IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სპორტის სახეობები, ყველა საჭირო რჩევით
კანუდოსელი
პოსტი May 29 2010, 12:52 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ამ თემის გახსნის იდეა გამიჩნდა მოზარდების ძალადობის თემასთან კავშირში. მოკლედ, მე ვთვლი, რომ ძალადობას უნდა ვებრძოლოთ ორი ძირითადი მიმართულებით - სკოლაში სასწავლო დისციპლინების დონის აწევით და შეჯიბრების-კონკურენციის გაზრდით და აგრეთვე სპორტისადმი ინტერესის გაღვივებით

მე ვხსნი ძალოსნობის მიმართულებით თემას.

მოკლედ თუ ვინმეს უნდა რომ ფიზიკურად იყოს ჯანმრთელი არსებობს რამდენიმე უმთავრესი ვარჯიში, რომელსაც თავისი სისტემა გააჩნია.

ვინაიდან დიდ დრო არ მაქვს, ნაწილობრივ დავდებ თითოეული კუნთის განვითარების ვარჯიშებისთვის სისტემას.

მკერდის კუნთის განვითარებისთვის უმთავრესია ე.ი. წოლჭიმის ვარჯიში (იხ. სურათი)

წვები ჰორიზონტალურ სკამზე, იღებ შტანგას სადგამიდან, ხელებს ჰკიდებ ოდნავ უფრო განივად ვიდრე მხრების ზომაა და მკერდამდე ჩამოტანით და აზიდვით იმეორებ 15-ჯერ

პირველი მისვლა არის კუნთებისთვის გასახურებელი, ამიტომ წონა უნდა შეარჩიო ისე, რომ 15 აზიდვა შეძლო თავისუფლად

მეორე მისვლაზე ირჩევ წონას ისე, რომ განახორციელო უკვე 8 აზიდვა და მერვე იყოს რთულად მიღწევადი. შეიძლება რომ დაიხმაროთ მეწყვილე, რომ ბოლო აზიდვაში ოდნავ დაგეხმაროთ

იგივეს იმეორებთ მეორედ, ოღონდ უკვე 6 აზიდვით. აქაც მეექვსე უნდა იყოს რთულად მიღწევადი - შესაბამისად წონას ზრდით

იგივეს იმეორებთ მესამედ...

დამწყებთათვის სამი მისვლა საკმარისია (გახურება ძირითად მისვლაში არ ითვლება), თუმცა შეიძლება აგრეთვე მეოთხედ მისვლა და უკვე ან ისევ 6 აზიდვას განახორციელებთ, ან წონას მოუმატებთ და 4 აზიდვას შეასრულებთ - ისე, რომ მეოთხე იყოს რთულად ასაწევი

ანუ სისტემა ასეთია: 15, 8, 6, 6 (6, ან 4)
შეიძლება ასეც: 15, 8, 8, 6, (6 ან 4)
ან ასე: 15, 10, 8, 6, (6 ან 4)

ზოგადად იდეოლოგია ასეთია: პირველი სამი მისვლა არის იმ წონებზე გავარჯიშება, რისი აწევაც ასე თუ ისე შეგიძლია და ერთგვარად კუნთების იმ წონებზე შეჩვევაა (რაც გამოიხატება კუნთის მოცულობის ზრდაში)...ბოლო მეოთხე მისვლა არის ისეთი წონის არჩევა, რაც გარკვეულ წილად ახალია, ანუ ყველაზე დიდია და კუნთის ამტანობაზე მუშაობას გულისხმობს


IPB-ს სურათი

გაგრძელება იქნება


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 29 2010, 12:56 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



კანუდოსელი

ბოდიბილდინგს თუ წავაწყდებოდი პრავასლავნი ფორუმზე, ეგ აღარ მეგონა biggrin.gif

მიდი, საინტერესოა. დელტები, ტრაპეციები, ტრიცეპსები რამე rolleyes.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 29 2010, 12:58 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(terra @ May 29 2010, 12:56 PM) *

კანუდოსელი

ბოდიბილდინგს თუ წავაწყდებოდი პრავასლავნი ფორუმზე, ეგ აღარ მეგონა biggrin.gif

მიდი, საინტერესოა. დელტები, ტრაპეციები, ტრიცეპსები რამე rolleyes.gif


რატომაც არა biggrin.gif

პრავოსლავნი ხალხი არც დებილები ვართ და არც იდიოტები biggrin.gif

პ.ს.
ახლა დრო არ მაქვს, თუ შენც გაქვს პრაქტიკა ამ საქმეში (მე კაი ხანია ვაწვალებ თავს biggrin.gif), მიდი დაამატე...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 29 2010, 01:25 PM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კანუს, ხომ გახსოვს, ადრე ნანას ქონდა მსგავსი თემა, შევაერთოთ შენთან და საინტერესო გამოვა.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 29 2010, 01:27 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(KAIROS @ May 29 2010, 01:25 PM) *

კანუს, ხომ გახსოვს, ადრე ნანას ქონდა მსგავსი თემა, შევაერთოთ შენთან და საინტერესო გამოვა.

დავაი გლიჯე biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 29 2010, 01:28 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



კანუდოსელი

პრაქტიკა მაქვს, მეტნაკლებად.
მერე შემოვიხედავ smile.gif

ეხლა დავამატებ მხოლოდ გვერდით კუნთებს, ე.წ. - ,,ბაკავიკებს’’.

ეს კუნთები საკმაოდ დიდი ზომისაა და იოლად უძლებს დიდ დატვირთვას.
ღერძზე აზიდვით შეგვიძლია ლამაზი მოხაზულობაც მივცეთ და მუსკულატურის მასაც გავზარდოთ.
ზემოთ აღნიშნული სისტემა შეიძლება ოდნავ შევცვალოთ და დავამატოთ როგორც მიზიდვების რაოდენობა,
ასევე - ღერძთან მისვლების რიცხვი.
მაგალითად, შეგვიძლია ათ-ათი მიზიდვა განვახორციელოთ, ოთხჯერ ან ხუთჯერ.
ნუ, ვისაც როგორ შეუძლია.
მხრებზე განიერი ტაცით, კუნთების ზედა ნაწილი უფრო მუშავდება, რაც განაპირობებს
ტანის სამკუთხა მოყვანილობას, ხოლო ვიწრო ტაცით - ქვედა, რაც გამოკვეთილად გამოყოფს ვიზუალურად
ამ კუნთებს ტორსისგან.
ღერძზე მიზიდვებით, ამავე დროს, მუშავდება მხრების და ხელების მუსკულატურაც.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი May 29 2010, 01:30 PM
პოსტი #7


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



კანუდოსელი

ჩემი პრაქტიკაც გაგიზიაროთ?
biggrin.gif
მაგრამ ვერ გავიგე რომელი ეხება ამ თემას: სპორტი რომლითAც თავს ვირთობ, მსიამოვნებს, თუ რომ ვვარჯიშობ არაგასართობად?

:ვითომ გასაგებად ვიკითხე:


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 29 2010, 01:33 PM
პოსტი #8


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ცნობისათვის აგრესიის წინააღმდეგ ჰათჰა-იოგა (ფიზიკური იოგა) და სუნთქვითი ვარჯიშები ჯობია ბოდიბილდინგს. + ჯანმრთელობისთვისაც უკეთესია.

თუ ენერგიის დახარჯვაზეა საქმე ცურვას ვერაფერი შეედრება.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 29 2010, 01:43 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Atman @ May 29 2010, 01:33 PM) *

ცნობისათვის აგრესიის წინააღმდეგ ჰათჰა-იოგა (ფიზიკური იოგა) და სუნთქვითი ვარჯიშები ჯობია ბოდიბილდინგს. + ჯანმრთელობისთვისაც უკეთესია.

თუ ენერგიის დახარჯვაზეა საქმე ცურვას ვერაფერი შეედრება.

ყველა სპორტს თავისი მინუსები და პლიუსები აქვს

ცურვა მაგალითად შედარებით ჰარმონიულად ანვითარებს სხეულს, თუმცა ფეხებს ტოვებს შედარებით განუვითარებელს მხრებთან და მკერდთან შედარებით...კიდევ უფრო ცუდ დღეშია წელი

ამიტომ სასურველია შეათავსოს ადამიანმა სხვადასხვა სპორტი...ჯერ ერტი მოსინჯოს, მერე მეორე დ.ა.შ.
სხვათა შორის კრივი - ასევე ერთერთი ალტერნტივაა სხეულის გარკვეული კუნთების განვითარებისთვის


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 29 2010, 02:04 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ვაგრძელებ მკერდის კუნთების ვარჯიშების განხივას

ვინაიდან ტექნიკურად შიძლება სირთულეებთან დაკავშირებული იყოს შტანგის სახლში ქონა, ამიტომ სასურველია განტელებით შეთავსება

ასეთ დროს, ვიღებთ ხელში შესაბამისი წონების მქონე განტელებს და ვასრულებთ ზუსტად ისეთივე მოძრაობას, როგორც შტანგით
IPB-ს სურათი

სისტემა ისეთივა: 15(12), 8,6,6,6(4)

ეს ვარჯისი ანვითარებს მკერდის მასას (მოცულობას) და შუა და გარე პექტორალური კუნთების ზრდას უწყობს ხელს

მკერდის კუნთები შედგება სამი ძირითადი კუნთისგან (კიდევ არის მეოთხე - ე.წ. ზედა პექტორალური კუნთი, ამაზე მოგვიანებით):
გარე კუნთი - რომელიც წინიდან ხედვისას კანტს შემოწერს - ეს ის ნაწილია მკერდისა, რომელიც ხელების მხარესაა
შუა კუნთი - რომელიც ძირითადში კუნთს სიმაღლეს აძლევს, ანუ რამდენად გამოწეულია მკერდის კუნთი
შიდა კუნთი - ეს არის ის ნაწილი კუნთისა, სადაც მარჯვენა და მარცხენა მკერდის კუნთები ერთმანეთთან ყველაზე ახლოს არიან


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 29 2010, 02:10 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



კანუდოსელი

ციტატა
სხვათა შორის კრივი - ასევე ერთერთი ალტერნტივაა სხეულის გარკვეული კუნთების განვითარებისთვის


მერე მცნება როგორღა აღვასრულოთ : ,,რომელმან გცეს შენ ყვრიმალსა შენსა მარჯვენესა, მიუპყარ მას ერთკერძოიცა“
ხო გაგვხიეს ცემით biggrin.gif

ისე, მე, ცურვის და სირბილის კომბინაციას ვამჯობინებ.
სირბილის დროს მუშავდება სხეულის აბსოლუტურად ყველა კუნთი, სახის მიმიკური კუნთების ჩათვლით,
ასევე, ხდება ყველა შინაგანი ორგანოს ბუნებრივი მასირება, რაც ძალიან პოზიტიურად აისახება მათ მუშაობასა და ცხოველმყოფელობაზე.


ციტატა(კანუდოსელი @ May 29 2010, 02:04 PM) *

IPB-ს სურათი


აქ, ხელების დაბლა დაშვებისას, წინამხარს, 90 გრადუსის მაგივრად თუ 130-140 გრადუსით მოვხრით,
მაშინ, ჩვენი მკერდის კუნთები სიგანეშიც გაიზრდება. ანუ, გვექნება ე.წ. ფართო მკერდი.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 29 2010, 02:19 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(terra @ May 29 2010, 02:10 PM) *

აქ, ხელების დაბლა დაშვებისას, წინამხარს, 90 გრადუსის მაგივრად თუ 130-140 გრადუსით მოვხრით,
მაშინ, ჩვენი მკერდის კუნთები სიგანეშიც გაიზრდება. ანუ, გვექნება ე.წ. ფართო მკერდი.

მართალია, თანაც თუ უკვე კარგად შეგვიძლია ამის შესრულება, შეიძლება ე.წ. სუპერსეტი განვახორციელოთ

ანუ: მანდ ნაჩვენები განტელებით მოძრაობა-აზიდვას ვახორციელებთ, ოღონდ მხოლოდ 6-ჯერ და უცებ ხელები შემოვატრიალოთ ისე, როგორც ნაჩვენებია ახალ სურათზე და ასევე 6 აზიდვა განვახორციელოთ

ვისვენებთ 1-1.5 წუთი და ისევ ვიმეორებთ კიდევ 2-ჯერ (შეიძლება სამჯერაც)

IPB-ს სურათი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 29 2010, 02:36 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(terra @ May 29 2010, 02:10 PM) *

ხო გაგვხიეს ცემით biggrin.gif

ნაღდად biggrin.gif
ისე მე ერთი შემთხვევა ვიცი, ერთი ადამიანი მთელი ცხოვრება ნანობდა ამას...მოკლედ ჩხუბისას ხელი გავარტყი და არ მიბრუნებდაო...თანაც არ ემჩნეოდა რომ მშიშარა იყოვო...ეკლესიაში რომ მივიდა ის ადამიანი, სულ ამას ნანობდა ... ეს რა ვქენიო



--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი May 29 2010, 02:48 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ჩემთვის სპორტი უფრო გართობაა ვიდრე სხვა რამე. ხან ვოფროუდობ, ხან ვჭიდაობ, ხან მიზანში სროლაზე ვვარჯოშიბ, ახლა სტრაიკბოლოსთვის მოდის კარგი ამინდები... შტანგების თრევა ყველაზე მოსაწყენი სპროტია რაც კი აქამდე შემხვედრია მაგრამ წელიწადში 2-3 თვეს მაინც დავდივარ ხოლმე... ოღონდ მსუბუქად ვვარჯიშობ თავს არ ვიკლავ მოკლედ... მანდ კიდე რაღაც წამლებს სვავენ, დალევ ერთ აბს და 10%-ით მეტს აწევ ეგრევე... მულთფილმებში ჩიტავდა ხოლმე ეგეთი წამლები biggrin.gif

ჩემი აზრით სპორტმა რაღაც ახალი უნდა ასწავლოს ადამიანს... მაგალითად მიზანში სროლა გასწავლის რომ სასხლეტზე გამოკვრის შემდეგ ტყვიას მიიმართულებას ვეღარ შეუცვლი... ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული კანონია...



--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 29 2010, 05:10 PM
პოსტი #15


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ძალიან კარგი თემაა, ნანას (სთეივაითს) ჰქონდა, მაგრამ მეცნიერების განყოფილებაშია smile.gif

მე დილაობით ვვარჯიშობ, დილის უბრალო, გამამხნევებელ ვარჯიშებს ვაკეთებ ძირითადად, ჯერ მივაჩვიო სხეული smile.gif

neo
ასწავლის, ასწავლის yes.gif

პ.ს. ვისაც ჰანტელები არ აქვს, პლასტმასის ბოთლები აავსოს წყლით, დასაწყისისთვის ეგ წონაც გამოდგება biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 29 2010, 07:29 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ვაგრძელებ მკერდის კუნთების ვარჯიშის განხილვას

ამ შემთხვევაში მოცემულია ე.წ. დახრილი წოლჭიმი.
ვსხდებით დახრილ სკამზე და იგივს ვაკეთბთ, რასაც ჰორიზონტალური წოლჭიმის დროს

IPB-ს სურათი

სისტემა იგივეა, რაც ჰორიზონტალურის შემთხვევაში: 15,10,8,6,4

ეს ვარჯიში ანვითარებს მკერდის შუა და ზედა ნაწილებს

აგრეთვე
წინა დელტოიდებს (იხილე წითლად გაფერადებული)
IPB-ს სურათი და ტრიცეპსს IPB-ს სურათი

გაგრძელება იქნება


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 30 2010, 01:25 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მკერდის ვარჯიშების გაგრძელება

დარჩა კიდევ ერთი საბაზისო ვარჯიში, ე.წ. პულოვერი
ვიღებთ განტელს და როგორც ნაჩვენებია ვიდეოზე, ვასრულებთ მოძრაობას.
IPB-ს სურათი
სისტემა განსხვავებულია დანარჩენებისგან

3 ან 4 მისვლა 15 გამეორებით
პულოვერი ანვითარებს მკერდს და აგრეთვე ზოგადად ზრდის მკერდის მოცულობას, თვით ნეკნების ჩართცით ამ საქმეში

ეს ვარჯიში იმდენად ფუნდამენტურია, რომ ჩართულია უამრავი სხვა კუნთიც: ტრიცეფსი, და აგრეთვე სურათზე ნაჩვენები კუნთები
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი



--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 30 2010, 01:36 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



რა იყო, არავის აინტერესებს სპორტი?

რამე დაწერეთ, ან დამცხეთ, ან რამე biggrin.gif

ეეეჰ...პაკისტანი რომ პაკისტანია, იქაც კი მოდაშია სპორტი biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი May 30 2010, 02:12 PM
პოსტი #19


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



შენ რომელ საფეხურზე ხარ აქედან? biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 30 2010, 02:19 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ikanosi @ May 30 2010, 02:12 PM) *

შენ რომელ საფეხურზე ხარ აქედან? biggrin.gif


რა გაინტერესებს კონკრეტულად?

მე კაი ხანია ვვარჯიშობ ერთი და ორი წელი არა...(თუმცა მოყვარულის დონეზე ცხადია)


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 05:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი