არქიტექტურა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არქიტექტურა |
neo |
Feb 3 2010, 04:05 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა აი რამდენად გამძლეა და რამდენად მტკიცე, მაგ მხრივ არ ვიცი. გაუძლებს კი მიწისძვრას? არანაირი პრობლემა არ აქვს, და ძალიან ძვირფასი მასალით არის შემოსილი... ტესტირების შედეგები მაქვს ნანახი. ჩვეულებრივი ქვით ასეთი ფორმების მიღება ძალიან რთულია თუ არის შესაძლებელი საერთოდ... თან სისუფთავის შენარჩუნება შეუძლია, ანუ უფორო მასალა, ბაქტერიაც კი ვერ ჩერდება ზედაპირზე... -------------------- www.cordesign.ge
|
terra |
Feb 3 2010, 04:10 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
ბაქტერიაც კი ვერ ჩერდება ზედაპირზე... ეს მაგარი იყო ანუ ბუქსაობს და ვარდება ხო? -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ნანინა |
Feb 3 2010, 04:34 PM
პოსტი
#23
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ეკატო
ციტატა ნელ-ნელა მივყვები და ყველა სტილს განვიხილავ შესაბამისი მაგალითებით ketev@ni ციტატა მე პროფესიით არქიტექტორი ვარ და ძალიან მინდა რომ ბევრი ვისაუბროთ დგევანდელ პრობლემატიკაზე რაც არქიტექტურის წინაძე დგას და ზოგადად განვიხილოდ თემატიკა, . პრეფესიული ხედვა გავუზიაროთ ერთმანეთს და ა.შ. გავაქტიურდეთ.... ქევანა ციტატა სიამოვნებით, ვისაუბროთ თუ გნებავთ თანამედროვე არქიტექტურაზე რატომ პასიორობთ? მე სამწუხაროდ კარგად არ ვერკვევი არქიტექტურაში და დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი თქვენს პროფესიულ საუბარს, შიგა და შიგ ჩაგერთვებოდით კიდეც კითხვებით -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ქევანა |
Feb 3 2010, 06:55 PM
პოსტი
#24
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
კაიროსმა ითხოვა
ციტატა აბა ვის უნდა ვენდოთ ქევან? მოგვიყევი ერთი რა ხდება და ეს თემა გააცოცხლეთ, მაგალითად მე გუშინწინ მილანის დუომოთი დავტკბი აქ დავწერ. და ცოტა შემჭიდროვებულად, იმიტომ რომ მთელი ნაშრომი და გეგმები, სხვა ვინჩესტერზე მაქ მოკლედ, იყო ასეთი კაცი სტრიგოვსკი (სხვათაშორის ეს კაცი გერმანულ ენაზე წერდა, მაგრად გამიჭირდა მასზე ინფოს შეგროვება), რომელიც მე20 საუკუნის პირველ ნახევარში, მოგზაურობდა სომხეთში, არქიტექტურული ძეგლების შესასწავლად. მეტ–ნაკლებნად ყველა რომ აღნუსხა, დაიწყო კლასიფიკაცია და გამოჰყო გუმბათიანი დარბაზული ტიპის ეკლესიები ცალკე, ასე ვთქვათ doomed hall - kupelhale აი სომხური კუპელჰალეს მაგალითიებია: ბდჯნი, პტგნი და სხვა ეს არის პტგნი, 6 საუკუნის ძალიან, ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ: ეკლესიის სივრცე გაყოფილია სამ ნაწილად, აქედან შუა ნაწილს ადგას გუმბათი, რომელიც ეყრდნობა კედლებიდან გამოსულ შვერილებს. გუმბათიანი დარბაზის ანუ კუპელჰალეს ტიპი სტრიგოვსკიმ დაადგინა არქიტექტურაში და ცხადია რომ სომხურ ძეგლებს შეეხებოდა. მერე რა მოხდა არ ვიცი, გადის დრო და ჩუბინაშვილი აქვეყნებს დიდ ნაშრომს: კახეთის არქიტექტურა, "Архитектура Кахетии", სადაც ის ვაჩნაძიანის ყველაწმინდას განხილვისას, ეხება სტრიგოვსკის და მის განმარტებას, (მე დამრჩა შთაბეჭდილება რომ შეუსწორა, არადა ვინ კითხავდა), და დასძენს, რომ ვაჩნაძიანის ყველაწმინდა არის სწორედ კუპელჰალე, თარიღდება მე9 საუკუნით, და იგი არის ერთ–ერთი სრულყოფილი ნიმუში, ცხადია რომ სომხებმა ჩვენ მოგვბაძეს და ძალიან ცუდად თან და ა.შ. აქ არ მაქ ვაჩნაძიანის გეგმა, რაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ მინდა წარმოდგენა შეგექმნათ რა ტიპის ძეგლია ვაჩნაძიანი. ეს არის რთული კომპლექსური ტაძარი = სამეკლესიანი ბაზილიკისა და გუმბათიანი ტაძრის ტიპის შერწყმა, გუმბათი ცენტრალურ ნაწილს ადგია. ეხლა რა ხდება თვითონ ჩუბინაშვილი წერს, როცა იკვლევს ტაძარს, რომ გვერდითი ეკლესიები მთავარი ცენტრალური გუმბათიანი ტაძრის თანადროულია, ანუ აშენებისას სამივე ერთ პერიოდში აშენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა არქიტექტორმა ნახაზი, გეგმა შექმნა, იმთავითვე გათვალისწინებული იყო, რომ ეს ერთიანი ტაძარი უნდა ყოფილიყო, კუპელჰალეს ტიპი კი გამორიცხავს ყველანაირ გვერდით "დეტალებს", არც ასეთი გართულებული ტიპის არ არის, რომ ყოფილიყო ეს გვერდითი ეკლესიები გვიანდელი მინაშენები, მაშინ შეიძლებოდა გვეფიქრა კუპელჰალეზე. საინტერესოა რომ ჩუბინაშვილმა მარტო ერთი კუპელჰალე იპოვნა, სხვა ვერ მოიძია. საერთოდ გაჩუმდა და კუპელჰალედ მოხსენიებად არ ჩათვალა მანავის მცირე ეკლესია (1794 წელს ეფრემ წინამძღვრის მიერ აგებული) (რომელიც სხვათაშორის ბერიძემ სავსებით სამართლიანად მიიჩნია კუპელჰალედ), რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ეკლესიებზე. ჩვენთან არის კუპელჰალე, თუ ვინმე ყოფილა ლესელიძეზე და უნახავს ჯვარის მამა, მიხვდება როგორი უნდა იყოს კუპელჰალე, როცა ჩემ ვარაუდებს ვამოწმებდი, ერთმა მკვლევარმა (უცხოელია) მიმანიშნა, რომ ვაჩნაძიანის ყველაწმინდა შეიძლება ჩამოგავდეს 11-13 საუკუნეების ბიზანტიურ ტაძრებს კონსტანტინეპოლში: Fetiyeh Cami and Kariyeh Cami ანუ ამას: ციტატა Pammakaristos Church, also known as the Church of Theotokos Pammakaristos (Joyous Mother of God), later known as Fethiye Mosque (Turkish: Fethiye Camii) ეს მეორე ეკლესიის (Kariyeh Cami) გეგმა: http://www.mcah.columbia.edu/ha/images/byz...ariye_camii.gif დანარჩენი უკვე შემდგომი დეტალური კვლევების საქმეა. კითხვები გაქვთ რამე? შემდეგზე ყინცვისზე უნდა დავწერო, თუ როგორ მიაწეპეს კუპელჰალეს თუ რამე დამატებით კითხვები გაგიჩნდათ, მოვიძებ ჩემს ნაშრომს და დავწერ სრულად. ეხლა უბრალოდ, რაც მახსოვდა ის დავწერე -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
neo |
Feb 3 2010, 07:21 PM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა ეს მაგარი იყო ანუ ბუქსაობს და ვარდება ხო? ჰო, ეგრეა, ოღონდ მართლა... მაგ მასალას იყენებენ ინფექციურ და ეგეტ დაწესებულებებში სისუფთავის გამო... აი ესეც საფრანგეთია მე მგონი, ფასადი ნახე რა მაგარია, ქვა ისე იბმება რომ ნაკვალები არ რცება და ერთიანი ფილასავით არის რა... -------------------- www.cordesign.ge
|
neo |
Sep 3 2010, 12:51 PM
პოსტი
#26
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
უი ეს თემა ცოტა უნდა გავააქტიურო. არ ვიცი რამდენი აქრიტექტორ დიზაინერი გვყავს ფორუმზე მაგრამ მაინც.
ზემოთ რომ სურათია, რომ ვსაუბრობდი ფასადებზე მაგარი მასალაათქო. მოკლედ მაგ მასალის გამოყენება საქართველოშიც დაიწყეს. ცოტა ამას მეც შევუწყვე ხელი რამდენადაც შემეძლო: მაგალითად მაგ მასალიზგან გაკეთდაა ლიბერთი ბანკის სათაო ოფისის ინტერიერში რაღაც რურაცეები. მაგიდები, მისაღები, დახლები წითელ და თეტრ ფერებში კორიანისგან არის. აი ესენი თბისი ცენტრალში გაკეთდა, მთელი ნიჟარებიან ზედაპირიანა ერთმანეთში შეხორცებული კორიანისგან არის. აი ესეც მომწონს. მოკლედ კარგი რეკლამა გავუკეთე კორიანს . უბრალოდ ახალია საქართველოში და მაგიტომ თუ ვინმე არქიტექტორი და დიზაინერია მინდა ყველას ვაჩვენო ისეთი კარგი თვისებები აქვს. მერე კიდევ დავდებ არქიტექტორებისთვის საინტერესო რაღაცეებს. ახლა გავიქეცი. -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი