IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით)
A.V.M
პოსტი Dec 14 2011, 07:50 PM
პოსტი #41


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



იოსებ ბაგრატიონი, კათალიკოსი

დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1769-1776 წლებში.



იოსებ ბაგრატიონი, სამეფო ოჯახის შვილი, იყო სოლომონ I-ის ძმა და მისი უახლოესი თანამებრძოლი. იოსებმა საეკლესიო წოდების ყველა საფეხური დიაკვნობიდან კათალიკოსობამდე გელათში გაიარა. ამიტომაც განსაკუთრებულ ზრუნვას იჩენდა გელათისადმი. 1745 წლიდან გახდა გენათელი, რამდენიმე ხანში მიტროპოლიტის წოდებაც მიიღო.

იოსები ქმედითად მონაწილეობდა სოლომონს პოლიტიკურ საქმიანობაში.

1766 წელს ჰასან ფაშა იმარეთს შეესია, სვერის ციხეში გამაგრებული სოლომონი დაამარცხა და ქუთაისში შევიდა. მისი დახმარებით იმერეთის ტახტზე თეიმურაზ მამუკას ძე ავიდა. მართალია, მას ადგილობრივ თავადთა უმრავლესობა არ ცნობდა, მაგრამ სოლომონს დიდად შეუშალა ხელი იმერეთის გაერთიანებაში. სოლომონმა ერეკლე II-ს მიმართა თხოვნით ეშუამდგომლა ოსმალებთან სამშვიდობო მოლაპარაკებაში. იოსები მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჯერ ერეკლეს ელჩთან, შემდეგ მასთან ერთად სტამბულში ჩავიდა. ერეკლეს შუამდგომლობას ოსმალეთის მთავრობამ ანგარიში გაუწია, თანაც კარზე იყო მომდგარი რუსეთ-თურქეთის ომი, ამიტომ ოსმალეთი დაინტერესებული იყო იმერეთთან ომის დასრულებაში. წინასწარი შეთანხმებისამებრ, ქართველი ელჩების სულთანს შეჰპირდნენ, რომ სოლომონი იკისრებდა ყოველწლიურ ხარკს 60 ქალის რაოდენობით (მხოლოდ ქალები მაინცადამაინც ქართველები არ იქნებოდნენ), იმ პირობით, რომ ოსმალეთი არ ჩარეულიყო იმერეთის საშინაო საქმეებში. ოსმალეთი საზავო პირობების გაფორმებას აჭიანურებდა. 1767 წელს ოსმალეთმა ხელი მაინც სოლომონისათვის მიუღებელ ხელშეკრულებას მოაწერა: იმერეთის ძველი მოხარკეობა აღადგინა და თეიმურაზიც იმერეთის ტახტზე დატოვა. სოლომონი ამ პირობებს დროის გაყვანის მიზნით დაეთანხმა, სინამდვილეში ბრძოლისათვის ემზადებოდა. 1768 წელს გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა ოსმალეთის კანდიდატურას _ თეიმურაზ მამუკას ძეს და მის მომხრე თავადებს.

ოსმალეთის წინააღმდეგ მეფის ბრძოლას განსაკუთებით უშლიდა ხელს როსტომ რაჭის ერისთავი. მის მხარეზე იყო ოდიშის მთავარი კაცია დადიანიც, რომლისთვისაც რაჭის ერისთავის დამარცხება მიტაცებული ლეჩხუმის დაკარგვას ნიშნავდა. დადიანმა და რაჭის ერისთავმა ახალციხის ფაშას კათალიკოსი ბესარიონი მიუგზავნეს, რომელიც როსტომის ძმა და მისი თანამზრახველი იყო. სწორედ ამ დროს ახალციხის ფაშასთან სოლომონმა იოსებ გენათელი მიაგზავნა. ასე აღმოჩნდა ერთი ეკლესიის ორი მღვდელმთავარი განსხვავებული მისიით საქართველოს მტერთან. იოსები ატყობინებდა ახალციხის ფაშას სოლომონის თანხმობას ზავზე იმ პირობით, თუ ახალციხის ფაშა კათალიკოს ბესარიონს დააპატიმრებდა და სოლომონს გაუგზავნიდა. რადგან უკვე დაწყებული იყო რუსეთ-თურქეთის ომი, ოსმალეთისათვის სოლომონის “წყენინება” არ იყო მომგებიანი და რაჭის ერისთავის მოციქული კათალიკოსი ახალციხის ფაშამ ციხეში დაამწყვდია. კათალიკოსი ციხიდან გაიპარა, ოდიშში ჩავიდა, სადაც კაცია დადიანმა იგი “ოდიშის კათალიკოსად” დაადგინა).

საპასუხოდ სოლომონმა 1769 წელს ბესარიონ კათალიკოსი გადააყენა და იოსები აიყვანა საკათალიკოსო ტახტზე. იმავე წელს სოლომონმა იოსებ კათალიკოსი ურჩ რაჭის ერისთავთან მიაგზავნა მასთან მორიგების მიზნით. იოსები ბარაკონში ჩავიდა, სადაც როსტომ ერისთავმა მას საუკეთესო მიღება მოუწყო. კათალიკოსმა ერისთავს ბარძიმზე დაფიცებით მეფისაგან უვნებლობა აღუთქვა.

მაგრამ სოლომონმა ფიცი დაარღვია, შესარიგებლად ჩასული რაჭის ერისთავი შვილებიანად შეიპყრო და თვალები დათხარა. კათალიკოსისათვის ეს ერთობ მძიმე მორალური დარტყმა აღმოჩნდა.

ამის შემდეგ, 1771-1773 წელებში, იოსებ კათალიკოსი შეეცადა კაცია დადიანთან მოლაპარაკებას, რათა “ოდიშის საკათალიკოსო” გაეუქმებინა. მოლაპარაკებას შედეგი არ მოჰყოლია. 1773 წელს ბესარიონ კათალიკოსი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ოდიშის მთავრებს აღარ უცდიათ ოდიშში კათალიკოსის დასმა.

გენათლობის პერიოდში, 1760 წელს, იოსებმა გელათის მონასტერს შემოავლო გალავანი, ღმრთისმშობლის ტაძარში სამღვდელმთავრო ქვის ტახტი დადგა, რომელიც მარმარილოს პერანგით მოაპირკეთა. მონასტერს დაუბრუნა ბევრი მიტაცებული ყმა-მამული. კათალიკოსოსად კურთხევის შემდეგ 1770 წელს ყმები შესწირა ბიჭვინტის ღმრთისმშობელს.

შემორჩენილია იოსებ კათალიკოსის დაკვეთით შესრულებული ხელნაწერები. მან მოიპოვა და “დაიხსნა” დაკარგული იოანე ქსიფილინოსის შრომების ხელნაწერი კრებული და გელათის წმინდა გიორგის ტაძარს შესწირა (K 1-3); იოსებ კატალიკოსს გადაურჩენია სამუდამო დაკარგვას აგრეთვე ქართული ენისა და ქართული სამწიგნობრო ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ძეგლი ე.წ. ვანის სახარება ( A 1335). ცნობილია აგრეთვე მისი დაკვეთით გადაწერილი სჯულისკანონი, იოანე სინელის კლემაქსი და სხვ. 1772 წელს იმერეთში გადმოხვეწილმა ზაქარია გაბაშვილმა იოსებ კათალიკოსის დაკვეთით გადაწერა იოანე ოქროპირის “საღმრთო ჟამის წირვა”, რომლის რედაქციულ გამართვაში _ ბერძნულ დედანთან და რუსულ თარგმანთან შეჯერებაში იოსებსაც მიუღია მონაწილეობა (Q 331).

იოსებ კათალიკოსმა გარდა წიგნებისა, გელათის საგანძურს შეჰმატა ძვირფასი სამღვდელმთავრო შესამოსელი და საეკლესიო სამსხურებელი ჭურჭელი.

იოსებ კათალიკოსი გარდაიცვალა 1776 წელს, 37 წლის ასაკში, დაკრძალულია გელათში.





წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1. თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, თფილისი, 1898.

2. ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც. თბილისი, III,გვ.883-85.

3. ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, II, თბილისი, 1920.

4. ბ. ლომინაძე, მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, ნაკვ.31.

5. ლ. მენაბდე, ძველი ქართული კულტურის კერები, I, ნაკვ. II, თბილისი, 1962.

6. თ. ქორიძე, იოსები (ბაგრატიონი) საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები, ნეკერი,2000.


მოამზადა გულნარა მჭედლიძემ


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 16 2011, 08:28 PM
პოსტი #42


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



კირიონ ( კირონ ) I, კათალიკოსი

ქართლის კათალიკოსი 599-614 / 616 წლებში.





კირონ (კირიონ) I-ის შესახებ ძველ ქართულ წერილობით წყაროებში თითქმის არაფერია თქმული. სომხური წყაროების თანახმად, იგი წარმოშობით ქართლის ერისთავთა კლარჯულ-ჯავახური შტოს წარმომადგენელად იხსენიება, სოფელ სკუტრიდან (საქუდრია). კირიონის საერისკაცო სახელი სვიმეონი ყოფილა. ყრმობისას იგი 15 წელი ტყვედ თუ მძევლად იმყოფებოდა სომხეთის ე. ბერძნულ ნაწილში, კოლონიის პროვინციაში, დაბა-ქალაქ ნიკოპოლისში. პირველდაწყებითი განათლება კირიონმა ჯავახეთში მიიღო, 15 წელი კი ნიკოპოლისში სწავლობდა, სადაც საფუძვლიანი საღვთისმეტყველო განათლება შეიძინა. სწავლის დამთავრების შემდეგ კირიონი დამკვიდრდა სომხეთში, ქ. დვინში, სადაც დაუახლოვდა მონოფიზიტ სომეხთა კათალიკოსს მოსეს და თვითონაც აღიარა მონოფიზიტობა. თავდაპირველად კირონი აირარატის გავარის ქორეპისკოპოსისა და დვინის კათოლიკე მონასტრის წინამძღვრის ხარისხებს დაეუფლა. მოსეს კათალიკოსმა იგი ეპისკოპოსად აკურთხა. მას სომხეთში 5 წელი უმოღვაწია.

X საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, უხტანესის გადმოცემით, ქართლის მთავარს სომეხთა კათალიკოს მოსესათვის უთხოვია ქართლის საკათალიკოსო ტახტზე კანდიდატის შერჩევა. საბოლოოდ ქართლის პრომონოფიზიტურად და სპარსოფილურად განწყობილი ძალების მოწადინებით, 599 წელს კირიონი, ბართლომე კათალიკოსის გარდაცვალების შემდეგ, მცხეთის საკათალიკოსო ტახტზე აკურთხეს.

კირიონის კათალიკოსად კურთხევა დაემთხვა ქართლის სამეფოს გაძლიერების პერიოდს, როდესაც ქართლის ერისმთავრებმა – ჯერ გუარამმა და შემდგომ სტეფანოზ I-მა ბიზანტია-ირანის დაპირისპირების დაძაბული ფონი მოხერხებულად გამოიყენეს ქვეყნის ასაღორძინებლად. ასეთ პოლიტიკას, რასაკვირველია, ქრისტიანული ეკლესიის თანადგომა ესაჭიროებოდა. ფხიზელი პოლიტიკური ალღოს და ძლიერი ნების კირიონ კათალიკოსი იმთავითვე ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად ქცეულა. როგორც ჩანს, კირიონი დიდ ზეგავლენას ახდენდა ქართლის პოლიტიკური მესვეურების გადაწყვეტილებებზე. მის დროს ვარაუდობენ მკვლევარნი ქართლისა და ეგრისის ეკლესიების გაერთიანებას.

602 წლიდან, როდესაც ირანსა და ბიზანტიას შორის დაძაბული ბრძოლის სასწორი ირანის სასარგებლოდ გადაიხარა, ქართლი კვლავ ირანის გავლენის ქვეშ მოექცა. თუმცა, რადგან ხოსრო ფარვიზის მთელი ყურადღება ბიზანტიის მცირეაზიური პროვინციებისაკენ იყო მიმართული, ქართლის ერისმთავარი ფორმალურად აღიარებდა ირანის შაჰის უზენაესობას, ფაქტობრივად კი დამოუკიდებლად განაგებდა თავისი ქვეყნის ბედს. ამ დროს ქართლში აქტიურად იღვწიან ადარნასე ერისმთავარი (რომელმაც დაახლოებით 604 წლიდან შეცვალა მონოფიზიტი სტეფანოზ ერისმთავარი) და კირიონ ქართლის კათალიკოსი. ეს იყო ქართლის სახელმწიფოებრივობის აღორძინების ხანა.

კირიონის მეცადინეობით და საზოგადოების მხარდაჭერით ქართლში ოფიციალური ქრისტიანული მრწამსი დიოფიზიტური გახდა. იმ დროისათვის ბუნებრივ ქრისტიანულ აღმსარებლობათა სიჭრელეს კირიონი მკვეთრად არ დაპირისპირებია. მათ მიმართ კათალიკოსმა შემწყნარებლური პოლიტიკა გაატარა, სამაგიეროდ, მკაცრად მოითხოვა ღვთისმსახურებაში ქართული ენის დამკვიდრება. კირიონის პოლიტიკურ გამჭრიახობასა და “რკინისებურ” სიმტკიცეზე მიუთითებენ სომხური წყაროები. თვით ყველაზე უფრო შერეული მოსახლეობის ცურტავის ეპარქიაში კირიონმა ღვთისმსახურების სავალდებულო ენად ქართული გამოაცხდა.

კირიონის ამ პოზიციამ და აგრეთვე მისმა შეურიგებლობამ მონოფიზიტობის წინააღმდეგ წარმოშვა კონფლიქტი კირონსა და ცურტავის ქართულ-სომხურენოვან სამწყსოს ეპისკოპოს მოსე ელივარდელს შორის. კონფლიქტში სომხეთის ეკლესიის იერარქებიც ჩაერთვენ. საბოლოოდ წარმოიშვა საეკლესიო განხეთქილება, რომელიც კავკასიის ეკლესიების გათიშვით დამთავრდა: ქართული ეკლესია დიოფიზიტურ მრწამსს დაადგა, სომხური მონოფიზიტურს, ალბანური კი ერთხანს მათ შორის მერყეობდა. კონფლიქტი დაიწყო 605 წელს, როდესაც ცურტავის სომეხი ეროვნების მონოფიზიტმა ეპისკოპოსმა მოსემ ამხილა ადგილობრივი წარჩინებულები ქალკედონიტური აღმსარებლობის გამო. ასეთი ნაბიჯი ქალკედონიტების წინააღმდეგ მან სომხეთის ეკლესიის წაქეზებით გადადგა, მაგრამ დამარცხება განიცადა და სომხეთში გაიქცა. ამიერიდან ცურტავის ეპისკოპოსად სხვა დაადგინეს და ცურტავის სომხურენოვან თემში მღვდელმსახურების აღსრულება ქართულ ენაზედაც სავალდებულო გახადეს. საქართველოდან გაქცეულმა მოსე ეპისკოპოსმა სომეხთა კათალიკოსის მოადგილეს ვრთანეს ქერდოლს კირონ კათალიკოსისა და ქართლის მთავრების საქციელზე წერილობით შესჩივლა. სომხური ეკლესიის მესვეურებმა და მთავრებმა კირიონ კათალიკოსთან ფართო წერილობითი პოლემიკა წამოიწყეს მოსე ეპისკოპოსისა და მონოფიზიტობის დასაცავად. საბოლოოდ აბრამ სომეხთა კათალიკოსმა 608 “საყოველთაო ეპისტოლე” გამოსცა, რომელიც სომხებს ყოველგვარ კავშირს უკრძალავდა ქართველებთან და ალბანელებთან, გარდა ყიდვა-გაყიდვისა.

იერუსალიმის აღების შემდეგ (614 ) ხოსრო II-მ მოიწვია ქრისტიანული საეკლესიო კრება, რომელმაც მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, შაჰის მორჩილ ყველა ქრისტიანს სომეხთა სარწმუნოების (ე.ი. მონოფიზიტობის) აღიარება ევალებოდა. ასეთ ვითარებაში კირონ კათალიკოსი, ადარნასე ერისმთავარი და სხვა მთავრები იძულებული შეიქნენ დაეტოვებინათ ქართლი. ამ პერიოდიდან კირონ ქართლის კათალიკოსის შესახებ წყაროებში არაფერია მითითებული. ზ. ალექსიძის აზრით, კირონი ეგრისში გადავიდა და იქ ფაზისის მიტროპოლიტობა მიიღო. იმავე ავტორის ვარაუდით, “კირონ ქართლის ეპისკოპოსი და კიროს ფასისელი ალექსანდრიელი, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი გამოჩენილი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, თეოლოგი და მონოთელიტური წვალების იერარქი, ფასისის მიტროპოლიტი _ ერთი და იგივე პიროვნებაა”.

კირიონი ყოველთვის იცავდა ქალკედონის კრების ქრისტოლოგიას და ამით ქართული ეკლესიის თვითმყოფადობას. იგი აღიარებდა 5 პატრიარქის ავტორიტეტს, რომელთაგან განსაკუთრებით გამოარჩევდა იერუსალიმის პატრიარქს, რომელთანაც მიწერ-მოწერაც ჰქონდა. მან რომის პაპსაც გაუგზავნა წერილი ნესტორიანობასთან დაკავშირებით. შემონახულია პაპის, გრიგოლ დიდის საპასუხო წერილი (ლათინურ ენაზე) კირონის ერთ-ერთ ეპისტოლეზე. არსებობს აგრეთვე კირიონის ეპისტოლეები სპარსეთის სამეფოს უმაღლეს მოხელეებთან. ყველა ეპისტოლეში ჩანს კირიონის დიდი განათლება, დიპლომატია, ერუდიცია, თავდაჭერილობა.

კირონის (კირიონ) ერთ მთავარ დამსახურებად ითვლება ის, რომ VII საუკუნის დასაწყისში მან პირველმა გამიჯნა ქართული ეკლესია მონოფიზიტური ეკლესიისაგან, გადაიყვანა ქალკედონურზე და ეროვნულ ინტერესების დაცვა დააკისრა.



წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. ეპისტოლეთა წიგნი, თფლისი, 1901 (სომხურ ენაზე).
2. უხტანესი, ისტორია ქართველთა და სომეხთა განყოფისა. ვაღარშაპატი, 1871 (სომხურ ენაზე).
3. “სარწმუნოების ბეჭედი” (“კნიქ ჰავატო”) ქართული წყაროები სომხეთისა და სომხების შესახებ, ლ. მელიქსეთ-ბეგის გამოცემა, I, 1934 (სომხურ ენაზე).
4. იოანე დრასხანაკერტელი, სომხეთის ისტორია მ. ემინის გამოცემა. მოსკოვი. 1853 (სომხურ ენაზე).
5. სტეფანოს ტარონეცი (ასოღიკი). მსოფლიო ისტორია. ტფლისი, 1887, (სომხურ ენაზე).
6. კირაკოზ განძაკეცი, სომხეთის ისტორია, კ. მელიქ-ოჰანჯანიანის გამოცემა. ერევანი, 1961 (სომხურ ენაზე).
7. იოანე დრასხანაკერტელი, სომხეთის ისტორია, ი. აბულაძის თარგმანი საქართველოს ისტორიის ამსახველი მასალისა. თბილისი. 1937.
8. იოანე დრასხანაკერტელი, სომხეთის ისტორია, სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და საძიებლით გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა. თბილისი. 1965.
9. ქართლის ცხოვრება, ტ. I ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბილისი, 1955.
10. ეპისტოლეთა წიგნი, სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და კომენტარებით გამოსცა ზაზა ალექსიძემ, თბილისი. 1968.
11. ვახუშტი ბაგრატიონი, ტომობა და შთამომავლობა ქართველთა, ხელნაწერთა ინსტიტუტი. A-756.
12. ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, გამოსცა ილია აბულაძემ, თბილისი. 1953.
13. მ. თამარაშვილი, ისტორია კათალიკობისა ქართველთა შორის, თბილისი, 1902.
14. სებეოსი, ისტორია, ერევანი, 1939 (სომხურ ენაზე).
15. სტეფანოს ორბელიანი, სისაკანის სახლის ისტორია, თიფლისი, 1910 (სომხურ ენაზე).
16. ვარდან აღმოსავლელი, მსოფლიო ისტორია, 1861 (სომხურ ენაზე).
17. ლიტერატურა:
18. ნ. აკინიანი. ქართველთა კათალიკოსი კირიონი. ვენა. 1910.
19. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, I, თბილისი, 1960.
20. Н. Адонц, Ампелий, епископ Херсонский (К критике армянской «Книги посланий»), Христианский Восток , II, 1913.
21. И. Джавахов, История церковного разрыва между Грузией и Арменией в начале VII века. Известия Императорской Академии наук VI, №5, 1908.
22. Ив. Джавахишвили, Государственный строй древней Грузии и Армении. С.Петербург. 1905.
23. ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, , თბილისი, 1928.
24. პ. კარბელაშვილ, იერარქია საქართველოს ეკკლესიისა, კათალიკოსნი და მღვდელმთავარნი, თფილისი, 1900.
25. ს. ჯანაშია. ფეოდალური რევოლუცია საქართველოში. თბილისი, 1935.
26. ვ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბილისი, 1960.
27. ლეო. სომხეთის ისტორია. II. ერევანი. 1947 (სომხურ ენაზე).
28. გ. ზარბანალიანი, ძველი სომხური მწერლობის ისტორია, ვენეცი, 1897 (სომხურ ენაზე).
29. ილია აბულაძე, მხითარ გოშის ტრაქტატი “ქართველთათვის” და მისი ლიტერატურული წყაროები, თსუ შრომები. VII, 1938

მოამზადა ელენე ცაგარეიშვილმა


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 18 2011, 09:51 PM
პოსტი #43


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მაქსიმე აბაშიძე. კათალიკოსი

დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი 1776-1795 წლებში, დიპლომატი





მაქსიმე აბაშიძე დაიბადა დაახ. 1725 წ. 1759-1776 წლებში იგი ქუთათელი მიტროპოლიტია. მაქსიმე აბაშიძე იმ საეკლესიო მოღვაწეთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც სახელმწიფოებრივი ცნობიერების გაღვივებას ცდილობდნენ მათთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით. მაქსიმე ქუთათელი ნაყოფიერად თანამშრომლობდა სოლომონ პირველთან და დავით გიორგის ძესთან.

მაქსიმემ სასულიერო და საერო განათლება მიიღო გელათში, რომელსაც საგანმანათლებლო ცენტრის მნიშვნელობა გვიანდელ შუა საუკუნეებშიც ჰქონდა შენარჩუნებული. სასულიერო საგნებთან ერთად აქ ასწავლიდნენ ისტორიას, უცხო ენებს _ ლათინურს, ბერძნულს, თურქულს, რუსულს, ფრანგულს.

1759 წელს სოლომონ პირველის ინიციატივით მოწვეულმა ცნობილმა კრებამ, რომელმაც სასტიკად აკრძალა ტყვეთა სყიდვა, მაქსიმე აბაშიძე ქუთაისის კათედრის მწყემსმთავრად აირჩია. ამ დროს ნახევრად დანგრეულ საქუთათლო ტაძარი ოსმალებს ეკავათ, ტაძრის მამული გაპარტახებული, მრევლი _ უპატრონოდ მიტოვებული. მაქსიმე დიდი მონდომებით შეუდგა საქუთათლოს აღდგენას: სოფელ მაღლაკში ააშენა მცირე ეკლესია და იქ გადაასვენა ქუთაისის ღვთისმშობლის ხატი; აღადგინა ოსმალთაგან დანგრეული ეკლესიები; დაიწყო ყმების დასახლება უპატრონოდ მიტოვებულ მამულებზე; მისი თხოვნით საქუთათლო ყმებს მეფემ საგადასახადო იმუნიტეტი მიანიჭა. 1770 წლის 6 აგვისტოს სოლომონმა თურქებისაგან გაათავისუფლა ქუთაისის ციხე, ამის შემდეგ უკვე შეიძლებოდა ფიქრი ტაძრის აღდგენაზე. 1772 წლის 17 მაისს მაქსიმეს ბრძანებით, ქუთაისის ციხეში დაკიდეს ზარი. ეს იყო უაღესად დიდი მნიშვნელობის სიმბოლური აქტი _ ქართველმა ხალხმა ირწმუნა ოსმალთაგან გათავისუფლების შესაძლებლობა. 1773 წელს მარტის თვეში ქუთაისის საყდრის აღდგენა დაიწყო.

1776 წელს, იოსებ კათალიკოსის გარდაცვალების შემდეგ, ქუთაისის ყოვლად წმიდის ტაძარში მაქსიმე კათალიკოსად აკურთხეს. ამ დროიდან მაქსიმეს ზრუნვა მთელ დასავლეთ საქართველოს ეკლესიებს წვდება. ეკლესიის მატერიალური ცხოვრების აღორძინებისათვის მაქსიმე სოლომონ I-ისაგან იღებს სრულ მხარდაჭერას. კათალიკოსის თხოვნით მეფემ სრული შეუვალობა მიანიჭა ბიჭვინტის ღვთისმშობლის (გელათში) ეკლესიის მამულებს. ამავე დროს მაქსიმემ მოახერხა ოსმალობის დროს ფეოდალთა თვითნებობით მიტაცებული საეკლესიო მამულების დაბრუნება, მოიხილა გურიიის ეკლესია-მონასტრები, ადგილზე გაეცნო სამწყსოს მდგომარეობას, აღადგინა შემოქმედისა და ჯუმათის საეპისკოპოსოები. მოგზაურობის დროს პირადად ეცნობა გურიელის ოჯახს და მათგან იღებს გურიის უდაბნოს ეკლესიისათვის მატერიალური დახმარების პირობას.

სრულიად განსაკუთრებულია მაქსიმე აბაშიძის წვლილი იმ სამარცხვინო მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც “ტყვის სყიდვა” ეწოდებოდა.

1759 წლის საეკლესიო კრების ძირითადი დადგენილება დასავლეთ საქართველოში ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვას შეეხებოდა. ამ საქმეში სოლომონ პირველს გვერდით ედგნენ მოწინავე სამღვდელოება და თავადაზნაურობა. რასაკვირველია, იყვნენ მოწინააღმდეგენიც, რომელთაც ოსმალეთის ხელისუფლება უმაგრებდა ზურგს. ტყვეებით ვაჭრობის შეწყვეტას ოსმალეთი პირდაპირ ურჩობად აღიქვამდა და დაჟინებით მოითხოვდა მის აღდგენას.

მაქსიმე ქუთათელი უდიდესი ენთუზიაზმით ჩაება ტყვეთა სყიდვის საწინააღმდეგო მოძრაობაში. იგი დადიოდა ყველგან – სოფელ-სოფელ, დიდ და გავლენიან ოჯახებში, ხვდებოდა მრევლს, თავის შესანიშნავ ქადაგებებში ესაუბრებოდა ხალხს ტყვის სყიდვის დამღუპველ ზეგავლენაზე ქვეყნისათვის და კერძო ოჯახებისათვის; შეახსენებდა მრევლს მოძმის ქრისტიანულ სიყვარულს და შეჩვენებას უთვლიდა ურჩებს და ავის განმზრახველებს. ამ საქმეს მაქსიმე კათალიკოსად კურთხევის შემდეგ კიდევ უფრო მეტი გულმოდგინებით ემსახურებოდა. მის ქადაგებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების ყველა ფენაში _ ტყვის გამტაცებელთა მიმართ ითესებოდა შეუწყნარებლობა და შერცხვენა. ცნობილია 1777 წლის 10 იანვრით დათრიღებული გიორგი გურიელის პირობის წიგნი მაქსიმე კათალიკოსისადმი: “...რომელთაც რომ ტყვის მსყიდველი კაცი თქვენგან სახელდობრ შეიჩვენოს, ის კაცი ჩვენთან არ მოუშვათ, არც ჩვენ სიალოვეს გავარონინოთ, არც ვსვათ, არც ვჭამოთ იმასთან, არამედ, ვითარცა ძაღლი განცოფებული, ეგრეთ შევრაცხოთ კაცი იგი,. ჱარამედ, რომელიც შევიძლო, მის მტრობასა და ავად მოპყრობასაც ვეცადო და უკეთუ აღთქმა ესე ვერ სრულვყო, თქვენგან და თქვენის კრებისაგან შეუნდობელი ვიყო”. ასეთივე პირობის წიგნი ჩამოართვა მაქსიმემ იმერელ თავადს მერაბ ლორთქიფანიძეს. ურჩების მიმართ მაქსიმე მართლაც დაუნდობელი იყო: 1776 წლის 28 დეკემბრით დათარიღებული საბუთის მიხედვით, მას შეუჩვენებია და ეკლესიიდან განუკვეთია თავადი კაცია ჩიჩუა, რომელსაც ბიჭვინტის ეკლესიის ყმები “უსჯულო ოთმანიანებისათვის” მიუყინია.

მაქსიმე კათალიკოსი ყველა ღონეს ხმარობდა სამშობლოდან გატაცებული ტყვეების უკან დასაბრუნებლად. ცნობილია მისი განზრახვა ყირიმში წასვლისა “წმინდა ადგილების მოსანახულებლად”, რათა ყირიმში მყოფ ქართველ ტყვეებს დახმარებოდა უკან დაბრუნებაში. 1799 წელს მან ყირიმში გამგზავრების ნებართვა სთხოვა ასტრახანის გუბერნატორს, მაგრამ მისგან უარყოფითი პასუხი მიიღო.

შემორჩენილია კათალიკოს მაქსიმეს რჩევა-დარიგება უდაბნოს მამა იობისადმი და ერკეთის წინამძღვარ ბესარიონისადმი, შედგენილი 1777 წელს. “რჩევა-დარიგებაში” საუკეთესოდ ჩანს დასავლეთ საქართველოს ეკლესიის იმჟამინდელი მდგომარეობა და კათალიკოს მაქსიმეს უშეღავათო დამოკიდებულება ეკლესიისათვის შეუფერებელ ღვთისმსახურთა მიმართ.

1781-1784 წლებში მაქსიმე კათალიკოსი აღმოსავლეთ საქართველოში იმყოფება ერეკლეს კარზე. მკვლევართა აზრით, ეს ფაქტი სოლომონ პირველსა და კათალიკოს მაქსიმეს შორის წარმოქმნილი უთანხმოების შედეგი უნდაყოფილიყო. მაქსიმე კათალიკოსს არ მოსწონდა სოლომონის განსაკუთრებული შემწყნარებლური დამოკიდებულება ბერი წულუკიძისადმი და სოლომონის ძის, ალექსანდრე ბატონიშვილის “უჯერო” დაქორწინება მის ასულზე. ამ ქორწინების გამო ალექსანდრე ბატონივილი ეკლესიამ შეაჩვენა. ამ ქორწინებიდან მალე ბატონიშვილი გარდაიცვალა. მაქსიმე კათალიკოსმა არ შეიწყნარა სოლომონის თხოვნა უფლისწულის დაკრძალვის თაობაზე გელათში. ბატონიშვილი დაუკრძალავთ გელათის მონასტრის გარეთ. სწორედ ამ ამბების შემდეგ მაქსიმე ტოვებს იმერეთს.

1784 წლის ივნისში, სოლომონის გარდაცველების შემდეგ, მაქსიმე კვლავ დასავლეთ საქართველოში ბრუნდება კათალიკოსის პატივით.

დიპლომატიური მოღვაწეობა. 1757-1768 წლებში სოლომონ I-ის აქტიურ მოქმედებებს ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ ოსმალთა გააფთრებული წინააღმდეგომა მოჰყვა. ხრესილის ომის შემდეგ ოსმალები ოთხჯერ შემოიჭრნენ იმერეთში. 1766 წელს მათ კვლავ მოახერხეს პოზიციების დაბრუნება, მაგრამ დროებით. სოლომონი ამ დროს ოთხი კაცის თახლებით მოდინახეს ციხეში იმალებოდა. 1768 წელს სოლომონმა დაიბრუბნა იმერეთის ტახტი. ამავე წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებასთან დაკავშირებით, სოლომონ მეფემ მაქსიმე ქუთათელი ერთი არქიმანდრიტისა და ორი ბერის თანხლებით პეტერბურგს გაგზავნა ეკატერინე II-სთან მოსალაპარაკებლად. ელჩს უნდა ეცნობებინა რუსეთის იმპერატორისათვის, რომ იმერეთის მეფემ ომი გამოუცხადა თურქებს _ შეუწყვიტა მათ ტყვეების მიცემა და მრავალი დამარცხებაც აგემა. იმერეთის მეფე ქვეშევრდომობაში შესვლას ჰპირდებოდა იმპერატორს, თუ კი იგი დაიხსნიდა ოსმალთაგან; სთხოვდა მცირე სამხედრო ძალას, რომ შეძლებოდათ წინააღმდეგობის გაწევა;

გარდა იმპერატორისადმი გაგზავნილი წერილისა, მაქსიმეს რუსეთში მეფის კიდევ ორი წერილი მიჰქონდა _ ერთი ყიზლარის კომენდანტ გენერალ-მაიორ ნიკოლოზ პოტაპოვთან, მეორე _ გრაფ ნიკიტა პანინთან. ორივე წერილში მეფე ადრესატებს საქმის გარემოებას უხსნიდა და ელჩობისადმი შეწევნას სთხოვდა.

ყიზლარის კომენდანტი, რომელიც საგარეო საქმეთა კოლეგიის მიერ 1767 წელს შემუშავებული რეზოლუციით ხელმძღვანელობდა, აფერხებდა უცხო ქვეყნის ელჩების უმაღლეს კარზე გაგზავნას. იგი შეეცადა დაერწმუნებინა მაქსიმე, რომ აჯობებდა უკან გაბრუნებულიყო და იქ დალოდებოდა “უმაღლეს ნებართვას”. მაგრამ მაქსიმემ მტკიცედ მოსთხოვა კომენდანტს სასწრაფოდ ეცნობებინა პეტერბურგისათვის იმერეთის ელჩობის შესახებ და უარი განაცხადა სამშობლოში დაბრუნებაზე პეტერბურგიდან ოფიციალური პასუხის მიღებამდე. მაქსიმეს პრინციპულობამ აიძულა ყიზლარის კომენდატი გაეგზავნა პეტერბურგში მოხსენება იმერეთის ელჩობის შესახებ და მასთან ერთად სოლომონ მეფის წერილები ეკატერინე II-ისაAA და გრაფ პანინის სახელზე. პეტერბურგიდან დაუყონებლივ მოვიდა გრაფ პანინისა და გოლიცინის ბრძანება, რომელშიც ყიზლარის კომენდატს ატყობინებდნენ, რომ რუსეთ-თურქეთის მიმდინარე ომის პირობებში ფრიად სასურველი იყო იმერეთის ელჩის სტუმრობა პეტერბურგში. ისინი უბრძანებდნენ კომენდანტს, სასწრაფოდ გაეგზავნა იმერეთის ელჩი პეტერბურგისაკენ და უზრუნველეყო იგი ტრანსპორტითა და მგზავრობის ხარჯებით. ამავე დროს ავალებდნენ, რომ იმერეთში დაებრუნებინა მაქსიმეს თანმხლები არქიმანდრიტი, რათა მას ჩაეტანა სოლომონ მეფესთან რუსეთის მთავრობის კეთილგანწყობის ამბავი და საიდუმლო მრჩევლის, პანინის წერილი, რომელშიც ის გამოხატავდა რუსეთის მთავრობის სურვილს _ სოლომონს დაუყონებლივ დაეწყო დივერსიული მოქმედებები თურქების წინააღმდეგ. ამასთანავე მიანიშნებდნენ სოლომონს, რომ კარგი იქნებოდა, თუ ერეკლესთან თბილისში ჩავიდოდა და სეეცდებოდა მის დაყოლიებას ერთობლივ მოქმედებაზე თურქთა წინააღმდეგ.

ყიზლარიდან მაქსიმე ქუთათელი ასტრახანში ჩადის, სადაც იგი ემზადება შორეული მგზავრობისათვის და, საბოლოოდ, 1769 წლის 8 მარტს პეტერბურგამდე აღწევს. 14 მარტს მან ელჩობის მიზეზებისა და მიზნების შესახებ ვრცელი წერილი წარუდგინა რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიას. წერილში აღწერილია იმერეთში ოსმალთა ბატონობის ხასიათი _ გადასახდები, ტყვეებით ვაჭრობის წაქეზება და თანადროული ვითარება _ ოსმალეთის გაღიზიანება სოლომონ მეფის ღონისძიებების, განსაკუთრებისთ ტყვეთა სყიდვის აკრძალვის გამო. საგარეო საქმეთა კოლეგიაში მაქსიმეს მონათხრობის მიხედვით ჩაუწერიათ მეორე წერილი, რომელშიც დიპლომატი რუსეთის ხელისუფალთ აცნობს საკუთარი ქვეყნის ისტორიას, გეოგრაფიას, მეურნეობას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას, აღწერს იმერეთისა და რუსეთის დამაკავშირებელ გზებს. ამავე წერილში ქუთათელი ახასიათებს სოლომონ მეფისა და ერეკლე მეორის მეგობრულ ურთიერთობას, ლაპარაკობს მათ მიერ ერთმანეთისათვის გაწეულ ღია თუ ფარულ სამხედრო დახმარებაზე.

პეტერბურგში ქუთათელი სამ თვეს იმყოფებოდა. ამ ხნის მანძილზე იგი მართავს საქმიან შეხვედრებს რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის წარმომდგენლებთან, მათ შორის სამოქალაქო მრჩეველ თავად ამილახვართან. ამ შეხვედრების დროს ქუთათელი საუბრობს იმერეთის პრობლემებზე, ოსმალეთთან ურთიერთობის გამწვავების მიზეზებზე, განსაკუთრებით ტყვეთა სყიდვის აკრძალვაზე, სოლომონ მეფის მცირერიცხოვანი ჯარის სამხედრო წარმატებებსა და განცდილ მარცხზე, მეფისადმი ხალხის მხარდაჭერაზე. ქუთათელი ცდილობდა დაერწმუნებინა რუსეთის ხელისუფალნი, თუ რა სარგებლობას მოუტანდა თავად რუსეთს სოლომონ მეფისათვის დამხმარე ჯარის გაგზავნა.

მაქსიმე მიტროპოლიტი ხელცარიელი არ დაბრუნებულა. მან ჩამოიტანა ეკატერინე II-ის წერილი, რომელშიც იგი იმერეთის მეფეს აუწყებდა, რომ იგი მხარს უჭერდა სოლომონის დაუღლელ მცდელობას, შეენარჩუნებინა ქრისტიანული მართლმადიდებლური კანონი და აღეკვეთა ქრისტიანების დატაცება, რომ აგზავნიდა სარდალს, სამხედრო შენაერთს და ფულად თანხას სამხედრო ხარჯებისათვის. მაქსიმეს პეტერბურგიდან იმერეთში სპეციალური დავალებით გამოაყოლეს ანტონ მოურავოვი _ რუსეთის სამსახურში შესული ქართველი თავადი. პირადად მაქსიმეს, იმპერატორის ბრძანების თანახმად, აჩუქეს 1000 მანეთი. მაქსიმეს თან მოჰქონდა ეკატერინე II-ის და გრაფ პანინის წერილები სოლომონ და ერეკლე მფეების სახელზე. მაქსიმე ქუთათელი და მოურავოვი ყიზლარში იყვნენ ჩასულნი, როდესაც მოურავოვმა მიიღო გრაფ პანინის ბრძანება, გამოერთმია იმერეთის ელჩისათვის წერილები, დასწეოდა გრაფ ტოტლებენის რაზმს და წერილები თვითონ მიერთმია იმერეთის მეფისათვის. მოურავოვმა დავალება შეასრულა და წერილებიანად დაეწია ტოტლებენს, მაგრამ საბოლოოდ მოურავოვს ტოტლებენმა ჩამოართვა წერილები და თავად წარუდგინა სოლომონ მეფეს, რომელიც მას 1769 წლის 26 სექტემბერს იმერეთის საზღვარზე შეხვდა.

იმხანად რუსეთის მთავრობის მიერ საქართველოს მეფეებისადმი გამომჟღავნებული ერთგვარი კეთილგანწყობის ერთადერთი მიზანი იყო იმერეთისა და ქართლ-კახეთის სამეფოების ომში ჩაბმა, რათა ოსმალეთს ისათვის კავკასიაში მეორე ფრონტი გახსნოდა და ამით რუსეთის მდგომარეობა დუნაისპირეთში შემსუბუქებულიყო. ამ საქმეში გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა გენერალ ტოტლებენს, რომელმაც საქართველოში სახელი მოიხვეჭა თვითნებობით და ქართველ მეფეებთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებებით. მიუხედავად ამისა, სოლომონ მეფემ რუსული რაზმების დახმარებით იმერეთის ციხეები ოსმალთაგან გაათავისუფლა. ეს იყო მაქსიმე აბაშიძის ელჩობის პრაქტიკული შედეგი.

1784 წელს სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ მწვავედ დადგა იმერეთის ტახტის მემკვიდრის საკითხი. საქმეში ერეკლე მეფე ჩაერია. იმერეთის სამეფო კანდიდატის შერჩევისას ერეკლე ხელმძღვანელობდა საქართველოს მომავალი გაერთიანების პერსპქტიული გეგმით და ამიტომ მხარს საკუთარ შვილიშვილს, დავით არჩილის ძეს (მომავალ სოლომონ მეორეს) უჭერდა, რომელიც მაშინ 11 წლისა იყო. ამიტომ ერეკლემ შესაძლებლად ჩათვალა დავით გიორგის ძის გამეფება დავით არჩილის ძის სრულწლოვანობამდე. იმერელ თავადებთან ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად ერეკლემ ქუთაისში გაგზავნა იმჟამად მის კარზე მყოფი მაქსიმე აბაშიძე. მასთან ერთად იმერეთში გაემგზავრა რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში, ბურნაშოვი. ასე დაბრუნდა მაქსიმე კათალიკოსი იმერეთში.

1784 წლის 21 ივნისს იმერეთის ახალმა მეფემ, დავით გიორგის ძემ და თავადებმა, მაქსიმე კათალიკოსისა და ბურნაშოვის თანდასწრებით ერთმანეთს ერეკლე მეფის გეგმის ერთგულებაზე ფიცი მისცეს. დავით გიორგის ძემ გამეფებისთანავე გაგზავნა პეტერბურგში მაქსიმე კათალიკოსი, ზურაბ წერეთელი და დავით კვინიხაძე. დავითი რუსეთის ხელისუფლებას სთხოვდა: იმერეთის მეფედ დამტკიცებას; იმერეთის სამეფოს მიღებას რუსეთის მფარველბაში იმავე პირობებით, როგორიც იყო შეთანხმებული ქართლ-კახეთის სამეფოსთან; იმერეთში 4 ათასიანი საჯარისო ნაწილის გამოგზავნას. ელჩები დაუბრკოლებლივ ჩავიდნენ პეტერბურგში და ეკატერინე მეორესთან აუდიენციასაც მიაღწიეს, მაგრამ მათ წინადადებას არავითარი შედეგი აღარ მოჰყოლია. რუსეთი არ აპირებდა ოსმალეთთან დადებული ზავის დარღვევას, ამიტომ აჭიანურებდა იმერეთის ელჩებისათვის პასუხის გაცემას. იმპერატორმა იმერეთის საკითხი გენერალ პოტიომკინს გადააბარა. ხანგრძლივი და უშედეგო ლოდინის შემდეგ, 1785 წლის 31 დეკემბერს ელჩებმა პეტერბურგი დატოვეს. 1786 წლის გაზაფხულზე კავკასიის “ლინიაზე” კვლავ უშედეგოდ ელოდნენ პოტიომკინის პასუხს. წლის დამლევს ზურაბ წერეთელი და დავით კვინიხაძე საქართველოში დაბრუნდნენ, მაქსიმე კათალიკოსი კი მოზდოკში დარჩა. მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სანამ რუსეთის მთავრობა იმერეთის მეფის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა, იგი არ უნდა დაბრუნებულიყო.

1787 წელს დავით გიორგის ძემ კვლავ გააგზავნა რუსეთში ელჩობა ბესიკის მეთაურობით. მაქსიმე კათალიკოსი შეხვდა მოზდოკში ცასულ ბესიკს და დაეხმარა მას პეტრე პოტიომკინთან შეხვედრის ორგანიზებაში. 1787 წლის გასულს რუსეთის მთავრობამ შეიწყნარა მაქსიმეს თხოვნა რუსეთში დარჩენის შესახებ. მას ნება მიეცა ეცხოვრა მოსკოვში და მოსკოვის მიტროპოლიტის თანხმობით ჩაეტარებინა ღვთისმსახურება. მოსკოვში მას საცხოვრებელი გამოუყვეს ვისოკოპეტროვსკის მონასტერში. ბესიკთან გაგვნილი წერილებიდან ირკვევა, რომ მაქსიმე კათალიკოსი დიდ იმედებს ამყარებდა რუსეთზე: “თუ რომ ამათი ჯარი ჩვენის ქვეყნის შავი ზღვის პირისაკენ წარემართება, მეც ხომ მაშინვე წამოვალ. თუ ეს არ იქნა, შერიგება მოხდა, ვიცი, მოწყალე ხელმწიფე დიდი ჲკატერინა იმარეთს გამოიხსნის, რათა არღარა უფლებდეს ჩვენ ზედა უღთონი მახმადიანნი და ამ დღის მხილველი უეჭველად მეც მხიარულის სახით წამოვალ ქვეყანად ჩემდა, რათა არ გვეცინოდენ მტერნი ჩვენნი. ამ დღეს შეევესწრო, ღმერთს ამას ვთხოვ. მოსკოვში მაქსიმეს დიდხანს არ დაუყვია. მისი თხოვნით, 1789 წელს მაქსიმე ასტრახანში გადაიყვანეს. 1787-1791 წლების რუსეთ-თურქეთის ომს იმერეთისათვის არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. 1792 წელს მაქსიმე წერილს უგზავნის იმერეთის სამღვდელოებას: რადგან ვერ ვბრუნდები იმერეთში, ახალი კათალიკოსი დანიშნეთო. იმავე წლის ნოემბერში მაქსიმე ასტრახანიდან კიევში ჩადის. აქ იგი კიევ-პეჩორის მონასტერში დაბინავდა და აქედან აღარსად წასულა. გარდაიცვალა 1795 წლის 30 მაისს. დასაფლავებულია კიევის მონასტერში.

მოამზადა ანა ბაქრაძემ



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 20 2011, 08:09 PM
პოსტი #44


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ნიკოლოზ IX, კათალიკოსი

აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსი (1678-1688; 1692-1698)







ნიკოლოზი იყო ძე ქართლის დიდი ფეოდალის იოთამ ამილახორისა და ძმა გიორგი XI-ის უახლოესი თანამებრძოლის, ზემო ქართლის სარდალ გივი ამილახო-რისა. გიორგის გამფებიდან მოკლე ხანში კათალიკოსი გახდა ნიკოლოზი IX. “არა-მედ მომკუდარ იყო კათალიკოზი დომენტი..., აწ მეფემან დასუა ძმა გივი ამილახო-რისა ნიკოლოზ კათალიკოსად”. ნიკოლოზ კათალიკოსი ძალაუნებურად მონაწილე აღმოჩნდა იმ პოლიტიკური დაპირისპირებისა, რომელიც ქართლში ერეკლე I-ის გამეფებას. გიორგი მეფე უერთგულესი თანამებრძოლებით დასავლეთ საქართველოში გადავიდა, ხოლო ქართლის თავადები ერეკლეს ეახლნენ. ნიკოლოზ კათალიკოსმა ახალი მეფისადმი ხაზგასმული უყურადღებობა გამოიჩინა. განაწყენებულმა ერეკლემ გადააყენებინა ნიკოლოზი და კათალიკოსად თავისი ბიძა (დედის მხრიდან )იოანე დიასამიძე დაადგინა. 1691 წელს გიორგი მეფე ქართლში გადმოდის და ფაქტობრვად მეფობას იბრუნებს. იწყება ორმეფობის ოთხწლიანი პერიოდი. ნიკოლოზ კათალიკოსი გიორგიმ კვლავ აღადგინა მცხეთის ტახტზე. ოთხი წლის შემდეგ ვითარება საპი-რისპიროდ შეიცვალა. ერეკლე I-მა გაიმარჯვა. დამარცხებული გიორგი დასავლეთ საქართველოში გადადის, ნიკოლოზ კათალიკოსი ისევ კარგავს კათალიკოსის ტახტს. როდესაც ირნის შაჰმა ქართლი ვახტანგს (შემდგომში ვახტანგ VI) ჩააბარა სამართა-ვად, ვახტანგს კვლავ ეწადა ნიკოლოზის დაბრუნება ტაზტზე, მაგარამ “შეითქუნენ ეპისკოპოსნი და არქიმაადნრიტნი და არღარა ინებეს ნიკოლაოზ, რამეთუ არს სოფ-ლიერი...”, ამრიგად, კათალიკოსს ბრალად წაუყენეს საერო საქმეებში მეტისმეტი ჩა-რევა.

თავისი კათალიკოსობის ხანმოკლე პერიოდებში ნიკოლოზ კათალიკოსმა დიდი ამაგი დასდო ეკლესიას. მართლმადიდებლობის მხურვალე დამცველი, ებრძოდა ირა-ნული ჩვევების საზოგადოებაში დანერგვას. მან ჩაატარა სვეტიცხოვლის აღდგენითი სამუშაოები. საკათალიკოსო საყდარი შეამკო სამსახურებელი ნივთებით; გადააწ-ერინა ახალი ტიპის ლიტურგიკული კრებული _ “დიდი გულანი”, სხვა საეკლესიო წიგნები ქართულ და ბერძნულ ენებზე; შეიძინა და შესწირა სვეტიცხოველს სამი სოფელი. დიდი შრომა გაუწევია მცხეთის მეურნეობის მოწყობისათვის: ააშენა საწ-ნახლები, მარნები, ბაღები.





წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1. ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამფოსა საქართველოსა / ქართლის ცხოვრება, IV, თბილისი, 1973.ქართული სამართლის ძეგლები, I. დოლიძის გამოც. III, თბილისი, 1970.

2. ბ. ლომინაძე, მასალები საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრო-ნოლოგიისათვის, მასალები საქ. და კავკ. ისტორიისათვის, თბილისი, 1951, ნაკვ. 29.
მოამზადა ნათია ფსუტურმა










--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 28 2011, 10:15 PM
პოსტი #45


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სვიმეონ კათალიკოსი, XI ს.
-----------------------------
ახალციხის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება ეტრატზე გადაწერილი სახარება. იგი ცნობილია ჯერ კიდევ XIX ს-ის დასასრულიდან, როდესაც თედო ჟორდანიამ `ქრონიკების~ მეორე წიგნში მოათავსა მისი აღწერილობა და ცნობები ხელნაწერის შესახებ. ბოლოს, ილია აბულაძის მიერ შედგენილი ამ ხელნაწერის აღწერილობა, გამოქვეყნებული 1987 წელს ახალციხის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობაში. ხელნაწერი მრავალმხრივ საინტერესოა, განსაკუთრებით კი მისი ანდერძ-მოსახსენებლებით. იგი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველია, საკუთრივ სახარება-ოთხთავი, ხოლო მეორეა - `განყოფაი, სახარებისაი, დღესასწაულთა წელიწდისათაი, სვინაქსრისა წესითა რჩევითი~. პირველ, ძირითად ნაწილში მოთავსებულია ორი მოსახსენებელი. ორივე ეკუთვნის ხელნაწერის გადამწერ საბას, ხოლო მეორე ნაწილში სამი ანდერძ-მოსახსენებელია – ორი მოკლე და ერთი ვრცელი.ჴპირველი მოსახსენებნლის ტექსტი ასეთია: `ქრისტე, შეიწყალე გიორგი, ამენ.~ ხოლო მეორეა – `ქრისტე ადიდენ სვიმეონ კათალიკოსი~. ვრცელი მოასხსენებლის დასასრულს ნათქვამია:

`გევედრები წმიდანო ღმრთისანო, ვასსაცა მოიწიოს წმიდაი ესე წიგნი, სწერდეთ ანუ იკითხვიდეთ, ხსენებულ გუყვენით წმიდათა შინა ლოცვათა თქვენთა, პირველად, აღმზრდელნი ჩემნი, სვიმეონ აფხაზეთისა კათალიკოსი, და მოძღვარი ჩემი დიმიტრი, და შემდგომად, სულიერნი მოძღვარნი და მშობელნი ჩემნი~ და ა.შ. ანდერძის ავტორია გიორგი ხუცესმონაზონი. სხვადასხვა მკვლევარი ამ ხელნაწერს სხვადასხვა დროით თარიღებდა, მაგრამ ბოლოს შეთანხმდნენ იმაზე, რომ ხელნაწერის თარიღია XI ს-ის ბოლო. ამის მიხედვით, გამოდის, რომ სვიმეონი არის საისტორიო წყაროებით ჩვენთვის ცნობილი პირველი აფხაზეთის კათალიკოსი. აფხაზეთის კათალიკოსები, რომლებიც ქართლის კათალიკოსების იურისდიქციაში შედიოდნენ, ქართულ საისტორიო წყაროებში XIII ს-დან ჩანან, მაგრამ სვიმეონი, როგორც ითქვა, XI ს-ის მოღვაწეა და მას თავის გამზრდელად მოიხსენიებს ამ მნიშვნელოვანი ხელნაწერის _ ახალციხის სახარების გადამწერი გიორგი ხუცესმონაზონი.





მოამზადა ვალერი სილოგავამ


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 18 2012, 07:53 PM
პოსტი #46


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



წმიდა იოანე IV (ოქროპირი) კათოლიკოსი


წმიდა იოვანე IV ქართლის კათოლიკოსის ტახტზე ავიდა კათოლიკოს არსენ II-ის (955-980) შემდეგ, მეფე დავით კურაპალატის დროს. იოვანე 980-1001 წლებში განაგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას.

კათალიკოს ბასილი III (1065-1080) თხზულებაში, `თხრობაი სასწაულთათვის წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსა~ მოთხრობილია რომ წმიდა იოვანეს მშობლებს დიდხანს არ ჰყავდა შვილი და წმიდა შიო მღვიმელს (ხს. 9 მაისს) ევედრებოდნენ მეოხებას. შვილის შეძენის შემდეგ ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილი აღსაზრდელად შიო მღვიმის მონასტერში მიაბარეს, სწორედ მონასტერში შეიძინა წმიდა იოვანემ ის სიწმიდე და სიბრძნე, რის გამოც ერმა მას ოქროპირ კათალიკოსი უწოდა და ასე შევიდა იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში.

ტაო-კლარჯეთში, პარხლის მოანსტრის წარწერაში მოხსენიებულია მონასტრის აღმშენებელი მეფე დავით კურაპალატი (+1001) და `ქართლისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა პატრიარქი იოვანე~. პროფესორ ვალერი სილოგავას გამოკვლევით საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსებიდან პატრიარქის ტიტული პირველად იოვანე IV-ს მიენიჭა. მკვლევარის აზრით: `აქამდე მიღებული იყო, რომ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელებმა პატრიარქის ტიტული XI საუკუნიდან მიიღეს და პირველი ასეთი იყო მელქისედეკ I (1010-1033). მელქისედეკის მიერ პატრიარქის ტიტულის მიღებას მისი ბიზანტიაში ხშირი მოგზაურობით, კონსტანტინეპოლის საიმპერატორო კარზე დიპლომატიური საქმიანობით, ბიზანტიის სამ იმპერატორთან ბასილი III (976-1025), კონსტანტინე VIII (1025-1028) და რომანოზ III არგვიროსთან (1028-1034) ახლობლობით ხსნიან~... ქვეყნის საეკლესიო საჭეთმპყრობელისათვის პატრიარქის უმაღლესი ტიტულის მოპოვებას და მინიჭებას უფრო სერიოზული და მნიშნვნელოვანი საფუძველი ჰქონდა და ქვეყნის საერთო პოლიტიკური განვითარებით იყო განპირობებული. ბიზანტიის იმპერიისაგან პოლიტიკურად დამოუკიდებელ ქვეყანას ეკლესიური დამოუკიდებლობაც სჭირდებოდა, რაც მისი ეკლესიის საჭეთმპყრობელისათვის პატრიარქის ტიტულის მინიჭებაში უნდა გამოხატულიყო. ამისათვის ყველა წინაპირობა არსებობდა _ 40-ზე მეტი საეპისკოპოსი კათედრა და მონასტერი, ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოები და V საუკუნიდან წმინდა მირონის ხარშვის უფლება.

ასეთ ვითარებაში, დავით კურაპალატის დროს, მისი დროის საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს, ქართლის კათოლიკოს იოვანეს მიენიჭა პატრიარქის ტიტული და იგია ამ ტიტულის პირველი მატარებელი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში და ამას დოკუმენტურად ადასტურებს პარხლის ეკლესიის შესანიშნავი წარწერა XX საუკუნის ბოლო ოცწლეულისა.

არ არის გამორიცხული, რომ 980 წელს ქართლის კათალიკოსად ნაკურთხმა იოვანემ იმთავითვე მიიღო პატრიარქის ტიტული, რასაც იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება განაპირობებდა... 1260 წლის ახლო დროის საბუთით დამოწმებულია, მაგრამ, როგორც ჩანს ადრინდელი ტრადიციის ამსახველია კათოლიკოს ნიკოლოზ III-ის (1250-1282) ხელრთვაში წარმოდგენილი რეალობა, როდესაც იგი წერს: `ქრისტეს მიერ შემდგომად ხუთთა პატრიარქთა და უპირველეს მათსა ზეგარდამო მოსულთა უბიწოთა დედისა მისისა ხელითა შეთელილისა კუართისა საუფლოსა მიერ სუეტის_ცხოველის მეექუსე პატრიარქი და ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოს კათოლიკოზი ნიკოლოზ ვამტკიცებ და წავწერ~. მაშასადამე, დოკუმენტურად მტკიცდება, რომ უკვე XII ს-ში და, ალბათ, ამაზე ადრეც, თუმცა წყაროები არ შემონახულა, საქართველოს ეკლესიის მეთაური მსოფლიოს ხუთი პატრიარქის შემდეგ VI ადგილზე აყენებდა პატრიარქის ტიტულით თავის თავს, მაგრამ ამისთვის მას რთული გზა უნდა გაევლო, რომელიც სათავეს X საუკუნეში იღებდა.

წმიდა იოვანე კათოლიკოსი, `რომელი ყოვლითურთ იქნა სწორ იოანე ოქროპირისა, რომლისა სათნოებანი და საქმენი უკეთუ ვინმეს უნდენ ცნობად მიიღედ ხელად მისთვის აღწერილი წიგნი~. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანამ შერაცხა.

კათოლიკოს-პატრიარქ იოვანე IV-ის შემდეგ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელად აირჩიეს სვიმეონ III (1001-1010), რომელმაც აკურთხა ქუთაისის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი (ბაგრატის ტაძარი). სვიმეონის ტიტულის შესახებ წერილობით წყაროები არ შემონახულა. სვიმეონ III-ის შემდგომი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები _ მელქისედეკ I და ყველა დანარჩენი კათოლიკოს-პატრიარქად იწოდებიან.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ცნობილია მეორე იოვანე ოქროპირ კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც 1033-1049 წლებში ეპყრა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტახტი. იგი იყო აღზრდილი და მემკვიდრე წმიდა მელქისედეკ კათოლიკოსისა (ხს. 1 ოქტომბერს) რომლის ცხოვრებაც ასევე წმიდა იყო, როგორც მისი წინამორბედი და მოსახელე წმიდა იოვანე IV კათოლიკოსისა.

http://www.shemoqmedi.ge


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 20 2012, 07:35 PM
პოსტი #47


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში. მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი - მღვიმებისა და ჯრუჭის მონასტრები იყო. დოსითეოსის ბაბუა პაპუნა წერეთელი 1720-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი, ხოლო მამა - ნიკოლოზ წერეთელი, მეფე სოლომონ პირველის მაბჯრეთუხუცესი და მეფის თარჯიმანიც გახლდათ. დოსითეოზს ოთხი ძმა ჰყავდა: ბეჟანი, ვახუშტი, გიორგი და ქველი. მეფის კარზე დაწინაურებული ოჯახი ისტორიულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ქვეყნის მთლიანობისა და სიმტკიცისათვის.

დავითმა მონაზვნური ცხოვრება აირჩია და მონასტერში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. დავითი მალევე აღკვეცეს და სახელად დოსითეოზი უწოდეს. სიწმიდითა და სიბრძნით გამორჩეული წმიდა დოსითეოზი 1781 წელს იქნა დადგენილი მღვდელმთავრად ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე. სამეუფო მადლმა კიდევ უფრო გააბრწყინა ეკლესიისა და ერისათვის თავდადებული მოღვაწე, იგი დაუცხრომელად ზრუნავდა სამწყსოს სულიერ განათლებაზე და ყოველნაირად ცდილობდა განემტკიცებინა ხალხში სარწმუნოებრივ-სახელმწიფოებრივი აზროვნება.

მეუფე დოსითეოზი დიდ ყურადღებას აქცევდა საკათალიკოსი და საეპარქიო მეურნეობებს. ძალიან დაახლოებული იყო იმერეთის სამეფო კართან და აქტიურად უჭერდა მხარს ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შიდა ურთიერთდაპირისპირებები აიძულებდა წმიდა დოსიეთეოზს აქტიური მონაწილეობა მიეღო საერო საკითხების გადაწყვეტაშიც.

1883 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, ქართლ-კახეთის სამეფო შევიდა რუსეთის მფარველობაში, რუსეთის მთავრობა უხეშად ცდილობდა შეეერთებინა საქართველოს დანარჩენი სამთავროები. დოსითეოზ ქუთათელისა და ეფთვიმე გაენათელის მონაწილეობით 1789 წელს იმერეთის დელეგაცია ეწვია ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს და სთხოვეს თავის ძალაუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რაც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა.

1795 წლიდან დოსითეოზი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიება, ამა წლის 26 აპრილს მეფე ერეკლეს მეუღლე დედოფალი დარეჯანი, მეუფე დოსითეოზისადმი მიწერილ წერილში მას კათოლიკოსად იხსენიებს: „დოსითეოზს, მათ უწმინდესობას, სრულიად იმერთა და ოდიშ-აფხაზთა კათოლიკოზს...“, არსსებობს 1789 წელს მეფე სოლომონის დადასტურებული დოკუმენტი, სადაც უწყებულია, რომ „ქუთათელ მიტროპოლიტს დოსითეოზს კათოლიკოზობა უბოძეთ“. მაგრამ დოსითეოზი კათოლიკოზად არ იყო ნაკურთხი და იგი თავის თავს მხოლოდ საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიებს.

რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკით გატანჯული ხალხი ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას, 1819 წელს იმერეთში აჯანყებამ იფეთქა, რუსეთის მთავრობა სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს. შეიპყრეს აჯანყების ყველა სავარაუდო თავკაცი და იდეოლოგი. 1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობის საგანგებო ბრძანებით, ისე რომ ამ ამბავს კიდევ ახალი მღველვარება არ მოჰყოლოდა, შეიპყრეს დოსითეოზ ქუთათელი და ეფთვიმე გაენათელი. ორივე მღვდელმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე, შეუკრეს ხელ-ფეხი და მათრახების ცემით წაიყვანეს, ასევე სასტიკად გაუსწორდნენ სხვა შეპყრობილ აჯანყებულებს, ზოგი მათგანი ჩამოახრჩვეს და ზოგიც რუსეთში გადაასახლეს სამუდამოდ.

ნატანჯი და ნაცემი მღვდელმთავრები დაბა სურამში შეაჩერეს, სადაც ერთ დედაკაცს მათთვის წყალი მიუწოდებია დასალევად. წმიდა ეფთვიმეს კბილები სრულიად ჩამოცვენილი ჰქონია ცემისაგან და სისხლი უღებია პირიდან. სამოცდათერთმეტი წლის სასტიკად ნაცემი წმიდა დოსითეოზი 5 მარტს გზაში გარდაიცვალა, დაკრძალულია ანანურში, ტაძრის შიგნით.

„ქართველ წმიდათა ცხოვრებანი“, თბილისი, 2007 წ.
ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში. მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი - მღვიმებისა და ჯრუჭის მონასტრები იყო. დოსითეოსის ბაბუა პაპუნა წერეთელი 1720-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი, ხოლო მამა - ნიკოლოზ წერეთელი, მეფე სოლომონ პირველის მაბჯრეთუხუცესი და მეფის თარჯიმანიც გახლდათ. დოსითეოზს ოთხი ძმა ჰყავდა: ბეჟანი, ვახუშტი, გიორგი და ქველი. მეფის კარზე დაწინაურებული ოჯახი ისტორიულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ქვეყნის მთლიანობისა და სიმტკიცისათვის.

დავითმა მონაზვნური ცხოვრება აირჩია და მონასტერში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. დავითი მალევე აღკვეცეს და სახელად დოსითეოზი უწოდეს. სიწმიდითა და სიბრძნით გამორჩეული წმიდა დოსითეოზი 1781 წელს იქნა დადგენილი მღვდელმთავრად ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე. სამეუფო მადლმა კიდევ უფრო გააბრწყინა ეკლესიისა და ერისათვის თავდადებული მოღვაწე, იგი დაუცხრომელად ზრუნავდა სამწყსოს სულიერ განათლებაზე და ყოველნაირად ცდილობდა განემტკიცებინა ხალხში სარწმუნოებრივ-სახელმწიფოებრივი აზროვნება.

მეუფე დოსითეოზი დიდ ყურადღებას აქცევდა საკათალიკოსი და საეპარქიო მეურნეობებს. ძალიან დაახლოებული იყო იმერეთის სამეფო კართან და აქტიურად უჭერდა მხარს ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შიდა ურთიერთდაპირისპირებები აიძულებდა წმიდა დოსიეთეოზს აქტიური მონაწილეობა მიეღო საერო საკითხების გადაწყვეტაშიც.

1883 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, ქართლ-კახეთის სამეფო შევიდა რუსეთის მფარველობაში, რუსეთის მთავრობა უხეშად ცდილობდა შეეერთებინა საქართველოს დანარჩენი სამთავროები. დოსითეოზ ქუთათელისა და ეფთვიმე გაენათელის მონაწილეობით 1789 წელს იმერეთის დელეგაცია ეწვია ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს და სთხოვეს თავის ძალაუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რაც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა.

1795 წლიდან დოსითეოზი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიება, ამა წლის 26 აპრილს მეფე ერეკლეს მეუღლე დედოფალი დარეჯანი, მეუფე დოსითეოზისადმი მიწერილ წერილში მას კათოლიკოსად იხსენიებს: „დოსითეოზს, მათ უწმინდესობას, სრულიად იმერთა და ოდიშ-აფხაზთა კათოლიკოზს...“, არსსებობს 1789 წელს მეფე სოლომონის დადასტურებული დოკუმენტი, სადაც უწყებულია, რომ „ქუთათელ მიტროპოლიტს დოსითეოზს კათოლიკოზობა უბოძეთ“. მაგრამ დოსითეოზი კათოლიკოზად არ იყო ნაკურთხი და იგი თავის თავს მხოლოდ საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიებს.

რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკით გატანჯული ხალხი ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას, 1819 წელს იმერეთში აჯანყებამ იფეთქა, რუსეთის მთავრობა სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს. შეიპყრეს აჯანყების ყველა სავარაუდო თავკაცი და იდეოლოგი. 1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობის საგანგებო ბრძანებით, ისე რომ ამ ამბავს კიდევ ახალი მღველვარება არ მოჰყოლოდა, შეიპყრეს დოსითეოზ ქუთათელი და ეფთვიმე გაენათელი. ორივე მღვდელმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე, შეუკრეს ხელ-ფეხი და მათრახების ცემით წაიყვანეს, ასევე სასტიკად გაუსწორდნენ სხვა შეპყრობილ აჯანყებულებს, ზოგი მათგანი ჩამოახრჩვეს და ზოგიც რუსეთში გადაასახლეს სამუდამოდ.

ნატანჯი და ნაცემი მღვდელმთავრები დაბა სურამში შეაჩერეს, სადაც ერთ დედაკაცს მათთვის წყალი მიუწოდებია დასალევად. წმიდა ეფთვიმეს კბილები სრულიად ჩამოცვენილი ჰქონია ცემისაგან და სისხლი უღებია პირიდან. სამოცდათერთმეტი წლის სასტიკად ნაცემი წმიდა დოსითეოზი 5 მარტს გზაში გარდაიცვალა, დაკრძალულია ანანურში, ტაძრის შიგნით.


IPB-ს სურათი

„ქართველ წმიდათა ცხოვრებანი“, თბილისი, 2007 წ.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 18 2012, 11:37 AM
პოსტი #48


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,214
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) დიდხანს ლოცულობდა წმინდა ნიკოლოზის ხატთან, შემდეგ კი წარმოთქვა: შენ მთავარეპისკოპოსი ხარ, მე კი პატრიარქი, ამიტომ შეისმინე და აღასრულე პატრიარქის თხოვნაო.

smile.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 19 2012, 01:15 AM
პოსტი #49


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



marine
გაიხარე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 19 2012, 12:38 PM
პოსტი #50


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,214
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(A.V.M @ Dec 19 2012, 02:15 AM) *

marine
გაიხარე...

a025.gif გურამ, ყველაზე სათუთი განყოფილების მოდერი ხარ rolleyes.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 20 2012, 03:04 AM
პოსტი #51


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



marine
ციტატა
გურამ, ყველაზე სათუთი განყოფილების მოდერი ხარ

ხო....
თითეულ პოსტს ვუფრთხილდები...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 20 2013, 12:25 AM
პოსტი #52


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



შემოგთავაზებთ ეპისკოპოს კირიონ საძაგლიშვილის , (შემდგომში პატრიარქის) წერილს, რომელიც საზოგადოების ძალიან მცირე მასებისთვის არის ცნობილი.
მისი გაცნობის შემდეგაც დარწმუნდებით თუ როგორ მძიმე სიტუაციაში უწევდათ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს მოღვაწეობა , რუსეთის იმპერიის უღლის ქვეშ.
წერილს თან ერთვის აკაკი წერეთლის ლექსი–ნ.ნ. დურნოვოზედ , რომელშიც მგოსანი საკუთარ ტკივილს გამოხატავს , ეკლესიის და ზოგადად ერის ბედზე.

341. კირიონი წერს ჩიჯავაძეს , აკაკი წერეთლის ლექსს ნ.ნ.
დურნოვოზე

მამაო წმინდაო!
კორსუნის მონასტრის შესახებ , სადაც მე ვოსტორგოვის სინოდმა ექსორიად გამამწესა , ცნობები შევკრიბე . ამ აზრით გუშინ ვიყავ მთავარეპისკოპოზ ნიკოლოზთან , რომელმაც დაწვრილებით ამიხსნა ამ მონასტრის მდებარეობა და ჰავა. რადგან მეტად ციებ-ცხელებიანი ადგილი ყოფილა , ნიკოლოზმა დამიშალა იქ წასვლა და მირჩია ახალი ადგილის თხოვნა .ნიკოლოზს ამ მონასტრის მდებარეობაზედ და ჰავაზედ ჩემ მოსვლამდის ეთქვა მიტროპოლიტს ანტონისათვის . დღეს დილით მიტროპოლიტთან წავედი და ავუხსენი კორსუნის ჰავის უვარგისობა . იმან მითხრა : მე მეგონა ყირიმში ყველგან კარგი ჰავა არისო , რადგან თბილი მხარეაო და მირჩია ქაღალდით მეთხოვნა სხვა ადგილი .როგორც თუ დავბრუნდი შინ, მაშინვე დავწერე და გავაგზავნე სინოდში შემდეგი რაპორტი : ,,Определенйе С.в. Синода , от 20 – прашлого Февралья за N2254 , в 15- день февралья я уволен на покои и местопребывание мне назначено в корсунскам богороднычием монастире таврическай епархии. По наведеным мною справкам местность эта бываем отрезана от осталннова мира . Малариа усилаается особенно вследствие разлития двух рек затопляпоших ету местност.
Следовательно климатическия условия окружаюшее корсунки монастыр местности далеко хужсе Ковенского сырого климата , от которого хотел избавится . потому все покорнейшли прошу ваше святаество назначить меня настаятелем монастыря в однам из южних городов Россиитак как для своих занятий мне необходимо жит или в городе жсе в крайнем случае по близости его. ''
ვნახოთ რა იქნებ . მიტროპოლიტმა კითხა მტერიალური საშუალება გაქვთო , რომ სამითვე იცხოვროთ , სანამ პენსიას დაგინიშნავენო . მე ვუპასუხე , როგორც იქნება იოლად გამოვალ მეთქი . მიტროპოლიტი ძალიან დაინტერესებულა ვოსტორგოვზედ საჩივარის შესახებ . მკითხა რწმუნების ქაღალდის გადასაცემაზედ .
კორსუნის მონასტერში , როგორც მიამბო ნიკოლოზმა , ჩემს წინად ყოფილა ულუფაზედ გადმოყვანილი ლეონიდი ; მთელი ერთი კვირა თურმე ლეონიდი ითვლებოდა იმ მონასტერში . ამ დროს ჩემი რაპორტიც მოსვლია სინოდს და უხერხულად უცვნიათ ორივეს ულუფაზედ დათხოვნა და თანახმად მიტროპოლიტი ანტონის შუამდგომლობისა ლეონიდი გადაუყვანიათ გურია–სამეგრელოში , მე კი – საწყალი ბერი ქელანი – კორსუნის მონასერში . მალაქია ბოლქვაძეს ჯერ არ მოუტანია პასუხი ნაფიც ვექილ ანდრონიკაშვილისგან .
აკაკის შემდეგი ლექსი უძღვნია ნ.ნ. დურნოვოსთვის , რომელსაც მოსკოვში ჩასვლაზედ ხახანიშვილის გადაათარგმნინებს და თვით წაუკითხავს დარნოვოს .
ნ.ნ. დურნოვოს
ცოლიც რუსი მყავს , შვილიც რუსი მყავს ,
და მეც რუსეთში დავჭაღარავდი
მიყვარდა რუსი , მაგრამ მის ნაკლს კი
აღვიარებდი ! ვერა ვფარავდი .
ვუქებდი წარსულს , მაგრამ აწმყოში
მძულდა მთავრობა – ბიუროკრატი –
და მე რომ რუსად წარმოვიდგენდი
სხვა გვარი იყო იმისი ხატი :

ქრისტეს მოყვარე , სულით მაღალი ,
გაჭირვებულთა ხელის შემწყობი ;
უსამართლოთა და უკუღმართთა
აღვირ ასხმული და დამამხობი !

ვით ჩვენს წინაპრებს , მეც ისე მყავდა
მაშინ რუსობა წარმოდგენილი :
მთელ საქართველოს დამხსნელ–მფარველად
და სასოებით მიცემდა გული ,

მაგრამ რა ვნახე , ჩემ სამშბლოში
როცა დავბრნდი ღმერთო ძლიერო !
ერთგულების და სიყვარულისთვის
გადასახადი სამაგიერო ?

ზიზღი და მტრობა ! _ სხვა არაფერი !!
დევნა სასტიკი ხორცის და სულის ,
ვითომც მტყუანი იყო ქართველი
და მართალი კი სულ ის და სულ ის .


რუსებს ეჭირათ სუყოველგვარი
ჩვენი ცხოვრების ასპარეზები ,
გვაჯდენ კისერზედ , როგორც სახედრებს
და გვერდებს გვწრიდა მათი დეზები .

სამღვდელოებას და მის ეგზარქოსს
აებნათ ქრისტეს წამოძღვარი კვალი ;
შეჰქონდათ ხალხში , უსჯულოება
საქრისტიანო უარ აჰყუვეს ვალი

გარეგნად მღვდლები , შინაგნად მგლები ,
თავს არ იტეხდნენ ქრისტეს მცნებაზე
და გამაძღრები ფიქრობდნენ მხოლოდ ,
როგორც ჟანდრები , გარუსებაზე .

სამსჯავროებში აღარსად იყო
აღარც კანონი , არც სამართალი
და თვითოეულ მსაჯულთაგანსაც
გარუსებისკენ ეჭირა თვალი .

აღმზრდელებიცა ჩვენი შვილების
მხოლოდ ჰფიქრობდნენ გარუსებაზე
და არა მათის მოწაფეების
გრძნობა–გონების ამაღლებაზე .


მე კი ვამბობდი , რომ მოვლინება ,
ეს დროებითი მხოლოდ მეხია ...
მომავლისაგნ ველოდი სულ სხვას
და მაინც გული არ გამტეხია .

ვფიქრობდი მოვა აწ ახალი დრო ,
ის განგვინათლებს დღევანდელ ბნელსა
და მოველოდი მე გაზაფხულის
წინამორბედს და მახარობელსა .

და აი მართლაც დღეს გამოგვიჩნდი
კურთხეულ იყოს შენი ჭაღარა !!..
და შენთან ერთად ძმობა–ერთობას’
უმღერს , უგალობს ჩემი ნაღარა !!..
აკაკი

პეტერბურგში მზიანი დღეებია , ნამდვილი გაზაფხულია . მომიკითხე ყველანი. ეპისკოპოსი კირიონი .
1908 წელი . მარტი 18 .

http://seminarieli.wordpress.com/2013/03/2...83%9A%E1%83%98/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 7 2014, 10:02 AM
პოსტი #53


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ამბროსი ხელაია: „ჩემი 87 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას”
გამოაქვეყნა: გელა ვასაძე საზოგადოება March 30, 2014 , 12:23 pm 791 ნახვა

Share
ამბროსი ხელაია1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამბროსი ხელაია წმინდანად შერაცხა წმიდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით. 29 მარტი მისი ხსენების დღეა.
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ამბროსი მიწიერ ცხოვრებაშივე იყო უფლისაგან ზენაარი მადლით დაჯილდოებული. ერთხელ, რაჭაში, ჭელიშში მსახურებისას, მიწიდან ესმა ხმა – გაათხრევინა და იქ აღმოჩნდა წმინდა წერილის უძველესი ქართული ხელნაწერი, რომელიც დღეს „ჭელიშურის“ სახელით არის ცნობილი.
„ღვთის ენა-პირი ასხიაო“, – ამბობდნენ თურმე მასზე იქაურები. „ჯერ მაგისთანა არავინ მოსულა და არც მაგ დალოცვილისთანა ქადაგება გაგვიგონიაო“. რა გასაკვირია, რომ ასეთ მღვდელმთავარს განსაკუთრებული გრძნობით მიეტანა გულთან ერის ყველა ტკივილი და განსაცდელი. ცარიზმის პერიოდში იგი დაუცხრომლად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, ხოლო საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ხმას იმაღლებდა ეკლესიის დევნის, ქართული ენის უფლებების შეზღუდვისა და ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემის წინააღმდეგ.
1922 წელს მან გაგზავნა მემორანდუმი გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე, რუსეთის ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების სრული ჩამონათვალით. როგორც ემიგრაციაში მყოფი ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე მანველიშვილი აღნიშნავდა:
„საქართველოს კათალიკოსმა თავი გასწირა სამშობლოსათვის და შექმნილ ჯოჯოხეთურ პირობებში, თბილისიდან ხმა მიაწოდა კონფერენციას. მემორანდუმში დაწვრილებით არის აღწერილი საქართველოს უბედური მდგომარეობა და განათლებული კაცობრიობისაგან მოითხოვს დახმარებას. მემორანდუმი წაკითხულ იქნა კონფერენციაზე, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“. კათოლიკოსი, ქართველი ერის სახელით, საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყობას მოითხოვდა.
გენუაში გაგზავნილი წერილის გამო ამბროსი ხელაია ბოლშევიკებმა შეიპყრეს და სასტიკად სტანჯავდნენ და აწამებდნენ. სასამართლოზე, პატრიარქი, უშიშრად, ყოველგვარი ქარაგმებისა და ერთმორწმუნეობისადმი დათმობების გარეშე, ღიად ამხელდა რუსული შოვინიზმის სახეს და თავის დამოკიდებულებას მათი ავკაცობისადმი:
„ჩემი 87 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას. ვიბრძოდი როგორც მოქმედებით, ისე პრესის საშუალებით, რამაც შემძინა დევნულობა და ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ტკბილი და მყუდრო დღეები.“ -და თუ რატომ არ უნახავს, ადვილი მისახვედრი იყო, როდესაც ჰყვებოდა, რა ვითარებაში უხდებოდა ქართველებს თავისუფლებისათვის ბრძოლა – მისგან მოტანილი მარტო ერთი სოხუმის მაგალითზეც კი ნათლად ჩანდა, რომ ვერანაირი რუსობა ვერ ურიგდებოდა საქართველოს თავისუფლებას:
„დიდი თუ პატარა, ნასწავლი თუ უსწავლელი, ყველა გაიძახოდა: „როგორ შეიძლება საქართველო იყოს თავისუფალი, ეს დროებითია, მოვა ჩვენი ჯარი და ისევ დავიმორჩილებთო. მას ასახელებდნენ: „Кукурузная республика“ ანუ „Республика на 11/2 часа“. ბატონობის იდეაზე აღზრდილი ადგილობრივი რუსი ბუნებრივი მოსურნე იყო ბატონობისა და თანასწორობას ვერ გუობდა“.
ცხადია, კრემლის ყურმოჭრილი მონები მსგავს მსჯელობას ვერ აპატიებდნენ და, რაკი ვერაფრით გატეხეს პატრიარქის უტეხი სული, განაჩენად სიკვდილით დასჯა გამოუტანეს, მაგრამ მხცოვანი ასაკის გამო მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 8 წლამდე, სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონფისკაციით.
პატრიარქი სასამართლოს ბრალდებულის სკამიდანაც თვით სდებდა ბრალს ბრალმდებლებს და განაჩენის გამოტანამდე იქით შეაგონებდა: „როგორც ჩვენ წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვისაც ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიის და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვრისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების თითქმის 37 წლის განმავლობაში.
ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველის ქართველის გულში, – იმ ქართველისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს. როგორც მორწმუნე ვიტყვი – იყოს ნება ღვთისა! – და მოგმართავთ ქრისტეს სიტყვებით: „ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირთ ჩემზედა, არამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქვენთა“ (ლუკ. 23, 28).
ორი წლის შემდეგ კათოლიკოსი ამნისტიით გაანთავისუფლეს და, რაღა თქმა უნდა, ის სატუსაღოდან პირდაპირ სიონისაკენ გაემართა. კათოლიკოსი მეტეხის ხიდზე გადმოდისო – ეს ამბავი ისე სწრაფად მოედო თურმე ქალაქს, როცა კათოლიკოსი სიონში მივიდა, ტაძარი უკვე მრევლით სავსე დახვდა. შევიდა თუ არა სიონში, ხალხი მუხლებზე დაემხო და აქვითინდა. მაშინ აღმოხდენია სიხარულით: „როგორც ჩანს, ქრისტიანობას საქართველოში ვერა ძალა ვერ გაანადგურებსო“ – და მომეტებული მღელვარებისგან გული წასვლია.
1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამბროსი ხელაია წმინდანად შერაცხა წმიდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით. შთამომავლებს ანდერძად დარჩებათ წმინდანის სიტყვები, რომლითაც მას წამების დროს მიუმართავს ბოლშევიკი მტარვალებისათვის: „სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული ჩემი – საქართველოს, ხოლო გვამი ჩემი – თქვენი იყოს, ძაღლებო!“ არქივში შემონახულია ამბროსი ხელაიას მიერ გენუაში გაგზავნილი წერილიც და ის დიალოგიც, რომელიც მისი სასამართლო პროცესის დროს გაიმართა, მოსამართლესა და ბრალდებულს შორის: კათალიკოს ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის კონფერენციისადმი (შემოკლებით)
,,1918 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისიპოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ცხოვრების რესტავრაციას… რასაკვირველია ამას ვერშეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი.მან დასძრასაქართველოს საზღვრებისაკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს, უსწორობრძოლაში სისხლიდან დაცლილ საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე დასამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვანისტორიაში.
ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლესდა გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ესყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ… თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ისყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც ახდენენ ქართველი ერის ზურგზე,აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკურად გადაშენების და სულიერად გავლურების და გახრწნისკარამდე!
ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არ აქვს ხმის ამოღებისა. ამგვარ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულმოვალეობადა ვრაცხ კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვსთქვა: მე, როგორც ეკლესიისწარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა დარეგლამენტაციაში. მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება,რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულადგანვითარებას. ამიტომ ვითხოვ:
1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი დაუზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა დამძლავრობა-მიტაცებისაგან.
2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოსთავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა.“ 1922 წ.
ნაწყვეტი 1924 წლის მარტში გამართული სასამართლო სხდომის ოქმიდან: მოსამართლე ბარათაშვილი – რა ხასიათი ჰქონდა თქვენს მემორანდუმს? კათალიკოსი ამბროსი – გენუის კონფერენციაზე იყო საქართველოს წარმომადგენელი და იქ უნდა დაცულიყო ჩვენი ერის სუვერენობა. ვფიქრობდი, რომ ჩვენს წარმომადგენელს ეს მემორანდუმი დახმარებას გაუწევდა და მეც ამიტომ გავგზავნე.
პროკურორი ოკუჯავა – თუ საბჭოთა წყობილება არა, როგორ წყობილებას ითხოვდით? კათალიკოსი ამბროსი – ისეთს, რომელიც ხალხის სურვილზე იქნებოდა დამყარებული. მოსამართლე ერქომაიშვილი – რას მოელოდი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმით?
კათალიკოსი ამბროსი – ვიცავდი საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას.
მოსამართლე ერქომაიშვილი – რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?
კათალიკოსი ამბროსი – მე დღემდე არ ვიცი, ვის იცავს რუსის ლაშქარი. როდესაც წითელი ლაშქრის გაყვანას ვითხოვდი, მე მხედველობაში მქონდა ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით.
მოსამართლე ერქომაიშვილი -როდის იყო საქართველო თავისუფალი?
კათალიკოსი ამბროსი – წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.
სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე – მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს
კათალიკოსი ამბროსი – არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოვიტანთ საქართველოს რუკას.
სასამართლოს წევრი რთველაძე – სცნობთ თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ქართველი ხალხის თავისუფლების დამცველი?
კათალიკოსი ამბროსი – მე მინდა საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე.
პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?
კათალიკოსი ამბროსი – ინტერვენციით.
პროკურორი ოკუჯავა – რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ჯარს?
კათალიკოსი ამბროსი – იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.
პროკურორი ოკუჯავა – რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?
კათალიკოსი ამბროსი – ასოცი წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.
პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ქართველი ხალხისა?
კათალიკოსი ამბროსი – ერის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, რომ ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის.
მოსამართლე ერქომაიშვილი – მაგალითად, რაში გამოიხატა რუსეთის ჩარევა ეკლესიის დამოუკიდებლობაში?
კათალიკოსი ამბროსი – თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც”.
ზურაბ ქართველაძე, აფხაზეთის ხმა

http://www.tzona.org/ambrosi-xelaia/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shio_graphics
პოსტი Oct 26 2014, 07:15 PM
პოსტი #54


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 26-October 14
წევრი № 13,860



მოგესალმებით,მე ვარ ვიდეო მემონტაჟე და გრაფიკოსი,სამწუხაროდ ამჟამად უმუშევარი, გთხოვთ შეაფასოდ ჩემი ნამუშევრებიდან ორი ვიდეო, ერთი რომელიც გავაკეთე საქართველოს პატრიარქებზე... და მეორე "წმინდა ილია მართალი"
გმადლობთ...

http://www.youtube.com/watch?v=IA0Iw4prYLk http://www.youtube.com/watch?v=ihW9VSFSEoY
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 26 2014, 09:16 PM
პოსტი #55


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,214
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(shio_graphics @ Oct 26 2014, 08:15 PM) *

მოგესალმებით,მე ვარ ვიდეო მემონტაჟე და გრაფიკოსი,სამწუხაროდ ამჟამად უმუშევარი, გთხოვთ შეაფასოდ ჩემი ნამუშევრებიდან ორი ვიდეო, ერთი რომელიც გავაკეთე საქართველოს პატრიარქებზე... და მეორე "წმინდა ილია მართალი"
გმადლობთ...

http://www.youtube.com/watch?v=IA0Iw4prYLk http://www.youtube.com/watch?v=ihW9VSFSEoY

ორივე ვიდეო მომეწონა, განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძის შესახებ. რაც შეეხება ილია მეორეზე გაკეთებულ ვიდეოს, ცოტა ბოლოში დამაკლდა ლოგიკური დასასრული...

წარმატებებს გისურვებთ და შეგეწიოთ უფალი თქვენ საქმიანობაში smile.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shio_graphics
პოსტი Oct 26 2014, 11:25 PM
პოსტი #56


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 26-October 14
წევრი № 13,860



დიდი მადლობა,თქვენც ასევე შეგეწიოთ უფალი.. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 27 2014, 01:06 PM
პოსტი #57


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,214
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(shio_graphics @ Oct 27 2014, 12:25 AM) *

დიდი მადლობა,თქვენც ასევე შეგეწიოთ უფალი.. smile.gif


იხარეთ rolleyes.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2016, 12:15 PM
პოსტი #58


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,214
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ის [კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III] გახლდათ მკაცრი, მაგრამ ეს სიმკაცრე იყო მეორე მხარე მისი ღვთისადმი სიყვარულისა. იყო კეთილი და გულმოწყალე, მისი ეშინოდათ სწორედ მისი სამართლიანობის გამო".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2016, 12:41 PM
პოსტი #59


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,214
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პატრიარქი [მელქისედეკ III]კლიროსზე ლოცვებს კითხულობს, თითქოს საქართველო მისი ბაგეებით ლოცულობს".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2016, 11:05 PM
პოსტი #60


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,214
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მელქისედეკი - სახელია დიდებული და იმავ დროს სოფლისგან დაფარული ძველაღთქმისეული პატრიარქისა, საიდუმლო პიროვნებისა, რომელმაც ვარსკვლავივით გაიელვა ბიბლიის ფურცლებზე, შემდეგ გაქრა და აუხსნელი სიჩუმე დატოვა. ეს სახელი, როგორც მე მეჩვენებოდა, ყველაზე მეტად უხდებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს [მელქისედეკ III].


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd July 2018 - 08:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი