერ მიხვდები ვინ არის: ბიზნესმენი, მაფიოზი თუ ღვთისმსახური...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 02:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი