იოჰან სებასტიან ბახი, უდიდესი კომპოზიტორი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იოჰან სებასტიან ბახი, უდიდესი კომპოზიტორი |
Belief |
Mar 20 2009, 11:36 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
იოჰან სებასტიან ბახი (*21 მარტი, 1685, აიზენახი, თიურინგია - † 28 ივლისი, 1750, ლაიფციგი), ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი; ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი. მისი შემოქმედება გამოირჩევა ინტელექტუალური სიღრმით, ტექნიკური სრულყოფილებითა და მხატვრული დახვეწილობით და იგი ევროპული ტრადიციის თითქმის ყოველი მუსიკოსისათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მოცარტიდან შონბერგამდე.
ბახი ათი წლისა დაობლდა. მისი აღზრდა ითავა უფროსმა ძმამ იოჰან კრისტოფმა, რომელიც ორდრუფში მუშაობდა კაპელმაისტერად. ძმის ხელმძღვანელობით ბახი დაეუფლა ორგანზე და ვიოლინოზე დაკვრის ტექნიკას. თავისი მშვენიერი დისკანტის გამო 1700 წელს იგი მიიღეს ლიუნებურგის წმინდა მიხეილის ეკლესიის გუნდში, ლიუნებურგშივე დაამთავრა ლიცეუმი. ბახზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ლიუნებურგის წმინდა იოანეს ეკლესიის ორგანისტმა გ. ბემმა. 1703 წელს ვაიმარის ჰერცოგმა იოჰან ერნესტმა ბახი თავის კარზე მიიწვია სამუშაოდ. მაგრამ იმავე წელს იგი ვაიმარიდან არნშტადტში გადავიდა ერთ-ერთი ახალი ეკლესიის ორგანისტად. აქ იგი უფრო ღრმად დაეუფლა ორგანისტის ხელოვნებას. გატაცებული იყო ბუქსტეჰუდეს საორგანო მუსიკით. აქვე შექმნა თავისი პირველი თხზულებები, რომელთა შორის საინტერესოა იუმორით აღსავსე "კაპრიჩო ძმის გამგზავრების გამო" (1704). არნშტადტის შემდეგ ბახი მცირე ხანს მუშაობდა მიულჰაუზენში, სადაც 1708 წელს შექმნა "არჩევნების კანტატა" (ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც მუნიციპალიტეტმა გამოსცა მის სიცოცხლეშივე). იმავე წელს ბახი კვლავ ვაიმარში დაბრუნდა ჰერცოგ ვილჰელმ ერნესტის კარზე. აქ მას შესაძლებლობა მიეცა ღრმად გასცნობოდა ევროპული ქვეყნების მუსიკალურ კულტურას, მათ მიღწევებსა და სიახლეს. მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იტალიურმა ინსტრუმენტულმა მუსიკამ, განსაკუთრებით მისმა ბრწყინვალე საკონცერტო სტილმა ( ანტონიო ა. ვივალდისა და არქანჯელო კორელის შემოქმედებამ). იტალიური მუსიკის თემები ბახმა კლავესინსა და ორგანზე გადაიტანა და მათ ახალი ინტერპრეტაცია შესძინა. ვაიმარში შექმნა უკვე ბახისეული გენიით აღბეჭდილი სრულყოფილი ნაწარმოებები: ტოკატა და ფუგა რე-მინორი (1709), პრელუდია და ფუგა რე-მაჟორი (1709), საერო კანტატა "მამშვიდებს მხოლოდ მხიარული ნადირობა" (1716) და მრავალი სხვა. 1717 წელს ბახი ვაიმარიდან კეთენში გადავიდა, სადაც ხელმძღვანელობდა პატარა კამერულ ორკესტრს და უკრავდა კლავესინზე. ამ პერიოდში ბახი ძირითადად ინსტრუმენტული მუსიკის ჟანრში მუშაობდა. კეთენში შეიქმნა "კარგად ტემპერირებული კლავირის" I ტომი (1722), ექვსი "ინგლისური" (1720-1722) და ექვსი "ფრანგული სიუტა", ორ- და სამხმიანი ინვენციები (1720), ექვსი "ბრანდენბურგული კონცერტი" (1719), ექვსი სონატა ვიოლინოსათვის (1720). 1723-იდან გადავიდა ლაიფციგში წმინდა თომას ეკლესიისა და ამავე ეკლესიის სკოლის კანტორად (ეკლესიის მგალობელი, საეკლესიო მუსიკის მასწავლებელი). ლაიფციგში ბახი გარდაცვალებამდე დარჩა. ლაიფციგის პერიოდი ყველაზე რთული და მრავალფეროვანია ბახის შემოქმედებაში. მის ნაწარმოებებში აქტიურად შეიჭრა სასულიერო თემატიკა, შეიქმნა პასიონები ("ქრისტეს ვნებანი") - იოანეს (1723), მათეს (1728) სახარებათა მიხედვით, მესა სი-მინორი (1733-1738), "სააღდგომო ორატორია" (1736), "მაგნიფიკატი" (1723). პარალელურად შექმნა საუკეთესო საერო ნაწარმოებები: "ყავის კანტატა" (1732), "თესევსი და პანი" (1732), კანტატები ლაიფციგელი პოეტი ქალის მარიანა ფონ ციგლერის ტექსტებზე (1735), "მწყემსური კანტატა" (1725), "ღამის მუსიკა" (1738) და სხვა. აგრეთვე ინსტრუმენტული ნაწარმოებები: "კარგად ტემპერირებული კლავირის" II ტომი, "გოლდბერგის ვარიაციები" (1742), "ფუგის ხელოვნება" (1749-1750), საორგანო პრელუდიები, ტოკატები, ფანტაზიები, ფუგები, ინსტრუმენტული კონცერტები, "იტალიური" კონცერტები (1734). სავიოლინო სონატა Nº1, სოლ მინორი (BWV 1001). ბახის ხელნაწერი ბახის შემოქმედება აგვირგვინებს შუა საუკუნეების მომდევნო პერიოდის მსოფლიოს მუსიკალურ ხელოვნებას და ამავე დროს დასაბამს აძლევს ახალ მიმართულებას. ბახი პოლიფონიური მუსიკის მწვერვალია. მისი მუსიკის თემები თუ ლიტერატურული წყაროები ხალხური შემოქმედებიდან მომდინარეობს. ბახმა განაზოგადა და თავისებურად გადაამუშავა ფრანგული კლავესინიზმი, იტალიური სავიოლინო ხელოვნება, ა კაპელას კლასიკური საგუნდო სტილი, გერმანული საორგანო ოსტატობა. ყოველივე ამან ბახს მსოფლიო მუსიკის უდიდესი კლასიკოსის სახელი მოუტანა. ბახის შემოქმედება ფილოსოფიური ლირიკის სფეროში ვითარდება და გიგანტურ მასშტაბებს აღწევს. ეს ფილოსოფიური მჭვრეტელობა ნათლად შეიგრძნობა მის როგორც საერო, ისე სასულიერო მუსიკაში. ბახის საეკლესიო მუსიკა გასცდა რელიგიურ დოგმატიზმის ჩარჩოებს. იგი რელიგიურ გაიდეალებისაკენ კი არა, მისი გაადამიანურებისაკენ მიისწრაფვის. ბახის საეკლესიო მუსიკა გამორიცხავს ყოველგვარ ასკეტიზმს. იგი ერთდროულად გვევლინება ბრწყინვალე, შთაგონებულ იმპროვიზატორად და ღრმა რაციონალისტად; მისი შემოქმედებითი დიაპაზონი ძალიან ფართოა: თავისუფალი "ქრომატული ფანტაზიიდან" რამდენადმე განყენებული "ფუგის ხელოვნებამდე", ჟანრულ-სახუმარო "კაპრიჩიოდან" - დრამატულ პასიონებამდე. გამონაკლისს წარმოადგენს ოპერა. ამ ჟანრისათვის ბახს არც ერთხელ არ მიუმართავს. ბახის ნაწარმოებების გაცოცხლებაში უდიდესი წვლილი, მე-XIX-ე საუკუნეში შეიტანა ცნობილმა კომპოზიტორმა მენდელსონმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ბახის ნაწარმოებების სახალხო შესრულების ღონისძიებებში. მისივე შუამდგომლობით, 1842 წ., ქ. ლაიფციგში წმ. ფომას ტაძართან მდებარე სკოლის წინ დაიდგა იოჰან სებასტიან ბახის ძეგლი. საინტერესოა, რომ ძეგლი განასახიერებს ბახს, რომელიც დგას ამობრუნებული, ცარიელი შარვლის ჯიბით. ამ ფაქტს მოსახლეობა აღიქვავს, როგორც მოქანდაკის მიერ, წვრილშვილიანი ბახის უკიდურესი სიღარიბის ხაზგასმას. ბახების მუსიკალურ დინასტიამ, როგორც ბახის წინაპრების, ისე მისი ვაჟების სახით, ღრმა კვალი დაამჩნია გერმანული მუსიკის განვითარების პროცესს. "დიდი ბახის" ტიტული მ. შ. იოჰან სებასტიან მიაკუთვნა მსოფლიომ, რაც განაპირობა მის თხზულებაში მხატვრული იდეის ძალამ, გრძნობათა და განცდათა სიმდიდრემ, სახეთა სიმკვეთრემ და ინდივიდუალობამ. ბახის შემოქმედება მთელი სისრულით მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეისწავლეს და ღირსეული ადგილი მიუჩინეს მსოფლიო მუსიკალურ საგანძურში. 1950 წლიდან ლაიფციგში ყოველ ოთხ წელიწადში იმართება ბახის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები. აღსანიშნავია, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაიდგა საბალეტო სპექტაკლი ბახის სავიოლინო ნაწარმოების "ჩაკონას" მიხედვით (1975, ქორეოგრაფი გ. ალექსიძე, მხატვარი ნ. იგნატოვი). 1985 წელს ღირსეულად აღინიშნა საქართველოში ბახის დაბადების 300 წლისთავი. ამავე წელს მუსიკის ფესტივალები ჩაატარეს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა ჯ. კახიძის დირიჟორობით და კამერულმა სახელმწიფო ორკესტრმა ლ. ისაკაძის ხელმძღვანელობით. საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა მოსკოვის ბიჭუნათა გუნდთან ერთად შეასრულა მცირე მესები და მონუმენტური "იოანეს პასიონი", ცოტა ადრე კი მესა სი-მინორი. კამერულმა ორკესტრმა შეასრულა ბრანდებურგის კონცერტი № 5, კონცერტები კლავირისათვის, ორი ვიოლინოსათვის, სიუიტები, სოლო ვიოლონჩელოსათვის, კანტატები და სხვა. ბახის უკვდავი "მაგნიფიკატი" უცვლელად არის საქართველოს სახელმწიფო კაპელის რეპერტუარში. ი. ს. ბახის პირველი დეტალური ბიოგრაფია, 1754 წ. განთავსებულია მაცლერის მუსიკალურ ბიბლიოთეკაში. იგი შედგენილია ბახის ერთერთი მოსწავლის - აგრიკოლასა და კომპოზიტორის შვილის კარლ ფილიპ ემანუილ ბახის მიერ. აღნიშნული ბიოგრაფია წარმოადგენს ცალკეული ბიოგრაფიული ფაქტების საიმედო წყაროს, იგი განსაკუთრებით ფასეულია ბახის ნაწარმოებთა ჩამონათვალის განხილვისა და დაზუსტების მხრივ. B Y W I K I P E D I A დაწერეთ რა იცით ამ კომპოზიტორის შესახებ და როგორ ფიქრობთ? და რას გრძნობთ მისი მუსიკის მოსმენის დროს? ვის მიიჩნევთ მისი ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად? 1. ძალიან კარგი კომპოზიტორია დაწერეთ რა იცით ამ კომპოზიტორის შესახებ და როგორ ფიქრობთ? და რას გრძნობთ მისი მუსიკის მოსმენის დროს? ვის მიიჩნევთ მისი ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად? ჩემ კითხვებს გავცემ მე პასუხს 1. ძალიან კარგი კომპოზიტორია 2. უდიდესი , ენით აუღწერელი გრძნობაა რომელსაც ვერავის გადასცემ რაღაცა სასწაულია . 3 . გლენ გულდი .... პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია k@the: Mar 25 2009, 04:29 PM -------------------- მამული,ენა ,სარწმუნოება !
|
ქევანა |
Mar 20 2009, 11:46 PM
პოსტი
#2
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
რომ არა ბახი... ციტატა დაწერეთ რა იცით ამ კომპოზიტორის შესახებ და როგორ ფიქრობთ? და რას გრძნობთ მისი მუსიკის მოსმენის დროს? ვის მიიჩნევთ მისი ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებლად? 1) რას ვფიქრობ? იმას რომ ის ამოუწურავია ჩემთვის... ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ჩავწვდი... 2) სხვადასხვა გრძნობაა... განსაკუთრებით თუ საორღანო ნაწარმოებს ვუსმენ... 3) გულდის დაკრული უფრო ხშირად მომისმენია და ვუსმენ, ვიდრე სხვა რომელიმესი, ასე რომ... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Belief |
Mar 20 2009, 11:50 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
ციტატა 3) გულდის დაკრული უფრო ხშირად მომისმენია და ვუსმენ, ვიდრე სხვა რომელიმესი, ასე რომ... კი ვირსალაძეც კარგია . ვირსალაძე გულდის დონე არაა მთლად მაგრამ არ ჩამორჩება :) . ქევანა% |
ქევანა |
Mar 21 2009, 04:11 PM
პოსტი
#4
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა ვირსალაძეც კარგია აი ეხლა ვეძებდი იუტუბზე ვირსალაძის დაკრულ ბახს სპეციალურად და ვერ ვნახე -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Belief |
Mar 21 2009, 04:26 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
ქევანა
ხო ძალიან ცუდია . -------------------- მამული,ენა ,სარწმუნოება !
|
ქევანა |
Mar 25 2009, 02:56 PM
პოსტი
#6
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
დავიწვი ამ თემის საცოდაობით :|
არ აქტიურობს თემის ავტორი, არც ფორუმელები აქცევენ ყურადღებას მაშ აბა, მე უნდა ვცადო ბახის ნოტების გადმოსაწერი საიტი: http://www.freepianostuff.com/freeclassica...sheetsbach.html (თუ არ ვცდები უფასოა ) ესეც იუთუბის ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=ipzR9bhei_o (აბა გამოიცანით რა ნაწარმოებია ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
tustusa-gogo |
Mar 25 2009, 03:01 PM
პოსტი
#7
|
სამშვინველოლოგი ჯგუფი: Members პოსტები: 2,853 რეგისტრ.: 1-June 08 მდებარ.: xan - sad, xan-sad ... წევრი № 4,965 |
ციტატა ესეც იუთუბის ლინკი:http://www.youtube.com/watch?v=ipzR9bhei_o(აბა გამოიცანით რა ნაწარმოებია ) ეხლა ვსტავლობ და რო დავამხეცებ დაგიკრავთ მერე ლინგვოს გაუხარდება -------------------- חַנָּה, (Hannah)
............................................ ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!! ........................................... Женщина тоже друг человека. ................................................ მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა ევას |
dariala |
Mar 25 2009, 03:53 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 868 რეგისტრ.: 30-August 08 მდებარ.: www.boke.ge/user/marianita წევრი № 5,550 |
გაიხარე ამ თემის ავტორო, დიდება შენ!!!
ახალს და საინტერესოს ვერაფერს ვიტყვი ბახზე, ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორი რომაა ეს მარტო მე მაინტერესებს ამიტომ მხოლოდ აქ მოცემულ ლინკებს გამოვიყენებ -------------------- http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
|
Belief |
Mar 25 2009, 04:28 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
dariala
მიხარია , რომ ბახი ასე გიყვარს. ციტატა ესეც იუთუბის ლინკი:http://www.youtube.com/watch?v=ipzR9bhei_o(აბა გამოიცანით რა ნაწარმოებია ) ვგიჟდები მაგ ნაწარმოებზე. ქევანა სხვებმა არ იაქტიურეს რატომღაც და მე ვიფიქრე ცოტახანი დავიცდი მეთქი მაინტერესებს სადამდე შეტოპავენ თქო http://www.youtube.com/watch?v=ZpESNhE3VmQ&feature=related მშვენიერი სინფონიაა ძალიან კარგი , მაგრამ ამ ბავშვზე უკეთესი შემსრულებელი ვერ ვიპოვე . -------------------- მამული,ენა ,სარწმუნოება !
|
ქევანა |
Mar 25 2009, 04:50 PM
პოსტი
#10
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
tustusa-gogo
ციტატა ეხლა ვსტავლობ და რო დავამხეცებ დაგიკრავთ მერე რა ქენი იცი? მობილურით გადაიღე და.. აქ თU არ დადებ, მე მაინც გამომიგზავნე, ანონიმურობა და საავტორო უფლებები და საიდუმლო დაცულ იქნების პიონერულ სიტყვას ვიძლევი.... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Belief |
Mar 25 2009, 08:31 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
ციტატა რა ქენი იცი? მობილურით გადაიღე და.. აქ თU არ დადებ, მე მაინც გამომიგზავნე, ანონიმურობა და საავტორო უფლებები და საიდუმლო დაცულ იქნების რატომ? მეც მაინტერესებს . ჩაიწეროს დიქტაფონით მერე ატვირთოს და დააგდოს აქ ლინკი შევაფასებ აბა ერთი როგორ იცის ხო იცი მე რა ტიპი ვარ ეგრევე ჩავჭრი კოჭლობაში -------------------- მამული,ენა ,სარწმუნოება !
|
ქევანა |
Mar 25 2009, 08:52 PM
პოსტი
#12
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა შევაფასებ აბა ერთი როგორ იცის ხო იცი მე რა ტიპი ვარ ეგრევე ჩავჭრი კოჭლობაში რატო უნდა ჩაჭრა, რას ერჩი, ანგელოზივით გოგოა ისე, Belief, სად მოასწარი მუსიკის და ისტორიის სწავლა... ბახის მათეს ვნებანი http://www.youtube.com/watch?v=M_LLFfFXaUA (შევეცადე მოსასმენად კარგი ნაწილი ამერჩია. არ დაიღლებით რა) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Belief |
Mar 25 2009, 09:44 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
ციტატა რატო უნდა ჩაჭრა, რას ერჩი, ანგელოზივით გოგოა ისე, Belief, სად მოასწარი მუსიკის და ისტორიის სწავლა... მუსიკაში მაგას არ აქვს ქევანა მნიშნველობა ანგელოზი ხარ ტუ ტარტაროზი ჩემო ქევან ჯერ სად ხარ მალე კიდევ ბევრი რამის ცოდნას გამოვავლენ დამაცა დამაცა . მე ყველაფრის შესწავლა გულდასმით მოვასწარი ისე კი არა . მუსიკას რაც შეეხება შვიდწლედი მაქვს დამთავრებული . მაგას არაფრად ვთვლი კიდევ კურსებიც მაქვს გავლილი. -------------------- მამული,ენა ,სარწმუნოება !
|
BOO |
Mar 25 2009, 09:49 PM
პოსტი
#14
|
ბუუუუ ჯგუფი: Members პოსტები: 1,602 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 967 |
|
ქევანა |
Mar 25 2009, 10:14 PM
პოსტი
#15
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა მაგას არაფრად ვთვლი კიდევ კურსებიც მაქვს გავლილი. და რისი კურსებიო? ციტატა მუსიკაში მაგას არ აქვს ქევანა მნიშნველობა ანგელოზი ხარ ტუ ტარტაროზი ბუნებითაც რომ იყოს, მაინც არ? ჰო კაი, თითს ვკაკვავ შუბერტზეც თუ იქნება თემა, კარგი იქნება საწყალი შუბერტი... მისმა ცხოვრებამ დამამწუხრა -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Belief |
Mar 25 2009, 10:17 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
ქევანა
ხო შუბერტი კარგია . მუსიკის კურსებზე საზღვარგარეთ. კლასიკურზე ოღონდ . შევისწავლეთ რაღაცეები. არა ქევანა ბუნება არაფერშუაშია მუსიკაში შიგნით უნდა გქონდეს განაწილებული . თანაბრობა თავის ადგილზე - სუფთა უნდა იყოს დაკრული . ცოდა ზებუნებრივი და მეოცნებე ხასიათიც თუ შემატე ჰომ კარგი . მარა მეოცნებე და ზებუნებრივი ბახში აუცილებელია. -------------------- მამული,ენა ,სარწმუნოება !
|
BOO |
Mar 25 2009, 10:19 PM
პოსტი
#17
|
ბუუუუ ჯგუფი: Members პოსტები: 1,602 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 967 |
კლასიკურ მუსიკაში ახლახანს შევდგი ფეხი და რაღაცეებს გკითხავთ ხოლმე
|
Belief |
Mar 25 2009, 10:31 PM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
ციტატა კლასიკურ მუსიკაში ახლახანს შევდგი ფეხი და რაღაცეებს გკითხავთ ხოლმე კაია აბა გვკითხე. -------------------- მამული,ენა ,სარწმუნოება !
|
BOO |
Mar 25 2009, 11:19 PM
პოსტი
#19
|
ბუუუუ ჯგუფი: Members პოსტები: 1,602 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 967 |
მირჩიეთ რაიმე კომპოზიტორები ისეთი შოპენის ნაირები, სევდიანი და რომანტიული
|
Belief |
Mar 26 2009, 05:23 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
ციტატა მირჩიეთ რაიმე კომპოზიტორები ისეთი შოპენის ნაირები, სევდიანი და რომანტიული პახულსკი BOO სევდიანი და რომანტიული ბევრია პახულსკი გითხარი , შუმანი - ყველაზე ფანტაზიური და რომანტიულია . -------------------- მამული,ენა ,სარწმუნოება !
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი