მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
A.V.M |
Sep 7 2013, 10:26 PM
პოსტი
#81
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მნათე
ციტატა "ჩვენ ისევე ვუმადლით მართლმადიდებლობას საკუთარ სუვერენიტეტს, როგორც თურქები უმადლიან სეკულარულ სახელმწიფოდ ფორმირებას, ისლამსა და ფაშას" საინტერესო იყო... ამ თემის ბოლო პოსტს თუ ეთანხმები? http://church.ge/index.php?showtopic=1278&...40entry738094 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მნათე |
Sep 7 2013, 10:34 PM
პოსტი
#82
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ამ თემის ბოლო პოსტს თუ ეთანხმები? მანდ არაორდინალური კვეთებულია ჩასატარებელი. ედუარდ შევარდნაძე უნდა დავაძინოთ ცოტა ხნით მაგ სახლში და რომელი სული გაბედავს უფროსს ქვა ესროლოს თემატური: მსოფლიო პატრიარქი იმედოვნებს, რომ ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია იქნება ერთიანი. ახლა იქ მოსკოვსა და კონსტანტინეპოლს დამორჩილებული ეპისკოპოსები თანადროულად მოღვაწეობენ, რაც მავანთა თქმით არღვევს კანონს. მოსკოვის პრეტენზია ამ ტერიტორიაზე სრული გაუგებრობაა, მეორე მხრივ, მისი ძალაუფლება სრულიად გასაგები, განსაკუთრებული მეგობრობიდან გამომდინარე რუსულ სახელმწიფოსთან. თუ ასე გაგრძელდა ბართლომეოსის პრიმუსობიდან აღარაფერი დარჩება, რაც დიდი ხნის წინ შეახსენეს სტამბოლში მცხოვრებ პატრიარქს, ილარიონ ალფეევის პირით -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
A.V.M |
Sep 7 2013, 10:36 PM
პოსტი
#83
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მნათე
ციტატა თუ ასე გაგრძელდა ბართლომეოსის პრიმუსობიდან აღარაფერი დარჩება, რაც დიდი ხნის წინ შეახსენეს სტამბოლში მცხოვრებ პატრიარქს, ილარიონ ალფეევის პირით რა მაგის პასუხია და დიდი სიმპათიები არ მაქვს ალფეევისადმი... ბართლომეოსს რაც შეეხება , ისე მიდის საქმე რომ ფორმალურობამდე მივალთ თუ ასე გაგრძელდა მხოლოდ... ფორმალურად - ,, მსოფლიო პატრიარქი .'' -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მნათე |
Sep 7 2013, 10:39 PM
პოსტი
#84
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რა მაგის პასუხია და დიდი სიმპათიები არ მაქვს ალფეევისადმი... კარგად დავარცხნილი იმპერიალისტია. ვიკილიქსის წყაროებში გამოქვეყნდა მოსკოვში ამერიკის ელჩის რეპორტი ვაშინგტონისადმი, სადაც ის ალფეევს ციტირებს. ელჩის თქმით, ალფეევმა განუცხადა, რომ რუსეთის ეკლესია კრემლის პოლიტიკის გამტარია. ციტატა ბართლომეოსს რაც შეეხება , ისე მიდის საქმე რომ ფორმალურობამდე მივალთ თუ ასე გაგრძელდა მხოლოდ... ფორმალურად - ,, მსოფლიო პატრიარქი .'' მისი პირველობა თანასწორთა შორის, მხოლოდ ცერემონიალურია და დიპტიქსა და საპატიო ადგილას ჯდომას არ სცდება. როგორცვე პირველობის რეალიზებას იწყებს, მოსკოვი მაშინვე მართლმადიდებლური ვატიკანის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს და ეუბნება, რომ მისი პირველობა ისტორიულია, ხოლო ისტორია იცვლება -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
G_saxva |
Sep 7 2013, 10:40 PM
პოსტი
#85
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
მნათე რა მაგის პასუხია და დიდი სიმპათიები არ მაქვს ალფეევისადმი... ბართლომეოსს რაც შეეხება , ისე მიდის საქმე რომ ფორმალურობამდე მივალთ თუ ასე გაგრძელდა მხოლოდ... ფორმალურად - ,, მსოფლიო პატრიარქი .'' ეჰ გურამ რა ხანია ბართლომეოსი ფორამლურად არის პატრიარქი. დამერწმუნე კირილეს უფრო დიდი ძალა აქვს ვიდრე ბართლომეოსს. შენც კარგად იცი ფული რამდენ რამეს წყვეტს და რუსეთის საპატრიარქოს იმხელა ბიუჯეტი აქვს... ამით ყველაფერია ნათქვამი -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მნათე |
Sep 7 2013, 10:40 PM
პოსტი
#86
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრირების ფუნდამენტურ საკითხებში, საქართველოს ეკლესია მოსკოვის პოზიციებს ერთი-ერთში იზიარებს
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
A.V.M |
Sep 7 2013, 10:41 PM
პოსტი
#87
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
იმპერიალისტური და გლობალური ზრახვებია მთელს მსოფლიოში ,ყველა სფეროში ...
სამწუხაროდ... ფული ბაბა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მნათე |
Sep 7 2013, 10:42 PM
პოსტი
#88
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ეჰ გურამ რა ხანია ბართლომეოსი ფორამლურად არის პატრიარქი. პატრიარქი ფორმალურად არ არის, ფორმალური პრიმუსია. ციტატა დამერწმუნე კირილეს უფრო დიდი ძალა აქვს ვიდრე ბართლომეოსს. შენც კარგად იცი ფული რამდენ რამეს წყვეტს და რუსეთის საპატრიარქოს იმხელა ბიუჯეტი აქვს... ამით ყველაფერია ნათქვამი კი, ტრადიციულად პროკონსტანტინეპოლური პენტარქიული საპატრიარქოებიც კი უკვე მის მხარეს იკავებენ - რუსეთის ხელისუფლების მიერ აღმოჩენილი არაერთი დახმარების გამო. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
G_saxva |
Sep 7 2013, 10:47 PM
პოსტი
#89
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრირების ფუნდამენტურ საკითხებში, საქართველოს ეკლესია მოსკოვის პოზიციებს ერთი-ერთში იზიარებს ეს ცოტა არ იყოს მე მაშფოთებს, მაგრამ რომ დავფიქრდეთ ძლიაერი სამხელმწიფოა და თუ რელიგიათ შორისი დაპირისპირება მოხდა არამგონია რუსეთზე დიდი საყრდენი სადმე მოინახოს. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მნათე |
Sep 7 2013, 10:49 PM
პოსტი
#90
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ეს ცოტა არ იყოს მე მაშფოთებს, მაგრამ რომ დავფიქრდეთ ძლიაერი სამხელმწიფოა და თუ რელიგიათ შორისი დაპირისპირება მოხდა არამგონია რუსეთზე დიდი საყრდენი სადმე მოინახოს. ეგ ისეთი საყრდენია მართლმადიდებლობისთვის, როგორც უკრაინული სახელმწიფოსთვის. ყველაფერი მისცეს - აღარ შედიან ნატოში, გამოაცხადეს ნეიტრალიტეტი, მაგრამ გაზი მაინც ძვირდება -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
G_saxva |
Sep 7 2013, 10:55 PM
პოსტი
#91
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ეგ ისეთი საყრდენია მართლმადიდებლობისთვის, როგორც უკრაინული სახელმწიფოსთვის. ყველაფერი მისცეს - აღარ შედიან ნატოში, გამოაცხადეს ნეიტრალიტეტი, მაგრამ გაზი მაინც ძვირდება საერთოდ მონურ მდგომარეობაში ყოფნას ცოტა ხისტი დამოკიდებულება რომ გქონდეს აჯობებს ( პოლიტიკასვ ვგულისხმობ) ჩემი აზრი ასეთია. რაც შეეხება მართლმადიდებლობას მსოფლიო პატრიარქის ძალაუფლებას უფრო მეტად და მეტა შეზღუდავს რუსეთი და საბოლოოდ ყველა მას დაემორჩილება ამას კირილეს პატრიარქობის დროს განსაკუთრებით მიეხედება. ჩემი აზრით მერე ალფეევი იქგახდება პატრაირქი იგივე პოლიტიკით და იგივე სურვილებით. ჩვენ რა გვეშველება აფხაზეთსაც რომ გვედავებიან. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მნათე |
Sep 7 2013, 10:58 PM
პოსტი
#92
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა წევრი № 4 ვუყურებ ამას და ვკვდები სიცილით, 7 წლის წინ დავრეგისტრირდი ფორუმის ამ ბაზაზე (მანამდე ძველი იყ) პირველი სამი თავად იყო ადმინი, ანუ რეალურად მეორე წევრი ვარ ციტატა საერთოდ მონურ მდგომარეობაში ყოფნას ცოტა ხისტი დამოკიდებულება რომ გქონდეს აჯობებს ( პოლიტიკასვ ვგულისხმობ) ჩემი აზრი ასეთია. რაც შეეხება მართლმადიდებლობას მსოფლიო პატრიარქის ძალაუფლებას უფრო მეტად და მეტა შეზღუდავს რუსეთი და საბოლოოდ ყველა მას დაემორჩილება ამას კირილეს პატრიარქობის დროს განსაკუთრებით მიეხედება. ჩემი აზრით მერე ალფეევი იქგახდება პატრაირქი იგივე პოლიტიკით და იგივე სურვილებით. ჩვენ რა გვეშველება აფხაზეთსაც რომ გვედავებიან. კონსტანტინეპოლის პატრიარქს იხსენიებს ერთ-ერთი ჯგუფი აფხაზეთში, ტყუილად ფიქრობთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს პრორუსული პოლიტიკა საერთომართლმადიდებლურ არენაზე, ბართლომეოსისთვის შეუმჩნეველი დარჩა. შესანიშნავად მიიღო დოროთე დბარი და დავით სარსანია კონსტანტინეპოლში რუსეთთან კოზირი აქვს მცხეთა-თბილისს, უკრაინას აღიარებს, თუ რამე. აი კონსტანტინეპოლთან რა აქვს? არც არაფერი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
A.V.M |
Sep 8 2013, 01:05 AM
პოსტი
#93
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მნათე
ციტატა რუსეთთან კოზირი აქვს მცხეთა-თბილისს, უკრაინას აღიარებს, თუ რამე. აი კონსტანტინეპოლთან რა აქვს? არც არაფერი უნდა ვიყოთ ,,კეთილი ნების'' იმედზე მაგ დროს... კეთილ ნებაზე ყოფნა კი ძალიან... ძალიან არ მიყვარს... ციტატა ვუყურებ ამას და ვკვდები სიცილით, 7 წლის წინ დავრეგისტრირდი ფორუმის ამ ბაზაზე (მანამდე ძველი იყ) პირველი სამი თავად იყო ადმინი, ანუ რეალურად მეორე წევრი ვარ ამას დაუმატე ის რომ 3 წელია მგონი აქ აღარ ხარ , მაგრამ პოსტების რაოდენობით მესამე ხარ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მნათე |
Sep 8 2013, 02:52 AM
პოსტი
#94
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ამას დაუმატე ის რომ 3 წელია მგონი აქ აღარ ხარ , მაგრამ პოსტების რაოდენობით მესამე ხარ... ეჰ, ბავშვები რომ ბურთს თამაშობდნენ, მე დიონისე არეოპაგელს ვკითხულობდი. ახლა აქ დაწერილი ზოგიერთი ჩემი პოსტი უკან მიბრუნდება ხოლმე - არგუმენტებად იყენებენ ციტატა უნდა ვიყოთ ,,კეთილი ნების'' იმედზე მაგ დროს... კეთილ ნებაზე ყოფნა კი ძალიან... ძალიან არ მიყვარს... თან კუთხეში მიმწყვდეული ბერძნების კეთილი ნების -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
A.V.M |
Sep 8 2013, 09:26 PM
პოსტი
#95
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
დანიელი მიტროპოლიტი უნგრო-ვლახეთისა, მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა და პატრიარქი სრულიად რუმინეთისა
მიმართვა მორწმუნე ერს კვირას, 8 სექტემბერს ყოველთა მწუხარეთა ნუგეშის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე მოგიწოდებთ ილოცოთ მშვიდობისათვის, რომელსაც სულ უფრო მეტად ექმნება სფრთხე. მოვუწოდებთ რუმინეთის საპატრიარქოს ყველა იერარქს, მღვდელს, მონაზონსა და მორწმუნე ერს, გააძლიერონ ლოცვა მშვიდობისათვის. ყველა ჩვენგანმა უნდა ილოცოს და იმუშაოს მშვიდობისათვის, როგორც ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენი მეუფე მშვიდობისა - იესო ქრისტე: "ნეტარ არისნ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ" (მთ.5.9) ეს სადღესასწაულო დრო უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი ლოცვა მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით სირიაში, ეგვიპტესა და მთელს ახლოაღმოსავლეთში, სადაც ჩვენი მოძმე ქრისტიანები დევნისა და ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ვილოცოთ, რომ მშვიდობამ ყველა ადამინისთვის გამოანათოს, დამოუკიდებლად მათი აღმსარებლობისა და კულტურისა. ამდენად წმინდა ლიტურგიაზე, სახარების შემდეგ წავიკითხავთ სპეციალურ ლოცვას "სიყვარულის განსავრცობად და ბოროტების და სიძულვილის განსადევნად." © junior theologians https://www.facebook.com/groups/208300512575117/ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Sep 11 2013, 06:07 PM
პოსტი
#96
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურები მშვიდობისაკენ მოუწოდებენ
11/09/2013 ავტორი: სერგო ფარულავა patriarchესტონეთში ვიზიტისას მისმა ყოვლადუწმიდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა განაცხადა რომ მართლმადიდებლურმა სამყარომაც უნდა მიიღოს რომის პაპ ფრანცისკეს მოწოდება სირიაში მშვიდობისათვის ლოცვის შესახებ . ამ მოწოდებას გამოეხმაურა მისი უნეტარესობა პატრიარქი რუმინეთისა დანიელიც, რომელმაც სამწყსოს სპეციალური ენციკლიკით მიმართა და მოუწოდა გააძლიერონ ლოცვა ახლოაღმოსავლეთში მშვიდობისათვის. + დანიელი მიტროპოლიტი უნგრო-ვლახეთისა, მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა და პატრიარქი სრულიად რუმინეთისა მიმართვა მორწმუნე ერს კვირას, 8 სექტემბერს ყოველთა მწუხარეთა ნუგეშის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე მოგიწოდებთ ილოცოთ მშვიდობისათვის, რომელსაც სულ უფრო მეტად ექმნება საფრთხე. მოვუწოდებთ რუმინეთის საპატრიარქოს ყველა იერარქს, მღვდელს, მონაზონსა და მორწმუნე ერს, გააძლიერონ ლოცვა მშვიდობისათვის. ყველა ჩვენგანმა უნდა ილოცოს და იმუშაოს მშვიდობისათვის, როგორც ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენი მეუფე მშვიდობისა – იესო ქრისტე: “ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ” (მთ.5.9) ეს სადღესასწაულო დრო უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი ლოცვა მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით სირიაში, ეგვიპტესა და მთელს ახლოაღმოსავლეთში, სადაც ჩვენი მოძმე ქრისტიანები დევნისა და ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ვილოცოთ, რომ მშვიდობამ ყველა ადამინისთვის გამოანათოს, დამოუკიდებლად მათი აღმსარებლობისა და კულტურისა. ამდენად წმინდა ლიტურგიაზე, სახარების შემდეგ წავიკითხავთ სპეციალურ ლოცვას “სიყვარულის განსავრცობად და ბოროტების და სიძულვილის განსადევნად.” წყარო სააგენტო რომფეა __ © junior theologians მშვიდობისაკენ მოწოდება უკვე გააკეთეს რუსეთისა და კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურებმა, სირიაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქიც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ პროცესები ომში არ გადაიზრდება. წმ. პავლე მოციქულის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი უერთდება მართლმადიდებელ იერარქთა მოწოდებას სირიაში, ეგვიპტეში და მთელ ახლო აღმოსავლეთში ლოცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით, დაე, უფალმა მშვიდობა მიანიჭოს ჩვენს ქრისტიან ძმებს და ყოველ ადამიანს ამ განსაცდელის ჟამს! http://www.orthodoxtheology.ge/orthodoxforpeace/ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Oct 30 2013, 01:24 AM
პოსტი
#97
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქი კირილი - გიორგი მარგველაშვილს: იმედია, ქართულ-რუსული ურთიერთობების ისტორიაში ახალ ფურცელს შექმნით!
ავტორი: თამარ ბატიაშვილი 29 ოქტომბერი, 2013. 19:23 -+ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. რუსეთის პატრიარქის წერილი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. „ბატონო გიორგი! გულით გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას. ეს გამარჯვება ქართველი ხალხის თქვენდამი და თქვენს მიერ შეთავაზებული პროგრამისადმი ნდობაზე მიუთითებს. ვიმედოვნებ, რომ თქვენი ცხოვრებისეული და პროფესიონალური გამოცდილება დაგეხმარებათ წარმატებულად გაართვათ თავი დაკისრებულ მოვალეობებს, ნაყოფიერად იმუშაოთ სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებისთვის და ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობის მხარდაჭერისთვის. იმედია, პრეზიდენტის პოსტზე თქვენი მუშაობისას ქართულ-რუსული ურთიერთობების ისტორიაში ახალ ფურცელს შექმნით, რადგან ჩვენ ერთმორწმუნე ერები ვართ და გვაერთიანებს სულიერი და კულტურული ღირებულებები. გისურვებთ სულიერ და ფიზიკურ სიმტკიცესა, ასევე ღვთის დახმარებას მომავალ მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობაში", - ნათქვამია პატრიარქ კირილის წერილში. http://reportiori.ge/?menuid=3&id=7140 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Nov 6 2013, 01:39 AM
პოსტი
#98
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გენერალ აბას იბრაჰიმის განცხადებით დადგენილია გატაცებული სირიელი მიტროპოლიტების ადგისლამყოფელი და მიმდინარეობს "არაპირდაპირი მოლაპარაკებები" მათი განთავისუფლების შესახებ. გენერლის თქმით მღვდელმთავართა განთავისუფლებასთან დაკავშირებული სიტუაცია მეტად რთულია.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის 22 აპრილს ალეპოს მართლამადიდებელი მიტროპოლიტი პავლე იაზიგი (ანტიოქიის პატრიარქის ძმა) და სირიელ იაკობიტთა მიტროპოლიტი იუჰანა იბრაჰიმი გაიტაცეს თურქეთ-სირიის საზრვართან და ამჟამამდე მათ შესახებ არანაირი ცნობები არ არსებობდა. © Junior theologians https://www.facebook.com/groups/208300512575117/ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Nov 27 2013, 03:22 AM
პოსტი
#99
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქი ფილარეტი, რომელსაც უკრაინაში თითქმის იმდენივე მრევლი ჰყავს, რამდენიც მოსკოვის საპატრიარქოს, უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ მიმართვას ავრცელებს.
"ბოლო დღეებში, უკრაინის დედაქალაქში და სხვა მრავალ ქალაქში, ასევე საზღვარგარეთ გაიმართა და ამ დრომდე გრძელდება საზოგადოებრივი გამოსვლები უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. ჩვენი ეკლესია, ისევე როგორც სხვა წამყვანი ეკლესიები და რელიგიური ორგანიზაციები უკრაინაში, ერთობლივ განცხადებაში ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს გამოვხატავდით და ვადასტურებდით უკრაინელი ერის ევროპისკენ სწრაფვას. ამ დროის განმავლობაში უკრაინაში და საზღვარგარეთ, პოლიტიკოსებთან და საზოგადოებრივ მოღვაწეებთან, როგორც პირადად პატრიარქმა, ისე ჩვენი ეკლესიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინა ევროპული ქვეყანაა და ეს არჩევანი ევროპულ ქრისტიანული ცივილიზაციასთან მიკუთვნებულობისა 1000 წლის წინ კიევის რუსეთის ნათლობისას გაკეთდა", - ნათქვამია პატრიარქ ფილარეტის მიმართვაში. პატრიარქი ფილარეტი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ევროკავშირის ასოცირებული წევრობა მისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების გზაა მათგან, ვისაც საბჭოთა იმპერიის აღდგენა სურს. ფილარეტი მოუწოდებს სამართალდამცავებსა და სახელმწიფოს, უზრუნველყონ მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ფილარეტი მიიჩნევს, რომ აგრესია მშვიდობიან პროტესტზე სიტუაციის რადიკალიზებას მოახდენს. პარალელურად, უკრაინის გრეკო-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, სვიატოსლავ შევჩუკმა, რომლის მრევლიც 5 მილიონამდეა, სოლიდარობა გამოუცხადა ევრომაიდანზე შეკრებილ ახალგაზრდებს. ათასობით უკრაინელი კიევის ცენტრშია შეკრებილი და ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით აპროტესტებს. აქციის მონაწილეები უკრაინის რადასგან გადაწყვეტილების შეცვლასა და ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვენ. http://www.tabula.ge/ge/story/77444-kievis...archunebis-gzaa -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
qetevano |
Nov 27 2013, 12:39 PM
პოსტი
#100
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
მე ის ვერ გავიგე რატომ ითხოვს ხალხი მაგ სტატიის კომენტარებში ჩვენი პატრიარქისგანაც იგივეს?
პ.ს. უკრაინას პატრიარქი ხომ არ ყავს სინამდვილეში? როგორც ვიცი ფილარეტი მიტროპოლიტია. -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი